თეთრი მტრედი
დღეს სახლიდან ადრე გავდივარ, ვჩქარობ, სახლის კარს ვკეტავ, გასაღებების აცმას ჩანთაში ვაგდებ და უკვე დაქოქილი მანქანისკენ ჩქარი ნაბიჯით მივდივარ. უცებ მახსენდება, რომ ჩემი აჩქარების მიზეზი სასადილო ოთახის მაგიდაზე დამრჩა. ბუზღუნით უკან ვბრუნდები, ჩანთაში ვიქექები და ორი წამის წინ ჩაგდებულ გასაღებს ვეძებ-როგორ შეიძლება ასე უცებ დაიმალოს? კარს ვაღებ, ლამაზად შეფუთულ საჩუქარს ვიღებ და წინანდელ მოქმედებებს ვიმეორებ. გზაზე გავდივარ და ისევ ვჩქარობ. შემხვედრი პატრული ფარების ანთებით მანიშნებს რომ გავჩერდე. გზიდან გადავდივარ და ვჩერდები. ეკიპაჟი მობრუნდა და ჩემი ავტომობილის უკან გაჩერდა. მძღოლი გადმოვიდა და ჩემსკენ წამოვიდა. მისი მეწყვილე მანქანაში დარჩა, მოძრაობებით ვხვდები რომ ჩემს ავტომობილს ბაზაში ამოწმებს. მეღიმება, რატომრაც ყოველთვის ნდობით ვიყავი განწყობილი სამართალდამცავების მიმართ (ჩემი ქმრისგან განსხვავებით).ახლაც ასე ვარ, მსიამოვნებს კიდეც რომ მამოწმებენ, მაგრამ ისევ მეჩქარება... -პატრულ-ინსპექტორი ლ.ს. თქვენი საბუთები. -ახლავე-ID-ს ვაწვდი და ვამატებ-ბატონო ინსპექტორო, ვიცი რომ სიჩქარეს გადავაჭარბე, ამისთვის ბოდიშს ვიხდ, მაგრამ ძალიან მეჩქარება, იქნებ ზედმეტი ფორმალობების გარეშე დამაჯარიმოთ და გამიშვათ?-ნაზად ვიღიმი. ლ.ს. თვალს თვალში მიყრის, მარცხენა წარბს მაღლა წევს, მერე ფრთხილად იღიმება, ბარათს დაჰყურებს ცოტა ხანს, მერე მიბრუნებს-ისე, მხოლოდ იმიტომ გაგაჩერეთ, რომ მანქანის კარში შარფია ჩატანებული, რადგან ასეთი გულახდილი ხართ სიჩქარესთნ დაკავშირებით, ამჯერად მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოვიფარგლებით. კეთილი მგზავრობა-ქუდს ისწორებს და მანქანაში ჯდება. მეწყვილეს რაღაცას ეუბნება, ორივენი იცინიან და მიდიან. ნაჩქარევად დაკეტილ კარს ვაღებ, შარფს შიგნით ვითრევ და მიკვირს, მაინც რატომ მეჩქარება იქ, სადაც საერთოდ არ მინდა მისვლა. ჩემი სახლიდან 30-35 კმ-ს მოშორებით,გზის პირას, ხეებში ჩამალული ლამაზი, თეთრი, ორსართულიანი სოფლის სახლი დგას,ჩემი დანიშნულების ადგილი, ნორმალური სიჩქარით სიარულის შემთხვევაშიც კი ნახევარ საათში იქ ვარ, მაგრამ ვჩქარობ.. მგზავრობიდან 25 წუთის შემდეგ გზის პირას პატარა კაფეს ვამჩნევ და იქით ვუხვევ. უკვე აღარ მეჩქარება, პირიქით, მინდა დრო გავწელო და რაც შეიძლება გვიან მივიდე. -ბახ!!!! არაჩვეულებრივია, ხანდახან სასწაულები ხდება,გატეხილ მინას გადავუარე და მარჯვენა წინა საბურავი სკდება. მანქანას ვაჩერებ, უკვე კაფეს სადგომზე ვარ, ავარიულ განათებას ვრთავ და სათადარიგო საბურავს ვიღებ საბარგულიდან, ასევე დომკრატს. მანქანას მაღლა ვწევ და ახლა უკვე ქანჩით საბურავის დამჭერების მოშვებას ვცდილობ. გაჭედილია,ვერაფრით ვერ ვხსნი. სადღაც შორიდან წითელი და ლურჯი მოციმციმე სინათლე ჩნდება და შორიახოს ჩერდება. მე ისევ ქანჩს ვეჭიდავები. ცოტა ხანში ნაცნობი ხმა მესმის. -მოჩქარეს მოუგვიანდესო. ხომ არ დაგეხმაროთ? გაწეწილ თმას ხელის ზურგით ვისწორებ, ვტრიალდები და ცოტა ხნის წინ გაცნობილ პატრულის თანამშრომელ ლ.ს.-ს ვხედავ. დამთხვევაც ასეთი უნდა. -თქვენ აქ საიდან გაჩნდით, ნუთუ მე გამომყევით?-ვიბნევი უცებ. - აქ ამიტომ არ ვარ, ჩემი მორიგეობა დამთავრდა და სასადილოდ გავაჩერდი,-ხელიდან ქანჩს მართმევს, მარტივი მოძრაობით დამჭერებს თავისუფლად ხსნის, 5 წუთის შედეგ ჩემი საბურავი კაფის უკან ვულკანიზაციაშია. -ბატონო ლ.ს. ,არ ვიცი როგორ გადაგიხადოთ მადლობა, იქნებ სასადილოდ დაგპატიჟოთ. თქვენ ხომ აქ სწორედ მაგიტომ ხართ, ამასობაში საბურავიც შეკეთდება. ნება მომეცით გაგიმასპინძლდეთ.ზრდილობად ვიღვრები. -მმმ,დიდი სიამოვნბით. "თეთრი მტრედი"შენობის მეორე სართულზე პატარა სუფთა კაფე აღმოჩნდა. მუქი ყავისფერი ხით მოპირკეთებული, დაბალი მსუბუქი განათებით და უზარმაზარი ფანჯრებით, ჩვენ სწორედ ფანჯარასთან მდარ ბორდოსფერ გადასაფარებლიან ცარიელ ორკაციან მაგიდასთან მივდივართ. ლ.ს. სკამს წევს და თვალებით მანიშნებ "დაბრძანდიო'. მენიუში დიდი არჩევანი არაა, ამიტომ ორ პორცია ომლეტს ვუკვეთავთ. -სასმლს რას ინებებთ?-ლ.ს.-ს გავხედე-ლუდი? თნხმობის ნიშნად წარბი ასწია და ოფიციანტს გახედა, მანაც უმალ ჩაიწერა შკვეთა. -ქალბატონი? -თურქული ყავა ქაფით და უშქროდ. კონიაკი თუ გაქვთ? -დიახ. -ძლიან კარგი. ერთი ჩაის კოვზი მოტანამდე. - შეკვეთა ათ წუთში მზად იქნება. -რას ნიშნავს ერთი კოვზი მოტანამდე? -როცა მოიტანს მიხვდებით-კმაყოფილი ვიღიმი მე. -რას გაურბიხარ?-თვალს თვალში მიყრის და ისევ წარბს წევს. -უკაცრავად?-ვიბნევი. -ნახვარი საათის წინ ისე ჩქარობდი ID-ს ნაცვლად საკრედიტო ბარათი მომაწოდე (-რაა, სულ გადავირიე, გამიკვირდა და თან უფრო მეტი პატივისცემით განვეწყვე.) ახლა კი ცდილობ დრო გაწელო-უმარტივესია საბურავი უკანა გზაზე გაიყოლო. შენ კი, დარწმუნებული ვარ რომ გულწრფელი მადლიერების გამოხატვას ცდილობ, თუმცა უცნობ ლ.ს.-სთან ერთად კაფეში დროის გაწელვას ცდილობ. აბა? -მე, ბოდიშს გიხდით, არ ვიცი რა დამემართა, საერთოდ ასეთი უყურადღებო არ ვარ. ანუ საბანკო ბარათი, ნეტავ ზედ თანხა მაინც თუ იყო?-ორივე ვიცინით.-ცოტა რთული ამბავია, მართალი ხართ და დაკვირვებულიც ბრძანდებით, შეიძლება შენობით მოგმართოთ? ასე ძალიან ვიძაბები. -რა, თქმა უნდა, პირიქით, უკვე დროა ოფიციანტი მოდის ომლეტის ორ თეფშს დებს-რამეს ხომ არ დაამატებდით? ლუდს ახლავე მოგართმევთ, ყავაც 5 წუთში იქნება. -არა,-პასუხობს ლ. ს. მერე მე მიყურებს, მე თავს ვაქნევ.-არა მადლობა. -რაზე გაჩერდით?-ლ.ს. ისევ წარბაწეული მიყურებს. -ეს დაჟინებული მზერა პროფესიული მახასიათებელია თუ ქარიზმის ნაწილია? -თემიდან უხვევთ, თინთინ.- მახვილს ჩემს სახელზე სვამს.- ბარათს ეწერა სახელიო.იღიმის. -უცნაურია, აქამდე თინათინს მხოლოდ ჩემი მასწავლებელი მეძახდა. თავს თუ არ შეგაწყენ, შეიძლება მოგიყვე კიდეც, ოღონდ ჯერ ომლეტით ვისიამოვნებ და დროს გავწელავ. ლ.ს. ლუდს სვამს, მე ყავას ველოდები. აი ისიც, ფინჯანს ხარბად ვყნოსავ და ოფიციანტს ვეკითხები: -კონიაკი? -ახლავე. მაგიდაზე 5 ვარსკვლავიანი კონიაკით სავსე 1 ლიტრიან ბოთლას დგამს. -ეს რა არის?-ვეკითხები გაოცებული. -დღეს სიყვარულის დღეა, ამიტომ უფროსმა გადაწყვიტა შეყვარებულებს საჩუქარი გაგიკეთოთ, გემრიელად მიირთვით, გილოცავთ. -დიდი მადლობა, მაგრამ ჩვენ.... -მადლობა თქვენს უფროსს, თავისუფალი ხართ.-სიტყვას მაწყვეტინებს ლ.ს. . ოფიციანტის წასვლამდე თავს ვიკავებთ, მერე კი ხმამაღლა ვიცინით.-ახლა მეტყვი რას ნიშნავს ერთი კოვზი მოტანამდე?-სიცილს უეცრად წყვეტს და ცნობისმოყვარეობით მიყურებს. -შეიძლება გავხსნა?- ვანიშნებ ბოთლისკენ ისიც ხელის მტევნის მოძრაობით ნებას მრთავს. კონიაკს ვხსნი, ჩაის კოვზს ვავსებ და ყავაში ვასხამ. ბოთლს ვაფარებ და ვამბობ-სულ ესაა. -ანუ? -ანუ მძიმე დღე მაქვს, ახლა სიამოვნებით დავთვრებოდი და ისე მივიდოდი დანიშნულების ადგილზე, საერთოდ არ მინდა იქ საღი გონებით მისვლა, მაგრამ საჭესთან ვარ. ამიტომ "2 1ში“ ვაკეთებ-ძალიან მიყვარს ყავა კონიაკით და თან ასე უსაფრთხოა. -ოხო, საინტერესოა, ოფიციანტო, თუ შეიძლება ერთი თურქული ყავა ქაფით და უშაქროდ. წარბაწეული იღიმის-რატომაა მძიმე დღე? -ყველასთან ასეთი დაჟინებული ხარ? -მხოლოდ მათთან ვინც მაინტერესებს (აწეული წარბი ნელ-ნელა გონებას მირევს). მხოლოდ ახლა დავაკვირდი მის ნაკვთებს დიდი ნათელი სახე, შავი ოდნავ დატალღული თმა, ასევე შავი ხშირი და ლამაზი ფორმის წარბები,ნეტევ ბუნებრივია? მუქი ყავისფერი ცნობისმოყვარე, თბილი და ამოუცნობი თვალები, სწორი ცხვირი, ლამაზი თეთრი კბილები და ოდნავ დაკუთხული საშუალო სისქის ტუჩები, ოდნავ წინ გამოწეული ოთხკუთხა ნიკაპი და მკვეთრად გამოკვეთილი მამაკაცური ყბები, ერთიანობაში სრული ჰარმონიაა და მამაკაცური, უხეში და ამავდროულად საოცრად მიმზიდველი სახე. ტანსაც შევათვალიერებდი მაგრამ ალბათ მზერას შენიშნავს, ამიტომ ისევ თვალებში ვუყურებ. -ჩემი ქმრის შვილის დაბადების დღეზე მივდივარ, რომელიც ჩემი შვილი არაა. -???ლ.ს-ს სახეზე გაკვირვება გამოესახა -თქვენი ყავა. დუმილს არღვევს ოფიციანტი. -ბეჭედი? თვალით მარჯვენა საჩვენებელ თითზე წამოცმულ ბეჭედზე მანიშნა, თან ყავაში კონიაკი ჩაასხა.-ისევ ერთად ხართ? რა დაკვირვებულია, როგორც ჩანს თ ითონაც შემათვალიერა. -არა. -რამდენი ხანია? რატომ არ იხსნი? -3 წელია, მას შემდეგ რაც ბავშვი გაჩნდა. არ ვიცი რატომ არ ვიხსნი, ალბათ განშორება მიჭირს, 12 წელია აქაა-თითზე თითს ვისვამ.-თანაც სარგებლობა მოაქვს. - სარგებლობა? -ვერ ვიტყვი რომ ბევრი მამაკაცი მაწუხებს, მაგრამ მაინც, არა თითის მარტივი მოძრაობით ბევრ უსიამოვნო დიალოგს ვირიდებ. -გასაგებია.დარწმუნებული ვარ ბერს სწყდება გული. რატომ დაშორდით? -შვილი ეყოლა. -მანამდე?-ყავა მოსვა-მმმ, რა გემრიელია. -მანამდე არ ვიცოდით. -კარგი რა, რა ან ვინ? -რომ მიღალატა, მე და მისმამა უფროსმა შვილმა-ფინჯანს ორი ხელით ვიღებ და ხარბად ვსვამ დიდ ყლუპს.ვერც კი ვხვდები სრულიად უცნობ ადამიანს ამდენს,თან დეტალურად რატომ ვუყვები, მაგრამ მსიამოვნებს, თითქოს სწორედ ეს მჭირდებოდა, ჩემში დაბუდებული მღრღნელი გამოსვლას ლამობდა. -როცა გაიგე რა რეაქცია გქონდა? საერთოდ როგორ გაიგე, თვითონ გითხრა? -არც მან იცოდა. მისი ახლანდელი მეუღლე მოვიდა ბავშვით ხელში, რაღაც ფურცლები მოიტანა, სანამ არ დავრწმუნდი ვერ გავბედე მოსვლაო, ნამდვილად შენი შვილია, თუ გინდა შენც გააკეთე ანალიზიაო. მარტო ვარ, ვმუშაობ ,მაგრამ ბავშვი ვის დავუტოვო, შევაწუხე მეზობლებიო, ცოტა ხანს მაინც დამეხმარე რომ ძიძის ფული მოვაგროვოო. ძალიან შემეცოდა და ქმარი დავუთმე. -მოიცა რაა? რას ქვია დაუთმე? -აი ასე, დავუთმე. არ არის ნინო ცუდი გოგო, ის არაა დამნაშავე. უფროსი ბიჭი უკვე 19 წლისაა, რამდენიმე წელია კლასელებთან ერად ცხოვრობს. გიასთან ისედაც ხშირად ურთირთობს. ახლა კი სოფიოს უფრო სჭირდება, საერთო შვილი არ გვყავს, არ გამოგვივიდა. ის კარგი მამაა. ხოდა ახლა გია ნინოს ქმარი და სოფიოს მამაა. -რატომ არაა ნინოს ბრალი? ან ანალიზის ჩატარება რაში დასჭირდა? შვილი როგორ შეეგუა ამ ამბავს?(ღმერთო რა დაჟინებული და ცნობისმოყვარეა) -ამ ამბიდან დაახლოებით ერთი კვირა არ მახსოვს. მეუბნევიან ისე იქცეოდი როგორც ყოველთვის მხოლდ გიას ვერ ამჩნევდი და დივანზე იძინებდიო, თურმე მელაპარაკებოდა და ვერ ვიგებდი. მერე გონს რომ მოვედი, ბევრი რამე გავიგე. პირველი რაც გავაკეთე ჩემს ლუკას ვუთხარი, ის მამაშენია ჩვენ შორის რაც არ უნდა მოხდეს და რაც არ უნდა ჩაედინა შენდამი გრძნობები და დამოკიდებულება არ შეიცვლება, არ გაბედო მისთვის ზურგის შექცევა მეთქი, გაუჭირდა მაგრამ დამიჯერა, იცი? ლუკას და მე ნამდვილი დედაშვილური ურთიერთობა გვაქვს,ლუკას ეშინოდა რომ მამამისის საქციელის გამო მასზე ვიტყოდი უარს , ახლაც დედას მეძახის. ნამდვილი დედა სხვას გაყოლია თურქეთში. ახლა სოფიო ლუკას თვალის ჩინია, სწორედ ლუკასგან გამოგზავნილი საჩუქარი მიმაქვს დღეს, იმიტომ მივდივარ. რაც შეეხება ნინოს, ფარმაცევტია სადაც მუშაობდა გია შესულა წნევის გასაზომად. ამან რაღაც წამლები გამოუწერა და იმ საღამოსვე გამოკეთდა. გია ერთ კვირაში ექიმთან მივიდა და თურმე ინფარქტს გადაურჩენია ნინოს წამალს, ესეც მადლობის გადასახდელად საჩუქრით აფთიაქში გავგზავნე. ვიღაც ნასვამი ტიპი ყოფილა და აწუხებდაო ნინოს, ამას უთქვია ჩემი ცოლია და დააახვიო, უკვე საღამო იყო და ნინო მუშაობას მორჩა, გიას უთხრა რაზე შეწუხდით, ეს ჩემი მოვალეობა იყოო, ახლა მაპატიეთ მაგრამ სახლში მეჩქარებაო და ამ ლაპარაკში ერთდ გამოსულან აფთიაქიდან, ის ტიპი იქ ელოდებოდა თურმე, გიას უთქვამს თავს არ დაგანებებს და მოდი სახლამდე მიგიყვანთ , მანქანით ვარო. წაიყვანა, არ ვიცი გზაში რა დაემართა, მაგრამ მანქანა გააჩერა(ასე მომიყვა ორივე) და ნინოს უთხრა ძალიან მომინდი და თუ შენც გინდა ამოვალ შენთანო. ნინომ არ ვიცოდი რომ ცოლი ყავდაო, ის ბეჭედს არ ატარებდა, ჩემგან განსხვავებით. მოკლედ იმ საღმოს სექსი ქონდათ, გია სახლში დაბრუნდა. ორი დღის მერე ნინოს ის ტიპი დახვედრია ორ ძმაკაცთან ერთად შენ ვის ატყუებ, ახლა სადაა შენი ვითომ ქმარიო და ველურებმა გზის პირას გააუპატიურეს ...სამივემ. ამიტომ დასჭირდა ანალიზი. -ეს ოთხი წლის წინ მოხდა არა? მახსოვს ეგ ამბავი. საწყალი გოგო, აუ საშინელ მდგომარეობაში იყო.ჩემი მეწყვილე იყო გამოძახებაზე. სამივე დაიჭირეს. ისე ეგ გოგო მართლა პატიოსან გოგოს გავდა. -ასეც არის, კარგი ქალი და დედაა. ამიტომაც გიას ვუთხარი წასულიყო ჩემგან და ახალი ოჯახისთვის მიეხედა. -ასე, უბრალოდ. ტუჩი გაოცების ნიშნად გადმოატრიალა, აპატიე? -ვერა -ისევ გიყვარს? -არა. მგონი არც არასდროს მყვარებია, თუმცა პატივს ვცემდი და ვენდობოდი. მაგარმ არც მძულს. მასთან მრავალწლიანი წარსული მაკავშირებს. ამიტომ არ შემიძლია მძულდეს. -რატომ იყავი მასთან უსიყვარულოდ ან ამდენი ხანი როგორ შეძელი? -უკაცრავად, ამბობს ოფიციანტიდა უხერხულობიდან გვიხსნა -მითხრეს რომ საბურავი შეაკეთეს. -დიდი მადლობა, ანგარიში თუ შეიძლება. ლ.ს.-ს ჯიბისკენ მიაქვს ხელი-აბა აბა . ხომ არა დაგავიწყდა რომ მე გიმასპინძლდები? საფულიდან ი მ საკრედიტო ბარათს ვიღებ და ოფიციანტს ვატან,ლ.ს წარბაწეული ირონიული ღიმილით მიყურებს. ნეტავ ხვდება როგორ ზემოქმედებს ჩემზე? ჩემი მობილური რეკავს და ფიქრებიდან მარკვევს. ლ.ს.-ს ბოდიშს ვუხდი და ზარს ვპასუხობ; -ალო; -ხო დედი; -ჯერ არ მივსულვარ, საბურავი გამიფუჭდა. კაი დედი, გავიქცევი და მალე დაგალაპარაკებ. -ძალიან სასიამოვნო იყო შენთან ერთად დროის გაწელვა.-თბილად ვუღიმი ლ.ს.ს დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის, -ჩანთას ნაჩქარევად დავავლე ხელი და კიბეზე ჩავირბინე.უკვე საბურავს ვდებდი საბარგულში ლ.ს.-მ რომ დამიძახა -თინათინ, საკრედიტო ბარათი დაგრჩა. ოხ ეს წარბი... 15 აპრილია, დღის სამი საათი, გარეთ 17-18 გრადუსი სითბოა, თხლად არ მაცვია, ვგრძნობ რომ მცხელა, მაგრამ ვკანკალებ, ფეხები არ მემორჩილება, ხის კართან ვდგავარ და გაუბედავად ვაკაკუნებ, სამი წლის შემდეგ პირველად უნდა ვნახო გია. არ მინდა მასთან შეხვედრა, მისი დანახვა ან საუბარი, მაგრამ ლუკას ხმა მაჯადოვებს ხოლმე და უარს ვერ ვეუბნევი,ნამდვილად მამამისის შვილია, გიას უმნიშვნელო შემოხედვაც ხომ ყოველთვის მის მორჩილებას მაიძულებდა. კარს ნინო აღებს, სახე ეცვლება, იბნევა, უხრია ჩემი დანახვა, თას სცხვენია და უკვირს. -თ თ თინა, შემოდი, მიღიმის ნაზად. -გამარჯობა ნინო, სოფიოს ლუკას საჩუქარი მოვუტანე, გამოცდა აქვს და ვერ ჩამოვიდა.-ძლივს მოვუყარე თავი სიტყვებს, მერე თავი ხელში ავიყვანე და გავაგრძელე- ცოტა ხანში დარეკავს, შეიძლება სოფიო ვნახო? -კი, კი, ახლავე,-დაფაცურდა ნინო.... მართლა კარგი გოგოა. ორ წუთში პატარა ნაწნავებინი ფარფატა გოგო მოყავს-თიკინო, ყვირის და მეხუტება, ასე მეძახის როცა ლუკას მოყავს ხოლმე სახლში. -გამარჯობა ნამცეცა, ნახე მე რა მაქვს შენთვის? და მობილურს ვაწვდი იქიდან კი ლუკას ხმა ისმის და სოფიო კისკისებს სიხარულისგან, საჩუქარს ვაწვდი და ველოდები და-ძმა როდის გახსნიან სკაიპით ფერად ქაღალდში შეფუთულ სათამაშოს. ეზოში ხის სკამზე ვჯდები და მხიარულ სოფიოს შევყურებ, როგორი ლაღი და გულწრფელია, უბოროტო. ნინო მიახლოვდება ,უკან ვიღაც მოყვება ,გიას სიარულის მანერას ვცნობ, ვიძაბები, ვგრძნობ როგორ მეწვება მუცელი. -თინა, გამიხარდა რომ მოხვედი, რამდენი დრო გავიდა, მაპატიე, ვერ გავბედე შენთან მოსვლა, ხედავ ისევ მაჯობე, სულ ვამბობდი რომ ჩემზე ძლიერი ხარ. ძალიან გთხოვ უარი არ მითხრა, წამოდი ცოტა ხნით ფეხით გავისეირნთ, რაღაც მინდა გითხრა. უჩუმრად ვდგები და დასჯილი ბავშვივით მივსდევ.ნეტავ რა უნდა მითხრას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.