შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიების მსხვერპლი ( დასასრული IIIნაწილი)


7-07-2023, 16:08
ავტორი ნეაკო
ნანახია 2 550

საშინლად გააღიზიანა მია, ანდრიას თავხედურმა ქცევამ და ირონიულად ნათქვამა სიტყვებმა. თუმცა როგორღაც მოახერხა სიმშვიდის შენარჩუნება და სახეზე ჩვეული, ცინიკური გამომეტყველების მიღება. იმის მიუხედავად რომ ამ ღამეს, იმედგაცრუების უკვე ნაცნობი, მომაბეზრებელი და საშინელი შეგრძნება, მიღებული ჭარბი ალკოჰოლის ფონზე კიდევ უფრო გამძაფრებული ჰქონდა, როგორღაც მაინც ახერხებდა
სიმშვიდის შენარჩუნებას და მოწოლილ სიმწრის ცრემლებთან გამკლავებას. თუმცა ძალიან უჭირდა ამ მისთვის განსაკუთრებულ დღეს ისევ ისეთი უხეში, ცივი, ძლიერი და უგრძნობი ქალი ყოფილიყო როგორც ყოველთვის. თუმცა ეს მხოლოდ წამიერი სისუსტის იყო. როგორღაც მაინც მოერია თავს და სწორედ მაშინ, როცა დარწმუნდა რომ ანდრიას ირონიასთან გამკლავებას ყოველგვარი ემოციური აფეთქების და გამოხტომის გარეშე შეძლებდა, მისკენ გრაციოზულად შეტრიალდა. ამ დროს მათი ამღვრეული თვალები ერთმანეთს შეხვდა. სახეზე სიმწრის ღიმილმა გადაურბინა გაღიზიანებულ გოგონას, როცა ვნება მორეული ბიჭი, ერთი ვარდით ხელში ნელა მიუახლოვდა და გამომწვევი ტონით ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა
-დაბადების დღეს გილოცავ -და ტუჩის კუთხეში ნაზად აკოცა
-მადლობა-ძალდატანებული ზრდილობით უპასუხა მისი ზედმეტი სიახლოვით აფორიაქებულმა გოგონამ და გაწვდილი ვარდი ინსტიქტურად გამოართვა. ამ დროს ანდრიამ თავი ვეღარ შეიკავა და მოულოდნელად წელზე ნაზად შეუცურა ძლიერი ხელი, ტანზე მჭიდროდ მიიკრო მისი სიფრიფანა სხეული და წამიერად თვალებში ჩააქერდა
-მომენატრე-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა თვალებაციმციმებული გოგონასთვის და ტუჩებზე დააცხრა. კოცნიდა მთელი გრძნობით, ვნებით, ემოციით, სიყვარულით. იმის მიუხედავად რომ ამ კოცნამ წამიერად ყველა და ყველაფერი დაავიწყა მიას, საბოლოო მაინც ვერ შეძლო განაწყენებულმა გოგონამ საკუთარ მძიმე ემოციებთან გამკლავება. სწრედ ამიტომ მოულოდნელად მისი ხელიდან გასხლტომა და უკან დახევა სცადა, რადგან უნდოდა მისთვისაც ისევე ეტკინა გული, როგორც თავად მან ატკინა ამ ღამეს გული...მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ვნება მორეულმა ბიჭმა ტანზე კიდევ უფრო მჭიდროდ მიიკრო მისი სიფრიფანა სხეული და წინააღმდეგობის გაწევის მიუხედვად ისევ ტუჩებზე დააცხრა. იმის მიუხედავად რომ ეს ძალდატანებული, ვნებიანი და გიჟური კოცნა მიას გაყინულ სხეულში მისთვის სრულიად უცხო, ახალ და სასიამოვნო შეგრძნებებს იწვევდა, ის მაინც ჯიუტად ცდილობდა, ანდრიას უხეში და ძლიერი მკლავებისგან თავის დახსნას,თუმცა საბოლოოდ მაინც ვერ შეძლო წინაადეგობა გაეწია საკუთარი ბნელი სურვილებისთვის, არეული გრძნობებისთვის და მოწოლილი გიჟური ემოციებისთვის, ამიტომ საყვარელი მამაკაცის ვნებიან კოცნას წამის მესაედში იგივე ვნებით ჟინით და სიგიჟით უპასუხა. ანდრიამ საბოლოოდ მაშინ დაკარგა თავი როცა მიამ თმებში ნაზად შეუცურა თლილი თითები და კიდევ უფრო მეტად მიიწება მისი ცხელი, მწველი, ვნებიანი ტუჩები ყელზე. თუმცა წამში ყველა გრძნობა და ემოცია გაუქრა რადგან მოულოდნელად მიამ უკან დაიხია და ცინიკური ტონით უთხრა
-ანდრია! შენ მე გულს ვერასდროს მატკენ- შემდეგ კი ისევ მიუახლოვდა, თვალებში ჩააცქერდა და წამიერად ტუჩებში აკოცა.
-შენთვის გულის ტკენა არასდროს მდომებია-კარგა ხნის სიჩუმის მერე ბრაზნარევი ტონით უთხრა გაღიზიანებულმა ბიჭმა დაძაბულ გოგონას და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა- იმიტომ რომ გაცნობის წამიდან დღემდე გაგიჟებით მიყვარხარ!- ბოლო სიტყვები ხაზგასმით წარმოსთქვა და არეული მზერით ბნელ სივრცეს გახედა -ვიცი გკ*დია შენს მიმართ რას ვგრძნობ
-ასე არაა- ძლივს გასაგონად უმისამართოდ დაიჩურჩულა გაღიზიანებულმა გოგონამ და ცივი მზერა ანადრიას არეულ სახეს მიაყინა
-არ ვიცი ჩემს მიმართ რა გრძნობ და გულწრფელად რომ გითხრა... აღარც მაინტერესებს!- ხმა გაიმკაცრა ანდრიამ და ნელა მიუახლოვდა ერთადგილზე მიყინულ გოგონას-იმიტომ რომ...
-თუ ასეა რატომ მოხვედი!-ავარდა მია
-დამამთავრებინე!
-ანდრია-რაღაცის თქმა დააპირა ანერვიულებულმა გოგონამ, მაგრამ გაღიზიანებულმა ბიჭმა უფლება არ მისცა, ტუჩებზე თითი მიადო და გააჩუმა
-ჩშშ- ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა და კარგა ხნის სიჩუმის მერე, ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია მისი ამღვრეული თვალებისთვის, მკაცრი ტონით უთხრა- იმიტომ, რომ ერთადერთი რაც ახლა შენგან მინდა...ეს... თავად შენ ხარ მია!- და ისე სწრაფად გაუჩინარდა სიბნელეში რომ მია ეჭვი შეეპარა მომხდარის სინამდვილეში. რომ არა ხელში შერჩენილი ვარდი და ნაგვის ურნაში ჩაგდებული უზარმაზარი თაიგული ფიქრებდა რომ გაგიჟდა, რომ ანდრია მოეჩვენა... რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო და მეტი არაფერი. დაბნეული და თავგზააბნეული გოგონა სახლში ავიდა და დასამშვიდებლად რამდენი ღერი სიგარეტი ზედიზედ მოწია, მაგრამ ამაოდ ვერაფერით შეძლო დამშვიდება და მომხდარის დავიწყება, ამიტომ გადაწყვიტა მისი ნაჩუქარი ვარდი თავიდან მოეშორებინა. მოულოდნელად წამოდგა ფეხზე და მაგიდაზე დაუდევრად მიგდებულს ვარდს ხელი წამოავლო. უნდოდა ნაგვის უნრაში გადაეგდო მაგრამ ვერ შეძლო. თვითონაც არ იცოდა რატომ. ბოლოს გადაწყვიტა ანადრიასთან სახლში მისულიყო და უკან დაებრუნებინა. გრძნობდა რომ შეცდომას უშვებდა და არასწორად იქცეოდა, მაგრამ მაინც უნდოდა კიდევ ერთხელ ჩაეხედა თვალებში მისთვის და მოესმინა ის თავხედური სიტყვები რომელებმაც რეალურად ტკივილის ნაცვლად ბედნიერება მიანიჭეს. რაც მეტს ფიქრობდა ანდრიაზე და მის დაუფარავად გამხელილ სურვილზე მით მეტად ერეოდა თავგზა და მით მეტად უჭირდა სწორი გადაწყვეტილების მიღება რომელიც არა მხოლოდ მის ცხოვრებას, არამედ ანდრიას ცხოვრებასაც ძირ-ფესვიანად შეცვლიდა. ისე მივიდა მის კორპუსამდე რომ აზრზეც ვერ მოვიდა. კიბეები სწრაფად იარა და კარზე ფრთხილად დააკაკუნა, გული გამალებით უცემდა, დარწმუნებული არაფერში იყო, ამიტომ რამდენჯერმე ისიც იფიქრა ვარდი კართან დაეტოვებინა და მის უნახავად წასულიყო. ამით მიანიშნებდა რომ მათ შორის ყველაფერი დასრულდა და თან სამუდამოდ, მაგრამ გრძნობდა რომ მის დასაკარგად მზად არიყო, ამიტომ მოუთმენლად დარეკა ზარი და კარის გაღებას დაელოდა. უნდოდა კიდევ ერთხელ ჩაეხედა თვალებში მისთვის და საბოლოო გადაწყვეტილება ისე მიიღო, ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა
თუმცა როგორც კი კარის საკეტში გადატრიალებული გასღების ყრუ ხმა მიწვდა მის დაძაბულ სმენას ისე დაიბნა და დაიძაბა რომ წამიერად აზროვნების მეტყველების და მოძრაობის უნარიც კი დაკარგა. უნდოდა გაქცეულიყო მაგრამ სხეული არ ემორჩილებოდა. მისი ნაკოწიწები სიმშვიდე სადღაც გაქრა და გონება დაებინდა. უარესი დაემართა როცა ანდრიამ კარი გააღო და მიღებული ჭარბი ალკობოლის დოზისგან ჩაწითლებული თვალები, მაღვრეულ ჭაობისფერ სფეროებში მიანათა. დიდხანს ძალიან დიდხანს იდგნენ ერთმანეთის პირისპირ ხმას არცერთი არ იღებდა. მხოლოდ მაშინ მოვიდა მია გონს როცა ანდრიამ კარი ფართოდ გააღო და ცივად უთხრა:
-შემოდი.
დაბნეულმა გოგონამ ხოლოდ მაშინღა შენიშნა მისი აჩეჩილი თმა, ამღვრეული მზერა, ჩამქრალი თვალები, წაშლილი სახე, დაუდევრად მოცმულ დაჭმუჭნულ პერანგზე წითელი ლაქები, მთრთოლარე თითებიზე კი სისხლის და ტკივილის კვალი.
-რა დაგემართა-ცივად ჰკითხა მასთან ზედმეტად ახლოს, ურეაქციოდ მდგომ ბიჭს და დაძაბული მზერა მისი არეული სახიდან მისაღები ოთახისაკენ გადაიტანა რომლის იატაკზეც სარკის ნამსხვრებევი იყო მიმოფანტული. ანდრიამ მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა და ცივი, ცარიელი, არაფრისმთქმელი თვალები იმ ეული ვარდზე გადაიტანა რომელიც მთელი ეს დრო, აკანკალებულ თითებშორის ჰქონდა მოქცეული გაღიზიანებულ გოგონას. მია მისმა დაჟინებულმა მზერამ ოდნავ დაძაბა ამიტომ ხელში შერჩენილი ეული ვარდი, მოკლე ქვედაბოლოს კიდეზე უხერხულად მიიკრო და კარგა ხნის სიჩუმის მერე მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა ურეაქციოდ მდგომ ბიჭს-სისხლი გდის- და ხელსახოცი გაუწოდა. ანდრიამ ისე გამორთვა რომ წამით თვალი არ მოუშორებია მისი ამღვრეული თვალებისთვის და ჭრილობაზე დაიდო
-მადლობა-ცივად უთხრა დაძაბულ გოგონას და მალევე მოიშორა რადგან ჭრილობის სიმცირიდან გამომდინარე სისხლის დენა სწრაფად შეწყდა.
-ძალიან გტკივა?-თანაგრძნობით ჰკითხა მიამ და გაუაზრებლად ნატკენზე შეეხო.
-ასე რატომ იქცევი?!-ძლივს შეკავებული აგრესიით ჰკითხა გაღიზინებულმა ბიჭმა დაძაბულ გოგონას და ამღვრეული მზერა უნებურად მის წითელ ბნებიან ტუჩებს მიაყინა
-მე... უბრალოდ...შენი დახმარება მინდა
-შენი დახმარება არ მჭირდება!- მკაცრი ტონით უთხრა ანდრიამ ზედმეტად ახლოს მდგომ დაბნეულ გოგონას და წელზე ნაზად შეუცურა ძლიერი ხელი, ტანზე მჭიდროდ მიიკრო მისი სიფრიფანა სხეული და გამომწვევი ტონით ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა-მე შენ მჭირდები!
-ანდრია!-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა მისი შეხებით და შეგრძნებით თავგზააბნეულმა გოგონამ, თუმცა იმდენად მკაცრი და შეუვალი იყო მისი ხმა რომ მხოლოდ ეს ერთი სიტყვა გახდა საკმარისი იმისთვის რომ ანდრია გონს მოსულიყო და უკან დაეხია
-რატომ მოხვედი?!-კარგა ხნის სიჩუმის მერე აგრესიული ტონით ჰკითხა ვნება მორეულმა ბიჭმა გაბრაზებულ გოგონას და მეორე ღერს ნერვიულად მოუკიდა
-იქნებ იმიტომ რომ ჩემთვის სულ ერთი არ ხარ!-დაუფიქრებლად უპასუხა მიამ და მზერა გაუსწორა
-არასწორი პასუხია!
-მაინც რისი მოსმენა გინდა ჩემგან?
-აქ იმიტომ მოხვედი რომ ჩემთვის საჩუქარი დაგებრუნებინა ხომ ასეა?
-ასეა
-ხოდა რაღას ელოდები? დამიბრუნე და წადი!
-წასვლა არ მინდა!
-ეს ღამე შენთვის განსაკუთრებულია და უბრალოდ მარტო ყოფნა არ გინდა!... მეტი არაფერი-სახე მოენგრა ანდრიას
-მეუბნები რომ გიყვარვარ... მაგრამ დარჩენა არასდროს გითხოვია ჩემთვის
-იმიტომ რომ შენი დაკარგვის მეშინოდა
-ახლა აღარ გეშინია?-ანდრიამ არაფერი უპასუხა, მოულოდნელად მისკენ გადაიხარა ტუჩებში ნაზად აკოცა და ჩამწყდარი ხმით უთხრა
-არა, იმიტომ რომ უკვე დაგკარგე
-თუ ასეა მაშინ რა გინდა ჩემგან? თავს რატომ არ მანებებ?- აყვირდა უეცრად წყობრიდან გამოსული გოგონა და ზედ მიაგდო უელი ვარდი, ანრიას მის ქცევაზე გაეცინა. კარგა ხნის სიჩუმის მერე კი მკაცრი ტონით უთხრა
-შენ მია! შენ მინდიხარ-და სანამ თავგზაბნეული გოგონა რამეს ეტყოდა მისი ალეწილი სახე ხელებშორის მოიქცია და ტუჩებზე დააცხრა. კოცნიდა მთელი გრძნობით, ვნებით, ემოციით,სიყვარულით. თავიდან ეწინაააღმდეგებოდა მია, მაგრამ მალევე გაუქრა წინააღმდეგობის გაწევის სურვილი რადგან ამ კოცნით ანდრიამ, აქამდე მისთვის უცხო, თავბრუდამხვევი, საოცარი და სასიამოვნო და ემოციები განაცდევინა. იმის მიუხედავად რომ ძალიან ცდილობდა მია როგორმე თავი მოეთოკა და არ აჰყოლოდა მოწოლილ გიჟურ ემოციებს, მაინც ვერ შეძლო საკუთარ დაფარულ სურვილებთან გამკლავება, და სწორედ მაშიმ როცა ანდრიამ ცხელი მწველი ტუჩების ყელზე მიაწება, თმებში ნაზად შეუცურა აკანკალებული თლილი თითები და კიდევ უფრო მეტად მიიწება მისი ვნებიანი ტუჩები მხურვალე კანზე. მიას ეს წამიერი თავის დაკარგვა ანდრიასთვის საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ გაეაზრებინა, მიასაც სწორედ ისევე ძლიერად უნდოდა მასთან ყოფნა, როგორც თავად მას.
საძინებელში შევიდნენ თუ არა მიამ პერანგი გახადა. ანდრიამ კაბის ელვა შესაკრავი გაუხსნა და საწოლზე ფრთხილად გადააწვინა, მაშინვე ზემოდან მოქეცა და წამიერად თავლებში ჩააცქერდა.
-მაგიჟებ-ჩამწყდარი ხმით უთხრა და ყურს დაბლა აკოცა
-ვიცი-გამომწვევი ტონით უთხრა ვნება მორეულმა გოგონამ და მის ტუჩებს მიწვდა. იმის მიუხედავად რომ ანდრიას, თავგზა ჰქონდა აბნეული, მაინც ახერხებდა რომ შვიდი და თავშეკავებული ყოფილიყო, რადგან უნდოდა ეს წუთები არა მხოლოდ მისთვის, არამედ მიასთვისაც განსაკუთრებული ყოფილიყო. ანდრიას ყოველი შეხება, მიას, საოცარ, გიჟურ ბედნიერებას განაცდევინებდა. თუმცა, მის მიმართ მაინც ცივი, უგრძნობი იყო. ემოციების დამალვას ცდილობდა, მაგრამ თვითონაც არ იცოდა რატომ. ანდრიამ იგრძნო მისი ეს შინაგანი მღელვარება, თუმცა ყურადღება არ მოუქცევია. გონება ჰქონდა დახშული. ახლა, ამ წამს, არაფერზე ფიქრი არ შეეძლი გარდა მის მიმართ განცდილი ვნების, სიყვარულის და სიამოვნებისა. მია გრძნობდა რა საშინლად მოქმედებდა ანდრიაზე, მის განცდებზე, გრძნობებზე, ემოციებზე, ... სწორედ ამიტომ თავს ამ ქვეყნად ყველაზე სასურველ ქალად გრძნობდა. იმის მიუხედავად რომ ჯერ კიდევ ამღვრეული ჰქონდა გონება და ბოლომდე დარწმუნებული არ იყო სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში, თავს მაინც ბედნიერ ქალად გრძნობდა, რადგან ნელ-ნელა აცნობიერებდა რომ ანდრია იყო ის ადამიანი ვინც რეალურად სჭირდებოდა მას. ბოლო წამს როცა ანდრია საბოლოოდ დაეუფლა მის სხეულს და ორივე ერთდროულად განიცადა ბედნიერების გიჟური წამები, ვნებისგან თვალებანთებულ ბიჭს გაუაზრებლად აღმოხდა
-მიყ ვარხარ- და სრულიად ურეაქციოდ მწოლიარე გოგონას ტანზე სხეულის სიმძიმით დააწვა. კისერში ნაზად აკოცა და თავი მის თმებში ჩამალა. მთელი ამ დროის განმავლობაში მია უმოძრაოდ იწვა და ცდილობდა მისთვის უცხო, ახალ შეგრძნებებთან გამკლავებას. რომლებიც ჯერ კიდევ საოცარ გიჟურ სიამოვნებას განაცდევინებდნენ სხეულის ყველა უჯრედში. მიას სიჩუმემ და და ურეაქციობამ იმდენად გააღიზიანა ანდრია რომ საწოლიდან წამოდგა. შარვალი ამოიცვა და აივნის კართან მივიდა, ფართოდ გამოაღო და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა, თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია თვალებდახუჭული გოგონასთვის რომელმაც უკვე საწოლის გადასაფარებეში იყო გახვეული. გაღიზიანებულმა ბიჭმა რამდენიმე ღერი სიგარეტი ზედიზედ მოწია მაგრამ ვერაფერით შეძლო დამშავიდე. ბოლოს იმდენად გამოიყვანა წყობრიდან მიას ურეაქციობამ რომ ბრაზნარევი ტონით ჰკითხა
-ნანობ?- მიამ უპასუხოდ დატოვა მისი კითხვა და საწოლზე გადასაფარებლიანად წამოჯდა, წამიერად ანდრიას გახედა რომელიც ძლივს იკავებდა თავს რომ არ გაგიჟებულიყო. ძლივს შესამჩნევად გაეღიმა და სიტყვის უთქმელად სააბაზანო ოთახში შევიდა. -ამის დედასაც შევ*ცი- ბოლო ხმაზე იყვირა გაცოფებულმა ბიჭმა და მისაღებ ოთახში გავიდა. თითქმის ბოლომდე დაცლილი ვისკის ბოთლს ხელი წამოავლო და მოიყუდა. საშინლად არ ესიამოვნა სასმელი მაგრამ აზრზე მოსაავლელად ცოტაოდენი კიდევ დალია და საძინებელში დაბრუნდა, აკანკალებული თითებით ბოლო ღერს ნერვიულად მოუკიდა ამღვრეული თვალებით მიას გახედა, რომელიც აბაზანიდან სველი თმით,ფეხშიშველი და მოკლე პირსახოცშემოხვსული გამოვიდა. მის ასეთ ფორმაში დანახვამ ანდრია ლამის ჭკუიდან გადაიყვანა ძლივს შეიკავა თავი რომ რამე სისულელე არ გაეკეთებინა. მიას ცინიკურად გაეღიმა მის რეაქციაზე და ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია მისი ამღვრეული თვალებისთვის ნელა მიუახლოვდა. საშინლად დაიძაბა ანდრია როცა სახე ზედმეტად მიუახლოვა მიამ და გამომწვევი მზერა ტუჩებზე მიაყინა, უარესი დაემართა როცა სიგარეტის ახლად გაკიდებული ღერი სიტყვის უთქმელად ააცალა თითებიდან და ტუჩებშორის მოიქცია
-ასე რატომ იქცევი ჩემი გაგიჟება გინდა?- გაუაზრებლად აღმოხდა გონება ამღვრეულ ბიჭს და ცოტაოდენი ვისკი კიდევ მოსვა. -მია- რაღაცის თქმა დააპირა მისთვის მაგრამ თვალებაციმციმებულმა გოგონამ უფლება არ მისცა. ოდნავ ათრთოლებული თლილი თითები ტუჩებზე მიადო და გააჩუმა. ნელ-ნელა კი ყელიდან პრესზე ჩააცირა და გახსნილი ქამრის კიდესთან შეაჩერა. სწორედ ამდროს იგრძნო ანდრიამ როგორ აუდუღდა მოდუნებული სისხლი და გიჟური დენა იწყო ძარღვებში
-ამის დედაც-მოულოდნელად უმისამართოდ შეიგინა და ტუჩებზე დააცხრა. მიამ მის ვნებიან გიჟურ კოცნას კოცნით უპასუხა და ამჯერად მისი ინიციატივით წავიდნენ საწოლის მიმართულებით. როგორც კი მკლავებში მოიქცია გაგიჟებულმა ბიჭმა ვნება მორეული გოგონა მაშინვე პორსახოცი შემოაცალა და მკერდზე მიაწება მწველი ტუჩები. მიას უნებურად ხმა აღმოხდა, ანდრიამ კი კოცნით დაუხშო. მიამ უნებურად მუცელი შეზნიქა როცა ანდრიამ მკერდიდან ქვემოთ ჩააცურა მწველი ტუჩები, უარესი დაემართა როცა ვნება მორეულმა ბიჭმა კიდევ უცრო ქვემოთ ჩააცურა მხურვალე ტუჩები
-ანდრია-აღმოხდა ხმა აკანკალებულ გოგონას უნებურად თმებში შეუცურა თლილი თითები.
....
დილით თვალები სუსტად გაახილა ანდრიამ და დაძაბული მზერი მოავლო ცარიელ ოთახს. გული მტკივნეულად შეეკუმშა როცა იატაკზე დაყრილ ტანსაცმეში მიას ვერცერთი ნივთი ვერ დაინახა. იცოდა, რა თქმა უნდა იცოდა რომ ინანაებდა და წავიდოდა მაგრამ არ ეგონა გული ასე ძალიან თუ ეტკინებოდა.
.....
-დაურეკე!
-არა
-ანდრია!-მოიღიშა თორნიკე
-არა-მეთქი!-ხმა გაიმკაცრა გაღიზიანებულმა ბიჭმა და მერამდენეღაცა ჭიქა ვისკი დალია
-უნდა დაელაპარაკო და ერთხელ და სამუდამოდ თქვენი ურთიერთობა გაარკვიოთ
-ის წავიდა!
-დარჩენა სთხოვე?
-მე ის მიყვარს! გაგიჟებით მიყვარს! და მან ეს კარგად იცის
-დავურეკავ გავიგებ სადაა, მიდი და დაელაპარაკე...
-არა-მეთქი! უკან არ დევედევნები აღარასოდეს! მითუმეტეს დაბრუნებას ვთხოვ!
-არასწორად იქცევი-მოიღუშა თორნიკე
-ჩემთან მოვიდა, საკუთარ დაბადებისდღეზე ჩემი გახდა მერე კი ადგა და სიტყვის უთქმელად წავიდა...
-მესმის რომ იმედგაცრუებული და გულნატკენი ხარ მაგრამ....
-მას უბრალოდ ვჭირდებოდი იმ ღამეს და გამომიყენა
-ხომ იცი რომ მიასთვის სულ ერთი არ ხარ
-დავლიოთ!-ჭიქა ჭიქაზე მიუჭახუნა ანდრიამ მოღუშულ ბიჭს და ერთი მოყუდებით ბოლომდე ჩაცალა.
......
სასამართლო შენობიდან გამოსვლისთანავე თამუნას სიმწრის ცრემლები მოეძალა თუმცა როგორღაც თავი შეიკავა და თავაწეულმა ამაყად დატოვა იქაურობა. არ ეგონა მოგებული განქორწინების საქმე ასე ძალიან თუ ატკენდა გულს, თუმცა ერთი წამითაც არ ნანობდა მიღებულ გადაწყვეტილებას.



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან კარგი ისტორიაა, მაგრამ პატარა თავი იყო და ბევრი პასუხგაუცემელი კითხვები დატოვა. თორნიკეზეც არაფერი ეწერა. ველით ახალ თავს. იმედია ლოდინი უსასრულო არ იქნება. ძალიან მომწონს თქვენი ისტორიები. პატივისცემით

 


№2 სტუმარი სტუმარი ელენე

სექსის შემდეგ სიგარეტი ძაან ბანალურობა რომ იყო, არ გაგახსენდა ხომ წერის დროს? joy კარგად ვიცინე მაგ მომენტზე. joy
ისე სიგარეტს ვინ ჩივის, სექსის შემდეგ პირდაპირ ძმაკაცთან რომ მირბიხარ ახალი ამბით, სექსი მქონდა იმ გოგოსთან, ბიჯო-ო, ცოტა არ იყოს ტეხავს. ცოტა არა, მაგრად ტეხავს.
-----------
მომეწონა ეს თავიც. ხომ იცი მიას მომენტები როგორ მიყვარს. kissing_heart თავიდან ბოლომდე საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხი იყო, ზოგჯერ სასაცილოც. heart_eyes

 


№3  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ელენე
სექსის შემდეგ სიგარეტი ძაან ბანალურობა რომ იყო, არ გაგახსენდა ხომ წერის დროს? joy კარგად ვიცინე მაგ მომენტზე. joy
ისე სიგარეტს ვინ ჩივის, სექსის შემდეგ პირდაპირ ძმაკაცთან რომ მირბიხარ ახალი ამბით, სექსი მქონდა იმ გოგოსთან, ბიჯო-ო, ცოტა არ იყოს ტეხავს. ცოტა არა, მაგრად ტეხავს.
-----------
მომეწონა ეს თავიც. ხომ იცი მიას მომენტები როგორ მიყვარს. kissing_heart თავიდან ბოლომდე საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხი იყო, ზოგჯერ სასაცილოც. heart_eyes

ბანალური კი არაა მწარე რეალობაა joy თუმცა აქ მიას უხეირო ქცევამ გამიგიჟა ბიჭი! ანდრია ,,ყველა კაცი ერთნაირია" არაა joy
მეც ბევრი ვიფიქრე გამაგაზე, ანუ თორნიკე/ანდრიას დიალოგზე. რავიცი მე მაინც მგონია რომ არაფერი გასაოცარი არაა იმაში რომ სასოწარკვეთილებაში მყოფმა ანდრიამ, ერთადერთ მეგობარს მომხდარის შესახებ მოუყვა. თან ამ სამს ბავშვობიდან მაგიური კავშირი აქვს. მია ორივესთვის განსაკუთრებულია, იმის მიუხედავად რომ არცერთი არ აღიარებს ამას. სწორედ ამ მიზეზით ვიფიქრე რომ ლოგიკას აცდენილი არ იქნებოდა ანდრიას და თორნიკეს დიალოგი.

 


№4 სტუმარი ნია

საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. ველით გავრძელებას. იმედია დიდხანს არ გვალოდინებთ

 


№5 სტუმარი სტუმარი ელენე

ნეაკო
სტუმარი ელენე
სექსის შემდეგ სიგარეტი ძაან ბანალურობა რომ იყო, არ გაგახსენდა ხომ წერის დროს? joy კარგად ვიცინე მაგ მომენტზე. joy
ისე სიგარეტს ვინ ჩივის, სექსის შემდეგ პირდაპირ ძმაკაცთან რომ მირბიხარ ახალი ამბით, სექსი მქონდა იმ გოგოსთან, ბიჯო-ო, ცოტა არ იყოს ტეხავს. ცოტა არა, მაგრად ტეხავს.
-----------
მომეწონა ეს თავიც. ხომ იცი მიას მომენტები როგორ მიყვარს. kissing_heart თავიდან ბოლომდე საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხი იყო, ზოგჯერ სასაცილოც. heart_eyes

ბანალური კი არაა მწარე რეალობაა joy თუმცა აქ მიას უხეირო ქცევამ გამიგიჟა ბიჭი! ანდრია ,,ყველა კაცი ერთნაირია" არაა joy
მეც ბევრი ვიფიქრე გამაგაზე, ანუ თორნიკე/ანდრიას დიალოგზე. რავიცი მე მაინც მგონია რომ არაფერი გასაოცარი არაა იმაში რომ სასოწარკვეთილებაში მყოფმა ანდრიამ, ერთადერთ მეგობარს მომხდარის შესახებ მოუყვა. თან ამ სამს ბავშვობიდან მაგიური კავშირი აქვს. მია ორივესთვის განსაკუთრებულია, იმის მიუხედავად რომ არცერთი არ აღიარებს ამას. სწორედ ამ მიზეზით ვიფიქრე რომ ლოგიკას აცდენილი არ იქნებოდა ანდრიას და თორნიკეს დიალოგი.

ლოგიკას აცდენილი კი არა, ლოგიკური და რეალური სცენა იყო. smiley სინამდვილეშიც ეგრე მირბიან ხოლმე კაცები და ჭორაობენ ქალებზე ძმაკაცებთან.

 


№6  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნანა
ძალიან კარგი ისტორიაა, მაგრამ პატარა თავი იყო და ბევრი პასუხგაუცემელი კითხვები დატოვა. თორნიკეზეც არაფერი ეწერა. ველით ახალ თავს. იმედია ლოდინი უსასრულო არ იქნება. ძალიან მომწონს თქვენი ისტორიები. პატივისცემით

ძალიან დიდი მადლობა ❤️ ძალიან ვეცდები მალე დავდო ახალი თავი

ნია
საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. ველით გავრძელებას. იმედია დიდხანს არ გვალოდინებთ

ძალიან ვევდები რომ დიდხანს არ გალოდინოთ და მალე დავდოა ხალი თავი ❤️

სტუმარი ელენე
ნეაკო
სტუმარი ელენე
სექსის შემდეგ სიგარეტი ძაან ბანალურობა რომ იყო, არ გაგახსენდა ხომ წერის დროს? joy კარგად ვიცინე მაგ მომენტზე. joy
ისე სიგარეტს ვინ ჩივის, სექსის შემდეგ პირდაპირ ძმაკაცთან რომ მირბიხარ ახალი ამბით, სექსი მქონდა იმ გოგოსთან, ბიჯო-ო, ცოტა არ იყოს ტეხავს. ცოტა არა, მაგრად ტეხავს.
-----------
მომეწონა ეს თავიც. ხომ იცი მიას მომენტები როგორ მიყვარს. kissing_heart თავიდან ბოლომდე საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხი იყო, ზოგჯერ სასაცილოც. heart_eyes

ბანალური კი არაა მწარე რეალობაა joy თუმცა აქ მიას უხეირო ქცევამ გამიგიჟა ბიჭი! ანდრია ,,ყველა კაცი ერთნაირია" არაა joy
მეც ბევრი ვიფიქრე გამაგაზე, ანუ თორნიკე/ანდრიას დიალოგზე. რავიცი მე მაინც მგონია რომ არაფერი გასაოცარი არაა იმაში რომ სასოწარკვეთილებაში მყოფმა ანდრიამ, ერთადერთ მეგობარს მომხდარის შესახებ მოუყვა. თან ამ სამს ბავშვობიდან მაგიური კავშირი აქვს. მია ორივესთვის განსაკუთრებულია, იმის მიუხედავად რომ არცერთი არ აღიარებს ამას. სწორედ ამ მიზეზით ვიფიქრე რომ ლოგიკას აცდენილი არ იქნებოდა ანდრიას და თორნიკეს დიალოგი.

ლოგიკას აცდენილი კი არა, ლოგიკური და რეალური სცენა იყო. smiley სინამდვილეშიც ეგრე მირბიან ხოლმე კაცები და ჭორაობენ ქალებზე ძმაკაცებთან.

joy joy joy მე კიდევ ვინერვიულე... თურმე შენ სულ სხვა მიზეზით გაგვაკრიტიკე მე და ანდრია joy

nene gelovani
როგორც ყოველთვის გადასარევი იყო, ნეაკო. heart_eyes ცოტა ანდრიას განწყობის და ფიქრების განვრცობა დამაკლდა იმაზე, რაზეც ამდენი წელია ოცნებობს, თორემ სხვა ყველაფერი კარგი იყო. ❤️

სხვათაშორის ვიფიქრე მაგაზე მაგრამ ხომ იცი ეს ორი როგორ მაფორიაქებს ხოლმე და გამომრჩა.

 


№7 სტუმარი სტუმარი ელენე

ნეაკო, ან ჩვენ არ მოგენატრეთ, ან ანდრია, ან მია, ან ის დრამის დედოფალა თამუნა მაინც? joy

 


№8 სტუმარი სტუმარი თიკო

ვაიმე! კიდევ კარგი დღეს რომ შემოვედი საიდანღაც ,,დამარტყა" რომ შემემოწმებია შენი გვერდი. იმდენი დრო გასულა წინა თავიდან, წამუთ დამავიწყდა მიასთან რატო მივიდა ანდრია იმ ღამეს და რა მოხდა joy საინტერესო იყო, მაგრამ რომ არ დაგიმალო, მოუთმენლად ველი როდის დაიწყებ ახალ ისტორიას. smiley მომენატრეთ ჩემებო!

 


№9  offline მოდერი ნეაკო

მეგობრებო ზუსტად არ ვიცი როდის დავდებ ახალ თავს, როგორც კი დროს გამოვნახავ აუცილებლად დავდებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent