შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეგხვდები შემდეგ სეზონზე (8)


7-07-2023, 01:41
ავტორი ავრორა
ნანახია 1 126

***
არც ერთი და არც მეორე კვირა არ აღმოჩნდა საკმარისი რომ ,,ზიზღი "ნოეს მიმართ როგორც თავად სოფი ამბობდა გაქრობოდა ,აგერ უკვე მესამე კვირა იწურებოდა , როგორც ჟურნალისტი დაპროგრამებული საუბრობდა კამერების წინ ,არაფერს იმჩნევდა თუმცა შემდეგ სახლში მისულს ახსენდებოდა თუ როგორი მიტოვებული იყო. ამჯერად როცა მაგდალენას სთორი გახსნა სოფიმ იგრძნო რომ უბრალოდ ყველაფრის დალეწვა სურდა , მაგრამ მაინცდამაინც შენ დაბადების დღეს რომ 8 წუთი აკლია რატომ უნდა ათვალიერებდე სხვის ინსტა სთორებს?! ზარის ხმა გაუკვირდა იმ რამდენიმე ადამიანიდან რომელიც ამ დროს შეიძლება მასთან ასულიყვნენ მეგობრები გამოირიცხა რადგან ზოგს გადაღება ქონდა , ერთი ქალაქგარეთ იყო და ჩამოსვლა ვერ მოახერხა ,ნოეც თავისთავად გამოირიცხა ამიტომ კარისკენ გაემართა.
-ნიკოლოზ სანამ სთორის ვნახავდი თუ როგორი ბედნიერი ხართ შენც,ნოე, მაგდალენაც ალისას შემყურე შეიძლება გამყარებოდა შენი დანახვა.-მწარედ უთხრა კართან ატუზულ ნიკოლოზს ,თუმცა ბიჭმა წარბშეუხრელად მიაწოდა ტორტი,
-happy birthday, მოდი შეიძლება გამხარებოდა ამოვაგდოთ რადგან არც ისე არ ელოდი ჩემს გამოჩენას ამიტომ , რაც შეეხება ბედნიერებას -თქვა და სახლში შევიდა -კი ჩემი ძმისშვილის შემყურე ძალიან ბედნიერი ვარ და მე ამას ვაღიარებ, ნუ საერთოდ ყველა ბავშვზე ვგიჟდები.
-მადლობა ტორტისთვის მაგრამ რას მივაწერო შენი უეცარი სტუმრობა ?
-იმას რომ არ მინდა საკუთარ დაბადების დღეს მარტო შეხვდე და ფიქრობდე იმაზე თუ როგორ თამაშობს ნოე ახლა თავის ,,ახალ "ოჯახთან ერთად.
-რატო გამოცდილი გაქვს?
-დაბადების დღის მარტო შეხვედრა არა მაგრამ ჩემ დაბადების დღეზე შეყვარებულთან დაშორება გარკვეული მიზეზის გამო კი.
-დალევ ?წითელი ღვინო მაქვს ,
-უკვე გახსნილი -უპასუხა როცა მაგიდაზე ნახევრად დაცლილი ღვინის ბოთლი დაინახა.-მე არ მინდა ,და არც ტორტი ,ტკბილს არ ვჭამ, და შენ ესე ჩასაფრებული ხარ სთორებზე? ან მაგდას რატო აფოლოვებ?
-მაგდალენას არ ვაფოლოვებ ,შენ და ნოე მოგნიშნათ ,არ იცოდი რო დებდა?თუ არ მიხვიდოდი?
-ჩემთან არ შეუთანხმებია სთორის დებდა თუ არა.
-რას აკეთებს ნოე?
-სერიოზულად ??არ მჯერა რო რეალურად გინდა ამის მოსმენა ,თავს ნუ იტანჯავ ,შენ უბრალოდ იმის მოსმენა გინდა ჩემგან რაც გაგიხარდება.
-თავს მე ვიტანჯავ და შენ არა??ბოდიში ზოგადად არ მჩვევია მაგრამ ეს ბოლო რამდენიმე კვირა ყველაფერი ნერვებს მიშლის.
-არაუშავრს ,როცა გიყვებოდი ვიცოდი რომ არც ისე მთვრალი იყავი და არ დაგავიწყდებოდა.
-და მაინც რისი მოსმენა მინდა ?ნოეს ახალ ოჯახთან დაკავშირებით.
-შეწყვიტე , სოფი საშინელებაა , ახლა რაც არ უნდა გითხრა ყველა დეტალს შენ თავს შეადარებ ან შენ და ნოეს ურთიერთობას ,
-ბედნიერია?
-სიმართლე რო გითხრა არ ვიცი , მართლა არ ვიცი მაგრამ პირველად არის მამა. პირველად იაზრებს რომ პატარა პრინცესა რომელიც მოს ცხოვრებაში გამოჩნდა ენდობა და მამის მოვალეობები გაუჩნდა.
-როცა ერთად ვიყავით ,თავს ვიცავდით ,ორივე ვთანმდებოდით რომ ჯერ მზად არ ვიყავით პასუხისმგებლობისთვის , მართლა არ გვინდოდა.
-ვიცი მაგრამ როცა ფაქტის წინაშე დადგა ასე უბრალოდ ვერ ადგება და უკვე 2 წლის შვილს ვერ მიაგდებს რადგან მზად არ იყო...
-არ გინდა რამე მომიყვე, შენზე და გვანცაზე
-რატო ?ჩემი ისტორიების მოყოლისას ხვდები რომ შენ ჯერ კიდევ ბევრად უკეთ გაქვს სიტუაცია?
-არა ,იმიტომ რო ვხვდები მარტო მე არ ვარ ესეთი მიგდებული.
-მადლობა მაგ ეპითეტისთვის ,მემგონი დროა კვირაში ერთი დღე გამოვყოთ და ,,მიგდებულის საათი"დავარქვათ.
-გასაგებია ანუ არ გინდა, უბრალოდ იცი რას ვერ ვხვდები?!მე მაგალითად ნოეს მიმართ არეული გრძნობები მაქვს იმის გამო რასაც აკეთებს, მაგრამ შენ ცოტნესთან როგორ აგრძელებ ჩვეულებისამებრ ურთიერთობას?როცა იცი რო გვანცას მთელი ამ დროის განმავლობაში ცოტნე უყვარდა და შეიძლება ახლაც უყვარს.
ნიკოლოზი თბილისს გაჰყურებდა აივნიდან და აშკარად ერჩივნა არ ეპასუხა ამ კითხვისთვის
-უცნაურია არა? მაგრამ იცი რა არის ყველაზე ირონიული რომ მე გვანცა ოჯახზე მეტად მიყვარდა ,აი მაგალითად რომ ყოფილიყო პირიქით ,ცოტნეს ჰყვარებოდა გვანცა მაგრამ გვანცას ცოტნე კი არა მე ვყვარებოდი ... მე გვანცას ავირჩევდი , და იმის გამო რომ ცოტნესთვის უხერხულობა არ შემექმნა ,იმისთვის რომ ცოტნეს შესძლებოდა ჩვენი სიძულვილი ყველასთან ღიად , საერთოდ წავიდოდი მისი ცხოვრებიდან. მაგრამ ეს არჩევანი არ მომიწია ,რატო არ მეზიზღება ცოტნე?და კი საერთოდ არცერთი პროცენტით არ მეზიზღება ,იმიტო რომ ცოტნე და ნოე ჩემთვის ჩემი სულის ნაწილები არიან , როცა ასეთი ახლობელია ადამიანი შენთვის ვერ იზიღებ და მე არც არასდროს მნდომებია ცოტნესთვის ზიზღით შემეხედა.
-იქნებ იმიტომ რომ ცოტნეს გვანცა არასდროს გაუბედნიერებია ?
-ცოტნეს ისედაც ქონდა გვანცას გული,ამაზე ძვირფასი რა უნდა მიეცა? ეს ურთიერთობა ხმამაღლა არცერთხელ გამიხსენებია დიდი ხანია, მიუხედავად იმისა რომ თბილისი პატარა და იმ ადგილებშიც აღარ ვყოფილვარ სადაც შეიძლება შევხვდე.
სოფი ამ თემებზე საუბარი არ მსურს ,უბრალოდ იმას გთხოვ რო სისულელე არ გააკეთო რაც არ უნდა მარტო იყო , ვერანაირი წამალი და ნარკოტიკი ვერ ამოგივსებს სიცარიელეს.
-ანუ თუ დამჭირდება შენი იმედი არ მქონდეს რომ მიშოვი?-ღიმილით კითხა
-მასეთ ხალხთან დიდი ხნის წინ გავწყვიტე კავშირი,არც მაში არ მქონია ახლო ,უბრალოდ ვყიდულობდი ,ისეთ მდგომარეობაში ვიყავი მათი სახე და სახელები არც მახსოვდა და არც მახსოვს. და შენ მაგ სისულელეს არ გააკეთებ. მე მივდივარ , კიდევ ერთხელ გილოცავ, აგიფეთქეს უკვე ტელეფონი მოლოცვებით.
-არცერთის არაა ისეთი ვისაც ველი და ნაძალადევი მოვალეობის მოხდის მილოცვებზე პასუხს დილაზე დავაბრუნებ..
-რავი როგორც გინდა ,მაინც კარგია რომ ვიღაც გილოცავს ,თუნდაც მოვალეობის გამო. ტორტი მარწყვისაა ,-გასვლისას უთხრა და კიბეებზე ჩაირბინა .
სოფიმ ნამდვილად იცოდა რომ ყველა მოლოცვა უბრალოდ თვალთმაქცობა იყო თუმცა ერთ -ერთი მათგანი მაინც თვალში მოხვდა ნაცნობი სამ ასოიანი სახელის და ფოტოს გამო
,, ვიცი რომ ტელეფონზე არ მიპასუხებ რომ დაგირეკო ამიტომ ასე მოგწერ:
სოფი გახსოვს დაგპირდი რომ დაბადების დღეს სულ პირველის 38 წუთზე მოგილოცავდი რადგან ამ წუთებში დაიბადე ...
ჩემო ყვავილო გილოცავ შენს დღეს, ეს დღე ჩემთვის საუკეთესოა რადგან შენ დაიბადე...ჩემთვის დაიბადე."
ესემესი წაიკითხა თუმცა პირველი რაც აზრად მოუვიდა ის აკრიფა და გაგზავნის ღილაკს დააჭირა
"მეორე საუკეთესო დღე რომელია შენი შვილის დაბადება?თუ გადაინაცვლა რიგითობამ და ჩემი ამჯერად მესამე ადგილზეა?"
***
თათია ხის ჩრდილში იჯდა და პატარა ბიჭს უყურებდა რომელიც ამჯერად ტკბილეულს ხსნიდა.
-ადრე დამპირდი რომ დირექტორს დაითანხმებდი ნაყინებზე რომ წავსულიყავით .
-ნაყინები ეხლაც მოგიტანეთ თუმცა დირექტორს ვეტყვი და შაბათს ან კვირას წაგიყვან კარგი გაბრიელ?
-კაი.
-სათამაშოები რატომ არ ნახე?
-უკვე დიდი ვარ და აღარ მომწონს.
-არც ისე დიდი,წინაზე რომ ვიყავი ,რამდენიმე თვის წინ თამაშობდი
-იმის მერე რამდენიმე თვეში გივაზარდე ,ვერ მატყობ?
-როგორ არა ,ნამდვილად გამაღლებული, და გასიმპატიურებული ხარ.მაშინ შემდეგში წიგნს მოგიტან .
-არა წიგნი არ მინდა,კითხვა არ მიყვარს მაგრამ შეიძლება რაღაც გთხოვო?
-გისმენ .
-ეგ სამაჯური ხელზე რომ გიკეთია ძვირი ღირს?ფულს ვაგროვებ ,უფროსწორედ ვცდილობ შევაგროვო. ერთი გოგო მომწონს ,აქ ამოდის ხოლმე ,მერე სახელსაც გეტყვი ,ჩემზე დიდია ,მაგრამ ეგ სამაჯური მოეწონება ხოდა მინდა რომ ვუყიდო.
- დარწმუნებული ხარ რომ მოეწონება?
-კი
-მაშინ მე მოგცემ-უთხრა და სამაჯური მოიხსნა ,თან ბიჭს დაუდო ხელის გულზე რომელიც გაკვირვებული უყურებდა .-იმედია რომ მოეწონება,შენზე რამდენი წლით დიდია?
-არ ვიცი ,ესე შენ ხელა იქნება ,მაგრამ სიყვარულს ხომ ასაკი არ აქვს.იცი რა ლამაზია?!-აღტაცებით საუბრობდა ბიჭი- აღმზრდელები ამბობენ ერთი ქარაფშუტა გოგოაო.მაგრამ მე ასე არ მგონია.
-გაბრიელ ზოგჯერ ,,ქარაფშუტები"სულაც არ არიან მასეთები, შენ დიდი ხარ უკვე და სხვებზე კარგად იცი რომ ცალსახად არ შეიძლება ადამიანის შეფასება.
- რა თქმა უნდა ,ზუსტად ვიცოდი რომ გამოგებდი.
-რა ქვია ?
-გვანცა. იცი სათამაშოებით მაგიტო აღარ ვთამაშობ ,ამოიტანა სათამაშოები და დაურიგა ბავშვებს მაგრამ მე არ გამოვართვი პატარა რომ არ ვეგონო. კიდე თქვეს რომ დირექტორი ბავშვებთან ურთიერთობას მამამისის გავლენის გამო აძლევსო , ისე ყველა ბავშვს ერთნაირად ექცევა.
-ამდენი რამე საიდან გაიგე?
-აღმზრდელების საუბარს მოვუსმინე,ხომ არ მეჩხუბები?
-არაუშავრს.რადგან დიდი ბიჭი ხარ გაგიმხელ საიდუმლოს ,ცოტახანში შეიძლება მეც პატარა მეყოლოს.-თან უნებურად მუცელზე დაიდო ხელი.
-ბავშვი?
-ხო აბა.
-შეიძლება რას ნიშნავს?
- არ ვიცი ჯერ.
-ცოტნემ იცის?
-არა.
-მაგრამ ხომ უნდა გაიგოს?გოგოა თუ ბიჭი?
-პაწუკაა ჯერ.
-მერე ხომ მეტყვით სქესს?
-არ ვიცი ჯერ საერთოდ ,
-არადა როგორი ბედნიერი იქნება ასეთი მშობლები რომ ეყოლებით.
-მართლა ასე ფიქრობ?-შეეკითხა და სიხარულით შეხედა გაბრიელს.
-დარწმუნებული ვარ .

პ.ს:ვიცი რომ მცირე ზომის თავია,სამწუხაროდ მუზა გამიქრა როდესაც ვწერდი თუმცა არც ის მინდოდა თქვენ, მკითხველს რომ დიდხანს გელოდინათ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent