შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო! თავი 27


27-06-2023, 15:34
ავტორი ანკა გგ
ნანახია 1 254

სულ პატარა აზრი ისტორიასთან დაკავშირებიიით.....

......
მიუხედავად იმისა რომ სამი საათი იყო მოლოდინისგან ძილის სურვილსაც ვეღარ გრძნობდა საწოლზე იჯდა და ხასიათიც კი გაფუჭებოდა, დაგრუზული სქროლავდა უაზროდ facebook-ს და პოსტს წესიერადაც არ მოავლებდა თვალს და როცა საიტზე აჩვენებდა იმ კონკრეტულ ადამიანს ვისაც ელოდა ამდენი ხანი აცოფებდა, ბოლოს ტელეფონი გვერდზე დაიდო სიტყვებით და კომფორტულად დაწვა
- აი დარდი მოწერა რომ სდომოდა მომწერდა...
ამ დროს მოსული დემეტრე კი ლოგიკურად აზროვნებდა და რადგან გვიანი იყო ყველაფრისგან თავი შეიკავა ერთხელ გადაავლო ჩათს თვალი და საბოლოოდ მიაგდო ტელეფონი, ეს ყველაზე სწრაფი და შორეული მიკედლებაა ურთიერთობაში, როდესაც მისი ხმა სიცილი ტონი და მიმართვა მოგწონს, როცა ლაპარაკის დროს მისი მიმიმართვა და ბარიტონი შეგიყვარდა, ალბათ მარტივი მისახვედრიც კია.......

ისევ ტკბილად დაიწყო დღე პატარა ოჯახში, თუმცა საქმისა და სამსახურის გამო დროებით ერთმანეთის დატოვებაც მოუწიათ, ამდენი გაცდენების შემდეგ, მთელი ენერგია მიუძღვნა მაშომ კაბას, რომლის კერვაც პირველად დაიწყო, შესვენებების გარეშე მუშაობდა და პირველ დღეს დაწყებული საღამოს დაასრულა, შედევრი იყო, თავად მკერავიც კმაყოფილი იყო, როგორც გამოგონებით ასევე შეკერვით, მართალია ზედმეტად ბევრი ენერგია დახარჯა, მაგრამ შეძლო ჯამში საკუთარი ნაშრომით დაეკმაყოფილებინა თავი, გარკვეული დრო გამონახა იმისთვის, რომ ნენე გაეხარებინა და მასთან დატვირთული ავიდა, ქალს დაღლილი, გაფითრებული სახე გადაკვროდა, ნაწამებს ჰგავდა, დაღლილი იყო უაზროდ წოლითა და ექიმების მკაცრი ყარაულობით, მაშოც ეცადა სტიმული მიეცა, ეცადა უფრო გაემარტივებინა ნენესთვის ერთფეროვანი დღე იმის ფიქრით, რომ სულ მალე სახლში დაბრუნდებოდა, დარიოს მესიჯზე, რომ სამსახურის წინ ელოდებოდა ნენეს დაემშვიდობა და დარიოს თავისი ადგილსამყოფელის სწორი მისამართი მიწერა, დიდი დაშორება, რადგან არ იყო ჩასვლის დროს უკვე საავადმყოფოს წინ ელოდა მანქანიდან გადმოსული მამაკაცი, რომელიც ჩვეულად კლასიკურ სტილში არ გამოწყობილიყო და საკუთარი თავისთვის ახალი სტილი შეეფერებინა, შორიდანვე შეათვალიერა მაშომ და ღიმილით ჩამოუდგა წინ
- რა ხდება?
სიტყვებშივე ჩამოართვა ღიმილით ხელი და ჩანთა შეისწორა ისე მოავლო მანქანის უკანა სალონს დაბურული ფანჯრებიდან თვალი,
- რატისთან წაგიყვანო არ გინდა?
- თავად არ მოდის?
წარბები შეხარა და კიდევ ერთხელ გაექცა თვალები მანქანის დაბურული შუშისკენ, თითქოს უკან ვიღაც იჯდა და ხედავდა კიდეც,
- ჯერ არა, მითხრა რომ წამეყვანე,
გაუღიმა და კარები ჯელტმენურად გამოუღო, მაშინვე ნიკოლეტას შეანათა მაშომ თვალები, რომელიც უცნაური მზერით უყურებდა მაშოს და როცა მათი თვალები ერთმანეთს წააწყდა მაშინ გაუღიმა მაშოს
- მოდი გოგო დაჯე,
დააყოლა და გვერდით ხელი დაატყაპუნა ნიშნად რომ მაშო დამჯდარიყო, ღიმილით შეხედა ისევ მაშომ დარიოს და მანქანაში დაჯდა, ნაზად მიუკეტა დარიომ კარები მალევე მძღოლის ადგილი დაიკავა და წყნარად დაძრა მანქანა,
- ჩვენ კლუბში მივდივართ ხო იცი?
- არ ვიცოდი
მხრები აიჩეჩა ისე გახედა ნიკოლეტას და უხერხულად შეიშმუშნა, ცივ მზერას გრძნობდა გვერდზე მჯდომისგან და აღიზიანებდა კიდეც, რადგან ვერ ხვდებოდა რით დაიმსახურა ან საერთოდ როდიდან გახდა მსგავსი გამოხედვის ნიკოლეტა
- რატიც იქ არის?
- კი რაღაც საქმე ქონდა და...
ღიმილით გაცა პასუხი დარიომ და თან სარკიდან მოავლო მაშოს თვალი,
- მაფიასთან დაკავშირებით შეხვდა ერთ კაცს, იარაღების ახალი ყუთი მოიტანა,
უკეთ გაარკვია ნიკოლეტამ და დარიომაც უხეშად ეცადა გაეჩუმებინა ნიკოლეტა, თუმცა სათქმელი ბოლომდე თქვა და შემდეგ აიფარა ტუჩებზე ხელი,
- მაპატიეთ,
დარიოს გასაგონად თქვა, კმაყოფილი დარჩა მაშოს რომ გააგებინა მიზეზი, მკაცრად გადაწყვეტილი ჰქონდა რატის წარსული რომ ყველანაირად ჩაეშვა, იცოდა რომ სულ რამდენიმე თვე იყო რატი ცდილობდა ყოველგვარი სისხლისმღვრელი თავგადასავლებისთვის აერიდებინა თავი, თუმცა ამის ხაზგასმას არ აპირებდა, რადგან კარგად იცოდა რატის მთავარი დაუძინებელი მტერი ყველაფერს აკეთებდა რატის გამოსაწვევად, ძალ-ღონეს არ იშურებდა მიუხედავად წარუმატებლობისა, იმედს მაინც იტოვებდა, რომ ამდენი თავშეკავება საბოლოოდ ამოუვიდოდა ყელში,
- შეიძლება უკეთ გავერკვე?
დაბალხმაზე გადახედა ნიკოლეტას და უკან საზურგეს მიეყრდნო,
- რა თქმა უნდა,
კმაყოფილმა ამოილაპარაკა და მაშოს მიბაძა ნიკოლეტამ
- ახლა დრო არ არის, და საერთოდ გასარკვევიც კი არაფერია, უბრალოდ საქართველოდან ჩამოგვივიდა ახალი წარმოებული იარაღი და შესამოწმებლად მოგვიტანეს, ამაში გასაკვირი არც არაფერია, ვიცი რომ რატის და მისი პარტიორის-ვაჟას ქარხანა იცი,
სწრაფად განმარტა დარიომ, ეცადა ყველაფრისთვის ისე მოეყარა თავი, რომ ზედმეტი კითხვა არ დაესვა მაშოს და არ ჩაჭრილიყო, ყველანაირად ეცადა აერიდებინა ფიქრები წარსულთან დამაკავშირებელი ისტორიის მოსაყოლად, უხმოდ ჩაფიქრდა მაშო და ფანჯრისკენ შეტრიალებულ ნიკოლეტას ჩაფიქრებულმა გადახედა, დაბნეულობისგან ღრმად ამოისუნთქა და თავის გაქნევასთან ერთად მოისვა ქვედატუჩზე ენა.....
- დაბლა არ იქნება,
ნიკოლეტას დაუბრიალა თვალები დარიომ და მაშოზე ჩაჭიდებული ხელი გააშვებინა,
- მაშო წამოდი მე ვიცი,
თავად ჩაკიდა ხელი წასულს ნიკოლეტა რომ გაყვა სწრაფად შეუტრიალდა,
- აქ დარჩი!
მკაცრად გამოუცრა ქალს, გამაფრთხილებლად საჩვენებელი თითი ცხვირწინ აუწია და ბრაზისგან ადუღებულ ნიკოლეტას მოშორდა...
წვრილ წითელ ხალიჩიან კიბეს რომ აუყვნენ სიმღერის ხმაც ნელა მიდუმდა ერთი კარები იყო მხოლოდ,
- მაშო მანდ შედი, მანდ იქნება,
მიასწავლა და თავად სწრაფად ჩაირბინა კიბეები, დაბნეული უყურებდა მაშო ცარიელ კიბეებს და რამდენიმე წამიანი ყოყმანის შემდეგ პატარაზე შეაღო კარი, უცებ ჩასაფრებულივით ყელში ძლიერად ჩავლებულ ხელზე, ხელის მოკიდებაც ვერ მოასწრო ისე გაიღო ფართოდ კარი და წამში კედელზე აკრობილს აეკრო რატი, მაშოს რომ დახედა შეშფოთებულმა უმალ უშვა ხელი და ღრმად სუნთქვით ხან ერთ ხან მეორე თვალში დაბნეულმა ჩახედა
- მაშო?
გაკვირვებულმა თავგადახრით დასვა კითხვა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, მაშო ჯერ ისევ ყელს ისრესდა და შიშისგან აჩქარებული პულსითა და წამიერი ჰაერის შეკავების გამო ღრმად სუნთქავდა და ჯერ ისევ ძლიერად ჩავლებული თითების გრძნობის გასაქრობად ისვამდა ხელებს ყელზე, გონზე რომ მოეგო ფრთხილად შეეხო რატი და მაშომაც გაოგნებულმა ახედა,
- მაპატიე რა, შენ არ გელოდებოდი,
დაბალხმაზე ამოთქვა და სინანულის მზერით ააქნია თავი, ნერვიულობის ფერი ისევ გადაკვროდა, დაბნეულობისგან ვერ ხვდებოდა როგორ მოქცეულიყო,
- რა ხდება? ვინ იმსახურებდა ამ ყველაფერს?
რატის თითები რომ იგრძნო ყელზე ხელები ჩამოუშვა და ჯერ ისევ შიშის თვალები შეანათა რატის,
- უკვე იმდენჯელ შემოვიდა ტვინი წაიღო და სხვანაირად მიდგომას ვაპირებდი,
პასუხი გაცა და დახრილმა ჩაწითლებულ ყელს, წარბებ შეხრილმა სინანულის მზერა შეანათა
- კარგად ხარ?
კითხვა დაუსვა და ცალი ხელით მისი სახე მოიქცია ხელში,
- კი კარგად ვარ,
მცირედ გაუღიმა და მის ხელს ხელი ნაზად შეახო,
- აქ რა გინდა?
გაკვირვებულმა დაუსვა კითხვა და მაშომაც გაკვირვებისგან 'აწკიპა' წარბები,
- დარიოს შენ არ უთხარი რომ მოვეყვანე?
ბოლოს ცინიკურად ჩაიღიმა ეჭვებით, რომ დარიომ მოატყუა და ბრაზიც უცებ მოაწვა,
- არა, მარა რატომაც არა,
გაუღიმა და შუბლზე ნაზად მიაკრო ტუჩები, მაშოსაც სასიამოვნოდ დაუარა სხეულში თბილმა გრძნობამ და წამით თვალებ მინაბულმა უკეთ შეიგრძნო ცხელი ტუჩები,
- გავიგოთ ეგეც, მართლა კარგად ხარ?
- მართლა კარგად ვარ უბრალოდ შენი საქციელი მოულოდნელი იყო,
მხრების აჩეჩვით ამოილაპარაკა
- კაიიი? ყველასთან ისეთი არ გეგონო როგორიც შენთან ვარ,
ჩაეცინა რატისაც და კიდევ ერთხელ მოუსვა ფრთხილად ყელზე თითები,
- ოჰ
მოშორდა შეცხადებით და წინ რომ წავიდა, რატიც ფეხებიდან აუყვა მზერით მაშოს სხეულს, მაშოც ინტერესით ათვალიერებდა დიდ "გარაჟს" სადაც ათასი ნივთი ელაგა, დიდ რკინისგან აწყობილ კარადას რომ გასცდა, თვალები გაუფართოვდა და მისმა პულსმაც უცებ მოიმატა, სახე კმაყოფილებისგან შეეცვალა და ემოციებისგან იკბინა ქვედა ტუჩზე,
- ჯანდაბაა, აი ეს მესმიის,
სიტყვები ხმამაღლა გაწელა და რატის გახედა რომელსაც ახლა შეამჩნია დიდი ზომის მუქი ლურჯი კრასკისგან დასვრილი შარვალი რომ ეცვა და გრძელ ხელთათმანს მეორე ხელიდანაც რომ იშორებდა,
- გიხდება,
სწრაფად შეაქო ისევ მანქანას გახედა, ჩანთა უმისამართოდ მოისროლა და მანქნას კრუგი თვალიერებით დაარტყა,
- ყოველთვის მომწონდა შენი გემოვნება,
კმაყოფილი მიუახლოვდა მანქანის წინ მდგომ მომღიმარს და ხელები კისერზე მოხვია,
- ანუ მოგეწონა?
კმაყოფილმა დახედა მაშოს და მაშომაც ხელები დანებების ნიშნად ჰაერში აწია, ზურგი აქცია რატის და მანქანის 'კაპოტი' ინტერესით აწია, მზინავი ძრავის ნახვისას, უკან უძალოდ გადაეშვა და რატიმაც სიცილით დაიკავა, მანქანის ძრავის ხილვისგან ვითომ გულწასული
- აუ რამაგარია, დაასრულე?
სწრაფად შეუტრიალდა ისევ და რატიმაც ინტერესით ჩახედა ძრავს,
- აქ ყველაფერი მზადაა, უკანა ფარები აქვს გამოსაცვლელი,
თქვა და მაშოც რომ მოუტრიალდა წყნარად დააფარა ისევ კაპოტი და მაშოს ინტერესიან თვალებს შეხედა
- ნიკოლეტა რომ არა ესეც არ მეცოდინებოდა რისთვის გჭირდებოდა ამის აწყობა ხომ ასეა,
ცალი წარბის აწევით შეხედა და რატიმაც ჩაცინებით ჩახარა თავი,
- მისმინეე,
- გისმენ,
თავის დაქნევით გადახლართა მაშომ მკლავები ერთმანეთში და პასუხს მოთმინებით დაელოდა, რატიც ნერვიულად ისველებდა ტუჩებს ისე იღიმოდა,
- ის საქმეები რაც მინდა რომ წარსულს მივაწერო, ვცდილობ რბოლის მეშვეობით ჩამოვიტოვო უკან, ვიცი ამას ახლა ვერ გაიგებ, ვერც ვხვდები როგორ აგიხსნა ყველაფერი, შენი რეაქციის მეშინია მაშო, ვიცი რომ წახვალ, ვიცი რომ ჩემი შეგეშინდება,
თავ ჩახრით თქვა და სიტყვის ბოლოს ისევ ნერვიულად გაისველა ბაგეები,
- მაშინებ,
გაიცინა მაშომ და ისევ მოხვია კისერზე ხელები,
- მეც მეშინია,
მანაც გაუცინა ახლოს მყოფს, სწრაფად ჩაავლო საჯდომზე ხელი და მანქანის კაპოტზე შემოსვა,
- რაშვები, ნუ მარცხვენ მანქანასთან,
უცებ შეიცხადა და თითებით მანქანას დაეყრდნო,
- მერწმუნე ახლა ყველაზე ბედნიერად გრძნობს თავს
კმაყოფილი ჩადგა მაშოს ფეხებს შორის და ნაზად წაეტანა ბაგეებზე, ქალსაც მაშინვე სასიამოვნოდ გააცია და სასიამოვნო გრძნობებს ვერ მიჩვეული მთელ ფლორასა და ფაუნას გრძნობდა სხეულში,
- გეყოფა ახლა!
მკაცრად მოშორდა და მანქანიდან ჩამოხტა, სიმორცხვე არ შეიმჩნია როგორც ყოველთვის და წინ წავიდა
- როდის წავალთ? ფეხები მატკინა მაღლებმა,
ფეხები ბავშვივით ააბაკუნა და წამით გახედა რატის, რომელმაც სწრაფად გაიძრო შარვალზე ამოცმული დიდი შარვალი და სწრაფად მაშოს მივარდნილმა უცებ ააფრიალა ხელში,
- ცოტა დავასვენოთ ხოდა,
კომფორტულად დაიჭირა და მაშომაც უნებურად მოხვია კისერზე ხელები,
- იმედია ასე გასვლას არ აპირებ, რეები აღარ ხდება დაბლა,
- ოპააა არასწორ ადგილას მოხვდი პატარავ,
გაეკრიჭა და მაშო რომ აფართხალდა ბუზღუნით დასვა ძირს, დაბლა ჩავიდნენ თუ არა დარიო მოძებნა რატიმ ძლიერად ჩაავლო კისერში ხელი ისე გაიყვანა ოთახში,
- დარწმუნებული ხარ რომ მე დაგავალე მაშოს აქ მოყვანა?
ბრაზისგან გამოცრა სიტყვები შესვლისთანავე
- არა?
გაკვირვებულმა ახედა და რატიმ რომ ხელები მოაშორა ძლიერად მოისვა ნატკენ კისერზე ხელი,
- ცუდად ხო არ ხარ? როდის გითხარი?!
მკაცრად გამოუცრა კბილებში და დარიოსაც მეტად მოაწვა ბრაზი,
- ნიკოლეტამ მითხრა რომ მკაცრად დაავალე, მან წამომაყვანინა მეც მეგონა, რომ უნდა მოგვეყვანა,
მხრების აჩეჩვით თქვა და ჯერ საკუთარ თავზე ბრაზდებოდა ნიკოლეტამ რომ გაასულელა და შემდეგ ნიკოლეტაზე,
- აუ!..
ამოიგმინა სიტყვები რომ ვერ გააგრძელა და საჩვენებელი თითი დაჭიმულმა გაიშვირა დარიოსკენ
- მეორედ შეიგნე და დაიმახსოვრე, რომ საქმე როცა მექნება ნიკოლეტას არაფერს ვაბარებ და პირდაპირ შენ გაბარებ,
მორჩილად დაუქნია თავი დარიომ და რატიც გაბრაზებული შეიფურთხა, ნიკოლეტა უკვე საფრთხედ მიაჩნდა და ვერც ხვდებოდა როგორ ჩამოეშორებინა თავიდან,
- რამე მოხდა?
ისევ გაკვირვებულმა დაუსვა კითხვა, მაშოს იქ მისვლაზე რომ ასე გაბრაზდა რატი ზედმეტად ეუცნაურებოდა
- ლამის ჩემი ხელით მოვგუდე, კიდევ კარგი იარაღი არ მეჭირა,
თავზე მოისვა ნერვიულად ხელი და ადგილზე ვერ ჩერდებოდა,
- მაგ შენ ნიკოლეტას ერთი მკაცრი საუბარი ჭირდება, ზედმეტად ატლიკინდა !
მკაცრად გამოცრა ისევ და საქმე დასასრულისკენ წაიყვანა,
- წავედი, შენ დაიმახსოვრე რაც გაგაფრთხილე!
თითი დაუქნია გამაფრთხილებლად ხელში მოთავსებული სიგარეტი ტუჩებს შორის მოიქცია და ოთახი დატოვა, მაშო მალევე მონახა ნიკოლეტასთან ახლოს და მკვლელი გაყინული მზერით ნიკოლეტას ყურებით რომ მიუახლოვდა მათ, მანაც მაშინ შეხედა რატის, უცებ შეეცვალა მხიარული სახე და შიშისგან ეცვალა ფერები, უხმოდ და უსიტყვოდ ჩახედა რატიმ თვალებში მაგრამ, იმდენად ცივი მზერა ესროლა, მთლიანად გაყინულიყო ნიკოლეტაც, უნებურად დაიხია უკან და რატიმაც მაშოს რომ დაავლო ხელი ისევ უსიტყვოდ დაატოვა ადგილი......
......
მთელი დღე ნაზის გაკეთებულ საჭმელებს ჭამდა, აღფრთოვანებული და ზედმეტად მონატრებული იყო ამ ყველაფერს, ბედნიერებისთვის ზედმეტად ბევრიც იყო, ნაზიც კმაყოფილი ეკითხებოდა თუ რას შეჭამდა კიდევ და შემდეგ დაუზარებლად აკეთებდა შეკვეთას, საღამოს გასასეირნებლად გასული, შემთხვევით შეუერთდა ნაცნობი ბიჭებისა და ორი გოგოს 'ბირჟას' და გაცნობის შემდეგ მაინც მორიდებულად გრძნობდა თავს,
- კაი მოეშვი ცოტა, რატო იძაბები სიხარულო
ღიმილით მოხვია ნიკამ ხელი და სალომეც მორცხვი ღიმილით წაიწია წინ რომ მოხვეული ხელი მოეშორებინა,
- ბავშვური თამაშები გავაგრძელოთ თუ
- გააგრძელე გელოდები,
გოგოს კითხვას პასუხი გასცა ლევანიმ და ბოთლი რომ ნიკასა და სალომეზე გაჩერდა თიკომაც ხმამაღლა გამოაცხადა,
- ნიკა ორი სიმართლე უთხარი სალომეს
- უეჭველი ორი?
კითხვა დასვა და ღიმილით შეხედა სალომეს,
- კაი ბაზარი არ არი, ერთი ის რომ, ძაან საყვარელი ხარ და სასიყვარულო ურთიერთობას შემოგთავაზებდი,
თავდაჯერებულად თქვა და გოგოებიც აფხუკუნდნენ
- ოჰ რა უცებ მონდომა ცაში ვარსკვლავი შეყვარებულიი,
თავი გააქნია ლევანმა და გულზე ხელის მიდებით ცინიკურად დამანჭა სახე,
- დავიმახსოვრებ
გაუცინა სალომემ და ბოთლი დაატრიალა, მალე მობეზრდა სახლში შეირბინა და დასაწოლად გამზადებულ ნაზის უთხრა რომ გვიან მოვიდოდა და არ ენერვიულა ტკბილიძილი უსურვა და ნაზიც რომ დაწვა სწრაფად გაემზადა, კლუბის შესაფერისად ჩაიცვა თუ არა სწრაფად დატოვა სახლი და მალე მიადგა მისამართს, სადაც მისვლას დიდხანს ფიქრობდა, შესვლისთანავე ნაცნობმა სურნელმა აუწვა ნესტოები, თუმცა მარტივად გაატარა და ერთ-ერთი სკამი დაიკავა ბარმენის წინ, ბოლომდე გართობას აპირებდა, ყველაფერი გათვლილი ჰქონდა, ეშინოდა კიდეც თავის საქციელის და გადაფიქრებაც სცადა, რამდენიმე ჭიქისა და ცეკვის მერე უკვე, შეზარხოშებული ხელთავიდან დაუბრუნდა ცეკვას მიტრიალებული შეასკდა მაღალ, ძლიერ სხეულს, მანამ პატრონს ახედავდა, სურნელი, რომელიც იგრძნო, რომელიც ამდენი სასმლის, მოსაწევისა და კიდევ მრავალი არეული სუნისგან, მაინც მკვეთრად გამოირჩეოდა ზედმეტად სასიამოვნო ეჩვენა, ისე დაიწია უკან და მაშინ ახედა თეოდორეს, რომელიც უკვე კარგა ხანს ათვალიერებდა სალომეს ნაკვთებსა და ბაგეებს,
- სხვა სამყაროს გოგო,
ჩაიცინა თეოდორემ და გვერდი ჩაუარა, მთელ სხეულში გაცრა სალომეს თეოდორეს დამცინავ ჩაცინებაზე და ბრაზისგან მოწოლილი ისევ დაუბრუნდა უკვე სავსე ჭიქას, რომელიც წამში დააცარიელა და ახალი მოითხოვა, ღიმილით შეუვსო ბარმენმა ისევ ჭიქა და გამოსაუბრება სცადა, თუმცა ჯერ ისევ თეოდორესთან ფიქრებში მყოფმა მოკლედ მოუჭრა პასუხი და გვერდზე ჩამომჯდარ მამაკაცს გახედა....
ახალ ნაცნობთან ერთად განაგრძო გართობა და შიგადაშიგ გრძნობდა კიდეც მზერას იქით გახედვისას კი ყოველჯერზე თეოდორეს აწყდებოდა, რომელიც გაკვირვებული აკვირდებოდა ხოლმე მოცეკვავეს, უკვირდა არა ის, რომ ცეკვავდა არამედ სრულიად ეუცხოვებოდა, რადგან ნაცნობ ადგილას მეორედ ხედავდა და ამავდროულად საერთოდ არ მიაჩნდა ეს ადგილი მის სფეროდ, ისე ნელ-ნელა მიუახლოვდა თავად თეოდორეს თავადაც ვერ გაიაზრა, თანახმა იყო შეგებებოდა მამაკაცის ტუჩებს, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე ცეკვის დროს დაასრიალებდა ხელებს ქალის სხეულზე, კმაყოფილი სახე აეკრო და უკვე თავისკენ მიზიდულისკენ ვნებიანად დაიხარა, სულ რამდენიმე დადებითი ფიქრები იყო საჭირო, ხელებით ძლიერად დაწია კაცი უკან და თმა ყურსუკან ნერვულად გადაიწია, ძლიერად რომ ჩაავლეს ხელი და ინერციით გაქანებული წამებში რომ აღმოჩნდა ვიღაცის მუხლებზე ანერვიულებულმა შეხედა უკვე მისთვის ნაცნობ სახეს და ეცადა ნერვიულობა დაემალა, თავისუფალი გოგოს როლი მოირგო მასთან და მის კალთაშივე გადაიდო ფეხი ფეხზე, ჯერ უხმოდ აათვალიერა ცინიკური ღიმილით მამაკაცმა და მოშიშვლებულ ბაყვებზე ნაზად აატარა მხურვალე თითები, მის კალთაშივე დაიჭიმა სალომე, სახე სრულად შეეცვალა დაძაბულობისგან და ზედმეტად რომ შეეტყო, თეოდორეს ისევ ჩაეცინა,
- ამდენ ხანში შენი სხეულის სურვილი გამიჩნდა,
კმაყოფილმა შეხედა მის კალთაში მჯდომს და თეძოზე ხელი მოხვია, ისე ინტერესიანი სახით აკვირდებოდა, თითქოს მასში რეალური ადამიანის ამოცნობას ცდილობდა, საკუთარ თავს აჯერებდა, რომ ეს სულაც არ აინტერესებდა, მაგრამ მისი ქცევები სულ სხვა რამეს მიანიშნებდა,
- გაბ....
სწრაფად წამოენთო ფიქრებში და ცხადად ჩხუბი უნდა აეტეხა, ისევ თეოდორეს სიტყვები ზოგადად ადგილი, ჩაცმულობა და მისი აქ მოსვლის მიზეზი რომ გაახსენდა, მის დაწყებულ სიტყვებზე უცებ აწკიპა თეოდორემ წარბები და უცნობი გოგოს მიწოდებული ჭიქა გამოცალა, არცერთი იყო ფხიზელ მდგომარეობაში, მართალია ორივეს შეეძლო აზროვნების უნარი, თუმცა გრძნობების შეკავება არც თუ ისე ჩვეულებრივი იყო, სალომემ თავი აარიდა უცნობს, რადგან მის გემოვნებაში იმდენად არ ჩაჯდა კოცნაც კი დიდ თვითგანადგურებად მიიჩნია, მიზეზი რატომ ცდილობდა ვინმეს შებმას არც თავად იცოდა, თვლიდა რომ სწორი იყო, რადგან ეს თავად უნდოდა, მამაკაცის მუხლებიდან ჩამოვიდა უხმოდ ჩაავლო ხელებში ხელი და წამოაყენა, მაშინვე აუტრიალდა თეოდორეს მთელი კლუბი და წამიერი გაშეშების შემდეგ მოცეკვავე სალომე, რომ გაასწორდა და მის თვალებში აღარ ტრიალებდა მისკენ მიახლოებულმა აიკრო სხეულზე და ჯერ მკერდზე დახედა შემდეგ კი კმაყოფილმა მოუსვა თითები ნიკაპზე, სიამოვნებდა მისი თითები და ზოგადად მამაკაცის თითოეული გამოხედვა ღიმილი და აღნაგობა მოსწონდა, ოდნავ დახრილ თეოდორეს თავად შეაგება ბაგეები და იმდენად ვნებიანად დაიწყო კოცნა თეოდორეს თვალები გაუფართოვდა, კისერზე მოხვია თუ არა ხელი ჰაერის ჩასასუნთქად წამით მის ტუჩებს მოშორდა,
- მაინც არ მიმაჩნიხარ ამ სამყაროდ,
დაბალხაზე უთხრა მის შუბლზე მიკრულ სალომეს და მის ბაგეებს დაყურებდა, ყველაზე გამორჩეულად მოხვდა ქალის ტუჩები, ყველაზე განსაკუთრებული და უცხო გემოს ბაგეები, რომელმაც ზედმეტად მიიზიდა კიდეც
- ყველას ჩვენი სამყარო გვაქვს
ამოილაპარაკა სალომემ და თეოდორეს ცხელი უხეში ხელების სხეულზე სრიალით გული გამალებით უცემდა, სხეულს არიდებდა თეოდორეს ხელებს და ამავდროულად სიამოვნებდა კიდეც, ნელა დაიხარა ისიც, რომ ხელახლა უკეთ დაეგემოვნებინა ტუჩები და თავად რომ მიწვდა ქალის ტუჩებს, მთელი სხეული დაეხორკლა სალომეს, გული იმდენად უცემდა ეგონა კიდეც, რომ რამის ეშინოდა, თუმცა იცოდა, რომ თეოდორეს უცხო შეხებებით გამოწვეული ემოცია იყო, ცალი ხელი საჯდომზე ჩაევლო თეოდორეს ისე იკრავდა ქალს სხეულზე ცალი ხელით კი მის სხეულზე დათარეშობდა, ნამუსი არ ასვენებდა სალომეს, სირცხვილისა და ვალდებულების გრძნობა უჭამდა გონებას, შემდეგ კი მისი ფიქრებში გახსენებული ძმა ცდილობდა მოეყვანა გონზე, "ჭკვიანად, ზედმეტების გარეშე სალო!" "შენ იმედზე ვარ" თავად თეოდორეც კი ეწინააღმდეგებოდა მის სურვილებს ' ამ სამყაროსი არ ხარ' სწრაფად კრა ხელი თეოდორეს, სახეზე არამხოლოდ სირცხვილისგან არამედ სიმთვრალისგანაც აწითლებული იყო, გაკვირვებულმა დახედა მობუტბუტე ქალს თეოდორემ,
- საკმარისია! ასე არ უნდა იყოს,
- რა არ უნდა იყოს ასე?
ცინიკური ღიმილით იკითხა და სალომემაც შეშინებული თვალებით ახედა, სწრაფად დაიხია თეოდორეს დანახვისას უკან, თითქოს ცოტახნის წინ რაღაც უცხო სულს დაესადგურებინა მისი ძალები, თითქოს სხვა მართავდა და ახლა შეძლო გათავისუფლება და შეძლო საკუთარ თავს დაბრუნებოდა, უმალ გამოიქცა კლუბიდან, თვალები გზაშივე უწყლიანდებოდა ჩადენილზე სირცხვილისგან და სრულად არ გასულმა ვიწრო გასასვლელში მკლავში ძლიერი ჩავლებისგან წამოიკნავლა და მალევე აეკრო კედელს, კედელს ძლიერად დაჯახებულს ცრემლებისგან სავსე თვალებიდან გადმოუცვივდა ცრემლები ისე ახედა უკვე უცნობ ნაცნობს,
- რა ხდება?!
მკაცრად ჩახედა თვალებში თეოდორემ და მის ლოყაზე ახლად ჩამოგორებულ ცრემლს გააყოლა თვალი,
- მეგონა ეს ერთ-ერთი საერთო სამყარო იყო,
ისევ ცინიკურად უთხრა და ამით ხაზი გაუსვა სალომეს სიტყვებს, როცა თეოდორე ეუბნებოდა რომ ეს სფერო მისთვის არ იყო ის კი ცუდად იღებდა,
- ახლა კი რადგან ბარემ კიბეებთან ახლოს ვა.....
- არც კი გაბედო, გეყოფა!
კბილებში გამოუცრა სალომემ და მასთან ახლოს მყოფი უკან დაწია,
- ეს შეცდომა იყო, ასე არ უნდა მომხდარიყო, დაივიწყე და საერთოდ იმედია მალე დაგავიწყდები,
სათქმელი თქვა თუ არა სწრაფად გაძვრა თეოდორეს მკლავებში და სირბილით დატოვა ადგილი, სახლში მისული საწოლზე მუხლებით აძვრა, ბალიშში ჩარგო თავი და ხმამაღლა ტირილით ეცადა ნეგატიური ემოციები მოეშორებინა, აბაზანაში გრილი წყლის ქვეშ კიდევ უფრო ეცადა ყველაფერი სწორად გაეაზრებინა, თუმცა თავის უაზრო და უმიზეზო საქციელს ვერ ამართლებდა, გახსენებისას კი ისევ ხელახლად სდიოდა ცრემლები,
" კახპა!" საკუთარ თავს ჩაძახა სარკეში და წყლის ქვეშ იატაკზე მოკუნტულმა განაგრძო ცრემლებისგან ბოლომდე დაცლა, მთელი საღამო დაძინებამდე მის საქციელზე ფიქრობდა, თეოდორეს სიტყვები და საერთოდ თეოდორე მეტად ამძაფრემდა მისი საქციელის სინანულს,
- წარსულის გამო ტირილი რა სისულელეააა
ჩაიცინა თმის მშრალებით და საწოლზე მუხლებით ავიდა, დავიწყებას ცდილობდა თუმცა მთელ ოთახში თეოდორეს სუნამოს საოცარი სურნელი ტრიალებდა, რომელიც მის ტოპს გამოჰყოლოდა
- აუუ
ამოიტირა დავიწყებაში თვით ადგილ სამყოფელიც, რომ არ უწყობდა ხელს და უძალოდ გადაეშვა საწოლზე......
......
- სად ხარ ბაბი?
საქმიანად გამოვიდა შენობიდან თეოდორე, ნასვამის არაფერი ეტყობოდა, დიდი ნაბიჯებით მიუახლოვდა მანქანას და ბარბარეს ადგილსამყოფელისკენ წავიდა, უბნიდან გასვლისას, ბარბარეს სამსახურის წინ გზად წააწყდაა და ერთი სიგნალი საკმარისი იყო ბარბარეს შეემჩნია, სწრაფად ჩაუსკუპდა მანქანაში და მისკენ გადაწეულმა უხმაუროდ გადაკოცნა, ახლოს მიწეულმა მის სუნამოში გარეული სასმლის სუნი მკვეთრად ამოიცნო და ღიმილით დაუსვა კითხვა
- ნასვამი ხარ?
- უმნიშვნელოდ,
ჩაიცინა მანაც და გზას გახედა,
- მამაჩემმა დაგირეკა? აქ რა გინდა?
კითხვით გახედა ისევ თეოდორეს ბარბარემ და მამამისის ხსენებაზე ცინიკური სახე ვერ დამალა,
- არა დედაშენმა, მამაშენი ნასვამი მივიდა და არ მოვიდესო, თვითონ ვერ დაგიკავშირდა,
მშვიდი საუბარით უხსნიდა თან ხშირად გახედავდა ხოლმე ინტერესით მაყურებელს, თვალს თუ მოავლებდა მის სიტყვებზე ჩანთაში მოქექიალე ბარბარეს, რომელმაც ტელეფონში გამოტოვებული ზარის ნახვის მერე პირზე ხელი აიფარა,
- ვაიმე, დაწეული მქონდა ალბათ,
დამნაშავედ ამოილაპარაკა და შუბლზე ნერვულად გადაისვა თითები, სახე დაძაბულობისგან შეცვლოდა და თითქოს სანერვიულო აზრებითაც ჩაფიქრებულიყო,
- დედაშენს ხო არაფერს დაუშავებს?
მის ნერვიულობაზე ჩუმად მოავლო თვალი, თუმცა კითხვა მაინც დასვა,
- არა, დედას არა
- და შენ რას გერჩის?
- არ ვიცი არაფერს უბრალოდ რაღაცას გამონახავს ისეთს, რაზეც მარტივად ამიშარდება,
გაიცინა და ჩართულ ტელეფონს ისევ ნერვიულად დახედა, ისე გამოსდიოდა თითქოს საათს დაყურებდა, თუმცა არცერთხელ დამახსოვრებია მოცემული ციფრები.....
- გვიანი რო არ იყოს ნაზისთან გავიდოდით, მაგრად გაგვინაწყენდება დიდი ხანია არ გვინახავს,
- მართალია ერთ დღეს უნდაა მივიდეეთ,
თავი დაუკრა და ანთებულ ტელეფონს დახედა, რომელმაც შემდეგ გამოსცა ხმამაღალი მესიჯის ხმა,
- აი იგრძნო ნაზიზე, რომ ვსაუბრობდით
გაიცინა და თეოდორეს თითებს დააკვირდა, რომელმაც გაშლილი ხელითვე დაატრიალა საჭე და თავისუფალ ადგილას პარკთან ახლოს გააჩერა,
- ჯერ სახლში ხო ვერ მიდიხარ? წამო ხოდა გავიაროთ,
თვალი ჩაუკრა ღვედის მოხსნაშივე და მის ტელეფონს დახედა, წამში აუჩქარდა ზუზუნზე გული ბარბარეს, თუმცა მაშოს ფოტო რომ გამოჩნდა მესენჯერის ზარზე, რაღაც მხრივ ეწყინა მის მაგივრად 'სხვა' რომ არ იყო ერთი მხრივ კი უხაროდა მონატრებული მაშოს ხილვა,
- არ უპასუხებ?
გაშეშებულს დაუსვა კითხვა თეოდორემ დიდხანს, რომ არ უპასუხა და ბარბარემაც უპასუხა, ისე გადავიდა მანქანიდან,
- ბაბიიი, აბა ვინ ვარ?
ცინიკურად დაუსვა ტელეფონიდან მაშომ კითხვა და კამერაში კოპებ შეკრული გამოჩნდა,
- კაი რააა
თავი გადაიქნია ბარბარემ და უახლოეს სკამეიკაზე ჩამოჯდა, მაშოც ინტერესით აკვირდებოდა მის ადგილსამყოფელს და როცა მიხვდა სახლში რომ არ იყო, კიდევ შეეცვალა სახე
- სად ხარ გოგო?
- ოოო რაა მკაცრი შეყვარებულივით მისვამ მაშო კითხვებს მოყევი როგორ ხარ,
ისევ მობეზრებულად გადაიქნია თავი და თეოდორეს შეხედა, რომელიც გვერდზე მიუჯდა, მაშომაც უცებ გაადიდა თვალები მის გვერდით რომ კიდევ ვიღაც აღმოაჩინა და ხელი რომ გადახვია ბარბარეს მამაკაცის ძლიერი მკლავიც რომ შეამჩნია სასაცილოდ ცვლიდა მიმიკებს
- კაიიიი?
გაკვირვებული გადაიწია უკან და მაშოს ფიქრების ' გასანიავებლად' სწრაფად მიატრიალა თეოდორესკენ კამერა
- ააა ჩემი ბიჭიც მანდ არიიიიის
სწრაფად შეიცხადა და ყურებამდე გაეკრიჭა თეოდორეს,
- ჯანდაბა, როგორ მომენატრეთ,
ქვედა ტუჩს უკბინა წარბებ შეხრილმა და ბარბარესაც ძლივს გაეხსნა მოქუფრული სახე,
- რატო არ ხართ სახლში?
კითხვაზე ბარბარემ გასცა პასუხი დეტალურად და ისევ ცხოვრებით მობეზრებული სახე მიიღო
- თედორეე, რანაირი სახე გაქ, რას გავხარ დაგაკლდა უჩემობა? მოუარე ბიჭო თავს,
ჩაძახა თუ არა უნებურად მოისვა თეოდორემ ახალ წამოსულ წვერზე ხელი,
- რას მერჩი?
დაბალხმაზე კითხვით მოისვა ნიკაპზე ხელი და ბარბარემაც ინტერესით შეათვალიერა,
- მართლა რას ერჩი?
მანაც გაკვირვებულმა დასვა კითხვა და მანაც ინსტიქტურად მოუსვა წვერზე ხელი,
- ისევ სიმპათიური ხარ არ დამახინჯებულხარ ნუ ღელავ,..... მაგრამ
სიცილით დააყოლა ბოლო სიტყვები
- ვსო წინა სიტყვებს ხაზი გადაუსვა ამ მაგრამით,
სკამის საზურგეს მიეყრდნო ბუზღუნით და თან თვალი შორიახლოს 'მობირჟავე სასტავს' მოავლო,
- ბიჭოოო არაა მარა ნაცემს გავხარ ისე ამოლურჯებული გაქ თვალებიიი, ძილი უნდა შვილო მაგას ძი ლი,
დაუმარცვლა ბოლოს და მზერაც წამით შეეცვალა,
ორივემ გაატარა მაშოს წამიერი სახის შეცვლა რადგან მარტივი მისახვედრი იყო ახალ შესულ რატიზე გადაიტანა მზერა და მხრების აჩეჩვით მოიფშვნიტა თეოდორემ თვალები,
- მართალს გეუბნება,
გადაუჩურჩულა ბარბარემ და ბოლოს რომ ახედა გაეცინა, თან მის ახმაურებულ ტელეფონს დახედა ვაჟა რომ ურეკავდა და წამომდგარი ჩამოშორდა ბარბარეს
- სად წავიდა?
- ვაჟამ დაურეკა,
მოკლედ გასცა პასუხი და ღიმილით შეხედა ზურგით მდგომს,
- აუ ბაბი ბარემ,
გახსენებულზე სწრაფად წამოიწია და მის უკან კამერაში რატის თითებიც გამოჩნდა მხოლოდ თითების ქნევით და გამოჩენის გარეშე რომ ესალმებოდა ბარბარეს,
- რატია?
სიცილით იკითხა და მაშინ ამოყო რატიმ თავი მაშოს უკან მუცელზე მწოლიარე გასწორდა და კამერაში სრულად გამოჩნდა
- ბარბი რავა ხარ,
- ვაო სიძევ, ეს შენ ხარ?
უცებ ესხვანაირა რატის მიმართვაც, ხალისიანი ხმაც და მხიარული მოკითხვაც და გაკვირვებულმა დასვა კითხვა, ამავდროულად ღიმილი ვერ დამალა უცებ გამოჩენილი ბიჭის ხილვისას, რომლის სიმპათიურობაც საჭორაოდ ღირდა,
- ოდნავი ცვლილებები ცხოვრებაში,
მაშოსაც გაეცინა და რატის ხელი კრა სიტყვა, რომ გააწყვეტინა
- ჯერ მე მაცადეთ
მკაცრად და გამაფრთხილებლად თქვა და მის გაბრაზებაზე, საწოლზე გადაწოლილი, ღიმილით გადაიწია მაშოს ფეხებისკენ და ბარძაყზე უმტკინვეულოდ ჩაასო კბილები,
უხმოდ უბრწკინა მაშომ მხარზე და ლაპარაკი განაგრძო,
- დემეტრეს და ჩამოვიდა მანდ
დემეტრეს ხსენებაზე სწრაფად გაიმეორა მისი სახელი ბარბარემ და მისი სიტყვები გაახსენდა,როგორ მარტივად უთხრა რომ ადრე მიწერდა და შუაღამითაც კი არ მიუწერია და რომ ახსენდებოდა, როგორ ელოდებოდა, პატარა ბავშვივით, ნერვები ეშლებოდა მის გადამგდებ საქციელზე
- ხოო სალომე ქვია, ბებიასთან არი ჩემ ოთახში მე ვუთხარი, დიდი ხანია არ ყოფილა მანდ და რამე ხოდაა მიდიით შენ და ანანოო რაა ხოდაა ცოტა მიაჩვიეთ მანდ, 20 წელია არ ყოფილა და ძაან გაუცხოებულიაა, გაუგებთ კარგი გოგოა, უთხარი ანანოსაც და მერე თავად მოგიყვებათ დეტალურად,
ეცადა მოკლედ ეთქვა ყველაფერი და რატის მაიმუნობისთვის ყურადღება არ მიექცია,
- რააა პრობლემააა,
სიტყვა გაწელა და თან მოსულ თეოდორეს ახედა, კითხვის ნიშნად გაუქნია თავი
- შეგვიძლია წავიდეთ,
დაბალხაზე უთხრა თან ტელეფონი უკანა ჯიბეში ჩაიდო,
- აა კაი, მაშო წავალთ უკვე ჩვენც და მოკლედ დაგირეკავთ ხვალ,
- კაიიი,
სიტყვა გაწელა და მანვე გათიშა,
- დაიძინა იმედია და სხვა არაფერი,
დაძაბულმა თქვა და თეოდორემაც თავი დაუქნია
- კი კი სხვა არაფერი,
ხელი მოხვია დაძაბულს და ცალი მკლავითვე ახლოს მიწეულს შუბლზე აკოცა
- წამო,
ნაზად უბიძგა წინ და ბარბარეც ღრმად ამოსუნთქვით წავიდა მანქანისკენ...
სახლში ჩუმად შევიდა ჯერ ისევ მღვიძარ დედას მოხვია ხელები და რომ დარწმუნდა ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა ოთახში შეიკეტა, დროს ისევ უაზროდ წელავდა, წამდაუწუმ შედიოდა მესენჯერში, მესიჯი რომ არ გამოპარვოდა ამავდროულად სხვების, მესიჯს არ ხსნიდა ისე აიგნორებდა,
- ფუ როგორ ვერ ვიტან,
ამოიგმინავდა ხოლმე საიტზე მწვანედ, რომ ანათებდა და ამავდროულად პირველი არ წერდა, მიზეზი ის ჰქონდა, რომ არ უნდოდა დაესინა ან იგნორის 'მსხვერპლი' გამხდარიყო, ტელეფონი ისევ უაზროდ ბრაზისგან გაწითლებულმა მიაგდო და გაღიზიანება ნერვოზში გადასდიოდა, ძლიერად დაეხეთქა ბალიშზე და ნერვოზულად აფართხალდა საწოლზე,
- დებილი, გადამგდები იდიოტი!
გამოცრა კბილებში, გვიანობამდე ბოლთას სცემდა და ამ ბრაზში და დაღლილობისგან მისთვის გაურკვეველ დროს ჩაეძინა....
აი ამ ტკბილი ძილის წუთებიდან კი ხმამაღალი ტელეფონის ზუზუნმა გამოიყვანა, გაბრაზებაც კი ვერ მოასწრო იმდენად სწრაფად გაახსენა ტვინმა 'შუაღამის ბიჭი' და იმის აზრიც სწრაფად მიაწოდა, რომ შეიძლება ის ურეკავდა, სწრაფად წამოწეული სწრაფადვე გამოფხიზლებული არც შემცდარა, უცნაურად შეეცვალა ხასიათი, უცებ შეეცვალა აზრებიც და ბრაზიც, სწრაფად უპასუხა და წამით დუმდა, უმალ ააფარა კამერას ხელი, მალევე გამორთო და გამოჩენილი დემეტრეს დანახვისას ღიმილს მომუწული ტუჩებით იკავებდა, ეღიმებოდა იმაზე, რომ რამდენიმე დღის გაცნობილი, რომ ყავდა ინტერესით აკვირდებოდა მის ფოტოებს და ხმამაღლა ეკითხებოდა თავს მართლა ასეთი სიმპათიური იყო თუ უბრალოდ 'ფოტოშოკი' იყო, ახლა კი თვალებს ვერ უჯერებდა, აჟიტირებულ ხასიათზე მოვიდა მაშინვე და დემეტრეს აკვირდებოდა, რომელსაც ტელეფონი ხელში წესიერად არ ეკავა, ისე შერბოდა სახლში და რომ მიხვდა რომ უპასუხა, კრეჭვით ჩახედა კამერას,
- ბოდიში, ბოდიში, ხო იცი ეს საქმეები რა,
სწრაფად ამოილაპარაკა საქმიანი ტონით, მის კრეჭვაზე უფრო გაებადრა სახე ბარბარეს და გულს თავის ადგილზე ძლივს აკავებდა იმდენად უხაროდა,
ხმას ვერ იღებდა მეორე ხელს პირზე იფარებდა და დემეტრეც რომ ოთახში შევარდა შუქი ჩააქრო თუ არა უცებ შეხტა საწოლზე აღარ ჩანდა წამით, თუმცა მალევე სანათი აანთო და უმალ გაბრწყინდა ისევ ბარბარეს ეკრანი,
ღრმად ამოიხვნეშა დემეტრემ და ინტერესით ჩახედა უკვე წესიერად დაჭერილ ტელეფონს,
- რაშვები ჩემო პატარა?
ეს სამი სიტყვა საკმარისი იყო ბარბარეს სხეულში დამალული პეპლებისთვის რომლებმაც სრულიად თავისუფლად დაიწყეს ფრენა, თუმცა ეცადა ემოციები მოეთოკა და ამავდროულად ხმა, რომელიც ბედნიერებისგან შეცვლილიც იქნებოდა,
- მეძინა და ახლა ერთ გადამგდებს ველაპარაკები,
ამოიხვნეშა სერიოზულად, უემოციო ხმით და ბალიში წამოწია თან საათს შეხედა და ლამის ყბა მოსძვრა 4-ს აკლდა 23 წუთი რაზეც თავი გადააქნია, როცა გაანალიზა რომ სულ რაღაც ორი საათი იყო რაც დაეძინა და დილას ადრე ვერ ადგებოდა, მაგრამ როცა გაანალიზა რომ კვირა იყო სახე ისევ გაებადრა და კომფორტულად წამოწეულმა განაგრძო სასიამოვნო ხმის მოსმენა,
- აუ კაი რა, მართლა არ მეცალა,
- ჰო რა თქმა უნდა,
შეიცხადა ბუზღუნით მაგრამ ამავდროულად კმაყოფილი უყურებდა დემეტრეს და მის მიმიკებზე საერთოდ არ აპირებდნენ პეპლები გაჩერებას, თითქოს დემეტრეც გრძნობდა ბარბარეს ღიმილს და კმაყოფილს გაეხსნა სულ ოდნავ ბაგეები,
- ე გოგო მართლა არ მცალია თორე შენზე უკეთესს ვის დაველაპარაკები,
- ვიცი რო არ გცალია გუშინ დაგირეკე და ქერა თმიანმა გოგომ მიპასუხა, არ სცალიაო
ისევ მომუწა ტუჩები ღიმილის შესაკავებლად და მოგონილი ტყუილი და ამავდროულად ხუმრობა რეაქციისთვის მოიგონა,
- ჰო მია იყო ალბათ
ვერ შეკავებული ღიმილით დააქნია თავი და ინტერესით ჩაფიქრდა ისე თითქოს იხსენებდა ნამდვილად ის იყო თუ სხვაში ეშლებოდა
- რა დროს დარეკე მითხარი
ინტერესით ჩახედა ტელეფონს და ღიმილს ისევ ვერ აკავებდა
რაზეც ბარბარეც იღიმოდა თან უნებურად ჭიმავდა ხოლმე კისერს,
- საღამოსკენ,
- აა მაშინ ალისა იქნებოდა,
თითის დაქნევას ააყოლა თავი და წამოწეულმა ცალი ხელითვე გადაიძრო მაიკა, უმისამართოდ მოისროლა და ისევ მიეყრდნო წამოწეულ ბალიშს, ისე ინტერესით აკვირდებოდა ბარბარეც ყოველ მის ქცევას, ყოველი მისი სიტყვის მიმიკას წამში იზეპირებდა,
- შე საწყალოოოო,
სიცილით გაწელა ბარბარე სიტყვა რომ ვეღარ შეიკავა და ასევე გაცინებულ დემეტრეს დააკვირდა ისევ, ორივე გაჩუმდა და არცერთს აღარ ამოუღია წამით ხმა, გამაღიზიანებელი სიჩუმე ჩამოვარდა და ბარბარემაც ძლივს დაასერიოზულა სახე, რომელიც ამდენი ღიმილისგან სტკიოდა
- რატო მაინცდამაინც ქერა ბარბარე?
ინტერესით იკითხა დაბოხებული ხმით და წამში დაუარა ჟრუანტელმა მთელ სხეულში ბარბარეს, რომელიც ჯერ ბოხი დაბალი და სასიანოვნო ხმისგან და შემდეგ მისი სახელის სრულად თქმამ გამოიწვია,
- რავი ზოგადად შენნაირ ბიჭებს, მაღალი, გრძელ ფეხება, ქერა, გამხდარი გოგოები მოსწონთ
სწრაფად ჩამოურაკრაკა და სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა ისე აროხროხდა დემეტრე, სიცილის შესაკავებლად აიფარა ხელები ტუჩებზე ბარბარემ,
- რა ძაან სულელი და საყვარელი ბავშვი ხარ გოგო შეენ,
თბილი სასიამოვნო და განსხვავებული ხმით თქვა დემეტრემაც და ისევ ხელთავიდან აფრინდნენ პეპლები, რომლებსაც კიდევ ახალი სახეობა შეემატა, ხმა არ ამოუღია 'დებილივით' უაზროდ იღიმოდა ისე, რომ მალე ბაგეები ვეღარ გაუძლებდა და ან მთელი ცხოვრება მომღიმარი დარჩებოდა ან პირი გაეხეოდა,
- ყველა გრძელ ფეხება ქერათმიანს ჯობიხარ,
სერიოზული ხმით თქვა და წამით ისევ დუმილი ჩამოვარდა
- ბარბი მეც მინდა რომ გიყურებდე,
ისევ დემეტრემ დაარღვია სიჩუმე და დაღლილს მოთენთვაც შეპარვოდა რის გამოც ნელ-ნელა ხვდებოდა რომ უკვე ძილიც მეტად უნდებოდა, ბარბარე კი დემეტრეს დახმარებით ისე გამოფხიზლებული იყო, ძალითაც ვერ დაიძინებდა მისი სიტყვებით აჟიტირებულს კამერის ჩართვის წინადადებაზე უცებ შეეცვალა სახე და თმაზე დაიწყო ხელის სმა
- ოო არა მეძინა და წარმომიდგენია რას ვგავარ,
ამოიფრუტუნა და უკეთ წამოჯდა,
- ერთხეკ გთხოვ კიდე და გამოვრთავ მეეც მერე,
ამოილაპარაკა თან სახეზე ჩამოისვა ცალი ხელი, უფრო გამოსაფხიზლებლად
ბარბარე წამით ისევ დუმდა ისე შეისწორა თმა ბრმად და წამოწეულმა თვალები ძლიერად დახუჭა ისე ჩართო კამერა, დაძაბულიც კი იყო დემეტრეს რეაქციით, მართალია ბნელოდა მაგრამ სანათი იმდენად ანათებდა რომ ბარბარე გარკვევით გამოჩენილიყო,
- შემომხედე ცუნცულ
კმაყოფილ ხმაზე ჯერ ცალი თვალი გაახილა ბარბარემ ისე შეხედა დემეტრეს კმაყოფილ სახეს, რომელიც ცალყბად იღიმოდა და ისე უყურებდა, ბარბარეც შეუჩვევლად და უნებურად კითხულობდა მისი მზერით ნათქვამ კომპლიმენტებს, მას რომ უყურებდა მეტად დაძაბული იყო, ყელიც უნებურად დაეჭიმა და მთელი სხეულით დაძაბული უყურებდა, ულამაზეს ყავისფერებს, რომელსაც მუქი გრძელი წამწამები საოცრად ამშვენებდა,
- ეხლა მომიყევი რაშვებოდი დღეს აბა, რა კერე,
ჩაიცინა და ბარბარესაც რომ გაეცინა მეტად კმაყოფილი დააკვირდა მომღიმარს, რომლითაც კიდევ უფრო კმაყოფილი დარჩა, მოკლედ მოუყვა მთელი დღე და ნელ-ნელა უფრო იხსნებოდა კიდეც თავისუფლად იჯდა და თავისუფლად აყოლებდა ხელს ამბავს, დემეტრეც გატრუნული ღიმილით უსმენდა და ყველგან ინტერესით აკვირდებოდა
- გვიან მერე თეოდორემ მომიყვანა სახლში
მხრების აჩეჩვით თქვა და საწოლში კომფორტულად ჩაწვა
- თეოდორე ვინ არი?
- ძმაკაცი
მოკლედ გასცა კითხვას პასუხი და ახალი თემა უნდა წამოეწყო ისევ დემეტრეს ეჭვნარევმა კითხვამ მიიქცია მისი ყურადღება
- ძმაკაცი?
- კიიი მაშო და ეგ იზრდებოდნენ ერთად კი არა თეოდორემ გაზარდასავით და მერე ჩვენც გავიცანით, მე და ანანომ
ისევ მოკლე ახსნით შემოიფარგლა და ისევ უაზრო სიჩუმე...
- არ გეძინება?
ამჟამად ბარბარემ გააპო სიჩუმის კარი და დემეტრემაც უხერხულად მოისვა კისერზე ხელი,
- შენ წარმოიდგინე და კი,
გაეკრიჭა და ბარბარესაც გაეცინა,
- ხოდააააა, დაიძინეე მეც მეძინებააა ვაა,
ამოიწუწუნა ვითომ გაბრაზებულმა ნიშნად რომ არ მაძინებო და რეალურად თანახმა იყო სულ არ გაეთიშა მისთვის
- კაი დავიშალოთ მაშინ რაა დაა ხვალ ვნახოთ,
გაეკრიჭა ისევ ბოლო სიტყვებზე უაზრო დაპირება რომ არ გამოსვლოდა და ბარბარემაც ღიმილით გააქნია თავი,
- კაი ტკბილიძილიი,
თბილად უთხრა ბარბარემ და გვერდი იცვალა,
- ტკბილი ძილი ბარბი,
პასუხად თბილად გაუღიმა ბარბარემ
- მიყვარხარ,
თან დააყოლა დემეტრემ და ზოოპარკ გამოშვებულმა ბარბარემაც ვერანაირად ვერ დამალა ღიმილი, რომელიც ჩაცინებით არ შეიმჩნია რისგან იყო გამოწვეული და პასუხი 'მეც' მაშინვე დაუბრუნა დემეტრეს მეგობრულად ნათქვამ "მიყვარხარს"
ბოლოჯერ ჩაუკრა თვალი დემეტრემ და მალევე დასრულდა ზარიც, წუთით გაშეშებული გაშტერებული იწვა ბარბარე, ურეაქციოდ გადადო ტელეფონი გვერდზე და ვერ შეკავებული ემოცირბით აჟიტირებულმა საწოლზე კლაკვნა დაიწყო, გვერდებზე დაგორაობდა ისე ამოტრიალდა ბალიშში ჩაყო თავი და ფეხები ჰაერში გააქნია,
- ღმერთოო რა საყვარელიაა
ბალიშს ჩაავლო ძლიერად ხელი და ყურებამდე იკრიჭებოდა, " ჩემო პატარა" "ბარბი" " შემომხედე ცუნცულ" "მიყვარხარ" ერთმანეთის მიყოლებით იხსენებდა საოცარ სიტყვებს რომელზეც ჯერ ისევ ტაო უვლიდა, ბედნიერებისგან გრძნობდა რომ გული ადგილზე აღარ იყო და ამავდროულად იმაზე ხარხარებდა, რომ ეს ყველაფერი, ეს ბედნიერება, ქცევა და უცებ დათბობა, ერთმა ადამიანმა გამოიწვია, მიჩურინის ვაშლივით აწითლებული გასწორდა საწოლზე ზურგზე დაწვა ღრმად ამოისუნთქა და ინტერესიანი მზერა მიაპყრო ჭერს, ისევ უმიზეზოდ ეღიმებოდა საკუთარ თავს მკაცრად შემოუძახა და საათს, რომ შეხედა კიდევ მეტად მიეცა ძილის მოტივაცია, ბურდღუნით გადატრიალდა კომფორგულად მოეწყო და იმდენად ბედნიერი განწყობით იყო მოცინარს მიენაბა თვალები........



№1  offline წევრი teko❤️❤️❤️

Auu ra kargebi arian barbare da demetre.. exla salomes da teodoris shexvedra maintereseebs nazi bebistan rom mivlen stumrad.. au didxan ar gvalodino raa. Madlobaa ❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი ანკა გგ

teko❤️❤️❤️
Auu ra kargebi arian barbare da demetre.. exla salomes da teodoris shexvedra maintereseebs nazi bebistan rom mivlen stumrad.. au didxan ar gvalodino raa. Madlobaa ❤️❤️❤️

ძალიან დიდი მადლობა თქვენ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent