შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეგხვდები შემდეგ სეზონზე (9)


8-07-2023, 05:25
ავტორი ავრორა
ნანახია 1 219

***
მისამართის გარკვევა საიდან მოახერხა ან რისთვის მიდიოდა აშკარად რომ ,,მასპინძელმაც"არ იცოდა მალე დადასტურდა
-რა სასიამოვნო სიუპრიზია-ირონია არ დააკლო და ისე მიმართა წინ მდგომს.
-გამარჯობა გვანცა ,შეიძლება არ გახსოვდე ნიკოს ბიცოლა ვარ,ასე არა მაგრამ აბა მეორე მხრივ ვნახოთ ცოტნეს დედა ვარ გაგახსენდი?
-მახსოვრობას არ ვუჩივი ,თუმცა აშკარად დაუპატიჟებელი სტუმარი ხართ.
-სხვას ელოდი ?თმა შეგიღებავს ..-სასხვათაშორისოდ შენიშნა.
-მაინც ვერ ვიგებ აქ რას აკეთებთ?ალბათ გინდათ რომ შვილის დაოჯახება მოგილოცოთ ახლოდან.
-ანუ უკვე გაიგე?
-არა მხოლოდ ,ნოეს შვილიც გამოჩენილა,მოკლედ დრამებში ხართ მთელი ამოლახვრების კლანი.
-შენი აზრით რომელი ჯობია გვანცა ,უყურებდე ვიღაცას იმ მზერით რა მზერითაც ცოტნეს უყურებდი თუ პირიქით გიყურებდეს ვიღაც იმ მზერით რა მზერითაც ნიკო გიყურებდა?
-რატო მგონია რომ თქვენ არცერთი მზერა არ გამოგიცდიათ.-აშკარა ირონია იგრძნობოდა გოგონას ხმაში.
-სიტყვებს დაუკვირდი, ორი კურდღლის მეძებარი ვერცერთს დაიჭერსო ,
- მე სხვა ანდაზაც ვიცი,,არამკითხე მოამბეო"პირდაპირ თქვენზეა ნათქვამი,
-ზედმეტი არ მოგივიდეს.ცოტა დაფიქრდი, ნიკოლოზი შენ გამო როგორც იტანჯებოდა ვიცი .მაგრამ არ გინდა ახლოს იყო" სიყვარულთან"? ნიკოს დახმარებით რაღა თქმა უნდა.
-ქალბატონო თინა ,თქვენ შემთხვევით ბიპოლარული აშლილობა ხომ არ გაქვთ? ჯერ იძახით ვიცი როგორ იტანჯებოდაო და მეორე წუთს ნიკო გამოიყენეო, რას ცდილობთ ვერ გავიგე.
-მომისმინე გვანცა შვილო,ცოტნესთან შენ რას როგორ განავითარებ ურთიერთობას არ ვიცი მაგრამ ჩემთვის კარგია თუ ახლოს იქნები, ნიკოს უყვარხარ , რა ჯობია ამას?
-ნოესთან რას მთავაზობთ?თქვენ საერთოდ
-გოგოო,შენ არ იყავი ნიკოსთან ურთიერთობისას შანსი რო მოგცემოდა ეგრევე ჩაუწვებოდი ლოგინში ჩემს შვილს , მერე დაქორწინდებოდი და საერთოდ არ შეგაწუხებდა ნამუსი შენს შვილებს ნიკოსთვის რომ ბიძია ეძახებინათ.
-თქვენ თქვენი შვილი რომელი ქვეყნის პრინცი გგონიათ?თუ ესე დადიხართ ყველასთან სახლში ვისაც კი ოდესმე რამე ინტერესი გამოუხატავს.
-შენ დამშვიდდი ყველასთან არ დავდივარ და არ გვინდა ეს ტყუილი ემოციები.მე ვერ დაგპირდები რომ ცოტნე და თათია დაშორდებიან მაგრამ ახლოს მაინც იქნები ,მცდელობით რას კარგავ...
-ნიკოლოზი არ გეცოდებათ?ბოლოს და ბოლოს ეგ დაზიანდება ისევ , თუ რადგან არჩევანი მოგიწიათ. ხათუნამ იცის?
-შენც გული არ შეგტკიოდეს ,
-რა გეგმა გაქვთ?-და აშკარად გვერდით დადგა რომ თინა სახლში შეეშვა.
დაახლოებით 50 წუთის შემდეგ როცა როგორც იქნა თინამ წასვლა გადაწყვიტა , ჯერ დარეკა თუმცა რადგან გათიშული ქონდა ხმოვანი შეტყობინება დატოვა.
,,ნიკოლოზ გამარჯობა, არ ვიცი ჩემი ნომერი გიწერია თუ არა , გვანცა ვარ.თინა იყო რამდენიმე წუთის წინ ჩემთან , მგონი რისთვის და რატომ მიხვდები, მაინც რომ იცოდე."
და რეალურად გვანცამ არ იცოდა რომ ,,არ ვიცი ჩემი ნომერი გიწერია თუ არა" ,,გვანცა ვარ "ზედმეტი იყო რადგან ბიჭი 1000 ხმაშიც კი იცნობდა ამ ხმას ,და არც ის იცოდა რომ მისი ხმის გამო ამ თითქმის არაფრის მთქმელ ვოისს ხუთჯერ მოუსმინა კაბინეტში მჯდომმა.
***
-მესიჯებში რა რიგითობაზე საუბრობ?ან რამ გადაინაცვლა ?რას ქვია მეორე საუკეთესო ჩემი შვილის დაბადების დღეა?-რაც შეიძლება მშვიდი ტონით საუბრობდა ნოე, არ სურდა გვერდით მჯდომი ხალხის ყურადღება მიექცია თან თვალებში უყურებდა გოგოს .-ჩემ შვილზე ეჭვიანობ? არ მჯერა რომ შვილზე ასე
-აი უკვე მესამედ ახსენებ შენ შვილს ნოე და მხოლოდ რამდენიმე წუთია რაც ერთმანეთს შევხვდით .
მიტანილი მენიუ არც გადაუშლია ისე შეუკვეთა ალუბლის ჩიზქეიქი სოფისთვის და კაფუჩინო თავისთვის.
-გასაგებია იმიტომ რომ შეკითხვას ვთვამ , თუ უმჯობესი იქნება შენთვის სახელით მოვიხსენიებ.
-ჩემთვის უმჯობესი იქნებოდა რომ საერთოდ არ -თუმცა წინადადება არ დაუსრულებია აშკარად არ სჭირდებოდა.
-საერთოდ არ გამოჩენილიყო თუ საერთოდ არ ვახსენო ხოლმე ? რადგან უკვე გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში
-შენს ცხოვრებაში - შეუსწორა.
-სოფი -დაღლილი მზერით შეხედა.
-აშკარად უკვე დაიღალე არა?საინტერესოა რამ დაგღალა ახლა აქ კაფეში ჯდომამ თუ სანამ აქ მოხვიდოდი შენს სახლში არსებულმა სიტუაციამ?
-მგონია რომ საერთოდ არ გინდა გამიგო.
-რომელი ერთი გავიგო?
-საერთოდ იმასაც კი არ მეუბნები გინდა თუ არა რომ მაგდა გადავიდეს სახლიდან, ისედაც ხაზს ვუსვამ რომ ფართის გამო რჩება,ჩემს შვილს გარეთ ხომ ვერ გავაგდებ?თან ახლოც იქნება?
-და მაგას ჩემი თქმა სჭირდება?რა თქმა უნდა არ მინდა რომ შენს სახლში ცხოვრობდეს. ანუ ვერ გავიგე მე რომ ვიღაც კაცთან ერთად დავიწყო ცხოვრება შენ მშვიდად შეხვდები და ერთადერთი პრობლემა ის იქნება რომ არ გითქვამს მოგწონდა თუ არა მაგასთან ერთად რომ ვცხოვრობ?
-მე ვგულისხმობ რომ შენ საერთოდ არ გითქვამს ჩემთან რამე ურთიერთობის გაგრძელებას აპირებდი თუ არა.
-და მაგიტო დატოვე შენს სახლში არა?ნოე იცი რა არი მე არ შემიძლია რომ აი ასე ჩემი მთელი ცხოვრება ვუყურო იმას თუ როგორ ცდილობ იყო მამობის ეტალონი ,და მანამ სანამ შენ შენი შვილის ბავშვობას ააწყობ 18 წლამდე მე ვილოდო .
ძალიან დიდი ბოდიში რომ ისედაც არეული ურთიერთობისას არ მინდოდა რომ გამოჩენილიყო კიდე+2 ჩვენს ურთიერთობაში,
-შენ არანაირი ვალდებულება არ გაქვს ალისას ან მაგდას წინაშე მაგრამ.
-მადლობა რომ მათავისუფლებ ამ ვალდებულებისგან.
-მაგრამ მე მაქვს .
-აა დაჟე მაგდას წინაშეც?რატო?აბორტი რო არ გაიკეთა მაგიტო?
-ანუ შენ გაიკეთებდი აბორტს არა? შენ გერჩივნა ჩემი შვილი მკვდარი ყოფილიყო ვიდრე გამოჩენილიყო?
ისევ ემოციურად უყურებ.
-მე ყოველთვის ემოციურად შევხედავ .
-ეგოისტობ.
-შენი თავი წარმოიდგინე ჩემს ადგილას. რატო გგონია რო მარტივია?
-კარგი მაგდას და ალისას სხვა სახლს ვუქირავებ ან ვიყიდი ,რაა? იმედია ეს ყიდვა ან ქირაობა და სახელების ხსენებაც პრობლემა არ იქნება.
-უკვე მეც დავიღალე იცი? რატო აკეთებ? რაც მაგდა და ალისა გამოჩნდნენ არცერთხელ არ გითქვამს ჩემთვის რაიმე ფრაზა გარდა იმისა თუ რა გააკეთო ,რომ თურმე ცდილობ , რამეს იზამ რომ შენი შვილია.
-კარგი და რისი მოსმენა გინდა ? იმის რომ მიყვარხარ ?იმის რომ მაგდა და ალისა გადავლენ? მე მოვძებნი სახლს მაქსიმუმ რამდენიმე დღეში გადავლენ. იმედია ეს ფაქტი ცოტათი დაამშვიდებს ჩვენს ურთიერთობას .
-არ ვიცი ეს ჩვენს ურთიერთობას უშველის თუ არა.
-სერიოზულად? მგონია რომ შენ გინდა უბრალოდ ვითომ არც გამიგია ისე გავაგრძელო ცხოვრება? და საერთოდ არ ვნახო ალისა?
- მე ვთქვი რო არ ვიცი რა უშველის ჩვენ ურთიერთობას და რა არა , ნუ ცდილობ ყველა საუბარი შენს შვილამდე მიიყვანო , საერთოდ არეულები ვართ ,უკვე არაფერი აღარ ვიცი
-ხო იცი რო მიყვარხარ , თან ძალიან მომენატრე , ჩემს ბალიშს ისევ შენი სურნელი აქვს.-ღიმილით შეხედა.-სახლის პოვნაში ბიჭებიც დამეხმარებიან ,არ ინერვიულო.
***
კაბინეტში დაკაკუნების გარეშე შევიდა
-შემი შეტყობინება მიიღე თუმცა უპასუხოდ დატოვე.-საბუთებიდან თავი ასწია და მაშინვე ნაცნობი სურნელი ამოიცნო
-ბოდიში ,ბატონო ნიკოლოზ,ვუთხარი რომ ასე დაუკითხავად შემოსვლა და თქვენი შეწუხება არ შეიძლება მაგრამ ვერ შევაჩერეთ, თათბირი 20 წუთშია.-უკან შემოჰყვა გოგო რომელიც უკვე 4 წელი იწურებოდა ნიკოს ასისტენი იყო.-ვუთხარით რომ დაცვას გამოვიძახებდით.
-ნუ გეშინია გოგონა , ესე ემოციურად ნუ უყურებ შენც პრემიერ მინისტრის პოსტზე არ იყო ერთი ასისტენტი ხად.-ალმაცერად გახედა .
-კარგი მარიამ ,მადლობა , შეგიძლია დაგვტოვო.
კარები მიიხურა თუ არა გვანცას მიუბრუნდა.
-მაშინ რადგან შეწუხდი და მოხვედი ,კარგია რომ მომწერე.ჩავთვალოთ მადლობა გითხარი.
-ისე რა უცნაურია არაა?!
-რა არის შენთვის უცნაური
-შეგიძლია საბუთებიდან თავი ამოყო?უცნაური ისაა რომ ცოტნეს ვერასდროს ვერ სჯობნი,რომ თინა ყოველთვის ცოტნესთან არის და ამ დროს ყოველთვის სად ხარ შენ? სადღაც ქვემოთ ,ცოტნეზე ბევრად ქვემოთ.
საბუთებიდან თავი არ ამოუწევია თუმცა კალამს ისე მოუჭირა აშკარად რამდენიმე წამში გადატყდებოდა.
-რატომ ვერასდროს ვერ მოიპოვე ის რაც ცოტნეს ქონდა?აი თუნდაც მე ,ცოტნესი არ ვყოფილვარ რადგან მას არ ვუნდოდი ,შენთან კი პირიქით, ,,შენი ვიყავი"თუმცა მხოლოდ სხეულით და გული ყოველთვის ცოტნეს ეკუთვნოდა. რა უცნაურია რომ ესეც კი წაგართვა თან უბრძოლველად
-რა სამწუხაროა რომ ცოტნესთან მაინც არაფერი არ გამოვიდა , შენი სფიჩი მიტოვებული ქალის აგონიას გავს ,
-რას აკეთებენ შენთვის ? რას აკეთებენ შენთვის ან ხათუნა ,ან დათო,ან გოჩა ან თინა? ისინიც კი არაფერს აკეთებენ, -ტონს საგრძნობლად აუწია- შენი საკუთარი ოჯახის წევრებიც კი არაფერს აკეთებენ მაშინ როცა ცოტნეს გამო მᲗებს გადადგამენ,მაშინ როცა ცოტნე მათი სიამაყეა,ცოტნეს ხომ ის რაც შენ ჩემთან მოგივიდა არასდროს მოუვიდოდა, მას ხო არასდროს შეუყვარდებოდა ქალი რომელსაც მისი ბიძაშვილი უყვარს.
-მოკეტე... -ჯერ კიდევ სკამზე იჯდა თუმცა აშკარად სახეში უყურებდა თუ როგორ შხამავდა გვანცა.
-ცოტნე, ცოტნე ,ცოტნე -ამილახვრევის სიმდიდრე , საუნჯე,სიამაყე,თინას ერთა,სანუკვარი ამილახვარი, და რა გრჩება შენ? შენ ხო მეც კი არ დაგრჩი , ქალი რომელიც გიყვარდა, სხვა თუ ყველაფერი ცოტნეს გარშემო ტრიალებდა, ხომ შეიძლებოდა ის ერთადერთი სიყვარული შენი ყოფილიყო.
-არ შეიძლებოდაა- დაიყვირა , ფეხზე წამოდგა- შენით წახვალ თუ დაცვას დავუძახო, თუმცა შეგიძლია კედლებზე ამოასხა ბრაზი მე გავდივარ-ერთადერთი რაზეც ბრაზი დაა ნერვიულობდა ეტყობოდა მარცხენა ხელის კანკალი იყო.
-20 წუთში თათბირი გაქვთ ,დაბრუნდებით?- შეეკითხა მარიამი თუმცა პასუხად არაფერი მიუღია

პ.ს გამიზიარეთ თქვენი მოლოდინები



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

რა იყო ეს არ მომეწონა ეს გვანცა არც თინა და არც სოფია რა ისტერიჩქა ქალებივით იქცევიან ნიკომ რა დააშავა ასერომ ტანჯავენ ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები????????

 


№2 სტუმარი ნი-კე

ეს თინა მოაშორეთ..რა საზიზღრობაა ასე აპირისპირებდე ეთმანეთთან ძმებს და ბიძაშვილებს..გვანცამ კი უთხრა თინას ოინები მაგრამ ასე საძაგლურად რატომ ეგ ვერ გავიგე..ცოტა გაურკვევლობაში აღმოვჩნდი..ვნახოთ შემდეგი თავი რას იზამს

 


№3  offline წევრი ავრორა

სტუმარი ნესტანი
რა იყო ეს არ მომეწონა ეს გვანცა არც თინა და არც სოფია რა ისტერიჩქა ქალებივით იქცევიან ნიკომ რა დააშავა ასერომ ტანჯავენ ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები????????

მადლობა თქვენ რომ კითხულობთ და შთაბეჭდილებებს მიზიარებთ.<3

ნი-კე
ეს თინა მოაშორეთ..რა საზიზღრობაა ასე აპირისპირებდე ეთმანეთთან ძმებს და ბიძაშვილებს..გვანცამ კი უთხრა თინას ოინები მაგრამ ასე საძაგლურად რატომ ეგ ვერ გავიგე..ცოტა გაურკვევლობაში აღმოვჩნდი..ვნახოთ შემდეგი თავი რას იზამს

მადლობაა შეფასებისათვის,გვანცა მგონი რაღაცეებს ეშმაკობს ისევ ... ვნახოთ... თინააა უკვე ნერვებზე თამაშობს გეთანხმებით .????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent