შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფსკერი 5


13-08-2023, 21:08
ავტორი mainc
ნანახია 753

5 თავი
წვეულებაზე , უფროსებსა და მათ ცოლებს, საყვარლებს და ყველა იმ მლიქვნელსა და ყალთაბანდ ხალხს მოეყარა თავი, რომელთაც ოდნავ მაინც მიუწვდებოდათ ხმა ბატონთან.
მისმა წვეულებაზე გამოჩენამ არამხოლოდ ,ნეას და მეას გაკვირვება გამოიწვია არამედ, იქ მყოფი თითოეული ადამიანი განაცვიფრა. ეს უკანასკნელი მსგავს წვეულებებზე სიარულით თავს არ იწუხებდა , მსგავს თავყრილობაზე იშვიათად ნახავდით.
ახლა კი იჯდა და ირონიულ მზერას არ იშორებდა. მის გვერდით ,რა თქმა უნდა, ნატა მოკალათებულიყო . წინა სავარძელზე კი ერთ -ერთი უფროსი, ირაკლი იჯდა. თუ ვინმეს გავლენა ჰქონდა უფროსებს შორის , სწორედ ის გახლდათ და შესაბამისად ლუკასთან დაახლოებული პირი იყო.
ნეა ამ დროის განმავლობაში ყურადღებით იყო. შეკვეთებს დაატარებდა და ამავდროულად ცდილობდა მეა უყურადღებოდ არ დაეტოვებინა. ხშირად აპარებდა თვალებს ლუკასკენ და ცდილობდა გაერკვია რა მიზანი ამოძრავებდა. ამ ფიქრებში იყო ჩაფლული , როცა ხმა გაიგონა . ეს ხმა მას სწორედ , იმ მაგიდისკენ უბიძგებდა სადაც ლუკა იჯდა. ნელი ნაბიჯებით გაემართა . ბლოკნოტი და კალამი ხელში ჩაებღაუჭა და საკუთარ თავს მოთმინებისკენ მოუწოდებდა. მიაღწია მაგიდას და მათ შეკვეთას თავჩაქინდრული ელოდა. ნატა ჯერ კიდევ არჩევნის გაკეთებას ცდილობდა . სამი წუთი გასულიყო, რაც ნეა ელოდა . ბოლოს კი მოთმინება დაკარგულმა თვალები აატრიალა და თითქოსდა მორიდებით ნატას მიმართა.
-უკაცრავად ქალბატონო, მაგრამ თუ ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდით, რა მიირთვათ , დაგტოვებთ და როცა გადაწყვეტთ კვლავ გეახლებით. ნატას ყურადღება არ მიუქცევია და კვლავ ფიქრი განაგრძო .
-როცა შენს წინ ბატონი დგას , ვფიქრობ სხვა ყველა მეორეხარისხოვნად უნდა იქცეს. არ მეთანხმები?! ნატას ნაცვლად პასუხი , უფროსმა ირაკლიმ გასცა და თან მზერას არ აცილებდა. ნეამაც შეაგება თავისი თვალები და საუბარი წამოიწყო.
-როგორ შემიძლია არ დაგეთანხმოთ ?! თუ რა თქმა უნდა, საკუთარ თავს მეორეხარისხოვნად თვლით, მე რა ძალა მაქვს. გააცნობიერა ზედმეტი მოუვიდა და ამაში , ირაკლის გაცეცხლებლმა თვალებმა დაარწმუნა. არჩია მალევე გასცლოდა აქაურობას და საერთოდ ამ წვეულებისთვის თავი დაეღწია.
-თქვენის ნებართვით , თუ თქვენი აღმატებულება არაფერს მიირთმევს დაგტოვებთ. მის წინადადებაში, მის თითოეულ სიტყვაში ძალიან დიდი ირონია იგრძნობოდა . ეს სიტყვები კი ლუკასკენ იყო მიმართული. ამ უკანასკნელმაც თითქოს იგრძნო და წამსვე გაუსწორა მზერა. ერთმანეთს დაკვირვებით უცქერდნენ, ცდილობდნენ გაეგოთ ერთმანეთის განზრახვა. არც ერთი არ ნებდებოდა და ჯიქურ განაგრძობდნენ ერთმანეთის სფეროებში მოგზაურობას. ამასობაში, ნატას გადაეწყვიტა თუ რას მიირთმევდა. მისმა ხმამ ეს ორი წყვილი თვალი ერთმანეთს მოსწყვიტა და რეალობაში დააბრუნა.
-თუ, რა თქმა უნდა , ინებებთ თქვენთვისაც მე შევარჩევ. ორივე მამაკაცმა თავი დაუკრა. ისე რომ მზერა მენიუსთვის არ მოუშორებია ნეას მიმართა - გოგონი, სამი ულუფა ძროხის სტეიკი და წითელი ღვინო. ნეას ჯერ იყო და "გოგონი"-ზე დაეტყო გაკვირვება და შემდეგ იმაზე , რომ სანამ საბოლოოდ ბარამდე შეძლებდა შეკვეთის მიტანას , სამჯერ მოაბრუნეს. უკვე გაღიზიანებულმა თავი ვეღარ შეიკავა და შემდეგი სიტყვებით მიმართა იქ მყოფთ.
-ჩამოუყალიბებლობა, საჭმლის მიმართ ვფიქრობ ქალბატონებად და ბატონებად ვერ გაქცევთ. მიუხედავად იმისა , რომ ვალდებული ვარ მომხმარებლის პრიკაზები მოვისმინო გამიხარდება თუ პატივს დამდებთ და სწრაფად გადაწყვეტთ რა გსურთ. სწრაფად საუბრობდა , რომ ხელი არ შეეშალათ და წასასვლელად მოემზადა , როცა ნატას ხმა გაიგო.
-როგორ ბედავ და ჩამოუყალიბებელს მიწოდებ, როცა ნორმალურად ისიც კი არ იცი რა გეცვას?! ბოლოს და ბოლოს რესტორანში ხარ. ნეას ჩაეცინა, აღმოჩნდა ჩამოუყალიბებელთან ერთად უჭკუოც ყოფილა.
-შეგახსენებთ , რომ რესტორანში ვმუშაობ და მაცვია ამავე რესტორნის ფორმა.
-ხოდა დღეიდან გათავისუფლებული ხარ ! ამჯერად ირაკლის ამაღლებული ხმა მოისმა. - აღარ მოგიწევს საძულველი ტანისამოსის ჩაცმა. ნეას, თვალები გაუფართოვდა , იცოდა ირაკლის არ შეეძლო მისი გათავისუფლება , ვინაიდან რესტორნები ბატონების მმართველობაში შედიოდა. თუმცა იქვე მჯდომი ლუკა , რას მოიმოქმედებდა არავინ უწყოდა. გათავისუფლება კი ყველაზე ნაკლებად სურდა და ცხადია ასეთ დასასრულს არ მოელოდა. ირაკლი მიხვდა , რომ სუსტ წერტილს შეეხო. მან ლუკას მიმართა.
-ლუკა , კარგი იქნება თუ ახლავე გაათავისუფლებ მას.
ლუკამ , ჯერ ირაკლის შემდეგ მის გვერდით მჯდომ კმაყოფილ ნატას გადახედა და ირაკლის მიუბრუნდა.
-ირაკლი, არ ვიცი , როდის გითხარი , რომ შენობით ფორმაზე გადასვლა შეგეძლო და ვერც იმას ვხვდები, მრჩეველი როდის დავიქირავე. თავად გადავწყვეტ ვინ გავათავისუფლო ჩემს რესტორანში. მისი საუბრის განმავლობაში გაოცებული მზერა, არ მოუშორებია ნეას ლუკასთვის. როცა ეგონა რომ ვეღარ გადარჩებოდა და სამსახურიდან გათავისუფლებული იყო, მოხდა სრულიად საპირისპირო. გაცეცხლებული ირაკლის , სიმწრის ღიმილი და "გაბუტული" ნატას მზერა. ლუკა, კი ჩვეული სიმშვიდით მზერას არ აცილებდა ნეას და მის გაოცებულ მზერაზე ღიმილის შეკავებას ძლივს ახერხებდა.
-ახლა კი, ჩემთვის ორმაგი მარტინი მოიტანე. ნეამ სწრაფად ჩაიწერა შეკვეთა , გაბრუნებულს კვლავ მოესმა ლუკას ხმა- ჩემს კაბინეტში. დაასრულა და თავის კაბინეტში გასწია ნატას თანხლებით. ირაკლის არც დამშვიდობებია.
რა?! მის კაბინეტში ?! ნეა გაკვირვებული მიდიოდა ბარისკენ. ვერ მიმხვდარიყო , სად წაეღო მარტინი. ისიც კი ვერ გაერკვია ,საერთოდ რა უნდოდა რესტორანში კაბინეტს. ბართან მივიდა. ორმაგი მარტინი შეუკვეთა და თან ჩაფიქრებული იყო. ფიქრობდა ეკითხა თუ არა ლევანისთვის(ბართან მომუშავე ბიჭისთვის) სად იყო, ბატონი ლუკას კაბინეტი . როცა მარტინი აიღო , ლევანს მიუბრუნდა და ჰკითხა. მანაც მიასწავლა. კართან მისულმა დააკაკუნა, კიდევ ერთხელ ჰკითხა საკუთარ თავს, თუ რა უნდოდა რესტორანში კაბინეტს. პასუხი კი ცხადი იყო. ეს ხომ ბატონი ლუკას კაბინეტი გახლდათ. დიდხანს აკაკუნებდა მანამ სანამ , არ მობეზრდა და შესვლა არ გადაწყვიტა. კარები ფრთხილად შეაღო.
იქ შესულს, წინ ისეთი სურათი გადაეშალა ჯობდა მიწა გასკდომოდა. ცხადად დაინახა , როგორ ჰყავდა ლუკას ნატა კედელზე აკრული და გაშმაგებით კოცნიდა . სწრაფად შეტრიალდა და ვერ გააცნობიერა , რომ კართან ძალიან ახლოს იდგა . ამ უკანასკნელს შეეჯახა , ჭიქა ხელიდან გაუვარდა და ცხვირიც დაიზიანა. ხმაურზე , როგორც იქნა შეძლო , ამ სამყაროში დაბრუნება ვნებააშლილმა წყვილმა. ნეა სწრაფად წამოდგა ,მაგრამ თვალთ დაუბნელდა და ისევ ძირს განერთხა. იგრძნო , თუ როგორ დაუფარა სახე თბილმა სითხემ. ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა და თვალებში სიმწრისგან ცრემლები ჩაუდგა. ტკივილის მოთმენა რთული იყო.
ბატონი ლუკა წამსვე გაჩნდა მასთან. ხელში აიყვანა და ტახტზე დასვა. ნატას წყლის მოტანა დაავალა.
-მე რატომ უნდა მოვიტანო?! უკმაყოფილება გამოთქვა მან.
-ნატა, წყალი! ამჯერად, ლუკას ბოხი ბარიტონი გაისმა. მანაც დანებებულმა , წყალი მოიტანა. თან ამრეზით და ზიზღით ათვალიერებდა ნეას. ნეაც ცივის შეხებისას გონს მოვიდა , თავი წამოსწია და როცა მის წინ მდგომ ნატას თვალი ჰკიდა , დაიჯღანა . პომადაგადადღაბნილი, ზიზღნარევი მზერით ათვალიერებდა ნეას და სასწრაფოდ გასვლა დააპირა.
-მე წავალ. ლუკას მისთვის არც კი შეუხედავს. -ლუკა გესმის?! მე მივდივარ. გაღიზიანებული მისი ყურადღების მიქცევას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ. ოთახი დატოვა და ვინ იცის სად წავიდა.
-ჩემი გესმის?! ნეას ბუნდოვნად მოესმა მის წინ მდგარი ბატონის ხმა. თავი სუსტად დაუქნია და წამოდგომას ეცადა , როცა უარესი თავბრუსხვევა იგრძნო და მალევე გონება დაკარგა.
გამოღვიძებულს, წუთი დასჭირდა რომ ყველაფერი გაეხსენებინა და საკუთარი თავი ვინ იცის მერამდენედ ჩააქვესკნელა, რომ ასეთი მოუხერხებელი იყო. ქვემოთ დატოვებული მეა გაახსენდა და მალევე წამოდგა. ამჯერად არც თავბრუ ეხვეოდა და არც ცხვირი სტკიოდა . აი, უსუსურობა მაშინ იგრძნო როცა ტანზე დაიხედა და ერთადერთი რაც საკუთარი აღმოაჩინა საცვლები იყო . მაისური კი მისთვის უცნობი გახლდათ. ცხადია ასე ვერსად გასვლას ვერ მოახერხებდა.
საიდანღაც, ტანს ზემოთ შიშველი ლუკა გამოვიდა. გაღვიძებულს ირონიული მზერაა შეავლო და ვინ იცის მერამდენედ აათვალიერა მისი სხეული.
ნეას წინ დადგა და იქვე მდგომ მაგიდას ხელიხელგადაჯვარედინებული მიეყრდნო. ცდილობდა მისი მზერა დაეჭირა , მაგრამ ამაოდ, ნეა თვალს არ უსწორებდა.
-მე ... უნდა წავიდე. ჩემი და ....როგორც იქნა ხმა ამოიღო და მაისურის ბოლოს წაეპოტინა.
-წადი. უთხრა ლუკამ, იცოდა ასე ჩაცმული , რომ ვერ წავიდოდა და მის მდგომარეობაზე ეღიმებოდა. ნეა, ცდილობდა მისი სხეულისთვის თვალი არ გაეშტერებინა და წამდაუწუმ ხან რას მოავლებდა მზერას და ხან რას . მიხვდა მის მდგომარეობაზე ერთობოდა ლუკა და შეტევაზე გადასვლა გადაწყვიტა. რამდნეს ბედავდა ეს "ერთი ციდა " გოგო ბატონის წინაშე. თუმცა, რა უნდა ექნა , როცა პირდაპირობით გამოირჩეოდა.
-დარწმუნებული ვარ ჩემი ასეთ მდგომარეობაში ხილვა , გახალისებთ ბატონო , მის მიერ წარმოთქმული ეს წოდება არც პატივისცემა იყო და არც კრძალვა, უფრო იმის დადასტურება იყო , რომ იგი სულაც არ თვლიდა ლუკას ბატონად- მადლობა , რომ დამეხმარეთ და დასვრილი ტანსაცმელი მომაშორეთ, მაგრამ დიდი სიამოვნებით დავიბრუნებ ტანსაცმელს და დაგტოვებთ. თქვენ კი შეგიძლიათ გააგრძელოთ ის რაც გაგაწყვეტინეთ , ჩემდაუნებურად. დაამატა ბოლოს და როგორც იქნა თვალები გაუსწორა. ლუკა უსმენდა და იცოდა , რომ მის წინ ნამდვილი ქალი იდგა, რომელიც მზად იყო საკუთარი ღირსების დასაცავად ყველაფერზე წასულიყო . ერთი კიდევ აათვალიერა. მეორე ოთახისკენ გასწია და ვიღაცას დაურეკა. მალევე კარზე კაკუნი გაისმა . ლუკა კარებისკენ გაემართა . კარი ოდნავ გამოაღო და როგორც ნეა მიხვდა ახალი ფორმა მოიტანა. ეს უკანასკნელი მაგიდაზე დადო და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. ამჯერად ხელებიი მაგიდაზე დააყრდნო და თვალებით ანიშნა ნეას , რომ აეღო.
რა თქმა უნდა, ეს ხომ ბატონი იყო, განა იკადრებდა ვინმეს მომსახურებოდა. თუმცა მან ხომ უარი არ თქვა ნეას დახმარებოდა. რომ არა ის ვინ იცის , იქნებ სისხლისგან დაცლილიყო. ( კი როგორ არა. დდ)
ფრთხილი ნაბიჯებით გაემართა მაგიდისკენ. გრძნობდა მისკენ მომართულ დაჟინებულ მზერას , ერთადერთი რაც ახლა უნდოდა სწრაფად გასულიყო ამ ოთახიდან, მოეძებნა მეა , რომელიც ალბათ გაგიჟებული იყო ნერვიულობით, საქმე დაესრულებნა და სახლში წასულიყო. სწრაფად დაავლო ხელი ფორმას და სწრაფადვე აპირებდა მეორე ოთახში გასვლას , რომ არა მის მაჯაზე შემოჭდობილი ხელი. მზერა გააყოლა მთელ მკლავს და ბოლოს თვალები სწორედ იქ გაუჩერდა სადაც ლუკას ჩაეჭიდა ხელი. გაოცებული მზერა შეავლო ჯერ მის სხეულს , შემდეგ მის უძირო თვალებს და ტემპერატურის მომატება იგრძნო სხეულში. გულისცემა გაუორმაგდა. რას იფიქრებდა თუ ეს უკანასკნელი ასე იმოქმედებდა მასზე.
-ხელი გამიშვით! გაისმა მისი მკაცრი თუმცა თრთოლვა შეპარული ხმა, რაც უყურადღებოდ არ დარჩენია ლუკას. კიდევ ერთხელ აათვალიერა მისი სხეული და ხელი გაუშვა. ლუკამ მაისური ჩაიცვა . კარებთან იყო მისული , როცა შემობრუნდა და უთხრა , რომ მეა უსაფრთხოდ იყო. კარებთან დაელოდებოდა და მასთან მიიყვანდა.
ნეა გაკვირვებული უცქერდა , ვერ გაერკვია რატომ იჩენდა ასეთ ყურადღებას მათ მიმართ , როცა ჯერ იყო და თითით შეხებასაც არავის პატიობდა, მეამ გაიტანა. როცა რესტორანში მომუშავეთ კი არა არავის არ ჰქონდა არავის არ ჰქონდა უფლება შეპასუხების , მან უფროსი და ნატა გააღიზიანა, ვერ ხვდებოდა რატომ პატიობდა მის სარკაზმს ბატონი ლუკა და ზედმეტი იყო იმის ხსენება , რომ ოთხაში შემოუვარდა და ვნების ჩახშობა არ დასცალდა. მეტიც მოუწია მასზე ეზრუნა და მეაც დაეცვა. მალევე ჩაიცვა , გარეთ გავიდა და ლუკას შეუერთდა.
-მეა, ქვემოთ არის. შენ, შენი მოვალეობა შეასრულე , მასზე კი იზრუნებენ. წამოიწყო საუბარი ლუკამ, მიხვდა ნეას რაც აწუხებდა და დაამშვიდა- მას , უთხრეს , რომ ზემოთა განყოფილებაში მუშაობდი. შემდეგ, თავისი ირონიული ღიმილი დაიბრუნა და განაგრძო- არ იცის , როგორ შეუვარდი ბატონს , როგორ გააწყვეტინე "საქმე" და როგორ გაიტეხე ცხვირი.
-დამამშვიდეთ. ასევე ირონიულად მიუგო ნეამ და ქვემოთ გაემართა.
-იმედი მაქვს, არაფერი მოგიპარავს. ზურგსუკან , მოესმა ხმა . თავიდან გაცხარდა , რომ მას ქურდი უწოდეს. თავი მოთოკა და იმის ნაცვლად რომ ისტერიკები მოერთო , საკუთარი სათქმელი წყნარად განუცხადა.
-მოვიპარე. თქვენი წუთები, რომელიც ნატასთან ალერსში უნდა გაგეტარებინათ.
-ვატყობ ძალიან გაწუხებს, რომ ხელი შემიშალე.
-დიახ, ამაზე დარდი მანადგურებს. როგორც კი ეს თქვა ნეამ , უკან დაიწყო სვლა, რადგან ლუკა წინ მოიწევდა და მას ნელი, მშვიდი ნაბიჯებით უახლოვდებოდა.
-ამის გამოსწორება შეიძლება.
-ნუთუ?! ცნობისმოყვარე ხმით გააჟღერა კითხვა და სასოწარკვეთილებამ მოიცვა , როცა ზურგით კედელს მიეკრო , ლუკა კი , მის წინ ორ ნაბიჯში იდგა . მისკენ გაიწია , ძალიან ახლოს , ისე რომ მილიმეტრები აშორებდათ ერთმანეთს სუნთქვააჩქარებულ ნეას ხელი სახესთან ახლოს მიუტანა და ლოყაზე , ნაზად ჩამოუსვა. ნეას , მის ამ ჟესტზე ტაომ დააყარა, კიდევ უფრო მიეკრო კედელს და ლამის გაენგრია იგი , რომ როგორმე მას თავი დაეღწია.
-შენც აღარ ინერვიულებ, მეც გაწყვეტილ საქმეს დავასრულებ და ორივე მხარე კმაყოფილები ვიქნებით ... შენ სინდის დამშვიდებული მე კი ჰორმონებ დამშვიდებული ,თუ..... მან საუბრისას დიდი პაუზა გააკეთა და თან ხელი ამჯერად ნეას ლავიწს გააყოლა. ამაზე ორმაგად დააყარა ტაომ, ორმაგად აუძგერდა გული და ორმაგად იგრძნო სისუსტე, რომლითაც ლუკა სარგებლობდა. -თუ ...განაგრძო მან - მე და შენ .....ეს ჯერ განუცდელი გრძნობები , ლუკას მიერ დასასრულებელი წინანდადება და სხვა ყველაფერი ბოლო წვეთი აღმოჩნდა მისთვის, მიხვდა ვეღარ გაუძლებდა მსგავს ზეწოლას და უბრალოდ სთხოვა.
-გ...თ..ხ..ო...ვ, გთხოვ, ა...რ , არ დაასრულო . ეს უთხრა და ამავდროულად ხელის კანკალით , ტუჩზე თითი მიადო , რომ გაეჩუმებინა. ლუკას გაეღიმა, მის თხოვნას პატივი სცა და საჩვენებელ თითზე, რომლითაც მეა ცდილობდა გაეჩუმებინა , სველი კოცნა დაუტოვა. ამაზე კიდევ ერთხელ ააკანკალა , ჟრუანტელის დავლა იგრძნო და ახურებული სხეული კიდევ უფრო , დაეძაბა.
-შემდეგში, როცა მსგავსი სიტუაცია შეიქმნება, უმჯობესია არ შეიქმნას, ეცადე ხალხი არ გააღიზიანო. თორემ შენს დაცვას ვეღარ შევძლებ და იძულებული გავხდები დაგსაჯო! გასაგებია?! ნეა , არ მოელოდა საუბრის ამ თემით გაგრელებას და ვერაფერი თქვა , სხეულზე ცეცხლი ეკიდა. მისი თითოეული მოქმედება , სიტყვა თუ საქციელი ნეას ჟრუანტელს ჰგვრიდა. გასაგებია?! დადუმებულს , კიდევ ერთხელ დაუსვა კითხვა და გაიღიმა , როცა ნეამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. თავისდაუნებურად , შუბლზე კოცნა დაუტოვა და წავიდა.
თვალები ამ ხნის განმავლობაში , დახუჭული ჰქონდა . მხოლოდ მაშინ გაახილა , როცა სიცივე იგრძნო. გონს მოეგო და სიცარიელეს გაუსწორა მზერა.
ლუკა წასულიყო...
კიბეებზე სწრაფად ჩავიდა და სააბაზანოს მიაშურა. საკუთარ თავს გაკვირვებული მზერა მოავლო , აწითლებულიყო. ყველაფერი თვალწინ დაუდგა და კიდევ ერთხელ იგრძნო თუ როგორ მიედინებოდა ლუკას მოახლოვებისას სისხლი , მის ძარღვებში.
გაიღიმა...
თავადაც ვერ მიხვდა , რა იყო ამის მიზეზი....
ცხადია, ამ ყველაფერმა მასში უცნობი , გრძნობები და ემოციების ნაკადი გამოიწვია …
გამოსულმა, მეას ძებნა დაიწყო. იგი ბართან იდგა , წინ ორი აყლაყუდა ედგა და ნეას გაეღიმა იმის წარმოდგენაზე თუ როგორ ცდილობდა მეა ცერებით , მათ სიმაღლეს გათანაბრებოდა.
დიდი ხანი უმტკიცებდა დაცვას, რომ მისი და იყო და შეეძლოთ წასულიყვნენ მაგრამ აბა რას გააგებინებდით.
-შეგიძლიათ წახვიდეთ!
-დიახ, ბატონო.
ნეამ , უკან მიიხედა და როგორც კი ლუკა დაინახა, მზერა მალევე მოაშორა.
-გამარჯობა ბატონო ლუკა. მისგან განსხვავებით, გათამამდა და ლუკას მიესალმა.
-გამარჯობა. პასუხი დაუბრუნა მეამ. შემდეგ კი ნეას მოუბრუნდა და საყვედურების უზღვევი ნაკადი მიაყარა.
-მითხარი გვერდიდან არ მომშორდეო და აქ დამტოვე მარტო. წახვედი და აღარ დაბრუნდი. რა აღარ ვიფიქრე სანამ ეგ ორი აყლაყუდა არ მოვიდა და არ მითხრა , რომ ზემოთა განყოფილებაში გადახვედი. დამიდგნენ აქ წინ და ყველაფერი დამიფარეს და საერთოდ ვინ იყვნენ ესენიი?!
-დაცვა. უპასუხა ლუკამ და მასსა და ნეაში ბევრი მსგავსება შეამჩნია.
-შენთვის არ მიკითხავს! არც დაფიქრებულა ისე გასცა მას პასუხი და როცა გაიაზრა ვის შეეპასუხა სახე დამანჭა. ამჯერად ლუკას მიუბრუნდა საყვარელი სახე მიიღო და ეცადა შეცდომა გამოესწორებინა. ლუკას უნდოდა გადაეხარხარა ,მაგრამ ბატონის წოდება ამის საშუალებას არ აძლევდა. ეცადა მკაცრი გამომეტყველება მიიეღო და მეას მოსასმენად მოემზადა.
-უიიიი , შეიცხადა მან- ბატონო თქვენ მითხარით?! მე ვიფიქრე , იმ დიდმა კაცებმა მითხრეს- მეთქი. თორემ განა ბატონს როგორ ვაკადრებდი ამას. არა ,რა სად წავიდნენ ის დიდები, განა მე არ უნდა დავეცავი ?! ოხ , სულ გათავხედდა ხალხი. ბატონო ლუკა , თქვენ სულ ასეთი ხართ?! ანუ , ასეთი მკაცრი, გაიცინეთ თორე ნაოჭები გაგიჩნდებათ. არა, კი მოგიხდებათ მაგრამ , ჯერ ახალგაზრდა ხართ. მოკლედ ,კარგი, ბოდიში . ბოლოს ხელი დანებებულმა ჩაიქნია და თავი ჩახარა.
ნეა, გაკვირვებული უყურებდა , ბოლოს ვეღარ მოითმინა და სიცილისგან ქვემოთ ჩაიკეცა. ლუკამ , თვალები გადაატრიალა. ხელები , ჯიბეებში ჩაიწყო და წასასვლელად მოემზადა.
-ჭკუით იყავით, დებო. იყო აქ რაღაც მბრძანებლური, გამაფრთხილებელი. ორივემ მოისმინა. მეა გაკვირვებული იყო ხოლო, ნეამ მიზეზი იცოდა და დიდად არ განუცვიფრებია ამ “გაფრთხილებას” .
-ეს რა იყო ახლა?! ჩაფიქრებულმა , საკუთარ თავს დაუსვა კითხვა. მხრები აიჩეჩა და ნეას გაწითლებული ცხვირი შეამჩნია. - ცხვირზე რა გჭირს შენ?!
-კარს დავეჯახე.
-ასეთი პატარა ცხვირი კარს როგორ დააჯახე?! ჩაიფხუკუნა მეამ და შედეგად ნეას გაბრაზებულ სახეს გადააწყდა. -კაი, რა გითხარი ცუდი, ვააა....არა, შენ რანაირი და ხარ რომ მიმატოვე აქ და არ მომიკითხე.
-ეგ ორი აყლაყუდა , რომ გედგა?!
-მერედა რას მედგნენ, ვერაფერს ვერ ვხედავდი.
-ჭკუით, უნდა ვიმუშაო მე.
შეკვეთის ასაღებად , ერთ-ერთი მაგიდისკენ მიდიოდა , როცა სავარძელში მყოფი ლუკა დაინახა. ცდილობდა ისე გასულიყო , რომ ვერ შეემჩნია, მაგრამ ამ უკანასკნელს უკვე შემჩნეული ჰყავდა.
-იცი, სერიოზულად დავფიქრდი?! ნატა წასულა. მეკი არავინ მყავს , ხომ არ ....
-ორმაგ მარტინს მოგიტანთ, დამშვიდდებით. უთხრა და სწრაფად გაეცალა მაგიდას.
-ნეა! ხმა დააწია. მასაც მობრუნება მოუწია, კვლავ წინ დაუდგა.
-გისმენთ.
-არ მიყვარს, როცა სათქმელს არ მასრულებინებენ და გარბიან და რატომღაც პირველი აღმოჩნდი.
-მე... ცდილობდა რამე ეთქვა.
-ეს უკანასკნელი იყოს. არ დაასრულებინა საუბარი. - შეგიძლია წახვიდე. - ხო მართლა, ორმაგი მარტინი ნამდვილად მჭირდება... დასამშვიდებლად. ირონიული ღიმილით , მიმართა მას.
-მოგიტანთ. ჩაილაპარაკა და ბარისკენ სუნთქვაშეკრული გაემართა.
მობრუნებულმა , ლუკასთან მჯდომი საბა , "ფსკერის” მეორე ბატონი , რომ დაინახა , თვალებში შიში გაუკრთა. ყველაფერი თვალწინ დაუდგა და თავადაც ვერ გაიაზრა როგორ მოახერხა მაგიდასთან მისვლა, ცხადი იყო მივიდა და აკანკალებული მიუახლოვდა მათ მაგიდას. ლუკას მისი აღელვება და ცრემლებჩამდგაარი თვალები უყურადღებოდ არ დარჩენია და მიხვდა საქმე საბაში იყო. ამაში მაშინ დარწმუნდა , როცა საბამ მიმართა.
-შენ, შენ მე მეცნობი. ნეამ თავი ჩახარა ,ხელები უკანკალებდა, ლუკამ იგრძნო რამეს თუ არ მოიმოქმედებდა ნეა თავს ვერ შეიკავებდა.
-შეგიძლია მარტინი მომცე?! გაისმა მისი ხმა, ნეამ ძლივს დაიმორჩილა ხელები, რომ ლანგარი არ გავარდნოდა, თუმცა ნაბიჯის გადადგმისთანავე , რაღაცას წამოედო, თავად თავი შეიკავა , მაგრამ მარტინი ლუკას უბეზე გადაესხა და ჭიქა გატყდა. ნეამ გაკვირვებით შეხედა, სწორედ ლუკამ დაუდო ფეხი , ახლა კი მის თვალებში გაცეცხლება , რომ შეამჩნია საბა სულ გადავიწყებოდა.
-მ..ე , მე ....
-შენ , მე წამომყვები! მიხვდა , არავითარ თავის მართლებას არ ჰქონდა აზრი. თავი ჩახარა და დანებებული წინ გაუძღვა.
-საბა, შევხვდებით. უთხრა მან საბას- მე ამ ქალბატონს უნდა ვაჩვენო , როგორ ისჯებიან უყურადღებოები. საუბარი დაასრულა და ნეას გაჰყვა.
-ლუკა , მე ...
-ჩშშ.. იარე. უთხრა და ხელი უხეშად ჩაავლო. უნდოდა , დამაჯერებელი ყოფილიყო. კაბინეტში შეიყვანა და კარი ჩამკეტით ჩაკეტა.
-აუუ. ამოიტირა ნეამ და იქვე მდგარ სკამზე ჩამოჯდა.
-გისმენ, ნეა.
-ძალით არ მინდოდა, მართლა, გეფიცები, მე უბრალოდ ...
-ნეა, სერიოზულად ფიქრობ, რომ მარტინის გადასხმაზე გიბრაზდები, მითუმეტეს , რომ მე წაგაქციე?!
-აბა?! დამშვიდებულმა ამოხედა და ცნობისმოყვარე თვალებით შეხედა.
-რა გაკავშირებს საბასთან?! მოტყუება არც კი იფიქრო!
-მმმმ..
-პირდაპირ დაიწყე, აზრი არ აქვს. აქედან ვერ გახვალ სანამ არ მოვისმენ.
-წავალ მე. თქვა და კარებთან მივიდა კიდეც. გასაღები იქ არ იყო.
-ქვემოთ მეა გელოდება, რაც უფრო მალე მით უკეთესი. მაგიდაზე ხელებგადაჯვარედინებული ჩამოჯდა და მომლოდინე მზერა მიაბყრო. ნეაც ჩამოჯდა , ლუკას მიბაძა. ხმის ამოღებას არ აპირებდა.
-ნეა!
-რა გინდა?!
-ახლა , ძალიან მინდა დაისაჯო , იმ სიჯიუტის გამო რომელსაც ავლენ! ბოლო შანს გაძლევ, იტყვი თუ არა?!
-არა!
როგორც კი ნეას პასუხი მოისმინა , ტელეფონი აიღო და დარეკა.
"საბა, შეგიძლია ჩემს კაბინეტში მოხვიდე?!"
-ჯანდაბა... კარგი, კარგი მოგიყვები, გათიშე . ლუკამ, მართლაც გათიშა უთხრა , რომ საჭირო აღარ იყო და ნეას მოსასმენად მოემზადა.
-რა გაკავშირებს საბასთან?! კვლავ გაუმეორა კითხვა.-გისმენ.
-სახლში შემოიჭრა, მაშინ სულ რაღაც 18 წლის ვიყავი, ბატონი ჯერ კიდევ არ იყო.
-რა გააკეთა?!
-მამა მაშინ უფროსი იყო. საბას კი , ეს ხელს უშლიდა. მამა სამართლიანობით გამოირჩეოდა ის კი უსმაართლოდ კანონების დარღვევით ცდილობდა მის ჩამოგდებას. ან საკუთარი ნებით უნდა დაეთმო ეს წოდება, ან ძალით წაართმევდა. მარლაც , ერთ დღეს შემოიჭრა სახლში , თან ათამდე კაცი ახლდა. მამას ისევ დაემუქრა , ისევ იგივეს სთხოვდა. უარზე იყო, იარაღი მიადო შუბლზე... საუბარი ვეღარ განაგრძო, ცრემლებს ვერ მოერია...
-გააგრძელე... ხმაში , გაღიზიანება ეტყობოდა... საბას კანონი დაერღვია, სწორედ ამას ვერ იტანდა...
-მე, იქვე ვიყავი, კედლის უკან ვიმალებოდი. ვერ გავაცნობიერე ჩემს იქ გამოჩენას რა მოყვებოდა და... ისევ ამოიტირა, საუბრის განმავლობაში თავჩახრილი იდგა და წინსაფრის ბოლოს ებღაუჭებოდა- და მე მისი გადარჩენის მიზნით , გავედი. განაგრძნო მან - როგორც კი დამინახეს , დამიჭირეს , გამაკავეს და მე ...,სწორედ ჩემ გამო მოუწია , მამას რომ უფროსობაზე უარი ეთქვა... სულ ეს არის.
-ან უფროსობაზე უარა იტყოდა , ან შენ წაგიყვანდა არა?! ნეამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.
-მამაშენი , ხელს უშლიდა ბატონი რომ არ გამხდარიყო, კი ვიცოდი მთლად კანონების აღმსრულებელი , რომ არ იყო, მაგრამ... ეს , შანტაჟი მითუმეტეს უფროსისა დაუშვებელია, ხელშეუხებლები იყავით.
ნეას , ამაზე არაფერი უთქვამს.
-ასე, ძალიან თუ ვინმე შეგაშინებდა რას ვიფიქრებდი.
-გავიცინო ხო?!
-ძალიან, ნუ გამოიდებ თავს, ის ფაქტი , რომ კანონებს ვიცავ , არ ნიშნავს იმას , რომ დაგინდობ.
-შემაშინე.
-საბა ხომ გაშინებს?! ეგეც საკმარისია.
-კარი გამიღე.
-არა!
-როგორ თუ არა?! გაკვირვებულმა და გაცოფებულმა ხმას აუწია.
-ნეა, ხმა! მკაცრად გააფრთხილა და კარის გასაღებად გაემართა.
ნეა კაბინეტიდან გადიოდა , როცა რაღაც მზაკვრული მოაფიქრდა.
-გირჩევნია, შენს უბეს მიხედო, დღეს მერამდენედ განიცადა იმედგაცრუება.
ლუკა, ჯერ გაოგნებული იყო , მისი სითამამით, შემდეგ გონს მოეგო და კარი მანამ დაკეტა სანამ ნეა გასვლას მოასწრებდა.
კარსა და ლუკას შორის მოქცეული ნეა , უკვე ნანობდა საკუთარ სიტყვებს და მერამდენედ ინატრა , მიწას ჩაეტანა. ნელა მობრუნდა და გაკრეჭილმა მეას, ხრიკს მიმართა.
-რა სწრაფი ყოფილხართ ბატონო ლუკა, ან რა ძლიერი , მგონი საკეტი გატეხეთ , გაიწიეთ შევამოწმო. სწრაფად საუბრობდა თუმცა, მისი ეს მცდელობა ამაო აღმოჩნდა , ვერც ძალის გამოყენებით შეძლო მისი გაწევა.
-გაიმეორე, რა თქვი!
-ძლიერი ყოფილხართ მეთქი, სწრაფი , ჯანიანი. უფფფ , სასწაული....იმედს არ კარგავდა და ცდილობდა , მოეთაფლა. -ეს კუნთები სულ თქვენია ოოო , ეგ მზერა საშიშია ბატონო ლუკა , ეს ძარღვი კიდევ იმდენად დაჭიმულია, რომ ... ვაიმეეეეეეეეეეეეეე, თავადაც გაუკვირდა ისეთი ხმით დაიყვირა - ლუკას კი წარბი არ გასტოკებია მის არცერთ ქმედებაზე.
ნეას ბოლო იმედიც ამოეწურა.
-კარგი გნებდებით , დაე დავისაჯო.. ეს თქვა და წამში გაუნათდა გონება . ლუკას კეფაზე შეუცურა ხელი, ნელი მოძრაობით მისკენ მიიწია და ლუკას , რომელსაც ეგონა კოცნას აპირებსო გაკვირვება ვერ მოესწრო ისეთი ტკივილი იგრძნო ყელის არეში. ნეას დრო ეხელთა და მისთვის კბილები ჩაესო. იმდენად ღრმად, რომ სისხლის გემოს გრძნობდა, ლუკა ტკივილმა მოადუნა და სწორედ მაშინ დაუსხლტა ხელიდან ნეა. უკანმოუხედავად გარბოდა . მაზოხისტურად სიამოვნებდა , ლუკას რომ ატკინა...
მაგრამ აბა, რა იცოდა ცხოვრება ყველაფერს ბუმერანგივით , რომ უბრუნებდა ადამიანებს.
ქვემოთ ჩასულმა , მეა იპოვა და ისე რომ საბას არ გადაჰყროდა , სახლისკენ გაემართა.
საწოლში იწვა , მაგრამ თვალებს ვერ ხუჭავდა, განა რა დააძინებდა…. დღეს იმდენი რამ განიცადა…
მეა, ძილბურანში იყო, როცა ტელეფონის ხმა მოესმა.
დახედა და არ გაჰკვირვებია...
წერილი, დავითს მოეწერა.
"დღეს არ მოხვედი"
"ვერ მოვედი"
"არ მოხვედი"
"ასე, ძალიან გინდოდა , ჩემი ნახვა. "
"კი, მინდოდა"
"არ მესმის"
"რა არ გესმის?!"
"რათ გინდა , იმ ადამიანის ხილვა , რომელიც ვერ გიტანს?!"
პასუხმა დაიგვიანა. დავითი , ვერ მიმხვდარიყო რა მიეწერა.
"დაივიწყე"
მხოლოდ ეს მისწერა და ტელეფონი , გაღიზიანებულმა დადო.
ცოტახანში, ესემესის ხმა გაისმა.
"ხვალ მოვალ" მოეწერა მეას . მისმა ამ ესემესმა დავითს მშვიდი ძილი მოჰგვარა.
ბატონ ლუკას სახლში მისვლა დაუგვიანდა. აღზნებულმა, ნატასკენ მიაშურა და მისი მეშვეობით თავი დაიმშვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ნატა გაბრაზებული იყო, დღევანდელზე და მითუმეტეს ლუკას ყელზე არსებულ ნაკბენს მოჰკრა თვალი , ხმა არ ამოუღია და ბედს შეგუებული, ლუკას ქალად ქცეული , მას დაემორჩილა.
სახლში მისულს სააბაზანოში ერთი საათი გაატარა და დიდხანს აკვირდებოდა მის ყელზე არსებულ ნაკბენს.
ავისმომასწავლებლად გაიღიმა...
ვინ იცის, რა მოიფიქრა და როგორ გაუსწორდებოდა ნეას, ამ ურჩობისთვის..



№1 სტუმარი Emiliah

ნეტავ ეს ბუმერანგი როგორ დაუბრუნდება ნეას?ძალიან სახალისო და მარტივად წასაკითხია,ძალიან ვისიამოვნე ველი ახალ თავს.

 


№2  offline წევრი mainc

Emiliah
ნეტავ ეს ბუმერანგი როგორ დაუბრუნდება ნეას?ძალიან სახალისო და მარტივად წასაკითხია,ძალიან ვისიამოვნე ველი ახალ თავს.
მადლობა❤️იქნება , იქნება❤️

 


№3  offline წევრი goldmundi

აშკარად ეტყობა რომ ეს ავტორის პირველი შემოქმედება არაა❤️❤️

 


№4  offline წევრი mainc

goldmundi
აშკარად ეტყობა რომ ეს ავტორის პირველი შემოქმედება არაა❤️❤️
მიყვარხარ❤️შენი საოცარი შემოქმედებითურთ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent