შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აგაპე (დასაწყისი)


28-07-2023, 23:12
ავტორი Irene
ნანახია 822

თუ ფიქრობთ, რომ ამბავი ერთ საინტერესო, გამორჩეულ და განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ პიროვნებას ეხება ან რომეო და ჯულიეტასებურ სასიყვარულო დრამას წაიკითხავთ, სასტიკად შეცდებით და ამიტომ არარეალისტურ იმედებს აქვე მოგიკლავთ. მთავარი ისაა, რომ ეს ნაწერი არ ეხება სუბიექტს, არამედ ეს სუბიექტის გზაა საკუთარი თავის პოვნის მცდელობის პროცესში, გზა, რომელიც იმაზე უფრო რთული გასავლელია, ვიდრე წარმოგვიდგენია. ყველას ოდესმე, ხშირად თუ იშვიათად, ოთახში თუ სამსახურში, მაღაზიის რიგში თუ დასასვენებლად ყოფნისას გვიფიქრია, რატომ მოვევლინეთ ამ სამყაროში, რატომ მაინცდამაინც აქ და ახლა, რატომ გაგვიმართლა ცხოვრების კონკრეტულ მომენტში, როდესაც გადავრჩით ან რატომ არ გაგვიმართლა და ბედმა გაგვწირა, რატომ ხდება უსამართლობა და რატომ ვწუხვართ ასე ძალიან ამის შესახებ, რატომ ვტირით უაზროდ, რატომ ვბოროტდებით, რატომ ვკარგავთ თავს, და საერთოდ, რატომ უნდა დავუჯეროთ ვინმეს, როდესაც გვეტყვის, რომ ყველაფერი რაღაცის გამო ხდება, ყველას თავისი ადგილი აქვს, ცხოვრება საოცარია და ჩვენ ეს უნდა დავინახოთ... კი, შეიძლება საღამოს წვიმა, დილის სიმშვიდე და მზე, ვარსკვლავებიანი ცა და სავსე მთვარე, პატარა ბავშვები, და ლამაზი გვირილა მართლაც საოცარია, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ჩემი პიროვნების ნაწილი არაა, მე მას ვაფასებ მაგრამ ის ჩემი არაა, მისი ნაწილი ვარ, მაგრამ ეს ქვეყანა ჩემი არაა, მე მის სილამაზეზე პასუხს არ ვაგებ, კი მაგრამ, საერთოდ რამე არის კი ჩემი, როგორ გავიგო და შევიგრძნო ჩემი თავისუფლება, როდესაც მუდმივი მითითებებით, რომლებიც ძალიან ხშირად ჩემ პრინციპებს რადიკალურად ეწინააღმდეგება, გამოჭედილი მაქვს გონება, და თავისუფლად ქვეყნის არც ერთ წერტილში არ ვგრძნობ თავს, ალბათ იფიქრებთ პრობლემა ჩემშია, და თქვენ მართლებიც იქნებით, სამყაროს ჩემს წინაშე ვალი ნამდვილად არ აქვს, არც სხვა ადამიანებს და არც ჩემს ოჯახის წევრებს, უმადური ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ჩემი დაბადება და ამქვეყნად მოვლინება, ხშირად უბრალო შემთხვევითობას გავს, რომელიც გაურკვევლობით სავსეა და არასდროს სტაბილურობის იერი არ აქვს, ის საოცრად ქაოსურია. საშინლად რთულია ბედნიერებას ხელით ჩაეჭიდო, ის ძალიან რთულად მოდის და ძალიან მარტივად მტოვებს, ან საერთოდ ბედნიერება რა არის? ვიცი ტვინი გაგებურღათ ამდენი ფილოსოფიური პრობლემით, რომლებზეც ადამიანებს ბევრად ადრე აქვთ ნაფიქრი და გაანალიზებული, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი არასდროს მასვენებენ, შემიძლია კი პოვნა საკუთარი თავის? მაქვს საკუთარი მე? რომელიც ზუსტად ისეთია, როგორიც მე მინდა რომ იყოს, ან საერთოდ მინდა კი ბრძოლა, ბევრი გაუგებრობა ტრიალებს ჩემს თავში, ახლა ღამეა და მელანქოლიური სიმშივდე ჩემს ღრმა ფიქრებს მარტივად წამოწევს ხოლმე ზედაპირზე, დილით ზუსტად ვიცი არც კი მემახსოვრება წესიერად ჩემი ნაფიქრი და ამ ფურცლებსაც რა ბედი ეწევათ კი ვიცი, მე კი დავუბრუნდები ყოფით ორომტრიალს და პასუხებს თუ ვიპოვი, თუ მოხდება სასწაული და ცხოვრების საზრისში შევძლებ გარკვევას, აუცილებლად გაგაგებინებთ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent