შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფსკერი 3


10-08-2023, 00:14
ავტორი mainc
ნანახია 690

3 თავი
სახლში მისულთ, საჭიროდ არ ჩაუთვლიათ, ეს ინციდენტი მშობლებისთვის გაემხილათ. ვინაიდან ნეამ იცოდა, რომ მეას უთავბოლო ხეტიალი და მეტიც მისი სწავლა -განათლების საკითხი წარსულს მიეცემოდა! საერთოდ , აქ "ფსკერში" ადარდებდათ კი განათლებული იყო თუ არა ქალი? მას ხომ უბრალო სიამოვნებისთვის შექმნილ ადამიანად მიიჩნევდნენ. მეა, კი ნეას წყალობით საუკეთესო მოსწავლედ იყო ცნობილი მთელს სკოლაში და მისი წარმატებებით აგრეთვე ნეა , ივსებოდა სიამაყით. განა, მშობლებს არ ეწადათ , ეს ყოველივე? უბრალოდ, ერთი იყო რომ შვილის უსაფრთხოება ერჩივნათ და შესაბამისად, რთული მისახვედრი არ არის , რომ ნეას დიდი წიინააღმდეგობისა და არგუმენტების მიშველიება დასჭირდა , საბოლოოდ მშობლების დათანხმება რომ მოეხერხებინა. დღეს , მომხდარი კი ნეას არც ვახშმის დროს, დავიწყებია და ვერც ძილს მისცა თავი , ვინაიდან იცოდა , მეტიც დარწმუნებული იყო რომ "ბატონი “ლუკა ასე უბრალოდ არ დაშოშმინდებოდა!
დილა , მეას წუწუნით დაიწყო! ისევ და ისევ საკუთარ ყელსაბამს ვერ პოულობდა , სკოლაში დაგვიანებას არად დაგიდევდათ, თუ ეს კულონი არ ექნებოდა! გულის ფორმის, მოვერცხლისფრო , რომელზეც ნეასა და მისი ფოტო იყო გამოსახული და რომელიც ნეამ უსახსოვრა საჩუქრად. რთული მისახვედრი არ არის თუ რა მნიშვნელოვანი იყო ეს უკანასკნელი მისთვის და აგრეთვე იმასაც შეამჩნევდით , რომ სწორედ ნეა იყო ის ერთადერთი, რომელიც მეას საკუთარ კერპად მიაჩნდა. უყვარდა და ეთანხმებოდა , თუ არა წვრილმანებში, მისთვის კეთილდღეობის მომტან ყოველგვარ სიტყვას პატივისცემით აღასრულებდა. საბოლოოდ , იპოვა და სკოლისკენ გულდამშვიდებული გაემართა , ვინ იცის საკუთარ თავს მერამდენედ დაუყვავა , რომ მას აღარ მოიხსნიდა...
სკოლა, რომელშიც მეა სწავლობდა , განკუთვნილი იყო "ფსკერის" ყველა კატეგორიისთვის ! ვინაიდან უფლება არ ჰქონდათ, რომ თვრამეტ წლამდე გოგოებისთვის ხელი დაეკარებინათ, ყოველშემთხვევაში, ერთადერთი ბატონები იყვნენ ამ უკანასკნელით პრივილეგირებულნი და შესაბამისად მათი , ახლობლები! ერთ-ერთი მათგანი კი გახლდათ, ბატონი ლუკას ძმისშვილი, რომელსაც ყველაფრის უფლება ჰქონდა და ამ უფლებას იყენებდა ბოროტი თუ კეთილი ზრახვებისათვის , ეს უკანასკნელი კი იშვიათობა იყო!
დავითი , თვრამეტი წლის , ასაკის მიუხედავად სერიოზული, მეტად გარყვნილი და ირონიით გაჟღენთილი გონების მქონე "კაცი" როგორც საკუთარ თავს მოიხსენიებდა და ყველას აფრთხილებდა , რომ მისთვის "ბიჭი” არ ეწოდებინათ. შავგრემანი, შესაშური გარეგნობის მქონე , გოგოების გულთამყრობელი გახლდათ და ეს სიამოვნების მორევში ითრევდა , თავდაჯერებულს კი ეგონა , რომ მასზე უარის თქმა არცერთ სუსტი სქესის წარმომადგენელს არ შეეძლო, მაგრამ ამ ქვეყნად ყველაფერი ისე როდი ხდება, როგორც ეს ჩვენს გულსა და გონებას სურს...
სკოლაში , მეას გადასვლა ერთი იყო, რომ ბატონმა დავითმა , გაიზრა , როგორ სულისშემხუთველად სიმპატიური და ტემპერამენტიანიც არ უნდა იყოს კაცი , გამოჩნდება ის ერთი , რომელიც თავდაჯერებულობასა და სიამაყეს წინ აღუდგება და რომელზეც ბატონობას ვერც თავისი უძირო თვალებით მოახერხებს და ვერც თავისი წარმომავლობით! დიახ , სწორედ მეა იყო იყო ის ერთადერთი და ვგონებ უკანასკნელი ადამიანი, რომელმაც შეძლო და დავითის ყოველგვარ ზეწოლას გაუძლო ,არ დანებდა მას და შედეგად, მისი სახით , მოუშორებელი " "მტერი" გაიჩინა. რაღა მოუშორებელი , დავითი სკოლაში იშვიათად თუ დადიოდა და როცა იკადრებდა თავის ტემპერამენტთან ერთად, გოგოების გადმოკარკლული თვალები და ვნება დაჰქონდა! გოგოების , გარდა ერთისა! მაგრამ ხომ იცით , ზედმეტი არაფერი ვარგაოდა , სწორედაც , რომ საჭირო და "ნაყოფიერი" იყო მისი "დაბრუნება" მაშინ, როცა არავინ ელოდა. გამოჩნდებოდა, ერთი დღე და თან მიჰქონდა ბრაზი , ბრაზი ვინაიდან ამ "სასიკვდილო ბრძოლაში" ის მეამ დაამარცხა! იყო დღეები , როცა ახერხებდა გამკლავებოდა ამ უკანასკნელის შემოტევებს და მეტიც თითოეულ საქციელს ბუმერანგივით შემოუტრიალებდა! მათი ურთიერთობა იყო , რაღაც ამოუხსნელი, მგზნებარე. ერთმანეთთან ბრძოლით, არ უწყოდნენ , რომ ცეცხლს ეთამაშებოდნენ და გამარჯვებულიც ის დარჩებოდა!
მეტად, საინტერესოა მათი პირველი შეხვედრის დეტალები, როგორც ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანის! მეას გადმოსვლა, ახალ სკოლაში და დავითის ერთკვირიანი "შვებულების" შემდეგ გამოჩენა ერთ დღეს დაემთხვა. მალევე გავრცელდა ჭორები , რომ ვიღაც ახალი გადმოდიოდა და რათქმაუნდა ეს დავითის ყურამდეც მარტივად მიაღწევდა. პირველად , კლასში ნახა ! მთელ , კლასს გააცნეს , რა თქმა უნდა , ზოგიერთის უკმაყოფილება გამოიწვია მისმა გადმოსვლამ, ერთმანეთს უკმაყოფილო მზერას უცვლიდნენ და გულში უკვე ათასი სალანძღავი სიტყვა მოიფიქრეს , რომ ეს სკოლა რაც შეიძლება მალე დაეტოვებინა, დამცირებულსა და გულგატეხილს! თუმცა , თქვენ უკვე მიხვდებოდით , რომ ეს ბრბო, მეას ვერას ავნებდა მაშინ , როცა დავითი მისთვის "კარგი გასართობი" იყო . ბევრი რომ არ გაგვიგრძელდეს , დავუბრუნდეთ მათი შეხვედრის მომენტს!
როგორც უკვე აღვნიშნე, არ არსებობდა, სკოლაში რაიმე სიახლე ყოფილიყო , დავითმა , რომ არ იცოდა. ვერ ვიტყვით , მეათი , რომ დანახვისთანავე მოიხიბლა და ისიც საკითხავია საერთოდ მოიხიბლა თუ არა . ერთხელ შეავლო თვალი დაბნეულს , საკუთარ თავზე , რომ თავჩახრილი ჰყვებოდა და მას შემდეგ სულ არ მიუქცევია ყურადღება , ტელეფონს ჩაჰკირკიტებდა და რეალობას მოწყვეტილივით ზოგჯერ გაიღიმებდა ხოლმე. ვინ იცის, იქნებ სწორედ ამ რეალობაში იყო და იღიმოდა მეას დაბნეულობასა და მის გულუბრყვილობაზე... ეჰჰჰ...
-წინ იყურე დაბნეულო! ნეას, უყვებოდა პირელი დღის შთაბეჭდილებებს , როცა ბოხი, ხრინწშერეული ხმა მისწვდა მის ყურთა სმენას! არც კი მიუხედავს , "კარგიო"უთხრა დაბალი ხმით და წერა გააგრძელა. მისი , ირონიული ხმა კი დააიგნორა.
-კარგი, მიჯერებ?! არ ეშვებოდა , იძულებული გახდა მობრუნებულიყო, მის წინ სრულყოფილება იდგა .
-რამე პრობლემაა?! იკითხა , და თავისი მწვანეთვალები მიანათა. ერთი წამითაც არ უფიქრია, რომ შეიძლებოდა ეს იმ ბატონის ძმისშვილი ყოფილიყო, რომელთანაც უკვე შეექმნა პრობლემა, ნუ საკითხავია მასთან თუ ნეასთან , მაგრამ როგორც იყო. მეც რა სუსლელი ვარ აბა ,საიდან დაესიზმრებოდა ეს ყოველივე მეას.
-კი, არის. შავ ირისებს არ აშორებდა დავითი, მის მსგავს შეპასუხებაზე გაოცებული , მალევე მიხვდა რომ არ იცოდა თუ ვინ იყო. ჩაეღიმა და განაგრძო : - ვერ ვიტან, ტელეფონს , რომ ჩაჰკირკიტებენ და ამ სამყაროს ნაწილი არ არიან! მეა, გაოცებული უცქერდა.
-და შენ , რომ იმას აკეთებ რაზეც ამბობ ვერ ვიტანო ნორმალურია?! თქვა თუ არა, წამსვე გაეცალა ადგილს და საკუთარი თავით , ნასიამოვნებმმა დატოვა სკოლა! ამ შემთხვევაში, კი მისი ეს პასუხი , დავითის პირველი დამარცხება გახლდათ! ....
ამის შემდეგ , ხან რა ოინი მოუწყვეს ერთმანეთს და ხან რა. დავითი, ცდილობდა მეა, ბიჭებთან დაემცირებინა , ის ავრცელებდა ჭორებს თითქოს მეას თქმაც არ დასჭირვებია ისე გახდა მისი. თითქოს ყველაფერს აკეთებინებდა რაც სურდა. თუმცა , სიმართლე შემდეგი იყო, ეს ფარსი იყო , რომ დაემალა თუ როგორ აღუძრავდა ვნებას მეას სითამამე და სიჯიუტე. ის ერთადერთი იყო, რომელიც შეეწინააღმდეგა და მისდამი უშიშრობა გამოიჩინა. ერთ დღეს კი, როცა ეს უკანასკნელი გაკაპასებული უღრენდა დავითმა ცდუნებას ვეღარ გაუძლო…
-თავი ვინ გგონიათ, ბატონო დავით! უყვიროდა მას შემდეგ, რაც მოისმინა თუ როგორ ესაუბრებოდა , ორ ბიჭს მათი ერთ-ერთი ვნებიანი ღამის შესახებ. - როგორ ბედავ და ატყუებ ადამიანებს იმას , რასაც გონებაშიც კი არასდროს გავივლებ, არათუ განვახორციელებ! ზღვარს გადადიხარ და ეს ნამდვილად არ არის სახალისო! განაგრძნო და თან წასასვლელად მოემზადა. დავითი, ამ ხნის განმავლობაში უცქერდა და ხვდებოდა , რომ მეტს ვეღარ მოითმენდა . გაბრაზებაც კი როგორ უხდებოდა მეას! ქარიშხალს ჰგავდა, ჩაბუდებულიყო დავითის სულში და ვინ უწყის , როდის ამოხეთქავდა სიღრმიდან. რამდენიმე ნაბიჯი ჰქონდა გადადგმული, რომ შემობრუნდა , ირონიული სახე მიეღო , აკვირდებოდა დავითს და შემდეგ თქვა ის , რაც მისთვისვე იქნა , საუბედურო!
-ბატონო დავით, ვგონებ , თავად გსურთ ჩემთან სიახლოვე და სწორედ ამიტომ უყვებით , ხალხს მსგავს ისტორიებს! ასე არ არის?!
-მართალი ხარ, მეა. თვითკმაყოფილება წამში მიეყინა სახეზე , როცა დავითის პასუხი მოისმინა. დაბნეულმა , მხოლოდ თვალების ფახური შეძლო და არანაკლებ გაოცდა , როცა ხელი დაავლეს და რომელიღაც ოთახში შეათრიეს აგრეთვე ფრიად გაკვირვებული.
-რა ... რა .. ს აკეთებ?! ძლივს ამოიჩურჩულა და ზედმეტად მოახლოებული დავითის გაწევას ეცადა, მაგრამ ვაი , რომ ვერაფერს გახდა. როგორც კი დავითის მოელვარე, ვნებითაღვსილ თვალებს შეეჩეხა , მიხვდა არანაირ გაბრძოლებას აზრი არ ჰქონდა, საკუთარმა თამაშმა იმდენად ჩაითრია რომ გვიან მიხვდა, ამ უკანასკნელში დამარცხდა. ბოლოჯერ გაიბრძოლა და ეცადა გათავისუფლებას , თუმცა კვლავ ვერაფერი გააწყო და იგრძნო თუ როგორ შეეეხო , დავითის ბაგეები მისას. დავითი, ნელა, აუჩქარებლად ცდილობდა მის დამორჩილებას და ნასიამოვნებს მეას გამოუცდელობა უფრო მეტად უღვიძებდა სურვილს. საბოლოოდ , ჰაერის უკმარისობამ გამოაფხიზლა ვნებამორეული და შეელია მეას ტუჩებს. მეამ, იგრძნო სისუსტე და რომ არა დავითის მკლავები, დარწმუნებული იყავით , იქვე ჩაიკეცებოდა. მან თვალები გახილა , მის წინ მდგომს შეხედა და მისმა ცარიელმა თვალებმა , რომლიდანაც უწყვეტი ნაკადით იწყეს ცრემლებმა დენა შეძლო და დავითი გაყინა! მიხვდა , რომ საშინლად მოიქცა და მისმა ამ საქციელმა მეას, დააშორა . მეა , გონს მოვიდა . მისი მკლავებიდან თავი დაიხნსა, კარს მიუახლოვდა და დავითს ის უთხრა , რამაც დაარწმუნა , რომ არასწორად მოიქცა.
-ვერ გიტან , დავით! თვალცრემლიანმა, ამოიტირა და წავიდა ...
ამ თამაშში , ძნელი დასადგენია თუ ვინ მოიგო....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent