შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეგხვდები შემდეგ სეზონზე (6)


3-07-2023, 22:27
ავტორი ავრორა
ნანახია 1 311

***
წიგნის კითხვას თავი დაანება ,ისედაც კონცენტრაციას ვერ ახდენდა და 98 გვერდს კითხულობდა დაახლოებით 15 წუთი მაინც , თათიამ კართან მდგომ ცოტნეს შეხედა რომელსაც თვალებში უცნაური მზერა ჰქონდა
-წიგნს კითხულობ?-ჩვეული ტონით კითხა
-როგორც ხედავ
-რომელს?
-გამსახურდიას ,,მთვარის მოტაცება"
-ეგ წიგნი მინიმუმ სამჯერ მაინც გაქვს წაკითხული-უთხრა ღიმილით და მასთან ახლოს , სავარძელში დაჯდა.
-ვიცი მაგრამ...
-თანამშრომელს პროკურატურაში ყავს შეყვარებული-უხეშად გააწყვეტინა რაც აშკარად ცოტნეს სტილი არ იყო-ამ შეყვარებულს მგონი გენეტიკით აქვს რაღაც ფსიქოლოგიური მდგომარეობა, და თურმე ატყუებს ,არ ეუბნება , ალბათ გაინტერესებს რატომ?მეც მაინტერესებს...ხო სად ვიყავი, ესეიგი -თათიამ იგრძნო თუ როგორ დაეძაბა მთელი სხეული,-ხომ არ გეცნობა ?
-არაა...-უპასუხა და ტუჩზე იკბინა
-ისევ იტყუები, Borderline Personality Disorder , ხომ მგონი ასე ჰქვია...ხოდა იქნებ შენთან გადმოვამისამართო და ერთმანეთს გაუგებთ.
-საიდან მოიტანე? არ ვიცი ვინ გითხრა მაგრამ აშკარად ან შენ გაიგე არასწორედ ან იმ ვიღაცამ მოგაწოდა მცდარი ინფორმაცია.
-აა ანუ მატყუარა ფსიქოლოგებთან დადიხარ?იცი მე არ მგონია თავის პაციენტებზე არასწორ ინფორმაციებს ავრცელებდეს.
-პაციენტის ინფორმაცია კონფიდენციალურია,რა უფლებით ბედავს სხვისთვის გაზიარებას?-საგრძნობლად აუწია ტონს ,
-მთავარ პრობლემას მაგას ხედავ?
-ამის უფლება არ ქონდა...არ ქონდა,არ უნდა ეთქვა ,შენ გგონია ვაპატიებ??-ადგილიდან ადგა ,ოთახში უაზრო სიარული დაიწყო-რა თქმა უნდა არა,არ მაინტერესებს რა თქვა,ამის უფლება არ ქონდა გესმის ჩემი?
-დამშვიდდი
-ცოტნე შენ მე უნდა დამიჯერო...ნუ მამშვიდებ ,ისედაც მშვიდად ვარ ,შენ მე უნდა დამიჯერო,არაფერი სერიოზული არ არის ,
-თათ ,დამშვიდდი
-არა ,არაა ნუ მეხები,ნუ მეხებიიი ....კარგი ,კარგი ხოო მხოლოდ მამაჩემს არ ჰქონია Borderline Personality Disorder,მეც მაქვს , მამაჩემმა თვითმკვლელობით დაასრულა მე არვიცი , მამაჩემი დედაჩემმა მიატოვა ,ახლა შენც წახვალ... -ფანჯარასთან ახლოს მივიდა -ხოო რა თქმა უნდა თვალებში გეტყობა აი ასე ადგები და წახვალ , არ მომიახლოვდე ,
-დამშვიდი ,ჩემთან მოდი, თათ მე მინდა შენ ამიხსნა გესმის ამის შესახებ შესახებ.
-საბა უკვე გეტყოდა.-კიდევ უფრო მიუახლოვდა ,ასე ახლოს დგომა საშიშიც კი იყო
-მითხრა მაგრამ არ მაინტერესებს მისი როგორც ფსიქოლოგის აზრი ,მე მაინტერესებს შენ რას იტყვი , რას გრძნობ..
-არა ,არა , ,მარტო დავრჩები,ისედაც მარტო ვიყავი,არც მჭირდები , შენ გგონია რამეში მჭირდები?ადგები და წახვალ , შენც წახვალ , არ წახვიდე , უშენოდ რა უნდა ვქნა ...-სახეზე ცრემლები ჩამოსდიოდა-ვინმე სხვას იპოვი ,ჩემზე უკეთესს, მყარი ფსიქოლოგიური მდგომარეობით მაინც..
-იქნებ არ მინდა ,არ მჭირდება ,
-მეკითხები რა არის Borderline Personality Disorder? აი ის მდგომარეობა რა თვისებებიც მე მაქვს ,როგორც გამოხატავ ემოციებს, ჩემი მთელი პიროვნება ესაა...
-ვიცი ... უკან გამოიწიე თათ ...ჩემთან მოდი ....
-გიჟი არ ვარ, არც შენი შეცოდება არ მჭირდება , შეგიძლია პირდაპირ წახვიდე , ხო შენი აზრით სიყვარული არ შემიძლია არაა?!
- ხო იცი რო არ წავალ... ეხლა მე შენთან მოვალ ,რამდენიმე ნაბიჯით მოგიახლოვდები და უკან არ წახვალ , შევთანხმდით ? შენთან ვარ, მე სულ შენთან ვარ და ვიქნები...
იმიტომ რო ასეა ,იმიტომ რო არ ვიცი სხვაგან სად წავიდე თუ შენთან არა ...
მოდი ჩემთან -ბოლოჯერ უთხრა და ახლოს მისწია, თავი ბიჭის მკერდზე დადო -ნუ ტირიხარ... ყველაფერი ისევ ისეა როგორც ადრე.
-როდის ადრე ?როგორც ერთი კვირის წინ თუ როგორც 3 წლის წინ?
ბიჭმა შუბლზე აკოცა
-შუბლზე დებილებს და ბავშვებს კოცნიან
-არა თათ შუბლზე სხვა დროსაც კოცნიან.
-სამი წლის წინ მიმატოვე რადგან პირველი ყოფილიყავი თუ იმიტომ რომ გრძნობები გაქრა და მოგბეზრდი?
-და იქნებ სიყვარული არ შემიძლია?
-და ჩემ კითხვაზე პასუხი?
-შენთვის გავაკეთე,უფროსწორედ ვეცადე შენთვის მომეცა საშუალება საოცნებო ოჯახი შეგექმნა ჩემს გარეშე.
-აშკარად არ გამოვიდა.
-ვწუხვარ, ცოტნე მართლა.
-მე არა. გაბრაზებული იმიტო არ ვარ რომ შენს მიტოვებას ვაპირებდი ,იმიტომ ვარ რომ ამდენი წელი მიმალავდი,იმის ნაცვლად რომ გეთქვა უბრალოდ გაქცევა ამჯობინე. იცი რამდენი კითხვის ნიშნით დამტოვე?!-კვლავ შუბლზე აკოცა , -ცოტახანში უნდა გავიდე ნიკომ ნოეს რაღაც sos სიტუაცია სიტუაცია აქვსო.მარა თუ გინდა დავრჩები ,მივწერ რო არ მცალია.
-მოხვალ?
-აბა რას ვიზამ,ჩვენს სახლში მოვალ.აუცილებლად და ყოველთვის...
-ხოო?
-თავისთავად .
***
-რაც ყველაზე ძლიერი ალკოჰოლური გაქვთ ის, -მშვიდად მისცა შეკვეთა და წინ მჯდომ ორ ბიჭს შეხედა-გვჭირდება.
-მოიცა ნოე, რას ყვები რო ესეიგი მაგდალენასთან რომელსაც საერთოდ არც კი იცნობ შვილი გყავა ,დაჟე ეს ბავშვი უკვე 2 წლისაა ??-ინფორმაცია დააზუსტა ცოტნემ და
-ასე გამოდის ...-დაეთანხმა
-რა გამოდის შეჩ**ა ,ნუ მაგიჟებ 2 წლის ბავშვი გყავს და რამდენიმე საათის წინ შეიტყვე?-ნოესგან განსხვავებით აშკარა იყო რომ ნოე და ცოტნე ემოციებს ვერ მალავდნენ.-და ამ დროს ამ ბავშვმა რა იცის საერთოდ შენზე?
-იმედი ვიქონიოთ რო ნოემ მაინც იცის ბავშვის სახელი.
-ალისა , ალისა ჰქვია...შემთხვევით მოხდა.
-აბა დაგეგმილი რო ყოფილიყო 2 წლოს შემდეგ არ გაიგებდი.-წაკბინა ძმამ.
-ყველას შეიძლება მოუვიდეს..- თუმცა თვითონვე გაიაზრა რა სისულელეს ამბობდა.
-ვერ ვიტყოდით ...
-კაი ნიკო დაიცადე ერთი 2 წელი ,იქნება შენც გამოგიჩნდეს ვინმე father ,father ,daddy -ის ძახილით.
-ქართული იცის ალისამ?
-არ ინერვიულო ბიძას როგორმე ვასწავლით რო დავგიძახოს ხოლმე.
მარა სერიოზულად ნოე რა უნდა ქნა?
-რავიცი ძმაო ბედი მაქვსო ამან უნდა თქვას, 2 წლის წინ არ მოსთხოვა ცოლობა და ეხლა მოსთხოვს? პრინციპში სახელის გარდა სხვა არაფერი იციან ერთმანეთზე და
-და დარწმუნებული ხარ რო ხათუნა და თინა არ მიგაქორწინებენ უცებ ?ბოლოსდაბოლოს ნანატრი ბავშვი უჩნდებათ ოჯახში.
-მაგდალენაზე ვერ დავქორწინდები.ბავშვთან თავისთავად ურთიერთობას დავიწყებ ,როგორც ყველა მამა რავიცი ,მარა ვერ დავქორწინდები.
ხო იცით სოფისთან ვცდილობ ურთიერთობის დალაგებას მარა ...
-უშედეგოდ და ზუსტად 2 წელი და რამდენიმე თვე,საეჭვოდ ემთხვევა ...
-ხათუნას და დანარჩენებს როდის უნდა უთხრა,შემთხვევით რო იქ არ ვიყო-ჰკითხა ნიკოლოზმა, თუმცა ბიჭმა ისეთი შეხედა რომ ცოტნესთვის და ნიკოლოზისთცისაც აშკარა გახდა რომ ორივეს მიუწევდა
ამ სცენის ნახვა და შემდეგ კბილებით დაცვა ნოესი.
-ისე მთლად ერთი ღამეც არ იყო არა?
-ერთი კვირა ,მაგრამ ეს არაფერს ცვლის ,სე**ის გარდა არაფერი არ ყოფილა.
-მეტი რაღა უნდა ყოფილიყო ,ამინდზე და კლიმატის ცვლილებებზე გებაზრათ?
-ანუ ჩემი მხრიდან გრძნობები არ ყოფილა
-აუ შენ რაღაცა თანდათან ცვლი ფაქტებს,ანუ იმის მხრიდან იყო?
-არ ვიცი, ეხლა რო ვიხსენებ ალბათ იყო ,თუნდაც ბავშვი გააჩინა , და კიდე რაღაც დეტალები იმ ერთ კვირაში. მე დიდად არ მიფიქრია ან მიგრძვნია რამე
-დაჟე დიდად?და მცირედით იყო?მოდი ნოე ჩამოყალიბდი .
-არეული ვარ ,თან მაგრად -თმები ხელით აურია,(ნერვიულობის სულ ასე აკეთებდა)-თან სიტუაციაც ისეთია ...ავფეთქდები სადაცაა.
-სოფის უნდა უთხრა?-ჰკითხა ნიკოლოზმა
-რა მნიშვნელობა აქვს შენი აზრით ვერ გაიგებს?მითუმეტეს ხვალვე გავარდება ეს ინფორმაცია პრესაში ,გინდა მოსალოდნელი სათაური გითხრა?,, კვირის სიახლე :ცნობილ ბიზნესმენ გოჩა ამილახვრის შვილს ,ნოე ამილახვარს,რომელიც ასევე მამის ბიზნეს აგრძელებს შვილი გამოუჩნდა, ქალისგან რომელიც მისი ცოლი არ არის".
-წესით ჯობია რო შენ უთხრა
-აუ რავი ხან ერთად ვართ ხან არა ,ხან შერიგებულები ვართ ხან არა.ხან მგონია რო მაგარი კიდ*ა ეხლა
მე შვილი მყავს თუ ცოლი მოვიყვანე.
-ნუ ხო მარა მაინც სხვა თემაა...ხო უნდა იცოდეს ?!
-ვაფშე ვისთან რას ვაპირებ აზრზე არ ვარ . ეხლა ხათუნა და თინა ცალკე ამირევენ ჭკუას .
-ეგენი შვილიშვილის დედას დაუჭერენ მხარს.
-ანუ მაგდალენა joined the "ამილახვრების ჩატში თუ ჯერ ნოუ?
-shut up bro.
-ჯერ მარტო Magdalena joined to Georgia.
-ესე მიყარა ყველაფერი და საქართველოში ჩამოვიდა ხო
-ხო ნუ ბიჭო შვილის მამას ჩამოაკითხა რა,
-საერთოდ არ მეცინება მე.
-არც ჩვენ ძმაო.
***
-ეს სახლი მცირე ზომისაა , ალისა არ არის მიჩვეული ასეთ სახლში ცხოვრებას ,უფრო მეტი ფართი სჭირდება , ხომ გესმის ...
-ხო რა თქმა უნდა... მოვიფიქრებთ რამეს , სხვა სახლს ვიპოვით
-ნუ წესით არ მინდა სხვანაირად გამომივიდეს მარა სხვა სახლი რო არ ვიპოვოთ ან რამე შეგვიძლია შენთან გადავიდეთ ნოე ,მეც ახლა არ მაქვს ბინის ქირისთვის, სხვანაირად არ გამიგო კარგი ?-მორცხვად კითხა და ტუჩზე იკბინა.
-არა მაგდა ,მართალი ხარ, წესით ეს იდეა მეც უნდა გამჩენოდა , თან ალისას კარგად გავიცნობ ,
-უმჯობესი იქნება კვირის ბოლოს გადმოვიდეთ მაშინ ხო?მგონი საკმარისი ფართია , და თქვენც უფრო დაახლოვდებით როგორც მამა -შვილი. ალისას ისე უხარია, ეს იდეაც მისთვის გამიჩნდა.მერე ხათუნამაც ხომ შემოგვთავაზა და , ისე ხათუნა რო დავუძახო ხომ არ იქნება პრობლემა?
-არა პირიქით , არანაირი პრობლემა არ იქნება.
-თუ რა თქმა უნდა ჩვენი გადმოსვლა შენს რომელიმე ურთიერთობაზე არ აისახება
-არა.
-ასე მგონია ,მოვალეობის მოხდის მიზნით მცემ პასუხებს ,ყავა თუ ჩაი?ან რამე სხვა..
-ცივი წყალი ,ყინულით..-უთხრა და როცა უკან დაბრუნდა მაგდა ჭიქით შემდეგ დაამატა-მოვალეობის მოხდის მიზნით არ გცემ უბრალოდ სიახლეა ,თან დიდი სიახლე ჩემს ცხოვრებაში, ზოგი 9 თვე ემზადება მშობლებისთვის მე კი მხოლოდ ერთი კვირაა რაც ვიცი და ჩემ შვილს ვხვდები, იმედია ხვდები,მაგრამ მალე გამოვასწორებ ,შვილთან ახლო ურთიერთობა მინდა და ასეც იქნება.-მზერა ტელევიზორის ეკრანზე გააჩერა სადაც მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი სოფია ახალ ამბებს გადმოსცემდა თუმცა როგორც ჩანს დასასრულს მიუახლოვდა საინფორმაციო რადგან პარიზის მოდის კვირეულის, ცნობილი ამერიკელი მსახიობის დაოჯახების და შემდეგ უკვე ცნობილი ბიზნესმენის გოჩა ამილახვრის ოჯახში პატარა შვილიშვილის და ნოე ამილახვრის შვილის 2 წლის ალისას გამოჩენის შესახებ აცნობა მაყურებელს და თან დაამატა რომ ბავშვის დედის მაგდალენას და ნოეს ურთიერთობის შესახებ დეტალები მედიიისთვის ცნობილი არ არის.
- მერე თბილისი ვანახოთ ხო ალისას?
-კი.-უპასუხა თუმცა ეკრანისთვის თვალი არ მოუშორებია
-მემგონი მარგია რომ ჩამოვედი , ალისას გამო. მამა სჭირდება.
-მაგდა უნდა წავიდე , მოემზადეთ გადასვლას ვგულისხმობ. ნომერი მგონი გაქვს,შენსას ჩავიწერ.
სადარბაზოდან გამოვიდა თუ არა ნაცნობ ნომერზე დარეკა თუმცა აშკარად ავტომოპასუხე პასუხობდა ,როგორც ჩანს ან ისევ ტელევიზიაში იყო ან ისეთი დაღლილი რომ ტელეფონზე პასუხის თავიც არ ქონდა , შესაბამისად ესემესი მისწერა ,,საუბარი თუ მოგინდება დამირეკე ,ვიცი რომ ასე არ უნდა გაგეგო." მანქანაში მჯდომმა სამჯერ გადაწყვიტა წყნეთში ასვლა თუმცა სამჯერვე უკან დაიხია,სანაცვლოდ კი თავის მშობლებთან ავიდა.
-აქ რას აკეთებ?-პირველი შეკითხვა რომელიც ნიკომ დაუსვა -წესით სხვაგან უნდა იყო თუ ტელევიზიის ინფორმაციიდან ვიმსჯელებთ. და ამ დროს შენ რომელიც აქ ამოდიხარ..
-ნოე დე ,რა კარგია რო მოხვედი , როგორ არიან მაგდა და ალისა , ხომ კარგად ,მათთან იყავი?-კითხვების კორიანტელი დააყარა ხათუნამ
-კი დე ,ყველაფერი კარგადაა ,ჩემთან გადმოვლენ მალე.
-ამისთვის ამოხვედი არაა , გინდა მოისმინო თუ როგორ სწორედ იქცევი, ქვეცნობიერის დამშვიდებას ცდილობ?-ჩურჩულით ჰკითხა ნიკოლოზმა თუმცა ნოე აშკარად ყურადღებას არ აქცევდა და ხათუნას უხსნიდა თუ როგორ აპირებდა ალისასთვის ქალაქის დათვალიერებას.
-შენც ხო იცი რო იდიოტურად იქცევი?
-შენ გგავს ,თან ძალიან, შენნაირი თვალები აქვს , თან რა საყვარლად ცდილობს ისაუბროს ,ბებოს სიხარულია, მრცხცენია თორემ მე და თინა ყოველ დღე იქ ვიჯდებოდით , ეხლა შენთანაც ხშირად ამოვალთ ხოლმე.

პ.ს მადლობა რომ კითხულობთ და ბოდიში მცირე ზომის თავისთვის.
გაიზიარეს თქვენი იდეები ვინ ჩანს ნოეს მეწყვილე თქვენთვის.



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

საიმტერესოდ ვითარდება მოვლენები. ველით გსგრძელებას.იმედია გაზრდი მოცულობას

 


№2 სტუმარი ნი-კე

პირველი თავიდან მოგყვები და საინტერესოდ წერ..ფსიქოლოგიურმა მდგომარეობამ დამაინტერესა..და გული მატკინა ცოტნეს დედის პოზიციამ. თუნდაც თანაგრძნობა,რომ გამოეჩინა თათიასთვის,ნამდვილად ღირსეული ქალი იქნებოდა,მაგრამ გამოგვეცხადა ტიპიური ეგოისტი დედა და გაბოროტებული სადედამთილო..წარმატებები და ველი შემდეგ თავს

 


№3  offline წევრი ავრორა

ნი-კე
პირველი თავიდან მოგყვები და საინტერესოდ წერ..ფსიქოლოგიურმა მდგომარეობამ დამაინტერესა..და გული მატკინა ცოტნეს დედის პოზიციამ. თუნდაც თანაგრძნობა,რომ გამოეჩინა თათიასთვის,ნამდვილად ღირსეული ქალი იქნებოდა,მაგრამ გამოგვეცხადა ტიპიური ეგოისტი დედა და გაბოროტებული სადედამთილო..წარმატებები და ველი შემდეგ თავს

მადლობა რომ კითხულობთ, ცოტნეს დედის პოზიცია სამწუხაროდ ხშირია ასე თუ ისე ჩვენს გარშემო.

 


№4 სტუმარი ნი-კე

ავრორა
ნი-კე
პირველი თავიდან მოგყვები და საინტერესოდ წერ..ფსიქოლოგიურმა მდგომარეობამ დამაინტერესა..და გული მატკინა ცოტნეს დედის პოზიციამ. თუნდაც თანაგრძნობა,რომ გამოეჩინა თათიასთვის,ნამდვილად ღირსეული ქალი იქნებოდა,მაგრამ გამოგვეცხადა ტიპიური ეგოისტი დედა და გაბოროტებული სადედამთილო..წარმატებები და ველი შემდეგ თავს

მადლობა რომ კითხულობთ, ცოტნეს დედის პოზიცია სამწუხაროდ ხშირია ასე თუ ისე ჩვენს გარშემო.
მე ვიტყოდი ძალიან ხშირი და ეს ძალიან მტკივნეულია..ახლა შეიძლება ვინმემ მითხრას დედაა და შვილისთვის საუკეთესო უნდაო,მაგრამ მე ვუპასუხებ ასე:აი ასეთი ,,კეთილი"ჩარევის შემდეგ ხდება არასორ გზაზე გადახვევა ხშირად..იქნებ იმ შვილს თავისი ცხოვრება სწორედ ასეთი ,,არა მდგრადი "ფსიკიკის მქონესთან უღირს და არა იმ ,,საუკეთესოსთან"დედას ან სხვა ნებისმიერს რომ უნდა?!ერთია მისცე რჩევა და მეორეა უხეშად ჩაერიო ..აქ კიდევამ ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი,გოგონა ენდობოდა დედაზე მეტად,მივიდა იმედით,რომ გვერდით დაუდგებოდა და პასუხად მიღო რა?!ეს ხომ დღევანდელობის თითქმის-90%- ში ხდება..

 


№5  offline წევრი ავრორა

ნი-კე
ავრორა
ნი-კე
პირველი თავიდან მოგყვები და საინტერესოდ წერ..ფსიქოლოგიურმა მდგომარეობამ დამაინტერესა..და გული მატკინა ცოტნეს დედის პოზიციამ. თუნდაც თანაგრძნობა,რომ გამოეჩინა თათიასთვის,ნამდვილად ღირსეული ქალი იქნებოდა,მაგრამ გამოგვეცხადა ტიპიური ეგოისტი დედა და გაბოროტებული სადედამთილო..წარმატებები და ველი შემდეგ თავს

მადლობა რომ კითხულობთ, ცოტნეს დედის პოზიცია სამწუხაროდ ხშირია ასე თუ ისე ჩვენს გარშემო.
მე ვიტყოდი ძალიან ხშირი და ეს ძალიან მტკივნეულია..ახლა შეიძლება ვინმემ მითხრას დედაა და შვილისთვის საუკეთესო უნდაო,მაგრამ მე ვუპასუხებ ასე:აი ასეთი ,,კეთილი"ჩარევის შემდეგ ხდება არასორ გზაზე გადახვევა ხშირად..იქნებ იმ შვილს თავისი ცხოვრება სწორედ ასეთი ,,არა მდგრადი "ფსიკიკის მქონესთან უღირს და არა იმ ,,საუკეთესოსთან"დედას ან სხვა ნებისმიერს რომ უნდა?!ერთია მისცე რჩევა და მეორეა უხეშად ჩაერიო ..აქ კიდევამ ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი,გოგონა ენდობოდა დედაზე მეტად,მივიდა იმედით,რომ გვერდით დაუდგებოდა და პასუხად მიღო რა?!ეს ხომ დღევანდელობის თითქმის-90%- ში ხდება..

100%-ით გეთანხმებით ,თან თუ დააკვრიდებით სწორედ ,,სადედამთილოს " რეაქცია გახდა ნაწილობრივ მიზეზი იმისა რომ თათიას ქვეცნობიერმა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ასე მწვავედ მიიღო, სწორედ ამიტომ ეშინია სხვა გარშემომყოფების რეაქციის და არ სურს გამხელა , ფიქრობს რომ თუ ასეთმა ადამიანმა ვერ მიიღო როგორიც იყო მაშინ ყველა ,,გიჟად "შერაცხავს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent