შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტრფობის ალში გახვეულნი (თავი 9)


30-07-2023, 23:18
ავტორი goldmundi
ნანახია 575

რადგანაც კარგი ამინდი იყო და სასიამოვნო,მსუბუქი ნიავიც უბერავდა,ლორდმა სადილის გაშლა აივანზე ბრძანა.გარდა ამისა ტერასა მამა-შვილის საყვარელი ადგილიც იყო,ვინაიდან აქიდან საოცარი ხედი იშლებოდა.ტერასა პირდაპირ სასახლის ბაღს გადაჰყურებს ზემოდან,ამიტომაც შეგიძლიათ უმშვენიერესი ბაღის ცქერით დატკბეთ.რას არ ნახავს ადამიანის თვალი ამ ბაღში;დაწყებული უბრალო მინდვრის ყვავილებით და უიშვიათესი ჯიშის მცენარებით დამთავრებული.ბაღის შუაგულში მრგვალი, 3 სართულიანი,ფართო შადრევანია,რომლიდანაც წყალი საოცრად ლამაზად იღვრება.ბაღის ბილიკები არა ქვაფენილებით,არამედ ჩვეულებრივი ხრეშითაა დაფარული.ბაღის მარცხენა მხარეს თუ გახვალთ,იხილავთ ახლადგაფურჩქნილი მაგნოლიების ხეებს,რომლებიც საოცარ სურნელს აფრქვევენ გარშემო,აქვეა კამელიები,ტიტები,ვარდები და სხვა მრავალი სურნელოვანი თუ დეკორატიული მცენარე.ბაღის მარჯვენა მხარეს უფრო ხშირად გვხვდება დეკორატიული ბუჩქები,რომლებსაც სხვადასხვა ფორმა აქვთ მიცემული მებაღეების ჯადოსნური ხელების მიერ.აქეთ ასევე ნახავთ შიშველ მდელოზე მარტოდმარტო მდგარ მტირალა ტირიფის ხეს.აქვე მინდა აღვნიშნო,რომ ეს ელიზაბეტის საყვარელი ხეა,ხშირად სტუმრობს ამ ადგილს წიგნითურთ,აქ სწორედ მაშინ მოდის როდესაც მარტო,ყველასგან შორს ყოფნა სურს.მტირალა ტირიფს ცოტათი,რომ გასცდებით,გზად ტბას ნახავთ,რომელზეც დუმფარები ნაზად ტივტივებენ.ბილიკებს გვერდებიდან ათასგვარი სახეობის ულამაზესი და საოცარი სურნელის მქონე ყვავილები მიუყვება,რაც კიდევ უფრო ჯადოსნურს ხდის ამ ადგილს.აქ ნამდვილი სამოთხეა.ყვავილების საამო სურნელი,ფართოფოთლებიანი ხეები,მაგნოლიები,ვარდები,ჩიტებისა და ბულბულების ნაზი გალობა,ეს ყველაფერი ერთად ჰარმონიას ქმნის.ჰარმონიას,რომელიც თავს სამოთხეში გაგრძნობინებთ.მოდით ისე ტერასაზე ჩვენს დიდებულებს მივუბრუნდეთ.ისინი უკვე სუფრას მისჯდომოდნენ.მსუბუქი,ჩვეულებრივი საუზმე გაეწყოთ:შემწვარი ბეკონი,მოხარშული კვერცხი,ცხვრის შემწვარი ფარში,პური და შემწვარი ქაშაყი.სტუმრები მადიანად მიირთმევდნენ სადილს,ხოლო მასპინძლები ჩაის შეექცეოდნენ.
-მშვენიერი ბაღი გქონიათ ლორდო,-გაისმა ქალის ოდნავ წვრილი ხმა.
-მადლობას მოგახსენებთ ქალბატონო,-უპასუხა ლორდმა და ორცხობილა ჩაკბიჩა,-მაშ,ჰენრი,დაოჯახებაზე არ ფიქრობ?-ჰკითხა და თან ეშმაკურად გაუღიმა.
-სურვილი მაქვს,მაგრამ ჯერჯერობით შესაფერისი გოგო ვერ ვიპოვე.მე მსურს სიყვარულით ავაშენო ოჯახი და არ მინდა ეს საქმე მშობლების ხელით გადაწყდეს.მინდა მიყვარდეს ის ვინც მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით უნდა გაატაროს,არმინდა ეს ძალდატანებითი იყოს.
-მესმის შენი ჰენრი,მართალიც ხარ.აი,ელიზაბეტსაც გუშინ ვეუბნებოდი,მე უკვე მოვხუცდი და შვილიშვილები მინდა მეთქი,მან კი ჯერ არაო.კი ბატონო,როგორც მას მოესურვება.
-მამა,წეღან თავად ართქვი რომ ვიქტორს მოელაპარაკე ქორწილზე?!ეს რაღ სურვილი გამოვიდა თუ შენ გადაწყვიტე და მე კი არაფერი მკითხე?!-ჰკითხა უაღრესად აღშფოთებულმა ელიზაბეტმა.
-შენ გუშინ თანახმა იყავი რომ ვიქტორს გაყვებოდი ცოლად.მეც ეს ვუთხარი ამდილით,რაც შეეხება ქორწილს,ის მაშინ შედგება როცა შენ მოგესურვება.მე მას უკვე სიტყვა მივეცი ელიზაბეტ და..-მაგრამ აქ მოხუცს სიტყვა გაუწყდა,რადგან ელიზაბეტი სრაფად წამოდგა და სასახლეში შევიდა.
-ოჰ ეს ახალგაზრდები,-თქვა ქალბატონმა შელბიმ და ჩაი მოსვა.სამივენი ჩუმდა ისხდნენ და ყველა თავის ფიქრებს შეეპყრო.ელიზაბეტი კი თავის ოთახში შეიკეტა და..არა ტირილი არდაუწყია,ის ასეთი არ გახლდათ.მართალია თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე,მაგრამ ეს სიბრაზის გამო.ბრაზი ახრჩობდა,სული ეხუთებოდა."ეს სულელი მოხუცი.."გაიფიქრა მაგრამ წინადადება ვერ დაასრულა.უცებ სისხლი თავში აუვარდა,შეაჟრჟოლა და..იქვე კუთხეში მდგარ ლარნაკს მოჰკრა თვალი,აიღო და მთელი ძალით კედელს ესროლა.ლარნაკი დაიფშვნა,ელიზაბეტს კი ამან სიამოვნება მოჰგვარა.ისტერიკული სიცილი აუტყდა,იცინოდა და იცნოდა.მთელ ოთახში დადიოდა და რასაც კი რაიმე მსხვრევადს მოჰკრავდა თვალს ყველაფერს კედელს უშენდა.ეს მის გულს ამშვიდებდა,ბრაზი თანდათან უნელდებოდა.მერე კი როცა დასამტვრევი არაფერი დარჩა,საწოლზე ჩამოჯდა და სახე ხელებში ჩარგო.იცოდა,რომ ეს ხმაური შეუმჩნეველი არ დარჩებოდა.მშვიდად ელოდა როდის გამოჩნდებოდა რომელიმე მსახური ან თავად მამამისი.რა პასუხს გასცემდა მას?ეს სრულებით არ აინტერესებდა.ყელში ამოუვიდა ეს მოხუცი და მისი ხუშტურები.წამოდგა და ოთახიდან გავიდა.კიბეებზე სწრაფად ჩავიდა და უკანა გასასვლელით გარეთ გავიდა.ბაღში ვერ გავიდოდა,ვერანდიდან დაინახავდნენ.იქვე ხის ძირას მსახური ბიჭი დაინახა და დაუძახა.პეგასუსი შემიკაზმეო,უთხრა ბიჭს და თვითონ კვლავ ოთახში ავიდა რათა ხელთათმანები ჩამოეტანა.რომ ჩამოვიდა თოვლივით თეთრი პეგასუსი უკვე უკანა კართან დახვდა.სრაფად შეჯდა ცხენზე და ვრცელი მინდვრებისკენ გასწიეს.ქარი თმას უწეწავდა,მაგრამ ეს სულაც არ აწუხებდა.ცხენზე მამაკაცივით იჯდა,რაც წესების დარღვევა იყო,მაგრამ ის ხომ სწორედ ასეთი გახლდათ,წესებს არასდროს ემორჩილებოდა.ცხენს დეზი ჰკრა,რომ უფრო აეჩქარებინა,პეგასუსმაც ერთი დაიჭიხვინა და საოცარი სიჩქარით გასწია წინ.ჰაერს მიაპობდნენ,ვრცელ მინდვრებს კვეთდნენ.მზე თითქმის ჩასულიყო.ცეცხლისფერი სხივებით ანათებდა არემარეს.ელიზაბეტმა მიმოიხედა და მიხვდა რომ მამამისის მიწებს გასცდენოდა.სად იყო ახლა?არც იცოდა და არც აინტერესებდა.უნდოდა აქიდან შორს წასულიყო სადდე.ახლა,ამწამს ყველა და ყველაფერი ეზიზღებოდა.უეცრად რაღაც შავი სილუეტი დალანდა,მარცხნიდან მოდიოდა.პეგასუსი კიდევ უფრო ააჩქარა,რომ უცნობს არ შეჰფეთებოდა,მაგრამ უკან მიიხედა და ნახა,რომ ცხენოსანი ახლა მის უკან მოდიოდა და მალე დაეწეოდა კიდევას.პეგასუსი კი უკვე დაღლილი იყო.სვლა შეანელა,აწი კან დაბრუნების დრო იყო,თორემ ინერვიულებდნენ.რამდენიმე წამში ფლოქვების ხმა გარკვევით მოესმა და მალევე მის გვერდით შავი,არაბული ფაშატი შეჩერდა.ელიზაბეტმა მხედარს შეხედა და ჰოი საოცრებავ!ეს ხომ მისი მხატვარი სებასტიანი იყო.
-სალამი,ქალბატონი,-მოესმა ჭაბუკის ოდნავ ბოხი,მაგრამ ძალიან სასიამოვნო ხმა.
-სებასტიან?გამარჯობა.როგორ ხარ?გამოჯანმრთელდი?რა დაგემართა?ეს როგორ მოხდა?-მიაყარა შეკითხვები ისე რომ არცკი უცდიდა პასუხს.
-გმადლობთ,ქალბატონო.ახლა კარგად ვარ.სიმართლე გითხრათ,არმახსოვს რა შემემთხვა,ბოლოს ის მახსოვს რომ ვიქტორის სახლიდან გამოვედი.მხოლოდ ეს.
-ხატვას იმედი მაქვს შეძლებთ.
-დიახ რათქმაუნდა,თუ გნებავთ ახლვაე წამობრძანდით ან ხვალ დილით მობრძანდით.
-ხვალ იყოს,ახლა მეტისმეტად შეუძლოდ ვარ.
-შემიძლია რამით დაგეხმაროთ ლედი?
-დიდად მადლობელი დაგრჩებით თუ სასახლემდე მიმაცილებდი სებასტიან.ოღონდ იმდენად დავიღალე რომ ცხენზე ჯდომის ძალა აღარ მაქვს,თან ჩემი პეგასუსიც გადაიღალა.
-რა სამადლობელია,ახლავე მოგეხმარებით,-თქვა და ცხენიდან ჩამოხტა.ელიზაბეტთან მივიდა,წელზე ხელი მოხვია და პეგასუსიდან ნაზად ჩამოიყვანა ძირს.მერე კი უკვე ჩემით შემიძლიაო ელიზაბეტმა და ბორეასზე შეჯდა,წინ კი სებასტიანი დაჯდა.ელიზაბეტმა ნაზად მოხვია ხელები წელზე და თავი ზურგზე მიადო.სებასტიანმა ცხენი დაძრა,მაგრამ სწრაფად არ გაუჭენებია.ნელა მიჰყავდა.არუნდოდა ეს წუთები დასრულებულიყო.ტანში ჟრუანტელმა დაუარა.თავში ათასგვარი ფიქრები ირეოდა,გულს ბაგაბუგი გაჰქონდა.ელიზაბეტიც თითქმის იმავეს გრძნობდა,ოღონდ მას აოცებდა ის ფაქტი,რომ როდესაც სებასტიანთან იყო,საოცარი სიმშვიდე იპყრობდა.მასთან სიახლოვე სიამოვნებდა.მის გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა.ძლივს სუნთქავდა.მხოლოდ იმაზე ოცნებობდა,სასახლემდე მისასვლელი გზა ასჯერ გაზრდილიყო.არუნდოდა მასთან განშორება.რას არ გასცემდა ოღონდ..ოღონდ შესძლებოდა და სებასტიანი მისი გამხდარიყო.მხოლოდ მისი და სხვა არავისი.ნუთუ შეუყვვარდა?!ოჰ,არა,არა ეს შეუძლებელია.ისინი ერთად ვერასდროს იქნებიან...მწარედ ამოიოხრა და სებასტიანს უფრო მეტად მიეკრო.უკვე გაქრა მზის უკანასკნელი სხივებიც და ცაზე პირველი ვარსკვლავებიც აკიაფდნენ.სებასტიანმა ბორეასი ააჩქარა.აჯობებდა ქალბატონი დროზე მიეყვანა სასახლეში.მალე გარკვევით გამოჩნდა სასახლის გალავანი.უკანა ჭიშკარიც და მსახური ბიჭიც,რომელიც თივაზე წამოწოლილიყო და ყველსა და პურს ლოღნიდა.მათ დანახვაზე ჭამა შეწყვიტა და სწრაფად წამოდგა.სებასტიანი ცხენიდან ჩამოხტა და ელიზაბეტს მიეხმარა გადმოსვლაში,მსახურს კი უთხრა პეგასუსი დაებინავებინა.
-თქვენის ნებართვით ქალბატონო,მე წავალ,-უთხრა სებასტიანმა და თავი ოდნავ დაუკრა.
-მოიცადე...მადლობა სებასტიან.-უთხრა ელიზაბეტმა და ლოყები ოდნავ შესამჩნევად შეეფაკლა,მაგრამ განა სებასტიანს ამას გამოაპარებდით?მიუხედავად ბინდისა,მის მზერას ვერაფერს გამოაპარებდით.
-რას ბრძანებთ ელიზაბეტ..უკაცრავად ქალბატონო ელიზაბეტ,-ახლა კი ჭაბუკის ჯერი დადგა,მაგრამ ის ყურებამდე გაწითლდა,თავი ჩაღუნა,რომ ეს დაემალა,მაგრამ ელიზაბეტმა ეს შენიშნა და არაუშავსო უთხრა.მერე უცებ მიეჭრა და მარჯვენა ლოყაზე აკოცა.სანამ სებასტიანი გაკვირვებიდან,განცვიფრებისგან და ნუ მოკლედ ემოციებიდან გამოერკვეოდა,ელიზაბეტი უკვე წასულიყო.რამდენიმე წუთს ჯერ კიდევ გაოცებული იდგა,მერე მთვარეულივით გაემართა იქვე მდგარი ბორეასისკენ.ცხენს მოახტა,წელში გასწორდა,სასახლეს თვალი შეავლო,ამგრამ ვერავინ დაინახა,ცხენს დეზი ჰკრა და შურდულივით წინ გაიჭრა."ნუთუ..ნუთუ ეს მართლა მოხდა?ღმერთო,ნუთუ ეს შესაძლებელია?!მასაც ვუყვარვარ?!არა,არა..ეს როგორ უნდა მომხდარიყო?!ჰო მაგრამ მაშ ეს კოცნა რაიყო?!სხვას რასუნდა ნიშნავდეს?!.."ამგავრ ეჭვებში გაატარ მთელი საღამო ჩვენმა სებასტიანმა.მთელი ღამე თეთრად გაათენა.ელიზაბეტიც არ გახლდათ უკეთეს დღეში.ჯერ იყოდა რომ დაბრუნდა მამამისი გაცხარებული და საშინლად აღელვებული დახვდა.ელიზაბეტი შემოვიდა თუარა მიეჭრა და მთელი ხმით უღრიალა:
-სად ბრძანდებოდით ამდენ ხანს ქალბატონო?!ან რას გავს შენი საქციელი?!ისარ იკმარე სტუმრების თვალწინ ასე უპატუვცემლოდ მოქცეულიყავი და ახლა უკვე ოთახიც დაგილეწავს!მგონი დიდი შეცდომა დავუშვი ასე თავისუფლად რომ მიგიშვი და იმას აკეთბ რაც მოგეპრიანება...
-და იმაზე რას იტყვი რომ შენ ჩემი თხოვნა და ჩემი აზრი არაფრად ჩააგდე?!ეს შენ მომაყენე მე შეურაცყოფა,რადგან მათხოვებ იმ კაცზე რომელიც არ მიყვარს!
-მაგრამ შეგიყვარდება!გგონია მე დედაშენი მიყვარდა და ამიტომ შევირთე?!
-და ამიტომაც დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით!რადგან ვერ შეძლო ეცხოვრა კაცთან,რომლის მიმართ მხოლოდ ზიზღს გრძნობს!მე არმინდა დედაჩემივით უსიყვარულოდ მოვკვდე!არმსურს თქვენსავით უბედური ვიყო!მინდა მთელი ცხოვრება იმასთან გავატარო ვინც მიყვარს და ვისაც ვუყვარვარ!არმინდა ჩემი ბედნიერება ფულსა და სიმდიდრეზე გავცვალო!-მეტის გაგრძელება ვეღარ შეძლო.ყელში თითქოს რაღც გაეჩხირა,რაც ამოსუნთქვის საშუალებას არ ძლევდა.ცრემლები ახრჩობდა,ბოლოს ვეღარ გაუძლო და ოთახიდან სირბილით გავიდა.არა,არა აქ ვერ გაძლებს,ვერ გაჩერდება.სასახლის კედლები სულს უხუთავს.ამიტომაც გადაწყვიტა ბაღში გაესეირნა რათა ყვავილების ნაზ სურნელებაში ეპოვა სიმშვიდე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent