შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტრფობის ალში გახვეულნი (თავი 14)


11-08-2023, 22:05
ავტორი goldmundi
ნანახია 526

Თავი 14

Მშვიდად ეძინა.არაფერი დასიზმრებია.მზე უკვე დიდი ხნის ამოსული იყო,როდესაც გამოფხიზლდა.მაშინვე არ ამდგარა.ერთხანს გაუნძრევლად იწვა და ქვის,ობმოდებულ ჭერს შესცქეროდა.”ამ ხნის განმავლობაში რა უნდა ვაკეთო?!უსაქმურობისგან მოვკვდები...”ამოიხვნეშა და წამოდგა.ძალიან მოშიებოდა,რამდენი დღეა პირში ლუკმა არ გადასვლია.გარეთ გავიდა და მამა ნიკოლოზის მოსაძებნად გაემართა.გუშინ რომ უთვალთვალებდა იმ ბიჭს თვალი მოჰკრა,მაგრმა იგი უმალ მიიმალა.მამა ნიკოლოზი საკლასო ოთახიდან გარეთ გამოდიოდა და სწორედ მაშინ მიაგნო.

-აჰ,სებასტიან.თავს როგორ გრძნობ?-ჰკითხა და თბილად გაუღიმა.

-გმადლობთ,ახლა უკეთ.მზე სულს ისე აღარ მიხუთავს,როგორც ადრე,-უთხრა გაღიმებულმა.

-იქნებ მზე არაფერ შუაშია?!-იკიტხა ფრთხილად მამა ნიკოლოზმა.სებასტიანმა კიტხვის გამომხატველი მზერა მიაპყრო,-იქნებ მზე სულაც არ არის სენი ავადმყოფობის მიზეზი?შენი სისუსტე...ფიზიკური ავადმყოფობით არ არის გამოწვეული,-ბერიკაცი აქ შეჩერდა,თითქოს სებასტიანის პასუხს ელოდა.

-ეს დასკვნა საიდან გამოიტანეთ?-იკითხა ოდნავ ჩახლეჩილი ხმით.

-მე ერთი უბრალო მკურნალი ბერი არ გეგონო სებასტიან.მრავალ ქვეყანაში ვყოფილვარ.ბევრნაირი ავადმყოფობა მინახავს.გარდა ამისა,საკუთარი თავი თავად გაეცი,თუმცაღა ეს შენდა უნებურად მოხდა.იმ ღამით,როცა აქ შეგიფარეთ,შენს გვერდით ვიყავი და თვალყურს გადევნებდი.თავიდან არაფერი მომხდარა.უშფოთველად გეძინა,მაგრამ შუაღამეს რომ გადასცილდა,ბოდვა დაგეწყო.ძილში ლაპარაკობდი,სებასტიან.სულ კანკალებდი,ოფლად იღვრებოდი და ორ სახელს გაიძახოდი გამუდმებით:ელიზაბეტს და ვიქტორს...შენ ის სენი გჭირს ჩემო ძვირფასო,რომელსაც სიყვარულს ეძახიან...-აქ მოხუცი შეჩერდა და დაჟინებით შესცქროდა სებასტიანს,რომელსაც მიტკლისფერი დაედო.არიცოდა რა ეთქვა.მერე კი ძლივძლივობით ამოღერღა:

-მე...მშია..შეგიძლიათ რამე მაჭამოთ?-იკითხა და დარცხვენილს სიწითლემ გადაჰკრა.მამა ნიკოლოზმა,თბილად,ხალისიანად გადაიხარხარა და ხელით წამომყევიო ანიშნა.იმ შენობაში შევიდნენ საიდანაც წეღან მამა ნიკოლოზი გამოვიდა.გაიარეს საკლასო ოთახები,,რომელთა კერებიც დახურული იყო.ვიწრო დერეფანში მიაბიჯებდნენ,მერე უცებ გაჩერდნენ და ერთ-ერთი კარის გავლით სასადილოში აღმოჩნდნენ.ოთახს არც დიდი ეთქმოდა და არც პატარა.სამ მწკრივში გრზელი,ხის მერხები და ასეთივე გრძელი სკამები ჩაემწკრივებინათ.ოთახში მეორე კარიც იყო,სადაც საჭმელი მზადდებოდა.ამჯერად სასადილოში არავინ იყო მათ გარდა.მამა ნიკოლოზმა დაჯექიო უტხრა და თვითონ იმ კარს მიღმა გაუჩინარდა,მალე ერთი თეფში ლობიოთი და პურის ყუით დაბრუნდა.

-ვიცი ცოტაა,მაგრამ საუზმიდან ესღა გადარჩა,ჯერ კი არ მოუმზადებიათ არაფერი.ცოტას ხილლაც დააყოლებ და სადილამდე როგორმე გაძლებ,-სებასტიანი მაშინვე წამას შეუდგა და რამდენიმე წუთში თეფში მოასუფთავა.მამა ნიკოლოზს მადლობა გადაუხადა.საპასუხოდ თბილი ღიმილი მიიღო,მერე წამოდგნენ და ისევ ეზოში გავიდნენ.შენობას მარჯვენა მხრიდან შემოუარეს და ვაშლის ხის ძირას ქვის სკამზე ჩამოსხდნენ.საკმაოდ დიდი ხე იყო,ტოტები ფართოდ გაეშალა,ნაყოფი ჯერ არ გამოესხა.ხე მზის მწველი სხივებისგან იცავდათ.მდუმარედ ისხდნენ,მერე კი დუმილი სებასტიანმა დაარღვია:

-დიდი ხანია რაც აქ იმყოფებით?

-4 წელია.ამდენ ხანს ერთ ადგილას არასდროს გავჩერებულვარ,-თქვა და ჩაიცინა,-მუდამ რაღაცას დავეძებდი,მაგრამ თავადაც არვიცოდი რა იყო ეს.ერთ ადგილას გაჩერება მიჭირდა.მერე კი აქ მოვედი და დავრჩი.დავრჩი რადგან აქ სულიერი სიმშვიდე მოვიპოვე.აქ ვიპოვე ის რასაც ვეძებდი.

-და რას ეძებდით?-ჰკითხა ინტერესით.

-ღმერთს.რწმენას.და მე ეს აქ ვპოვე.

-ღმერთი,-ჩაილაპარაკა სებასტიანმა.უცებ იგრძნო რომ ეს ხანშეპარული კაცი ძალიან მოსწონდა.მოსწონდა მისი ნათელი თვალები,როგორ თბილად უმზერდნენ.მოსწონდა მისი საუბარი.უცებ მის მიმართ ნდობით განიმსჭვალა,უნდოდა მისთვის ყველაფერი ეამბნა.ამოიოხრა.

-მამა ნიკოლოზ,რა არის ღმერთი?-რამდენიმე წამით ჩაფიქრდა მერე კი თვალებში შეხედა და უთხრა:

-ღმერთი ნავსაყუდელია,რომელიც ყველა ადამიანს სჭირდება.იგი თავსესაფარია,რომელიც ადამიანებს განსაცდელის ჟამს იხსნის.ღმერთი ყველაზე დიდი ხელოვანია.რაც არუნდა შესანიშნავი და განსაცვიფრებელი უნდა შექმნას ადამიანის ხელებმა,იგი ღმერთის ქმნილებებს ვერც კი გაუტოლდება.შეხედე,სებასტიან,ირგვლივ მიმოიხედე.ეს ყველაფერი ღვთის მიერაა შექმნილი.საკუთარ თავს შეხედე,ნახე რა ლამაზი ხარ,შენ ღმერთმა შეგქმნა.შენ მისი ერთ-ერთი შედევრი ხარ,რადგან ასეთი სილამაზე იშვიათია.თვალები ფართოდ გაახილე,შვილო და დაინახავ რა ლამაზია ეს სამყარო.სიცოცხლე უნდა გიხაროდეს.ღმერთს ყოველდღე მადლობას უნდა ვწირავდეთ რომ ცოცხლები და საღ-სალამათებლი ვართ.მართალია ბევრი უსამართლობა ხდება,ბევრი გაჭირვებული ადამიანი არსებობს,მაგრამ მაშინ ამქვეყნიური ბალანსი ხომ დაირღვეოდა?ყველაფერი გაწონასწორებულია,რამდენი სიკეთე,ბენიერება და სიყვარულია,იმდენივე ბოროტება,სიბნელე და სიძულვილი არსებობს.ადამიანები თავიანთ გზას თავად ირჩევენ,მაგრამ მათ მომავალს ღმერთი განაგებს.მისი ნების გარესე ერთი წყლის წვეთიც კი არ დაეცემა ძირს.ეს გახსოვდეს სებასტიან.და კიდევ.ირწმუნე.ვხედავ ეწვს შენს თვალებში.იცი,კარგია აქ ომ მოხვდი.ვფიქრობ აქ ყოფნისას შენთვის ბევრ რამეს აეხილება თვალი.ახლა კი მაპატიე,მაგრამ მოსწავლეები მელოდებიან,-იმწამსვე ზარის ხმაც გაისმა.მამა ნიკოლოზი სწრაფი ნაბიჯით გაემართა,სებასტიანი კი ისევ ვაშლის ხის ძირში დარჩა.ჩუმად იჯდა და უსმენდა ჩიტის გალობას.ნიავმა დაუბერა და თმის კულულები შეურხია.ღრმად ჩაისუნთქა,წამოდგა და ტაძრისკენ გაემართა.სწრაფად მიდიოდა,რომ მზის სხივებს მალე გაჰქცეოდა.

Ტაძარში არავინ იყო.ხატების წინ სანთლები ენთო.მოხატულ ჭერს ახედა.მარიამ ღვთისმშობელს პატრა იესო ქრისტე ეჭირა ხელში,მის წინ კი მოგვები დაჩოქილიმიყვნენ და ხელში ძღვენი ეჭირათ.სებასტიანი მონუსხული უყურებდა ფრესკას,მალე კისრის ტკივილმა შეაწუხა და თავი დახარა,უცებ მის გვერდით მდგარი აბატი დაინახა.ისიც მასავით შეჰყურებდა ფრესკას.მერე სებასტიანს გაუღიმა.

-კარგი მხატვარი ხართ?-სებასტიანმა პასუხად მხრები აიჩეჩა,-მხოლოდ ხატავთ თუ აქანდაკებთ კიდევაც?

-მხოლოდ ვხატავ. -არ გსურთ რაიმე დახატოთ?ძალიან გაგვახარებდით,-უთხრა და თავაზიანად გაუღიმა.”აი,თურმე რა,მათ უნდათ რომ დავხატო,აი ამიტომაც არმიშვებენ,ჰეჰ”გაიფიქრა სებასტიანმა და თავი სეიკავა ირონიულად არ გაეცინა.

-ვნახავ რას შევძლებ.მე უფრო პორტრეტებსა და პეიზაჟებს ვხატავ.არვიცი რამდენად გამომივა,გარდა ამისა სახელოსნო აქ არმაქვს.

-ეგ პრობლემა არ იქნება.გვაქვს აქ ცარიელი სენაკები და საკლასო ოთახებიც,რომლებიც გამოგადგებათ.საღებავებითაც და ფუნჯებითაც მოგამარაგებთ.მაშ,თანახმა ხართ?

-ჰმმ...კარგი,ვცდი.მაგრამ იცოდეთ წინასწარ ვერ შეგპირდებით ვერაფერს,-აბატმა გაუღიმა და უთხრა:

-ზეგ ყველაფერი გექნებათ და შეძლებთ მუშაობის დაწყებას,-ტაძრიდან გავიდა და სებასტიანი ისევ მარტო დარჩა.აქ საოცრად გრილოდა და საოცარ სიმშვიდეს გრძნობდა.არუნდოდა აქიდან წასვლა,როცა გარეთ იყო,თითქოს ტაძარი თავისკენ იხმობდა.კედელს მიეყრდნო და თვალები დახუჭა.”აქ რას ვაკეთებ?რამინდა აქ?თავისუფლად სემიძლია ავდგე და წავიდე.მაგრამ რისთვის უნდა წავიდე?ვისთვის?ელიზაბეტის და ვიქტორის ქორწინება გარდაუვალია...ჩვენ შორის არაფერი გამოვა...ნახატი მაქვს დასასრულებელი,მაგრამ ამს მერეც მოვუვლი.ახლა რომ წავიდე,ისევ ისე დამემართება.ჩემივე საქციელებით ვყიდი ჩემს თავს...აქ ისეთი სიმშვიდე და სიმყუდროვეა.იქნებ აქ საკუთარი თავი ვიპოვო?იქნებ სწორედ აქ ვირწმუნო?”გულში იმედი ჩაესახა.უცებ მუხლებზე დაემხო,მაცხოვრის ხატს შეაცქერდა და მისდა უნებურად ხმამაღლა წარმოსთქვა:უფალო...გთხოვ დაიმკვიდრე ადგილი ჩემს სულსა და გულში...

Ზარის ხმა მოესმა.ფეხზე წამოდგა და ტაძრიდან გავიდა.ისევ სასწავლო შენობაში შევიდა და სასადილოსთან მამა ნიკოლოზსაც შეხვდა,როგორც აღმოჩნდა ისიც სწორედ მას ელოდა.ერთად შევიდნენ და ერთადაც ისადილეს.

-აბატმა იაკობმა მთხოვა მონასტრისთვის რამე დამეხატა,-მამა ნიკოლოზმა თავი მდუმარედ დაუკრა,-დავთანხმდი,-დაამატა სებასიანმა და თეფშიდან ბოლო ლუკმაც შეჭამა., -დავთანხმდი,მაგრამ არ ვიცი რაუნდა დავხატო.თან რელიგიური არასდროს არაფერი დამიხატავს.

-შენ ამას შეძლებ.უბრალოდ დროა საჭირო.ყველაფერს თავისი დრო აქვს სებასტიან.უნდა მოიცადო და შთაგონებაც და იდეაც თავისით გაჩნდება შენს თავში.ამაზე ზედმეტად არ კონცენტრირდე თორემ საქმე უარესად წავა,-სებასტიანმა სერიოზული სახით,ნელა თავი დაუქნი.მან ეს იცოდა.იცოდა რომ სიჩქარე და ძალდატანება აქ არ ივარგებდა.უცებ დაღლა იგრძნო.ქუთუთოები ნელ-ნელა ეხუჭებოდა.”აჯობებს ცოტა მოვისვენო”-გაიფიქრა და მამა ნიკოლოზს უთხრა გადავიღალე და დავისვენებ ცოტასო,მანაც თავი დაუკრა და ისიც ნელი ნაბიჯით გაემართა ფლიგელისკენ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent