შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა შენამდე [თავი მე-13]


15-08-2023, 12:38
ავტორი L.G-25
ნანახია 764

ტყეში დიდხანს სიარულის შემდეგ ღობეს მიადგნენ, ღობე მონგრეული იყო ეტყობოდა რომ იქაურობას არავინ უვლიდა, ღობეზე გადაძვრენ ტბას გარშემო შემოუარეს და აი სახლიც გამოჩნდა, პატარა სახლი ნამდვილად არ იყო, თუმცა ძალიან ძველი იყო, სანდრო უკვე იმაზე ფიქრობდა, რომ ცოტნეს მამა დიდი ხნის წინ მოკვდა და აქ მისი ცხედრის მეტს ვერაფერს ნახავდნენ.
-ცოტნე არ მგონია აქ ვინმე ცხოვრობდეს.
-ნუ ღელავ მაგ გიჟს ვერაფერი მოკლავდა, აქ იქნება. შენ ძირს კარგად იყურე ხაფანგები ექნება.
-რა იყო ასე ვის ემალება?!
-ადამიანებს.
-ხო სტუმართმოყვარე აშკარად არ არის.
გზა განაგრძეს, გზად რამდენიმე დათვის ხაფანგი მართლაც იყო, თუმცა უკვე ისეთი ჟანგიანი იყო მგონი არც იმუშავებდა სულ რომ ზედ გეხტუნავა. სახლის კართან ცოტნემ წინ წავიდა, ყოველი შემთხვევისთვის ჯობდა წინ ის ყოფილიყო, კარი შეაღო და აი პირველი გასროლაც, ტყვია კედელს მოხვდა, ცოტნეს არც კი გაკვირვებია კვლავ მყარად იდგა.
-ხო გითხარი ცოცხალია. - ჩურჩულით თქვა ცოტნემ. - მამა მე ვარ.
-შენ ვინ ჯანდაბა ხარ?
-მამას არ მგონია ბევრი ვინმე გეძახის, საერთოდ მეც რომ გიძახი ის არ გიკვირს, იარაღი დადე და გამოდი, ვიღაც უნდა გაგაცნო.
-თუ ქორწილდები და შენი სატრფო უნდა გამაცნო ფეხზე წადი.
-არა ის კაცია.
-ახლა გეიც გახდი?!
-ძალიან სასაცილოა, პოლიციელია.
ამ სიტყვებს კიდევ მოჰყვა 2 გასროლა და ღრიალი.
-აქ პოლიციელი რატომ მოიყვანე, ჩემი დაჭერა გინდა არა?! ვერ ეღირსები შენ პატარა ვირთხა, ასე მიხდი მადლობას?!
-ჯერ ერთი სამადლობელი არაფერი მაქვს და მეორეც ამ ადამიანს კითხვები აქვს შენი დაჭერა არავის უნდა. შენნაირი ბებრუხანა ვის ჭირდება.
-თუ ეგრეა ორივემ იარაღები ძირს დაყარეთ.
-კარგი ვყრით.
ორივემ დაყარა იარაღი შესასვლელთან, შემდგომ რამდენიმე ნაბიჯით წინ წაიწივნენ და უკვე მისაღებ ოთახში იყვნენ, მალე კიბის ჭრიალის ხმა გაისმა, როგორც ჩანდა ცოტნეს მამა მოდიოდა, სინათლეც აანთო და მალე მისი სახეც გამოჩნდა, თმა უკვე გაჭაღარავებული ჰქონდა, მაღალი და წელში მოხრილი იყო, ძალიან საშიში სახე და თვალები, ხელში ჯერ კიდევ იარაღი ეჭირა და ბიიჭებს უმიზნებდა, შემდეგ იარაღი ოდნავ გაწია და სავარძელზე დაჯდომა უბრძანა, ბიჭებიც დაემორჩილნენ.
-გეყოს მოხუცო ეგ იარაღი გაწიე, შენი შვილი ვარ რა უნდა დაგიშავო.
-მე შენ უფრო არ გენდობი ვიდრე ამ პოლიციელს.
-ეგ გრძნობა ორმხრივია დამიჯერე.
-აქ რა ჯანდაბამ მოგიყვანა.
-მამა გაიცანი ეს სანდროა და მას შენთან კითხვები აქვს.
-ვიღაც პოლიციელს რატომ უნდა ვუპასუხე, ამხელა მკვლელს ეგღა მაკლია.
-ღმერთო ამას სულ გაუფრენია.
-მამაზე რეებს ამბობ.
-თითქოს რაიმე ტყუილი ვთქვი.
-აბა ჩემო ბიჭო მოყევი შენთან რა ხდება?
-აქ ამისთვის არ მოვსულვართ.
-თუ ყველაფერს მომიყვები გპირდებით მეც ყველა კითხვაზე გიპასუხებთ, აქ უკვე წლებია გამოვიკეტე გარეთ არც გავდივარ ჩვენ მოსამსახურს მოაქვს საჭმელი ტოვებს და გარბის, მე მოვიწყინე გარეთ რა ხდება მაინტერესებს.
-საინტერესო არაფერი დამიჭირეს.
-რა? რამდენჯერ გასწავლე როგორ აგერიდებინა თავი ციხისთვის, იდიოტი ხარ, ვერაფერს სწავლობ.
- ახლ საგიჟეთში ვარ და იცი რა მგონი ეგ შენც არ გაწყენდა.
-ის გოგო რას შვება ემა თუ ვიღაც?! ცოლად ხო არ მოგიყვანია?
-მოკვდა.
-ძალიან კარგი სიყვარული არ გჭირდება გასუსტებს, გახსოვს ის შენი ძაღლი, ემაც იმასავით იყო კარგია რო მოკვდა, რაც უფრო მარტო ხარ უფრო ძლიერი ხარ.
-მორჩი კითხვებს?
-ეს პოლიციელი შენი მეგობარია?
-არა უბრალოდ ერთად მუშაობა გვიწევს ამჟამად.
-რატომ ეხმარები?
-რადგან შენნაირი ნაბიჭვრების დაჭერას აპირებს და გამიხარდება თუ შენნაირი მამები გაქრებიან.
-მამაზე ეგრე როგორ ამბობ მე ხომ ყველაფერი მოგეცი, იდეალურ ადამიანად აგღზარდე.
-უფრო მოსტრად.
-დებილი ადამიანები როდესაც თავიანთგან განსხვავებულად მოაზროვნეს ხედავენ ყოველთვის მონსტრს ეძახიან, მაგათი ტვინი ვერ მიხვდება ჩვენს სიმართლეს.
სანდრო გამოშტერებული უსმენდა ამ ორს, ცოტნეს მამა აშკარად ვერ იყო, თვალი უთამაშებდა და თავსაც უცნაურად აქანავებდა, ცოტნეს კი უკვე აშკარად ნერვები ეშლებოდა, სანდრო მიხვდა რომ თუ ახლა არ ჩაერეოდა ეს ორი დიდ ბრრძოლას გამართავდნენ.
ს:- ბატონო იქნებ საქმეზე გადავსულიყავით, ჩვენ ძალიან გვეჩქარება.
-სანდრო ჩემო ბიჭო გირჩევ ჩუმად ეგდო, რაღაც უკვე არ მომწონხარ და თუ მე ვინმე არ მომწონს მას ყელს ვჭრი.
ს:-ეს უკვე ზედმეტია, აქ არავინ არავის მოკლავს და თქვენ კითხვებზე მიპასუხებთ.
-გიპასუხებთ მხოლოდ ერთი პირობით.
ც:- რა პირობით?
-ჩემო ბიჭო შენი ნეკა თითი მომეცი.
ც:-რა?
-შენ ნეკა თითს თუ მოიჭრი და მომცემ ყველაფერს გეტყვით.
ც:-ჩემი თითი რა ჯანდაბაში გჭირდება.
-უბრალოდ კოლექციისთვის მჭირდება.
ც:-კარგი მოგცემ.
ს:-რა? ხო არ გაგიჟდი არაფერსაც არ მისცემ.
ც:-სანდრო გაჩუმდი, მე ასე გადავწყვიტე, დაე იყოს როგორც შენ გინდა.
ცოტნეს მამამ დანა გადაუგდო, ცოტნემ მარცხენა ხელი მაგიდაზე დადო დანა ნეკა თითის ძირთან დადო, იქ სადაც თითი იხრება რათა მარტივად გადაეჭრა, დანას მთელი ძალით დააწვა, ხრჭიალის ხმა იყო, დანა ბასრი იყო მაგრამ გადაჭრა მაინც რთული აღმოჩნდა, ცოტნეს საკუთარი ხორცის ჭრის ხმა ესმოდა, საბოლოოდ მოიჭრა და ხელიდან ბევრი სისხლი წამოუვიდა, სანდრო მივარდა და თავის ცხვირსახოცით გადაუხვია ჭრილობა, მამამისი არც განძრეულა მხოლოდ იღიმოდა, ეს ძალიან გიჟური ღიმილი იყო, თითთან მივიდა და ხელში ნაზად აიღო, შემდეგ ჯიბიდან პარკი ამოიღო რომელშიც სხვა თითი იყო და ცოტნეს თითიც იქ ჩადო.
კიდევ ერთხელ ჩაიცინა ცოტნეს მამამ და თავისთვის ხმამაღლა ჩაილაპარაკა. - აჰა ახლა ჩემი თითიც დარჩა და ეგ არის.
ს:- გიჟი ხართ.
-შენ არ გესმის, ეს ცოტნეს დედის თითია და ცოტნესიც, ახლა ჩემსასაც რომ დავამატებ ჩვენ ერთად ვიქნებით ყველა.
ც:-ხო ვამბობ არა რაც დაბერდა სულ უფრო გამოშტერდა.
-აბა მითხარით რა გაინტერესებთ.
ს:-მაფია, მაფია მაინტერესებს, ყველაფერი მითხარი რაც იცი, ისიც მითხარი ვინ არიან.
-ნუ მე მათთან ახლოს არ ვიყავი, თუმცა ჩემი დახმარება ხშირად ჭირდებოდათ, რამდენჯერმე დამემუქრნენ კიდეც, მაგრამ მე მათზე ჭკვიანი ვარ, ყველა მადგანზე შევაგროვე ინფორმაცია, ვინ არიან, რას წარმოადგენენ, რომელ ქალაქებს მართავენ მართალია ისეთი ვერაფერი ვნახე რაც მათ დაჭერაში დაგეხმარებათ, მაგრამ ეს ინფორმაციაც საკმარიის იყო იმ დროს მათ დასაშინებლად, მაგ დღის შემდეგ ახლოსაც აღარ გამკარებიან, ძალიან მაგარი ვარ არა?! - და გადაიხარხარა.
ც:- კი სასწაული ხარ. - თვალები გადაატრიალა.
ს:- მაგ ჩანაწერებს მომცემთ?
-არ ვიცი, ვითომ რატომ უნდა მოგცე?
ც:- მიეცი.
-როგორც მეტყვი, შენ ხომ ჩემი პატარა ბიჭი ხარ , მაგრამ
აქ ცოტნემ სიტყვა გააწყვეტინა. - აღარანაირი მაგრამ, არცერთ შენს სურვილს აღარ შევასრულებთ, ახლავე წადი და ის ჩანაწერები მოიტანე.
კაცი მაშინე წამოდგა და იქიდან ბარბაცით გავიდა, ცოტნემ დაუცადა სანამ კარიდან არ გავიდა და სანდროს მიუბრუნდა.
-სანდროო გახსოვს ჩემთან ვალში რომ ხარ?
-ხო მახსოვს.
-ხოდა ახლა ვალის დაბრუნების დროა, როცა ყველაფერს მოგვცემს და გვეტყვის, მომცემ საშუალებს რომ მოვკლა, ხელი არ შემიშალო.
-რაა? ასე არ შეიძლება.
-ნუ ღელავ მან ბევრი ადამიანი მოკლა და ეს დაიმსახურა, თანაც გახსოვდეს ვალში ხარ.
-ნუ რომ დაფიქრდე ის მართლაც ბოროტია, მაგრამ მოკვლა მაინც ცუდი აზრია.
-სანდრო ხელი არ შემიშალო გაფრთხილებ, ეს ხოლოდ მე და მას გვეხება.
-კარგი მესმის რომ ცუდად გექცეოდა, მაგრამ მოკვლა ამის გამო მაინც არასწორია.
-არა შენ არ გესმის, მან დედაჩემი მოკლა, მართალია იმ ქალს ვერ ვიტანდი, მაგრამ ჩემ თვალწინ მოკლა, ის მაინც დედაჩემია, თუ ის იმსახურებდა სიკვდილს, მაშინ ეს ც იმსახურებს და მე ამას გავაკეთებ.
-რაა?
-ახლა ამის დრო არ არის, გაჩუმდი და ხელი არ შემიშალო.
ოთახში ცოტნეს მამა დაბრუნდა, ორივე უცბად გაჩუმდა, ეს მანაც შეამჩინა, ფურცლები სანდროს მიცა და ორივეს ეჭვიანად გადახედა.
-აქ რეებს ბუტბუტებდით?
ც:- შენი საქმე არ არის, კიდევ თუ რამე გაქვს მათზე მოსაყოლი მოყევი და თუ არა მაშინ წავალთ.
-ყველაფერი მანდ არის რაც ვიცი, წადით.
ორივე ადგა და კარისკენ გაემართნენ, მოხუცმა რაღაც ჩაიბურტყნა და მაგიდაზე რაღაცების დალაგება დაიწყო, შემდეგ უცბად წამოიძახა.
-შვილო ხანდახან მოდი ხოლმე, მოხუც მამას დაელაპარაკე ხოლმე, შეგვიძლია ვინადიროთ ერთად, როგორც ადრე კარგ დროს. - უხეშად და ბოროტულად ჩაიღიმა, ეს დამანჭული სახე სულ უფრო დაემანჭა, ცოტნესკენ შებრუნდა, მისი რეაქცია აინტერესებდა ამ სიტყვებზე, ცოტნე კი გაუნძრევლად იდგა, იარაღი მისი თავისკენ ჰქონდა დამიზნებული, მოხუცმა კიდევ ჩაიღიმა და ცოტნემაც გაისროლა, მოხუცი მაგიდაზე ზურგით დაეცა, თავიდან სისხლი სდიოდა, საშინელი სიჩუმე იყო მხოლოდ სისხლი წვეთავდა იატაკზე, ეს ხმა ცოტნესთვის ყველაზე სასიამოვნო ხმა იყო, მანაც ჩაიღიმა და სახლიდან გავიდა, სანდრო უკან გაყვა, სახლის წინ გაჩერდა და არ ინძრეოდა, თითქოს რაღაცაზე ჩაფიქრდა, იგრძნო რომ სანდრო მის უკან იდგა.
ც:-მაშ ყველაფერი ასე უნდა დასრულდეს?! ირონიულია.
-სხვანაირად ვერ დასრულდება, ეს სწორია.
-არა მე მესმის შენი, მართალი ხარ ეს სწორია, მე ამ სამყაროში ვერ დავრჩები.
-მაპატიე.
-შეიძლება სხვა სიტუაციაში რომ გაგვეცნო ერთმანეთი დავმეგობრდებოდით.
-ამ ცხოვრებაში არ მგონია ეგ მომხდარიყო.
-ჰო მართალია მე ხომ ბოროტი ვარ, ბოროტები ბოლოს კვდებიან არაა?! - ჩაიცინა, ქვემოთ იყურებოდა, სანდროსკენ არც შებრუნებულა.
-კი ეგრეა... მშვიდობით.
-თავს მიხედე სანდრო.
სანდრომ სასხლეტს ხელი გამოკრა და ცოტნეს თავში ესროლა, სხეული სახლში შეიტანა და ყველაფერი ისე დაალაგა თითქოს მამამ და შვილმა ერთმანეთი დახოცეს, შემდეგ იქაურობას გაეცალა, სანდრომ დღეს ერთი რამ გაიაზრა, მიხვდა რომ დამნაშავეების ციხეში ჩასმას აზრი არ აქვს, ისინი მაინც იპოვნიან გაქცევის გზას, ამიტომ მხოლოდ ერთი გზა რჩებოდა, ყველა უნდა დაეხოცა.
სახლში გამთენიისას მივიდა, ძალიან დაღლილი იყო, შხაპი მიიღო და მაგიდასთან დაჯდა, ცოტნეს მამის ჩანაწერები დღესვე უნდა შეემოწმებინა, გადადება არ შეიძლებოდა. ჩანაწერებში ეწერა სახელები, ქლაქები, ყველა მათგანის საქმიანობა, მაგრამ იყო ერთი უცნაური ფურცელი, ამ პირის სახელიც და გვარიც წაშლილი იყო, მისი ფოტოც დაჯღაბნილი იყო, მხოლოდ მის ბიზნესზე ეწერა, არც ქალაქი იყო მითითებული, მაგრამ ყველა ქალაქი დათვალა და მიხვდა რომ ერთადერთი ქალაქი რომელიც სიას აკლდა ის ქალაქი იყო სადაც ახლა იმყოფებოდა, გამოდის ამ ქალაქის მმართველი ცოტნეს მამამ დამალა, მაგრამ რატომ, სხვებს თუ არ მალავს და მათი არ ეშინია ეს კაცი რატომ აშინებს. გადაწყვიტა სხვები შეესწავლა და ისე მიეგნო ამ პირისთვისაც, როგორც ჩანდა ეს საბუთები საკმაოდ ძველი იყო, რადგან რამდენიმე მკვდარი იყო, ახლა მათ ბიზნესებს მათი შვილები მართავდნენ, ორმა კი საერთოდ გაყიდა თავისი ბიზნესი და გაყიდვიდან მალევე მოკვდნენ, უფრო უცნაური კი ის იყო რომ ორივემ ერთი და იგივე ადამიანს მიყიდა ყველაფერი და ეს ადამიანიც ამ სიაში იყო, მის დანახვამ სიაში სანდრო ოდნავ გააკვირვა, მაგრამ თითქოს გულის სიღრმეში იცოდა კიდეც რომ ამ სიაში იქნებოდა, ვინაიდან ის ერთადერთი ნაცნობი იყო სიიდან გადაწყვიტა რომ სწორედ მისგან უნდა დაეწყო გამოძიება.
მისი ოფისი სხვა ქალაქში იყო, 8 საათი მოუნდა იქ მისვლას და როდესაც დაცვამ უთხრა წინასწარი შეთანხმების გარეშე ქალბატონთან ვერ აგიშვებთო, სანდრო ძალიან გაცხარდა და მის კაბინეტში ძალით შევარდა, ზუსტად იმ მომენტში როცა კარი შეაღო ქალი თეთრ პერანგს იცვლიდა, ღილები ჯერ არ შეეკრა და მისი ლამაზი გულ-მკერდი ჩანდა, სანდრო ამან შეაცბუნა, გაწითლდა და დაიბნა, სულაც არ უფიქრია რომ ქალი ნახევრად შიშველი იქნებოდა, ამან დააბნია და უკან გამოსვლა ცადა.
-ბოდიშით, ახლავე გავალ.
-იყავით, რადგან ასე შემოვარდით ესეიგი სასწრაფო საქმეა, დაბრძანდით.
სანდრომ აღარ იცოდა რა ექნა, ქალს არც გაკვირვებია, არც შეშინებია, მშვიდად განაგრძო პერანგის ჩაცმა, სანდრომ მხოლოდ ახლა შეამჩნია, რომ ქალი კარგად ნავარჯიშები იყო, კუნთები ეტყობოდა, თუმცა ძალიან უხდებოდა პრესი, მუცელზე რამდენიმე შრამიც ჰქონდა, რატომღაც ესეც კი მომხიბვლელი ჩანდა მის სხეულზე. ლილიმ ღილები შეიკრა და თავის სკამზე დაჯდა.
-აბა ბატონო სანდრო აქ რამ მოგიყვანათ.
-ქალბატონო ლილი მე მე ბოდიშს გიხდით რაც გავაკეთე, არ ვიცოდი რომ...
-რომ ვიცვლიდი?! ნუ ღელავთ გპატიობთ.
-მადლობა.
-და ასე გიჟივით რატომ შემოვარდით.
სანდროს ეს სულ გადაავიწყდა, ბრაზიც კი ისე მალე გაქრა მისმა დანახვამ თითქოს ყველაფერი შეცვალა, არა ეს ქალის ნახევრად შიშველი სხეულის დანახვამ არ ქნა, ეს უფრო მისმა მშვიდმა სახებ და მწვანე თვალებმა ქნეს, თითქოს ამ ქალის სიმშვიდე სანდროსაც გადაედო, ეს ქალი ძალიან ძლიერი იყო, აშკარად საშიში, რადგან სანდროს ემოციებსაც კი მართავდა, სანდროს ეს აშინებდა, უნდოდა ამ ქალისგან შორს გაქცეულიყო, მაგრამ ის კიდევ უფრო მეტად მიათრევდა თავისკენ, ბოლოს სანდრომ თავის ემოციებს თავი მოუყარა და მკაცრად თქვა.
-ვიცი რასაც საქმიანობთ.
-დიახ ეს საიდუმლო არ არის ყველამ იცის.
-მაგას არ ვგულისხმობ, ვიცი რომ რაღაცნაირად მაფიაში ხართ გარეული.
ქალმა ნაზად ჩაიღიმა. - და თქვენ ასე იდიოტივით მოხვედით და მეუბნებით რომ ეგ იცით, მგონი სულელი ხართ.
-შეიძლება, მაგრამ მე არ მეშინი თქვენი, მე ყველა თქვენგანს დავიჭერ, აქ კი იმის სათქმელად მოვედი რომ თქვენი თამაში დასრულდა, ჩემს მოტყუებას ვეღარ შეძლებთ.
-მაშ თუ თამაში დასრულდა მიდით დამიჭირეთ. - ქალმა ხელები წინ მორჩილად გამოწია, ბორკილების დადებას ითხოვდა.
-თქვენ იცით რომ მე ეს არ შემიძლია, მაგრამ მალე შევძლებ, დღეს არა მაგრამ მალე დაგიჭერთ და იმ თქვენ მეგობრებსაც გვერდით მოგისვავთ.
-მადლობას გეტყვით მათ მოშორებაში თუ დამეხმარებით.
-ნუ თამაშობთ, კარგად ვხედავ თქვენს ცივ თვალებში შიშს.
-და თქვენზე რას იტყვით, თქვენ არ გეშინიათ?
-მე რატომ უნდა მეშინოდეს?
-როგორც თქვენ ამბობთ მე მაფიოზი ვარ და რა შემიშლის ხელს თქვენს მოკვლაში.
-ამას ვერ იზავთ.
-და რატომ?
-რადგან შეიძლება თქვენს თვალში არარაობას ვგავარ, შეიძლება საცოდავი და დებილი გგონივართ, რადგან აქ ასე აშკარად გამოგიცხადეთ ყველაფერი, მაგრამ ცდებით, მე სულელი არ ვარ.
-ვიცი, ვიცი რომ თქვენს ამ გამოცხადებას მიზეზეი აქვს, გინდათ სხვებსაც ვუთხრა თქვენზე, გინდათ მათ ყურამდე მიაღწიოს თქვენმა ამბავმა, რადგან გაბრაზდნენ და თქვენ დაგიწყონ დევნა, გინდათ რომ თქვენზე ვინადიროთ და ასე დაამტკიცოთ თქვენი სიმართლე, ჩვენს სააშკარაოზე გამოყვანას ცდილობთ.
-მართალია და თუნდაც თქვენ არ უთხრათ მე ვიცი რომ მათ ყურამდე ეს ამბავი მაინც მივა, ამიტომაც არ მეშინია.
-კარგით დაე ასე იყოს მე მათ თქვენზე ვეტვი, რადგან მაინტერესებს რის გაკეთება შეგიძლიათ, მაგრამ გაითვალისწინეთ ისინი ჩემნაირი ლმობიერები არ არიან, უფრთხილდით.
-თქვენ მიფრთხილდით და კიდევ კახას აღარ მიეკაროთ, მას სხვა ადვოკატს ვუპოვნი.
-როგორც იტყვით.
ქალმა ჩაიღიმა, ისევ ისეთი მშვიდი იყო, არც არაფერი შეცვლილა, მისი სახე ისევ იგივ იყო, სანდრო ელოდა რომ თვალებში მაინც გაუელვებდა რამე, თუმცა ტყუილად ქალი ძალიან უემოციო იყო, მისი თვალები კი ყინულივით ცივი. სანდრ ადგა და კაბინეტიდან გამოვიდა, ეს ქალი ძალიან საშიში იყო, მასთან თამაში ასეთი მარტივი არ იქნებოდა, მასზე ინფორმაცია უნდა მოეგროვებინა, ხომ თქვა დედა მყავდაო, ჰოდა აქედან უნდა დაეწყო ყველაფერი, მთელ თავის წარსულს ვერ გაააქრობდა, სადღაც ხო ცხოვრობდა, ვიღაცას სადღაც ემახსოვრება.
ქალაქის ბიბლიოთეკაში წავიდა, ძველი ჟურნალ-გაზეთების ამოსაქაქად, გაარკვია წელი როცა ლილი იშვილეს და სწორედა ამ წლის გაზეთებში დაიწყო ძებნა, იქნებ ვინმეს რამე დაეწერა ამ ამბავზე, მაგრამ არაფერი იყო, სანამ ნინიმ და ზიმ არ დაურეკეს.
-ბატონო სანდრო ჩვენ რაღაც ვიპოვნეთ, მასზე ბევრი არაფერია, თუმცა როგორც ჩანს თავის ძველი სახელი არ შეუცვლია, ამ სახელით ბევრი მისი ასაკის გოგო არ არის ქალაქში, სულ ხუთნი არიან, 2 გარდაცვლილია, 1 ახლა მოდელია საზღვარგარეთ, 1 პატარა წიგნის მაღაზიას ფლობს, ხოლო ერთი გოგონა 14 წლის ასაკში დაიკარგა და დედამისი აცხადებდა რომ მოიტაცეს, თუმცა გოგონა არავის უპოვნია, ვფიქრობთ ჩვენი ლილი სწორედ ეს დაკარგული გოგოა, თანაც ამ გოგოსაც არ ყავდა მამა მხოლოდ დედა ზრდიდა.
-ახლა დედა სად არის.
-გარდაიცვალა, თუმცა მისი სახლის მისამართს გიგზავნით, იქნებ ვინმეს ახსოვდეს რამე.
-კარგი იქ წავალ, თქვენ კი თუ რამეს ნახავთ დამირეკეთ.
-კარგით.
სანდრო მისამართზე მივიდა, ბინძური ქუჩა იყო, პატარა ნახევრად დანგრეული სახლებით, იქაურობა ყარდა, ლილის სახლის წინ გაჩერდა, გარშემო მიმოიხედა, იქვე ქალი იჯდა, თავის სახლის წინ, სანდრო ამ ქალს მიუახლოვდა.
-გამარჯობა ქალბატონო, ხომ არ იცით ამ სახლის მაცხოვრებლები ახლა სად არიან.
-გამარჯობა, ოჰ მანდ ერთი ქალი ცხოვრობდა და რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, რატომ ეძებთ.
-მე მას არა მის ქალიშვილს ვეძებ.
-მისი ქალიშვილი კიდევ უფრო დიდი ხნის წინ დაიკარგა, არ მგონია მისი მოძებნა შეძლოთ, ალბათ უკვე მკვდარია.
-შეგიძლიათ მის ოჯახზე უკეთ მომიყვეთ, თუ არ შეგაწუხებთ.
-არ ჩემო კარგო, მოდი დაჯექი, აქ შენნაირი კულტურული ახალგაზრდები იშვიათად მოდიან, როგორი სასიამოვნოა კარგი ახალგაზრდის ნახვა. მათ რაც შეეხება, დიდი არეული ოჯახია მამამ ვიღაც ს გამო მიატოვა ორსული ცოლი, აქედან წავიდა და აქ არც დაბრუნებულა, საწყალი ქალი ბავშვს მარტო ზრდიდა, ყველაფერს აკეთებდა, მუშაობდა, ბავშვს ყველაფერს აძლევდა, პატარა ლილიც ძალიან კარგი გოგო იყო, ამ უბნის მათხოჯებს არაფრით ჰგავდა, ნიჭიერი, კეთილი და ლამაზი გოგონა, სამწუხაროა რომ დაიკარგა.
-დაიკარგა თუ მოიტაცეს?
-დედამისი ამბობდა მოიტაცესო, თუმცა ვინ იცის, მაშინ ისეც არეული პერიოდი იყო, ბავშვებს ხშირად იტაცებდნენ ასეთი მგიდებული ქუჩებიდან, ლილი კი ლამაზი გოგო იყო აბა ეგრეთს ვინ დატოვებდა ასე, შეიძლება ისიც გაიტაცეს, საწყალი დედამისი როგორ ეძებდა სულ გაგიჟდა მაგ დღის შემდეგ.
-და პოლიცია რატომ არ დაეხმარა?
-ეჰ შვილო პოლიცია როდის იყო ჩვენნაირებით ინტერესდებოდა, ჩვენ ამ ქალაქის ბინძური მხარე ვართ. აქ ეგეთები იმდენი ხდებ პოლიცია ვერც გამოიძიებს ყველას, ამიტომ თავსაც არ იწუხებენ, დედამისმა ისე გააფრინა აგერ საკუთარმა სიგიჟემ მოკლა კიდეც, თავისი პატარა ვაჟი სად წავიდა ეგეც არავინ იცის.
-მას ვაჟიც ჰყავდა?
-კი ლილიზე ბევრად პატარა იყო, ალბათ 5 წლის იქნებოდა როცა ლილი დაიკარგა, თუმცა მამით და-ძმა არ იყვნენ, როცა ლილის მამა გაიქცა, დედამისმა იფიქრა სხვა კაცს შევხვდები და ლილის მამა ეყოლებაო, მაგრამ იმ კაცმა დააფეხმძიმა და მიატოვა, ორივე ბავშვს დედა ზრდიდა, ლილის დაკარგვის შემდეგ, რამდენიმე წელში დედამისიც მოკვდა, ბიჭი ჯერ კიდევ აქ ცხოვრობდა, მაგრამ 7 წლის წინ სადღაც გაქრა.
-და არავის გიცდიათ მისი მოძებნა?
-შვილო აქ ყველას თავის პრობლემა აქვს ვის ცალია ობოლი ბიჭისთვის.
-გასაგებია, მადლობა, აი ეს ჩემი ნომერია თუ კიდევ გაგახსენდებათ რამე დამირეკეთ.
-კარგი შვილო, თუ ლილის იპოვნი გადაეცი რომ დედამისი ყოველთვის ეძებდა, არასდროს შეუწყვეტია მისი ძებნა.
-კარგით, ნახვამდის.
-ნახვამდის.
სანდრო იქიდან წამოვიდა, თავის ქალაქში დაბრუნდა, თავის გუნდისთვის ყველფერი უნდა მოეყოლა, თანაც გადაწყვიტა კახაც ენახა და გაეფრთხილებინა ლილიზე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent