შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიების მსხვერპლი დასასრული. IV ნაწილი


14-08-2023, 17:49
ავტორი ნეაკო
ნანახია 2 500

თამუნა შეკრთა როცა ქუჩაში გასვლისთანავე, მოსთვის უცნობმა მანქანამ გზა გადაუჭრა და მის წინ მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა. უარესი დაემართა როცა საჭესთან მჯდომ კახას ჰკიდა თვალი, რომელიც მანქანიდან დინჯად გადავიდა და ნელა მიუახლოვდა მას. იმდენად მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი თამუნასთვის რომ წამიერად ადგილზე გაიყინა და მოძრაობის უნართან ერთად, მხედველობის მეტყველების და აზროვნების უნარიც კი დაკარგა. თუმცა მაშინვე მოვიდა აზრზე როგორც კი კახა ზედმეტი სიახლოვე იგრძნო და ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია მისი ამღვრეული თვალებისთვის ოდნავ უკან დაიხია. გაუჭირდა თუმცა როგორღაც მიახერხა სიმშვიდის შენარჩუნება და მისთვის გვერდის ავლა. სწრაფი ნაბიჯით წავიდა ავტობუსის გაჩერებისაკენ, მაგრამ
როგორც კი კახას გამყინავი ხმა მიწვდა მის დაძაბულ სმენას
-თამუნა!- მაშინვე ადგილზე გაიყინა და ნაბიჯის გადადგმა ვეღარ შეძლო წინ. საშინლად დაიძაბა როცა ზურგს უკნიდან მისი სიახლოვე იგრძნო. წამიერად თვალები დახუჭა და მოწოლილ მძიმე ემოციებთან გამკლავება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. რაღაც მომენტში ცრემლებიც კი მოეძალა მაგრამ თავს უფლება არ მისცა რომ ეტირა, რადგან არ უნდოდა კახას თვალებში იმედის ნაპერწკალი დაენახა. ისეთი განცდა ჰქონდა თითქოს ეს წამები იყო გადამწყვეტი მათ ურთიერთობაში და არა ის განქორწინების საბუთები რომლებიც მთელი ეს დრო აკანკალებულ თითებშორის ჰქონდა მოქცეული. როცა გაიაზრა რა მდგომარეობაში იყო ახლა იმ კაცის გამო რომელიც მათ ბოლო სასამართლო პროცეს არც კი დასწრებია საშინლად გაბრაზდა საკუთარ თავზე და სრულიად მოულოდნელად მიტრიალდა მისკენ
-ესე იგი მთელი ეს დრო აქ იყავი- უემოციო ტონით ჰკითხა მასთან ზედმეტად ახლოს მდგომ კაცს და ცივი, ცარიელი არაფრისმთქმელი თვალებით მიაჩერდა სახეში. კახამ უპასუხოდ დატოვა მისი კითხვა და კარგა ხნის სიჩუმის მერე მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა
-ჩაჯექი, წაგიყვან- და მანქანაზე მიანიშნა
-ტაქსი მელოდება-ცივად უთხრა თამუნამ და ხელით იქვე შორი ახლოს გაჩერებული მანქანისაკენ გაიხედა
-გამოძახება გააუქმე!
-კახა!
თამუნა! ჩაჯექი!-ხმა გაიმკაცრა გაღიზიანებულმა კაცმა და კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდა სუნთქვა აჩქარებულ ქალს ცხვირის წვერით, ოდნავ, სულ ოდნავ შეეხო საფეთქელზე და ზემოდან დააცქერდა უემოციო სახით. ამ დროს მათი ამღვრეული თვალები წამიერად ერთმანეთს შეხვდა. -სახლში წაგიყვან!- კარგა ხნის სიჩუმის მერე ნაწყენი ტონით უთხრა გაღიზიანებულმა კაცმა ყოფილ ცოლს და სანამ დაბნეული თამუნა რამეს ეტყოდა მომლოდინე ტაქსის მძღოლს ფულის გადაუხადა და წასვლა უბრძანა. საშინლად გააღიზიანა თამუნა, კახას ქცევამ და ქმედებამ მაგრამ მისი გამოწვევა მიიღო და მანქანაში პირველი ჩაჯდა. კარი გამეტებით მიაჯახუნა და ღვედი გაიკეთა. კახა კმაყოფილი სახით მიუჯდა საჭეს და მანქანა დაქოქა. კარგა ხანს უხმოდ იარეს, ხმას
რადგან არაფერი ჰქონდათ ერთმანეთისთვის სათქმელი, ბოლოს ისევ თამუნამ დაარღვია უხერხული სიჩუმე და ბრაზნარევი ტონით ჰკითხა
-სასამართლო პროცესზე რატომ არ მოხვედი?-და ცივი მზერა მის პროფილს მიაყინა
-ხომ მევედი?!- მომღიმარი სახით გახედა კახამ ყოფილ ცოლს და სიჩქარეს მოუმატა. თამუნას სახეზე სიმწრის ღიმილმა გადაურბინა და ცივი, ცარიელი არაფერიმთქმელი მზერა ისევ საქარე მინაზე გადაიტანა. კარგა ხნის სიჩუმის მერე კი უმისამართოდ თქვა
-პროცესის დასრულების შემდეგ მოხვედი! აზრი?!
-შენს გამო მოვედი- დაუფიქრებლად უპასუხა კახამ და მისკენ მიიხედა მომღიმარი სახით. თამუნა ისე დააბნია მისმა ორაზროვანმა პასუხებმა, რომ კითხვების დასმა შეწყვიტა. სახლამდე ისე მივიდნენ რომ ხმა არცერთს აღარ ამოუღია. თავს საშინლად გრძნობდა თამუნა ამიტომ რპგორც კი მანქანა გააჩერა კახამ მაშინვე გადავიდა
-არ დამემშვიდობები?-უემოციო ტონით ჰკითხა აღელვებულმა კაცმა ყოფილ ცოლს და ამღვრეული მზერა მის ფერმკრთლა ტუჩებს მიაყინა
-მადლობა რომ მომიყვანე-გულგრილად უთრა თამუნამ და კარი დახურა.
იმ დღის შემდეგ რამდენჯერმე სცადა კახამ თამუნასთან გამარტოვება და ლაპარაკი მაგრამ ვერ შეძლო. იმედდაკარგული და სასოწარკვეთილი ქალი არათუ ახლოს მიკარების, ხმის ამოღების უფლებასაც კი არ აძლევდა. შესაბამისად განქორწინების შემდეგ ურთიერთიბა იმაზე მატად დაეძაბათ ვიდრე ეს თავად კახას წარმოედგინა. კახა მოთმინებით იცდიდა. ეგონა დროის გასვლასთან ერთად თამუნა თამშვიდდებოდა, დაწყნარდებოდა და სხვა თუ არაფერი დალაპარაკების უფლებას მაინც მისცემდა. მაგრამ რაც დრო გადიოდა მით უფრო გულგრილი და უგრძნობი ხდებოდა თამუნა მის მიმართ, ამიტომ გადაწყვიტა რახ შეიძლება მალე ემოქმედა. თამუნას გაეღიმა რომცა სკოლის ეზოდან გამოსულიმა მანქანაზე ზურგით მიყრდნობილი კახა დაინახა
-აქ რას აკეთებ?-უინტერესოდ ჰკითხა ყოფილ ქმარს და დაძაბული მზერა ქუჩას მოატარა
-შენს სანახავად მოვედი
-ხომ გითხარი შენი ნახვა აღარ მინდა-მეთქი?
-უნდა ვილაპარაკოთ მე და შენ მარტოებმა პირისპირ
-მიაზე?-გაეცინა თამუნას
-მიაზე!-უღიმღამოდ დაეთანხმა კახა და მანქანის კარი გაუღო და თავით ანიშნა ჩამჯდარიყო, თამუნამ წასვლა დააპირა მაგრამ სკოლიდან გამოსული კოლეგები რომ დაინახა კახასთან კამათს მოერიდა და მანქანაში ჩაჯდა. კახამ სიგარეტის თითქმის ბოლომდე ჩამწავი ღერი უმისამართოდ მოიროლა და საჭეს მიუჯდა.
-სახლში წამიყვანე-ცივად უთხრა თამუნამ და ღვედი გაიკეთა.
-მოგვიანებით წაგიყვან
-კახაა!
-უნდა ვილაპარაკოთ!
-გზაში ვილაპარაკოთ!
-არა-მეთქი-გაჯიუტდა კახა და მანქანა დაქოქა. რაღაც მომენტში თავი ძალიან ცუდად იგრძნო ამიტომ ფანჯარა ბოლომდე ჩასწია და ღრმად შეისუნთქა აგვისტოს ცხელი ჰაერი.
-თავს ცუდად გრძნობ?-დაიძაბა კახა როცა მის ფერდაკარგულ სახეს ჰკიდა თვალი
-კარგად ვარ!
-თუ გინდა ცოტა ხნით გავაჩერებ
-სახლში წამიყვანე!
-თამუნა!
-კახა, შენი მზრუნველობა არ მჭირდება!-მომაბეზრებლად უთხრა თამუნამ- ნუ გავიწყდება რომ მე და შენ ცოლ-ქმარი აღარ ვართ!
-განქორწინება შენ გინდოდა და არა მე!-
-კახა, მინდა რომ ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ წახვიდე!-მოულოდნელად მისკენ მიიხედა თამუნამ და სევდით სავსე მზერა მის პროფილს მიაყინა
-არა შენ უბრალოდ ჩემი დასჯა გინდა! ... მიას გამო!
-მანქანა გააჩერე!
-არა!-გამოსცრა კბილებში გაღიზიანებულმა კაცმა და სიჩქარეს მოუმატა
-კახა! მანქანა გააჩერე ახლავე!
-იმ ღამეს როცა შენ სახლიდან წახვედი... მიასთან მივედი-ბოლო ხმაზე, უმისამართოდ იყვირა გაგიჟებულმა კაცმა და სიჩქარეს კიდევ უფრო მოუმატა- ძალიან მთვრალი ვიყავი...
-გაჩუმდი!-ხმა გაებზარა თამუნას
-თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი რადგან ყველა მე მადანაშაულებდა მომხდარში
-გეყოფა!
-ერთადერთი ადამიანი იყო მია ვინც ჩემი მოსმენა და გაგება შეძლო
-შეწყვიტე!-წამოენთო თამუნა
-მთელი ღამე მასთან სახლში ვიყავი... დილით კი წამოვედი
-არაფერი მაინტერესებს რაც შენსა და იმ გოგოს შორის...
-სექ*სი არ გვქონია
-გგონია ამას ჩემთვის რამე მნიშვნელობა აქვს?-ირონია გაერია ხმაში თამუნა
-ააქვს! ასე რომ არ იყოს ახლა ჩემს გვერდით განქორწინების საბუთებით ხელში არ იჯდებოდი და ახსნა განმარტებებს არ გამაკეთებინებდი მომხდარის გამო
-კახა, რა გინდა ჩემგან?
-მინდა რომ დამიჯერო!
-იმ ყველაფერის მერე რაც შენსა და იმ გოგოს შორის მოხდა?!-შეიცხადა თამუნამ
-ჩვენს შორის არაფერი მომხდარა და შენ ეს კარგად იცი! -აყვირდა უეცრად წყობრიდან გამოსული კაცი- და არც არასოდეს მოხდება იმიტომ, რომ დღემდე გაგიჟებით მიყვარხარ!- კახა სიტყვებმა გული საშინლად ატკინა თამუნას. თუმცა როგორღაც მიახერხა სიმშვიდის შენარჩუნება გაღიზიანებულმა ქალმა და მოწოლილ, მძიმე ემოციებთან ცრემლების გარეშე გამკლავება- არაფერს მეტყვი?- კარგა ხნის სიჩუმის მერე ინტერესით ჰკითხა კახამ ურეაქციოდ მჯდომ ქალს და მისკენ მიიხედა. თამუნამ უპასუხოდ დატოვა მისი კითხვა. -რატომ არ გჯერა რომ მიყვარხარ, ეს დედა მოტ*ნული?!- უმისამართოდ იკითხა გაგიჟებულმა კაცმა და წითელ შუქნიშანზე მკვეთრი დამუხრიჭებით გააჩერა. ამ დროს თამუნამ კარის გაღება და მანქანიდან გადასვლა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო
-გააღე!
-მიგიყვან
-უკვე ახლოს ვართ
-თამუნა
-კახა შენი მოსმენა აღარ მინდა! ძალიან დამღალა უკვე ამ ყველაფერმა
-ჩემი რატომ არ გჯერა?!- აყვირდა უეცრად წყობრიდან გამოსული კაცი და ყვითელი ფერის ანთებისთანავე მანქანა ადგილს მოწყვიტა.
-შეგიძლია ერთი წამით მაინც...თავი ჩემს ადგილას წარმოიდგინო?
-უკვე ხომ აგიხსენი-დაღლილი ხმით ჰკითხა კახამ გაბრაზებულ ქალს და წამიერად მისკენ მიიხედა
-თუ ეს დაგამშვიდებს გეტყვი რომ შენი მჯერა! დარწმუნებული ვარ იმ ღამეს თქვენს შორის არაფერი მომხდარა, მაგრამ
-მაგრამ რა?!
-შენთან ყოფნა მაინც არ მინდა! იმ ყველაფერის მერე რაც შენსა და იმ გოგოს შორის მოხდა ცხოვრებას ისე ვერ გავაგრძელებ თითქოს არაფერი მომხდარა
-ამას არც გთხოვ
-თუ ასეა მაშინ მითხარი რა გინდა ჩემგან?
-მინდა რომ ყველაფრის თავიდან დაწყება ვცადოთ
-არ შემიძლია!
-თამუნა!
-კახა გთხოვ წადი ჩემი ცხოვრებიდან
-რომ შემეძლოს წავიდოდი, მაგრამ არ შემიძლია! შენთან ყოფნა მინდა! იმიტომ, რომ გაცნობის წამიდან დღემდე გაგიჟებით მიყვარხარ-კახას სიტყვებმა ისე იმოქმედა თამუნაზე რომ ხმის ამოღება ვეღარ შეძლო. ცრემლები ყელში გაეჩხირა და ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეტირა. უეცრად დამშვიდდა, როცა მანქანა კორპუსის წინ მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა აღელვებულმა კაცმა და ხმის ამოუღებლად განბლოკა კარი.
.........
-შენთან ახლოს ყოფნის უფლევას რატომ არ აძლევ? ხომ იცი რომ ძალიან უყვარხარ?-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა ანამ თვალცრემლიან ქალს და ყავის ჭიქა მის წინ მაგიდაზე დადო
-ანა ძალიან გთხოვ თავიდან ნუ დაიწყებ
-შენც გიყვარს!
-ანა!-გაბრაზდა თამუნა და მოულოდნელად სხვა თემაზე გადავიდა- თათია ნახე? ელაპარაკე? გითხრა რამე?
-არ მინახავს
-რატომ?
-გაბრაზებული ვარ მასზე-გაბუსხული ანა თამუნას გვერდით დაჯდა დივანზე
-რა მოხდა?!
-მითხრა დღეს არ მცალია სხვადროს გნახავო
-ფიქრობ რომ ასე დავითის გამო იქცევა?
-არა, ასე იმ ბიჭის, დემეტრეს, გამო იქცევა!-ბრაზნარევი ტონით თქვა ანა-რომ კითხო სერიოზული არფერი ხდება მათ შორის
-თათიაზე ასე რატომ ღელავ?
-არ მინდა რომ შეცდომა დაუშვას იმ რანორმალური ანდრიას გამო
-შენი აზრით კიდევ აქვს გრძნობები მის მიმართ?
-არ ვიცი... ანდრიაზე საუბარს ყოველთვის გაურბის
-ალბათ ჯერ მზად არ არარის რომ დაგელაპარაკოს-დარწმუნებით უთხრა თამუნამ აღელვებულ გოგონას და თმაზე მოეფერა, ანას გაეღიმა და ჩაეხუტა.
.......
კაფეში მჯდომი აღელვებული ანა მოუთმენლად ელოდა თათიას გამოჩენას. ათასი კითხვა უტრიალებდა თავში. თუმცა თამუნას რჩევით გადაწყვეტილი ჰქონდა რომ არც ანდრიაზე და არც დემეტრეზე კითხვა არ დაესვა მისთვის. ანას გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როცა შემოსასვლელ კარში თვალი ჰკიდა ხელჩაკიდულ თათიას და დემეტრეს, რომლებიც მის მაგიდას მომღიმარი სახით მიუახლოვდნენ. გაცნობის და ჭიქა ყავის შემდეგ გოგონები მარტო დატოვა დემეტრემ და სამსახურში დაბრუნდა.
-ეს რა იყო?-მისი წასვლისთანავე ტუჩები უკმაყოფილო სახით დაბრიცა ანამ
-მისი გაცნობა ხომ გინდოდა?-თავი იმართლა თათიამ და ძლივს შეიკავ თავი რომ არ გასცილებოდა მისი სახის გამომეტყველებაზე
-ასე არა!
-ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს
-რას მელაპარეკები მართლა?- შეიცხადა ანამ და ყავა მოსვა
-სულ გადარბენაზეა, ახლაც ძლივს მოახერხა სამასახურიდან გამოსვლა რამდენიმე წუთით
-სად მუშაობს?
-ტელევიზიაში
-ჟურნალისტია?
-არა ოპერატორი
-გასაგებია, რამდენი წლისაა?
-25
-აქამდე რატომ არ გამაცანი?
-ანდრიას გამო! მინდოდა ჯერ საკუთარ გრძნობებში გავრკვეულიყავი, რადგან არ გეფიქრა რომ დემეტრეს მის გამო დავუახლოვდი
-შენთვის ჩემი აზრი ასეთი მნიშვნელოვანია?-გაეღიმა ანას
-კი!-ბრაზნარევი ტონით უთხრა თათიამ და მასაც გაეღიმანა.
.........
მას მერე რაც ალექსანდრე ცოლ-შვილთან ერთად დაბრუნდა საქართველოში კახას და თამუნას, ცივი, უღიმღამო და ერთფეროვანი ურთიერთობა ნელ-ნელა შეიცვალა, მაგრამ უმნიშვლეოდ, რადგან თამუნა გამუდმებით გაურბოდა კახასთან ახლო ურთიერთობას. ანა ძალიან ცდილობდა ალექსი დაეყოლიებინა და მშობლების ურთიერთიბაში ჩაერია, მაგრამ მისგან ცივი უარი მიიღო.
-ანა არასწორად იქცევი! ვიცი რომ მათი ერთად ყოფნა გინდა, ეს მეც მინდა, მაგრამ...
-მე უბრალოდ მინდა რომ ბედნიერები იყვნენ... ვიცი...ჯერ კიდევ უყვართ ერთმანეთი
-მხოლოდ სიყვარული არ კმარა ბედნიერებისთვის და შენ ეს კარგად იცი- მოიღუშა ალექსი
-შენი აზრით ოდესმე შეძლებს რომ აპატიოს?
-შეძლებს... მაგრამ ისევ ენდობა თუ არა ეგ აღარ ვიცი, ეგ უკვე კახაზეა დამოკიდებული
-ძალიან მინდა რომ შერიგდნენ-თვალები ცრემლებით აევსო ანას
-ანა-ხმა გაიმკაცრა ალექსმა-მათ უერთიერთობაში ზედმეტად აღარ ჩაერიო კარგი?!- დაბნეულმა გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია- თვითონ გაერკვევიან! ურთიერთობაში ნდობა და ურთიერთპატივისცემა ისეთივე მნიშვნელობანია როგორც სიყვარული და ვნება. ერთმანეთს დატანჯავენ თუ გაუცნობიერებლად ისევ ერთად ყოფნას გადაწყვეტენ! გესმის რას გეუბნები?- ინტერესით ჰკითხა ალექსმა გაბუტულ გოგონას და გულში ჩაიკრა- ხო მართლა-უცებ სხვა თემაზე გადავიდა- თორნიკემ რაო? ბათუმში რამდენ ხანს ვაპირებ დარჩენასო
-ხვალ ბრუნდება-ძლივს გასაგონად უთხრა აღელვებულმა გოგონამ ირონიულად მომღიმარ ბიჭს და მორიდებით აარიდა მზერა
-ესე იგი ხვალ!
-ალექსანდრეეეე-წყენა გაერია ხმაში დაძაბულ გოგონას
-რა?
-რამე სისულელე არ ჩაიდინო იცოდე!
-ნუ გეშინია მისთვის ცხვიმპირის დამტვრევის სურვილმა დიდი ხნისწინ გადამიარა, თუმცა ვინ იცის... რომ დავინახავ შეიძელება...
-აუ რა დამპალი ხარ!-მხარზე უჩქმიტა გაბრაზებულმა ანამ მომღიმარ ბიჭს და ფეხზე წამოდგა.
.......
ალესანდრეს და თორნიკეს შეხვედრა იმაზე რთული და დაძაბული აღმოჩნდა ვიდრე თავად მათ წარმოედგინათ. ერთმანეთისთვის თვალებში ყურებაც კი უჭირდათ, იმის მიუხედავად რომ არცერთი მათგანი დამნაშავე არ იყო წარსულში მომხდარი გაუგებრობის გამო.
-ყველაფერი ვიცი რაც შენსა და ანას შორის მოხდა-მძიმედ დაიწყო საუბარი ალექსმა- მაგრამ სამწუხაროდ გვიან გავიგე. ჩემი მშობლები ყველაფერს მიმალავდნენ, ამის მიზეზი ჩემი ტყუპების მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო, თორემ თავის დროზე რომ გამეგო ყველაფერი ხომ იცი რაც მოხდებოდა?! საქართველოში დავბრუნდებოდი და ანას მიერ შენს გამო დაღვრილი თითოელი ცრემლის გამო პასუხს მოგთხოვდი
-ვიცი-ძლივს გასაგონად უთხრა თორნიკემ და თავი დახარა
-მაგრამ ახლა უკვე აზრი აღარ აქვს წარსულზე ლაპარაკს რადგან ამ უაზრო შურისძიების დროს შენ და ანას ერთმანეთი შეგიყვარდათ
-ალექს-უეცრად თავი ასწია თორნიკემ დ ათვალებში ჩააცქერდა ყოფილ მეგობარს- იმ ყველაფერის მერე რაც ავარიის ღამიდან მოყოლებული მოხდა ჩვენს ცხოვრებაში მხოლოდ ერთადერთი რამის თქმა შემიძლია შენთვის-ამ დროს უეცრად გაჩუმდა და კარგა ხნის სიჩუმის მერე უემიციო ტონით განაგრძო საუბარი- იმის მიუხედავად რომ უკანაკნელი ნაძირალასავით მევექეცი ანას, რადგან შენზე და მამაშენზე შურისძიება მინდოდა მომხდარის გამო... მასზე უარის თქმას მაინც არ ვაპირებ
-თქვენი ურთიერთობა დიდად არ მხიბლავს, მაგრამ ანა გენდობა... ეს კი საკმარისია იმისთვის რომ თქვენს ურთიერთობას მხარი დავუჭირო! მაგრამ იცოდე გულს კიდევ ერთხელ თუ ატკენ ამჯერად მართლა ჯოჯოხეთად გიქცევ ცხოვრებას-. ალექსანდრეს სიტყვებს თორნიკეზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია, თუმცა მაინც არ ესიამოვნა მისი ასეთი ცივი, უხეში და მუქარანარევი ლაპარაკი იმის მიუხედავად რომ იცოდა იმსახურებდა. გიორგიზე საუბარი არცერთმა მათგანმა არ ისურვა, რადგან აღრა სურდათ წარსულის ჭრილობების გახსნა.
ანას დიდი ძალისხმევის შედეგად ალექსის და თორნიკეს ურთიერთობა მალევე გამოსწორდა და მათ შორის ყველანაირი დაძაბულობა გაქრა. ამ ყველაფერის ფონზე კახას და თამუნას ურთიერთობა კიდევ უფრო გამძაფრდა.
...........
დივანზე მჯდომი მია მოღუშული სახით ტელევიზორის განათებულ ეკრანს უაზროდ მიაშტერდა რამდენიმე წამის განმავლობაში. თუმცა აზრზე არ იყო რას უყურებდა, რადგან მისი ფიქრები ანდრისთან იყო. ეგონა იმ ღამის შენდეგ უამრავ შეტყობინებას გამოუგზავნიდა, ათასჯერ მაინც დაურეკავდა, სახლში მოაკითხავდა ან სამსახურის წინ დახვდებოდა და ახსნა-განმარტებებს მოსთხოვდა მომხდარის გამო, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. ანდრიას იგნორმა მია ოდნავ დააბნია, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც არ აპირებდა მისკენ პირველი ნაბიჯი თავად გადაედგა. ამ გაურკვევლობაში მყოფმა რამდენჯერმე ისიც კი იფიქრა რომ თორნიკესთვის დაერეკა მისი ამბის გასაგებად, მაგრამ სიამაყემ უფლება არ მისცა.



№1  offline მოდერი ნეაკო

მეგობრებო ბოდიში რომ ასე დავაგვიანი. შემდეგი თავით დავასრულებ ამ ისტორის ანდრია/მიას და კახა/თამუნას ურთიერთიბის გარკვევით. დანარჩენებზე თითქმის აღარ დავწერ. უკვე გარკვეულია ყველასთან ყველაფერი. მადლობა რომ კითხულობდით და ბოდიში რომ ამ ასე გაგაწვალეთ ამ ისტორიის ახალი თავების ატვირთვით ❤️❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან კარგი ისტორიაა მაგრამ ისე დაგვიანებით დებთ რომ წინა თავების შინასრსი უკვე დაგვავიწყდა. დროით დადეთ დასასრული

 


№3 სტუმარი Keira.კირა

კარგი იყო ძალიან.
მია და ანდრია მინდოდა ყველაზე მეტადდ weary

 


№4 სტუმარი მაქსი

ერთი კითხვა მაქვს. ამ საიტზე რეგისტრაციის შემდეგ შესაძლებელია ანგარიშის წაშლა? თუ კი როგორ?

 


№5  offline წევრი teko❤️❤️❤️

კიდევ როდის დაიდება ახალი თავი

 


№6  offline წევრი teko❤️❤️❤️

მაინტერესებს ეს ისტორია დასრულდა თუ კიდევ დაიდება ერთი თავი?? ❤️

 


№7 სტუმარი ოლიკო

არ დასრულდება ეს ისტორია?

 


№8  offline წევრი Ia Nikoleishvili

ეს ისტორია დასრულდა?

 


№9 სტუმარი სტუმარი ქეთი

ნეაკო
მეგობრებო ბოდიში რომ ასე დავაგვიანი. შემდეგი თავით დავასრულებ ამ ისტორის ანდრია/მიას და კახა/თამუნას ურთიერთიბის გარკვევით. დანარჩენებზე თითქმის აღარ დავწერ. უკვე გარკვეულია ყველასთან ყველაფერი. მადლობა რომ კითხულობდით და ბოდიში რომ ამ ასე გაგაწვალეთ ამ ისტორიის ახალი თავების ატვირთვით ❤️❤️❤️❤️

ბოლო ნაწილი მე ვერ ვნახე თუ ჯერ არ დაწერილა?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent