GAMA- ბრძოლა შიშველი ხელებით. 2
რინგზე მყოფთ თვალს ვერ ვაშორებდი, მათ ოსტატურ მოძრაობებს, ორივე თანაბრად იბრძოდა, საუკეთესოს გამოვლენა რთული აღმოჩნდა. ბრძოლა მესამე რაუნდით დასრულდა. ხალხის ოვაციებმა ფიქრებიდან გამომარკვია და დიახ გამარჯვებული აკაკი ჯაში გახდა. მოწინააღმდეგე ბოლო დარტყმით, ნოკაუტში ჩაგდებით დაამარცხა. მთელი დარბაზი ქუხდა, თამთაც კი სიხარულით ხტუნავდა "მინდოდა ჩემ ბიჭს გაემარჯვაო". თვითონ აკაკი რამდენიმე წუთი გულზე ხელ დადებული იდგა, თავი უკან გადაწია და თითქოს ლოცულობსო თვალები მინაბა. მისი აღნაგობის მიუხედავად მის პროფილს თვალს ვერ ვწყვეტდი. ლამაზი სწორი ცხვირი გამოკვეთილი ნაკვთები და ულამაზესი კონტურის მქონე წითელი ტუჩები ჰქონდა. ერთი წამით გავიფიქრე კიდეც, რომ მის ტუჩებს ალუბლის გემო ექნებოდა. უცბად თავი გაასწორა გვერდულად გამოიხედა და თვალებში შემომხედა, სულ ერთი წამით. უხერხულად შევიშმუშნე და მზერა თამთაზე გადავიტანე -თამთა, დღეს კიდევ არის ბრძოლა?- ისე ვიყავი ჯაშით მონუსხული კიდევ ერთხელ შევავლე თვალი -არა დღეს დასრულდა, ახლა სასმელს მოიტანს ბესარიონი. ცოტას ვიცეკვებთ და წავიდეთ, ხომ უნდა მივულოცო თან პირადად აკაკის -ხომ მაგრამ, ბესომ ხომ თქვა მოთამაშეებთან არ იკონტაკტოთო -ბესომ თქვა არ გააბათ რომანებიო, მე ვთქვი მივულოცოთქო.- თვალების ტრიალით მომახსენა და ლუდის ასაღებად წავიდა, მეც ძუნძულით მივყევი უკან. არა რა ეს გოგო ასეთი ტემპით სიარულს თუ აპირებს მე მოვკვდები. საღამომ მშვიდად ჩაიარა, ცოტა ლუდი მეც მოვწრუპე, თამთამ ჩემპიონი ვერ დაიმარტოხელავა და ბოლოს დანებდა -თი, გამოვიცვალოთ და წვაიდეთ.- სხვათაშორის თავისი ნებით შემომთავაზა -იმედია მანქანას ტოვებ, მთვრალს ვერ გენდობი. -რას მკადრებ, მე კანონებს არ ვარღვევ.- ენა გამომიყო ბავშვივით. მის სულელურ საქციელზე გამეცინა, მივვარდი და ლოყები დაუკოცნე. -გამიშვი გოგო გავიგუდე.- მოცილება სცადა და ბოლო მუჯლუგუნზე გამოუვიდა კიდეც. პარკინგზე გავდიოდით, უეცრად ვიღაც რომ წამოგვეწია და თამთა ჰაერში აიტაცა, ამასაც მეტი რაუნდოდა კისკის-წიკვინს მოჰყვა გაუჩერებლად თან ხელებს აფართხუნებდა -დამსვი აკაკი თორემ მოგკლავ.- სხვათაშორის დაემუქრა -არ უნდა მოგელოცა გოგო, ისე იპარებოდი.-დედამიწაზე დააბრუნა და ძლიერად ჩაეხუტა თამთას -მაცადეს რო? ვინ მომიშვა.-არც თამთა დანებდა -ყველაფერზე პასუხი გავქს, გავიგე შენი დაქალი მოგიყვანია.- სხვათაშორის მეც შემიმჩნია და ისევ ის მზერა მაჩუქა როგორიც რინგიდან. -ხო თინია გაიცანი, აწი ჩვენთან იქნება სულ. -ანუ თინი.- ხელი გამომიწოდა, მეც ჩემი შევაგებე და ოდნავ გავუღიმე -ოჰ, კარგით ახლა მერეც მოასწრებთ გაცნობას, მეჩქარება.- აკაკიმ მზერა ჩემიდან თამთაზე გადაიტანა -მე წაგიყვანთ არ დამილევია -ძალიან კარგი, მე უკან ვჯდები კი არა და ვწვები - პირველი გაიქცა ჯაშის მანქანისკენ, მე კი გაღიმებული დამტოვა. თამთა უკანა სავარძლებზე მთლიანად გაწვა და ჩემი მცდელობა რომ გვერდით დავმჯდარიყავი ამაო აღმოჩნდა. თან ბძანებებს გასცემდა თითქოსს ტაქსში მჯდარიყო. - აბა თი ნი თამთა ვიცი სად მივიყვანო და შენ?- ჩემი სახელი დამარცვლით წარმოსთქვა და გვერდულად გამომხედა -მეც იქ.- მოკლედ ვუპასუხე. რატომღაც ისეთი მზერა ქონდა მერიდებოდა მისი. სახლამდე მშვიდათ ვიმგზავრეთ, თამთას გზაში ჩაეძინა. მანქანა კორპუსის წინ გააჩერა, ღიმილი კიდევ ერთხელ მაჩუქა და შოთას სიტყვები წარმოსთქვა -თინათინ მზესა სწუნობდა მაგრა მზე თინათინობდა.- რაღაცნაირად მესიამოვნა ეს სიტყვები, მოულოდნელობისგან ტაომაც კი დამაყარა ისეთი ხმით წარმოსთქვა -გყვარებია შოთა.- მხოლოდ ეს ამოვილუღლუღე და მანქანიდან გადმოვედი. -შეხვედრამდე თი ნი.- ხელის აწევით და ისევ ჩემი სახელის დამარცვლით დამემშვიდობა. საერთო ჯამში საღამომ მშვენივრად ჩაიარა, დედა მისაღებში მელოდებოდა. ყველაფერი დეტალურად გამომკითხა. მეც მთელი მონდომებით ვუყვებოდი თუ როგორი კარგი გარემოა, როგორ აკონტროლებს ბესო სტაფისა და მებრძოლების ურთიერთობას, დედას ეს ფაქტორი ძალიან მოეწონა. ლოგინში შევწექი თუ არა ისევ აკაკი წარმომიდგა თვალწინ, ჩემი გონება ათასჯერ იმეორებდა მისი ბარიტონით წარმოთქმულ ჩემს სახელს, რაც უცნაურ ემოციას იწვევდა ჩემში. -აკაკი.- გაოცებულმა გავხედე ჩემი ოთახის ფანჯარას -შენ აქ საიდან ?- წამოვდექი და მისკენ წავედი -თი ნი, თი ნი.- ისევ დამარცვლა, ისევ ტაომ დამაყარა -აკაკი მგონი გკითხე აქ რა გინდა?- მეტის თქმა აღარ დამცადდა, ორივე ხელით დამიჭირა სახე, თავისკენ მიმიზიდა და ტუჩებში მაკოცა. თვალები ერთიანად დავჭყიტე, მალევე მოვდუნდი და ავყევი კოცნაში.მუცელი ერთიანად დამეჭიმა და ლავასავით ცხელმა ტალღამ დამიარა ძარღვებში. მის ტუჩებს, როგორც ჩემს წარმოდგენაში მოტკბო ალუბლის გემო ჰქონდა. ერთი ხელი სახიდან მომაშორა და ნელ-ნელა ფეხებისკენ ჩაასრიალა. მისი ქმედებები მთიშავდა ვერაფერს ვახერხებდი ვერც ვშორდებოდი, თუმცა მოგატყუებთ რომ გითხრათ მისი მოშორება მინდოდა-მეთქი. სა*ვალი გვერდულად გადამიწია და თითების ოსტატური მოძრაობით მოფერება განაგრძო. უჰაერობისგან მის ტუჩებს მოვწყდი და ჩუმი კვნესა დამცდა. ნელი ნაბიჯებით ლოგინისკენ წამიყვანა. კიდესთან შემაჩერა და ხელის ოდნავი ბიძგით ზედ დამაგდო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.