შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეგხვდები შემდეგ სეზონზე(დასასრული)


16-07-2023, 18:05
ავტორი ავრორა
ნანახია 1 645

***
ნიკო კარისკენ გაემართა თან სარკეში ჩაიხედა და სველი თმა უფრო მეტად აურია , ისე რომ ყურებზე კი ჩამოეფხატა.
-შეიძლება შემოვიდე?
-უცნაურია რომ ყველასთან თქვენ დადიხართ სტუმრად ბიცო..- აგდებული ტონით უთხრა თუმცა არც ისე როგროც რამდენიმე კვირის წინ ესაუბრებოდა.
- ჩათვალე სიტუაციის ახსნას ვცდილობ.
-თქვენი თვალით თუ?
-ჯობია შენი თვალით ახსნა სიტუაცია ყოველთვის,შენზე უკეთ ვინ იცის დამნაშავე ხარ თუ არა...
ნიკომ კარები მიხურა და სამზარეულოში შეუძღვა.
-ალბათ აქ თქვენი ნებით და მითუმეტეს სიტუაციის ასახსნელად არ მოხვიდოდით
- ვიცი რო იცი , დილას მე და ცოტნემ წავიკამათეთ , რა თქმა უნდა მართალია ისიც და შენც,... ერთი ჭიქა წყალი.... -როცა დაუსხა და თინაც სკამზე ჩამოჯდა ბიჭს შეხედა-მთელი ისტორიის რაღაც ეპიზოდები ისედაც იცი ...
სულ თავიდან მე და დათო რომ დავოჯახდით ,არ გაგიკვირდება თუ გეტყვი რომ გარიგებით ,მაგრამ იმ დროისთვის მიღებული იყო და ჩვენც იმ ზოგიერთ წყვილს შორის აღმოვჩნდით ასე თუ ისე ურთიერთობა რომ ავაწყეთ,დავლაგდით, არც მე და არც დათო ის ხალხი არ ვიყავით გინდა თუ არა 6 თვის მერე უკვე მუცელი რომ გამობერილი უნდა მქონოდა , არც მეზობლების საუბარი მადარდებდა,ნამდვილად არა ,უბრალოდ მე თითქოს ბავშვობიდანვე როცა დედა-შვილობას ვთამაშობდით ხოლმე ბავშვები ყოველთვის სხვანაირი გრძნობით ვაკეთებდი, ალბათ ეა გრძნობები დიდად არც გაინტერესებს, რაღაც დროის მერე მკურნალობაც დავიწყეთ , უშედეგოდ , ზუსტად 7 წელში 5 ჯერ მომეშალა მუცელი, ზოგის სქესიც უკვე ვიცოდით და ისე ,ზოგის მხოლოდ არსებობა.დავიღალე,ვგრძნობდი რომ დათოც დაიღალა და არ იმჩნევდა, ბოლო ორჯერ ტკივილით ისე წავედი საავადმყოფოში დათოსთვის აღარც მითქვამს არ მინდოდა ენერვიულა ,შემდეგ ვუთხარი, შვილის აყვანაზეც ვფიქრობდით , ბებოშენი მკაცრი ქალი იყო ადგა და გაჯიუტდა ჩემს ოჯახში ვერ შემოიყვანთ ვიღაცის მიგდებულ ბავშვსო,ეგ არ შეეფერება გვარსო ,თან არც ისე მარტივია შვილად აყვანის პროცედურები ,შეიძლება წლობით დაგჭირდეს ლოდინი.მერე გამოჩნდა ცოტნე , სამი კვირის თუ იქნებოდა რომ ვიპოვე , ერთ-ერთ გამოძახებაზე ვიყავით , ნაგვის ურნასთან იყო წარმოგიდგენია?! კალათაში , ისეთი პაწუკა და მოცუცქნული იყო ...-თინას თვალებში ცრემლები აუკიაფდა-არ ვიცი მაშინ რა დავინახე ასეთი მაგრამ გადავწყვიტე რომ ღმერთის ნიშანი იყო , შვილი არ მყოლია მაგრამ თუ კი რამე დედაშვილური სიყვარულია მე ცოტნეში ჩავდე... რაღაც საკითხების მოგვარება დასჭირდა ,მაგრამ რადგან დედამ მიატოვა ხოდა ერთი სიტყვით მალევე ვიშვილეთ. ბებოშენისთვის რა მნიშვნელობა ქონდა ისეთ სიტყვებს ეძახდა უცოდველ ბავშვს , იქ გაჩერება არ შეიძლებოდა და სადღაც 4-6 დღეში წამოვედით იმ სახლიდან , რატომ გიყვები ამას?აი ზუსტად იმ დროიდან დამეწყო შიშები, მეშინოდა რომ ვინმე დაჩაგრავდა , ეგოისტურად შემიყვარდა, ისე შემიყვარდა რომ კბილებალესილი დედა ვიყავი ოღონდ ვინმეს ზედმეტი სიტყვა არ ეთქვა მისთვის და ა.შ , ისე მეშინოდა 12 წლისას რომ ვუთხარი ვერც წარმოიდგენ როგორ მეშინოდა სიმართლის გამხელის,მისთვისაც და თქვენთვისაც ,მართალია დიდად არც არაფერი შეცვლილა ,პირიქით უფრო თუ დაუახლოვდით ერთმანეთს და არც შენ და ნოეს არასდროს რამე არ გიგრძნობინებიათ მისთვის , მაგრამ მართალია ჩემი ეგოისტური სიყვარულისგან ზოგჯერ თქვენ ორნი და მაინც განსაკუთრებით შენ იკარგებოდი,იმის შიშით რომ ცოტნე არ დამჩაგროდა ჯოხი ყველას მხრიდან შენზე გადატყდა,რადგან ნოე კიდე თავისი ხიფათებით ახერხებდა სიტუაციის ცენტრში ყოფნას...ეს ყველაფერი რომ გამართლება არაა მეც ვიცი , თათიასთან რომ შევცდი და ვცდებოდი მეც ვიცოდი , ცოტნემ თქვა არაფერი მაინტერებს იმ ქალზე რომელმაც მე გამაჩინაო,მას დედასაც არ ვეძახი რადგან შენ ხარ დედაჩემი და სულ ასე იქნებაო, ეს სიტყვები ისე გამიხარდა ,და ასეც იყო პირველად ნათქვამი დედა, პირველი ნაბიჯები ყველაფერი ერთად გავიარეთ , ვფიქრობ დღემდე არ მოუძებნია იმ დედ-მამის ინფორმაციები , ამას ჩემთვისაც არ ქონია მნიშვნელობა მაგრამ წლების უკან , ერთხელ ცოტნე 7 -8 წლის რომ იყო , სერიოზული არაფერი, ექიმს ეჭვი ქონდა ჰემოფილიაზე და აინტერესებდა გენეტიკური იყო თუ არა , რაღაცეები გავარკვიე მაშინ , ამოვქექე ყველგან სადაც ხელი მიმიწვდებოდა. ნუ ერთი სიტყვით ის გენეტიკური დაავადება არც ოჯახში ქონიათ და არც ცოტნეს აღმოაჩნდა სამაგიეროდ ცოტნეს დედას ქონია
Borderline Personality Disorder თანაც საკამოდ მძიმე ფორმით ამას დართული ქრონიკული დეპრესია , თავის ქმარი მოუკლავს ერთ -ერთი შემოტევის დროს , სად არის და რას აკეთებს ხშიარად არავინ არ იცის , ვერ აკონტროლებს თაცა სრულებით , ხოდა როცა თათიამ მითხრა ემოციებით ვიმართებოდი,შემეშინდა ისევ ჩემი ეგოისტური სიყვარულის გამო ,არ მინდოდა ცოტნეს ბედი მისთვის დაეკავშირებინა , რაღაცეები ცუდას ვუთხარი როცა გამიმხილა მაშინაც,ქორწილის ჩაშლაზე არსფერი მითქვია თუმცა როგორც ჩანს თათიას ქვეცნობიერმა იმოქმედა. არ ვიცი მერე ყველაფერი რატომ დავმალე,თითქოს ეს არ კმაროდა რაღაცეების ხლართვა დავიწყე და საბოლოდ ისე ვიქცეოდი შეურაცხადივით შეიძლება ცოტნე მთლიანად დამეკარგა.
-გვანცას ჩართვა რა შუაში იყო?ან მე ?
- თათია ორსულადაა ,იმედია რომ ყველაფერი კარგად იქნება,ღმერთმა ქნას , რაც შეეხება გვანცას მე ვამჩნევდი როგორ ცდილობდა ცოტნესთან დაახლოებას გვანცა და არც გითხარი,შეიძლება ესეც არასწორი საქციელი იყოს ჩემი მხრიდან მაგრამ მე ასევე ვხედავდი შენს თვალებს როცა გვანცას უყურებდი,არც მანამდე,არც შემდეგ და ალბათ არც მომავალში შენ ეს მზერა არ გქონია , ხოდა ვერ გითხარი და არც ვთქვი,იქნებ არც კო დაგეჯერებინა და ეს უფრო დაძაბავდა სიტუაციას ,ვერ იმიტომ
ვერ გითხარი ცოტნე არ შეგზიზღებოდა ამის გამო.
-სამაგიეროდ ჩემი დებილოს როლშო ყოფნა არჩიეთ?
- არ მირჩევია,ახლა გგონია რომ არასწორი იყო თუმცა გახსოვს მაშინ რა ბედნიერი იყავი?
-იმიტომ რომ ვერ ვხედავდი...
-რომ არ ყოფილიყო ის საოცნებო ბიჭი გვანცასთან მაინც გააგრძელებდი ურთიერთობას?
-არაა , რა თქმა უნდა არა.
-მე კი მგონია რო კი, რომ ყოფილიყო ვიღაც სხვა ადგებოდი და ყველაფერს გააკეთებდი გვანცას გულის მოსაგებად მაგრამ ის რომ ის ბიჭი ცოტნე აღმოჩნდა ამან გაგანადგურა.
-კარგი მე გამანადგურა ამან , კიდე იმ ფაქტმა ცოტნეს გამო რომ დამიახლოვდა და თანახმა იყო ყველაფერზე მანამდე ამას მარტო მამაჩემის ფულების გამო ვიყავი შეჩვეული. მაგრამ მე მარტო ჩემი თავი გავანადგურე.
-ვიცი ,ვიცი და ალბათ ესაა ყველაზე სევდიანიც .იმდენად გიყვარდა რომ თითქოს შორიდან ჯობდა მიუხედავად იმისა რომ ტყუილი იყო.მასე ყოფილიყო, იქნებ, რაღაც პატარა იმედი იყო იქნებ გვანცას შენ დაენახე ,შენ როგორც ნიკო,შენ როგორც ბიჭი რომელსაც უყვარს და ვამბობ უყვარს რადგან მე.ვიცი შენ ახლაც გაქვს გრძნობები .
-ხანდახან მარტო გრძნობები არაა საკმარისი არა?!
- არა ხანდახან არ არის , ბოლოს ყველა დალაგდა თათია და ცოტნეც , ნოეც ,შენღა დარჩი, და ამიტომ შენ მოგიყევი...

პ.ს ცოტა გული დამწყდა ნიკოს გამო, არ ვიცოდი რა მომეხერხებინა.



№1 სტუმარი სტუმარი თეო

ეს რა იყო? მსგავსი მიფუჩეჩებული დასასრული არ წამიკითხავს, მაპატიე მაგრამ უნდა გითხრა მკითხველს რო თავი დავანებოთ ამით საკუთარი თავი აიგდე, ამას იმიტომ არ გეუბნევი რო შეურაცხყოფა მოგაყენო ისტორიას რომელსაც ამდენი პერსონაჟი ყავს ორი პერსონაჟის დიალოგით ამთავრებ. საინტერესოდ დაიწყე მაგრამ ძალიან ცუდად დაამთავრე

 


№2 სტუმარი სტუმარი gvantsa

იმედია დასასრული არასწორად აწერია და გაგრძელებას დადებ,ეს რა უაზრო დასასრული იყო,მსგავსი უშინაარსო და მიფუჩეჩებული ბოლო თავი არც წამიკითხავს მგონი,ისტორია ისე ვითარდებოდა ამას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. პ.ს ნიკო შეგეძლო თათიას დაქალისთვის გაგეცნო და სიუჟეტი გაგეგრძელებინა ,ბოდიში ასეთი უაზრო დასასრული ძალიან მეწყინა და ძალიან გამიცრუვდა იმედი.

 


№3 სტუმარი ნანამია

გამოდის რომ ტყუილად ვკითხულობდით... ვერაფერი ვერ გავიგე... თავიდან თითქოს ყველაფერი რიგზე იყო და ბოლოს??????????????

 


№4 სტუმარი Maria

არ მითხრა რომ ასე დაასრულე და ამას მეორე ნაწილი ად ექნება????ეს რა იყო გაგეგრძელებინაა.ველოდები გაგრძელებას უეჭველიიი

 


№5 სტუმარი სტუმარი ანანო

უაზრობა!!! ასეთი ყეყეჩი დასასრული არ მინახავს!ასეთი ავტორები უნდა დაიბლიკონ

 


№6 სტუმარი სტუმარი მაო

ვაახ, რა უზაროდ დამთავრდა, არა და რა უნდა ბოლო-ბოლო გვანცას და შემოგეყვანა და იმისთვის დაგეჯახებინა ნიკო. ან ასე ნაყინის ჭამით ნოესთან არეული ურთიერთობის დალაგება რანაირად მოხდა.. არა და კარგად წერ.. ცოტა ურთიერთობები როცა აქვთ გაამძაფრე, შერიგების პროცესები

 


№7 სტუმარი სტუმარი ელა

აუ რა უაზრო დასასრული ქონდა .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent