ტრფობის ალში გახვეულნი (თავი 12 და თავი 13)
თავი 12 არეული ნაბიჯებით მიიწევდა ტყეში გაკვალულ ბილიკებზე მიბორიალებდა.თავი საშინლად სტკიოდა,ყურებში კი ზუზუნის ხმა ესმოდა,თითქოს თავში ფუტკრების გუნდი დაზუზუნებდა.ფეხები დაეღალა,არიცოდა სად მიდიოდა,სად მიიყვანდა ეს ბილიკი.კიდევ დიდხანს მიდიოდა.ფეხები ეკეცებოდა,მაგრამ თითქოს რაღაც ძალას მიჰყავდა წინ.ძალიან დაიღალა,იქვე ხეს მიეყრდნო ხელით რათა ამოესუნთქა და სული მოეთქვა.რამდენიმე წუთს ასე იდგა,ღრმად სუნთქავდა,მერე კი რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და უეცრად ტყე დასრულდა,ხოლო მის წინ ვრცელი ვაკე გაიშალა.ირგვლივ ცხოველები გამოსულიყვნენ საძოვარზე და ზანტად ლოღნიდნენ ბალახს.სებასტიანი თითქოს გამოცოცხლდა.თითქოს ფეხებში ძალა მიეცა.მისგან ასიოდე მეტრის მოშორებით რაღაც გალავნიან შენობას მოჰკრა თვალი.მზე თვალს უჭრიდა,ამიტომაც მეტის დანახვა ვერ შეძლო.სწრაფი ნაბიჯით გაემართა გალავნისკენ,თან თვალებს იჩრდილავდა რომ რამე დაენახა,მაგრამ უკვე ისეთი დაღლილი იყო,რომ ვეღარაფერს არჩევდა.ნელ-ნელა გარკვევიით დაინახა გალავნის ხავსმოდებილი ქვები.მალე კი დიდი ხის კარის წინ აღმოჩნდა.უკანასკნელი ღონე მოიშველია და კარზე რამდენჯერმე დააბრახუნა.კარის მიღმა სრული სიჩუმე დამკვიდრებულიყო.რამდენიმე წამის შემდეგ ხის კარი მძიმედ დაიძრა.მაგრამ ამ დროისთვის სებასტიანი უკვე უგონოდ ეგდო მწვანე ბალახზე.შავ ანაფორაში ჩაცმული ახალგაზრდა კაცი თავიდან შეკრთა გონწასული ყმაწვილის დანახვაზე.დაიხარა და ზურგზე გადააწვინა,წამით გაოგნებითა და ერთგვარი შეშფოთებითაც კი შეჰყურებდა უცნობი ახალგაზრდას სილამაზეს.მერე ისევ მიწაზე დააწვინა ფრთხილად და კვლავ კარს მიღმა გაუჩინარდა.რამდენიმე წუთში მასსავით ჩაცმული რამდენიმე კაცი გამოჩნდა,ხელში საკაცე ეჭირათ.უცნობი ყმაწვილი ფრთხილად დააწვინეს და ასევე ფრთხილი ნაბიჯებით შეიყვანეს მონასტრის საავადმყოფო ფლიგელში და საწოლზე ფრთხილად დააწვინეს.მასთან მაშინვე ისევ ანაფორიანი,ჭაღარაშერეული,წელში ოდნავ მოხრილი კაცი მოვიდა,რომელმაც მაჯის ცემა გაუსინჯა.ანაფორიანები ჯერ კიდევ არ წასულიყვნენ,თითქოს ელოდნენ პასუხს იმაზე თუ რა სჭირდა ამ ახალგაზრდას.როცა კი მორჩა ავადმყოფის გასინჯვას,ფრთხილად,ჩუმი ნაბიჯებით გავიდა,ისინიც მას გაჰყვნენ.ეზოში გავიდნენ,სადაც უკვე უამრავი ანაფორიანი შეკრებილიყო,რომელთაც უკვე შეეტყოთ იდუმალი სტუმრის შესახებ და ახლა სიახლეების მოლოდინში,თაკარა მზეზე იდგნენ და იცდიდნენ.ფლიგელიდან გამოსულმა ჭაღარათმიანმა,ბოხი ხმით მიმართა იქ მყოფთ: -ბიჭს არაფერი სჭირს.უბრალოდ ძალიან გადაიღალა და გონება დაკარგა.რამდენიმე საათში გაიღვიძებს და გავიგებთ მის ვინაობასაც.ახლა კი თქვენს საქმეებს დაუბრნდით,-მაშინვე ყველა თავ-თავისი გზით წავიდა.თვითონ კი აბატი იაკობისკენ გასწია.აბატი იაკობი მონასტრის მმართველი გახლდათ.ამიტომაც უცხოს შესახებ უნდა მოეთხრო.სწრაფი ნაბიჯით გაემართა აბატის სენაკისკენ.ხის კარზე ფრთხილად რამდენჯერმე დააკაკუნა,შიგნიდან აბატის ოდნავ ხრინწიანი ხმა შემოესმა.კარი ოდნავ ღრჭიალით გაიღო და მის წინ გამხდარი,მასზე ოდნავ მაღალი,ხშირწვერიანი კაცი გამოვიდა,თმა თავზე ოდნავ შესთხელებოდა და საფეთქლებთან ვერცხლისფერი დაედო.ერთმანეთზე გადაბმული შავი,ხშირი წარბები,და ასეთივე მუქი თვალები დაგაფრთხოდათ,ამას ზედ ერთვის აბატის არწივისებური ცხვირი,ამ გარეგნობის წყალობით მისი ერთი სიტყვაც საკმარისია ხოლმე აჟიტირებული მოსწავლეების დასამშვიდებლად. -გისმენთ მამაო ნიკოლოზ?-მამა ნიკოლოზიც აუჩქარებლად მოჰყვა უცნობ ჭაბუკზე.აბატი ოდნავ წარბშეჭმუხნილი უსმენდა,მერე თავი ოდნავ,ძლივს შესანმჩნევად დააქნია და მამა ნიკოლოზს მიმართა: -დაველოდოთ როდის მოვა გონს.მანამდე კი ყურადღება მიაქციე,-მამა ნიკოლოზმა თავი დაუქნია და სწრაფად გაეცალა.ისევ ფლიგელში დაბრუნდა,რათა ყმაწვილის მდგომარეობა შეემოწმებინა. *** Თვალები ოდნავ გაახილა,მაგრამ ვერაფერი გაარჩია.ბნელოდა.რამდენჯერმე დაახამხამა.მალევე შეეჩვია სიბნელეს,საწოლზე ჩამოჯდა და ირგვლივ მიმოიხედა იმ იმედით, რომ დაინახავდა სად იმყოფებოდა,მაგრამ ირგვლივ ისეთი სიბნელე იყო,თითს თვალთან ვერ მიიტანდი.ფრთხილად დადგა ფეხი ძირს და ცივი,უხეში ქვის იატაკი შეიგრძნო.საწოლს ხელით დაეყრდნო და წამოდგა.ფანჯრიდან მთვარის შუქი იღვრებოდა და მხოლოდ იატაკს ოდნავ ანათებდა.ფანჯარასთან ნელი ნაბიჯებით მივიდა და გარეთ გაიხედა.მხოლოდ შენობების ბუნდოვან კონტურებს მოჰკრა თვალი.აჯობებს დავიძინო და დილამდე მოვიცადოო,გაიფიქრა და ისევ საწოლზე დაწვა.ძილმა მაშინვე წაართვა თავი. *** Მზის სხივების მჭრელმა სინათლემ გამოაღვიძა.თვალები მოიფშვნიტა და წამოჯდა.ახლა კარგად შეეძლო თავისი სამყოფლის დათვალიერება.ოთახი საშუალო ზომის იყო,6 ისეთივე საწოლი იდგა,როგორზეც თვითონ იწვა.ოთახის მარჯვენა კუთხეში,კედელთან დიდი ხის დროისგან ალაგ-ალაგ მონგრეული და გაცრეცილი,მაგრამ მთელ შუშიანი კარადა იდგა,შიგნით კი ფლაკონები და ბალახეულობა იდო.უეცრად ხის კარი ღრჭიალით გაიღო და ოთახსი დაბალი,გამხდარი,წელში მოხრილი ანაფორიანი კაცი შემოვიდა.გაღვიძებული ყმაწვილის დანახვაზე ოდნავ გაეღიმა,ნელი ნაბიჯით მისკენ გაემართა და ოდნავ ბოხი,სასიამოვნო ხმით მიმართა: -დილამშვიდობისა სერ.თავს როგორ გრძნობთ? -გმადლობთ,ახლა უკეთესად.უკაცრავად,ხომ ვერ მეტყვით სად ვიმყოფები? -***-ის სახელობის სასულიერო სასწავლებელში.ეს კი საავდმყოფოს ფლიგელია.მე მამა ნიკოლოზი ვარ. -მე სებასტიანი. -აქ როგორ აღმოჩნდით სებასტიან? -არც კი ვიცი,უბრალოდ ბილიკს მივყვებოდი,შემდეგ კი აღარაფერი მახსოვს. -მონასტრის გალავანთან გიპოვე გონწასული.4 დღე ველოდებოდით შენს გამოღვიძებას. -4 დღე?!შესძახა სასოწარკვეთილმა სებასტიანმა,-ო,ღმერთო.მე...დიდი მადლობა,მაგრამ უნდა წავიდე,-ფეხზე წამოდგა და მაშინვე თავბრუსხვევა იგრძნო,თვალთ დაუბნელდა.მამა ნიკოლოზმა ხელი შეაშველა და ისევ საწოლზე დააწვინა. -ვშიშობ,გამოჯანმრთელებამდე აქ მოგიწევს დარჩენა სებასტიან.ახლა,კი აჯობებს დაისვენო,მანამდე კი აი ეს დალიე,-მინის ჭიქა მიაწოდა,რომელშიც მომწვანო ფერის,საკმაოდ არასასიამოვნო სუნის მქონე სითხე ესხა.სებასტიანმა მამა ნიკოლოზს გახედა,მაგრამ მის დაჟინებულ თვალებს შეეჩეხა,ამიტომაც სუნთქვა შეიკავა და მთლიანად გამოცალა ჭიქა.პირში მომჟავო გემო დაუტოვა,სახე დამანჭა,მამა ნიკოლოზმა გაიღიმა და ჭიქით წყალი მიაწოდა.წყალი საკმაოდ ცივი და გემრიელი აღმოჩნდა.ჭიქა გამოცალა და თავი მძიმედ დადო თხელ ბალიშზე.მაშინვე ძილმა წაართვა თავი. Რომ გამოეღვიძა მზე თითქმის ჩასულიყო.ფრთხილად წამოდგა,ამჯერად არაფერი დამართნია.საწოლის ქვემოთ თავისი ფეხსაცმელები იპოვა და ჩაიცვა.კარი გააღო და ეზოში გავიდა.არც ისე დიდი გახლდათ.ოციოდე ნაბიჯის იქით ტაძარი მოჩანდა,იქიდან კი გალობის ხმები გამოდიოდა,რაც იმის მაუწყებელი იყო რომ მწუხრის ლოცვები ტარდებოდა.სებასტიანი ტაძრისკენ გაემართა. Ნელი ნაბიჯით შევიდა.განცვიფრებისგან გაშეშდა.მსგავსი სილამაზე არასდროს არ ენახა.ტაძრის კედლებზე წმინდანთა ხატები დაეკიდებინათ.ჭერზე კი ქრისტეს დაბადება გამოესახათ.მისგან ხელმარჯვნივ ჯვარცმა ჩამოეკიდათ.ტაძარში მღვდლის ბოხი ხმა ჭექა-ქუხილივით ისმოდა.ტაძარი თიტქმის სავსე იყო.ყველგან ანაფორიანი ბიჭები და ხანში შესულნი იდგნენ.სებასტიანის მოსვლა მალევე შენიშნეს და ყველამ მისკენ დაიწყო ცქერა.სებასტიანი გრძნობდა უცხოთა დაინტერესება.თავი უხერხულად იგრძნო,ამიტომაც კვლავ ეზოში გავიდა.მერე გადაწყვიტა მონასტრის ტერიტორია დაეთვალიერებინა.ნელინაბიჯით შემოუარა ფლიგელს,რომელსაც უკან სხვა შენობა მიერთებოდა.თუმცა დანიშნულებას ვერ მიხვდა,რადგან მინებიდან ვერაფერი დაინახა.კვლავ განაგრძო სიარული და იქვე ქვისგან ნაგები ჭა დაინახა.ჭაში ჩაიხედა და საკუთარ ანარეკლს დააკვირდა.ეს მხოლოდ რამოდენიმე წამს გაგრძელდა,მერე კი ისევ სვლა განაგრძო.იქვე ქვის კიბეები დაინახა,რომელიც ქვის მაღალი თაღის ქვეშ გადიოდა.თაღის ქვეშ გაიარა და პატარა წიტელი ფერის,მოაჯირიანი ხიდი დაინახა.ხიდი პატარ ტბის მეორე ნაპირზე გადასასვლელად გაედოთ.ტბაზე მწვანე ფერის დუმფარები ზანტად ლივლივებდნენ.ტბის მეორე მხარეს რამდენიმე აკაციის ხის ჩრდილში პატარა,ოთხკუთხა ზომის მაგიდა და ორი გრძელი სკამი დაედგათ.ტბისსგან მოშორებიტ კი სხვადასხვა ფერის ყვავილები ხარობდა.რის გამოც ირგვლივ საამო სურნელი ტრიალებდა.ყვავილთა მზაფრმა სურნელმა სებასტიანს თავბრუ დაახვია,ამიტომაც გადაწყვიტა უკან დაბრუნებულიყო,როცა უეცრად ქვის თაღის ქვეშ ახალგაზრდა ჭაბუკი დაინახა.ბიჭს შავი,მოკლე,აჩეჩილი თმები ჰქონდა.ცისფერი თვალებიდან ასკარა ცნობისმოყვარეობა და ამავე დროს ერთგვარი შიშიც გამოსჭვიოდა.ლამაზად მოხაზული წიტელი ტუჩები მაგრამ მოეკუმა,და წარბშეჭმუხნილი უყურებდა სებასტიანს.როგორც კი სებასტიანი შემობრუნდა და მათი მზერა ერთმანეთს შეეჩეხა,ბიჭი მყისვე შებრუნდა და გაქრა.სებასტიანი სწრაფად გამოედევნა,მაგრამ ბიჭი თითქოს მიწას ჩაეყლაპა.ვერსად იპოვა.ამასობაში მზე უკვე მაღლა ასულიყო და მწველი სხივებით ანატებდა არემარეს.უკვე სიარული აღარ შეეძლო.ძლივს მილასლასებდა მზისგან გახურებულ ქვებზე,როდესაც ნაცნობი ხმა შემოესმა: -ოჰ,ჩვენს სტუმარს უკვე მიდამოს თვალიერება დაუწყია.თავს როგორ გრძნობთ სებასტიან?-ჰკითხა და თბილად გაუღიმა. -რომ გავირვიძე თავს კარგად ვგრძნობდი,მაგრამ მზემ ჩემზე ცუდად იმოქმედა,-უთხრა და ტან შუბლიდან სახელოთი ოფლი მოიწმინდა. -წამოდი სებასტიან,აჯობებს დაისვენო.ორგანიზმი ძალიან დასუსტებული გაქვს.ვიცი რომ სახლში დაბრუნება გინდა,მაგრამ ჯერ ამისთვის ადრეა.ძალ-ღონე უნდა მოიკრიბო.წამოდი ცოტა ისევ წაუძინე. -ო,არა,გმადლობთ.მართალია დავიღალე,მაგრამ ისევ ძილი ნამდვილად არმსურს,-ნაძალადევად გაუღიმა. -შენი ნახვა მონასტრის აბატს სურს.იქნებ მასთან წავსულიყავით?-სესთავაზა მამა ნიკოლოზმა. -ბევრი გზის გავლა მოგვიწევს?-ჰკითხა საწყალობელი ხმით.”არა,აქვეაო”უპასუხა მამა ნიკოლოზმა და გზას გაუდგნენ.სებასტიანს მოეჩვენა რომ მთელი საუკუნე მიდიოდნენ.მზე უფრო და უფრო მეტად უჭერდა და სებასტიანის თავის ტკივილიც მატულობდა.ბოლოს როგორც იქნა რაღაც შენობას მიადგნენ,რომლესაც გაურკვეველი ფორმა ჰქონდა.წინ ერთმანეთის მოშორებით ორი,ხის კარი ჩამოეკიდათ,შენობა გამომწვარი თიხისგან იყო ნაგები.მამა ნიკოლოზი მარცხენა კართან მივიდა და მსუბუქად რამდენჯერმე დააკაკუნა.რამდენიმე წამსი გარეთ აბატი იაკობი გამოვიდა.რამდენიმე წამს უცხო ჭაბუკს მდუმარედ სესქეროდა,მერე ოდნავ ჩაახველა და მამა ნიკოლოზს მიმართა: -როგორც ვხედავ ჩვენი სტუმარი გამოფხიზლებულა,მაგრამ მგონი მთლად კარგად ვერ უნდა გრძნობდეს თავს მამა ნიკოლოზ,-სებასტიანს მართლაც ფერი დაჰკარგოდა და სწრაფად სუნთქავდა.აბატის სენაკში სეიყვანეს,ხის,ოთხფეხა სკამზე დასვეს და წიქით ცივი წყალი მიაწოდეს.სამი წიქა ზედიზედ გამოცალა და ღრმად ამოისუნთქა,მერე ოირვე სასულიერო პირს გაუღიმა და ახლა უკეთ ვარო უთხრა.აბატი იქვე საწოლზე ჩამოჯდა,ხოლო მამა ნიკოლოზმა სებასტიანის გვერდიტ,სკამზე დაიკავა ადგილი.აბატი რამდენიმე წუტს მდუმარედ შესცქეროდა სებასტიანს. -ალბათ გაინტერესებს ვინ ვარ.მე აბატი იაკობი ვარ,ამ მონასტრის მმართველი. -მე კი სებასტიანი ვარ აბატო.პროფესიით მხატვარი გახლავართ,ქალაქ ს-დან.ვიცი,გაინტერესებთ აქ როგორ მოვხვდი,მაგრამ მხოლოდ ის მახოვს როგორ მივბარბაცებდი ტყის ბილიკზე,მერე მახსოვს რომ სორიდან რაღაც გალავანის მაგვარს მოვკარი თვალი.ამის შემდეგ ჩემს მეხსიერებაში სრული ბურუსია. -მამა ნიკოლოზმა გიპოვა მონასტრის გალავანთან უგონოდ მყოფი.ამის შემდეგ აქ ხარ.მაშ მხატვარი ხარ არა?-ჰკითხა აბატმა და კვლავ დაჟინებით შეაცქერდა. -დიახ. -თუ დარჩები,ვფიქრობ ბევრ საქმეს გამოვნახავთ შენთვის. -დიდად მოხარული და მადლობელი ვარ,მაგრამ სეკვეთა მაქვს მიღებული და ამიტომ ვფიქრობ დრესვე უნდა გავემგზავრო.ალბათ უკვე მეძებენ კიდეც. -ვშიშობ,ჭაბუკო,რომ დღეს ვერ შეძლებთ წასვლას,-ჩაერთო საუბარში მამა ნიკოლოზიც. -მაშ როდის?-იკიტხა ოდნავ შეშფოთებულმა სებასტიანმა. -როცა კი მომჯობინდებით.თვითონაც ნახეთ მზემ თქვენზე როგორ ცუდად იმოქმედა.ეს რომც არიყოს,არც ცხენი გვყავს ან სახედარი რომ გათხოვოთ.ამიტომ ვფიქრობ,რომ ერთი კვირა მოგიწევტ დარჩენა,-სებასტიანს არაფერი უტქვამს.თავი ჯერ კიდევ სტკიოდა,მაგრამ ისე ძლიერ აღარ.”ერტი კვირა.საკმაოდ დიდი დროა.ალბათ უკვე ისედაც მეძებენ.” -უკაცრავად,აქიდან ვერ შევძლებ ქალაქში რომ წერილი გავგზავნო? -დიახ,ეს შესაძლებელია,ქალაქიდან სანოვაგით სავსე ეტლი ყოველ სამსაბათს მოდის.დღეს კი შაბათია.ვფიქრობ ლოდინი ყოველ ვარიანტში გიწევთ. -დიახ,ასე გამოდის,-ამოიხვნეშა და “თქვენის ნებართვით,მე წავალ”მიმართა და აბატმაც რათქმაუნდაო და წამოდგა.მამა ნიკოლოზი პირველი გავიდა სენაკიდა,მას სებასტიანი მიჰყვა,მაგრამ აბატი არ გამოსლა,ზღურბლზე იდგა და სებასტიანს უთხრა კარგად მოისვენეთო.მდუმარედ დაუკრა თავი და კვლავ მზეს მიუშვირა თავი.სწრაფად მიდიოდნენ.ამჯერად მალე მიადგა თავის სამყოფელს და მაშინვე ფლიგელის საწოლზე წამოწვა.მამა ნიკოლოზმა ბალახეულობა გამოიტანა და ისევ რაღაც წამალი დაამზადა.შემდეგ კი სებასტიანს მიაწოდა,მანაც სულმოუთქმელად გამოცალა,წინანდელისგან განსხვავებით ამას უფრო მოტკბო გემო დაჰკრავდა.თავი თხელ ბალიშზე დადო და მაშინვე ჩაეძინა. Თავი 13 Პირველ დრეს სებასტიანის გაქრობა არავის შეუმჩნევია.იგი იშვიატად მიდიოდა სახლში,ამის გამო არც ოსტატი ლორენცო არელვებულა.მაგრამ როდესაც მეორე დღეს ელიზაბეტი მოვიდა და ოსტატმა უთხრა გუშინდელს შემდეგ არ გამოჩენილაო.ელიზაბეტი შეშფოთდა,მაგრამ ეს არ გამოუხატავს,რომ დაბრუნდება გადაეცით ჩემს მოსვლაზეო.კარეტასი იჯდა და ხელებს იმტვრევდა.ატას რამეზე გაიფიქრა.სასოწარკვეთილმა თავს რამე ხომ არ მოუწიაო,თუმცაღა სებასტიანის გრძნობებში ჯერ დარწმუნებული არ იყო,მაგრამ მისი ყოველი ქცევა თუ ემოცია მის აზრს უფრო და უფრო ამყარებდა.”ოჰ,სებასტიან სად ხარ სე სულელო’’ჩაილაპარაკა ჩუმად ცრემლმორეულმა.ეტლი გაჩერდა და გადმოვიდა.სასახლის მარმარილოს კიბეებს სწრაფი ნაბიჯით აუყვა და ჰოლში შეჩერდა.ჩაფიქრებული თვალებით შეცქეროდა ფართო კიბეს რომელიც რამოდენიმე ათეული საფეხურის შემდეგ ორად იყოფოდა და სასახლის სხვადასხვა ნაწილში მიყავდით.უყურებდა კიბის თავებზე შემოდგმულ ფრთიან ანგელოზთა ქანდაკებებს,რომელტაც ხელები მაღლა აეშვირათ და სახეებზე ნათელი ღიმილი გადაჰფენოდათ.მერე თავი გააქნია და ისევ გარეთ გავიდა.ბაღში გადაწყვიტა გაესეირნა,როდესაც ოქროს გალავნიდან ეზოში კარეტა შემოგრიალდა.ელიზაბეტმა იცნო ვიქტორის ეტლი და ამოიოხრა.თავს შეუძლოდ გრძნობდა და მარტო ყოფნა სჭირდებოდა,ახლა კი...მართალი აღმოჩნდა.ვიქტორი ეტლიდან მარდად გადმოხტა,ირგვლივ მიმოიხედა და სახე გაუნათდა როცა ელიზაბეტი შენიშნა.მაშინვე მისკენ გამოემართა და თავი ოდნავ დაუკრა.ლოყები აღაჟღაჟებოდა,თვალები ვნებიანად უელავდა. -დილამშვიდობისა ლედი ელიზაბეტ.თავს როგორ გრძნობთ?რაღაც ფერი არ გადევთ. -ო,არა,თავს მშვენივრად ვგრძნობ.ტავად როგორ ბრძანდებით? -გმადლობთ,კარგად. -ვიქტორ,ხომ არ იცით სებასტიანი სადაა? -როგორ,ამდილით მასთან არ იყავით? -დიახ,ვიყავი,მაგრამ მითხრეს გუშინდელს მერე არ მოსულაო.ვიფიქრე,თქვენ გეცოდინებოდათ მისი ადგილსამყოფელი. -არა.წარმოდგენა არმაქვს სად არის.მუდამ სადღაც დახეტიალობს.სიმართლე გითხრათ ის ცოტა უნცაურიც კია,-თქვა ოდნავ ხმადაბლა. -უცნაური?რას გულისხმობთ?-იკიტხა ინტერესით. -როგორ გითხრათ...მუდამ გულჩათხრობილი იყო.ბავშვობიდანვე.და ეს დიდობაშიც გაჰყვა.არასდროს არაფერს მეუბნებოდა.მე კი მას ყველაფერს ვანდობდი.ჩემს დარდს,წუხილს,ის კი მისმენდა,მხოლოდ მისმენდა და ჩემს დარდს იზიარებდა,მაგრამ თავის წუხილს და ვარამს მუდამ გულში ინახავდა.მუდამ დუმდა.გარდა ამისა..როგორ გითხრათ..იგი ნაკლებად რელიგიურია. -გინდათ თქვათ რომ ქრისტიანი არაა? -უფრო მართებული იქნება თუ გეტყვით,რომ მას ღმერთის არ სწამს.ოდესმე მაინც თვალი თუ მოგიკრავთ ქალქის მთავარ ტაძარში?არვიცი რა არის ამის მიზეზი.იგი თვის რომ,თითქოს ღმერთი უსამართლოა და ასე შემდეგ,-უცებ გაჩუმდა.მეტი აღარ გაუგრძელებია.ელიზაბეტსაც მეტი სეკითხვა აღარ დაუსვამს.ჯერ კიდევ მოსმენილზე ფიქრობდა.”როგორც ჩანს ურწმუნოება ხელოვანთა ერთგვარი სენია.”გაიფიქრა ელიზაბეტმა.მდუმარედ მიდიოდნენ.უცებ ვიქტორმა ელიზაბეტს ნაზად ხელი ჩასჭიდა,თავიდან ელიზაბეტი ოდნავ შეკრთა,აღელდა,არიცოდა რა მოემოქმედებინა.არუნდოდა ვიქტორისთვის გული ეტკენინებინა,ამიტომაც მანაც ვიქტორის თითებს თავისი თითები შემოაჭდო და აი ასე,ხელიხელცაკიდებულნი.ასე მოსეირნეებს მოჰკრა თვალი ხელიხელჩაკიდებულთ მოსეირნეებს და ჩაეღიმა.”ჰო,ასე,კარგია.ყოჩაღ ვიქტორ,ძალიან ჭკვიანურია.ხშირი სტუმრობებით ელიზაბეტს თავს შეაყვარებს...”ისევ ჩაეღიმა.რამდენიმე წამს მოსეირნე წყვილს უყურებდა,მერე კი იქვე მდგარ სავარძელში მოხერხებულად მოკალათდა და დანტეს კითხვა განარგძო. Ახალგაზრდები ისევ მდუმარედ სეირნობდნენ ხეთა ჩრდილში.ნიავი ნაზად ელამუნებოდა სახეებზე,ელიზაბეტს კი კაბის ბოლოებს უფრიალებდა.ისევ ხელიხელჩაკიდებულნი სეირნობდნენ,როცა ელიზაბეტი მისდა გასაოცრად მიხვდა რომ ვიქტორი მოსწონდა!დიახ,დიახ!მოსწონდა როგორ მსუბუქად მიაბიჯებდა,მოსწონდა მისი გრძელი,მოხდენილი თითები.მისი ვნებიანი ცქერა გულ-მუცელს უტრიალებდა.არიცოდა სად გაჰქცეოდა შავ თვალთა ეშხიან გამოხედვას.გული გამალებით აუძგერდა როცა ხელი ჩაჰკიდეს ერთმანეთს...”ღმერთო,რა მემართება?!ნუთუ ორი მამაკაცი ერთდროულად შემიყვარდა?!არა,არა ეს შეუძლებელია...”ფეხები დაეღალა და იქვე სკამზე ჩამოჯდა.ვიქტორიც გვერდით მიუჯდა.თვალები არ მოუცილებია მისთვის.სასოებით შესცქეროდა ქალს,რომელიც ამ სამყაროში მისთვის ნებისმიერ მარგალიტსა თუ ძვირფას ქვაზე უფრო უძვირფასესი იყო.შემაჩნია ელიზაბეტს სიწითლემ როგორ გადაჰკრა.ლოყები აუღაჟღაჟდა,ვერ უძლებდა ასეთ დაჟნებულ ცქერას.მერე კი ღაჟღაჟა,მწვანე ფერის თვალები შეანათა მონუსხულ ჭაბუკს ამ შემოხედვამ თავგზა სულ მთლად აურია.ერთმანეთს მდუმარედ შეჰყურებდნენ.ვიქტორს ტუჩები აუთრთოლდა და ელიზაბეტს მისი ოდნავ ჩახლეჩილი,მაგრამ სასიამოვნო,რბილი ხმა ჩაესმა: -გჯერათ ჩემი ელიზაბეტ?!-გოგონამ გაოცებული თვაელბით შეხედა,ვერ მიხვდა რას გულისხმობდა,-გჯერათ რომ მე თქვენ მიყვარხართ?!-ელიზაბეტმა თავი დახარა,არაფერი უპასუხა.ან რა უნდა ეპასუხა?! -ელიზაბეტ...-დაიჩურჩულა და ნიკაპზე ფრთხილად მოჰკიდა ხელი,თავი ააწევინა და აიძულა მისთვის თვალებში ჩაეხედა.ვიქტორს თვალები ჩასწითლებოდა,ტუჩები უთრთოდა,უკან გადავარცხნილი თმა კი არეოდა,ხმის კანკალით უთხრა მის წინ მჯდომარე ღვთაებას შემდეგი სიტყვები-ჯოჯოხეთის ცხრავე წრეში დაიწვას ჩემი სული მე თუ არ მიყვარდეთ ელიზაბეტ!-ელიზაბეტს თვალები გაუფართოვდა....მის გამო მამაკცმა საკუთარი თავი დაწყევლა...თან სამუდამო სატანჯველით..ნუთუ სხვა სიტყვები კიდევ იყო საჭირო?!არა,არა...ვიქტორს ელიზაბეტი უყვარდა...ელიზაბეტს გულში სითბო ჩაეღვარა,მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა,გაწითლდა და თავი მორცხვად დახარა.უცებ ვიქტორი წამოდგა და ელიზაბეტს ნაზზად მოახვია.თავბრუ დაახვია მისმა სურნელმა,ახლადაყვავილებული ვარდები მოაგონდა.დიახ,ელიზაბეტს მუდამ ვარდების სურნელი ასდიოდა...რამდენიმე წამს ეხვეოდნენ ერთმანეთს,მერე კი ვიქტორი წამოდგა და მომიტევეთ,მაგრამ უნდა წავიდე საჩქარო საქმე მაქვსო.შებრუნდა და უცებ იგრძნო რომ რაღაცამ შეაცერა,უკან მიიხედა და ხედავს ელიზაბეტი წამომდგარიყო და მისი ხელი დაეჭირა. -ვიქტორ..სებასტიანი მოძებნე..გთხოვ..-ხმაში მუდარა აშკარად იგრზნობოდა.ვიქტორმა თავი დაუკრა და ელიზაბეტმაც ხელი გაუსვა.სწრაფი ნაბიჯით დატოვა ბაღი და თავის კარეტაში მარდად შეხტა. სიმართლე გითხრათ,ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი მოთხრობასთან დაკავშირებით> ველოდები შეფასებებს<3. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.