შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელქუდა (სრულად)


3-07-2023, 23:08
ავტორი ვე რა
ნანახია 9 056

წითელქუდა 1

ბავშვობიდან მიყვარდა ზღაპრები. მით უმეტეს გამორჩეულად მომწონდა წითელქუდა. მამაცი გოგონა კეთილი გულით. მეოცნებე ბავშვი ვიყავი, ცოტათი თავქარიანი და უცნაურად ინტერესიანი. ტყისპირას გაშენებული ჩვენი სოფელი კი ჩემს ფანტაზიას ხელს უწყობდა. ხან დილით რომ გავიპარებოდი სახლიდან, საღამოს სანამ ბებია არ მომძებნიდა , სანამ ჩემი სახელის ყვირილით ტყეს არ შემოივლიდა სახლში არ ვბრუნდებოდი. ჩემს ბავშვურ წარმოდგენებში ცხოველების ენაც მესმოდა. ცხოველებს კი ჩემი რატომღაც არ ეშინოდათ, ალბათ გაკნაჭულ, გამხდარ და ანემიის გამო გადაფითრებულ კიკინებიან გოგონას საფრთხედ არც აღმიქვამდნენ. საათობით ვიჯექი ხეზე ციყვების ფუღუროსთან და მათი იდეალური ოჯახით ვტკბებოდი. როგორი მზრუნველები იყვნენ მშობელი ციყვები, ჩემებს კი არ ჰგავდნენ! ახლა რომ ვფიქრობ, სწორედ ეს მიზიდავდა ცხოველებში. იდეალურ ოჯახზე დაკვირვება . ვიცოდი სად ჰქონდათ მელიებს სორო, ვიცოდი სად ცხოვრობდნენ ზღარბები. და ისე ვიყავი აღფრთოვანებული მათი მყუდრო საცხოვრისით, ერთხელ სახლშიც ვცადე საკუთარი სოროს მოწყობა. ერთი სიტყვით ტყე მიზიდავდა და მიხმობდა.

მე მხოლოდ ბებია და ბაბუა მყავდა, ისინი იყვნენ ცოცხლი მშობლების ობოლი შვილის პატრონები. მივიწყებული და მიტოვებული, უსახური ბავშვის ერთადერთი იმედები.

ბაბუასაც უყვარდა ტყე. ხშირად თან დავყავდი, როცა შეშის მოსატანად მიდიოდა. მიხაროდა ბაბუასთან ყოფნა, სწორედ ის მიყვებოდა უამარავ უცნაურ და ზღაპრულ ისტორიას ტყეზე და მის ბინადრებზე.

ერთხელ ურიკაში შებმულ ნიშაზე ამხედრებულს ამომხედა უცნაურად მხიარულმა და მითხრა:

_ ცაბუ, გინდა ერთი საიდუმლო ადგილი განახო? _ მე თავი დავუქნიე, რადგან ყოველგვარი საიდუმლო ინტერესს იწვევდა ჩემში.

ბაბუამ ცხენს აღვირში ხელი მოჰკიდა და მთავარი ბილიკიდან ტყის სიღრმეში შედარებით გაუვალ ბილიკზე გადაუხვია,

_ კარგად მომისმინე ცაბუ!_ ამომხედა და ახლა მისი სახე დაფიქრებული და ცოტა სევდიანიც კი მომეჩვენა.

_ ეს ადგილი ჩემმა ბაბუამ მაჩვენა და გამაფრთხილა, საიდუმლოდ შემენახა. ვფიქრობ, დრო მოვიდა შენც იცოდე მისი არსებობის შესახებ. არ ვიცი, რატომ ფიქრობდა ბაბუაჩემი, რომ ოდესმე გამომადგებოდა ეს ადგილი, არც ის ვიცი, შენ რატომ გიყვები ამ ყველაფერს, მაგრამ მგონი ბევრი დრო აღარ დამრჩენია. ეს სამყარო კი უცნაურად აირია შვილო. ყოველ შემთხვევაში ამის ნახვა არ დაგაზარალებს.

ფაქტობრივად ცალი ყურით ვუსმენდი. და იმაზე ვფიქრობდი, თუ რა სასწაული დამხვდებოდა აღთქმულ საიდუმლო ადგილას.

_ აქიდან ფეხით მოგვიწევს წასვლა!_ მითხრა ბაბუამ და ცხენიდან ჩამომსვა. ნიშა იქვე ტოტზე გამოაბა და სრულიად გამქრალ ბილიკს შეუცდომლად დაადგა. ეტყობა არცთუ იშვიათად სტუმრობდა ამ ადგილს.

უკვე ბინდდებოდა ნაძვებში ჩაფლულ ერთ მომცრო გორაკთან რომ მივედით და ბაბუა შედგა. ყურადღებით მიმოიხედა და როცა დარწმუნდა ციყვების და ჩიტების მეტი არავინ იყო ჩვენი მოწმე, ლიანებით ოსტატურად დაფარული პატარა, წელამდე სიმაღლის კარი გამოაჩინა. ჩუმად შეაღო და წამოდიო, თავით მანიშნა. გულისფანცქალით გავყევი ბაბუას ჩაბნელებულ მომცრო კიბეებზე.

მან ასანთს გაჰკრა და კედელში ჩამაგრებული სანათი აანთო.
პატარა უცნაურად ვიწრო და გრძელი ოთახი განათდა. რაღაცას მაგონებდა ეს ინტერიერი, მაგრამ ვერაფრით ვხვდებოდი რას. მიმოვიხედე და ოთახის ბოლოში კიდევ ერთი ვიწრო კარი დავლანდე. სწორედ ისეთი თბილისის მეტროში რომ აქვთ ვაგონებს. გონება გამინათდა.

_ ბაბუ ეს ხომ მატარებელია?!_ შემოვკარი ტაში. ბაბუამ თავი დამიქნია. ვაგონი საძინებლად და უცნაურ სათავსოდ გადაექციათ და კაცმა არ იცის, როგორ და რატომ. მიწით დაეფარათ.
ნეტავ რას მალავდნენ თავის დროზე აქ, ამ შუაგულ ტყეში?

_ ეს რა ადგილია ბაბუ?_ ვკითხე, როცა ჩემმა ფანტაზიამ ვერ მიშველა.

_ არც მე ვიცი შვილო. ალბათ რაღაც სამალავი უნდა ყოფილიყო ოდესღაც. ბაბუამ რომ იპოვნა უკვე ცარიელი იყო. შემდეგ მან მოაწყო აქაურობა. ხელი შეავლო და აი ასეთი კი გამოვიდა.
კედელთან ვიწრო ძველებური საწოლი იდგა. ორი დაბალი კარადა. პატარა ძველი ქურა. იქნებ აღარც მუშაობდა და რამდენიმე ალუმინის ქვაბი და ჯამი.

_ წამოდი!_ ხელი დამიქნია ბაბუამ და ვაგონის ბოლოში ვიწრო კარი შეაღო. იქაც ვაგონი დაგვხვდა, მაგრამ უფრო მომცრო და პატარა. თუმცა სავსე სხვადასხვა იარაღებით. რას არ მახავდით აქ: ურო, ბარი, რამდენიმე სახეობის და სიდიდის დანები.
სანადირო ორლულიანი თოფები და ყუთებით საფანტი და ტყვიები.
ყველაზე მეტად კედელზე ჩამოკიდულმა პაწაწუნა არბალეტმა გამაოცა და გამახარა.

_ ეს ყველაფერი ვისია ბაბუა? _ ვკითხე გაოცებულმა.

_ გამოდის, დღეიდან შენია! ამის შემდეგ კვირაში ერთხელ აქ ამოვალთ და იარაღის გამოყენებას გასწავლი! ღმერთმა ნუ დაგაჭირვოს, მაგრამ უცნაური წინათგრძნობა მკარნახობს , რომ ეს ყველაფერი სწორედ შენ დაგჭირდება.

წამოსვლისას კარი დაკეტა და საფარი დეტალურად გაუსწორა. უკვე ბნელოდა ნიშასთან რომ დავბრუნდით.
ბებიას არც კი გაჰკვირვებია სახლში ჩვენი უშეშოდ დაბრუნება.
არაფერი უკითხავს. არც უთქვამს ჩემთვის. მხოლოდ ღამით, როცა ალბათ ეგონათ მეძინა, ჩურჩულით უბრაზდებოდა, მაინც არ იშლი შენსასო?

_ ქალო, რა დაშავდება , თუ თავს ასე უფრო მშვიდად ვიგრძნობ? ბავშვი ახლა იწყებს ცხოვრებას, ჩვენ კი სადაცაა დავტოვებთ! უბრალოდ მინდა გულმშვიდად წავიდეო!_ უპასუხა ბაბუმ და მე შიშმა ამიტანა. ანუ ესენიც მტოვებდნენ და მიდიოდნენ? ანუ სულ მარტო ვრჩებოდი? თავზე საბანი გადავიფარე და გულამოსკვნილი ავტირდი. მაშინ ვერ მივხვდი, რა წასვლას გულისხმობდა ბაბუა.

იმ დღიდან მოყოლებული ფხიზელი ძილი ვუსწავლე, რომ ვინიცობა იყო, მათ წასვლა გადაეწყვიტათ მშობლებივით უეცრად და დაუმშვიდობებლად არ გამპარვოდნენ.

კვირაში ერთხელ კი ბაბუას სავარჯიშოდ დავყავდი. კიდევ ათას რამეს მასწავლიდა სროლის და დანის ხმარების გარდა. რამდენიმე წელიწადში სრული საბრძოლო მომზადება გამატარა. მაგრამ მე მაინც სუსტი, გაკნაჭული და ანემიური ბავშვი ვიყავი. 15 წლის ასაკშიც არ ვგავდი დანარჩენ ლოყაღაჟღაჟა გოგონებს.
მაგალითად ჩემი მეზობელი ანუსია უკვე დიდ გოგოს ჰგავდა, ფორმები ლამაზად დამრგვალებოდა და უბნის ბიჭები თვალს ყოველთვის აყოლებდნენ. არა, თავად ეს არ ახარებდა. პირიქით, თავს ჩახრიდა და ჩვეული სევდიანი თვალებით სწრაფად ჩაირბენდა გზაზე. მხოლოდ ჩემთან იყო შედარებით გულგახსნილი, მაგრამ მისი სევდის მიზეზი ვერაფრით ამოვხსენი. მე რომ ვყოფილიყავი მასავით ლამაზი, ასე არასდროს მოვიწყენდი. რა უცნაურია ცხოვრება! ზოგჯერ ჯობია არ ინატრო სხვის ადგილას ყოფნა, თორემ სამყარომ შესაძლოა ეს ნატვრა მოულოდნელად აგისრულოს კიდეც.

დრო გადიოდა. კიდეც გადამავიწყდა ბაბუას ნათქვამი "ჩვენი წასვლის დრო მოვიდაო", რომ სწორედ მაშინ გავიაზრე თუ რა იგულისხმა იმ ღამეს ჩემმა ერთადერთმა მოამაგემ და საყრდენმა. სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა ბაბუა. მოულოდნელად ჩემთვის, თორემ ოთხმოცი წლის კაცისთვის სიკვდილში მოულოდნელი ალბათ არაფერი ყოფილა.
დარდმა მომცელა. ბაბუა მიწას მივაბარეთ და მე და ბებო შევრჩით ერთმანეთს. ახლა ბებოს დავუწყე თვალებში უყრება. მეშინოდა ძალიან მეშინოდა, რომ ერთ დღეს ისიც წავიდოდა.

ბაბუის დასაფლავებიდან ერთი თვის თავზე, რატომღაც მომინდა ტყეში წასვლა. ალბათ ბაბუა მენატრებოდა.
ბილიკს დავადექი და ფიქრებში გართული ისე გადავეყარე ტყის ბილიკზე მომავალ ურემს ვერც კი გავიგე. ავხედე და ანუსიას ნახევარ ძმას მოვკარი თვალი.

_ გამარჯობა ცაბუ! აქ რას აკეთებ? მარტო ხარ?_ უცნაურად არ მეამა მისი ბოლო შეკითხვა. თუმცა მეობელზე ცუდი არაფერი მიფიქრია. მთელი ცხოვრება ვხედავდი და როგორც ყველა თანასოფლელს მასაც თვალდახუჭული ვენდობოდი. მშრომელი ბიჭის სახელი ჰქონდა. შეხედული და გოგონების თქმით საკმაოდ სიმპატიურიც კი ეთქმოდა. მხოლოდ თავად ერიდებოდა მათთან გადამეტებულ სიახლოვეს. ამის გამო ბრაზობდნენ კიდეც უბნის გოგოები. თავს გვამეტებს გარეგნობის გამოო. თავს არ გვიყადრებს, ნეტა საკუთარი თავი ვინ ჰგონიაო? ზევიდან გვიყურებსო!
ერთი სიტყვით სხვა ბიჭებს არ ჰგავდა ანუსიას კობა. მე მასზე, როგორც კაცზე არასდროს მიფიქრია, როცა ინგას , სოფიას და მარუს ზედ არ უყურებდა, მე საერთოდ ვერ შემამჩნევდა! თანაც ასაკით ბევრად უფროსი იყო ჩვენზე. ხოდა ტყუილ ოცნებას კი აბა რა აზრი ჰქონდა?

_ უბრალოდ ვსეირნობ!_ ვიცრუე მაშინვე.

_ აქ მარტო ნუ ივლი ცაბუ! საშიშია, ტყეა ბოლო_ ბოლო!_ მზრუნველად გამაფრთხილა კობამ. მე თავი დავუქნიე და ჩემს ტზას გავუყევი. მანაც გადაჰკრა მათრახი ცხენს და გზა სოფლისკენ გააგრძელა.

მე ჩემს სამალავში წავედი. ცოტა ვივარჯიშე არბალეტის სროლაში. უფრო დიდხანს კი ვიჯექი და ვფიქრობდი. ბოლოს ავდექი და ისევ სახლში დაბრუნება გადავწყვიტე.
მართლაც არ მინდოდა ტყეში დამღამებოდა. ვინ იცის, წითელქუდასავით ავ მგელს არ გადავყროდი სადმე. ეჰ, ზოგჯერ როგორ არ ცდება წინათგრძნობა, ჩვენ კი არაფრად ვაგდებთ მას!

ფრთხილად გამოვედი საიდუმლო ბილიკიდან და ყურადღება მხოლოდ მთავარ ბილიკზე მოვადუნე. როცა ვიფიქრე რომ საფრთხე აღარ მემუქრებოდა. სწორედ იმ წამს ყველაზე საზარელი მხეცი დამესხა თავს, ყველაზე შეუბრალებელი და კვების ჯაჭვის სათავეში მდგომი.

უკნიდან დამიჭრა, ძლიერი მკლავებით. პირზე ხელი ამაფარა და ბილიკიდან კვლავ ტყის სიღრმეში შემათრია.
ვეწინააღმდეგებოდი, ვკაწრავდი და ვყვიროდი, მაგრამ ძალა მალე გამომელია. ჩემმა ანემიამაც თავისი ქნა და მისმა რამდენიმეჯერ მოქნეულმა მუშტმაც, გონი ნახევრად დავკარგე. მისი სახე არ დამინახავს. სქელი თვალებთან ნახვრეტებ ამოჭრილი შავი ქუდი ჰქონდა ჩამომხობილი თავზე. არ ვიცი, რამდენი ხანი იკმაყოფილებდა ცხოველურ ჟინს. მე მხოლოდ ტკივილი მახსოვს. და მისი სიტყვები, ყურში რომ ჩამჩურჩულებდა:

_ რა ხანია აგირჩიე! ...ის უკვე ქალია... მე კი შენსავით პატარა მინდა... დღეიდან ჩემი ხარ...

უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე და გულზე დაკიდული ჯაჭვი ჩამოვგლიჯე. მგონი ვერც მიხვდა ისე იყო საკუთარი მხეცობით გართული. ბოლოს იქვე დამტოვა და ავი სიცილით დამპირდა, რომ ისევ მომაკითხავდა. ზურგი მაქცია და წავიდა. არ მახსოვს, დრო როგორ გავიდა. ხან მოვდიოდი გონს, ხან ისევ ვკარგავდი საღ აზრს. ცა კი თანდათან ბნელდებოდა. ძლივს მოვკრიბე ჩემი დამსხვრეული სხეული, თავი მოვუყარე და მუხლებზე წამოვდექი. რამდენჯერმე ჩავისუნთქე და ფეხზე ავდექი. არეული და მძიმე ნაბიჯებით წავლასლასდი სახლში. არავისთვის არაფერი მითქვამს. ან თქმას რა აზრი ჰქონდა? მე არავინ მყავდა დამცველი. მოხუცი და ჯანმრთელობა შერყეული ბებიის მეტი და ვინ იცის, ჩემზე ნერვიულობას შეიძლებოდა გადაჰყოლოდა კიდეც.
მე კი მინდოდა მას დიდხანს ეცოცხლა, რომ ამ წყვდიადი სამყაროს სრული მარტოობის ოკეანეში არ დავმხრჩვალიყავი.
ჩუმად შევწექი ლოგინში და ემბრიონივით მოვიკუნტე. უცებ ვიგრძენი, როგორ ვუჭერდი ხელს რაღაც ბასრს. დაბუჟებული თითები ძლივს გავხსენი და ფანჯრიდან შემოსული მთვარის სინათლეზე ვერცხლის მოზრდილმა ჯვარმა გაიელვა ჩემს ხელში.


2

საწოლზე წამოვჯექი. ლოყეზე ცხელი კი არა, ისეთი მდუღარე ცრემლები ჩამომიგორდა, მეგონა კანზე დამწვრობის კვალი დამრჩებოდა. ვუყურებდი ხელისგულზე აელვარებულ მეტალს და ვფიქრობდი, რომ იმ წამს ღმერთი მოკვდა. ან თუ არსებობდა სადმე, ჩემი ტკივილი ისე ეპატარავა ვერ და არ შემიმჩნია.
დღეიდან ჯვარი უბრალოდ მეტალი იყო და მეტი არაფერი. ისევ კისერზე ჩამოვიკიდე, საშინლად მემძიმა. მაგრამ არ მომიხსნია, დავიტოვე, როგორც სიმბოლო, რათა არასდროს დამვიწყებიდა თუ სადამდე მიჰყავს ადამიანი საკუთარ სისუსტეს. რათა მუდამ მხსომებოდა, რომ ადამიანიც მხეცია და თუ ასეა , გამოდის მეც მხეცი ვიყავი. მართალია ეშვებ ჩამტვრეული და კლანჭებ დაჭრილი, მაგრამ მაინც მხეცი და ჩემთვისვე აჯობებდა თუ ეს მხეცი ჩემში გაიზრდებოდა და გაძლიერდებოდა. უპატრონო საყდარს ეშმაკები რომ ეპატრონებიან თქვენთვის არახალია არა? სწორედ ასე მოხდა ჩემთანაც. როგორც კი ჩემში ღმერთი მოკვდა, ეშმაკმაც მყისვე გამოიღვიძა. ახლა პირველყოფილი ინსტიქტები მმართავდნენ. რაც მოხდა მოხდა, მაგრამ მე შემეძლო მეპოვნა ის და შური მეძია მასზე ყველა მისი მსხვერპლის სახელით.

მივხვდი, რომ აღარ ვტიროდი. მივხვდი, რომ აღარ მეშინოდა. მივხვდი, რომ ცაბუ აღარ ვიყავი, ახლა მე თავად გავხდი მსხვერპლიც, ნადირიც და მონადირეც.
გულაღმა მწოლმა ჯვარს ხელი ჩავავლე და ბაბუას შევფიცე:

_ გეფიცები ბაბუ, იმ პატარა ცაბუს ტკივილს გეფიცები, რომ შურს ვიძიებ მის გამო!_ მერე კი თვალები დავხუჭე და ურალიდ დავიძინე. ხვალიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებდთ მე და ჩემში გაღვიძებული ავი მგელი.

ბებიამ მალევე შეამჩნია ჩემი ცვლილება. დიდხანს მიყურა, შემდეგ კი ამოიოხრა და ძროხის მოსაწველად გომურში გავიდა .

მუდამ ნაწნავებად შეკრული თმა ველურად მქონდა გაშლილი იმ დილით. ბებოს გადაკეთებული, ოდესღაც მისი ნახმარი, წითელი კაბა მეცვა და ნაცნობი ბილიკით საკუთარ სამალავში მივდიოდი, ცხენზე შემჯდარი კობა რომ წამომეწია.

_ გამარჯობა ცაბუ! რას დაიარები ამ ტყეში, არ გეშინია მაინც?_ მკითხა და ჩემს გვერდით ჩამოხტა ცხენიდან. უცნაურად დამეძაბა სხეული. ყველაზე მქონდა ეჭვი, არავის ვენდობოდი. მე მისი სახე არ დამინახავს, ამიტომ ვერაფერს გამოვრიცხავდი.

_ მეშინია? _ გამეცინა მწარედ_ აღარ მეშინია!

_ კარგად ხარ?_ მკითხა გაოცებულმა და ჩემი დალურჯებული მკლავები და ყელი შემცბარმა შეათვალიერა_რა დაგემართა? ეს ვინ გააკეთა?

_ არავინ კობა , ადამიანი არ ყოფილა!_ გამეღიმა სევდიანად.

_ ცაბუ! შენ ანუსიას მეგობარი ხარ, ამიტომ ჩემს მეგობრადაც იგულე თავი! თუ დახმარება დაგჭირდეს, ან... არ ვიცი! იცოდე, რომ ჩემი სახლის კარი ღიაა შენთვის! _ გულწრფელი ხმა ჰქონდა. მაგრამ თვალები უცნაური, თითქოს სურვილით სავსე. სულ სხვანაირად მათვალიერებდა. ან იქნებ სულგატეხილს ასე მეჩვენებოდა? ახლა მართლა ვერავის ვენდობოდი და არც ჩემი არეული შეგრძნებები იყო სანდო.

_ აქ ჩვენი გზები იყრება!_ ვუთხარი და გავჩერდი._ უკან უნდა დავბრუნდე!
კობაც გაჩერდა. ის ადგილი ინტერესით მოათვალიერა.

_ დარწმუნებული ხარ?_ მკითხა და ნაბიჯი ჩემკენ გადმოდგა. არ გავწეულვარ, მე იმ მხეცს ვეძებდი და თუ მართლა მსურდა მისი პოვნა უნდა გამერისკა კიდეც.

_ გინდა მეც შენთან ერთად დავბრუნდე სოფელში?_ იმაზე ახლოს მოვიდა, ვიდრე წესით დის მეგობას უახლოვდებიან ხოლმე. ისევ არ გავნძრეულვარ, თითქოს ადგილს მიყვეყინე.
ფრთხილად ასწია ხელი და დალურჯებულ მკლავზე ჩამომისვა. შემდეგ იარას ზემოთ აჰყვა და ახლა ყელზე არსებულ სილურჯეს გადაუსვა თითი. ვიგრძენი, როგორ გააკანკალა.

_ ეს არ არის ნორმალური ცაბუ! შენ მარტო არ უნდა იყო! ზოგჯერ ადამიანებს უჭირთ საკუთარი ბნელი მხარის კონტროლი! შენ კი დიდი საცთური ხარ ასეთი მხეცებისთვის! არ იარო ამ ტყეში მარტო! და საერთოდ ნურსად ნუ ივლი მარტო!_ უცებ ხელი ჩემს ყელზე დაკიდულ მსხვილ ჯაჭვზე მოუხვდა. ხელი მოჰკიდა და მაღლა ასწია. ჯვარი რომ დაინახა გაფითრდა .

_ ეს რა არის ცაბუ? ვისია?_ ჯვარსაც და ჯაჭვსაც ორივეს ემჩნეოდათ, რომ ქალითვის არ იყვნენ, ასეთი ნაკეთობა, მხოლოდ მასავით ახოვან მამაკაცს თუ მოუხდებოდა.

_ ვიპოვნე, ახლა ჩემია!_ ვუთხარი და ისევ კაბაში დავმალე ჯვარი.
ცოტა ხანს უსიტყვიდ მიყურა, მერე დანემშვიდობა და საკუთარი გზა გააგძელა. მანამ ვუყურებდი მიმავალს, სანამ თვალს არ მოეფარა და ჩემთვის ვფიქრობდი, როგორ გამუმართლა ანუსიას, ასეთი მფარველი რომ ჰყავდა კობას სახით. სადღაც გულის სიღრმეში თითქოს მშურდა, არა კი არ მშურდა, ვბრაზობდი მასზე, ლამაზი იყო, ოჯახი ჰყავდა ,ძმა და მაინც თავპირჩამომტირალი დადიოდა. უცებ გულში უცნაურმა ფიქრმა გამკრა, იქნებ ჩემსავით ისიც რაიმე საიდუმლოს მალავდა? რაიმე ისეთს, რაზეც არავის არ ჰქონდა წარმოდგენა. იქნებ მასაც ჩემსავით ...
არა შეუძლებელი იყო! მაგრამ ეჭვი გულში შემიძვრა და იქ დაიბუდა. ხომ აშკარა იყო ის მხეცი ჩვენი სოფლიდან უნდა ყოფილიყო. ვინ იცის, იქნებ ჩემამდე...

უსიამო ფიქრი თავიდან გამოვიბერტყე. ახლა საკუთარი თავი უნდა მედარდა და ეს სრულიად საკმარისი იყო. მას თავისი ძმა მიხედავდა. მე? მე ვინ მომხედავდა? ამიტომ ისე უნდა მექნა, რომ მომხედავი და პატრონი აღარ დამჭირვებოდა. ომში ხომ ყველა გზა მისაღებია, როცა საკუთარი თავის გადასარჩენად იბრძვი?!

ბაბუას სმალავიდან არბალეტი, სანადირო თოფი და პატარა უცნაური დანა წამოვიღე. დანის გარდა ყველაფერი ზურგჩანთაში ჩავალაგე და ისევ სოფლის გზას დავადექი. სულ ცოტაც კმარა, რომ ადამიანმა საკუთარი თავის რწმენა დაიბრუნოს. მე სულ რაღაც 15 წლის ვიყავი, მაგრამ დღეის შემდეგ მხოლოდ ეცადა იმ მხეცს და საკუთარი თავი გაეცა.
მანამ, სანამ შიში ჩვენში ფესვებს გაიდგამს, ჯობია საკუთარი თავი შევაფასოთ და გადავაფასოთ.
უპირველესად უნდა გვახსოვდეს, რომ მხეცს ყოველ ჩვენგანში სძინავს. არ უნდა დავივიწყოთ, რომ მას ნებისმიერ წამს შეუძლია გამოღვიძება. და ერთ დღეს , როდესაც მისი გაღვიძების აუცილებლობა დადგება. ერთხელაც, როცა სამყარო სხვა გზას არ დაგვიტოვებს, ჩვენ თავად ვიქცევით იმ საზარელ არსებად, რომელიც მუხლებზე დააჩოქებს ყველას, ვინც ჩვენ ტკივილი მოგვიტანა. თუმცა ეს იმდენად შეგვცვლის და ისეთ წყვდიადში გადაგვიძახებს, რომ შესაძლოა უკან დასაბრუნებელი გზის პოვნა ძალიან გაგვიჭირდეს!!!

მივდიოდი და საკუთარ ფიქრებში გართული იმ უცნაურ დანას ვათვალიერებდი. პატარა, შავი, ფანქარზე ოდნავ მსხვილი ტარი ჰქონდა, კალამს წააგავდა, მაგრამ როდესაც ბოლოში ღილაკზე თითს დააჭერდი მომრგვალებული, ალესილ წვერიანი, ისრის პირივით დანა გამოსხლტებოდა. იმდენად სწრაფი მექანიზმი იყო თან იმდენად მახვილი, ადამიანი გააზრებას ვერ მოასწრებდა ისე დაუზიანებდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს.
სწორედ მისწრება იყო მგლის მოლოინში ჩასაფრებული წითელქუდასათვის.


_ სად დადიხარ ცაბუ?_ ერთ საღამოს ბებია გვერდით მომიჯდა.

_ რაც ბაბუამ დაგვტოვა, ვამჩნევ ძალიან შეიცვალე, რა ხდება?

_ არაფერი ბებო! რა უნდა ხდებოდეს?_ გავუღიმე და თავი კალთაში ჩავუდე.

_ეჰ,ბებერი კი ვარ, მაგრამ არც მასე, რომ ვერაფერს ვამჩნევდე!_ ამოიოხრა ბებიამ.

_ არ იღელვო ბებო!_ დავამშვიდე თვალებდახუჭულმა. რა იქნებოდა სამყარო ბებიას კალთასავით მყუდრო, უსაფრთხო, თბილი და მშვიდი ყოფილიყო?!

_ ნეტავ შენი აქიდან გაშვება შემეძლოს! _გაოცებულმა წამოვწიე თავი.

_ რას ამბობ ბებო? სად უნდა გამიშვა?

_ იქნებ დრო მოვიდა ქალაქში წახვიდე? ისწავლო, ადამიანად დადგე?_ ადამიანად? გამეცინა, მგონი უკვე ძალიან დავაგვიანე. მაგრამ მას ვერაფერს ვეტყოდი. თავი ისევ მის კალთაში ჩავდე.

_ ოცნებას არავინ მოუკლავს ბებო!_ მას აღარფერი უთქვამს. მის მშვიდ სუნთქვას იავნანასავით ვუსმენდი, მას დაკოჟრილი ხელები ჰქონდა და რძის ტკბილი სუნი ასდიოდა.

მეორე დღეს ისეთი რამ მოხდა, რამაც ჩემი ცხოვრება რაღაც მომენტში მთლიანად შესცვალა და საკუთარი თავის პოვნის მბჟუტავი იმედი ჩამისახა.

კაცმა არ იცის, როგორ და საიდან, ჩემი 12 წლის წინ გაუჩინარებული მშობლები დაბრუნდნენ. სოლიდური მანქანით მოგვადგნენ ჭიშკართან და ისე თითქოს გუშინ დაგვემშვიდობნენ, ისე შემოაბიჯეს ჩვენი მოძველებული ქოხმახის კარში. როგორც აღმოჩნდა, მე დედაჩემს ვგავდი, მასავით წითელი თმა და მოწითალო აგურისფერი თვალები მქონდა. ამ გარეგნული მსგავსების გარდა ამ გადაპრანჭულ თანამედროვე ქალში ვერაფერი საერთო ვერ ვიპოვნე. მათი ჩამოსვლის მიზეზი კი იმაზე ბევრად უცნაური და უაზრო იყო, ვიდრე მათი გაუჩინარებისა. თურმე შვილს მოაკითხეს, ანუ მე!

_ თქვენ რა მეხუმრებით? _ თვალები შუბლზე ამვიდნენ.

_ შვილო ცაბუ, ჩვენ ვავიაზრეთ ჩვენი ახალგაზრდული შეცდომა და ახლა გვინდა ცოდვები გამოვისყიდოთ!_ მამაჩემმა თუ იმ კაცმა, ვინც მამაჩემად იწოდებოდა რიხით მამცნო საკუთარი სამომავლო გეგმები. სასაცილო იყო, თითქოს ჰუმანიტარული მისია ჰქონდათ შესასრულებელი. როგორ ექციათ ნახევრად ტყიური, გაუნათლებელი გოგონა რესპექტაბელურ ქალიშვილად და შემდეგ ალბათ ვინმე ბიზნეს პარტნიორისთვის სარფიანად მიესაღებინათ.

_დედა, _ მიუბრუნდა დედაჩემადწოდებული ქალი ბებოს და დამეხმარეო ანიშნა.
ბებია ჩუმად იჯდა ბაბუას ცარიელ საწოლზე თვალმიშტერებული.
ცოტა ხანს დუმდა. შენდეგ ერთი შემომხედა კოპებშეკრულმა.

_ რას ჯიუტობ ბავშვო? განა ცოტა გავაკეთეთ შენთვის? განა არ მოვიდა დრო ჩემი დასვენების?_ საოცრად ცივი ხმა ჰქონდა ბებიაჩემს. მზერაც გაყინული და სუსხიანი.

_ ბე..._ ვერ გეტყვით რომ ტირილი დავიწყე. მაგრამ გული საშინლად მეტკინა. მე მეგონა ბებიას ვუყვარდი და რა გამოდიოდა? ანუ მე ბარგი ვიყავი მისთვის და ერთი სული ჰქონდა ვიდრე ამ ბარგისგან განთავისუფლდებოდა? მე კი მისი მიტოვება მიჭირდა სწორედ. მაგრამ მას, როგორც სჩანს, სულ არ ვჭირდებოდი.

_ ხმა არ გავიგო შენი! ჩაალაგე და გაჰყევი მშობლებს!_ ნელა წამოდგა ბებიაჩემი , ნელა გაიმართა წელში. თვალი ამარიდა და სახლიდან გავიდა. ასე, არც კი დამემშვიდობა!

გაცეცხლებულმა მოვხიკე ჩემი ნივთები, ან რა ნივთები მე მქონდა? ბაბუას სამალავიდან წამოღებული პაპაწაწუნა არბალეტი და დანაც ჩანთაში ჩავჩურთე. სანადირო თოფი ტილოში შევახვიე და ლოგინის ქვეშ მორყეული ფიცრის მიღმა გაკეთებულ სამალავში ჩავმალე. ოთახს თვალი მოვავლე. ამ სახლში გავატარე მთელი ცხოვრება და არასდროს მიფიქრია, რომ აქედან ოდესმე სადმე წავიდოდი. საშინლად ვბრაზობდი ბებოზე. საშინლად მწყდებოდა გული ბაბუაზე და რაც ყველაზე მთავარი იყო, ბოღმა მახრჩობდა, რომ ჩემი შურისძიება აუსრულებელი მრჩებოდა.

მამამ მანქანის უკანა კარი გამომიღო. უხმოდ შევისროლე ჩანთა და ჩავეხეთქე სავარძელში. დედა მამას მიუჯდა და სახლიდან ისე წავედით, ბებია არც კი გამოჩენილა. იმედით ვიყურებოდიუკან სახლისკენ, რომ თუნდაც ერთხელ დაექნია ბებოს ჩემთვის ხელი, მაგრამ ის არ გამოსულა დასამშვიდობებლად.

_ეტყობა ადამიანები მართლაც ასეთი უგულო არსებები არიან! _ გავიფიქრე და თვალზე მომდგარი ცრემლები უკან გავაბრუნე. რას წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ბებიაჩემი ასე უგულოდ მომექცეოდა?!

_არაუშავს!_ ვუთხარი საკუთარ თავს ჩურჩულით,_ გაიხსენე, რას გასწავლიდა ბაბუა! რაც არ გვკლავს, მხოლოდ გვაძლიერებს! მხოლოდ გვაძლიერებს ცაბუ!

ანუსიას სახლს რომ გავუსწორდით, ჩემს მეგობარს მოვკარი თვალი და "გააჩერეთმეთქი!" ვუყვირე "მშობლებს" .
მამამ მაშინვე გააჩერა ჩემი მოულოდნელი ყვირილით შეშინებულმა.
მანქანიდან გადავხტი და გაოცებული ანუსიასკენ გავიქეცი.

_ ანუს!_ ჩავეხუტე გულაჩუყებული._ ანუს, მე მივდივარ!

_ ვინ არიან ესენი ცაბუ?_ მკითხა და ძვირფასი მანქანა ხარბად შეათვალიერა. ასეთი მგონი სოფელში მანამდე არც გვენახა.

_ ჩემი მშობლები დაბრუნდნენ ანუს, წარმოგიდგენია? თურმე ჩემი ცხოვრების შეცვლა სურთ!_ მეგონა ის მაინც გამიგებდა, რადგან ყველაფერი იცოდა ჩემზე.

_ ჰოო?_ ისე უცნაურად შემათვალიერა, ფარული მაგრამ ვერდაფარული შურით_ როგორ გაგიმართლა!

_ გამიმართლა? შენ ასეთ მშობლებს გამართლებას ეძახი?_ დამაბნია მისმა განწყობამ.

_ შენ მთელი ცხოვრებაა მშობლები გყავს, ძმა გყავს! შენ მარტო არასდროს ყოფილხარ ანუს!_ ის ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი.

_მარტო არ ვარ? იქნებ ჯობდა ვყოფილიყავი!_ ჩაეცინა სიმწრით._ მოიცადე, ეს რა არის?
ხელი ჩემს ყელზე დაკიდული ჯვრისკენ წაიღო და გაოცებულმა შემომხედა.

_ შენ რა იცი ვისია?_ ვკითხე და ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე.
ცოტა ხანს მიყურა,მერე მზერა აერია, სიცილი აუტყდა , ისტერიულად იცინოდა. ვიდექი და გაოცებული ვუყურებდი.

_ ცაბუ!_ გამომძახა მანქანიდან დედამ. ვიცოდი , მივხვდი ანუსიას ისეთი პასუხი ჰქონდა, რომლისთვისაც მე მზად არ ვიყავი.

_ ვიცი? მე ვიცი თუ არა?_ მეკითხებოდა და ხარხარებდა განუწყვეტლივ.
უკან უკან დავიხიე. მანქანის კარი გავაღე და შიგ ჩავჯექი. მამამ მანქანა დაქოქა და სწორედ მაშინ, როცა მანქანა დაიძრა ანუსამ სიცილი შეწყვიტა. არ გამიგონია , მხოლოდ მისი ტუჩების მოძრაობით მივხვდი რაც მითხრა:

_ კობა!


3

მანქანიდან გადმოვედი და გაოცებულმა შევათვალიერე უზარმაზარი თეთრი ვილა. გედივით რომ მოსჩანდა სხვა სახლების ფონზე. მართალია ქალაქგარეთ იყო, და გარშემოც მეჩხერი ტყე ერტყა, მაგრამ იქ რაც სახლები ვნახე ყველას სჯობდა ჩემი "მშობლების" სასახლე. არა შეიძლება ცოტას ვაზვიადებ, მაგრამ ჩემსავით სოფლელი გოგონას, ქოხმახების მეტი რომ არაფერი ენახა, გაოცება რთული ნამდვილად არ იყო.

_ მიდი, სახლი დაათვალიერე და მერე მომსახურე პერაონალსაც გაგაცნობთ!_უცნაურად თბილად გამიღიმა მამამ და ხელით სახლისკენ მანიშნა. თავი დავუქნიე, მათი სიახლოვე დიდად მაინც არ მსიამოვნებდა.

სახლს წრე დავარტყი და უკანა ეზოში კიდევ ერთი სიურპრიზი დამხვდა, ლურჯი ლივლივა აუზი. ცურვა კარგად ვიცოდი, ბაბუამ მასწავლა სოფლის მდინარეში. ხოდა ბევრი არ მიყოყმანია, რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე, ზურგჩანთა , რომელიც ჯერ ისევ მოკიდებული მქონდა ძირს დავდე, გახუბებული წითელი კეტები გავიხადე და აუზისკენ ყიჟინით გავექანე. ცხვირზე თითები წავივლე და ბომბასავით ჩავხტი აუზში.

ასეთი სასიამოვნო დიდი ხანი იყო არაფერი მეგრძნო. რამდენჯერმე ჩავყვინთე, შემდეგ ჰაერი ჩავისუნთქე და წყლის ზედაპირზე ავტივტივდი. ცას ავხედე. იქნებ მეცადა და ის ძველი ცხოვრება იქ სოფელში დამეტოვებინა, აქ კი ახალი ცაბუ დაბადებულიყო. ცაბუ, რომელიც ბედნიერ არსბობას შსძლებდა. ვინ იცი? იქნებ თუ ძალიან მოვინდომებდი გამომსვლოდა? რაღაცამ ყელზე მომიჭირა, ხელი წავივლე და ჩემი მსხვილი ჯვარი წყალში ჩაძირულიყო. ისე მექაჩებოდა სიღრმისკენ, თითქოს ჩემი ფიქრები ესმოდა და ჩემს გაშვებას არ აპირებდა . სიმწრით გამეღიმა, არა მე ვერასდროს ვისუნთქებდი იმ ჰაერს მშვიდად, რომელსაც ის მონსტრი სუნთქავდა. მხოლოდ მაშინ მივცემდი საკუთარ თავს მეორე შანსს, როცა მას ვიპოვნიდი და ყველა შანსს წავართმევდი სიხარულისთვის.

აუზს ახალგაზდა ქალი მოადგა. შუბლზე ხელი მოიჩრდილა და ოდნავი მოწიწებით მიმიხმო.

_ პატარა ქალბატონო, მშობლები გელიან!

ასე გაწუწული და ამოვძვერი წყლიდან. კეტებს გვერდი ავუქციე, ჩანთა მხარზე მოვიგდე და წყლის წურწურით ფეხშიშველი წავტყაპუნდი სახლისკენ.

_ ეს რას ნიშნავს?_ წარბი ასწია დედამ.

_უბრალოდ ცხელოდა!_ არც კი ვცდილობდი მათი გულის მოგებას. მათთვის მოსვლა მე არ მითხოვია.
ალბათ რაღაც გამორჩენა ჰქონდათ ჩემგან, თორემ ისე აქ არ წამომიყვანდნენ. ბავშვი კი ვარ, მაგრამ არც ასეთი გულუბრყვილო.
ხოდა, რაც უფრო მალე ამოღერღავდნენ ჩემი აქ წამოყვანის ნამდვილ მიზეზს, მით უფრო მალე მოვერგებოდი სიტუაციას. სიყალბით და ფუფუნებით თავის მოტყუებას კი მე არ ვაპირებდი.

_ ძვირფასო!_ დედაჩემი შეეცადა მშვიდი ტონი მოერგო საკუთარი ხმისთვის, მაგრამ მაღლა აქაჩული წარბი მის უკმაყოფილებას მაინც გასცემდა.

ჩამეღიმა. თუ რამედ ვაპირებდი ყოფნას მათთვის, ალბათ უფრო თავისტკივილად! რას მიზამდნენ? სოფელში დამაბრუნრბდნენ? აი დარდი! სადღაც გულიც კი მეთანაღრებოდა იქიდან წამოავლა რომ მომიწია.

_ დღეს სტილისტი მოვა და ახალ იმიჯსაც ის შეგირჩევს. ძალიან გთხოვ პრობლემებს ნუ შექმნი! ვცადოთ, იქნებ დაკარგული დროის ანაზღაურება შევძლოთ!_ მამას გავხედე ფეხი ფეხზე გადაედო და დიდად არ ანაღვლებდა ჩვენი საუბარი. ან თავს ასე მაჩვენებდა. ლამაზი კაცი იყო , კარგი აღნაგობის, მაღალი და ჭაღარა თმიანი, მაგრამ ეს ჭაღარა უხდებოდა კიდეც. მაგრამ მის მიმართ იოტისოდენა სიყვრულსაც კი არ ვგრძნობდი.

_ იქნებ გამარკვიოთ, რას ელით ჩემგან!_ ვიფიქრე პირდაპირობა საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა. წავედი და ასე სველი სამოსით ჩავეხეთქე მათ აშკარად კოლოსალურად ძვირ, თეთრ, ქათქათა ტახტში.

არ მესმის, რატომ უნდა შეიძინო ასეთი არაკომფორტული ავეჯი, რომელიც დასაჯდომადაც კი დაგენანება ადამიანს. მხოლოდ ეს დივანიც კი სავსებით ნათლად მეტყველებდა მათ ღირებულებებზე და მსოფლმხედველობაზე.

_ მეც ამ დივანივით ვარ ალბათ არა? ვიღაცისთვის საჩვენებელი, აუცილებელი დანამატი თქვენთვის. რომელმაც სრულყოფილი ოჯახის იმიტაცია უნდა შექმნას არა?_ თვალი გავუსწორე დედას. უეცრად მამამ ჩაიცინა, გაზეთი ჩამოსწია და წელში გაიმართა.

_ ჭკვიანი გოგო ხარ , ვერაფერს იტყვი! ალბათ გამჭრიახობაც გენეტიკურია არა? _ ღიმილით გადახედა დედას.

_ ნინელი, მომწონს ჩვენი ქალიშვილი._ ნინელიმ, ანუ დედაჩემმა ცხვირი აიბზუა და თვალი რომელიღაც, ალბათ ცნობილი მხატვრის, ამოუცნობ ნაჩხაპნს გაუსწორა თვალი ჩრდილოეთის კედელზე.

_ რა მევალება, ამ ყველაფრიდ სანაცვლოდ!_ თითით სახლი მოვხაზე.

_ ბევრი არაფერი!_ ისევ მამამ მიპასუხა. ეტყობოდა ამ ორკაციან ტომში ის იყო უცილო ბელადი.

_ ყველას, ვისაც საჭიროა, თავი უნდა მოაჩვენო, რომ თითით საჩვენებელი შვილი ხარ და ჩვენ საამაყო მოსიყვარულე მშობლები. ჩვენ კი შევეცდებით დიდად არ ჩავერიოთ შენს ყოველდღიურ რუტინაში. თუ ტვინი გაქვს, ამ სიტუაციას საშენოდ მოიხმარ , თუ არადა... _ მხრები აიჩეჩა, წამით შემომხედა და ისევ გაზეთის კითხვა გააგრძელა.

მისმა სიტყვებმა დამაფქირა. იქნებ ცდად მართლა ღირდა?! არა, ჩვენგან გულწრფელი ოჯახი აღარ შედგებოდა, მაგრამ თუ მათაც და საკუთარ თავსაც შანსს მივცემდი, ვინ იცის, იქნებ ამ ცხოვრებაში ბედს ჩემთვისაც გაეღიმა. თანაც მეც მჭირდებოდა დრო და რესურსი, რომ ჩემი შიურისძიება სისრულეში მომეყვანა. ამიტომ ცოტა მოთმინების გამოჩენა არას მაწყენდა. ფეხზე წამოვდექი, წამით დავფიქრდი და ბაბუას სიტყვები გამახსენდა:

_ ვინც არ რისკავს ცაბუ, ვინც არ იბრძვის, ის ვერასდროს გაიმარჯვებსო!

_ კარგი! მე ვცდი, მზად ვარ, ხელი ხელს ბანს , ორივე კი პირს! ბრძენი კაცი იყო ბაბუაჩემი!_ ვთქვი მტკიცედ.

მამას თავი არ აუწევია, მაგრამ მოწონების ღიმილით გაიღიმა.
დედამ ამოიოხრა და ფეხზე წამოდგა.

_ ჩვენ წავალთ არჩილ. წამოდი, შენს ოთახს გაჩვენებ!_ კიბეებზე მაღლა სართულისკენ ამიძღვა.

_ რაც არ უნდა იყოს, თუნდაც ერთმანეთი ისე არ გვიყვარდეს, როგორც დედა_შვილს შეჰფერის, შენ ჩემი სისხლი და ხორცი ხარ! დედა მართალია, დრო მოვიდა შენი კუთვნილი ადგილი დაიკავო ჩვენს გვერდით! დღეიდან, ამ წამიდან ყველაფერი შეიცვლება! შენ ამ წახლის ნამდვილი ქალბატონი გახდები !_ საზეიმო ხმით მითხრა დედამ. ოთახის კარს ხელი ჰკრა და ფართოდ გააღო.

ზღაპრულ ფილმებში ხომ გინახავთ პრინცესების საძინებლები? ფართო ოდნავ ვარდისფერი, აფრიალებული თეთრი ფარდებით, უზარმაზარი ბალდახინიანი საწოლით და ჩემი ქოხმახის ხელა გარდიროფით. აი , ზუსტად ასეთი იყო ჩემი ახალი სამყოფელი.

_ რა ჯანდაბას აკეთებდით მთელი ეს წლები?_ აღმომხდა გაოცებულს, დედამ ცერად გამომხედა.

_ არ მგონია, ეს ქონება სუფთა გზით მოგეგროვებინათ!_ არ დავინდე მე და ჩემს კისერზე დაკიდულ პატარა გოლგოთას ხელი მაგრად მოვუჭირე. "ზუსტადაც!" გავიფიქრე გულში. "ღარიბი და სუსტი ცაბუ გათელე არა? ხოდა დამელოდე! დამელოდე და ნახავ , რა საშინელი იქნება შენი სასჯელი!" იმ ამაზრზენ მონსტრს ვესაუბრებოდი ფიქრებში. წამითაც არ დამვიწყებია, რაც დამმართა. პირიქით, ახლა უკვე იმედი გამიჩნდა , რომ მის საკადრის შურისძიებას შევძლებდი. რამდენი დროც არ უნდა გასულიყო, ამ სურვილს ვერაფერი შემიცვლიდა. ისე დავისახე, როგორც ცხოვრების მიზანი.
მე ხომ დავიფიცე, ამ ჯვარს არასდროს მოვიხსნიდი პირობის ასრულებამდე.

_რაზე ფიქრობ? _ მომიახლოვდა დედა. ჯვარს თვალი შეავლო და ტუჩი დაბრუცა,

_ეს რა ჯართია!_ ის ნივთს ვიზუალურად აფასებდა, მე კი მისი შინაგანი მხარე მშანთავდა.

_დაისვენე ცაბუ, მალე სტილისტი მოვა!_ მითხრა და კარისკენ წაკაკუნდა. ერთი შეხედვით უდარდელი და კეთილი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ თუ კარგად დაუკვირდებოდით, მის თვალებში უცნაურ წყვდიადს მოჰკრავდით თვალს. ამ ქალისთვის ალბათ არც ერთი ცოდვა უცხო არ იყო.

_ კარგი დედიკო, ძალიან მიყვარხააარ!_ ხმა გავინაზე მე. გაოცებული სწრაფად მოტრიალდა. ჩემსავით ყავისფერ_აგურისფერი თვალები დააფახულა.
მე ტუჩის კუთხით ირონიულად გავუღიმე. ირონიას მიმიხვდა და
მასაც თითქოს შვებით გაეღიმა. აჰა, ესეც ჩვენი ადამსების ოჯახი!

_ ვფიქრობ, ერთმანეთს კარგად გავუგებთ!_ თქვა და ოთახიდან ტანის რხევით გავიდა.

დიდხანს იმუშავა სტილსტმა ჩემთან. ჩემი ველური, ცეცხლოვანი თმები ძლივს მორჯულა. კანი ამომინათა, ხელებიც გოგოს ხელებს დამიმსგავსა. მომრთო და მომკზმა და როცა სარკეში ჩავიხედე, საკუთარი თავი ვეღარ ვიცნი. ძველი ცაბუსგან კვალიც კი აღარ დაეტოვებინა.

ძველი ცაბუსგან მხოლოდ ის ჯვარი იყო დრჩენილი, რომელიც კისერზე მეკიდა.
როგორც შეხსენება, რათა არ დამვიწყებოდა მიზანი, რის გამოც ახალი ცხოვრების დაწყება გადავწყვიტე.

დედა ამ ახალი ცაბუს მიმართ ბევრდ კეთილგანწყობილი მომეჩვენა.
მამამაც ჩაიღიმა კმაყოფილმა ისე, რომ ტელეფონზე მნიშვნელოვანი საუბრი არ შეუწყვეტია.

საბუთები მომიმზადეს და რომელიღაც კერძო და ელიტურ სკოლაში გამამწესეს, რომელსაც სავარაუდოდ თავადაც აფინანსებდნენ. ბევრი ვიკვლიე, მაგრამ მაშინ ვერაფრით გავიგე, თუ როგორ მიაღწიეს ჩემმა მშობლებმა იმ სტატუსს, რაც იმ ჟამად ეჭირათ საზოგადოებაში. მხოლოდ ის მიზეზი გახდა ასე თუ ისე ნათელი, თუ რატომ დამტოვეს ბებიასთან. მე ხელისშემშლელ ფქტორს წარმოვადგენდი დიდებისკენ მიმავალ გზაზე. მანამ სანამ სტატუსის ასამაღლებლად არ დავჭირდი მათ. ბებიამაც სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მომენტი დაიჭირა ჩემი აქ გამოგზავნით. მეც მლევე მივხვდი: ის, ვინც ასეთ შანსს ხელიდან გაუშვებს, უბრალოდ მეორე შანსის ღირსი არაა!

თავიდან სწავლა გამიჭირდა, მაგრამ გენეტიკური სიჯიუტის თუ ჩემი გონებამახვილობის და მონდომების ხარჯზე რამდენიმე თვეში უკვე თავდაჯერება მოვიპოვე.
ოღონდ ეს იყო ყველასთან გავურბოდი ახლო კონტაქტს, მით უფრო ბიჭებთან. ადამიანების ნდობა სოფელში დამრჩა ჩემს საცოდავ ბავშვობასთან ერთად.

გარეგნულად მოზარდ გოგონას ვგავდი, მაგრამ შინაგანად კარგა ხანია ბავშვობის ასაკს გაცილებილი ვიყავი.
თანატოლებივით არც ფერადი და ძვირფასი სამოსი მიზიდავდა, არც სხვადასხვა გაჯეტები. თუმცა დედ_ მამის წყალობით არც ერთი მაკლდა და არც მეორე. პირადი მძღოლიც მემსახურებოდა და სრული ბედნიერებისთვის სამყოფი ყველაფერი მქონდა. არც მშობლები მაწუხებდნენ, მხოლოდ ხანდახან ელიტურ წვეულებებზე გამომფენდნენ ხოლმე და რამდნიმე საათით მოსიყვარულე და მზრუნველი მშობლების როლს თამაშობდნენ. რაში სჭირდებოდა ამ ყველაფერს პატარა ცაბუ? როგორც შემდეგში გავიგე, მამა მაღალ პოლიტიკას უმიზნებდა და სამაგალითო ოჯახი ხალხის თვალის მოსატყუებლად კარგად დადგმული სპექტაკლის ნაწილი იყო. თანაც გინდა არ გინდა, ერთადერთი მემკვიდრე ვიყავი მთელი იმ უზარმაზარი ქონების.

ყველაზე სასაცილო რა იყო იცით? დიდი და პატარაც "პატარა ქალბატონოთი" მომმართავდა. ხო, არ მოგესმათ , ჯერ კიდევ გუშინ საცოდავი და ძალადობის მსხვერპლი ცაბუ დღეს პატარა ქალბატონო გავხდი.

როდესაც საბრძოლო ხელოვნების შესწავლა მოვინდომე ცოტა კი გაუკვირდათ, მაგრამ
როგორც ყველაფერში, ამაშიც სრული თავისუფლება მომანიჭეს. შემდეგ მანქანის მართვამ და მოტოციკლმაც დამაინტერესა და აქაც არ გაუწევიათ წინააღმდეგობა. ამას მოჰყვა სპორტული სროლა და აქ კი მართლა გვაოცე ყველა. ყველა სხეობას , იქნებოდა ეს: შაშხანა, პისტოლეტი , მშვილდი თუ არბალეტი ერთნაირი წარმატებით გავართვი თავი.

მარტალია არ მყავდა მეგობრები, მაგრამ არც მეცალა. მე მთელი ჩემი არსებით ჩემს საბოლოო მიზანს ვყავდი შეპყრობილი. მეპოვნა და სამაგალითოდ დამესაჯა ის მონსტრი. ხანდახან ვფიქრობდი ეჭვით ატანილი ნუთუ კობა იყო? ნუთუ შეიძლებიდა ადამიანი ასე მსგავსებოდა ორსახოვან იანუსს?!

ამასობაში სკოლა დავამთავრე, თანაც წარჩინებით. სწორედ მაშინ შევამჩნიე, რომ მშობლები მართლა ამაყობდნენ ჩემით. რა თქმა უნდა, საწყალი სოფლელი გოგონასგან, არავინ მოელოდა ამხელა წარმატებას.
მაგრამ ისინი ჩემს სიჯიუტეს და მოთმინებას არ იცნობდნენ.
არც იმ პატარა მგელს იცნობდნენ, ჩემში რომ იზრდებოდა და ასაკთან ერთად ეშვებიც და კლანჭებიც სახიფათოდ რომ ელესებოდა სისხლმოწურებულს.

უნივერსიტეტში იურიდიული ავირჩიე და მამაჩემი სიხარულით ცას ეწია. ის ხომ უკვე ცნობილი და გავლენიანი პარლამენტარი იყო და ადვოკატი, მოსამართლე თუ გამომძიებელი შვილი კიდევაც აწყობდა და კიდევაც სჭირდებოდა.

როგორც არ უნდა მდომებოდა, რომ არაფერი შემემჩნია, მაინც ვხედავდი, რომ მშობლების გავლენა და ქონება წამიდან წამამდე იზრდებოდა და ეს ყველაფერი არც თუ ისე პატიოსანი გზებით ხდებოდა. მაგრამ დიდად არ მაღელვებდა ეს ყველაფერი. მე თითქმის საკუთარი ფინიშის ხაზზე ვიდექი. ფიზიკურად და სულიერად ძლიერი ქალი. ახლა მხოლოდ კანონების ზედმიწევნით ცოდნაღა მჭირდებოდა და ჩემს მგელს სანადიროდ ავუშვებდი.

იურიდიულზე სწავლისას ბევრ უცნაურ და გულის მომკვლელ ფაქტს გადავაწყდი, ეს იყო ძალადობა ქალებზე, უმწეოებზე და რაც უფრო მეტად მიდუღებდა სისხლს ძალადობა ბავშვებზე. პედოფილიის უამრავი საშინელი და თავზარდამცემი ისტორია. რომელთა ნახევარში მაინც ფიგურირებდა ოჯახის წევრი. მამა , ძმა თუ ახლო ნათესავი. ოჯახის მეზობელი და ახლო მეგობარი. ამაზრზენი იყო ის ჩანაწერები და ჩვენებები, რომლებზეც ახლა ხელი მიმიწვდებოდა.

ღამით წაროვიდგენდი ხოლმე, თუ რა საშინელი წამებით ვხდიდი სულს ამ ჯოჯოხეთის დემონებს და თუნდაც გაგიკვირდეთ, გეტყვით , რომ ამაზე ფიქრში მშვიდად მეძინებოდა. შორს აღარ იყო ის დღე, როცა ამ ფიქრებს რეალობად ვაქცევდი.

კანონებთან ერთად გამალებით ვეცნობოდი ანატომიას, მედიცინის საწყისებს, წამლებს, შხამებს და საწამლავებს. საკუთარი თავი ერთგვარ მომართულ რობოტად ვაქციე და ამ ყველაფერმა იმდენად შეიპყრო ჩემი გონება, რომ სხვა ვერაფერი მანიჭებდა სიხარულს, ბედნიერებას და შვებას.

ბოლოს სწავლა დავამთავრე და მამაჩემის პირდაპირი ჩარევით და გავლენით ერთ _ერთ არასამთავრობო საადვოკატო ბიუროშო სტაჟიორად მოვეწყვე. თუმცა მოხდა გაუთვალუსწინებელი რამ. სოფლიდან დაგვირეკეს, ბებია დაღუპულიყო.

მთელი ის წლები, რაც ბებომ სახლიდან გამომიშვა, მასთან კონტაქტი აღარ მქონია. ვბრაზობდი მასზე. თუმცა კი არ ვამტყუნებდი, ხოდა ახლა ამის გაგებამ საძირკველი გამომაცალა. იმის ცოდნა, რომ ჩემი აღმზრდელი სადღაც ცოცხლობდა და დადიოდა ძალით მავსებდა. ახლა კი მე ვიყავი მისი ერთადერთი ჭირისუფალი. მშობლებს, რა თქმა უნდა, აზრადაც არ მოსვლიათ სოფელში წამოსვლა. მათგან ამას არც ველოდებოდი. აი მე კი მაშინვე დავჯექი მანქანაზე და სოფლისკენ აღელვებული გავემართე. დრო იყო წარაულის აჩრდილებისთვის თვალი გამესწორებინა!


4

მანქანა ჩვენი ქოხის წინ შვაჩერე. ყელში ბოღმამ წამიჭირა მარწუხი. რამდენი მოგონება ცოცხლობდა ამ ეზოში? რამდენი სევდა და ტკივილი? ეზო შევათვალიერე, არაფერი შეცვლილიყო. სახლის ფანჯრებზე ძველებურად ყვაოდნენ ემალის ფერად ქვაბებში ჩარგული წითელი ნემსიწვერები. ძველებურად ფრიალებდა ჩიტებიანი გახუნებული ფარდა.
ძველებურად დაკაკანობდა მწვანე ბალახზე რუხი კრუხი და რამდენიმე შავი წიწილა.
ღობისმიღმაც წითლად მოჩანდა მზრუნველი ხელით მოყვანილი პამიდორი და მის მიღმა ალბათ კიტრიც. სახლის უკანაც ისევ შრიალებდა ჩემი ტკივილის ერთადერთი მოწმე და მესაიდუმლე ტყე. ტყეში კი ბაბუას სამალავი მელოდა. მელოდა და აი მეც დავბრუნდი.

რამდენმე მეზობელი ქალი უჯდა ჭირისუფლად ბებიაჩემს. თავზე წაკრული თავსაფრებით და ჩამომჭკნარი სახეებით.
მისჩერებოდნენ ბებიაჩემის ცხედარს , როგორც საკუთარ მოახლოებულ აღსასრულს. არავინ ტიროდა, ბებოს ახალგაზრდობის სურათის წინ მბჟუტავი მაღალი კანდელის გარდა. ფეხებთან კი ფერადი ასტრების და მეზობლის ღობის ხვიარა ყვითელი ვარდის ტოტები ეწყო სხვადასხვა ვაზებში.. ბებოს დავხედე, თითქოს ეძინა. იდუმალი ღიმილით იღიმოდა და უცებ თვალიც რომ გაეხილა, ალბათ არც გამიკვირდებოდა.

გაოცებით შემათვალიერეს ქალებმა. მათ ობმოდებულ მეხსიერებას, როგორც ჩანს, გადავვიწყებოდი.

_ შენ რომელ ხარ შვილო?_ მკითხა ერთ_ერთმა. და ბებრული ცნობისმოყვარეობით შემათვალიერა. შვხედე და ამ დამჭკნარ მოხუცში ღობის მეზობელი ამოვიცანი.

_ ცაბუ ვარ ლარისა ბებო!_ ვუპასუხე და სასახლეს მივუახლოვდი. ირონიულად გამეღიმა, სიტყვა "სასახლეზე"? არ ვიცი, რატომ ეძახიან ამ უკანასკნელ განსასვენებელს ასეთ პათოსურ სახელს, მაგრამ ბებოს კუბო სასახლე ნამდვილად არ იყო. გაფითრებული ოთხი უსახური ფიცარი დავინახე. სწორედ ისეთივე ქოხი , როგორიც ის სახლი, რომლის ჭერქვეშაც ეს სასახლედ წოდებული "ქოხმახი" ესვენა.

ნეტა რას ასწავლიდა ბებია დედას, როცა ზრდიდა? ნეტავ ზღაპრებს თუ უყვებოდა სიკეთესა და ბოროტებაზე? ნეტავ თუ ჰკოცნიდა ძილის წინ და პირჯვარს თუ გადასწერდა ხოლმე ისე, როგორც მე?
თუმცა აღმოჩნდა, აღზრდას საერთოდ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, როცა გენეტიკა ასეთი უგვანია. მე თუ გამზარდა სითბოში იმიტომ ჩავაწვინე ზურმუხტის კუბოში!
ამ ყველაფერს ვფიქრობდი, მაგრამ სინანულს და გულისტკივილს თითქოს მაინც არა ვგრძნობდი. ცივი ვიყავი, როგორც ყინული და ბებოზე მოგონებების მცხუნვარე სხივებქვეშაც არ ვაპირებდი დალღობას. თქვენ გიკვირთ? და რატომ გიკვირთ? მე ხომ ცაბუ აღარ ვიყავი?!
ჩემში უკვე საკმაოდ ძლიერი, რაციონალური და გულცივი მგელი ბუდობდა.

ცაბუ ჩამოვიდაო, ხმა სოფელს ელვის სისწრაფით მოედო.
ისე მოდიოდნენ ჩემს სანახავად სამძიმრის მზეზით , როგორც კინოში ბავშვობის დროინდელი შახ რუჰ ჰანის სანახავად სოფლის მონგრეულ კლუბში.

ერთ უინტერესო მზერას ბებოს ესროდნენ, ასს გამჭოლს მე.
თუმცა დიდად არ მაღელვებდა მათი მზერა და ჭორები. უბრალოდ ვიჯექი და ველოდი.

და როგორც იქნა სახლის დირეზე ანუსიამაც გადმოაბიჯა. თუმცა არა, ის ძველი ლამაზი გოგონა აღარ იყო. როგორღაც ასაკი ერთდროულად თუ ძალიან სწრაფად მომატებოდა. თეძოები გასთქვირვოდა და თვალების ბავშვური და მუდამ სევდიანი ნაპერწკლებიც ახალ უცნობ და ოდნავ ავხორც მზერას ჩაენაცვლებინა.
როგორც ჩანს, იმ მონსტრს ჩემი გაქცევის შემდეგ ეზრუნა იმაზე, რომ ანაში ყველაფერი ნათელი ჩამკვდარიყო და ჩანაცრულიყო.

მაგრამ ჩემთვის მთავარი ახლა მხოლოდ ერთი რამ იყო! იმ მხეცის ვინაობის დადგენა! და ამას ანასგან აუცილებლად შევიტყობდი.

_ გამარჯობა ცაბუ!_ ოდნავი ირონიით და აშკარა შურით შემათვალიერა მან._
მოგხდენია ქალაქის ცხოვრება!

_ ვის არ მოუხდებოდა, როგორ ხარ ანა? _ ვკითხე თავდაჭერილად და მის ირონიულ სიტყვებს მოვუყრუე.

_ კარგად ვარ, არ მეტყობა?_ გათქვირულ თეძოებზე დაიდო ხელები და ოდნავ დატრიალდა.
ჩამეღიმა.

_ მაპატიე, რომ ვერ გნახე აქამდე!_ ვუთხარი თბილი ხმით.

_ რას მნახავდი , სადღა გცალია ძველი მეგობრებისთვის?!_ წამკბინა მან.

_ არაუშავს ჩემო კარგო! დაკარგულ დროს მალე ავინაზღაურებთ მე და შენ. _ ვუთხარი და იმედიანად გავუღიმე.
ნეტავ რამდენად აფასებდა თავის თავს და საკუთარ ამაზრზენ საიდუმლოს?!

არც დასაფლავებას დასწრებია ბევრი ხალხი, მხოლოდ რამდენიმე მოხუცი და ოთხი მესაფლავე. ბაბუას სურათს ვუყურებდი, როცა ბებოს მიწას აყრიდნენ.
და გულში ვიმეორებდი ლოცვასავით. "მე ყველაფერი მახსოვს! მე არაფერი დამვიწყებია! მე ძველებურად მტკივა!"

დასაფლავების შემდეგ, საღამოს ლარისა გადმოვიდა და ფერად თავსაფარში გამოკრული რაღაც ნივთი გადმოიტანა.

_ შვილო! ეს ნინამ დაგიტოვა. მითხრა თუ რამე მომივა, ჩემს ცაბუს გადაეციო.
ხოდა ვასრულებ მის უკანასკნელ თხოვნას.
ბოღჩა მაგიდაზე დადო და შეთავაზებული ჩაი მოწრუპა ბებრული დანაოჭებული ტუჩებით.
ნეტა მე თუ მივაღწევდი მის ასაკამდე?

ძლივს მოვითმინე მის წასვლამდე, როგორც კი ზღურბლს გადააბიჯა ბებიაჩემის უკანასკნელი ამანათი ავიღე და შევათვალიერე. ნელა გავხსენი, შიგნით ლამაზად დაკეცილი წითელი მოსაცმელი და ოთხად გაკეცილი ფურცელი იდო.
გაოცებულმა ჯერ მოსაცმელი გავხსენი, საწვიმარ ლაბადას ჰგავდა, მაგრამ რბილი და სასიამოვნო მატერიისგან იყო შეკერილი, კაპიუშონით თავზე. თანაც ხასხასა წითელი ფერის.
მხრები ავიჩეჩე ამ უცნაური მოსაცმელის დანახვისას.
ვერ მივხვდი მისი ჩუქების მიზეზსს.
ახლა წერილი გავხსენი და ზუსტად სიტყვა სიტყვით წაგიკითხავთ რა დამიბარა ბებიამ:

"იყო და რა იყო რა, _ასე იწყებოდა წერილი. _იყო მოხუცი წყვილი, მათი ღარიბული ქოხი პირდაპირ ტყის პირას იდგა. სოფელში, სადაც ასეთი ქოხმახები გაოცებას არავისში იწვევდა. სიღარიბე და სევდა ამ სოფელს მუდამ თან სდევდა, და არც ამაში იყო რამე საოცარი, რადგან იშვიათია ადგილი დედამიწაზე, სადაც ადამიანთა სევდა ვერ მოიკიდებს ფეხს.

წყვილს ერთი ნანატრი ქალიშვილი ჰყავდა, მაგრამ წლები იყო თვალითაც კი არ ენახათ. გოგონა ბედის საძებნელად შორეულ მხარეში გადახვეწილიყო. ასე გადიოდა დღეები ერთფეროვან სევდაში, რომ მოულოდნელად დაკარგული ქალიშვილი დაბრუნდა პატარა ბავშვით ხელში და მშობლებს მისი თავი დაუტოვა. თავიდან შეშინდნენ მოხუცები, დაფრთხნენ, მაგრამ სისხლი და ხორცი გულში მაინც მაგრად ჩაიკრეს. იზრდებოდა ბავშვი, სუსტი და გამჭვირვალე როგორც ქაღალდი. არაფერს აკლებდნენ ბებია და ბაბუა ,მაგრამ გოგონა მაინც ლანდი იყო ბავშვისა, რომელსაც ღაჟღაჟა ლოყები, ციმციმა თვალები და ბედნიერი ღიმილი უნდა ჰქონოდა.
გოგონა რომ წამოიზარდა და სოფელს მგელი შემოეჩვია. იეჭვა გოგონას ბაბუამ მისი სიახლოვე და საკუთარი განძის საიდუმლო გაანდო, სამალავი ტყეში, რომელსაც ბავშვი უნდა დაეცვა. მაგრამ ბაბუა გარდაიცვალა და მგელმა მაინც მოაღწია უფერულ გოგონამდე, ჩაკლა მასში ის ცოტაოდენი სინათლეც, რითაც ბავშვი საზრდოობდა. იცოდა ბებიამ ვერ გადაარჩენდა და ვერ უშველიდა შვილიშვილს და რაც არ უნდა მტკივნეული ყოფილიყო, მისსავე გადასარჩენად ბავშვი გულიდან მოიგლიჯა და მისსავე დედამამასთან დააბრუნა. ახლა კი მისმინე ჩემო კარგო , წუთელქუდას დანარჩენი ამბავი სულ ტყუილია, სულ მოგონილია. ჯერ არავის გადაუყლაპიხარ! ჯერ ისევ შენ ხარ!
მოუღე ბოლო ამ სოფლის ტკივილს. შენ ხომ ასეთი ძლიერი ხარ ბებიას საბრალო წითელქუდავ.
მაპატიე ყველაფერი, შენი მოყვარული ბებია."

წერილი დავკეცე და მაგიდაზე დავდე. ცხოვრების უსამართლობაზე წუწუნს აღარ ვაპირებდი. მაგრამ შემზარა იმ ფაქტმა, რომ ბებიამ ყველაფერი ბევრად ადრე იცოდა, ბაბუამაც. ორივემ იცოდა, რომ მონსტრი ახლომახლო იყო და ვერ დამიცვეს. არაფერი გააკეთეს. არც ანუსიას მიმართ მქონდა ლოიალური გრძნობები. მანაც ყველაფერი იცოდა, ერთხელ მაინც გავეფრთხილებინე ერთადერთი მეგობარი. მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ის მხეცი როგორმე მეპოვნა.

ავდექი ტკბილეული ვიყიდე, საჭიროზე გამომწვევად ჩავიცვი და პირდაპირ ძველი მეგობრის სახლისკენ გავეშურე. ახლა კობასთან შეხვედრის ჯერი იყო.
თვალი მოვკარი თუ არა ვიცანი, დიდად არ იყო შეცვლილი, ამ სოფელში დრო ეტყობა ბევრად ნელა გადიოდა, ვიდრე დანარჩენ დედამიწაზე.

რაღაცას აწყობდა მაზუთიანი ხელები ჰქონდა, პერანგის ღილები ბოლომდე შეეხსნა და წელში მიხრილი ჩაჰკირკიტებდა მაგიდაზე გაშლილ რაღაცის ნაწილებს. თითქოს ამაზე მნიშვნელოვანი, სხვა საქმე არა იყო რა მის გარშემო.

_ გამარჯობა კობა!_მივესამლე და საჭიროზე მეტად მივუახლოვდი. ის ემოცია მსურდა დამეჭირა, ჩემი დანახვა რომ გამოიწვევდა.
მობრუნდა და ლამის შეხტა გაოცებისგან. მანაც მაშინვე მიცნო.

_ ცაბუ?_ მკითხა მოსალმების ნაცვლად._ აქ რას აკეთებ?

_ ანას სანახავად მოვედი! მაგრამ ეტყობა ჩემი დანახვა გეწყინა!_ თვალებში ერთდროულად უჩანდა სიხარულიც და გაოცებაც, სიხარული ჩემი დანახვის, გაოცება კი ჩემი ტრანსფორმაციის გამო.

_ მართლა შენ ხარ!_ ყურადღებით შემათვალიერა.
და თვალი ყველაზე მნიშვნელოვან სატყუარაზე გაუშეშდა.
საკმაოდ ღრმა დეკოლტე ვერ ფარავდა უზარმაზარ ვერცხლის ჯვარს.
ნერწყვი გადაყლაპა და თვალებში შემომხედა. აშკარად უნდოდა რაღაც ეკითხა, მაგრამ ვერ ბედავდა.

_ რას აკეთებ?_ ვითომ იმ ნაწილებმა დამაინტერესა, ისე დავიხარე მისკენ თან მკლავით მის მაზუთიან , დაკუნთულ მკლავს ოდნავ შევეხე. შეცბა და ოდნავ გაიწია.
გამეღიმა.
აშკარად ვაღელვებდი.

_რა ჭუჭყიანი ხარ!_ ვუთხარი და ახლა დასვრილ მკლავზე ავუსვი თითი.
ვიგრძენი, როგორ დაეხორკლა კანი. აშკარად ღელავდა, მაგრამ არანაირი მხეცური ჟინი მის თვალებში არ წამიკითხავს. როგორც სჩანს კობას მოვწონდი, მაგრამ რაღაც მნიშვნელოვანი მანაც იცოდა. მით უფრო ამ ჯვარის პატრონზე.

_ ანუსია სახლშია?_ ვკითხე ჩემი სითამამით თვალებგაფართოებულ კობას.

_ კი, აბა სად იქნება?_ ისე მკითხა თითქოს ვიცოდი სად და რატომ ატარებდა დროს მისი ნახევარდა.

_ ანა!_ დავუძახე ყოფილ მეგობარს და კიბეები ავირბინე.

_ ვაა, ამას ვის ვხედავ?_ გაიოცა ყასიდად ანამ და თვალი იმ მოზრდილი პარკისკენ გაექცა, ხელში რომ მეკავა.
_არ იყო საჭირო!_თითქოს შემახსენა, რომ დამედო.

_ არ მინდოდა ხელცარიელი მოვსულიყავი!_ გავუწოდე პარკი ღიმილით. საჩუქრები ჩამომართვა და ყავა შემომთავაზა.
თავი დავუქნიე. ადგა და სამზარეულოში გავიდა. სახლი მოვათვალიერე ბევრი არაფერი შცვლილიყო, მხოლოდ მისი დედის გადიდებული სურათი შემოედგათ თაროზე. სურათს მივუახლოვდი, უცნაურად სევდიანი თვალები ჰქონდა ქალს. აი ისეთი, უთქმელ დარდებს რომ დაატარებენ ხოლმე გულით და თვალებში რომ ყველაფერი ემჩნევათ. იქვე მეორე ვითომ ოჯახური ფოტოც იდო, ახლოს მივიწიე სურათი ავიღე და დავაკვირდი. თვალები ამენთო, ასე ათი წლის კობას ყელზე სწორედ ის ჯვარი ეკიდა, ახლა მე რომ
დავატარებდი.

უცებ ვიღაცის დაჟინებულმა მზერამ ბეჭები ამიწვა. სწრაფად მოვიხედე და კობას მამა მიყრდნობოდა კარებს. ჩუმად მათვალიერებდა. ამაზრზენი სახე ჰქონდა კაცს. თვალები აფთარივით მტაცებლური. გაღვითქული და ქონიანი არსება იყო. გარეთ რომ შემხვედროდა, ვერც კი ვიცნობდი. ვის ვის და ამ კაცს აშკარად ემჩნეოდა წლები. თითქოს დროს მისი მახინჯი სული დორიან გრეის პორტრეტივით მის გარეგნობაში გადმოეტანა. ადრეც ამბობდნენ სოფელში, როცა დალევს მხეცდება და ცოლ_შვილს არ ინდობსო. მთელმა სოფელმა იცოდა.
მთელ სოფელს ესმოდა. მაგრამ არავინ, ერთი სულიერიც კი არ ცდილობდა მათ დახმარებას. მხოლოდ თავს აქნევდნენ სევდიანად და უკმაყოფილოდ. ისევ იმ სევდიანი ქალის სურათს გავხედე და შემზარა მათი თანაცხოვრების წარმოდგენამ.

_ შენ ცაბუ ხარ, არა?_ ჩახლეჩილი ხმით ჩაიხიხინა ვანომ. მახსოვდა, სწორედ ასე ერქვა ანას მამობილს.

_არ მომესალმები?_ ახირხილდა საძაგლად და მომიახლოვდა. შემზარა მისმა საზიზღარმა სიმყრალემ.
უცებ ანა შემოვიდა ლანგარზე ყავის ჭიქებით და მამობილის დანახვისას აშკარად შეცბა.
ჭიქები ფრთხილად დადო მაგიდაზე და უცნაურად მიაჩერდა იმ აზრზენ არსებას. თან ზიზღით, თან ირონიით, თან შიშით.
უკვე ეჭვი არ მეპარებოდა, რომ სწორ კვალზე ვიდექი. ახლა მხოლოდ ის უნდა გამერკვია ამ ჯვართან რა აკავშირებდა კობას.

_ ანა, ჩემო კარგო, დამირეკეს და აუცილებლად უნდა გავიდე, ყავა კი სხვა დროს დავლიოთ. გამომიარე ვიჭორაოთ!_ ვუთხარი და სახლი სწრაფად დავტოვე. ისევ კობას მივადექი.

_ აქ არც ისე ბევრი გასართობია არა?_ ვკითხე თამამად.

_ რა გასართობი? _ ვერ მიხვდა, რას ვეკითხებოდი.

_ კლუბი, კაფე, რა ვიცი, ბარი ბოლო_ბოლო!_ შევცინე მხიარულად.

_ კი არის ერთი, მაგრამ..._ სიტყვა არ დავამთავრებინე.

_ ხოდა ამ საღამოს გამოგივლი და იქ წამიყვან!_ ვუთხარი ბრძანების კილოთი. ზურგი ვაქციე და მანქანისკენ წავედი. მანქანიდან გმოვხედე იდგა და გაოცებული მიყურებდა. ვერაფრით იგებდა , სად მე და სად ის. არადა დრო იყო, როცა...

სახლში მისული ყველაფერს ვაანალიზებდი. იყო დრო, როცა კობა გოგონებს მოსწონდათ, მასაც არა უშავდა, მაგრამ ყოველთვის უცნაურად ჩაკეტილი კაცი იყო. იმ თავის სილამაზეს არსდროს იყენებდა. მაგრამ ახლა რატომღაც დაბეჩავებულად და გატეხილ ადამიანად მომეჩვენა. ადამიანად, რომელმაც დუმილი ისწავლა და გაითავისა. ადამიანად, რომელისთვისაც რეალბაზე თვალის დახუჭვა მარტივზე მარტივი იყო.
დანაშაული მხოლოდ მკვლელობა კი არაა, ხელშეწყობაც და სიჩუმეც დანაშაულია ხშირად. ნუთუ კობა ამდენად მხდალი ადამიანი იყო?

საღამოც მალე მოვიდა. ლოგინის ქვეშ დამალული სანადირო თოფი ამოვიღე და მანქანაში მძღოლის სავარძლის ქვეშ გადავმალე. თან ისე, რომ საჭიროების შემთხვევაში მისი გამოყენება შემძლებოდა. გამოვიპრანჭე და დათქმული ადგილისკენ გავემართე. კობა უკვე მელოდა. ისიც საგულდაგულოდ გამოპრანჭულიყო.
გამეცინა, ნუთუ რამის იმედი ჰქონდა ამ ბოთეს?

მანქანა გავუჩერე, მიიხედ მოიხედა და სწრაფად ჩაჯდა. ისევ გამეცინა.
მხდალი იყო, და მგონი მხდალი კაცები მოძალადეებზე მეტადაც მძაგდა. ეტყობა მხოლოდ მე არ შევუცვლივარ დროს. უცნაური ის იყო მხოლოდ , რომ რატომღაც ყველა მხოლოდ უარესისკენ შევიცვალეთ.

გზა ერთ მომეტრში უკაცური იყო და სწორედ იქ გადავაყენე გზიდან მანქანა. კობა დაიძაბა. საგულდაგულოდ დავარცხნილი თმა გადაისწორა.

_ კობა ეს შენია?_ ვკითხე და ჯვარი დავანახე. მეხის დაცემას უფრო არ გაიოცებდა, ვიდრე ამ უწყინარ კითხვას. გამშრალი ტუჩები მოილოკა სიმწრით.

_ კობა მპასუხე!_ ვუთხარი მშვიდად.

_ ჩემი იყო, მერე დავკარგე!_ სიმართლეს არ მეუბნებოდა.

_ ვიცი, რომ შენ ყველაფერი იცი! იცი, მაშინ ტყეში რაც მოდა! იცი, რაც დაემართა ანას, იცი, რაც დამემართა მე! და ისიც იცი ეს ჯვარი ვის ჰქონდა ბოლოს!_ ჯიბეში ხელი ჩავიყავი და ის პატარა კალამი ამოვიღე, ბაბუას სამალავიდან. თავდაჯერებას მმატებდა ეს ნივთი.

_ დედამ მაჩუქა, სანამ მიმატოვებდა, სწორედ წინა ღამეს! წლები ვმალავდი, რადგან არ მსურდა დედის ბოლო სახსოვარი მამაჩემს წაერთმია. დიდი ხნის შემდეგ, როცა მეგონა დავიწყებული ექნებოდა ამოვიღე და ყელზე შევიბი. მაგრამ მამაჩემმა მაშინვე იცნო, რომ დაინახა და ყელიდან ჩამომგლიჯა. ვერ იტანდა დედას, რადგან მან მისგან თავის გადარჩენა შეძლო.
ადგა და ურცხვად თავად ჩამოიკიდა კისერზე._ ისე ხმადაბლა საუბრობდა, რომ თითქმის არ მესმოდა.

_ მაშინვე იცანი არა, როცა პირველად დამინახე?_ გამეცინა მწარედ.

_ მე კი მეგონა ჩემზე ზრუნავდი, მაგრამ ჩემზე როგორ იზრუნებდი, როცა საკუთარი და ვერ დაიცავი!_ შევხედე და მოფუზული იჯდა. ნახევარი კაციღა დარჩენილიყო.

_ გადადი მანქნიდან!_ მის გვერდით არც ერთი წამით აღარ ვაპირებდი გაჩერებას.

_ გადაეთრიე ლაჩარო!_ ვუკივლე გაცოფებულმა._ გადაეთრიე, სანამ შენზე ვიყარე ჯავრი. ლაჩარო, მხდალო! რატომ შენზე არ ძალადობდა მამაშენი, ანას ნაცვლად! რატომ შენ არ გაწამა ჩემს მაგივრად!_ ვეღარ ვხვდებოდი რას ვამბობდი. რომ უცბად სრულიად დაცლილი და არაფრისმთქმელი ხმით დაიჩურჩულა.

_ დაგავიწყდა, რომ მას მხოლოდ პატარები უყვარს!_ გავშრი გეფიცებით. გავშრი, გავხმი, გავხევდი...

_ დედა17 წლის იყო რომ გაიქცა და მე იმ მხეცის საჯიჯგნად დამტოვა!

მაგრამ მას ვერ ვამტყუნებდი, ერთი მთელი ადგილიც არ ჰქონდა სხეულზე. მახსოვს მისი დალილავებული სხეული,
რადგან ძილის წინ ვუთვლიდი ხოლმე სილურჯეებს, მის იარებზე ვისწავლე თვლა._ თავი არ აუწევია. კარი გააღო და გადავიდა.

მანქანა მოვაბრუნე და მთელი სისწრაფით გავშორდი კობას, რადგან კობა კაცი კი არ იყო, ახლა, კაცის ლანდიღა დარჩენილიყო. პირველად ვიტირე იმ ამბის შემდეგ. მაგრამ ეს სხვანაირი ტირილი იყო. ამ ტირილმა ამავსო პირთამდე , გამგუდა , ჩამძირა და როცა თვალები გავახილე, სწორედ იმ წამს, როცა ჩემში ცაბუს ნამცეცები სამუდამოდ მოკვდა, დაიბადა რაღაც ახალი, ავბედითი და შეუბრალებელი არსება.



5

სახლში გაცოფებული დავბრუნდი. მაგრამ ჩემს სიბრაზეს ერთგვარი შვება ახლდა თან. ახლა უკვე ვიცოდი, ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, რომ მონსტრი ვიპოვნე.
თოფი ისევ სამალავში დავაბრუნე. ფანჯარსთან დავჯექი და ყელიდან პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით მძიმე ძვარი მოვიხსენი.

ცოტა ხანს უაზროდ ვიჯექი. ვფიქრობდი და აზრების დალაგებას ვცდილობდი. მერე ნელა ავდექი, გარეთ გავედი და ბოსლის თავიდან ბაბუს ცელის სალესი ქვა ავიღე.

რა უცნაურია არა? ნივთებიც კი წლების შემდეგ ინარჩუნებენ საკუთარ ადგილს თავიანთ ცხოვრებაში. როგორც მილიონჯერ განმეორებილი და შესისხლხორცებული სხეულის ინსტიქტური მოძრაობები. სწორედ ასე იყო ეს ქვაც. მილიონჯერ ჩამომიღია ზუსტად ამ ადგილიდან ბავშვობაში და მერე ისევ აქ დამიბრუნებია, მის სკუთარ ადგილზე. ნეტავ მე თუ მქონდა ასეთი ადგილი ამ სამყაროში, სადაც ყოველთვის დავბრუნდებოდი? ალბათ არ მქონდა.

იქვე ჩავჯექი, კარის წინ პატარა ქვაზე და ჯვარს ფეხის ალესვა დავუწყე. ნელა და მშვიდად ვუბასრებდი პირს, სანამ პაწაწუნა სკალპელს არ დაემსგავსა. ესეც მეუცნაურა, თუ როგორ იცვლიან ნივთები დაშნულებას და ამსთან ერთად, როგორ იცვლიან საკუთარი არსებობის მიზეზს. დავყურებდი ხელისგულზე მბზინავ მეტალს და ეს უკვე აღარ იყო რწმენის სიმბოლო. ეს უცილობელი სიკვდილის მომასწავლებელი წინათგრძნობაღა იყო მხოლოდ.

მეორე დილას, ინათა თუ არა, ტყეში შევედი და ნაცნობ ბილიკს დავადექი. ნელა მივდიოდი, თან გარემოს ვათვალიერებდი. ტყე იღვიძებდა. ნელ_ ნელა აღწევდა რიჟრაჟი დაბურულ ხეებს შორის.
მაგრამ სინამდვილეში სინათლე არც მჭირდებოდა. თვალახვეულიც კი მივაგნებდი ბაბუას სამალავს.

სურო გადავწიე და ფარული კარი გამოვაღე. სიბნელეში თამამად შევაბიჯე.

_ გამარჯობა ბაბუა!_ მივესალმე სიცარიელეს თუ ბაბუაჩემის უხილავ აჩრდილს.

_ მოსვლა დამიგვიანდა, მაგრამ ახლა აქ ვარ!_ რატომღაც საკუთარი ხმა მამშვიდებდა.
მეორე ოთახში გავედი და მოზრდილი ბარი ავიღე იარაღების კედლიდან.

_ ნადირობა იწყება ბაბუ!_ ჩავიცინე ისეთი ავი სიცილით, რომ თავადაც კი შემზარა.

სამალავიდან გამოვედი და გეზი მთებისკენ ავიღე. მოზრდილი ნაძვის ქვეშ გავჩერდი. მიმოვიხედე. უკაცრიელი ადგილი იყო. გარშემო ერთი პატარა კაცის ნავალი ბილიკი კი არსად ჩანდა.

_ მშვენიერი ადგილია!_ ჩავილაპარაკე და ორმოს თხრას შევუდექი.

შუადღე გადასული იყო ბარი მიწაში რომ ჩავარჭვე. შუბლიდან ოფლი მოვიწმინდე და ჩემს ნამუშევარს გადავხედე. დასაწყისისთვის კმაროდა კიდეც. მოუთმენლობამ ამიტანა,იმ წამსვეომინდა მისი ამოვსება. მაგრამ საკუთარ თავს შემოვუძახე. კვალი ისე უნდა გამექრო, რომ ვეასდროს ვერავის ეპოვნა. ყველაფერი, რაც ვისწავლე , რაც წავიკითხე და მოვისმინე ჩემს სახელოვან სასწავლებელში ერთხმად ღაღადებდა: "არ არის გვამი, არ არის მკვლელობა!" და მე ამის მართლა გულით მწამდა.

შებინდებულზე დავბრუნდი სახლში, ჭუჭყიანი და მგელივით მშიერი.
წყალი გადავივლე, სპორტულები ჩავიცვი, სენდვიჩი სწრაფად შევჭამე და გარეთ გამოვედი.

ქუჩაში უჩვეულო ჩოჩქოლი იყო.
გაოცებულმა მოვათვალიერე უბანი და ამბის გასარკვევად ლარისას მივაშურე.

_ რა ხდება ლარისა ბებო? ეს რა ამბავია?_ ვკითხე მიამიტი ღიმილით.

_ვაიმე შვილო, განა შენ არ გაგიგია? _ ავიშვიშდა მოხუცი ქალი. თავი უარი ნიშნად გადავაქნიე.

_ კობა უპოვნიათ მკვდარი შვილო ! ეზოს უკან კაკლის ხეზე ჩამოუხრჩვია თავი._ ამიხსნა ლარისამ და ლოყა ჩამოიხოკა.
ელდა მეცა, გავფითრდი.

_ რა უქნია?_ ხმაც უცნაურად შემეცვალა. სამართებელივით ბასრი გამიხდა.

_ ვაჰმე, საწყალო და გაუხარელო ბიჭო! ვაჰმეე!_ დაატირა ბედი ლარისამ გადაცვლილს.

რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და ნერე სირბილით მივედი კობას ეზომდე და ეზოში უამრავი ხალხი დამხვდა. თვალებით ანა მოვძებნე. ლოყას იხოკდა კუთხეში .
უხმოდ ტიროდა, უხმოდ ღრიალებდა. მისმა გულწრფელმა ტკივილმა ლამის იყო ცრემლიც მომადინა თვალზე.

ეზო მოვათვალიერე, ვანო ეზოს ცენტრში იდგა და დარდიანი მამის როლს უნიჭოდ ირგებდა.

კობა უკვე პროზექტურაში გადაესვენებინათ, შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით შემოესაზღვრათ. ეზო კი სავსე იყო იმ ვითომ გულმტკივანი მეზობლებით მთელი ამ წლების მანძილზე საკუთარი დუმილით და უმოქმედობით ვანოს ფარული თანამზრახველები რომ იყვნენ. იდგნენ და დამშეული ზომბებივით ელოდნენ ჭორების უმცირეს ნამცეცებს საკუთარი მარად მშიერი და ხარბი სულების გამოსაკვებად.

ასეა ყოველთვის, სხვისი ტკივილი ხომ ყველაზე ტკბილი სასუსნავია ასეთი ადამიანებისთვის. დგანან და ფარდების უკნიდან უთვალთვალებენ მეობლების ეზიში გამართულ ძალადობის სცენებს. ისმენენ ყვირილს, ღრიალს, უმწეოატა საბრალის კვნესას ღობის გადაღმიდან და მხოლოდ თავებს აქანცურებენ. თან გულში საკუთარ ვითომ დალაგებულ ცხოვრებას იმ საცოდავებისას ადარებენ და ამაყობენ, "ნახე რა ოჯახი შევქმენი! რა მაგარი ვარო! "

სწორედ ეს ფარისეველი ხალხი შეკრებილიყო ახლა კობას ცხედრის გარშემო და იმ მონსტრს ანუგეშებდა, რომელსაც ზურგს უკან თავადვე კიცხავდა ხოლმე.

შემზარა ამ ცირკმა. ანა აღარავის ახსოვდა. მივუახლოვდი. კიბეზე ჩამომჯდარს და გვერდით მივუჯექი. მხარზე ხელი მოვხვიე. ცრემლებისგან ამომშრალიყო. ახლა გაშტერებული იჯდა და გაოგნებული შორს სივრცეში იყურებოდა უაზროდ.

_ ანა!_ შევუძახე._ ანა მოიხედე!
ცარიელი მზერით ამომხედა.

_ რა მოხდა ანა?_ ვკითხე ინტერესით.
ცოტა ხანს მიყურა, მიყურა და მერე ენით აღუწერელი ზიზღით დაიჩურჩულა.

_ ის, ის მოხდა!_ მზერა ვანოზე მიეყინა.
ის მთელი ცხოვრება ხდებოდა კობას ცხოვრებაში, აკი შეჩვეულებიც კი იყვნენ უკვე?! მაშინ რა შეიცვალა? რატომ მაინცდამაინც ახალა? რატომ დღეს? იქნებ ჩემმა სიტყვებმა და საქციელმა გამოიწვიეს კობას პროვოცირება?

_ ანა არაფერი არ დაუტოვებია?_ ვერ მიხვდა, ვერ გაიაზრა ჩემი ნათქვამი.

_ წერილი ან რამე?_ ავუხსენი მე.

_ შენ რა გჯერა, რომ ის მე მიმატოვებდა? გჯერა რომ ჩემი ძმა აქ ასე უპატრონოდ დამტოვებდა?_ ისეთი გაოცებული ხმა ჰქონდა, წამით დავიჯერე კიდეც.

_ სისხლით ნათესავები არ ვყოფილვართ! ნახევარძმაც კი არ იყო. სინამდვილეში ჩემი არავინ იყო, მაგრამ ჩვენ საერთო ტკივილმა და ამ საშინელმა საიდუმლომ გაგვაერთიანა. მგონი ეს ყველაფერზე მეტი იყო! მე ვერ წავედი გესმის? მაგრამ შენ ვერ გაიგებ! შენ ხომ წასვლა შესძელი!_ თითქოს სწყინდა მე რომ გადავრჩი, თუ ამას გადარჩენა ერქვა. მაგრამ სინამდვილეში რომ არა ჩემი მშობლები ან მე რა გადამარჩენდა?! ახლაღა მივხვდი, ანას ჩემი კი არ შურდა საკუთარი გაურღვეველი , მოჯადოებული წრე სძულდა. რასაც თავს ვერაფრით ვერ აღწევდა.

_ სად უნდა წავსულიყავით? განათლება ჩვენ არ გვქონდა, ფული ჩვენ არ გვქონდა? ჩვენ მარტო ერთმანეთი გვყავდა. ერთმანეთი და საშინელი წარსული. _ გულის გადაშლა ეწადა. დაცლა სურდა იმ ყველაფრისგან, რაც მთელი ცხოვრება სჭამდა. გულწრფელად შემეცოდებოდა ემპათიის უნარი საერთოდ რომ მქონოდა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, მეც ვანოს მიერ გატეხილი სათამაშო ვიყავი მხოლოდ!

ვერ ვუსაყვედურებდი ანას დუმილს, ვერც კობას მითუმეტეს, იმიტომ რომ მეც ვდუმდი! მეც არ ამოვიღე ხმა ამ წლლების მანძილზე. თუმცა იმის ცოდნა, რომ მალე ყველაფერი შეიცვლებოდა მანუგეშებდა.

_ არ მჯერა გესმის? არ მჯერა , რომ კობამ მარტო დამტოვა!_ გაიმეორა ანამ ჯიუტად და მხრები აუცახცახდა.

_ შემომხედე ანა!_ შემომხედა.

_ ახლა რას აპირებ? აქ უნდა დარჩე?_ ვკითხე და მისი ემოციით მივხვდი, რომ ამაზე ნაფიქრიც კი არ ჰქონდა. ახლაღა გაიაზრა და შეზარა ამ ფიქრმა. მაგრამ სხვა გზა და ხსნა არ იყო მისთვის და ეს მილიონჯერ საშინელება იყო ბიდრე სიკვდილი.

_ სად წავიდე?_ ისე უმწეოდ მკითხა. დავფიქრდი. ალბათ შემეძლო მას დავხმარებოდი. ალბათ მოვალეც კი ვიყავი. იქნებ ეს ყოფილიყო ჩემგან ის სწორი ნაბიჯი, რაც იმ ვალს გამოასწორებდა, რაც მის მიმართ მქონდა. მე ხომ მივატოვე და გადავივიწყე ანა მაშინ, როცა დახმარება შემეძლო. ალბათ სჯობს გვიინ, ვიდრე არასდროს!

_ ჩემთან წამოდი!_ ვუთხარი მშვიდად.
გაოცდა, არ ელოდა!

წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა გატყდეს ადამიანი, რომ დახმარებას არავისგან აღარ ელოდეს? წარმოგიდგენიათ, რამდენად უძირო უნდა იყოს იმ უიმედობის ორმო, სადაც სრულ მარტოობაში იხრჩობოდეს ადამიანი და იმდენად ჰქონდეს იმედი გადაწყვეტილი, რომ თავის გადარჩენას ინსტიქტის დონეზეც კი აღარ ცდილობდეს.

თვალებში ჯერ კიდევ უნდო, მაგრამ მაინც მცირე იმედი აუკიაფდა

_ მართლა მეუბნები?_ მკითხა ჩურჩულით და თვალი ვანოსკენ გააპარა.
მასაც შეენიშნა ჩვენი საუბარი და დაბღვერილი გვიყურებდა.

_ ადექი!_ ვუთხარი ანას. პირველი მე ავდექი და ხელი გავუწოდე. ამომხედა, გაწვდილ ხელზე თვალი გაუშტერდა. ცრემლები ღვარად წამოუვიდა და ერთი უცნაურად ამოიქვითინა.

თქვენ თუ გინახავთ მისი თვალები , ვისაც სრულ უიმედობაში დახმარების ხელი გაუწოდეს? არ ვიცი, თუ იცით, რამხელა სასწაულის მოხდენა შეუძლია ამ საოცარ ხელს? წარმოიდგინეთ, უიმედობის ჭაობში ჩაფლული ნელ_ ნელა იძირებით და ნაპირისკენ არც კი იყურებით, რადგან იცით თქვენს გადასარჩენად არავინ მოვა. განა გასაოცარი იქნება, თუ ასეთი ადამიანი ნიღაბს აიფარებს სახეზე? ზოგჯერ ნიღაბი სხვებისგან თავის დასამალად კი არა საკუთარი თავისგან გადასარჩენად გვჭირდება. კი, არ მოგესმათ, ნიღაბი საკუთარი თავის პირისპირ დგომაში გვეშველება ზოგჯერ. სწორედ ეს ნიღაბი ჩამოსძვრა ანას იმ წამს სახიდან და ისევ ის უმწეო და სევდიანთვალება გოგონა გამოჩნდა, წლების წინ რომ ვიცნობდი. ეს მოხდა, რადგან ვიღაც დაინახა იმ სიმარტოვის ნაპირებთან მის გამო და მის საშველად მოსული. ახლა უკვე ხმამაღლაც შეეძლო ყვირილი: მიშველეო!
სულ მცირე იმედის სხივი აუკიაფდა ცრემლიან თვალებში.

_ მერე კობა?_ მკითხა საწყლად.

_ კობას აწი ვეღარაფერს ვუშველით!_ ვუთხარი პირველი სასტიკი სიმართლე . ვიცოდი ეტკინებოდა, მაგრამ ბრძოლა უნდა ესწავლა თუ კი გადარჩენა სურდა.

ხელი გამომიწოდა, ჯერ გაუბედავად ჩამჭიდა თითები, შემდეგ ძლიერად. დამეყრდნო და ფეხზე ადგა.
ვანომ იაზრა, რაღაც ისე ვერ ხდებოდა, მას რომ სურდა და ჩვენკენ გამოემართა.

ფარისევლების ბრბომაც იგრძნო მორიგი სკანდალის სუნი და საკუთარი მშიერი სულის გამოსაკვებად მოემზადა. გამეღიმა. სხვა რამეს არც ველოდი ამ მახინჯი მიკროსამყაროსგან!

_ ხდება რამე?_ ავად იკითხა ვანომ და მე ვერა, მაგრამ ანას კი მიაჩერდა აფთრის თვალებით. ანა წამიერად მოიბუზა. საოცარი გავლენა ჰქონდა ამ ცხიმის მასას ანაზე. მის გვერდით არასრულფასოვნების და უნიათობის კომპლექსები სჯაბნიდნენ. ხმა ვერ გასცა, და მჭიდროდ ჩაკიდებული ხელიც მოუდუნდა. მივხვდი თავის დაცვას კვლავ არ აპირებდა.

_ კი, ჩემთან მოდის, პრობლემა გაქვს რამე, მანიაკო?_ ეს ბოლო სიტყვა იმდენად ჩურჩულით ვუთხარი , რომ მხოლოდ ტუჩების მოძრაობით მიხვდა. შეკრთა. არ ელოდა თუ მისი გამომზეურების არ შემეშინდებოდა.

_ პრობლემა გაქვსმეთქი!_ კი არ ვკითხე, ვუბრძანე. და ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი.

იცით რა არის ამნაირი მონსტრების მთავარი სისუსტე? სინამდვილეში ისინი მშიშარა და დაკომპლექსებული ხალხია. სანამ შენი შიშის სუნს გრძნობენ მამაცობენ, მაგრამ საკმარისია დასარტყმელად ხელი ასწიო, მაშინვე კუდამოძუებულ ფინიებად იქცევიან და წკავწკავს იწყებენ. მაგრამ არ გეგონოთ დაივიწყონ მიყენებული შეურაცხყოფა! არა და არა! ჩასაფრებულები დაუცდიან, როდის დაეცემით, რომ თავისი ყვითელი შხამიანი ეშვები პირსაპირ კისერში ჩაგასონ.

_ არა, არაა პრობლემა!_ უკან დაიხია ლაჩარმა.

_ ანას ახლა ნამდვილად სჭირდება მეგობარი! _ თითქოს მეზობლების თვალწინ დაკარგული პრესტიჟი გამოისწორა. ეზო მოვათვალიერე. რამდენიმე წყვილი თვალი მოუთმენლად უცდიდა მოვლენების განვითარებას. სიტყვაც კი არავის შეუშველებია. ისევ ჩამეცინა.

_ წადით ახლა სახლებში, მორჩა კინო!_ მივუგდე მათ ირონიულად და ანას ხელზე მოვქაჩე._ წავედით!

ფეხათრევით მომსდევდა. იფიქრებდა ადამიანი, რომ ძალით მიმყავდა და მას წამოსვლაზე მეტად დარჩენა სურდა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ იყო. უბრალოდ ანა ქვეცნობიერად ხვდებოდა, რომ ჭიშკარზე ფეხის გადაბიჯება ჩვეული ცხოვრებისკენ გზას სამუდამოდ ჩაუხერგავდა გზას და ვინ იცის, მე რომ მისთვის ხელი გამეშვა ადგილზე დარჩებოდა გაშეშებული. ალბათ ფიქრობდა, რამდენად სანდო და მყარი იყო ჩემი სურვილი, რომ მას დავხმარებოდი. წარსული გამოცდილებით ხომ იცოდა, რომ ერთხელ უკვე მივატოვე.

_ წამოდი ანა !_ ვუთხარი კიდევ უფრო მტკიცედ და ჩემი ქოხისკენ მიმავალ ორღობეს დავადექი.

სახლში სიმყუდროვე იყო. სიმშვიდე და სრული სიჩუმე. ბებიას ლოგინზე ჩამოჯდა ანა და იატაკს დააცქერდა.

_ აბა ანუსია შეჭამ რამეს? _ ვკითხე და ვიგრძენი, როგორ ამიწრიალდა მუცელი. აშკარად ნერვების ბრალი იყო.

_ არა, ცოტა ხანს დავისვენებ, თუ შეიძლება?_ პასუხის მოლოდინში მომაჩერდა. დასასვენებლადაც ნებართვას ითხოვდა. გულში რაღაც ჩამწყდა.

_ აწი არაფრის ნებართვა არ გჭირდება ანუსია! გეძინება _დაიძინე! გშია _ჭამე! გემღერება_ იმღერე! გასაგებია?_ ვკითხე საწყლად მობუზულს.

_ გასაგებია!_ მიპასუხა, მაგრამ პასუხზევე ეტყობოდა არაფერიც არ იყო გასაგები.
მიწვა, კედლისკენ გადაბრუნდა და ემბრიონივით მოიკუნტა. ალბათ დრო სჭირდებოდა გადასატვირთად. დრო შესაგუებლად. დრო საგლოვად.

გარეთ ღამე იწვა. ღამე მოგონებების და წარსულის. მე ბებიას და ბაბუას ვიგონებდი, ანა ალბათ კობას.
არ ვიცი, შესძლებდა კი ანა ახალი ცხოვრების დაწყებას. მაგრამ ნებისმიერი გზა სწორი და უმჯობესი იქნებოდა, ვიდრე იმ საშინელ სახლში მონსტრის გვერდიგვერდ ცხოვრება.

ფიქრებში და დუმილში გათენდა. დუმილი კი გამისავალი არ იყო. ჯობდა საკუთარ გრძნობებზე, სევდაზე და ტკივილზე გვესაუბრა, მაგრამ ჩვრნ კვლავ ვდუმდით, ჯიუტად და დაუსრულებლად. არადა გრძნობის გამოხატვა ხომ ისეთი აუცილებელი რამეა, როგორც ძილი. არა აქვს აზრი, როგორია ეს განწყობა. აუცილებლად უნდა გამოხატო. დაიცალო , შემსუბუქდე. რომ არ გაჯობოს, რომ არ მოგერიოს, რომ არ ჩაგითრიოს. საერთოდ ღამე ისეთ ფიქრებს აღვიძებს, რომლებსაც მბრძანებლობა უყვართ. დილა სინათლეს მოიტანს ისევ ყველაზე უიმედოსთვისაც კი. დილას ისევ ბრუნდება შემართება, მეტის სურვილი, ბრძოლის მოგების იმედი.
ზოგი ღამე მეტისმეტად ბნელია და უბრალოდ უნდა გაუძლო. წამები ითვალო გათენებამდე. მარტოსულობა კუთხეში უნდა მიიმწყვდიო ასეთ ღამეში. ასეთ დროს სიყვარულია, რაც გადაგარჩენს ადამიანს. ამიტომ არ უნდა იყოს ადამიანი მარტოსული. სიმარტოვეში მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის ეგოისტურია და დაახლოებით ასეთ განწყობას ქმნის:
"ვდგავარ სახურავზე სახლის,
ვყლაპავ სუიციდს ლუკმებს,
დღეს არ გადავხტები ვამბობ,
მაგრამ ჰაერში ვარ უკვე"
(???)

თუმცა ამის ბოლოს არაფერს აზრი აღარ აქვს.
ამიტომ უნდა დაელოდო გათენებას. იქნებ ის დღე გათენდეს, სიყვარულს რომ მოგიტანს! და ეს უკვე იმედზე მეტი იქნება.....

ვფიქრობდი, და ვხვდებოდი, რომ აქამდე სიტყვა სიყვარული ჩემს ლექსიკონში არც კი გაჟღერებულა. ანას გავხედე. ისევ ისე იწვა მოკუნტული.

_ ანა!_ გავძახე წყნარად.

_ ჰო!_ ისე სწრაფად
მიპასუხა, აშკარად არ ეძინა.

_ დღეს მე წავალ, დაგ ვიანობამდე არ დავბრუნდები. არ ინერვიულო, მშვიდად იყავი და ისე მოიქევი, როგორც საკუთარ სახლში! საღამოს დავბრუნდები, კარგი?_ წამოჯდა და სევდიანმა მოიხედა.

_ კობას როდის მოიყვანენ?_ მკითხა სევდით დაღლილმა.

_ ხვალ, ანა და ნუ ნერვიულობ, უჩემოდ ფეხი არ მიადგა იმ სახლში, გასაგებია!_ არსად წამსვლელი არ იყო, მაგრამ მაინც გავაფრთხილე.
ავდექი , ჩანთაში თერმოსი, საჭმელი და საჭირო ნივთები ჩავილაგე. ბებოს ნაჩუქარი მოსასხამი მოვიცვი და ტყეში წავედი. ბევრი დრო აღარ მქონდა. ყველაფერი მალე უნდა დამესრულებინა.

ბარი მიწაში ჩავარჭვე და ორმოს ჩავხედე. საკმარისზე მეტი იყო. რამდენიმე დღე თავაუღებლად ვჭრიდი და ვაღრმავებდი მიწას. სახლში დაღლილი ვბრუნდებიდი, მაგრამ ეს დაღლა მსიამოვნებდა.
ანუსიმ კი სახლის საქმე ითავა, ალბათ ასე იყო მიჩვეული და უსაქმოდ ვერ ისვენებდა. თავიდან ბოლომდე გადახეხა და გადააკრიალა ბებისეული ჭურჭელი, მერე ლოგინებს მისდგა, მერე ორ გაქუცულ ნოხს, მერე სათავსოს, მერე ჭერს, მერე ეზოს, საქათმეს და ბოსელს. არც კი ვიცი, ამ ქალს საიდან ჰქონდა ეს მოჭარბებული ენერგია. საუბრით თითქმის არ ვსაუბრობდით. საღამოობით კობას სატირლად მიდიოდა და მეც უსიტყვოდ მივყვებოდი.

გამოძიებამ დაადასტურა თვითმკვლელობა და წერტილი დასვა. მაგრამ ანა გადაჭრით არ იჯერებდა ამ ამბავს.

_ რატომ არ გჯერა?_ ვკითხე ერთხელ.

_ ისეთი რამე დავინახე იმ დილით, შენ რომ დაგენახა, არც შენ დაიჯერებდი!_ მიპასუხა მტკიცედ.

_ მომიყევი!_ ვუთხარი და მის წინ დავჯექი.

_ წინა ღამეს გვიან დაბრუნდა კობა. მისი ფეხის ხმა გავიგე!_ მივხვდი გვიან რატომაც დაბრუნდა, მე ხომ შუა გზაზე მივატოვე სოფლიდან საკმაოდ შორს.

_ ვანოს შეეჩეხა აივანზე და რაღაც შელაპარაკება მოუვიდათ. "როგორ მიბედავო!" ყვიროდა ვანო. " არ მოგცემ მაგის უფლებას, ვერ გაბედავო!" კობას ხმა არ მესმოდა, ის ჩუმად ლაპარაკობდა.
დილას ყველაზე ადრე მე ვდგებოდი, ძროხის მოსაწველად. ხოდა რომ ავდექი გარეთ ფეხის ხმა გავიგონე. გამიკვირდა და ფარდიდან ჩუმად გავიჭყიტე. დავინახე, როგორ მიჰქონდა იმ დამპალს პატარა სკამი სხლის უკან! დავინახე გესმის?_ ვერ მივხვდი, მერე რა იყო ამაში ასეთი მნიშვნელოვანი. ანა მიხვდა, რომ ვერ მივხვდი.

_ ასე თქვეს , რომ კობა იმ სკამზე იდგა , როცა ყულფში თავს უყრიდა! ახლა გესმის? ხვდები, რატომ არ მჯერა?!_ თვალები უელავდა. სიბრაზით და საკუთარი უღონობა აგიჟებდა. მუჭები მაგრად მოეკუმა.

_ ეს არ უნდა შერჩეს ცაბუ! არ შეიძლება, რომ ყველაფერი შერჩეს! ესაა სამართალი? როგორ შეიძლება ის იმ ჰაერს სუნთქავდეს, რომელსაც ჩვენ!_ ასე უცნაურად, აღმოვაჩინე, რომ ჩვენ ორს საერთო სურვილი, მიზანი და ტკივილი გვქონდა.

_ შენ გინდა შური იძიო?_ ვკითხე შეპარვით. ორიოდე წამში მტკიცედ მიპასუხა:

_ ამაზე მეტად არაფერი არ მინდა!

ბებიაჩემის არ იყოს კობას დასაფლავებასაც არ დასწრებია ბევრი ხალხი. მხოლოდ რამდენიმე მეზობელი, ალბათ ვისაც ჯერ კიდევ ჰქონდა სიბრალულის და თანაგრძნობის გრძნობა შერჩენილი.

არც ქელეხი ყოფილა, არც არაფერი. კობას უბრალოდ მიწა მიაყარეს და დაიშალნენ. ეს იყო და ეს!

ჩემების საფლავს რომ გამოვუარეთ გვერდით წამით გავჩერდი. ანუსიას ვთხოვე დამლოდებოდა და საფლავზე აღმართულ ჯვართან მივედი.

ეს ჯვარი უცნაურად ახლობელი იყო ჩემთვის, იმისგან განსხვავებით წლები რომ ვატარეთ ტვირთად ჯერ კობას დედამ, შემდეგ თავად კობამ და ბოლოს მე. ლითონის ის პატარა ნაგლეჯი არავითარი ღირებულების აღარ იყო ჩემთვის. სწორედ ამიტომ შევუცვალე ფუნქცია. დაე ყველას და ყველაფერს შეესრულებინა მასზე ნებით თუ უნებლიედ დაკისრებული მოვალეობები.

_ დრო მოვიდა ბაბუა!_ სულიერივით მივმართე ჯვარს. ზურგი ვაქციე და ანასთან ერთად სახლში დავბრუნდი.

რამდენიმე დღე საბოლოო გეგმის შემუშავებას დავუთმე, უმცირეს ნიუანსამდე გავთვალე ყველა დეტალი. მივხვდი, რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო სწავლა და ამ ამბებისთვის თავის სულიერად და ფიზიკურად მომზადება.

ერთ _ერთი ნოხი გადავახვიე და სამალავში ავიტანე, სამი თუ ოთხი სოფლის იქით ნაყიდ მოზრდილ საორანჟირე ცლცელოფანთან ერთად. მეორე ვაგონის ჭერზე შინაური ცხოველების ჩამოსატყავებლად ჩამოსაკიდი კაუჭი მყარად ჩავახრახნე. ის ცელოფანი სწორედ ამ კაუჭის ქვემოთ მთელ იატაკზე გავშალე და კედლების გვერდებს ამოვუფინე. იგივე გავაკეთე ვაგონის კედლებზე. მოკლედ მთელი ოთახი ერთ ჰერმეტულ სივრცედ გადავაკეთე. მოვიმარაგე ასევე არამალფუჭებადი საკვები. გამოვათრიე და მოვმართე ის ძველი გაზქურა. არც სასმელი დამვიწყებია. რაც არ უნდა უემოციო ან მაგარი მგონებოდა საკუთარი თავი, იმისთვის, რისთვისაც მე ვემზადებოდი ფხიზელი გონება არ გამომადგებოდა. ბოლო დეტალებს თვალი მოვავლე, ჩემი ბავშვობის ციცქნა არბალეტი მხარზე მოვკიდე და კარი გამოვიხურე.

ვიცოდი, ვანო თვალს გვადევნებდა. ერთი_ ორჯერ ღობესთანაც კი მოგვადგა. ცალი თვალით გადმოიჭყიტა, მაგრამ დაძახება კი ვერ გაბედა. ისე იყო ცოფიან ძაღლს რომ ძვალს წაართმევენ.
გადიოდა და გამოდიოდა, ვერაფრით ისვენებდა. საყვარელი სათამაშო ხელიდან გამოსტაცეს და რა დაასვენებდა? ანა ფარდის უკან იდგა და შიშით კანკალებდა. არ სჯეროდა, რომ უსაფრთხოდ იყო.

_ მზად ხარ, რომ ეგ შიში ერთხელ და სამუდამიდ დაასამარო?_ ანა კვლავ ფარდის უკან იდგა და ღობიდან მოჭვრიტინე ვანოს აკვირდებოდა.

_ მზად ხარ თუ არა?_ გავუმეორე კითხვა პასუხი რომ არ მაღირსა. ანას პასუხი ისევ არ გაუცია. არც კი მოუხედავს უკან. ვერც უკან მიდიოდა, ვერც წინ აგრძელებდა გზას და ერთ ადგილზეც ვერ იდგა მოსვენებით. ისე, ასეთ სტრესში მყოფ ადამიანს თუ სუიციდური აზრები დასძლევენ ოდესმე, არც ამაში იქნებოდა რაიმე გასაოცარი.

ამოვიოხრე და სახლიდან გავედი ზურგზე პატარა ჩანთაკიდებული.

სწორედ რომ დრო იყო. დღისით მზისით მთელი სოფლის თვალწინ ისე უნდა შემეპყრო მგელი , რომ ეჭვი არავის გასჩენოდა.

ჭიშკარი გამოვიხრე და სოფლის შარას დავუყევი. იქით, საითაც მთის წყარო გამოდიოდა. არავის გაუკვირდებოდა თუ დასიცხულ ადამიანს იმ ცივი წყლით მოუნდებოდა გაგრილება.
ნელა მივდიოდი და ეჭვი არ მეპარებოდა ის საძაგელიც ფეხდაფეხ მომსდევდა. წყაროსთან ჩამოვჯექი, ბოთლი წყლით გავივსე და მხეცის დასანახად მოვსვი ცოტა. ნელ_ ნელა მომიახლოვდა. რომ მიხვდა არსად გავრბოდი, ახლოს მოსვლაც გაბედა.

_ გამარჯობა ცაბუ, როგორ ხარ?!_ რაც უფრო ცდილობდა კეთილმოსურნედ მჩვენებოდა, მით უფროს საზიზღარი დასანახი იყო. მკერდზე მოღეღილი, საყელოში ჭუჭყგამჯდარი პერანგით, დაუდევრად ჩაცმული უხეში ჯინსით, და გამოსასვლელი დღეებისთვის შენახული ოთხკუთხედ ლანჩიანი ყავისფერი ფეხსაცმელებით. სმისგან თუ გენეტიკისგან
აღაჟღაჟებულ ლოყენზე მოზრდილი მოუწესრიგებელი წვერი, მოზრდილი ღიპი და ოფლიანი ხელები. აი სულ ეს იყო ის მონსტრი, რომელიც წლები იყო თავზარს სცემდა მის გარშემო მცხოვრებ დაუცველ სულებს.

მაგრამ ასეა ცხოვრება, ერთხელ თუ გატყდა ადამიანი ვეღარ ხედავს, რა მარტივია გადარჩენის გზა. გააჩნია იმას, რასაც შენ საფრთხედ მიიჩნევ, რა თვალით შეხედავ. ახლა რომ ვუყურებდი, იმდენად ამაზრზენი და საძაგელი იყო, მისგან აღძრული გულისრევის შეგრძნება შიშისთვის ადგილს აღარ მიტოვებდა გულში.

_ გაგიმარჯოს!_ ვუპასუხე მშვიდად.
წყაროსთან მოვიდა, ვითომ მასაც წყურვილი ჰკლავდა, არა წყურვილი ალბათ კი ჰკლავდა, მაგრამ გააჩნია რისი. დაიხარა ყლუპი მოსვა და ქვეშ _ქვეშ ამაყოლა მზერა. მოშიშვლებული ფეხიდან და თვალი მკერდზე შეაჩერა. ტუჩი მოილოკა, თან სახე ამარიდა, რომ არ დავმფრთხალიყავი.
გამეღიმა. თავი მონადირე ეგონა, მაგრამ სასტიკად ცდებოდა. დღეს მისი დღე არ იყო! დღეს მე ვიყავი წითელქუდაც, მონსტრიც და მონადირეც!

_ სად მიდიხარ?_ მკითხა დაუფარავი ინტერესით. თან ავხორც მზერას არ მაცილებდა, რომლის შენიღბვასაც კეთილი მზრუნველი ღიმილით ცდილობდა.

რა უცნაურია, ცხოვრება?! სუნთქვისთვის რამდენიმე ათეული საათიღა რჩებოდა, მაგრამ აზრზე არ იყო და მხოლოდ ცხოველურ ინსტიქტებს დამონებული, კაცმა არ იცის, გონებაში რა საზიზღარ გეგმებს აწყობდა.

ირგვლივ მიმოვიხედე, აუცილებელი, იყო რომ მასთან ერთად არავის შევენიშნე. ეჭვადაც კი არავის არ უნდა სცოდნოდა , თუ იმ დღეს ჩვენი გზები რამენაირად გადაიკვეთა.

_ ტყეში მივდივარ, სასეირნოდ. სადმე ლამაზი ყვავილების მინდორი არსად გეგულება?_ შევაგულიანე მისი ფარული სურვილები .
გავიგონე, როგორი ხმაურით გადაყლაპა ნერწყვი. გზა მიმასწავლა. ავდექი და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი ტყისკენ. შემდეგ ვიფიქრე, ვაითუ ამ ლაჩარს ვერ გაებედა, რადგან უკვე უმწეო ბავშვი ნამდვილად აღარ ვიყავი და გამოყოლა ვერ გაერისკა. უკან მოვტრიალდი. ჩემს მსხვერპლს პირდაპირ თვალებში შევხედე და თვალი გამომწვევად ჩავუკარი.

_ ოხ, შენი!_ გავიგონე, როგორ ამოიხვნეშა მან. ზურგი ვაქციე და ტყისკენ მიმავალ ბილიკს უკანმოუხედავად დავადექი. ვიცოდი, დიდხანს არ გასტანდა მისი ამაო ყოყმანი. როდის იყო მეზობლის წიწილაზე დაგეშილი წუნკალი ძაღლი პირის ჩატკბარუნებაზე უარს ამბობდა.

ტყეში ღრმად შევედი. ჩანთიდან მოსასხამი ამოვიღე და მოვიცვი. სპეციალური მოგზაურის სქელლანჩიანი ფეხსაცმელი უკეთ მოვირგე. ჩანთიდან არბალეტი ამოვიღე და დანიშნულების ადგილისკენ გავმართე. პატარა ისრებიც გულდაგულ მოვიმზადე.
ჩანთა მოვიკიდე და იმ მინდვრისკენ წავედი, მან რომ მასწავლა.

განგიცდიათ, როგორი საოცარი გრძნობაა შუაგულ ტყეში მოულოდნელად ყვავილებით სავსე მზიან კორომს რომ გადაეყრები? რაც არ უნდა მზე ანათებდეს, ტყე მაინც უცნაურად
ბნელი და ნესტიანია. მაგრამ ეს საოცარი მოშიშვლებული და მომრგვალებული ადგილი, კორომი რომ ჰქვია, ყოველთვის მზის სხივებითაა სავსე. აქ ყოველთვის ყვავიან ნაირფერი ყვავილები, და ყოველთვის უცნაურ მზიან ოცნებებს აღვიძებენ ადამიანში. სულ რომ ცუდ ხასიათზე იყო. მსგავსი ადგილები გაგაღიმებენ და ხალისს შემოიტანეს შენს ჩამოქუფრულ გულში. ასეთი გრძნობა მეწვია მეც, როცა ტყის ჩამობნელებულ საზღვარს ფეხი გადავაბიჯე და წითელი ყაყაჩოების ველზე ამოვყავი თავი. სადაც შიგა და შიგ საოცრად ანათებდა სოსანის მუქი იისფერი კაბა.
მინდვრის შუაგულში მივედი და შევჩერდი. მინდორს თვალი მოვავლე. გარშემო სიმშვიდე სუფევდა, რომელსაც ჩიტების უდარდელი ჭიკჭიკი არღვევდა მხოლოდ.

_ვერაფერს იტყვი, ნამდვილად არაჩვეულებრივი ამინდია სიკვდილისთვის!_ გავუღიმე იმ ბილიკს, რომელზეც წამით წამზე დიდი პირსიახლიანი მგელი უნდა გამოჩენილიყო. არბალეტი ზურგს უკან მოსასხამში დავმალე. დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია.

და აი ისიც! ძუნძულით მოდიოდა, როგორც ნანადირევის სუნს ადევნებული მხეცი. დამინახა და მინდვრის კიდეზე შედგა.

_ წითელქუდას სალამი!_ გაიკრიჭა ურცხვად._ ვიცოდი, ვიციდი, რომ ვერ დამივიწყებდი!

ამაზრზენი ხმა ჰქონდა და კიდევ უფრო ამაზრზენი აზრები.

_ მოდი ჩემთან პატარავ!_ კიი, მის ფონზე მე კვლავ პატარა და ადვილად მოსახელთებელი გოგონად ვჩანდი.
ცალი, თავისუფალი ხელით თავსაბურავი გადავიხადე. წითური ცეცხლოვანი თმა მხრებზე ჩამომეშალა. თან თითით მოვიხმე ჩემკენ. დანდობილად წამოძუნძულდა. თავალებანთებული.
მომიახლოვდა და ტუჩი მოილოკა.

_დამიჯერე, ახლა ბევრად უფრო მოგეწონება!_ გაიკრიჭა ამაზრზენად. დარწმუნებული იყო, რომ ის მინდოდა. ცივად გამეღიმა.

_ გაიხადე!_ ვუბრძანე ხმამაღლა.

_ ოჰო, ვთამაშობთ!_ აცახცახდა სურვილისგან და კოტიტა თითებით გახდა დაიწყო. წამით არ უეჭვია არაფერი. წამში გაშიშვლდა. მხოლოდ ბინძური ფოხანი დაიტოვა ტანზე. და ის იყო ნაბიჯი გადმოდგა, რომ ზურგს უკნიდან არბალეტი გადმოვიღე. მიზანში ამოვიღე და ისე რომ გაოცებაც ვერ მოასწრო, მარჯვენა ბარძაყში ჩავარჭვე ერთმტკაველიანი ვერცხლისფერი ისარი.

წამით გაოცდა, მერე კი შოკმა რომ გადაუარა დაჭრილი მხეცივით აბღავლდა.
ცალ მუხლზე ჩაიჩოქა.

_ რას აკეთებ, შე კახპა!_ იღრიალა ხმამაღლა. მხრები ავიჩეჩე. მის ხმას ვერავინ გაიგებდა, წინააღმდეგი არ ვიყავი, რომ ეყვირა. მისი ტკივილის დანახვა დოპინგივით მოქმედებდა ჩემზე.
აუღელვებლად გადავტენე არბალეტი მეორე ხელდი და ახლა მარცხენა მკლავში დავარჭვე ისარი. მიწაზე გაგორდა ტკივილით გადარეული.
თავადაც გამაოცა საკუთარმა უგრძნობლობამ. ნერვიც კი არ ამტოკებია. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ისევ სამიზნე ხეებს ვსვრიდი ისრებს.
მის არაადამიანურ ღრიალს ყურადღებასაც კი არ ვაქცევდი. მივედი და მის წინ დავიჩოქე.

_ რაო გტკივა?_ ვკითხე ყალბი თანაგრძნობით.

რომ გკითხოთ, რა არის ამ სამყაროში ყველაზე საოცარი? უმრავლესობა აბათ მზის ჩასვლას, ამოსვლას, ზღვის ღელვას, ან ადამიანის რომელიმე საოცარ განცდას აღმიწერთ. მაგალითად: შვილის თვალებს, დედის ჭაღარას. არა! ყველაზე დიდი საოცრება დაუნდობელი მხეცის თვალებში აკიაფებული ცრემლი ყოფილა. ტკივილის, სინანულის, შიშის და იმედის. იმ იმედის, რომ შენც მასავით მხეცი ვერაფრით იქნები. რომ ვერ გაიმეტებ საკუთარ თავს წყვდიადისთვის და თუნდაც დაჭრილს, დასახიჩრებულს, დამცირებულს და ღირსებააყრილს იმ მყრალ, საძულველ და არაფრისმაქნის სიცოცხლეს შეუნარჩუნებ.
ირონიულია არა?! ალბათ არა!

_ ადექი!_ ვუბრძანე მკაცრად.

_ დამინდე ცაბუ! მაპატიე!_ ვიცოდი და მზადაც ვიყავი ამ სიტყვებისთვის. არბალეტი მოვუღერე.

_ ადექი, შენი მყრალი ძონძები აკრიფე და წინ გამიძეხი! იქნება გადავიფიქრო კიდეც, რასაც გიპირებ!_ ტყუილი იმედი, აი რა უნდა მისცე სასოწარკვეთილ ადამიანს! დამიჯერეთ ამ ყალბი იმედის ძაფს ისე ჩაებღაუჭება, რომ გაოცებულსაც კი დაგტოვებთ.

კვნესით წამოიზლაზნა ფეხზე. სანამ გათელილ ყაყაჩოებში გორავდა სისხლს ვერ ვამჩნევდი თითქოს. ახლა კი დავინახე, ორივე ჭრილობიდან როგორ მოჟონავდა შინდისფერი, თბილი, და ბლანტი სისხლი, ისეთივე ბლანტი და მყრალი, როგორც მისი სულის ჭაობი იყო.

_ წინ იარე!_ შეუვალი იყო ჩემი ბრძანება. ძლივს ძლივობით დაიძრა, თან ხელით მკლავში დასობილ ისარს წაეპოტინა.

_ თუ ამოიძრობ, დამიჯერე ვერაფერი ვეღარ გიშველის, სისხლისგან დაიცლები!_ ვუთხარი მზრუნველი შვილივით თბილად.
გამომხედა და სახეზე შეკავებულმა სიბრაზემ გადაურბინა. მიმიხვდა ირონიას
ცუდ დღეში იყო. რას მერჩიო? ამასაც კი ვერ მეკითხებოდა.

ბევრი არ გვქონდა სასიარულო, მალევე მივადექით ბაბუს სამალავს.
კარი გავაღე და ჩადიმეთქი თვალით ვანიშნე.

_ გთხოვ ცაბუ, გევედრები, მაპატიე!_ დაიჩოქა, როგორც ამის საშუალება გახვრეტილმა ბარძაყმა მისცა.

_ რომელი გაპატიო? ცაბუ? ანა? კობა? მითხარი კიდევ რამდენი ადამიანი გააუბედურე? რამდენის სული ამოჭამე? შენი შვილების დედები?_მასთან საუბარს არ ვაპირებდი, მაგრამ მაინც გამექცა ენა.

_ შენ მათ არ იცნობდი! მაიძულებდნენ! მათ გამაგიჟეს!_ გამეცინა. კიდევ რომ სხვას ადანაშაულებდა ეს მონსტრი.

_ მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო, ისეა შენი ამბავი ვანიკო!_ ვუთხარი და მისკენ ნაბიჯი გადავდგი. როგორც უხსენებელს ისე გამერიდა და ვაგონში ჩასასვლელისკენ გაიწია უნებურად.

_მაგრამ დარწმუნებული იყავი , მე არაფერი დამვიწყებია, არცერთი წამი იმ საშინელებიდან, რაც შენ დამმართე! _ წიხლი ძლიერად ჩავარტყი მუცელში და კიბეზე დავაგორე.
თუ მოკვდებიდა არც ამით დამაკლებდა რამეს, პირიქით საქმეს გამიიოლებდა .
მეც ჩავადგი ფეხი და კარი შიგნიდან გადავკეტე.

იატაკზე გორავდა, როგორც რაღაც სიახლიან _ცხიმიანი მასა. კიდევ კარგი რომ ცელოფანი არ დავიშურე თორემ სულ დამითხვრიდა იქაურობას.

_ აეთრიე ფეხზე! სანამ სული გაგაფრთხობინე!_ დავკივლე უხეშად.
წამოიზლაზნა კვნესით, ქოშინებდა. სულს ძლივს ითქვამდა.

_აიღე უს ბორკილი და გაიკეთე ხელებზე!_ ვუბრძანე მკაცრად. სხვა გზა არ ჰქონდა და დამემორჩილა.

_ შედი კარებში და სკამზე ადი!_ მეორე ოთახში შეაბიჯა და იქაურობა რომ მოათვალიერა ფერი დაკარგა.

_ რას მიპირებ?_ მკითხა კი არა ამოიკნავლა შიშით.

_ სკამზე ადი!_ ყურადღება არ მივაქციე. კვლავ დამემორჩილა მარტო ეშმაკმა უწყის, რად უჯდებოდა ეს მორჩილება იმ არაკაცს.
სკამზე აძვრა.

_ ბორკილი კაუჭზე ჩამოდე!_ მორჩილი ჯარისკაცივით შეასრულა ბრძანება. სკამს წიხლი ვკარი და წავაქციე. ჰაერში დაიწყო კონწიალობა.

_ რაო დეჟავიუ ხომ არ გაქვს?_ ვკითხე ირონიით.
ვერ მიხვდა, ან რას მიხვდებიდა უწიგნური, მოძალადე, ტლუ!

_ ხომ არაფერს გაგონებსმეთქი!_მის ენაზე ვკითხე.

აფშლუკუნდა თითქოს თავს მაცოდებდა. ტელეფონი ამოვიღე ჩანთიდან, ჩამწერი ჩავრთე და მაგიდაზე დავდე.

_აბა მომიყევი ! რა უქენი კობას!_ ჯიუტად დუმდა.

_ ჰოო! გამოდის ასე უბრალოდ არ მომიყვები!_ თავი დამიქნია და ცბიერ სახეზე სიამოვნების სხივი გაუკრთა, ეგონა ვერ ვაიძულებდი.

_ კარგი, როცა თავად მთხოვ მოგიყვებიო, მაშინ მომიყევი! მე დაგიცდი!_ ჩანთიდან სამართებელივით ალესილი ჯვარი ამოვიღე. ჯაჭვზე ხელი მოვკიდე და მის წინ გავაქანავე ჰაერში.

_ ცნობ არა? ვიცი, რომ ცნობ!_ მივუახლოვდი და ქონიან ღიპზე ჰორიზონტალურად ავუსვი. კი არ აღრიალდა, ბავშვივით აკივლდა.
კიდევ ერთხელ გავიმეორე იგივე და ფეხი მომიქნია, ყბაში გამარტყა და მოულოდნელობისგან წამაქცია. ყვირილი კი მისმა ბედნიერმა ხარხარმა ჩაანაცვლა.

_ კარგიიი!_ ვუთხარი და გახეთქილი ტუჩი მოვიწმინდე.

_ რას იტყვი, არ გშია?_ მოულოდნელმა კითხვამ გააოცა. თვალები დაქაჩა. რა ვიცი, ალბათ ეგონა ჩამოვხსნიდი საკიდიდან და გამოვაძღობდი.
გავედი და ჭიქაში წინასწარომზადებული იაფფასიანი კონიაკი ჩამოვისხი, უცებ დავლიე ერთ ყლუპად, ყელი ჩამეწვა. ალკოჰოლმა წამში მოიარა მთელი სხეული.მარაგიდან მარილი ავიღე. მუჭით ამივიღე და ჭრილობაზე გულუხვად მოვაყარე.

_ სადისტო! კახპა! ახვარ...ო!_ რა სიტყვებით აღარ მლანძღავდა გამწარებული. ბოლოს გატყდა, ტკივილს კარგად მხოლოდ გმირები იტანენ, მაგრამ ის ხომ მხოლოდ მონსტრი და ლაჩარი იყო. სულ დეტალებში მომიყვა, როგორ მოკლა კობა. მხოლოდ იმიტომ, რომ მას ანას წაყვანა და წასვლა უნდოდა იმ წყეული სახლიდან. ყელში ბოღმამ წამიჭირა, სიბრაზემ ტვინში ამასხა. არ იყო სასიცოცხლო და მაინც სუნთქავდა. კობა კი მე რომ ტყუილად მოვნათლე ლაჩრად, ვეღარასდროს გაახელდა თვალებს, მაშინ როცა ახალი ცხოვრების დაწყება მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი.

არც კი ვიცი, რამდენ ხანს ვუსერავდი სხეულს იმ პაწაწუნა ჯვრით. არ მახსოვს, რადგან მის ნაცვლად მხოლოდ კობას საფლავზე აღმართულ რკინის ჯვარს ვხედავდი. როგორც უიღბლო ცხოვრების და დასამარებული ოცნებების სიმბოლოს.
ბოლოს ტკივილისგან გული რომ წაუვიდა. ფეხების მაგრად შევუკარი. პირში მისივე მყრალი წინდები ჩავუტენე და სიბნელეში დავტოვე. დაე დაცლილიყო სისხლისგან, მომკვდარიყო, ჩაძაღლებულიყო! და თან წაეღო ის წყვდიადი, რასაც მისი მძორი ამ ვაისიცოცხლეში გარშემო ფენდა სამყაროს.

სამალავის კარი გამოვიხურე და იქვე ტყეში მდინარეს მივაშურე, რათა მისი სიბილწე ტანიდან, სახიდან, თმიდან და სამოსიდან ჩამომერეცხა.

6

სახლში შებინდებულზე დავბრუნდი. უცნაურად დაღლილი და გამოფიტული. არანაირ შვებას და აღმაფრენას არ ვგრძნობდი, არც რაიმე ძალების მოზღვავებას. მხოლოდ სიცარიელეს ვანვიცდიდი. საშინელ სიცარიელეს და დაღლილობას. შურისძიებამ შვება ვერ მომიტანა, პირიქით ახლა ყელზე მეკიდა იმ უზარმაზარი ჯვარივით, მაგრამ ჯვრისგან განსხვავებით მგუდავდა და მახრჩობდა იმის ცოდნა, რომ სადღაც ვიღაცის, თუნდაც მონსტრის, სიცოცხლე წვეთ _წვეთად იღვრებოდა და მალე სრულიად ამოიწურებოდა. მაგრამ მე უკან დასახევი გზა უკვე მოჭრილი მქონდა საკუთარი თავისთვის და ახლა სხვა არაფერი შემეძლო იმის გარდა, რომ ამ საშინელ სინდისისქენჯნას შევგუებოდი და მასთან ერთად ცხოვრება მესწავლა. სწორედ ეს იყო ჩემი სასჯელი.

ჩანთა მოვიხსენი და სკამზე ჩამოვჯექი.
მტკივანი შუბლი მოხრილ მკლავზე ჩამოვდე და ფანჯრიდან შემომავალ მკრთალ სინათლეს გავხედე.
აქ ყველაფერი როგორი მშვიდი, წყნარი და მყუდრო იყო . თითქოს არაფერი ცუდი არ ხდებოდა. თითქოს მხოლოდ ეს იყო ცხოვრება, ბაღიდან რომ ჩიტების ძილისპირული ისმოდა. მეზობლის ბოსლიდან ჯერ ისევ მოსაწველი ძროხა რომ ბღაოდა საწყლად, თითქოს მხოლოდ ეს პრობლემა და ეს ნაკლი ჰქონდა ამ სამყაროს და მეტი არაფერი.

_ სად იყავი ცაბუ? მთელი დღე მშიერი დადიხარ!_ სახლში შემოვიდა ანა და შუქი აანთო, რადგან უკვე საკმაოდ ბნელოდა. უცებ გამიწყო მაგიდა და თავადაც გვერდზე მომიჯდა. მე ისევ ისე გაშტერებული დავცქეროდი ჯერ ისევ ბებიასეულ კიტრებს და მწვანილებს. ის აღარ იყო , მაგრამ მისი ხელით მოწეული ბოსტნეული ელაგა მაგიდაზე. მისი ხელშენავლები მწვანილი, მისი დათესილი და მოწეული კიტრი. ჯერ ისევ არსებობდა მისეული ბოსტნეული, მაგრამ
ის კი აღარ იყო ამ ქვეყნად. ამდენად არაფერი იყო ადამიანის სიცოცხლე და მაინც სადღაც ტყეში გმინავდა დასახიჩრებული მონსტრი, ისევე განაწამები, როგორც მისი თითოეული მსხვერპლი. ალბათ იცლებოდა ბინძური სისხლისგან და ფიქრობდა, თუ როგორ გაება იმ სულელურ მახეში, წითელქუდამ რომ დაუგო.

უცებ ერთი უცნაურობა აღმოვაჩინე, ის რომ წითელქუდას "მედ" არ მოვიაზრებდი. მასზე ისე ვფიქრობდი , როგორც ვიღაც შეუბრალებელ ბოროტმოქმედზე. და მართლაც, ხომ სრულებით შეუძლებელი იყო , ის მე ვყოფილიყავი? საკუთარ ხელებს დავხედე. წვრილი, სუსტი და ანემიისგან ლამის გამჭვირვალე ხელები მქონდა. განა შეიძლებოდა ამ სათუთ ხელებს ის საშინელებები ექნა, რაც იმ სამალავში მოხდა?!
არა, სწორედაც რომ მე ცაბუ ვიყავი, ის კი წითელქუდა. საკუთარი თავი ამაში ღრმად დავირწმუნე და თითქოს შვება ვიგრძენი. ანა ინტერესით მაკვირდებოდა.

_ სად იყავი ცაბუ?_ გამიმეორა კითხვა სრულიად მშვიდად.
მე ჩანთიდან ჩამწერი ამოვიღე და მაგიდაზე დავდე.

_ ანა გინდა თავისუფალი იყო?_ ვკითხე, დაბნეულმა გამომხედა. თავი ყოყმანით დამიქნია.

_ ხოდა უნდა იცოდე, რომ მხოლოდ სიმართლე ანთავისუფლებს!_ ვუპასუხე და ჩამწერი ჩავრთე.
მაშინვე იცნო ის არაკაცი ხმაზე და შიშით შემცივნული ჩიტივით მოიბუზა. მისი ხმაც კი თრგუნავდა.

_ უსმინე!_ ვთხოვე დაღლილი ხმით.
ჯერ ასე მობუზული იჯდა, მერე, როცა მიხვდა და გაიაზრა რას ყვებოდა ის მხეცი, თვალები ცრემლებით აევსო. როცა კობას მოკვლის მიზეზი ახსენა, ჯერ შეცბა. მერე ტკივილიანი ხმით დაიჩურჩულა:

_ კობა, ჩემი საწყალი ძამიკო!_ ჩანაწერი რომ დასრულდა. ტელეფონი ისევ ჯიბეში ჩავიდე.

_ მინდა, რომ მოკვდეს! მინდა, რომ აღარ არსებობდეს!_ მითხრა და თვალებში რომ შემომხდა აღარც ის იყო ძველი ანა, როგორც მე აღარ ვიყავი ცაბუ.

ზოგჯერ საკუთარი ტკივილი და უსამართლობის შეგრძნება, რაღაცნაირად ჩვენივე მბრძანებელი ხეება. ეს ტკივილი ჩვენს ნებას ტეხავს და მარიონეტებად გვაქცევს სხვის ხელში. მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანიც დააზიანა, უნებურად გვეღვიძება ამ მათრობელა ძილისგან. ვფხიზლდებით და გვიკვირს, აქამდე როგორ ვითმენდით და ვიტანდით ამ ყველაფერს.
უცნაური მდგომარეობაა ეს უუნარობა, თითქოს ჰიპნოზის ზემოქმედების ქვეშ ხარ, მაგრამ გამოფხიზლებულს ყველა წინააღმდეგობრივი გრძნობა ერთდროულად ყალყზე გიდგება და ისეთ რამესაც ჩაგადენინებს, რასაც გგონა, რომ ვერასდროს შეძლებდი.
სწორედ ამიტომ არ უნდა გავიხადოთ ტკივილი მბრძანებლად და არ უნდა მივცეთ უფლება, რომ ჩვენივე სხეული ჩვენი სულის პატარა უჰაერო დილეგად გვიქციოს.

_ დარწმუნებული ხარ?_ ვკითხე ანას. საქმე იმაში იყო, რომ დახმარება მჭირდებოდა. როდესაც სამალავში დავბრუნდებოდი, საჭირო იქნებოდა იმ ლეშის წინასწარ გამზადებულ ადგილამდე ატანა, რასაც მარტო ალბათ ვერ შევძლებდი. რადგან ჩემს ძალასაც ჰქონდა საზღვარი.
ანამ შემომხედა და თავი ისე დამიქნია, ეჭვი აღარ შემპარვია მის მზაობაში.

მთელი კვირა ისე გავიდა, ერთხელაც არ ავსულვარ სამალავში. ვიჯექი და მოთმინებით ვიცდიდი. ამასობაში ვანო სოფელშიც მოინაკლისეს. ერთი ორჯერ პოლიციაც იყო ამოსული. უცნაურად დაემთხვა კობას თვითმკვლელობა და ვანოს გაუჩინარება. მე კი, როცა მივხვდი, რომ უკვე დრო იყო, ჩანაწერიდან მხოლოდ ვანოს აღიარება ამოვჭერი, "მაპატიეთო!" რომ ითხოვდა იმ მომენტის ჩათვლით და ფარულად გავაგზავნე პოლიციაში.
ისე, რომ ვერასდროს მოეგნოთ გამომგზავნისთვის.

როცა სიტუაცია შედარებით დამშვიდდა და სოფელს ახალი საჭორაო მიეცა, თუ როგორ მიატოვა თალიკოს იტალიაში საშოვარზე გადახვეწილმა რძალმა ნათიამ თავისი უმაქნისი და ულაყივით თავაშვებული ქმარი და როგორ გაეკიდა, ვიღაც თავისზე 25 წლით უფროს კაცს. ვანო ყველამ გადაივიწყა.

_რაც ულაყი, ის აჯილღაო!_ აკვესებდნენ ენებს ჭორიკანა შურიანი ქალები და საკუთარი არანაკლები ულაყი ქმრების პატრონები ოცნებაში იმეორებდნენ ნათიას გავლილ გზას.

რა უცნაურია, არ გიფიქრიათ, რომ ადამიანი ყველაზე ცუდად იმ ფარულ სურვილებს მოიხსენიებს, რაზეც ძილის წინ მუდმივად ოცნებობს ხოლმე?!

ლამარაც გულში მღიჯისცემით ლანძღავდა რძალს და წამით არ აღიარებდა, რომ სრულებით ჯანმრთელ ხარივით კაცს ცოლი იტალიაში გასაგზავნად არ უნდა ემეტებოდეს და სულ ცოტა ისე მაინც უნდა უზრუნველჰყოს, რომ ქალს ყავაზე მისაყოლებელი შოკოლადი არ ენატრებოდეს. არც იმას ახსენებდა ლამარა, რომ მისი ორმოცი წლის "ბავშვი" ცოლის მიერ აბანოს ასაშნებლად გამოგზავნილ ფულებს, აგერ უკვე მერამდენედ სოფელში ყველაზე სახელგატეხილ ქალს ახარჯებდა და თან ცოლს როხროხით ამუნათებდა,

_სულ ესაა , რასაც შენთვის შენი იტალიელი ბაბუა იმეტებსო?_
ერთი სიტყვით ცხოვრება გაგრძელდა და ჩვენი ტკივილი მხოლოდ ჩვენს ტკივილადღა დარჩა. ოდნავადაც კი არ უგრძვნია არავის.
სწორედ რომ მოქმედების დრო მოვიდა.

ერთ დღეს ანას წინ დავჯექი და ვუთხარი, რომ თუ ისევ იმ აზრზე იყო უკან გამომყოლოდა.
ანა გამომყვა.
სამალავამდე თვალებახვეული ავიყვანე. ნდობა არაფერ შუაში იყო. უბრალოდ, რაც ნაკლები იცი ადამიანმა, მით უფრო მშვიდად ცხოვრობ. წინააღმდეგობა არ გაუწევია. ჩემ გარდა არავინ ჰყავდა და საკუთარ თავზე ნეტად მენდობოდა.

სამალავის კარი გავაღე და საშინელი სუნი ამოვარდა. ვიცოდი , რომ ასე იქნებოდა, მაგრამ წაკითხულიდან და ნასწავლიდან ასეთ საშინელებას მაინც არ მოველოდი. კითხვისას ყველაფერი ბევრად იოლია. დაახლოებით იმ სუნს წარმოვიდგენდი, გზაზე მანქანა რომ გაიტანს ცხოველს და მზეზე გაბერილი საშინლად რომ ყარს, მაგრამ არა! ეს ასჯერ საშინელება იყო. ანამ იქვე ჩაიჩოქა და რაც ნაჭამი ჰქონდა უკან ამოიღო.
მოთმინებით ველოდი, როდის გადაუვლიდა სპაზმები. წყალი გავუწოდე.

_ მოდი, შენ აქ დამელოდე! როცა დაგიძახებ, მხოლოდ მაშინ ჩამოდი!_ ვუთხარი და ბეჭზე ხელი მოვუჭირე. გავამხნევე.
ამოუხედავად დამიქნია თავი .

კიბეები ჩავიარე და შუქი ავანთე. ნელ _ნელა ჩამოვხსენი სისხლიანი ცელოფნები და აკურატულად დავახვიე.
შემდეგ გავბედე და მეორე ოთახშიც გავედი. ვცდილობდი არ შემეხედა. მაგრამ როცა მის ჩამოსახსნელად სკამზე დავდექი და მაღლა ავიწიე ზუსტად მის დამპალ თვალებთან გავახილე თვალი. გადმოკარკლული თვალები გასთეთრებოდა, თავი უცნაურად ჰქონდა ჩაკიდული და პირში ისევ წინდა ჰქონდა გაჩრილი. დაუფიქრებლად მოვკიდე წინდას ხელი და პირიდან გამოვაცალე. მაშინვე ვინანე, რადგან მას მატლები გამოჰყვნენ. ზიზღისგან გამაჟრჟოლა.

ბირკილს გასაღები მოვარგე და გავხსენი.
უსულო სხეული მძიმედ ჩამოვარდა და ძირს დაცემისას დაგროვილი გაზებისგან დაიცალა.

სკამზე შემდგარს თვალთ დამიბნელდა, გულისრევა ძლივს შევიკავე. ჯერ ძირს გაფენილ ცელოფანში გადავახვიე. შემდეგ წინასწარ მომზადბულ ნოხში გამოვკარი და ანას მოვუხმე. თვალის ცეცებით შემოვიდა და თვალი ვანოს სხეულზე გაუშტერდა. არ ვიცი, დამიჯერებთ თუ არა, მაგრამ არაფერი უკითხავს. ერთი კითხვაც კი არ დასცდენია.

_ რა მძიმეა ეს ოხერი!_ წაიწკმუტუნა და ტვირთი მხარზე შეისწორა.

_ მაშინ არ იყო მძიმე?_ ვცადე მისი გაბრაზება, გაბრაზებულ ადამიანს ძალაც ემატება და ენერგიაც.

_ შეწყვიტე! სულ ნუ მახსენებ!_ შეჩერდა. ტვირთის მისი მხარე მიწაზე დააგდო.

_ აბა რა გინდა? მარტო ამას ვერ მოვერევი! ხელი მოკიდე დროზე!_ შევუყვირე გაცოფებულმა. არ მეშინოდა , რომ ჩემს ხმას ვინმე გაიგონებდა.

_ არ შემიძლია!_ ისევ აწკმუტუნდა.

_ ხომ არ შეგიყვარდა? გინდა დაიტოვო? ნეკროფილიაც მოსულა ახლა! ისე ყველაფერმა შეჩვევა იცის! ალბათ ვეღარ ელევი?_ ისევ მის გაბრაზებას ვცდილობდი. თვალები ცრემლებით გაევსო. მძულდა ასეთი სლუკუნა და სუსტი სათამაშოები. ხელ_ფეხ დამტვრეული თოჯინები. მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. მისი დახმარება მხოლოდ მე შემეძლო. და მხოლოდ ასე!

_ აიწიე მაისური!
ვუთხარი ყვირილით. ჯერ გაოცებულმა შემომხედა, მერე მაისურს მორჩილად აიწია. ამ მორჩილებასაც მან მიაჩვია. იმ წამს უარესად შემძულდა ესეც და ისიც.

_ დაიხედე ტანზე! გაიხსენე! იგრძენი! ხომ ყველაფერი გახსოვს!_ საკუთარი სხეული დაათვალიერა, ჯერ ცრემლები ჩამოუგორდა ლოყაზე, შემდეგ სახე შეეცვალა, ნაკვთები გაუქვავდა. თვალები ბრაზით და ზიზღით გაევსო.

_ კობას გულისთვის!_ ჩაილაპარაკა და ტკივილი უკანა ფლანგზე გადაიტანა. სადღაც თვალების სიღრმეში. ტკივილიც კარგი მოტივატორია. მაგრამ ახლა არა! ახლა მას მხოლოდ ბრაზი სჭირდებოდა. უსიტყვოდ მოვიდა და ტვირთი მხარზე მოიგდო. მეც მას მივბაძე. უსიტყვოდ წავედით ტყის სიღრმეში. წინ მე, უკან ის.

_ ცოტაღა დარჩა._
ტვირთი ორმოს პირას მოვიხსენით მხრებიდან. ნაპირამდე მივათრიეთ და ორმოს სიღრმეში ჩავიხედეთ.

_ აუ, რა სიღრმეა!_ თქვა გაოცებულმა.

_ აბა რა გეგონა? ლამის ერთი კვირა ვთხარე!_ ვუპასუხე კმაყოფილი ღიმილით.

_მოიცა, ხალიჩაც?_ მკითხა დაბნეულმა.

_ მეღადავები?_ გაოცებულმა შევხედე და გვერდზე გავდექი. _ მიდი!

ფეხი ტვირთს დაარტყა, ისიც ყრუ ბაგვანით ჩავარდა ორმოში.

_ ესეც ასე!_ ხელები დავიფერთხე მე.

_ იმედია არასოდეს გეღირსება შვება!_ ორმოში ჩააფურთხა მან და ნიჩაბი ხელში აიღო. მეც გვერდით დავუდექი ჩემი ნიჩბით.

ასეა, იმისთვის რომ ყველაფერი საბოლოოდ დასრულებულიყო წერტილი თავად უნდა დაგვესვა ამ ყველაფრისთვის.

მალევე, როგორც ველოდი, გაჟღერდა ვერსია, რომ ვანომ ჩადნილის გამო სინანულს ვერ გაუძლო და თავი მოიკლა. თუმცა ცხედარს რომ ვერსად მიაკვლიეს, უბრალოდ მხრები აიჩეჩეს და მისი ფოტო ძებნილის სტატუსით მაინც გამოაქვეყნეს. ზოგმა თქვა, რომ თბილისში შენიშნა.
ზოგმა ისიც თქვა , რომ მთვრალს ერთხელ თურქეთი უხსენებიაო. ერთი სიტყვით, დიდად არავის უდარდია. მხოლოდ ხანდახან ახსენებდნენ, და ბოლოს, როგორც ადამიანებს სჩვევიათ სულაც გადაივიწყეს.
მთელი ამ დროის მანძილზე შიგა და შიგ მირეკავდნენ მშობლები და ხანგრძლივად დარჩენის მიზეზს მეკითხებოდნენ. მე კი ვპასუხობდი, რომ გასაჭირში ჩავარდნილ მეგობარს ვპატრონობდი. ვერ ვიტყვი, რომ დიდად მოსწონდათ, მაგრამ არც დაბრუნებას მაძალებდნენ. მხოლოდ მთხოვეს, თვენახევარში რაღაც მნიშვნელოვანი ღონისძიება უნდა გამართულიყო და აუცილებლად დაბრუნდი მანამდეო. სამსახურზეც დიდად არ ვღელავდი, მამაჩემის ხათრით და რიდით ხმას არავინ ამოიღებდა.

იმ საღამოს შემდგ, დაახლოებით, ოთხი დღე იყო გასული ანუსის რომ გავუბი მომავალზე საუბარი. ვხედავდი, აქაურობა როგორ თრგუნავდა და ახალი ცხოვრების დასაწყებად ახალი გზის მონახვა იყო საჭირო.

_ ანა, როდემდე აპირებ აქ ცხოვრებას?_ ვკითხე და ცაში უაზროდ მომზირალს გვერდით მივუჯექი.

_ სად წავიდე?_ მკითხა უაზროდ.

_ სადაც გინდა! აქ რაღა გაკავებს?_ გამიკვირდა. ჩაეცინა,

_უფულობა მაკავებს ცაბუ, უფულობა და ის , რომ არაფერი მე არ ვიცი! ნათიაზე ვფიქრობდი, ხედავ, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ადგა და ვიღაც მდიდარ ძიაზე გათხოვდა. მე მაგიც კი აღარ შემიძლია, კაცის დანახვაც კი მძულს .

_ მომისმინე, შენი სახლი გავყიდოთ! მეც დაგეხმარები და პირველი ნაბიჯებისთვის გეყოფა !_ გამოსავალი მალევე ვიპოვნე.

_ ჩემი სახლი?_ მართლა გაუკვირდა.

_ ხოო შენი და კობას სახლი! მგონი აქამდე ვერ მიხვდი და გაიაზრე , რომ ვანო აღარ დაბრუნდება!_ თვალებგაფართოებული მომაჩერდა. ცოტა იფიქრა და სახეზე მხიარულმა ღიმილმა გადაურბინა.

_ არასდროს მიფიქრია, რომ ჩემი სახლი იყო და გაყიდვა შემეძლო!_ შემოჰკრა ტაში. არა მართალა რა არარაციონალური იყო ეს გოგო ?!

სახლი მალევე გავყიდეთ, გვერდითა მეზობელმა შეიძინა. დიდი ფული არ გადაუხდია , მაგრამ გირაოთი სახლის აღებას კი ეყოფოდა, მეც მქონდა საკუთარი დანაზოგი, ისიც ანუსიას მივეცი და დავარიგე, რომ აუცილებლად შეესწავლა რაიმე ხელობა, რაიმე ისეთი , თანამედროვე, ცხოვრებაზე მორგებული, აუცილებელი, საჭირო და მნიშვნელოვანი. გადავკოცნე და გზა მშვიდობისა ვუსურვე.

_ ყველაფერი დაივიწყე გესმის! აქ რაც ნახე და გაიგონე, რაც მოხდა. იფიქრე, რომ სინამდვილეში არ მომხდარა და აქეთ აღარასდროს არ გამოიხედო!_ მხრებზე ხელები დამაწყო, თვალებში ჩამხედა და გამიღიმა.

_ შენი მადლობელი ვარ ცაბუ! შენ რომ არა მე უბრალოდ, მე .._ ვერაფერი თქვა, სიტყვები ვერ იპოვნა მადლობის გადასახდელად. მაგრად ჩავეხუტე და ტაქსში ჩავსვი. ვიცოდი, ძალიან დიდხანს ვეღარ ვნახავდი მას. ან კი ვნახავდი როდესმე?! ის ლეში სადღაც უზარმაზარი ნაძვის ხის ფესვებში რომ ლპებოდა, გვაიძულებდა, ერთმანეთს აღარასდროს შევხვდეროდით თუ ცხოვრების გაგრძელება გვსურდა.
ანუსის უკან აღარ მოუხედია ისე გაემგზავრა.

ყველაფერი დავალაგე, სამალავი გადავამოწმე მთაშიც და სახლშიც. ყველაფერი, რაც საეჭვოდ და უცნაურად მომეჩვენა მოვაწესრიგე. კარები მაგრად გამოვიხურე და სოფელი მეც სამუდამოდ დავტოვე. ერთი ის იყო, რომ წითელქუდას მოსასხამი ვეღარ ვიპოვნე. ალბათ სადმე დამეკარგა, ტყეში ან მდინარეში. თუმცა ამაზეც დიდად აღარ მიდარდია. მე ახალი ცხოვრება უნდა დამეწყო და აქაურობა გონებიდან უნდა ამომეშალა. იქ კი წითელქუდას ადგილი საერთოდაც არ იყო.

_ ნახვამდის ბაბუა, ნახვამდის ბებო! მადლობა, რომ ძალა მომეცით! მადლობა რომ არსებობდით!_ დავემშვიდობე მათ საფლავებს და მანქანაში ჩავჯექი. მხოლოდ ჩემი განუშორებელი კალამი დანა წამოვიღე. სხვა არაფრისთვის ხელი აღარ მიხლია. აწი მე თავად ვიქნებოდი კანონი და კანონი მე დამემორჩილებოდა!
მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი იურუდიულს დავბრუნებოდი და გამომძიებელი გავმხდარიყავი. ოღონდ ისეთი , მისი სახელი ყველგან რომ ქუხდა. და ვანოსნაირი მონსტრებისთვის კანონი დამეპირისპირებინა. ისე გამოვიდა, რომ ცხოვრებამ მაქსიმალისტ ადამიანად ჩამომაყალიბა,

_ან ყველაფერი, არ არაფერი!_ ახლა ასე ჟღერდა ჩემი ცხოვრებისეული კრედო.


პირველი ნაწილის დასასრული


ვე რა



№1  offline წევრი შარზენ

მოსასხამის დაკარგვა არ უნდა იყოს შემთხვევითი ამბავი...ველოდები მეორე თავს ))

 


№2  offline ახალბედა მწერალი ვე რა

შარზენ
მოსასხამის დაკარგვა არ უნდა იყოს შემთხვევითი ამბავი...ველოდები მეორე თავს ))

კიი ნანდვილად ისევ დაბრუნდება წითელქუდა

 


№3 სტუმარი ნია

ძალიან მიხარია რომ დაბრუნდით. ველით გაგრძელებას

 


№4  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ნია
ძალიან მიხარია რომ დაბრუნდით. ველით გაგრძელებას

მადლობა))))

 


№5 სტუმარი სტუმარი მაკა

აი ძალიან კარგი იყო ველოდები გაგრძელებას❤️❤️❤️❤️

 


№6  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი მაკა
აი ძალიან კარგი იყო ველოდები გაგრძელებას❤️❤️❤️❤️

იქნება აუცილებლად, სტოკჰოლმს დავასრულებ და შემდეგ ამასაც.

 


№7 სტუმარი სტუმარი თეო

მოსასხამის დაკარგვა რაღაც ნიშანია აშკარად????❤️❤️ ველოდებით გაგრძელებას

 


№8  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი თეო
მოსასხამის დაკარგვა რაღაც ნიშანია აშკარად????❤️❤️ ველოდებით გაგრძელებას

კიი მასეა)))

 


№9 სტუმარი სტუმარი lika

მადლობა ველოდები შემდეგს????

 


№10 სტუმარი სტუმარი Malvina

Mec saswaulad domain Teresa kargi iyo yvelaze Karri is Tom church yvelas magivrad izia qonda misi noji gagrzelebas velodebi

Velodebi gagrzelebas

 


№11 სტუმარი ციალა

როდის იქნება გაგრძელება?

 


№12 სტუმარი სტუმარი ნინა

კარგად წერ და სიამოვნებით დაველოდები შემდეგს,იმედია ეს მოსასხამი ახალი ტკივილის მიზეზი არ გაუხდება ცაბუს, წარმატებებიიი ♥️♥️

 


№13 სტუმარი ეთული

მალე დადეთ რა მეორე თავი სულმოუთმენლად ველოდები.მადლობა რომ ასე კარგად წერთ

 


№14  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ნინა
კარგად წერ და სიამოვნებით დაველოდები შემდეგს,იმედია ეს მოსასხამი ახალი ტკივილის მიზეზი არ გაუხდება ცაბუს, წარმატებებიიი ♥️♥️

მადლობა, ვეცდები მალე დავდო მეორე ნაწილიც.

სტუმარი lika
მადლობა ველოდები შემდეგს????

ვეცდები მალე დავდო. მაგრამ ჯერ წერა არ დამიწყია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent