შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტრფობის ალში გახვეულნი(თავი 10 და თავი 11)


6-08-2023, 00:25
ავტორი goldmundi
ნანახია 662

თავი 10
აგნესის შეხებამ გამოაფხიზლა.ძილ-ბურანში მყოფი ჯერ აზრზე ვერ მოსულიყო.ირგვლივ მიმოიხედა და მაშინვე თვალნათლივ გაახსენდა გუშინ მომხდარი ამბები.
-ოჰ,ჩემო ქალბატონო,როგორც იქნა გიპოვეთ.მამათქვენი სრულ ჭკუაზე აღარაა.რაც წახვედი იმის შემდეგ სასოწარკვეთილი გოდებს და ცრემლებს ღვრის:ასე როგორ მოვექეცი ჩემს ერთადერთ ქალიშვილს,ჩემს ნუგეშისმცემელსო.ო,ელიზაბეტ როგორ გვანერვიულე.
-აჰ,ახლა მიხვდა თუ როგორ მატკინა გული?!მან ჩემი ნება და სურვილი უგულებელყო!ამის შემდეგ საერთოდ თვაკებში როგორ უნდა შემომხედოს!თავისი პირითვე მითხრა უსიყვაულოდ უნდა გათხოვდეო.ეს რანაირი მამაა?!თურმე მე მას აქამდე არვიცნობდი...-თქვა და თვალები აუცრემლიანდა.
-რას ვიზამთ ძვირფასო,ასეთ დროებაში გვიწევს ცხოვრება.უნდა აპატიო,მას შენთვის მხოლოდ კარგი სურს ელიზაბეტ,-აი აქ უკვე ვეღარ შეიკავა ცრემლები და ქვითინი აუვარდა.აგნესმა გულში ჩაიკრა.შორიდან რომ შეგეხედათ ნამდვილად განცვიფრება შეგიპყრობდათ როდესაც იხილავდით როგორ ქვითინებს ქალბატონი მოახლის მკლავებში.ტირილით რომ გული იჯერა,თვალები შეიმშრალა,ლაღად გადაიკისკისა,აგნეს მკლავი გაუყარა და სასახლისკენ მიმავალ ბილიკს გაუყვნენ.
-ვგონებ,მაინც მოგიწევს ვიქტორთან ქორწინება.მამაშენმა სიტყვა მისცა,ის კი ხომ იცი სიტყვას არასდროს გადავა.
-ჰო,აგნეს,ვიცი...აჰ,ნეტავ საერთოდ არმეთქვა არაფერი ან უარი განმეცხადებინა..
-კი,მაგრამ თავიდან ხომ მოგწონდა არა?რა შეიცვალა?
-ის ჩემი თანხმობის გარეშე მოელაპარაკა მამაჩემს,ჩემი ხელი მას სთხოვა..აგნეს,ჩვენ ორიოდე სიტყვაც კიარ გაგვიცვლია ერთმანეთში და უკვე ქორწილზე საუბრობენ!ეს ჩემთვის მიუღებელია,მაგრამ აქ უკვე მე უძლური ვარ და ბედს უნდა დავმორჩილდე...-თავი დაღუნა და ამის შემდეგ სიტყვა არცერთს არ დაუძრავს.სწრაფი ნაბიჯით შევიდნენ სასახლეში,ელიზაბეტი თავისი ოთახისკენ გაემართ,აგნესს უთხრა საუზმე ოთახში შემომიტანეო.ამასობაში თავის ოთახს მოავლო თვალი.მსახურებს ყველაფერი მიელაგებინათ,გუშინდელი ნამოქმედარის არავითრი ნიშანი არ დარჩენილიყო.თითქოს არც არასდროს მომხდარიყო.კედელზე ჩამოკიდებულ ყავისფრად მოჩუქურთმებულ,ოვალურ სარეში ჩაიხედა და იქიდან დაღლილმა სახემ.ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი,სარკეში საკუთარ თავს გაუღიმა რათ ცრემლებისთვის გზა გადაეღობებინა.ამასობაში კარიც გაიღო და აგნესი ვერცხლის ლანგრით ხელში შემოვიდა,ოთახის შუაში მდგარ მოოქროვილ,მოჩუქურთმებულ მაგიდაზე დადო ლანგარი და ქალბატონის შემდეგი ბრძანების მოლოდინში იქვე მაგიდასთან დადგა.
-სანამ ვსაუზმობ,კაბა გამიმზადე,-უთხრა აგნესს და ჭამას შეუდგა,თუმცა მადა არჰქონდა,როგორღაც თავს ძალას ატანდა რომ ცოტა ეჭამა.ბოლოს 2 ფინჯანი ჩაიც დააყოლა,ეს მისი საყვარელი სასმელი იყო.თუ კაცებთათვის აუცილებელი იყო დღეში ერთი ჭიქა შამპანიური,ბრენდი ან ღვინო დაელიათ,ელიზაბეტისთვის მნიშვნელოვანი იყო ერთი ფინჯანი ჩაი მაინც დაელია,წინააღმდეგ სემთხვევაში იგი ისეთივე საშიში იყო,როგორიც მშიერი ვეფხვია.საუზმობას მორჩა და აგნესის დახმარებით ჯერ თეთრ მაქმანებიანი კაბა გაიხადა,ხოლო შემდეგ თეთრი,ოქროსფერ მაქმანებიანი კაბა ჩაიცვა,რომელიც კოჭებამდე სწვდებოდა.გულმკერდი და ზურგის უკანა ნაწილი მოშიშვლებული ჰქონდა,რაც მის გრძელ კისერს კიდევ უფრო მეტ მოხდენილობას სძენდა.თმები მაღლა აიწია,მაგრამ რამდენიმე კულული შუბლზე ჩამოიყარა.კვლავ ჩაიხედა სარკეში,ახლა შედარებით უკეთ გამოიყურებოდა.კაბა გაისწორა და მსახურს ბიჭს უხმო,უბრძანა ეტლი გაემზადებინათ."ალბათ,უკვე მელოდება",გაიფიქრა და ტუჩის კუთხეები ოდნავ აეპრიხა.ოთახიდან გავიდა,ვრცელი,ნახატებით მორთული დერეფანი გაიარა და ფართო,ხვეული კიბით წინკარში გავიდა,სადაც ცხენებშებმული ეტლი უკვე ელოდა.

***
-დილამშვიდობისა სებასტიან,-მიესალმა ელიზაბეტი და გაუღიმა.
-სალამი,ქალბატონო,უკვე ვშიშობდი ქალბატონმა მოსვლა ხომ არ გადადოთქო.
-ო,არა,უბრალოდ რაღაც საქმეების გამო ცოტათი შემაგვიანდა.იმედი მაქვს თქვენ სხვა საქმით დაკავებული არ ხართ.
-ო,არა რას ბრძანებთ,ლედი ელიზაბეტ,-გთხოვთო და სკამისკენ მიუთითა.ელიზაბეტი ისევ იმაზე პოზაში დასვა,როგორც ეს თავდაპირველად იყო.სებასტიანი კვლავ მოლბერტთან იდგა და ისევ იგივე გულმოდგინებით მუშაობდა.ფერებს აზავებდა და ტილოზე გადაჰქონდა,რომელიც თანდათნ ივსებოდა და უფრო და უფრო ცოცხალი ხდებოდა.
-ვიცი ჩემი საქმე არაა ქალბატონო,მაგრამ დღეს ცოტათი გადაღლილი და სევდიანი მეჩვენებით,-თქვა სებასტიანმა,რომელიც მოლბერტის უკან იდგა ამიტომაც ელიზაბეტმა ვერ დააინახა,თუ როგორ გაწითლდა სებასტიანი.მხატვრის ასეთმა გამბედაობამ ელიზაბეტი გაახალისა,ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა და ასეთი რამ ჰკითხა:
-ჰო..უსიამოვნებები,გაურკვევლობა...
-გაურკვევლობა?-იკითხა ინტერესით,თუმცაღ მაშინვე გაიფიქრა,ეს რა ჩემი საქმეაო.
-ჰო...რთულია როდესაც გაიძულებენ ცოლად გაჰყვე კაცს რომლის მიმართაც სულ ოდნავი სიმპათია გაქვს,მაშინ როდესაც არსებობს მეორე მამაკაცი,რომელიც მთელი შენი არსებით გიყვარს..-სებასტიანი გაშრა,ერთ ადგილას გაიყინა.არიცოდა რა ეპასუხა,ამიტომაც კვლავ ხატვა განაგრძო.ელიზაბეტიც დადუმდა,მეტი არაფერი უთქვამს.მალე სებასტიანმა ფუნჯი გადადო,ხელები ტილოთი შეიმშრალა და ქალბატონს უთხრა დღეისთვის საკმარისიაო.ელიზაბეტი წამოდგა და ტილოსთან მივიდა.
-კიდევ დიდხანს მოუნდები სებასტიან?
-თქვენს ფიგურას მალე მოვრჩები,მაგრამ სხვა დანარჩენს ვფიქრობ დრო დასჭირდება,მაგრამ არამგონია 1 თვეზე მეტი მოვანდომო.თუ თქვენ გეჩქარებათ შემიძლია მუშაობა დავაჩქარო.
-არა,არა,საჩქარო არაფერია.მაშ,ხვალ იგივე დროს ხომ?
-დიახ,ქალბატონო,-უპასუხა თვალებდახრილმა სებასტიანმა და თან ქალბატონს კარი გაუღო.ართან ეტლი არიდგა,არც ახლომახლო,როგორც ჩანს მოცდა მოუწევდა სანამ თავისი ეტლი მოვიდოდა.ამიტომ სებასტიანის თანხლებით კვლავ სახელოსნოში შევიდა.იქვე ტყავგადაკრულ,ოდნავ გაცრეცილ დივანზე ჩამოჯდა,სებასტიანმაც სკამი მოიტანა და ოდნავ მოშორებით დაიკავა ადგილი.უხერხული სიჩუმე ჩამოწვა.ორივეს უნდოდა რაიმე ეთქვა,მაგრამ რა,აი ეს იყო მთავარი პრობლემა.მერე ელიზაბეტმა ჩაახველა და აი როგორც იქნა დაძაბულობა მისმა ბულბულივით ტკბილმა ხმამ გააქრო,რომელშიც გაოცება იგრძნობოდა.
-ნუთუ ეს ვიოლინოა?!-იკითხა ახალგაზრდა ლედიმ და გაოცებული იყურებოდა მოპირდაპირე კედელთან,კუთხეში მიყუდებულ ვიოლინოზე.სებასტიანი წამოდგა და იქითკენ გაემართა.ვიოლინო ხელში აიღო,შესაბამისად მისი ხემიც,თვალი ელიზაბეტისკენ გააპარა,რომელიც ჯერ კიდევ გაოცებული იყო.ამ საკრავს აქ ნამდვილად არ მოელოდა,მითუმეტეს მხატვართან.უეცრად სიჩუმით მოცული ოთახი და ვიოლინოს ტკბილი ხმით გაივსო.თავი ვიოლინოზე დაედო,თითებით სიმებს ეხებოდა,ხოლო ვიოლინოს ხემს სხარტად და ლამაზად ამოძრავებდა."მუსიკაშიც ისევე თავდავიწყებით იძირება,როგორც ხატვაში'',გაიფიქრა ელიზაბეტმა და მონუსხული შესცქეროდა ჭაბუკს,რომელიც ბახს უკრავდა.(პარტიტა ვიოლინოსათვის №2, BWV 1004. V ნაწილი)დაკვრა კარის გაღებამ შეაწყვეტინა.ჰოი საოცრებავ!ოთახში თვით ლორდი ვიქტორ დექსჰეიმერი წარსდგა.ელიზაბეტი შეკრთა და ფეხზე წამოხტა,სებასტიანი გაფითრდა და ადგილზე გაიყინა.ვიქტორი კი კარის ზღურბლზე იდგა და მათ შემკრთალ,გაფითრებულ სახეებს შესცქეროდა და თვითკმაყოფილი იღიმოდა.მისი ღიმილი თითქოს ამბობდა "აი,ხომ გამოგიჭირეთო",თუმცა გამოსაჭერი არც არაფერი ხდებოდა.ჰაერში დაძაბულობა და გულის გამაწვრილებელი სიჩუმე ჩამოწვა.ბოლოს როგორც იქნა ვიქტორმა დაარღვია ეს სულისშემხუთველი მდუმარება:
-ოჰ,ამ დიდებულ ხალხს შეხედეთ,-მის ხმაში ირონია დაუფარავად იგრძნობოდა,-დღე მშვიდობისა ლედი ელიზაბეტ,შენც სალამი ჩემო მეგობარი სებასტიან.აბა,აბა,მე მეგონა აქ ხატავდი,შენ კიდე ვიოლინოზე უკრავ.რაო,ქალბატონის გულის მოგება ხომ არ განგიზრახავს მეგობარო?-სებასტიანი კიდევ უფრო გაფითრდა და ახლა მის სახესთან ქაღალდი რომ მიგეტანათ,ერთი და იმავე ფერის იქნებოდნენ.მხრიდან ვიოლინო ჩამოიტანა და პირვანდელ ადგილას დადო,დაბნეულობა მალევე გაქრა მის თავში,ახლა მხოლოდ თავდაჭრილობა და ემოციების მართვა იყო საჭირო.
-შენი სტუმრობა რას უნდა მივაწერო ვიქტორ?-ჰკიტხა სებასტიანმა მოჩვენებითი სიმშვიდით.
-ლედი ელიზაბეტს ვესტუმრე სასახლეში,მაგრამ მითხრეს რომ შენთან იყო მოსული და მეც აქეთ გამოვემართე.ლედი ელიზაბეტ გთხოვთ დაბრძანდით,ფეხზე რატომ დგახართ?მაპატიეთ მყუდროება,რომ დაგირღვიეთ.განაგრძე,განაგრძე სებასტიან,ბახი ძალიან მიყვარს,-დივანზე ჩამოჯდა დაა ფეხი ფეხზე გადაიდო.
-არა,ბახი საკმარისია,-გადაჭრით უპასუხა სებასტიანმა და ოთახში კვლავ უხერხული სიჩუმე ცამოწვა.მერე ვიქტორი ფეხზე წამოიწრა და სებასტიანთან მივიდა,კისერზე ხელი გადახვია და გაღიმებული შეაცქერდა ელიზაბეტს,თან მხიარული ტონით დაიწყო საუბარი:
-იცით,ლედი მე და სებასტიანი ბავშვობიდან ვმეგობრობთ.ძმებივით ვართ.მართალია ჩვენ შორის სოციალური განსხვავებაა,სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები ვართ,მაგრამ ეს ხელს არუშლის ჩვენს მეგობრობას.ასე არაა სებასტიან?-სებასტიანმა ჰოო-ს მსგავსი რაღაც ამოილუღლუღა და და თვალები კიდევ უფრო ძირს დახარა,-კარგად მახსოვს ხის ხმლებით როგორ ვებრძოდით ერთმანეთს.ცხენზე ჯირითიც მე ვასწავლე,სხვათაშორის გუშინ შესანიშნავი არაბული ფაშატი ვაჩუქე.სებასტიანის გარდა არავინ არ მიიკარა ახლოს,ამიტომაც გადავწყვიტე მისთვის მეჩუქებინა,თან მალე მისი დაბადების დღეცაა,ამიტომ ეს შენი საჩუქარია სებასტიან.-სებასტიანმა მადლობაო ამოილუღლუღა.ვიქტორმა ხელი გაუშვა და ახლა ოთახში წინ და უკან დადიოდა.-ლედი,არგნებავთ ჩემთან წავიდეთ.ბაღს დაგათვალიერებინედით,სახლსაც.სებასტიან შენც წამოდი.
-გმადლობ ვიქტორ,მაგრამ საქმეები მაქვს.ქალბატონო გირჩევთ გაჰყვეთ ვიქტორს,მართლაც რომ მშვენიერი ბაღი აქვს,ფარშევანგებითურთ,კარგად გაერთობით.-ელიზაბეტი მთელი ამ დროის განმავლობაში უძრავად იჯდა დივანზე და გაოცებული შეჰყურებდა ამ კომედიას.დიახ,დიახ მისთვის ეს ყველაფერი სასაცილოდ ჟღერდა,მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა,ვიქტორის მოჩვენებითი მხიარულობის მიღმა,ხედავდა სასოწარკვეთას,შიშს,შურს,რითიც ვიქტორი გახლდათ შეპყრობილი.ელიზაბეტი დაბნეული იჯდა,არიცოდა ვიქტორს გაჰყოლოდა თუარა."თუ გავყვები ამით სებასტიანს გულს ვატკენ,ხოლო თუ დავღცები სებასტიანთან,მაშინ ვიქტორი იფიქრებს რომ მე სებასტიანის მიმართ გრძნობები მაქვს,რაც არცერთს არ გვარგებს...მაპატიე ჩემო ძვირფასო.."
-კარგით,ლორდო ვიქტორ თანახმა ვარ,წამოგყვეთ.სებასტიან,გამიხარდებოდა თუ თქვენც ჩვენთან ერთად წამოხვიდოდით.
-მოწვევისთვის დიდ მადლობას მოგახსენებთ,მაგრამ სტუმრები მყავს და მათ უნდა მივხედო.
-სტუმრები?-ინტერესით იკითხა ელიზაბეტმა.
-დიახ,ჩემი ოსტატი და მისი ქალიშვილი მეახლნენ ფლორენციიდან.რაღაც პრობლემები შეექმნათ და დროებით მე შევიფარე.
-სხვათაშორის ის გოგონა ჩემთან მუშაობს და სებასტიან ძალიან კმაყოფილი ვარ მისით.იდეალურად ასუფთავებს და ალაგებს ჩემს კაბინეტს.გარდა ამისა ძალიან მოხდენილი ქალიშვილია,კარგ საქმროს გამოკრავს ხელს.-სებასტიანს არაფერი უთქვამს.გაშეშებული იდგა და შეჰყურებდა ადამიანს,რომელიც მას ბავშვობის მეგობარს უწოდებდა და ასე კი ამასხარავებდა საყვარელი ქალის წინ.მერე ვიქტორი და ელიზაბეტი სებასტიანს გამოემშვიდობნენ და ვიქტორის ეტლით დატოვეს სასოწარკვეთილი სებასტიანი."ჯანდაბა,ჯანდაბა,იცის...მან იცის..მიხვდა,ყველაფერს მიხვდა..."თვალთ დაებინდა,თავბრუ დაეხვა,კედელს ხელით მიეყრდნო და ცდილობდა როგორმე ამოესუნთქა.სუფთა ჰაერი სჭირდებოდა,კედელს ხელი გაუშვა და არეული ნაბიჯებით გავიდა სახელოსნოდან.თუმცა ვერც გარეთ გასვლამ ვერ უშველა,რადგან ირგვლივ მძიმე და სულის შემხუთველი ჰაერი ჩამოწოლილიყო.ცას ახედა და მუქი,მოშავო ფერის ღრუბლები დაინახა,რომლებიც სწრაფად მოძრაობდნენ და მზის შენანთქმელად მიიწევდნენ."აშკარად გაწვიმდებაო"გაიფიქრა სებასტიანმა და ჰაერის სიმძიმეც და დახუთულობაც სწორედ ამას მიაწერა.სახელოსნოს შემოუარა და უკან მდგარ ცივი წყლიტ სავსე კასრში ჩაყო თავი,რათა ოდნავ მაინც ეგრძნო შვება.ამან მართლაც რომ გაჭრა და ახლა იმდენად აღარ უჭირდა სუნთქვა.წყალი წურწურით ჩამოსდიოდა ზურგზე რაც კიდევ უფრო მეტად ჰგვრიდა შვებას.ახლა ძალიან მოუნდა ბორეასთან ერთად გაჭრილიყო ველზე,მაგრამ ახლა იქ ვერ მივიდოდა.სადმე უნდა წასულიყო,სადმე სადაც მარტო დარჩებოდა.გადაწყვიტა მდინარეზე წასულიყო,იქ ცივი ნიავიც უბერავდა და თან მარტოც დარჩებოდა.


თავი 11
-იცით,ლორდო ვიქტორ..
-აჰ,გთხოვთ ელიზაბეტ,მოვიშოროთ ეს თქვენობითი ფორმა,-გააწყვეტინა ვიქტორმა.
-ო,არა,მე ეს ნამდვილად არ შემიძლია,ლორდო.
-კარგით,მაშინ მოვითხოვ ლორდოთი არ მომმართოთ,უბრალოდ ვიქტორი დამიძახეთ,-უთხრა და თავისი მომხიბვლელი ღიმილით გაუღიმა,-მაპატიეთ,გაგაწყვეტინეთ,განაგრძეთ რისი თქმა გსურდათ.
-მე იმის თქმა მსურდა,რომ მამაჩემმა სწრაფი გადაწყვეტილება მიიღო,თანაც მან ჩემი საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ არც იცოდა..
-ო,ქალბატონო,ნუთუ თქვენ არიცით ჩემი გრძნობების შესახებ?!გთხოვთ ნუ იქნებით ასეთი სასტიკი,ასე ულმობლად ნუ მომექცევით!-რამდენიმე წამის წინ მომღიმარი,მხიარულ გუნებაზე მყოფი ჭაბუკი,ახლა სასოწარკვეთილებას შეეპყრო და მის ხმასა და სიტყვებში მუდარა დაუფარავად იგრძნობოდა.
-ვიქტორ,ჩვენ ერთმანეთს წესიერად არც კი ვიცნობთ.რა გრძნობებზე მსაუბრებით?!მე ამის შესახებ არაფერი ვიცი,-უპასუხა ვითომ გაკვირვებულმა ელიზაბეტმა.
-მაშ არ იცით არა?!კარგით,ახლა კი გეცოდინებათ...მე თქვენ მიყვარხართ ელიზაბეტ!არც კი იცით რა ძლიერი და წრფელია ჩემი გრძნობა.ვერც კი წარმოიდგენთ რამდენად მნიშვნელოვანი და ძვირფასი ხართ ჩემთვის...ო,ჩემო მშვენიერო ელიზაბეტ,მე შენ მიყვარხარ ისე როგორც ორფევსს უყვარდა ევრიდიკე,ფსიქეს ეროსი,იასონს მედეა,პარისს ელენე,ექოს ნარცისი,აპოლონს კასანდრა...-აქ ვიქტორს სიტყვა გაუწყდა,სუნთქვა შეეკრე,ცივმა ოფლმა დაასხა,გახევებული იდგა და ელოდა მისი დამტყვევებლის პასუხს.ელიზაბეტს თვალები ძირს დაეხარა,არიცოდა რა ეპასუხა შეყვარებული ჭაბუკისთვის და ამით ის ვიქტორს კიდევ უფრო მეტად სტანჯავდა.
-მე..არვიცი რა გიპასუხოთ სერ...
-ნუთუ ოდნავაც არ გიყვარვართ?!ნუთუ არც კი მოგწონვართ?!-იკითხა სასოწარკვეთილმა.
-თქვენს მიმართ სიმპათიები მას შემდეგ გამიქრა,რაც გავიგე რომ მამაჩემს ხელი ჩემი ნებართვის გარეშე სთხოვეთ,თან ისე მხოლოდ ერთხელ გყავდით ნანახი,ჩემთვის ერთი სიტყვაც კიარ გქონდათ ნათქვამი...
-ერთხელ?!აბა მასკარადის საღამო გაიხსნეთ.პირველმა მე გაგიწვიეთ საცეკვაოდ..ნუთუ ეს არ გახსოვთ?!
-ო,დიახ ის საღამო შესანიშნავად მახსოვს..მისმინეთ ვიქტორ..არმინდა გული გატკინოთ ან იმედდგაცრუებული დაგტოვოთ,მაგრამ ძალიან ბევრს ითხოვთ ჩემგან...ჰო,თქვენთვის კაცებისთვის მარტივია ქალი შეიყვაროთ,თქვენ მხოლოდ გარეგნულ სილამაზეზე ამახვილებთ ყურადღებას(რა თქმაუნდა ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია)ამიტომაც თქვენთვის საკმარისია მისი სილამაზით მოიხიბლოთ და მაშინვე გგონიათ რომ ის გიყვართ.ჩვენთვის,ქალებისთვის კი გარეგნულ სილამაზეზე უფრო მნიშვნელოვანი მამაკაცის სულიერება და მისი შინაგანი სამყაროა...მე თქვენ არგიცნობთ,არვიცნობ თქვენს სულიერ სამყაროს და შესაბამისად ვერ გეტყვით რომ მიყვარხართ და ვერც იმას შეგპირდებით რომ შეგიყვარებთ...მაპატიეთ,ვიქტორ..
-მე..მესმის თქვენი და ეს მე მაპატიეთ..მართალი ხართ ელიზაბეტ...ზედმეტად ვიცქარე..და აქვე მინდა სიმართლეს ფარდა ავხადო.ეს მე არ სემითავაზებია მამათქვენისთვის თქვენი ხელი,არამედ საუზმობის შემდეგ როდესაც კაბინეტში შემიყვანა,იქ მითხრა რომ თუ მე თანახმა ვიყავი შემეძლო შენზე მექორწინა...-ელიზაბეტი შეკრთა,ამას არ მოელოდა,გამოდის ეს საწყალი ბიჭი ტყუილად დაუდანაშაულებია.
-მე..მაპატიეთ..ვიქტორ..ტყულად დაგდეთ ბრალი...მე..მე..
-არაუშავს..არაუშავს...მთავარია ახლა სიმართლე იცით...სახლში ხომ არ შევსულიყავით?მალე გაწვიმდება,-მართლაც შავი ღრუბლები მუქარით დაჰყურებდათ ზემოდან.ბაღიდან სახლისკენ გასწიეს.ჯერ სასტუმრო ოთახში შევიდნენ,ხოლო შემდეგ ვიქტორმა ბიბლიოთეკაში წაიყვანა.ელიზაბეტი გაოცებული შეჰყურებდა ლამის ჭერამდე აზიდულ თაროებს რომლებიც ათასგვარი წიგნებით იყო გამოტენილი.წიგნი კარადები ოთახის სამ კედელზე მიეყუდებინათ, კარის მოპირდაპირე მხარეს მდებარე მხარეს კი თითქმის მთლიან კედელზე სარკეები ჩაემწკრივებინათ,რომელთაგანაც მზის სხივები უხვად იღვრებოდა ოთახში და იქაურობას ანათებდა.ოთახის შუაში რამდენიმე მდივანი იდგა,რომლებიც ნამგალა მთვარის ფორმაზე დაელაგებინათ,მათ შუა კი,მინის მაგიდა დაედგათ.ამ ყველაფერს კი მარმარილოს თეთრი იატაკი,და მოხატული ჭერი აგვირგვინებდა.
-ჭერზე ოდისევსის მოგზაურობას ხედავთ.საოცარია არა?!ელიზაბეტმა ოდნავ თავი დაუქნია,არიცოდა რა ეპასუხა,ჯერ კიდევ განცვიფრებული იყო ნანახით.ვიქტორი კი სიამოვნებით შეჰყურებდა თუ რამხელა გავლენა მოახდინა ნანახმა ელიზაბეტზე,იღიმოდა და საკუთარ თავს გამარჯვებას ულოცავდა."არამგონია,ასეთ ადგილზე ცხოვრებაზე უარი თქვას,ოღონდ დათანხმდეს,სურვილი გაუჩნდეს ჩემთან ცხოვრების და თავს როგორმე შევაყვარებ.."
-აი ეს არის ჩემი საგანძური ჩემო ქალბატონო.ყველაზე მეტად მე ჩემი ბიბლიოთეკით ვამაყობ,რადგან აქ უიშვიათესი,წიგნები და უძველესი ხელნაწერები მაქვს.აი ეს არის ჩემი სამოთხე.საათობით ვზივარ ამ ოთახში და წიგნებს ჩავკირკიტებ.
-მართლაც რომ საოცარი ადგილია,-თქვა ძალიან ხმადაბლა ელიზაბეტმა.ხვდებოდა რომ ვიქტორი მისი გულის მოგებას ცდილობდა.უნდოდა აქიდან წასულიყო,თავის ბაღში მარტოს ეხეტიალა,მაგრამ ეს ცბიერი ყმაწვილი მას რაღაცნაირად იზიდავდა,იყო მასში რაღაც მომნუსხველი,რაც ელიზაბეტს თავბრუს ახვევდა.ღრმად ამოისუნთქა,ვიქტორისკენ შებრუნდა,თვალი თვალშუ გაუყარა და უთხრა ჩემი წასვლის დროაო.ვიქტორმაც ჭიშკრამდე მიაცილა,თავის კარეტაში ჩასვა და ლამაზი ქალბატონი გაისტუმრა.ვიქტორმა სახლში შესვლა დააპირა,როდესაც ჭიშკარს უცნობი ეტლი მოადგა.ეტლი გაჩერდა თუ არა,რამდენიმე წამში ახალგაზრდა ყმაწვილი მოხდენილად ჩამოვიდა.შავი თმა აჩეჩვოდა და ჩამოსვლისას მისი უკან გადაწევა სცადა,მაგრამ თმა ურჩი აღმოჩნდა და მანაც თავი მიანება.ჭიშკრის მიღმა ვიქტორი დალანდა და ოდნავ ხმამაღლა ჰკითხა ლორდი დექსჰეიმერი თქვენ ბრძანდებითო?მანაც დიახ,მე გახლავართო უპასუხა.
-მე სერ ჰენრი ჯეიმს შელბი გახლავართ.
-რით შემიძლია დაგეხმაროთ სერ?-ჰკითხა ვიქტორმა თავაზიანადა და რამდენიმე ნაბიჯით უცხო სტუმრის წინ გაჩნდა.
-იცით..მე ლორდ ბუკინგემთან სტუმრად ვარ..
-მართლა?!ამდილით საუზმეზე არ შემიმჩნებიხართ,-გააწყვეტინა ვიქტორმა.
-დიახ,ჩემს მამულთან დაკავშირებით საქმეები მქონდა მოსაგვარებელი და ამიტომაც ვერ გაგიცანით სადილზე.ჰო,სად გავჩერდი?დიახ,გამახსენდა.მე ლედი ელიზაბეტს ასე თუ ისე ნათესავად ვერგები და გუშინ გავიგე რომ თქვენ მისი საქმრო ბრძანედით,ამიტომაც სულითა და გულით მსურს თქვენი გაცნობა.თუ თქვენ რა თქმაუნდა წინააღმდეგი არ ხართ.
-ო,არა რას ბრძანებთ.პირიქით,დიდად მოხარული ვარ რომ თქვენი გაცნობა მხვდა პატივად.ხოლო რაც შეეხება ჩემი და ლედი ელიზაბეტის ქორწინებას,ეს ჯერ კიდევ საკითხავი გახლავთ.გთხოვთ შემობრძანდით,ცოტა ბრენდი გადავკრათ,რას იტყვით?
-დიდი სიამოვნებით გეახლებით,ლორდო,-ერთად გასწიეს სახლისკენ და ვიქტორმა ის თავის კაბინეტში წაიყვანა.ორივე დივანზე,ერთმანეთის პირდაპირ დაჯდა და ბოკალებიდან ჩუმად წრუპავდნენ ბრენდის.
-რამდენი ხნით აპირებთ აქ დარჩენას,სერ ჰენრი?-ჰკითხა ვიქტორმა,რათა ეს უხერხული დუმილი დაერღვია.
-იცით,რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი საფრანგეთიდან,ჩემს მამულში დიდხანს ვერ გავჩერდი და აქეთკენ წამოვედი.არვიცი,ალბათ ორიოდე კვირა დავრჩები.თუმცაღა აქიდან წასვლა ძალიან მეძნელება,მიყვარს ეს ადგილი.მდაა...როგორც ვნახე,თქვენთან ამ რამდენიმე წუთის წინ ელიზაბეტი ყოფილა.
-დიახ,ასეა.
-თავად გესტუმრათ?
-ო,არა.ჯერ მე მივედი სასახლეში,მაგრამ მითხრეს რომ სებასტიანთან იყო,ამიტომაც მასთან წავედი,ხოლო იქიდან კი ჩემი სამფლობელოს დასათვალიერებლად წამოვედით.
-სებასტიანი ვინარის?
-მხატვარია და ჩემი უახლოესი მეგობარი,-"და მოწინააღმდეგე" დაამატა გულში ჩუმად.
-გასაგებია.როგორი ურთიერთობა გაქვთ თქვენ და ელიზაბეტს?
-იცით,დღეს პირველად დავრჩით მარტო.ჯერ რაიმე ურთიერთობაზე საუბარი ვფიქრობ ადრეა.მას დროს სჭირდება და ვფიქრობ რომ...-მაგრამ წინადადება არ დაასრულა.
-ელიზაბეტი ჭკვიანი გოგოა.მიხვდება რომ მამამისმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ის თქვენი გახდება კიდევაც,ამას წყალი არ გაუვა,-ვიქტორმა თავი ოდნავ გვერდზე გადახარა,ნეტავ რა უნდა ამ ჭაბუკსო გაიფიქრა,მაგრამ ეს ხმამაღლა არ უკითხავს.მდუმარედ შეჰყურებდა ამ ყმაწვილის შავ თვალებს,რომლებიც მასში შიშს იწვევდა,თვითონაც ვერ ხვდებოდა მიზეზს.
-თქვენთან შემოთავაზება მაქვს ლორდო,-ამის წარმოთქმისას ჰენრის თვალებში უცნაური ნაპერწკალი გაკრთა,რამაც კიდევ უფრო შეაშფოთა ვიქტორი.ხვდებოდა რომ ეს ჭაბუკი ის არიყო,ვინად თავს ასაღებდა.მას რარაც მიზანი ჰქონდა და ყველაფერს გააკეთებდა ამის მისაღწევად.
-გისმენთ.
-მე დაგეხმარებით რომ ელიზაბეტი თქვენი გახდეს.იმდენს ვიზამ რომ თქვენს თავს შევაყვარებ,-ვიქტორი მიუხვდა ჩანაფიქრს,გაიღიმა და ჰკითხა:
-და სანაცვლოდ რას ითხოვთ?ჰენრი რამდენიმე წამით ჩაფიქრდა,თითქოს შესაფერის სიტყვებს ეძებდა.მერე ფეხი ფეხზე გადაიდო და საოცრად ცივი ხმით თქვა ეს სიტყვები:
-სანაცვლოდ...უნდა დამეხმაროთ ლორდი ბუკინგემის მოკვლასა და მისი ადგილის დაკავებაში,-ვიქტორს სახე გაუქვავდა,სახე ჯერ გაუმწვანდა,მერე კი გაფითრდა.სიტყვას ვერ ძრავდა.არიცოდა რა ეპასუხა.-თქვენ ბუკინგემის შემდეგ ყველაზე გავლენიანი ხართ ამ მხარეში და მეფის კარზეც საკმაოდ ცნობილი კაცი ბრძანდებით.ამიტომაც მჭირდება თქვენი დახმარება.
-და მაინც,რისი გაკეთება მევალება მე?
-თქვენ,უნდა დამეხმაროთ მხარდაჭერების მოგროვებაში.ქალაქში აჯანყების მოსურვეები უნდა მოძებნო,ჩვენი მომხრეები უნდა შემოიკრიბო,რაც შეიძლება მეტი ადამიანი.მაგრამ ჩვენ ამ ყველაფრის მიღმა უნდა დავრჩეთ,ვერავინ ვერ უნდა მიიტანოს ეჭვი ჩვენზე.შენ ხალხი ისე უნდა გადმოიბირო,რომ ჩვენი ვინაობა არ გამჟღავნდეს.შემდეგ კი როცა შესაფერისი დრო მოვა,ბუკინგემს მოვკლავთ,მე კი მის ადგილს დავიკავებ,შენ კი ელიზაბეტს მიიღებ.მაგრამ მასზე მხოლოდ ჩემი გამარჯვების შემდეგ დაქორწინდები,რადგანაც ჩვენი შეხვედრები გვიან ღამით,შენს ვრცელ მინდვრებზე და ტყეებში შედგება,რათა ვერავინ შეიტყოს ჩვენს მიზანზე.
-კი,მაგრამ,რატომ?რა არის ამ ყველაფრის მიზეზი?
-ძველი ანგარიშსწორება,-უთხრა იმ ტონიტ რომელიც ნიშნავდა,აქ საუბარი დასრულდაო,მაგრამ ვიქტორი ასე მარტივად არ შეეშვებოდა.
-მოიცა,მოიცა,მეგობარო.ასეთ საშიშ საქმეში მრევ,ამიტომაც ვალდებული ხარ და უფლება მაქვს ვიცოდე,-ჰენრი რამდენიმე წამს დაჟინებით უყურებდა,მერე კი იფიქრა რომ ვიტქორი მართალი იყო.
-სანამ ბუკინგემი ამ ქალაქს ჩაიბარებდა,ის მამაჩემს ეკუთვნოდა.მას ძალიან ბევრი მტერი ჰყავდა,ერთ-ერთი ბუკინგემი აღმოჩნდა,მაშინ როდესაც მამაჩემი მას საუკეთესო მეგობრად მიიჩნევდა,სწორედ მან მოუსწრაფა სიცოცხლე მამაჩემს.ლაჩრულად მოკლა...მე შურისძიებას ვაპირებ.პასუხს ვაგებინებ ყველაფრისთვის.მის გამო ყველაფერი დავკარგე რაც კი გაგვაჩნდა.მან წაგვართვა ყველაფერი...-თვალები საოცრად უელავდა,ისინი ცეცხლს აფრქვევდნენ,ვიქტორი კიდევ უფრო შეაშინა მისმა გამოხედვამ.ორივენი მდუმარედ ისხვდნენ.მერე კი ჰენრი წამოდგა და უთხრა ჩემი წასვლის დროაო.ვიქტორმა ეტლამდე მიაცილა და სანამ ჩაჯდებოდა ჩუმად უთხრა,თანახმა ვარო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent