შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ბავშვობის სიყვარული 14


17-07-2023, 20:13
ავტორი gabi du
ნანახია 1 675

გათიშულს მეძინა. უსიზმროდ, უშიშოდ, უმოლოდინოდ, ყოველგვარ ამქვეყნიურს მოწყვეტილს. მაგრამ დილას მაინც ისეთს გამეღვიძა, თითქოს, მთელი ღამე ცხენზე შებმულს დამათრევდნენ. გუშინდელი ისტერიკა, რომ გამახსენდა უარესად მომეშხამა ხასიათი. შემრცხვა ჩემი საქციელის.
- ასე, როდის გაგიჟდი სალომე? - დავუსვი საკუთარ თავს კითხვა, რომელზეც პასუხი არ მქონდა. ან მქონდა, მაგრამ მერჩივნა არ მქონოდა და არ ვიმჩნევდი.
სამსახურში, იმდენი საქმე დამხვდა დაგროვილი, თავის მოსაფხანად ვერ მოვიცლიდი კარგა ხანს. გამიხარდა კიდეც. საკუთარი თავისგან გასაქცევად საუკეთესო საშუალება იყო. მობილური გამოვრთე და თარგმანში ჩავიკარგე.
- სალომე, რა კარგია, რომ აქ ხარ. შეხვედრაზე ვიყავი, შემაგვიანდა და ვფიქრობდი, ვაითუ გამასწროსთქო. - ჩემი უშუალო ხელმძღვანელი იყო სერგი, რომელიც ჩქარი ნაბიჯებით შემოვიდა კაბინეტში და ჩემს მოპირდაპირედ მდგარ სავარძელში ჩაეშვა.
- გისმენთ ბატონო სერგი, რით შემიძლია გემსახუროთ.
- შენ ხომ ეს ბატონო ვერ მოგაშლევინე. - უკმაყოფილო იყო ის. - მოკლედ, ის გოგონა, გერმანულის თარჯიმნად, რომ გვყავდა მოწვეული. მინდა, რომ შტატზე ავიყვანოთ. თუკი სხვაგან არ მუშაობს და ჩვენი პირობები აწყობს.
- ნიაკოზე მეუბნებით? - გამიკვირდა, მაგრამ გამიხარდაკიდეც.
- დიახ, დიახ ბარათელზე. ისე ეგ ნია, ბორის ბარათელის შვილი ხომ არ არის?
- შვილი არა, ძმისშვილია. იცნობთ მას?
- ბარათელს? მაგას ვინ არ იცნობს. განა რამდენი მაფიოზი გვყავს ქართველებს ეგ, რომ გამოგვრჩეს? სახიფათო კი ყოფილა ეგ ჩვენი ნია. - ბოლო წინადადება უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა სერგიმ.
- მაფიოზი? - გამიკვირდა. პირველად მესმოდა.
- ხო, ხო მაფიოზი. ეგენი თავის თავს ,,შავებს'', ,,კარგ ბიჭებს'' და ეგეთებს უწოდებენ მაგრამ მაფიაა ეგ ყველაფერი. აბა რაა. - ჩაფიქრებულმა მითხრა და გამომხედა. არ ვიცი რა სახე მქონდა, რა დაინახა მან, ჩემს წაშლილ მზერაში მაგრამ, მე, რომ მის თვალებში შიში დავინახე, ჩემით გამოწვეული შიში, ეგ ბოლო იყო, რაც მახსოვს.
- იცოდი არა? - სახლში შემოსვლა არ ვაცალე ბაღაშვილს. კარიდანვე ავქოთქოთდი.
- რა ვიცოდი სალომე? - გაკვირვებული სახე ჰქონდა მას.
- ბარათელზე... იცოდი, ხომ ასეა? - კბილს- კბილზე ვაჭერდი, რომ არ მეყვირა. გოგას სახე წაეშალა.
- რა იცი სალომე? - მკლავში ხელი წამავლო და დივანთან მიმიყვანა. - დაჯექი და მომიყევი რა და საიდან გაიგე?
- გოგა, შეკითხვები ვინმემ თუ, უნდა დასვას ეს მე ვარ. გეხვეწები, დაამთავრე ეს საიდუმლოებები და მითხარი. რა კავშირშია გურამ ბარათელი ლევანთან? გთხოვ, ხომ იცი, რომ ყველაფრის გარკვევას ვეცდები და უარეს შარში ნუ გამხვევ.
- რის გარკვევას ეცდები გოგო, ნორმალური თუ ხარ? ეს, არ არის საიდუმლო, რომელიც ჩემგან უნდა გაიგო. ამიტომაც, არაფრის თქმას არ ვაპირებ. მხოლოდ ერთს გეტყვი, შენი არასწორი ნაბიჯით, შესაძლოა, სხვა ადამიანის სიცოცხლის დასრულება გამოიწვიო. ამიტომ, მოისვენე. გთხოვ. შენ ლევანს პირობა მიეცი. ჰოდა დააცადე. - გიჟს გავდა ბაღაშვილი. ვიცოდი, მართალი იყო, მაგრამ მოცდა, სწორედ ის იყო, რაც არ შემეძლო.
კარებზე, გაბმულმა ზარმა ორივე გვაიძულა დავშოშმინებულიყავით. მე, კარის გასაღებად წავედი. გოგა, სავარძელში ჩაჯდა, რომ დამლოდებოდა და დაწყებული საუბარი შეძლებისდაგვარად მშვიდად დაგვესრულებინა.
- მამიდა? - გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა. - რატომ არ დამირეკე? დაგხვდებოდი. - გადავეხვიე და ჩავკოცნე მონატრებული.
- სამსახურიდან ახალი დაბრუნებული, დაღლილი იქნებოდი. რატომ უნდა შემეწუხებინე. ჩემით რა, ვერ მოვედი თუ? - მისაღებში შევედით. გოგას დანახვაზე შევამჩნიე, რომ შეცბა მაგრამ, რეაქციას, რომელიც ჰქონდა ყველაზე საშინელ სცენარშიც ვერ წარმოვიდგენდი.
- შენ ვინ ხარ ყმაწვილო? - პირდაპირ მიაჭრა და წინ დაუდგა.
- გოგა ბაღაშვილი ვარ ქალბატონო. სალომეს მეგობარი. - ფეხზე წამოხტა გოგა და მამიდას ხელი გაუწოდა.
- მეგობარი არა? - ზიზღით დაბრიცა ტუჩები. - შენ, რომ მეგობარი იყო და სალომე გადარდებდეს აქ არ იქნებოდი. რა გესაქმება გასათხოვარ გოგონასთან ბინაში, მარტო? უპატრონო გგონია? მიპასუხე. - იმხელა ხმაზე უკივლა გაოგნებულ ბიჭს, რომ ფანჯრებს ზრიალი გაუვიდათ.
- მამიდა, რას აკეთებ... - ენა ძლივს მოვიბრუნე, რომ შემეჩერებინა.
- შენ ხმას ნუ იღებ. - ახლა მე, მომიბრუნდა. - როგორ არ გრცხვენია. ეს ბინა იმისთვის გიყიდე, რომ კაცები მოგეყვანა? თავმოყვარეობა არ გაგაჩნია? თუმცა დედაშენის შვილს რას გეკითხები.
- ქალბატონო, შეურაცხყოფას რატომ აყენებთ სალომეს? მე, მართლა მეგობარი ვარ და არცერთი ვიმსახურებთ ასე მოგვექცეთ. - ბაღაშვილი სიტყვებს არჩევდა, რომ ზრდილობის ნორმებს არ გასცდენოდა. არადა ყველაფრის ღირსი იყო ეს ქალი ახლა, გარდა ეთიკურად მოქცევისა. სიტუაცია, მოულოდნელად გამოჩენილმა თეკლამ განმუხტა. რომელსაც, სადარბაზოშივე გაეანალიზებინა ჩემი სახლიდან გამოსული წიოკის მიზეზი და ოთახში ისე შემოვიდა თითქოს, მანამდეც აქ იყო და საპირფარეშოში თუ იყო გასული.
- რა ხდება, რა დღეში ხართ? - იკითხა ხმამაღლა. შეცბუნებულმა მამიდაჩემმა ჯერ მე შემომხედა ცერად. შემდეგ კი თეკლას.
- გამარჯობა თეკლა. ვიფიქრე, ბავშვს მოვინახულებ, დიდი ხანია არ მინახავს სიურპრიზს გავუკეთებ-თქო. მაგრამ აი... თავად დამახვედრა სიურპრიზი. - ხელით ანიშნა გოგასკენ.
- გამიხარდებოდა თქვენი ნახვა, ამ სანახაობის მომსწრე, რომ არ ვყოფილიყავი. - არც უფიქრია რბილად ესაუბრა. - ადამიანი, თქვენს ძმისშვილს ვინც სახელს ულახავს ისევ თქვენ ხართ. სხვისგან არავისგან მსმენია სალომეზე აუგი. მე და გოგა, აქ, ერთად მოვედით. მარტო არ ყიფილან. რომც ყოფილიყვნენ ამას არასწორად მხოლოდ თქვენ თუ გაიგებდით. საპირფარეშოში გავედი და ისეთები მესმის ჩაცმა ძლივს მოვასწარი. არადა სულ სხვა წარმოდგენა მქონდა თქვენზე.
- ზედმეტები ნუ მოგივა. სალომე, მე ნამდვილი ქართული ადათ-წესებით გავზარდე და ამიტომაც მქონდა ასეთი რეაქცია. საიდან უნდა მცოდნოდა, რომ შენც აქვე იყავი? თუმცა არც ეს ფაქტი ცვლის დიდად მოცემულობას. გასათხოვარი გოგოს ბინაში კაცს არაფერი ესაქმება. სხვა დროს გაითვალისწინე და აქ არავინ მოიყვანო. - შეკამათებას აზრი არ ჰქონდა. მამიდაჩემი მამიდაჩემი იყო და ამას ვერაფერი შეცვლიდა. სწორედ მასზე იყო ნათქვამი ,,შეაყარე, კედელს ცერცვიო''. ძალიან შემრცხვა მეგობრების. მაგრამ არაფრის გაკეთება შემეძლო და ეს უმოქმედობა უფრო მიღებდა ბოლოს. ისე გავიდნენ, თვალებში არცერთისთვის შემიხედავს. არც მამიდაჩემისთვის მითქვამს რამე. ჩემს ოთახში გავედი და ბალიშში თავჩარგულმა ხმის ჩახლეჩვამდე ვიღრიალე.
- ,,მენატრები ჩემო სიცოცხლევ''. - ეს, ჩემი მობილური იყო. ნეტავ რამდენი ჩანაწერი და ჩამაგრება აქვს გაკეთებული? არ მინდა წინასწარ ვნახო. ასე, მოულოდნელად როცა მომდის შეტყობინება თითქოს, გაყინული სხეული სითბოთი მევსება. გაძნელებული სუნთქვა მიიოლდება და ძალა მემატება სიცოცხლე განვაგრძო.
მამიდა ერთი კვირა დარჩა ჩემთან. ნაწყენს ხმა არ გამიცია მისთვის. თვითონ, ისე იქცეოდა და მელაპარაკებოდა ვითომ არაფერი მომხდარა, მაგრამ ესეც ისე, მედიდურად, როგორც სჩვეოდა. თითქოს არაფერში იყო დამნაშავე.
ამ ხნის მანძილზე ჩემი არცერთი მეგობარი მოსულა ჩემთან.
,,შენს გვერდით ვართ, ნუ იდარდებ'' . - გოგას მესიჯმა ღიმილი დამიბრუნა. ,,ბოდიში'' - ერთი სიტყვა ძლივს ავკრიფე აკანკალებული თითებით და ავტირდი. ვიტირე ჩემი უბედური ბავშვობა, რომელიც არ მქონია. მოზარდობა, რომელიც გაპრანჭვისა და გართობაზე ფიქრის ნაცვლად იმაზე ფიქრში გავლიე იმ დღეს სახლში არ ეჩხუბათ. წიგნებში თავჩარგული შეგნებული ცხოვრება ვიტირე, რადგანაც სწავლაში ვხედავდი გასაქცევ გზას ჯოჯოხეთიდან. და აი, გავიქეცი... გავიქეცი და ვერც... ჯაჭვით დაბმულივით ერთ წრეზე ვტრიალებდი. მამიდაჩემმა გაცილებით მეტი ტკივილი მომაყენა იმ ერთი ფრაზით - ,,დედაშენის შვილისგან, რას ველოდებოდი'' -ო, ვიდრე მთლიანად დედაჩემმა თავისი არსებობით.
ცრემლებმა მართლა მომგვარა შვება, თითქოს ნაგლოვი წარსული ჩემი აღარ იყო და იმდენად აღარ ჰქონდა წაჭერილი ყელზე მარწუხები.
უარესი წინ მელოდა.
შიშით, დაბნეულობით, შეურაცხყოფით, დამცირებით გაზავებული ბედნიერება.
ბედნიერება, რომელმაც ერთდროულად გამკოჭა და ფრთები შემასხა. ლევანის წასვლიდან სამი თვის თავზე აღმოჩენილი, მთლიანად ჩემზე მონდობილი, ორი სიცოცხლე ჩემს მკერდქვეშ.
დიახ, მე დედა გავხდებოდი. ტყუპის დედა. კი არ გავხდებოდი, უკვე ვიყავი და ამის გაცნობიერების წამიდან ვიგრძენი, რომ არაფერი იქნებოდა ისე, როგორც ადრე.
5 თვე შესრულებულ, ტყუპზე ორსულს სად გინდოდა მუცელი დამემალა? ლევანისგან არაფერი ისმოდა. მხოლოდ ,,ზამეტკებში'' ჩანიშნული მესიჯები, დღეში სამჯერ, რომ მახსენებდა როგორ ძლიერად ვუყვარდი კაცს, რომელსაც სადაცაა ტყუპებს გავუჩენდი მაგრამ ვინ იცის როდის ნახავდა მათ.
- შენი აქ დარჩენა სახიფათოა სალომე. ქალაქი უნდა შეიცვალო სანამ მუცელი შეგეტყობა. ნალია ნიაც ჩამოვა და შეამჩნევს. ყველა ყველაა და მას ვერავინ დააჯერებს, რომ შენი შვილები ადამაშვილები არ არიან. - ფრთხილად შემაპარა ერთ საღამოს ლექსომ.
- გამიმართლა, რომ ზამთარია და ჯერ ვახერხებ მუცელი დავმალო. მაგრამ... სად უნდა წავიდე? - იმ წამს გავაცნობიერე, რომ რადიკალური ნაბიჯების დრო იყო. იმედი იმისა, რომ ლევანი მალე დაბრუნდებოდა თანდათან მიქრებოდა. იმ წამს მიღებულმა მესიჯმა კი, საერთოდ გამანადგურა.
ბიძა გარდამეცვალა.
- ანუ მოგიწევს სახლში ჩახვიდე? - ძლივს ამოღერღა ნუცამ და შიშით შემომხედა. რა ირონიულია ცხოვრება. საშუალება არ მაქვს, ჩემთვის საყვარელი ადამიანის, ნაადრევად დასრულებულ სიცოცხლეზე ვიგლოვო. გული მოვიოხო... რაზე მიწევს ფიქრი? თითქოს მართლა დავაშავე.
იმ დღესვე გავემგზავრე რაიონში. სახლში დავბრუნდი და იმ დღესვე დამარწმუნა ცხოვრებამ, რომ სახლი არასდროს მქონია.
ვინ მატირა მიცვალებული. ან, მისთვის ვის ეცალა? ფეხებით შემდგა მამაჩემი და სულ ოჯახის შემარცხვენელი კახპა მეძახა, როცა პასუხი ვერ მიიღო ვისი დამსახურებით მქონდა ამხელა მუცელი.
დედაჩემი? მას ხმა არ გაუცია, მაგრამ ასეთი ბედნიერი არასდროს მინახავს. თითქოს, შვება მოჰგვარა იმ ფაქტმა, რომ მეც შემეშალა.
- ამ ბავშვს არ გააჩენ! -კატეგორიული იყო მამიდაჩემი.
- გავაჩენ! - არც კი ვიცი, საიდან მქონდა ამხელა რიხი ხმაში, უმოწყალოდ ნაცემს.
- მაგასაც ვნახავთ. გგონია უფლებას მოგცემ მაგ ნაბიჭვრის გაჩენით ცხოვრება დაინგრიო?
- ჩემი შვილის მკვლელობით მთავაზობ ცხოვრების დალაგებას? გაინტერესებს მე რად მიღირს ასეთი სიცოცხლე?
- თავმოყვარე ქალი, შვილს არ აკადრებს ნაბიჭვრის იარლიყით იცხოვროს. - გამოსცარა კბილებში და თვალი თვალში გამიყარა.
- ჩემი შვილები ნაბიჭვრები არ არიან. - ვიკივლე გაუაზრებლად.
- მაშ სადაა მამა? მაჩვენე! შვილების? ტყუპი გყავს? - ყველა კითხვა ერთად დასვა მამიდაჩემმა. ვისღა ახსოვდა მიცვალებული, ყველა ჩემთვის გამართულ საჯარო სასამართლოში იყო გართული და ჩართული. ჩურჩულებდნენ, მკიცხავდნენ, დამცინოდნენ, მამცირებდნენ, ფეხქვეშ მთელავდნენ... მე, სრულიად განადგურებული ვიჯექი შუა ეზოში, მიწაზე, მუცელზე აფარებული მკლავებით და ყოველი ახალი ჩაზელილი წიხლისგან ჩემი უსაზღვრო სიყვარულის ნაყოფის გადარჩენას ვცდილობდი. ჩემი, ნაბიჭვრად შელახული ყველაზე წმინდა, ღვთისგან კურთხეული კავშირის ნაყოფების დაცვას ვცდილობდი, რომ არ სტკენოდათ.
- რა ჯანდაბა ხდება აქ? - ხალხის ნაკადი უცხო ხმამ გაჰკვეთა. ბრბო განრისხებულმა მოათვალიერა და შუაში მოქცეულს გაოგნებული მომაჩერდა. არ ვიცი ვინ იყო, ეს მთასავით ორმოცდაათიოდე წლის მამაკაცი, მანამდე მინახავს თუ არა სადმე, მაგრამ იმ წუთას მასზე ახლობელი არავინ მყავდა. ამდენ ხალხში, მხოლოდ ის აღმოჩნდა ადამიანი. -
რას აკეთებ? - საყელოში სწვდა კაცს, რომელსაც ოდეზღაც მამას ვუწოდებდი და მაღლა ასწია. - რას აკეთებთ ხალხნო? - ახლა სასეიროდ შეყრილ ბბრბოს მიუბრუნდა.
- ოჯახი შეარცხვინა. შენ არ გაქვს უფლება ჩაერიო. - მამიდაჩემი წინ აეტუზა მომხდურს.
- ნეტავ რა ქნა იმაზე სამარცხვინო, ვიდრე თქვენ აკეთებთ? მიცვალებულს მაინც ეცით პატივი. როგორ არ გრცხვენიათ. - მიწაზე გართხმულს მომვარდა და შეეცადა წამოდგომაში დამხმარებოდა.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთა

როგორ გამახარე შენი დაბრუნებით. პირველივე თავიდან მომიწია ამ ისტორიის წაკითხვა. თავიდანვე შენი აქტიური მკითხველი ვარ და ისევ იმ დროში დამაბრუნე. მადლობააა

 


№2 სტუმარი ნანა.

ძალიან საინტერესოა და რატომ არ აგრძელებთ?

 


№3 სტუმარი სტუმარი მაიკო

ვაიმე გული გამისკდაა... სასწაული ხარ წარმატებები და არ დაიკარგო გᲗხოვვ

 


№4 სტუმარი სტუმარი მაიკო

ახალს როდის დადებ ტკბილოო ამომხდა სულიიიი

Ძალიან Შემიყვარდაა Შენი ისტორიები

 


№5 სტუმარი სტუმარი ლია

ველოდები ახალ თავს.აღარ დაიკარგო გააგრძელე.

 


№6 სტუმარი სტუმარი მაკო

ნეტა ეს კაცი ვინაააა. დედა როგორ ამბავზე დაამთავრე ..ველოდებოთ

 


№7 სტუმარი სტუმარი ხატია

ეს რა შოკი იყო.... მალე დადე რა ახალი თავი.... ერთი სული მაქვს გავიგო ვინაა ეს ადამიანი. მეცოდება სალომე ამ ყველაფრის გადატანა რომ უწევს. ახალ თავს ველოდებით....

 


№8 სტუმარი სტუმარი სოფია

კი მაგრამ რომ დაიწყებთ დამთავრება არ უნდა?

 


№9 სტუმარი სტუმარი სოფიო

ველოდებით გაგრძელებას

 


№10 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან მომწონს.

 


№11 სტუმარი სტუმარი ნი ნა

რა უნამუსობაა თუ არ წერთ ბოლომდე რატომ დებთ ნახევარს საერთოდ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent