დრო! თავი 31
- მეხუმრები? - რა თქმა უნდა არა, სწრაფი ნაბიჯებით მიქროდნენ ქუჩაში ბარბარე და სალომე ისე რომ ერთმანეითს გვერდიგვერდ, მხარდამხარ დადიოდნენ - ხომ გითხარი ძამიკოს განებივრებული გოგო ვარ-მეთქი, თვალების ტრიალით ამოთქვა სალომემ და გზას გახედა მანქანების სვლაზე გაჩერდა და მის გაჩერებაზე გაჩერებულ ბარბარეს შეხედა - მოდი ვაღიაროთ შენი ძმა - მეხუმრები? დემეტრე ჩემი ანგელოზია ხელების აწევით, დამადასტურებლად წარმოთქვა სალომემ და თავი უკან გადააქნია - მომენატრა, ვხვდები რომ მის გარეშე არსად წასვლა არ ღირს, - ოო რას მორბოდი მერე სიცილით მიკრა მხარი და სვლა განაგრძო, გზად სამსახურზე საუბრობდნენ გოგონები როცა ბარბარემ გაიგო რომ სალომეს არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა გაოგნება ვერ დამალა, მას შემდეგ დადგინდა დემეტრეს საოცარი ზრუნვა სალომეს მიმართ, მიდიოდნენ იქ სადაც სალომე შეძლებდა პატარა გამოცდილება მაინც შეეძინა, ეს იყო კომპანია სადაც მალე მაშო წარუძღვებოდა, ბარბარე ხელმძღვანელობდა ნაჭრისა და დიზაინის სისწორეს, ხარისხიანობას სალომე მასთან ერთად იქნებოდა რაღაც გარკვეული დრო თუ შეძლებდა ნაჭრის სწორად შერჩევას მეტად გაუმარტივდებოდა საქმე არც გადატვირთული სამუშაო ექნება, ამავდროულად წარმატების კიდევ დიდი შანსი ექნებოდა , თუ რა თქმა უნდა მისი ძმა ძმურ რჩევებს და ზედმეტ მზრუნველობას არ გამოიჩენდა...... ..... მესამე გაბმული ზარის მერე დანერვოზებული უშვებდა ზარს ვაჟა ძმასთან, თუმცა ამაოდ.... საღამოს 9 ის წუთები იყო წესით სამსახურშიც კი უნდა ყოფილიყო თეოდორე, მაგრამ მასთან იმდენად სერიოზული საქმე ჰქონდა ახლა ასე უბრალოდ ვერ გაქრებოდა, ერთადერთ გამოსავალს ჩაეჭიდა სიმშვიდით ვაჟა და ეცადა დაწყნარებული ხმით დალაპარაკებოდა ბარბარეს, - ბარბიი ახლა მაშო აქ აქ არ მყავს ამიტომ ჩამნაცვლებელი დამალაპარაკე ვიცი უსაქმურად არი - მასე მეც უსაქმურად ვიყავი მანამ დედა არ დამირეკავდა, მხრების აჩეჩვით გაკვირვებულმა დახედა ტელეფონს ნომრის შესამოწმებლად მშვიდ ხმაზე - ხოდა საქმე გამოგჩენია ახლა მაგას გადაეცი, სად ხართ ვაფშე? სიტყვა გაწყვიტა გასაგებად ღირდა თუ არა მისთვის საქმის დაბარება - ჩვენთან ვართ კაფეში - მთლად უკეთესი, მანდვე ხართ სალომეს ასწავლე სად უნდა წავიდეს თეოდორეს ააკითხოს სახლში თუ ძინავს დენის დარტყმით კანკალით წამოაგდოს ეგ ა*ვარი, ვურეკავ არ მპასუხობს სად აქ ტელეფონი ვაფშე, მივიდეს და ნახოს ხოა ცოცხალი, გაკვირვებულმა უსმინა ბარბარემ და ჩუმად გააპარა თვალი სალომესკენ მანაც მაშინვე შეამჩნია ჩუმი მზერა და თავის აქნევით ანიშნა რა გინდაო, - გამორიცხულია ეს არ წავა, მე იქით არ მივდივარ მეორე მხარეს უნდ გავიქცე სანამ მამა მივა, - რას არ წავა! სიტყვის თქმაში ლეწვა და ნგრევის ხმა რომ გაიგო მაშინვე სალომეს მიადო ტელეფონი ყურზე, თვალებ გადიდებულმა გახედა სალომემ ბარბარეს - დაელაპარაკე, ჩურჩულით უთხრა ბარბარემ და მანაც სწრაფად მიაჩეჩა ტელეფონი ისევ ბარბარეს - ნერვოზ! გეყოფა, გაბედულად ჩაძახა ტელეფონს და კისერი დაჭიმა დაძაბულობის ნიშნად, - სასწრაფო საქმე მაქ ხოდა! მისმინეთ გოგონებო აქედან ვერ გამოვალ და მიპოვეთ ეგ და მერე მე მივხედავ რა პროსტა გადაეცით ვიცი რო სახლშია, - რამეს მოვახერხებ დამშვიდდი, - გენდობი ბარბარე! - კაი კაი, ბევრი აღარ გააგრძელებინა მაშინვე გაუთიშა ბარბარემ და ისევ ნელი მზერა შეაპარა სალომეს, - აუ არაა, ის დებილი არ პასუხობს მე უნდა წავიდე ხო? ისე მიყურებ, მიმხვედრი სწრაფად წამოდგა უკან უკან სვლით - ხო გაიგეეე რადღეშია ვაჟა, გადაგვდგამს, თავებს მოგვაჭრის და აივანზე დაკიდებს, მე ვერ ვნახავ მიდი გეხვეწები - ოოო ბარბარეე, მე არ ავალ იმასთაან...... ....... - ერთი. ორი. სამი. ოთხი. მუქი ლურჯი კარები, დამშვიდდი სალომე, მჰჰჰჰჰჰ ფუუუუუუუ საკუთარ თავს იწყნარებდა კარების წინ ატუზული და ღრმა ჩასუნთქვა ამოსუნთქვებს აკეთებდა დასაწყნარებლად, ბედზე მოსინჯა სახელურის ჩაწევა და კარებიც გაიღო - კარებს არ კეტავს? დებილი, ჩუმად ამოიჩურჩულა სწრაფად შევიდა კარები დაკეტა და შეტრიალებული მაღალ სხეულს შეასკდა, მაშინვე სწრაფად მოშორდა თეოდორეს და თან სასმლის შერეული გამაბრუბელი სუნისგან დაიმანჭა, - ოჰოოოოო, ხმამაღლა შეძახა თეოდორემ და კმაყოფილმა დახედა სალომეს - რა საოცარი დროა, აბაზანაში შევდიოდი შემომიერთდები? წარბების თამაშით უთხრა ბურდღუნით ძლივს გამოსარჩევი საუბრით და წინ წინ რომ წაბარბაცდა სალომეც უკან დაიწა, კარებს აეკრო თუ არა თეოდორემაც კარებზე ხელის მიჭერით გააკავა თავი რომ არ წაქცეულიყო, - როგორ მძულხარ, ღიმილით წამწამების ფახურით გულით მიუძღვნა ისე ახედა თვალებში - გალეწილს რა ჯანდაბა გელაპარაკო, - მესმის პატარავ მესმის, ვინ იცის რა სერიოზულ საქმეზე მოხვედი, კარებზე ხელის კვრით წამოიწია და უკან გადაქანდა თუ არა ძლიერად დაავლო საყელოში სალომემ ხელი და ძლივს დაჭერილი თავისკენ გადააქანა თეოდორეც წაბარბაცებული ზედ ჩამოეფხატა სალომეს - აუუუ ხო ვთქვი არ ღირსთქოო ამოიღმუვლა სალომემ ძლივს გასწორდა თავადაც ჩავლებული ხელით ნელა თეოდორესთან ერთად ბარბაცში საწოლს მიუახლოვდა თუ არა უხეშად კრა თეოდორეს ხელი და საწოლზე გადააგდო, მანაც დავარდნის დროს გამოსცა ხმები - ვუუუუუ - მისმინე, შენი ძმა გირეკავდა მალე ჭკუიდან შეიშლება და გირჩევნია გამოფხიზლდე და მასთან გახვიდე, თმის უკან გადაყრით თქვა და წამოწეულ თეოდორეს შეხედა რომელიც მაიკას იხდიდა, - აბაზანაში შევალ და გამოვფხიზლდები, - გამოფხიზლდები კი არა შე საწყალო ოთხით გაგიტანენ აქედან, ცინიკური ჭყანვა-ღიმილით უთხრა და თეოდორეს მოსროლილი მაიკა რომ ზედ ჩამოეფხატა უხეშად მოიძრო თავიდან, მანამ რამეს იტყოდა გადაწოლილს ხარბად დააკვირდა პრესებს უხმოდ და შარვლის გახდაც რომ დაიწყო სწრაფად შეხტა მუხლებით საწოლზე სალომე და სწრაფად წვდა თითებზე რომ გაეჩერებინა, - შენ უნდა გამხადო? მზრუნველობა გამოიჩინაო გაიფიქრა და ნაზად მოუსვა სახეზე თითები ისევ უხეშად მოიშორა სალომემ, - დაგფუშავ თეოდორე! მოკეტე, სად ჯანდაბაში გაქ ტელეფონი?! ისევ წამოხტა საწოლიდან და თეოდორეს ტელეფონის ძებნა დაიწყო, ხან ტელევიზორთან ყველა ტუმბოს თავზე მოათვალიერა ყველგან ნახა სამზარეულოშიც კი, არსად არ იყო დაიქანცა კიდეც სწრაფად ყველგან ძებნისგან, ფლატუნით შევიდა ოთახში და თეოდორეს ბუზღუნით დახედა - სად გადააქაჯეე! - ჩემთან მოდი და გეტყვი, ხელები გაშალა და სალომემაც მობეზრებულად აატრიალა თვალები, - ნასვამი ხარ და ნუ მაიძულებ ჩაგგუდო დოინჯების შემორტყმით უთხრა თან თმა ყურსუკან გადაიწია, - რაო? სწრაფად წამოყო თავი, სალომე შეათვალიერა და როხროხით გადაწვა ისევ - ესსს რა მელაპარაკებაა, ხარხარში ამოთქვა და საწოლზე ძლივს წამოჯდა, საწოლზე მუხლებ მიყრდნობილ სალომეს ინტერესით შეხედა ღიმილით მოსწონდა თავბრუსხვევისგან მოტრიალე სალომე მეტიც, მეტად მიმზიდველად აღიქვამდა მოკლე ქვედაბოლოში, ხარბად დააკვირდა სწორ გრძელ ლამაზ ფეხებს, სწრაფად წაავლო ხელი მაშინვე შეკივლა სალომემ და ეცადა თეოდორეს მორეოდა რომ საწოლზე არ გადაეგდო - გამიშვი! დროზე! თავის ხელს ეწიკებოდა, თან არ იმჩნევდა როგორ ნელ-ნელა მიიწევდა მომღიმარი თეოდორესკენ, რომელიც სწრაფად გადაწვა, სალომეც გაიყოლა და დაწოლილს სალომე ზევიდან დაეცა, - ოხ შე ვირო! შეკრული მუშტი დაარტყა მკერდზე ისე დაიწყო ბრძოლა წამოდგომისთვის და სხეულის დავარდნისგან ტკივილს აიგნორებდა - უფლებას გაძლევ ჩამგუდო კმაყოფილმა უთხრა სრაფად გადატრიალდა მისიანად და წამის მეასედში ზედ მოექცა, მისმკერდზე აჭერდა ხელებს სალომე ისე უყურებდა გულ აჩქარებული და თან ეშინოდა კიდეც თეოდორესი, არც ისე საკმარისად იცნობდა რომ 'გალეწილ 'მთვრალთან' უნდა ყოფილიყო, - ოჰო ჰო ჰო ჰოო, კმაყოფილმა აატრიალა თავი სწრაფად ამოქოთქოთებით და ისევ სალომეს დახედა - როგორ მიყვარს შეშინებული კრავის თვალები, ღიმილით დაიწია და სალომეც ისე ცდილობდა უკან უკან წასვლას მალე საწოლს გაარღვევდა შიშისგან, თეოდორეც ნელა დახრილი სალომეს თვალებს ნაზად მიწვდა, - რამე გააკეთე თავს არ უნდა უშველო? ინტერესით ტუჩებ გამოწეულმა დახედა და თავის დაბლა დაწევით უკვე სალომეს სხეულის თვალიერება დაიწყო, - აუ გეყოფა! გადაეთრიე და შენ ძმას დაურეკე თეოდორე, უხეშად მიაწვა მკერდზე და იმდენად ძლიერად სცადა მიწოლა ლამის მკლავები გადაემტვრა, - არ მცალია, - გეყოფა მანიაკი ხომ არ ხარ არა? გამიშვი! ყველამ იცის სად ვარ, ანერვიულებული ლაპარაკობდა თან ბედს იწყევლიდა და თან შემოსვლისას მარცხენა ფეხს, - მაგით რას მეუბნები? სიცილით თქვა და კომფორტულად მოწყობილმა სალომეს სახე ცალ ხელში მოიქცია, ხმა არ ამოუღია სალომეს დიდი ნერწყვი გადაყლაპა ხან ერთ ხან მეორე თვალში უყურებდა თეოდორეს - იმ დღეს ჩემი ჟინი გქონდა არა? კითხვაზე თავიდან ოდნავ დაიბნა სალომე, მის შეხებაზეც ცხელ ხელზე და უცებ შეცვლაზე, თუმცა მალევე მიხვდა რომელ დღეზე იყო საუბარი - ახლა რატომ იხსენებ? - იმიტომ რომ მაღიზიანებს, მართალია ახლა მას ვერ ემახსოვრება ვეღარც კოცნა და ვეღარც შენი სახე, მაგრამ მე მახოვს, მშვიდი საუბარით ეფერებოდა სახეზე, წამში გადაავიწყდა ყველაფერი მხოლოდ იმ ერთ კონკრეტულ დღეზე ფიქრობდა და ახლა ეშლებოდა ნერვები როცა გახსენების დროს უყურებდა სალომეს როგორ კოცნიდა სხვას, - არააა! მასთან იყავი?! გზაში რაც მოხდა მის მერე! სწრაფად მოიშორა მისი ხელი ისე გადაიწია გვერდით, - ადგილი უკვე დათქმული გვქონდა ტეხავდა რომ არ მივსულიყავი, - ოოო კარგი რა! აი კარგი რა! და მე ვინ დამეხმარება რომ შენ გცემოს?! წამოწევა როგორ უნდოდა ახლა ბრაზის ფონზე, თუმცა გაკავებულს არც ეგ შეეძლო - გოგო მე სხვა ვარ, - სხვა კი არა ცემაში მოსაკლავი ხარ, ბრაზით ამოილაპარაკა და ხელები შეძლებისდაგვარად ახლართა ერთმანეთში - არადა როგორ გსიამოვნებს როცა გეხები, ღიმილით ამოილაპარაკა და სალომემაც შეცხადებით კრა ხელები - ღმერთო ჩემო! მოთენთილიც მოულოდნელად გადაეშვა საწოლზე და წამომდგარი სალომე მანამ თეოდორე ისევ დააწვებოდა საწოლზე დაგდებულ ტელეფონს სწრაფად გამოაცალა წელიდან, - აი სად ყოფილხარ, ტელეფონს დახედა და სწრაფად ჩართო, - თედორეეეე პაროლიი? - ო.მ.რ.ჩ.ხ. ანუ 3718 - ჰააა და რას ნიშნავ ეგ? დაინტერესდა კიდეც რაღაც ახალი და უცნაური პაროლით ჯერ სწრაფად შეიყვანა ციფრები ტელეფონში და გაუკვირდა კიდეც ასე მარტივად რომ უთხრა, - რას ნიშნავს ომრჩხ? - მე გითხარი და შენ გაანძრიე ტვინი, ნელა წამოდგა, ბარბაცით და სალომეც სწრაფად დაეჭყანა, ნომრებში გამოტოვებულ ზარს დაურეკა და ყურზე მიდებული ტელეფონით ელოდებოდა როდის უპასუხებდა ვაჟა, კარებზე დარეკილი ზარისას გაკვირვებულმა გახედა ჯერ ოთახის კარებს სალომემ და შემდეგ თეოდორეს, რომელიც კარის გასაღრბად გავიდა ოთახიდან ისიც ნელა გაყვა რომ არ წაქცეულიყო, - აჰჰ ვაჟაა ძლიივს, კმაყოფილმა ჩაძახა ტელეფონს სალომემ და ნახევრად შიშველ თეოდრეს გახედა, - ჩაიცვი ადამიანო კარებს აღებ! თვალების ტრიალით შეძახა გაღიზიანებულმა, თეოდორემ ხელი ჩაიქნია ნიშნად დაიკიდეო - მაინც გახდა მიწევს, კმაყოფილმა თქვა და წყნარი ნაბიჯებით მიუახლოვდ კარებს ადამიანის მოლოდინში რომელიც სადღაც ნახევარი საათის წინ ახალი შეთანხმებით მიიხმო - სახლშია? - სახლშია კი არა გალეწილია, საერთოდ ვერაფერს შეძლებს მერწმუნე ძლივს ლაპარაკობს, მადლობა რომ ასეთ უაზრო ადამიანთან მომიყვანე მე ჩემი საქმე გავაკეთე სახლშია კი გალეწილი მთვრალია არაფერი შეუძლია ახლა მე შემეშვით, ერთმანეთს მიაყარა ყველაფერი რომ მალე დასრულებულიყო ეს ყველაფერი და თან თეოდორეს დააკვირდა რომელმაც კარები გამოაღო, ნაცნობი სახის გოგოს კმაყოფილი შეეგება ახლოს მისულს წელში ჩაავლო ხელი ახლოს მიიზიდა და სწრაფად დაწვდა ბაგეებზე, გაკვირვებისგან ყბა ძირს დაუვარდა სალომეს უნებურად ხმამაღლა ამოილაპარაკა 'ფუუუ'-ო სახე დამანჭა და ზურგი აქცია - ოხ მე მაგის, მერე არ დატოვო მარტო ეგ კარგძაღლი, - მარტო აღარ არი და უკვე იმდენად ზედმეტი ვარ აქ ვერც კი წარმოიდგენ, შუბლზე მოისვა ხელი და ცუდად ხდებოდა იმაზე თუ რა ხდებოდა ახლა მის უკან, კიდევ ერთხელ იყვირებდა სიტყვებს თუ როგორ ძულდა თეოდორე, მთელ სხეულში არასასიამოვნო გრძნობებს გრძნობდა, - ქერა ხო არ არი ეგ გოგო - კიიი მაშინვე დაუდასტურდა ვაჟას როცა იცნო და მიხვდა კიდეც ვინ ესტუმრა თეოდორეს და მაშინვე შუბლზე მიირტყა ვაჟამ ხელი - მისმინე რაც არ უნდა მოხდესსს ეგ გოგოო მოაშორე მაგედანნ, გააგდეე დრამები მოაწყე ან რავიცი, რამე გააკეთე, - რა გავაგდო მალე ერთმანეთს შეერწყმებიან, - გოგო დასახვრეტი გამიხდება ორივე გააფსმევინე მაგ გოგოს, ორ კვირაში მოვა ორსულობას მიტენის მაგას არ ვიცნობდეთ მაინც, - ყველა ასეთ დებილებს თქვენ რატო იცნობთ ხმამაღლა ამოილაპარა, ტირილი უნდოდა იმდენად ნერვოზს მართებდა ჯერ ისევ კოცნის ხმა, რომელიც გაგრძელებული მისალმების ნიშანი იყო, ნერვოზულად მოისვა კისერზე ხელი ისე შეტრიალდა მათკენ - ორი წუთი დამაცადეთ ეს დედა აფეთქებული, შეტრიალებულმა უკივლა ორივეს ხმამაღლა და ვაჟამაც კი ხმა ჩაიგდო, - და რა ჯანდაბა ჭირს ამ შენ დებილ ძმას გოგოს არჩევა რით ვერ ისწავლა! - მიდი ჯიგარო, შენ იცი მე შემეშვით უკვე აღარ მჭირდება ეგ, თავად ვაჟამ აწია დანებების ნიშნად ხელები და მალევე გათიშა, ტელეფონი უხეშად მოისროლა სალომემ და წყვილისკენ უნდა შეტრიალებულიყო ხელახლა თეოდორე თავზე ედგა, უხეშად გადაწია გვერდზე თავისივე დასახული გეგმების შესასრულებლად - მერე მოგხედავ, მკაცრად გამოუცრა კბილებში და გოგოსკენ წავიდა, - შენი ლამაზი გაჯიანი სახის ჭირიმე, გახვალ თუ მოგეხმარო? ბარემ კარებთან მდგარს ღიმილით ანიშნა კარებზე და წინ წინ რომ წავიდა გოგოსკენ ისიც უნებურად გავიდა გარეთ უკან დახევით, სულ ოდნავ გასცდა კარებს, - ჯერ ერთი ამ თავხედობას არ მოვით..... სიტყვა არ დაასრულებინა კარებს ძლიერად ჩაფრენილმა ძლიერად მოიქნია და ლამის სახეზე შეალეწა გოგოს კარები, დიდი ნაბიჯებით დაუბრუნდა თეოდორეს და სიარულშივე ჩაავლო ლოყებში ძლიერად ხელი - როგოოორრ მძულხარ რომ იცოდე, ვერრ გიტან ადამიანო, სიტყვებით ვერ გადმოვცემ! კბილებს ერთმანეთზე აჭერდა ისე უჭერდა თითებს, უხეშად რომ აიქნია თეოდორემ თავი მანაც უნებურად მოაშორა თითები, - ეგ შენი ჰორმონები ცოტახანი დაიწყნარე ან წესიერად ამოარჩიე დებილო გოგო, ფუუუუუუ ვერ გიტააან ბოლო ხმაზე ამოილაპარაკა ბოლოს და ხელი ისე ჩაავლო ამჯერად ხელში პატარა ბავშვივით მიაფორთხიალებდა ისე თითქოს დასაჯა,საწოლზე ჩამოსვა და ბალიში ზედ დააგდო ვითომ გადააფარა - დაეგდე და დაიძინე როცა გამოფხიზლდები მიხვდები რა შარში ყოფ თავს, ისიც თავიდან წყნარად უსმენდა სალომეს გაბრაზებულ საუბარს დაასრულა თუ არა ნელა წამოდგა, უშიშრად მდგარს ჩაავლო ხელები მხრებში, თუმცა ის ისევ უშიშრად შეყურებდა თვალებში - ჯერ იმას გავუსვათ ხაზი რომ ვის..... სიტყვის დასრულება არ აცადა ისე ააფარა ტუჩებზე ხელი, - შენთან ვარ შე ავადმყოფო და იმდენი ნამუსი მაინც გეყოს რომ მიხვდე რა დროს რა უნდა გააკეთო, შენ ძმასაც არაფერში გამოადექი, მთელ გრძნობებს აყოლებდა ყვირილს სალომე, მას შემდეგ რაც ნერვებმა უმტყუვნა თწოდორე აქეთ რომ ბრაზობდა მასზე - ჩემთან რომ ხარ შენ უნდა მიხვდე რომ ჩემთან ყოფნის დრო არ არი მაშინ როცა, საქმე მაქვს და უნდა გაანძრიო ეგ ლამაზი და გახვიდე, ტონს აუწია თეოდორემაც და სალომემაც ნერვოზულად მოისვა თავზე ხელები, ამოტირებით - მძულხარ! ემოციებისგან დასაცლელად ძლიერდ კრა ხელები მკერდზე, შეძლებისდაგვარად დაუწყო ძლიერი დარტყმა - ვერ გიტან მუშტები შეძლებისდაგვარად ძლიერად დაარტყა ისევ და ცოტა აკლდა რომ ცრემლები არ წამოსვლოდა, - ჩვენი გრძნობები ორ მხრივია, ცინიკურადვე გასცა პასუხი - ამაზრზენიი ხარ! კიდევ ერთხელ უნდა დაერტყა მისთვის მაჯებით დაუკავა ხელები თეოდორემ, აღარც იმის ძალა ჰქონდა რომ დაერტყა და აღარც იმის საშუალება რომ გაენთავისუფლებინა ხელები მისგან, მისკენ მიქაჩა თეოდორემ სწრაფად ინერციითვე შეატრიალა საწოლზეც ინერციით გადააგდო თუარა თან გადაყვა და ბრაზისგან სავსე თვალებით დახედა ქვევით მოქცეულს, - რა ჯანდაბა გინდა სალომე? ბოხი ცივი ბარიტონით ამოილაპარაკა თუ არა დიდი ნერწყვი გადაყლაპა სალომემ რომ მოწოლილი ცრემლები თან გაეყოლებინა, - დავიღალე, მხოლოდ შენთან ვჩხუბობ, მხოლოდ შენ მიმწარებ ჩამოსვლის დღეს არადა არაფერი დამიშავებია შენთვის! სულლ მუდამ დამცირებული გყავარ, დავიღალე დამცირების ატანით, შემეშვი გევედრები და გააფრთხილე შენებიც რომ მე არასდროს არაფერი მთხოვონ შენთან დაკავშირებით! ლაპარაკშივე გადმოყარა ცრემლები ხელგაკავებულმა ისე სლუტუნებდა, ცრემლების მოწმენდა უნდოდა, რომელსაც გაკავებული ხელებით ვერ შეძლებდა, თვალებ დახრილი ლაპარაკობდა და ერთი სული ჰქონდა როდის წავიდოდა, როდის ექნებოდა საშუალება იმისთვის რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩენილიყო, - უცნაურია ხმადაბლა ამოთქვა თეოდორემ და მშვიდად გადაწვა გვერდზე, გადაწოლილს მკლავი სალომეს მუცელზე ედო - რა არის უცნაური, მანაც მაშინვე ცრემლების მოწმენდასთან ერთად დაუსვა კითხვა და ისე გახედა გვერდზე გადაწოლილს, - რა? კითხვით შეხედა თეოდორემაც და შემდეგ გაჩუმდა, სალომეს თვალებს მიაშტერდა აწყლიანებულ სველ თვალებს, რომელიც იმდენად უცოდველად იყურებოდა იმდენად ლამაზად, რომ წამით მასში ჩაიძირა კიდეც თეოდორე, ძილი მორეოდა და თან თვალების დახუჭვაც კი არ უნდოდა, რადგან მანამ შესაძლებლობა ჰქონდა მისი ყურების, უნდოდა ბოლომდე გამოეყენებინა ეს შესაძლებლობა, სიმშვიდე ტელეფონის რეკვამ დაარღვია, სწრაფად წამოდგა სალომე და ნომერზე სწრაფად სრულადვე შეიმშრალა ცრემლები, თითქოს დაინახავდა კიდეც დემეტრე მის ცრემლიან თვალებს, - დემეე, ბედნიერი ხმით უპასუხა ტელეფონს და თეოდორემაც ინტერესით შეხედა სალომეს, ჯერ მის ცვლას დააკვირდა და შემდეგ მას, მაღლა აიწია, ბალიშს მიეყრდნო და კომფორტულად მყოფმა განაგრძო მისი ყურება, - არა და ნეტავ ვიყოოო..... წუწუნით გადაიწია თმა როცა სახლზე დაუსვა დემეტრემ კითხვა და თავისებურად სიტყვიერ მოფერებაზე, სალომესაც ბედნიერს გაეხსნა ბაგეები, - რაღაც მთხოვესსს და მეც ხომ უნდა შემესრულებინა არა? თვალების ტრიალით გახედა თეოდორეს , რომელსაც სასმელი მეტად მოკიდებოდა და სიმშვიდეში თვალებს ძლივსღა ახელდა, - იცი რააა დემე, სახლში რომ მივალ მერე შეიძლება დაგირეკო? თეოდორეს დანახვაზე მიხვდა კიდეც რომ ახლა მთლად კარგი დრო არ იყო ლაპარაკისთვის და დემეტრესაც ბევრი ლაპარაკი არ დაუწყია სალომეს თხოვნა მაშინვე გაითვალისწინა და მალევე დაემშვიდობა კიდეც გაფრთხილებებით დას, მაშინვე კამუთზე მიაგდო ტელეფონი ისე აბობღდა საწოლზე, - ჩამოიწიე დაბლა თავი ცუდად გიდევს, ნელა შეუცურა კისერში ხელი რომ ბალიში გაესწორებინა, რადგან ძილის დროს ცუდად არ დაწოლილიყო, ისიც უხმოდ დაემორჩილა სალომეს სიტყვებს დაბლა ჩაწეული სალომეს მხარეს, ცალი მხრით დაწვა და ბავშვივით ისე შეიკეცა ხელები თითქოს სციოდა კიდეც, - ცუდად ვარ, დაბოხებული ხმით დაბალხმაზე ამოიბუტბუტა ისე მოუსვა სალომემ შუბლზე ხელი - როცა არ შეგეძლო რატომ სვამდი? თავის გაქნევით ამოილაპარაკა სალომემ , კომფორტულად დაჯდა, საწოლს მიეყრდნო თითქოს ყველაფრისგან დაღლილი, ისე წამოიწია თეოდორეც, სალომეს კალთაში ჩადო კომფორტულად თავი ხელები მენჯებზე მოხვია და ძლივს წარმოთქმული სიტყვებით ეცადა გაეცა პასუხი სალომესთვის - ზოგჯერ დალევით ცდილობ სალო მძიმე ლოდი მოიშორო ზურგიდან, სიტყვებზე ხმა აღარ ამოუღია სალომეს, ან რა უნდა ეთქვა, თითქოს შეებრალა კიდეც იმ წუთას თეოდორე გაუბედავად ახლართა თითები მის თმაში და ნელა დაიწყო ფიქრებითვე თამაში - აქ უნდა დავრჩე მანამ შენი ძმა მოვა, ისევ დაბალხმაზე თქვა სალომემ ისე დახედა თეოდორეს, რადგან მის მაყურებელს გადაწყვეტილი ჰქონდა დარჩენა რომ ცუდად არ გამხდარიყო, - დარჩი, სულ ჩემთან დარჩი, ისევ ბურდღუნით გაურკვევლად ამოილაპარაკა თეოდორემ და გაიტრუნა, საოცრად სიამოვნებდა სალომეს ნაზი თითები, ნაზი შეხებები და საერთოდ მასთან სიახლოვე, სალომეც ფრთხილად გადაწვდა მეორე ბალიშს მხარზე დაიდო ისე რომ კედელს მიყრდნობოდა, ისე მიადო თავი და ისევ ფრთხილად დაიწყო თეოდორეს თმაში თამაში..... ...... - ჰეეი, კისერი გეტკინება ნაზი შეხება რომ იგრძნო ძილშივე ნელა ეცადა თავი დაეხწია ძილიდან ისევ ფრთხილი შეხებებით ცდილობდა ვიღაც სალომეს გასწორებას, თუმცა ამას ისე ვერ იზამდა რომ სალომე არ გამოეფხიზლებინა, ცდად ჩათვალა სალომეს გასწორება, მაშინ გაახილა თვალები სალომემ სიბნელეში, ვერავინ დაინახა უცნაურად სასიამოვნო სურნელს გრძნობდა მხოლოდ რომელიც ძალიან ნაცნობი და სასიამოვნო იყო, - დაწექი, მასე კისერი გეტკინება, მზრუნველი, მშვიდი დაბალი და სასიამოვნო ხმით უთხრა თეოდორემ მის გვერდით წამომჯდარი ცდილობდა მის გაღვიძებას, თეოდორე ჯერ ისევ ვერ გამოსულიყო სიმთვრალიდან, თუმცა იმდენადაც აღარ იყო, როგორც რამდენიმე საათის წინ - რომელი საათია ნამძინარები ხმით ამოილაპარაკა მანაც და თვალები რომ სიბნელეს მიეჩვია თეოდორეს სილუეტიც მალევე შეამჩნია მასთან ახლოს, წელს ზემოთ შიშველი წამომჯდარიყო თეოდორეც მის გვერდით ცალი ხელით საწოლს ეყრდნობოდა , ისიც ახალი გაღვიძებული იყო, - არ ვიცი, პასუხი გასცა თუ არა ხელებით დაიწყო სალომემ საწოლზე ტელეფონის ძებნა, თეოდორეს მიგდებული ტელეფონი მოხვდა ხელში და საათისთვის ჩართო, სიბნელეში სწრაფად გაბრდღვიალებულმა ტელეფონმა ორივეს ხელახლად დაახუჭინა თვალები, თვალები წამით აეწვა სალომეს და ნელ-ნელა ეცადა შეეჩვია თვალები სინათლიათვის, საათის ქვეშ მოსული მესიჯებიც იკითხებოდა, რომელიც უნებურად მოხვდა სალომეს თვალში საათის ნახვის შემდეგ და თითქოს წყენაც კი იგრძნო "ეგ გოგო როდის უნდა მოიშორო? შენი არ იყოს ვიტყვი რომ ძაან კახპაა" ამას წერდა ის ვინც რამდენიმე საათის წინ სალომემ თეოდორეს სახლიდან მოიშორა, თეოდორემაც წაიკითხა მესიჯი ისე შეხედა სალომეს ისევ მშვიდად, ტელეფონი ხელში ჩაუდო, მესიჯის მერე გული ეტკინა კიდეც, მისი მესიჯიდან გამომდინარე დაადგინა სალომემ რომ ზუსტად მასავით ფიქრობდა მასთან მყოფი თეოდორეც, საწოლიდან გადავიდა და ტელეფონი მოძებნა - რას აკეთებ? - უნდა წავიდე, ხმადაბლა გასცა პასუხი, თუმცა ხმაში წყენაც იმდენად კარგად იკვეთებოდა ნამდვილად ვერ გამორჩებოდა თეოდორეს, რომელიც არც გამორჩა და "აუუუ" ს ძახილით მობეზრებულად გადაწვა საწოლზე - სად უნდა წახვიდე 4 ის ნახევარია - შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, მოუტრიალებლად გასცა პასუხი და ტელეფონი რომ იპოვა სწრაფად ჩართო გამოტოვებული ზარების შესამოწმებლად, რომელიც არ იყო, მას შემდეგ დაიწყო კარებისკენ სვლა - გირჩევნია წამალი ახლავე დალიო რომ დილას არ გასკდე, სარკაზმით დააყოლა სიტყვები დიდი ნაბიჯებითვე გავიდა ოთახიდან, - აუ სალომეე, თავისთვის ამოიწუწუნა თუ არა სწრაფად აანთო შუქი ისე წამოხტა საწოლიდან, ოთახიდან გავარდნილმა მისი კარები ღია დატოვა და მეორე ოთახშიც გავარდნილმა სწრაფად წაარტყა ხელი დენს ასანთებად - იმ მესიჯის გამოა ეს ყველაფერი? ხომ შეგეძლო დაგეძინა არა? დიდი ნაბიჯებით სიარულშივე გაეკიდა მიმავალს - ჯანდაბაში წასულხარ შენ კახპებთან ერთად, მწარე სიცილს ამოაყოლა დაბალ ხმაზე სიტყვები, ისე გავიდა ისევ ჩაბნელებულ ოთახში სადაც შესულმა თეოდორემ ისევ კარები დატოვა ღია და ოთახიდან შესული შუქი ნორმალურად ანათებდა ჩაბნელებულ ოთახს, რომელიც საძინებელი იყო და არასწორი მიმართულებით შევიდა ლაბირინთის მსგავს სახლში, ხელების დაქნევით გაჩერდა ისე მოტრიალდა, თეოდორეს აუარა გვერდი, - კარგი რა გეყოფა, დაღლილმა ამოილაპარაკა თეოდორემ და ჩქარი ნაბიჯებით დაეწია, სწრაფად ჩაავლო მკლავში ხელი ისე მიატრიალა მისკენ და უკვე რომ წინააღმდეგობა უნდა გაეწია სალომეს მეორე ხელი ძლიერად მოხვია გასაკავებლად, - გეყოფა გთხოვ ისევ დაღლილი ტონით ამოილაპარა ისე დახედა სალომეს, სალომეც ძალიან ახლოს მყოფი აიწია ცერებზე - მძულხარ! თეოდორეს ტუჩებთანვე, გამოუცრა სიტყვები და მასაც წამით დაეჭიმა ყბები წესიერად მოშორებულიც კი არ იყო სალომე სწრაფად წვდა თეოდორე ბაგეებზე და სალომეც მოულოდნელობისგან შეხტა, წამში შეეკრა სუნთქვა ისედაც გაკოჭილი სულ მთლად შეიბოჭა, მუცელში თითქოს პეპლები გაფრინდენ, მაგრამ ვერც ამას არქმევდა გრძნობას, რომელიც ცხელმა ვნებიანმა ტუჩებმა აგრძნობინეს, მომთხოვნიც კი იყო ცხელი ბაგეები, უნებურად აიყოლია ქალი კოცნაში, მთელი ოთახი ანათებდა, მთელ ოთახში თვალის მომჭრელად ბზინავდა მათი გულები, წინ გადადგა თეოდორემ ნაბიჯი და სალომეც უკან დახევით აეკრო კედელს, დარწმუნებული რომ არაფერს გააკეთებდა ნელა მოაშორა ხელები თეოდორემ, მისი კისერი მოიქცია ცალ ხელში და უკვე ვნება არეული მიწვდა ქალის კისერს, დახშული კვნესა აღმოხდა ქალსაც, წელზე შეცურებული ხელით უხეშად მიიზიდა ქალი სხეულზე ორივე ხელით დაეუფლა მის სხეულს ტანსაცმლის შიგნით შეცურებული ხელით და ისევ ღიმილით წვდა სალომეს ათრთოლებულ ტუჩებს, რომელსაც ეტყობოდა კიდეც შიში, რომელსაც 'ზედმეტებში' გადასვლის შიში ერქვა, ამავდროულად იმდენად საოცრად სიამოვნებდა ცხელი ხელები და მისგან გამოწვეული საოცარი შეგრძნებები არ უნდოდა დასრულებულიყო, იმდენად ძლიერი იყო გრძნობა მუცელში გადარეული ფლორა და ფაუნა ფეხზე დგომის ძალას უქვეითებდა, ფეხზე ჩაცურებული ხელით შემოიდო მენჯზე სალომეს შიშველი ფეხი და კედელზე აკრულს კიდევ მეტად აეკრო, საჯდომზე ჩაცურებული ხელით მოითავსა ხელში და კისერიდან სველი კოცნით წამოწეული კიდევ ერთხელ წვდა საოცრად არომატულ ბაგეებს, ძლივს მოწყდა ღრმად სუნთქვით გულ აჩქარებული, მის ბაგეებთანვე ღრმად სუნთქვით დააჩერდა მის ტუჩებს, მოწოლილი ვნების დახშობა იმდენად რთული იყო ვერ ხვდებოდა როგორ ჩაექრო, ტუჩებს წვდა ხელახლა მკწყვეტით, ხმამაღლა ამოგმინა ისე გადაწია თავი მაღლა, სალომემაც მის კისერშივე ჩარგო თავი და ისევ კედელს მიაყრდნო ისე დახედა თეოდორემ, ცუდად ხდიდა გრძნობა რომელსაც გრძნობდა, თუმცა თავს იიმედებდა რომ მალევე გადაივლიდა, ნელა გადაუსვა ცერა თითი ტუჩებზე ისევ ღიმილითვე წაეტანა ისევ, - გძულვარ? მის ტუჩებთანვე ამოილაპარა და მენჯებზე შემოსმული ააკრო კედელს ისე შეუცურა თითები მაიკის ქვეშ, - გაჩერდი უკვე, დახშული ხმით ამოთქვა მანაც და ახლა მის მენჯებზე შემოსმულმა მის სიმაღლეზე მყოფმა დახედა თეოდორეს, მან მოიქცია მისი სახე ხელებში, ხან ზედა ტუჩი მოიქცია ტუჩებში ხან ქვედა, - საშინლად მძულხარ მანაც მის ტუჩებთანვე ამოილაპარაკა ისე მოეხვია, კისერში ჩაურგო თავი, თეოდორემაც კმაყოფილი სახე ვერ დამალა მის საქციელზე მოხვეულს თვალებით დახედა და ნელი ნაბიჯებით წავიდა ოთახისკენ, შუქების ჩაქრობის შემდეგ გადააწვინა საწოლზე ფრთხილად - ჩემთან დარჩი ყურში ჩაჩურჩულა და ისევ ცხელი კოცნა დაუტოვა ყურთან, საწოლს მკლავებით დაეყრდნო ისე დახედა ზევიდან მთლიანად ინტერესით შეუთვალიერა სახე და როცა გაანალიზა რომელი სიტყვების მერე მოხდა ეს ყოველივე, სარკასტულად ჩაიღიმა იმდენად გამაბრაზებლად მოხვდა სალომესაც სწრაფად კრა ძლიერად ხელი და ისიც თავისუფლად გადაწვა საწოლზე ხელებ გადაშლილი, - მართლა ვერ გიტან ბრაზისგან თვალებ გადიდებულმა ამოთქვა სიტყვები ისე უნდა წამომხტარიყო მაჯაში ჩავლებული ხელით დააბრუნა ისევ საწოლზე თეოდორემ - კაი გავიგე რომ გძულვარ, რა გავაკეთო მუხლებზე დაჩოქილმა ფეხები გიკოცნო შემიყვარე-მეთქი? თავ წამოწეულმა უდარდელი სიტყვების მერე გაშალა ხელები ინტერესის გამოსახატავად პასუხის მოლოდინში, სალომეც ისევ წამოხტა სახეზე ჩამოისვა ხელები ნერვიილობის ფონზე და იქით-აქეთ სიარულს მოჰყვა, - ამ ყველაფრის მერე ასე..... - კაი რა, აღიარე რამდენი ხანია გინდოდა შენთვის უბრალოდ მაინც რომ მეკოცნა, ისევ უდარდელად დადო თავი საწოლზე და ჭერს 'შეაჩერდა' ბრაზის ფონზე ხმა არ ამოუღია გვერდითა მხრიდან ბალიშს დაავლო ხელი და ძლიერად ჩაარტყა მუცელში, - აუ..... დაიწყო სალომემ თუმცა ხელის ჩვენებით გააჩერა თეოდორემ ისევ თავ წამოწეულმა თავი გაუქნია შენ არ თქვაო და ხელით საკუთარ თავზე ანიშნა თვალების დახრით მე ვიტყვიო - გძულვარ კმაყოფილმა გაიღიმა ბოლოს რომ გამოიცნო სალომეს სიტყვები და ისევ გადაწვა საწოლზე - ასეთი საზიზღარი რატო ხარ?! ტირილ-წუწუნით ამოთქვა და საწოლს დაემხო - არ თქვა რომ ვიძალადე ხელის მაღლა აწევით დააქნია თითი გაფრთხილების ნიშნად მისი წუწუნის მიზეზის მიმხვედრმა, - მომისმინე!.. უცებ წამოუხტა ისევ, მუქარის სათქმელადაც მზად ჰქონდა სიტყვები ისევ გააჩერა თეოდორემ, ისე წამოდგა, - მოგისმენ ლამაზო მოგისმენ, მაშინ როცა იმას აღიარებ რომ შენი პატარა წინააღმდეგობაც რომ მეგრძნო შეგეშვებოდი და ასევე ნებითა შენითა მოხდა ეს ყველაფერი და არა ძალითა ჩემითა , საჩვენებელი თითის დახმარებით მიიწევდა სალომესკენ სიტყვის დასასრულს ისე ჩამოკრა პატარა კურნოსა ცხვირზე თითი, - კეთილი, სამაგიეროდ ისევ მოგიწევს ამ უაზრობის დავიწყება, - მაგას მე გადავწყვეტ ხარაშო? თვალის ჩაკვრით გასწორდა და ნიკაპის ქვეშაც ნაზად აკრა თითები, სალომეც ცეცხლ მოკიდებული იდგა მის წინ კბილს კბილზე აჭერდა, ისე შეამცირა თავად ადგილი, ფეხისწვერებზე აიწია ისევ ტუჩებთან მიუახლოვდა ისე გამოუცრა კბილებში - მეზიზღები, უკან მანამ დაიხევდა მანამ წვდა თეოდორე ბაგეებზე ხელახლა, ეს უკანასკნელიც სწრაფად დაიწია ფეხის წვერებიდან, თუმცა თეოდორეც თან გაყვა თითქოს მალე ერთმანეთს მიეკრობიანო, ძლიერად რომ კრა ხელი მას მერე მოშორდა თეოდორეც და უკვე ძლიერად გაქანებული გაშლილი ხელიც ხმამაღალი ხმის გამოცემით მოხვდა სახეში, თვაკების დახჯჭვით ეცადა ბრაზო დაეხშო, - მე მივდივარ ჯანდაბამდე გზა გქონია, დააყოლა ისევ ზიზღით მაშინ გახედა თეოდორემ, ისიც ადგილიდან მოწყდა ისევ დაავლო ტელეფონს ხელი, თეოდორეც უდარდელად ჩახტა ფაფუკ რბილ საწოლში თავის ჩარგვით - კარგააადდ დახშული ხმით ამოთქვა, ხელიც ამოტრიალებული ჰქონდა ისე დაუქნია შორიდან და ზიზღით შეხედა სალომემ მართლა არ მომყვებაო? გაყოლის და ნერვიულობის რომ ვერაფერი შეატყო ბრაზისგან ძლიერად გამოიკეტა კარები ისე გავარდა გარეთ, - რა გავაკეთოო ამოტირებით ჩამოისვა ისევ სახეზე ხელები, გასვლის თანავე და უკვე იმაზე ფიქრობდა შემდეგი ნახვის დროს რა მოხდებოდა, ნერვოზს მართებდა თეოდორეს მსგავსი დამოკიდებულება, მსგავსი საქციელი და ახლა იმის ფიქრებშიც კი იყო რომ მალე ყველა გაიგებდა ამ საღამოს შესახებ და თეოდორეს ტაში დაეკვრებოდა იმის გამო რომ მისი გული მოიგო, - საღოლ ერთხელ გაკოცა და ისევ მკლავებში ჩააკვდი, ზიზღითვე გაუცინა საკუთარ თავს სწრაფად ჩამოირბინა კიბეები და დიდი ნაბიჯებით დაუყვა ქუჩას საკუთარი თავის ხან თეოდორეს ლანძღვით, მანქანებიც შუაღამისთვის საკმაოდ ბევრი დადიოდა, სალომეც ყურადღების გარეშე მიაბიჯებდა, თუმცა იმას კარგად აკონტროლებდა რომ ბრაზისგან ცეცხლ მოკიდებულს გიჟივით არ უნდა ევლო, მთავარ გზაზე გადავიდა თუ არა წამით გააყოლა მანქანებს თვალი ზებრაზე გადასასვლელად მწვანედ ანთებულ კაცს დაელოდა ისე მოისვა კისერზე ხელი წამით მთლიანად შეიბოჭა და უკვე ჰაერშიც რომ აღმოჩნდა ანერვიულებულმა შეკივლა - დამსვი! იყვირა მაშინვე და ფეხების ქნევით ეცადა განთავისუფლებულიყო მაღალი და ძლიერი სხეულიდან, ნაცნობ სურნელზე წამით გაჩერდა ისე მიადო ლავიწზე თავი ღრმად ამოსუნთქვით, რომ თეოდორე იყო და არა სხვა და ნაცნობი მანქანისკენ მისულმა თეოდორემაც სწრაფად გამოაღო კარი, სავარძელზე უხეშად დასვა, შენი ნერვები არ მაქვსო კარები მიუკეტა ისე ჩაუკეტა კარები და წყნარი ნაბიჯებით რომ მოუარა მანქანას სწრაფად დაიკავა მძღოლის ადგილი, უხმოდ მოწყვიტა მანქანა ადგილიდან და სალომეს რომ გადახედა მანაც ბრაზის ნიშნად ახლართა მკლავები ერთმანეთში.... ყველანაირი სიტყვის გარეშე უბრალოდ ფანაჯარა ჩამოწეულ კარებს ეყრდნობოდა სალომე, თმაც სასიამოვნოდ უფრიალებდა და ისიც კმაყოფილი უმზერდა გზას, თეოდორეც თვალის სურვილებს აკმაყოფილებდა ხოლმე ისე გადახედავდა, მიიყვანა თუ არა, მანქანა კარებთანვე გაუჩერა და ისიც-ისევ უსიტყვოდ გადავიდა მანქანიდან, უხეშად მიუკეტა კარები და შესასვლელისკენ წავიდა - სხვა დროს ცეცხლოვანი ღამით დამშვიდობებას ველი ლამაზო, გაკრეჭვით და კისერის დაჭიმვით დაასრულა სიტყვები რომ იცოდა რასაც ეუბნებოდა და სალომემაც მოუტრიალებლად მიუძღვნა შუა თითი პასუხად, სიცილით დაძრა მანქანა და ახალ ახალი გეგმების დასახვით წავიდა წინ, - ხვალ დიდი დღე გვაქვს პატარავ.... კმაყოფილმა ამოილაპარაკა და სწრაფად გადაჭრა სვეტაფორი...... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.