დრო! თავი 29
ძაან უაზროდ დავხტივარ მარა არ მინდა შუაში მივატოვო, პაროლი რომ აღვადგინე ახალი ექაუნთი გახსნა ......... ხმაური დილაადრიან, ისე ცუდად ჩაესმოდა სალომეს, ზუსტად მისი ძმის სიტყვები თუ მოუხდებოდა ამ სიტუაციას, ყურებზე იჭერდა ხელებს რომ რამენაირად მამაკაცის ხმამაღალი საუბარი დაეხშო, რომლის ხმაც ამავდროულად ძალიან მოსწონდა და თან უკვე ხმამაღლა ილანძღებოდა ხმა რომ გაჩუმდა ნელ-ნელა ჩამოიხსნა ხელები და ჯერ ისევ ძილ ბურანში მყოფი რომ ნელ-ნელა ისევ უახლოვდებოდა მორფეოსის გზას კარების შემონგრევასთან ერთად შეხტა და ხმამაღალ ხმაზე აკივლდა, - რა გაკივლებს გოგო?! უცებ დასერიოზულდა ოთახში ხმაურიანად შესული თეოდორე და ქამარი შეისწორა რომელსაც მაიკა 'უშნოდ' ჩაეჭეჭყა, - რა ჯანდაბას აკეთებ?! ბრაზისგან წამოიწია სალომე და ხელში ჩავლებული ზეწარი აიფარა სხეულზე - რას მალავ გეხვეწები საღამურს? ცინიკურად იკითხა მაიკის სწორებით და მისკენ წასულმა ზეწარს ჩაავლო შორიდანვე ხელი - გაეთრიე და დამაძინე! უხეში ძილისგან შეცვლილი, ჩახლეჩილი ხმით უთხრა და უხეშად გადაწვა ისევ საწოლზე და თან პლედს უკეთ ჩაავლო ხელები რომ თეოდორეს არ გადაეხადა, - სალო, ჯიგარო ბევრს ნუ ტლიკინებ, დასერიოზულებულმა გაუღიმა და ზეწარი ოდნავ მისკენ მიქაჩა - გადი აქედან ვა! რა გინდა?! ზეწარი დაიჭირა თეოდორეს მკაცრი და ამავდროულად სერიოზული ბარიტონის შემდეგ და უხერხულად მოხრილი - აა არ მითქვია? - ჰა ჰა თეოდორე როგორი სასაცილო ხარ ცინიკურად გაიცინა სალომემ და ბოლოს სახე მკაცრად დაუსერიოზულა - კაი, ადექი მივდივართ - სად მივდივართ? ხმა გაკვირვებისგან ეცვალა და ბალიშიდან წამოიწია, - ეკლესიაში! ჯვარს ვიწერთ სალო! მკაცრად ხმამაღლა წინ გადაწეულმა უთხრა და მაშინ გაუნათდა სალომესაც თვალები - ჯანდაბაააა! დღეეს?! რა დღეაა?! საწოლზე აწრიალდა და ამავდროულად ვერც დგებოდა ტელეფონს გადაწვდა ინსტიქტურად შეამოწმა მესიჯები და ბარბარეს მესიჯების კითხვისას ვერცერთხელ გამოიტანა აზრი, უცებ მიაგდო ტელეფონი საათის გაგების შემდეგ და ფეხები წამოსაწევად გადმოყო - გადიიი რომ ჩავიცვა! უხეშად შეანათა თვალები თეოდორეს როცა მიხვდა რა აწუხებდა და რა არ აძლევდა მოსვენების საშუალებას და თეოდორეც შეტრიალდა წასვლისთანავე გაიყოლა სიცილით ზეწარი, თუმცა სალომეს ლანძღვაზე უკან არ გაუხედავს კარებში გასვლამდე უშვა წაყოლებულ ზეწარს ხელი და კმაყოფილი გავიდა ოთახიდან, სალომეც უცებ გადმოხტა ზეწარი ისევ საწოლზე მიაგდო და კარადას ეცა, სულ დავიწყებული ჰქონდა რომ დღეს ვაჟას გამოსვლაზე უნდა წასულიყვნენ, რადგან ახალი ნივთებისთვის რეკლამა რეალური და უფრო გამოსადეგარი ყოფილიყო, ერთი საათი ემზადებოდა და თან გადარბენის დროს თეოდორეს მწარე საუბარს უტარებდა, რადგან იმის შნო სიჩქარეში არ ჰქონდა რომ მასაც მწარედ ეკბინა მისთვის... - მზად ვარრ! ხმამაღლა თქვა და ოთახის კარი გააღო - ოჰო! ხმადაბლა ამოხდა კედელზე მიყუდებულ ნაზის, რომელიც თეოდორეს ბუზღუნს დაღლილი სახით უსმენდა და ხანდახან ეცინებოდა, კმაყოფილი დარჩა გამოსულის ხილვისას და მზერა თეოდორესკენ იცვალა, რადგან მისი რეაქციიის დანახვა მოესწრო, სალომეს დანახვისას რომელსაც სადა, შავი, გრძელი, ბრჭყვიალა კაბა ეცვა წელში გამოყვანილი და მარცხენა ფეხთან ნაჭერი მთლიანად ჩაეხსნა, შავი ფერის მაღალ ქუსლებზე შემდგარიყო და სხვა კუთხით დანახული ჩაცმის სტილით სრულიად განსხვავებული და ულამაზესი იყო, შავი თმა დაეტალღა გაშლილი მხრებზე ლამაზად დაეყარა საშუალოდ გრძელი საყურეებიც ჩამოეკიდა და ჯამში საოცრად მომხიბვლელი იყო, ემოციების დამალვა თითქმის კარგად გამოუვიდა თეოდორეს, თუმცა თვალებმა გაყიდეს, რომელიც საოცარი მზერით უყურებდა გამოსულს და თვალიერებაში მის მზერასაც რომ წააწყდა კმაყოფილმა სალომემ გველური ღიმილით ჩაუკრა თვალი, მაშინ გაეპარა ტუჩის კუთხეში თეოდორეს ღიმილი და ნაზი რომ ყურებამდე გაკრეჭილი იდგა მაშინ გახედა სალომემ მას, - კარგია? შეეფერება იმ წვეულებას? პრანჭვით დატრიალდა, რადგან ყველა მხრიდან ენახათ მაყურებლებს და ინტერესიანი თვალები მიაბყრო გასწორებულმა ხან ნაზის და ხან თეოდორეს, - რა თქმა უნდა შეეფერება, სუპერ გოგო ხარ, - თეოდორე ბიჭო გოგოები სად გყვანან? ნაზის ხმაზე სწრაფად ახედა გართულმა თეოდორემ ნაზის და წამით დაფიქრდა კიდეც გონება არეული, გასახსენებლად თუ სად ელოდებოდნენ უკვე კარგა ხნის მზად მყოფი გოგონები - იქ რა ქვია, - რას რა ქვია შვილო აბა ალმაცერად გადახედა მოზმუილე თეოდორეს ნაზიმ და სალომეს თვალი ჩაუკრა, - იქ კაცო, ხელით ანიშნა სიტყვა დავიწყებულმა და როგორც კი ენის წვერზე მოადგა სწრაფადვე წამოიძახა, - ვაჟას ყავს კაროჩე გაყვანილი რა, თქვა თუ არა სიცილი არც შეუკავებია ნაზის, ხმამაღლა დაიწყო სიცილი და თეოდორემაც წინ წასულ სალომეს გააყოლა თვალი, რომელიც მაღალქუსლიანებზე მოსიარულე თეძოებს უნებურად და ლამაზად არხევდა, - ამდენი ხანი მაგის სათქმელად ფიქრობდი? - ოოო უცებ დამავიწყდა რა თავზე ხელის სმით წამოდგა თან წუწუნით გაწელა სიტყვები და ნელი ნაბიჯებით წავიდა გასასვლელისკენ, - სალომე დროზე გამოდი ნახევარ საათში ვერ გავალთ, ხმამაღლა წყნარი სიტყვები დააყოლა და ის უკანასკნელიც თვალების ტრიალით წავიდა მისკენ, - აი რომელმა ჭკვიანმა უნდა დაგეგმოს ამ დილა უთენია წვეულება ან რამე მსგავსი დებილობა, ნაზის გასაგონად დასვა კითხვა, თუმცა პასუხის დაბრუნება თეოდორემ აიღო საკუთარ თავზე და ახლოს მისულს მიუტრიალდა, - აქ ამ დროს მხოლოდ შენთვისაა დილა უთენია ცუნცულ ლოყაზე უჩქმიტა და სალომემაც უხეშად მოიშორა მისი ხელი, - გამოადგი დროზე ფეხი გვერდზე გადაიწია და სალომეს თვალებით ანიშნა წინ წადიო, როგორი უხეში იყო თეოდორეც თითქოს მის ძმას რაღაცით დამსგავსებოდა და ძმების ერთმანეთისგან საოცარი განსხვავება ნელ-ნელა გაექრო, - მალე მოვალ იმედია ნაზის გახედა სალომემ ღიმილით და უმალ შეცვლილი სახით წავიდა წინ, მანქანაში წინ მოთავსდა და თეოდორეს დაელოდა როდის დაიკავებდა მძღოლის ადგილს, მანამ სალონს კმაყოფილმა მოავლო თვალი და ღვედიც აუჩქარებლად გაიკეთა, უხმოდ დაიკავა საჭესთან ადგილი და ღვედის გაკეთებასთან ერთად უხმოდ შეათვალიერა სალომე მანქანა დაძრა თუ არა მაშინვე მუსიკების ჩართვა დაიწყო სალომემ და დაბალხმაზე ამოარჩია სასურველი სიმღერა, კმაყოფილმა ბოლომდე ჩაწია თავის მხარეს ფანჯარა და სახე გაბადრულმა გახედა გზას, კმაყოფილი უყურებდა გზას, ხან თეოდორეს გახედავდა ხოლმე და უკვირდა ხანდახან როგორი სერიოზული იყო, ზოგჯერ როგორი მხიარული და ამავდროულად ცინიკური, ზოგჯერ კი როგორი უხეში, ცვალებადი და ამავდროულად საინტერესო იყო მისთვის, უნებურად ჩაეღიმა მის ყურებაში და როცა მიხვდა რომ შეეტყო გზას გახედა, - ღრმა ფიქრებში გადაეშვი ცუნცულ? მაშინვე უხერხული კითხვა დასვა ისე რომ მისთვის არ შეუხედავს, თუმცა სალომემ შეანათა დაბნეული მზერა კითხვის გამო, რომელზეც არ იცოდა რა პასუხი გაეცა და ზმუილი დაიწყო - მმმმ არა ეგ რა შუაშია, უცებ მიხვდა რომ ბევრს ფიქრობდა და საკუთარი პასუხითაც სრულიად უკმაყოფილო დარჩა - ჩემ ძმაზე ჩავფიქრდი უცებ გადააკეთა სწრაფად სიტყვა თან თითები დაიტკაცუნა და თეოდორემაც ღიმილით გადახედა ჩვეული ცინიკურობით - ძმაზე ფიქრობდი ჩემზე მოშტერებული და ალბათ იმაზეც ფიქრობდი როდის მოხვევდი ხელს და როდის აკოცებდი, ღიმილით გახედა ისევ გზას და შუქნიშანის წითელ ფერზე მანქანა პირველივე ხაზში მყოფი შეანელა - ჰა ჰა ჰა თეოდორე ჰა ჰა ჰა ცინიკურად ამოთქვა ვითომ სიცილის ხმები და თმები გაისწორა კოპებ შეკრულმა გახედა ახლად გაჩერებულ მანქანას მის გვერდით და მძღოლს მოავლო თვალი, სახე რომ ეცნო სწრაფად დაუბრუნა უკვე გაკრეჭილ მამაკაცს თვალი, რომელიც მას უყურებდა და სწრაფად აარიდა თვალი და შუქნიშანს გახედა, რომელიც იცოდა რომ კიდევ დიდხანს არ მისცემდა წასვლის საშუალებას, რადგან გზაჯვარედინზე მყოფებს ჯერ მარჯვნიდან გამავალი მანქანები უნდა გაეშვათ და შემდეგ ზებრაზე ხალხი, მამაკაცმა მანქანა თეოდორეს მანქანას გაუსწორა და შუშა ბოლომდე ჩაწეულმა ერთხელ 'ფს' შეძახილით ეცადა სალომეს ყურადღების მიქცევას, თან გვერდზე მჯდომ ძმაკაცს გადახედა, სალომე კი თავბედს იწყევლიდა იმ მომენტში, რადგან ეცნო ბიჭი რომელსაც ბოლო დღეს კლუბში თავისი ნებით აკოცა, - მე შენ გიცნობ, ხმამაღალი კმაყოფილი ხმით გადმოძახა სალომეს უცნობმა ნაცნობმა და თეოდორეს ყურადღებაც მაშინვე მიიპყრო საჭისკენ გადაიწია რომ დაენახა უცნობი გამბედავი ყმაწვილი, რომელსაც თეოდორესკენ ოდნავ დარცხვენილი მოტრიალებული თავ დახრილი სალომე ეფარებოდა, უცნობს ინტერესით გახედა, რომელიც ძმაკსცისკენ შეტრიალებული ფხუკუნებდა და მისი დანახვის მერე ისევ დაიწია უკან და სალომეს ინტერესით შეხედა, ხმა არ ამოუღია რადგან სალომეს საქმეში ცხვირისჩაყოფა საჭიროდ არ ჩათვალა და გზას გახედა ისევ, - გოგონი, საღამოს ჩემთან არ ავიდეთ? ისევ შორიდანვე გაისმა ხმა და ამავდროულად გაბედულად საუბრობდა ბიჭიც, რომელსაც გვერდით თავის ჭკუით მცველი ეჯდა და სალომეს რომ მისთვის ნაკოცნი ჰქონდა მისი ფიქრებით ახლა მორიგი ნაშასავით ეჯდა სხვას, უკვე ბრაზმოწოლილმა გადახედა თეოდორემ სალომეს, რომელიც აწითლებული კბილებ ერთმანეთზე დაჭერილი თვალდახუჭული იჯდა და ერთი სული ჰქონდა როდის დაიძვრებოდა მანქანა, - რა ტუჩები და გემო აქქ ხო აზრზე ხარ, ხმამაღლა გადაულაპარაკა ძმაკაცს სიცილითვე და თეოდორემაც ნელი მოძრაობით გაიხსნა ღვედი, - პროსტაა ისეთ მომენტში გაჩერდა როო უკვე მენძრეოდა, მისი სიცილის ხმაც კი აღარ მოუსმენია ახლად ჩართულ ახალ მუსიკას ხმა აუწია მანქანის კარი უხეშად გააღო მანქანას უკნიდან მოუარა და სიცილით გართულ ახალგაზრდების მანქანას დაადგა თუ არა მძღოლის კარები უხეშად გამოაღო სწრაფად მოავლო თვალი მამაკაცს, რომელსაც ღვედი არ ეკეთა და გამარტივებული საქმის გამო ძლიერად ჩაავლო საყელოში ხელი და ერთი ხელის მოსმით გადმოყვანილი ააკრო მანქანას, სიტყვის თქმა არ აცადა მაშინვე ძლიერად დააკერა მუშტი სახეში და ცალი ხელით გაკავებულ კაცს დარტყმის დროს რომ არ გადავარდნოდა ხელახლად მოუქნია მუშტი და უკვე ხელ გაშვებულს ძლიერად ჩაარტყა წიხლი, - თეოდორე შეეშვი! სწრაფად იყვირა სალომემ მისთვის მოულოდნელი საქციელის ხილვისას და ქამრის შეხსნამდე მამაკაცი რომ უკვე ძირს გადააგდო თეოდორემ, კარები სწრაფად გააღო სალომემ გადასასვლელად ჯერ არ გაღებული ისევ ძლიერად მიუკეტა თეოდორემ და საჩვენებელი თითის ჩვეებასთამ ერთად მკაცრად გააფრთხილა ადგილზე დარჩიო , ისიც ადგილზე დარჩენილი გულ აჩქარებული უყურებდა ჩაწეული შუშიდან, თუ როგორ დაავლო ხელი წაქცეულს წამოაყენა და როცა დაინახა რომ ფეხზე დადგომა შეძლო მისი მოქნეული ხელი ძლიერად გააკავა თუ არა მანქანაზე აკრობილს ხელახლად დაუშინა მუშტი ნელა გადმოსული ჯერ ისევ დაბოლილი უცნობის მეწყვილე მაშინ მიუახლოვდა თეოდორეს უკნიდან და მისი გაშველება სცადა, თუმცა მალე მასაც რომ მიუტრიალდა ხელები დანებების ნიშანდ მაღლა აწია უცნობმა - თეოდორე გეყოფა! ხმამაღლა იყვირა სალომემ ძალიან აღელვებულმა და შუქნიშანზე სტაფილოსფერი ფერის ნახვისას იკივლა რომ წასვლის დრო იყო, მაშინ გახედა წყნარად თეოდორემ შუქნიშანის ფერებს და ისევ უცნობს დახედა ტელეფონი აართვა მისი ტელეფონიდან თავისში მალევე გაუშვა ზარი, მის ტელეფონში ნომერი წაშალა და მას დახედა - ამ საღამოს შენთან, სახლში! ახვარო! ტელეფონი ზედ დააგდო და ჩქარი ნაბიჯებით მოუარა მანქანას, ღვედის გარეშევე სწრაფად დაძრა მანქანა და გადასახვევში სწრაფად და უხეშად მოუხვია, დაძაბულს ჩაეჭიდა მანქანის სახელურისთვის ხელი სალომეს და გზას თვალს არ აშორებდა მანამ სანამ თავისუფალ გზაზე არ გადავიდნენ, წყნარად სიარული რომ დაიწყო თეოდორემ ნელ-ნელა მოეშვა დაძაბულობა და გაუბედავად შეხედა, - ნუ მიყურებ! ეცადა წყნარად ეთქვა, თუმცა გამოყოლილი ბრაზი ჯერ ისევ იგრძნობოდა ხმაში - ღვედი არ გიკეთია დაბალხმაზე ანიშნა პატარაზე გაწეული საჩვენებელი თითით და თეოდორემაც მაშინ გახედა, წამში შეუთვალიერა ნახატი წმინდა სახე და ჯერ თვალებით ანიშნა ღვედის გაკეთებაზე თავის სხეულზე დახედვით და კმაყოფილმა უთხრა - დაკავებული მაქვს ხელები საჭეზე ანიშნა ისევ თვალებით და სალომემაც სწრაფად აატრიალა თვალები - გამიკეთე კმაყოფილმა უთხრა თან სკამს კარგად მიეყრდნო - შეგიძლია შენითაც სალომეც სკამს მიეყრდნო, თეოდორემ პასუხად მხრები აიჩეჩა ცალი ხელი საჭეს მოაშორა და ღვედისკენ წაიღო, ამავდროულად საჭე მოატრიალა ისე რომ მანქანა ძალიან სწრაფად გზიდან გადავარდა სალომემ მოულოდნელობისგან შეკივლა და შემდეგ თეოდორემაც ვითომ აღელვებულმა სწრაფად "ვოპ" შეძახილით დააბრუნა გზაზე მანქანა უკვე საჭეზე მოკიდებული ორივე ხელით, - დებილი ხარ? - ქამარს ვიკეთებდი! მკაცრად გადმოხედა შეურაცხყოფაზე და ისევ გზას გახედა როცა სალომემაც დაიჭირა მისი მკაცრი მზერა, ჯუჯღუნით გადაიწია მისკენ სალომე ისე რომ ცდილობდა შორს დაეჭირა მისგან თავი და ამავდროულად ვერც წვდებოდა თეოდორეს მხარეს ქამარს, უხერხულად შეხედა თეოდორეს და კიდევ ერთხელ ეცადა მკვეთრად გადაწეულიყო რომ მიმწვდარიყო უხეშად დაამუხრუჭა თეოდორემ მანქანა რის გამოც თეოდორეს მკერდს ძლიერად აეკრო სალომე, შემდეგ სწრაფადვე დაძრა რის გამოც უკნიდან ერთი სიგნალიც მიაყოლეს პროტესტის ნიშნად და სალომეც სახით მის კალთაში შეკივლებით ჩავარდა, კმაყოფილმა დახედა თეოდორემ და მისი ზედმეტად მწარე სიტყვებიც არ შეუკავებია - რა უხერხულია, პირველივე ჩაჯდომაზე მანდ ჩადიხარ? კითხვის გამო მაშინვე აალებადი გახდა სალომე, წამში წაეკიდა ცეცხლი, თუმცა კიდევ შეიკავა ზედმეტი ლაპარაკისგან თავი, კბილებს ერთმანეთზე ძლიერად აჭერდა ისე წამოდგა თმა მკლავით გადაიწია უკან და უხმოდ დაჯდა ადგილზე, - მანქანა გააჩერე დაბალხმაზე ამოილაპარაკა და გზას გახედა სადაც გასაჩერებლად არც ისე სახარბიელო ადგილი იყო - დაგვაგვიანდება, ოდნავი გაკვირვებით გადახედა სალომეს და მის სახეზე მიხვდა კიდეც რომ ზედმეტი მოუვიდა, თუმცა ეს არც აღიარა და არც შეიმჩნია, - მანქანა გა ა ჩე რე! სიტყვები დამარცვლით გამოუცრა და თან ძლიერად უჭერდა კარის ხელის მოსაკიდებელს მუჭს, - კარგად დაფიქრდი კიდევ ერთხელ გადახედა და შანსების მიცემით ეცადა დანაშაული გამოესწორებინა, რომელიც ყველაზე ცუდი და შეუმჩნეველი გამოსწორების მცდელობა იყო, - გააჩერე! ხმამაღლა იყვირა სალომემ და თეოდორესაც მაშინვე ეცვალა სახე, გამოხედვაც საშინლად ცივი გაუხდა ყბები დაეჭიმა ისე მოუმატა გაზს გასაჩერებელ ადგილას რომ სწრაფად მისულიყო, ნაპირზევე უხეშად დაამუხრუჭა მანქანა და გაუხედავად დაელოდა როდის გადავიდოდა მანქანიდან სალომე, ისიც არ გაჩერებულა გაჩერდა თუ არა მანქანა მაშინვე გადავიდა მანქანიდან კარები უხეშად მიუკეტა და თეოდორემაც სწრაფად მოწყვიტა მანქანა ადგილს.... უკან მობრუნება აზრადაც არ მოსვლია მიუხედავად იმისა რომ ულამაზესი გოგო მაღალი ქუსლებით, ქალაქისგან შორს ჩამოსვა, ქალაქ გარეთ რადგან იყო დიდ რესტორანში წვეულება სალომესაც ძალიან ცუდი ადგილი მოუწია ჩამოსასვლელად, ცრემლები შეიკავა და უბრალოდ ბრაზი და ბოღმა გუდავდა, ხმამაღლა უკივლა თუ როგორ სძულდა და პატარა ხელში აღებული ქვაც მისკენ ისროლა თუმცა ის უკვე ძალიან შორს იყო, - ნაგავო! ცხოველო! ვერ გიტან! იმდენად მძულხარ რომ ვერრ გადმოვცეეეეეემ სიტყვეეეებიიიით! ბოლო ხმაზე წიოდა ისე რომ ხმაც ჩაეხლიჩა და გაუწყდა კიდეც კივილის დროს, ხველა აუტყდა ზედმეტი გადაჭარბებული ხმის გამოცემის გამო, თუმცა იმდენად ძალიან უნდოდა რომ ეს სიტყვები უკვე აღარ გამოჩენილს გაეგო რომ თანახმა იყო ხმის ჩახლეჩვაზე....... წვეულება უკვე დაწყებული იყო ვაჟას მიყვანილი ჰყავდა გოგონები რესტორანში და ისინიც მოუთმენლად ელოდნენ სალომეს, მაღლა ავიდა თუ არა სწრაფად წამოვარდა ბარბარე ისე შეეგება თეოდორეს და მანაც თავზე კოცნით გამოხატა მისალმებაც და კმაყოფილება მისი დანახვისას, - სადაა სალომე? მაშინვე იკითხა ბარბარემ და კიბეებს ჩახედა შესამოწმებლად - გზაშია - გზაშია? თვალები გაკვირვებისგან პრუჟინებივით გადმოუცვივდა ბარბარეს და შემდეგი დაბადებული მრავალი კითხვიდან რომელი დაესვა ვეღარ ფიქრობდა, - შენ უნდა მოგეყვანა თედო რა გზაში ნერვულად გაიცინა ბარბარემ და მისი მეწყვილე რომ მას უახლოვდებოდა წამით მოავლო თვალი, - ვერ გეტყვი მოვა თუ არა მარა გზაზე როა ეგ დიდი ხანია ვიცი, სწრაფადვე გაცა პასუხი და გვერდი აუარა ისე ჩამოართვა ბარბარეს მეწყვილეს ხელი ხმამაღალი მოკითხვით, გაოცებას ვერ მალავდა ბარბარე, მეწყვილეს უთხრა რომ მალე დაუბრუნდებოდა ისე ჩავიდა დაბლა, რადგან მუსიკის ხმამაღალი წყნარი ხმა ჩაეხშო და ჩასულმა გაუშვა ზარი სალომესთან, რამდენიმე წამში გასცა პასუხი კმაყოფილი ხმით სალომემ და ბარბარესაც ნერვიულობა მის თავისუფალ ხმაზე გადაუვიდა - გოგოო სად ხარ?! სწრაფად დასვა კითხვა თან საკუთარ ნიკაპსვე აწვალებდა - მოვდივართ ბაბი რა ხდება? - მოდიხართ? - ჰო რა არი, - თეოდორე აქ არი სალო - ეგ ვინ არი? მოკლე მოკლე პასუხებს სცემდა და სულ უფრო იბნეოდა ბარბარეც, - რო მოხვალ ახსნი! დროზე დაიწყო დიდი ხანია ვაჟას გამოსვლაც იყოო უკვე - აუუ რა ცუდია რომ ვერ მოვუსწარი მაპატიებს იმედია, - გაპატიებს, დროზე მოდი, სწრაფად უთხრა და გაუთიშა ფიქრის მერე ავიდა მაღლა რომ მეწყვილეს დაბრუნებოდა..... კმაყოფილმა შეადგა დიდ დარბაზში ფეხი, მეწყვილესთან ერთად წყვილში დგამდნენ ფეხს და კარებთან შეჩერდნენ, ლამაზად მიიქცია ყურადღება კარებში მდგარმა წყვილმა, სალომეს მაღალი მამაკაცისთვის ხელკავი გამოედო და ლამაზად მომღიმარი ათვალიერებდა დარბაზს - შევიდეთ? ღიმილით გადახედა ილიამ მეწყვილეს და მანაც კმაყოფილმა დაუქნია ნაზად თავი, კიბეებზე ჩასვლისთანავე შეეგებნენ ილიას, რადგან ძალზედ ნაცნობი პიროვნება იყო ყველასთვის და ისიც კმაყოფილი აცნობდა ხალხს გზაში ნაპოვნ მეწყვილეს, - კი რა თქმა უნდა ყველაფერი კარგად იქნება, კაცის მობეზრებულ ლაპარაკს უკვე დაღლილი სცემდა პასუხებს ილია, თუმცა ამ ყოველივეს არ იმჩნევდა და ისევ მოწიწები აგრძელებდა ლაპარაკს, - ძალიან ლამაზი მეწყვილე გყავს, თვალი ჩაუკრა მამაკაცმა და სალომემაც გულწრფელი ღიმილით 'გადასცა' მადლობა, ძლივს გათავისუფლდა ილიაც მისგან და ახლა ძალიან ნაცნობ ადამიანისკენ აიღო თავად გეზი რომელიც იჯდა და შორიდან ათვალიერებდა ხალხს, - ეს მარტო სული ვინ არი? კითხვით და ღიმილით დაადგა ილია თეოდორეს თავზე და თან უკან მდგარ სალომეს არ უშვებდა ხელს, ჯერ სალომე შეამჩნია ამ უკანასკნელმაც შემდეგ ჩაჭიდებული ხელი და შემდეგ დაინახა წინ მდგომი ილია, ღიმილით წამოდგა ისე მოხვია ხელი და სიცილითა და მოკითხვით წაეთამაშა თავზე, - აქ თუ გნახავთ შენ, ამ სიტყვებით ბევრი რამე უთხრა ილიას რომელიც გააგებინა კიდეც და სკამზე ჩამოჯდა თან მასაც თვალებით ანიშნა დაჯექიო, სანამ ილია ჯელტმენურად სკამს უწევდა მეწყვილეს მანამ მოასწრო თეოდორემ თვალებით გოგოს 'შეჭმა', თავადაც ჩამოჯდა, თუმცა სალომე თეოდორესთან ახლოს უფრო რომ იჯდა არასასიამოვნოდ მოათვალიერა მანძილი და ღიმილით შეხედა თეოდორეს, - როგორ მიდის საქმეები? თეოდორემ დაიწყო კითხვის დასმა და უკან გადაწეულმა უნებურად დახედა სალომეს ფეხებს, რომელიც დაჯდომის გამო ჩაჭრილი ზოლი მეტად მაღლა ამოწეულიყო ზედმეტად მაღლა მოჩანდა ლამაზი ფეხები, სალომემ მისი მზერა რომ დაიჭირა მაშინ დახედა თეოდორეს წეღანდელ მზერას და უხერხულად აქაჩა გადახსნილი ნაჭერი, რომელიც ჩაჭრილ ზოლს ვერ წვდებოდა და წესიერად ვერაფერს მალავდა, - რავიცი, ხანდახან კარგად ხანდახან პრობლემები, - პრობლემებს რა გამოლევს, ჩაიცინა თეოდორემ თან საზურგეს მიეყრდნო - შეყვარებული რასშვება კითხვა დასვა თუ არა ილიას ჩაეცინა ისე გახედა სალომეს და თეოდორეც უცებ გადმოიწია მაგიდისკენ, ინტერესით თუ რას იტყოდა პასუხად, - ოოოოოო, ეგ ცოტა ისეთი საქმეა ახლა აღარც კი გამხსენებია, ჩაიცინა ილიამ ისე მოკიდა მაგიდაზე დადებულ სალომეს ხელს ხელი და თეოდორესაც თავისი ფიქრების გამო გაეცინა - ორი კურდღლის დაჭერა გინდა? ცალყაბდ ღიმილით შეხედა ილიას და მერე მის ხელს, - რატომაც არა მხრების აჩეჩვით თქვა და შემდეგ გაახსენდა, რომ თეოდორესთვის სალომე არ წარუდგენია, - აა და დამავიწყდა ჩემი ულამაზესი მეწყვილე გამეცნო, სალომე, ხელი გაიშვირა სალომესკენ და შემდეგ სალომეს გააცნო კარგად ნაცნობი თეოდორე, - ლამაზი მანდილოსანი გყავს, - რა თქმა უნდა, კმაყოფილმა გახედა ილიამ სალომეს და სალომეც გამარჯვებული მზერით უყურებდა თეოდორეს, - მეც მყავდა ერთი ლამაზი გოგო, - მერე სად არი? გამიკვირდა ცვეტში მეთქი თეოდორე მარტო ზის, არ მჯეროდა ძმობასგაფიცებ, ჩვენ რო ვაფშე მეწყვილეს ვერ ვნახულობდით შენ სამი გოგოთი გვეჩითებოდი და ახლა რა დაემართა მეთქი ემოციების მოუთოკავად აბავდა მამაკაცი სიტყვებს ერთმანეთს და არც ისე კარგ მოგონებას მისთვის ასეთი კარგი მომენტით რომ ანაცვლებდა მისთვის ძალიან მაგარი გოგოს თანხლებით კმაყოფილი რჩებოდა სალომემ კი საკუთარ თავზე აიღო ეჭვნარები ფიქრებით მისი სიტყვები - ცოტახნის წინ გავიდა, კმაყოფილმა ამოილაპარაკა და მომარჯვებულ ტელეფონში რამდენიმეჯელ სწრაფად აკრიფა ასოები და მალევე დააბრუნდა ტელეფონი ჯიბეში - აა მარტო ვინ დაგტოვებდა პრინციპში, მხრების აჩეჩვით წარბების თამაშით უთხრა და თეოდორემაც ზარმაცულად შეიფერა, წინ მაგიდისკენ წამოწეულმა ერთხელ კიდევ მოავლო სალომეს ღრმად მოშიშვლებულ ფეხებს თვალი და წინ წაწევისთანავე მაგიდის ქვევიდანვე შეაცურა ხელი თავად ეცადა კაბით ფეხები დაეფარა, თუმცა მასაც არ გამოუვიდა ამიტომ ამაო მცდელობის გამო სალომე დაჭიმული იჯდა და მოფათურე ცხელ ხელებზე ახალ მიუჩვეველ შეხებისგან გამოწვეულ სიამოვნებების გრძნობისას უნებურად მოუჭირა ილიას ჩაკიდებულ ხელს ხელი - რა გჭირს? მისკენ წაიწია ილიაც, რადგან არ ელოდებოდა უაზროდ ამ საქციელს და როცა სალომე ადგილზე გაქვავებული იჯდა ფიქრიც შეიძლებოდა რომ ცუდად იყო, - არაფერი, შეძლებისდაგვარად გაუცინა ილიას და მეორე ხელით თეოდორეს ვენებდაბერილ ხელს წაავლო თითები თან მწარედ ჩქმეტაც მოასწრო, მობეზრებულად შეხედა თეოდორემ და მეტად დახრილმა სალომეს კაბის შუა ნაწილს სწრაფად წაავლო ხელი უფრო განიერი და ფართო ნაჭერი მაღლა ამოწია და უკვე მოხერხებულად გადააფარა ლამაზ ფეხებს, ამ ქცევასთან ერთადვე წამოდგა ბოდიშის მოხდით ბრძანა რომ ისევ მოვიდოდა და გასასვლელისკენ დინჯი ნაბიჯებით წავიდა ბოლომდე გააყოლა სალომემ თვალი და გულში ლანძღავდა კიდეც.... მშვიდად მიდიოდა წვეულება დილის შუქი დარბაზს სულ ვერ ეკარებოდა, ჩაბნელებული ფანჯრებიდან მზის სხივი ვერ აღწევდა, სამი ფერით განათებულ დარბაზში უამრავ ხალხს მოეყარა თავი, წყვილები მშვიდ,წყნარ მუსიკაზე ერთმანეთს აკრობილები ნაზად აყოლებდნენ ტანს, ზოგს კი ერთმანეთი დიდი ხნის შემდეგ ენახა და ერთმანეთთან გატარებულ დროს იხსენებდნენ, ხან კი ბევრი კითხვაც მოდიოდა ახალ ქარხანასა და მის ამუშავებაზე. თეოდორე მართლაც საოცარ მანდილოსანთან ერთად დაბრუნდა დარბაზში მისი თითები ნაზად მოეთავსებინა ხელებში და წყნარად ყვებოდა მუსიკას, ზედმეტად "ფეშენ" სტილით იყო გოგო, ლამაზიც იყო თუმცა, ზოგი იფიქრებდა რომ გადაპრანჭულობის ფონზე ნამდვილად ბარბი ეკავა თეოდორეს, დაბოღმილ მზერას ვერ იშორებდა სახიდან სალომე ზურგი შეაქცია მათი ყურებით რომ დაიღალა და ისევ ილიასა და ვაჟას საუბარს დაუგდო ყური, - წამო ჩვენ ვიცეკოთ სალი, ხელი ჩაავლო ვაჟას გვერდით მდგარმა ანანომ და კაკუნით წავიდა წინ, დადგომასთან ერთადვე მოუთმენლად დაუსვა კითხვები, რომელიც მისი დარბაზში მოსვლისთანავე აინტერესებდა და პასუხს მკაცრი სახით დაელოდა, - თუ მაგისგამო გამომიყვნე საცეკვაოდ ასე გეტყვი, ცხოვრებაში თუ რამეს გადაწყვეტთ ჩემს მაგივრად, ის ცხოველი სამყაროდან გააქრეთ, ზედმეტი კითხვა თუ დაგებადება მას კითხე! წყნარად გასცა მის კითხვას პასუხი თუმცა ბრაზი მაინც მოაწვა, მისი ხელიდან გაინთავისუფლა თავი და შეძლებისდაგვარად სწრაფი ნაბიჯებით წავიდა მოცეკვავე ხალხს შორის რადგან გასასვლელისკენ წასულიყო, ხელში მოეკუჭა კაბა ბრაზისგან ხალხში თითქმის გამძვრალი მაჯაში ხელის ჩავლებამ გააჩერა, მაშინვე მიხვდა ვის ეკუთვნოდა ხელი და მობეზრებული სახით უნებურად დაყვა თეოდორეს ძალას, სწრაფად დაატრიალა თეოდორემ ხელი წელს უკან მოუქცია და მუსიკაში ჩამჯდარმა აიკრო მკერდზე, - ახალ გაცნობილებს ასე არ ექცევიან დებილო, კბილებში გამოცრა და თავის შეუტრიალებლად მოავლო თვალი ხალხს, ეცადა უკან მოყოლილი ხელი გაენთავისუფლებინა, თან ფეხი გაასწორა, რადგან მაღალ ქუსლებს მიუჩვეველს ფეხები ძალიან სტკიოდა, - ზედმეტად მაიმუნი ხარ არა? კმაყოფილმა დახედა თეოდორემ და ხელის გასწორების საშუალება მისცა წინ გადმოწეული ხელი თითებში მოიქცია და მუსიკას იძულებით ააყოლა, - რა ჯანდაბა გინდა?! შემეშვი! ნუ მეხები საერთოდ! გაღიზიანებული ვერ ისვენებდა ისე უხეშად იშორებდა თავიდან, მისი სიტყვების ჯინაზე წელზე ძლიერად მოჭერილი ხელით იმდენად ძლიერად აიკრო სხეულზე, უხერხულობისგან ბროწეულივით გავარდისფრდა, უხერხულად ცდილობდა მისგან თავის დაღწევას თან ხალხს გადახედავდა ხოლმე, - გამიშვი ეს უპატრონო! გამოუცრა ისევ, თეოდორემ მისი სიტყვები მუსიკის ხმებს შეუერთა რომელიც სულ არ წვდებოდა მის სმენას - იცი როგორი სერიოზული ტიპი ააგდე, მისი ფიქრები მხოლოდ იქ იყო სადაც სალომე უკანმოუხედავად დატოვა - რა შენი საქმეა ვინ ავაგდე და ვინ არა ცხოველი, ნაგავი ხარ! რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზეა შეყვარებული, ვერგიტან! და ის რომ არა ახლა ღრმერთმა იცის სად ვიქნებოდი! და გამიშვი ეს დამპალი ხელები! ძლივს სხეულიდან მოშორებულს დაბლა დაეხარა თავი და ორივე ხელით ცდილობდა თეოდორეს წელზე მოხვეული ხელი მოეშორებინა, ყბები ბრაზისგან დაეჭიმა თეოდორეს უხეში მოქაჩვით იძულებული გახადა გასწორებულიყო ისევ სალომე და მანაც ბრაზიანი მზერა ესროლა თეოდორეს მკაცრ თვალებს, - რო არ ვიცოდე რისი მაიმუნობის სანაცვლოდ წამოგიყვანა, ალბათ დავიჯერებდი კიდეც შენს ანგელოზობას და ეს კიდევ მეორე ყველაზე უაზრო სიტყვები, რომელიც მისგან ვერასდროს ვერავის უნდა გაეგო, მართალია ის იცნობდა ილიას და მისი ყველანაირი ცუდი მსვლელობა იცოდა, თუმცა არ იცნობდა საკმარისად სალომეს, რომელსაც გულში რაღაც ჩაწყდა, თავი სამყაროს კახპა ეგონა, იმდენად დადაბლდა იმდენად დაამცირა ამ სიტყვებმა, გაუაზრებლად გაეჩხირა უზარმაზარი ბურთი ყელში, - ხელი გამიშვი! უემოციოდ ამოილაპარაკა აკანკალებული ხმის ძლივს გასწორებით და ხელები უშვა, ისე ეჭირა ჰაერში ხელები თითქოს ნაგავს ეხუტებოდა, - მეზიზღები, ძლივს გახსნა სახე რომ გაეღიმა, ღიმილთან ერთად გადმოუვარდა შეკავებული ობოლი ცრემლი, არავისი მორიდებია ისე უხეშად მოშორდა სხეულიდან სწრაფი ნაბიჯებით გავიდა გარეთ, შორიდან მაყურებელი ბარბარე სწრაფად გაეკიდა გასულს ხელში ჩაავლო ხელი, უხეშად გამოგლიჯა მასაც ხელი ფეხზე სწრაფად გაიძრო და კიბეებზე სწრაფად დაეშვა - სალომეეე! შორიდანვე დაუყვირა ბარბარემ, თავად რომ მარტივი გასახსენლი ფეხსაცმელები არ ჰქონდა ვერ გაეკიდა სალომეს და კიბის თავშივე დააბაკუნა ფეხები, - სალომეეე! კიდევ იყვირა და შორიდან ხალხის ყურადღება რომ მიიქცია შერცხვენილმა გააპარა ღიმილი, დიდი ნაბიჯებით მომავალ თეოდორეს გადაუდგა წინ ყბებ დაჭიმულმა შეხედა - რა ჯანდაბას აკეთებ თედო?! რატო უმწარებ ამ გოგოს სამშობლოში ჩამოსვლის დღეს! რას ერჩი?! თავს ბრაზისგან აყოლებდა სიტყვებს და გვერდიდან გასვლისცდელობა ორჯერ გადაუკეტა თეოდორეს - გამეცი პასუხი ადამიანო! რას გიშავებს?! კიდევ ერთი კითხვის მერე თითქოს უნდოდა კიდეც რაღაც ეთქვა, თუმცა თავი შეიკავა მხარი უხეშად გაკრა ბარბარეს და ზედა სართულზე აივანზე ავიდა, - რა მოგიხერხოთ ამოიწუწუნა ბარბარემ და ჯერ ბარბარეს გავლილ გზას გახედა შემდეგ თეოდორეს..... - მძულს ჩემი ბედი, ჩემ დაბადებასაც ვერ ვიტან! ხმამაღალი ტირილით ფეხშიშველა კაბის ფხოკიალით უკვე კარგა ხნის გამცდარი იყო რესტორანს მცხეთის გზაზე მშვიდ, მანქანებისგან ცარიელ ხეებით სავსე ვიწრო გზაზე გადაეხვია და ისიც არ იცოდა სად მიდიოდა, მშვიდად რომ მიდიოდა მეტად აწყნარებდა და თავისუფლად იცლებოდა ემოციებისგან, ფეხის გულები იმდენად სტკიოდა გრძნობა, რომ ფეხის გულზე უზარმაზარი დაბერილი ჰქონდა, არ ასვენებდა, ხელით დაიზელდა ხოლმე და ისე აგრძელებდა გზას, გამოქცეულ პატარძალს გავდა, თუმცა არავის ეგონა თუ სადმე წავიდოდა, ხელახლად დახედა ტელეფონს რომელიც კიდევ რეკავდა და ამჯერად თეოდორეს ზარი რომ იყო ტელეფონის მოსროლა მოუნდა, თუმცა დიდხანს არ ურეკია მალევე გათიშა, რესტორნის აივანზე მყოფები კი ბოლთას სცემდნენ და ბარბარე თეოდორეს გაგლეჯვამდე იყო, ვაჟა თუ გააშველებდა, თეოდორეც უხმოდ ეყრდნობოდა კედელს და ნამუსის ქენჯნა თუ აწუხებდა, - ილია ეძებს და ნუ გაუტრაკეთ საქმე, რა იცით რო მაგასთან არ არი, ბარბარე მის ლანძღვას რომ არ მოეშვა მაინც დასჯილი ბავშვივით ამოილაპარაკა - ან სად უნდა დაიკარგოს პატარა ხომ არ არი, თან შეუძლია ხალხის მოსყიდვა, - აუ მაგაზე თუ რამე უთხარი თავს გადაგხსნი, მაშინვე ჩაეჭრა ვაჟა, რადგან ისიც გადასარევად იცნობდა ქალის უნახავ ილიას და ფიქრიც კი ვერ შეიკავა იმავე მოსახდენზე რაც თეოდორემ თითქმის უთხრა კიდეც სალომეს, - გაიარე დაბალხმაზე უთხრა ისევ და აივანზე ილია რომ შევიდა თავი მეტად უხერხულად იგრძნო სალომეს გარეშე რომ იყო ილია, - ჩემი კაი მეწყვილე გამიქრა გაიცინა და ბარბარემ თეოდორეს ზიზღის სახე რომ შეანათა ისიც ადგილს მოწყდა........ - არა მალე ავალ სახლში სიცილით ჩაძახა ტელეფონს სალომემ და ძმის მოკითხვა განაგრძო - გოგო მაგრა არ მომწონს შენი ხმა და არ ჩამომიყვანო ნუ მატყუებ მაგრად მიტყდება, კისერზე ხელი მოისვა დემეტრემ და დაღლილი რომ ჩამოჯდა სკამის საყრდენზე გადააგდო თავი, - არაა დემე, დღესს რაა ვცანცარებდით და გულიანად ვუკივლეე ხოდა ხმა ჩამებრდღვნა მაშინვე მაგიტო მაქ დაბოხებული ჩაგლეჯილი ხმა, - რა გაკივლებს გოგო მერე მანდ ხალხს ძინავს, სიცილით თქვა დაბოხებული ხმით და სალომემაც ხმამაღლა გადაიკისკისა - არ გაგიგონ, როდის ჩამოხვალ შენთან მინდააა, სიტყვა წუწუნით გაწელა ბოლოს უცებ გადაცვალა თემა ისევ და წამით შუა გზაზევე ჩამოჯდა, - ცოტა მიწყნარდეს ყველაფერი რაღაც პრობლემებიააა და მაშინვე დევეშვები რა, იმედია არ მოიწყინე, - არა მიუხედავად ზოგჯერ დებილობებისა აქ მაინც სულ სხვა გრძნობით ვარ, გულწრფელად თქვა და ცალი ხელით ფეხს იზელდა, მაღალ ქუსლიანებიც ძირს დაყარა და ძმასთან ლაპარაკი მაქსიმალურად გაწელა... გზაზე სიარულითაც იღლებოდა, ხან გვერდულად მიხტოდა ხან უკანა სვლით დადიოდა მაქსიმალურად ცდილობდა ნატკენი ფეხები ეტკინა, ისევე იყო კოღოს კბენის დროს ნაკბენს ფრჩხილებს რომ არჭობდა, ახლა ნატკენ ფეხებს კიდევ მეტ ძალას ატანდა რომ სტკენოდა , რომელიც ჯობდა რომ არ გაეკეთებინა, ფეხშიშველა გვერდულად მოხტუნავე ვინ იცის რამდენი ხნის დალეწილ შუშას დაახტა მარჯვენა ფეხით, ტკივილისგან ღრმად შესუნთქვითვე დაიჭიმა და ძალა რომ კიდევ აღარ დაეყენებინა მაშინვე ჩაიკეცა, - ღმერთოოოო, დაჭიმულმა ამოილაპარაკა და ძირს მჯდომმა დაჭრილი ფეხი მარცხენა ფეხზე დაიდო რომ შუშები ენახა, - აუუფფ! ესღა მაკლდა! ძლივს გადავლილი ცრემლები ხელახლა გადმოყარა და ერთადერთი კანში ჩარჩენილი შუშა მოიშორა, მაშინვე არა თუმცა სისხლმა რომ დენა დაიწყო წვაც მაშინ იგრძნო თითებს შორის და ფეხის გულზე ღრმა ჭრილობის გამო ხმამაღლა ტიროდა და პატარა დაკარგული ბავშვივით წინ მიდიოდა კიდევ ერთ ზარზე ტელეფონი გვიან ამოიღო, თუმცა ვინც არ უნდა ყოფილიყო თანახმა იყო ეპასუხა, ტირილისგან მოთენთილიც იყო ახლა ფეხი კიდევ მეტად სტკიოდა და სრულიად უბედო ფეხზე ამდგარი იყო, - რა გინდა?! ნაცნობ ნომერს გააგონა უხეშად ნამტირალები ხმით და ღრენა ვერ შეიკავა - რა გჭირს? სწრაფად წამოიწია საჭესთანვე მის ხმაზე და ანერვიულდა კიდეც, მისი ხმიდან გამომდინარე არც ისე ბედნიერად გრძნობდა თავს, რისი თავი და თავიც თეოდორე იყო, მართალია ბოდიშის მოხდა მას არ შეეძლო, თუმცა საკუთარ თავს ვერ აპატიებდა სალომეს რამე რომ მოსვლოდა, - რა შენი საქმეა?! - სად ხარ სალომე, - არ არი შენი საქმე და ნუღა რეკავთ! ისევ შეიღრინა და გადაიფიქრა კიდეც დახმარების თხოვნა მისთვის, - სადხარ-მეთქი! კბილებში გამოუცრა სიტყვები და იმ სიმკაცრეს და ბრაზს ვერ მალავდა ძლიერად უჭერდა საჭეს ხელს, სიჩქარის გამო მოსახვევიდან რომ გამოუვარდა მანქანა დამუხრუჭება მოასწრო, ძლიერად დაარტყა საჭეს ხელი ისე დაუსიგნალა წინ გადმოსულ თეთრ ტოიოტას და გვარიანად შეაგინა, გატრუნული თავად დაიძაბა ახლა სალომე და კითხვა, თუ რა მოხდა და ხომ ყველაფერი კარგად იყო, უხმოდ გადაყლაპა - სალომე იტყვი თუ არა ამ დედაშე.... ოხ! საკუთარ თავზეც ბრაზობდა თეთრ ტოიოტაზეც და სალომეზეც, უხეშად გადაიყვანა გზიდან მანქანა და კარები გააღო რამდენიმე წამი ისევ სალომეს სლუტუნს უსმენდა და შედარებით მშვიდად მყოფმა წყნარად დასვა კითხვა, - ნერვიულობენ სალომე, თუ გინდა რომ შენს გამო მკვლელობა არ ჩაიდინონ ამავდროულად თუ ოდნავ მაინც გადარდებს ნაზი, რომელთანაც მივალთ უშენოდ მითხარი სად ხარ, სრული სიწყნარით თქვა, სრულ სიჩუმეს მხოლოდ მანქანების გზაზე "გაშხუილება' უშლიდა ხელს, დიდი ხანი პასუხი არ გაუცია, თუმცა მეორედ არ ეკითხებოდა არაფერს.... ისევ სიჩუმე - არ მინდა რომ შენ მოხვიდე, ამოიწუწუნა ამდენი ხნის მერე და გზაზე ჩამომჯდარი ჯერ ისევ სისხლიან ფეხს დაჰყურებდა, - მიდი მითხარი, ისევ წყნარად უთხრა და სალომემაც ჩაწითლებული სველი თვალები მოიწმინდა, იქით-აქეთ მოიხედა და ცოტახნიანი გარემოს ყურების შემდეგ გაანალიზა, რომ არ იცოდა სად იყო, - ააუუ ატირდა ისევ თან ხმა უწყდებოდა ტირილისგან, - რა მოხდა? - არ ვიცი სად ვარ, თეოდორემ მის პასუხზე გაშლილი ხელი შუბლზე მიირტყა და ნერვულად ჩაიცინა, - კაი რა გატირებს მერე, რას მიბოდიალებდი, რა ადგილას ხარ და საიდან წახვედი ეგ მითხარი მიუგნებელი არაფერია არ იტირო, ისევ მშვიდად უთხრა და საჭესთან გასწორდა ფეხები მანქანაში შეყო საჭესკენ შეტრიალდა კარები დაკეტა და უკვე პასუხს ინტერესით დაელოდა, - რომ წამოვედი მეორე შესახვევი რომ იყო იქ შევუხვიე, არ ვიცი რამდენი ხანია მოვდივარ ერთმა ორმა მანქნანამ გამოიარა მხოლოდ ვიწრო გზაა იყო, ერთი გადასახვევი იყო ეს კიდევ მეტად ვიწროა მანქანა ვერ შემოვა, არც აქ ვიცი რამდენი ხანი მოვდივარ - ანუ გამოგცდი აღარსად წახვიდე დამელოდე აქვე ხარ, სწრაფად გაიკეთა ღვედი მანამ გადაუხვევდა მანქნა გაუშვა და საჯარიმო მოსახვევიც გააკეთა, მხოლოდ ერთი მოსახვევით ამცდარი იყო და ამის გამო კრუგის დარტყმა უაზროდ მიაჩნდა, მითითებულ ადგილას გადაუხვია თუ არა ყურადღებით და ნელა მიდიოდა, რადგან ან ის არ გამორჩენოდა ან წვრილი, ვიწრო გზა, ნელა მიდიოდა და მანქანით სადღაც რვა წუთის სავალზე ვიწრო გადასასვლელში მართლა რომ ვერ შევიდოდა მანქანა ხეებში გააჩერა, წვალებით და წამებით თუ გავიდოდა მის გვერდით მანქანა, რომელიც იმედი ჰქონდა რომ მის ბედზე ახლა არ გამოივლიდა, ფეხით დაუყვა ვიწრო გზას დიდი ნაბიჯებით, მალე უკვე შუშებთან მისულს სისხლის წვეთებმა გაუკვალეს გზა და გზადაგზა იფურთხებოდა, 'ფეთხუმი სიარული არ იცის და ესეც ჩემი ბრალიაო' ათი წუთი ისე იარა უკვე ეგონა, რომ არასწორად მიდიოდა მკვეთრ მოსახვევში რომ გადავიდა არც ისე შორს ძირს იჯდა უკვე დაწყნარებული და თითქმის სისხლშეჩერებული ფეხიდან სისხლს იწურავდა, თავადაც რომ შეამჩნია თეოდორე, სწრაფად დაავლო ფეხსაცმელებს ხელი და წამოდგა, ნატკენი ფეხი ძირს ბოლომდე არ დაუდგამს არც ადგილიდან განძრეულა თეოდორე რომ მიუახლოვდა ხელი ძლიერად კრა და თეოდორესაც ხმამაღლა გაეცინა ხასიათი გამოკეთებოდა სალომე რომ ნახა და უკვე მშვიდადაც იყო, - რა გინდა გოგო, - ვერ გიტან, ხმამაღლა უთხრა ხელახლა მიახლოვებულს და თეოდორემაც მისი სახე მოიქცია ხელებში ჯერ ისევ სრულად არ შემშრალი ტუშისგან გაშავებული სახიდან, ტუში რომ მოეშორებინა, თითები ნაზად მოუსვა სიცილით სახეზე თუმცა არც ისე მარტივი აღმოჩნდა მისთვის მისი მოშორება, - ნუ მეხები! უხეშად გააშვებინა ხელები ჰაერში გაჩერებული ფეხით სწონასწორობას რომ ვერ იცავდა ქუსლი დადო ძირს, - სად მიდიოდი გთხოვ მითხარი ისევ სიცილით გახედა წინ გზას როცა საინტერესოს ვერაფერს ხედავდა და სალომეს ბოროტ მზერაზე ისევ გაეცინა - შენი საქმე არ არი! თეოდორემ მის პასუხზე თავი გააქნია და მობეზრებულად აატრიალა თვალები, - ხელში უნდა აგიყვანო და გინებას ნუ დამიწყებ, ხმადაბლა უთხრა მის გვერდით დადგა, არაფერი უთქვამს სალომეს ის კომფორტულად იქნებოდა მკლავებში და წესით მის ფიქრებში თეოდორე უნდა დაღლილიყო, ისიცი ნელა დაიხარა კაბა ისე შეკეცა რომ ზედმეტად არ გადაცვენილიყო იქით-აქეთ და ნაზად ააფარფატა მკლავებში, ხელში აყვანისთანავე ჩაეცინა და სალომემ რო კოპებ შეკრულმა შეხედა თავი მაღლა გადაწია ისე ახარხარდა რომ მისი მზერა აეცილებინა - რა გაცინებს? კითხვასთან ერთად მოხვია კისერზე ხელები - სახე გამძვრა ისე მძიმე ხარ, სიტყვებს მაშინვე მიუხვდა რაზე დაცინოდა თეოდორე და სახე დამანჭა - რა სასაცილო ხარ, ჭყნანვითვე გასცა პასუხი და თეოდორეც დაეჭყანა პასუხად - ბევრს ნუ იტლიკებ თორე ჰაერში რო აგაგდო, დაბერებაზეც ვერ ჩამომისწრებ, - იუმორინა ხარ, ტაში დაუკრა შეძლებისდაგვარად და მალევე გაიტრუნა მის მკლავებში..... მანქანაში ჩასვა თავადაც დაიკავა მძღოლის ადგილი და წამით უხმოდ უყურა, მალევე ამოიღო ტელეფონი სალომე მისკენ შეახედა და ფოტო გადაუღო, გაურკვევლობაში მყოფი სალომესკენ გადაწია ხელი სახეზე ნაზად მოეფერა და სერიოზული ხმა მიიღო - მომაჯადოვებლად ლამაზი ხარ, ბოლოს სიცილი რომ ვერ შეიკავა და ისე შეუტრიალა ტელეფონი სადაც ფოტოში გამოსახულ სალომეს თვალები ისე ამოშავებოდა ტირილისგან ჩაწითლებაც არ ემჩნეოდა, უცებ წამოიწია საკუთარი თავის დანახვისგან გაოცებული სარკე მოატრიალა რომ დაეჯერებინა საკუთარი თავის ასეთ დღეში ყოფნა და წუწუნით მიეყრდნო სკამს, - არაფერი მაქვს ფეხს ვერ ვუშველით, ამის მერე მთელ სააფთიაქოს ჩავდებ მანქანაში შენი წაყვანა თუ სადმე მომიწევს პროსტა პირველი დღისთვის არ ვიცოდი, ფეხზე მაყურებელმა თვალის დახამხამებასთან ერთად იცვალა მზერა სალომეს თვალებზე - იმედია არასდროს მომიწევს, ღიმილშივე დაეჭყანა სალომე და ხელების სმა დაიწყო სახეზე რომ მოეშორებინა სიშავე თეოდორემ უცებ გადაყო ხელი უკან სალომეს სკამის უკანა ჯიბეში ბარბარეს სველისალფეთქი დაეტოვებინა და მანაც სალომეს გადმოაწოდა, - მადლობა ბარბარეს გადაეცი, ორ თითში მოქცეული პატარა პაჭკა კალთაში ჩაუგდო მანქანა დაქოქა და წამებური მოხვევის შემდეგ, ადგილი დატოვა, გზაზე რომ გადავიდა მაშინ გაიკეთა ღვედი ცალი ხელითვე მარტივად და ზიზღით გახედა სალომემაც, რომლის მზერაც თეოდორემ არ შეიმჩნია ისე გაუშვა ზარი ბარბარესთან, ისე სწრაფად უპასუხა თითქოს ელოდებოდა მის ზარს, სწრაფად და უხეში სიტყვებითვე გააგონა - სახლში მივდივართ მანდ მოსვლის და დგომის არამგონია ქონდეს და მითუმეტეს სახე, ბოლოს ჩაახველა და ნახევარ სახე გასუფთავებულმა სალომემ ისევ ბოროტულად გახედა თეოდორეს - ანუ შენთან არი? - ხო ბარბარე და ხევში მიმყავს რომ გადავაგდო, სწერვულად გასცა პასუხი, ბარბარეს რომლის კითხვაც უაზროდ მიიჩნია და უკეთ მოეწყო ადგილზე - თეოდორე გეფიცები მოგკლავ კიდევ რომ რამე აწყენინო, - დამინდე ასოების გამოკვეთით ამოთქვა თეოდორემ და მაშინ გაეღიმა სალომესაც ჯერ ბარბარეს შემართებულ საუბარზე და შემდეგ გულიან პასუხზე, - ჭკვიანად დანარჩენი კითხვები მერე და იმედია შენი ძმა ამ იარაღებით დახვრეტას არ გვიპირებს, აშკარად დაღლილი ხმა ამოუშვა ბოლოს და სკამზე ხვნეშით ჩამოჯდა, - ერიდეთ მაინც სიცილით გასცა პასუხი...... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.