შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეგხვდები შემდეგ სეზონზე(7)


5-07-2023, 16:49
ავტორი ავრორა
ნანახია 1 395

***
ერთი ... ორი... სამი... ,,უბრალოდ საუბარი, რა თქმა უნდა როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე " ,, მხოლოდ საუბარი და მორჩა " სოფიამ კიბეები აირბინა და ისე რომ ზედმეტი არ ეფიქრა კარზე ზარი დარეკა. რას ელოდა?ყოველ შემთხვევაში იმას არა რომ კარებს მისთვის რამდენიმე თვის უკან უცნობი და რამდენიმე კვირის წინ გამოჩენილი საკმაოდ ლამაზი, ცისფერთვალება გოგო გაუღებდა.
-გამარჯობა?ალბათ ნოესთან ხართ ხომ?მე არ გიცნობთ შესაბამისად ასე იქნება , ბოდიში ასე რომ დაგაყენეთ შემობრძანდით ,ახლავე დავუძახებ , მე მაგდალენა...
-არ არის საჭირო ,ნუ შეწუხდებით -ცივი ხმით გასცა პასუხი
-რა შეწუხებაა ნოე ალისას ეთამაშება , ოთახში არიან , მობრძანდით და დავუძახებ.
,,სერიალებში ამ დროს აბაზანაში არიან " თუმცა ეს ფიქრი არ გაუხმოვანებია.
-არა ,მართლა არ არის საჭირო შეწუხება. რაღაც მაინტერესებდა თუმცა აი უცებ გამახსენდა რომ რეალურად ნოეს შეწუხება არ არის საჭირო და
-უი ნოეს თანამშრომელი ხართ ?შემთხვევით მისი მდივანი ხომ არ ხართ?უკვე იმდენჯერ გახსენათ რომ მინდოდა მისი გაცნობა
-არა , არა.უხერხულია და წავალ ხო, ბოდიში კიდევ ერთხელ შეწუხებისთვის.
როდესაც შებრუნდა და სახე მოარიდა იგრძნო როგორ მოადგა ყელში ბურთი, აშკარად ეწინააღმდეგებოდა საკუთარ თავს ,
მაინც მიბრუნდა და სთხოვა
-ჯობია ნოეს დაუძახოთ , მაინც თუ რა თქმა უნდა სცალია.
-კარგით ახლავე, შემობრძანდით რა მართლა.
უარის ნიშნად თავი გააქნია ,ისე მოქცევა თითქოს ყველაფერი კარგად იყო ყელში ამოსდიოდა
-სოფი?-ნოე სახლის ფორმაში გამოწყობილი იდგა ,ხელში პატარა გოგონა ეჭირა რომელსაც მართლა ნოეს თვალები ქონდა -ხუთი წუთი გავალ
"ანუ ხუთ წუთზე მეტის დათმობასაც არ აპირებს"
-მეც მინდა ატაში -საყვარლად წარმოთვა გოგომ და კიდევ უფრო შემოხვია კისერზე ხელები
-დე მოდი ჩემთან და მამიკო მალე მოვა,ხომ გაიგო მხოლოდ ხუთი წუთი.
ბავშვი მაგდას მისცა ,კიბეები ორივემ უხმოდ ჩაიარა .
-სადმე დავჯდეთ-შესთავაზა
-ჯობია გავიაროთ პარკში,აქვეა ...
-ვიცი რო ასე არ უნდა გაგეგო ყველაფერი ,
-გააჩნია რომელ ერთს გულისხმობ?!
სულ რამდენიმე წუთის წინ შევიტყვე რო მარტო აღარ ცხოვრობ.
-ვიცი უბრალოდ სულ დაძაბული ურთიერთობა გვქონდა ბოლო პერიოდში და არ ვიცოდი რეალურად როგორ მეთქვა.ყოველ დღე სხვადასხვა სახით ვითარდებოდა ჩვენი ურთიერთობა, -თმები ხელით აირია.
-ბოლოსდაბოლოს შენგან მაინც ვიმსახურებდი ამ სიახლეების გაგებას არა? -სიგარეტი ამოიღო თუმცა ხელი ისე უკანკალებდა ვერ მოახერხა რომ აენთო.-მაგას მაინც ვიმსახურებდი,
-რელურად ასე არ ვაპირევდით მაგრამ ალისას გამო, მინდა რო ახლო ურთიერთობა მქონდეს ,ხომ გესმის.
-აა ანუ დაჟე უნდა გაგიგო?რატო?რაიმე ვალდებულება მაქვს იმისთვის გაგიგო?საერთოდ არ მაინტერესებს რა არი ალისასთვის კარგი,
-სოფი
-მოკეტე რა ,ერთი უბრალო იდიოტი და შტერი ტიპიური კაცი ხარ, სინამდვილეში მამობა გიხდება და იმედია რო ბედნიერი ოჯახიც გექნებათ ,რა?ზუსტად ვიცი რომ ახლა თუ არა რამდენიმე თვეში მაინც ცდი ბავშვის გამო მართლა ბედნიერი ,მოსიყვარულე ოჯახი იყოთ.-თვალი მოარიდა -თუმცა მაგას ყველა ბავშვი იმსახურებს.ჩვენ ისედაც არეული ურთიერთობა გვქონდა,ნუ არეულში რადგან ხშირ ჩხუბს ვგულისხმობთ.
-შემომხედე
-ჩემი აზრით შენ არჩევანი მაშინ გააკეთა როცა მაგდა და ალისა შენთან გადმოიყვანე,
-ასე არაა
-ასე გამოვიდა -უკვე ხმამაღლა ყვიროდა და სულ არ აინტერესებდა რომ მეორე დღისით შეიძლება რომელიმე ჟურნალის პირველ ყდაზე ან საინფორმაციოს რეპორტაში მოხვედრილიყო-არ მითხრა რომ გეგონა შენს სახლში ცალკე,ბედნიერად იქნებოდი,მერე როცა მოგინდებოდა ოჯახური ორომტრიალისგან დაღლილს დასვენება ჩემი სახლის კარი ყოველთვის ღია იქნებოდა და ასე გაგრძელდებოდა ??!იმედები უნდა გაგიცრუო ...არ მაინტერესებს რისი თქმა გსურს ჩემითაც კარგად ვხედავ მდგომარეობას , თუმცა რეალურად თავსაც ვერ იმართლებ.
-საშინლად ჩანს და ხო საშინელი ,იდიოტი და გამოს**ებული ვჩანვარ მაგრამ ასე რო მოვიქეცი ...რეალურად ალისა ორი წლისაა ,რამდენიმე დღეში სამის ხდება ჯერ პატარაა ,მის ცხოვრებაში პირველად გამოვჩნდი და არ მინდოდა რო ორი მშობლიდან ერთ-ერთი აერჩია ან რამე მსგავსი ,მინდა რო იდეალური ბავშვობა ჰქონდეს.მაგრამ რეალურად ეს დაოჯახებას არ ნიშნავს
-მეღადავები ნოე?ერთად ცხოვრობთ?!რა ჯანდაბაა, ერთად ცხოვრობთ,და მაგარი არ მაინტერესებს შენი მამობის გამოცდილებები,დაწერე რამე წიგნი და შეიძლება შენნაირებს გამოადგეთ რო წაიკითხავენ ...გინდა რო იდეალური ბავშვობა ჰქონდეს და როდემდეა ბავშვობა 18 წლამდე ?? და 18 წლის მერე რა მოხდება?? არა უფრო საინტერესოა ამ მომავალ 16 წელში რა მოხდება , იცი რამდენის ვიქნები 16 წლის მერე?და მერე ალისას და ან ძმა მოუნდება ,ეს ცრემლები სიმწრისაა ,უბრალოდ ჩემ თავზე მეცინება...
-ვიცი შენთვის ეს სიტუაცია რასაც ნიშნავს მხოლოდ რამდენიმე კვირა და სხვა რაღაცას მოვიფიქრებ , ძაან არეული ვიყავი ვიცი რო ასე არ უნდა მოვიქცე
-კარგი?გაძალებ რამეს ნოე?მაგარი აღარ მაინტერესებს შენ რას იზამ ,საერთოდ ნურაფერს ნუ მოიფიქრებ რა მაგრამ ისე ნუ იქცევი გეგონება მე დავაორსულე ის ქალი.
-შეცდომა იყო ,დედას გეფიცები
-კაი გეხვეწები დეტალებიც არ მომიყვე,უკვე ცუდად ვხდები ამის მოსმენით ...პროსტა არ ვიცოდი ესე ძაან თუ გინდოდა ბავშვი, ბოლოსდაბოს ამდენი წელი თავს ვიცავდით. და 5 წუთზე მეტი გავიდა ,ჯობია ახვიდე
-მაგდას ჩვენს შესახებ ვეტყვი
-აზრი აღარ აქვს , არ მგონია ჩვენს სიყვარულს ისტორიაზე დაეცეს და ისე არანაირი ჩვენ არ არსებობს, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს.
და არც შენს სახლში სიარულს არ დავიწყებ მეორე ქალის სტატუსით.
-საერთოდ არ მინდა ეს სიტუაცია რაშიც ახლა ვართ მართლა
-ფეხით გავივლი, არ მაინტერესებს აღარაფერი რაც შენ ,შენ ოჯახს ან
-ოჯახს ნუ ეძახი,ჩემთვის ოჯახი სულ სხვაა რამეა
-ეგ მე არ მეხება ...-და მაინც შეიძლება უჭირდა,შეიძლება იმაზე მეტად უჭირდა ვიდრე ცრემლები მის სახეზე ადასტურებდა ამ ტკივილს თუმცა უკვე ეზიზღებოდა ის რამდენიმე წუთის წინანდელი საკუთარი თავი რომელიც თავს ვერ ერეოდა და კანკალებდა,რომელიც ტიროდა.
ბარში შევიდა, ნაცნობ ფიგურას გვერდით მიუჯდა ბართან
-მოდით ჩავთვალოთ რომ დამთხვევაა სოფ?
გვერდით მჯდომს შეხედა
-შეგიძლია რამე ალკოჰოლური რაც ძლიერია მირჩიო,დღეს მჭირდება, ხვალე ყველაფერი კარგად იქნება ნიკო. არ მიკვირს მარტო რო ზიხარ ,
-მიზეზი?-შეეკითხა და თან ბარმენს რომელიღაც კოქტეილის მომზადება სთხოვა.
-ცოტნეს და ნოეს შენთან ერთად ბარებში და კლუბებში სასიარულოდ აღარ სცალიათ.
-ოჯახი და რამე ?! ვერ გეტყვი რო ნოეს უნდა გაუგო ან რამე მსგავსი ,სისულელე იქნება ჩემი მხრიდან.
-მაგრამ გირჩევნია როგორც ნოეს უნდა ყველაფერი ისე იყოს არა?
-მგონი ნოემ არც იცის რა უნდა.
-მართალია ,ჩამოუყალიბებელი იდიოტია .
-ეე ძმას მილანძღავ -ბარმენმა კოქტეილი წინ დაუდო , თუმცა ხელით სოფისკენ გაცურა.-წესით ცოტახანში უნდა დალაგდება სიტუაცია.
-და მე მანამდე ვილოდო?
-არა , რა თქმა უნდა არა ,მაგრამ ნურც რაიმე ისეთს გააკეთებ რასაც სხვა დროს არ გააკეთებდი.
-ერთადერთი რასაც ახლა ვგრძნობ ნოეს წარმოდგენისას ან დანახვისას ღებინების შეგრძნებაა,არ ვიცი რომელი ფაქტი უფრო მეზიზღება ის რო შვილი ყავს თუ ის რო ვიღაც მაგდასთან და საერთო ბავშვთან ერთად ცხოვრობს...კარგი გოგოა?
-სერიოზულად? არ მგონია ამ პასუხმა რამე შეცვალოს .
-ლამაზია როა მეც ვიცი,თინას და ხათუნას ევასებათ ალბათ ,ბოლოს დაბოლოს პირველი შვილიშვილი აჩუქა,
-ეგენი სხვა თაობა არიან ,დააიგნორე რა .
-ნოემ იცი რა მითხრა?მინდა ბედნიერი ბავშვობა ჰქონდესო, ანუ იგულისხმება რო სადღაც 16 წელი ოჯახურ სცენარებში იქნება , და ეს სისულელე ზუსტად ვიცი იმიტომ მითხრა რო უნდოდა გამეგო ,ბოლოსდაბოლოს ჩემი მშობლები ხომ გარქონწინებულები არიან , ანუ ყველანაირად უნდა დავხმარებოდი და გამეგო ალისასთვის ,მაგრამ ნოეს ერთი ფაქტი გამორჩა , მე ორივე მშობელთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა , რადგან ერთი ღამის მერე არ ჩავსახულვარ .
-სუსულელეა 16 წელი სიყვარულის და გრძნობის გარეშე ვერ გაძლებს უცხო ქალთან ,შესაბამისად ორი ვარიანტია .
-მე მინდა ჩემ გამო მიიღოს გადაწყვეტილება და არა იმიტო რო გრძნობები არ უჩნდება, ამჟამად მაგარი მკიდ*ა რაც უნდა ის უქნიათ.ისე შენ ისეთი ძმა გყავს თავს ვერ დავდებ რო არ შეუყვარდება.
-თქვენ ისტორიასთან არაფერ შუაშია მაგრამ ცხოვრებაში ერთხელ გიყვარს, მე ასე მწამს , თუმცა ვერავის დავაძალებ რომ აუცილებლად ასე უნდა თვლიდეს.სულ ასე არ დავდიოდი კლუბებში,ბარებში და უბედურ ადგილებში...ერთი გოგო იყო , გვანცა ერქვა,უფროსწორედ ჰქვია. სტუდენტები ვიყავით ,თანდათან შემიყვარდა , მოკლედ რომ ვთქვა ვგრძნობდი მის გარეშე საერთოდ არაფერი მინდოდა ,სულ მისი თვალები მედგა თვალწინ,მისი სურნელი , ხანდახან ვგრძნობდი როგორ ვეხებოდი კიდეც , მალევე გავიაზრე რო ძაან ჩავიძირე ამ გოგოსადმი გრძნობებში , ვერ ვიტან საქმის უაზროდ გადადებას ,ხოდა ვთქვი რო ვეტყოდი და რაც მოსახდენი იქნებოდა ისედაც მოხდებოდა. გულის სიღრმეში ვიცოდი რო არ ვუყვარდი , ვხვდებოდი რო ისე მიყურებდა როგორც მას , არც ჩემი ნებისმიერი კომპლიმენტი არ იწვევდა მის სახეზე ღიმილს ,ერთი სიტყვით ვუთხარი და იცი რა მოხდა ?იმ მომენტში არ ვიცოდი რატო მაგრამ მითხრა რო ჩვენი გრძნობები ორ მხრივი იყო ,მეგონა რო უბედნიერესი ბიჭი ვიყავი მთელს პლანეტაზე და იმიტო არა რო მამაჩემი ბიზნესმენი იყო ,არც იმიტო რო ყოველთვის პოპულარული ვიყავი გოგონებში მამის ფულების გამო და კი ვიცოდი რომ ეს იყო მიზეზი. ერთი სიტყვით მეგონა რო ის რაზეც ხალხი მთელი ცხოვრება ოცნებობს მე უკვე ავისრულე,დაჟე რაღაცეებს ვგეგმავდი და რამე.რატო გიყვები არ ვიცი მინდა რო ვინმეს მოვუყვე ,შემიძლია შევწყვიტო.
-არა .
-მაგრამ ყველაზე საყვარელი მომენტი ჩვენს ურთიერთობაში იცი რა იყო როცა ერთ დღისით არ ვიცი როგორ მოხდა მაგრამ თვალები ფართოდ გავახილე,და მივხვდი რო ის მზერა რომლითაც მე გვანცას ვუყურებდი, ის ღიმილი რომელსაც მის ისტორიებს ვჩუქნიდი,ის ყურადღება რომელსაც მისთვის ვიჩენდი ,გვანცა სხვა ადამიანისკენ იჩენდა.და ეს არ იყო სულელური ეჭვიანობა, რადგან საერთოდ არ ვარ ეჭვიანი და ზუსტად ამის გამო დამჭირდა იმ დასკვნამდე მისვლაშიც ამდენი დრო , ხოდა ერთი სიტყვით ყველაზე საყვარლობა ის იყო რომ პრინცი რომელმაც ეს დაიმსახურა ცოტნე იყო ,რომელსაც საერთოდ ყველა და ყველაფერი ეკიდა ისეთ საქორწინო გაწამაწიაში იყო. მერე ძალიან მშვიდად ვისაუბრეთ მე და გვანცამ , არც უარყოფა არც მცდელობა უფრო ზუსტად ახსნის,უბრალოდ დავიშალეთ. მე ჩემ თავს ვერ ვაპატიე ის რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ვხვდებოდი , ნაკლებად მწარე იქნებოდა მამაჩემის ბიზნესის გამო რო ყოფილიყო ,ვიდრე ბიძაშვილში გაცვლა. სულ სხვა ისტორიას ელოდა სახეზე გეტყობა და მე კი გეუბნები რო უბრალოდ დავიშალეთ.
-მორჩა?ანუ ეს გვანცა აღარ გინახავს და არც
-არც გვილაპარაკია? რაზე უნდა გვესაუბრა როგორ შეუყვარდა ცოტნე?თუ ჩემ მოყოლილი ამბებს და პაემნებს 1 დან 10 მდე როგორ შეაფასებდა?რომ მე შეიძლება ვცდილობდი მაგრამ ზოგჯერ მცდელობის გარეშე გიყვარდება.
ეს ისედაც ვიცი
-და ცოტნე?
-ცოტნემ სანამ დავშორდებოდით არ იცოდა,მერე ქორწილი ჩაიშალა და გვანცა მემგონი ცდილობდა რაღაცეებს მაგრამ ცოტნემ გადატანითი მნიშვნელობით იჯიგრა და გვანცასთან არ გაიჩითა, მარა ჩემი აზრით ეხლა რო ვფიქრობ თავის თავსაც უჯიგრა იცოდა რო თათიაზე მეტად ვერავის ვერ შეიყვარებდა.
-ვთქვათ ეს გვანცა დაბრუნდა შენს ცხოვრებაში
-სოფი იცი რა არი ყველაზე ღადაობა რო დღემდე მიყვარს , მინდა რო არ მიყვარდეს მაგრამ მიყვარს ,სამაგიეროდ გინდ გამოჩნდეს არანაირი შანსები აღარ გვაქ, უბრალოდ ვერ მოხდება. ანუ განწირული ვარ უსიყვარულოდ ცხოვრებისთვის.-გაიცინა თუმცა აშკარად ძალით.
-ვიტყოდი რო ვწუხვარ თუმცა რისთვის?მემგონია რო გრძნობა დარჩა მაგრამ რეალურად ის პერიოდი როცა ვინმეს თანადგომა გჭირდებოდა გაქრა,
-რამდენიმე თვის წინ თინამ ჩამინამიოკა თურმე ისეთი კარგია ცოტნე რომ დაჟე ბიძაშვილის შეყვარებულსაც კი თვალები ედგა ზედ თუ რაღაც მსგავსი.
-ანუ ამჩნევდა?
-რა თქმა უნდა ,ყველა ჩემსავით ბრმა ხო არ იქნებოდა.თან მითუმეტეს თუ შვილი გიყვარს აუცილებლად ამჩნევ იმას ვინც ანთებული თვალებით უყურებს მას.
-ანუ წესით თათიასი უნდა ესმოდეს ხო?
-მანდ ცოტა რთული სიტუაციაა,მემგონი ვერ პატიობს რაღაცეებს .ეგ ჩაშლილი ქორწილის პერიოდი სიმართლე რო გითხრა კარგად არ მახსოვს , ნარკოტიკებზე შევჯექი,მთლად მარტივი არაა როცა ცხოვრებაში პირველად ხარ შეყვარებული თან გგონია რო არაპლატონურად და მაინცდამაინც ის ბიჭი რომელსაც შენი მეორე ნახევარი შენი შეხებისას წარმოიდგენს შენი ბიძაშვილია.სისულელეც კია და ამაზრზენი, და ამას დაუმატე ისიც რო ბავშვობიდან მთლად დალაგებულ თვითშეფასება არ მქონია თინას და ხათუნას გადამკიდე.უფრო თინასი რომელსაც რატომღაც ძალიან ტოქსიკური ხდება როცა საქმე ცოტნეს ეხება.
-აქვს მიზეზი?
-აქვს. თუმცა ვერ გეტყვი და დიდად არც გაინტერესებს ვიცი. ჩემი ისტორია ქორწილის ჩაშლით არ დასრულებულა ... მეტი აღარ დალიო , არ ღირს.
-საერთოდ არცერთი სიყვარული არ ღირს ჯანმრთელობის ფასად?
-სიყვარულს გააჩნია ,აი მაგალითად ხალხი სიგარეტის სიყვარულის გამო მზად არის სიმსივნეს და ქრონიკულ ხველებასაც კი გაუძლოს .სახლამდე მიგიყვან.შეწინააღმდეგების გარეშე.
და უი სოფი თსვისდაუნებურად შენს სიძულვილში შეიძლება ალისაც გაერიოს მაგრამ
-ვიცი რომ უმჯობესია ასე არ მოხდეს მაგრამ სერიალის გმირივით კეთილი არ ვარ .
***
-ვფიქრობდი მოვსულიყავი თუ არა , ერთი სიტყვით აზრთა ჭიდილში ვიყავი და თან იმაზე ვფიქრობდი რა სტატუსით მოვსულიყავი-სავარძელში მჯდომმა ფეხი ფეხზე გადაიდო და მწველი მზერით შეხედა-ბოლოს და ბოლოს როგორც
ფსიქოლოგმა ჩემი კონფიდენციალურობა დაარღვიე თუმცა შეგახსენებ რომ წესით არც ნორმალური მეგობრები ამბობენ მეორე მეგობრის საიდუმლოებებს.ანუ არცერთი სტატუსით არ მეკუთვნოდა მოსვლა.
-შენ ამის გაკეთებას არასოდეს არ აპირებდი ან მაქსიმუმ მაშინ როცა საშინლად გვიანი იქნებოდა, მე როგორც ფსიქოლოგმა ისე არ მიმოქმედია , მაგრამ როგორც მეგობარმა საბამ ასე ჩავთვალე საჭიროდ.
-და ახლა მადლობაც ხომ არ გადაგიხადოს რომ ეს სირთულე ამარიდე თავიდან და შენ უთხარი ცოტნეს?
-ნახე შენც ახსენე რო რთული იქნებოდა შენთვის.
-ტყუილად არ ამბობენ რომ ნაცნობ ფსიქოლოგთან არ უნდა იარო რადგან პროფესიონალიზმს ვერ დაიცავენ ურთიერთობაში.
-ამის შესახებ არცერთმა შენმა სხვა მეგობარმა თუ ახლობელმა არი იცის ,უამრავ მათგანს ვიცნობ
-და მადლობას ითხოვ რომ არ წამოაყრანტალე?
-არა უბრალოდ განახებ რომ მე მხოლოდ ცოტნესთან ვთქვი რადგან საჭიროდ და ჩავთვალე და თუ მის ადგილას სხვა იქნებოდა არც როგორც მეგობარი და არც როგორც ფსიქოლოგი არაფერს არ განვახორციელებდი.
-ანუ სხვა პაციენტები მაინც გადარჩნენ.
-შენი გადასაწყვეტია თათ,თუ გინდა აღარ იარო ჩემთან მაგრამ აუცილებლად სხვა ფსიქოლოგი უნდა იპოვო .
-ერთი შეკითხვა , როგორ ფიქრობ იმ ეტაპზე რომელზეც ახლა ჩემი მდგომარეობაა ,როგორი დედა ვიქნები?



№1 სტუმარი ნი-კე

ნიკო როგორი,,ნამდვილია".სოფი კი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში..ამაზე ვერ ვაკეთებ ჯერ კომენტარს,მაგრამ თინას პერსონაჟი უფრო და უფრო ეცემა ჩემს თვალში..რა მიზეზიც არ უნდა ჰქონდეს..ველი ახალ თავს

 


№2 სტუმარი ნია

საინტერესოდ ვითარხება მოვლენები.ველით გაგრძელებას

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

დედა რა იყო ეს რაღაც ეს თინა არ მომწონს და რატომ თუ იცით ყველგან რატომ არის თინა ესე სამივე ბიჭი ძაან ცუდ სიტუაციაში არიან მაგრამ სოფოს საქციელი არ მომეწონა ბავშვმა რა დააშავა ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები

 


№4  offline წევრი ავრორა

ნი-კე
ნიკო როგორი,,ნამდვილია".სოფი კი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში..ამაზე ვერ ვაკეთებ ჯერ კომენტარს,მაგრამ თინას პერსონაჟი უფრო და უფრო ეცემა ჩემს თვალში..რა მიზეზიც არ უნდა ჰქონდეს..ველი ახალ თავს

მადლობა კომენტარისთვის,ძალიან მახარებს თქვენი შეფასებები

სტუმარი ნესტანი
დედა რა იყო ეს რაღაც ეს თინა არ მომწონს და რატომ თუ იცით ყველგან რატომ არის თინა ესე სამივე ბიჭი ძაან ცუდ სიტუაციაში არიან მაგრამ სოფოს საქციელი არ მომეწონა ბავშვმა რა დააშავა ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები

სტუმარი ნესტანი
დედა რა იყო ეს რაღაც ეს თინა არ მომწონს და რატომ თუ იცით ყველგან რატომ არის თინა ესე სამივე ბიჭი ძაან ცუდ სიტუაციაში არიან მაგრამ სოფოს საქციელი არ მომეწონა ბავშვმა რა დააშავა ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები

ეს თინა საკმაოდ "ქართველი" კეთილმოსურნე დედა და არა მხოლოდ საკუთარი შვილის არამედ ქმრის ძმიშვილების ცხოვრებაშიც კი ერევა.

სტუმარი ნესტანი
დედა რა იყო ეს რაღაც ეს თინა არ მომწონს და რატომ თუ იცით ყველგან რატომ არის თინა ესე სამივე ბიჭი ძაან ცუდ სიტუაციაში არიან მაგრამ სოფოს საქციელი არ მომეწონა ბავშვმა რა დააშავა ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები

მადლობა კომენტარისთვის, სოფიზე ვფიქრობ რომ ჯერ-ჯერობით უნდა გავუგოთ,არ არის მარტივი, თუმცა ნოე უფრო არასწორედ იქცევა როცა ,,ბავშვს"აწერს მის ქმედებებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent