შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

GAMA- ბრძოლა შიშველი ხელებით. 1


7-08-2023, 19:19
ავტორი მირცა
ნანახია 2 236

-კი თა მოვედი გასაუბრებიდან, მაგრამ ისევ არაფერი იქნება როგორც ვამჩნევ.-ჩანთა საკიდზე დავკიდე და ფეხსაცმელების გახდა დავიწყე
-რატო? საიდან მიხვდი?-ინტერესიანი ხმით მკითხა.
-საიდან და მივხვდი რომ არ მოვეწონე, თან ძალიან ზერელედ მისვამდა კითხვებს
-ხოდა წამოდი ჩემთან, გოგო გვჭირდება მაინც. ხელფასიც ნორმალურია, მთელი დღე სახლში იქნები და მხოლოდ საღამოს რვიდან პირველ საათამდე იმუშავებ.
-მომკლავს ჩემი ძმა, ირმაც ხო იცი რა ტიპია, არ გამომიშვებენ.- მობეზრებულად გავიქნიე თავი
-ირმას მე ვეტყვი, თან რა საქმე გექნება უბრალოდ უნდა გაიპრანჭო და რაუნდები გამოაცხადო ტანის ნარნარით.- ჩამკისკისა და გასაპრანჭად თმები გაისწორა
-არ ვიცი, გამოდი და უთხარი ლექსოსაც შენ დაელაპარაკე .- ჩემი ძმის მოთაფვლაც მას მივანდე, ვიცი გამოუვა. ჩემი საუკეთესო მეგობარია თა ანუ თამთა, სახელებს შემოკლებით ვეძახით ერთმანეთს მე თი ვარ ანუ თინი.
ცოტას ჩემზე მოგიყვეით, მე თინი მაისურაძე ვარ, მყავს დედა ირმა და ძმა ლექსო, მამა არ ვიცი, დედას ჩემი დაბადების მერე არ უნახავს ასე ადგა და ბედნიერი ოჯახი უეცრად მიატოვა. მიზეზი არ ვიცით არც არასდროს მიძებნია მე პირადად. ჩემ ძმას ? დღემდე ყველა მამაკაცში მას ეძებს. რატომ? ალბათ მას უფრო ახსოვს და ენატრება ის ან უბრალოდ პასუხს ეძებს მისი წასვლის.
დედა დუმს ამ საკითხზე, როგორც ვიცი თავიდან ძალიან განიცდიდა, ახლა ისეა თითქოს არც არავინ არსებობდა და უბრალოდ წერომ მოგვიყვანა მე და ჩემი ძმა.
ბაღშიც და სკოლაშიც გაკვეულ ასაკამდე ვამბიბდი და ძალიან მჯეროდა, რომ მართლა წერომ მომიყვანა, თუმცა შემდეგ მივხვდი უბრალოდ მიტოვებული შვილი ვიყავ, დედა კი მიტოვებული და დაღალატებული ქალი.
უნივერსიტეტში დროებით აკადემიური მაქვს აღებული, სამსახურსაც ამიტომ ვეძეებ .ვერც დედას და ვერც ლექსოს ვერ ვთხოვ გადახდაას, მინდა ჩემით მოვაგვარო ჩემი პირადი პრობლემები. ორივემ კი მითხრეს ბოლო წელს მაგის გამო ნუ გადადებო მაგრამ გავჯიუტდი,.
-დე, დღეს თამთა მოვა რაღაცაზე უნდა საუბარი.-შეპარვით დავიწყე საუბარი და გვერდით ავეტუზ, ეჭვნარევი სახით შემომხედა და გაიცინა
-ვიცი თქვენი საუბარი რასაც ეხება, სადმე წასვლა გინდათ და ნებართვას იღებ?
-არა, უფრო სწორედ რაღაცა მე მინდა, თამთა დაგელაპარაკება.- ხელიდან ხახვი და დანა გამოვართვი დასაჭრელად
-რაღაც სულელობას აპირებ ხომ ?-ღიმილით მკითახა
-დედა, მუშაობა მინდა ესე ვერ ვიქნები, ამოიტომ ვიფიქრე თამთასთან ხომ არ დავიწყო, უნივერსიტეტშიც ვივლი, ფულიც მექნება, მხოლოდ რვიდან პირველამდე, გთხოვ ლექსოც დაიყოლიე.- სულ დამავიწყდა ხახვს რომ ვჭრიდი თითები თვალებზე ცრემლების ჩამოდინების მზგავსად დავისვი, თან ყელი სამი თითით გამოვწიე თხოვნის იმიტაციისთვის, ხახვის სიმწარემაც მალევე ამაცრემლიანა, დედაჩემმა კი წარბების აწკეპით მიმანიშნა რომ ხელების მოსმისა და აფერისტობის გამო მეტის ღირსი ვიყავი.
-ეგ თემა არ განიხილება, ლექსო არ დაგთანხმდება. ათას კაცში, უფრო სწორედ ათას აგრესიულ კაცში მუშაობას.-კარზე კაკუნმა შეგვაწყვეტინა საუბარი დედა გასაღებად წავიდა, მე ამომწვარ თვალებს მივუბრუნდი მოსაბანად. არ ვიცოდი რა მექნა...
-აჰა, მეორე ძალაც მოვიდა, რა გინდოდა რას ამიტეხე შვილი ისე ერთად ყოფნა არ გყოფნით?
-აუ... ირმა გთხოვ გამოუშვი რა თან ერთად ვივლით, იქნებ გავათხოვოთ კიდეც, სულ კარგი ბიჭები არიან.- თამთამ თვალი ჩამოიკრა და გვერდით ამომიდგა
-თუ მასეთი კარგები არიან შენ რატო არ თხოვდები? ყველა გამოლენჩებულია მანდ შვილებო ყველა. უბრახუნებენ ერთმანეთს და ფულს მაგით აკთებენ
-გამოუშვით ეს და მეც გავთხოვდები.- როგორც შევატყე თამთას ყველაფერზე წამსვლელი იყო ჩემ გამო, მე ხმას ვერ ვიღებდი
-ლექსო გადაწყვეტს.- ირმამ მხრები აიჩეჩა და სამზარეულოდან მისაღებში გადაინაცვლა ყავის ფინჯნებით.
მოკლედ მოგიყვებით თამთას სამსახურზე, ასეთი რამ არის... საღამოობით იმართება "ბრძოლა შიშველი ხელებით" ყველაფერი წესების დაცვით მიმდინარეობს, არის ორი მოთამაშე, მათზე ჩამოდის ფსონები. ბრძოლის ხანგრძლივობა შვიდი წუთია, პირველ შვიდ წუთში თუ მეტოქეს ძირს არ დააგდებს ერთე-ერთი, იწყება მეორე რაუნდი და ასე იქამდე სანამ ერთი გამარჯვებული არ იქნება. თამთას რა მოვალეობა აქვს ? ის მხოლოდ რაუნდების რაოდენობას აცხადებს რინგზე გასვლით და სექსუალური მიხვრა-მოხვრით. შემდეგ ჩაიჯიბავს მის კუთვნილ ას ლარს და მოდის სახლში.
ბევრი რომ არ ვილაპარაკო თამთა სასწაულებრივად მოახერხა ჩემი ძმის დათანხმება, არ ვიცი რა უთხრა და როგორ, თუმცა ხან მგონია რომ ერთმანეთს მალულად ეპრანჭებიან და ამის გავლენაც არის... ეს მერე იყოს განსახილველად.
-საღამოს გაემზადე რვის ნახევარზე გავდივარ მე და ჩემთან წამოდი უფროსს დაველაპარაკები შენზე, მარტო ერთი პირობაა.-სიცილით შემათვალიერა და მკერდზე დამაკვირდა
-რა პირობა?- მზერა მის თვალებს გავაყოლე
-ეგენი ცოტა ამოყარე მაიცნ, კაცები უტვინოები არიან შეგხედავს და თანახმაა
-მოიცა შენ ლექსო ასე დაიყოლიე?- თვალები დავაჭყიტე თანხმობის მოლოდნინში
-არა გაგიჟდი გოგო, ვთხოვე.- სიცილით დაუყვა კიბეებს. აბაზანაში მოსაწესრიგებლად შევედი, ცოტახანი ვინებივრე საღამოსთვის მოვემზადე და თამთასკენ ავიღე გეზი. სულ რაღაც თხუთმეტ წუთში ვიყავით მის სამსახურში, ყველაფერი ჩაბნელებული იყო, რამდენიმე გოგო კისკისით მიესალმა თამთას და მეც შემომღიმეს. რატომღაც უფროსთან შეხვედრა პატარა ნათელ კაბინეტში წარმომედგინდა, თუმცა მანქანის საბურავებით შემოსასზღვრულ რინგზე ამოვყავი თავი
-ბესო.-ხელის ქნევით მოიხმო თამთამ
-ნახე რა გოგო მოგიყვანე! ნინის წასვლის მერე ხომ ვეძებდით კადრს,ხოდა ჩემი მეგობარია თინი მაისურაძე, ასაკიც დამაკმაყოფილებელია .-მუჯლუგუნი მისცხო და გაეკრიჭა, ბესომ ერთი ამათვალიერა და თავი დამიკრა სალმის ნიშნად, თვითონ ბესო დაბალი ჩაკოტიტებული და ცოტა ნავარჯიშები იყო, მელოტი თავით და მკერდამდე წვერებით
-პირველ რიგში, სალამი და კარგად, შენ როგორ ხარ თამთა?- მე ხელი გამომიწონდა, ჩემიც შევაგებე და ჩამოვართვი
-ე.ი თინი, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუ გინდა დღესვე დაიწყე, მხოლოდ მარტივ წესებს გაგაცნობ. პირველი და აუცილებელი სრულწლოვანი იყო
-არის ბესო ხომ გითხარ.- ჩაეჩარა თამთა
-მეორე არ ესაუბრები მოთამაშეებს, არ იცნობ არ გიცნობენ. ზედმეტი შარი რომ ავიცილოთ თავიდან
-კი, ვიცი თამთასგან.
-მესამე, თუ ჩუმად აპირებ აქ მუშაობას ოჯახისგან მალულად ან რამე მსგავსი და თანახმა არ არიან დღსვე უარს ვამბობ შენზე, მათ მოვარდნებს და აყალმაყალს ვერ ავიტან
-თანახმა არიან.
-ძალიან კარგი, მაშინ კეთილი იყოს შენი მოსვლა ჩვენს გუნდში, ხელფასი ყოველი საღამოს მერე გექნება
-მადლობა დიდი- ცოტაც და სიხარულით ავცმუკდებოდი
-აბა თქვენ იცით- შუბლზე ორი თითი მიიდო და ჩამოგვშორდა, თამთამ ხელკავით გამიყვანა გასახდელში, ახალი ფორმა გადმოიღო და მომაწოდა
-ჩაიცვი და გავიდეთ. ყველაფერს აგიხსნი და განახებ, დღეს თამაშები ცხრაზე იწყება. ყავასაც მოვასწრებთ
-ძალიან ვნერვიულობ. თან ეს ბესო რაღაცნაირად მძაბავს
-ეგ იმიტო რომ თვითონაც დაძაბულია დღეს
-რატო?- ინტერესით ვიკითხე და თმა ცხენისკუდად ავიკარი
-ოო... რატო და დღეს ისეთები ჩხუბობენ. -წარბები აწია და წაუსტვინა
-ისეთები როგორები? საშიშები?
-საუკეთესო ორი. ჯაში და ბედია, სასტიკები არიან ერთმანეთს პირველად ხვდებიან
-პირველად რატო?
-გოგო რამდენ კითხვას სვამ, არც ერთხელ გინახავს როგორ დადის შენი დაქალო რინგზე ჰა? თამაშებს თუ არ უყურებ მე მაინც მიყურე.-ვითომ ეწყინ, თავი დანანებით გადააქნია
-ოხ თამთა, რავიცი არ მიყვარს ესეთი რაღაცეები
-მოკლედ აქ ადამიანები ერთ წონაში თუ არ არიან არ იბრძვიან, ეს ორიც შესაბამისდა ვერ მოხვდნენ ერთად, ერთი სამოცდაათი კილოა მეორე სამოცდახუთი, ხოდა ხალხის მოთხოვნით და არა მარტო, თვითონაც სურვილი ჰქონდათ დღეს ჩაინიშნა ჩხუბი. იმედია ჩემი ჯაში გადარჩებ ვგიჟდები მაგ ბიჭზე.-ტაში შემოკრა პატარა ბავშვივით
-ანუ ეგ სამოცდახუთი კილოა- სიცილით ავედევნე წინ წასულს თავჩახრილი და უცებ რაღაც მყარს შევასკდი
-გოგონი წინ იყურე.- უკმეხად მომიგდო და ჩამიარა გვერდი, თავლი რომ გავაყოლე მხოლოდ მისი ნამარჯიშები ზურგა და მხრები დავინახე, თავი გავაქნიე ფიქრებიდან გამოსარკვევად და სირბილით წავედი თამთასკენ.
-არ ჩამომრჩე თინათინ, აქ იმდენი ხალხი მოიყრს თავს დამეკარდები.-ხელი ჩამკიდა
-ვიღაცას შევასკდი გოგო და მაგიტომ, რას გარბიხარ.- საყვედური გავურიე ხმაში.
საბურავების გარშემო ხალხი ემატეოდა და ემატებოდა, ბესოც ორ გოგოსთან ერთად რინგზე იდგა მითითებებს აძლევდა, მალევე გამოაცხადეს მოთამაშეების სახელები და მე მათ შორის ის ბიჭი ამოვიცანი ვისაც ცოტახნის წინ შევეჯახე. როგორც აღმოჩნდა აკაკი ჯაში ის იყო.



№1 სტუმარი ჰეი

აი, საინტერესო დასაწყისია! იმედი მაქვს , რომ გაგრძელებას ვიხილავ❤️❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი მირცა.

ჰეი
აი, საინტერესო დასაწყისია! იმედი მაქვს , რომ გაგრძელებას ვიხილავ❤️❤️❤️❤️

ვეცდები მალე დავდო გაგრძელება❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი Marie

საინტერესოდ დაიწყო მომეწონა შენი წერის მანერა სიუჟეტი აქედანვე საინტერესო ჩანს და იმედი მაქვს ასევე გაგრძელდება წარმატებები❤️ იმედია ახალ თავს მალე ვიხილავ:)

 


№4  offline წევრი მირცა

სტუმარი Marie
საინტერესოდ დაიწყო მომეწონა შენი წერის მანერა სიუჟეტი აქედანვე საინტერესო ჩანს და იმედი მაქვს ასევე გაგრძელდება წარმატებები❤️ იმედია ახალ თავს მალე ვიხილავ:)

მადლობა შეფასებისთვის. პირველია და ვეცდები კარგად განვავითარო❤️

 


№5 სტუმარი ანათეა

აჰა ესე იგი გამა წარმატებები ავტორი უყურებ ბრძოლებს?

 


№6  offline წევრი მირცა

ანათეა
აჰა ესე იგი გამა წარმატებები ავტორი უყურებ ბრძოლებს?

მადლობა. ვუყურებ ხმამაღალი ნათქვამია, უფრო პატარა მონაკვეთებს. თუმცა ისტორიაში ჩემებურად იქნება გადმოცემული. სახელი უბრალოდ ძალიან მომწონს ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent