შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტრფობის ალში გახვეულნი ( თავი 15 )


13-08-2023, 23:18
ავტორი goldmundi
ნანახია 666

Თავი 15

3 დღე გავიდა სებასტიანის უეცარი გაუჩინარებიდან.ოსტატი ლორენცო და ევა აფორიქებულნი,ერთ ადგილას ვერ ჩერდებიან.გამვლელებს ეკითხებიან მის შესახებ,მაგრამ არავინ არიცის არაფერი.ვიქტორმაც თავის მსახურებს დაავალა ყურადღებით ყოფილიყვნენ.უკვე ისიც ღელავდა,ამ სულელმა რამე ხოარ მოუწია თავის თავსო.ელიზაბეტიც ძალზედ ღელავდა.ის ხომ სებასტიანს კარგად არიცნობდა,ამიტომაც ფიქრობდა რომ სებასტიანმა თავს რამე დაუშავა,ან სულაც ქალაქიდან გაიქცა...ამას ფიქრობდა,მაგრამ არუნდოდა დაჯერება.თავს გამალებით აქნევდა,ხელებს იმტვრევდა და თავის ოთახში ბოლთას სცემდა.მერე კი ეს ჰენრიც ხომ თავს არ ანებებდა.გამუდმებით ვიქტორზე ელაპარაკება.შევხვდი,გავიცანი და ძალიან კარგი ყმაწვილი არისო.გარეგნობითაც შეხედე რა დახვეწილი და სიმპათიურია,სხვა გოგოებს სული მისდით მასზეო.რას უწუნებ ვერ გავიგეო.მოკლედ,ძალიან აღიზიანებდა,ოღონდ არა ვიქტორზე საუბარი არამედ თვით ჰენრი.”მისი სილამაზისა და გულუბრყვილობის მიღმა რაღაც ბნელს ხედავდა,ამჩნევდა როგორ აენთებოდა ცეცხლი მის თვალებში და მზაკვრულად რომ ჩაიღიმებდა ხოლმე.აღიზიანებდა და აშინებდა მასთან ყოფნა.ამიტომაც როგორც შეეძლო გაურბოდა.ამასობაში აპრილის თვეც მიიწურა.

-მაისი ყველაზე კარგი თვეა ქორწილისთვის,-თქვა ლორდმა ბუკინგემმა და მალულად გახედა თავის ქალიშვილს,რომელიც მდუმარედ შეექცეოდა ჩაის.მის ნათქვამისთვის ყურადღება არ მიუქცევია ან საერთოდ არ გაუგია.სადღაც შორს იყურებოდა.ფინჯნიდან ბოლო ყლუფიც დალია და ბოდიშის მოხდით წამოდგა.

-საით გაგიწევია ძვირფასო?-ჰკითხა მამამისმა.

-მხატვართან.

-ზედმეტად დარდობ მასზე,-მოხუცმა ეჭვიანი თვალებით შეხედა.ელიზაბეტმა მხრები აიჩეჩა და ტერასიდან გავიდა.ეტლში ჩაჯდა და სებასტიანის სახელოსნოსკენ გაემართა,მაგრამ იმედი კიდევ ერტხელ გაუცრუვდა.ის ჯერ კიდევ არ ჩანდა.”სად ხარ სებასტიან..სად ხარ?!”გაიფიქრა სასოწარკვეთილმა.ისევ ჩაჯდა ეტლში და სასახლისკენ გაემართა.ამ დროს კი სებასტიანი მამა ნიკოლოზის საკლასო ოთახში,კუთხეში იჯდა და უყურებდა როგორ ასწავლიდა ჭრილობის შეხვევას.ვინაიდან იგი მონასტრის მკურნალი გახლდათ,მოსწავლეებსაც ამას ასწავლიდა.როგორ შეეხვიათ ჭრილობები,როგორ ემკურნალათ კუწის,გულისა და ტავის ტკივილისთვის.ასწავლიდა ბალახების გარჩევას,წამლების დამზადებას და ა.შ.სებასტიანიც ამ ყველაფერს თვალყურს ადევნებდა,მაგრამ ფიქრებით კი სხვაგან იყო.მის თავში ნელ-ნელა ჩნდებოდა იდეა.იდეა რომელსაც ხორცს შეასხამდა.გაკვეთილის დასრულებისთანავე,მამა ნიკოლოზს ფერგამენტი და ნახშირი უნდა გამოართვას და ჩანახატები გააკეთოს.

Ზარის ხმაც მალევე გაისმა და მოსწავლეები წამოიშალნენ.სებასტიანი წამოდგა და მამა ნიკოლოზთან მივიდა,რომელიც მაგიდას ალაგებდა.

-მამა ნიკოლოზ,შეგიძლიათ პერგამენტი და ნახშირის ფანქარი მომცეთ?ჩანახატებისთვის მჭირდება.

-ო,რატქმაუნდა სებასტიან,რამდენიც დაგჭირდება მთხოვე,-გაუღიმა და 2 ცალი ნახშირის ფანქარი და ხუთიოდე პერგამენტი მისცა.სებასტიანი კლასიდან გავიდა და სასწავლებლის გვერდზე,ვაშლის ხის ძირას ჩამოჯდა.ფანქარი მოიმარჯვა და ხატვა დაიწყო.ფრთხილად და ფაქიზად გამოყავდა ხაზები,დეტალები.ახლა კი კეტყვით თუ რაიყო მისი იდეა:მას სურდა დაეხატა ჯვარცმული ქრისტე,ორ ავაზაკთან ერთად.ჯვარცმული ქრისტეს ქვემოთ კი რამდენიმე რომაელი ჯარისკაცი და ქრისტეს მოწაფეები იქნებოდნენ(პეტრესა და იუდას გარდა).იცოდა რომ რთული იქნებოდა,მაგრამ დროა სირთულეებს შეეჭიდოს და სძლიოს.სხვა რაარის ჩვენი ცხოვრება თუარა ბრძოლა დაუსრულებელ სირთულეებთან .ადამიანიც ამ ბრძოლებში იწვრთნება და იჭედება ვითარცა მახვილი ცეცხლში.

Კულულები შუბლზე ჩამოეყარა,მაგრამ ეს მას ხელს არ უშლიდა.ქაღალდი თანდათან მუქი ხაზებით გაივსო.მალე ეს ხაზები ჩანახატად გადაიქცა.რამდენიმე წამით შეჩერდა და ნამუშევარს დახედა.კმაყოფილმა გაიღიმა და კვლავ განაგრძო ხატვა.გულმოდგინედ მუსაობდა და ვერც კი შეამჩნია მამა ნიკოლოზის გამოჩენა.ის იდგა და უყურებდა რა თავდავიწყებით ხატავდა.უყურებდა როგორ ფაქიზად და ნატიფად,უშეცდომოდ გამოჰყავდა ფიგურები და აღფრთოვანებული იყო.უკვე 2 ფურცელი დაეხარჯა და ნახშირიც ბოლო ეჭირა ხელში.დაიღალა და ხელი აიღო.სწორედ ამ დროს დაინახა ის სებასტიანმა.კმაყოფილმა,ფართოდ გაუღიმა და ნახატები მიაწოდა.მოეწონა,ძალიან მოეწონა მამა ნიკოლოზს.შესანიშნავიაო უთხრა და გვერდით მიუჯდა.

-კარგად გიმუშავია.

-ჰო.არც ისე რთული ყოფილა,-თქვა და ისევ გადახედა თავის ნამუშევარს,-იმედი მაქვს ტილოზე გადატანა არ გამიჭირდება.მთავარია ნახატი ცოცხალი გამოვიდეს,ისეთიცრომ მნახველის სული,გული და გონება ემოციებით აივსოს.მინდა რომ ნახატმა მათზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინოს.

-დიდი ამბიციები კი გქონია სებასტიან.თუმცა ეს ყველა ხელოვანის თვისებაა.ამ შემთხვევაში კი,ვფიქრობ,რომ სრული უფლება გაქვს ასეთი სურვილები და მისწრაფებები გქონდეს.ჩანახატებიდანაც ჩანს უკვე,თუ რა სერიოზული ნამუშევარი გამოვა ბოლოს.როგორ ფიქრობ რამდენ ხანს მოუნდები?

-არ ვიცი,მაგრამ არსად მეჩქარება.ქალაქი მოიცდის.იცით,მართალი იყავით.აქ საოცარი სიმშვიდეა.რატომღაც მსურს,რომ მუდამ აქ ვიყო.არმინდა აქიდან წასვლა.აქ ყველაფერი სხვანაირადაა.თავს თავისფულდა და..სავსედ ვგრძნობ.იქ,გარეთ სადაც არუნდა ვიყო,მუდამ თან მდევს სიცარიელის გრძნობა...აქ კი,აქ სულსა და გულს უხარია ყოფნა.თითქოს პატარა სამოთხეში მოვხვდი..

-მიხარია ასე თუა.ადამიანი ძნელად თუ შეძლებს იპოვოს ადგილი სადაც სულის სიხარულსა და მის თავისუფლებას შეიგრძნობს.ასეთი ადგილები იშვიათია სებასტიან.ყველას როდი უმართლებს.თუ მოგინება შეგიძლია დარჩე.წინააღმდეგი არავინ იქნება.ჰო სხვათაშორის აბატმა დამავალა,რომ საერთო საცხოვრებელში გადაგიყვანო.ოთახი გამოგიყო სადაც აქ ტოფნის განმავლობაში იცხოვრბ.აბა სულ ფლიგელში ხომ არ დაიძინებ.წამოდი გაჩვენებ სადარის შენი ოთახი,-წამოდგნენ და საერთო საცხოვებლისკენ გაემართნენ,-წამოდგნენ და საერთო საცხოვებლისკენ გაემართნენ.მისი ოთახი აბატის ოთახის მსგავსი იყო.მომცრო ზომის.ქვის კედლები,უხეში საწოლი და პატარა ხის მაგიდა და ერთი სკამი იდგა.სებასტიანმა მამა ნიკოლოზს მადლობა გადაუხადა და გაუხდელად წამოწვა საწოლზე.ძალიან გადაღლილიყო.თვალები დახუჭა და უსიზმრო ძილს მისცა თავი.

შეფასებებს ველოდები<3333



№1  offline წევრი mainc

აი, საოცრებაა❤️მოვლენების საინტერესოდ განვითარებას ველოდები❤️❤️

 


№2  offline წევრი goldmundi

mainc
აი, საოცრებაა❤️მოვლენების საინტერესოდ განვითარებას ველოდები❤️❤️

შეიძლება ეს ბოლო რამდენიმე თავი ცოტა მოსაწყენია,მაგრამ მე დაინთება ცეცხლი????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent