GAMA-ბრძოლა შიშველი ხელებით. 3
უეცრად შევხტი, თვალები გაჭირვებით დავაცილე ერთმანეთს. ძილიდან ნელ-ნელა გამოვერკვიე და მივხვდი რომ სიზმარი იყო, ერთიანად დამიარა ტანში განცდილმა სიამოვმებამ. ვარსკვლავის ფორმა მივიღე და ჭერს მივაშტერდი. იმდენად დავინტერესდი მისით სიზმრებიც აღარ მომასვენებენ ვატყობ, აბა ისე მასთამ მე ვინ მიმაკარებს. აკაკის თითების შეხებას და ბაგეების გემოს ისე ცხადად ვგრძნობდი… ნეტავ ისე როგორი კოცნა იცის ან მოფერება? დილას ათი საათი ხდებოდა რომ გამეღვიძა. სამზარეულოში ლექსო დამხვდა -დილამშვიდობის პატარა.- მომესალმა და უშველებელი ხელები მომხვია -დილამშვიდობის, დედა წავიდა?-ჩაიდანი ჩავრთე ყავისთვის -კი. შენ რა ქენი გუშინ? -რავიცი, არაფერი მხოლოდ ერთი ჩხუბი იყო.- მხრების ჩეჩვით ვუპასუხე -დღეს მოვალ მეც.- უეცრად თვალები ვჭყიტე და ბესოს სიტყვები გამახსენდა ოჯახის წევრების მოსვლაზე -კაი რა ლექსო რა გინდა?თუ გამიშვი რაღას დამდევ კუდში.- ყველაფერი უნდა მექნა რომ არ მოსულიყო -მაინც მოვალ, არაფერს ვაპირებ. თან დღეს ნინიძე ჩხუბობს ჩემი კურსელის ძმა არის .- ანუ ეს პატარა მაიმუნიც დადიოდა თამაშებზე -ანუ დაძვრები ხო?- თვალები მოვჭუტე და წინ ავესვეტე -კი დავდივარ, კიდე გეტყვი უფრო მაგარს- წარბები ამითამაშა -რას ? -რას და გოგო მომწონს მანდ.- ჩემა გონება წამოიყვრაა "რაა? ვინ? როდის? მერე თამთა?მოიცა რაა? " -ლექსო არ გამაგჟო ვინ?- სანამ არ იტყოდა არ მოვეშვებოდი ის კი ვიცოდი -ოო, შემეშვი ახლა.- მობეზრებულად აიქნი ხელი. ამ დროს მესიჯი მომივიდა, თამთა იყო "ყავა გამიკეთე მოვდივარ" -ლექსო თქვი თორე ახლა თამთა მოვა და გაორმაგებული ძალებით ვიბრძოლებ "შენი გულის სწორის სახელისთვის" -ხოდა წავედი მე.- უცებ წამოხტა და კარისკენ წავიდა. შემოსასვლელი კარიდან ხმაც მომესმა თამთას მოსვლის და გავძახე რომ არ გაეშვა, მიზეზიც მივაძახე თუმცა ამაოდ. ჩემდა გასაკვირად თამთა მოწყენილი შემოვიდა სამზარეულოში -თა, მოხდა რამე? -ნწ, არაფერი.-სკამზე ბმბულბულივით დაეშვა -აბა, ნაბახუსევი? -არა -აბა ამოღერღე გოგო-მოთმინების ფიალა მევსებოდა -ვერ გამოვიძინე უბრალოდ -მმ, მე კიდე ისე გამოვიძინეე.- თვალები წამით მივნაბე და სიზმარში გადავეშვი -შენ სულ გაგუდულს გძინავს.- ხელი ამიქნია ღიმილით -ისე ლექსოც მოვა.- თვალებში მივაშტერდი რა რეაქცია ექნებოდა, მაგრამ ის ვარსკვლავევი აღარ აუთამაშდა ლექსოს ხსენებისას რომ ჩნდებოდნენ. -ხო მოვიდეს. 8 საათზე უნიფორმით ვიდექი დარბაზში, ხალხიც ნელ-ნელა იკრიბებოდა. ბესომ მითხრა რომ ერთ -ერთ ბრძოლაზე მე გავიდოდი. ვღელავდი, განა იმიტომ რომ ვერ გავივლიდი, იმიტომ რომ ლექსოც უნდა ყოფილიყო მთელი საღამო და ცოტა მერიდებოდა მისი . ბრძოლა დაიწყო, ხალხის ყვირილი და ოვაციები არ ჩერდებოდა. პირველი შვიდ წუთიანი რაუნდიც მორჩა და ჩემი გავლის დროც მოვიდა. წელში გავიმართე და თავაწეულმა რინგს შემოვუარე, უეცრად ხალხში აკაკის მოვკარი თვალი და გამეღიმა, რაღაცნაირი გაყინული მზერით მიყურებდა. ორი სრული ბრუნის შემდეგ რინგიდან გამოვედი და გოგონებს შევუერთდი. უკნიდან შეხება ვიგრძენი, თავი გვერდულად გავაბრუნე ლექსო იყო. ლოყაზე მაკოცა და მომეხვია. კიდევ ერთი შვიდ წუთიანი რაუნდი ჩასრულდა, თუმცა რინგზე მე აღარ გავდიოდი ამჯერად. ლექსო ისევ ხელმოხვეული იდგა. გვერდიდან ნაცნობის სილუეტი დავლანდე, ჩვენს გვერდით ჯაში მოსულა, თან არც მომესალმა. ალბათ ვერმიცნო-მეთქი, არადა მე სიზმარში რამის მისი გავხდი.სულელურად გამეკრიჭა ჩემთვის -რა გაცინებს გოგო?- ამას ხომ ვერაფერს გამოაპარებს ადამიანი -გამეღიმა ლექსო უბრალოდ, არ შეიძლება -შეიძლება.-თმა ამიწეწა და ჯაშს ეჭვის თვალი შეავლო, ნუთუ ასე შემემჩნა მისი მოსვლით გამოხატული ბედნიერება -წავალ თამთას ვნახავ.- ხელიდან დავუსხლტდი და გასახდელისკენ წავედი. გასახდელში არ დამხვდა, უკან რომ გამოვბრუნდი მოულოდნელად ისევ რაღაცას შევასკდი, არა გატყუებთ ვიღაცას შევასკდი. -თი ნი, უკვე მეორედ მგონი ძალიან მოგწონს ჩემი სხეულის შეხება.- ცოტა ირონია ნარევი ხმა ქონდა -უჰ, ბოდიში, თამთას ვეძებდი და.- თავის მართლება დავიწყე -თამთა გარეთაა ეწევა -მადლობა გარეთ გავალ მაშინ.- გვერდის არიდება ვცადე, ისევ წინ დამიდგა -მეჩვენება თუ გამირბიხარ ? -ბესოს წესებს ვემორჩილები.- ასე უცებ საიდან მომაფიქრდა არ ვიცი -ბესოსი არა ? თუ არ გინდა შემა ბიჭმა დაგინახოს.- მოიცაა რაა ამას ლექსო ჩემი ბიჭი ჰგონია ? ცოტაც და ავხარხარდებოდიი -მხოლოდ ბესოა მიზეზი.- თავი მოვიკატუნე ვითომ ვერ მივხვდი რა მითხრა. საღამოს დასრულებამდე დაგველოდა მე და თამთას ლექსო. სახლში ძალიან დაღლილი მივედი, აშკარად მფიტავდა ეს ხმაური თუმცა დანებებას არ ვაპირებდი. დღეები დღეებს მისდევდა, მეც უკვე ძალიან თავისუფლად ვგრძნობდი თავს სამსახურში. უნივერსიტეტშიც მივედი ყველაფერი განვაახლე და სექტემბრის ბოლოს სწავლასაც დავუბრუნდებოდი. ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდა ჩემს ცხოვრებაში, ლექსო მეტად ყურადრებიანი ძმა გახდა, ყოველ საღამოს მხვდებოდადა მოვყავდი სახლში. აკაკი იშვიათად მოდიოდა სამსახურში, ჩხუბიც აღარ ჩანიშნულა,მაგრამ თვალებით ყველგან ვეძებდი. ჩემი თამთაც ამ ბოლოს მოწყენილი დადიოდა და გადაღლილობას აბრალებდა, მე მაინც ვერ ვიჯერებდი მის ასეთ ცვლილებას დაღლილობის გამო. ბესოს ერთ კვირიანი შვებულებაც კი სთხოვა და დამტოვა მარტო. ერთ საღამოს ლექსომაც მითხრა რომ მოსვლას ვერ ახერხებდა. სხვა რა გზაიყო? აპლიკაცია გავხსენი მობილურში და ტაქსი გამოვიძახე -თი ნი, რა მარტო ხარ?- ზურგიდან ნაცნობი ხმა მომესმა და მივხვდი როგორ გამიბრწყინდა თვალები. იმდენი ხანია არ მინახავს , თუმცა როცა მხვდებოდა მაშინაც ვცდილობდი თავის არიდებას -კი, ტაქსს ველოდები და. როგორ ხარ აკაკი? -კარგად, შენ?- წინ დამიდგა -მეც კარგად. -მე წაგიყვან, თუ პრობლემა არ არის.- ძალიან მინდოდა დავთანხმებოდი მაგრამ მომერიდა, თან ლექსოს რომ დავენახე ახსნის თავი არ მქონდა -არა მადლობა, არ შეგაწუხებ. -რომ შემოგთავაზე ე.ი არ ვწუხდები, წამო წამო თორე მოვა ვინმე სამ დიპლომიანი ტაქსისტი და დაგღლის ამ მთავრობის უსაქმურობაზე ლაპარაკით.- მის ნათქვამზე გულიანად გამეცინა და დავთანხმდი. -თამთამ მარტო დაგტოვა და შვებულებაში გაიპარა ? - გვერდულად ვხედავდი როგორ მაკვირდებოდა სახეზე -ხო ასე გამოვიდა.- სახე ოდნავ მივაბრუნე და გავუღიმე, უეცრად ხელი გამოწია ჩემკენ და ცხენის კუდად აწეული თმა ჩამომიშალა -მაპატიე, მაგრამ ასე ბევრად კარგია.- ჩემი თმის სამაგრი მარცხენა ხელის მტევანზე გაიკეთა -არ მიყვარს ასე.-გავაპროტესტე. მეტი არ გვისაუბრია, სადარბაზოსთან სანამ მანქანიდან გადავდიოდი, დაბალი ხმით რაღაცის ბუტბუტი დაიწყო -ვერ გავიგე აკაკი.- ნახევარი ტანით მისკენ გადავიწიე, ისიც ძალიან ახლოს თითქმის ჩემ ტუჩებთან გადმოიწია და იგივე გამიმეორა -"სულ თავს მარიდებ სხვას უგალობ, აიმედებ. ჩემთვის ღიმილი ვერასოდეს გაიმეტე."- დავიბენი არ ვიცოდი რა მეპასუხა, კიდევ კარგი ღამე იყო თორემ ჩემ აწითლებულ ლოყებსაც შეამჩნევდა. ნეტავ მართლა თუ ამას ფიქრობდა ჩემზე, მაგრამ ღიმილს არასდროს ვაკლებ. ის ისევ ახლო იყო ჩემს ტუჩებთან, მისი სურნელიც მაბრუებდა, მინდოდა სახე ხელებში მომემწყვდია და მისი ბაგეებით დავმტკბარიყავი -აკაკი მე... მე უნდა წავიდე.- ახლა კი ნამდვილად თავს ვარიდებდი, მის სიახლოვეს ერთი წამიც ვეღარ გავძლებდი და რაღაცა გამოუსწორებელს ჩავიდენდი -კარგად თი ნი.- სვარძელში გასწორდა და ძრავი ჩართო. ჩემი სახელი კი ისევ დამარცვლა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.