იალქნიანი ნავები (სრულად)
აწმყო - თავი პირველი ქალაქი ღამის ნისლში ცურავდა მიტოვებული ქარავანივით. სიბნელის ტალღები ერთმანეთს ეხეთქებოდნენ ბოროტება წვიმის წვეთებივით აგიჟებდა ზღვას. და იქ სადღაც ქუჩის კუთხეში უცნობთა ხმები ერთმანეთში ვერ ბჭობდნენ ვის ეკუთვნოდა „მკვლელის ღირსება“. იქ სადღაც ქუჩის კუთხეში ვიღაც უცნობი ეთხოვებოდა ქარავანს და მიდიოდა იქ საიდანაც აღარ ბრუნდებოდნენ. ქალაქში სინათლის სისწრაფით მიჰქროდა შავი მაზერატი. თითქოს სიკვდილს ეჯიბრებოდა საჭესთან მჯდარი. ცხელი სითხე ნისლად ედებოდა გაშლილ ჰორიზონტს. ვენებში ნაჩქეფი ძმის მწარე სისხლი, ყიოდა როგორც ტკივილის ჰიმნი. კლავდნენ და იცოდა ვერ მიუსწრებდა, ნაჯიჯგნი ბიჭის პატარა სხეულს. ტიროდა ისე როგორც ტირიან უმცროსი ძმების ცრემლიან თვალებს, ვერ ნაცხოვრებს და ჯერ ვერ ნაფერებს. „დევდარიანების ბიჭი მოკლეს.“ „ივა დევდარიანის პატარა ძმა მოუკლავთ.“ „ისე უსულგულოდ უცემიათ ძვალი არ ჰქონია სხეულში მთელი.“ კოჯორის ცაზე ღამე ქურდივით ეპარებოდა გამოღვიძებულ მზის სხივებს. მკრთალი იისფერი, პალიტრაზე თეთრისა და ლურჯის ნაზავს ისე უერთდებოდა როგორც მდინარე ზღვას, როგორც ზღვა ოკეანეს. გამთენიის საათებს დროთა ზღვის ტალღებში შეეთრიათ ღამის აჩრდილები. ირგვლივ სიმშვიდეს უპირებდნენ თითქოს დარღვევას. იმ დილით ირინა დევდარიანის ხმამ ხის ტოტებზე ჩამომსხდარი, საგალობლად გამზადებული ჩიტები დააფრთხო. აღარ იძვროდა ჰაერი ირგვლივ, ჩამოწოლილ უჟანგბადობას ვეღარ იტევდა დედამიწა. „-ვინც მე შენით ბედნიერს, შენით გამწარებული დედის სახელი დამარქვა, ის გამწარდეს ისე - ჩემი ტკივილი ზღაპრად მოელანდოს ყველა თვალის მოხუჭვისას!“ კიოდა სულის შემძვრელად და ახლოს არავის უშვებდა, ქორივით ჩაჰფრენოდა შვილის სასახლის კედლებს და უჭერდა გათეთრებულ თითებს, ისე როგორც უკანასკნელი ძალებით ეჭიდებიან ხავსს - გადარჩენისას. შავებში გამოწყობილ დიმიტრი დევდარიანს დაძაბუნებული სხეული უკრთოდა ყველა ჯერზე, რამდენჯერაც ცოლის ლანდს მოჰკრავდა თვალს სახლის შესასვლელიდან. ცამ და დედამიწამ დაიტირა ვატო დევდარიანის შეურაცხყოფილი სხეული. ქუხდა ოხვრა და წვიმის ცრემლები ტკივილის ცაზე, ისე თითქოს ყველა ქალი გლოვობდა იმ ერთი დედის მოკლულ შვილს, ისე თითქოს ყველა მამას უჩაგრავდნენ შვილს უთანასწორო ბრძოლაში. ეზოსთან შავი მანქანა გაჩერდა. იქ შეკრებილ შავოსანთა ყურადღება უმალ მიიქცია დევდარიანების უფროსი ვაჟის, ივანე იგივე ივა დევდარიანის გამოჩენამ. მაღალი, მხარბეჭიანი სხეული ისეთი მძიმე ნაბიჯებით დაიძრა სახლისკენ, ტკივილის ლოდები გამოუჩნდა ფეხებზე დაკიდებული, უფროს ძმას. -ივა ...-ამოიხრიალა მამამ და ისე გადაემხო შვილის სხეულს, ივას ხელი რომ არ ჩაეჭიდა უეჭველად მუხლებზე დაეშვებოდა უფროსი დევდარიანი. -აქ არა, მამა!-გაისმა მისი მძვინვარე ხმა. -მითხარი რომ იპოვე ... -ვიპოვე! -ვინ ... ვისი სისხლი ... ვინ, ივა?!-შემზარავი იმედის სხივი გაუკრთა თვალებში კაცს. -დონღვანები.-იმდენად ხმადაბლა ჩაილაპარაკა, მხოლოდ მამამ გაუგო შვილს სათქმელი. -რას ამბობ, ივა?!-უფრო დაეძაბა სხეული დიმიტრის. -აქ არა, მამა. -მიზეზი?! თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ... რაღა მნიშვნელობა აქვს ... ახლა მხოლოდ შენ ხარ. ახლა აღარაფერს არ აქვს მნიშ ... „-სიკვდილის ხომ არ შეგშინებია, ჩემო პატარა! მითხარი, დედი ... ხომ არ შეგეშინდა რომ მოგაკითხა?! რამე ხომ არ გიჯავრია, შვილო!? რამე ხომ არ გამორჩენია შენს ლამაზ ცხოვრებაში უბედურ დედაშენს, შენ რომ გენატროს და მე ვერ მომეტანა?! რამეზე გული ხომ არ დაგწყდა დედი, ვაიმე ... ვაიმე ... ადექი, ვატო შვილო. ადექი დედა, შენი ყველა ოცნება გაანდე გამწარებულ დედაშენს.“ დევდარიანების გმინვა და ოხვრა რეფრენად გასდევდა ქალის სიტყვებს. ისე თითქოს ქარში ობლად დარჩენოდა შვილმკვდარ დედას შავი თავშალი. *** ონკანთან მდგარი მამაკაცი მონდომებით იხეხავდა ხელებს საპნით. ვარდისფერი სითხე იღვრებოდა მარმარილოს ქვით მოპირკეთებულ ნიჟარაში. გული ყველა საკანს აწყდებოდა, ისე თითქოს ამოვარდნას ლამობდა თავისი თავშესაფრიდან. შიში ჩასდგომოდა თვალებში ონკანთან მდგარს, სარკეში უხმოდ მომზირალ მამაკაცს. ქრებოდა ვარდისფერი სითხე, ისე თითქოს ცოდვის ლაფს წმენდდა ადამიანს თავისი შემოქმედი. და სადღაც შორიდან ესმოდა ხმები. დაგუდული, ატკივებული ბგერებით წამოძახილი ოხვრა. „ძმა როგორ მომიკალით თქვე უსისხლოებო!“ შიში ვენებში აშრობდა მეწამულ სითხეს, გული აასმაგებდა თავის მცდელობას თავი დაეღწია ამ სხეულისგან. ვარდისფერი სითხე კი უკვე სრულად გამქრალიყო თეთრი მარმარილოს ნიჟარის კედლებთან. -ილია!-ქალის შემზარავმა კივილმა ერთიანად მოსწყვიტა ფიქრებს და შემოსასვლელში მდგარი დედისკენ გააპარა მზერა. -დედა ... გეფიცები!-და პირველად ცხოვრებაში ფიცი შეჰკრადრა თავის „ჰო“-ს და თავის „არა“-ს. -გეფიცები მე არ ... დედის დუმილი სხეულში ჩარჭობილი ეკალივით მწარე იყო ილია დონღვანისთვის. -არ მომიკლავს!-ხმა გაუტყდა ახალგაზრდა მამაკაცს. -ვისი სისხლი ჩარეცხე ნიჟარაში, შვილო?!-ხმა აუკანკალდა გაფითრებულ ქალს. -მისი. -ვისი?!-შეჰკივლა გაწამებულმა და ცივი ოფლით დაცვარული შუბლი აკანკალებული თითებით შეიწმინდა. -დევდარიანის. -ეს ვინ გააკეთა, ილია?!-მუხლებში სისუსტე იგრძნო დედამ. -მაგას ვერ ვიტყვი, ინა, არ მაქვს უფლება. -თუ არ გინდა ვიფიქრო მკვლელი გამიზრდიხარ, ამოთქვი იმ კაცის სახელი ვინც ჩვიდმეტი წლის ბიჭი სასიკვდილოთ გაიმეტა. -გეფიცები მე არ ... -ვინ მოკლა ის ბიჭი, ილია!-გამეხებულ ქალს თვალებში ბრაზი და შიში ერთმანეთში აღრეოდა. -მე არ მომიკლავს. -მაშ, ვინ?! -ამას ვერ ვიტყვი! -შვილო, ბავშვის სისხლი საკუთარი სახლის ნიჟარაში ჩარეცხე და მკვლელის სახელს ვერ ამბობ?! შენ რა კაცი ხარ, ილია?! მე შენ ამად გაგზარდე?! მე შენ ეს გასწავლე?! ქალს სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა სახლის კარი სახეაჭრილმა გიორგი დონღვანმა რომ შემოაღო. მრგვალი კიბით მეორე სართულზე გაიკვლია გზა და შვილის ოთახისკენ მიმავალს ცოლი რომ გადააწყდა გზად ყველაფერს მიხვდა. მზერა გაფითრებული ინასგან საკუთარ ვაჟზე, ილიაზე გადაიტანა და მშვიდი, ძლივს დაჭერილი ხმით მიმართა: -თანამზრახველი ხარ? შენც იქ იყავი?! შენც ცემე?! -არა. -თვალებში ჩამხედე და მითხარი რომ იმ ბიჭისთვის ხელი არ გიხლია.-ფოლადივით მტკიცე იყო უფროსი დონღვანი. -არ მიხლია. -ვინ ცემა?! -ხომ იცი რომ არ ვიტყვი. -დევდარიანები შენ მოჭრილ თავს ეძებენ მთელ თბილისში. ეს ვიცი, რომ შვილი სხვისი ცოდვის გამო მოსაკლავად არ გამიზრდია. -რომ მომკლან მაინც არ ვიტყვი.-შეუვალი იყო ილია. -დედა, თქვი ვინ მოკლა და არც ჩვენ ... -არ თქვა!-ხმა აღიმაღლა გიორგიმ და შვილს შეფარული მზერით გადმოხედა.-იცოდე, თუ სახელს მეტყვი მე მოვაჭრი ორივე ხელს და ისე მივუყვან დევდარიანს ჩემი ხელით. -არ გეტყვი.-მშვიდი იყო ილია. -ამას ბოლოჯერ გეტყვი ... რომ გავიგო, ცხოვრებაში ერთხელ შენ კაცობას ტყუილი აკადრე და ღირსებას გაექეცი, შუბლს არ ავაცილებ ისე დაგახლი ტყვიას! -რას ამბობ, გიორგი!-შეჰკივლა ქალმა. -ბიჭი ისეთი ნაცემია ... ისეთი ნაცემია, დაბეგვილი ხორცის ტომარას ჰგავს. ასე როგორ გაიმეტეთ, ბიჭო. შენ, იქ იყავი, ილიკო?! -ვერ მივუსწარი.-უღონოდ ამოილაპარაკა ილიამ და კედელთან ჩამუხლულმა ზურგით მიეყრდნო ცივ ზედაპირს.-უკვე გვიანი იყო, პულსი აღარ ესინჯებოდა. -მამა ... მითხარი, კაცურად მითხარი, დაიმსახურა?! -ასეთ სიკვდილს ვინ იმსახურებს, გიორგი?!-ხმა გაუმკაცრდა ინას. -დაიმსახურა.-იყო გაბზარული ხმით ნათქვამი სიტყვა, რომელიც ნელ-ნელა იფანტებოდა ჰაერში და უხილავ კედელს აგებდა ადამიანთა გულებში. „ვატო დევდარიანი მოკლეს, ძვალი არ დაუტოვეს სხეულში მთელი.“ ნისლიანი წარსული - თავი პირველი -ეს ტენდერი თუ მოვიგეთ, ჩათვალე დონღვანების მთელი ფირმა დაიძირა. - დიმიტრი დევდაირანის კაბინეტში სამ მამაკაცს მოეყარა თავი - ზაზა ერაძეს, ავთო მელიქიშვილს და ზაალ დარჯანიას. -მერთან პროექტს ზაალი წარადგენს, მინდა რომ პრეზენტაცია შენ გააკეთო, თუ ვინმე კითხვებს დასვამს აქ საქმეში ავთო და ზაზა ჩაერევა. ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ თითოეულმა იქ მჯდარმა დაინახოს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ტენდერს დონღვანი მოიგებს ამით მე არაფერი დამაკლდება.-ჩაფიქრებული მზერა ჰქონდა დიმიტრი დევდარიანს. -ეს ხაზს გაუსვამს იმ ფაქტს, რომ მერიის ტენდერი ჩვენ კიარ გვჭირდება ... -ჩვენ ვჭირდებით მერიას.-გაეცინა ზაზას სიტყვებზე დიმიტრის. -სინამდვილე რომ სხვაგვარადაა?! თუ დონღვანი მოიგებს ამ ტენდერს ბაზარზე ჩვენი მონაცემები კატასტროფულად ...-შეშფოთება ვერ დამალა ხმაში ზაალმა. -ბლეფზე მივდივართ.-ირონიულ ღიმილს არ იშორებდა ზაზა სახიდან.- ან ყველაფერს ვიღებთ ან თამაშიდან გავდივართ. -და თუ გასვლა მოგვიწევს მაშინ?!-ყველაზე უარესის მოლოდინში მყოფ ზაალს სახეზე ალმური მოსდებოდა. -მაშინ ყველა დაინახავს როგორ ჩამოიშლება ჩვენი შავი დღის შავი ამბით ნაშენები კომპანია და ამაში ერთი კაცის გვარი არ დაზარალდება, ზაალ, ხომ გესმის?!-მშვიდად აუხსნა დომინოს პრინციპი დევდარიანმა თავის ერთგულ მოკავშირეს. -რაიმე ზომები არ არსებობს?! რაიმე რითაც ამას შევაჩერებთ? იქნებ არ ლაგდება ყველაფერი ასე ჰარმონიულად და მერიის შენობიდან გასვლას ვერ ვასწრებთ ისე მივდივართ ციხეში, რაიმე სახის პრევენციული ზომები ხომ უნდა არსებობდეს? -ან ციხეა ან საქართველოს წამყვანი სამშენებლო კომპანიის სტატუსი.-მხრები უდარდელად აიჩეჩა დიმიტრიმ. -ჩემ კაბინეტში წავალ და ამ პრეზენტაციისთვის მოვემზადები.-ხმა ძლივს დაიმორჩილა ზაალ დარჯანიამ. -აბა შენ იცი, ზაალ. შენს იმედად ვართ!-ცბიერი ღიმილით გააცილა ზაზამ „მეგობარი“ და დიმიტრის მოუბრუნდა.-შიში არი მამა! -თან მკაცრი მამა!-გაეცინა დიმიტრის. -ავთანდილ შენ რატომ არ იღებ ხმას?! -ვერ ვხვდები რა საჭიროა ეს ყველაფერი. უკანონო არც არაფერი გვიკეთებია, რამდენიმე მოუწესრიგებელ ანგარიშს თუ არ ჩავთვლით. ვინმეს თქვენი დიალოგი რომ მოესმინა იფიქრებდა რომ ორი გვამი გყავთ სადმე გადამალული. ის კაციც სულ ტყუილად დაზაფრეთ. ყველაზე მაქსიმუმ ჯარიმა დაგვაკისრონ რა ციხე, რა ბლეფი ?! -მოდი აცადე დარჯანიას სტრესულ გარემოში უკეთ იმუშავოს, კაი?!-გაეცინა დევდარიანს. -არაა ეგ სწორი საქციელი, თქვენც კარგად იცით. -დარჯანიას აქვს რაღაც ისეთი, რასაც შეუძლია ჩვენი ერთი და ორი უმნიშვნელო გარღვევა უზარმზარ პრობლემად გარდაქმნას და ისე გაგვიშვას ციხეში უკან არ მოიხედოს. ახლა გესმის?!-უფრო მომთხოვნი გაუხდა ხმა ზაზას. -ეგ როგორ?!-გაკვირვება ვერ დამალა ავთომ. -ვეჭვობთ რომ დარჯანია ... ხომ გესმის, დონღვანის კაცია. -რას ამბობთ!-თეატრალურად შეიცხადა ავთომ. -სინამდვილეში პრეზენტაციას დარჯანია კიარა ჩემი ვაჟი, ლევანი წარადგენს.-ჩაილაპარა ზაზამ და დიმიტრის გადმოხედა. -მოიცა, ჩვენი ლევანი?!-უფრო გაფითრდა ავთო. -ჰო. -საიდან ლევანს ამდენი გამბედაობა და ცოდნა მერიაში ტენდერზე პრეზენტაცია წარადგინოს?! -საიდანაც!-ჩაეცინა დიმიტრის.-ლევანი ახალგაზრდაა და ამ საქმეს კი მისი ადუღებული სისხლი უფრო სჭირდება ვიდრე, დონღვანის შეგზავნილი შეშინებული კაცები. -საიდან გაიგეთ რომ .... -ფეხის დაცდენას რომ გაბედავ, მერე ყველაფერი მარტივად მიდის. ცუდი ამბავი უფრო მალე ვრცელდება ვიდრე კარგი. -ვიღაცამ გითხრათ, ხო ასეა?! მე რატომ არ ... -ჩვენც ამ დილით გავიგეთ.-შეაწყვეტინა ზაზამ. -როგორც არის ... რას ვუპირებთ?! -გამოყენებას.-თვალი ჩაუკრა პარტნიორს დიმიტრიმ.-ეგონოს დონღვანს, რომ ჩემ ოჯახში შემოაღწია. ორ გიგანტურ სამშენებლო კომპანიას არა მარტო საქართველოს არამედ გლობალური ბაზრის ინტერესთა ობიექტივში მოესწრო მოხვედრა. მშობელი კომპანიის გახლეჩვის ნიადაგზე აღმოცენებულ ორ შვილს თითქოს გასაყოფი მიწა აღარ დარჩენოდათ საქართველოში, ერთმანეთს მტრად მოჰკიდებოდნენ და ერთი მეორეს ჯიბრზე იპყრობდნენ ყველას ყურადღებას. ბუკიას ბაღთან სკოლის რამდენიმე მოსწავლეს მოეყარა თავი. თეთრი მაზერატის ჯიპიდან თითქოს შენელებული კადრის ეფექტით გადმოვიდა ვატო დევდარიანი და ამპარტავნება შერეული მზერა მოავლო კლასელებს, რომლებიც სწორედ მას ელოდებოდნენ. -სად ხარ, ამდენი ხანი?!-ამოილაპარაკა გულშეწუხებულმა ლუკა ერაძემ (ზაზა ერაძის შვილმა) და თავისებური, ამაყი მზერით შეეგება მეგობარს. -სიცხეა, დავიწვი. -არადა დღეს ტენდერის დღეა, წესით უნდა გრილოდეს.-ჩაიცინა ვატომ და საათს დახედა.- გუშინ რომ თქვეს სამზე გვაქვს ქიმიაო?! -თეონამ გადაგვიტანა, მაგისი შპიცი გამხდარა შეუძლოთ და ჭიღვარიას ჩააკითხა ქალაქგარეთ, სადღაც ან წყნეთში და ან ... აი, რა ვიცი?! რას მაყოლებ?!-შეუღონდა სახე ლუკა ერაძეს. -ჭიღვარიას გარდა დაილია თბილისში ვეტერინარი?!-გამოეხმაურა უკან, სკამზე მჯდარი მიაკო მახარაძე თავის კლასელს. -მიაკო, შვილო, შენ ცოტა აზრზე მოსული გოგო მგონიხარ, არ გეკადრება ასეთი კომპლექსურად შეურაცხადი „ბაზარი“. ქალაქს ორი ვეტერინარი ჰყავს, ჭიღვარია ლუარსაბი და დულსი დოლიძე. ერთი ქალაქგარეთაა, მეორე საზღვარგარეთ. რა ქნას თეონას შპიცმა?! წავიდეს და ასე ჩვეულებრივ ვეტრინართან გაესინჯოს?! არა,ნუ. აი, პრინციპულად არა! -ამიტო გვიცდება ქიმია?!-სიცილს ვერ იკავებდა ვატო თავისი კლასელის, საბა მაჩაიძის ლაპარაკზე. -ზუსტადაც, ამიტომ.-მხრები აიჩეჩა საბამ, ისე თითქოს ვერაფრით მიმხვდარიყო რა იყო ამაში გაუგებარი. -მერე რას ვშვრებით, ასე ჩამომსხდარი ვუცდით როდის მოვა ქართულის დრო?!-საათს დააჩერდა დევდარიანი. -გაქ რამე იდეა?!-გაუბედავად იკითხა მიაკო მახარაძემ. -წამო, გავისეირნოთ. ქართულის შესვლამდე კიდე იმდენი დროა ... -მე სახლში მირჩევნია, მოკლედ დინასთან გნახავთ.-კლასელებს დაემშვიდობა მიაკო და წასვლა დააპირა ვატომ რომ გააჩერა. -კაი, რატო გარბიხარ?! -არ გავრბივარ და ხელი ... მტკივა.-ხმადაბლა შენიშნა გოგონამ. -რომ ვამბობ გარბიხართქო, ანუ გარბიხარ ... ჩაჯექი მანქანაში და ნუ იქცევი პატარა ბავშივით. -ნუ მელაპარაკები ისე თითქოს ამ ტონის უფლება გქონდეს ჩემთან! -შენთან მაქვს ყველაფრის უფლება რის უფლებასაც შენ მომცემ, მიაკო. -ხოდა არ გაძლევ ასე საუბრის უფლებას. -რამე გავაფუჭეთ და არ მახსოვს!?-ცალყბად ჩაიცინა დევდარიანმა, ისე რომ ხელი არ შეუშვია გოგონასთვის და ყურადღება არ მიუქცევია დანარჩენების გამომეტყველებისთვის. -შენთან ერთად მე რა უნდა გავაფუჭო, ვატო?!-გაეცინა გოგონას.-შენ მე ვინმეში ხოარ გერევი? ხელი გამიშვი მეტკინა მეთქი. -მე ხელს გაგიშვებ ოღონდ შენ არ დაეცე, კაი?!-მშვიდი და საოცრად თავდაჯერებული იყო ბიჭი, თითქოს დანამდვილებით იცოდა ხელი რომ გაეშვა მუხლები მოეკვეთებოდა გოგონას. -შენ მე სხვებში არ აგერითქო, კაი?!-აღელვება ძლივს დაფარა მიაკომ. -შენ მე ვიში უნდა ამერიო, მიაკო? -სხვაში ნებისმიერში, მაგალითად და უმაგალითოდ!-და თითქოს ვულკანმა ამოხეთქაო პატარა ქალის თვალებში, მთელი ძალით უბიძგა დევდარიანს უკან და მის ფართო მტევანში მოქცეული თავისი მკლავი ისე გამოსტაცა, ვატომ გააზრება ვერ მოასწრო.-რაღაცები, ამაზე უფრო ძვირადაც ფასობს, მაგრამ შენ არ ეწვალო, ვერ გაიგებ, რა გაგაჩნია ნამდვილი, მაგას რო მიხვდე?!-სიბრალულით სავსე მზერა მოავლო გავეშებულ ბიჭს და უკან მდგარი კლასელების ოვაციები ისე დააიგნორა, თითქოს არც გაეგო, გზა გადაჭრა, ტაქსი გააჩერა და იქიდან აორთქლდა. -ეს რა იყო!?-ხმა ძლივს ამოიღო პირდაღებულმა საბა მაჩაიძემ. -ვატო, ხო კარგად ხარ?!-მანქანის სავარძელზე მჯდარი, ღია კარიდან წამოწეული ლუკა ერაძე თვალებს არ უჯერებდა. -საბა, დულსი დოლიძეს რა ქვია სინამდვილეში?!-შექმნილი ვითარება დააიგნორა ბექა თავდიდაშვილმა და საბა მაჩაიძეს გადმოხედა. -დულსინია, რატო?! -არ გამოგვადგება. - თავისთვის ჩაილაპარაკა ბექამ. -რისთვის კი მაგრამ?!-სულ აირია მაჩაიძე. -ჩვენ რამე უფრო „ანნა კარენინა“ ... შეიძლება პოეზიაზეც გავიწიოთ, „ყივჩაღის პაემანი?!“ ...-თვალებდაწვრილებულმა განაგრძო- „მუზარადიან შენ ქმარს შემოვხვდი, თავი შუაზე ...“ თუ უფრო „გამზრდელი?“- ჩაიცინა უფრო თავისთვის, ისე როგორც სჩვეოდა ხოლმე და ვატოს მზერას თვალი მოარიდა. -რაო, რას ამბობ?!-ვერაფრით მიუხვდა სათქმელს ლუკა ერაძე კლასელს. -არაფერი, გავედით თორე უკვე ძაან დაცხა, რა?!-თავი იმ მხარეს გაატრიალა საითაც მიას ტაქსი წავიდა და სადღაც, გულის ძალიან ღრმა ნაწილში სიამოვნებისგან გააჟრჟოლა კიდეც. იმ დღეს ტენდერი დევდარიაების კომპანიამ მოიგო. ნერწყვი ძლივს გადაყლაპა ზაალ დარჯანიამ, მომღიმარმა ლევანმა რომ ჩაანაცვლა მისი ადგილი საპრეზენტაციო მაგიდასთან. იღიმოდა დიმიტრი დევდარიანი ისე როგორც გაწერილი ჰქონდა რომ უნდა გაეღიმა. თბილისის მერი გაკვირვებას ვერ მალავდა მისი სახის შემხედვარე. სახეზე იმხელა კმაყოფილება და უდარდელობა გამოსახვოდა დევდარიანს, ჩანდა თითქოს ქალაქს სჭირდებოდა დევდარიანი და არა პირიქით. დონღვანს იქ აჯობა, სადაც გათვლა ვერ მოასწრო ბატონმა გიორგიმ დიმიტრის მახვილი გონიერებისა. როცა ყველაფერი მორჩა და გამარჯვებული დასახელდა, გიორგი მიხვდა, რომ მთავარი შეცდომა, დიმიტრის სწორად ვერ შეფასება იყო. -სხვა დროს სცადე, გიორგი!-ხელი მხარზე სხვების დასანახად მოჰხვია დიმიტრიმ ძველ პარტნიორს.-და გახსოვდეს, სანამ კედელს დაეტაკები, გაზომე იქნებ კედელი იმაზე ძლიერმა კაცმა ააშენა ვიდრე ეს შენ ხარ! -მე კედელს ვერსად ვუყურებ, თუ ამ თაბაშირ-მუყაოზე ლაპარაკობ ... შემიძლია ხარისხიანად დაგცინო, ყელაფერი რაც ბრწყინავს ოქრო როდია, ჩემო მეგობარო?! -არ გამაცინო. ამიტომ ამოხტი შარვლიდან ამ ბრჭყვიალა სათამაშოსთვის?!-ტენდერი იგულისხმა დიმიტრიმ და ხარხარი ვერ შეიკავა გიორგის სიტყვებზე. -პრინციპი იქ უნდა დათმო, სადაც უკეთეს შესაძლებლობას დაინახავ. ისე დავღეჭავდი შენ ღლაპს მერი გამადიდებელი ლუპით ვერ დაინახავდა. შენ ეგ ჩემზე უკეთ იცი. -ისიც კარგად ვიცი, ამის უკან სიმართლე რომ იმალებოდეს ლევანს ახლა ვერც მე დავინახავდი. რაც იმას ნიშნავს რომ ... -არ მინდოდა პირის გემო გამეფუჭებინა, ხო ხვდები?! როცა გთავაზობენ ატარო „ბენტლი“, შენ არ უნდა ჩააცივდე „ოპელს“. ხო ხვდები?! -რას გულისხმობ?!-ჩაეცინა დევდარიანს. -მიდი, მიდი მიხედე ბავშვს, ნახე რა დაბნეული იყურებდა აქეთ-იქით. პირველად მოხვდა ამხელა აუზში და წარმოდგენა არ აქვს რა შარშია. დონღვანის უჩვეულოდ მშვიდი მზერა თითქოს ავად ენიშნა დიმიტრი დევდარიანს, მაგრამ ყურადღება აღარ მიუქცევია, თავის თანამშრომლებთან ერთად მერიის შენობა დატოვა და თითქოს ყველაფერმა ჩვეულ რითმში გააგრძელა მოძრაობა. -რა ჭირდა დღეს მახარაძეს?!-შეფარვით იკითხა ლუკამ და ჩაფიქრებულ ვატო დევდარიანს გადმოხედა. -სიყვარულს არ ვუხსნი და შფოთვითი შემოტევები დაეწყო, ხო იცი რო ყველა ქალი მაინც ქალია, სადაც კაცი აგვიანებს იყოს - კაცი!-ირონიულად ჩაეცინა ვატოს. -შენ რა გინდა თქვა, რომ მახარაძეს უყვარხარ?!-სიცილი აუვარდა უკან სავარძელზე მოთავსებულ ბექა თავდიდიშვილს. -მახარაძის ბოღმას ვინ დაეძებს, მთავარია შენ არ დაიბოღმო, მიაკოს რომ მე ვუყვარვარ, ხო?!-სარკიდან ორაზროვანი მზერით გადმოხედა ვატომ თავის კლასელს. -მე თუ მანდ ჩავალ, სადაც ხალხი რამეზე და მითუმეტეს ვინმეზე ბოღმას გულში ჩაიდებს, დამიჯერე ვიზე და შენზე მართლა არ დავიბოღმები!-ტუჩის მარცხენა კუთხე ჩატეხა თავდიდიშვილმა. -ეგ როგორ გავიგო?!-მანქანაში აურა დაიძაბა ვატოს ცივ ხმაზე. -როგორც შენი წინადადების დედა აზრი მოგთხოვს. ქართულის ანალიზში სუსტი არ ხარ და ჩემი წინადადება ვერ მოარგე შენს ორაზროვანს?!-ბექას შესამჩნევად მშვიდ ხმაზე უფრო და უფრო სუსხიანი ხდებობდა დევდარიანის ყველა ამოსუნთქვა. -შენ რამე პრობლემა გაქვს?!-მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა დევდარიანმა და უკან მჯდარ კლასელს გამჭოლი მზერით მოხედა. -მე სადმე ვახსენე, რომ პრობლემა მაქვს?! -არ ვიცი, ეგრე მგონია. -ეჭვები გაგიქარწყლო და გითხრა რომ მახარაძე არ მიყვარს?!-ჩაეცინა თავდიდიშვილს. -არ მჭირდება, რომც გიყვარდეს მერე რა?! -რამდენად „მერე რა“?!-აქამდე ჩაწოლილი სავარძელზე შესწორდა, მუხლებს ხელებით დაეყრდნო და სახე ახლოს მიუტანა დევდარიანს თავდიდიშვილმა. -ანუ?! -რამდენად ნოლი ვარ შენ თვალში, რომ არ შემეძლოს ქალში ლო?!-უფრო მომთხოვნი გაუხდა ხმა ბექას. -„დაჟე“ ნოლს ქვემოთ ხარ. -ეს მე თუ დარჩენილი სამყარო?!-ჩაეცინა ბექას. -მე ქალში ვინ უნდა შემეცილოს, ბიჭო?!-ხმა დაეძაბა ვატოს. -ვერც ვერავინ.-ირონიულად აღნიშნა ბექამ.-ქალი სად გყავს, რომ ლონ?! -ბატონო?!-შესძახა შეურაცხყოფილმა დევდარიანმა. -მანამდე არ მოისვენებ, სანამ ვინმე მართლა არ გადაგიხლიჩავს თავს და არ აღმოჩნდები ასე ბანძად, მკვდარი, იმ ქალისთვის ვინც არ გეკუთვნოდა. ეს ისე, ჩემგან მეგობრული რჩევა. და კიდევ, ისეთი კაცი დაიყენე გვერდით ვინც ნულს ცოტა ზემოთ მაინც დგას, თორე ერთ მშვენიერ დღეს ვინმე განგსჯის იმ ფრაზით ... აი, ძაან მწარე რომ არი ხოლმე და პირველი შენი ძმაკაცი რომ გახსენდება იმის მოსმენისას.-მანქანის კარი გააღო და გადავიდა.-მე თუ ნულს ქვემოთ ვარ, სხვისი ცოლის მადევარი შენ სად ხარ, ან ხარ საერთოდ?! თითქოს არ ეყოო, რაღაც რაც თავისი ბოლო სიტყვების თქმას ხმამაღლა გააბედინებდა. ქართულის გაკვეთილზე აღარ წასულან. ქართულის მასწავლებელი კი ელოდა თავის მოსწავლეებს, ელოდა გვიან ღამითაც. ქართულის წიგნში თითქოს ვიღაც უშრეტი კალმით წერდა სიტყვებს ... "მესმის, მესმის და პასუხიც ჩემი მხოლოდ ეს არიო, რომ ნამუსის გასაწმენდად ჩემი ხელით სისხლს დავღვრიო!.." *** ჭექაქუხილიანი აწმყო - თავი მეორე. ახალგაზრდა ბიჭის სასახლეს უამრავი ნაცნობ-უცნობი უვლიდა წრეს დაღონებული თვალებით. აბარებდა დედა მიწას თავის ხელით ნაფერებ შვილს. წვიმდა იმ ავბედით დილით. თავსხმა ცრემლებით გლოვობოდა დედაც. უფროსი ვაჟის ხელზე დაყრდნობილმა საბედისწეროდ ამოთქვა იმ დღეს ბნელით მოცული სიტყვები. -შენი ძმა მოკლეს, ივა! და შვილის მძიმე ამოსუნთქვა ცოდვად დააწვაო თითქოს შავოსანს. -მე არ მინდა სისხლი და ტყვია, მე არ მეყოფა მეორე კუბო! მძიმდებოდა სიტყვები ნისლით მოცული, იძირებოდა ცოდვის ჭაობში შავი თავშალი. -მე მინდა მთელი ცხოვრება ტკიოდეთ, შეუწყვეტელი ცრემლით. -დედა.-ბოლო ვედრებასავით ჟღერდა ვაჟის ტუჩებზე შემხმარი დედის ტკივილი. ამღვრეული თვალებით დასჩერებოდა შავ მიწას იქვე მდგარი ნიკოლა, კოლა ასლანიკავილიც. ქალმა ხელი გამოსტაცა ძლიერი მკლავებიდან შვილს და მეორეს გადაემხო გულზე. -ვატო, ადექი დედა! გთხოვ ... არ მინდა, ნუ აყრით, არ დააყაროთ!-კიოდა შემზარავი, შემაძრწუნებელი ხმით და ირგვლივ ყველას ემუდარებოდა მიწა არ დაეყარათ შვიდმეტი წლის ბიჭისთვის.-შავია ეგ მიწა, დიმა.-ქმარს წაეპოტინა ხელზე მუხლებზე დამხობილი ქალი.-რას აკეთებ, შვილს შავ მიწას როგორ აყრი! -გემუდარები.-აღმოხდა ძალა გამოცლილ კაცს და ცოლის წამოსაყენებლად დაიხარა. -კენჭი ხოარ გაჰყოლიათ?! -არ გაჰყოლიათ, მოდი ჩემთან ... აქ ვარ, ნუ გეშინია. -ნუ ხარ! ნუ ხარ! ნუ ხართ! ვატო აღარ არი, თქვენ რატო ხართ საერთოდ ცოცხლები!-კიოდა, კიოდა, კიოდა გამწარებული ყველა დედაზე, რომელთა შვილებიც ცოცხლები სახლში დაბრუნდებოდნენ ... მისი კი ვეღარ. ღამის ნისშლი შავი მანქანა გადღაბნილი კინო ფირის კადრს წააგავდა. გახუნებულს, ნაწვიმარს, ვერ მოვლილს. -ბახტრიონზე, ამო, მანდ ვარ ...-მანქანის სალონში მობილურზე შემოსული ზარის პატრონის ხმა ექოდ გაისმა. მანქანა მოაბრუნეს და ბახტრიონისკენ აიღეს გეზი. ორ სართულიანი შენობის წინ ობოლი ლამპიონი მკრთალად ანათებდა არემარეს. შენობის წინ გააჩერა ივამ მანქანა და იქიდან გადმოსულმა შორიდან აათვალიერა ძველებური ბინა, სადაც თავის ბავშვობის მეგობარს, ნიკოლა ასლანიკაშვილს მოეწყო საკუთარი სახლი. კარზე დაკაკუნება არ დასჭირდა, ისე გაუღეს კარები და შინ შეიპატიჟეს. შორიდან მოისმოდა მამაკაცების ლაპარაკი. სახე მოერყა, რომ წარმოიდგინა ვინმეს უნდა მისალმებოდა. დიდ მისაღებში შესულმა რამდენიმე ახალგაზრდა კაცი დალანდა, რომლებმაც შეამჩნიეს თუ არა სტუმარი, მასპინძელს ბოდიში მოუხადეს და გარეთ გავიდნენ. -ცუდ დროს შეგაწუხე?!-ჩაეღიმა დევდარიანს და შინდისფერ ტყავის დივანზე დაიკავა ადგილი. -დალევ?! -არ მინდა, უმაგისოდაც მეწვის ყველაფერი.-თავი დივნის საზურგეზე გადააგდო და მბჟუტავი შუქით ნასიამოვნებმა თვალები მილულა.-იცი აქ რისთვისაც ვარ. -ვიცი, რომ იცი ... დონღვანს ვერც ჩემ სახლში მოკლავ და ვერც თბილისში. -იცი, რომ ვინ და მკვლელი არ ვარ. -მიზეზი გაარკვიე?! -რა მიზეზი ...-ჩაეცინა სიმწრისგან.-რომელი მიზეზი, ჩვიდმეტი წლის ბავშვი ტენდერის გამო მომიკლა. ფულის გამო. აი, ხვდები სად ვარ?! ხვდები რა შემიძლია გავუკეთო?! მინდა სადმე გადამაწყდეს და შევჭამო. აი, ასე ავიღო, დავჭრა, დავაცალკევო და შევჭამო! მეზიზღება ახლა ჩემი თავი.-ამოიხრიალა დაქანცულმა, -პატარა ძმა, ბიჭო. შენ ხო იცი როგორ ვუვლიდი, კოლა?! -წამოიწია და თვალი გაუსწორა მოპირდაპირედ მჯდარ ნიკოლა, კოლია ასლანიკაშვილს, თავის ბავშვობის მეგობარს. -ჩემი ხელით ვაჭმევდი საჭმელს. მანქანის ტარება მე ვასწავლე. მაგისი პირველი ძმაკაცი, ჩხუბი, შეყვარებული, ყველაფერი ვიცი, ყველაფერი დათვლილი მაქვს. ბიჭო, ისიც ვიცი პირველად რა წიგნი წაიკითხა. ახლა რა დამრჩა მითხარი. გამეცი პასუხი, რა დამრჩა ცხოვრებაში, მე საკუთარი ისე ვიცხოვრე ვატოზე გავასწორე ყველა ჩემი გადაწყვეტილება. კაცურად მოეკლათ, ბიჭო ...-ხმაში სიმწრის ნაღველი გარეოდა დევდარიანს,-კაცურ ბრძოლაში მოეკლათ, დაეჩაგრათ. ოთხმა კაცმა ცემა. ოთხი ურტყამდა, ერთი ვერ მოერია?! მითხარი, ეგ შენი დონღვანი კაცია მაგის მერე?! ჩვიდმეტი წლის ბავშვი ოთხ კაცს როგორ აცემინა ... დალეწილი იყო, კოლა ... დალეწილი გესმის შენ?! ძვალი ვერ ვუპოვე სხეულში მთელი რომ ჰქონოდა. და მაგის მერე კაცია?! და მაგის მერე ვინმე გაგითვალისწინოთ, ბიჭო?! -დარწმუნებული ხარ რო ტენდერის ამბავი იყო?! ივა ... კაცზე ხელი არ აწიო, თუ შენ თავში ეჭვი გეპარება. იცოდე მაგას არ გაგიმართლებს არავინ ... -სხვა რა უნდა ყოფილიყო?! დონღვანებთან ჩვენ სხვა რა საქმე უნდა გვქონოდა?! -არ არი ილია დონღვანი ეგ კაცი ვატო ტენდერის გამო მოეკლა, მითუმეტეს ოთხი კაცი დაჭირვებოდა ჩვენი ბავშვის საცემად. შენც ხო ხვდები ლოგიკისგან რა შორს დგას ეგ ყველაფერი ... -იცი აქ რისთვისაც მოვედი. -არ გინდა.-თავი გადააქნია ასლანიკაშვილმა.-არ გინდა, რა ძალიან გთხოვ, ივა. შენ ხო იცი შენი ოჯახი ჩემიცაა, მაგრამ არ ... -შენც ამას იზამდი ჩემ ადგილას. -ივა, გაფიცებ რა ჩვენ ძმაკაცობას, არ ... -აი მაგ ჩვენი ძმაკაცობის მერე ... შენ დონღვანთან რაიმე საერთოს გამოძებნი და იცოდე, რო ჩემთვის დონღვანზე დაბლა შენ დგახარ!-ფეხზე წამოდგა და მაღლიდან დააჩერდა ნირწამხდარ მამაკაცს.- არ მინდა რო ეს სიტყვები გაკადრო, მე რას ვიზამდი შენ ადგილას რომ ვყოფილიყავი. -არც მაკადრო!-ხმაში ფოლადი გაერია კოლას. -პრაღაში მივდივარ ... ორ დღეში. -რა გინდა პრაღაში?! -საქმეები მაქვს. -და დონღვანი?! -ვიზრუნე რომ იმდენ ხანს ვერ გამოვიდეს ციხიდან, სანამ ჩემი ძმის ტკივილი არ გამინელდება. -რა გააკეთე, ივა?!-ფეხზე წამოდგა ნიკოლა. -ვჭრი, ვანაწევრებ, აი ისე ... შესაჭმელად რომ გახდეს მარტივი. -არ ხარ შენ ეგ კაცი, ივა! -არც ეგ იყო ის კაცი, ბავშვი მოეკლა. -პრაღაში რა საქმე გაქვს, ივა?!-უსიამოვნოდ გასცრა ასლანიკაშვილს. -რომ გავიგო არასწორ მხარეს დადექი ... მერე აღარაფერი დამრჩება, რასაც ჩავეჭიდები. -არ ვიცი რას აპირებ, მაგრამ არ გააკეთო. სიმართლე გავარკვიოთ და ... -მე სხვა სიმართლე არ მაქვს. მე ჩემი ძმის საფლავთანაც არ მაქვს სხვა სიმართლე, ვერც შენთან მექნება. -აქ ამისთვის მოხვედი?!-ჩაეცინა ნიკოლას.-რომ გაგერკვია რომელ ბანაკში ვიბრძვი?! გზებიც დამილოცნია. დონღვანი მე კაცად გავიცანი, არც თქვენი ტენდერი გამიგია, არც ბავშვობაში ვერ გაყოფილი სათამაშოები. თუ მკვლელია, მკვლელის მიიღოს. აცადე ციხეში კაცურად ჩაჯდეს. ერთი იცოდე. თუ მე შევცდი და მე ამასაც არ გამოვრიცხავ ... დონღვანის კიარა მამაშენის არაკაცობამ არ განგისაზღვროს შენი კაცობა! და კაცობა ტყვიის დახლა არც ადრე ყოფილა და არც დღეს იქნება. აღარაფერი უთქვამს. გარეთ რომ გამოვიდა, შეამჩნია რომ ქუჩაში ის ობლად მდგარი ლამპიონიც აღარ ანათებდა. მანქანაში ჩაჯდა და იქაურობას ისე გაექცა, როგორც უკანასკნელ სამსჯავროს. ყველა ადამიანს რომ აქვს და ხშირად სინდისს ვეძახით ხოლმე. *** ღრუბლიანი წარსული - თავი მეორე ზუბალაშვილების ქუჩაზე საკუთარი სახლის აივნიდან გადმომდგარ ილია დონღვანს ქუჩის ბოლოდან მომავალი მოხუცი ქალი მონდომებით უქნევდა ხელს და შორიდან უღიმოდა. -როგორ ხარ, დარია?!-საოცრად ხავერდოვანი და სასიამოვნო ხმა ჰქონდა ახალგაზრდა მამაკაცს. ლაღი ღიმილი უნათებდა ჩამოთლილ პირი-სახეს. -იცი როგორ მიყვარხარ?!-დაღლილმა ქალმა სხეული მოასვენა და წელზე ხელშემოდებულმა ამოხედა ბიჭს.-აი, ბებოს რომ არ მეძახი. შენ, როგორ ხარ?! -თქვენნაირ ქალს რომ ვუყვარვარ, ცუდად ვერ ვიქნები ვერც ერთ ვარიანტში.-იცინოდა გულწრფელად აივანზე გადმომდგარი. -ეხ, როგორ მენანები, ილიკო?!-თავი გადააქნია ქალმა და შეფარული ღიმილით დახარა თვალები. -რაზე ამბობთ?!-ვერ მიუხვდა დონღვანი ქალს განზრახვას. -პატარაა ჩემი შვილიშვილი ძალიან, თორე ჯადო რომ გამეკეთებინა, მაინც ისე ჩავაწყობდი საქმეს, სიძედ წამეყვანე!-ქალის ხმაზე ისეთი ხარხარი აუვარდა დონღვანს მოპირდაპირედ მცხოვრებმა, მათმა მეზობელმა ქალმა ინტერესით გამოაღო ფანჯარა. -რა აცინებს ჩვენ ილიკოს ასე?!-დარიაზე ხუთი წლით უმცროსი იქნებოდა ილიას მეორე მეზობელი, სანდომიანი ღიმილით შეჰყურებდა მეზობლებს. -უცოლოდ რომ დადის და მე გული მისკდება, ამაზე იცინის ასე მონდომებით!-თავადაც გაეცინა მოხუცს და ისევ ილიას ახედა, რომელიც ისევ ისე არხეინად იცინოდა. -გამოუჩნდება თავისი წილი მეორეც, აბა მარტო ხო არ დარჩება, დარიჩკა?! -მაგას კი გამოუჩნდება, ვიკითხო მე! -რატო კი მაგრამ?!-სიცილს ვერც მეორე მეზობელი იკავებდა. -ამის ცოლს რა უჭირს, შვილო. მე ვის მომიყვანს სიძედ ჩემი მიაკო ეს არი საქმე. -შენი მიაკოც კარგ ბიჭს გაჰყვება ცოლად. -ოჰ, დაალაგა მომავლის გეგმები. -ნახვამდის!-გაუღიმა მეზობლებს ილიამ და ღია კარში გაუჩინარდა. სულ ათი წუთი არ გასულა აბაზანიდან გამოსულს კარზე კაკუნი რომ შემოესმა. ზანტად დაიძრა მისაღებისკენ და რკინის მასიური კარი გააღო. -სად ხარ ამდენ ხანს?! შემწვეს კოცონზე, ვგავარ ჯორდანოს?!-თვალებს ატრიალებდა შეშფოთებული დათა ძნელაძე. -დილის ათი საათია, გუშინ სახლიდან გაგაგდე ორ საათზე. -მამადლი?! -რას?-სიცილი ვერ შეიკავა ილიამ და სახლში შეატარა მოუსვენარი მეგობარი. -შენ თავს. -ვაიმე, კი. გამადლი. შემეშვი, მაწუხებ, ჩემ პირად სივრცეს აღარ მიტოვებ, ხვდები?! -შევიწროებული საყვარელივით ნუ მელაპარაკები, მამაშენის შვილს ვინმემ მოსასმენი არ დაგიმონტაჟოს და უბანში სახელი არ გამიგდონ ძმაკაცი ყვარებია მთელი ცხოვრებაო, ისედაც ეჭვის თვალით მიყურებს მამაჩემი. -მიხვდა, რომ რაღაც პრობლემა გაქ ხო?!-სახეზე სევდა გამოესახა ილიას. -რა პრობლემა ...-დივანზე ჩამომჯდარმა დაბნეული მზერით შეათვალიერა სამზარეულოში ყავის აპარატთან მდგარი ილია. -სამკურნალო რომ ხარ, შეუქცევადი შიზოფრენია რომ გაწუხებს და ცხოვრებაში არაფერ ცუდთან ერთად არაფერი კარგი და ღირებულიც რომ არ გაგიკეთებია. -არა, რატო. მეცხრე კლასში ქართული რომ გადაგაწერინე?! -სულ ეგ არი შენი „მადლი ქენი გაიარე?!“-უკვე ხარხარებდა დონღვანი. -ნუ არა, რატო ... მაქვს მე ჩემი წვრილ-წვრილი გმირობანი, რომელთა აღწერასაც მარტო იმიტო ვერ ვასწრებ რომ აქ სერვანტესი არავინ არ არი. -ჩემი დონ კიხოტის ცხენი! -შენ არ მომწონხარ ილია თუ მღალატობ მითხარი პირდაპირ რა შორიდან მივლი?! -რა ერქვა დონ კიხოტის ცხენს? -როსინანტი, არ არი ახლა ეს მნიშვნელოვანი, მომახალე შენი მწარე სიმართლე, ვის მიმალავ?! -მამაჩემი, მსტოვართა რაზმი და უბანი არ დაგავიწყდეს. გაასწორე წინადადები.-ყავის ფინჯნებით ხელში მდგარი ილია უკვე შემაწუხებელ ხმაზე იცინოდა. -მე თუ როსინანტი ვარ შენ გამოდიხარ სანჩო პანსას ვირი. -მაგას არ ჰქონდა სახელი? -არ ვიცი, რატო დამღალე?! -რა გინდა დილის ათ საათზე რატო გღვიძავს? -გადავწყვიტე ტიკტოკერობა დავიწყო. -გადაწყვიტე შენი თავი იპოვო?! -ხო.-სერიოზული გამომეტყველებით დაუქნია თავი მეგობარს და ფინჯანი ხელიდან აართვა ორად გაკეცილ დონღვანს.-რატო დაცინი ჩემ შინაგან ვულკანს, რომელიც ჯერ არ ამოფრქვეულა? -კიდე მე დავცინი?!-ძლივს ამოთქვა ილიამ და სკამზე ჩამომჯდარა სიცილის ახალ წრეზე წავიდა. -მოკლედ, კონტენტიც ვიპ ... რა გაცინებს, ილიკო?! -კიდე მე რა მაცინებს?!-სკამიდან იატაკზე ჩაჯდა ახარხარებული დონღვანი. -კაი აიყვანე თავი ხელში კოლა მირეკავს!-თავი გადააქნია უკმაყოფილოდ დათა ძნელაძემ და ტელეფონით ხელში წამოდგა დივნიდან.-გისმენთ!-„კონტენტიდან“ ამ ტონზე გადასვლას ილიკო მომზადებული ვეღარ შეხვდა და იატაკზე უკვე გაწოლილ ფორმაში მყოფმა ხელების ქნევით ანიშნა მეგობარს რომ წყალი მიეწოდებინა. -ნუ, აი საქმეზე ვარ რა ... არაფერი ისეთი ბიჭებმა რაღაც ვერ „გააიასნეს“ და ამოვედი, რა.-ილიას ზედაც აღარ უყურებდა ეშხში შესული ძნელაძე.-არაფერი ისეთი, აზრზე მოდიან „პაწიხონკუ.“ -აივანზე გასულმა კარიც დახურა, მიხვდა ილიას ხარხარი ძალიან შეუსაბამო ფონს უქმნიდა „თემას.“ საუბარი დაასრულა თუ არა აივნის კართან სერიოზული სახით მდგარ ილიას ეჭვნარევი მზერა შეავლო. -ვიქტორიჩ, გავდივართ რა ჩვენ და შენ რას იზამ, გადაუვლი ამათ და ჩაცხრილავ თუ ავარჩიოთ ტიკტოკის კონტენტი?! -არასერიოზული კაცი ხარ, შენ ილია დონღვანო!-თავი გადააქნია და უკმაყოფილოდ აუარა გვერდი.-მოდი დაჯექი საქმე მაქ. -ქალების ჯგუფში დაგამატეს და უბანი არ გაეფრუვებს?! -ვანიკო ვნახეთ გუშინ, ჩვენი. -ნინუაშვილი? -ჰო. -მერე? -აურია. -კიდე?!-სახე შეუწუხდა ილიას.-რა უნდა?! ხო გავაფრთხილე არ გაეკარო ... -არა, ოჯახის ამბავია. -სერიოზულია?! -თან ძალიან სერიოზული.-ხმა დაუბოხდა დათას. -გეხვეწო?! ამოთქვი. -დედამისს საყვარელი ყავს. -კაი. -აუ, არანაირად არ „კაი“. დამიჯერე. -ახალგაზრდა ქალია, რა არი ამაში ... -ვანიკოს კლასელი. ორ წამიანი დუმილი თითქოს ყოველგვარ ემოციას იტევდა უთქმელად. -ვანიკომ გაიგო?! -ეჭვი აქ. -იქნებ არ არი მერე ეგ ეჭვი მართალი. -არი. -შენ რა იცი?-ნერვები მოეშალა ილიას. -აუ, ვიცი რა. -რა იცი-მეთქი!? -დავინახე. -რა დაინახე? ნუ დამაწყვიტე ნერვები, მოყევი წესიერად. -აუ, რა.-სახე წაშლილმა თავი დახარა. -რანაირი სათქმელია. -რა დაინახე. -დევდარიანის ბიჭთან იყო, რა. -ვისთან?-თითქოს მოესმაო ილიას და სასწრაფოდ წამოდგა ფეხზე უჰაერობისგან შეწუხებული.-ვინ არი დევდარიანი, ბიჭო?! -დიმა დევდარიანის ბიჭი ... -ეგ ჩვენი ტოლია რა ვანიკოს კლასელი! -უმცროსია ვანიკოს კლასელი.-თითქოს სხვისი ცოდვა გულზე დათას დააწვაო ისე დახარა თვალები შეწუხებულმა.-აუ, ნეტა არ დამენახა, ილია. გეფიცები მოვკვდი და ვინატრე მიწა გამსკდომოდა! -სად დაინახე? -ჰილტონთან. -ფუ.-და თითქოს ხმა ჩაუწყდაო სიტყვები ყელში გაეჩხრია დონღვანს. -ტიროდა ვანიკო.-უფრო დაამძიმა სიტუაცია დათამ.-სახლის კართან ჩამჯდარი ტიროდა. გავგიჟდი და ჰალუცინაციები მაწუხებსო. ტატოს ეხვეწა, ილიკოს არ უთხრა ისე წამიყვანე ექიმთან, საკუთარ დედაზე რეებს ვფიქრობო. მამაჩემს ვერ ვუყურებო. ტიროდა, ბავშვი ბიჭო, გესმის?! -ნუღარ ყვები.-სუნთქვა გაჭირდა ოთახში. -დავეტაკეთ, ავაყენეთ და ტატოსთან წავიყვანეთ. -ტატო სად არი?! -დედამისი სოფელში უნდა წაეყვანა, ჩატენა ესეც მის მანქანაში და წაიყვანა ორი დღით გავარიდებ აქაურობასო. -მერე იმას უთხარით?!-და თითქოს „იმას“-ში ჩაატია ყველაფერი ილიამ, როცა ვანიკოს დედა იგულსიხმა ერთ სიტყვაში. -ვანიკომ მიწერა. იმან ძაან მშვიდი, მზრუნველი ტონით ... „ჭკვიანად, დე.“ -ნუ იძახი ეგრე!-გააღიზიანა მეგობრის ტონმა ისე თითქოს ორი წამის წინ თავადაც ასე არ დასწოლოდა ზიზღის განცდა უცნობი ქალის მიმართ. -შენ ხო იცი, ილო. მე თანამედროვეობაც მესმის და ტრადიციებიც. აი, ამას ვერ ვუგებ, რა. -მაგ ამბავს არც თანამედროვეობა ამართლებს და არც ტრადიციები ამძიმებს. წერტილ დასმული ამორალურობაა. მორჩა. -ეს ტუტუცი ბიჭი ... ტვინში სისხლი მექცევა, რომ ვფიქრობ ძმაკაცებთან შეიძლება ამაზე ლაპარაკობდეს.-საფეთქლებზე ხელები მიიჭირა დათამ. -ისე უნდა მოგვარდეს ვანიკომ არ გაიგოს. -მამამისს მიაკითხავ ფირმაში და ეტყვი, შენი შვილი არაკაცურად იქცევათქო?! -შენ რამე სხვა იდეა გაქვს?! -იდეა კიარა, ნერვოზი მაქ ამ ამბის მერე თან სერიოზული! -იმ ვატოს ნომერი გამიგე. -კოლას დავურეკო?! -რაზე ურეკავ კოლას, გააფრინე?! ... კაი, დამაცადე მე მივალ რა. -სად მიხვალ!? -სკოლაში. -არ გადამრიო. ვანიკოს რანაირად გამოაპარებ შენ მისვლას?! -აუ, ვანიკოს თუ ვეღარ გამოვაპარე ჩემი სკოლაში მისვლა და მაგრად ყოფილა საქმე! -გამოგყვე?! -ჰო, ადექი გავიდეთ. ჯერ ტატოსთან გადარეკე, გაარკვიე როგორ არი. -ეს ბავშვი რომ ავიკიდეთ არი შენი ბრალი, ეგ ხო იცი?! -ხო, მერე?-ისეთი მზერით მოუბრუნდა ბავშვობის ძმაკაცს დათამ მიხვდა როგორ დააშავა ამ კითხვით.-გამძიმებს?!-ისეთი ცივი გაუხდა თვალები დათამ სახე ძლივს დაიმორჩილა. -რა გჭირს, გააფრინე?! -მეორედ ეგ აღარ გამაგონო. -შენ სონი ხარ და ეგ კალოჯერო ... კაი ვსო, წავედით. რა არი, ბიჭო, აუ შენ ჩემი ტიკტოკის კონტენტიდან ვარდები, ილო! შენთან ვერ დავდუეტდები, არ გამოვა! პასუხი რომ აღარ დაუბრუნეს, ენა გადაეყლაპაო თითქოს დარცხვენილმა ჩაირბინა კიბე და ილიკოს მანქანაში დაიკავა უკანა სავარძელი. ხუთ წამიან დუმილს დონღვანის მძიმე ამოოხვრა მოჰყვა, სარკიდან უყურებდა სავარძელზე მჯდარ დათას. -შენი მძღოლი ვარ?! -მძღოლია მამაჩემიც, მერე?! -მამაშენი ჩემი ძმაკაცია, უკან არ ვუჯდები ხოლმე, ასე, ნაგლად.-ღიმილი შეეპარა ხმაში ილიკოს. -ხოდა ეძმაკაცე მამაჩემს. -უშენოდაც როგორმე ვახერხებთ. -ძალიან ტყუილად „მეპათხალიმები.“ -რა გინდა, დათა?! არი ახლა ამის დრო?! შენც ხო იცი ... -არა, განა რამე. ტიკტოკს რომ გავაკეთებ, ხო ჩამაწერინებ შენთან ერთად ხუთ ვიდეოს?!-ზედმიწევნით იცოდნენ, სად იწყებოდა მათ ურთიერთობაში „შეცდი“ და სად მთავრდებოდა - „ვიცი“. -გადადი მანქანიდან!-თვალები აატრიალა დონღვანმა. -კაი, ხო, კაი. სამი და მოვრჩეთ.-არ გადმოსულა ავტომობილიდან ისე გადაინაცვლა მარტივი მოძრაობით უკანა სავარძლიდან წინაზე.-ჰე, წავედით „ქინდეგათენში“ გვაქ „ხიპიში.“ -ნუ, აი.-სახე დაებრიცა ილიკოს.-ან რუსულში ჩაჯექი, ან ქართულში, ან კონტენტში ასე ყველაფრიდან ამოვარდნილი რანაირად ხარ, შვილო?! -ყველაფრიდან ამოვარდნილი არ ვიცი, მაგრამ შენზე ვარ ექვსი დღით უფროსი, ნუ მიმაწერინებ მამაშენთან დეპეშას, რომ შვილი კაცად ვერ გაუზრდია, მტერი მოყვარედ! -ნუ ღადაობ შენ მამაჩემის და დევდარიანების მტრობაზე. ოცდამეერთე საუკუნის მონტეგები და კაპულეტები არიან, რომეოს და ჯულიეტას გარეშე. -ჯულიეტაზე გამახსენდა, გუშინ ველაპარაკე მელანიას, პრაღაში ვრჩები მაგისტრატურაზეო. ეგ ბავშვი გვარში გარღვევა რატო გამოვიდა?! -ძმა ყავს უსწავლელი, დედა თუ მამა, შენ არ გაგერღვეს ახლა მომავლის ხაზი და ტიკ-ტოკის კონტენტი. -ძმა ჰყავს ცალსახად უწიგნური, დედა მწიგნობარი, მამა კაპულეტი. -შენი საღადავოა მამაჩემის შექსპირი?!-თვითონაც ეცინებოდა ილიკოს. -აი, ზუსტად ვიცი დევდარიანები რომ გაუშვა, დაიქირავებდნენ ვინმე „მოშნად“ ბანძ მწერალს და დააწერინებდნენ ... „რაცა სიციცოცხლეს ვერ გაუყვია, გაჰკვეთოს მახვილით დონღვანთა ღირსებამ.“ -გეხვეწები, მივედით და გამორთე ეს ტიკ-ტოკში მიღებული განათლება. -განათლება საიდანაც არ უნდა მიიღო, ყველგან სასარგებლოა. შენ ასე აგდებით ნუ უყურებ ჩემ მომავალ ... -ბიჭო, მერე უბანში იციან კონტენტზე? -უბანი როგორც ენა, ცოცხალი ორგანიზმია. ვითარდება. შეუქცევადი ფერხულის თანამონაწილეა, თანამედროვეობას თვალს უსწორებს და უღირსს და ღირსეულს ერთმანეთში კიარ ურევს, ასე, შლის და აკვირდება. გაიგე შენ?! -დათა, ის გოგო ვინ არი?! -ვინ, გოგო?-უკმაყოფილოდ გამობურცა ტუჩები ძნელაძემ და გაჩერებული მანქანიდან გადახედა ეზოში მდგარ ახალგაზრდობას. -აი, ის ... ბექა თავდიდიშვილის გვერდით რომ დგას და რაღაცაზე იცინის. -ვა ... რა ხალხი!-თქვა თუ არა კარი გამოაღო და ილიკოს „მოიცა“-სთვის ყურადღება აღარ მიუქცევია ისე დაიძრა ნაცნობი ბავშვებისკენ.-ბექუნა, როგორ ხარ?! -დათა, საუკუნეა არ მინახიხარ, შენ როგორ ხარ?! საიდან სად აქ!? -ძველი სკოლაა და მოვინახულე, რა.-მზერა მოავლო სკოლის შენობას.-ვანიკო ხო შენი კლასელია?! -ნინუაშვილი?! -ხო. -არა, მიაკოსი. ჩემი პარარელია. -მიაკოს არ ვიცნობ.-სასაცილოდ შეჭმუხნა დათამ ცხვირი და მანქანაში მჯდარს დონღვანს ჩუმად ჩაუკრა თვალი. -როგორ არ იცნობ, ჩვენი მეზობელი იყო. -ვა?!-თვალები გააფართოვა დათამ და მანქანის სავარძელზე შესწორებულ ილიკოს გასძახა.-ილიკო, მიაკოს იცნობ?!-ეზოში ყველამ მათ გადმოხედა. დონღვანმა მანქანის მინა ჩამოსწია და წინ გადმოხრილმა გაუღიმა გოგონას. -ვისო!? -მიაკოს. -არა, მე საიდან ...-ენა დაება გოგონას და ირგვლივ ხალხის ინტერესით სავსე თვალები გმირულად დააიგნორა. -კი დღეს მირიგებდა ბებიამისი!-იცინოდა მანქანიდან ილია დონღვანი და ისე შეფარვით უყურებდა ლოყებაწითლებულ გოგონას სიამოვნებისგან ჟრუანტელი უვლიდა, რომ იცოდა თავად იყო ავტორი ამ სიწითლის. -რას შვრებოდაო?!-სახე ძლივს დაიმორჩილა ბექა თავდიდიშვილმა. დათას რაღაც უნდა ეთქვა ილიას წინ თეთრმა ჯიპმა რომ დაამუხრუჭა და იქიდან მედიდური სახით გადმოვიდა ვატო დევდარიანი. წამის ინტერვალში მიჰყვა უკან დონღვანი და ჭიშკარში არ შესულ ვატოს ზურგში დააწია სიტყვა. -შენ ვატო, ხო?! ვატომ გაღიმებული მზერა ჯერ მიაკოს მიაპყრო, მერე ფრთხილი, ზანტი მოძრაობით მოუბრუნდა ილიას და თავით ანიშნა „გახლავართო.“ -ილია დონღვანი ... წამო, ჩამიჯექი, საქმე მაქვს.-ღიმილი არ მოსცილებია დონღვანის სახეს, ისე ანიშნა მანქანაში ჩამჯდარიყო უმცროს დევდარიანს. -როგორ?!-ხმა გაეწელა ვატოს. -საქმე მაქვს, შენთან მინდა საუბარი.-სიმშვიდეს და ღიმილს არ კარგავდა ილიკო. -ხო, ერთი წამი ...-საჩვენებელი თითი ცხვირწინ აუფრიალა დონღვანს.-შენ, მეორედ არ გაგაფრთხილებ ... გითხარი, არა-მეთქი.-ბექას გაყინული ხმით მიუგდო ორი სიტყვა და თავადაც ვერ გაიაზრა როგორ დაძაბა სიტუაცია. -გამახსენე, რაზე შევთანხმდით, რომ „არა?!“-გაეცინა ბექა თავდიდიშვილს. -მიაკო, სახლში წადი.-დაუბარა სახეწაშლილ მახარაძეს და დონღვანს მიუბრუნდა.-რაშია საქმე?! ილია სადღაც, იქით ... ცოტათი შორს, დევდარიანის ზურგს უკან, იმ პატარა გოგონას უყურებდა რომელიც სულ მალე, ძალიან მალე დაიწყებდა სიცილს. და ჰაერში ფეიერვერკივით რომ განათდა მისი მოცინარე სახე, წკრიალა ხმის ნოტები ჰგავდა თითქოს ლამაზ აფეთქებას და ყველამ მზერა გოგონაზე გადაიტანა, თავად დონღვანმაც კი ვერ შეიკავა სიცილი. -მეორედ, ამ ტონით რამეს მეტყვი და გეფიცები ერთხელ მეც ვიკადრებ ვიყო შენნაირი!-ზიზღნარევი ტონით ამოილაპარაკა მიაკომ და ბექას მოუბრუნდა. -წავედით?! -ხო.-სიტუაციიდან გამოერკვაო თავდიდიშვილი, მშვიდი ლაღი ღიმილით გაჰყვა გოგონას უკან. ვატომ ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და სასწრაფოდ მოძებნა სასურველი ნომერი. სულ ორი წამით და მიაკო გაჩერდა, ამღერებული ტელეფონისთვის პასუხი რომ გაეცა. -ისედაც გეტყოდი, რომ მიყვარხარ. რა არი, რა ქაჯურად იქცევი, გოგო!-და სისხლი გაეყინა ძარღვებში ილია დონღვანს, რომელიც გაქვავებული მზერით დასცქეროდა დევდაირიანების უმცროს ვაჟს, რომელსაც არაფერი ეცხო უფროსი ძმის. მანქანაში ჩამჯდარმა ვატომ უტეხი მზერა მიაპყრო წინ მჯდარ ილიას, რომელიც წინ გადაშლილ ლისის ტბას მისჩერებოდა. -ვერ გავიგე.-დაიწყო გაუბედავად დევდარიანმა.-გულში ნამღერ თქვენ სევდიან სიმღერებს დავუგდო ყური თუ მეტყვით, რატო ვარ ყურის ასაწევად მჯდარი შვილივით უკან?! -შენ ახლა სადაც ხარ მაგას ქვია ფსკერი.-დაიწყო მშვიდად ილიამ და საჭეს შუბლით დაეყრდნო თვალდახუჭული.-რასაც შენ აკეთებ ამას არც შენი ძმა მოგიწონებს, არც მამაშენი. -უფრო კონკრეტულად რას გულისხმობთ?! ეკონომიურის და იურიდიულის ნაცვლად სამედიცინოზე რომ ვაბარებ ეგ იმედგაცრუება გადაიტანა მამაჩემმა ... -კაცად რომ ვერ გაგზარდა მაგ იმედის გაცრუებაზე ჯერ იცის თუ მშვიდად სძინავს ღამე?!-ხმა გაეყინა დონღვანს. -მაგაზე ვინ მელაპარაკება?!-ჩაეცინა ვატოს.-მამაჩემის ბიზნესით გამდიდრებული მამის შვილი?! -მე აქ მამაჩემზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ და ამას არც მამაჩემს ვაკადრებ და არც მამაშენს.-ირონია უპასუხოდ არ დაუტოვა ილიამ ბიჭს.-სხვის მამაზე სალაპარაკოდ ხარ აქ და იმედი მაქვს იკმარებ ყურის აწევას. -როგორ?!-სახე მოეღვლიჭა ვატოს. -კაცი რომ სახლში შეგიყვანს, პატივს გცემს, გიღიმის და შენთან ძმაკაცობა თუ არა, ასე, უბრალოდ ადამიანური ურთიერთობა გააჩნია კარგი „გამარჯობა“ და უკეთესი „გაგიმარჯოს“ ამბავში, შენ უნდა ადგე და თავზე გადაუარო?!-სხეული გაუქვავდა ვატოს ამის მოსმენისას. -შენ ვის კაცობას ეხები, ვის ოჯახს აბიჯებ და ვინ გაძლევს მაგის უფლებას, ბიჭო?!-ხმის ტემბრი არ შეუცვლია დონღვანს, თუმცა კი საკმარისი იყო ჟღერადობა საიმისოდ, სისხლი გაჰყინვოდა ძარღვებში იქ მსხდართ. -რაზე მელაპარაკები ...-იდიალურიად შენიღბა მღელვარება ვატომ. -იცი რას გიზამ?! ცხოვრებაში სადმე, რომ გადავაწყდე შენ არასწორად ნათქვამ თუნდაც ერთ სიტყვას ვანიკოს დედაზე ... შენ, იცი რას გიზამ?! საქმეს ისე მოგიქცევ მამაშენს მამაჩემმაც რომ დაეხმაროს გარეთ ვერ გამოყოფ შენ ცინგლიან თავს მთელი შენი ცხოვრება. შენ, ახლა ბავშვი ხარ, ძალიან კარგადაც ხვდები რომ გეშლება, მაგრამ ვერ ხვდები რამდენად გეშლება. შენ, ახლა უნდა ააწყო და ააშენო შენი პიროვნება. შენმა ძმამ შენ ეგ არ ... -ჩემ ძმას ნუ ახსენებ!-ვატოს გამწარებულ ხმაზე მზერა ტბიდან უკან მჯდარ ბიჭზე გადაიტანა ილიკომ. -შენი ძმის ამხელა პატივისცემა თუ გაქვს ამას აკეთებ?! შენ, ხო იცი, რომ გაიგოს არ გეტყვის რომ ... -მიყვარს! -მეორედ არ გაიმეორო, თორე ვერ გამომართმევს შენ თავს ხელიდან ვერავინ!-ყურთან უღრიალა ბიჭს ილიამ.-შენი კლასელის დედაა, ბიჭო. ავადმყოფი ქმარი მისაღებში ეტლით ზის, ყველა მოსწავლეს თავისი ცოლისას, საკუთარი შვილივით ესალმება, შენ ვინ გიყვარს, ბიჭო!-ღრიალებდა ხმის ჩაწყვეტამდე. -არ იყო ჩემზე დამოკიდებული ... არც მე გავუზრდივარ ეგრე ჩემ ძმას. ორ წამიან დუმილში ჩაახშო ემოციები დონღვანმა და მზერა ისევ ტბას გაუსწორა. -დარეკე და უთხარი რომ აღარ აპირებ მისვლას, არც ნახვას, არც დარეკვას. უთხარი რომ სხვა გიყვარს და მორჩა. ისე დაამთავრე ეგ ამბავი იმ ქალს სადმე რომ შეხვდე ქუჩიდან გადადი, ხო გაიგე?! -და თუ არ ... -რაა?!-უკან მოიხედა ილიამ და შეურაცხადი მზერით დააჩერდა ბიჭს.-წაშალე ყველანაირი „თუ“ ... თუ მართლა არ გინდა რომ ცხოვრებაში მაგ არასწორ სიტყვას დაგამგვანო! -შენ რატო ... -იცი ვანიკო რა კაცის გაზრდილი შვილია?! ტყვია რომ არ აშინებთ ეგეთის! ის კაცი იცი რომ იმ ომში იბრძოდა, რომლის დროსაც მე და შენ კურორტებზე გვასვენებდნენ ოჯახები?! შენ, იცი ვის გაზრდილ შვილს ეტაკები?!- დონღვანის გვერდით მჯდარ დათასაც კი ჟრუანტელი უვლიდა ილიას ცივ ხმაზე. -შიგ შუბლში დაგახლის მამამისის ნაომარი იარაღით ტყვიას და ისე დაგაფურთხებს შენი გვარი ვერ აწმინდავს მაგ სირცხვილს. იცი, შენ ეგ?! -შენ, რატო ერევი-მეთქი. ხო, მომკლას. შენ, რა განერვიულებს?! არ მითხრა დევდარიანების ... -ვის რა ჭირად უნდა თქვენი დევდარიანები, ჩემი გაზრდილი ბავშვი მეღუპება შენი არაკაცური საქციელის გამო!-და ისევ იფეთქა დონღვანის ცხელმა სისხლმა საფეთქლებთან გავარდნილი დამბაჩასავით.-არაკაცი ხარ, მაგრამ შენ ძმას ხო უღირხარ ცოცხალი?! -ჩემმა ძმამ რომ გაიგოს ...-ხმა გაუტყდა ვატოს.-ვანიკოზე წინ ეგ დამახლის მაგ ტყვიას შუბლში. -ეგ შენ გგონია ეგრე.-ჩაილაპარაკა მშვიდი, დამყოლი ხმით. -შენ ძმას რომ ... -ახლა რასაც გეტყვი ბოლომდე გაიაზრე. უკანასკნელი არაკაციც სამყაროში პატიების ღირსია და ცხოვრების ამ პრინციპს თუ ვერ ჩაწვდი აქამდე, ეცადე დარჩენილი ცხოვრება მაინც იცხოვრო ისე, რომ მიხვდე შენც გაპატიებენ თუ ითხოვ. შენ, რომ ხვალ ტყვია ღირსეულად გესროლონ შენ კაი, ჯანდაბას, იტყვიან რომ იმსახურებდი ... დედაშენი იმსახურებს ჩვიდმეტი წლის შვილის კუბოს?!-ავად გასცრა დევდარიანს საკუთარი დედის წარმოდგენაზე.-შენი ძმა იმსახურებს მთელი ცხოვრება დანაშაულის გრძნობას რომ ვერ გაგზარდა?! -და ლოდივით დააწვა ივას ყველა სიტყვა ღირსებაზე გაგონილი. -და ტყვიაც რომ არ დაგახალონ ... აი, ასე უბრალოდ რომ გასკდეს ეს ამბავი .... შენ ცხოვრებას გააგრძელებ, როცა ყველას თვალში არაკაცი დარჩები და იმ ქალს საკუთარი ოჯახის თვალში დიდ სირცხვილად გაიმეტებ?! -წასვლა მინდა!-იგრძნო ვატომ როგორ ვერ დაიმორჩილა საკუთარი თავი და როგორ მოაწვა ცხელი სითხე თვალებში. -ხო წახვალ. თუ ჭკუა გაქვს თავში აზრზე მოდი. მეორედ შენთან არ მოვალ. შენ ძმას მივაკითხავ სახლში. -ოღონდ ივას არა!-აღმოხდა გათეთრებულ ვატოს. -გადადი მანქანიდან. *** ღრუბლიანი აწმყო - თავი მესამე ოქროს ქალაქში მზის სხივები ელიცლიცებოდნენ ერთი მეორეს და იპარებოდნენ ისე, როგორც გაძარცვული სახლის ფანჯრებიდან გადმოპარული ყოჩაღი ქურდები, მხრებზე მოკიდებული მძიმე ცოდვებითა და სახეზე მოთამაშე ბოროტი ღიმილით. სტარომესტკის მოედანზე რატუშას საათის წინ მდგარი გოგონა დაუცხრომელი ინტერესით მისჩერებოდა შოუს. ჩონჩხის ფიგურა, რომელიც საათის ციფერბლატთან სხვა სამ ფიგურასთან ერთად იყო განლაგებული ქვიშის საათს ატრიალებდა, და მეორე ფიგურას, რომელიც სავარაუდოდ ჩალმიანი თურქი უნდა ყოფილიყო, ხელში მუსიკალური ინსტრუმენტით, რაღაცას ანიშნებდა, რაზეც თურქი უარყოფის ნიშნად თავს აქნევდა. მესამე ქანდაკებას, რომელიც ხელში ფულის ქისას ათამაშებდა მეოთხე ქანდაკება სჯიდა თავისი მახვილით. -ამბობენ ყველაფრის დროს აჩვენებსო ... მე რაღაც არ მჯერა.-გოგონამ მსუბუქი შეკივლებით აცნობა უცნობს, რომ შეეშინდა. -თქვენ ... გიცნობთ?! -არა.-გაეღიმა მამაკაცს და ისე რომ ზედაც არ შეუხედავს გოგონასთვის ისევ საათს დააჩერდა, სადაც შოუ კვლავაც მიმდინარეობდა. -შემაშინეთ! -გულშიც კი არ გამივლია, თქვენი შეშინება.-გულიანად გაეცინა უცნობს და საათის ისარი მძიმედ შეირხა. თითქოს პირველი ტყუილი მაღლა გაიგესო და ათვლა დაიწყეს მამაკაცის მხრებზე დასაწყობად გამზადებული ცოდვად ქცეული ლოდებისა. -როგორ მიხვდით, რომ ქართველი ვარ?! -თბილისში გნახეთ პირველად და ალბათ მაქედან.-მხრები ისე უდარდელად აიჩეჩა თავად შეზარა ცოდვის სიმსუბუქემ. -მე რომ არ ... -ივა დევდარიანი.-თქვა და თვალდახუჭულს ისე გაეღიმა თითქოს გოგონას რეაქცია წინასწარ გამოიცნოო და ამით ბედნიერმა ემოცია ვერ შეიკავა. რამდენჯერ ჰქონდა ეს მომენტი წარმოდგენილი, მაგრამ ამას ვერასდროს იფიქრებდა ახალგაზრდა მამაკაცი. -ჩემ ძმას იცნობთ!?-საიდანღაც მართლაც ეცნობოდა ეს გვარი მელანია დონღვანს. -სამწუხაროდ, არა.-თავი გადააქნია და საათის ირგვლივ ეს დიდებული შოუც დამთავრდა. ანგელოზის ქანდაკებას მახვილით მოეკლა ქისით ხელში მდგარი ქანდაკება და მამლის ყივილიც ესმოდათ სტარომესტკის მოედანზე შეკრებილთ. -იცით მე თბილისში ბოლოს ... ძალიან ადრე ვიყავი. -... წლის მარტში გნახე, მაშინ მართლა ძალიან პატარა იყავი.-გაეცინა და მზერა ასტრონომიული საათიდან მელანიაზე გადმოიტანა, რომელიც გაუგებარი აღტაცებით უყურებდა მის წინ მდგარ უცნობს. -სად მნახეთ?!-სიანცე გაეპარა პატარა ქალს ხმაში. -ზუბალაშვილების ქუჩაზე მოდიოდი ველოსიპედით, ჭრელი ყვავილებიანი კაბა გეცვა, პედლებს ისე სწრაფად ატრიალებდი სიჩქარე ვერ მოზომე კატის დანახვაზე, მერე ნაგვის ყუთს ააცილე, მაგრამ მუხლები გეტკინა ძალიან.-ისეთი ლაღი და უდარდელი ხმა ჰქონდა, მშვიდი და მოზომილი ემოციები სახეზე უცნობს აფიქრებინებდა, რომ მთელი ცხოვრება სწორედ იმ მომენტზე ფიქრში გაეტარებინა ამ დრომდე. ნაცნობებმა კი ეს ისედაც კარგად იცოდნენ. -შენ! -თვალები დაექაჩა მელანიას. -დედაჩემის ნაყიდი საყვარელი პერანგი გავაფუჭე შენი მუხლის გამო. -ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა ივამ და გოგონას მთელი სხეულით გაუღიმა.-ვალში ხარ ჩემთან. -ვტიროდი, დედა საყვედურს მეტყვის თუ კაბას გავაფუჭებთქო.-სიცილი აუვარდა მელანიას.-არ მჯერა, როგორ ... არა, მართლა როგორ მიცანი?! -არ შეცვლილხარ. მაშინაც ეგეთი აღტაცებული სახე გქონდა ველოსიპედით რომ მოფრინავდი გზაზე და წინ გადარბენილმა შავმა კატამ ჯერ გონება აგირია, მერე სიჩქარე და ბოლოს ნაგვის ყუთისკენ წასულს მუხლიც გატკინა.-ისევ საათს უყურებდა დევდარიანი. -მე თუ მკითხავ ყველაფრის დრო მხოლოდ ღმერთმა იცის და ამ სამყაროშიც ყველაზე სწორ დროს მისი საათი აჩვენებს. -რაო?!-ღმერთის ხსენებაზე ავად გასცრა ივას. -ხომ თქვი, ამბობენ ყველაფრის დროს აჩვენებსო -საათზე ანიშნა გოგონამ ვაჟს- ჰოდა, ამაზე გიპასუხე. სასაცილო მექანიზმია. ერთდროულად ქრისტიანულ დღესასწაულებსაც აჩვენებს და მზის და მთვარის ზოდიაქურ განლაგებასაც. -მგონია რომ უბრალოდ კარგი სანახაობაა, მეტი არაფერი. -მგონია, რომ გეთანხმები.-ფეხისწვერებზე მდგარმა მელანიამ რამდენჯერმე შეიკავა ღიმილი, რომ იგრძნო მაღლიდან უყურებდნენ უცნობის თვალები. -ახლა წესით უნდა გემშვიდობებოდე. ასე უფრო საინტერესო ტიპი გამოვჩნდები. ზოგადად ასე ხდება ხოლმე. -იღიმოდა ივა. -მერე რომ მთელი ღამე ვიფიქრო, უეცრად როგორ გამოჩნდი ჩემ ცხოვრებაში?!-სიცილი ვერ შეიკავა მელანიამ. -ხო, ეგ დანიშნულება აქვს უცებ გამოჩენას და მერე გაქრობას.-სიცილში აჰყვა ივაც გოგონას და წამით სიმსუბუქემ ფერი იცვალაო თითქოს. -მაშინ უნდა წახვიდე. -წავალ ოღონდ შენთან ერთად.-ამოილაპარაკა ვერ დამალული მორიდებით.-პაემანი არა ... უბრალოდ ყავაზე დავსხდეთ, გინდა?! -ყავა არ მიყვარს, გულს მიჩქარებს. -მაშინ ჩაი. -ჩაი ძალიან ბანალურია და ცოტა სიცარიელის განცდას მიტოვებს. -აბა წვენი?!-წარბები სასაცილოდ აუვიდა მაღლა ივას. -ნაყინი მინდოდა. -ჯერ რომ ადრეა ნაყინისთვის?! -არა, იმ დღეს მინდოდა ნაყინი ... სახლში მაგიტომ მოვრბოდი რომ ჩემი ძმისთვის მომესწრო დარჩენილი ნაყინის შეჭმა.-ივამ სიცილი ვერ შეიკავა გოგონას სიტყვებზე.-სახლში სხვა ნაყინიც იყო, უბრალოდ ორივეს ერთი და იგივე ნაყინი გვიყვარდა. მერე ერთმანეთის ჯიბრზე ბევრს ვჭამდით რომ მეორეს ცოტა დარჩენოდა. -მესმის.-იცინოდა გულწრფელად. -ნაყინს მიყიდი?! -გიყიდი. და თითქოს სადღაც ქრებოდა ფიქრი იმისა, რომ ცოდვას ჩადიოდა ალბათ იმიტომ რომ ირგვლივ მიმოფანტული სიმშვიდის ჰანგები ფანტავდნენ რეალობის აღქმას და მიზანს, რის გამოც ივა სწვეოდა ქალაქს სახელად „ქვის ოცნებას“- ადგილს, სადაც თავისი ოცნებები იწყებდნენ დაბადებას. ასტრონომიული საათი ცდებოდა. ყველა ვინც ამას ხვდებოდა, იცოდა რომ სამყაროში მხოლოდ ერთი დრო და ერთი საათი არსებობს. ყველა ადამიანს თავისი საათი აქვს, მაგრამ საათი მათი როდია. იმ დროებით მუგზაურობაში, რასაც ჩვენ სიცოცხლეს ვეძახით, თითქოს ამ საათის ისრებზე მსხდარნი ვმოგზაურობთ სიცოცხლის წ....ბში. ჩვენი სწორი და არასწორი ფიქრებით. ჩვენი გატეხილი და შეკეთებული იალქნიანი ნავებით ვცურავთ დღესა და ღამეში. მთელი ღამე ფიქრობდა. მიეწერა თუ არა ნომერზე, რომელიც დამშვიდობების შემდეგ ივამ დაუტოვა ტელეფონში მელანიას. ვერაფრით გადაწყვიტა ღირდა თუ არა ამ ემოციის გაფუჭება. საკუთარ თავს ვერ უტყდებოდა რომ ცხოვრებაში რაზეც უთქვამს „მე - არა“, ერთ დღეში ხდებოდა რეალობა, რომლის ნაწილიც ხდებოდა თავისი „მე“ და სადღაც უკვალოდ ქრებოდა ყველა „არა.“ და საწოლში იცვალა თუ არა მხარი კედლისკენ, და მომენტი, სადაც გაიფიქრა „რა დაშავდება“ - გახდა დასაწყისი, რასაც დარწმუნებით დაარქვა „თავისი ისტორია“ და გადაწყვიტა რომ ბედნიერებისგან გაგიჟებული საწოლში უნდა წამომჯდარიყო და ისე ეპასუხა ტელეფონისთვის რომელიც რეკავდა. წარმოგიდგენიათ?! თავად რეკავდა. -ხვალ გცალია?!-ეჩვენა თითქოს სულ სხვა ადამიანი ელაპარაკებოდა ნაცნობი ნომრის იქით, ტელეფონის მეორე მხრიდან. -ივა?!-თითქოს ქალური მეტიჩრობით შეინიღბაო, თავი მოაჩვენა, თითქოს ნომერი უკვე არ სცოდნოდა ზეპირად. -ჰო. ხვალ გცალია? -არ ვიცი, უნივერსიტეტში უნდა წავიდე და მერე ... -არ წახვიდე, რა. -რომ ვერ გავაცდენ?!-საწოლზე იდგა სასიამოვნო ჟრუანტელით გაგიჟებული გოგონა და უკვე ფიქრობდა რა უნდა ჩაეცვა ხალ ივას რომ ნახავდა. -რომელზე ასრულებ? -სამ საათზე. -გინდა ხვალ სხვა ნაყინი ვჭამოთ. -თუ გინდა ხვალ ყავა დავლიოთ. -მერე გული რომ აგიჩქარდეს?!-ვერ დააკავა საკუთარ ტკივილში გაპარული ღიმილი ივამ. -მსუბუქი ყავა დავლიოთ. -მე შემიძლია შემოგთავაზო ჩაიც, მაგრამ ჩაი ჩვეულებრივია. -სიცარიელის განცდას დაგიტოვებს.-გაეცინა ივას სიტყვებზე მელანიას. -ხო. არ გვინდა სიცარიელე. -ივა, რა გინდა? -რაო?!-სინდისი აეშალა დევდარიანს. -ჩემგან რა გინდა ... -სიმართლე გითხრა? -ტყუილით მხოლოდ გულს მატკენ. -შენთვის გულის ტკენა არ მინდა, მელანია.-სახე დაებრიცა ივას. ის ექვსი წელი ეტკინა უსაშველოდ, უცნობ გოგონაზე ოცნებაში რომ გაატარა გამიზნულად. -მაშინ ძალიან გთხოვ, არ მატკინო. -ხვალ უნივერსიტეტთან მოვალ. -მისამართს მოგწერ. -მომწერე. -ეჭვი რატომ მაქვს, თითქოს იცი?! -შენ არ იცი მე რამდენი ეჭვი მაქვს. -ერთი მითხარი. -... წლის მარტში რომ გამეცანი, ნეტა ახლა რამდენი წლის შვილი გვეყოლებოდა?! -მანიაკი ხარ?!-სიცილი ვერ შეიკავა მელანიამ.-თექვსმეტი წლის ვიყავი მაშინ. -უი,არა. რას ამბობ, ძაან დამღლელი საქმე იქნებოდა მანიაკობა. -ძალიან დიდი მადლობა, დამამშვიდე.-სიცილს არ წყვეტდა გოგონა. -დაიძინე. ხვალ მოვალ. უპასუხოდ დატოვა გოგონამ, ტელეფონი გათიშა და მართლა დაიძინა. სიბნელეში მჯდარს, მთვარე უნათებდა ცოდვით დამძიმებულ ფიქრებს. მამამისის ტელეფონის ნომერი გაჭირვებით აკრიფა და განაჩენივით დაელოდა ნაცნობი ხმის გაგონებას. -რატო არ გძინავს, მამა?!-გაისმა ტელეფონს იქით, ხრინწიანი ხმა. -არი იმის ერთი პროცენტიც კი, რომ ვატო ...-და ისე გაუჭირდა წინადადების დასრულება, სხეული ერთიანად აიტანა კანკალმა. -რას მეკითხები ...-ტკივილით ჩაწყდა გული მამას.-რისი შანსი, რომ სიკვდილის ღირსი იყო?! -იმის შანი რომ არასწორი იყო. მისი ქმედება იყო არასწორი. მამა, იქნებ არ არი შენი ბრალი, იქნებ ... -ვატო ანგელოზი რომ არ იყო ეგ ჩემზე უკეთ არავინ იცოდა, მაგრამ ... ისეთსაც ვერაფერს გააკეთებდა, არაკაცურად მოეკლა ოთხ კაცს. რაზე მალაპარაკებ, ივა?-სახე წაუხდა უფროს დევდარიანს.-მე შვილი ვიგლოვო თუ მკვლელის სინდისი?! -მე ვგლოვობ ჩემ სინდისს, ახლა მე ვარ შენი ცოცხალი შვილი და გთხოვ, თუ იმის გარდა რაც უკვე ვიცით, ახალი დეტალიც გამოჩნდება ... -გამოჩნდა უკვე. -რა?!-ფეხზე წამოდგა აღელვებული ივა. -ვატოს კლასელი ჰყავდა, მიაკო მახარაძე. ამ გოგოს ისე ვუყურებდით, როგორც ... სარძლოს. -მერე?!-ხმა დაეძაბა ბიჭს. -გუშინ კაფეში ვახშმობდა ჩვენს ილიკოსთან ერთად. ეგეც დამთხვევაა?! -რა გამოდის, რომ ფულის გარდა ... -არ ვიცი, მალე თავი გამისკდება ამდენი ფიქრისგან. შენ, რას შვრები?! რატომ დაიჩემე ეს პრაღა, რა საჭირო და აუცილებელი ეგ იყო ახლა? -აუცილებელი იყო. დედას მიხედე, მალე ჩამოვალ.-ტელეფონი გათიშა და მთვარით განათებულ ქალაქს თვალი მოავლო.-ძალიან ... ძალიან აუცილებელი ყოფილა.-დაიჩურჩულა და გულის არეში იგრძნო უსაშველო ტკივილი მკვდარ-ცოცხლად დარჩენილმა დევდარიანმა. *** წვიმიანი წარსული - თავი მესამე ქართულის მასწავლებლის, დინა ქორქიას სახლთან რამდენიმე მოსწავლეს მოეყარა თავი. -გუშინ დონღვანთან რა საქმე ჰქონდა დევდარიანს?-ინტერესიანი მზერით დაიწყო საბა მაჩაიძემ.-არც ერთმა არ იცით, ხო?! ეგღა აკლია თქვენ დახშულ ტვინებს რამე საზოგადო და ღირებული აითვისონ. -შენმა თუ ვერ აითვისა, ჩვენი სად გაქაჩავს?!-სიცილი ძლივს შეიკავა ლუკა ერაძემ. -ძმაკაცი შენია, ეგ როგორ ვერ გაიგე რაზე ელაპარაკა დონღვანმა დევდარიანს? -აი, რაში გაინტერესებს თუ ძმა ხარ! -და ვაიმე არ ვარ ძმა და მაინტერესებს! -ნუ ქაჩავ თვალებს ეგრე, მგონია რო გიჭირს და შველა გჭირდება! -მიჭირს, ადამიანო. არ იცი რო მიჭირს?! ხო იცი, რამეს რომ ვერ ვიგებ კითხვისნიშანთან ერთად ვერ მძინავს?! -რა შევცოდე!-თვალები აატრიალა ლუკამ. -ავედით, დროა უკვე.-საათს დახედა მიაკო მახარაძემ. -მომაჭერით ეს ჩემი უგვირგვინო გენიოსის თავი იქ დონღვანი ზის და გვიყურებს.-აკივლდა საბა. -რა?!-ემოცია ვერ დაიკავა მიამ და სასწრაფოდ მიბრუნდა იქით საითაც მაჩაიძე იხედებოდა. -აი, იმ შავ „ლექსუსში“ დონღვანი არ ზის?! -ეგ არი.-ჩაფიქრებულმა ამოილაპარაკა ბექა თავდიდიშვილმა. -რა უნდა აქ?!-წარბები შეყარა ლუკამ და კლასელებს გადმოხედა ეჭვნარევი მზერით. -ავიდეთ.-თქვა მახარაძემ და სასწრაფოდ გაუჩინარდა სადარბაზოში. იმ დღეს ქართულის მასწავლებელი უჩვეულო მღელვარებას შეეპყრო. ლამაზი იყო დინა ქორქია. ახალგაზრდა ქალისთვის უსამართლოდ ეჩუქებინა სამყაროს მძიმე ხვედრი. ჩამოთლილი სხეული თითქოს ტკივილს ჰქონდა დაძაბუნებული, მოღერებული ყელიდან იგრძნობოდა ვერ გადაყლაპული ცრემლების სიმძიმე. ბავშვებმა გრძელი მისაღები გაიარეს, იქვე ეტლში მჯდარ მომღიმარ კაცს, თავის მსუბუქი დაკვრით მიესალმნენ და მასწავლების კაბინეტში თავიანთი ადგილები დაიკავეს. -სულ ეს ვართ?!-გაუღიმა ქალმა ბავშვებს. -დიახ, მას ... დღეს დევდარიანი არ იქნება.-მოახსენა ვითარება ქალს ლუკამ. -რატო?-ქალს მომთხოვნი გაუხდა ხმა, სხეული კი უფრო დაძაბული. -არ ვიცი, სკოლაშიც არ იყო და ტელეფონსაც არ იღებს. -მე დავურეკავ.-თქვა და ძლივს დამორჩილებული თითებით სწრაფად აკრიფა ვატოს ნომერი. სამ წამიანი დუმილის შემდეგ გაირკვა რომ ვატოს ტელეფონი გათიშული ჰქონდა. -კარგი დავიწყოთ ...-ხმა გაუწყდა როცა კარზე კაკუნი ატეხეს და სახეგაბრწყინებულმა ბავშვებს გადმოხედა.-ალბათ ვატოა! -კი მაგრამ ...-რაღაცის თქმას აპირებდა ერაძე მასწავლებელი სასწრაფოდ რომ გაეშურა კარის გასაღებად და იქ მდგარი საკუთარი შვილის დანახვაზე თითქოს ცივი წყალი გადაასხესო ისე შეცბა. ვანიკოს უკან ილია დონღვანი იდგა და ორივენი მონდომებით უღიმოდნენ ქალს. -ვა, დინა მასწ?!-გაეცინა ვანიკოს დედამისის დანახვაზე.-რატო ხარ დე გამოპრანჭული? -არ მაქ უფლება?-ძლივს დაუბრუნა პასუხი შვილს დინამ და ილიას მორიდებით გადმოხედა.-როგორ ხარ, ილო? -არამიშავს, თავად?!-მშვიდი იყო დონღვანი. -ჩემი კლასელები გყავს? -ჰო.-დაუფიქრებლად უპასუხა და კაბინეტისკენ წასულ შვილს უცნაური მზერა გააყოლა. -წამო, ილიკო. ბავშვებს ვნახავ, ავიღებ წიგნებს და წავიდეთ. -სად მიდიხარ, დე?-უკან მიჰყვა შვილს დინა. -ბიოლოგიაზე. მაგვიანდება და ილიკო გამიყვანს. -კარგი. ბავშვებო, თემები ჩამაბარეთ. -რას შვრებით?!-მხიარული მზერა მოავლო ვანიკომ თავის სკოლელებს. -ვანიკო, არეულობის გარეშე.-მშვიდად დასძინა დინამ. -სკოლაში ჩამოგვირიგეს თეატრის ბილეთები, არ წახვალთ და საკონტროლოებს გაწერინებთ დამატებითო, შენ რას იზამ წამოხვალ თუ დავპატიჟო ჩემი ძმა? -ჩაარაკრაკა საბამ. -რა სპექტაკლია?-ილიას ხმაზე ყველამ სხეული უკან მიაბრუნა და კართან მდგარ ბიჭს ინტერესით სავსე მზერა შეავლეს. -ამ ... აუ, ეგ არც წამიკითხავს!-თავში იტაცა ხელი საბამ.-მოიცა აქ მაქვს ბილეთი და აქ ეწერება, ხო?! სად ჩავდე ... -„ანნა კარენინა“.-თავისსავე ხმამ გააოცა მია მახარაძე. -ვანიკო, სწრაფად გვაგვიანდება.-ღიმილი ვერ შეიკავა დონღვანმა. -წამოხვალ?-სიცილი აუვარდა ვანიკოს. -სად?!-თითქოს ეს რა მკითხეო, გამომეტყველება ჰქონდა ილიას. -წამო, გაიხსენე ახალგაზრდობა. -ვანიკო!-დედის მკაცრმა ხმამ ანიშნა რომ საგაკვეთილო პროცესს უკვე საკმარისზე დიდხანს არღვევდნენ. -ბოდიში.-ხელები მაღლა ასწია ბიჭმა და ილიას მხარზე ხელი გაჰკრა.-ნომერსაც გაგიგებ შენ, მხოლოდ მთხოვე! -შენ, თუ არ გცემო!-ისმოდა ილიას სიცილის ხმა შორიდან. ღამის თორმეტი საათი იქნებოდა, მია მახარაძის ტელეფონი რომ განათდა. „მერამდენე რიგში ზიხარ?“ საწოლიდან გადმოვარდნილმა გოგონამ სასწრაფოდ გადარეკა საბა მაჩაიძესთან, თავის კლასელთან. -რა აპოკალიფსი დაგიტრიალდა ღამის თორმეტ საათზე ჩემი არსებობა ... -საბა, გახსოვს ჩემი შანელის შარფი რომ მოგეწონა, მე რომ ბაბუაჩემმა ჩამომიტანა საფრანგეთიდან? -აუ, აუ, რა სიმძიმის საქმეა ... კაცი მყავს მოსაკლავი? გადატრიალება მაქვს მოსაწყობი ქვეყანაში?! „იმენა“ მესამე მსოფლიო ომის ღილაკზე უნდა დავაჭირო? -ნომერი უნდა გამიგო ვის ეკუთვნის. -მიკარნახე „ციფრ-ციფრ.“ -იწერ? -რას ქვია ვიწერ, ვიზეპირებ. ნომერი სასწრაფოდ უკარნახა და გაირინდა. დუმილი წუთნახევარს რომ გადასცდა მიამ შემპარავი ხმით იკითხა. -ვერ გაარკვიე?! -„ვერ გაარკვიე“ და ეგეთი შეურაცხყოფები მიაყენე შენ ბექა თავდიდიშვილს, გაიგე?! ახლა შენ რომ არ მითხრა ღამის თორმეტ საათზე ილია დონღვანის ნომერს რატომ მარკვევინებ არალეგალური წესით, იმ შარფით ჩამოვიხრჩობ თავს და თან წერილს დავტოვებ, სადაც შენ დაგასახელებ „მბიძგებლად“. -რად?! -აი, თვითმკვლელობისკენ ამან მიბიძგათქო. -არ ხარ, შენ ჯანრმთელი. -მე ღამის თორმეტ საათზე შავ მაგიასთან გარიგებას არ ვდებ რომ ილია დონღვანის ნომერი ამოიცნოს! -საერთოდ არ ვიცი ეგ შენი ილია დონღვანი. -ეს ნომერი საიდან?! -ხვალ მოგიტან ... -ტელეფონი არ გამითიშო თორე ახლავე ვსვამ ორმოც ტაბლეტ დიაზეპამს.-ჩაჰკივლა ტელეფონს მაჩაიძემ. -არაფერი, უბრალოდ ახლობელს .... -ვინ გგონივარ, უღირსო?! -ოჰ, კაი. გეტყვი და ხმა რომ ამოიღო, გეფიცები მე მოგახრჩობ იმ შანელის შარფით. -უხ, უუუუხ, ვგიჟდები, მიყვარს საიდუმლოებები, ჩემია. შავ მიწას შევჭამ და არ ვიტყვი, მითხარი. -მომწერა. -მიშველეთ! რაო?! -რაო და ... რომელ რიგში ზიხარო. -რაო?!-სულ დაიბნა საბა.-ეს რამე ოთხ უცნობიანი განტოლებაა?! -არა. არ ვიცი. ვაიმე არ ვიცი, საბა! -თავი მოუყარე შენ არაფრისმომცემ და საშუალოზე ჩვეულებრივ არსებობას და დაფიქრდი, რატომ უნდა მოეწერა ილია დონღვანს შენთვის ეგ? -შეეშალა იქნებ. -ვის, გოგო ილიას?! შენ, იცი მაინც ვინ არი ილია?! -და ვინ არი? -თბილისის მარლონ ბრანდო, ოღონდ ცოტა ახალგაზრდა სანამ „ნათლიაში“ გადაიღებდნენ და ყბას მოიქცევდა, აი იმ დროინდელი! -არ მიყვარს მარლონ ბრანდო. -ხო, ისე გემოვნება კი გაქ ლეონარდო დიკაპრიოსი. რა გესმის შენ ბრანდო და ესთეტიკა! -ვერ გავიგე?! -მიწერე პასუხი. -ტკბილი ძილი, საბუ. ტელეფონი გათიშა. ეკრანს კიდევ ერთხელ დააჩერდა. „მერამდენე რიგში ზიხარ?“ პასუხი არ მიუწერია. გადაბრუნდა და დაიძინა. სკოლაში მისულ მიაკოს, რომელიც უცნაურ მღელვარებას შეეპყრო ეზოში დაუხვდა ჩაფიქრებული ვატო დევდარიანი. -კლასში არ შედიხარ?!-ზრდილობის გამო ჰკითხა და ის იყო გზა უნდა გაეგრძელებინა ვატოს ხელი რომ იგრძნო მაჯაზე. -საქმე მაქვს. -მე არ მაქვს შენთან არანაირი საქმე. -მეორე კლასში კაბა რომ გაგეხა გახსოვს?!-ნაღვლიანად გაეღიმა დევდარიანს. -არა, არ მახსოვს!-გაკაპასდა გოგონა. -მე რომ დამინახე მაშინ დაიწყე ტირილი.-თითქოს არც გაუგიაო ისე გააგრძელა ვატომ.-არ გინდა, რა. ძალიან ტყუილად ცდილობ. არ გამოგდის, მია. -ვატო, შენ რა ნასვამი მოხვედი სკოლაში?! რა არეულად ლაპარაკობ?! -ხო იცი, რომ არ მიყვარს ეს ფორმალური ამბები, სადაც ყველაფერს ზედმეტი სიტყვები სჭირდება? შენ, ყველაფერი ძალიან კარგად იცი და თუ არ იცი, მაშინ უნდა ხვდებოდე!-მაღლიდან დახედა გაფითრებულ მიას დევდარიანმა.-ხელებს მოვტეხავ თავდიდიშვილს, მეორედ რომ გაბედოს და ასე მოგიახლოვდეს, არ მინდა რომ დაგძაბო. არ მინდა, რომ ცუდად ჩავერიო. არ დამანახო მეორედ შენ გვერდით ვინმე სხვა სუნთქავდეს არასწორად, თორე აღარ ვიქნები მერე ასეთი მშვიდი. ხო, გაიგე? -გიყურებ და ვერ ვხვდები საიდან გაქვს ამხელა თავხედობის უნარი.-გაწბილებულს გაეღიმა მახარაძეს.-ასე რამ შეგცვალა, ვატო? რას გავხარ? რა სახით მოძრაობ უყურებ სარკეში შენ თავს?! კაცი მოკალი და ვერ ამხელ?-უფრო და უფრო შეუბრალებელი ხდებოდა მია.-რატო გგონია რაღაცები არ ჩანს და ვერ ხედავენ ადამიანები? -რას გულისხმობ?-გაეცინა ვატოს.-ამდენს ნერვიულობ ხოლმე ჩემზე?-გრძელ მტევნებში მოიქცია გოგონას მრგვალი სახე.-კარგად ვიქნები. ოღონდ შენ არ დამიმატო, კაი? ვერ იგრძნო როგორ აუხურდა ლოყა და როგორ მიაშტერდა ათობით გაოცებული თვალი აწითლებულ სახეზე. -ეს შენი ამპარტავნებისთვის. კაი?-იღიმოდა მია. და მეორე იყო უფრო მწარე ვიდრე პირველი. -ეს იმისთვის, რომ იფიქრე უფლება გქონდა ასე დამლაპარაკებოდი. აორთქლდი ჩემი თვალთახედვის არედან, თორე გაჩენის დღეს გაწყევლინებ, შენ მე შენს ხარჭებში ხო არ გერევი?! კაი, ხო? კაი, დავიშალეთ.-ცეცხლებს ყრიდა თვალებიდან მიაკო მახარაძე. -მია, მშვიდობაა?!-მოესმათ ჭიშკართან მდგარი ვანიკო ნინუაშვილის ხმა და მის უკან მდგარ ბიჭებში გაოცების ოვაციები. -ვანიკო, დღეს ქართული გვაქვს?!-მზერა არ მოუშორებია გამწარებული ვატოსთვის მიას. -წესით ხო, სამ საათზე.-გაკვირვება ვერ დამალა ვანიკომ. -მოდიხარ, ხო ქართულზე?!- პატარა ქალმა ირონიული მზერით თითქოს ყველა უთქმელი სიტყვა სხვისიც და თავისიც ზედ სახეში მიახალაო დევდარიანს, ისე მოიქნია ჩანთა და მშვიდად გაუყვა სკოლის შენობისკენ გზას დინჯი ნაბიჯებით. „პირად დაცვაში უნდა აგიყვანო, ვგიჟდები უკვე !!!!“ სკოლის ეზოში გაღიმებული ილია დონღვანი თავს ძლივს იკავებდა ხარხარი რომ არ აეტეხა ბედნიერებისგან აჟიტირებულს. *** მზიანი, მაგრამ ცივი აწმყო - თავი მეოთხე -თბილისიდან თექვსმეტი წლის წამოვედი და მას შემდეგ ბებოსთან ვცხოვრობდი საფრანგეთში. სკოლა რომ დავასრულე აქ ჩავირიცხე უნივერსიტეტში და მას შემდეგ აქ ვცხოვრობ.-ცხელ შოკოლადს მიირთმევდა და ივას ინტერესიან მზერას აწითლებული ლოყებით ძლივს უმკლავდებოდა მელანია დონღვანი. -არ გენატრება იქაურობა? -არა. თბილისი არასდროს ყოფილა ადგილი, სადაც ვიცხოვრებდი. სწავლის გამო ჩემებთანაც იშვიათად ვკონტაქტობ. ასე მირჩევნია. რამდენჯერაც მირეკავენ იმდენჯერ ვტირი და ვეღარ ვჩერდები.-გაეღიმა და სახეზე ხელებაფარებულს მიხვდა ვერც ახლა იკავებდა ცრემლებს.-ბოდიში, სულ ასეთი ემოციური ვიყავი. ზოგადად სიცილის მერე ყველაზე ძალიან ტირილი მიყვარს ხოლმე. -გიხდება.-გაეღიმა და უმალ შეეცვალა გამომეტყველება, რომ იგრძნო როგორ ჩაუკაწრა რაღაც უცნაურმა განცდამ მთელი შინაგანი. -რა, ტირილი?!-გაეცინა მელანიას და სწრაფად შეიმშრალა ცრემლები.-ხო, როგორ არა. აწითლებული ცხვირით და დასიეული თვალებით რა ჯობია ქალის დანახვას?! -არც არაფერი.-თავი გადააქნია ივამ და მელანიას მსუბუქ კისკისზე გაუაზრებლად დააჭირა მტევნები თავის მუხლებს.-თბილისი არც მე მიყვარს. მეც შენსავით წლებია უცხოეთში ვცხოვრობ და მეც იშვიათად ვკონტაქტობ ჩემებთან. -ხო?! რატო შენც გეტირება ხოლმე?! -ხო, მაგრამ მე შენსავით ლამაზი ვერ ვარ ხოლმე ტირილისას.-ცხვირი სასაცილოდ შეჭმუხნა ივამ. ამოჭრილი კადრივით ჩარჩა მელანიას ეს გამომეტყველება გონებაში.-მომიყევი რამე ... -სულ მე ვყვები ახლა შენც ... -მომიყევი რაზე ოცნებობს პატარა მელანია?!-ახალგაზრდა ქალს ჟრუანტელმა დაუარა მამაკაცის ხმაში ჩაღვრილი სითბოს შეგრძნებისას, როცა მან წარმოთქვა „პატარა მელანია.“ -მინდა რომ დედა გავხდე.-თითქოს ცოცხალი სხეულიდან გული ამოაგლიჯეს დევდარიანს, ისე შეეკრა სუნთქვა წამით იგრძნო კიდეც ბოლო ამოსუნთქვის სიმძიმე.- მინდა მყავდეს ბევრი შვილი, ვიყო დედა და მქონდეს ყვავილების ბაღი. -და მე სად ვარ ამდროს?!-უცნაური სიმძიმით წამორთქვა ივამ ეს სიტყვები და ისეთი მზერით დააჩერდა ოდნავ წინ გადახრილი მელანიას, გოგონამ თავი ვერ შეიკავა და თვალები გაუფართოვდა გაოცებისგან. -შენ?! -ჰო. შენი შვილების მამა სად არი? -შენ!-სიცილი აუვარდა მელანიას. -ხო მე.-ქალის რეაქციაზე ვერც მან შეიკავა ღიმილი. -გამოჩენის წამიდან ჯერ შენი არსებობა მაკვირვებს და მერე შენი თავდაჯერება. -არი რაღაცები, რაც წინასწარ ვიცით ხოლმე. -მაინც რა იცი წინასწარ, ივიკო?! -როგორ ...?-სკამზე შესწორდა გახევებული დევდარიანი. -ბოდიში, ივა უნდა მეთქვა და მე ვთქვი ივიკო. ეს ჩემი ბრალია, ზოგჯერ სახელებს ინსტიქტურად ვასხვაფერებ და მერე ... ერთხელ ჩემი ძმის მეგობარს, დათას ნაცვლად დათიკო დავუძახე და მერე ორი წელი დასცინოდნენ ამ სახელზე. მე ვერაფრით გავიგე რა იყო ამაში სასაცილო. ბოდიში, თუ არ ... -ასე მეძახის ბაბუაჩემი. მე მისი სახელი მქვია და ბავშვობის მერეა აღარ გამიგია ვინმეს ივიკო დაეძახოს მის გარდა. დედაჩემი დღემდე ამტკიცებს რომ ივა და ივიკო სულ სხვადასხვა სახელებია.-გაეცინა და წარბზე გადაისვა რამდენჯერმე საჩვენებელი თითი. -გინდა რომ ასე დაგიძახო?!-ხმა დაურბილდა გოგონას. -ჰო.-და თითქოს არ ეყოო საკუთარი თავი ამ დიალოგში, წამის შემდეგ აღელვებულმა დაამატა.-მინდა რომ სულ ასე მეძახდე. -მაშინ, შენ რა იცი წინასწარ, ივიკო?!-კითხვას დაუბრუნდა მელანია და ივას სიცილზე თვითონაც ვერ შეიკავა ღიმილი. -არ მინდა რომ გატკინო, არასდროს მენდომება რომ გატკინო. ეგ ვიცი წინასწარ. -რატომ უნდა მატკინო?-ვერ გაიგო მელანიამ. -ბევრი ტკივილით ვარ მე თვითონ შენ წინაშე და ... თუ როგორც ამბობენ მართალია, თითქოს ერთის ტკივილს მეორეც იზიარებსო, მინდა იცოდე რომ ... მე ბევრი მტკივა, შენ არ ვიცი ... იქნებ ვერც იგრძნო, მაგრამ თუ იგრძნობ, იცოდე რომ ეს უკანასკნელი იქნებოდა რაც ... -არეულად მელაპარაკები, ივიკო. -ამიტომაც გთხოვ შენ მელაპარაკე, ასე უფრო უკეთ ვსუნთქავ. -რა გაწუხებს, იქნებ ... იქნებ დაგეხმარო. -ხო. მარტო შენ თუ მეშველები.-ამოილაპარაკა უფრო თავისთვის და საკუთარ თავზე გაბრაზდა წამიერად. ვერ ხვდებოდა, როგორ აცლიდა ამ გოგოსთან გატარებული თითოეული წამი, შურისძიების მძვინვარე სურვილს. როგორ ერეოდა წარსული აწმყოს და როგორ სცვიოდა ბაგიდან არდამსახურებული ღიმილები. -მომიყევი.-მაგიდაზე ჩამოდებულ ივას მძიმე მტევანს თავისი ჩამოადო მელანიამ. -მე ... ერთი კვირის წინ ძმა დავასაფლავე. ახლა მტკივა უსაშველოდ და ვერ ვიყუჩებ. -ივიკო ...-ხმა ჩაუწყდა გოგონას. -არა, მოიცა, რა. არ შეგეცოდო.-სახე წაუხდა დევდარიანს. -მომიყევი. -არაფერია მოსაყოლი. მე მტკივა, შენ გიყურებ და ... მავიწყდება. მავწიყდება რომ ის მკვდარია და მე ცოცხალი. გთხოვ, მელაპარაკე რა ... რამე, თუნდაც სისულელე, ოღონდ არ გაჩუმდე. ხმაჩავარდნილ გოგონას მუდარის თვალებით ახედა და მანაც ინსტიქტურად დაიწყო: -იცი რომ სამხატვროზე ვსწავლობ? -არა, მართლა მანიაკი ხო არ ვარ, მელანია?!-გაყინული ღიმილი მოსწყდა დევდარიანის ბაგეებს. -მამას უნდოდა რომ ეკონომიურზე ჩამებარებინა, იურისტობაც შეიძლებოდა ოღონდ მის საქმეში ჩავერთე. მე ბავშვობიდან პროტესტი მქონდა გიორგის სამსახურთან და კატეგორიული ტონით გავიძახდი რომ არც მათემატიკა იყო ჩემი საქმე და მითუმეტეს არც კანონი. -ყოჩაღი გოგო.-ხელისგულს ჩამოაყრდნო ფიქრებით დამძიმებული თავი და ისევ ისეთი ღიმილიანი სახით განაგრძო.-არ გეჩხუბეს? -არა, დედამ მითხრა, დაველაპარაკებიო. მერე მართლა არ ვიცი ასეთი რა უთხრა, გიორგის მეტჯერ აღარც ეკონომიური უხსენებია და არც იურიდიული. -ჰო, ქალებს ეგ გენეტიკური კოდი გაქვთ.-ყავის ფინჯანს საჩვენებელი თითი ფრთხილად გადაუსვა და მზერა ცარიელი ჭიქიდან გოგონაზე გადაიტანა.-ინსპირაცია რა იყო?! -ბებიაჩემი.-ყურებამდე გაღიმებულ მელანიას პრაღის ციდან ოქროსფერი მზის სხივები ეთამაშებოდნენ ოვალური ფორმის ლამაზ სახეზე. საოცარი სანახაობა იშლებოდა ივა დევდარიანის თვალწინ. -ვინ იყო ბებიაშენი? -დედა, ჰყავდა ორი შვილი და სამი შვილიშვილი. ეზოში ჰქონდა პიონების ბაღი და უამრავი ციტრუსი. უყვარდა წიგნების ჩემთვის ხმამაღლა კითხვა და ... ჩითის კაბები. -მე მარტო ერთი ადამიანი ვიცი საკუთარი მშობლის მშობელზე ასე აღატაცებით ლაპარაკობდეს. მეორეს არსებობამ ჩემი და ბაბუაჩემის ბაბუა-შვილიშვილობის ამბავს კონკურენტი გამოუჩინა.-სასაცილოდ შეჭმუხნა ცხვირი და მელანიას დაბნეულ სახეზე ანიშნა, საკუთარ თავს ვგულისხმობდიო. -შენი მშობლებიც ეჭვიანობენ ბაბუზე?-გაეცინა მელანიას. -არა, მამაჩემი ზოგადად ყველაზე ახლოს მამამისთანაა და ის მცირე ღირსება, რაც მის თვალში მაქვს ... ალბათ, ეგეც არი.-ორ წამიანი პაუზის შემდეგ დაამატა.- მე რომ მამამისის სახელი მქვია. -ბებო ცოცხალი რომ ყოფილიყო პირველს იმას გაგაცნობდი.-ღიმილი და ეკლიანი ემოცია ერთიანად დაეუფლა მელანიას სხეულს იმის წარმოდგენისას, რომ ორი დღის გაცნობილ ივას უკვე მისთვის ყველაზე ახლობელს უკავშირებდა. -მე გაგაცნობ ბაბუაჩემს და ბებიაჩემს, გინდა?! მე მესმის, ჩემები შენსას ვერ ჩაანაცვლებენ, მაგრამ ხო იცი, მაგათ ყველას ერთი სურნელი აქვთ. -ბავშვობის.-თვალები აუწყლიანდა გოგონას. -ჰო. ცხელი ხაჭაპურების, ცხელი ჩაის და დილით რძის.-და ბოლო თქვა თუ არა სასწრაფოდ დაებრიცა სახე ცხელი რძის წარმოდგენისას.-ბაბუაჩემი ბებიაჩემზე ძალიან მარტო მაგიტომ მიყვარს, რძის დალევას არ მაძალებდა ხოლმე. -რძე სასარგებლოა.-გადაიკისკისა მელანიამ.-თან ცხელი რძე ბევრ ... -არ მითხრა ახლა იმ ყელის ტკივილს უხდება, რომელიც არ გტკივა, მაგრამ არსებობს ალბათობა ოდესმე აგტკივდესო, თორე გავგიჟდები!-წარბებს ჭმუხნიდა და უამრავ სასიამოვნო თუ არასასიამოვნო მოგონებას თითქოს ერთ წამში იტევდა მისი გული, ისე ეცვლებოდა გამომეტყველება. -რძე და თაფლიც არა?! -უი, არა, მელანია. არ გინდა გეხვეწები, ნახე, წარმოდგენაზე გამაჟრიალა.-ბავშვურ სიანცეს შეეპყრო წყვილი, გრძნობდნენ ირგვლივ უცხო ხალხის ღიმილიან თვალებს მათი დანახვისას და იკარგებოდნენ ოკეანის ამ სასიამოვნო ტალღებში. -აქ რა გინდა, ივიკო?! -რაო?!-კითხვა ვერ გაიგო მომღიმარმა და არემარეს მოავლო მზერა. -პრაღაში რა გინდა. -საქმე მქონდა. -და მოედანზე სრულიად შემთხვევით დამინახე? -არა, მანიაკი ვარ და უკან აგედევნე.-სერიოზული ხმით ჩაამთავრა და გოგონას დაქაჩულ თვალებზე ხარხარი აუვარდა.-ასე რომ შვრები თვალებს, პატარა ბავშვს გავხარ ბამბის ნაყინი რომ გადაუვარდება ხელიდან და შეშიებული უყურებს დედას, მეორესაც ხომ მიყიდიო. -საიდან მოიტანე ... ახლა ამაზე არ ... აუ, მინდა ბამბის ნაყინი! -წამო, ვიცი აქ სადაც იყიდება ძალიან კარგი ბამბის ნაყინი.-მსხვილი კუპიურა მაგიდაზე დატოვა და ფეხზე წამომდგარ მელანიას ჩანთა ინსტიქტურად მიაწოდა. -აქ ადრეც ყოფილხარ? -შენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ვარ.-აუღელვებლად ჩაილაპარაკა. -რა?!-კიდევ უფრო ფართოდ დაექაჩა თვალები ადგილზე გახევებულ გოგონას. -შენ რომ დაიწყე, მე მეოთხე კურზე ვიყავი. შენ რომ დაამთავრე მეორე კურსი, მე მაგისტრატურა დავხურე. შენ მაგისტრატურაზე ჩააბარე წელს, მე ... -და მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი-საქართველოში დავბრუნდი. -კიდევ ?!-ხმა მომთხოვნი და წინასთან შედარებით უხეში გაუხდა მელანიას, წინ მიმავალმა ივამ ფრთხილი, ზანტი მოძრაობით მოხედა უკან დარჩენილ გოგონას. -სულელი ხომ არ ვარ, ამდენი ხანი შენთვის მეყურებინა და მაინც იღბლისთვის მიმენდო ჩვენი ამბავი?!-ჩაიცინა ცალყბად. -ანუ?! -უფრო ზუსტად რა გაინტერესებს, მელანია?- გოგონას მომცრო სახეს თავისი ახლოს მიუტანა და წელში ოდნავ მოხრილმა, მშვიდი, ლაღი ღიმილით გაუცინა. -რამდენი ხანია რაც ... -... წლის მარტიდან. -ივა ... შენ, რამეს მიმალავ?! -აბა, ივიკოს დაგიძახებო?-გულწრფელი წყენა იყო იმდენად სუფთა, რომ მელანია დაიბნა კიდეც. ვერ მიხვდა რა პასუხი უნდა გაეცა მამაკაცისთვის. -ან ყველაფერს უფრო დალაგებულად მომიყვები ან ... სანამ ამას არ მოინდომებ არ მინდა რომ ... -ერთი საშუალო ფენის ოჯახის წარმომადგენელი ვარ, თბილისში. ჩავაბარე ეკონიუმიურზე, სრული დაფინანსებით, პრაღაში. ზუსტად იმ წელს, პირველად რომ გნახე ქუჩაში.-გულის არეში რაღაც ეწვოდა დევდარიანს.-...პრაღაში მეორე კურსზე ვსწავლობდი, აქ სწავლასთან ერთად ორი სამსახური შევითავსე.-გრძნობდა როგორ ეკიდებოდა ცეცხლი შიგნიდან, თითქოს სხეულის თავდაცვითი ინსტიქტი იყო იმ საშიშროების წინ, რის წინაშეც სული იდგა.-არაფრით გამორჩეული ცხოვრება მქონდა, მანამ სანამ მესამე კურსის მეორე სემესტრში, შენ არ დაგინახე ... კიბეზე იყავი ჩამომჯდარი, თეთრი კაბა გეცვა და წითელი ტილოს პერანგი. ლამაზი იყავი. ისევ ისეთი ბავშვური სახე გქონდა. მაშინვე გიცანი. -კი მაგრამ ...-ძლივს ამოილუღლუღა მელანიამ და გაყინული თითები გაფითრებულ სახეზე ჩამოისვა.-როგორ ... როგორ მოხდა რომ არასდროს დამინახიხარ? -ადამიანები ვერასდროს ვუყურებთ მათ ვინც გვგონია რომ არ არსებობენ.-მხრები აიჩეჩა მომღიმარმა ივამ და აუტანელი ტკივილისგან, უკან შებრუნებულმა სახე ძლივს დაიმორჩილა. -რატომ არ მოხვედი? -ადამიანები მანამ ვერ ვპოულობთ საჭირო ძალას, მეორე ადამიანებთან, სანამ მათი დაკარგვა არ გახდება ჩვენთვის ძალიან რეალური და ხელშესახები.-ცოტაც და მუხლები მოეკვეთებოდა, თითქოს სხეული წინასწარ აწამებდა იმ ცოდვისთვის, რისი ჩადენაც გულში განეზრახა ივა დევდარიანს. -ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია და ... -ნება შენია.-მხრები უდარდელად აიჩეჩა და კვლავ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, მუხლებში რომ მოიკეცა და ტკივილისგან სახე დამანჭულმა, უეცრად ჩასჭიდა ყველაზე ახლოს მდგარს ხელი. -ივიკო!-მსუბუქად შეჰკივლა გოგონამ და სასწრაფოდ დაუჭირა მამაკაცს ძლიერი მტევანი.-რა გჭირს?! -არაფერია.-ამოიხრიალა და სტოლბის გასწვრივ ჩამჯდარმა წინ ჩაცუცქულ მელანიას გაუღიმა.-გამივლის, ორი წამი მაცადე. -ასე ხშირად გემართება? რა გჭირს, რამე დაავადებაა?! წამალი არ გინდა? უცებ წავალ და ვიყიდი, მითხარი რას ... „რა უსაშველოდ ლამაზი ხარ, მელანია...“-ჩურჩულებდა თავდახრილი და გულის არეში ტკივილს გმირულად ეგებებოდა. იცოდა, ის რაც ახლა მის შიგნით იწვოდა ვერც ერთი წამლით ვერ დაამდებოდა. გოგონას გაყინულ მტევნებს გრძნობდა შუბლზე და ღიმილს ვერაფრით იკავებდა სპაზმური ტკივილით გატანჯულ სახეზე. „მე შენნაირი ლამაზი, მხოლოდ ერთი დედა ვიცი.“ არ ესმოდა მისი ფიქრების ჩურჩული, არავის ქვეყნად მხოლოდ ერთისა, ვისთანაც ვერ მალავს კაცი თავისი გულის ნადებს. *** „მზიანი, მაგრამ ცივი წარსული - თავი მეოთხე“ თეატრის დარბაზში შუქი ქვრებოდა მია მახარაძის გვერდით, ცარიელ სკამზე ვიღაც რომ დაჯდა. გოგონას ყურადღება მანამ არ მიუქცევია ახალ მოსულისთვის, სანამ მის უკან უცნაურ ბუტბუტს არ მოჰკრა ყური. „ილია დონღვანია.“ „არ გამაგიჟო, რა უნდა დონღვანს აქ?!“ „რა იყო, დონღვანმა თეატრში რომ იაროს არ შეიძლება?“ „თეატრში ხო, მაგრამ ვატო დევდარიანის შეყვარებულის გვერდით ...“- და ის იყო უკან მიბრუნებას აპირებდა მაჯაზე რომ იგრძნო გახურებული ხელის მტევანი. გაქვავდა. -არ ღირს, დამიჯერე.-უცნაური მზერით უღიმოდა დონღვანი მიაკოს. პასუხი არ დაუბრუნებია. თავი შეაბრუნა და ასე იჯდა, მანამ სანამ სპექტაკლი არ დასრულდა. გრილი საღამო იყო მია გასასვლელთან უცდიდა მამამისს უკან უცნობის ხმა რომ გაიგო. -მია. უკან რომ მიიხედა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ილია იდგა. მშვიდი, მომღიმარი სახით უყურებდა მაღლიდან გოგონას და თვალებში ეტყობოდა ათასი ფიქრი დაჰქროდა მის გონებაში უმისამართოდ. -მე?!-მკრთლად გაითამაშა გაკვირვება და უკან მიიხედა დაბნეული მზერით. -მე შენ გარდა სხვას ვერავის ვხედავ.-საოცრად უჩვეულო, სუსხიანი და ამავდროულად მიმზიდველი ხმა ჰქონდა ილია დონღვანს.-შეგიძლია ბექა თავდიდიშვილს თხოვო, რომ ილია დონღვანს უნდა მისი ნახვა?! -ეგ ვინ არი?!-გაიოცა მიამ. -მე.-ჩაეცინა ილიას. -შენ, თავად რატომ არ თხოვ? -მინდა, რომ შენ თხოვო. -არ ვიცი, თუ არ დამავიწყდება გადავცემ.-მხრები აიჩეჩა და უკან შებრუნდა. -რომ გკითხავს მიზეზი ხომ არ უთქვამსო, უთხარი რომ - შენ. -რაო?!-შეცბა მახარაძე უეცრად ყურთან რომ გაიგო ილიას ხმა.-რას ... რას გულისხმობ?! -თვითონ მიხვდება.-თვალი ჩაუკრა და კიბე ჩაიარა.-ჰო, მართლა.-ბოლო საფეხურზე თითქოს თავი ვერ შეიკავაო, უკან მობრუნდა და მიას გაუღიმა.-რომ გწერ, მიპასუხე ხოლმე, რა. -უცნობებს არ ვწერ.-იმდენად სასიამოვნოდ იღვრებოდა ირგვლივ ილიას ხმა, ვერაფრით დაიჭირა გაქცეული ემოცია მიამ და ღიმილზე ღიმილით უპასუხა „უცნობს“. -კაი.-თავი მსუბუქად დაუკრა, ისევ ისე გაუღიმა, შებრუნდა და წავიდა. ორ წამიან ინტერვალში, სანამ აზრზე მოსვლას მოასწრებდა საბა მაჩაიძე გაჩნდა მის წინ. -რაო?! -გააფრინე?!-შეჰკივლა მიამ.-შემეშინდა, საიდან გაჩნდი ასე უცებ? -გისმენდით და ვიწერდი. -რას იწერდი?-თვალები დაექაჩა გაოცებისგან მიაკოს. -ილიას მონოლოგებს.-ისე უპასხუა, თითქოს ვერ მიხვდა რა იყო ამაში გასაოცარი. -რა ... რას აკეთებდი?! -ოჰ, ილიას სიტყვებს ვიწერდი. -რა ჯანდაბად გინდა?! -მაგისი ცხოხვრების ქრონიკები უნდა დავწერო „ქართლის ცხოვრების“ ვაიბებზე, რატო მენდომება?! მეც რომ ასე ველაპარაკო გოგოებს, მაგიტო. -შენ არ ხარ ნორმალური საბა, მეტიც, შენ ხარ სამკურნალო. -რა „უცნობებს არ ვწერ“, რა „მე მეძახი?!“ რა, შეცხადებები, რა ემოციები, რა გაანალზიება, რა არი ქალო ეს, რას გავხარ?! -რა გინდა, საბა?! -აქილევსივით კაცი გეძლევა ბრისეიდა, აზრზე მოდი. -მიშველეთ. -ხო, არა, საშველი ხარ, კი. იქით პარისი გყავს აქეთ აქილევსი, ქალი ვარო შენ უნდა თქვა, ისე რომ ვაკვირდები ზოგს რა ბედი აქ?! მე დულსი დოლიძის ქალიშვილს ვერ მოვაწონე თავი, ამან მოიგო მეორედ ტროას ბრძოლა. -რომ იცოდე, პარისს ელენა უყვარდა და ბრისეიდა მისი ... -ხო, მართლაა?!-სასაცილოდ გაიოცა საბამ.-შენ, შენი ვატუკა ილიას ფონზე ნანახი გყავს?! სხვა შედარებაში რომ მოვიყვანო ცხადყოფილი შეურაცხყოფა უნდა მივაყენო და არ მაქვს ამხელა ბრძოლაში ჩაბმის თავი, არც მე ვარ დიდი ოდისევსის ვიდზე წარდგენილი დღეს. -ხო, თორე დაგაკვდებოდა შენც. -შენ, ახლა იხუმრე?! შენ ახლა სასაცილოდ გაქ საქმე უდღეურო? -რა გინდა, რა ?!-სიცილს ვეღარ იკავებდა მია. -შენი და დონღვანის ქორწილში საპატიო მაგიდაზე დამაჯინე.-სასაცილოდ დააფახუნა წამწამები და მიას მოქნეულ ხელს ისნტიქტურად აარიდა თავი. მეორე დილით ირგვლივ ვირუსივით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონღვანების სამშენებლო ფირმამ მოლაპარაკებები დაიწყო, გლობალური სახის ტენდერზე, თექვსმეტი სხვა სახელმწიფოს წამყვან სამშენებლო კომპანიებთან ერთად. ტელევიზიები მზის ამოსვლამდე დაბანაკებულიყვნენ დონღვანების სახლთან და კომპანიის შენობასთან იმის იმედით,იქნებ ნამცეცები მაინც გადმოეგდო ამ ამბავთან დაკავშირებით კომპანიის ხელმძღვანელს, გიორგი დონღვანს. -გაქუცული მელა!-კაბინეტში ადგილს ვერ პოულობდა დიმიტრი დევდარიანი. -ჩვენ ხომ მოვიგეთ მერიის ტენდერი, არ მესმის ...-წინადადება დასრულებული არ ჰქონდა ზაალს, უფროსის გაავებულმა სახემ რომ მიახვედრა, სასწრაფოდ უნდა გაჩუმებულიყო.-ვიფიქრე ... -ნუ ფიქრობ!-შესძახა დიმიტრიმ და ოთახში შემოსულ ზაზა ერაძეს გადმოხედა.-ეს როგორ ვერ გავთვალეთ?! -არც კი ვიცოდით ამ წამოწყების შესახებ, როგორ უნდა გაგვეთვალა?! -ჩვენი სრული მოგება იქნება ზღვაში წვეთი იმის ერთი თვის შემოსავალთან. გესმის შენ?! ამას ქვია, გაცურება. -ამას ქვია შანსი.-გაეცინა ზაზას და დივანზე დაიკავა ადგილი. მოხერხებულად მოკალათებულმა ტელეფონი ამოიღო და გადარეკა.-ლევან, მამა ... შემოდი აბა. -რა ჩაიფიქრე?!-ხმა შეურბილდა დევდარიანს. -აი, ის გეტყვის.-იღიმოდა ზაზა ერაძე და ოთახში შემოსულ შვილს იმედიანი მზერით გასცქეროდა. -გამარჯობა, ვეჭვობ კარგ ხასიათზე არ ხართ, ხო?!-დაიწყო ლევანმა და შუბლზე ჩამოყრილი თმები შეისწორა.-ხო შეიძლება?! -კარგ ხასიათზე რომ დამაყენო?! კი, როგორ არ შეიძლება!-უხეიროდ იხუმრა დიმიტრიმ და უზარმაზარ სავარძელში ჩაესვენა.-მითხარი, რატომ აქვს მამაშენს ისეთი სახე თითქოს ჯეკპოტი მოიგო. -ჯეკპოტი მოიგო და ამიტომაც.-დევდარიანის წინ დაიკავა ადგილი ლევანმა და მამას გადმოხედა კმაყოფილი სახით.-ორ ტენდერში მონაწილეობას ვერ მივიღებთ, მაგრამ გვაქვს შესაძლებლობა, ის ვინც ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, მერიის ხელფასს დავჯერებოდით, თავად კი გლობალურ ბაზარზე სხვისთვის გადაეხადა ხელფასები თავად დავტოვოთ ჩეკის გარეშე. -ანუ?!-სავარძელში შესწორდა დიმიტრი. -ეგ როგორ?!-თვალები დაუმრგვალდა ზაალს. -სიტუაციას შორიდან რომ შევხედოთ, დონღვანმა გაგვაცურა. მოგვიგდო კამფეტი თვითონ ტკბილეულის ქარხნის მეპატრონედ დანიშნა საკუთარი თავი, ეს კიდე არ არი სამართლიანი თუ ამ რაკურსით შევხედავთ ...-და მაგიდაზე თაბახის ფურცელი დადო. -ეს რა არი?!-ფურცელს დასწვდა დევდარიანი და სათვალე მოირგო. -მოწვევა იმ კონფერენციაზე, სადაც დონღვანებმა მოიგეს შესაძლებლობა თავიანთი კომპანია წარედგინათ ... როგორც ქვეყნის ყველაზე ძლიერი სამშენებლო საწარმო. -ეს რას ნიშნავს?-სიტყვები ძლივს გადააბა ზაალმა. -თანამდედროვე სამყაროში ასეთ მოსაწვევებს ფოსტით აგზავნიან, მაგრამ ამ წამოწყების ავტორებს ვინტაჟურ გემოვნებასთან ერთად ხასიათიც ასეთი აქვთ. კურიერის საშუალებით გაუგზავნეს ყველა საწარმოს კონვერტი, სადაც სთავაზობდნენ მონაწილეობა მიეღოთ კონფერენციაზე. ქვეყნის მაშტაბების მიხედვით ორიდან ათამდე კომპანია იღებდა ამ მოსაწვევს. ჩვენსავით ბრაზილიაში, ინგლისში, ახალ ზელანდიაში და კანადაშიც აღმოჩნდნენ კომპანიები, სადაც ეს კონვერტი ან გაიბნა, ან ყურადღება არ მიაქციეს ან ...-და წარბები მაღლა აზიდა ლევანმა მრავლისმთქმელი სახით. -ან?!-მოთმინებამ უღალატა დარჯანიას. -ან მოიპარეს. -როგორ კი მაგრამ?!-ორი წყვილი თვალი დასჩერებოდა მაღლიდან ზაალს, რომელიც გაოცებულ მზერას ხან ერთს გაუსწორებდა ხანაც მეორეს. ლევანი კი თავდახრილი დასჩერებოდა ქაღალდებს. -მან ვინც იცოდა ამ კონვერტის შესახებ, უბრალოდ გადაწყვიტა რომ ორი ბანაკიდან ერთის მხარეს უნდა ებრძოლა და ამ ბინძურ თამაშში ჩაითრია ყველა ის ადამიანი, ვინც ამ კომპანიიდან მიღებული ხელფასით ოჯახს არჩენს.-ცივი და მომთხოვნი ტემბრით უმალ ნუსხავდა უფროსებს ლევან ერაძე.-თუ რომელიმეს კონკრეტული ეჭვი არ გაქვთ ვინმეზე, მაშინ განვაგრძობ. -გისმენ!-სიბრაზისკან ძარღვი უთამაშებდა დიმიტრი დევდარიანს. -კონვერტი ჩვენამდე არ მოვიდა, რაც იმას ნიშნავს რომ კონფერენციაზეც არ ვყოფილვართ, ეს კი რეზულტატია იმისა, თუ რატომ დაგვაჯერეს კამფეტს, იმის ნაცვლად რომ ტკბილეულის ქარხნის დირექტორობის არჩევნებში კენჭი მაინც გვეყარა. დონღვანებმა განგებ დაგვტოვეს თამაშგარე მდგომარეობაში და ახლა ჩვენი გოლი არ ითვლება. -ახლა რა უნდა ვქნათ?!-ამოილაპარაკა ჩაფიქრებულმა დიმიტრიმ. -პირველი უნდა ვიპოვოთ მოღალატე, მეორე ... გავაკეთოთ ისე, რომ დონღვანები ჩამონათვალიდან ამოვარდნენ. -ეგ რა ხელს მოგვცემს, როცა არც ჩვენ ჩაგვსამენ მათ ნაცვლად?-ხმა ძლივს დაიმორჩილა ზაალმა. -ჩვენ დაგვრება ხელფასი და სტატუსი. მათ არც ერთი და არც მეორე. -ეს როგორ უნდა გავაკეთოთ?-არ ჩერდებოდა დარჯანია. -დავიჭიროთ ქურდი.-გაეცინა ლევანს და უცნაური მზერით დააჩერდა დევდარიანს, რომელიც კარგა ხანია შორიდან ადევნებდა თვალს ლევანის მიმიკებს საუბრისას. უმცროსმა ერაძემ თითქოს გამოიჭირაო მამამისის უფროსი და უფრო ნასიამოვნები ღიმილით უპასუხა მის ყველა „არ თქმულ“ კითხვას, ვიდრე თავიდან - კაბინეტში შემოსული თავისი „ჯეკპოტით.“ -მომისმინე, ძმაკაც.-ილიას სახლში მოეყარათ ბიჭებს თავი.-პრობლემა გაქვს?! -კმაყოფილების ღიმილი დასთამაშებდა დათა ძნელაძეს სახეზე. -მე არა.-უდარდელად ამოილაპარაკა ილიკომ და ვანიკოს თავში ხელი გასცხო, რომ დაინახა განტოლების კეთების ნაცვლად რაღაცას ხატავდა მათემატიკის რვეულში. -აბა ვის?! -ბექა თავდიდიშვილს. -რა გინდა ბექასთან?-ჩაერია ტატო ამაღლობელი. -ჩემი ცოლი უყვარს პლატონურად.-სავარძელში ჩაჯდა და ბიჭებს მოავლო ღიმილით სავსე მზერა.-რა სახეებით ხართ?! -აი, მაიკლ კორლეონეს საძმაკაცო რომ უნდა იყოს იმ სახის გახსენებას ვცდილობთ და მე რეჟისორი ბრანდოს და კატის სცენაში კატის როლზე მიყურებს, ფიქრობს რომ ვაკვდები!-თვალები გააფართოვა და ტუჩები სასაცილოდ მოწკურა დათამ.-კიდე ჩვენ რა სახეებით ვართ?! რა შენი ცოლი. რა ბექა და არისტოტოლე, რა გინდა? -მიაკო მოსწონს მახარაძე.-ამოილაპარაკა უდარდელად ვანიკო ნინუაშვილმა და ხატვა განაგრძო.-ჩემი კლასელი. -ეგ რომელი მიაკო?!-თვალები დააწვრილა ტატომ. -რომ მოგიყევი ვატო დევდარიანი ცემა სკოლის ეზოშითქო.-ხელი აიქნია შეწუხებულმა დათამ.-მაინდამაინც ჩაკ ნორისი უნდა შეგყვარებოდა, ქალი და მანდილი დაილია ამ დედამიწაზე?! ან ეს ორი ნახვით შეყვარება რა სიგოიმეა, რა ტრივიალურია, რა ... აი სიტყვა და ჰიპერბოლა არ მყოფნის ... -ზედსართავია ეგ.-ჩაერია ვანიკო. -შენ წერე დისკრიმინატი!-აყვირდა შეურაცხყოფილი დათა.-რა გინდა ამ დევდარიანთან?! რა არ გაჩერებს? -მე დევდარიანი სადმე ვახსენე?-მშვიდი იყო ილიკო, ფეხს მონოტორულად აქნევდა და აივნიდან უყურებდა ქუჩას.-ვანიკო, რამდენი ხანია რაც ... ბექა ... -ბავშვობიდან მიას ვატო უყვარდა, ბექას მია. ვატო და მია დაიშალნენ. ამის სტანდარტს ვერ გაუწია დევდარიანის „მაზერატმა“. ბექა არი ძმაკაცი. -შენი თუ მიაკოსი.-ძალიან სერიოზული ტონით იკითხა დათამ და ტატოს ხარხარი დააიგნორა. -მიაკოსი. -გოგოს და ბიჭის ძმაკაცობა არ გამიგია, მე. მეგობრობა ხო. ეს ძმაკაცი რა უბედურებაა?!-შეშფოთება ვერ დამალა დათამ.-მიამ იცის, რომ ყვარობს ფრიდონი ნესტან-დარეჯანს მალულად?! -დაჟე ქაჯებმაც იციან.-სიცილი აუვარდა ვანიკოს. -ქაჯები?! -დევდარიანის საძმაკაცო. -მაგას ძმაკაცებიც ყავს?-ჩაეცინა ილიას და ვანიკოდან მზერა აწრიალებულ ძნელაძეზე გადაიტანა.-ბექა კაი ბავშვი იყო, მახსოვს. -აზრზე მოსული, შეგნებული, გაზრდილი ბავშვია.-ჩამოაყალიბა ტატომ.-მამამისს ვიცნობ შორიდან, იცი რა კაცია?! მაგისი შვილი ცუდი რომ ვერ იქნება ვერანაირად. სამინისტროში მუშაობს სადღაც ... საერთოდ, მინისტრია მგონი. -მამა და ძმა რომ შველოდეს დევდარიანი კაცი უნდა იყოს!-ჩაილაპარაკა დათამ და ახლა ილიამ დაქაჩა განგაშის ნიშნად თვალები. -დევდარიანთან რა ხდება?-თავი ასწია ვანიკომ და ეჭვნარევი მზერა მოავლო ბიჭებს. -მიას ამბავში ვიძახი.-ჩაახველა ილიკომ და ვანიკოს მიუბრუნდა.-შენ, როგორ ატყობ, არის მია ის გოგო, ვისაც უნდა ბექა თავდიდიშვილი?! -ბექა თავდიდიშვილს არ უნდა მიასნაირი გოგო.-გაეცინა ვანიკოს ილიკოს შეცვლილ სახეზე.-იდენტურები არიან. პლიუსი და პლიუსი. მთელი ცხოვრება ისე იცხოვრა თავდიდიშვილმა არაფერი შეშლია, არც კაცურში, არც ქუჩაში, არსად. სწორი და მართალი ბავშვია. ერთი მინუსით. -რა მინუსით?!-სკამში შესწორდა ილიკო. -საკმარისად სიყვარული არ იცის.-გაეცინა ვანიკოს და დათას ატეხილ ხარხარზე თავი დახარა. -ჩემი კაციტო!-ყვიროდა ძნელაძე ხმამაღლა.-ნახე, როგორი ფსიქოანალიზი დადო?! ხედავ, რა მოზგი ბავშვია?! ეგ არი, მთელი ცხოვრება გოგო გიყვარდეს და არ ამბობდე, დასკვნა არი ერთი, საკმარისად არ გიყვარს. აი, ნახეთ. მაგას შეუყვარდება ვინმე, არ იტყვის კიარა მთასაც გადადგამს. -ვითომ?!-ჩაეცინა ილიკოს.-აბა მიაზე რატომ თქვი ეგ არ არი შესაფერისიო?! -ეგ რომ შესაფერისი ყოფილიყო საკმარისად ეყვარებოდა. მია ძალიან კარგია, ოღონდ ბექასი არა. -შენ, საიდან ამხელა სიბრძნე ქალ-ვაჟურ რილეიშენშიფებში?!-წარბები სასაცილოდ აათამაშა დათამ. -ან ქართულად, ან ინგლისურად, ან რუსულად, ან გაჩუმდი!-აყვირდნენ ტატო და ვანიკო. -მინდა რომ დაველაპარაკო, რა.-ხმა დაუსერიოზულდა დონღვანს. -რას ეტყვი, მიაკო ნუ გიყვარსო?!-ხარხარებდა დათა. -არა, მაინტერესებს თუ მეტყვის მაგას მე. ვნახოთ რამდენია ეგ „საკმარისი“. -თუ დაინახე რომ საკმარისად უყვარს?!-გაეცინა ვანიკოს. -არაკაცი ხო არ ვარ, ჩავერიო?!-გაეცინა ილიკოს. -აბა რას იზამ?-გაუკვირდა დათას. -რასაც. -შენ მოგწონს მიაკო საკმარისად?-გაეცინა ვანიკოს.-იმიტომ რომ მგონია, რომ მოგწონდეს, ვერავის „საკმარისობა“ ვერ გაგაჩერებს და დაგახევინებს უკან. -მე მია როგორ მაგრადაც არ უნდა მომწონდეს, ჯერ სიმართლე მიყვარს და მერე სხვა დანარჩენი. მიასთან მართალი ვიქნები, თუ მისთვის ბექას გავაქრობ, მაგრამ ბექასთან ვიქნები მართალი?! -ბექასთან რატო უნდა იყო მართალი?-ვერ გაიგო ვანიკომ. -ბექა ხომ იქნებოდა ჩემთან მართალი, რომ ეთქვა მე მიყვარს ეგ გოგო და არ გაეკაროო?! ეგ ხო არი მისი სიმართლე, რომელიც მე დამანახა?! მე არასწორად როგორ მოვექცე?! -ნუ გამაგიჟე, სადაც ურთიერთობაზე და ცალმხრივ გრძნობაზეა ლაპარაკი ეგ საერთოდ რა მოსატანია?! ძმაკაცი ხო არ არი, გაითვალისწინო. -ძმაკაცი რაშუაშია, ადამიანია და უნდა გაითვალისწინო.-მშვიდი იყო ილიკო. -შენ, ძალიან გაგაწვალებს შენი ეგ შემაღლებული მორალი.-გაეცინა ვანიკოს. -ზოგჯერ ჯობია დარჩე გაწვალებული ოღონდ მართალი, ვიდრე ადამიანი გააუფერულო იმდენად, მერე გადაბიჯება გაგიმარტივდეს. მე მია ცოლად მინდა, მიასთან ურთიერთობაში რად მინდა სხვისი უბედურება მქონდეს ხინჯად ჩარჩენილი?! -რად მინდაო?!-ხველება აუვარდა დათას. -ცოლად. -აბა მომწონსო?!-აყვირდა ტატო. -ხო, მომწონს. -ცოლად მოგწონს? -ზუსტი განმარტებაა ჩემი გრძნობების და დამოკიდებულებების!-თვალი ჩაუკრა დათას აჟიტირებულმა დონღვანმა. -ცოლად თუ გინდა ეგრე თმობ?-არ ჩერდებოდა ვანიკო. -თუ ჩემი ცოლი უნდა იყოს, მაშინ ვერ იპოვის თავის ქმარს ბექას პიროვნებაში, დამიჯერე. -იცინოდა ილიკო. -აი, სულ ავიბურდე, აღარ მყოფნის აიქიუ.-სახე შეუწუხდა ძნელაძეს. -ის რაც შენია მოდის შენთან, არ უნდა ფარ-ხმლით ბრძოლა მაგ ამბავს.-თქვა ტატომ და თავი გადააქნია უკმაყოფილებისგან.-ამის თქმა სურდა. -იქნებ ის გოგო ბექას მიყვება ცოლად და მეოთხე შვილზე ორსულობის დროს აღმოაჩენს, რომ თავისი არ ყოფილა ეს თავდიდიშვილი, მერე რახდება?!-უკვე ინტერესში ჩავარდნილიყო ვანიკო. -მეოთხე შვილს არ უჩენენ კაცს, რომელიც „თავისი“ არ არი.-ხარხარი აუვარდა ილიას.-ვანიკო, დარეკე ბექასთან. -დავრეკოთ ბექასთან.-მათემატიკის რვეული დახურა ვანიკომ და მობილურში საბა მაჩაიძის ნომერი მოძებნა.-საბუ, როგორ ხარ?! -ვარ ასე ცხოვრებისეულ უმართლობასა და ეგზისტენციალიზმის საწყისებს შორის გაჭედილი, პირდაპირ მითხარი რომელი გოგო გაინტერესებს ჩემი გუშინდელი სთორიდან, თორე ხო ხედავ, რა ფრიად მნიშვნელოვან საქმეს მაწყვეტინებ!? -ბექას ნომერი მინდა. -ბექას?! მოიცა ... ბოლოს რომ გნახე ნანა მასწავლების ქოშით სვამდი სამასი არაგველის სადღეგრძელოს, რა ბექას ნომერი გააფრინე?! დატოვეთ რამე წმინდა!-თეატრალურ შეძახილებს ბოლოს მაშტაბური ხარხარი მოჰყვა. საბაც იცინოდა და ილიკოსთან ერთად ბიჭებიც. -საბა, ბექა თავდიდიშვილის ნომერი მომე. -თუ არ მეტყვი ვის უნდა ... -საბა, გამარჯობა. ილია ვარ დონღვანი.-ტელეფონი ხელიდან აართვა ვანიკოს ილიამ და ფეხზე წამომდგარმა ორ წამს უსმინა საბას ისტერიულ ხველებას. -ილია ...-სულს ვერ ითქვამდა ბიჭი.-გისმენთ! -ბექას ნომერი მინდა, თუ შეგიძლია რომ გამიგო. -გიკარნახებთ ჩაიწერეთ. -ძმა ხარ! -ძმა ვარ!-აჟიტირდა მაჩაიძე.-ძმაკაციც ვიქნები თუ თქვენი გულმხურვალე ... არა, არ არი ამხელა მაშტაბი საჭირო, თუ მცირე სურვილი მაინც გექნებათ. ბოდიში ცოტა ავღელდი, მოკლედ გიკარნახებთ და ... -მიდი!-სიცილს ვერ იკავებდა დათას გალურჯებულ სახეზე და ტატოს ჩურჩულზე -„ილიკო გვეძმაკაცე რა!“ ნომერი უკარნახა და ბოლოს ძალიან ჩუმად დაამატა. -ხო არ ცემთ?! -ბატონო?! -არაფერი. ნახვამდის, ილია. გაუთიშა. -ტიპს უყვარხარ!-ხაოდა დათა. -ილო, შენი ავტოგრაფი შეიძლება?! იმ საღამოს ბევრი ფიქრით დაღლილმა ინსტიქტურად დაურეკა უკვე კარგად ნაცნობ ნომერს. საწოლზე წამოწოლილი ბუნდოვან ოცნებებს ეთამაშებოდა. ამ რეალობაში დანახული საკუთარი თავი ეუცნაურებოდა და გაპარულ ღიმილს ვერ უბედავდა უარყოფას, რომ მართალი ყოფილა ის ვისაც უთქვამს, სიყვარული გასწავლის მსუბუქ ტალღებში ნავარდსო. -გისმენთ.-გაისმა მიაკოს ხმა და ილიასაც უკვე ლაღად გაეღიმა. -დარია ვინ არი შენი?!-გოგონას სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელი მოჰგვარა დონღვანის ხავედროვანმა ხმამ. -ბებიაჩემის დაქალი, რომელიც ბებოსავით მყავს. -დარიას ხელში გავიზარდე, შენ როგორ არ გიცნობდი?! -ალბათ ასე უნდა ყოფილიყო და ამიტომაც. -ანუ რომ გაგიცანი - ეგეც „ასე უნდა ყოფილიყო“-ს ნაწილია?!-ახალგაზრდა მამაკაცის ხმაში იღვრებოდა ღიმილი და ხმა ხდებოდა უფრო თბილი ვიდრე ოდესმე. -ეგ არ ვიცი, იმიტომ რომ მე საერთოდ არ გიცნობ ვინ ხარ!-მკაცრად გამოუვიდა მიას, რომ შეატყო საკუთარ თავს, ვერც თავად თოკავდა გაქცეულ ემოციებს. -მე არც ბექა ვარ და მითუმეტეს არც ვატო. -არც არავის უკადრებია ვატო ხარო. -ეს იცი როგორი წინადადება იყო?!-გაეცინა ილიკოს.-ბექა რომ ვერ გაიმეტე, ეგეთი. -არ ვაპირებ შენთან ამის განხილვას. -მიყვარს შენ ხმაში ეგ ბავშვური სიკაპასე. იცი როგორ გიხდება?! ცხოვრებაში მხოლოდ სამი ქალი ვიცი ასე უხდებოდეთ მკაცრი ხმის მცდელობები.-ისეთი ლაღი იყო, მია ვერ ხვდებოდა ხომ, ნამდვილად იმ ბიჭს ელაპარაკებოდა, ვისზეც საბასგან უკვე ამდენი სმენოდა. აშკარად ვერ ჰგავდა მოყოლილი რეალობას. -და ის სამი ... თუმცა რა მნიშვნელობა ... -ჩემი ნება რომ იყოს სამივეს პირველ პაემანზე გაგაცნობდი და მეორეზე სახლში წაგიყვანდი. -იცოდე გავთიშავ!-ხმა აუკანკალდა მიაკოს. -ახლაც!-სიცილი აუვარდა ილიკოს.-მიაკო, ნეტა ახლა ორი წამით დამანახა როგორი სახე გაქ. -ვთიშავ. -ხვალ ბექა უნდა ვნახო. -ჩემი ბექა?! ორ წამიან დუმილის ზღვაში თვალდახუჭული მძიმე სხეულით თითქოს ჩაიძირაო დონღვანი, მერე გონს მოეგო, დაბოხებული ხმითა და ნარევი ღიმილით დაეთანხმა მიას. -ჰო. -რა საქმე გაქვს ბექასთან?! -იცი რა საქმეც მაქვს. -არ მესმის, რატო გადამეკიდე? -შენ მითხარი. -მე რა გითხრა?! -რა გგონია, რატომ გადაგეკიდე? -არ ვიცი, საერთოდ ეს „გადაკიდება“ ცუდი სიტყვა მგონია ... არ ვიცი ზუსტად რა ვიგულისხმე, უბრალოდ ჩემი და შენი გზები ხშირად იკვეთება ეს ერთი კვირაა და მე უკვე ... -არ არი ცუდი სიტყვა, გადაგეკიდე. მე რომ ვინმემ მკითხოს მიაკოსთან რა გაკავშირებსო ვეტყვი რომ „გადავეკიდე-თქო“. -საერთოდ არ მომწონს როგორც ჟღერს. -მაინც როგორ? -ცოტა მანიაკურად. -არა, მე ძირითადად მელოდრამებს ვუყურებ, საშინელებათა ფილმები ჩემი სტიქია არც არასდროს ყოფილა. რას ამბობ, „ტიტანიკზე“ ჯეკის ნაცვლად მე ვტირი ხოლმე. გულჩვილი, სენსიტიური და მშვიდი ადამიანი ვარ. -ეგეთი იყო ჰიტლერიც. -მე ჰიტლერი არა, უფრო ვინმე სათნო და ღირსეული. კაი, რა ჰიტლერი მიაკო?! -იმას უყვარდა მულტფილმები და მელოდრამები და ტირილში ამოწყვიტა ნახევარი მსოფლიო. მე რა ვიცი?! იქნებ შენც გაქვს ეგეთი მიდრეკილება?! -როგორი, მაგალითად ნახევარი მსოფლიოს გაწყვეტის?! არა, სიტყვაზე მენდე, ბექას მარტო დაველაპარაკები. არანაირი ძალადობა. რა ძალადობა საერთოდ, იცი რო ჩემი და მცემს ხოლმე?! -შენ ისეთი კარგი ყოფილხარ ამ ცხოვრების უმართლობას ხო არ უხრი ხოლმე თავს?! არ დამიმალო, თუ ვინმემ დაგჩაგროს და შენი და იქვე არ იყოს, მე დაგიცავ ხოლმე. -მადლობა, რაღაცნაირად დავმშვიდდი, იცი!? არავის არ ჯერა რომ ვიძახი გულჩვილი პიროვნება ვართქო. მჭირდება მე ვინმე ისეთი ვინც დამიცავს. ჩემ პირად დაცვაში რომ აგიყვანო, მაგალითად? უყურე! მეორედ გთავაზობ! -რამდენი კილო ხარ? -ბატონო?!-ხარხარი აუვარდა ილიას. -ხომ უნდა ვიცოდე, ვინმემ უცაბედად რომ გცემოს, მე რა მასას უნდა შევეჭიდო ხელში აყვანილი რომ მივარბენინო საავადმყოფომდე?! -112-ში დარეკვაც საკმარისი იქნებოდა, აუ, შენ რა ბოროტი ხარ?! დადიოდი სადმე?! -არა, ნიჭია. თანდაყოლილი. -უი, რას ამბობ. გავგიჟდი. აღფრთოვანებას ვერ ვმალავ, გასაუბრებაც არ მჭირდება ისე აგიყვან სამსახურში. -როდიდან შევუდგე თქვენს დაცვას?! -ანაზღაურებაზე ასე მენდობი?! -თვალდახუჭული. -კაი, მოსულა. ხვალ დილიდან გავდივართ. -ნახევარი მსოფლიო რომ გყავთ გასაწყვეტი მაგ საქმეზე? -უნდა ვიცოდე. -ჰიტლერის მიერ მოკლულთა სრული რიცხვი?! აუ, ახლავე დაიცა ... -უნდა ვიცოდე, ხვალ ბექასთან რამდენის უფლება მაქვს. -არაფრის, საერთოდ.-გაეღიმა მიას და გაეღიმა ილიკოსაც. -და ბექას?! -ბექას მითუმეტეს. -ანუ?! -მე ჩემი თავი აქამდე იმიტომ არ მომიყვანია, ვიღაცებს ვუსაზღვრო ერთმანეთთან რამდენის უფლება აქვთ. ჩემთან არც ერთს გაქვთ რაიმე სახის უფლება. ეს შენ ჩემზე უკეთ იცი. -ვიცი. -ეცადე არაფერი შეგეშალოს. თუ არი ეს შესაძლებელი. -შენთან თუ ბექასთან? -ჩემთან. -და ბექა?-სხეული დაეძაბა ილიკოს. -მასთან ვიცი რომ არ შეგეშლება. -იქნებ ვცემ ხვალ, რა იცი?! -ცემა რომ გდომოდა არ დამირეკავდი. შენ, უკეთ იცი რომ საცემი და საჩხუბარი არაფერია, და მგონია რომ ისიც კარგად იცი, რამდენად დაბლა დახვალ რომ გავიგო ეგეთი ფაქტი მოხდა. -გამოდის ისე მენდობი, არ გჭირდება იცოდე ვინ ვარ. -გამოდის ვიცი ვინც ხარ. -ანუ რომ დაგირეკო ხოლმე ... -რომელი საათი მოსულა, უკვე გვიანია, ტკბილი ძილი, ილიკო.-სიცილის ხმამ თითქოს შაქარყინულივით დაატკბო სიჩუმის სიმფონია. იმ ღამით დონღვანს არ სძინებია. დილის შვიდ საათზე დონღვანის კარზე ბექა თავდიდიშვილი აკაკუნებდა. ნახევრად მძინარე უმალ გამოფხიზლდა ბექას გამოსახულება რომ დალანდა კედელზე მიმაგრებულ აპარატში. -გავიგე ჩემი ნახვა გინდოდა!-ბექას ხმა იყო უჩვეულოდ ბოხი და მკაცრი, თითქოს ყველა ბოღმას კისერში მხოლოდ ამ დილით მოეჭირა მისთვის და არ იცოდა სად წაეღო დაგროვილი ტკივილი. -მინდოდა. -ჰოდა გისმენ, აქ ვარ. -არ მეგონა დილის შვიდიდან თუ იწყებდით დილას აბიტურიენტები.-გაეღიმა და თავით ანიშნა სახლში შესულიყო. ისიც მშვიდად დაიძრა მისაღებისკენ. -დღეს ასე დაიწყო. -ყავას დალევ?! -პაემანზე მპატიჟებდი? -არა, მე სხვა მომწონს, ბოდიში,-სახე სასაცილოდ დაბრიცა და ყავის აპარატისკენ დაიძრა ნაცრისფერ სპორტულებში გამოწყობილი დონღვანი. -სხვა ვინ?! მიაკო?! -ჰო, მიაკო, შენ საიდან იცი?! -საბამ მითხრა მაჩაიძემ. -ვა, რაო საბამ?!-ღიმილი ვერ შეიკავა და ყავის ჭიქით შეიარაღებული დაიძრა მისაღებში, პატარა მაგიდასთან მჯდარი თავდიდიშვილისკენ. -მაგას რა მნიშვნელობა აქვს, გისმენ, რატო დამიბარე?! -მე გისმენ. -ბატონო? -ჭორად გავიგე რომ მია გიყვარს ბავშვობიდან. -არ მითხრა საჭორაოდ დაგიბარეო.-გაეცინა ბექას და ხელები მუხლებზე დაილაგა მოდუნებულმა. -არ გეუბნები. -აბა გისმენ. -მე გისმენ-მეთქი. -გაინტერესებს მია მიყვარს თუ არა?! -არა, შენი სიყვარული ჩემი პრობლემა არ არი, მანამ სანამ ჩემი არ გახდება შენი პრობლემა! -ანუ?! -მე გამოვედი ბექა იმ ასაკიდან, სადაც ბიჭს იმდენი დრო აქვს გოგოს უკან აედევნოს. საერთოდ არ მიზიდავს ჩამოუყალიბებელი არც ურთიერთობა და არც ადამიანი. მე პატივს ვცემ კაცურ სიტყვას და არ გადავდივარ ჩემი პირიდან გამოსულ, არც ერთ პირობას. მე არ ვარ ის კაცი, მოვიდე და მოგთხოვო თუ გიყვარს აღარ გიყვარდეს-მეთქი. მე მინდოდა შენთან ლაპარაკი მხოლოდ იმიტომ, მცოდნოდა შენ რას აპირებ მიასთან?! იმიტომ რომ მე მიასთან სერიოზული ურთიერთობის დიდი სურვილი მაქვს. -მე გზები დაგილოცო?! -არა, საერთოდ არ მჭირდება შენი არც დალოცვა და მითუმეტეს არც ეს გაბუტული ბავშვის „ბაზარი“. კაცურად გეკითხები და მიპასუხე, რამეს აპირებ მიასთან?! -რას ნიშნავს ეს „რამეს აპირებ ...“ რას უნდა ვაპირებდე, ჩემი მეგობარია. -მოვრჩით.-გაეცინა ილიკოს.-სულ ეგ იყო, თუ შენ მიას მეგობარი ხარ, მე ეჭვი მაქვს, ჩემიც მალე გახდები. -ეგ რას ნიშნავს?-კანი აეწვა ბექას. -მე ხომ გითხარი მია მომწონს-მეთქი?! -მერე მიას არ ... -მიას თავი მომანდე მე.-სკამის საზურგეზე მიყრდნობილმა თვალი ჩაუკრა გაფითრებულ თავდიდიშვილს. -და რომ გითხრა მე მიყვარს მიათქო?!-მუხლები ერთმანეთს მიაჭირა გაბრაზებულმა. -მე დავუბრუნდები პირველ კითხვას, რამეს აპირებ, ბექა?! -რას ნიშნავს ეს ... -მაგალითად შენ გრძნობებში გამოტყდომას, არ ვიცი როგორ ეძახით მაგას, სიყვარულის ახსნას ან რაღაც ამდაგვარს. აპირებ?! -აოცებდა თავდიდიშვილს ილიკოს სიმშვიდე. -არა ... ჯერ არა. -როდემდე გელოდო?!-გაეცინა ილიკოს.-როდის, შენ სამედიცინოს დაამთავრებ, მერე აღმოაჩენ რომ მია არ გიყვარს, ჩემთან მოხვალ და მეტყვი, ბოდიში, ძმაო აქამდე მეგონა მიყვარდაო?! რამდენი ხანია ეგ შენი „ჯერ არა“?! -ჯერ მიაც არ ... -მია არი ჩემი პრობლემა, მანამდე სანამ შენ არ მეტყვი რას აპირებ. -აბა რას მეკითხები?! -მე ხომ გითხარი პატივს ვცემ კაცურ სიტყვას-მეთქი?! თუ შენ მტყვი, რომ ამ სახლიდან გასული მიასთან მიხვალ და გრძნობებში გამოუტყდები მე მიას ცხოვრებიდან გავქრები. -უარიც რომ მითხრას?! -არა, მაშინ შენ გაქრები მიას ცხოვრებიდან. -გასაგებია. -და კიდე არ გამეცი საბოლოო პასუხი ჩემ კითხვაზე. -აქედან გასული მიასთან წავალ. -კი ბატონო.-გაეცინა დონღვანს და სკამიდან წამოდგა.-წარმატებებს ვერ გისურვებ, ძალიან ყალბი ვიქნები და ნერვების მომშლელი. ამიტომ იყოს ისე როგორც საჭიროა რომ იყოს, მოსულა?! -მაინც არ მესმის, რატომ დამიბარე. შეგეძლო ისე მოგეგვარებინა მე არ გაგეთვალისწინებიე, საერთოდ ვინ ვარ შენთვის რომ ... -ადამიანი. ამ საღამოს პასუხს ან ჩემით გავიგებ ან პატივს დამდებ და შენ გამაგებინებ, ხო მოსულა?! -ხო. თავი მაღლა ასწია და სახლი დატოვა. *** შხაპუნაწვიმიანი აწმყო - თავი მეხუთე პრაღაში დღეები ისე ილეოდნენ ერთი-მეორეს მოლოდინში, რომ დრო თვალის დახამხამებაში გადიოდა. საათის ისრები ვერ ასწრებდნენ ერთმანეთს დასწეოდნენ და წამით მაინც შეყოვნებულიყვნენ თავიანთ ადგილას. კარგად გაწერილი სცენარივით ვითარდებოდა იმ ორის ურთიერთობა, რომელიც ცოდვას შეეყარა ერთმანეთისთვის, არ ჩერდებოდა მათ ცაზე წვიმა, გარეთ კი მზე ანათებდა ირგვლივ არემარეს. დადიოდნენ მუზეუმებში, გალერეასა და თეატრებში. ქუჩებს აზეპირებინებდნენ თავიანთ სიცილს და ერთმანეთს ისე ეჭიდებოდნენ, თითქოს სხვა არავინ ეგულებოდათ ერთიმეორეს მტევანთა სადარი. -ბებოს მართლა გამაცნობ?!-ჰკითხა ერთ დღეს სკვერში, მინდორზე წამოწოლილმა მელანიამ ივას. -გინდა დავურეკო?! -ახლავე?-სასწრაფოდ წამოჯდა აჟიტირებული გოგონა. -ერთი წამი ... -ტელეფონი მოიმარჯვა და ქართული ნომერი აკრიფა. ორი ზარის შემდეგ აიღეს ყურმილი და მოხუცი ქალის ხმა გაისმა. -ბები, როგორ მომენატრე! -თინა, ახლა ვარ პრაღაში. -ვიცი, ბებო, მითხრა დედაშენმა. რატომ იჩქარე?! ორმოცს მაინც ... -ბებო, აქ იცი ვინ არი?! -ვინ არი?-გაუკვირდა ქალს. -მელანია. -ვინ არი ბებო, მელანია?!-გაეღიმა მოხუცს და გაეღიმა ივას, მელანიას დაქაჩულ თვალებზე. -ჩემი საცოლე. -ბებო, კი მაგრამ ახლა ...-ენა დაება ქალს. -და მელანიას უნდა რომ ჰყავდეს ბებო, იმიტომ რომ აღარ ჰყავს, გარდაეცვალა. -მერე ბებო? -მერე რა ოპერაციებია საჭირო საიმისოდ, რომ მელანიას ბებოთაც გაგაფორმოთ?! -მომიკვდეს თავი, ცოლად მოიყვანე, თავის ბებოს ვერა, მაგრამ შენზე უფრო შვიყვარებ, ხომ იცი?! -იტყუები თინა ახლა შენ.-მელანიას კისკისზე თავადაც ვერ შეიკავა სიცილი.-გაგიჟდი, გოგო?! რა ჩემზე ძალიან?! ეგ არი შენი ქალობა? -რა ვქნა, ბებო მე სულ გოგო შვილიშვილი მინდოდა.-უდარდელად ამოილაპარაკა ქალმა. -იცი რა უნდა რომ გამოვიდეს?-თვალებს არ აშორებდა შეფაკლულ მელანიას. -აბა?!-გახალისდა ქალიც. -დედა. უნდა რომ ყავდეს ბევრი შვილი და ჰქონდეს ყვავილების ბაღი. -იცის რომ ჩემ ბაღში ყველა ყვავილი შენი და ბაბუაშენის დარგულია?-გაეცინა ქალს და ივას თვალები დაეხუჭა ნეტარებისგან, რომ იგრძნო როგორ ჩაჭიდა მტევანზე ხელი მელანიამ. -არ იცის. -ჩამომიყვანე, ბებო, რა. -წამოხვალ ბებიაჩემთან?-დაბლიდან ახედა თვალებგაფართოებულ მელანიას ივამ. -ივიკო. -რაო, ბებო რა დაგიძახა?!-წამოიძახა თინამ.-ივიკო, მოდი!-აყვირდა ქალი და მელანიას სიცილი დაერთო ფონად თინას შეძახილს.-მოდი, ივიკო, ჩვენ ბიჭს ცოლი მოჰყავს! -ანუ გაგაფორმეთ მელანიას ბებიად?!-ისე ლაღად გაეცინა ივა დევდარიანს, უეცრად საკუთარ სხეულში ბედნიერების სიომ შეზარა. -მანდ არი მელანია?! -აქ არი. -ბებო, ჩამოდი რა მალე ჩემთან, იცი რამდენი ხანია ვოცნებობ, შენზე?! -ჩამოვალ!-და ენაზე უნდა ეკბინა უეცრად ივამ რომ დაქაჩა მაჯაზე ხელის ძლიერი ჩავლებით და მამაკაცის სახესთან დახრილს ლოყაზე ძლიერად აკოცა. -მომყვები?! გათიშა თუ არა ტელეფონი, უკან გაწეულ აწითლებულ გოგონას შეავლო უძირო მზერა. -მინდა რომ გამოგყვე.-ამოიჩურჩულა მელანიამ.-ჩემებს უნდა ... -რომ ჩავალთ ორივეს ოჯახს ერთად გავუმხელთ, ასე უფრო კარგი იქნება. -შენთან ახლა ამის დრო არ არის, ივიკო, დამიჯერე, ჯერ ძალიან ... -თუ ვამბონ რომ ამის დროა, ანუ არაფერი მეღობება წინ. მითხარი, მომყვები მელანია?! -მოგყვები. და თითქოს იმ საათის ისარი გაჩერდა, სადაც კუპიდონი იჯდა და ფიქრობდა, როგორ შეცდომით ეღიარებინა, რომ შეცდომით გავარდნილმა ისარმა წლების წინ, სიყვარული აგემა მათ, ვისაც ბედი მტრობას ეჩემებოდათ. არ წუხდა კუპიდონი. ცვიოდა ციდან შხაპუნა წვიმა. ისე თითქოს იღიმოდა კიდეც ფრთიანი ბიჭი. *** შხაპუნაწვიმიანი წარსული - თავი მეხუთე იმ დღეს ბექა თავდიდიშვილი, მირბოდა სკოლის გზაზე თავქუდმოგლეჯილი. მირბოდა პირველი აღტაცებით. მირბოდა სულმოუთქმელად. სკოლის ეზოში უამრავ ხალხს ვერც კი ამჩნევდა. მირბოდა ისე როგორც მიისწრაფვიან ადამიანები თავიანთი ოცნების ასახდენად. და მერე სადღაც, არსაიდან ... -ფრთხილად!-შეჰკივლა გოგონამ და წაბლისფერი თმები ჰაერში აფრიალდა, ისე თითქოს, ვიღაცამ ჩასწორება შეიტანა წიგნში, სადაც გადაწყვეტილად ეწერა ... „ცხოვრება გაატაროს ტკივილში“. -ვაიმე, უშველეთ!-შეიცხადა ლია მეტრეველმა, ჰაერში ამოტრიალებული გოგონა კი ბექას ღონიერ მკლავებს ისე ეპოტინებოდა, როგორც დასახრჩობად განწირული ხავსს. -გიჭერ, ნუ გეშინია!-მწვანე თვალებმა ბოლო აკორდი დასვეს და წითელი კალმით გადააწერეს „ტკივილს“ – „სიყვარული.“ იმ დღეს მია სკოლაში არ წასულა. იმ დღეს არც ბექას უძებნია მია. ისე როგორც ხდება ხოლმე. -ბექა ვარ თავდიდიშვილი. -ველოდებოდი შენ ზარს, აბა?! რა ხდება?!-დაძაბულობა გადამალა ილიამ. -გავიგე, ნინა დონღვანი შენი ბიძაშვილია, მართალია?! -მეღადავები?!-წყალი გადასცდა ილიკოს. -მაგარი უზრდელი ბავშვია და იცოდე, ან შენ მოუვლი ან მე ვაჩვენებ მაგას სახეში ხელების რტყმევა როგორ უნდა. -ბავშვი არ გამილახო, თავი არ მაცემინო!-სიცილი აუვარდა ილიკოს.-ვის ბიძაშვილზე იძახი უზრდელიაო, დაგითვლი ძვლებს, შე საცოდავო. -მოაშორე, გადაიყვანე საერთოდ სკოლიდან, ვინ არი ეს თავხედი, საერთოდ რანაირად არი შენი ბიძაშვილი?! -ჩვეულებრივად. რა საქმე გაქ ნინასთან?! -მივრბოდი, დამეჯახა, ამოყირავდა, წამოდგა და ისე მლეწა მეგონა ორი წამი მე ვიყავი დამნაშავე, შიზოიდია, სამკურნალოა, უტეხი, პროსტა! -რაიყო ბიჭო გოგომ ესე როგორ გამოგიყვანა მწყობრიდან.-სიცილს ვერ იკავებდა ილიკო. -საზიზღარი ბავშვი! -წესიერად. -იმის სათქმელად დაგირეკე, რომ მოკლედ მიხვდი, რა შენთვითონაც. -მივხვდი. -წარმატებებს ვერ გისურვებ, ყალბი ვიქნები და ცოტა ნერვების მომშლელიც. -ხო, ხო. სიცილი ვერ შეიკავა ტელეფონი გათიშა და დივანზე გადაწოლილმა დათას გადმოხედა. -დათ. -რა გინდა, რატო „მეპათხალიმები“?!-თავი არმორგო ტელეფონიდან დათამ. -ახლა რომ გამიშვან შენთან ერთად აფხაზეთს დავიბრუნებ. -მარტო წადი მე მეზარება. -არა შენთან ერთად მინდა. -მაინცდამაინც ჩემთან თუ გინდა, სოხუმის პალმასთან არ მიმახვრიტონ, დაილია ბათუმში პალმა და ბულვარი? -შენ ხარ ზედაპირული ადამიანი, „იმენა,“ ფუ. -გაგრა მაინც გეთქვა, პატარაა. სოხუმს, მეხუმრები?! -აფხაზეთი ვთქვი საერთოდ. -პატრიოტი ხარ, ილია ლომგული. -გინდა რომ გცემო?! -არა, შენი ცხოვრების თანაგმზავრი ვარ წესიერად მომეპყარი. -არა, მე მართლა წავიდოდი ომში შენთან ერთად. -უკვე ძმაკაცურ საზღვრებს ცდები, შემეშვი, არ მომწონს შენი ლაპარაკი. -მოდი, აქ! დივნიდან წამომხტარ ილიკოს სამოცჯერ რომ დაარტყმევინა დათამ მაგიდაზე წრე, მერე დანებდა და ამოთქვა. -აფხაზეთი არ ვიცი და მიაკოს მამასთან საომრად ცეცხლიანი ფიალით წამოვალ, ჩემო ძმაო. -ძმა ხარ, მაგრამ მშიშარა ძმა. -ეცი ამნაირს პატივი. -მაგ ფიალას ბუჩქებში ისვრი ის კაცი გარეთ რომ გამოვიდეს, ვინ მასწავლის შენ თავს?! -რა იყო, სამჯერ გცემეს ჩემ გამო, რით ვერ დაივიწყე?! -რა გელაპარაკო! -შენ და მიამ იცის, რომ მოხუცი ხარ?! ასე ბევრი წლით?! -წადი ჩემი სახლიდან. -კაი, კაცი ხარ და გაიტან, მაგრამ ამ თითისტოლა ბავშვებს ნუ უძმაკაცდები, რა. თავი ბაღის გამგე ... კაი, დადე ილიკო ეგ უთო, დადე-მეთქი, დადე! *** ჭექაქუხილიანი აწმყო - თავი მეექვსე მეხის გავარდნას ჰგავდა ივას და მელანიას საქართველოში ჩამოსვლა. ამბობდნენ ქალაქში ჰაერი დაიძაბა, რომ გაიგეს დევდარიანმა დონღვანი მოიყვანა ცოლადო. აეროპორტიდან სახლამდე ყველა წამის ინტერვალში ეცვლებოდა ივას სახის გამომეტყველება. მუცელში ერეოდა უცნაური შეგძნებები მელანიას და ვერც ხმის ამოღებას ბედავდა იმ რეალობით გაოცებული, რაც სველ ტილოზე გადღაბნილი საღებავებით დახატულ სურათს ემგვანებოდა თანდათან. ივას მიერ მოყოლილ ამბებს „საშუალო ფენის ოჯახთან“ დაკავშირებით ნელ-ნელა უდგებოდა წყალი. -ეს მანქანა შენია, ივიკო?!-შეპარვით იკითხა მელანიამ. -ჰო. -როგორ ... ვგულისხმობ, საიდან ... -მამაჩემმა მიყიდა ოცი წლის იუბილეზე.-მისი ხმაც კი შეცვლილიყო. მელანიას სხეულში გასცრა უსიამოვნოდ. -გასაგებია. მდუმარებაში იძირებოდა ორივეს სული და მაინც ქალი ცდილობდა ღრმად სუნთქვას. -ივიკო, სად მივდივართ?! -აგარაკზე. ნერვიულობისგან ტუჩზე იკბინა გოგონამ და ძლიერად ჩააფრინდა აკანკალებულ მუხლებს. -იქნებ ჯერ ჩემებთან ... აქვე ვცხოვრობ, იქნებ ... -ჯერ ჩემებთან. შენებიც მოვლენ. -კარგი დავურეკავ.-ტელეფონი მოიმარჯვა და სასწრაფოდ მოძებნა ძმის ნომერი. -ჯერ ჩემებთან. შენებიც მოვლენ!-და ივას ხმაში გაჟღერებულმა ხმამაღალმა ტონმა შეზარა მელანია. -ასე რატომ მელაპარაკები?!-ხმა ვერ დაიმორჩილა შეშინებულმა გოგონამ. -როგორ?! -თითქოს რამე დავაშავე ... გუშინ ყველაფერი ისე კარგად იყო, რაც აქ ჩამოვედით თითქოს ... -თითქოს, რა?!-უემოციო გამომეტყველებით მისჩერებოდა გზას დევდარიანი. -თითქოს სხვა ადამიანი ხარ. -ტელეფონი დადე! -რა მოხდება თუ არ დავდებ?!-შესძახა ხმამაღლა მელანიამ. -აი, ეს.-ტელეფონი ხელიდან ააცალა და მარტივი მოძრაობით მოიქნია ფანჯრიდან. -რას აკეთებ!-შეჰკივლა შეშფოთებულმა და წინ წამოწეულმა დაქაჩული თვალებით შეათვალიერა საჭესთან მჯდარი, უკვე თავის ქმრის ამპლუაში მყოფი კაცი ... კაცი, რომელსაც ვაი, რომ საერთოდაც არ იცნობდა. -მალე ჩავალთ. დაისვენე. -ასე რატო იქცევი!?-მარგალიტებივით ცრემლები დასცვივდა ლოყებზე მსხვერპლადშეწირულს. -არ ვიცი. -რა არ იცი?! -ვატოს როგორ ექცეოდნენ. -ვატო რაშუაშია?!-სულ გაფითრდა გოგონა. -მოვედით!-მანქანის წინ უზარმაზარი ჭიშკარი გაიღო და უდაბნოში გადაშლილი ოაზისივით გამოჩნდა მწვანეში ჩაფლული ორ სართულიანი ქვით ნაშენი სახლი, თვალუწვდენელი ვიტრინებითა და ვინტაჟურად გაწყობილი ისტორიული დიზაინით. -ეს ... და მიხვდა, რომ შიში იმის შესახებ რომ მოატყუეს ... აღარ იყო შიში - არამედ, რეალობა. -ივა!-შავოსანი ქალი გამოეგება ახლად მოსულებს და შორიდან შეათვალიერა ატირებული გოგონა, რომელიც მხოლოდ ქალს უღიმოდა ნარჩენი იმედით, თითქოს ის მაინც შეძლებდა მის დახსნას ამ მოსალოდნელი ჯოჯოხეთის ცეცხლისგან. საბრალომ არ იცოდა, რომ ცეცხლი - თავად იდგა მის წინაშე ამ ქალის სახით. -გაიცანი დედა, შენი შვილის მკვლელის და. დევდარიანის ხმაზე თითქოს ცა გაკვეთა ელვის სინათლემ და ჭექა-ქუხილმაც არ დააყოვნა. -ეს გოგო აქ რას ... -ეს გოგო შენი რძალია.-ამოიხრიალა და დედის დუმილს გმირულად შეეგება. -რა გააკეთე, შვილო?!-ამოიხრიალა კართან მდგარმა დიმიტრიმ და დაქაჩული თვალებით დააჩერდა გოგონას აკანკალებულ სხეულს. -ასე სამუდამოდ ეტკინებათ ჩემი ძმის ყველა დალეწილი ძვალი. თუ მამამისმა - და ისედაც ნათელი იყო მელანიას მამას გულისხმობდა.-ფულის ნაცვლად მის შვილს შენი მოაკვლევინა, შენი შვილი რითია სხვისაზე ნაკლები?! -ივიკო.-სადღაც, დაკარგული სულის გამოუთქმელი ტკივილივით გაისმა მელანიას ხმა, რომელიც მანქანას ჩაჭიდებოდა დაუძლურებული სხეულით.-რას ამბობ, ივიკო! -დედა, სახლში შემოიყვანე. კაცის ამ სიტყვებზე, უპოვნელი ძალა მოიკრიბა და გასაქცევად გაიწა, ირინას მტევანი რომ იგრძნო მხარში. სხეულით უკან დაქაჩეს და ადგილზე გაიყინა გამწარებული. -გეფიცებით, არ იზამდა ამას ჩემი ძმა. მამაჩემის ცხოვრებაში არაფერი დაუჯერებია, რაღა ამას ... -რამდენი წლის ხარ?!-გაისმა ქალის ხმა ყურს უკან და მელანიამაც დაპროგრამებულივით უპასუხა: -ოცდასამის. -ჩემი ჩვიდმეტის იყო.-ცრემლი გადმოუვარდა ქალს. -მე არ ... ჩემ ძმასთან დამარეკინეთ, გთხოვთ, ასე ნუ მომექცევით, მე ... წარმოდგენაც არ მქონდა რა ხდებობდა, ასე როგორ მექცევი, ივიკო! აქ მოდი და თვალებში ჩამხედე! მითხარი ამისთვის როგორ მიმეტებ. ასეთი სასტიკი როგორ ... -შენი ძმისგან ისწავლა.-ირინას სიტყვებზე ხმა ჩაუწყდა გოგონას და ქალის ბიძგს სახლში შესულიყო ისე დაემორჩილა, საკუთარი უძლურება შეძულდა უეცრად. -ცოლად მოყვანა რა საჭირო იყო?!-ტონს ვერ აკონტროლებდა კაბინეტში შეკეტილი დიმიტრი და შვილს გაავებული მზერით დასცქეროდა. -ისედაც მთელი ცხოვრება დავუნგრიე. -ამიტომ შენიც უნდა დაინგრეს?! -ხო. მთელი ცხოვრება გვერდით მეყოლება. -სადომაზოხისტი ხო არ ხარ შვილო, ეს რამ მოგაფიქრებინა. -თქვენ გინდოდათ სამუდამოდ ტკენოდათ დონღვანებს, ხომ ასეა?! მე მკვლელი არ ვარ. ტყვიას ვერ დავახლიდი. ვერც ის არაკაცი გავხდებოდი ... -და გაჟღერებაც ვერ შეძლო ამ სიბინძურის.-მათ ეცოდინებათ, რომ მათი საყვარელი ქალიშვილი იმ კაცთან იცხოვრებს, რომელსაც არ ეყვარება, რომლის არსებობაც გააზრებული ტკივილი იქნება მათი შვილისთვის. ეგეც თქვენი მთელი ცხოვრებისთვის სამყოფი ცოდვა. -შენ ხვდები რა სიგიჟეს ლაპარაკობ?! ამ გოგოს ჩემი ხელით დავუბრუნებ გიორგის და ამ ავადმყოფურ, მანიაკურ წამოწყებას წერტილს დავუსვამ. მე იმ ბიჭის ციხეც მყოფნიდა ... -მე არ მყოფნიდა! არ მყოფნის, ხვდები?! ღამით არ მძინავს. ალბათობა იმისა რომ უდანაშაულო ადამიანს ვამწარებ მანგრევს. და ყოველ ჯერზე, როცა მინდა რომ გავჩერდე იცი რა არ მაჩერებს?!-თვალებში სისხლები მდინარეებად ჩაეღვარა გავეშებულ ივას.-დედაჩემი და ვატოს უძვლო სხეული. არ მასვენებს, გესმის შენ?! მხრები მეწვის მამა. ამ ამბისთვის წერტილის დასმა ახლა შვებაა ჩემთვის. ახლა გიორგიმ ტყვია რომ დამახალოს ეგ მირჩევნია დაბლა ჩასვლას და იმ გოგოს თვალებში ტკივილის დანახვას, მაგრამ არ მეშვება ვატოს სისხლი. სახე არ უჩანდა, მამა. მე კაცად აღარ ვარგივარ. მე მთელი ცხოვრება საზიდი ტვირთი ვარ. მე ახლა ვეღარაფერი მიშველის. მხოლოდ განცდა, რომ თქვენ ... -ჩვენ რა?!-ამოიხრიალა განადგურებულმა მამამ. -კმაყოფილი იყოთ იმით, რომ დონღვანებიც არ არიან ბედნიერები. მორჩა. -მიშველე ღმერთო. -ეგ დაგაგვიანდა. ყველა მისასვლელი გზა მოვიჭერით. ახლა ზუსტად იქ ვართ, სადაც მკვლელები. -თუ გავუშვებთ ასე აღარ ... -არ გავუშვებ. -ასე ნუ იქცევი, თავს ნუ იღუპავ. ვატოს ვერ გააცოცხლებ და შენ ... -მე იმ ღამით მოგიკვდი ვატო რომ მოგიყვანე სახლში მკვდარი. ფეხზე წამოდგა და კაბინეტიდან გავიდა. ილიას ტელეფონზე საბა მაჩაიძის ზარმა სახლში ჩამოწოლილი მდუბარება დაარღვია. -ხო, საბა.-მშობლებს მორიდებით გადმოხედა და ფეხზე წამოდგა ილიკო. -კოლა ასლანიკაშვილი ვარ. -კოლა?!-თვალები გაუფართოვდა დონღვანს. -ახლა ისეთ რაღაცას ვაკეთებ, რომ გავიგო სადმე გაჟონა, დევდარიანებზე მაღალი კალიბრის მტერს ჩემი სახით შეიძენ. -რა ხდება?!-ხმა დაეძაბა ილიას. -შენი და ... -რა ჭირს, ჩემ დას?!-გიორგის გაფითრებულ სახეს თვალი მოარიდა ილიამ. -დევდარიანმა წაიყვანა. -რაო?!-სისხლი გაეყინა ძარღვებში. -აგარაკზე ჰყავს, თუ დროზე ჩაუსწრებ ... -მოვკლავ მაგ ავადმყოფს!-აყვირდა გამწარებული და მამამისის ყვირილზე, ურეაქციოდ გავარდა გარეთ. -ერთ რაღაცას გკითხავ და კაცურად მიპასუხე. -რა ... -ვატო შენ მოგვიკალი?!-ხმაში უცნაური ბგერები გაუკრთა ნიკოლას. -არა, მაგრამ მოსაკლავი იყო. -თქვი ვინ მოკლა! ორ ოჯახს ღუპავ, ილია! შენ დას ღუპავ! თქვი ვინ მოგვიკლა, ვატო. -მადლობა ყველაფრისთვის. და ის იყო მანქანის კარი უნდა გაეღო მისი სახლის ეზოს ჭიშკართან პოლიციის სირენების ხმა რომ გაისმა. -რა ხდება, ილო შვილო!-კიოდა ინა დონღვანი. -მამა, დევდარიანების აგარაკზე წადი, მელანია იქიდან წამოიყვანე ამათ მე ... -ილია დონღვანი თქვენ ხართ?!-პოლიციის ფორმაში ახალგაზრდა მამაკაცი ეჭვის თვალით უმზერდა მის წინ მდგარ ილიას. -დიახ. -თქვენ დაპატიმრებული ხართ ვატო დევდარიანის მკვლელობის ბრალდებით, თქვენ გაქვთ დუმილის უფლება, ყველაფერი რაც ... იმ დღეს თბილისში ისე წვიმდა, ისე წვიმდა, მტკვარი ადიდდა უსამართლობის ცოდვით დამძიმებული. ფეხზე დადგა მთელი უბანი. დათა ძნელაძის ღრიალს თვალებდაქაჩულები, ინტერესის სულით გაგიჟებულები, უსმენდნენ ისე თითქოს უნდა გაჰკვირვებოდათ კიდეც ... უსამართლობით გაგიჟებული მეგობრის ემოციები. იმ დღეს ბევრი აჩურჩულდა მამაკაცზე სახელად ნიკოლა, გვარად ასლანიკაშვილის ცხოვრების საეჭვოდ ჩუმ ელფერზე და მაინც ვერავინ ვერაფრით გაიგო, რა კავშირი უნდა ჰქონოდა მკვლელი დონღვანის მიღმა მდგარ ნიკოლას დევდარიანების მოკლულ პატარა ვატოს საქმეში. იმ დღეს მისი სახელი პირველად გაიგონეს ასე ხმამაღლა, ასე გამეტებით, ასე ღრიალით, ზუსტად „ასე“, როგორც მხოლოდ უსამართლობით გაგიჟებულ მეგობრებს შეუძლიათ გადმოსცენ უსამართლობის სიმძაფრე. -თავზე დაგაშენებთ ციხეს მოდგმით, ასლანიკაშვილებსაც და დევდარიანებსაც. ვის იჭერთ! ვის იჭერთ, თქვენი არასწორი ცხოვრების შეგნება და გაგება ... და შენ მაგის მერე კაცი ხარ?! დავაფურთხე ყველა შენ ნათქვამ სიტყვას და მის სიმართლეს, შენ თუ შენ ძმაკაცს ეგ მოუწონე უდანაშაულო კაცი ჩაგესვათ ციხეში! შენ არ უნდა გაგეწირა, ხვდები?! -სიტყვები აკონტროლე თუ არ გინდა ციხე სანატრელი გაგიხდეს მთელი დარჩენილი ცხოვრება!-ღმუოდა ყურმილს იქით კოლა. -ან მე ამოვალ ბახტრიონის მაგ შენ ციხესიმაგრეში და იმ კანონის ძალით გამოგათრევ, რა კანონითაც ძმაკაცი ციხეში ჩამისვი, ან შენ გეყოს კაცობა და შენი დევდარიანი ჩემამდე მოათრიე. ვის გაზრდილ ბავშვს მოკიდა ხელი. ვისით იძია შური. თქვენ გერევათ რაღაცები. თქვენ ძალიან შორს ხართ სიმართლისგან. ისე ვიზამ შენთან რჩევის და ჭკუის საკითხავად კიარა, მაწონის და ბულკის გამოსაცვლელად შემოდიოდნენ მარტო. -დავით, შენ ხვდები მაინც ვის ელაპარაკები?!-გაკვირვებას ვერ მალავდა ნიკოლა. -კოლა ასლანიკაშვილს, არაკაცის ძმაკაცს რომელმაც დღეს მისი კაცობაც გადახაზა ჩემ თვალში. გელოდები! ტელეფონი გაუთიშა და გაფითრებულ ტატოს გადმოხედა. -შარში ვართ.-მოკლედ აღწერა მოცემული მდგომარეობა ტატომ. -მერე?!-ზიზღი გაერია ხმაში ძნელაძეს და თითქოს წამიერად გულში რაღაც ძვირფასმა გაკენწლა. ალბათ ასე იტყოდა ილიაცო, გაიფიქრა და კიდევ უფრო გაუხურდა ხელისგულები. -რა ვქნათ, თუ ჩასვეს მელანიას იქიდან ვინ წამოიყვანს?! -დონ კიხოტი, ვინ უნდა წამოიყვაოს იმბეცილო გამოადგი ფეხი და ბექასთან დარეკე, გაარკვიოს სად ჯანდაბაში ცხოვრობს დევდარიანი. -ჩვენ ... დაგვახურავენ თავზე ყველაფერს და ისე ... -მაგათმა დამახურონ ის მირჩევნია, ვიდრე ილიას ვერ ჩავხედო თვალებში რომ გამოვა. -დავრეკოთ ბექა თავდიდიშვილთან. ტელეფონი მოიმარჯვა და ძლივს დამორჩილებული ხელებით აკრიფა ბექას ნომერი. კოჯორის გზაზე დიდი სისწრაფით მიჰქროდა ნიკოლა ასლანიკაშვილის მანქანა. ხმას არ იღებდა, ჩაფიქრებული თვალებით გაჰყურებდა ჰორიზონტს და გათეთრებული თითის ფალანგებით ჩაფრენილი საჭეს, ვერ გრძნობდა როგორ სტკიოდა ხელისგულები. ცხოვრებაში ყველაზე უფრო უსამართლობას ვერ იტანდა და მისი ცხოვრებაც ისე გაიარა სწორსა და მრუდეს შორის მილიმეტრებით გაზომა ყველა ნაბიჯი. ახსენდებოდა როგორ ასწავლიდა უფროსი ივიკო დევდარიანი მას და ივას ხის დარგვას და როგორ უნერგავდა ჭაღარათმიანი კაცი სახლის, ოჯახის და ღმერთის სიყვარულს ჯერაც მიწას ძლივს აცილებულ ბავშვებს. სხეულში ავად სცრიდა რომ ხვდებოდა იმ კაცს შეეშალა, ვინც მასთან ერთად იყოფდა მჭადის და ყველის ნატეხებს. გონებაში მხოლოდ სოფელი, ივიკო ბაბუ და პატარა ივა უტრიალებდა. თითქოს სახეზე გრძნობდა იმ მიწის სუნს ბავშვურობის სისუფთავე რომ მოჰფენოდა წვიმის ნამად. თავად უმამოს, უდედოს, უოჯახოს სულ ერთი მეგობარი უმაგრებდა მხარს. დღეს კი ვერაფრით შველოდა იმ ფაქტს, რომ ეზიზღებოდა გრძნობა, როგორ დამსხურებულად ეკუთვნოდა დათა ძნელაძის ყველა სიტყვა და როგორი არასწორი იყო მის მეგობართან ერთად თავად ნიკოლაც. ყოველი ხელი, რომელიც სხვისი ჩაგვრის დროს ხელებს წყლით იბანს, იბანს მხოლოდ სისხლით, რომელსაც წყლის სახე აქვს, მაგრამ წყალი როდია. სახლის წინ მანქანა გააჩერა თუ არა შემზარავმა კივილმა დამბლა დასცა ასლანიკაშვილს. -მიშველეთ!-კიოდა ახალგაზრდა გოგონა და წამთა მსვლელობაში იკარგებოდა ექოდ გავრცელებული ხმის სიმძაფრე. ზუსტად ისე როგორც ადამიანები ვეგუებით უსამართლობებს, როგორც ვნებდებით ცოდვებს და ბრძოლას ვწყვეტთ, იმიტომ რომ წყალი ღრმაა, ჩვენი ხელები კი სუსტი. -ივა!-თავისი ხმა ეუცნაურა ნიკოლას. სასწრაფოდ გადასწიეს ფარდა და მეორე სართულის ფანჯარასთან გაფითრებული დიმა დევდარიანის სილუეტთან ერთად გამოჩნდა მისი მეგობრის, ივას ცოდვადაფარული თვალებიც.-ჩამოდი! და ივამ იცოდა ეს არ იყო, „მეგობარო, მე შენს გვერდით ვარ.“ კიბეები მძიმედ ჩაიარა და კარის სახელურზე დატოვა ნახევარი კაცობა ნიკოლას თვალებში რომ გადააწყდა იმას, რასთანაც ბრძოლა ბაბუამისმა ასწავლა მას და ნიკოლას. -შენ რა გააკეთე, ივა?!-ხმა ჩაუწყდა ასლანიკაშვილს. -დედაჩემი კარგად არი.-და თითქოს დედის ხსენებით ეცადა ნიკოლას თვალებს შებრძოლებოდა, მაგრამ ამაოდ, სულ ამაოდ, ვეღარ უსწორებდა მზერას, მას ვის თვალებშიც საერთო იყო მთელი ცხოვრება. -ახლა მინდა რომ შეგაფურთხო.-კბილებში გამოსცრა ნიკოლამ და სახე ახლოს მიუტანა მის მეგობარს.-მე შენ გამო დღეს მრცხვენია, იცოდე რომ ვატოსაც. რაც შენ გააკეთე ამით იცოდე რომ მკვდარი ხარ როგორც კაცი ამ სამყაროში. ყველა ფსკერი შუბლით გაანგრიე. ყველა საზღვარი შენი ერთი არაკაცური ქმედებით გადალახე. მე არ ვიცი შენმა ამ საქციელმა ვინმეს ჭეშმარიტი ბედნიერება მოუტანა თუ არა, მაგრამ ხვალ ილიამ ტყვია რომ დაგახალოს, მე ხმის ამოღების უფლება წამართვი. ამას მერჩივნა ვატოს ადგილას შენ ყოფილიყავი. -მე ზუსტად იქ ვარ სადაც ვატო.-თავი არ აუწევია ივას.-მის ძმასაც ისე ეტკინება როგორც მე მეტკინა ჩემი ძმა. შენი ძმა რომ ასე მოეკლათ არ ვიცი იქნებ ხელიც არ გაგენძრია ... შენი მაღალი მორალური ღირებულებები!-ჩაეცინა ივას.-ყველას სხვანაირად გვესმის დედმამიშვ ...-სიტყვა არ დასცალდა ისე წასკდა ცხვირიდან ცხელი სითხე. თვალის ფოკუსი რომ გაასწორა მისგან მოშორებით ჩამჯდარი ნიკოლა დაინახა. თავზე შემოეწყო ხელები და გაფითრებული უყურებდა ერთ წერტილს. მერე ზანტად წამოიმართა და აკანკალებული თითებით ტელეფონზე დაზეპირებული ნომერი აკრიფა. -ნიკო, ჩემო ბიჭო სად ხარ, როგორ დამეკარგე?! წაშლილი სახე მოეღვლიჭა დევდარიანს და ორი ნაბიჯი გადადგა უკან. -მოეთრიე და უთხარი რაც გააკეთე. ივამ ტელეფონს დაავლო ხელი და სასწრაფოდ გათიშა. -შენ რა ...-და თითქოს ამ მდგომარეობაშიც, ამ ლაფიანმაც, ამ დაბინძურებულმაც ვერ აკადრა მის წინ მდგარს სიტყვები, რომლებსაც მხოლოდ მათ ეუბნებიან, ვინც ოჯახად არ ითვლება. ვისაც არ აქვს უფლებები.-ბაბუს როგორ დაურეკე არ იცი, რომ გული ... -ხო, რომ გაიგოს ბოლო კაცი იქნები ვის სახელსაც იტყვის და ინანებს, მისი რომ გქვია! გამოიყვანე გოგო, მიმყავს! -ვერ წაიყვან და ეს იცი. -ვინ გადამიდგება?!-სახესთან უღრიალა დევდარიანს ნიკოლამ. -მე!-გაისმა ქალის ათრთოლებული ხმა და მათ უკან ის დედა დაინახა, მთელი ცხოვრება რომ ნატრობდა „თავისი ყოფილიყო.“ -ირინა დეიდა, თქვენ ახლა აღელვებული, გამწარებული დედა ხართ და რასაც ახლა აკეთებთ გგონიათ რომ თქვენს შვილს ... -ამის დედამაც იგრძნოს რას ნიშნავს, როცა ბავშვს გიკლავენ.-ხმაში ფოლადი გარეოდა ქალს. სახე მოერყა ასლანიკაშვილს. -ეგ შვილს გაგიცოცხლებთ, ირინა დეიდა?!-ხმა ძლივს დაიმორჩილა, შეშინებული ბავშვივით დაეკითხა ქალს. -ამის დედას მოკლავს, თავისი ძმისნაირი მკვლელის გაზრდისთვის! -ეს ... ეს ხვდებით მაინც, რომ გაუგონარი სისასტიკეა?!-და სადღაც ელოდა იმ კაცს, ვისაც უნდა ეთქვა, უნდა ეღიარებინა ოჯახის შეცდომა და გოგო სახლიდან გამოეყვანა. თითქოს მოეჩვენა კიდეცო როგორ გაიღო კარი, მაგრამ ჩქამიც არ ისმოდა სახლიდან. უცნაური დღე იყო, დაღამებას ერიდებოდა ბინდი. ქალი მოზომილი ნაბიჯებით მიუახლოვდა ასლანიკაშვილს. მტევანი მაღლა ასწია და შვილისტოლას ლოყაზე მსუბუქად მიეფერა ხელისგულით. -ვატოს პანაშვიდებზე სად იყავი, ნიკოლა, დედი?! -დღისით თქვენი ერთი შვილი მეჭირა, ღამით თქვენი მეორე შვილის მკვლელებს ვეძებდი.-თავი მაღლა ასწია ნიკოლამ და მზერა აარიდა ქალის ცრემლიან თვალებს. -მე გეძებე და ვერ გიპოვე.-უცნაური იყო ქალის ხმა და მეტად უფრო უცნაური მისი თვალები. -აქ ვიყავი. თქვენი ხელიდან ნაჭამი ლუკმა არ დამვიწყებია. თქვენი ხელიდან საწამლავიც ტკბილი იყო ჩემთვის. ჩემი თავი მწარე დღეში თუ დაგჭირდათ, დაგეძახათ, კართან ვიდექი. -რამდენი ლუკმა დაგაკელი ნიკო, დედი?!-ყველა „დედი“-ზე თითქოს უროს ურტყამდნენ ასლანიკაშვილის სხეულში თეთრ კედლებს. -არ დამითვლია. ხომ ვთქვი ყველა ტკბილი იყო. ტკბილ ლუკმებს არ ითვლიან. -რატომ დავისაჯე, საკმარისად ვერ მოგეფერე?!-ცრემლებმა იწვიმეს ქალის თვალებში მოღრუბლული ცა’ებიდან. თითქოს ურო შეუცვალეს ზარბაზნებით ქალის წინ მდგარ მუხლებში მოხრილ ნიკოლას.-რატომ დავისაჯე, დედობა ვერ გაგიგიწიე?! ბევრჯერ ინატრე ნეტა მისი შვილის მაგივრად მე ვიყოო?!-ხმას უმატებდა ქალი, მუხლებში უფრო იხრებოდა თვალებდახუჭული ასლანიკაშვილი.-რატომ დავისაჯე, შენი გადაყვლეფილი მუხლებისთვის სული საკმარისად არ შემიბერია, რომ არ გტკენოდა?! ნატკენ ადგილებზე კოცნა დამავიწყდა, შენი ტკივილები რომ გამქრალიყო?! რატომ დავიტანჯე, რამდენი ლუკმა დაგამადლე, ნიკო, შვილო! -გეხვეწები.-მუდარასავით აღმოხდა ნიკოლას და ქალის მტევნებში მოქცეული სახის გაწევა სცადა, ცრემლების რომ მოეხათრა სულიერის წინაშე მდგარს. -ამ სახლში შენი ოთახი გაქვს. რატომ არ მოხვედი, ჩემთან რატომ არ მოხვედი ვატოს კუბოზე დამხობილს თუ მხედავდი?! ფიქრობდი, აგერ ჩემი დამადლებული ლუკმები, გადაყვლეფილი მუხლები, ღამის კოშმარები და უდედოდ გატარებული ბავშვობა, მოიმკეო?!-ქალის კივილმა ერთიანად ჩამოანგრია ნიკოლა და სანატრელი დედის კერპს ამოფარებული ქალის ცრემლებს, თავისი შეაგება, ისე როგორც ... ობლობას, სხვისი დედის ხელებში გალეულს. -არ მიფიქრია.-სისხლი უდუღდა ეზოში მდგარ ორ ახალგაზრდა მამაკაცს. -ამ ბეჭებზე შემოჯენილი აქეთ-იქით რომ დაატარებდი და გეჩხუბებოდი არ დაეცესთქო, რაო, დედი, გულში რა გტკიოდა?! გამიმხილე, ნიკო. პირველად რომ წაიყვანეთ შენ და ივამ სასეირნოთ, ცუდი არაფერი ასწავლოთქო, შენ რომ დაგაბრე რა გაიფიქრე, ჩემო გაუხარებელო, როგორ გეტკინა დედი შენი პატარა გული?! რატომ მიწა არ ვჭამე ამას რომ ვამბობდი?! ნეტა გვერდიდან არ მოგცილებოდა. ნეტა ისე მიგეხედა როგორც შენი საკუთარი. ისე როგორც დედაშენის შვილს მიხედავდი. ასე ხომ არ გავმწარდებოდით. ასე ხომ არ დავკარგავდი. ვინ გაგიბედავდა შენი ძმის ცემაში სიკვდილს?! ამას გაუბედეს! გაუბედეს! გაუბედეს! არ ეყო. არ ეყო ის რისიც ეშინიათ და რაც დაიცავდა მის პატარა ძმას. ადროვე. ადროვე ასე მაინც მოინანიოს მისი ძმის ყველა სიკვდილამდელი ტკივილი. ადროვე. შენ ყველა იმ დამადლებული ლუკმის პატიებას მე გთხოვ. მიწით გატენილი შვილმკვდარი დედა. ნიკოლამ სხეული ძლივს აითრია და ჩაწითლებული მზერა გაუსწორა მის წინ ჩამუხლულ ქალს. -გავა დრო და ეს ტკივილი უფრო დამძიმდება. ახლა მხრებზე ერთის ნაცვლად ათის ცოდვა გვაწვეს. -გოგო არსად წავა! -ნეტავ ის ლუკმა არ გადამსვლოდა კისერში. ნეტავ ამდენად ვალში არ ვიყო თქვენთან.-ჩაიჩურჩულა უფრო თავისთვის და ჭიშკრისკენ აიღო გეზი. -ვატოს ორმოცზე გელოდებით!-ირინას სიტყვებმა გააშეშეს გზაში. წელში გასწორებულს ყველა ძვალი აეწვა თითქოს. უკან მოიხედა. მხოლოდ ივას თავჩახრილ სხეულს უყურებდა. „ნეტავ როგორია გყავდეს ოჯახი.“-ეჩურჩულებოდა გულში ბავშვობის ჭია. „მთელი ცხოვრება ტვირთად საზიდი.“-პასუხს სცემდა საკუთარ ობლობას. მიდიოდა მძიმედ. ისე როგორც სისხლიანი ხელებით მიდიან ადამიანები, რომლებმაც ხელები წყალში დაიბანეს. ასლანიკაშვილი წასული არ იყო ტატომ რომ შემოაყენა მანქანა საოცარი სისწრაფით ეზოში. დორბლებს ყრიდნენ გამწარებული ბიჭები. ბექა თავდიდიშვილის მზერას შორიდან სწავლობდა მეორე სართულის ფანჯრიდან მომზირალი მოკლულის მამა. ბექა იდგა უდრეკი მზერით, ისე როგორც დგანან მაშინ, როცა დაუმსახურებელ საყვედურს იღებენ ადამიანებისგან. იდგა და წარბსაც არ ხრიდა აღრიალებული დევდარიანის შემხედვარე. ივამ თითქოს ყველა ვერ და არ თქმულ სიტყვას ერთი გამოხატვის ფორმა მისცაო, ათ კაცს გადააჭარბა, ასსაც, ათასსაც. დათასკენ წასულმა გაავებული სულით, ამოიხრიალა ბოლო წინადადება: -მე რომ შენი მელანია დავჩეხო, დავლეწო, ძვალი არ დავუტოვო სხეულში მთელი და ბუჩქებში დაგემალო, როდის მორჩები გლოვას, მერე დაჭრილი სხეული აკრიფო და სახლში დედას მიუტანო ... შენ რას იწამებ ამ სამყაროში, ჩემსას?! -არ არი ილია მკვლელი.-გაისმა ბექას ხმა და ახლა მხოლოდ შვილმკვდარი მამა კიარა, ყველა მას უცქერდა ინტერესის თვალებით. ივა გაცხოველებული სისწრაფით დაიძრა ბექასკენ, ისე რომ გზის გადაჭრაც ვერ მოიფიქრა ვერავინ ისე იგრძნო თავდიდიშვილმა გამწარებული კაცის გმინვა სახეზე. -აბა რომელმა დამიჩეხეთ ძმა მარტივ მამრავლებად?! რომელს გეყოთ კაცობა?! ოთხი სხვადასხვა ფეხსაცმლის კვალია სხეულზე ნაპოვნი. რა იყო, ასე გაგიჭირდა ჩემი ძმა, ბიჭო?!-ელვის სისწრაფით მობრუნებულმა ახლა დათას დააჩერდა თვალებში და კვლავ ბექას გადმოხედა.-თქვენი დედმამიშვილები ცოდოები არიან და ჩემი ღირსი იყო?! ჩვიდმეტი წლის ბავშვი არ დაგენანათ, ბიჭო?! ტყვია მაინც დაგეხალათ, ძვლებში როგორ დამილეწეთ. მენჯი ოთხ ადგილას ქონდა გატეხილი, ვინ მთხოვს მე პასუხს. ვინ მიბედავს სამართალზე ლაპარაკს. რომელი შეგჭამოთ ნაწილ-ნაწილ! რომელს გესმით მე რა ცეცხლი მეკიდება?! რომელი უყურებთ დასახიჩრებულ ძმას გაყინულ თვალებში და რომელს მიგყავთ მშობლებთან უმცროსი შვილი მკვდარი!- და ბოლო ენერგია ამოწურა ცხოველივით აღრიალებულმა.-რომელს!-შეზარა ამ უკანასკნელმა ყველა. -მელანია გაგვატანე.-ამოილაპარაკა გაუბედავად ტატომ.-რასაც შენ აკეთებ, მაგით შენი ძმის სულიც მძიმდება. იცი ეგ შენ ძალიან კარგად. გამატანე. ხო დატანჯე ჩემი მეგობარი, ხომ ჩასვი ციხეში, ხომ ... -და მეყოფა?!-თვალები ისე გაუფართოვდა დევდარიანს ტატომ უნებურად აარიდა მზერა.-მეყოფაა?!-იღრიალა გამწარებულმა და მუხლებზე მთელი ძალით დაირტყა ხელები.-შენ გეყოფოდა?!-კვლავ დათას მიუბრუნდა.-შენ ?!-ახლა თავაწეულ თავდიდიშვილს დააჩერდა.-რომელს გეყოფოდათ ნაფლეთებად ქცეული ძმისთვის ერთი კაცის ჩვიდმეტი წელი?! შენი ძმაკაცი ჩვიდმეტი წლის მერე ციხიდნა გამოვა, იტყვის „მაპატიეთ“ და ცხოვრებას თავიდან დაიწყებს. ჩემი ძმა ჩვიდმეტი წლის მერე ჩემ მეტს არავის გაახსენდება, რატო?! ვეგუებით ადამიაები ასეთ უსამართლობებს და ამიტომ. -მელანია გამოუშვი, გემუდარები.-აღმოხდა ტატოს და ჭეშმარიტად სუფთა მუდარა გაისმა მის ხმაში. -არა. ჩემთან რჩება. ჩემი ცოლი ჩემთან რჩება. ნეტა რომელიმე გადამიდგეთ, ნეტა რომელიმემ გაწიროთ თქვენი თავი. -გიჩივლებენ ბოლობოლო, და შენც იმ ილიას გვერდით ...-კიდევ უფრო დაჟინებით დააჩერდა უცხო თვალები ბექა თავდიდიშვილს. -ეს როდის გამოჩეკეთ?! როდის გამოიხედა თვალებში?! ფოკუსს ვერ ასწორებს აშკარად! -ზიზღით გადმოხედა ტატოს და დათას.-ძმას გადაეცი, მის უსაფრთხოებაზე პირადად მე ვიზრუნებ, პირობას ვაძლევ. ჭიშკართან მდგარ დაცვის ბიჭებს რაღაც ანიშნა და სტუმრებმაც მიხვდნენ აზრი არ ჰქონდა, უშანსოდ დარჩენილებს მხოლოდ უკან დახევა დარჩენოდათ. და მათაც უკან დაიხიეს. ის ღამე აღმოჩნდა უტყვიო ომივით მძიმე ივა დევდარიანისთვის. კარცერში დამწყვდეული სინდისის კივილი ესმოდა, ტყლაშა-ტყლუშით, რომ ეხეთქებოდა ბნელ კედლებს. სახლის მეორე სართულზე, გრძელ დერეფანში ბოლთას სცემდა და ვერაფრით ბედავდა იმ კარის გაღებას სადაც გათიშული მელანია ეგულებოდა. ბრძოლით დაღლილი იატაკზე ჩაჯდა და დამძიმებული მხრები კედელს მიაყრდნო. -მანდ ხარ?! -გაისმა გოგონას ხმა და უცებ შიშის კანკალმა აიტანა დამფრთხალი ივა. ხმის ამოღება ვერ გაბედა, თითქოს იმ მხრებით კედლების განგრევა ინატრა ემოციებით დაღლილმა. თითქოს ყველასთან მართალი იყო ოღონდ თავის ლამაზ მელანიასთან - არა. კარის სახელუთან მიღოღდა და მძიმედ გადაატრიალა გასაღები. საწოლნახევრიან ტახტზე მისვენებული მელანია დონღვანი სადღაც შორს იხედებოდა, სივრცის მიღმა, ალბათ პრაღის ლამაზ ხედთა წარმოდგენებში. -მე შენამდე არც კი მყვარებია.-ამოიჩურჩულა გოგონამ.-მე ... სულ რამდენიმე დაწყევლილი კვირა მეყო საიმისოდ ... შენი ტყვე გავმხდარიყავი. მე კარგი, თუნდაც, ხო. მე სულელი. მე ბრიყვი. მაგრამ, შენ?! აქამდე არასდროს გყვარებია?! სხვა მაინც არ გყვარებია?! ქალი თუ არა ადამიანი მაინც. როგორ დაიტიე ამხელა ბოროტება. გული არ გტკივა, ივა?! -კო. ამოიხრიალა კართან მდგარმა და თვალები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს, რომ არ დაენახათ, არც ქალს და არც სიყვარულის აჩრდილებს, ცრემლი თვალებიდან გადმომდინარი. -რაო?! -ივიკო. -მეც უნდა ...-მძიმდ გადაყლაპა ნერწყვი და კომოდზე დადებულ გამაყუჩებელი წამლის ამპულებს შეავლო ნატკენი მზერა.-მეც უნდა ... თუ მეც ისე უნდა მომექცე, როგრც ... მას. გთხოვ, ეს ისე გააკეთე, ჩემმა მშობლებმა ... -სისულელეს ნუ ლაპარაკობ!-სიტყვების სიბინძურის მერე მელანიას ხმაში ტკივილმა შეზარა ივა. -ვიცი რომ ეს იყო შენი მიზანი. გავიგე. ორი საათია მღვიძავს. ძნელაძის ხმას მილიონში გავარჩევ. ვიცი რომ ისინი იყვნენ და შენ არ ... წყეულიც იყავი, ორი წამით ვიფიქრე კიდეც, იქნებ ... იქნებ გამიშვასთქო.-ამოიტირა და ბალიშში ჩარგო ცხელი ცრემლებით დანამული სახე. -შენ ჩემი ცოლი ხარ და ასე იქნება ... -ენა ჩაიგდე!-აკივლდა საწოლზე შემხტარი გოგონა. -ასე იქნება მანამ სანამ ცოცხალი ვიქნები. -ხვალვე ... ხვალვე!-კიოდა გოგონა და გამეტებით ურტყამდა მუშტებს საწოლს. -როცა აქ შენები მოვლენ, შენ მათ ნახავ და ეტყვი რომ ჩემი ცოლი ხარ ... -ხვალვე!-ისტერიკულ კივილს არ წყვეტდა საწოლში მჯდარი. -და თუ ...-ორ ნაბიჯში გაჩნდა მის წინ ივა, ხელები გაუკავა და მისი მრგვალი სახე მტევნებში მოიქცია.-და თუ ასე არ იქნება, შენ მშობლებს იმაზე უფრო ეტკინებათ ვიდრე ახლა ტკივათ. გასაგებია?! და გოგონას გაფართოებულმა თვალებმა უმალ დაინახეს მამაკაცის თვალებში სისხლის მდინარეები. შემცბარი გახტა უკან და საწოლზე ჩამომჯდარ ივას მზერა აარიდა. -ძალიან კარგი. სულ ეს იყო. მე შენს გვერდით ოთახში მძინავს. ვატოს ოთახში. ოდნავი ხმაური და ჩავთვლი რომ გინდა შემოვიდე და აქ დავიძინო. პატარა ქალმა უმალ იტაცა ხელები ყურებზე, შეზარა ამის გაფიქრებამაც. ყრუდ ატკივდა გული დევდარიანს. გაბრუნდა და კარი გაიხურა. -ნეტავ ხვალვე მოკვდებოდე! დააწიეს სიტყვები ზურგს უკან. -ნეტავ. ამოიჩურჩულა და პატარა ძმის ოთახის კარი ისე შეაღო, თითქოს იქ ისევ ის ვატო ელოდებოდა, რომელიც მათემატიკაში დახმარებას თხოვდა თავის უფროს ძმას. იმ ღამით ილია დონღვანი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს მარჯვენა ხელის მოტეხვის და მარცხენა ხელის მტევნის დაზიანებისთვის. ვერავინ აკავებდა საწოლში მწოლიარეს. ხმის ჩაწყვეტამდე მხოლოდ ერთ სახელს ღრიალებდა. „მელანია“ მწარე. უსაშველოდ მწარე იყო დედმამიშვილი. ბედმა დამორჩილება აიძულა, როცა დიდი დოზით გამაყუჩებელმა თავისი გააკეთა და ყველა ძალა გამოაცალა გაცხოველებულს. *** ღრუბლიანი წარსული - თავი მეექვსე რეკორდულ დროში გაიგო ყველამ რომ ილია დონღვანს მიაკო მახარაძე მოსწონდა ძალიან. და თითქოს უფრო ლაღი ხდებობდა ვანიკოს დედა, ქალბატონი დინა. უფრო ხშირად იცინოდა გაკვეთილზე და უფრო მეტს ეპასუხებდა მის მოსწავლეთა შორის იმ ერთს, ვისაც სული ეხუთებოდა ისე ეზიზღებოდა მის ირგვლივ ყველაფერი. -მიაკო, ვის წერ ასე გამეტებით?!-გაისმა გაკვეთილზე ქალის ხმა და ხმაშივე იგრძნეს ღიმილი. -ჩემს მეგობარს, უბრალოდ.-მხრები აიჩეჩა აწითლებულმა მიამ და ტელეფონი ჩანთაში ჩააბრუნა. -ვანიკო მიდიხართ შენ და მიას მეგობარი დღეს ფეხბურთის საყურებლად თუ დამეხმარები ბიბლიოთეკიდან რამდენიმე წიგნის წამოღებაში?! -აუ, დე კი წამოგყვებოდი მაგრამ ... -კარგი იყოს. გაერთე.-გაუღიმა ქალმა შვილს და უნებური მზერა გააპარა ვატოსკენ, რომელიც დიდი ინტერესით დასჩერებოდა ცარიელ ფურცელს.-ვატუ ... ო, მითხარი, რამეში ხომ არ გაიჭედე?! იქნებ დაგეხმარო და წერა ... -არა, მადლობა. -უხასიათოდ ხართ, ბავშვებო?!-არ შეიმჩნია უხეში პასუხი ქალბატონმა დინამ. -დინა, მას. გავიგე თავდიდიშვილი გადაგიყვანიათ მეორე ჯგუფში, თუ არის იქ ადგილი, იქნებ ჩემთვისაც ... -რატო?!-წამოცდა დევდარიანს და გაბრაზებული მზერა მიაპყრო მიას.-აქ ცუდია?! ჩვენთან ცუდია? -ის უფრო მოსახერხებელია ჩემი გრაფიკისთვის უბრალოდ.-მხრები აიჩეჩა მიამ. -რატო მაგას რომ შეხვდე ხშირად?-ცინიკურად ჩაიცინა ვატომ და დინას ჩახველება არაფრად ჩააგდო. -რა უნდა გელაპარაკო? შენ, ვინ გეკითხება მე ვის შევხვდები და როდის?! -მიდი, მიდი გყავს სალაპარაკოდ ნაპოვნი საშენო ბიჭი. ელაპარაკე, სადაც გინდა და როცა გინდა. -ეჭვიც არ შეგეპაროს, რომ ვისაც მინდა, როცა მინდა და სადაც მინდა იქ დაველაპარაკები. -შენ გოგო გინდა რომ გამაგიჟო?!-ფეხზე წამოხტა ვატო და დინას მსუბუქი შეკივლება კვლავაც არაფრად ჩააგდო. -დალაგებული არც არასდროს ყოფილხარ.-მხრები აიჩეჩა მიამ და მასწავლებელს მომღიმარმა გადმოხედა.-ბოდიში, მას. თქვენი მოსწავლე აღელვებულია, იქნებ როგორმე ... დამამშვიდებელი მივაწოდოთ. -ვატო, ხმას მეორედ ნუ აუწევ ჩემ სახლში და მიასთან ასე ლაპარაკი ჩემი თანდასწრებით ... -აუ, შენ მერე დაგელაპარაკები, რა!-და ზედაც არ შეუხედავს დინასთვის ისე გავარდა სახლიდან. -აჭრილია ეს ბიჭი.-თავი გადააქნია ვანიკომ და უცნაური მზერა შეავლო დედამისის გაფითრებულ სახეს.-კაი, დე რაზე ნერვიულობ. ეს ასეთი იყო სულ. შიზოიდია ცოტა. დაწყნარდება და მოვა. თან ისეთ საოცარ ტრაურშია, არ აქვს ახლა მაგას თხზულების გაანალიზების თავი.-ჩაიქირქილა და მიაკოს ჩაუკრა თვალი. ბავშვები გაისტუმრა თუ არა აბაზანაში შეკეტილმა სასწრაფოდ აკრიფა ვატოს ნომერი და დაურეკა. -ხომ გითხარი აღარ დამირეკოთქო?!-გაისმა ბიჭის ჩახლეჩილი ხმა. -შენ და მიას ... -შენ გამო არაფერი არ გვქონია არასდროს.-უცნაურად მშვიდი იყო ვატო. -ჩემგამო?!-რაღაცნაირად ესიამოვნა ქალს. -ხო. შენგამო. შენ გამო ვარ ყველაზე არასწორი კაცი ამ სამყაროში. შენ გამო ვუთიშავ ჩემ ძმას ტელეფონს. შენ გამო მრცხვენია ბაბუაჩემის თვალების. შენ გამო გუშინ ჩემ ნათესავს თვალი ავარიდე. შენ გამო. შენ გამო ვკარგავ იმ გოგოს დღეს. შენ ამირიე ცხოვრება. შენ ხარ ჩემი ერთადერთი და ისიც გაბინძურები ღირსება. -ასე არ ლაპარაკობდი მაშინ, როცა სიყვარულს და აქედან წასვლას მპირდებოდი.-ხმა აუკანკალდა დინას. -როგორ მეზიზღები ახლა ნეტა იცოდე. ნეტა ახლა ჩემი თვალებით დაგანახა შენი თავი. შენი თვალებიც შეგზიზღდებოდა. -აღარ მოეთრე ჩემ გაკვეთილზე. -სამწუხაროდ ვერაფრით ავხსნი ფაქტს, რატომ აღარ დავდივარ ქალაქის ცნობილ მასწავლებელთან, რომელთანაც დედაჩემმა „ძლივს“ ჩამწერა, რომ მივეღე. საკუთარ საყვარელს, მოსწავლედ. ეგეც კი ისე ლამაზად მოაწყვე, ირინა გამიგიჟდება რომ გავაჟღერო ეგ იდეა. -არც კი ვიცი რა გითხრა ... ასე ამიტომ იქცეოდი ეს ერთი კვირა?! რამე მოხდა?! აღმოაჩინე რომ მია გიყვარს?! მითხარი, მე ... მე ხომ არ ვარ ... მე ხომ არ მოვიქეცი ცუდად. იქნებ მე ... -რა გულისამრევები ვართ შენც და მეც.-თავი საჭეს ჩამოადო და ამოიხვნეშა. -ვატუკა, გთხოვ.-ამოიტირა ქალმა. -ყოველ ღამე ლოდით მძინავს. აღარ გვინდა რა. გთხოვ. დაამთავრე. ტელეფონი გათიშა და მძიმედ ამოიოხრა. განათებულ ეკრანზე ბექა თავდიდიშვილის ნომერი მოძებნა და დარეკა. -აბონენტი იმყოფება ფსკერს ქვემოთ და ... -გამო ორი წუთი, შენ სახლთან ვარ. -არ მცალია არ ვარ სახლში. -ნუ იტყუები ბიჭო ფანჯარაში გხედავ სახეს როგორ მანჭავ. -აუ, არ მინდა რა შენთან ეს დავარცხნილი ბაზარი. ვაფშე არ გვაქ ჩვენ სალაპარაკო .. -ბექა, გამო რა. კაცურად. -მშვიდობაა?! -არა. გამოდი. -უნდა მიმახვრიტო სადმე?! წინასწარ მითხარი, რა. უნდა გადავწყვიტო როგორ ვიდზე მინდა მივილიო ამა ქვეყნიდან. -შენ, საბა მაჩაიძის სული ჩაგისახლდა თუ რა სევდიანი იუმორით ხარ, გამოდი. ტელეფონი გათიშა და ხედს მოავლო თვალი. ორ წუთში ბექას უყურებდა. და იმ დროის ინტერვალში სანამ ბექა მანქანაში ჩაჯდებოდა სულ ორი წამით, ისე შეშურდა, ისე მოუნდა, სულ ორი წამით მასაც ჰქონოდა სუფთა მხრები, მისკენ მომავალი ბექასავით სუფთა მხრები. -მშვიდობაა?!-გაისმა ბექას ხმა ჩამოწეულ ფანჯარაში შემოიხედა ბექამ. -ფსკერს ქვემოთ ვარ და სხვა ვერავინ ვნახე შენს მეტი. -მშვიდობაა-მეთქი?!-ხმა დაუსერიოზულდა ბექას. -შენც იცი ხო?!-ჩაეცინა ვატოს. -ვატო მთვრალი ხარ?! -ეგეთი არაკაცი ვარ ჩემ მანქანაშიც არ უნდა ჩაჯდე?! -გადამაგდე ერთხელ ამ მანქანიდან, გადმოდი და ისე ვილაპარაკოთ. -შენ თუ შეგიძლია მაპატიე, კაი?! -ვატო, კაცურად, გადმო რა მანქანიდან.-სახე დაეჭიმა ბექას. -ჩემ ძმას იცნობ?! -არ ვიცნობ, ვიცი შორიდან, გადმო მანქანიდან. -მე იცი რა ძმა მყავს?! სამყაროში სხვა ეგეთი კაცი არ არსებობს. ცოდვას რომ აიღებ და დაიფიცებ ეგეთი ძმა მყავს. -კაია, ვაცემიებ შენ თავს ნასვამი რომ ჯდები მანქანა ... -შენ, წესით ახლა საერთოდ არ უნდა გაინტერესებდეს ეგ. შენ, უნდა მეკითხებოდე რატომ გიყვები ივაზე. -რატო მიყვები ივაზე?!-ამოიოხრა ბექამ. -მინდა რომ იცოდე, ჩემი ღირსებები მეც მქონდა ცხოვრებაში. ჩემნაირი ძმა მყავდა და მიყვარდა ისე, მისი თვალების მრცხვენოდა ბოლომდე. -სად ბოლომდე, რა წარსულში ლაპარაკობ, გადმოეთრიე მანქანიდან თუ არ გინდა სახე დაგინაყო!-ხმას აუწია ბექამ. -ერთხელ მიამ მითხრა, სადღაც წავიკითხე, მთავარი ღირსება ის კი არ არის, სხვას რომ უყვარხარ, მთავარია შენ თუ შეგიძლია სიყვარულიო. ხოდა, შემიძლია. ანუ ასე ბოლომდე უღირსი არც მე ვარ, ხო ხვდები?! -არ ხარ უღირსი, საცემი ხარ და მოსაბრუნებელი. -ჩემი გზიდან ვეღარ ბრუნდებიან, ახლა ის მითხარი. მიას როგორ შეელიე?! -არ მიყვარს მე მია. -რაო?!-ხმა დაუბოხდა ვატოს. -შენთვის რომ არ მემეტებოდა ეგ იმას ხო არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა მყვარებოდა. -დიდი ხანია რაც მაგას მიხვდი?! -რას მია რომ არ მიყვარს?! -არა, ჩემთვის რომ არ უნდა გემეტებოდეს მია. -დიდი ხანია. -იმისთვის გაიმეტე?! -ის მიას არჩევანია, მე რა შუაში ვარ. -მეგონა მია იქნებოდა ის რასაც ჩავეჭიდებოდი და ეგეც გამომეცალა, შენ მოგერეოდი, იმას ვერ. გხედავდი, არ გიყვარდა. ან არ იყო ეგ სიყვარული. ან საკმარისი არ იყო უბრალოდ ეგ გრძნობა, ხვდები?! -იცნობ ილია დონღვანს?! -კი. ჩემი ძმისნაირი კაცია. იმას ვერ მოვერევი. ბრძოლაც არ ღირს. თან, სადღაც, რაღაც მხრივ, ეგ გადაზედმეტებული ეგოიზმი და უკანასკნელი უღირსობაა. -თუ გიყვარს ... -მე ისეთი ქალი მიყვარს იმის სიყვარულს მერჩივნა არავინ მყვარებოდა. -ვატო. -ვანიკო ნინუაშვილის დედა. -აუ, ვატო.-სახე დაებრიცა ბექა თავდიდიშვილს. -ხო. აი, ამას ქვია ფსკერი. -აუ, აუ. -მეგონა იცოდი. -ვიცოდი, ოღონდ ასე აშკარად არა. -ასე აშკარად ნაძირალაც არ გეგონე, ხო?!-ჩაეცინა ვატოს. -რატო მიყვები?! -მჭირდებოდა, რომ ვინმეს ცოდნოდა. ცოდნოდა რომ ვნანობ, მრცხვენია და მტკივა. -ლუკასთან და ვინმე სხვასთან თქვი?!-დაიძაბა ბექა. -არა. უღირსი ვარ, შტერი კი არა. -რას აპირებ?! -წავალ და დავიძინებ. დავიძინებ იმიტომ რომ ასე ჯობია. მადლობა. შენნაირი ძმა რომ ჰყოლოდა ივას, ამას იმსახურებდა და ვერ ავუსრულე. ვითომ არ გვილაპარაკია, ხო?! -მე წაგიყვან რა ... სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, თეთრი მაზერატი ადგილს მოსწყდა და იქიდან აორთქლდა. *** შვილის სანახავდ შესულ ინა დონღვანს ძლიერად ჩაებღუჯა ქმრის მტევანი და ადგილზე ირწეოდა ნერვიულად. პირქუშ ოთახში მზის შუქი ძლივს აღწევდა. ობლად ჩამოკიდებული ნათურა სანახევროდ უმკლავდებოდა შავ კედლებს. ოთახში შემოსულ ილიას კი ადამიანის ფერი აღარ ედო სახეზე. -დედიკო!-შეიცხადა ქალმა და თვალებზე იტაცა ხელი შვილის დანახვაზე. -მამა, მიეცი ჩვენება.-ამოიხრიალა მძიმედ გიორგიმ. -მელანიასთან იყავით?!-თვალები ვერ გაუსწორა მშობლებს ილიამ. -გუშინ ვიყავით, პოლიციაც ავიყვანეთ, ამბობს ჩემი ქმარიაო და ზედაც არ გვიყურებს.-ხმა სანთელივით უდნებოდა ქალს.-მითხარი, შვილო, ვის გამო მკლავთ ორივე და-ძმა ცოცხლად. მითხარით, რომელს გიღირთ ეგ დამპალი სიმართლე ასე ძვირად ჩემი სიცოცხლე რომ უნდა შეიწიროთ. -დედა.-ილიამ ძლივს მიაწვდინა დედის სუფთა ხელს თავისი დალურჯებული მტევანი.-აშინებს ალბათ, თორემ ... სხვა ლოგიკური ახსნა არ ექნებოდა მელანიას ამ საქციელს. არ გაუბრაზდე. ჩემზე შური ასე იძია. ჰგონია რომ მე ვარ მკვლელი. ჭკვიანი აღმოჩნდა, იცოდა ტყვია რომ დაეხალა ჩემთვის ასე ვერ გამამწარებდა, როგორც მელანიას ტანჯვით. -მინდა გავუგო. სადღაც, კაცურად მინდა მესმოდეს მისი, მაგრამ ვერ!-თავი დახარა გიორგიმ. -და ყოველ ჯერზე, როცა ბოლომდე მივდივარ მისი არაკაცობის და სიბინძურის დასკვნასთან, ვფიქრობ ... შენი თავი ვინმეს ასე რომ მოეყვანა ჩემთვის სახლში ... -გემუდარებით!-შეჰკივლა ინამ.-ცოცხლად მიკლავს უდანაშაულო შვილებს, თუ სხვანაირად ფიქრი არ შეგიძლია, მაშინ აღარც იფიქრო!-ქალს თვალებში სევდა ჩასდგომოდა უსამართლობის. -რომ იცოდეს მისმა ძმამ რა გააკეთა და რატომ მოკლეს ...-ჩაეცინა ილიას.-მიხვდებოდა, რომ არ აქვს ამ სამყაროში არაფრის უფლება!-ზიზღით გამოსცრა ბოლო სიტყვები. -მითხარი, დედიკო. მითხარი, არავის ... უბრალოდ ჩემთვის მეცოდინება ... მე რომ გული ... -ვის ჯერა, ინაკო რომ პირველივე ჯერზე პროკურორთან არ გაიქცევი?!-გაეცინა ილიას.-მელანია დაიბრუნეთ. მამა, გთხოვ. რამე მოიფიქრე. მელანია მაჩვენე. გემუდარები, ღამით მესიზმრება. მამა, ვეღარ ვუძლებ მაგის ტკივილს, თორე ეს არაფერია. გეფიცები, აქ სულაც არ არი ასეთი გაუსაძლისი, რომ ვერ იცხოვრო. მელანიას არყოფნა სახლში, აი ეს მაგიჟებს. ტვინში სისხლი მექცევა, ვერაფერს რომ ვერ ვაკეთებ. ეგ თხოვნა შემისრულე. სხვა არაფერს გემუდარებით. -სული ეწვოდა ილიას და ეტყობოდა კიდეც ეს მის თოთოეულ გამოხედვას. დრო ამოეწურათ თუ არა ბადრაგმა უკან, გისოსებს მიღმა დააბრუნა პატიმარი და მშობლებმაც გათელეს ციხიდან სახლამდე მისასვლელი, უკვე კარგად დამახსოვრებული გზა. -მინდა რომ ვიტირო.-ამოილაპარაკა ფიქრებით დაღლილმა მიაკომ და ფანჯარასთან მჯდარ ნინას გადმოხედა.-მერე არ ვიცი, არ მაქვს გასასამართლებელი მიზეზი ამ ცრემლების.-ხმა უკანკალებდა საწოლის თავს ზურგით აკრულ გოგონას.-ყველაფერი ისეთი სისწრაფით მოხდა, ბედნიერების გააზრება ვერ მოვასწარი, რომ დავკარგე. არ ვიცი, მეკუთვნის მე მაგის არ ყოფნაზე დაღვრილი ცრემლები!?-დაასრულა და ერთბაშად იფეთქა ვულკანივით ემოციებმა. -ცრემლები ბედნიერ ადამიანებს სდით ხოლმე, იკითხონ იმათ, ვისაც ტირილი სანატრელი უხდებათ ტკივილის განცდაში გაჭედილებს. არც წინ მიდის ეს ბურთი, არც უკან. გაჩხერილი სადღაც რეალურს და არარეალურს, არსებულს და წარმოსახვითს შორის იმდენად მემძიმება, რომ არ ვიცი რა უნდა მოვუხერხო. შენ, თუ ამ ბურთს ცრემლებად შლი, ბედნიერი ხარ. უნდა იტირო. ვერ გეტყვი არ იტირო, ხვალ გაგივლის და ზეგ ცხოვრებას თავიდან დაიწყებთქო. -არ მინდა მე თავიდან დაწყებული ცხოვრება.-ამოიტირა მიამ.-ის ყოფა მინდა, სადაც სულ ორი წამით, გავუბედე ამ სამყაროს ხმამაღლა მეთქვა, რომ ბედნიერი ვარ. რომ ამბობენ ქარის მოტანილს ქარი წაიღებსო, სისულელე მეგონა. ზუსტად ასე მოხდა. უცებ მოვიდა და უცებ დასრულდა. და ეს ყველაფერი ისე, მე გააზრებაც ვერ მოვასწარი. -პირველად რომ მკითხა მია მახარაძის კლასელი ხარო?!-გაეცინა ნინას ორ წამიანი პაუზის შემდეგ.-მივხვდი, იმ უცნობზე მელაპარაკებოდა, ვინც მალე უნდა გამხდარიყო ჩემთვისაც ნაცნობი. არ უთქვამს „ჩემი“ ან რამე ამდაგვარი. არადა უყვარს ხოლმე რაღაცებს გაჩენის წამიდან დაარქვას სახელი. უბრალოდ იცოდა, მე სტატუსის გარეშეც მივხვდებოდი ვინ იყავი. -მაინც როგორ?!-ღიმილი გაეპარა აწითლებულ სახეზე მიაკოს, მუხლები მოკეცა და მოსასმენად მოემზადა. -ბავშვობიდან ასეთი ურთიერთობა გვქონდა. ილიკო ვერ იტანდა საგნებს რომელთა სახელებიც არ იცოდა, ამიტომ მანამდე იძიებდა საგნის წარმომავლობას, სანამ დაღლილი ინა არ იყვირებდა, მომეშვი, დავიღალეო. ვერაფერს გაურკვეველს და ჩამოუყალიბებელს ვერ ცნობს თავისად. თუ რაღაც სუნამოზე ლაპარაკობს, უნდა მიხვდე რომ ეს სუნამო მოსწონს და მარტო ამიტო ახსენებს. ცოდნით იცის ბევრი, მაგრამ ვერასდროს გაიგებ მათზე რამეს ამბობდეს. ლაპარაკობს მის მეზობელ დარიაზე, უყვარს და ემისება. ისე სიამაყით იტყვის „ჩემი მეზობელი დარია“ - გეგონება, რომ რუსის ქალი დარია კიარა, მერილ სტრიპი ემეზობლება მეორე კორპუსში. სამაგიეროდ არ ახსენებს არასდროს მის მეზობელ დოდოს, რომელსაც ყველა ვიცნობთ, იმიტომ რომ ცოტა შემაწუხებელი ქალია. თუ შენზე ლაპარაკს იწყებს, გამოდის რომ მის გულში ადგილი გაქვს. და ეს „მია მახარაძე შენი კლასელია?!“ ისე მომხვდა, მივხვდი!-მსუბუქი ტაში შემოჰკრა და მიას კისკისზე თვითონაც გაეცინა.-ეგ არი, მეთქი. ნუ, კი ჩემი კლასელიათქო, რომ ვუპასუხე უცებ მეკითხება შენ იცოდი სულ რაღაც ორასი ათას დოლარი რომ ღირდა ტიტანიკის დათვალიერებაო?! მე სიცილი ამივარდა და ოცი წუთი მლანძღა რა გაცინებს ბოროტი ხოარ ხარო. -ეგეც უნდოდა და მაგიტო ახსენა?!თავისად მიიჩნია?!-უკვე ზომაზე ხმამაღლა იცინოდნენ გოგოები. -არ გაამხილო რა არსად, „ტიტანიკი“ არი მაგის საყვარელი ფილმი. ოღონდ ასე უბრალოდ საყვარელი კიარა. კვირაში ერთხელ უყურებს. ყველა ჯერზე ისუსება ოროსანი ბავშვივით, აი იმ მომენტზე, ნისლში რომ მოჩანს აისბერგი და ესენი ხვდებიან, რომ „რაღაც ისე ვერ არი“. ფიქრობს რომ ფილმის კულმინაცია ჯეკის სიკვდილი კიარა, ზუსტად ის სცენაა სადაც კაპიტანი იაზრებს რომ გემი ეძირება, რომელზეც იძახდა, ღმერთიც ვერ დაძირავსო. -და მაინც ასე ქრონიკულად უყურებს ?! -არ იღლება, არასდროს. -მელანია?! -არც მინდა ვიფიქრო ახლა მელანიაზე.-თავი დახარა ნინა დონღვანმა და წამისწინანდელი ღიმილი ჩამოერეცხა სახიდან.-იმდენად პატარა წავიდა აქედან, ინფორმაციის ვაკუუმში მოხვედრილმა, ვერც გაანალიზა ალბათ რას აკეთებდა. თავს დავდებ არ იცოდა ვინ იყო ივა დევდარიანი. გამორიცხულია. ვერ დავიჯერებ, მართლა სჯეროდეს მისი ძმა რომ კაცის მკვლელია. -იქ როგორ ძლებს?! -რაღაცაშია საქმე, მალე გაირკვევა. - ჩაფიქრებული მზერა ფანჯრიდან ხედს მოავლო და აზუზუნებულ ტელეფონს დააჩერდა. „ბინასთან ვარ, ჩამოდი ორი წამით.“- ბექა თავდიდიშვილი. „ნომერი აგერია, სხვას წერდი.“-გული შეუქანდა ნინას. ღია ფანჯარიდან გრილი სიო შემოდიოდა, სიმშვიდეს მხოლოდ მანქანების ხმაური არღვევდა, სულ მალე, მათ ხმას რომ შეერია ბიჭის ჩახლეჩილი ხმა და ხუთსართულიან კორპუსში, თითქმის ყველა მეზობელი შეაწუხა ვიღაცის ყვირილმა. „ნინა!“ -ეს ბექაა!-გაკვირვება ვერ დამალა მიამ. -ხო, რაღაცნაირად ეგრე გამოვიდა.-ამოილაპარაკა ნინამ და ბექას ტელეფონის ნომერზე დარეკა სასწრაფოდ. -ყელი მტკივა, ნუ მაყვირებ, ჩამოდი. -შენ გააფრინე, ავადმყოფო, შიზოიდო, დეგენერატო?!-ჩაჰკივლა ტელეფონის ყურმილს ნინამ. -საწუწნი კამფეტები თუ გაქვს ყელის ტკივილს რომ უშველოს, ეგეც ჩამოიტანე, რა გთხოვ. -ციანიდი არ გინდა?! მაგრად მიდის ყელის ტკივილზე, გუშინ ვიყიდე ჟოლოს არომატი აქვს!-კიოდა ნინა. -არა, მე რამე უფრო ძლიერი. -რამე უფრო ძლიერი იქნება, ახლა პატრულს რომ გამოვიძახებ! -ახალგაზრდა გოგო რეებს კადრულობ. -რაგინდა, რას მომადექი ეჭვიანი შეყვარებულივით?! -იქნებ მოსიყვარულე შეყვარებულივით მოგადექი, რა საკადრისია ეჭვიანობა და სიმდაბლე. -ნუ გადაგაქვს თემა. -რასქვია გადამაქვს, პირდაპირ თემასთან ვტრიალებ. -შენ, რა გინდა?! ბოლოს რომ გცემე არ გეყო?! -მემგონი წამიღო სიცხემ. -რა სიცხე იდიოტო -15 გრადუსია. (გადააჭარბა, უბრალოდ გრილოდა.) -სიცხე მაქვს, ტემპერატურა. -მერე საავადმყოფოს შენობაში აგერიე?! -აუ, ჩამოდი, ორი დამპალი წუთით, ჩამოეთრიე, ჩამოდი! -როგორ მელაპარაკები!-ისევ აკივლდა ნინა. -კაპასი ცოლივით ხარ, ქმარს რომ წყევლის ბოლო და პირველი ჭიქის ცოდვა-მადლით.-გაცინება სცადა თავდიდიშვილმა. -მია მყავს სტუმრად, ვერ ჩამოვალ! -მომიკითხე მია. შენ ჩამოდი დაბლა, გელოდები. -თუარ მეტყვი რაგინდა ვერ ჩამოვალ. სერიოზულად ან მეუბნები ან ვთიშავ. -შენ ახლა ტელეფონს გათიშავ მერე მე გავთიშავ მთელ ბინას. -კაი. ტელეფონი გათიშა და თვალებგაფართოებულ მიას გადმოხედა. -შენი ძველი თაყვანისმცემელია, ბოდიში, მაგრამ ცოტა ვერ არი, ასე, მაგალითად, ეგზისტენციალური კრიზისი და ბიპოლარული ...-სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა შუქი რომ ჩაქვრა. -არ უხუმრია, მართლა გათიშა.-სიცილი აუვარდა მიას და საწოლზე გადაწვა.-სანამ არ ჩახვალ შუქი არ მოვა.-უფრო და უფრო უმატებდა სიცილს ნინას გაფითრებულ სახეზე. ქუჩაში ის ერთი ლამპიონიც აღარ ანათებდა. ირგვლივ ყველა ფანჯარაში მხოლოდ სიბნელე ჩანდა, რაც იმას ნიშნავდა რომ ელექტროენერგიის მიწოდება მთელ უბანში იყო შეწყვეტილი. -რაუნდა რატო გადამეკიდა?! -თუ არ ნახე, ხო ვერ გაიგებ?!-მხრები აიჩეჩა მომღიმარმა მიამ. -შენ ... -არ ვიცი მე რაშუაში ვარ ან ოდესმე რა შუაში ვიყავი ბექასთან, ყოველთვის გაუგებარი იყო რატომ იძახდნენ თითქოს ვუყვარდი.-უდარდელად ამოილაპარაკა მიამ.-მაგალითად ჩემთვის, თორმეტ წლიანი მეგობრობის განმავლობაში არც ერთხელ დაურეკავს დაბლა ჩამოდი გელოდებიო, შუქი მითუმეტეს არ გაუთიშავს მთელ უბანში. ეს ისე, მაგალითისთვის. რომ გავიგოთ რა არი ნამდვილი და რა გამოგონილი ფანტაზია. „ნინა!“ აყვირდა დაბლიდან თავდიდიშვილი. -ხო, მოვდივარ, მოვდივარ, ავადმყოფო, პათოლოგო, იმბეცილო!-ფეხზე წამოხტა ნინა და სამედიცინო ყუთიდან უცებ ამოაძვრინა ყელის ტკივილის წამალი. ჟაკეტი მოიცვა, მიას გაუცინა და სახლი დატოვა. -ხო, მა. ჩართე, ჩართე.-ტელეფონზე ლაპარაკობდა და კიბეზე მორბენალ ნინას მომღიმარი უყურებდა ლამპიონზე მიყრდნობილი ბექა თავდიდიშვილი. -შენ ხარ სამკურნალო, ასე ცალსახად საშველი ხარ, ხვდები?!-შორიდან ილანძღებოდა ნინა.-რას მოხვედი, გადამირიე სამეზობლო ... როგორ ხართ, მანანა დეიდა?!-მოკრძალებით გაუღიმა ფანჯრიდან გადმომდგარ მეზობელს და ბექას მიუახლოვდა. -არა, რას იცინი?! -კამფეტები ჩამოგიტანია.-იცინოდა და ნინას ხელში მოქცეულ რამდენიმე ფერად ტაბლეტს დასჩერებოდა.-წამო, რა. -სად, „წამო?!“-თვალები დაქაჩა ნინამ. -ნუ შვრები ეგრე, მეშინია, რა.-წარბები შეყარა ბექამ.-წამო, დავსხდეთ წინ სკვერში და ვილაპარაკოთ. კაფეში არ წამომყვები და აღარ ვიღლი თავს. -ხო, არ დაიღალო, შენ. -მაშინ წავიდეთ კაფეში. -შენი დამადლებული კაფე, არ მჭირდება, ყავის ხამი კიარ ვარ. ათასი მილიონი ბიჭი მეპატიჟება ყავაზე. უბრალოდ არ მინდა და არ ... -სიცხე მაქ თორე შენ გამო ყველას მარილიან ყავას დავალევინებდი. ეგ უსაქმურები. ეგ ტუტუცები. ეგ მაიმუნები. -შენ, ახლა მეღადავები?!-შეყოყმანდა ნინა. -ეგ თავხედები, როგორ გაგიბედეს. ჩემი ნინა ყავაზე როგორ დამი ... კაი, კაი, სად მიდიხარ, მოიცა.-მაჯაში დასწვდა გოგონას და ბინის წინ, სკვერისკენ მიმავალ გზაზე დააბრუნა. სულ მალე და უკვე საქანელებზე ისხნდნენ. ისევ ის ლამპიონი ანათებდა ეზოს. სიჩუმეს ისევ მანქანების ხმაური არღვევდა. უცნაური, არც ხისტსა და არც თბილ ჰაერში ლივლივებდა ქალაქი. -რა გჭირს?!-საქანელაზე ჩამომჯდარ ბექას გადმოხედა ნინამ. -ვიცოდი ვანიკოს დედა და ვატო რომ საყვარლები იყვნენ. გოგონამ შოკისგან ხმა ვერ ამოიღო, თვალებდაქაჩული დააჩერდა ბიჭს. -ისიც ვიცოდი, ვანიკო ამას მალე გაიგებდა და ფატალური შედეგები მოყვებოდა. მთელი ბავშვობა ვიცოდი, ვატო ასე რომ დაასრულებდა სიცოცხლეს. -ასე როგორ?!-ხმა შეეცვალა ნინას, უფრო თბილი და დამყოლი გაუხდა. -ბანძად. -ნუ ამბობ ასე. -ასეა. ქალის გამო, რომ გკლავენ კარგი, მაგრამ შენი არასწორი ქმედების გამო ქალთან, ამის გამო სიკვდილი იცი როგორი უკიდურესობაა?! ადამიანი მარტო რომ უნდა შეგეცოდოს და იქ დაამთავრო. ასე არ უნდა გააკეთო ხვდები?! ქალი იმიტომ შეიქმნა ბედნიერება მოეტანა, მე რომ შენ გიყურებ სისუფთავის შეგრძნება მაგიჟებს, იმან ასეთ სიბინძურეში სად იპოვა სიყვარული, ამიხსენი, იმიტომ რომ მე ვერ ვიგებ. მე ვერ ვუძახი ეგეთ ამორალურ ქმედებას სიყვარულს. -სიყვარული ღმერთმა შექმნა და რაც მან შექმნა ყველაფერი თავისი საწყისი არსით სუფთაა, ლაღი და აღმატებული. -ხოდა გავამართლებდი, ნინა, გესმის შენ!? გავამართლებდი, რომ მცოდნოდა უეჭველად უყვარდა ეგ ქალი. ამ სიბინძურეს სიყვარული რანაირად უნდა დავარქვა , გამართლება რომ ვუპოვნო?! დინას სახლში რომ შევდივართ მისაღები უნდა გავიაროთ. დინას ხეიბარი ქმარი იმ მისაღებიდან ყოველ ჯერზე გვესალმება და ამბებს გვეკითხება. თბილსისი ამბებს, უბნის ამბებს, აუ, რამდენჯერ, გოგოების ამბები უკითხავს, იცი?! აი, ბიჭებო შეყვარებულები და ცოლებზე იფიქრეთ, და ასეთი ფრაზები. ამ კაცს უცინოდა. ასე უტიფრად უცინოდა. ვანიკო ამას უფრო ვერ ინელებს ალბათ. ერთია გატკინო, მეორეა დაგამცირო და ისე გატკინო, ხვდები?! ვანიკოს კაცობა გადახაზა. ვანიკოს მამის კაცობა გადახაზა. ყველაზე ცუდი, თავისი თავის კაცობა და ამ ქალის ცხოვრება მოსპო. აი დააფურთხა. მე არ ვიცი. ვერ ვხვდები შენი ბიძაშვილი სიმართლეს რატო მალავს. -რას გულისხმობ?!-ხმა აუკანკალდა ნინას. -მე პირადად არ ვიცნობ, მაგრამ სხვებისგან ვიცი ... ივა დევდარიანი ისეთი კაცია, რომ გაიგოს რაც მოხდა ... ვანიკოს ალბათ ხელსაც ჩამოართმევს. ივასი ეშინიათ. იმიტომ რომ არავინ არ მივიდა ამ ბიჭთან და არავინ არ აუხსნა, რომ მისი ძმა როგორც მოკვდა ...-და ხმა ჩაუწყდა ბექას. თვალები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს და ნინას ახედა.-ასეთი რაღაც არ უნდა ვთქვა, ხო?! -ხო.-უჩუმრად დაეთანხმა ნინაც. -შენ როგორ ფიქრობ, უყვარდა ვატოს დინა?! -არა. -აბა?! არაფერის გამო მოკვდა?! -მისი შეცდომის გამო მოკვდა. მან ვინც ეს გააკეთა, მშვიდი ძილი სამუდამოდ დაკარგა. -რატო?!-თვალები დააწვრილა ბექამ ინტერესისგან. -მკვლელი მკვლელია. მოკლული მკვდარია. შენ ვინ ხარ შენი ტკივილით სხვის განაჩენზე ილაპარაკო, როცა არ იცი ხვალ რისი „დამშავებელი“ ხარ. დედამისი რატო არ მოკლა?!-ხმა გაებზარა ნინას.-თავისი ვერ გაიმეტა?! დედამისი მის ქმარს უტიფრად არ უღიმოდა?! დედამისს დააძალეს შვილის ტოლა ბიჭის „სიყვარული?!“ სხვებთან ანგარიშსწორება მარტივია, ხო?! რატო?! იმ სხვების კუბოებს ჩვენი ბეჭებით არ ვეზიდებით?! ჩვიდმეტი წლის თანატოლს სასიკვდილოდ რომ იმეტებ, სახლში რომ მიდიხარ მერე რა ხდება?! შენც ასე უტიფრად უყურებ დედას და ეუბნები, რომ საყვარელი მოუკალი?! თუ მკვლელობა ვაჟკაცობის ამ სტანდარტზე ადის, სადაც ვანიკო მართალია ... მაშინ არც დედამისი უნდა დადიოდეს ცოცხალი, რომელს ეყოფათ ვაჟკაცის წოდება, დედაც ასე დასაჯონ, როგორც ვიღაცის შვილი, ძმა და მეგობარი?! ვატოც ადამიანი იყო. ღმერთის შექმნილი ადამიანი. სიკვდილს არ იმსახურებენ, სხვების ხელიდან ადამიანები. ის სხვებიც ადამიანები არიან და ამხელა პასუხისმგებლობისთვის, ამხელა ტვირთისთვის არიან ცოდოები. უბრალოდ. -ვანიკო უფრო ცოდოა თუ ვატო?! -ვანიკო, რა თქმა უნდა. მთელი ცხოვრება ვატოს სისხლი ექნება ხელებზე. მთელი ცხოვრება ცოცხალი დედის ყურება მოუწევს. მთელი ცხოვრება ის ტვირთი უნდა ზიდოს, რომლის სამყოფი მხრებიც ღმერთს ადამიანისთვის არ მიუცია. ხვდები?! -ახლა უფრო დამძიმდა რაღაცები.-თვალები მოისრისა ბექამ. -ილია ამიტომაც არ ამბობს სიმართლეს.-გაეღიმა ნინას.-იცის, თავად რომ ყოფილიყო ივას ადგილას, ისიც გააგრძელებდა არასწორი და ბინძური ძმის ისეთ სიყვარულს, როგორც გვიყვარს ხოლმე ცოცხლებს გარდაცვლილები. და უფრო მძიმეთაც. ძმა ძმაა, რამნიშვნელობა აქვს როგორია?! სადღაც შეიძლება ესმის კიდეც ივასი. -შენც ისე ხედავ, როგორც ილია, ხო?! -ხო.-გაეღიმა ნინას. -იმ დღეს რომ მცემე ...-და უნებურად აუვარდათ სიცილი ორივეს.-სიყვარულის ახსნას ვაპირებდი ცხოვრებაში პირველად. -უი, რას ამბობ. რა ცუდი საქმე ჩამიდენია.-გული ჩაწყდა ნინას. ორ წამიანი დუმილის შემდეგ, დახრილი თავი მაღლა ასწია თავდიდიშვილმა და იმ ეულად მდგარ ლამპიონს გაუსწორა მომღიმარი მზერა. -არ ვიცი როგორ მოხდა. -რა?!-ხმა ძლივს ამოიღო გოგონამ. -ასეთ მოკლე ვადაში, ისე რომ გძაბავს ჩემი ლაპარაკი მუხლებს ეჭიდავები პატარა თითებით.-ხელის მტევნებზე ჩამოდებულ სახეზე მკრთალი, ლაღი და ანცი ღიმილი აჩუქა ნინას და გვერდულად გადმოხედა საკუთარ თითებზე დაჩერებულ გოგონას.-მითხარი, როგორ მოხდა, რომ შენ დაგინახე და მივხვდი არავინ არასდროს არ მყვარებია ... ისე და ასე კი არა ...-და თავი ისევ ისე დახარა როგორც ორი წამის წინ.-არასდროს. -მე არ მჯერა ერთი ნახვით სიყვარულის. ასე რომ არ ვიცი, ვერ დაგეხმარები.-უნდობლად აიჩეჩა მხრები უფრო დაძაბულმა და ყელის ტკივილის ტაბლეტებს მოუჭირა გათეთრებული თითები. -გაგეღიმა. -რაო?!-ძლივს მისწვდა ბექას სიტყვა ნინას სმენას. -გიყვირე ხელს ვის ურტყამ-მეთქი. ძალიან ხელოვნური ვიყავი. სიცილს ვერაფრით ვიკავებდი. საერთოდ არ მაინტერესებდა მთელი სკოლა მე რომ მიყურებდა. გაგეღიმა, ნინა.-რკინის ჯაჭვები ერთმანეთში გადაიგრიხა, საქანელაზე მჯდარმა გვერდი იცვალა და გოგონას პირისპირ აღმოჩნდა, გაღიმებული. -რაზე ვლაპარაკობთ არც კი ... -გაგეღიმა.-კვლავაც იღიმოდა ბექა. -ხო, თუნდაც გამეღიმა.-ნერვები მოეშალა ნინას. -შექსპირი გიყვარს?! -არა. -ასე კატეგორიულად?-ღიმილს არ იშორებდა სახიდან თავდიდიშვილი. -უკატეგორიულესად. -რატოთქო, რომ გკითხო უაზრობა იქნება, ხო? -არა, მარტივად არ მომწონს. ჩემთვის ზედმეტად ტრივიალურია. -შექსპირი? -ხო. -აბა ვინ გიყვარს? -ბექა, რა გინდა? -შენთან ლიტერატურაზე საუბარი. -მეღადავები? -აბა რას ვშვრები?-გაეცინა ბექას. -წავედი მე. -არსად არ წახვედი, მადროვე.-მაჯაზე ჩავლებული გახურებული მტევნით უკან დააბრუნდა ფეხზე წამომდგარი ნინა და უფრო დამყოლი ხმით გააგრძელა.-გკითხე, თუ შექსპირი არა, მაშინ ვინ?! -ჰომეროსი, მაგალითად.-უკვე ყვიროდა ნერვებდაგლეჯილი ნინა. -ჩემი სამკურნალო.-ისე საცოდავად გადაუსვა ხელი თავზე, ნინა აღშფოთებისგან გამწვანდა. -ახლა მართლა სამკურნალო გახდები, ოღონდ ასე გაციებით და გრიპით კიარა, მრავლობითი მოტეხილობით დაგაწვენენ ტრამვატოლოგიურ განყოფილებაში!-კიოდა გამწარებული. -რომ გამიღიმე, მივხვდი იცოდი. -რა ვიცოდი, რატო მიშლი ნერვებს?!-ხელებს ასავსავებდა ჰაერში გაგიჟებული. -„მე რომ დაგინახე, შემიყვარდი და შენ გაგეღიმა, იმიტომ რომ მიხვდი.“ -ეს შექსპირმა თქვა თუ შენ?-უეცრად მოდუნდა დონღვანი. -შენი ხელები საცემად რომ არ მოდის, უფრო ნაზი და ქალური ხდება. -ბექა, რაგინდა?! -არაფერი. ყელის ტკივილის წამალი და შენი ნახვა მინდოდა. მადლობა.-გახევებულ გოგონას ჯერ ერთ მტევანზე აკოცა მერე მეორეზე. წამოდგა, შარვალი გაისწორა და უკან აღარ მოუხედავს ისე დატოვა საქანელაზე მჯდარი გოგონა მარტო. *** მოქუფრულ’ციანი წარსული - თავი მეშვიდე და მანამ სანამ ქალაქი სისხლის სუნით აყროლდებოდა, დილა თენდებოდა უჩვეულოდ მშვიდი. ნელ-ნელა ეფინებოდა მზის სხივები თბილისის ქუჩებს. ზუბალაშვილების ქუჩაზე დონღვანის აივანთან ისევ მოაგორებდა ჩანთას მოხუცი დარია. მოშორებით, დინა მასწავლებელი დარდებს ეძალებოდა ღამე ნათევი თვალებით. ითვლიდა ვანიკო დედის მოწეული სიგარეტის ღერებს მამამისის საფერფლეში და ხვდებოდა, რაღაც რიგზე ვეღარ იყო. პრაღაში გოგონას სახელად მელანიას, წარმოდგენაც არ ჰქონდა რომ ეს ის დღე იყო, რომელიც მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლიდა. სოფლიდან ქალაქში მომავალი დევდარიანი და ასლანიკაშვილი ერთმანეთში ცვლიდნენ წარსულის ამბებს. იმ დილით არავინ არ იცოდა, რომ მათი ცხოვრება მხოლოდ იმიტომ შეიცვლებოდა, რომ ვანიკოს დედის მოწეული სიგარეტების რიცხვი გაუტოლდა ვატოს მოთმინების ნიშნულს.: -სად ხარ?!-აკანკალებული ხელით ეჭირა ტელეფონი უმცროს დევდარიანს. -აღარ დამირეკო! -დედა, ვინ არი?! ... სკოლის დერეფანს მიუყვებოდა ბექა თავდიდიშვილი საბა მაჩაიძე რომ დაეწია. -რას შვრები, პროლეტარო?! -ლაღ ცხოვრებას ვეწეოდი, სანამ შენ დაგინახე.-გაეღიმა ბექას. -უბადრუკი არსებობის მძიმე ჭაპანს წევდი, სანამ მე დამინახე?!-გაიოცა საბამ თეატრალურად და მომღიმარ ბექას გადმოხედა.-რა იყო გუშინ წინის წინის წინ, ის?! -რა ის?!-სიარულს არ წყვეტდა ბექა. -აი, დონღვანის ბიძაშვილმა დაკონსერვებული ეგო რომ გირტყა სახეში?! -დაკონსერვებული აქვს კაცო ეგო?!-საბას ოვაციები გაიმეორა ბექამ. -მაგას არა, ნულს ქვემოთ, ფსკერზე მოცურავე ზღვის ვარსკვლავო, შენ. -შენ, გამახსენე რატო არავინ გირტყამს?! -გოგოებს უყვართ „არა ძალადობას“ და მაგიტო.-მხრები აიჩეჩა საბამ. -დულსი დოლიძის გოგო მართლა გიყვარს, თუ სპეციალურად იძახი? -სპეციალურად ძახილი რას ნიშნავს?-ადგილზე შემდგარ საბას უჩვეულოდ დაუსერიოზულდა ხმა, ამ ცვლილებამ თავდიდიშვილსაც აიძულა გაჩერება და უკან მობრუნება. -აი, რავი. ისეთ პონტში. -რა პონტში? -ნუ. კაი, გაატარე, მოკლედ. -მოდი აქ!-თვალები დაექაჩა ბექას საბას ტონზე. -მე მეუბნები? -არა, მიგელ დე სერვანტესს. მოდი აქ. -აჰა, მოვედი. -ეცადე რომ შენი ეგ იუმორინა, ისეთი ხალხის სიმაღლეზე არ „აიყვანო“, დაცემა გახდეს მტკივნეული. იქ სადაც ეგენი არიან, შენი ჰაერი არაა. დევდარიანის ერთი ღამის ძმაკაცობამ არ გაფიქრებიოს, კაცია. -რას იძახი?-ყურებს ვერ უჯერებდა ბექა. -უბანში ეგეთი რამე არ იმალება. მოვა მაგის დროც და რომ გასკდება. იქ არ დადგე სადაც ნინა დონღვანი კიარა ქუჩის კატა არ გადმოგხედავს. -შენ ... მოიცა საიდან ... -დულსი დოლიძის გოგო მიყვარს. მეორედ პონტი არ ახსენო. მე შენი და ნინას ამბავს სერიოზულად რომ მოვეკიდე, ჩემი პატივისცემაა შენდამი და უკან დააბრუნე. -საბა ... -მიასთვის ხომ არ გითქვამს შე უდღეურო, მიყვარხარო ან რამე ასეთი სისულელე?!-სახე დაემანჭა საბას. -არა.-ხმა ჩავარდნილი ძლივს აბამდა სიტყვებს ბექა. -კიდევ კარგი.-მხარზე ხელი დაკრა და წამის წინდელი ტონი სადღაც გააქრო.-მახარაძე დამელოდე, შენი უბადრუკი სიცოცხლის გასახალისებლად მოვედი საერთოდ დღეს სკოლაში. -საბა, მოდი!-კიოდა დერეფნის ბოლოდან მია. -ნუ კივი, ქალო, ნუ დაგაკარგვინა ოც გრამიანმა ბაჯაღლომ ქალის მანდილი. დედა რა უეთიკო ხდება ეს ხალხი გათხოვების დაბევებიდან მეორე დღესვე, ვგიჟდები, აი პირდაპირ ტვინში მექცევა სისხლის უზღვავი დოზა. შოკირებული ბექა კარგა ხანს უყურებდა წინ მიმავალ საბას და გონებაში მილიონობით აზრს ვერაფრით ალაგებდა. -ჩამოდგა ლენინის ძეგლივით, დროულად, ვაა!-ხელი აუქნია უკან მდგარმა გოგონამ და ნაცნობი ხმის მოსმენით გამოფხიზლებული სასწრაფოდ მობრუნდა უკან. -შენ გოგო!-შესძახა ხმამაღლა და ნინა დონღვანის დაქაჩულ თვალებზე სიცილი ძლივს შეიკავა.-ტონი აკონტროლე სიტყვებთან ერთად, ხო გაიგე?! -დავუშვათ, ვერა მერე?!-უფრო აუწია ხმას ნინამ. -თავდიდიშვილი, დონღვანი! ზარი დაირეკა!-ყვიროდა შორიდან მათემატიკის მასწავლებელი და ბავშვებს კლასში უხმობდა. -მე გასწავლი როგორ უნდა ილაპარაკო, ჩემთან!-მიაძახა წინ მიმავალ ნინას მომღიმარმა ბექამ. -რომ მოიცალო მეთოდიკის შემუშავებისთვის, ტრენინგი ჩემთან გაიარე, პატარა ბიჭი!-არც ნინა ჩამორჩა. -აუ, შენ!-სახე დაებრიცა ბექას. -ბოლოს ასე რომ ჩხუბობდნენ ჩემი მოსწავლეები ...-საკლასო ოთახის კართან მდგარი ლია მეტრეველი იღიმოდა.-ახლა ორი შვილი ჰყავთ და მესამეს ელოდებიან! -ლია მას!-გაწითლდა ნინა. -სამი ცოტაა, მას!-ჩაილაპარაკა ახარხარებულმა ბექამ და ორი ნაბიჯით შეასწრო კლასში გაავებულ დონღვანს. *** თბილისის ქუჩებში თეთრი მაზერატი ცეცხლწაკიდებული ისარივით ჭრიდა ჰაერს. საჭეზე ჩაფრენილი ახალგაზრდა მტევნები თითქოს გრძნობდნენ მიწის მოახლოვებას და თრთოდნენ ისე როგორ ვერხვები ქარიშხლის მოლოდინში. ცრემლიანი თვალებით გაჰყურებდა გზას და ხვდებოდა სიცოცხლეს დათმობდა ოღონდ კვლავაც შეძლებოდა იმ ქალის გვერდით ყოფნა, რომელთან ერთადაც სინდისს აძინებდა. ეკრანზე აკრეფილი ნომრის დასარეკად გაწეული ცერა თითი აეწვა უცაბედად. უყურებდა გზას დაბინდული მზერით და ყურებში ჩაესმოდა ქალის მოტკბო ხმა. ის პირველი შეხვედრა. ოფიციალური ხელის ჩამორთმევა. მსუბუქი ღიმილი. „მოსწავლე და მასწავლებელი.“ ქართულის წიგნზე დახატული მასწავლებლის თლილი თითები. მოსწყურდა ცოდვა ისე და იმდენად კვლავ მოსწყდა თითქოს დახრჩობისგან მხსნელად მოვლენილ ხავსს, რომელსაც ერქვა „დასასრული.“ ძლიერი იყო სურვილი ცოდვის, აუტანელი და სანუკვარი. ის პირველი ლოყაზე კოცნა. კეკლუცი ღიმილი. „საყვარლები.“ ტელეფონი ახმაურდა და მანქანის სალონში ივა დევდარიანის ხმა გაისმა. -რას შვრება პატარა დევდარიანი?!-ყვიროდა ტელეფონში თავისი ძმის მეგობარი, ნიკოლა ასლანიკაშვილი -კოლა!-გაეცინა ვატოს. -ბიჭო, რატო უხეთქავ მამაშენს გულს? კაცს ადვოკატი უნდოდა გამოსულიყავი და შენ გინეკოლოგობა გინდა?!-იცინოდა ნიკოლა. -რა უყავი ჩემ ძმას?!-იცინოდა ვატო. -ზის და ფიქრობს, ცისფერი პერანგი უფრო მოგიხდება თუ ხაკისფერი, ვითომ ორივეს ყიდვის ფული არ აქვს და წვალობს.-ახარხარდა ნიკოლა. -ერთი წამი, მაცადეთ რა!-გაისმა ივას ხმა.-ვატო, ცისფერი გირჩევნია თუ ხაკისფერი? -შავი არი?!-გაეცინა ვატოს. -შავი რად გინდა მამაჩვენის მკვდარ ოცნებებს გლოვობ?!-სერიოზული იყო ივა, როგორც ყოველთვის. -ეკონომიურზე იმიტომ ისწავლე ბოლოს დალი ჩიტალაძე გამოსულიყავი?!-ახარხარდა ვატო. -შენ დარჩები „პრადას“ გარეშე და მერე არ დაიწყო, ივა გეხვეწები, ივა მათხოვე, ივა რა კარგი ხარ! -ივა შე სვეცკო!-ახარხარდა ნიკოლა. -რა ხმა გაქ ბიჭო, ვიმეს არ ეგონოს გოგოს ვიტაცებთ!-სახე წაუხდა ივას.-მითხარი რომელი გიყიდო დავიღალე!-ვატოს მოუბრუნდა ივა. -შავი არ არი? -არ არი ეს შავი, რად გინდა?! -კაი, იყოს ხაკისფერი. -არა, ცისფერს გიყიდი, ქერა ხარ და მოგიხდება. -რას მეკითხებოდი? -მაინტერესებდა გემოვნება დაგეხვეწა თუ ისევ დიმას ტანსაცმელებით დადიხარ შიგადაშიგ. -მაგას ვეტყვი დიმას. -ვიღაცას მოუწია სიცოცხლის ბოლომდე მამამისის ჯინსებით სიარული. -აუ, მოიმატა ძალიან. -ვეტყვი ჩემ მაკოს და გაგიკეთებს სეილს ბუტიკში, შენ მოგიკვდეს ჩემი თავი!-შეწუხდა გულწრფელად ასლანიკაშვილი.-უჭირს ბავშვს, ცოდოა, რას მიყურებ?! -ვატო, რას შვრები, ისე შენ?!-გაისმა ივას ხმა. -არაფერს, მივდივარ სახლში.-კლუბის წინ გააჩერა მანქანა. -ბევრი არ დალიო. ირინა არ ანერვიულო. თორმეტზე რომ მოვალ სახლში, შენ საწოლში დამხვდი. -აუ რა ცუდი უფროსი ძმა ხარ.-ისმოდა ნიკოლას ხმა. -არის უფროსო!-გაეცინა ვატოს. ტელეფონი გათიშა და კლუბის წინ აბრდღვიალებულ აბრას დააჩერდა. „იქ მოდი, მეორე სართულზე ვიქნები.“-გააგზავნა ნაცნობ ნომერთან და იგრძნო როგორ მოუჭირა გულზე მარწუხებმა. „ვერ მოვალ.“ „გელოდები.“ „ვანიკო სახლში არ არი.“ „კლასელის დაბადებისდღეა, იქ იქნება რესტორანში. გელოდები.“ „ახლა რაღა გინდა?! არ დავანგრიე შენი ცხოვრება? ახლა არ გრძნობ თავს ცუდად?“ „გელოდები.“ ტელეფონი სავარძელზე მიაგდო და ყურადღება არ მიუქცევია როგორ ჩაცურდა მოწყობილობა სავარძელსა და კარს შორის სიცარიელეში. ავტომობილიდან გადავიდა და კლუბის მეორე სართულისკენ გასწია, სადაც კარგად ნაცნობი გარემო და საკუთარი მაგიდა ელოდა დევდარიანების უმცროს ვაჟს, ვატო დევდარიანს. ადამიანები ხშირად ასეთ მომენტებს უწოდებენ „უიღბლობას,“ თუმცა კი ადამიანთა ის ნაწილი, რომელიც არ იღლება ხოლმე ფიქრით ამ ცხოვრებაზე, თვლის რომ ასეთ მომენტებს ჰქვიათ - მკის წამი. წამი სადაც ადამიანი იღებს იმას რაც სამყაროს აჩუქა. წამი სადაც კვალავაც ის კანონი მოქმედებს, რომელიც ასე გვეძვირფასება მართლობის ჟამს და ასე გვაშფოთებს უმართლობისას. წამი სადაც „კბილი - კბილის წილ“- ამბობს სამყარო და შენ დგახარ იმ მხარეს, საითაც ბევრი ცრემლი, ბევრი მატლი და ბევრი ცეცხლია. და სადღაც ამ მართალსა და ბოროტს შორის გაჩრილი, ცდილობ ამოგძვრეს პირიდან ღმერთისკენ მიშვერილი „მაპატიე“ და შენ ვერ ძლევ „მკის წამის“ იმ მძიმე ლოდს, რომელიც „მიშველე“-ს თქმის ძალასაც გართმევს. და სადღაც ამ ჭიდილის საწყის, შუა თუ უკანასკნელ მოქმედებაში აღმომჩდარი, ხვდები რომ არ ღირდა ამ მომენტად არც ერთი განცდილი სიამოვნება. და დგება მკის წამი და შენ იმკი იმას რაც დათესე, რაზეც ვერც „მიშველე“ მოასწარი და მით უფრო ვერც „მაპატიე.“ „თვალი - თვალის წილ“ - ამბობს სამყარო და შენ დგახარ იმ მხარეს საითაც დნებიან ძვლები სინანულში, ლღვებიან ოცნებები ჩამქვრალი სანთლებივით და აღარ ესმით ძლივს მოსწრებული ლოცვების, რადგან მკამ უკვე მოაწია. რადგან წამი უკვე დადგა ... წამი ჩადენილზე პასუხის გების. მეგობრებში მჯდარი ვანიკო ნინუაშვილი უყურებდა ხალხში მდგარ საკუთარ დედას, რომელსაც ორი წუთის წინ ესაუბრებოდა ტელეფონზე, რომელიც ახლა თავის დასთან უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ვანიკოს დეიდას მაღალი წნევა აწუხებდა და უნდა მოევლო. უყურებდა საკუთარ დედას, რომელიც ორი წუთის წინ ღიმილით ემშვიდობებოდა საკუთარ შვილს და ემუდარებოდა არ დაეგვიანა სახლში, რადგან მამა არ დაიძინებდა სანამ ვანიკო სახლში არ მივიდოდა. უყურებდა საკუთარ დედას, რომელიც დაფეთებული თვალებით მიიკვლევდა გზას, კიბისკენ ... კიბისკენ რომელზეც ათი წუთის წინ თავისი კლასელი ვატო დევდარიანი ადიოდა. „ტატო, იმ კლუბში მოდი, სადაც დამტოვე ...!“ სწრაფად მისწერა უფროს მეგობარს და დედას აედევნა კუდში. -მოხვედი?!-არ გავდა ვატო დევდარიანი მოსწავლეს. -იცოდე ეს მხოლოდ იმიტომ რომ ... -მომენატრე. -ახლა არ გინგრევ ცხოვრებას?! ახლა აღარ ...-არც ქალბატონი დინა ჰგავდა მასწავლებელს. -ამაზე ახლა არ ... მათი ხელების შეხება. მათი ღიმილი ერთმანეთში გაცვლილი. კიბეზე ჩამომჯდარი ვანიკო ნინუაშვილი. ფრაზები : „მიყვარხარ.“ „ვერ გივიწყებ.“ „ვანიკო, არაფერი არ გააკეთო!“ ისე აიზილა ერთმანეთში, რომ ვერავინ ვერ მიხვდა, როგორ აღმოჩნდა ვანიკოს ხელი ვატოს მხარზე და როგორ მოკვდა დინა სკამზე. -უხმოდ, ადექი და წავედით. -ვანიკო!-შეჰკივლა ქალმა. -შენ ...-სახე გაუნაცრისფერდა ვატოს. -უხმოდ.-უტყვი იყო ვანიკოს მზერა. ისე წამოდგა და გაუღიმა მაგიდასთან მჯდარ ქალს, თითქოს მიხვდა ეს მათი უკანასკნელი შეხვედრა იყო. წინ ვანიკო მიდიოდა სისხლის მდინარეებით თვალებში. უკან კი ვატო მიჰყვებოდა, თავდახრილი და განწირული. -ვანიკო, საით?!-გაისმა უცნობის ხმა და სამი ბიჭი წამოდგა მაგიდიდან. -წავედი რა, მე.-ხელით ანიშნა ვანიკომ და თვალები დაეხუჭა სიმწრისგან ვატოს, რომ მიხვდა, შეიძლებოდა მისი სირცხვილი სხვასაც გაეგო. -მშვიდობაა?! -კი. -მოიცა, ჩვენც მოვდივართ! -არა, რა იყავით. -არა, მოვდივართ!-ბიჭები ისე იჟინებდნენ შეწინააღმდგების თავიც არ ჰქონია ნინუაშვილს ისე მიმართა მეგობრებს: -ჩასხედით.-თეთრი მაზერატისკენ ანიშნა ვანიკომ და ვატოს ანიშნა საჭესთან დამჯდარიყო. -ვანიკო, რა ხდება?!-დაწინაურდა ბიჭებიდან ერთ-ერთი. -ჩასხედით!-იღრიალა ნინუაშვილმა და მგზავრის სავარძელზე მოთავსებულმა დევდარიანის დავარდნილი ტელეფონი აიღო ხელში. „კლუბში არ გვინდა, იქნებ ისევ სასტუმროში შევხვდეთ?!“ „პასუხს არ მცემ, ისევ!“ „კარგი, მოვალ კლუბში.“ „ძალიან მეშინია ვანიკო არ ...“ თვალები სიმწრისგან დაეხუჭა ბიჭს, საჭეზე თავჩამოდებულ დევდარიანს გადმოხედა და მთელი ძალით ჩასცხო ტელეფონი მარჯვენა ლოყაზე. -რას აკეთებ!-აყვირდა უკნიდან ერთ-ერთი. -ვანიკო, რა ხდება?-ჩაერია მეორეც. -მამაჩემს თვალებში როგორ უყურებდი, შე არაკაცო!-სახესთან უღრიალა ნინუაშვილმა დევდარიანს და ბიჭების დაძაბული სახეები მარილად მოეფინა სისხლიან ჭრილობებს ვანიკოს სულში. -იარე! -ტატოს დავლოდებოდით ...-ვერ ისვენებდა მესამე. -გადადით მანქანიდან.-გაისმა ვანიკოს ხმა ორ წამიანი პაუზის შემდეგ. -არა!-უარზე იყვნენ სამივენი.-მცხეთის გზაზე გადი!-მიმართულება უჩვენა შუაში მჯდარმა ვატოს, მანაც ზლაზვნით დააწვა გაზს და ავტომობილი მოწყდა ადგილს. არც ერთს გაუგია ქალის განწირული კივილი. წამი იდგა მკის. ცა არ იშურებდა ღრუბელს და ქარს. მიჰქროდა თეთრი მაზერატი, როგორც ცეცხლოვანი ისარი მიჰქრის ბნელეთში. მიზანი - გული, დანიშნულება - გაჩერება. გზაზე მიგდებულ მანქანაში ტელეფონი რეკავდა წამდაუწუმ. „ვატო, თორმეტი საათია და შენ სახლში არ ხარ!“-ივიკო ქიმიის მასწავლებლის სახლთან იდგა ილია მანქანით და ელოდებოდა როდის დამთავრდებოდა გაკვეთილი. სადარბაზოდან ბავშვები რომ გამოვიდნენ კარი გააღო და გადავიდა. -მიაკო, წავედით ჩვენ ბრეგაძის დაბადების დღეზე, ანუ შენ არ მოდიხარ? -არა. დროებით, ხვალ გნახავთ.-ბავშვებს დაემშვიდობა და მომღიმარ ილიკოს გადმოხედა.-ისევ აქ ხარ. -გადაგეკიდე, ხო?-სასაცილოდ დაბრიცა სახე ილიკომ. -ცოტათი, ხო. -სად მიდიოდნენ და შენ რატო არ წახვედი? -კლასელის დაბადების დღეა. არ ვარ ძალიან ახლოს, თანაც კლუბში იხდის და არც ხმაურის თავი არ მაქვს. -დაგღალა ფთორმა, ქლორმა და ნახშირბადმა?! -მენდელევის სისტემით გამეპრანჭე?!-სიცილი აუვარდა მიაკოს და ქუჩას დაუყვნენ ფეხით. -მთელი ჩემი ბავშვობის ოცნება იყო სამედიცინო ... და როგორღაც იურისტი „გამოვედი.“-მხრები აიჩეჩა ილიკომ.-ქიმიით იდეაში ოლიმპიადებს ვიგებდი და მერე მამაჩემმა არაო. -რატო დაუთმე?!-ვერ მიუხვდა მია. -ისეთი პერიოდი იყო, ოჯახს იურისტი უფრო ჭირდებოდა ვიდრე ქირურგი, მეორეც, ჩემ დას ... მელანიას უნდოდა სამხატვროზე ჩაბარება და თუ მე არ დავყვებოდი მამის ამ მოთხოვნას, ჯოხი მელანიაზე გადატყდებოდა. -აუ, რა ცუდი იურისტი იქნები?!-სახე შეუწუხდა მელანიას და ილიას სიცილმა აიკლო იქაურობა. -მსხვერპლშეწირული თემიდას სასწორს, ცუდი რატო ვიქნები?-სულს ძლივს ითქვამდა დონღვანი. -კაიც რატო უნდა იყო?-სიცილს არც მიაკო წყვეტდა. -რაშვები, როგორ ხარ? -კარგად.-გაეღიმა მთელი არსებით ილიკოს ხმაში ჩაღვრილ უნორმო სითბოზე. -ქიმიის მასწავლებელი, როგორ არი? -უკეთესად. -გადასარევია ... დედა, როგორ არის?! ჯერ ასე უნდა დამეწყო ... მერე მამა ... მერე ბებო და ბოლოს ქიმიის მასწავლებელი ... -დედაც კარგად არი, თავისთავად მამაც. ბებო სულ დარიას ელაპარაკება, ანუ ეგ ყველაზე კარგად არი. მოკლედ, ყველა კარგად ვართ. -მაგარია.-გაეცინა ილიას. -ბიჭების საუბარს მოვკარი ყური ... ზოგადად არ მჩვევია ხოლმე ...-ჩაახველა მიამ და განაგრძო.-ჩემი სახელი ასე მკაფიოდ რომ არ გამეგო, ალბათ არც ყურადღებას მივაქცევდი ... -რაო რას ამბობდნენ ბიჭები?!-გაეღიმა ილიკოს. -თურმე გითქვამს რომ ... რაღაც საცოლე ახსენეს, მერე შენი და ბოლოს ჩემი სახელი. -ჰო, მერე?! -მერე ძალიან ადრე ხომ არ არის ხმამაღლა ასეთი განცხადებების გაკეთება, როცა არც კი ვიცით ხვალ რა შეიძლება ... -ხვალ ისეთი რა უნდა მოხდეს, მე რომ შენ აღარ მინდოდე? -გინდოდე?!-ადგილზე შედგა მია. -ხო.-გზა გააგრძელა ილიამ. -დავუშვათ მოხდა და მე აღარ მინდა ეს ყველაფერი ... მერე?! -მე შემიძლია დაუსრულებლად გელაპარაკო იმაზე, როგორ იქცევა ორი ადამიანის სრულყოფილი სურვილი ერთ მიზნად, მაგრამ მირჩევნია გაჩვენო, რომ არ დადგება ხვალინდელი დღე, სადაც შენ მე არ გენდომები შენს გვერდით. -რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული? -უბრალოდ ვარ. -და თუ მაინც ... -და თუ მაინც შევცდი ... შენში, მაშინ გპირდები ჩემი არსებობა არც წარსულის და არც აწმყოსი შენს მომავალს ხელს არ შეუშლის, მხოლოდ გაგეღიმება. -ასე მარტივად? -ასე უმარტივესად. -მაინც ძალიან ადრეა მე თუ ... -შეიძლება მართალი ხარ, იქნებ რომ გაიზარდო აღარ მოგინდეს ჩემ გვერდით სიარული. -იღიმოდა ილია. -ეს არაფერ შუაშია.-გაკაპასდა მიაკო. -იქნებ აღარ მოგეწონო უბრალოდ. -საიდან მოიტანე.-ხმას აუწია გაცხარებულმა. -საერთოდ არც არი გამორიცხული, რომ ახლაც არ გრძნობ რაიმე ისეთს როგორსაც მე. -ეს უკვე ... ეს ცილისწამებაა! -ცილს რაში გწამებ, მიაკო?!-უეცრად გაჩერდა და ზურგსუკან ხელებგადაჯვარედინებულმა თვალებში დააჩერდა გოგონას. -რატომ ამბობ რომ ... არ ვგრძნობ ... -მომიყევი, რას გრძნობს, ჩემი მიაკო. -ასე ნუ მელაპარაკები, გთხოვ, მერე ვიბნევი და ვეღარ ვალაგებ, არადა მე უნდა მეთქვა შენთვის, ვირეპეტიციე კიდეც!-ანერვიულდა მახარაძე. -მითხარი.-ხმამ გაათბო პატარა ქალი. -მე არ მინდა შეცდომები ცხოვრებაში, რასაც ვინანებ. არ მინდა ვინანო ოდესმე შენ რომ გაგიცანი. ხვდები, ილიკო? -ვხვდები.-კიდევ უფრო თბილი და დამყოლი იყო ბიჭის ხმა. -მე ...-ცრემლები მოერია გოგონას.-მე მთელი ცხოვრებაა მინდა მაგარი გოგო ვიყო. ისეთი ... ძლიერი! -რემბოსავით? -არა. აუჰ!-უფრო აეტირა მიას.-ნუ მაწვალებ! -არ გაწვალებ, მითხარი, როგორია ძლიერი მია?!-თვალები უბრწყინავდა დონღვანს. -მე ვატო მიყვარდა ...-თქვა და თითქოს ლოდი მოიხსნა მხრებიდან საუკუნის.-მიყვარდა ჩემი ბავშვური სიყვარულით. მიყვარდა და ამის გამო ბოდიში არ მეკუთვნის, ხო?! -ხო.-სიმშვიდე იღვრებოდა დონღვანის ხმაში. -მე იმდენჯერ დამანახეს რომ ყველა სხვა უფრო კარგი იყო ვიდრე მე, ბოლოს გადავწყვიტე, რომ არავინ მინდოდა საკუთარი თავის გარდა. შენ ის ხარ, ვისთანაც ჩემი თავი მომწონს. და მეშინია, ხვდები? -რისი, მია? -რომ თავზე ჩამომემხობა ეს ჩემი ოცნება. აღარ ვიქნები ძლიერი და ისევ გატეხილი სათამაშოსავით კუთხეში აღმოვჩნდები. -ზოგადად მე არ მჯერა იდეალური ურთიერთობების, სადაც არც ტკივილია და არც გულისწყვეტა. -აუჰ, უნდა მეტკინოს?!-ისევ ტირილი აუვარდა მიას. -რა მტირალა ხარ, აბა ძლიერი გოგო ვარო?!-სიცილი აუვარდა ილიას და მხრებზე მსუბუქად მოხვია ძლიერი მკლავები.-მე პატარა აღარ ვარ, მია, შენ ხო იცი ეს?! -ვიცი. -მე შემიძლია ვიყო შენი კედელი ყველგან, სადაც ჩემი მხრები გეყოფა, მაგრამ მეც მჭირდება შენი მხრები საიმისოდ, ვიცოდე ... ჩემი სახლის კედლებს ვაშენებ, ეს გესმის?! -ჰო.-ხმა ჩაუვარდა გოგონას და თვალებში აუკიაფდნენ ვარსკვლავები. -ის რაც შენთვის ადრეა ... ჩემთვის დაგვიანებულია, მაგრამ მე ჩემ სანდოობას ასე დაგანახებ ... დაგელოდები, მანამ სანამ არ იგრძნობ, შეგიძლია დამეყრდნო, კარგი?! -კარგი. -მთავარი არი მხოლოდ ერთი ... -ერთად რომ ვიყოთ?-დაბლიდან ამოხედა ილიკოს მიამ. -ჩვენ შორის დადიოდეს ღმერთი.-გაეცინა და შუბლზე აკოცა გაღიმებულ გოგონას.-მერე ჩვენ სახლს ვერავინ ამ ქვეყნად ვეღარ წაგვიქცევს, მერე აღარ შეგვეშინდება შეცდომების. -მომწონს. -შენც ხო?! -ხო. -თუ ეს ჩვენი ამბავი არ იქნება, პირობას გაძლევ, ამ ამბის ბოლოს შენ არ იტირებ, მხოლოდ გაგეღიმება, რომ ეს ამბავი ... იყო. -კარგია. -რა განხრა გინდა ?! -გინეკოლოგი. -შენ თვითონ პატარამ პატარებს უნდა დაეხმარო?!-ისეთი სასაცილო იყო ილიკოს ხმა მიამ სიცილი ვერ შეიკავა. -ჰო. -მოგიხდება თეთრი ხალათი. -შორია მაქამდე. -ყველაფერი კარგი ძვირია. -ხო, რაღაცას რომ მიაღწიო იმდენი შრომა გიწევს ... -ნამდვილად.-თავი დააქნია და ორ წამიანი პაუზის შემდეგ დაამატა.-მე ოცდარვა წელი დამჭირდა. -ვაიმე რა უფროსია, ვაიმე რა მოხუცია!-სასაცილოდ დაბრიცა სახე მიამ და ილიკოს ხარხარი დააიგნორა.-რისთვის იღვაწე მთელი ოცდარვა წელი, მოხუცო?! -ძალიან გთხოვ რა, რომ მახსენდება სკოლის მოსწავლე ხარ ტვინში სისხლი მექცევა, ნუ ვუსვამთ ხაზს ასაკს!-მათი სიცილით ირგვლივმყოფთა ყურადღებას მარტივად იქცევდნენ. მია რაღაცის თქმას აპირებდა ილიკოს ტელეფონმა რომ დარეკა. -ჰო, დათა.-იცინოდა ილია და ბედნიერი შეჰყურებდა მომღიმარ მიას. -მცხეთის გზაზე, დროზე, წამოდი.-სულს ვერ ითქვამდა ძნელაძე. -რა ხდება?! -ვანიკომ გაიგო და დევდარიანი იქ ყავთ. -აუ, აუ!-აყვირდა დონღვანი და მიას მოუბრუნდა.-უნდა წავიდე, ჩემი მანქანა წაიყვანე და წადი სახლში, მართვის მოწმობა ხო გაქ?! -მაქ. მშვიდობაა?! -არა. სახლში წადი და დაგირეკავ. -ილიკო, ნუ მაშინებ ... -მია! გააკეთე რასაც გეუბნები. სასწრაფოდ გადარეკა დათასთან, მანაც მაშინვე უპასუხა. -რუსთაველზე ვარ, რომელს გყავთ მანქანიანი რომ გამოუშვათ?! -მაჩაიძე და თავდიდიშვილი არიან ჩვენთან, გამოვუშვა? -დროზე! ათი წუთი არ იყო გასული ბექამ ადგილზე დააქვავა მანქანა და ელვის სისწრაფით ანიშნა ილიამ მძღოლის ადგილი დაეთმოთ მისთვის. -ილიკო, ხო ყველაფერი კარგად იქნება?!-მიტკლის ფერი ედო თავდიდიშვილს სახეზე.-რამეს ხო არ დაუშავებს, ილიკო?! -უფროსი დევდარიანის ნომერი გაქვს?!-ურეაქციო იყო დონღვანი. -მე?!-ამოილუღლუღა საბამ. -ხო, შენ! -მაქვს. -აიღე ბექას ტელეფონი და მიწერე ათ წუთში გაჩნდეს მცხეთის გზაზე დაამატე რომ ვატო არი ცუდად. -რა ვქნა?!-თვალები გაუფართოვდა საბას. -რაც გაიგე!-იღრიალა ილიამ.-ოღონდ არ მოკლა, ვანიკო. ოღონდ მადროვე. შეტყობინება გააგზავნეს თუ არა ილიამ მაშინვე მოიქნია ფანჯრიდან ტელეფონი.-გამახსენე, ამაზე.-სარკიდან გადმოხედა თავდიდიშვილს და მთავარ გზაზე გასულმა სიჩქარე ორას ოცამდე გაზარდა. -ილიკო, ნელა ... მივუსწრებთ, ილია!-მღელვარებას ვერ მალავდა თავდიდიშვილი. ვანიკოს ღრიალი შორიდან ესმოდათ. სამი ბიჭი იდგა ირგვლივ და ვერავინ ეკარებოდა გავეშებულ ნინუაშვილს. იმ წამის მოსული ტატო და დათა გაყინული თვალებით უმზერდნენ სისხლის გუბეში მწოლიარე პატარა დევდარიანს. -არა ... არა ... არა!-აღრიალდა დონღვანი.-რა გააკეთე, ბიჭო! -ხმა ამოიღე, სად გეყო კაცობა თვალებში რომ მიყურებდი!-უმართავი იყო ვანიკო, მთელი ძალით ურტყამდა წიხლს სახის, მკერდისა და მენჯის არეებში.-ხმა ამოიღე, ხმას რატო არ იღებ! -მოკალი და იმიტო!-ილიას ხმამ თითქოს შეაკრთოო, ჯერ წინ მდგარ აკანკალებულ დონღვანს გაუსწორა მზერა მერე დევდარიანის უსულო სხეულს.-პულსი ... პულსი აღარ ესინჯება.-ჩაჯდა იქვე მუხლებზე დამხობილი დონღვანი და გულდამწვარმა ჩაიდო ვატოს სახე კალთაში.-ბიჭო, მოდით, თქვენც ნახეთ, იქნებ მე ... დათა, მოდი. -ჩვენ ...-ამოილუღლუღა ვანიკოს მეგობრებიდან ერთ-ერთმა,-გვეგონა უბრალოდ უნდა ... ჭკუა უნდა გვესწავლებინა! ჩვენ, ილია, გეფიცებით, ჩვენ! -ტატო გაათრიე ესენი აქედან.-სახე დაეღვლიჭა დონღვანს.-წაათრიე ამის სახე არ დამანახო!-აღრიალდა გაავებული და ვანიკოს გამორეცხილ სახეს თვალი ვერ გაუსწორა. ბიჭებმა სწრაფად ჩასვეს მანქანაში დანარჩენები. -შენ რას იზამ?!-სიტყვებს ძლივს უყრიდა დათა. -მის ძმას დაველოდები. -რა?! -წადით! ძნელაძემ ვანიკოს გაჯიუტებულ სხეულს მთელი ძალით უჯიკა ხელი და არც სილის გაწვნა დანანებია თავისი „ბავშვისთვის.“ მანქანაში ჩატენა და იქაურობას გაეცალნენ. იჯდა დონღვანი დევდარიანის სხეულთან და ტიროდა. ტიროდა ზუსტად ისე როგორც ტირიან დაკარგულ ადამიანებს. მაისურის ბოლოებით უწმენდდა დასახიჩრებულ სახეს. და ელოდებოდა როდის მოვიდოდა უფროსი დევდარიანი. ხუთმა წუთმა ხუთი საუკუნის ფორმა რომ მიიღო, შიში შეეპარა ილია დონღვანს. შიში არა გარდაცვლილის ან ცოცხალის, არამედ ცოცხალთან შეხვედრის და იმის თქმის, რომ ძმა ვერ გადაურჩინა. გუმანით იგრძნო ახლოს იყო უფროსი ძმა, უმცროსს თავი ფრთხილად დაადებინა მიწაზე და იქვე, ბუჩქებთან მიიმალა. არ გასულა ორი წუთი ივა დევდარიანის შავი მაზერატი გაჩერა, ვატოს თეთრის წინ. იქიდან დაჭრილი ლომივით ივა გადმოხტა და დაინახა. მიხვდა დონღვანი ... ამ კაცისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა ძმა რატომ მოუკლეს, მისთვის მისი ძმის იქით ჰორიზონტის ხაზი წყდებოდა, სამართლის ყველა კოეფიციენტი ვარდებოდა და ირგვლივ სამყარო კარგავდა აზრს. -ძმა როგორ მომიკალით, თქვე უსისხლოებო! ასე როგორ დამიჩეხეთ!-ბღაოდა ივა თავისი გარდაცვლილი ძმის შეურაცხყოფილ სხეულს და სინანულის ცრემლებს ვერ იკავებდა სიბნელეში დამალული ილია დონღვანი. -ვატო, რა ვუთხრა ირინას! ვატო, გაახილე თვალები, თუ გიყვარვარ! ვატო, არ გამწირო, ბიჭო, გაახილე თვალები! მიშველეთ!-ხმის რამდენიმე მანქანამ გააჩერა თუ არა პოლიცია გამოიძახეს. ყველა შეიძრა ამ სცენის შემსწრე. -ცას და დედამიწას დავადუღებ და შენ მკვლელს არ გავახარებ!-ყურებში გაეჭედა დონღვანს ეს სიტყვები. -სიკვდილი ცოტა იქნება, არ მეყოფა!-ამ ხმას უნდა გაქცეოდა. ძალა მოიკრიფა, წამოდგა და ჩუმად გაიარა გარკვეული მანძილი. გზაზე გასულმა კარგა ხანს ელოდა ტაქსს. ხელი დაუქნია და იქაურობას განშორდა. მთელი გზა ივაზე ფიქრებმა გააგიჟა. რომ წარმოიდგინა რა შეეძლო გაეკეთებინა მელანიას ან ნინას ერთი ატკივებული თითისთვის, შეზარა დევდარიანის რეალობამ. იმაზე ფიქრში, როგორ ეწვოდა ივა დევდარიანს ვატოს ნატანჯი სხეული, ბოლომდე ჩამოინგრა და მარტივ მამრავლებად დაიშალა. ივა მასზე უფროსი იყო ორი წლით, მაგრამ სულ ერთ წრეში ტრიალებდნენ. იცოდა ივას ღირსება, მაგრამ არ იცოდა ტკივილი რომელსაც ივა განიცდიდა, შესაძლოა აღმატებული ყოფილიყო ყოველგვარ მორალზე და ამის გაფიქრებამ გააგიჟა. „მომიკლავს ვანიკოს.“ მერე რა რომ თავისი ვანიკოც უკვე მკვლელი, უკვე ღირსებადაბინძურებული ბიჭი იყო?! თავისი იყო და ეწვოდა ხორცამდე. და მაინც ბევრად უფრო მეტი იყო დედმამიშვილი. მელანიას ფოტო მოძებნა ტელეფონში და ფრთხილად გადაუსვა სურათს თითი. ჰო. მოკლავდა კიდეც მის გამო. ჰო. ესმოდა დევდარიანის. -ზუბალაშვილების ქუჩა, მოვედით!-ფიქრებიდან ტაქსისტის ხმამ გამოიყვანა. -მე ... ჩემი საფულე ... ბოდიში, ბარათით რომ გადმოგირიცხოთ?! -არ არი პრობლემა. ამასობაში გათენება მოესწრო ღამეს. *** ** „ბევრი წლის წინ, როცა თბილისში იდგა მარტი.“ -ვატო, სახლში მოვალ და მე დაველაპარაკები მამას, კაი?!-ეღიმებოდა ძმის აღელვებულ ტონზე ივა დევდარიანს და მშვიდად მოაბიჯებდა ზუბალაშვილების ქუჩაზე.-არაფერი არ არი მანდ სანერვიულო, მშვიდი საუბრით შეგიძლია გადაჭრა შენი ყველა პრობლემა. აუწევ ტონს?! შენი პრობლემაც აიწევა უფრო მაღლა და ვეღარ მიწვდები მერე ეგრე მარტივად, ხვდები?! თუ არ გიშვებს ანუ არ აუხსენი კარგად სად მიდიხარ და ვისთან ერთად, ვატო.-ისეთი მშვიდი იყო სისუფთავე იღვრებოდა მისი თვალებიდან. -მელანია, ჩემო ლამაზო როგორ ხარ?!-გაისმა მოხუცი დარიას ხმა, რომელმაც გვერდი ჩაუარა ველოსიპედით მომავალ პატარა გოგონას და მომღიმარი მზერა შეავლო ტელეფონზე მოსაუბრე ბიჭს. -კარგად, დარიჩკა, თავად როგორ ხარ?!-კიოდა ქუჩის ბოლოდან გოგონა და უფრო სწრაფად ამოძრავებდა პედლებს. -არამიშავს, ჩემო გოგო!-ქალმა თავი დახარა და ქუჩის კუთხეში გაუჩინარდა. -ვატო, კაცურად მითხარი ძალიან გინდა მანდ წასვლა?!-ეცინებოდა ძმის დაჟინებულ თხოვნაზე ივას.-მაშინ მე დაველაპარაკები მამას, მე წაგიყვან და მე მოგაკითხავ, მოსულა?! ხო, ვატო ... ჯერ პატარა ხარ და ჩემთვის სულ პატარა იქნები. კი, მანამდე უნდა გატარო სანამ არ ჩავთვლი რომ გაიზარდე. კი, მამაც ასე იქნება. ვატო, შენ ახლა ბევრს ილაპარაკებ და მე ჩემ სათვალეს აღარ გათხოვებ, დაბადების დღეზე მითუმეტეს ვეღარ ...-თვალი გაუშტერდა ველოსიპედზე მჯდარ გოგონაზე, რომელსაც წინ კატამ გადაურბინა და ინერციით მარჯვნივ გადაქანებულმა მტკივნეულად დაეცა ასფალტზე.-ვატო, წავედი.-გაუთიშა და გოგონასკენ დაიძრა. -აუჰ ...-ამოიტირა საცოდავი თვალებით პატარა გოგონამ და ნატკენი ადგილი აკანკალებული ხელებით დაიზილა. -სისხლი მოგდის?-თავზე წამოადგა პატარას და მზე მოუჩრიდილა განიერი მხრებით. -აუჰ ...-სისხლის დანახვაზე სახე წაუხდა გოგონას. -მოიცა, ხელი არ ახლო ინფექცია შეგეჭრება, დამელოდე კაი?! წყალს მოგიტან. -ამეწვება, არ მინდა წყალი!-ამოიწუწუნა სიმწრისგან და გზაზე გადასულ ბიჭს მზერა გააყოლა. წამოდგომა სცადა გოგონამ და ფეხზე დამდგარმა ტკივილისგან ამოიკვნესა. -ოხ!-საკუთარ თავს უფრო გაუჯავრდა და იქვე წაქცეული ველოსიპედის წამოყენებაც სცადა, თავი რომ ვერ შეიმაგრა და ის იყო მეორედ უნდა წაქცეულიყო ზურგზე ხელის შეხება რომ იგრძნო უცაბედად. -ხომ გითხარი დამელოდეთქო?!-ისევ ის ბიჭი იყო, ხელში წყლის ბოთლი ეჭირა და სათვალეები მოეხსნა სახიდან. -მე ... ჩემითაც ... -რამდენი წლის ხარ?-გოგონას გაუგებარი წინადადებები დააიგნორა უცნობმა და ხელი შეაშველა ფრთხილად რომ ჩამჯდარიყო მომცრო სხეული ტროტუარზე. -თექვსმეტის ვხდები ხვალ.-ცრემლები შეიწმინდა გოგონამ. -მერე ამხელა გოგომ არ იცი, რომ ასე სწრაფად არ უნდა იარო ქუჩაში? -რომ მცოდნოდა ხომ არ დავეცემოდი?!-გაკაპასდა გოგონა. -მე წყალს დაგასხამ და სალფეთქით შენ შეიწმინდე, კაი? -კაი. ბოთლს თავი მოხსნა და ფრთხილად გადაავლო წყალი ნატკენ მუხლზე გოგონას. -ვაიმე, მეწვის!-ატირდა და მთელი ძალით ჩააფრინდა მხრებზე მის წინ დახრილ უცნობს პატარა ქალი. -კაი, მომე ეს ...-სალფეთქი გამოართვა და ფრთხილად შეუწმინდა მეწამული სითხე მუხლზე ჩამომდინარი გოგონას.-ვიცი ... ვიცი ...-გაეცინა პატარა თითებზე რომლებიც უჭერდნენ მხრებზე ნიშნად იმისა, რომ ტკიოდა პატარას.-ცოტაც გაუძელი ... აი, მორჩა. -მადლობა.-ამოიტირა გოგონამ და ხელები უშვა უცნობის მხრებს. -რა გქვია?! -მელანია.-ცრემლები ცეკვავდნენ გრძელ წამწამებზე, ეღიმებოდა უცნობს. -ფეხი უნდა შეგიხვიო, სისხლი არ ჩერდება და ... იქნებ კაბა ... -არა, კაბას ავიკეცავ და ისე წავალ ... კაბას ვერ გავაფუჭებ, დედამ მიყიდა, ასეთი მასაც აქვს და ვერაფრით ვერ გავაფუჭებ. არა, არა. -ხელებს ასავსავებდა და შეწუხებული დაჰყურებდა წითლად გადღაბნილ თეთრ სალფეთქებს. -მოიცა, მოიცა.-გაეცინა ივას.-ასე ვერ წახვალ ინფექცია ... -კაბას ვერაფერს ვუზამ!-თვალები დაქაჩა გაკაპასებულმა. ორი წამით უყურა თვალებში ტროტუარზე ჩამჯდარ გოგონას და სასწრაფოდ მიუბრუნდა თავის შავ პერანგს. ძლიერი მტევნები ჯერ ერთ ბოლოში ჩაავლო მერე მეორეში და ნაჭრის ფხრეწის ხმამ დაარღვია წამიერი სიჩუმე მათ შორის. -რას აკეთებ?-დაიბნა გოგონა. -სახლში მალე უნდა მიხვიდე, შორს ცხოვრობ? -არა.-ამოისლუკუნა და საცოდავად ჩამოუვარდა მხრები შეხვეულ მუხლს რომ დააჩერდა.-აქვე.-დაამატარა მოულოდნელად. -მაშინ გაგიძლებს. -შენი პერანგი რომ ... -ფეხს ძალას ნუ დაატან. კარგი? -კარგი. მელანია წამოდგა და კაბა გაისწორა. ჭრელი კაბა იყო მარტის ხასიათივით. -მადლობა ...-ჩაილაპარაკა და მორცხად დახარა თავი აწითლებული ლოყების დასამალად. -ნახვამდის.-გაეღიმა ივას და ნელა მიმავალს უძირო მზერა გააყოლა. და მერე არსაიდან, სადღაც შორიდან თითქოს თავისი სიტყვები მოესმა დევდარიანს. „რა ლამაზი ხარ, მელანია.“ ქუჩაში დატოვებული ველოსიპედი, საღამოს დაუხვდა ინა დონღვანს სახლის კართან. *** მოქუფრული აწმყო - თავი მეშვიდე კოლა ასლანიკაშვილი თავდახრილი უსმენდა გოგონას ყვირილს. -მოკვდი! ის ბიჭი ამ ბოროტებას ვერ დაიტევდა რასაც შენ იტევ! მოკვდი!-კიოდა განწირული ხმით ქალი. -საჭმელს ან შენით შეჭამ ან ძალით გაჭმევ.-ისმოდა ივას გამწარებული ხმა. -მომშორდი! -ავად გახდები, დედაშენს დავურეკავ და უარესად დაიტანჯება რომ გაიგებს ... -ასეთი ბოროტი როგორ ხარ ... ამხელა სიბნელეს როგორ იტევ ... -შენი ძმისგან ვსწავლობ!-კარი გამოიჯახუნა და გათეთრებული თვალებით დააჩერდა თავდახრილ მეგობარს.-როდის მოხვედი?! -ახლახანს.-ამოილუღლუღა კოლამ.-ცოლი ისე მოიყვანე „მალჩიშნიკი“ არ გქონია?!-თავისი თავის გაუკვირდა ასლანიკაშვილს. -ეგ აკლდა ჩემ უბიწო ქორწინებას სრული ბედნიერებისთვის.-თავი გადააქნია ივამ. -ჩაიცვი წაგიყვან.-წამოდგა ფეხზე ნიკოლა. -მეღადავები?! -ღადაობ და არასერიოზულობ შენ, ამხელა კაცი ხარ არ იცი რომ სანამ ცოლს მოიყვან უცოლობას უნდა გამოემშვიდობო?! -ცოლიანი თუ ვარ უცოლოსგან განვსხვავდები, როგორმე?!-სიმწრის სიცილი აუვარდა ივას. -მაგ გოგოს ერთგული ხარ ოცი წლიდან, პრინციპში კაი ხანია ცოლი გყავს მაგ იდეით და არ აღიარებ, უბრალოდ ქორწილის ძუნწი ხარ, რა!-ხელი აიქნია კოლამ და ივას დაქაჩული თვალები დააიგნორა. -სერიოზულად?! აღარ გრცხვენია ჩემი?! აღარ ... -მრცხვენია, მაგრამ ჩემი თავის უფრო მრცხვენია. -შენ რა გაქვს სასირცხვილო?!-სახე აეწვა დევდარიანს. -გახსოვს მესამე კლასში მუსიკის მასწავლებლის ჩანთიდან ქადა რომ მოვიპარე? ...-ფეხზე წამომდგარმა სევდიანი მზერა გაუსწორა ივას. -ეგ არ ითვლება. -რატო, რადგან მშიოდა?!-გაეცინა კოლას. -თუნდაც. -ქურდი ქურდია ... გახსოვს რომ დამაყენეს კლასის წინაშე და შარვალი ჩამხადეს ..?! -ფუ, მაგათი არასწორი თავი! აი, რატო გამახსენე, რაგინდოდა? იცი რო ყველა ჯერზე მეშლება ... -გახსოვს, რომ გამოხვედი და შენც ჩაიხადე შარვალი?-სიცილი ვერ შეიკავა კოლამ. -არა, არ მახსოვს, ნუ იგონებ. -უთხარი, მეც დამარტყით, დედაჩემს ვეტყვი და მამაჩემი მოვა თქვენ სანახავადო. -ირინას ჩვენი სკოლის ამბები ერთხელ არ გამოუკითხავს ცხოვრებაში, რას იგონებ, ახლა ...-სინდისი აეშალა ივას. -შარვლები აგვაწევინეს, გვითხრეს დაეყარეთ მერხებთან და მეორედ ასეთი რაღაც აღარ გააკეთოთო. -იდიოტები. -ირინა მოვიდა იმ დღეს სკოლაში. -მე რომ არ მახსოვს?!-წამოიწია გაღიმებული დივანზე. -გუშინ ჩემი დამხმარე ქალი, ნათელა ალაგებდა სხვენს. ეს ვნახე.-მაგიდაზე მწვანე თორმეტ ფურცლიანი რვეული დააგდო.-ბოლო გვერდზე გადაშალე. -ნოსტალგია შემოგაწვა?!-გაეცინა ივას და ბოლო გვერდზე, გაკრული კალიგრაფიით დაწერილ წინადადებას დააჩერდა. „ირინა დეიდა მიყვარხარ ძალიან, ნეტა დედაჩემი იყო.“ -იმ დღეს დავწერე ... დერეფანში ვიდექი და ვუსმენდი როგორ უყვიროდა მუსიკის მასწავლებელს, ბავშვისთვის საჭმლის გამოტნევა დამავიწყდა, თქვენ ვის შვილს მიაყენეთ შეურაცხყოფაო. იმან თავის გამართლების მიზნით აუხსნა, რატომ იკისრე „ცოტნე დადიანობა,“ ირინა შეცბა, მახსოვს მგონი გაეღიმა კიდეც, მე ივაზე არ ვამბობ, ნიკოლოზს ვგულისხმობდიო. იმ დღის მერე, ორისთვის დაგქონდა სკოლაში საჭმელი. იმ დღის მერე აღარავის დაუძახებია ჩემთვის ობოლი. შენ ხო, ცუდიც გიღირდი, ოცდარვა ბავშვის წინაშე რომ ირცხვენდი თავს?! -არ არი საჭირო თავგანწირვა იმის გამო რომ ბავშვობაში ... -არა, უბრალოდ მაინტერესებს რა იგრძენი მაშინ ... -როდის?-მუხლები დაუბუჟდა ივას. -ჩემი ქურდობის რომ არ შეგრცხვა.-გაეცინა ნიკოლას და მელანიას კარს გახედა.-ნემსის ქურდი და აქლემის ქურდი, ორივე ... -აი, რა სისულელეა სად ნემსი და სად ... -ქურდია.-სიტყვა გააწყვეტინა ივას კოლამ. -ხო. -ყველაფერს ვუშველით, ოღონდ დამიჯერე რა. -ვერ გავუშვებ. ირინა ჩამაკვდება ხელში. -შენ კაცობას ვინ საზღვრავს ივა, ირინა?! -ირინაც.-ხმა აღიმაღლა ივამ. -ამ გოგომ თავი რომ მოიკლას ... აი, სადმე შეცდომა რომ გაგეპაროს და ჩამომხრჩვალი დაგხვდეს, ან ვენებგადახსნილი აბაზანაში ... ირინა გიშველის?! -ჩემი ძმა ... -ნუ ახსენებ ვატოს სახელს, თორე გეფიცები მის ხსოვნას ენას ამოგაჭრი. -ფიცზე გააჟრჟოლა კოლას.-თუ ვატოს შენი ესმის, შენით არ ამაყობს. თუ შენი არ ესმის, ბედნიერი, კარგ ადგილას ყოფილა. -აქედან ვერ გამოდიან, კოლა.-ხმა ჩაუწყდა ივას. -გამოგიყვან. გამოგათრევ. ოღონდ დაუშვი აღქმის დონეზე, რომ შეცდი. -მკვლელია მისი ძმა. -მისი ძმის მკვლელობამ შენ მკვლელზე უარესად უნდა გაქციოს?! -მკვლელზე უარესად?!-სახე აეჭრა ივას. -იმან მოგიკლა და მიწაში წევს. შენ კლავ და ჰაერს სუნთქავს. სხვაობას ხედავ?! იმან ერთხელ მოკლა, შენ მილიონჯერ კლავ დღეში. -ვერ გავუშვებ. -მაინც რატომ?-გაეღიმა ნიკოლას. -არ ვიცი. -გიყვარს?!-უემოციო იყო ნიკოლა. -ვინ, ბიჭო, ჩემი ძმის მკვლელის და?!-სახე აეჭრა ივას. -ეგ ხო ის გოგოა, ორი კვირა ტელეფონზე ჩამოკიდებული რომ მიყვებოდი, როგორ იპოვე სრულიად შემთხვევით ჭრელსარაფნიანი გოგო პრაღაში?! ნატაშას რომ ეჩხუბე მელანო და მელანია სხვადასხვა სახელებიაო?! მადრიდში რომ ლამის დაგიჭირეს?! -არა, რა სისულელეა!-იუარა ივამ. -გაფუჭებული ველოსიპედი შენი ხელით რომ გაუკეთე და სახლთან ჩუმად დაუტოვე. -ნუ ბოდავ! -რამდენი წელია, შე უბედურო?!-გაეცინა კოლას. -რა გაცინებს?! რა სიყვარული?! შენ გააფრინე? -არა, ამის იმედი ვის აქვს?! გიჟი ხომ არ ვარ?! მხოლოდ იმას ვცდილობ ... ის სახე დაგიბრუნო, რომელი სახითაც გლოვას მაინც შეძლებ ღირსეულად. -ბრალი დაუდასტურდება და ... -და?! -არ ვიცი. ალბათ მეორედ მოვკვდები. -შენ რა მითხარი, იცი?!-სკამი ახლოს მისწია კოლამ.-ბრალი რომ არ დაუდასტურდეს და გაირკვეს სხვამ მოკლა ვატო, მერე რა ხდება?! -არც განვიხილავ. სხვა ვინ უნდა ... -აი, განიხილე.-შეუვალი გაუხდა მზერა კოლას. -საჩივარს გამოვიტან და მე მივაწოდებ იარაღს ხელში, რომ დამახალოს და მიმაწვინოს ჩემი ძმის გვერდით. მე თუ ეგეთი რამე შემეშალა?! მე თუ მელანია შემეშალა?!!-ხმა დაეძაბა ივას, ერთი წამით შეყოვნდა კიდეც ასლანიკაშვილი.-მერე რად გინდათ ჩემი თავი ცოცხალი?! -გიყვარს, შე უდღეურო.-ჩაეცინა კოლას.-აქამდე მეგონა ამოჩემება იყო, ვახ ...-თავზე ხელები შემოიწყო გაღიმებულმა.-აი, ძალიან გიყვარს! -ნუღარ იძახი! -ჩემ ძმას უნდა შენთან ლაპარაკი. -საბას?! -ჰო. -ძმას?-გაეღიმა ივას. -ხო,რა.-ცხვირი შეჭმუხნა ნიკოლამ. -მშვიდობაა?! -აი, ვიღაც უნდა შეგახვედროს. -ვინ? რა ხდება, ნიკოლა?! -მენდობი? -აბა ვის ვენდო? -„გამისწორდა.“-გაეცინა ასლანიკაშვილს.-ადექი, წავედით. -ახლა? -ცოლი არ გიშვებს? -ნუ ღადაობ უშნოდ!-აყვირდა ივა. -ნერვები გაქ ცუდ დღეში.-გაეცინა ნიკოლას და ორი ნაბიჯით გაასწრო ირინას კარში. მანქანაში ჩაჯდა და თავი დახარა. ქალმაც თითქოს მიხვდაო, აწეული ხელი ჩამოუვარდა, შვილი თვალებით გააცილა და რძლის ოთახს ახედა. -შეიძლება?!-ფრთხილად დააკაკუნა კარზე. პასუხი არ იყო. ხუთი წამი დაელოდა და კარი ფრთხილად გააღო. გრძელი ფეხები კედელზე ჰქონდა აწყობილი მელანიას და საწოლიდან გადმოგდებული თავით, დაბლიდან შეჰყურებდა ახალმოსულს. -თავი გეტკინება ...-მშვიდი ხმა ჰქონდა ირინას. იქვე ჩამოჯდა სკამზე. პასუხი ისევ არ იყო. -თუ ოდესმე შეზლებ, ივას აპატიე.-იგრძნო როგორ დააწვა გულზე რაღაც, ხმა ჩაიწმინდა და განაგრძო.-გავიგე ადრე ჰყვარებიხარ ... ბავშვობიდან მორიდებული იყო. არ უყვარდა ადამიანებთან ხშირი კომუნიკაცია. შორიდან გვაკვირდებოდა ყველას. ალბათ უფრო ამიტომ ვერ ვუგებდით ხოლმე მე და დიმა. ვატო უფრო ლაღი იყო, ცელქი. ივასთვის კი საკმარისი იყო ბაბუამისი, ბებიამისი და ნიკოლა ჰყოლოდა გვერდით. მხოლოდ მათ შეეძლოთ მათი გაღიმება.-გაეცინა გულისწყვეტით და განაგრძო.-ის რაც მან გააკეთა ... მხოლოდ ჩემი ბრალია. არასდროს არაფერს ვთხოვდი, მხოლოდ ვემუდარებოდი ვატოსთვის მიეხედა. სულ პრობლემებში იყო ვატო. მისი დამორჩილება მეც მიჭირდა და დიმასაც. ივა იყო მისთვის ავტორიტეტი და მეც ერთადერთს რასაც ვემუდარებოდი ვატოსთვის ყურადღების მიქცევა იყო. -არ მაინტერესებს!-ცივად მიუგო მელანიამ და შუშის თვალებით გაყინული მზერა ქალს მოარიდა. ირინას თითქოს არც გაეგო ისე განაგრძო საუბარი. -როცა შენი ძმის საფულე იპოვა ვატოს სხეულთან დაგდებული ... იცი, რთულია როცა ერთადერთ პასუხისმგებლობას ვერ ართმევ თავს. მიბარებულს მგელი ინახავს, მან ეს ვერ შეძლო და ... მერე ვერ გაექცა ამ ჩემ ტკივილს, ხვდები?! შენი ტკენა არ გვდომია, არც ერთს. აქ შენ მხოლოდ ის დააშავე რომ მკვლელის და ხარ. -ჩემ ძმას არავინ მოუკლავს!-შეუვალი იყო მელანია. -ეს ჩემი დასახიჩრებული შვილის სხეულს უთხარი. აქ მხოლოდ ამის სათქმელად მოვედი. ვიცი რომ გამართლება არ აქვს, მაგრამ ... დამიჯერე, ის უფრო განიცდის შენს ასეთ ყოფას, ვიდრე თავად შენ. -რა სიგიჟეა, თუ განიცდის რატომ არ ... -მე ვერ მერევა. ვატოს იმ სხეულს ვერ ერევა. ეცადე მისი თვალებით დაინახო. ასე უფრო მარტივი იქნება შენთვის. თორემ ჩვენ ... ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ. კარი გაიხურა და წავიდა. * ბახტრიონზე, ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე რამდენიმე ბიჭს მოეყარა თავი. ავად ენიშნა დევდარიანს უცხო სილუეტების დალანდვა კოლას სახლში, მაგრამ უკვე ნაჩვევი იყო, თავისი მეგობარი კარგი მასპინძელი იყო უცხოთათვის. -კოლა, მშვიდობაა? -მეც არ ვიცი. საბამ მთხოვა და უარი ვერ ვუთხარი. ამ ბოლო დროს შენზე ძალიან ბევრ კითხვას მისვამს და უფრო მის სურვილს ვასრულებ. -კაია, პატარა ძმა?!-გული ჩაწყდა კოლას ივას აკანკალებულ ხმაზე. -პასუხისმგებლობაა დიდი. -საბაზე ასე არასდროს ლაპარაკობდი. მგონია რომ არავიზე ლაპარაკობდი ასე. -ასე როგორ?-გაეცინა უხერხულად კოლას. -არ ვიცი ... როგორც ძმებზე ვლაპარაკობთ ხოლმე. -ალბათ არასდროს გინახავს როგორ ვლაპარაკობ შენზე. -იმედები ისე გაგიცრუე, კარგად შენიღბულ დადებით მოტივებშიც ვერ მალავ ტკივილს, ნი-კო-ლა. -სიმწრისგან ტუჩზე იკბინა გაღიმებულმა ივამ. -ბექა თავდიდიშვილს იცნობ?! -სადღაც გამიგია ეგ სახელი და გვარი, მაგრამ სად არ მახსოვს. -ჩვენი ვატოს და საბას კლასელი ... ბექა თავდიდიშვილი. გეცოდინება, რა. -არ მახსოვს, ნუ მიბურღავ ტვინს. რა უნდა, ბექას?-გაეცინა ივას. -ორი დღის წინ ვლაპარაკობდით, რა ... მაშინ მითხრა ისეთი რაღაც, მის მერეა სულ შენზე ვფიქრობ. -ჯიგარი ხარ, ბექა. გისმენ, რაო, რა იმეტყველა?-სავარძელში შესწორდა მომღიმარი ივა. -ძმა ნაგავიც და გმირიც ძმა არი და არ ესინჯება სისხლში ცოდვის შემცველობა. ხეიბარიც ისე გიყვარს როგორც ჯანმრთელი. და სადღაც, რომ დაუკვირდე, ხეიბარი უფრო, ვიდრე ჯანმრთელი. საბას მერე უფრო გავაანალიზე რამხელა პასუხისმგებლობა ხარ ჩემთვის. -მლანძღავ თუ ... -წერეთლის „გამზრდელში“, გამზრდელი თავს რატო იკლავს შენი აზრით?!-გაეცინა კოლას. -აუ, არ მაქ რა შენ საძმაკაცოსთან ჩამოდგომის თავი და იმის მტკიცება, რომ გიყვარდი და მაგიტო დაიხალე შუბლში ტყვია კაცად რომ ვერ გამზარდე. მომეშვი! -ივა, შენ ხვდები რომ სატყვიარი ხარ?! -შენი აზრით მაგ ტყვიის გარდა ოცნება დამრჩა ამ ცხოვრებაში, კოლა?! -ეგ ტყვია თუ გავარდა, დამიჯერე შენ შუბლზე წინ ჩემი დახვდება. მე შენ ხეიბარიც მიღირხარ. იმიტომ რომ ასეთი ძმობა გვასწავლა ჩვენ ივიკომ, ხო?! -ნუ ვახსენებთ რა ... -აუდუღდა სისხლი ვენებში. -საბა თუ დაიწყებს რაღაც უცნაურ ბაზარს შენ არ შეგეშინდეს, ჭორიკანა არ არი. იმენა კაცია. აი, ჩვენ რომ გაგვისწორდება ეგეთი კაცია. ბიჭო, მარა, ალაგ-ალაგ ურევს, ხო იცი შენ?! -რაში ურევს?-გაეცინა კოლას დამფრთხალ ტონზე ივას. -გუშინ მირეკავს და არ იცი რას მეუბნება?! შენი აზრით წელს ლურჯი უფრო ტრენდული იქნება თუ ლაჟვარდოვანი ცისფერიო, ტვინში სისხლი ჩამექცა. -რატო? -დილის ექვს საათზე მაგის გამო ვინ ურეკავს ძმას?-აყვირდა კოლა. -აუ, თან დილის ექვს საათზე რა ცუდი ტიპი ხარ, რა უქენი ბავშვს?!-ახარხადა ივა. -ხო არ ვაგინებდი ... გამოვლანძღე საკადრისად. -ბოლოს ლურჯმა გაიმარჯვა თუ ლაჟვარდოვანმა ცისფერმა?! -ეგ იდიოტი ... ეგ იმბეცილი ... ვერელი ნაკაშიძეები მყავდნენ სტუმრად, მომადგა ყვითელი მაისურით და ცისფერი შარვლით. ვცემე, კინაღამ! -კინაღამ არ ითვლება.-სიცილისგან ლოყები აწითლებოდათ ორივეს. -ამ ყვითელი მაისურით კაცობაზე, მეობაზე და უბანზე რომ ლაპარაკობს მერე ვერ ვხვდები, უნდა გამეცინოს თუ უნდა ვცემო.-მომღიმარმა ჩამოისვა სახეზე ხელი და საკუთარ სახლს მოავლო მზერა. -უნდა გიყვარდეს, მოუარო და გვერდში ედგე. -შევედით? -წამო. მისაღებ ოთახში საბა მაჩაიძე, კოლა ასლანიკაშვილის ნახევარ ძმა და ბექა თავდიდიშვილი ისხდნენ. ივას დანახვაზე ფეხზე წამოდგნენ და თვალებით მოძებნეს მის უკან მდგარი ნიკოლა, რომელმაც ხელით დაჯდომისკენ ანიშნა და ივას უბიძგა, ოთახში შესულიყო. -შენ ხარ ბექა, ხო?!-გაეცინა ივას და თავდიდიშვილის გაწვდილ ხელს მომღიმარმა დახედა.-ამაზე მეუბნებოდი?! -ჰო.-თავი დაუქნია კოლამ და სავარძელში დაიკავა ადგილი. -მაშინ ამის დრო არ იყო ... მე, ბექა თავდიდიშვილი ვარ, ვატოს კლასელი ვიყავი. -სასიამოვნოა. საბუკა, როგორ ხარ? -არამიშავს. -რა სახეები გაქვთ, ბიჭებო?! -სავარძელში ჩაეშვა ივა და ბექას შეავლო მალული მზერა. -ვატოს საქმეზე რამე ისმის?-ამოილაპარაკა გაუბედავად საბამ. -ჩვენება მივეცი, რაც იყო, როგორც იყო. სასამართლო იქნება, ჩვიდმეტი მიესჯება და დავიშლებით.-ისე უდარდელად ჩამოაყალიბა ორი წამით სიჩუმემ დაისადგურა. -იქ რა დაინახე, ივა?!-ბექას ხმაზე შეცბაო, გაყინული მზერა მიაპყრო ბიჭს. -ჩემი მკვდარი ძმის გარდა?-სისხლი მოაწვა თვალებში ივას.-დონღვანის საფულე. -ანუ იქ იყო?!-აოცებდა დევდარიანს თავდიდიშვილის სიმამაცე. -ეჭვი გეპარება? -არა. -აბა რას მეკითხები?!-ხმა დაეძაბა ივას. -ბოლოს ვატოს როდის ელაპარაკე?!-წამოიწყო საბამ. -სიკვდილამდე ორი საათით ადრე. -წინა ღამით მნახა და შენზე მელაპარაკა ...-დაიწყო ბექამ და სავარძლიდან წამოწეულ ივას მზერა გაუსწორა.-პირდაპირ გეტყვი, შენი ძმა ილიას არ მოუკლავს. მისი საყვარლის შვილმა მოკლა. -რა?!-თვალები გაეყინა ივას, კოლამ თვალით ანიშნა ბექას გაჩუმებულიყო. -ვატოს საყვარელი ყავდა ... ჩვენი ქართულის მასწავლებელი. -ბექა!-შესძახა გაფითრებულმა ნიკოლამ. -დინა ქორქია. ყველა ვხვდებოდით და ვერავინ ვბედავდით ხმის ამოღებას. ჩვენი ქართულის მასწავლებელი, ჩვენი კლასელის, ვანიკო ნინუაშვილის დედა იყო. ვანიკოსი გვერიდებოდა. -რას როშავს, ეს ბიჭი?!-სახე აეჭრა დევდარიანს, მხოლოდ კოლამ დაინახა როგორ აუკანკალდა თითები გაფითრებულს. -ბექა ...-რაღაცის თქმა დააპირა ასლანიკაშვილმა, უცებ რომ მოუჭრა ბექამ. -უნდა იცოდეს. ღირსია რომ იცოდეს. -რა უნდა ვიცოდე, ბიჭო!-ფეხზე წამოიჭრა გავეშებული. -დინასთან ... გარკვეული სახის ურთიერთობა ჰქონდა ორი წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი ვანიკოს თვალწინ ხდებოდა, უბრალოდ ეს იმდენად წარმოუდგენელი ამბავი იყო ... ვანიკოს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები გაუჩნდა. ეგონა რაც ასეთი აშკარა იყო მხოლოდ მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო და არანაირი კავშირი არ ჰქონდა რეალობასთან ... ძალიან რომ შეაწუხა ამ ყველაფერმა დასახმარებლად ტატოსთან მივიდა ... ტატო ამაღლობელთან, იცი შენ. -რას მიყვები, შენ ხვდები მაინც?!-აღრიალდა დაჭრილი ცხოველივით დევდარიანი. -ბექა, მორჩი!-ფეხზე წამოდგა ნიკოლა. -ტატომ ხელი მოკიდა და სოფელში წაიყვანა ვანიკო, ილია დონღვანმა და დათა ძნელაძემ ვატოს სკოლაში მოაკითხეს და სალაპარაკოდ წაიყვანეს. -რა ჭირდა ჩემ ძმას დონღვანის სალაპარაკო?!-სიმწრის ემოციები ვერ შეიკავა და გაეცინა. -მე არ ვიცი ილიკომ ვატოს რა უთხრა, მაგრამ იმ დღის მერე ... ვატო და დინა ერთმანეთს აღარ ხვდებოდნენ. საგრძნობლად გაუცივდათ ურთიერთობა. ვატომ ბოლო პერიოდში აურია. თავის თავს აღარ გავდა. ჩემთან მოვიდა და მითხრა ... ყველას აქვს თავისი წილი ღირსება, ჩემთვის ეს ივა არისო ... არეულად მელაპარაკა. ვეხვეწე ჩამოდი მანქანიდან და სახლში მე წაგიყვან-მეთქი. არ დამიჯერა. დამშვიდობებას უფრო გავდა ის ლაპარაკი. -მოგუდული ხმით ლაპარაკობდა ბექა და ემჩნეოდა როგორ უჭირდა ყველა სიტყვის წარმოთქმა.-მეორე დღეს კლასელის დაბადების დღეზე დაგვპატიჟეს, ჩვენგან არავინ წასულა ... მხოლოდ ვანიკო. იმ კლუბში არ აპირებდა გადახდას ბრეგაძე ... ბოლო წამს ჯავშანი გაუუქმებიათ ძველ რესტორანში და ბავშვებს მოუფიქრებიათ იქ წასვლა. როგორც იყო ... ვანიკომ სავარაუდოდ ვატო და დინა დაინახა ერთად და ... მოხდა ის რაც მოხდა. -შენ მეუბნები რომ ამ ვანიკომ მოკლა ჩემი ძმა?!-მკვდარი იყო ივა დევდარიანი. -ვანიკო ახლა შენი ძმის სასაფლაოზეა და გელოდება.-თქვა საბამ და წელში გასწორებულმა მზერა ივას გაუსწორა.-აქ იმისთვის დაგიბარეთ, რომ სიმართლე იცოდე. არ ჭირდება ამ საქმეს პოლიციაში სირბილი, იმიტომ რომ ბევრად მაღალ მორალზე დგას ეს ტრაგედია ვიდრე უბრალოდ ... -საბა, ნუ მიმითითებ რა გავაკეთო!-სახე წაუხდა ივას და თავისი ხმის ტემბრი ვერ მოზომა ისეთ ხმაზე უყვირა მაჩაიძეს. -მე ვინ ვარ რამე მიგითითო, უბრალოდ უნდა იცოდე, აქ მარტო შენი ოჯახის ცოდვა არ ტრიალებს. ვატოს უკან ხალხი დგას. ხალხი ვინც ვატომ დააზარალა, ხვდები? -თუ ეს ყველაფერი მართალია ...-კოლას მოხედა ივამ.-დონღვანს იქ რაუნდოდა?! -დონღვანის გაზრდილი ბავშვია ვანიკო ნინუაშვილი.-ამოილაპარაკა კოლამ და თავისი სახლის ფანჯრიდან მანათობელ ლამპიონს გადმოხედა.-მწარეა ძმა, რომელიც შენი არა არი, მაგრამ შენია. -ახლა ტვინი გამისკდება!-გაეცინა ივას.-რას მეუბნებით, რომ ... და შენ ეს იცოდი?!-შეურაცხადი თვალებით დააჩერდა კოლას. -გავიგე და შენთან მოვედი. -უხ, მე შენი ... ვატო დევდარიანო!-მთელი ძალით მოუქნია მომცრო მაგიდას ფეხი და იქაურობას გაეცალა. *** კოკისპირულ’წვიმიანი წარსული - თავი მერვე ქალაქში ვატოს სიკვდილის ამბავი მეხის გავარდნას ჰგავდა. ერთმანეთში აიზილა ხალხის ვარაუდები, იმის შესახებ, თუ რატომ უნდა მოეკლა დონღვანს დევდარიანის უმცროსი ვაჟი. ზოგი ამას მია მახარაძის ამბავს მიაწერდა. ზოგიც გახმაურებული ტენდერის ამბავს. ზოგი უფრო მეტ ინფორმაციას ფლობდა ორი წამყვანი კომპანიის შესახებ და იმასაც ვარაუდობდა, რომ ეს წარსული შურისძიების ნაწილი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ისინი, ვინც ამ ორ ოჯახს კარგად იცნობდნენ, ხვდებოდნენ ... დონღვანი არასდროს აწევდა იმ დევდარიანზე ხელს, რომელსაც არ ექნებოდა პასუხის გაცემის შესაძლებლობა. მათი უთანხმოება კი არასდროს გასცდენია ბიზნესის ჩარჩოებს და არც ეს საფუძველი გახლდათ საკმარისი საიმისოდ, უმცროსი დევდარიანის სისხლი დონღვანს დაეღვარა. სკოლაში საგაკვეთილო პროცესი დროებით შეწყვიტა დირექტორმა. საეჭვოდ დაემთხვა დინა ქორქიას მძიმე ავადმყოფობა და თითოეული მისი მოსწავლის, სხვა მასწავლებელთან გადამისამართება. სკოლის ეზოში მოეყარათ ბავშვებს თავი. ყველას უთქმელად ეცვა შავი. -საბა, შენც არ იცი არაფერი?!-ამოილაპარაკა ერთ-ერთმა და იქვე, ხესთან მდგარ მაჩაიძეს გადმოხედა. -მოკვდა.-თქვა მრავლისმთქმელი მზერით და თვალები დახარა. -ბოდიში ...-ფეხზე წამოდგა ნინა დონღვანი და ამღერებულ ტელეფონს საჩქაროდ უპასუხა:-ხო, ილიკო?! -ბექა თავდიდიშვილი მანდ არი? -აქ არი. -დაუძახე. -ბექა ...!-ბავშვების გაოცებულ მზერაზე თავი ძლივს შეიკავა რომ არ ეჩხუბა, ბექას თვალებით ანიშნა ტელეფონთან გეძახიანო და საბა მაჩაიძის გვერდით დაიკავა ადგილი. -გისმენთ!-ბექამ ჯერ ნინა აათვალიერა, შემდეგ მოუბრუნდა ტელეფონს და დაელოდა მოსაუბრის ხმას. -ილია ვარ დონღვანი. -გისმენ. -ნინას და მიას უნდა მიხედო. -მოხდა რამე?! -ეჭვს სავარაუდოდ ჩემზე მოიტანენ ... საფულე დამრჩა ... ჩემ ბიჭებთან ერთად იყავი, არ ვიცი ივა რას იზამს, სავარაუდოდ კარგს არც არაფერს, ნინა არ დამიჯერებს და მიას ვერ მოვთხოვ სახლში გაჩერებას ... ის ვინც რეგულარულად მათ გვერდით იქნება შენ ხარ ... შენ მრჩები ბოლო იმედად ... თუ დამიჭირეს და ... -არი მაგის საშიშროება?!-ხელები დაუბუჟდა ბექას. -არი. -სამხილის ამაბვში?! -ტელეფონით ნუ ვისაუბრებთ. მხოლოდ მაგ ორს მიმიხედე, კაი? -კაი. -ძმა ხარ. -თავს მიხედე და არ ინერვიულო. -საბა მანდ არი? -აქ არი. -უთხარი რო მაგის იმედიც მაქვს. -სიმართლე მაინც გაირკვევა, ხო იცი?! -ბევრს თუ არ ვიტლიკინებთ არაფერიც არ გაირკვევა. ტელეფონით ამაზე არ გვინდა. რომ გავიგო ჩვენგან გაჟონა მაგ ამბავმა, იცოდე რომ მეწყინება. არ ღირს ჩემნაირი კაცის მონდურება, შენც ხო იცი?!-გაეცინა უხალისოდ ილიას. -როგორც საქმეს დაჭირდება. -ბექა! -მე ჩემი ვთქვი, ჩემ სიტყვას ვასრულებ. -შენ იცი ხო ეგრეა ...?! -არ გვინდა ამაზე ტელეფონით ლაპარაკი. -ამ დღეებში გნახავ და მერე ვილაპარაკოთ! -როცა გინდა. ტელეფონი გათიშა და საბას მიუბრუნდა. -რა ხდება?!-უჩვეულოდ სერიოზული იყო საბა მაჩაიძე. -დონღვანი იყო. -აუჰ. რაო?!-მოშორებით დადგნენ ბავშვებთან. -თქვენი იმედი მაქვსო, მიას და ნინას უნდა მიხედოთო. -ვინ თქვენიო?-აცქმუტდა მაჩაიძე. -შენი და ჩემი, რა გჭირს რა ხუთი წლის ბავშვს ემგვანები ამ დონღვანზე, შენც ხოარ გიყვარს?! -მეორედ ჩემი და დონღავნის წმინდა ძმობას ასეთი ბანძი იუმორით შეურაცხყოფ და მერე არ დაიწყო „დანარტყამზე ნუღარ მირტყამ“, „მარილი რა საჭირო იყო“, „ძმარი რად გინდა“ და ეგეთები, ხო გაიგე?! -შიზოიდი.-გაეცინა ბექას. -სერიოზულად, რატო გიყვარს ასე გამორჩეულად?! -ჩემი ძმა გადაარჩინა ადრე ციხეს. -საციხო იყო?! -რომ ყოფილიყო არ გადაარჩენდა.-ჩაილაპარაკა საბამ და უკან მომავალ გოგოებს გადმოხედა. -რა უნდოდა?!-ახლოს მივიდა ნინა. -შენი თავი ჩამაბარა, მითხრა კარგად მოუარე და მტკვრის სანაპიროსკენ გეზი თუ აიღოს ბიძგი არ დაგავიწყდესო. -ჰა ჰა ჰა.!-თვალები აატრიალა ნინამ. -თქვენ ისე ნუ იზამთ ერთმანეთი შეგიყვარდეთ წყვილებს ვეღარ ვატევ ნოუთებში, რომ არ დამავიწყდეს ვიზე მაქვს ამბავი გასარკვევი!-ცხვირი სასაცილოდ აიბზუა საბამ და გააფთრებულ ნინას გადმოხედა. -შენ, სიცოცხლით ხოარ დაღლილხარ?!-აკივლდა ნინა. -რას ამბობ, ვტკბები. *** კოკისპირულ’წვიმიანი აწმყო - თავი მერვე ვატოს სასაფლაოზე ციოდა. ცოდვის ქარი არხევდა ტოტებს. სადღაც შაშვი იწყებდა გალობას. ისე თითქოს ტიროდა დაკარგულ ბარტყებს. -მთელი ბავშვობა თქვენ ყურებაში გავიზარდეთ.-გაეცინა ვანიკო ნინუაშვილს, რომ მიხვდა ზურგს უკან უფროსი დევდარიანი იდგა.-თქვენი სიმართლე მოგვწონდა, თქვენი სიტყვები გვაფიქრებდა. ორი განსხვავებული კაცი, სხვადასხვა უბნიდან, სხვადასხვა ოჯახიდან საერთო მორალით და უფრო საერთო სიმართლით. როგორ იფიქრე ილია მოგიკლავდა ძმას, რომლის მხოლოდ გადარჩენაც უნდოდა ?! -არ მინდა ქარაგმები. მითხარი. კაცურად მითხარი რა დააშავა. -მამაჩემს გაუცინა.-შეზარა ვანიკოს ხმაზე ივას.-ღალატს ვაპატიებდი. ჩემ კაცობაზე დაფურთხებას ვაპატიებდი. დედაჩემის უღირსი ქმედების მონაწილე რომ იყო, მაგასაც. მამაჩემი ვერ ვაპატიე. თავისი მანქანით მივიყვანე იქ სადაც მერე მისი არასწორი ცხოვრება დაამთავრა. თვალები დაეხუჭა ტკივილისგან ივას და ქვასთან ჩამოჯდა წაბარბაცებული. -მე არ ვიცი შენ რა ასწავლე, მაგრამ ეს კაცი არ იმსახურებდა შენნაირ ძმას. მე ჩემი ორი თვალით მყავხარ ნანახი სკოლის უკან ... როგორ გადაარჩინე ობოლი გოგო. ხელიდან გამოსტაცე სამ ბიჭს, ფულის წართმევა და ვინ იცის კიდევ რა უნდოდათ. ილიკომაც ასე გადამარჩინა მე. ილიკოც შენნაირი კაცია. სუფთა და ალალი. ამას რატომ გიყვები?!-გაეცინა ვანიკოს და ვატოს ქვას დააჩერდა.-მინდა რომ დაინახო, არასწორი კაცი აირჩიე სამტროდ. შენი მტერი არც ილია ყოფილა და არც მე. შენი მტერი შენი გაზრდილი კაცი იყო. -შენ ვინ მოგცა უფლება ჩემი გაზრდილი კაცისთვის სიცოცხლე ... -შენ გაზრდილ კაცს ვინ მისცა უფლება მამაჩემის, ჩემი და ჩემი ოჯახის ღირსება ფეხქვეშ გაეთელა და სიცილით მოგვსალმებოდა ჩვენს სახლში შემოსვლისას?!-იღრიალა ნინუაშვილმა და შუშის თვალებით დააჩერდა ივას.-შენ, ჩემ ადგილას რას იზამდი?! ხეიბარ მამას, რომელიც ყოველ ჯერზე მეკითხება რატომ ვარ ცუდ ხასიათზე, რას ეტყოდი?! ჩემი კლასელის და შენი ცოლის რომანი საკუთარ სახლში ვერ შეამჩნიე, იმიტომ რომ ის ... ის არაკაცი შვილივით მიიღე და ამიტომ ვარ ცუდ ხასიათზეთქო?! იმიტომ რომ თვრამეტი წლის ვარ და კაცი მყავს მოკლული, ჩემ სასჯელს კიდე ის კაცი იხდის, ვინც ძმაკაცი დამიძახათქო?! რომ მრცხვენია მამა, ჩემი არსებობის იმიტომ რომ სუფთა აღარაფერი დამრჩა ამ ცხოვრებაშითქო?!-ვანიკოს ღრიალს მისი თვალებიდან გადმომდინარი ცრემლები გასდევდა, როგორც შავი ჩრდილები გასდევენ ღამის შიშებს ადამიანთა თვალებში.-ხმა ამოიღე, დევდარიანო! შენ, რას იზამდი ჩემს ადგილას?! ფეხები განზე გააწყო და ხელებში ჩარგო სახე ცოცხლადმკვდარმა ივა დევდარიანმა. -ინანა მაინც სიკვდილის წინ?!-ამოიხრიალა, მერე ... რაც სული ჩაუთქვა თავის გასაცოდავებულ არსებობას. -ღმერთს თხოვა პატიება ... და ბოლოს შენ. -მე?!-ტირილი მოუნდა დევდარიანს. -ჰო. ორი წამიც და ივას ღმუილმა ვანიკოსაც კი შეუწუხა სინდისი. მუხლებზე დაცემული უფროსი ძმა ხელის მტევნებით ხვეჭდა ძმის საფლავზე თეთრ კენჭებს და ოხრავდა გამოუთქმელი წუხულით. -ასე როგორ შეცდი ... ასე, როგორ ... -მინდა იცოდე, რომ არ ვნანობ. -ასეთი რა დაგიშავე, ვატო.-ღმუოდა ისე რომ ვანიკოს ხმა აღარც კი ესმოდა. საფლავზე მარტო დარჩენილი, ღმერთს ეძებდა მაშველად. ღამის სამ საათზე გააღვიძეს ციხის უფროსი. ხუთის ნახევარზე ილია დონღვანი ივა დევდარიანის პირისპირ იდგა და უტყვი დუმილით ეგებებოდა მისი ყველა უბედურების ავტორს. -ვინ გითხრა?!-ამოიხრიალა ილიამ და საკუთარ მაჯებს დააჩერდა, ეუცნაურა ბორკილების კვალით დადაღული. -შენმა გაზრდილმა.-ხავილი აღმოხდა ივას. -ვერ მივუსწარი.-ციხის გალავანს მოავლო მზერა და ივას დააჩერდა.-დათამ რომ დამირეკა ვანიკომ სიმართლე გაიგოო, ბექას მანქანით წავედი მცხეთის გზაზე. ჩემი მანქანა შორს მყავდა, შეყვარებულთან ერთად ვსეირნობდი. მე ...-და ნერწყვის გადაყლაპვა გაუჭირდა დონღვანს.-მკვდარი იყო, ივა ... ვერ მივუსწარი. -სიკვდილიც არ ეღირსა ღირსეულად?!-მუხლები მოეკვეთა ივას და ილიას წინ ჩაიმუხლა.-დავიშალე. ახლა რამ უნდა ამაწყოს. ახლა რით უნდა ვიარსებო აღარ ვიცი. ახლა მირჩევნია მე ვიყო მის ადგილას და ის იკლავდეს ჩემ ნაცვლად თავს. ახლა მარტო ის მიტრიალებს გონებაში, რის მერეც, ჩემ ძმაზე არაკაცი მე გამოვდივარ. -ეგ გამოსავალი არ არი, იცი შენ კარგად. -ვიცი რომ არ არი. ამიტომ მოვედი ჯერ შენთან. -ვის იცნობთ დევდარიანები ასეთს, თქვენს ნებაზე რომ იჭერენ და უშვებენ ხალხს?!-ჩაეცინა ილიას და ივას გაწვდილ მარჯვენას დააჩერდა.-ეს რა არი?! -მელანიასთვის ხელი არ მიხლია ... ამდენად არაკაციც ვერ გამოვდექი, ეს გამომართვი. ამ ამბის ყველაზე ლოგიკური დასასრული ეს იქნება. არ ააცილო. -ამას რატო აკეთებ?!-სახე წაეშალა დონღვანს. -შენი და მხოლოდ ამის მერე დაიწყებს სუნთქვას. მე კიდე ვერც ერთი „ბოდიში“ გამწვდება, საიმისოდ ეს ყველაფერი ჩამოვირეცხო. გამომართვი. სიტყვას არ გეტყვის არავინ. -მე მკვლელი არ ვარ, ივა.-ხმა ჩაუვარდა ილიას, რომ დაინახა აკიაფებული ცრემლები დევდარიანის თვალებში.-მხოლოდ მელანია გამოუშვი. დანარჩენს ჩემ თვაზე კაცურად ვიღებ ... როგორც მკვლელის ძმაკაცი. -შენმა კაცურად მაინც მოკლა ჩემი ... -არ თქვა! არ გინდა, რა. არ თქვა. მასაც ჰქონდა თავისი სიმართლე, სიყვარულს ეგეთები გაუკეთებია კაცებისთვის?! ჩვიდმეტი წლის ბიჭი იყო, ვერ განსაზღვრა, ორმოცდაჩვიტმეტი წლის ხალხსაც ემართება, რატო გადავუჭერით, რომ ცუდი იყო?! -არაკაცი ჩვიდმეტი წლისიც და ორმოცდაჩვიდმეტისიც, არაკაცია. დიდი წერტილით ცხოვრებაში. გამომართვი. კაცურად გამისწორე ანგარიში. გუშინ მითხრეს ... თუ ილია მკვლელია შენი ძმა ერთხელ მოკლა, შენ კიდე დღეში მილიონჯერ უკლავ დასო. და ამასაც სადღაც ალბათ, გენეტიკური არაკაცობით გადავიტანდი, შენი და რომ ოცი წლიდან არ მიყვარდეს. -ხოდა ეგ იქნება შენი ტყვიაც.-თვალებში დააჩერდა დონღვანი ივას.-ჩემი და დაივიწყე, ჩემ სახლთან ახლოს არ დაგინახოს ჩემმა თვალებმა და დავიშალეთ. -აჰა და მესროლე.-გაეცინა ივას და რევოლვერი გაუწოდა ილიას.-რასაც შენ მეუბნები, ეგ ჩემი წილი მილიონი სიკვდილია, ჩემ კაცობას ამდენი ჭუჭყიც ეყოფა, პირობის ვერ შესრულებასაც ვერ დავუმატებ. -რას მეუბნები, ბიჭო?!-ცივი გაუხდა დონღვანს ხმა.-მელანიასთან დაგინახავ და ... -დამინახავ. ეჭვი არ შეგეპაროს მე რომ დღეს ცოცხალი გამიშვა, მელანია ჩემი ცოლი გახდება. -რა არასწორი ხარ მაგ სიტყვებით ხვდები?! -თავს ვერ ვიკლავ, ილია, აჰა, ჩემი სიცოცხლე შენ. მომკლავ?! აქ ვარ. მამაჩემიც კი არ მოგკითხავს ჩემ სისხლს მე გაძლევ მაგის პირობას. ცოცხალს გამიშვებ?! მანამდე არ გავჩერდები სანამ არ მაპატიებს ... -რა უნდა გაპატიოს, ბიჭო, მოკალი გოგო, გამოიყენე, გაანადგურე, მისი ღირსება გათელე, შენ ... შენ, რა კაცი ხარ მაგ სიტყვების მერე?! მე შენ ... მე შენ, კაცად გიცნობ, ივა!-ღრიალებდა ილია. -მე რომ კაცად დავრჩე ამ ცხოვრებაში შენი და უნდა მყავდეს ახლოს. ჩემი სამყოფი ღირსებაა, სასუნთქი ჰაერია. თუ მკლავ მომკალი, თუ მიშვებ ... -გავათხოვებ!-შესძახა ილიამ.-ხვალვე გავათხოვებ. -ჩემი ცოლია.-გაეცინა ივას. -იურისპრუდენციაში ნაცნობები მარტო შენ არ გყავს. ხვალვე შევიტან გაყრაზე ... -შენ თვითონაც ხვდები რა შორს ხარ რეალობისგან. ცოცხალი არ გამიშვა, თორე მელანიას წავიყვან. -არ შეგირიგდება, რას იზამ, ძალას ... -ეგ ჩემზეა. -შენ, რა კაცი ხარ?!-აღრიალდა დონღვანი და რევოლვერს წაავლო ხელი.-ჩემ დას თავი დაანებე, თორე ... -მიდი.-თვალები დახუჭა და ორი ნაბიჯი უკან გადადგა მომღიმარმა.-მიდი, ილიკო, თუ კაცი ხარ, მიდი.-გაეცინა ხმით და ხელებ გაშლილი დაელოდა ტყვიის გავარდნას. -შეშლილი, ავადმყოფი!-ძარღვები დაებერა დონღვანს. -ნეტა აქამდე მოვსულიყავი შენამდე ... ხომ მეცოდინებოდა, მკვლელი არ ხარ, დონღვანო! ოხ, კოლა ... ოხ, კოლა!-აღრიალდა გამწარებული და დაჭმული ტუჩებიდან წამსკდარი სისხლი ხელისგულებით შეიწმინდა.-რატომ არ დაგიჯერე. -გავხდები იცოდე!-თვალები დაექაჩა ილიას და შუბლზე მიაბჯინა სასროლი ივას. -მიდი, რა. -უხ, მე შენი!-აღმოხდა გამწარებულ დონღვანს და სასროლი მოიქნია. -ჩაჯექი, სახლში წაგიყვან. -შენ, გააფრინე?! ხო არ ვიძმაკაცოთ?! სიძედ მიგიღებ, ჩაგიკრავ გულში! -არა ძმაკაცი ერთი მყავს, მყოფნის, კაია. თავით ანიშნა აზრი არ აქვსო და მანქანაში დაიკავა ადგილი. ცოტა ხანს იყოყმანა ილიამ და ისიც მოთავსდა მგზავრის სავარძელზე. -მე შენ კაცურ სიტყვას გეტყვი ... გადახვალ ამ სიტყვას თუ არა, ეგ შენზე და შენ სინდისზე იყოს. თუ მელანიას ნება არ იქნება ... ახლოს არ გაეკარო! -თუ.-შუბლით დაეყრდნო საჭეს დევდარიანი და გაეღიმა. -თუ მოახერხებ რომ შენში კაცი დაინახოს კი ბატონო ... მაგრამ მე შენ სიძედ არ მიგიღებ. ეგ იცოდე. -თუ. -მელანია ჩემს, და უფრო არაფრის, გამო ეწამა. ხვდები?! ნუ მოახვევ შენ ტკივილს, ეყოს, რაც ეტკინა. გეყოს რაც ატკინე. -საით?! -სახლში. -ხვალ მე მოვიყვან. -შენ კაცობაზე იყოს. მე თუ მოვალ, იცოდე რომ ცუდად მოვალ! ხმა აღარ ამოუღიათ. ზუბალაშვილების ქუჩაზე, სახლში აანთეს შუქები, ნიშნად სიხარულისა - შვილი დაბრუნდა. მისაღებ ოთახში იჯდა ირინა დევდარიანი და ელოდა სიკვდილს, ისე როგორც ყოველ ღამით ელოდებიან შვილმკვდარი მშობლები შეხვედრას თავიან შვილებთან. -რატო არ გძინავს?!-გაისმა სიჩუმეში ივას ხმა. -გელოდებოდი.-გაეღიმა ქალს.-ვლადი ასლანიკაშვილი მამაშენის ძმაკაცი იყო. ძალიან უყვარდათ მას და მაკას ერთმანეთი. ვლადის ოჯახი პეტერბურგში ცხოვრობდა. ვლადიმ მაკას ცოლობა თხოვა ... გოგონა დაფეხმძიმდა, ზუსტად მაშინ, როცა მე ექიმებთან ვმკურნალობდი შენ რომ მყოლოდი ... ის ტიროდა, იმიტომ რომ ოჯახი არ ანებებდა ქორწილის გარეშე ბავშვის გაჩენას. ვლადს საეჭვო ავტორიტეტის მეგობრები ჰყავდა,ზოგიერთი ნიკოს ახლაც შემორჩა ... მამაშენი ემუდარებოდა მეც ჩამრთე ბიზნესში ფული ერთად ვიშოვოთო, მაგრამ ის არ შვრებოდა. ხედავდა გვიჭირდა, ექიმებს ბევრი ფული მიჰქონდათ, მამაშენს ამდენი არ ჰქონდა და ყველაფერზე იყო თანახმა, ოღონდ საჭმლის და წამლის ფული ეშოვნა. მაკა ოთხი თვის ფეხმძიმე იყო, ტყვიასავით გავარდა ამბავი რომ ვლადი მოკლეს. ფულის გამო.-გაეცინა ირინას.-ფულის გამო, ხვდები?! მაკას დედამ, შვილი თავის სოფელში წაიყვანა, ამშობიარა და ბავშვი გააშვილა. მე წამლებისგან წონაში მოვიმატე. უკვე იმედი გადაწურული გვქონდა, დიმამ სახლში პატარა ბიჭი რომ მოიყვანა ... მითხრა, პაპაჩემის სახელი დავარქვი ნიკოლოზიო. გული ჩამწყდა. დანახვის წამიდან შევიძულე. ისე, არც მიკითხავს ვინ იყო და ჩემთან როგორ გაჩნდა. თურმე ვლადის და მაკას ბავშვი იყო, მამაშენმა წამოიყვანა და იფიქრა, რადგან მე ჩემი არ მიჩნდება, სხვისას მაინც გავუწევ მამობასო. ამით მე კიდევ უფრო დავმცირდი, საკუთარ თვალში. ბავშვს ვუვლიდი. როგორც შემეძლო. მერე შენი თავი მაჩუქა ღმერთმა და მე ნიკოლა სოფელში გავუშვი. დიმა არ შემწინააღმდეგებია, ვთქვი რომ ორივეს ვერ მოვუვლიდი და დამთანხმდა. ნიკოლა შენზე ერთი წლით და ექვსი თვით უფროსია. მას შემდეგ რაც მას ძალით თუ ნებით დედობა გავუწიე, მეც გავხდი დედა. მაშინ ვისწავლე, რომ ცხოვრებაში ყველაფერ კარგს მოჰყვება თავისი უკეთესი, ყველაფერ ცუდს თავისი უარესი. - ივამ სიბნელეში კარგად ვერ გაარჩია, მაგრამ ხმაში დაეტყო, როგორ ტიროდა ქალი.-ჩემთვის არასდროს გითქვამს რომ გიყვარვარ. თბილი არასდროს ყოფილხარ, ივა. სამაგიეროდ, ის ვინც მე დანახვის წამიდან ვუარყავი, რაც სიკეთე გავუკეთე, მხოლოდ ... ინერციით, სწორედ ის ნატრობდა რომ მე ვყოფილიყავი დედამისი. -ვატოსთან ასეთი რა გავაფუჭეთ დედა?!-სავარძლიდან იატაკზე ჩაღოღდა დევდარიანი.-ასეთი რა შევცოდეთ, ყველამ ერთად?! -ჩემთან დინა ქორქია იყო მოსული. რაც მან მითხრა სიმართლეა, ხო?!-ტიროდა ქალი. -ხო. -ვაი, შვილო.-აღმოხდა ქალს და მუხლებთან მჯდარ ივას ხელი მოხვია.-მაპატიე, დედა! -აუ, ირინა.-წამოდგომა დააპირდა ივამ და აკნაკლაებული ხელებით სცადა დედის მტევნებისგან თავის დაღწევა. -შენი ცოლი არ გაუშვა, ივა. ... -მე დამაცადე, დედიკო. მხოლოდ ცოტა ხანს გაუძელი. არ გაუშვა, შვილო. ბევრ ცრემლს ყოველთვის სიხარული მოსდევს. აიტანე მისი სიძულვილი, ივიკო, სიყვარულამდე ერთი ნაბიჯი დარჩება.-პირველად წარმოთქვა სახელი „ივიკო“ - ივას მისამართით, სახე დაუკოცნა შვილს და საკუთარ ოთახში გაუჩინარდა. ნაომარი ჯარისკაცივით შეაღო ოთახის კარი ივამ. საწოლზე იწვა მელანია და ლამპიონს გაჰყურებდა. -ხომ გითხარი ილიკო მკვლელი არ არითქო?!-ამოიხრიალა გოგონამ. -რა მოხდებოდა რომ დამეჯერებინა?!-ჩაეცინა ივას სიმწრისგან და საწოლთან მისული იქვე ჩაჯდა იატაკზე. -დღეს შენი ცოლი ვიქნებოდი. -შენ ხომ ჩემი ცოლი ხარ, მელანია?!-ხმა ძლივს დაიმორჩილა ივამ. -რა იქნებოდა არ შეგხვედროდი?!-გაეღიმა გოგონას.-ოცნება მაინც ხომ დამრჩებოდა ჩემთვის?! იქნებ სულაც აუხდენელი, მაგრამ მაინც ... ოცნება, ლამაზია. შენ გაქვს ოცნება, ივიკო?! -მაქვს. -ხომ ლამაზია ეგ შენი ოცნება?! -ყველაზე ლამაზი.-ხმა ჩაუწყდა დევდარიანს. -მეც ასე დამრჩებოდი. საღამოობით, ჩემ გოგოებთან მოვყვებოდი, როგორ ვოცნებობ შემხვდეს ბიჭი, ვისაც ვეყვარები, ვინც ამიშენებს სახლს, მომირთავს ბაღს და დავბერდებით. ხომ დამრჩებოდი აუხდენელ ოცნებად?! -შენი აზრით სიყვარული აუხდენელ ოცნებად გვექცევა მე და შენ?! -არა.-გაეღიმა გოგონას.-კოშმარად მექცა მე, შენ არ იცი, ასე რომ ბედნიერი ხარ. -ნუ ამბობ ასე, მელანია.-გული მიეწურა ივას. -მინდა რომ ბოროტი ვიყო,-საწოლზე წამოჯდა გოგონა.-მინდა გთხოვო, წამიყვანო შენს ბებოსთან, მინდა სულ სამი დღით გამოგკეტო ჩემთან ერთად სოფელში და დაგანახო, რა დაკარგე, რა შეურაცხყავი, რა გათელე ფეხებით. მინდა შენგან შვილიც მყავდეს იმ სამ დღეში ... წარმოიდგინე „სამი დღით შვილი“-გადაიკისკისა ლაღად და შეზარა ივას მელანიას ხმამ.-მინდა, გულით მინდა, იგრძნო სამი დღით ჩემი ოცნება, შენი ცხოვრების რა ლამაზი ზღაპარი იქნებოდა. მინდა მეოთხე დღეს, დილით გაღვიძებულმა, რომ იფიქრებ სამოთხეში ვცხოვრობო, აღმოაჩინო რომ წავედი ... სამუდამოდ დაგტოვე ამ შენ აქოთებულ შურისძიებაში. -მელანია, გთხოვ ...-ამოიხრიალა დევდარიანმა. -ნეტა მართლა ილიკოს მოეკლა ვატო, მაშინ ვიტყოდი რომ ... ჯანდაბას. ჩემი ოჯახის ცოდვას შევწირე ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი გრძნობათქო. ვისთვის, ივიკო, რისთვის გამთელე, მითხარი. -მე მჯეროდა რომ ასე იყო, გეფიცები, დარწმუნებული ვიყავი, მელანია. -წამოდგა და საწოლზე ჩამოჯდა ცოლის პირისპირ, თვალცრემლიანი.-ჩვიდმეტი წლის ბავშვი იყო, უძვლოდ მოვიტანე სახლში, მელანია. თავს არ ვიმართლებ, უბრალოდ, მე მაშინ მხოლოდ ამ ბოროტების რწმენა მოვასწარი, გესმის ?! დავიჯერე რომ მხოლოდ ეს მიშველიდა. მხოლოდ ის რომ მკვლელსაც ასე ტკენოდა, როგორც მე ... ხვდები?! -მოგეკალი, ივიკო.-მელანიას ხმაზე მოწყდა დევდარიანი და გადაქანებული სახეზე ჩავლებული სუსტი მტევნებით გააჩერა ქალმა.-ერთხელ მოგეკალი და დაგემთავრებინე. -ოცი წლიდან გიყურებ, როგორ დამეტოვებინა ჩემი თავი უშენოდ?! მე ხო უშენობისთვის გავწირე ჩემი ცხოვრება, მელანია?! -გეყოს სინდისი, ნუღარ იძახი ასეთ სიცრუეს, ასეთ სიმდა ... -ერთი სიტყვაც არ მითქვამს ტყუილი. ვატოს გეფიცები. შენ გეფიცები, მელანია. -შენ, ფიცს რა ფასი აქვს, ივიკო?! -რა გინდა რომ გავაკეთო?! -მითხრა, რომ წავიდე. -სულ ეგ არი?!-თვალები დაეხუჭა მელანიას მუხლზე ჩამოვარდნილ საკუთარ ცრემლზე. -ან მითხრა რომ დავრჩე. -რა?!-ლამპიონის ნათება დაჩრდილეს ივას თვალებში ვარსკვლავთა კიაფმა. -თუ მეტყვი რომ წავიდე მე წავალ და ვიქნები ბედნიერი, თუ მეტყვი რომ დავრჩე, დავრჩები და მთელ ჩემ ცხოვრებას მივუძღვნი შენს უბედურებას. -რა გულუხვობაა?!-ჩაეცინა სიმწრისგან აწითლებულს და ქალის მუხლზე დავარდნილი ცრემლი ათრთოლებული თითებით შეაწმინდა.-დაიჯერებ, რომ შენთან ერთად უბედურება მირჩევნია უშენოდ ყოფნას? -შენ, რა იცი ჩემთან ყოფნა, ივიკო?!-გაეღიმა მელანიას. -ოცი წლიდან მარტო მაგაზე ვფიქრობ. -აი, კიდევ. ტყუილები, ტყუილები და ტყუილები.-გადაიკისკისა პატარა ქალმა. -დარჩი ჩემთან მელანია, ვიყო არაკაცი, ვიყო უბედური, ვიყო - სატყვიარი, ოღონდ ჩემთან დარჩი, ოღონდ გხედავდე. ივას ხმაში მუდარამ გააოცა გოგონა. -თუ მოვინდომებ გამიშვებ?!-თითქოს უკან დასახევი გზა დაიტოვა მელანიამ. -ჩემი ხელით წაგიყვან. -თუნდაც სამუდამოდ? -თუნდაც სამუდამოდ.-გააჟრჟოლა ამ სიტყვებზე. -მინდა რომ სამი დღით ... მთაში წავიდეთ, ბებოსთან და ბაბუსთან. -ბოლომდე უნდა გამამწარო,-გაეცინა ივას და ზედ მის სახესთან დაიჩურჩულა ქალის სახელი.-მელანია?! -როგორც შენ გამამწარე. -მე ცუდი ვარ. შენ, ხომ არ ... -შენ, ხომ ჩემთან ერთად უბედურებაში ყოფნა გირჩევნია ... -შენ, გაგაბედნიერებს ეგ?!-კიდევ უფრო მიუახლოვდა ივა ცოლს. -კი. -ხვალ შენებთან უნდა წავიდეთ. მათ გავაცნობთ შენ გადაწყვეტილებას და მერე წავალთ მთაში. -უკვე გამოუშვეს?!-ხმა აუკანკალდა მელანიას საწოლის მეორე მხარეს მისული ივას დანახვაზე. -მე დავტოვე სახლში. -კარგი. -იმ ორი კვირის განმავლობაში, სიყვარულს გრძნობდი?!-იკითხა ივამ კარგა ხნის ფიქრის მერე. -აბა გიჟი ვიყავი უცხოს წამოგყოლოდი ცოლად?-დაიჩურჩულა გოგონამ. -ჩემს სიყვარულს თუ გრძნობდი რატომ გგონია რომ ... -ჩვენსას. შენ იმდენად ცუდი ხარ, მეორედ აღარ მაკადრო და არ მითხრა, რომ გიყვარდი. თუ აქ აპირებ ძილს, მაშინ მადროვე მეც დავიძინო. -მშვიდი ძილი, მელანია. -შენ აქ ხარ, სხვამ ვინ რა უნდა მავნოს მეტი. მამაკაცის სხეული კანკალმა აიტანა. „აიტანე მისი სიძულვილი, ივიკო, სიყვარულამდე ერთი ნაბიჯი დარჩება.“ * ქიმიის მასწავლებელთან მიდიოდა თავდახრილს ნაცნობი ხმა რომ მოესმა შორიდან. -მიაკო!-ადგილზე შემდგარი ოცნების რეალობის ალბათობამ გაყინა. იგრძნო როგორ დაუარა სიცივემ ფეხებში და როგორ მოაწვა ცხელი სისხლი საფეთქლებში. გადამეტებული ემოცია იუკადრისა და თავს სიმშვიდისკენ მოუწოდა. ნაბიჯი წინ გადადგა მუხლებაკანკალებულს საშინლად მოუნდა ტირილი. ტირილი ოცნებისგან სულწასულს. -მია!-მილიონ ხმაში გაარჩევდა ამ სითბოს მახარაძე. ფრთხილად მოუბრუნდა საკუთარ ზღაპარს და მანქანასთან მდგარ მომღიმარ ილიკოს პირველი ცრემლები შეაგება. -არ იტირო, გეხვეწები!-იცინოდა ილია. -ილიკო.-თქვა და მაშინვე აუვარდა ტირილი პატარა მიაკოს. -აბა ძლიერი გოგო ვარო, რემბო და შვარცნეგერიო?! სულ ეს ხარ, გოგო?! -სიცილით დაიძრა მონატრებული სხეულისკენ და მოურიდებლად მოხვია ვეებერთელა ხელები.-ჩემი, ძლიერ-პატარა, ვინ ტირის, ყველა ჩემ დანახვაზეო?!-იცინოდა ხმით და მიას თავისი ხელისგულებით წმენდდა ცრემლებს. -როდის ... მე რატომ არ ვიცოდი?!-სულს ძლივს ითქვამდა მია. -გუშინ. -მიხვდნენ რომ არაფერ შუაში არ ხარ?! როგორ ... მომიყევი, ყველაფერი ... -როგორ მომენატრე.-ამოიჩურჩულა ხავერდოვანი ხმით და ფრთხილად აკოცა ლოყაზე გოგონას.-როგორ გაზრდილხარ.-თმებზე ეფერებოდა და თვალებში ეღვრებოდა გრძნობის სინაზე. -სულ სამი თვე და ორი კვირა იყავი იქ. ნუ აჭარბებ.-გაეღიმა მიას. -შენ არ მოგენატრე?-გაეღიმა ილიას და თმები ფრთხილად გადაუწია გოგონას ყურზე. -არა.-იუარა და თვალები დახარა მორცხვად. -ამიტომ იტირე ამდენი?-სიცილი აუვარდა ილიკოს. -ცუდი ადამიანი ხარ, იცი რომ გამოცდები მაქვს, რატომ ამრიე ასე ?! საერთოდ რატო გამოჩნდი ამდენი თუ უნდა მეტირა?! იცი რომ აღარაფერი მახსოვდა მთელი ეს დრო?! სულ შენი ბრალია, ილია. სულ შენი! ასეც ვიცოდი. ვიცოდი, რომ ჯერ ადრე იყო ეს ყველაფერი. ახლა ვეღარაფერს ვუყურებ, ახლა ვერ ვაკონტროლებ ჩემი დღის განრიგს, ახლა მხოლოდ ის მაინტერესებს ...-და თითქოს სიტყვები გადაყლაპაო ილიას ამღვრეულ თვალებში დაუცდა პატარა ფეხები და მთლიანად ჩაძირეს გრძნობათა მორევმა. -რა გაინტერესებს, მია?!-ორი ნაბიჯით უკან დაიხია ბიჭმა და სითბო გაშორდა თითქოს გოგონას. -შენ იყო კარგად.-ამოიჩურჩულა და მარჯვნივ შეაბრუნა თავი. -სულ არ გიყვარვარ, მია?!-უცნაური ხმა ჰქონდა დონღვანს. -სულ არა.-ნიკაპი აუკანკალდა მიაკოს. -სულ ცოტაზეც, არა?! -არც ... მიყვარხარ და არც ... არაფერი.-ლოყებს უსველებდნენ ტკბილი ცრემლები. -მაშინ წავალ.-მხრები ჩამოუვარდა სევდიანად მომღიმარს.-ბოდიში, ხო?! არ მინდოდა, ძალით.-კიდევ ორი ნაბიჯი გადადგა უკან და მანქანის კარი გამოაღო. წამით თითქოს შეყოვნდაო ღია კარში მდგარმა მოავლო ქუჩას თვალი და თვალებდაქაჩულ მიას გადმოხედა.-მიშვებ, მიაკო?! -შენ ... რა, მართლა წახვალ?!-თვალებს არ უჯერება გაოცებული გოგონა. -თუ მეტყვი, აბა რას ვიზამ, მია?! -ეგ ... ეგ როგორი სიყვარულია?!-აყვირდა გაკაპასებული. -ჩემებური.-მხრები აიჩეჩა ილიკომ.-ჩემთან ან გინდა ან არა. -ხო, მაგრამ არ უნდა იბრძოლო ჩემ გამო?! ასე ... ასე მიშვებ?! -შენ იბრძვი ჩემ გამო, მია? -აბა რა ჯანდაბას ვშვრები!?-გამწვანდა მახარაძე. -როგორ იბრძვი!-გაეღიმა ილიას აღშფოთებული მიას დანახვაზე. -როგორც შემიძლია! -ხელის კვრით?! -ჰა? -წადიო ხომ მითხარი, მია?! ასე ვინმე ბრძოლას იგებს, ხოლმე და მე არ ვიცი?! -მე უბრალოდ ...-დანებდა მახარაძე.-ზედმეტად ბევრს ვტირი შენს მერე და ეს არ მომწონს, ილია. -გასაგებია. -რა არი გასაგები? -ჩაჯექი წაგიყვან მასწავლებელთან. -არა. -მაშინ წავედი. -სად მიდიხარ?-ისევ აყვირდა მია. -მათთან ვისაც გაუხარდება ჩემი დანახვა. -ვისთან?!-თვალები დაექაჩა გოგონას, ძლივს შეიკავა სიცილი ილიკომ. -გითხარი ვისთანაც, აბა კარგად, მიაკო. წარმატებები, მაგარი გოგო ხარ, ყველაფერს შეძლებ! ისეთ ბიჭსაც იპოვი ბევრი რომ არ იტირო. მიყვარხარ!-ფანჯარა ასწია, გაზის პედალს დააჭირა და მანქანა სწრაფად გაიყვანა მთავარ გზაზე. გრილოდა იმ დღეს. გრილოდა ისე და იმდენად, თითქოს ადამიანთა უახლეს გამოგონებასაც კი უფრო უადვილდებოდა შეტყობინების გაგზავნა ერთი გამოგონებიდან მეორეზე. ილიას ტელეფონი განათდა თუ არა, შუქნიშანზე გაჩერებულმა დონღვანმა სასწრაფოდ წაიკითხა შეტყობინება, ნომრიდან, საიდანაც არ სწერდნენ ხოლმე უმეტესად. „მომაკითხე, ქიმიაზე მაგვიანდება.“-მიაკუნა. გაღიმებულმა მოაბრუნა მანქანა. * მელანიას ოთახის კარი დილით შეაღო ირინამ. -შეიძლება?! პასუხი ისევ არ გაუცია ქალისთვის. -გავიგე სოფელში მიდიხართ ... -ცრემლები მოერია ირინას.-ბოდიში, შეგიძლია ეს ჩემ დედამთილს წაუღო?! ძალიან თუ არ შეგაწუხებ. -მანდ დადეთ.-ძლივს გაიგონა ირინამ მელანიას ხმა. -რაღაცას გკითხავ ... ივას ცოლად რატომ გაყევი?! ხომ არ ... ხომ არ დაუძალებია, რამე?! -არა. შემიყვარდა და გავყევი. -თუ ოდნავ მაინც დაგრჩა რაიმე ... რაც კავშირშია იმ სიყვარულთან, ივა მარტო არ დატოვო, მელანია. -ამას როგორ მეუბნებით?! -როგორც დედა, რომელმაც ერთი შვილი უკვე ჩადო მიწაში.-მუხლებზე დაეცა ატირებული ქალი.- აპატიე ... ვიცი არ მაქვს უფლება მე გთხოვდე ამას, მაგრამ უნდა გთხოვო, მელანია. უნდა გთხოვო, შვილო ... იმიტომ რომ შენ გარეშე მეორეც მეღუპება. -ამას ნუ ამბობთ ...-სახე წაეშალა გოგონას. -ყვარებიხარ, შვილო.-აღმოხდა ქალს და მიახლოვებულ მელანიას მტევნებს ჩასჭიდა თავისი ხელები.-ეგ რომ მცოდნოდა ... მე არ ვიცი ... მე არ ვიძახი, ყველაფერს მარტივად გადავიტანდითქო, არც თავს ვიმართლებ, უბრალოდ ... რომ ცოდნოდა ოცი წლიდან შენ გიყურებდა, ამას არ დავუშვებდი. -სიცრუეა, ეგ ყველაფერი, ადექით რა, ქალბატონო ირინა!-ნერვები აღარ ჰყოფნიდა გოგონას. -ნეტა ყოფილიყო ... ნეტა არ გამეგონა. ცხოვრებაში ერთხელ მანდო საიდუმლო და მე თავისი ოცნება ისე მოვპარე, ისე დავუნგრიე ... ახლა რომ ისუნთქოს თავისი ღირსება აღარ გაუშვებს. უშველე, მელანია. გემუდარები, უშველე, შვილო. -ირინა!-კართან მდგარ გაფითრებულ დიმას დაჩოქილ ცოლზე გაეშტერებინა მზერა.-ნუ აწუხებ, ამ ბავშვს. წავედით. -უშველე, მელანია!-ტიროდა ირინა და ძალაგამოცლილი, არეული ნაბიჯებით მიჰყვებოდა ქმარს თავიანთი საძინებლისკენ. * მელანიას სახეზე გიორგი დონღვანის ხუთი თითი ისე იყო აღბეჭდილი წითლად, კანის ათლა რომ შეძლებოდა ივა დევდარიანს, ალბათ ამასაც გააკეთებდა, ოღონდ ეს არ დაენახა. დუმდა ინა დონღვანი და ილიას თვალებში დაუცხრომელ რისხვას გადმოეკვეთა ჯებირები. -რას ამბობ, რომ ამ კაცთან რჩები?!-ამოილაპარაკა გიორგიმ და ხელი აეწვა სიმწრისგან. -ჰო. -ამ კაცმა ...-იღრიალა გიორგიმ და მელანიას შიშით დახუჭულ თვალებზე გული მიეწურა.-მამა, ამ კაცმა ხვდები რა ... -შენთვის რომ მოეკლათ შვილი და გცოდნოდა მკვლელი ის იყო, რას უზამდი?! თავზე ხელს გადაუსმევდი და ... -არ გაბედო და არ მითხრა რომ ასეთ არაკაცობას ვიკადრებდი!-ადამიანის სახე არ ჰქონდა გიორგის. -მელანია, შენ გიყვარს ეს კაცი?!-გაისმა ილიას ხმა და ერთიანად დაიძაბა ყველა, უფრო კი ის ერთი, ვინც ამ კითხვაზე პასუხს ყველაზე მეტად უფრთხოდა. -ჰო.-უხმოდ დასცდა გოგონას და თვალი ვერ გაუსწორა თავის ძმას. -“ჰო?!”-ჩაეცინა ილიას.-ასე არ ლაპარაკობენ კაცებზე, რომლებიც ... -მიყვარს.-ივას სუნთქვამ მიიქცია ყველას ყურადღება. -მაშინ ... ბედნიერი იყავი მის გვერდით. ის არი დღეიდან შენი ოჯახი. -რას ამბობ თუ გესმის მაინც!-შესძახა გიორგიმ. -ოჯახია, მამა. ანგრევ?!-გაეცინა ილიას.-არაკაცის ოჯახიც, ოჯახია. მერე რა რომ სიტყვის შენახვა არ შეუძლია?! შვილი ყავს შენი და ეცი პატივი შენ შვილს. თორე ეს რისი ღირსიციაა, ეჭვი მაქვს იცის თვითონაც. -მითხარი, დედიკო ... გაშინებს?!-ინას ხმაზე გული ჩაწყდა ივას.-გემუქრება, დედა?! -აქ ამის სათქმელად მოვედი. ოდესმე გამიგებთ. იქნებ, ძალიან მალეც, გაიგოთ. როგორც არის. მე არასდროს შემპარვია ეჭვი, რომ შენ ყველაზე სუფთა ადამიანი იყავი ამ სამყაროში.-დააჩერდა თავდახრილ ილიას მელანია.-ცხოვრებამ რომ დაგსვაროს, შენ მაინც სუფთა იქნები. შეიძლება მერე შენც გაიგო, რას გრძნობენ ისინი, ვისი ბრალიც არ ყოფილა მათ ხელებში მოხვედრილი ტალახი და ჭუჭყი. -ნუ ბოდავ!-ღრიალებდა გიორგი.-სულ გამოგაშტერა ამდენმა წიგნებმა და ... -მელანია, დედიკო, გემუდარები ... -ივიკო, წავედით. მანქანაში ჩასხდნენ თუ არა, ილიამ დაინახა, როგორ დახარა ივამ თავი. -რას არ მივცემდი, რაც თქვი მაგის გჯეროდეს.-ამოიხრიალა ძალა წართმეულმა და ძლივს ასწია თავი. -რას არ მივცემდი რაც ვთქვი სიმართლე იყოს.-ჩაილაპარაკა უხმოდ და ღვედი შეიკრა. -რომ დაგაჯერო, სიმართლეა ... დარჩები ?! გამიყოფ შენ გულს?! -გულწრფელად მითხარი, შენ ამას იმსახურებ? -არა.-თავი გადააქნია გულატკიებულმა. -მოვრჩით? -ჩემი ტკივილი თუ მართლა მოგცემს შვებას ... დარჩი ამ სახლში, მელანია. ეგ იქნება ჩემთვის ტყვია. შენ, მე შენი ყოფნით ვერ მომკლავ, დამიჯერე. მხოლოდ ... -მერე ვინ გითხრა, რომ გკმარა ეგ ერთი ტყვია?!-ცივი გაუხდა ქალს მზერა. ხმა აღარ ამოუღია. იქაურობას გაეცალნენ და გაუდგნენ მთის გზას. * დილის ექვსი საათი იყო კოლას ტელეფონი რომ ახმაურდა. -საბა, საბა, საბაა!-აყვირდა გამწარებული და საწოლიდან გადმოვარდნილმა მუხლი დაიზილა დაბრეცილი სახით. -ნიკო, გაგაღვიძე?-მიესალმა არხეინად უმცროსი ძმა უფროსს. -არა, მეღვიძა ... ვფიქრობდი ნეტა ჩემი ავადმყოფი ძმა თუ დამირეკავს დილის ექვს საათზე, სარწმუნოდ რომ გაინაღდოს ჩემგან მძიმე ალიყურითქო!-ყვიროდა ასლანიკაშვილი. -ვა, რაო, ივამ?! -რა ივა, ბიჭო, რა ივა, რატო გინდა რომ გაგლახო, ცხვირიდან ძმარი გადენინო და ... -სისხლი. -რა ?!-ორი წამით გაჩერდა კოლა. -ცხვირიდან სისხლი სდის, ძმარი სალათაში, „ჯასთ“. -საბა, სიცოცხლე მოგბეზრდა?! არ დამიმალო,რა გეხვეწები. გულწრფელად მითხარი, თუ დაიღლები, მე რომ ჩაგასამარო. -კაი, რეებს მეუბნები, დილის აურა მეტკინა. როგორ ლაღ და სასიამოვნო განწყობაზე გავიღვიძე, რა არი რა სიბოროტეა დილიდან, ნიკო? -რა ... რა ... რა ჯანდაბა გინდა!-ყვიროდა გალურჯებული კოლა. -რაღაცას გკითხავ და ძალიან სერიოზულად მიპასუხე, შენი დენიკინის დროინდელი იუმორის გამოვლინებათა გარეშე, ოქეი?! -რა გინდა.-საწოლზე გადაინაცვლა კოლამ. -ქალი გყვარებია?! -დავუშვათ კი. -შენც კაი ცარიელი სიმრავლე ხარ, თუ გყვარებია სად გყავს ახლა?! -გათხოვდა, რატო მიშლი ნერვებს? -რჩევა მჭირდება. -ივას ნომერს მოგცემ და იმას ... -მომისმინე, ასე გასამხელი რომ იყოს დონღვანს დავურეკავდი ივას არ ვეღრიტინო იაფასიან რჩევაზე, როგორ ვეწვალოთ ოცი წლიდან ერთი გოგოს შორიდან ყურებას, ცოტა მოღონდი, რა. გითხარი მჭირდება რჩევა, ანუ სერიოზულად მაქ ხო საქმე?!-აყვირდა საბაც. -რა გინდა? -ცოლისთვის ჯერ ძალიან პატარა ვარ, შენი მოკრძალებული მოსაზრებით? -მე თავხედი მოსაზრებაც მაქვს მაგ თემასთან დაკავშირებით.-სიცილი აუვარდა ნიკოს. -მოკრძალებულითქო იმიტომ „დავსძინე“, მჭირდება მოკრძალებული. თავხედი, ცხოვრებაც მეყოფა. -კდემამოსილი რჩევა გინდა? -პატიოსანი. -კარგი ოჯახის შვილი?! -შეიძლება ასეც ითქვას. -ხოდა, მოგცემ ივას ნომერს და ... -გითხარი მაქვს მეთქი ილიას ნომერი, ამიწდი ლოგინიდან და დამელაპარაკე, ვიტანჯები, არააადამიანო! -ასე კიოდა ბებიაჩემის სოფელში, იამზე ბიცოლა. გინდა გადაგამისამართო?! მამალს ექნება დაყივლებული მთებში. -ქართულს მათემატიკის მასწავლებელი გასწავლიდა? -გეომეტრიის, თუ არ მეტყვი რა ჯანდაბა გინდა დილის ექვს საათზე, გითიშავ! -ცოლი მინდა. -მე ნობელის პრემია. არც ერთ ძმას არ გაგვიმართლა, ვწუხვარ, ძილი ... -დედას ვეტყვი ის ვარდისფერი კაბა შენ რომ უყიდე. -ფუ, რა ჭორიკანა და ენატანია ბიჭი ხარ!-სახე დაეჯღანა კოლას და საწოლზე წამოჯდა.-რადროს შენი ცოლია, ტიტანიკს რომ უყურებ ჯეკის სიკვდილზე ტირიხარ, ამხელა კაცი. -ამ ფილმის მხოლოდ დიდებულ ადამიანებს ესმით და არ ვაპირებ შენთან იაფასიან პოლემიკას, რატომ არი დიკაპრიო საუკეთესო ჯეკი, ცოტა უშნო, მაგრამ მაინც... -მადლობა. -რომ მოვიყვანო, მომაყვანინებ?! -მამაშენს კითხე. -მამაჩემმა მითხრა ნიკოლას კითხეო. -ვა, ასე გითხრა?! -ხო, და დააყოლა იქნებ იმას მაინც დაურჩეს ხელი და გცემოსო. -შავი საქმე გერებს.-გაეცინა ნიკოლას. -რაო, რათქვი?! -რად გინდა-მეთქი, ცოლი? -მიყვარს. -ცოლობამდე ბევრი საფეხურია და ყველა მათგანი იმიტომ არსებობს, რომ გაიგო სწორ ადამიანს ირჩევ თუ ... -აე, რუსთველ ... ვიცი ეგ მეც. მაგ საფეხურების გარეშეც ვიცი, რომ ეგაა. -იქნებ იმას არ უნდა, კითხე? -აუჰ!-ამოიწუწუნა საწყლად საბამ.-ვიცი რომ არ უნდა, მაგრამ მე მინდა ძალიან. -ჩემი რჩევა გინდა? -ხო. -მოანდომე იმასაც და მე მოგაყვანინებ. -აუ, ეგ რთულია, კოლა! -კოლას ნუ მეძახი,-გაეცინა ნიკოლას.-მარტივი კაცი ხარ მერე?! მაგისთვის გზრდი? -მაგას რო მეუბნები ვერ ვხვდები გავიჭიმო, თუ დავიღალო. -რა გღლის? -რა ვიცი, ვინც ეგ დაიტრაბახა ძმა გავზარდეო, შენც ხო ხედავ ... -მე არ ვტრაბახობ, მხედავ?-დასძინა მშვიდად კოლამ.-შენ, ხარ უკვე ჩემი ნათქვამი ყველა სატრაბახო სიტყვა. ორ წამიანი დუმილი ჩამოწვა მათ შორის. -დაგეძინა?!-ამოილაპარაკა საბამ. -არა გიცდი. -მოვანდომებ, მაგრამ როგორ? -მე როგორ მომანდომე შენი ძმობა? -აუ, იმას ამდენს რა ეწვალება, კაი რა! -შენ, ცოლიც გინდა და არწვალებაც, ეგრე სადაა, საბუკა. -მაშინ ივამ დამიძახა, ეგრე. -ხო?! არ დავკვირვებივარ. -ვის ატყუებ, ყველაფერს აკვირდები. -შეილება, არ მახსოვს. -პლაგიატი ხარ. -შენ, მართლა გინდა გცემო?! -არა, კარი გამიღე სახლთან ვდგავარ. -ფუ ... ფუ, როგორ მეზიზღები!-საწოლიდან გადმოღოღდა ნიკოლა და ტანჯვით ჩაიარა კიბის საფეხური. კართან მომღიმარი საბა მაჩაიძე იდგა, ხელში ნამცხვრები და ცხელი ყავის ორი ჭიქა ეჭირა. -სიურფრა ... სად მიეთრევი, უმადურო! -თორმეტამდე განგება არ გაგიწყრეს არ გამაღვიძო, თორე ვერ გამომართმევს შენთავს ვერავინ ხელიდან! * ბრუნავდა დედამიწა სიყვარულის რითმში, ლაგდებოდა არეული პაზლები ირგვლივ. დონღვანების კომპანიაში უფროსი დევდარიანის მისვლამ თითქოს ერთი ასად გაზარდა ჭორები მათი გაუგებარი ურთიერთობის შესახებ. გიორგის რომ აცნობეს დიმიტრი დევდარიანი თქვენს სანახავად არის მოსულიო, ყურებს არ დაუჯერა. კარის ზღურბლზე დალანდა თუ არა ნაცობი სხეული ამოსუნთქვა გაუჭირდა სიბრაზისგან გახელებულ დონღვანს. -შეიძლება?!-ჩამქრალიყო დევდარიანის ხმაში უწინდელი სხივი. -რისთვის მოხვედი?-ხმა ვერ დაიმორჩილა გიორგიმ. -რისთვის მოვიდოდი, გიორგი?!-თვალი ძლივს გაუსწორა სავარძელში მჯდარ დონღვანს დევდარიანმა. -ასლანიკაშვილმა შენი თავი რომ გამაცნო მითხრა, ამბიციურია, მაგრამ სუფთა არი და მის სიტყვას ფასი აქვსო. კარგი კაცი იყო, მაგრამ ცდებოდა. რას იფიქრებდა არაკაცს თუ უდგებოდა სიტყვის თავდებად? -რა ირონიულია, მეც ამას ვფიქრობდი, როცა მეგონა შვილი მომიკლა შენმა შვილმა. ხშირად რასაც ვხედავთ სიმართლე არ არი. -როგორ იფიქრე მკვლელს გავზრდიდი?! მითუმეტეს რისთვის, ფულისთვის, ბიჭო?! ღირსეული მიზეზი მაინც მოგეფიქრებინათ ... რაიმე, რაც დანას არ ჩამარტყამდა გულში და სულში არ ჩამაფურთხებდა. ეგ როგორ ... რომ დაგენახა შენი ორი თვალით არ უნდა ... -შენმ რომ ილიკოს მკვდარ სხეულთან ივას საფულე დაგენახა ამაზე ფიქრის უნარს შეინარჩუნებდი?!-ამოიხრიალა დიმამ და მაგიდასთან მოშორებით, სავარძელში მძიმედ დაეშვა.-ღრმად შევტოპეთ ბიზნესის ამბებში. ქაღალდები გაქრა. ის კვირა მაინც გიჟური იყო. გავიგე, რომ ჩემ ხელში გაზრდილი ზაალი პარარელურად შენ ინფორმაციას გაწვიდიდა. მე და შენ უკვე ოცდახუთი წელია ... დავიშალეთ. ვერ შევძელი, გიორგი ხვდები?! ჩვიდმეტი წლის შვილი მეორე შვილმა სახლში რომ მომისვენა ... ვერ შევძელი გამეხსენებია, როგორი კაცი იყავი. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რომ შვილმკვდარი მამა გავხდი და ირინა წამექცა. -უნდა მოსულიყავი და უნდა ... -იცი როგორი მარტივია შენს ადგილას ყოფნა?!-ჩაეცინა დიმას.-შენ, ორივე შვილი ცოცხალი გყავს. შენ მხოლოდ ახალგაზრდა კაცის სიკვდილი გეწყინა, მხოლოდ შვილი დაგიჭირეს და მხოლოდ შვილი მოგტაცეს. მე შვილი მომიკლეს. არაკაცურად მომიკლეს. -მე ჩემ ტკივილს შენსას არ ვადარებ, მაგრამ ჩემი ორივე შვილი არაფრის გამო შეეწირა ამ ამბავს?! -შენმა შვილმა სიმართლე რატო არ თქვა, გიორგი?!-დიმას გატეხილ ხმაზე და დაბინდულ მზერაზე გასცრა დონღვანს.-ილიკოს ეს რომ თავის დროზე ეთქვა, ახლა არც მელანია იქნებოდა ამ დღეში და არც ილიკოს ... -ილიკოს გაზრდილი იყო ვანიკო. ჩემ ხელში გაიზარდა ის ბავშვი, გესმის შენ?! -ჩემი შვილიც ჩემ ხელში გაიზარდა, გიორგი.-შეცბა გიორგი, თითქოს შიგნით რაღაც ჩაწყდა.-ჩემი უღირსი შვილიც ჩემ ხელში გაიზარდა. თუ შენ შენი შვილი საიმისოდ არ გაგიზრდია, სხვისი ცოდვის გამო დატანჯულიყო არც მე გამიზრდია ჩემი შვილი ოთხი კაცის საჯიჯგნად. ჩამხედე თვალებში და მითხარი, მკვდარი შვილი თუ დავიმსახურე ... ცოცხლად დარჩენილი, გატეხილი ოჯახი თუ დავიმსახურე ... სიმართლეს აღარ ვიმსახურებდი?! შენ ჩემზე უფრო ბედნიერი მხოლოდ იმიტომ კიარ ხარ, ცოცხლები რომ გყავს. იმიტომაც, ხარ, რომ ღირსება გაქ სუფთა ოჯახის ფასი. ჩემი ცოცხალი, მკვდრის ტოლფასია. შენ გინახავს ცოცხალ-მკვდარი კაცი?! მე ყოველ დღე ვუყურებ. თავისი ოთახიდან გამოდის, შენი შვილის ოთახში შედის და საჭმელს თავისი ხელით აჭმევს. ძალით. აბაზანის კართან უცდის და ღამით ამოწმებს, ხომ ნამდვილად სუნთქავსო. გამეცი პასუხი, ამად ღირდა ილიას დამალული სიმართლე?! -მელანია დამიბრუნეთ, დიმა.-ხმა წაერთვა ერთიანად მოწყვეტილ გიორგი დონღვანს. დიმამ ფეხები განზე დააწყო, მუხლებს დაეყრდნო და ხელისგულებში თავჩარგულმა ორ წამიანი პაუზის შემდეგ ამოილაპარაკა. -მეორე შვილი ჯერ სუნთქავს, გიორგი. -ჩემი ვერ სუნთქავს შენ შვილთან, ხვდები, შენ?!-ხმა ვერ დაიმორჩილა გიორგიმ. -როგორც ვიცი დღეს უნდა ჰყოლოდა მოყვანილი ... ივას თქვენთან ... -ჰყავდა. აშკარად დაშინებულია. სხვა შემთხვევაში გამორიცხულია, არ დარჩებოდა!-შეუვალი იყო გიორგი. -ჩემ შვილს მსგავსი ძალადობა რომ ნდომოდა შენი აზრით დღეს მისი ცოლი იქნებოდა?! შენი აზრით, გიროგი ეს ამბავი უფრო ცუდად არ შეიძლება წარმართულიყო, ივას რომ ეს ჩანაფიქრი ჰქონოდა?! -სხვა რა ვიფიქრო?! -არაფერი. მხოლოდ იმაზე იფიქრე, ბავშვი ... რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ იყო დონღვანისთვის დევდარიანი, ორ კვირაში რატომ გაჰყვა ცოლად სრულიად უცნობ ბიჭს. -თუ სიყვარულს გულისხმობ არც კი იფიქრო, რომ ამას დავიჯერებ! -მელანიასთვის ივას ხელიც არ უხლია. თუ ჩემი არ გჯერა, შვილი შენია. ჰკითხე. -ახლა სად არიან? -მამაჩემთან და დედაჩემთან. -რაო?!-თვალები დააწვრილა გიორგიმ. -ბოდიში ყველაფრისთვის. რაც მოხდა. დღეიდან ჩემი და შენი გზა ერთმანეთს აღარ გადაკვეთს. ამის პირობას გაძლევ. მშვიდობით. -შენ რა ... მართალია, რომ ამბობენ ყველაფერს ყიდისო?! -ჰო. -ასე რატომ იქცევი, მთელი ცხოვრება ამ კომპანიის შენებას და ჩემთან ჭიდილს შეალიე, ახლა ამის გაყიდვით რა ... -აქამდე ცხოვრება ღირდა. ახლა მხოლოდ სიმშვიდე მინდა. სხვა არაფერი. -მე შენთვის არ მიღალატია, დიმა.-კარში გასულს დააწია დევდარიანმა.-მე შენი მტერი არასდროს ვყოფილვარ. -გუშინდელი დღესავით მახსოვს ... ამ კაბინეტში ჩემი მაგიდაც იდგა.-ჩაეცინა დევდარიანს. -ეს კომპანია ერთად დავაარსეთ. ის რომ შენ სხვა მეგობრები გაიჩინე არ ნიშნავდა რომ ჩემი მტერი უნდა გამხდარიყავი. -ბოლოს იმ სხვა მეგობრებმაც შენ აგირჩიეს, ჩემს საღალატოდ. ასე რომ ჰო. ერთი დიდი შეცდომა იყო ეს ყველაფერი. -ზაზა ერაძე, ჩემთან მოვიდა და თანამშრომლობა შემომთავაზა. მე არ მჭირდებოდა არაფერში ხვდები?! საერთაშორისო ტენდერის მოსაწვევი მოიტანა და ... ხომ გესმის, ამით სცადა სანდოობის მოპოვება.უარი ვუთხარი ამაზე რომ წავსულიყავი ... ხიბლსაც დაკარგავდა ალბათ ეს მოგება. მერიაში რომ გნახე მივხვდი არაფერი იცოდი იმ ტენდერზე ... თქმასაც აღარ ჰქონდა აზრი. მაშინ მეც სხვანაირად ვსაზღვრავდი ყველაფერს. -ზაზა ერაძე ..-ჩაილაპარაკა გულისწყვეტით დიმამ. -ყველაფრის მიუხედავად, „მტრობაც ღირსეული უნდა იყოს.“-თქვა და გაეღიმა გიორგის გამომეტყველებაზე. -გახსოვს?!-არ ელოდა გიორგი და სიცილიც ვერ შეიკავა. -ამ კაბინეტში მაშინ თხელი კედლები და ხის უბრალო მაგიდები იდგა. მამაჩემი და მამაშენი შამპანურს ხსნიდნენ. რა დამავიწყებს?! განა, ბევრია ასეთი მომენტი, სამუდამოდ რომ უნდა დაიმახსოვრო?! -უნდა გცოდნოდა რომ ამას არ ვიზამდი. არ გაგწირავდი. არ გიღალატებდი. -უნდა.-გაეცინა დიმას, კარი გაიხურა და იქიდან გაუჩინარდა. *** მთის გზაზე თითქოს ჰაერიც სხვაგვარად ქროდა. ჩამოწეულ ფანჯრებში იღვრებოდა სასიამოვნო სიმღერა და მელანიას აკეცილ მუხლებს ნაზად ელამუნებოდა კაბის ბოლოები. თითქოს თავიანთ ცხოვრებას ატყუებდნენ, ისე აქრობდნენ თავიანთ თვალებში ტკივილსა და იმედგაცრუებას და ეგებებოდნენ სამოთხის გზაზე იმ ვარდსა და იას, რომელთაც უნდა მოეტანათ მათი სამდღიანი გაზაფხული. თითქოს პეპლებათ მოვლენილთ ეს სამი დღე უნდა ეცხოვრათ მხოლოდ ამ სამყაროში. -შენებმა ხომ არაფერი იციან?!-წამოიწყო გაუბედავად მელანიამ. -ჰო, გთხოვ ... მე რაც გინდა ... მაგრამ, იმათ ნურაფერს ეტყვი. -არც მიფიქრია.-დაიმორცხვა და უმალ გაბრაზდა საკუთარ თავზე. ქროდა ქარი და ვერაფერს უხერხებდა მელანიას კაბის ბოლოებს, ვერაფერს უხერხებდა მელანია თავის თავში ჩამარხულ მოგონებას. „თანახმა ვარ, ვიყო შენი ქმარი, აგიშენო სახლი, გვქონდეს დიდი ბაღი, და იქ ვიყოთ ჩვენ და ჩვენი ბავშვი.“ -სინამდვილეში, ბაბუ ყველაზე უფრო რატომ გიყვარს?-ვერ მოითმინა მელანიამ. -რატომაც შენ გიყვარს შენი ბებო, ყველაზე უფრო.-გაეცინა ივას. -მე ხომ მაქვს მოყოლილი რატომაც მიყვარს? -არ ვიცი, მოგნია რომ ღმერთთან ახლოს დგას და მომწონს მასთან ყოფნა. თითქოს ასე მეც ახლოს ვარ ყველაზე სუფთასთან, დიდთან და მართალთან. სწორად ავხსენი?-საჭეზე ათამაშებდა დაძაბულ თითებს და გზას გაჰყურებდა ვედრების მზერით, თითქოს ოცნებები ეჩურჩულებოდნენ სახლამდე მისასვლელ გზას - „ჯერ არ დამთავრდე, ჯერ არ დამთავრდე ...“ -როგორია ეს სისუფთავე?-ივას გააჟრჟოლა მელანიას ისევ იმ ხმის ტემბრზე, მზიან პრაღაში რომ ესმოდა თავისი „სიმღერიდან.“ -მარტივი. „მე მტყუანი ვარ, შენ მართალი - გავაგრძელოთ. და ძალიან რთული, -მაპტიე, გაპატიე - დავივიწყოთ.“-გაეღიმა ბაბუამისის სიტყვებზე ივას. -რაღაც ასეთი ილიკოსგანაც მაქვს მოსმენილი. -ვიღაცას კიდევ ჰყოლია ჩემსავით კარგი ბაბუა. -ბებია.-გაეღიმა მელანიას. -„ბებია“.-გაიმეორა გოგონას სიტყვა და უფრო შეანელა სვლა, ჰარმონია იყო ცოლის სახეზე ღიმილის კვლავ დანახვა. -ის ბიჭი ვინ არი?! ნიკა მგონი ... -ნიკა არასდროს დაუძახო ხმას არ გაგცემს.-გაეცინა ხმით ასლანიკაშვილის სახე რომ წარმოიდგინა ასეთ მომენტში.-ნიკოლა ან კოლა. ჩემი ბავშვობის მეგობარია, ერთად გავიზარდეთ, ბაბუაჩემთან. -თქვენი ლაპარაკი მესმოდა. მგონი მასაც უყვარს სისუფთავე, ხო?! -ჰო. ორივეს გვიყვარს, იდეაში ...-დაამატა ცოტა ნაწყენმა.-უბრალოდ მას გამოუვიდა შენარჩუნება, მე ... -და რა მაინტერესებს, სოფელში შეყვარებული არ გყავდა?!-სიტყვა გააწყვეტინა მელანიამ და მიხვდა ივა, იმ ზღვარს კვეთდა უნებურად, სამყაროსგან რომ აშორებდა სამ დღიან სამოთხეს. -მყავდა. მეცხრე კლასში კინაღამ მოვიტაცეთ მე და ნიკოლამ, ბებიაჩემმა გადაგვარჩინა, მამამისი თოფით მომდევდა.-გაეცინა წარსულის გახსენებაზე და გული ჩაწყდა, იმდროინდელ სილაღეზე. -ახლა სად არი ის გოგო?! -უი, არ ვიცი. არასდროს გამხსენებია, რატო მეკითხები? -იქნებ სოფელშია და გელოდება. რატომ დაივიწყე? -მეცხრე კლასი რომ დავასრულე, ისევ თბილისში გადაგვიყვანეს და მერე აღარ მქონია სერიოზული ურთიერთობების დრო. -ბევრი გოგო დატოვე ხო ოცნებებში ახლართული?!-უკმაყოფილოდ გადმოხედა ივას -ჰო, ფიფქიაც მე მოვკალი, ტიტანიკიც მე ჩავძირე, უცხოპლანეტელები ჩემთან გამოდიან კონტაქტზე და ცუდ ხასიათზე რომ ვარ ხოლმე გლობალურ კატასტროფებს ვიწვევ, ასე მაგალითად კორონაც მე გავავრცელე, შენ რა დაიჯერე, რომ პრობლემური მარტო ის ღამურა, იყო?! არა, ჩემო კარგო. სამყაროში თუ სადმე ბედის წისქვილის ქვა ტრიალებს, სულ ჩემი ხელებით. სულ დამავიწყდა, კრწანისის ბრძოლაში, ერეკლეს მეზარბაზნეები აღარ ჰყავსთქო, შენი აზრით ვინ უთხრა შაჰს?! მე. უპირობოდ მე. -შენ ახლა იხუმრე, შენი აზრით?-ღიმილი ძლივს შეიკავა მელანიამ ივას აპილპილებულ სახეზე. -ამ წამს ვაღიარე ჩემი ყველა დანაშაულიდან მხოლოდ უმცირესი ნაწილი, ვხუმრობ, გოგონა მე თქვენი აზრით?! -დასაჭერი ხარ. -დაჭერაზე გამახსედა, ოცდაჩვიტმეტში რეპრესიებიც მე მოვაწყვე, თბილისში წითელ არმიასაც მე ვედექი სათავეში და ... -ბიჭი რომ გყავდეს რას დაარქმევდი?!-მელანიას კითხვაზე ივას ისტერიული ხველება რომ აუვარდა გოგონამ გულწრფელად ვერ შეიკავა სიცილი. -ასე მოულოდნელად? -სანამ უკადრებელი იკადრე და ევას ვაშლი მე მივაწოდეო, დაიბრალე გადავიდეთ სხვა თემაზე. -მაინცდამაინც ბიჭი რატო? -რა ვიცი, ყველა კაცის ოცნება ეგ არ არი?! „გვარის გამგრძელებელი?“ -შვილი რომ მყოლოდა ბაბუაჩემის სახელს მარტო იმიტომ ვერ დავარქმევდი, რომ მე მქვია ... -მამა?! -არა. ჩემმა შვილმა დაარქვას თავისას დიმა, თუ ძალიან უნდა. მე არ მინდა.-ცხვირი შეჭმუხნა სასაცილოდ. -მაინც რატო? -მე ყოველთვის ბაბუაჩემის შვილიშვილი უფრო ვიყავი ვიდრე დიმას შვილი. დიმას ნებიერა ვატო იყო, ვატოს მამა უფრო იყო. შეიძლება იმიტომ რომ ვატოს დაბადებისას საჭმელი აღარ გვიჭირდა. მასთან უფრო გამოხატა ეგ დამოკიდებულება, რასაც მამობა ქვია. -თუ საჭმლის ფული არ გექნება, შვილისთვის მამა ვერ იქნები, თუ როგორ არი? -შვილისთვის იქნები ... შენი თავისთვის ვერ. სადღაც იმ შვილსაც უნდევხარ ხვდები? საზრდო უნდა იყო გარკვეულ ასაკამდე. შენი პასუხისმგებლობაა. თუ ამ პასუხისმგებლობას ღირსეულად ვერ ასრულებ ... საკუთარ თავში გაქ განცდა, რომ „კარგი მამა“ ვერ ხარ. -მატერიალური არ წყვეტს ხოლმე კარგ მამობას. -ეგ შვილს უთხარი საჭმლის არ ქონით რომ აგიტირდება, კაი?!-გაეცინა ივას.-თუთა, დედი მამაშენი კარგი მამაა, მაგრამ დღეს უნდა ვიშიმშილოთ.-იცინოდა ივა. -ეს სახელი პირველად გავიგე.-გაეღიმა მელანიას. -დამპირდი რომ შენ შვილს არ დაარქმევ.-შენიღბული იუმორით ანიშნა მელანიას, ასეც ნუ გამიმეტებო. -ეგ რომ ბიჭის სახელი არ არი? -მოვედით!-სული შეეხუთა ივას და ეზოს მოავლო მზერა. ბინდდებოდა მთაში, მწუხრი ეპარებოდა სოფელს. -დღეიდან სამი დღე თუ ... ხვალიდან სამი ...?!-ამოიჩურჩულა ივამ და მანქანიდან გადმოსასვლელად მზადმყოფ მელანიას ფანჯარაში ჩახედა მრავლისმთქემლი მზერით. -დღეიდან ოთხი. -აჰ.-ღიმილი ვერ დაიჭირა დევდარიანმა.-წავედით.-თქვა, კარი გაუღო ცოლს და ჩანთები გადმოიტანა ავტომობილიდან. შორიდან ჩანდა, როგორ უმზერდა სახლის კარიდან ბაბუა და ბებია შვილიშვილებს. -გაიღვიძე აწი, დაღამდა!-ყვიროდა სახლის კართან ატუზული დათა ძნელაძე. -მოვიდა ბადრაგი!-აზუზუნდა ილია. -გააღე კარი და დაყარე იარაღი, ამხანაგო ჭიპილია!-ყვირილს უმატებდა დათა. -ავადმყოფო.-ეცინებოდა ილიას და კარებისკენ ძლივს მიიკვლევდა გზას. -ამდენ ხანში მართალმა ილიამ თერგის გადალახვაც მოასწრო გადმოლახვაც, დალევაც და „მგზავრის წერილებიც,“ ზანტო, ზაქო, სელაპო!-ყვიროდა კარში და ილიას აბურდულ თმებზე ისე იცინოდა ილია ძლივს არჩევდა სიტყვებს. -რა გაღლიცინებს ამხელა კაცს, რომელი სათია, რატო გღვიძავს ამ დროს, რატო მიშლით ნერვებს, რა გინდათ!-წუწუნებდა და სამზარეულოში თვალებით ეძება ყავის აპარატს. -შენი კარგად ყოფნა, სისხამ დილით წამოვხტი ზეზე!-მხატვრულად აფორმებდა დათა.-გული არ დამემორჩილა რომ არ მოვსულიყავი. ვიფიქრე ... გავახსენებ ერთ ორ წარსულთ დიდებას ... კიარადა, წარსულში მიქარულსთქო, ასე გავიფიქრე, მოკლედ. -რა გინდა, დავით?!-ყავა ჩამოასხა ჭიქაში და ეჭვნარევი მზერით დააჩერდა მეგობარს. -გახსოვს რომ შემპირდი ათი ტიკტოკის ვიდეოს ... -კარგი იყო შენთან ძმაკაცობა, მეგობრობა, გადაჭრილი ხელისგულები, ის ქართულის გადაწერილი საკონტროლო ... ახლა უნდა წახვიდე, ბოდიში. -კაი, კაი, კაი ... ჯასთ ქულ, რა დღეში გაქვს ნერვები, ჩემო ... ჩემო ... -სიტყვები აკონტროლე ...-წაიღიღინა ილიამ. -ჩემო სისონა. -სისონა არა, პირდაპირ დათა თუთაშხია. -არა, დათა მე ვარ, შენ ზამთარაძე იყავი თუ ძალიან გინდა. -შენ, ბიჭო, ხოარ გინდა უცებ „თუთაშხიაში“ არქიფო სეთურის დიდი ოჯახის პატარა წევრის როლზე დაგამტკიცონ? -არა, თვითონ „პოლიხრონიონი“ შეიძლებოდა, პატარა წევრი ... ჩემსავით დიდებული პიროვენბა ...?! ვერა, ნუ. არა. პრინციპულად, ხვდები?! არა, მე კი ვიცი, დიდი და პატარა როლი რომ არ არსებობს, მაგრამ ... ეგ იგივეა ზურა ყიფშიძემ შეასრულოს „მეფე ლირში“ ... ჰამლეტის როლი. -ორი სხვადასხვა ... ვაიმე გცემ.-სახე დაეჯღანა ილიას. -მეც ამას ვგულისხმობ, კაცი თუთაშხიად დავიბადე რას მკადრებ?! რა არქიფო სეთური?! რა მისი დიდი ოჯახის პატარა წევრი?! -მოკლედ რა გინდა ამოთქვი, მიდი! -ხოდა, იქ ვიყავი ხოტბას რომ გასხამ ... ჩემო სისონაზე ... არ გვინდა, სისონა?! კი ბატონო, იყოს არსენა მარაბდელი. რა დიდებული ხალხი, რა დიდებული პიროვნება. -რა გინდა, დათა?! -მეგრული კილო მიეცი, ცოტა წელში მოიხარე და გეუბნები ... კაი, მოვრჩეთ, ვერც ასინეთას როლზე შენ ვერ დაგამტკიცებ, ჯერ ტიკტოკის კონტენტი შენთვის ამდონეზე შესისხლხორცებული არ არი და დამეზაფრები. -დათა, გაგლახავ! -რვა ვიდეო და მოვრჩეთ! -შენ ხო არ გააფრინე, ბიჭო? -ექვსი. -არც ერთი. -ხუთი და ... -არც ერთი! -დაგჭირდები იცოდე და მეც ასე გეტყვი!-თითი დაუქნია გაბრაზებულმა მეგობარს. -კიბატონო. -აბა შენთან ერთად ომში წავალო?-დანებდა დათა. -ომშითქო, ტიკ-ტოკშითქო, სადმე ვახსენე?!-აყვირდა ილია. -ომი და ტიკტოკი შენ რა გგონია?! იგივეა, ცოცხალი ორგანიზმია, ნელ-ნელა ვითარდება, სიტუაციას აკვირდება ... -ეგ უბანი იყო.-მობეზრებულმა ამოილაპარაკა ილიამ. -ილია, რა გინდა?! რატო ერჩი ჩემი განვითარების და „ფრომოუშენის“ ამ უშველებელ სტრატეგიას? -მე ვებრძვი? -აბა ვინ ებრძვის? -ძალიან გთხოვ ... მომეშვი. -არა, არა, ნუ. ვერა. -შენ და ... იცოდი მაჩაიძე ასლანიკაშვილის ძმა რომ იყო? -ვიცოდი, აბა?! -მე რატო არ ვიცოდი? -რავიცი, ტიკ-ტოკი შენ არ გაქ და ომში შენ არ მომყვები, საიდან გაიგებდი გენაცვალე? -ბოლობოლო რას ითხოვ, გცემო? -გიჩივლებ ძალადობისთვის. -ჩივილზე გამახსენდა ... ხო არ იცი, დევდარიანებმა მართლა გაყიდეს კომპანია? -შენ, მეკითხები მე?!-გაეცინა დათას.-მელანიაზე ახალი არაფერი, ხო?! -არა. -მგონია, რომ ... უყვარს. -ვის?-ხმაში დაეტყო მრისხანება ილიას. -დევდარიანს ჩვენი მელანია. -რაში შეატყვე?-დაიძაბა დონღვანი. -წამოსაყვანად ავედით ბიჭები ... არ გავდა იმ კაცს ქალის გაუბედურება რომ შეუძლია. ატკივებული იყო. როგორ ავხსნა ...-ხელები მოიფშვნიტა დათამ. -ხოდა ნუ ამიხსნი საერთოდ! -არა, უნდა იცოდე, რა. რომ დაუფიქრდე, მელანია ჩერჩეტი გოგო არასდროს ყოფილა. გასარკვევია ორ კვირაში როგორ დაითანხმა ცოლობაზე დევდარიანმა. -არმინდა ამაზე ფიქრი. საერთოდ არ მინდა მაგ თემაზე ლაპარაკი. -მეც არ მინდა მამაჩემის სახსრების ტკივილი, მაგრამ ტკივა. ვერ ცვლი რაღაცებს. უნდა დაფიქრდე და გაანალიზო. იქნებ საშველია, იქნებ ... შეგიძლია დახმარება. -არ მინდა შენი დახმარებაო, მიყვარსო, რა ვქნა?! ოჯახი დავუნგრიო?!-გაეცინა ილიას.-მამაშენის ექიმთან ვიზიტი მოაგვარა ინამ და გაყევი ორშაბათს შენ. -რა ოჯახი, რომელი ოჯახი! -შენ არ იძახი, უყვარსო დევდარიანსო? -უყვარდეს ბატონო, მეც მიყვარს ვერა ბრეჟნევა, მომყვება ცოლად?! არა. -არ უნდა, დათა. ვერ დავაძალებ. მოვრჩეთ. მოვა დრო და თვითონ მომიყვება მაგ ამბავზე ... პირველი გამოცდა როდის აქვთ ბავშვებს გაიგე?! -აუ, აუ ჩვენ რომ აწუწულები უნდა ვიდგეთ სკოლასთან ეგ დამავიწყდა.-თავში შემოირტყა ხელი დათამ.-წელს მაინც ბევრი აბიტურიენტი გვყავს. აგერ რძალი, იქით სიძე, ჩვენი ნინაც, რომ აბარებს?! -ვანიკოც. -ვანიკო არ გავა წელს. -ვინ მოახსენა? -თვითონ განაცხადა. -დარეკე და დამალაპარაკე. -„დარეკე და დამალაპარაკე, რატო არა გვაქ ...“ ბოდიში, კონტენტზე ვფიქრობ და ... -მართლა გაგლახავ. აი, ასე, ავდგები და გცემ! *** ჩუმად მჯდარი ბაბუა შორიდან უყურებდა შვილიშვილის დახრილ თვალებს და ალაგ-ალაგ უღიმოდა ცოლს, რომელიც თავს დატრიალებდა სტუმრად მოსულ რძალს. -ივიკო, წამო ბაბუ ... ეზოში რაღაც უნდა გაჩვენო ... ძვლები ეტკინა თითქოს ივას, რომ მიუხვდა ბაბუას სათქმელს. ძლივს აათრია სხეული და უკან გაჰყვა მოხუცს. ზურგი ეწვოდა ცოლის მზერით და ვერ უბედავდა საკუთარ სინდისს უკან მიხედვას. -როგორ ხარ?!-გაისმა უფროსი დევდარიანის გაყინული ტონი და სხეულში ავად გასცრა უმცროს ივიკოს. -ცუდად. -ქალაქში რომ ვიყავი ... თვალით არ მენახვებოდი. რა მოხდა, ბაბუ?! -ვატო მოგისვენეთ სახლში მკვდარი, მეტი რაღა უნდა მომხდარიყო?!-ამოილუღლუღა ივამ და ეზოს მოავლო მზერა. მზად იყო ჯოჯოხეთის ცეცხლი დაენახა, ოღონდ ბაბუამისის თვალებს არ გადაჰყროდა პირისპირ. -მეორე თვეში ადექი და ცოლი მოიყვანე, არა?!-გაეცინა ბაბუას.-შენ, ვის მოტყუებას ბედავ, ბაბუ?!-ხმაში ოდნავ სიმკაცრესაც კი არ უშვებდა დევდარიანი. -არ გატყუებ, ბაბუ. ცუდად ვარ. -გხედავ რომ ცუდად ხარ, მაგრამ ამ ცუდად ყოფნას მარტო ვატოს სახელი არ აქვს და ეს მაღელვებს. რა მოხდა, ბაბუ. ვატოს მკვლელი ხომ ... დავიჭირეთ?! -არა. -როგორ, აბა დონღვანების ბიჭი იყო დამნაშავეო?! -არ ყოფილა, ხელი დააფარა მკვლელს. -რას მეუბნები!-სამფეხა სკამზე დაჯდა უფროსი დევდარიანი და თვალცრემლიანმა ახედა შვილიშვილს.-მკვლელი ვინ არი, რატო მოგვიკლეს ვატო, ივიკო?! -მისი საყვარლის შვილი.-ამოიხრიალა და თავი უკან გადასწია.-საკუთარი კლასელი.-დახუჭული თვალებიდან გადმოდინდა ცხელი სითხე.-არაკაცურად კიარ მოკლეს, არაკაცური სიკვდილი დაიმსახურა, ხვდები, ბაბუ?! -წესიერად მოყევი ყველაფერი!-შეჰყვირა აკანკალებულმა მოხუცმა. -კლასელის დედასთან, თავის მასწავლებელთან ჰქონდა რომანი. შვილმა გაიგო და მოკლა. ასე უყველაფროდ. ისე იცხოვრა პასუხის მოთხოვნის უფლება წამართვა. კაცი ტყუილად დამაჭერინა და ...-სახლისკენ გაექცა მზერა გავეშებულს. -არ მჯერა ... ამას როგორ მეუბნები, ჩვენ როგორ არ ვიცოდით, როგორ გამორჩა ეს დიმას?! -მერე ვინ გაეჯიბრებოდა დონღვანებს ნულების მიმატება გამოკლებაში! -მამაშენზე ასე ნუ ლაპარაკობ!-შეუვალი გაუხდა მზერა ბაბუას. -დავიღალე. ამ დაუმთავრებელი აბსურდით დავიღალე. -ოთხმა კაცმაო ... ეგ როგორ ... სხვამაც გაიგო?! -მთელმა თბილისმა გაიგო. მეგობრები ახლდნენ იმ ბიჭს, როგორც ჩანს იფიქრეს რომ ცემას დააჯერებდა, ამან ვერ მოზომა, ან არ ვიცი ბაბუ ... არ ვიცი, მე რომ გამეგო ასეთი რამ სხვა რეაქცია თუ მექნებოდა. არ ვიცი, გესმის?! ვერ ვამტყუნებ. დედა. წარმოგიდგენია რამხელა სიწმინდე გაუთელა ტიპს?! ცხოვრებაში კაცობაზე დაასვა დაღი. ყველაფერი სუფთა გაუბინძურა, რა მეთქვა, რატო მომიკალითქო?! რანაირად მეთქვა?! სახლში დადიოდა ჩემი გაზრდილი ვატო, საყვარლის შვილს გამარჯობას ეუბნებოდა და საყვარლის ქმარს უცინოდა. რანაირად მოახერხა, რამ გააბედინა, ვინმესი როგორ არ შეეშინდა?! ჩემი თუ არა, ამ ოჯახის, მამამისის თუ არა, კაი ... დააფურთხე ყველაფერს სიყვარულია და ჯანდაბას, კარგი!-იყვირა მოულოდნელად და აფეთქებული თვალებიდან ისევ ის ცრემლი გადმოდინდა, დაუცხრომელი ტკივილის.-ღმერთის არ შეეშინდა?!-ამოიხრიალა ხმაწართმეულმა და ბაბუას დააჩერდა ჭაღარა თმაზე და ათრთოლებულ თითებზე. -ოხ, ვატო.-ღმუოდა კაცი.-ოხ, შვილო ... -გაბრაზებული ვარ, გესმის?! ნაწყენი ვარ. თავისი ყველაფერი გააფუჭა და ბოლოს ისე დაამთავრა, მეც გამსვარა არ ყველაფერში. -ბაბუ, ვინ არი ეს გოგო?! -გიორგი დონღვანის ქალიშვილი.-აღმოხდა ძალაწართმეულს და მუხლებმოკეცილი იქვე ჩაჯდა ბაბუამისის ფეხებთან. -რა გააკეთე, ივიკო?! -არ მაქვს გამართლება. რა ვთქვა, ვატოს ხსოვნის გამო სხვისი გამწარებით დედაჩემის სიმშვიდე მინდოდათქო?! ასე, ყველაზე დიდი არაკაცი მე გამოვდივარ. ცუდად ვარ, ბაბუ. ცუდად ვარ. -აქ რატომ ჩამოიყვანე? -არ ვიცი. გულწრფელად, არ ვიცი. -თვითონ რას ამბობს? -არასდროს მაპატიებს მხოლოდ სამი დღით ... დაივიწყებს ამ ყველაფერს. -შენ გამო?! -ბებიამისის გამო.-გულში რაღაც ჩაწყდა უფროს დევდარიანს, გოგონას ლაპარაკი რომ გაახსენდა სულ პირველად, რომ გააცნო ტელეფონით საუბრისას ივიკომ თავისი მელანია. -სოფლის სახლი, ყვავილების ბაღი და ბებო ... ბავშვს ყველაფერი დაუნგრიე?!-ორაზროვნად ჰკითხა შვილიშვილს ივიკომ. -არ მინდოდა ტკენოდა. ირინას ვერაფერს ვუშვრებოდი. შენც ხომ გახსოვს, არ ჰყოფნიდა მკვლელის ხელებზე ბორკილები. ყოველ ღამით მესიზმრებოდა, როგორ მიკლავდა ილია ვატოს და ვერ ვშველოდი. ძილის წილ ხელები მეყინებოდა, ჯერ კიდევ ვგრძნობ რბილ სხეულს ... რბილს, გესმის?! -ნუღარ ...-გული მიეწურა კაცს. -რბილი იყო, ძვალი ვერ ვუპოვე სხეულში. ვერ ვიძინებდი. ეს მეგონა გამოსავალი. ეს იყო ჩემთვის ერთადერთი სიმართლე. არც ირინას ბრალია ჩემი ბოროტება და არც ... ვატოსი. მე ვიყავი ცუდად. -მე შენ ეს გასწავლე?! ცუდზე ცუდით პასუხის გამცემი, ვის გარეშე რჩებათქო, რას გეუბნებოდი?! -ზუსტად, მანდ ვარ ახლა მეც.-ჩაეცინა სიმწრისგან ივას.-იქ სადაც ღმერთი არ არი. -რატომ არ მითხარი ეს ყველაფერი?! მე ხომ ამის უფლებას არ მოგცემდი, ბაბუ? -ზუსტად ამიტომ. -ნიკოს ელაპარაკე? -ველაპარაკე. -რაო?! მან რა გითხრა ამ ამბავზე? -შენ გამო მრცხვენიაო. უხმო ოხვრა აღმოხდა უფროს ივიკოს. -მაგრამ რომ მიგატოვო მერე ჩემი შემრცხვებაო. -გამოდის მას უკეთ უსწავლია.-ჩაილაპარაკა გულისწყვეტით. -ჰო, მე ბუნებამ არ მიშველა.-ჩაეცინა, ფეხზე წამოდგა და წასვლა დააპირა, ბაბუამისის ყვირილი რომ გაგიგო. -მოდი აქ! -აქ ვარ.-პატარა ბავშვივით შეუკრთა გული. -ცოლია შენი? -ცოლი არი, მაგრამ ცოლი არა. -სადმე წერია რომ შენი ცოლია? -წერია. -მერე რას აპირებ? -დინებას მივყვები. -რატო, ამ კაცად გაგზარდე?!-უფრო აყვირდა ივიკო. -რა კაციც გამზარდე, ვატოსთან ერთად დავმარხე სასაფლაოზე. -უხ, მე შენ ..!-და შხუილით დაეშვა ბაბუის მარჯვენა შვილიშვილის ლოყაზე.-ცოლი არ გაუშვა, შენი სახლიდან. ბოლო ღირსებას მაინც ნუ დაკარგავ, ბრიყვო!-ხელთან ერთად სხეული აეწვა მოხუცს. -არ მაქვს უფლება დავაკავო. -ხოდა მოიპოვე! თქვა და გაშორდა იქაურობას. სახლისკენ მობრუნებულს ფანჯარასთან მდგარი მელანიას თვალები გადააწყდნენ მაშველად. თავი დახარა და ახურებულ ლოყასთან ერთად გაექცა საკუთარ თავს თავისსავე ბავშვობის ოთახში, იქ სადაც ოდესღაც სუფთა და ბედნიერი პატარა ივიკო ელოდებოდა. * თბილისის ცაზე ღამე ქურდივით ეპარებოდა გამოღვიძებულ მზის სხივებს. მკრთალი იისფერი პალიტრაზე თეთრისა და ლურჯის ნაზავს ისე უერთდებოდა როგორც მდინარე ზღვას, როგორც ზღვა ოკეანეს. საღამოს საათებს ოკეანეთა ტალღებში შეეთრიათ ღამის აჩრდილები. ირგვლივ სიმშვიდეს უპირებდნენ თითქოს დარღვევას. წმენდდა დედა შვილის საფლავზე ჩამოყრილ ფოთლებს. -ვერ ვნანობ, ქალბატონო ...-გაისმა ახალგაზრდა ბიჭის ხმა და სხეულში ავად გასცრა ირინას.-მაპატიეთ, რომ ვერ ვნანობ. -ყოველ ღამით აქ შენ დადიხარ?!-წელში გასწორდა შავოსანი ქალი და ფრთხილად მოხედა წვრებში ჩაფლულ თავისი შვილის ტოლა ბიჭის სახეს.-არ არი საჭირო, თუ არ ნანობ ... აქ სიარული. -ყველა ამას ამბობთ, თითქოს გესმოდეთ, როგორია ... იყო მკვლელი.-ჩაეცინა ვანიკო ნინუაშვილს და იქვე ჩამოჯდა საფლავის ქვასთან. -როგორია, იყო მკვლელი?!-ფოთლების აკრეფა განაგრძო ქალმა. -მხოლოდ ამაში რომ მაჯობა თქვენმა შვილმა ... აი, ასეთი. -რთული იქნება.-თავი დააქნია ქალმა თანხმობის ნიშნად. -ახლა უნდა მეჩხუბებოდეთ ... რატომ დედაშენი არ მოკალი ჩემი შვილი რომ გაიმეტეო ... -ასე წარმოგედგინა?!-გაეღიმა ქალს. -გამიგია, რომ მკაცრი ქალი ხართ. -როცა ჩვიდმეტი წლის შვილს მარხავ, მერე რთულია სხვანაირად. დუმილი ჩამოწვა მათ შორის. ქარის სიო აქა-იქ ყრიდა შერჩენილ ფოთლებს. -რატომ არ მიჩივლეთ?! -მის სახელს კიდე სირცხვილი უნდოდა?-რაღაც ჩაწყდა ვანიკოს ირინას სიტყვების გაგონებისას. -მინდა იცოდეთ, რომ დედაჩემიც არ არი კარგად. სამჯერ სცადა თვითმკვლელობა და სამივეჯერ ძლივს მივუსწარი. -რატომ?-გაუკვირდა ქალს და ვანიკოს შემცბარ სახეზე გაეღიმა.-რატომ არ ადროვე თავისი წილი სირცხვილის პასუხი თავადვე ეგო? -მამაჩემს ვერ ავუხსნიდი.-ხმა აუკანკალდა ვანიკოს. -კაცის მკვლელები ამ ხმით არ ლაპარაკობენ, გაიმეორე ეს წინადადება, ცოტა მეტი ჟინით. -რას ... რა?!-გაფითრდა ვანიკო. -გაიმეორე მეთქი ეგ წინადადება.-თვალები გაეყინა ქალს. -მამაჩემს ვერ ავუხსნიდი. -რას?!-უფრო მომთხოვნი გაუხდა ხმა ქალს. -რომ დედაჩემმა ... -რა ქნა დედაშენმა? -ჩემ კლასელთან რომანი გააბა!-იყვირა დაუძლურებულმა ბიჭმა და ფეხზე წამომდგარი იქვე ჩაიკეცა.-ვერ ავუხსნიდი, გამიგეთ, რა. -ჩემ შვილს ჰკითხე, მამამისს როგორ აუხსნა მისმა შვილმა რაც გააკეთა?!-გულის ცემა შეუნელდა ვანიკოს. ქალი ნელი ნაბიჯით დაიძრა მისკენ.-მე მკითხე, როგორ ავუხსენი ჩემს შვილს, რომ კაცი რომელიც ვატოს მკვლელი მეგონა ... სიკვდილზე უფრო უარესი ტანჯვისთვის უნდა გაემეტებინა?! მე მკითხე, როგორ ვუხსნი ყოველ ღამით ღმერთს ჩემ ბოროტებას?! იცი რომ დაგწყევლე?! ისე, რომ მთელი ცხოვრება თავდახურულმა უნდა ვიარო, ალბათ ძაძით და ჯვალოთი ღმერთმა რომ მაპატიოს და ეგ წყევლა არ გეწიოს?! იცი რომ რთულია ეს ყველაფერი ასახსნელად იმ გოგოსთვის, რომელსაც ცხოვრება დავუნგრიე?! -მე მინდოდა მაშინვე მეთქვა, უბრალოდ ბიჭებმა არ ... -რომელი აიღებთ თავზე მელანიას ცოდვას?! ჩემ ცოდვას?! ჩემი შვილის, ქმრის, დედამთილის, მამამთილის ... დევდარიანების ცოდვისთვის, რომელს გეყოფათ მხრები?! შენ თუ შენს ბიჭებს? -მის ცოდვას თქვენ ზიდავთ?-საფლავის ქვაზე ანიშნა ქალს და თვალები დაექაჩა ირინას ნელ მოძრაობაზე. შავოსანი პირდაპირ მის ფეხებთან ჩაიმუხლა და მომღიმარი დააჩერდა ვანიკოს. -ის ეზიდება მის ცოდვას ... მთელი მარადისობა. ამისთვის შენ გაიმეტე. დედაშენის ცოდვას შენ ზიდავ, მხრებით როგორც მკვლელი ... და ცოცხალი დედაშენი ვის ცოდვას აიღებს მხრებზე?! ჩემი მკვდარი შვილის თუ საკუთარი, ცოცხლად-მკვდარისას?! იმიტომ რომ ორივესას ვერ ეყოფა ცოცხალი ადამიანი, გესმის შენ?! -თქვენ რას იზამდით ჩემს აგილას ...-ამოიხრიალა ვანიკომ და ცრემლება გადმოკვეთეს ჯებირები. -მე რომ გითხრა რასაც ვიზამდი, იტყვი დედაა, აბა რას იტყოდაო. ასე რომ წადი იმ კაცთან, ვისი სიტყვაც შენთვის სარწმუნოა ... და ჰკითხე, ის რას იზამდა. მერე წადი სახლში, ხმა არავის გასცე, საწოლში დაწექი და ღმერთს ჰკითხე, ის რას გეტყოდა, რა გააკეთეო?! და სულ ბოლოს ... შეადარე. შენი ქმედება, შენი სარწმუნო კაცის სიტყვა და ღმერთის პასუხი. -თქვენ ასე იქცევით?!-ირინას თვალებში ტკივილი დაინახა ვანიკომ.-თქვენს ცოდვებზე?! -მე ვიცი რომ არასწორი ვარ. ყველა სხვა საფეხურს ვტოვებ და მხოლოდ პატიებას ვითხოვ, დილითაც, შუადღითაც და ღამითაც ... და ალბათ ღამით უფრო. -მაპატიეთ.-ამოილაპარაკა ვანიკომ და თვალები დახარა.-ჯერ ჩემი უნდა მომეკლა. -შენ არ გესმის.-გაეცინა ირინას.-შენი სული არ ღირდა არც ვატოს და არც დედაშენის სიცოცხლედ. ისინი ორივენი წუმპეში იყვნენ, შენ რატო გაიმეტე თავი, რომ იქ აღმომჩნდარიყავი სადაც შენი ადგილი არ იყო?! და ატირდა მკვლელი, მოკლულის დედის წინაშე. ატირდა, როგორც ტიროდნენ მაშინ, როცა ელოდნენ ჟამს განკითხვისას. *** „-ვატო დაგიჭერ და ბაბუას ვეტყვი, შენ რომ გაუფუჭე ის თოფი! -შენ არ მითხარი, ჩამშვებობა არაკაცურიაო? -ვატო, გაიხადე ჩემი შარვალი, არ დამისვარო, თორე დაგაკლავ მანდ კოღოსავით! -რა იყო, შარვალი გენანება? -მილიონი გაქვს შენი, ჩემსას არ ებღაუჭო! -შენი მიყვარს. -გაიძრე, მეთქი!-ყვიროდა ივა. -აჰა, გქონდეს. -ბებო, რა გაჩხუბებთ?! -მისი ნაცვამი შარვალი მინდოდა, ამან კიდე „დამიჟმოტა“. სულ არ მინდა მაგისი შარვლები. ყველა შენ გქონდეს. ბებო, სად არი ნიკოლას ძველი შარვალი? -ბებო, სამი ჩანთა ჩამოიტანე ამათ ტანსაცმელებში რატო დაძვრები?-იცინოდა ქალი. -რა კითხვაა?! იმიტომ რომ ამათია.“ ოთახში მორბენალი პატარა ვატო მოგონებებიდან თითქოს აწმყოში გადმოსულიყო და პირდაპირ, ივას წინ დარბოდა აქეთ-იქეთ. „-ჩემმა ძმაკაცმა, რომ იჩხუბოს და მართალი არ იყოს, რა გამოდის მეც უნდა ვიჩხუბო?! -ხო, ბიჭო, ხო! აბა რა უნდა ქნა!-იცინოდა საწოლზე წამოწოლილი ივა. -ანუ უნდა ვცემო ჩემი ძმაკაცი?-გაკვირვებას ვერ მალავდა ვატო. -არა, შენი ძმაკაცი უნდა დაიცვა. მოეშვი ამ ცემას და ტყიურობას. ტვინი ტყუილად გაქვს?! -მოიცა, თუ მართალი არ არი, მაინც უნდა დავიცვა? -შენ, რომ დიმას საათი გაუფუჭე, მართალი იყავი? -კაი, რა მოხდა, საათია. -მერე რა, სხვისი ნივთია. გეკითხები, იყავი მართალი? -მამაჩვენი სხვა არი? -როცა ნივთებს ეხება საქმე ყველა სხვა არი. -შენ, გარდა ხო?! -შენ, გაილახები ახლა. -აუ, ივა მოეშვი რა ამ ტყიურობას, ტვინი ტყუილაად გაქვს?! -მოდი აქ!-გაეკიდა ახარხარებულ პატარა ძმას უფროსი დევდარიანი.“ ცრემლები უსველებდნენ სახეს. წარსული ხდებოდა უფრო სანატრელი. „-ჩემ სკოლაში გოგო მომწონს ძალიან. -საწყალი.-ამოიფრუტუნა ივამ. -საწყალი კიარა, მომისმინე. მომწონს, მაგრამ მაინც არ მეთამაშება. -რატო? -ვეუბნები მეთამაშეთქო და ტირის. -რა ატირებს? -რა ვიცი, თმებში რომ გჩიჩავენ რატო უნდა იტირო? -გტკივა, გენიოსო და იმიტო!-ახარხარდა ივა. -აა, ტკივა?-ჩაფიქრდა ვატო. -გოგოს უნდა მოექცე ნაზად. თამაში თუ გინდა უნდა აჩუქო სათამაშოები. შენ მიდიხარ და ეჩხუბები, როგორ გეთამაშოს?! -შენ, რომ მეჭიდავები ხოლმე და ვთამაშობთ?! მეც მტკივა, მაგრამ ხო არ ... -ბიჭო, მე გოგო ვარ?!-სიცილით ორად იკეცებოდა ივა. -რა გაცინებს?! სასაცილოა? აღარ მოგიყვე? აღარ გეძმაკაცო? -ჩემი კაცი!-ხელში აიყვანა პატარა ძმა და გულიანად დაუკოცნა პუტკუნა ლოყები.-რა ქვია შენ ტურფას? -ვის? -იმ გოგოს. -მიაკო. -ნიაკო?! -არა, ბიჭო მია ... ია ... ია! -მერე უთხარი მამაშენს და გიყიდის ლამაზ თოჯინას, აჩუქე მიას. -შენ, ეგრე იქცეოდი? -არა, მე გოგოები აქეთ მჩუქნიდნენ მანქანებს. მოიცა, სკოლაში თამაშის დრო გაქვთ?! -წავედი, ბაბუა მეძახის!-ფეხები ააფართხალა და ხელიდან დაუსხლტა უფროს ძმას.“ იჯდა საწოლზე და სული ეკაწრებოდა ყველა ამ მოგონების გახსენებისას. უეცრად კარის ხმა გაიგო და ოთახში თავი მელანიამ შემოჰყო. -შეიძლება? -შემო. -აბა, არ ვამბობთ სიმართლესო?! -რთულია მოატყუო ის ვინც გაგზარდა. -ჩანთების შემოტანაში დამეხმარები?! -ჰო ... სულ ამომივარდა თავიდან. მოისვენე შენ და მე ამოვიტან. -ირინამ რამდენიმე კაბა გამომატანა თინასთან. -ვინ?!-კართან გაიყინა ივა. -დედაშენმა. სანამ წამოვიდოდით მანამდე მთხოვა წამომეღო, ამიტომაც მეჩქარება ჩანთების ამოლაგება. საჩუქრები მალე უნდა დაანაწილო. ბავშვობაში ბიძაჩემი რომ ჩამოდიოდა უცხოეთიდან და ბიცოლაჩემს დიდი ჩანთები ჩამოჰქონდა მეორე დღემდე არ ხსნიდა ამ ჩანთებს. მე სულ სული მელეოდა, როდის მომცემდნენ ჩემს საჩუქრებს. -მელანია, კარგად ხარ?!-ხმა ჩახლეჩვოდა დევდარიანს. -მაცადე ეს დღეები ჩემ თავს ვაჩუქო, კარგი? -კარგი. შეზარა კითხვამ „მერე?“ კარი გაიხურა და გავიდა. უკან დაბრუნებულს მძინარე დაუხვდა ცოლი თავის საწოლზე. -მელანია ...-დაიჩურჩულა ახლოს მისულმა. -დავიძინოთ, რა.-ამოილუღლუღა და გვერდი იცვალა საწოლში.-ივიკო, შავ ჩანთაში დევს ვარდისფერი პარკია ... ჩაუტანე თინა ბებოს. -ძინავს თინა ბებოს.-გაეღიმა ივას. -მაშინ დავიძინოთ, რა. -ცოდო ხარ, გავალ და ჩაიცვი პიჟამოები. -დავიძინოთ, რა. -დავიძინოთ. მოშორებით დაიკავა ადგილი და ჭერს მიაპყრო მზერა. მთვარის შუქი უნათებდა მრგვალ პირი-სახეს მელანია დონღვანს. დიდხანს უყურა დევდარიანმა, დიდხანს მალა თავისი სიტყვები თავისსავე გულში. ცქერით დაღლილს ძილი რომ მოერია, მელანიასკენ გადახრილს, მისკენ მომზირალს, ცოდვასავით დასცდა კარგად ნაცნობი ფრაზა, უფრო ნაცნობი თანმხლები გრძნობებით ... „რა ლამაზი ხარ, მელანია.“ * გამოცდების დღე იყო ნინას რომ დაურეკა ილიკომ. -რას შვრები, ნინუნა?! -რა უნდა ვქნა?! მოვედი გამოცდიდან. მოშლილი, განადგურებული და გაცაფტვერებული. -„აღგგვეს პირისგან მიწისა“?! -ნუ იძახი ასეთ რთულ სიტყვებს თორე ინსტიქტურად გრამატიკული შეცდომების ტექსტი მგონია და ვიძაბები. -ჩამოდი იმ კაფეში ვარ, მწვანე ჩაი რომ გადაივლე თავზე. -რატო, კიდე რომ შევრცხვე? -გოგო თურმე შავი ჩაიც ჰქონიათ და ხილისიც. იცოდი შენ!? -კაი, მოვალ ასე ... ათ წუთში. -აუ, არ არი თავდიდიშვილი, არ უნდა ახლა ეს გამოპრანჭვები ...-გაეცინა ილიას და ბიჭებს გადმოხედა ტელეფონზე დაჩერებულმა.-გამითიშა. ბიჭების ხარხაზე თვითონაც გაიხედა კარისკენ და ბექა რომ დაინახა სახემოღრეცილი მასაც აუვარდა ხარხარი. -რას ვშვრებით?! „ჩვენს სამშობლოს დიდება?“-სულს ძლივს ითქვამდა დათა ძნელაძე. -აბიტურიენტს ეღადავებოდე, შენ იცი ვინ ხარ, მაგის მერე დავით?!-ხმა აღიმაღლა სიცილის სურვილით აჟიტირებულმა ტატო ამაღლობელმა.-ულმობელი პირუტყვი. -პირუტყვიც ხარ და ტყიურიც, რა სიტყვებით მლანძღავ?!-შეშფოთდა დათა.-მეტი მოწიწება დამანახე, არ მომწონს შენი იუმორი. -ამხელა ტიკტოკერი კაცია, ამას უნდა ახლა პატივი, ცემა ... კიარადა, პატივისცემა, ეგ ერთად იწერება თუ ცალ-ცალკე?!-სიცილი აუვარდა ილიას და კარში შემოსულ საბა მაჩაიძის დანახვაზე უმალ ასწია ხელი მისასალემებლად, იმანაც გაბადრული სახით დაუბრუნა პასუხი დონღვანს და უკან მიბრუნებულმა მიას დაუცაცხანა: -ქალო, გამოეტიე რა ტაატით მოდიხარ. -მოვდივარ, ნუ დამღალე, ნუ გამაგიჟე!-არ რჩებოდა მახარაძეც. -იქ იყავი გაჩერებული პატივისცემა რომ მჭირდება ...-უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა დათამ. -როგორ ხარ, მიაკო?!-გაუღიმა ტატომ საბას გვერდით დამჯდარ მიას. -შემეშალა.-თქვა და მაშინვე დაებრიცა ტუჩები სატირლად.-სამი შეცდომა მაქვს.-თქვა თუ არა მაშინვე ატირდა და მტევნებში ჩამალა აწითლებული სახე. -ნუ ხარ-მეთქი, ქალოია გითხარი!-არ ცხრებოდა საბა. -საბუ, რას დალევ?-ილიამ თვალით ანიშნა მაჩაიძეს რაღაც. -აუ, წმინდა კოკა-კოლა მინდა.-ამოიწუწუნა საბამ და სასწრაფოდ წამოდგა ფეხზე. -ბიჭო, კოლამ იცის კოკა-კოლას რომ სვამ?!-სიცილი აუვარდა დათას და თვალი გააყოლა თავის მეგობარს, რომელმაც საბას გაუცვალა ადგილი და მიას გვერდით დამჯდარმა მიმტანს ანიშნა მოსულიყო. -გისმენთ!-ახალგაზრდა ბიჭმა ბავშვებს მოავლო მზერა და კალამი და ფურცელი მოიმარჯვა. -მიაკო, მიყურე ...-ფრთხილად ააწევინა თავი გოგონას.-ნაჭამი არ ხარ, ხო?! -არა.-უფრო ატირდა მია. -კაი, ბურგერი რამდენს გინდათ.-საქმიანი იერი მიიღო ილიამ და მოხერხებული მოძრაობით შეუმშრალა ცრემლები გოგონას. -აბა, მიდით ბავშვებო, ილია ბიძია ყველაფერს ... კაი, კაი, ხო!-დამფრთხალი თვალებით გადმოხედა დონღვანს ძნელაძემ.-მე მინდა, დიდი ყველაზე, უზარმაზარი ბურგერი. -შვიდი კლასიკური ბურგერი გვინდა ... ცივი კოკა-კოლა, ბროწეულის წვენი, ანანასის წვენი, ტატო რას დალევ?! -მარტო ტატო რატო?!-იუკადრისა დათამ. -მოჰიტო მინდა კლასიკური.-გაეცინა ტატოს. -მე?!-თვალები დაექაჩა დათას, მიასაც კი გაეცინა ბიჭის გამომეტყველებაზე. -მოკლედ, მოჰიტო კლასიკური, ერთი ცივი ყავა და ერთი წყალი მოგვიტანეთ, ონკანის.-სერიოზული ხმით დასძინა ილიამ და მომღიმარ მიმტანს დაემშვიდობა. -ონკანის ... შენ, გინდა რომ გადავიხსნა ვენები და შევუშვირო შენი ონკანის წყალს?!-აკივლდა დათა. -მომიყევი, სად შეგეშალა?!-თბილი იყო ილიას ხმა, გამორჩეულად თბილი. -რედაქტირებაში მძიმე არ უნდა დამეწერა ... და თემაში ადგილი უნდა მყოფნოდა! -მეორე რაო, რა თქვა?!-შეიცხადა ბექამ.-გოგო, ნახევარი სექტორი შენ გიყურებდით, სავსე გქონდა ფურცელი! -ხოდა მეც ამას ვამბობ, არ მეყო, კიდე უნდა დამეწერა და ვერ ... -დილით ჭამეთქო რომ გითხარი რატო არ ჭამე?! -რომ ვჭამ მერე მეძინება და მაგიტო!-რკინის არგუმენტი დადო მიამ. -მაშინ ახლა ჭამე გემრიელად.-იღიმოდა ილია. -რომ შევჭამ ცივ ყავას მეც დამალევინებ? -დაგალევინებ.-ბიჭების ხარხარზე თვითონაც ვერ შეიკავა სიცილი. -და კიდე შეიძლება რომ მექსიკური კარტოფილიც შევუკვეთოთ?! -რატო არ მითხარი ვეტყოდი. -მომერიდა, უხერხული იყო ... მიდი, ილიკო, ვითომ შენ გინდა. -სად გეტევა გოგო ამდენი!-იცინოდა დათა. -ნუ ეუბნები.-თვალები დაუბრიალა ილიამ ძმაკაცს და ფეხზე წამომდგარმა მიას მოღუშულ სახეს გადმოხედა.-მოცარელას ჩხირები არ გინდა? -არა.-ჩაიბურტყუნა მიამ. -დათა, შენ? -მე მოცარელას ჩხირებიც მინდა და ის ... ახლა რომ დავუფიქრდეთ რა არი ერთი ბურგერი, ხო?! ამხელა კაცი ხარ, ბავშვები გამოცდიდან გამოვიდნენ ... რაღაც ხო უნდა ... კაი! მოვრჩით! კაი!-ილიას გადაქნეულ თავზე მიხვდა საშიშ ზონას უახლოვდებოდა და გაჩერდა.-არ მინდა რა ონკანის წყალი. -იმბეცილი.-ჩაილაპარაკა ილიამ და გაღიმებული გაემართა შესაკვეთად. ის იყო დათაზე სიცილს მორჩნენ რომ კარი ნინამ შემოაღო. -რა ქენი?-წამოდგა ფეხზე თავდიდიშვილი და ყველას ყურადღება მიიქცია თავისი ჟესტით. -რავიცი. -თუ რამე, ნინუნა ... ერთი კაი ბიჭი მყავს, გაგათხოვებ. დიდებული ოჯახი, ბაბუამისი იყო რაიკომის მდივანი. დედამთილი კონსერვატორიაში მუშაობს მამამთილი ...-დათას სიტყვებზე ყველას სიცილის ტალღამ გადაუარა ბექას გარდა. სულ მწვანე იყო. -ეე, შენ რა იცი ბექას დედა რომ კონსერვატორიაში მუშაობს და ბაბუამისი რაიკომის მდივანი იყო?!-სულს ძლივს ითქვამდა საბა მაჩაიძე და ვერაფრით ხვდებოდა თავის სიტყვებზე გაორმაგებული ძალებით რატომ იცინოდნენ. -მეც კი განვცვფითრდი!-ამოილაპარაკა გაღიმებულმა დათამ და ტატოს გადმოხედა.-ებიჭო, მოვიყვანეთ ცოლები ხო ხედავ რა დღეში არიან სკოლის ... კაი. ჩუმად ვარ! მაინც როგორ მოგვეპარე, ილიკო?! -აი, რეებს ბოდავ!-სახე აუჭარხალდა ნინას და ილიას ჩაეხუტა.-როგორ მომენატრე, დეგენერატო! -მეც მომენატრე.-თქვა და თავზე აკოცა მონატრებულ ბიძაშვილს.-ხო გშია?! -აუ, კი. ბროწეულის წვენი მინდა და ... -თქვენი ბროწეულის წვენი, ანანასის წვენი მოჰიტო ...-აგრძელებდა მიმტანი და მაგიდაზე ალაგებდა ჭიქებს. -ჩემი ყურადღებიანი!-გაეცინა ნინას და საბას გვერდით დაიკავა ადგილი. -ილიკო, შენ იცი მე და ნინა რომ ...-წამოიწყო აღელვებულმა ბექამ და ნინას უცაბედმა ყვირილმა სასწრაფოდ შეაწყვეტინა სათქმელი. -მია, როგორ წერე? -სამი შეცდომა მქონდა.-ამოიტირა მიამ. -ვისთან მღალატობ?!-წარბაწეულმა დათამ გადმოხედა ტელეფონში თავჩარგულ ილიას. -აუ, იმდენია რა ჩამოთვლის.-ამოიფრუტუნა ილიამ. -გინდა რომ შევუშვირო ვენები ონკანის წყალს?!-აკივლდა დათა. -კაი, კაი.ხო იცი რომ მე უფრო ვუყვარვარ ... -ტარიელ, შეწყვიტე ენის ჭარტალი!-გაშლილი ხელი აუფრიალა სახესთან ტატოს და ილიკოს მიუბრუნდა.-მითხარი და ცხადი იყოს ყველასთან რომ მოღალატე ხარ, ილია! -სად ხარ?!-ტელეფონს უპასუხა ილიამ.- ხუთ წუთში აქ გაჩნდი. ულაპარაკოდ! -აჰა, ხო ვიძახი მღალატობსთქო?!-არარსებულ ცრემლებს იწმდენდდა დათა.-შენ არ იცი, მია ... ჯერ კიდევ არ იცი, რა რთულია იყო ილიას გვერდით და ... კაფეში კარი ვანიკომ შემოაღო და ყველას ყურადღება მასზე გადავიდა. -აი, თქვენი ბურგერები.-დადუმებულები გონს მიმტანის ხმამ მოიყვანა. მაგიდებზე დააწყვეს თუ არა შეკვეთა მაშინვე გაეცალნენ. -ილიკო, მოდი ერთი წუთით რა ...-მუდარა გაისმა ვანიკოს ხმაში. -მოდი, ჭამე!-შეუვალი იყო დონღვანი. -არ მშია, მოდი რა ... -გიცდი. -აუ, ილიკო, მოდი რა ... -ვანიკო, გელოდები.-უჩვეულოდ ცივი გაუხდა ხმა დონღვანს. ნინუაშვილმა ძლივს მიათრია სხეული მაგიდამდე. -საბუ,მოდი შენ ჩემთან ...-გაეცინა დათას და ბექას ჩაუკრა თვალი, მანაც ელვის სისწრაფით გაცვალა ადგილი და ასე აღმოჩნდა დათა საბას და ვანიკოს შუაში. -დაგამიწებ.-ამოიჩურჩულა ნინამ. -როდის უნდა ვუთხრათ?!-ჩურჩულებდა ბექაც. -რა უნდა ვუთხრათ, შენ გააფრინე? რა სიყვარული, რის სიყვარული. ორჯერ ადამიანურად რომ დაგელაპარაკე უეჭველად ცოლად მოგყვები? -აბა რას შვრები?-გაუკვირდა ბექას. -შენ, გინდა რომ გცემო?!-თვალები დაუბრიალა ბექას. -ან შენ ეტყვი ან მე. -არ ვარ-მეთქი, შენი შეყვარებული. -ხარ. -ენა ჩაიგდე, დამპალო ბავშვო. -აბა ის რა იყო?! -რა, რაიყო?-ჩურჩულებდნენ და აზრადაც არ მოსდიოდათ რომ ყველა მათ უსმენდა. -ჩემ ხუმრობაზე რომ გაგეცინა? -სასაცილო იყო და გამეცინა. ეგ უეჭველი „თანახამა, ვარს“ ნიშნავს?!-ხაოდა უკვე ნინა. -ხო, გოგო ხო!-თვალები დაექაჩა ბექას.-აბა, ვინ იცინის ჩემ ხუმრობაზე?! -საბა. -რა საბა, რა საბა, ვინ არი საბა! -მე.-ჩაახველა მაჩაიძემ.-მაგრამ, არა ნინა. ბექას ხუმრობაზე არავინ ვიცინით, ხოლმე. მეექვსე კლასში თამილა ფატაშურს რომ უყვარდა ბექა, იმასაც არ გასცინებია ბექას ანეგდოტზე. იქაურობას სიცილის ტალღამ გადაუარა. -ვიღაც გა-ი-ლა-ხე-ბა!-ჩაიღიღინა ილიამ და თავისი ხელით მიუწია ბურგერის თეფში ვანიკოს.-ჭამე. -არ მი ...-სახე დაებრიცა ვანიკოს. -დროულად! საბა, მოყევი აბა რა ხდება!? -მოკლედ ... ეს ორი, ცუდად კინკლაობენ, ჯერ კიდევ როდის შენიშნა ლია მეტრეველის მახვილმა თვალმა ყოველივე ეს, მაგრამ მე როგორც ლია მეტრეველზე მახვილთვალიანი პიროვნება ...-მიხვდა რომ ასეთი სიტყვა არც კი არსებობდა და უკმაყოფილოდ გამობურცა ტუჩები ბავშვების სიცილზე.-უფრო ადრე მივუხვდი კუპიდონს ჩანაფიქრს. ერთი ნაკლებად მშვენიერი დღეა, იგულისხმება რომ ფტვერი იყო, ბუღი და ქარბუქი ... სხვანაირად თავდიდიშვილს ვინ შეუყვარდებოდა, საიდან ამას დარიანი დღეების შნო ... მოდი ნუ გადავუხვევთ მთავარ თემას,-ღრმად ამოისუნთქა და განაგრძო.-სკოლაში გადმოვიდა ახალი მოსწავლე ნინა დონღვანი, რომელმაც ეს ჩვენი აქამდე - ბაში-აჩუკი, მაია წყნეთელში - მათე ბიჭი და კრწანისის ომში ცოცხალი მეზარბაზნე ... ჩვენი ბექა ... -საბა, გაიხედე დულსი დოლიძის გოგო მოდის !-შესძახა ნინამ და ერთიანად გაწითლებულ საბა მაჩაიძის დანახვაზე ყველას სიცილის ტალღამ გადაუარა. * სახამებელში გახუხული თეთრი თეთრეული მოლივლივე ზღვას წააგავდა ზაფხულის იმ ბედნიერ დილას. ბავშვობის ხმები ჩაესმოდა ისე როგორც წვიმის წვეთების ხმა. ცეკვავდნენ წვეთები ზღვის ტალღებში, ცეკვავდნენ ისე როგორც ადიდებამდე, აღელვებამდე, გაგიჟებამდე. „-ივა, გაიღვიძე, რა. თამაში მინდა.“-პატარა ძმის ხმამ გააგიჟა, თითქოს სურნელიც იგრძნო მონატრებული დედმამიშვილის. საწოლში შეხტა და თვალები სასწრაფოდ გაახილა. ოთახში მარტო იყო, წარსულთან ერთად. მოწესრიგდა და ზანტად ჩაიარა კიბეები. -ოცდაოთხი ნაოჭი, მარტო ბებიაჩემს გამოსდიოდა. ჩემი დედამთილი იბრალებდა, მაგრამ რომ ვთვლიდი სულ თვრამეტი ჰქონდა ხოლმე და ბოლოს მეჩხუბებოდა, შენ თვლა არ იციო.-თინას ხმა ესმოდა სადღაც შორიდან. -მე რომ რვა გამომივიდა?!-მელანიას ხმაში ეტყობოდა პანიკა. -არაუშავს, ბებო. მე ყველაფერს გასწავლი. აბა აქ რისთვის ვარ?-იცინოდა თინა. -რას აკეთებთ?!-თქვა და სახლის კართან შეეყინა სხეული. თავისი ცოლი იდგა ბებიამისის გვერდით და უღიმოდა. მთელი მონდომებით, სილაღით და უჩვეულო სიწრფელით. ყველაფერი ისე ჰგავდა ზღაპარს, შეზარა ამ დღეთა რეალობამ. -ივიკო ...-ამოილაპარაკა თინამ და შვილიშვილს შეავლო უცნაური მზერა.-ხომ კარგად ხარ, ბებო? -მე ხაჭაპური გამოგიცხვე.-გაიჭიმა სასაცილოდ მელანია და ორი დარტყმა გამოტოვა დევდარიანის გულმა. -შენ?!-ძლივს ამოთქვა სუნთქვაშეკრულმა. -ჰო. ბებომ მასწავლიდა და მე ვაკეთებდი ... ხო მაინც ჩემი გაკეთებული გამოდის?-დაეჭვებულმა გადმოხედა თინას. -კი, ბებო.-გაეცინა ქალს. -სად არი ხაჭაპური?-ხმა ჩაეხლიჩა ივას. -მაგიდასთან დაჯექი და მოგიტან.-შეეძლო დაეფიცა, ჯერ არასდროს ენახა თავისი ცოლი „ასეთი ლამაზი,“ და გაეღიმა რომ წარმოიდგინა, რამდენჯერ უფიცებდა მელანიას სილამაზეს, საკუთარ თავს თავისსავე ცხოვრების განვლილ გზებს. -ჩაის გამიკეთებ? -გაგიკეთებ. -ბებო, ბაბუ სად არი? -მეზობელმა სახლის მშენებლობა დაასრულა და იქ არი გადასული. -გასაგებია.-ჩაილაპარაკა და მიხვდა, მეზობელი მხოლოდ მიზეზი იყო, უფროს დევდარიანს უმცროსთან შეხვედრა არ უნდოდა. -გასინჯე და მოგეწონოს!-თვალები დაუბრიალა მელანიამ ივას და მანაც ვერ შეიკავა ღიმილი გოგონას ასეთ შემართება. -ბებო, რძალმა რომ გაჯობოს მერე რას ვშვრებით?-გაეცინა ივას და მადიანად ჩაკბიჩა ხაჭაპური. -ბებო, ეგ არ მინდა მეც?!-დაძაბულ მელანიაზე ვერც თინამ შეიკავა სიცილი.-ახლა გამახსენდა, როგორ ვნერვიულობდი ივიკოს რომ ვუმზადებდი პირველად საუზმეს. -პატარა რომ იყო?-თინას გვერდით ჩამოჯდა მელანია. -არა, შენ ივიკოსს არა ... ჩემსას!-ცხვირი შეჭმუხნა სასაცილოდ მოხუცმა. „აი, საიდან აქვს ივიკოს ეს ჩვევა“-გაიფიქრა მელანიამ და მომღიმარმა გადმოხედა ივას, რომელსაც ორ ლუკმაში თითქმის უკვე შეეჭამა ერთი ნაჭერი. -კაია?! -თინა, შენ გააკეთე და ეს იბრალებს, ხო?!-თვალები დააწვრილა ივამ და პროვოკაციული ღიმილით გადმოხედა ბებიამისს. -არა, ბებო.-სიცილი აუვარდა თინას. -საზიზღარო, მომეცი აღარ გაჭმევ! -მოიცა, მოიცა ... აბა საჭმელების კეთება არ ვიციო?!-ხმამაღალ სიცილს აღარ ერიდებოდა დევდარიანი და მეორე ნაჭერსაც ისეთივე მადით შეექცეოდა როგორც პირველს. -ეგ როდის ვთქვი? -ცოლად გამომყევი-მეთქი, „ივიკო, მე კი გამოგყვები ცოლად, მაგრამ საჭმელების კეთება, რომ არ ვიცი?!“-თინას სიცილი უფროს დევდარიანს ესმოდა ჭიშკრიდან, ძალიან სახალისო იყო უმცროსი ივიკოს გაჯავრებული მელანია. -მერე შენი კუჭის და მადის პატრონმა როგორ დათმე უსაჭმელობა?!-არც კი უფქირია ისე ატკინა გული ორივეს თინამ. -ბიჭს ოცი წლიდან მოსწონებია ჩვენი რძალი და ხაჭაპურში გაეცვალა, თიკო?!-უფროსი ივიკოს ხმაზე თითქოს ორთავემ ამოისუნთქესო და ივიკოს ლუკმა გადასცდა ბაბუის თვალების დანახვაზე. -ოცი წლიდან მოგწონდა, ბები?!-გაიოცა თინამ.-მე რომ არ ვიცოდი? -არც მე.-ჩაიფრუტუნა მელანიამ. -როგორ ბებო?!-ვერ გაიგო თინამ. -მაშინ თექვსმეტის იყო და არ იცოდა ეგეთების შემჩნევა, ბებო.-გაეცინა ივას. -ბებიაშენი თექვსმეტი წლის რომ იყო მამაშენზე იყო ფეხმძიმედ, იცოდი შენ ეგ?!-გვერდით ჩამოუჯდა ბაბუა შვილიშვილს, ჰაერიც სხვანაირი მოეჩვენა უმცროს დევდარიანს. -ხინკალი?!-შუბლზე იტაცა ხელი მელანიამ.-თექვსმეტი წლის აკეთებდით ოც ნაოჭს?! -არა, ბაბუ.-სხეული გაუთბა მელანიას ამ მომართვაზე.-თექსვემტი წლის რომ იყო და საუზმე მომიმზადა, სოფლის ექიმმა ძლივს გამომტაცა სიკვდილს ხელიდან.-ყველას სიცილის ტალღამ გადაუარა. -მე რა ვიცოდი რძე თუ ასე მალე დუღდებოდა?! ან თუ იჭრებოდა?!-უდანაშაულო მზერით იკითხა თინამ და ქმარს მოეხვია მხარზე.-შენ, რა მოუმზადე ჩემ შვილიშვილს, ქალბატონო?!-სიყვარული ეღვრებოდა ქალს ხმასა და გამოხედვაში. -მე ...-ენა დაება მელანიას. -მე მოვუმზადე ბლინები.-არ დაიბნა ივა.-მარტო ხუთი ცალი დამეწვა, ყველა სხვა საჭმელად ვარგისიანი ... რა გაცინებს, მელანია?!-ეცინებოდა თავადაც. -შაქრის ნაცვლად სოდა რომ უქენი?! -შაქრის ფხვნილი მეგონა, დიდი ამბავი! არა, რა აცინებს?! იცი შენ რომ, სოდა მარგებელია?! *** თბილისში ტემპერატურა უმაღლეს ნიშნულს აღწევდა. საინფორმაციოდან ექიმები მოუწოდებდნენ მოქალაქეებს გარეთ გასვლისგან თავი შეეკავებინათ. იჯდა ვანიკო ნინუაშვილი და ზიზღით დასჩერებოდა სარკეში საკუთარ ანარეკლს. კარზე კაკუნი გაისმა და სულ მალე ნაცნობმა ხმებმა ყური მოჭრეს. -ჩვენ ვატო დევდარიანის მშობლები ვართ.-მუხლები აუკანკალდა ნინუაშვილს იმის წარმოდგენისას რა შეიძლება მომხდარიყო. სასწრაფოდ გავიდა მისაღებ ოთახში და საკუთარი მშობლების წინ მდგარი ირინა და დიმა დევდარიანები რომ დალანდა ადგილზე დაიშალა მარტივ მამრავლებად. -სასიამოვნოა, მობრძანდით ... თქვენი ტრაგედიის გამო ვწუხვარ.-სადღაც შორიდან ესმოდა მამამისის ხმა და დაბურული გამოსახულება არადარ იწმინდებოდა. ხვდებოდა, ცხელი სითხე სულ მალე გადმოკვეთდა ჯებირებს. ახლა ისე უნდოდა ეტირა, ოღონდ მამამისისთვის არ ეთქვათ რომ მკვლელი შვილი ჰყავდა და მოღალატე ცოლი ... მზად იყო თავადაც გაჰყოლოდა ვატოს გზას. -აქ თქვენთან სალაპარაკოდ მოვედით.-დაიწყო მძიმედ დიმამ და შეატყო ვანიკომ რომ დაეჭიმა მამაკაცს მთელი სხეული. გახედვასაც ვერ ბედავდა შავოსანი ქალისკენ, რომელიც თვალს არ აშორებდა დინა ქორქიას. -გისმენთ.-დაიწყო ვანიკოს მამამ და ცოლის გაფითრებულ სახეზე გაკვირვება ვერ დამალა.-დინა, შესთავაზე სტუმრებს ჩაი ან ... -არა, არა. მადლობა.-იუარა დიმამ.-ჩვენ უბრალოდ თხოვნით მოვედით ... -რა თხოვნით?! თუ კი როგორმე შეგვიძლია დახმარება ... უკან არაფერზე დავიხევთ, ვატოს ხშირად ვუყურებდი, კარგი ბიჭი იყო ძალიან. სასახელო ვაჟკაცი.-არ ჩუმდებოდა მამა, არ ემორჩილებოდა ცრემლები შვილს, რომელსაც ახლა მიწის გასკდომა ერჩივნა სიცოცხლის კიდევ ერთ წამს. -ვანიკო, როგორც ვიცი სკოლის ბოლო წელი, საკმაოდ კარგ ნიშნებზე დაასრულე, ხო?!-პასუხი ვერ მიუბრუნა მკვლელის მამას, მოკლულის მამამ. -დიახ.-თქვა ორ წამიანი პაუზის შემდეგ ვანიკომ, რომელიც ვერაფერს ხედავდა დიმას თვალების გარდა და ვერაფერს გრძნობდა ირინას მზერის გარდა. -პრაღაში, ჩემმა შვილმა უნივერსიტეტი დაასრულა ... იქ მაგისტრის ხარისხი აიღო და ამასობაში ბევრი ახლობელი შეიძინა. ვატოს სახელზე მინდა რომ პრაღაში წახვიდე და განათლება მიიღო, ჩვენი მხრიდან სრული დაფინანსებით.-ვანიკოს სხეული მოუდუნდა, რომ მიხვდა აქ სიმართლის მოსაყოლად არ იყვნენ მოსულები.-ამისთვის ბევრი რამ არის საჭირო, მაგრამ როგორც ჩანს შენ ეს ყველაფერი გაქვს ... -ჩემმა ბიჭმა, ინგლისურის ორი გამოცდა ჩააბარა, სკოლის მასწავლებელი ჩემს მეუღლეს მადლობებს ხშირად ეუბნებოდა ხოლმე.-ლაპარაკს განაგრძობდა ბედნიერი მამა.-არც კი ვიცი, რა გითხრათ, ეს ისეთი საჩუქარია ... დინა, რას იტყვი?! -არა.-ამოიხრიალა ქალმა. -პრაღაში ჩვენი ვატოს გაშვება გვინდოდა.-გაისმა ფოლადივით მტკიცე ხმა, რომელიც რა თქმა უნდა, შვილმკვდარ დედას ეკუთვნოდა.-ეს მხოლოდ ჩვენი კეთილი ნებაა, ვატოს ხსოვნისთვის. -ვანიკო, შვილო ... ორი წუთით ხომ ვერ გამოხვალ?! საქმე მაქვს პირადული ...-ჩაერია დიმა. -იცით, არ არის საჭირო ...-ძლივს ისმოდა ოთახში განაცრისფერებული დინას ხმა. -აქეთ მობრძანდით.-ამოილაპარაკა ვანიკომ და საკუთარი ოთახისკენ გაუძღვა მამაკაცს. დიმამ იქაურობა მოათვალიერა და მზერა წინ მდგარ ფერმკრთალ ბიჭზე გააჩერა. -არაკაცი იყო ჩემი შვილი, მაგრამ ჩემი იყო.-დაიწყო დიმამ მშვიდად.-ამას შვილი რომ გეყოლება მაშინ გაიგებ.-გაეღიმა და განაგრძო.-მე და ირინამ ბევრი ვიფიქრეთ და მივხვდით, რომ თუ ვატოს ცოდვაში ვიტრიალებთ, მტყუან-მართლის რჩევით,მიღებულ და არ მიღებული სასჯელების დატოლებით, ვინ როგორ გამწარდა და ვინ რამდენი იტირა“-ს ძახილში ადამიანების სახეებს ვკარგავთ, გესმის შენ?! -მე ვერ ვნანობ ამ ამბავს, ბატონო დიმა. -არც გთხოვს ვინმე ინანეთქო, არ გეუბნები შენ - როგორც ვანიკომ, შეურაცხყოფილმა კაცმა დაჯექი და პატიება მთხოვე ჩვიდმეტი წლის შვილი რომ მომიკალითქო.-თვალები ჩაუწითლდა უფროს დევდარიანს, შეიპყრო ერთიანად მისმა ხმამ ნინუაშვილი.-შენ როგორც პატარა ბიჭი საამისოდ, ღირსი ხარ ცხოვრება გააგრძელო. აქ თუ დარჩები ყველაფერი ვატოს და დედაშენის უღირსობას გაგახსენებს და დაიკარგები. ამ ცოდვაში დაიკარგები, გესმის?! ჩვენ საფლავს მოვუვლით და ერთმანეთს გავამხნევებთ, შენ ყოველ ჯერზე მოგიწევს შეეჩეხო რეალობას რომ კაცის მკვლელი ხარ. ცოდო ხარ შვილო ამისთვის. წადი იქ სადაც ვატო უნდა ყოფილიყო, გააკეთე ეს იმ ვატოსთვის, რომლის სულის რაღაც ნაწილში, აი, თუნდაც მცირედში ... გრძნობა, რომ არასწორი იყო ჯაბნიდა სიყვარულის განცდას. ამით იმის თქმა მინდა რომ ვატოსაც ჰქონდა ერთი ბეწო სინდისი და იმ დანაშაულისთვის მასაც უწუხდა ეს სინდისი, გესმის?! -ამიტომ თელავდა ჩემ ღირსებას?!-ხმა გაუქვავდა ბიჭს.-მამაჩემისას? -ბრალის შემსუბუქებას არ ვცდილობ, ვანიკო. იმედია ხვდები, ჩემი შვილის ცოდვის სიმძიმე რომ მესმის იმიტომაც ვდგავარ ახლა შენ წინ. ისიც ვიცი აქ გაკეთებული ვერც ერთი სიკეთე ვერ უშველის ჩემი შვილის იქაურ ჯოჯოხეთს, მაგრამ ... შენ ცხოვრებაში რაღაც კარგიც ხომ მოხდება ვატოს სიკვდილით?! ასე ხომ არ დაგიმძიმდება მხრები ამ ცოდვით? შენც ხომ არ გადაეწერები ცოცხლებიდან მკვდრებში?! -ასე ძალიან რატომ განაღვლებთ ჩემი მხრები?! -კარგი კაცი უნდა გამხდარიყავი, ჩემი შვილი რომ არ აღმომჩნდარიყო ცუდი. აი, ამიტომაც. -ამით რის თქმას ცდილობთ?!-კანკალმა აიტანა ვანიკო. -როცა ადამიანს ცხოვრება თავზე ენგრევა და მიზეზი როგორღაც შენ გიკავშირდება, ტყავიდან უნდა გაძვრე და იმ კაცის ცხოვრების აშენებას უნდა შეუდგე. დანგრეულ მომავალზე უფრო მძიმე მე მხოლოდ უმომავლოდ დარჩენილი აწმყო ვიცი. კაცად ვერ გავზარდე, მომეცი უფლება მე მაინც შეგიმსუბუქო, სულ ოდნავ, სულ ოდნავ ...ცხოვრების ეს მძიმე ხვედრი. -თქვენ ... მაპატიებთ ამას?!-ხმა ძლივს დაიმორჩილა ვანიკომ.-მე რომ დედაჩემს პასუხი ვერ მოვთხოვე, მაინც?! -მომეცი უფლება რაღაც კარგი გაგიკეთო მის სახელზე ცხოვრებაში. -არ მინდა მე მისი სახელი ჩემ ცხოვრებაში, ბატონო დიმა. -გამოდის, ჯერ შენ უნდა გვაპატიო.-გაეცინა დიმას.-დაფიქრდი ამ ყველაფერზე. მე ჩემი გაზრდილი ჩვიდმეტი წლის ბიჭი გაპატიე და შენკენ გადმოვდგი ნაბიჯი. -თქვენ რას იზამდით ჩემ ადგილას?! -შენს ასაკში შეიძლება ის გამეკეთებინა რასაც აკეთებ, მაგრამ ... ჩემ ასაკში მწარედ ვინანებდი. -ამას იმიტომ ამბობთ რომ მშობელი ხართ და ... -ამას იმიტომ ვამბობ რომ ვიცი, მკვლელის მხრები უფრო მსუბუქია ვიდრე იმ კაცის, ვისაც პატიება არ შეუძლია. ოთახიდან გავიდა და მალე ვანიკომ სახლის კარის ხმა გაიგო, ირგვლივ სიჩუმემ დაისადგურა, მიხვდა რომ წავიდნენ. საწოლზე ჩამოჯდა და ილიას მისწერა მასთან ასულიყო. ოცი წუთი არ იყო გასული დონღვანმა რომ დააკაკუნა კარზე. -რა ხდება?!-შეშინებული ჩანდა ილია. -შენი აზრით ... შევძლებ რომ ვატოს ვაპატიო?!-ილიამ მძიმედ ამოიხრა და იქვე ჩამოჯდა. -ჩემი აზრით ვატომ უნდა გაპატიოს.-ვანიკოს თვალები დაექაჩა მოსმენილისგან. -ვატომ მე რა უნდა ... -ვატოს შანსი არ დაუტოვე პატიება ეთხოვა, იქ სადაც ახლა ვატო არი ... პატიება ვინც უნდა ითხოვოს ეს შენ ხარ, ვანიკო. მეგონა ეს გასწავლე ... მეგონა დაგანახე ... -შენ ამბობდი რომ ღირსება ყველაზე მნიშვნელოვანი იყო!-იღრიალა ნინუაშვილმა. -მე ვამბობდი რომ ღმერთი უნდა გყვარებოდა. ეს არი ღირსება, ვანიკო. ის რაც შენ გააკეთე მარტივი იყო. შენ, იცი მარტივად როგორი ხალხიც იქცევა. შენ, ეს კარგად იცი. რა გერთულა?! რომელი?! ძმაკაცებთან ნათქვამი ტყუილი რომ უბრალოდ უნდა გეცემა?!-უკვე ყვიროლა ილია.-შენ გარდა ამ ამბავში გარეული სამი კაცი?! რატო შენ ერთი ვერ „უშველიდი“ ამ შენ ღირსებას?! შენ, შენი საქციელი მეორე მხრიდან შეაფასე?! გეკითხები შე ლაწირაკო და ხმა ამოიღე! შენი თანატოლი არაკაცურად ცემე, დამირეკე და მაყურებინე მისი ძმის ტირილს?! შენ ხო იცი, შეიძლება ყველასთან მართალი იყო მაგრამ ვატოსთან არ ხარ?! მე რომ შენი ტყავი არსად დავხიე ხომ არ იფიქრე შენნაირად ვფიქრობ, ვანო?! ღირსებას რა მიაწერე, ბიჭო ... კაცის მკვლელობა?! მაშინ აიღე და დაახალე დედაშენსაც. აი, ძმაო „ღირსება“, რომელიც შენ ასე ძალიან გინდა. -ასე მელანიას გამო მელაპარაკები, ხო?!-მილიონ ნაწილად დაიშალა ნინუაშვილი მოსმენილისგან. -მელანია ჩემი გადაწყვეტილება იყო. შენ, ეგ არ გეხება. შენ, კარგად იცი ასე რატომაც გელაპარაკები, უბრალოდ ეგ რომ აღიარო პატიებაც უნდა ითხოვო ეგ კიდე შენ ღირსებას ურტყამს პირდაპირ. მე პირადად მიმიფურთხებია მკვლელის ღირსებისთვის, რომელსაც მთელი ბავშვობა ადამიანის სიყვარულს ასწავლიდნენ. მე შენ გამო კიდევ ჩავჯდები. მე შენ ცუდს არავისგან მოვისმენ, მაგრამ რომ იცოდე ვატოზე დიდი არაკაცი შენ ხარ. ივა დევდარიანზე უფრო მეტად მე მრცხვენია. -რატო, რატო!-იღრიალა გამწარებულმა და აწითლებულ ლოყებზე დადენილი ცრემლები შეიწმინდა. -რატომღაც იფიქრე რომ ცოდვას ცოდვით დაამარცხებდი, კაცი მოკალი და პატიებაც გესირცხვილება. მრცხვენია მე შენ გამო ვანიკო. -აქამდე რატომ არ მითხარი?!-ხმა გაეყინა ნინუაშვილს. -მაინტერესებდა სადამდე გეყოფოდა ეგ შენი შეძენილი ღირსება. -დევდარიანები იყვნენ მოსულები ... მთხოვეს პრაღაში ვატოს ნაცვლად მე წავიდე. -ვახ. შენ რაო?! შენმა ღირსებამ არაო, ხო?! -ასე ნუ მელაპარაკები, ილიკო, რა. გთხოვ, ოღონდ შენ ნუ ... -პატიება ისწავლე და ჯერ ცოცხლებიდან დაიწყე. -ვის გულისხმობ?! -შენ თავს. ოთახში მარტო დარჩენილმა, საწოლზე მწოლიარე მკვლელმა, გადაბრუნდა კედლისკენ და ატირდა. შორიდან ესმოდა მამის ხმამაღალი ხმა და დედის ტყუილები. რომ არაფერი ხდებოდა. რომ ყველაფერი რიგზე იყო. * დევდარიანების მეზობლად ახლადაშენებულ სახლში დაპატიჟეს სოფლად ჩამოსული წყვილი მეზობლებმა. მზადებაში იყო მთელი ოჯახი. ივას ეცინებოდა თინას და მელანიას ფუსფუსზე. ბაბუამისს გაურბოდა და ეზოში იმდენ ხანს სეირნობდა რომ ბოლოს დაღლილმა საქანელაზე დაიკავა ადგილი. „ბებო, ეს ოქრო გაიკეთე, თორე თამილა იტყვის დევდარიანებმა რძალს არაფერი აჩუქესო.“-ესმოდა თინას ქოთქოთი და უკან თავგადაწეულს სიამოვნების ჟრუანტელი უვლიდა სხეულში. „კაი, ბებო. თამილა რომელი იქნება დამანახე, ხო?!“-შეთქმულივით პასუხობდა მელანია. -ლამაზი გოგოა.-გაისმა ბაბუს ხმა და უმცროსმა ივიკომაც ჭყიტა თვალები. -ისეთი პატარა იყო თავიდან რომ ვნახე, ორი კვირა ვარკვევდი დევდარიანების და დონღვანების უთანხმოებას. -შენც მიხვდი რომ სისულელე იყო?! -ფული ცუდი რამეა. სასაცილოა, დიმას რომ ვუთხარი დონღვანის გოგო მომეწონათქო, მითხრა ქონების გარეშე დაგტოვებ და ინფარქტის მიზეზად შენ მოგიხსენიებ ანდერძშიო. -რაც გეზარებოდეს ეგ გეძალებოდეს, ჩემო დიმა.-გაეცინა უფროს ივიკოს. -უნივერსიტეტში რომ ვნახე ვიფიქრე რომ მომეჩვენა, გჯერა?!-სიცილში აჰყვა ბაბუას შვილიშვილი.-ისეთი ლამაზი იყო, მზად ვიყავი მეთქვა, რომ ღირდა მათემატიკა და მენეჯმენტი მისი სილამაზის ისევ ნახვისთვის. -თბილისში მეტად აღარ გინახავს?! -არა. -როგორ? ქალი მოგეწონა და გაუშვი?! დიმამ შეგაშინა, ბიჭო?! ეგ გასწავლე? -არა, ბაბუ. რა დიმამ შემაშინა, მე რომ ძებნა დავუწყე მელანია უკვე წასული იყო. დონღვანების გიორგის კიდე ხო იცი, ცოტა შიზოფრენიული მიდგომა აწუხებს მელანიასადმი. გაასაიდუმლეს ადგილსამყოფელი. გეგონებოდა ტაცებდა ვინმე. -ოჰ! -არა, რომ მცოდნოდა ვიფიქრებდი მოტაცებაზე, კი, მაგრამ მაინც რა არანორმალურობაა თექვსმეტი წლის შვილის გადამალვა?! -იქნებ გაიგო რომ მოგეწონა? -არა, მარტო მე და კოლამ ვიცოდით. -მაშინ ვერ გაიგებდა. გიყვარს ბაბუ? -ოცი წლიდან ყველას მელანიას ვადარებ. ვეძებ და ვერ ვპოულობ. ვპოულობ და ვერ ვისაკუთრებ. მიყვარს კი არა, მაგიჟებს, ბაბუ. -არ გაუშვა. -არ მეკუთვნის ბრძოლა, გესმის?! ცამდე მტყუანი ვარ და ვერ ვიძვრი. -ცოლი არ გაუშვა, ივა. -ორი ღამით გვეძინა ერთად ... ჩაცმულებს და ჩახუტებულებს.-დაამატა წყენით.-მერე ცხოველივით მოვექეცი და გავძარცვე ყველა გრძნობისგან და ემოციისგან. მითხარი როგორ ვიბრძოლო და ვიბრძოლებ. -იმას უყვარხარ? -ისე ვეზიზღები სამ დღიანი სამოთხე უნდა რომ მაჩუქოს დარჩენილი ცხოვრება ჯოჯოხეთში საცხოვრებლად. გესმის?!! -წასვლა უნდა. -უნდა. -ჰოდა, ისე ქენი არ უნდოდეს. -როგორ, ბაბუ?! -ბაბუ, ხომ გიყვარს? -მიყვარს. -მოძებნე გზა. მიეცი ისეთი რამ, რის გარეშეც ვეღარ გაძლებს დარჩენილი ცხოვრება. თუ ის ჯოჯოხეთს გპირდება შენ სამოთხეს დაპირდი. ასჯერ რომ გაგაწნას სილა, ასმეერთედ მიუბრუნე ლოყა. დაანახე რომ შენზე კარგს ვერ შეხვდება. -მე კარგი ვარ, ბაბუ?! -შენ ძალიან კარგი ხარ, ივა. მერე რა, რომ ბოროტმა დაგაბრმავა, შენ ბოროტებისგან გაყინულმაც არ შეეხე მის სისუფთავეს. ქვა იმან გესროლოს ვინც უშეცდომოდ იცხოვრა, ბაბუ. მხოლოდ ერთი დაიმახსოვრე. შეცდომას რომ მიხვდები, ცოდვას რომ ინანებ ... მერე იცხოვრე ისე, რომ სისუფთავე ასჯერ უფრო მეტად შეიყვარო, ხომ გესმის?! -მესმის. -შენ შვილს სიმამრის სახელი დაარქვი. -დიმა მოძულებული კიარ მყავს, ბაბუ?!-გაეცინა ივას. -ჩემი კაცი! ჩემი კარგი კაცი! შენ, ცუდი ვერ იქნებოდი.-თავზე ძლიერად აკოცა და სახლისკენ მიბრუნებულმა ღიმილი ვერ შეიკავა, აივანზე მდგარი თავისი პატარა რძლის დანახვისას.-რა ლამაზი ხარ, მელანია, ბაბუ! გიხდება ბებოს კაბა. -მადლობა.-ამოილუღლუღა გოგონამ და აწითლებული ლოყების ისე შერცხვა მზერა ვერ გაუსწორა უმცროს დევდარიანს. -თინა, გვაგვიანდება! ისხნდნენ უცხო ადამიანებთან ერთად და იცინოდნენ მთელი გულით სოფლის ამბებზე. სვამდნენ სიყვარულის, მეგობრობის და მშვიდობის სადღეგრძელოს. ეხებოდნენ ერთმანეთს მხრებით, მუხლებით, თითებით და სულ ყველა იყო - „შემთხვევით.“ ათასი „დაგლოცავთ შვილებო“ - ათასი „მადლობით“ მზის სხივივით ათბობდა მათ დედამიწას. სამი დღე ხდებოდა უფრო სანატრელი, უფრო ლამაზი და უფრო სამწუხარო - ვიდრე რომელიმეს წარმოსახვაში წარმოედგინათ. თავად სიყვარულიც ხომ სწორედ ასეთია ... უფრო სანატრელი, უფრო ლამაზი და უფრო სამწუხარო. -ბაბუ, ჩვენ წავალთ. თქვენ, დარჩებით?!-იშლებოდნენ მოხუცები და რჩებოდნენ ახალგაზრდები. -მელანია, წავიდეთ?!-მოხედა გვერდით მჯდარ, ლაპარაკში გართულ ცოლს. -ცოტა ხანიც ვიყოთ და ... -კარგი, მაშინ ჭკვიანად.-გაეღიმა უფროს ივიკოს და თავის თინასთან ერთად გაუდგა სახლის გზას. შუაღამე იყო გზაშარაზე მოდიოდნენ მელანია და ნასვამი ივიკო. -ზურიკოს მოუტაცნია მაკა, იცოდი შენ?!-ტიტინებდა მელანია. -მე და კოლამ მოვატაცებინეთ. მეათე კლასში ვიყავით, ისე გვცემეს ორი ღამე ადგილს ვერ ვიცვლიდით საწოლში.-სიცილი აუვარდა ივას. -მაიმუნებო!-გაეცინა მელანიას.-არა, მაინც როგორ გაბედეთ?! -რა უნდა ქალის მოტაცებას, მელანია?! -რა უნდა? -ქალის თანხმობა.-წაბარბაცებულს უცებ შეაშველა მელანიამ ხელი.-რა გემრიელი სუნი გაქვს თმებში. -ნუ მეაფირისტები, ჩემი შამპუნი და ლოსიონი ქალაქში დამრჩა და ... -შენ გაქვს-მეთქი, შენი სუნი. ქალს იტაცებენ სურნელის გამო, იცოდი შენ?! შამპუნი და ლოსიონი ვის გვიჭირს?! კაცებსაც კი გვაქვს!-გაიჭიმა სასაცილოდ და მელანიას აკოცა თავზე. -შენ, რომ არ მომიტაცე? -აუ, ტეხავდა, მელანია.-სახე დაებრიცა ივას.-თექვსმეტი წლის როგორ მომეტაცებინე, ცოდო არ იყავი!? -მართლა მოგეწონე?-ადგილზე შედგა გოგონა.-მაშინ. -მომეწონე და დებილობა არ გვინდა, რა. ვიცოდეთ სიმართლე, შემიყვარდი. -ასე ერთი ნახვით? -ხო, აბა მაგას რად უნდა სამი ნახვა, არ გამაგიჟო?! -მთვრალი ხარ და ბოდავ, წამოდი. -გინდა რომ დავიფიცო?!-ადგილიდან არ დაძრულა დასერიოზულებული ივა.-მე მასწავლეს რომ ფიცი იმ ხალხისთვისაა, ვისი სიტყვაც არ დაიჯერება. ვიცი შენთვის ამაზე უფრო უარესი კაცი ვარ, ამიტომ გეკითხები ... რომ დავიფიცო დამიჯერებ?! -რომ დაგიჯერო უფრო მეტად მეტკინება. -მე შენთვის ტკენა ...-ხმა დაუბოხდა დევდარიანს.-არასდროს მნდომია. დაიჯერებ?! ის რაც შენ გეტკინა, მე უფრო მტკივა. შენთვის მარტივია. წახვალ და დამამთავრებ. დამტოვებ მარტოს და გამწარებულს, უღირსს და არაკაცს. ვინ გაგამტყუნებს?! საკუთარი თავიც კი - არა. მკითხე, მე. ჩამოშლილ კაცობასთან ერთად იცი ვინ ვრჩები ხვალ, ზეგ არა და - მაზეგ?! კაცი რომელმაც ის ქალი გაუშვა, ვისაც ოცი წლიდან ეძებს ყველა ქალში. -ივიკო.-ხმა აუკანკალდა გოგონას. -ოცი წლისას ვინმეს რომ ეთქვა მელანია შენი ცოლი იქნება და შენგან წასვლა ენდომებაო, შეიძლება უკადრებელი მეკადრებინა, არ ვიცი, მეცემა, დამეცინა. შენ, ფიქრობ რომ შენი ტკივილი მარტო შენ გეტკინა?! მე შენ ტკივილში უნდა ვიცხოვრო მთელი ცხოვრება. ნუ მეტყვი არ გიყვარდიო ... მე შენ ისე მიყვარხარ, ხანდახან მგონია რომ ვაჭარბებ. -ხო, აჭარბებ, კიარ გიყვარვარ ... -შენც რომ გიყვარდე გამიგებდი რასაც ვგულისხმობ.-გაეღიმა ივას და გზა განაგრძო. -ნუ მაბრუნებ იქ, სადაც არ მინდა. -მაშინ დავრჩეთ აქ, მელანია. თუ შეგიძლია რომ სამი დღით ასეთი ბედნიერი იყო რატომ წირავ შენ თავს უბედურებისთვის დარჩენილი ცხოვრება?!-შესძახა ივამ.-მიყვარხარ, ვგიჟდები, უშენობის წარმოდგენაზე ვგიჟდები. მითხარი, რა მსხვერპლი იქნება საკმარისი საიმისიოდ დაიჯერო, არ იყო ჩემი ცოდვა ჩემი ნება? რით დაგაჯერო ამით მხოლოდ დედაჩემს და ვატოს ... აზრი არ აქვს, ვერ დაგაჯერებ. -ვერ დამაჯერებ, რომ ის ცივი გამოხედვა იმ კაცის იყო, ვინც სიყვარულს მეფიცება, ხვდები?!-ხმა ვერ დაიმორჩილა გოგონამ.-შენ, ერთს ამბობ და მე წარსული არ მასვენებს, გესმის?! შეცდომა იყო ეს ყველაფერი ... არ უნდა მეფიქრა სამაგიეროზე. ამ ყველაფრით შენ უფრო გიახლოვდები ვიდრე გშორდები, ასე არ ...-ლოყებზე ცხელი მტევნები იგრძნო და გახევებულმა დააჩერდა ზემოდან მომზირალ ქმრის თვალებს.-არ გააკეთო, ეგ ივიკო.-ამოიჩურჩულა ვედრებით მელანიამ. -ვიყო უბედური, შენ გვერდით. ვიყო არაკაცი, ოღონდ ახლოს მყავდე. ნურც ერთხელ ნუ შემომხედავ, მე მომეცი უფლება გხედავდე ... -ვერ გავძლებ, ივიკო.-მარგალიტებად უცვიოდა ცრემლები მელანია დონღვანს.-არ ვარ მართალი, მე რომც გაპატიო ... ილია?! გიორგი და ინა?! მათ რა ვუყო, ივიკო? -მადროვე ბედნიერი გაგხადო. დრო მომეცი პატიება დავიმსახურო. არ გამიმეტო უშენობისთვის მელანია. -არ მაკოცო.-თვალები დახუჭა ერთ ადგილას გახევებულმა გოგონამ. -ქმართან რომ იყო მართალი?-მოკვდა დევდარიანი, გაეყინა ჩამოცვენილი მტევნები. -ჰო,-თავი დაუქნია მელანიამ, ივას დამძიმებული ხელი მხარზე გადაადო და გზა გააგრძელა.-შენთან რომ ვიყო მართალი.-დაიჩურჩულა თავისთვის და სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. -მეზიზღება ეგ შენი ქმარი. -მეც.-დაიჩურჩულა ისევ. -პირველმა მე დაგინახე! -მეც.-და ისევ. -პირველი მე შემიყვარდი.-აყვირდა ივა. -მეც.-და ისევ. -პირველს მე დაგარქვი ცოლი, სხვაზე როგორ უნდა გათხოვდე, გოგო!-სასმლისგან ხმა უფრო დაბოხებოდა ივას. -ივიკო, გეხვეწები.-ცრემლებს ვერ იკავებდა მელანია. ოთახში შესულებმა ძლივს მიიყვანა საწოლამდე ივიკო და ლოგინზე დავარდნილს ბალიში გაუსწორა. „მაინც რა ლამაზი ხარ, მელანია?!“-გაიგო ივას ჩურჩული და იქვე მოწყდა. ვარდისფრად ელვარებდა მთვარე იმ ღამით. მართლაც რომ ლამაზი სანახავი იყო, ერთმანეთზე გადაჭდობილი სხეულები ოჯახის საფარქვეშ შეყუჟულები, გამოქცეულები ამ ქვეყნის მწარე რეალობისგან. -ნიკო, ბებო რატომ არ დამირეკე?! წინასწარ მოვამზადებდი საჭმელს ... ჩემო მონატრებულო, ჩემო ტკბილო.-ისმოდა ეზოდან თინას ხმა და მამლის ყივილთან ერთად არღვევდა მელანიას თმებში აბურდული ივა დევდარიანის ტკბილ ძილს. -სად არიან გუგულები?!-სახე შეეჭმუხნა რომ გაანალიზა არ ესიზმრებოდა ასლანიკაშვილის ხმა. -რას ჩამოეხეტა, რა უნდოდა.-წუწუნებდა ჩუმად და ფრთხილად დგებოდა საწოლიდან. -რომელი საათია?!-მძინარე ხმით მიმართა შეფხიზლებულმა მელანიამ ივას. -რვა, დაიძინე შენ.-შუბლზე მიეფერა და ხელი გაეყინა მელანიას შემცბარ სხეულზე.-ჩავალ მე. -კარგი. კიბეები ჩაირბინა და ნირწამხდარს სახე უფრო მოექუფრა ნიკოლა რომ დაინახა გაშლილ მაგიდასთან მჯდარი. -რა გინდოდა?! რას ჩამომაკითხე?! სამდღიანი თაფლობის თვე შემარგეთ, რა! -ნეტა ვიცოდე, შენ ვინ ჩამოგაკითხა თვენაკლულო, დღენაკლულო და ტვინკაკლულო! -რაღაცნაირად მაინც ტავტოლოგიაა.-ამოთქვა ორ წამიანი ფიქრის მერე ივამ და მაგიდას მიუჯდა.-თინა, ასე მე რატო არ შემხვდი? -შენ, გყავს ბებო ცოლი. -მოაყვანინე ამასაც.-ხელიდან აართვა თონის პური ნიკოს და გახარებულმა სასაცილოდ დაეჯღანა მეგობარს. -შენ, თუ მოიყვანე მაგიტო ხარ კაცი! -კაციც ვარ და ქუდიც მხურავს. -არ ჭამო, აუ, აუ, თინა უთხარი რა, რამე! მე რატო შემიჭამე, შენ არ გაქ?! -შენი მიყვარს, ნიკო. -რა გინდა რომ უკვე გცემო?! -ვის აშინებ, ბიჭო ბოლოს რომ ვიჩხუბეთ ივიკოს ეძახდი მოდი მიშველე მხარი ამომიგდოო! -იმიტო, რო გარბოდი და ზეთი დაასხი იატაკზე მე რომ წავქეულიყავი. ეგ რანაირად ითვლება?! -მომისმინე, ძმაკაც, მთავარია ხო დაეცი, მე რომ ჭკუა მიჭრის და შენ ხელი ეგ რა მოსატანია ახლა ამ სამეფო სუფრაზე მანდილოსნის თანდასწრებით!? შენ ხარ სუსტი. მორჩა. შეეგუე. -შეგჭამ ახლა. -შენ ვერა, მე კი ვჭამ შენი ბლის მურაბას ძალიან გემრიელად. -დეგენერატო, არ გიყვარს ბალი!-აყვირდა ნიკოლა. -შენ ხო მიყვარხარ სამაგიეროდ. -ფუ, რა თავხედი, ცუდი კაცი ხარ! -მტკნარი სიცრუე, წმინდა წყლის ტყუილი.-ხითხითებდა ივა. -სად გყავს მეუღლე?! -ჩამოვა. -ბებო, ბებო, ეს ხო იცი რომელი გოგოა?!-აჟიტირდა ნიკოლა და ბოლომდე დააიგნორა ივას დაქაჩული თვალები.-გახსოვს, წლების წინ ტელეფონზე რომ დაგირეკეთ ნასვამებმა, რო ქვითინებდა. -გაქვითინებ ახლა შენ მე!-გაწითლდა ივა. -„თინა ბებო, იიი, მიყვარს თინა ბებო, იიი“-ტირილის იმიტაციას აკეთებდა კოლა და ფეხზე წამომხტარ ივას შორიდან აჯავრებდა.-ერთხელ მოვიდა სახლში გულამოგლეჯილი, მადრიდში ვართ, მეზობლის ქალი მივამგვანე და კინაღამ დამიჭირესო.-ხარხარებდა ასლანიკაშვილი. -ნიკოლა, გაჩუმდი! ჯერ ეს ერთიც, არ მიჭერდნენ აჭარბებს, შეეშინდა უბრალოდ იმ ქალს. -ორი კილომეტრი ირბინე რომ დაწეოდი, სამ მაღაზიაში შეყევი და სახლთან რომ მოვიდა აკანკალებული ქალი აღმოაჩინე რომ ოცი წლის მელანია გეგონა სამოცი წლის შარლოტა. -რა ჩემი ბრალი იყო, არ ეტყობოდა უკნიდან ასაკი!-ყვიროდა ივა.-მოეთრიე აქ, ნუ გარბიხარ! -აღიარე როგორ დაუძახე ნატაშას სამჯერ მელანია და გავჩერდები. -დაგამიწებ შე უდღეურო, მოდი აქ, მოდი-მეთქი, მოეთრიე! -ნატაშა ვინ იყო, ბებო!?-სიცილს ვერ იკავებდა თინა. -მამაჩემის დეიდაშვილი, უკრაინაში.-ხარხარებდა ნიკოლა.-ორი კვირა ეფიცებოდა მელანია და მელანო სხვადასხვა სახელებია, არ აგერიოს გული არ მატკინოო! ეს ავადმყოფი, ეს დეგენერატი! -გამარჯობა.-მელანიას ხმაზე სამივენი გაჩუმდნენ. -გამარჯობა.-გაუღიმა ნიკოლამ გოგონას.-მე, ნიკოლა ვარ. -მე მელანია.-გაეღიმა გოგონასაც და ასლანიკაშვილის გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება. -დღეს რა გეგმები გვაქ?!-ივას მოხედა კოლამ. -გვაქ არა - მაქვს. შენ, რჩები სახლში. -არა, რასქვია სახლში ვრჩები, არა, ვერა. -აუ, თინა უთხარი რა რამე! -მდინარეზე გყავდა ბავშვი?!-შეტევაზე გადმოვიდა კოლა.-ტყეში?! არც ცხენით აჯირითე?! რა არი, ბიჭო ყველაფერი მე როგორ გასწავლო? -ვერ მოვასწარი ორ დღეში, ბოდიში! -მელანია საიდან დავიწყოთ? -ცხენებით.-სახე გაებადრა მელანიას. -წადი ახლა მურმანის მალხაზასთან და უთხარი, ჩვენი ბიჭები მოგვიმზადოს.-ბრძანება გასცა წარბებაწკეპილი ივას მისამართით.-მელანია, მოდი მე და შენ გავაგრძელოთ საუზმობა, მოკლედ ... პატარა არი, ეს შენი უდღეური ქმარი, ეს ცოდო, ეს ნაკლები ... -ბაბუა!-აყვირდა ივიკო და ყველას ერთად გადაუარა სიცილის ტალღამ. *** ღამეში დაბადებულმა დღემ, ცხადჰყო ადამიანის ბედისწერის უცვლელი ფორმულა. ყველა ტკივილს ანაცვლებს ბედნიერება. „არარის ღამე, რომელიც არ გათენდება - არ არის წვიმა, რომელიც არ გადაიღებს.“ ჩვენ ვკარგავთ ადამიანებს და ვპოულობთ სხვებს. ვტოვებთ ნაპირებს, ახალი მიწების აღმოსაჩენად. და ყოველ ჯერზე, ჩვენი იალქნიანი ნავები მიიწევენ იქ, სადაც გველოდებიან ადამიანები, რომლებმაც არ იციან რომ ჩვენ მივალთ. ჩვენ კი უთუოდ მივალთ ჩვენსავე ნაპირზე, ჩვენივე ნავებით. გავივლით შუაღამის ტალღებთა ღელვაში, გადავლახავთ ჰორიზონტის ხაზებს, გავბედავთ ოცნებებს, ვიტირებთ უფლის იმედად დარჩენილები და როცა ხმელეთი გამოჩნდება, გავაცნობიერებთ რომ მთელი ეს დრო ... ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მარტო. მხოლოდ იმ „ღამეში“ ვცურავდით, სადაც ჩვენი „დღე იბადებოდა“. ჩვენ მივაღწევთ ხმელეთს და ვნახავთ, რომ ჯერ უნდა გეტკინოს ბედნიერების დანახვა რომ ისწავლო. რომ ჯერ უნდა დაღამდეს დღემ რომ გათენება შეძლოს. თუ შენი იალქნიანი ნავი ჯერაც ღამის ოკეანეში დაცურავს, არ დაღონდე, ხმელეთზე გელოდებიან, შენი მზე კი მალე გამოანათებს. ბოლოსდაბოლოს ამ სიბნელეშიც ხომ არა ხარ მარტო. -ოდესმე შეძლებ რომ მაპატიო?!-მილიონ ნაწილად იყო დამსხვრეული დედის ხმა. -ოდესმე აუცილებლად.-ჩანთას ალაგებდა ვანიკო. -რატომ დათანხმდი მათ შემოთავაზებას?! -ოდესმე გავიგებ. -ვანიკო... -მამას მოუარე, ეცადე არასდროს გაიგოს არც შენი და არც ჩემი ამბავი. არ დამირეკო, თუ ცუდად არ გახდება. კარგი!? -მე რატომ არ ... შენ, მკვლელი არ ყოფილხარ, შენ ვერ გენდომებოდა მისი მოკვლა.-ატირდა ქალი. -არ მნდომია. -მომიყევი შვილო ... მომიყევი და უფრო ... -რა მოგიყვე, შემომაკვდათქო?!-მზერა გაეყინა ბიჭს.-ეგ გითხრა?! სამმა კაცმა ვერ გამაკავათქო?! ხელი სახეზეც არ აუფარებია თავდაცვის მიზნითთქო?! იცოდა ეკუთვნოდა, თვალებში მიყურებდა და ყველა დარტყმას კაცურად იტანდა. იცი რომ მეზიზღება ამის გამო?! -რის გამო?!-მწარედ აქვითინდა დედა. -ერთხელ მაინც ეთქვა ... ერთხელ ეთხოვა ... იქნებ გამეანალიზებია რასაც ვაკეთებდი, იქნებ დღეს მკვლელი არ ... -არ ხარ, შენ მკვლელი! -ვარ, შენ მაქციე მკვლელად, გესმის?! შენ მაქციე!-ოთახიდან გაუშვა და მძიმედ დახურა ოთახის კარი. გულში რაღაცამ ძლიერად უჩხვლიტა. ტელეფონზე ილიამ დაურეკა. მამამისს დაემშვიდობა, ჩანთა აიღო და წავიდა. დონღვანმა, ტატომ და დათამ მიაცილეს აეროპორტამდე. ვერავინ იგებდა ამ გადაწყვეტილების აუცილებლობას, მხოლოდ ილიკო, ვანიკო და სადღაც ძალიან შორს, ვატო დევდარიანი. წავიდა. გაფრინდა იმ თვითმფრინავით, რომლითაც მელანია დონღვანი დაუბრუნდა მზის და ხედების ქალაქს. იჯდა ცარიელი საწოლის კიდეზე და დახურულ ფანჯარაში უყურებდა ტაატით მონარნარე ჭადრის ფოთლებს. მოდუნებული სხეული მხოლოდ იმის აღქმას ასწრებდა, რომ - დატოვეს. უჩვეულო ქარი ქროდა ოთახში, სადაც არც ფანჯარა და არც კარი ღია არ ყოფილა. ცივი და სუსხიანი აწმყო თითქოს შავ-ბნელ აჩრდილებად გადაქცეულიყო, აქეთ-იქით აწყდებოდა კედლებს. თეთრ ფურცლებზე ლამაზი კალიგრაფიით ეწერა სიტყვები: „მართლა ყველაზე ლამაზი ვიყავი, ივიკო?“ გული ჩაწყდა. მთელი ოთახი დატრიალდა. თითქოს სუნთქვა შეეკვრა განახევრებულს. „ეგეც ვერ დაგანახე.“ ამოიხრიალა ღონემიხდილმა და ცარიელ საწოლს მიაშურა ცოდვით დამძიმებული სხეული. *** ოთხი წლის შემდეგ -ანუ არ მომყვები ცოლად! -არ მოგყვები.-არხეინად იყო ნინა ატუზული ილიას მხარზე და გმირულად აიგნორებდა ბექას გაგიჟებულ სახეს. -ანუ არ მომყვები! -არ მოგყვები-მეთქი. -რატო, გოგო, რატო შე ოხერო, შეხედე რა ბიჭია, ლამაზი, ტანადი ... ნასწავლი, დიდებული ოჯახის შვილი, დედა კონსერვატორიაში ასწავლის, ბაბუა რაიკომის მდივანი იყო, ბებია დიდებული დიასახლისი, მამა ... -საბა მაჩაიძის ძმაკაცია ბოლობოლო.-თქვა დათამ და ბავშვების ხარხარს კმაყოფილების ღიმილით შეხვდა. -ნუ, ეს ის რეგალიაა, შენ კიარა ნახევარი თბილისი ფეხზე უდგება, შენ რას უწუნებ ამ ოქრო-ბრილიანტ კაცს?!-შეშფოთდა საბა. -ჩამოყალიბებული შიზოიდია, ავადმყოფი და ფსიქიკურად არამდგრადი.-მშვიდი იყო ნინა. -ვისი ბრალია მერე, ვისი!?-აყვირდა ბექა. -ვისი ბრალია?!-გაოცება გამოესახა ნინას. -ვისი ბრალია?!-თვალები უფრო დაქაჩა ბექამ. -აი, აი, ამაზე ვიძახი მეც. უყურეთ როგორ გიჟდება ორ წამში.მე მჭირდება ვინმე ვინც ჩემს რთულ ხასიათს ... -სასტიკს.-ჩაასწორა ტატომ. -ჩემს სასტიკ ხასიათს რბილად მოეკიდება. -კი, ბატონო.-ჩაილაპარაკა ბექამ. სკამი ხმაურიანად დასწია უკან და ადგომა დააპირა ნინას ხმა რომ დაეწია. -ოჯახზე ასე სერიოზულად ნუ ილაპარაკებ თუ იუმორზე უბრალოდ დგები და მიდიხარ, კაი?! -ეგ შენი საქმე აღარაა, მე რას და ვის მოვეკიდები სერიოზულად. ჩემნაირ ფსიქიკურად არამდგრადს ჭკუა არ მოეკითხება, ხო ეგრეა?! ხოდა მდგრადი შენ იპოვე. კაი?-დაამატა ირონიით და უკან მოუხედავად დატოვა კაფე გაბრაზებულმა. -მემგონი ეწყინა.-ჩაილაპარაკა დათამ. -არ იყავი მართალი.-მშვიდად დასძინა ილიამ.-მიამ რომ ასე მელაპარაკოს, მე ძალიან მეწყინებოდა, მილიონჯერ გითხარი ასეთი უხეში ნუ ხართქო. -დავურეკო?!-ილიასგან შენიშვნის მიღება არ მოეწონა პატარა დონღვანს. -არა, ახლა აღარ აქვს აზრი. ეგეთ ნაბიჯს რომ დგამ, უკან დახევა შენსავე არასერიოზულობაზე უსვამს ხაზს. არ გიყვარს შენ ბექა და გაუშვი თავის გზაზე. -რეებს ეუბნები?!-გაგიჟდა მია. -მართლა რეებს მეუბნები?-თვალები აუწყლიანდა ნინას.-ბექა თუ არ მიყვარს, აბა ვინ მიყვარს?! -შენი თავი.-წარბი უკმაყოფილოდ აზიდა ილიამ.-ვინც უყვართ, ნინა ასე არ ელაპარაკებიან! დაიღალა ის ბიჭიც, ოთხი წელია დაგსდევს. -ჯერ ერთი შეყვარებულები ვართ!-ცრემლები ესირცხვილა და თავი დახარა დონღვანმა. -შენ რას ეძახი შეყვარებულობას?! კინკლაობას და შეურაცხყოფას ?! მოგეწონება ეგ რომ ბექამ თქვას?! -შეუტია ილიამ. -თუ გავითვალისწინებთ რომ რაღაც დოზით სიმართლეა ...-ჩაიქირქილა საბამ.-რა, არ ხარ ფსიქიკურად არამდგრადი?!-შეიცხადა გაოცებულმა. -არა!-აკივლდა ნინა. -დაურეკე მოგვაინებით და ბოდიში მოუხადე, უთხარი რომ საკმარისად არ გიყავრს და დაიშალეთ. -ილიკო, რატო იძახი მაგას!-ატირდა გაწითლებული. -იმიტომ, რომ ასე მაფიქრებინებ. -მიყვარს მე ბექა.-ტიროდა და ფეხებს ერთ ადგილას აბაკუნებდა. -აბა ცოლობაზე უარი რატო უთხარი?! თან ყველას თანდასწრებით?!-სიცილს ძლივს იკავებდა დათა ძნელაძე. -რა ცოლობაზე, ხუმრობდა, დათა!-ხავს ეჭიდებოდა ნინა. -ეს არ არი ჯანმრთელი, გუშინ მე, მია და ტატო სამი საათი ვარჩევდით შენ ბეჭედს, ბოლოს ივიკო და ნიკოლა დავიხმარეთ ისე გავიჭედეთ! ეს არ არი-მეთქი, ჯანმრთელი, არა, ოჯახს ჰყავს სამკურნალო!-აკივლდა საბა. -რა?!-ნერწყვი ძლივს გადაყლაპა ნინამ. -დაურეკე და დაშორდი. მაგარი დაუნახავი ბავშვი ხარ, ის ვერ გათვალე ამხელა გოგომ, ბექა ის კაცი არ იყო ეგეთ თემაზე ეღადავა თან ვისთან?! შენთან! -ილია!-თვალები დაუქაჩა მიამ ილიკოს.-ტირის! -იტიროს, ღირსია. შენ კიტრის მწნილი ხოარ გინდა ...?! -არა ... მაგრამ რაღაც მინდა ... კი.-ამოიბურტყუნა მიამ და გამობერილ მუცელს მიეფერა ხელის გულით. -რა?!-გაეღიმა ილიას. -სიმინდის მწნილი. -აღარ შემიძლია!-სიცილი აუვარდა დონღვანს. ისმენდა საბას ტელეფონით ბექა თავდიდიშვილი ყველაფერს და ღიმილს ვერაფრით იკავებდა. საბას ზარი გაუთიშა და მამამისის ნომერი აკრიფა. -ჰო, მა უცებ მითხარი, სად არი შენი ნინაჩკა და რომელ კორპუსს გავუთიშოთ დენი, ჩვენი სამინისტრო ხო სულ მაგიტო ვდგავართ ფეხზე როდის დაჭირდება ჩემ თავხედ შვილს შუქის გათიშვა და ქალაქის დაბნელება! რა გინდა, შე აბეზარო, ავაზაკო რა! -ცოლი მომყავს მა. -ვა, დღეს?!-შეყოყმანდა ბექას მამა. -ჰო. -ანუ ... რა არეალზე გავთიშოთ დენი?! -აუ, გამოდი ამ ელექტრო ენერგიიდან! ცოლი მომყავსთქო. -სერიოზულად? -დიახ. -იცოდე ახლა სიხარულის გამოხატულებისთვის მთელ თბილისში დენი ტყუილ-უბრალოდ რომ გამომართვევინო, სახლში არ შემოგიშვებ! -დაანებე ამ თბილისს თავი, ბებოსთან და ბაბუსთან დარეკე, მანდ წავიყვან და მზად იყვნენ. -უხ, შენ შემოგევლე, ჩემი კაცი! მომესწრო ბიჭი, ნუგზარი!-აყვირდა უფროსი თავდიდიშვილი.-გათიშე აღმოსავლეთში მთლიანად. -კი მაგრამ ...-დასცდა საწყალ ნუგზარს. -მამა, დაანებე მეთქი დენს თავი!-სიცილი ვერ შეიკავა ბექამ. -როდის მოგყავს, მამა შემოგევლოს, შენ! -დღეს, ღამით. -ხოდა, სოფელში გავთიშავ, მამა. არ გადამრიო, სადმე გამათიშინე დენი! ცოლი მოყავს ჩემ კაცს!-ყვიროდა გახარებული. -მსხვერპლის გარეშე არ შეილება?-სიცილს ვერ იკავებდა ბექა. -არა! არაფრით! -ჯიგარი ხარ, მა. -უხ, ჩემი კაცი, ჩემი ბიჭი, ყოჩაღ. შენ, რომ დაიბადე ბაბუაშენმა გათიშა მთელი ქალაქი, შენ რომ შვილი გეყოლება, მე გავთიშავ მთელ საქართველოს! -მასე ქენი!-გაეცინა ბექას და ტელეფონი გათიშა მისკენ მიმავალ ბიჭებს რომ მოჰკრა თვალი. -მოკლედ დღეს მიაკოსთან იქნებიან, გამთენიის სამზე ჩემი დის ფრენა არი პრაღიდან. სამის ნახევარზე იქ უნდა ვიყოთ, ანუ შენ მოხვალ ... -ორზე. -ორ საათზე. ყოჩაღ! -ვახ, ილიკო მერე ცემას მირჩევნია ახლა მცემო, მიდი ჰა!-სახე მიუშვირა ბექამ და თვალებდახუჭული დაელოდა როდის მოხვდებოდა ილიას მარჯვენა. -ნინა, რომ ამიტირო დაგითვლი ყველა ძვალს, ხო კარგად გაიგე?!-ხმა დაუსერიოზულდა დონღვანს. -გავიგე. -ბიჭო, ყველაფერი ხო, მარა ნინას მოტაცების გეგმას შენვე თუ დასახავდი, მაგას რას ვიფიქრებდით?!-სიცილი აუვარდათ ტატოს და დათას. -წავედით, დავიშალეთ. ინა ჩაულაგებს პატარა ჩემოდანს და ჯერ ჩემთან გაიარე, რომ გამოგატანოს. მომკლავს ბიძაჩემი და ბიცოლაჩემი, რა დაამაგრებთ იმათ ამერიკაში წარმოდგენა არ მაქვს. სად ჯანდაბაში იყიდება სიმინდის მწნილი?! -ისე, ერთი შვილი გყავდეს და იმასაც თავდიდიშვილი გტაცებდეს, რავიცი, რავიცი ...-ჩაიქირქილა ტატომ. -რა გინდა, გცემო?!-აყვირდა ბექა. -აბა შენ იცი, ბექა ექიმო, შეუდექით ცხოვრების ამ მძიმე ჭაპანს.-წარბები სასაცილოდ აათამაშა დათამ. -კაი, ნუ ეუბნებით ეგეთ რთულ სიტყვებს, ხო იცით რო იგრუზება!-თავზე ხელი გადაუსვა მზრუნველად საბამ ბექას. -მოდი აქ ... არ გაიქცე!-ყვიროდა ბექა და მანქანისკენ გაქცეულ საბას ემუქრებოდა. -კაია ბავშვობა! იმ ღამით მელანია დონღვანი საქართველოში დაბრუნდა და იმ ღამით ნინა დონღვანი „მოიტაცეს.“ თითქოს ღამე იწყებდა გათენებას, იალქნიანი ნავები უახლოვდებოდნენ თავიანთ ნაპირებს. -შენ თუ დილის ექვს საათზე, მე იმისთვის მირეკავ, რომ დაბლა ხარ და სიურპრიზს მიმზადებ, შენ ვერ გამოგხსნის ჩემი ხელიდან ვერც ერთი ძალა!-ღმუოდა კოლა ასლანიკაშვილი და საბას ზარს წინასწარი საყვედურით პასუხობდა. -არა. -ომი დაიწყო?! -ერთგვარი. -დაგვარტყეს? -შეიძლება ასეთ ითქვას. -რა იყო, ვინმემ ლუქი დაგიწუნა და ჩემთან უნდა გაასაჩივრო?! -არა. -საბა, რა სერიოზული ხარ მაშფოთებ, შეიძლება ძილიც კი დამიფრთხო. -ადექი. ტელეფომი გაუთიშა და დაელოდა როდის ჩამოირბენდა კიბეებს კოლა კარის გასაღებად. დიდხანს ლოდინმა არ მოუწია, მალევე გაიგო კარს იქით ხმაური. -აჰა, ეს დამპალი გასაღები და ატარე ხოლმე. ნუ დამღალე, ნუ შემჭამე! -მელანია დაბრუნდა საქართველოში.-კიბეზე ადგმული ფეხი გაეყინა კოლას, უკან მობრუნდა ნელი ტემპით და ძმას დააჩერდა. -რაო?! -ყავა გამიკეთე და მოდი! -გამაგებინე რომელ საათზე იღვიძებ ამდენი ამბის გაგებას რომ ასწრებ ?!-ეცინებოდა კოლას და სამზარეულოში მიიკვლევდა გზას. -არ არი ახლა ამ ცხოვრებისეულ რჩევებზე სალაპარაკო დრო. დამისხი ყავა და დაჯექი. -დაიწყე!-თვალები აატრიალა კოლამ. -რუდუნებით მომისმინე. -გისმენ. -ბექამ მოიტაცა ნინა. -ვულოცავთ სულით და გულით. -მაცადე. -განაგრძე. -ქორწილი აქვთ ერთ კვირაში. -დიდებულია! -დაპატიჟებული ხარ, შენც და ივაც. -მე კარგი ბექა დამპატიჟებდა მაგრამ, ივა?! -უარესი გითხრა?! -მიდი. -გაგაგიჟო?! -გაგლახავ, ახლა. -დონღვანების მხრიდან არი მიწვეული ... არა, ბექაც პატიჟებდა, უბრალოდ ისე მოხდა, რომ დონღვანების სიაშიც აღმოჩნდა. -დაიფიცე აბა. -დედ ... დაიფიცე შენ თუ კაია! -არ წამოვა გამორიცხულია.-სიცილი ძლივს შეიკავა საბას ლამის წაცდენილ „დედას გეფიცები-ზე.“ -ამიტომ ვარ დილის ექვს საათზე შენთან, თორე კიარ მეხალისები. -ოხ?!-სიცილი აუვარდა კოლას. -შენ უნდა დაითანხმო, ოღონდ ისე რომ ვერ გაიგოს მელანია რომ დაბრუნდა. -ვაუ. თქვენ ივა დევდარიანი ვინ გგონიათ?! -შენი ძმაკაცი. -მერე რატო იფიქრე, რომ უკვე არ იცის მისი ცოლის დაბრუნების ამბავი?! -მიდი დაურეკე აბა. -შენ და ... ეს სულ შენი იდეა იყო თუ დაგეხმარა ვინმე?! -შენ მე ვინ გგონივარ?!-იუკადრისა საბამ. -საცემი ხარ!-თავი გადააქნია და სასწრაფოდ აკრიფა დევდარიანის ნომერი. * ქორწილში წასვლას არ აპირებდა, სანამ ირინა არ ჩაერია საქმეში. ბოლო პერიოდი ჯანმრთელობას უჩიოდა ქალი, ამიტომაც აღარ აწვალა ბევრი და კოლას ბოლო წუთს დაურეკა, თუ წასული არ ხარ გამომიარეო. უზარმაზარი დარბაზი თეთრი ტიტებით მოერთოთ მოწვეულ დიზაინერებს. საოცარი სანახავი იყო სიძეც და დედოფალიც. საბა როგორც მეჯვარე სრული მაშტაბით აკონტროლებდა პერიმეტრს. იცოდა რომელ მაგიდაზე ცივდებოდა კუჭმაჭი და რომელ მაგიდას აკლდა ნიგვზიანი ბადრიჯანი და თამადის მიერ წარმოთქმულ რომელ სადღეგრძელოში უნდა დაექაჩა თვალები დათა ძნელაძისთვის, რომელსაც თავის მხრივ ფეხზე უნდა წამოეყენებია ბექას დიდი ბაბუა. სამწუხაროდ უფროს თავდიდიშვილს ყურსაც აკლდა, თვალსაც და სახსრების მწვავე ტკივილსაც უჩიოდა, მაგრამ ქორწილში მაინც ერთ-ერთ ყველაზე საპატიო წევრად ითვლებოდა. -ბექა, ჭამე რა რამე ... დღეს არაფერი გიჭამია.-წუწუნებდა ნინა. -ყურებს არ ჯერათ, თვალებს არ ესმით!-იცინოდა საბა და მოკისკისე მელანიას გაწვდილ ხელს თავისას ურტყამდა. -აბა, გუგულებო ...-ილია და მია გამოჩნდნენ მათ წინ.-რას შვრებიან საბუ, ხოარ აფუჭებენ რამეს?! -მე აქ არ ვარ?!-გაიჭიმა სასაცილოდ საბა და ახალმოსულ სტუმრებს შეავლო მზერა. დარბაზში შესულმა კოლა ასლანიკაშვილმა და ივა დევდარიანმა, მალევე მიიქციეს ხალხის ყურადღება. -კოლა, მე ახლა მელანიას ვხედავ დედოფლის გვერდით?!-მეგობრის გასაგონად ჩაილაპარაკა ივამ და შავი ტილოს პერანგი შეისწორა. -არ დაიწყო ახლა ხტუნვა და თამაში, სერიოზულად. -რა გააკეთე?! რატო არ მითხარი თუ ... -ხელები გაეყიდა დევდარიანს.-შენ, ხო არ აფრენ, ბიჭო?! -ძნელაძე მოდის ჩვენკენ, წყნარად. -ბიჭებო, წამო თქვენი ადგილები შევინახეთ!-საქმიანი იერი ჰქონდა დათას.-ვიცოდით, ცალ-ცალკე არ დაიშვებოდით და ... -მე უნდა წავიდე,რა.-სახე შეუწუხდა ივა დევდარიანს. იგრძნო, თითქოს რაღაც ახრჩობდა. -არ უნდა წახვიდე, დამიჯერე.-გაეცინა დათას.-საკმარისი დრო გავიდა რაღაცების დასავიწყებლად და ცხოვრების გასაგრძელებლად. არ აწყენინო რა ბექას. მთელი გულით დაგპატიჟა. -მივულოცავ და ... არა, გადაეცი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე ... აუჰ!-ბექას დანახვაზე ნირწამხდარმა ივამ თავი დახარა.-გილოცავ, ბექუნა! ბედნიერად შეგაბეროთ ერთმანეთს ღმერთმა! -გაიხარე, ისე გამიხარდა რომ მოხვედით. ძმები ხართ, რა. დათა, აჩვენე ადგილები?! -კი და არ მომყვება დევდარიანი. ცოლის ძმამ შეაშინა.-სიცილი აუვარდა დათას. -ბიჭო, რა შუაშია!-შესძახა ივამ და მიხვდა ხმამაღლა მოუვიდა.-აუ, დათა. -ივა, შენ ახლა აქ უნდა იყო!-ორაზროვანი ღიმილით დასცხო მხარზე ხელი ბექამ ივას.-თუ დაგვიჯერებ, ასე ჯობია ყველასთვის! -წამო, დავჯდეთ!-მსუბუქად უბიძგა კოლამ მაგიდისკენ და ბიჭებს თვალი ჩაუკრა მომღიმარმა. -მამამისი ისე მიყურებს ჩანგლის გვერდით დანა რომ უდევს, იმით გამფატრავს ზუსტად ვიცი!-ზუზუნებდა ივა.-ეს როგორ გამიკეთე, ბიჭო! შენ, ძმაკაცი ხარ მაგის მერე?! -ძმაც ვარ! -ძმა კიარა ... საცემი ხარ! მოშორებით ისხდნენ დონღვანების მაგიდასთან ილია და მია. -თმები არ უნდა გამეშალა ... ახლა მაწუხებს და ლამაზად ვერ ვიკრავ.-წუწუნებდა მია. -რომ ჩაიწნა?!-ეღიმებოდა ილიას თავისი ორსული ცოლის „წუხილზე.“ -ვერ ვიწნი, ილიკო. მიყურებ რამხელა მუცელი მაქვს?! -რატო ყვირი, პატარა?!-თმებზე წაეთამაშა გოგონას. -ნუ მიშლი ნერვებს, ამხელა თმა როგორ ჩავიწნა, თან ლამაზად! ყველა ფოტოებს იღებს. მე ვიქნები გიჟივით, იმიტომ რომ ვერ ვიწნი თმას. ვერც ვიკრავ! რატო მოვდიოდი საერთოდ! ფეხზე წამომდგარ ილიას გაკვირვებული მზერა გააყოლა გოგონამ. ზურგს უკან ამომდგარმა დონღვანმა ფრთხილად გაჰყო მიას თმები სამ ნაწილად. -თუ დაგაწიწკნი მითხარი.-მთელი სხეული მოუდუნდა გოგონას ქმრის თბილ ხმაზე. -მიყვარხარ, ილიკო.-ამოიტირა მიამ. -მომე შესაკრავი.-ეცინებოდა დონღვანს. -აჰა.-გაუწოდა შავი შესაკრავი გოგონამ. -ხო, არ გიჭერს?! -უფრო მიყვარხარ.-ეტირებოდა მიას. -მანქანაში იცი რა მაქვს?! -რა გაქვს?!-ლუღლუღებდა მია. -სიმინდის მწნილი, ხომ მოგეწონა?! -შემიყვარდა. -მე თუ სიმინდის მწნილი. -სიმინდის მწნილი.-ვეებერთელა ცრემლებით ტიროდა მია. -დედიკო, რა გჭირს?!-შეშფოთდა წინა სკამზე მჯდარი ინა.-ბავშვს მუცელი ხომ არ ეტკინა, ილიკო!? -არა, დე. მწნილს უხსნის სიყვარულს და სენსიტიურია. -მაშინ კარგი.-გაეცინა ქალს და თბილი მზერა მოავლო წყვილს. -ჯონჯოლი მინდა, ილიკო. შენ თეფშზე გადმოიღე რა. -რატო?!-იცინოდა ილიკო და ჯონჯოლს ეძებდა თვალებით. -გითხარი ნუ მისვამ ამ კითხვასთქო. თვითონ პილპილი არა, აი ის „ხრაშუნამუები,“ რომ აქვს ეგენი. -აჰა. -თეფში გაცალეთქო, გითხარი?! -ეჭვი რომ არ აიღონ, ცოტას მეც შევჭამ, ხო?! -ეს კარგი მოფიქრებაა!-მოუწონა იდეა ცოლმა ქმარს. -ჭამის დროს ლოყები გებერება, ახლა უფრო ვიდრე ადრე. მაგ დროს ხარ ყველაზე ლამაზი, იცოდი?!-ყურთან ეჩურჩულებოდა ჭამაში გართულ მიას ილია. -ახლა უფრო რას ნიშნავს ანუ რა?! მოვიმატე?! -გოგო, შენ კიარა, მეც მაგრად რომ მოვიმატე, მიაკუნა?! -ასე რომ მეძახი, ვხვდები რომ რაღაცის თხოვნა გინდა, მიდი, გისმენ!-წარბები ამაყად ასწია მიამ და კიდევ ერთხელ შეათვალიერა სუფრა. -გთხოვ, ოღონდ არ მთხოვო რომ ... -ილიკო, გეხვეწები, ის ნამცხვარი მინდა ... აი, ხრაშუნა რომ აქვს ბისკვიტთან ერთად გული. -აი ... აი! -რა?! -არაფერი. აჰა, შენ ნამცხვარი და ჭამე შენ თეფშზე! მთელი დრო ისე გავიდა მზერაც კი არ გაქცევია მელანიასკენ. იჯდა თავდახრილი და უყურებდა ტელეფონში კალენდარს საბა რომ მიუახლოვდათ. -აბა, ჩემი პანაშვიდიდან გადმოხვეული ძმები, როგორ ხართ?! როგორ ერთობით?! -რომ კითხო ორიათას ოცდარვა წელს ოცდაექვსი აგვისტო რომელი დღე იქნება გიპასუხებს!-ამოიბურტყუნა კოლამ. -დონღვანებმა ქორწილში ამიტომ მოგიწვიეს?! ეგ არი შენი სიყვარული?! ივა, შენ ხო იცი როგორ პატივს გცემ, მაგრამ ამ დღის მერე აღარ თქვა მელანია მიყვარდაო!-თვალები დაექაჩა ასლანიკაშვილს საბას მონოლოგზე. -ბატონო?!-ვერ გაიგო ივამ. -გოგოსთან რვა ბიჭი მივიდა გამოსაცეკვებლად, ეს შენ გარდა არავის უყურებს და შენ ზიხარ და კალენდარს იზეპირებ! რავიცი, მე შეყვარებული კაცი სხვანაირი წარმომიდგენია. -საბა, არ გაილახო.-სიმწრისგან გაეცინა ივას. -არც მაგის შემშინებია ოდესმე. აი, შენ, მაგრად რომ გეშინია ჩემი მაგიდისკენ გამოხედვა, მარტო მე კიარა, ოთხას კაცს უმტკიცებ ... ბექას მამის სამინისტროს ხალხის ჩათვლით, ეგენი აღარ დაგვითვლია!-აყვირდა და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას.-არ მითხრა გამოვიცნობ, ჰექტორი ძიძიგურის კაბა არი! ეგრეც ვიცოდი!-ეხითხითებოდა მეორე სუფრიდან თავის ნაცნობ გოგონას და თვალებით ეძებდა ამდენ ნაცნობში იმ ერთადერთს. -ბიჭო, ივიკო მირეკავს და ვერ ვურეკავ ... გადი, რა გადაურეკე.-მუხლზე ხელი დასცხო კოლამ ივას. -შენ წადი. -ალავერდს არიან ჩემთან, შენ რა მართლა ხელი აიღე ყველაფერზე, უზნეო! -აუ, აი, დამღალეთ რა დღეს!-სახე მორყეული გაემართა გასასვლელისკენ. ეზოში მელანია იდგა. -აი, შენ თუ არ გცემო, ნიკა, მე არ ვიყო ... -რატო ცემ?!-გაუღიმა თბილი, მონატრებული მზერით და მზერა მანქანიდან მასზე გადაიტანა. -არ უნდა მაგას მიზეზი, ყოველდღე საცემიათქო ვიძახი და არ მიჯერებენ.-ჩაილაპარაკა თავისთვის.-ჩამოხვედი?! -არა, პრაღაში ვარ ... სტარომესტკის საათთან ვდგავარ და გიცდი.-ხელები დაუბუჟდა ივას. -ყველაფერს მართლა თავისი დრო ჰქონია, ხო?! -ხო. -კარგად ხარ?-ხმა ჩაუწყდა ივას. -ჯერ არ ვიცი. -გასაგებია. -რა არი გასაგები?-გაეღიმა მელანიას. -ჯერ ისევ ვერ მოიშუშე ჩემი არაკაცობა.-გაეღიმა ივასაც. -ბებო და ბაბუ როგორ არიან?! -ნორმალურად, კარგად. -ვინახულებ აუცილებლად. -გაუხარდებათ.-ინსტიქტურად სცემდა პასუხებს. -ირინა და ბატონი დიმა?! -ირინას ღვიძლის პრობლემები აქვს, სხვა არაგვიშავს. -შენ ?! -მეც. -ტყუილები ისევ გიყვარს? -არასდროს მყვარებია. -როგორ არა, რამდენჯერ თქვი, ყველაზე ლამაზი ხარო.-კეკლუცი ღიმილი ვერ დამალა მელანიამ. -არ ვიცი, შენ როგორ, მე დღემდე ასე ვთვლი ... ჩემი ცოლი ყველაზე ლამაზი გოგოა. -უი, როგორი ამაღელვებელი იყო.-სიცილი აუვარდა მელანიას. -ნიკოლამ გამოგიშვა?! შენით არ მოხვიდოდი, ზუსტად ვიცი! -არა. -ტყუილები ...-და უნდა ეთქვა - გყვარებიაო - უკან მომავალი ილია რომ დაინახა ხელში სიმინდის მწნილის ქილით. -წავედით ... როგორ ხარ, ივა?! -კარგად, მადლობა. შენ?! -ორსული ცოლი არი შარი და პრობლემა. ხედავ რა დღეში ვარ?!-ენა ჩაუვარდა ივას ილიას ხმაზე.-წავედით თუ რჩები?!-გადმოხედა მელანიას საეჭვოდ მომღიმარმა უფროსმა დონღვანმა. -არა, წავედით.-ჩაილაპარაკა გოგონამ და ძმასთან ერთად შებრუნდა რესტორანში. სწრაფად აკრიფა ბაბუამისის ნომერი და მომღიმარმა ღრმად შეისუნთქა ცივი ჰაერი. -ჰო, ბაბუ.-გაისმა ივიკოს ხმა ტელეფონში. -შენი რძალი ჩამოვიდა. ორ წამიანი პაუზის შემდეგ იყო პასუხი: -როდის ბრუნდებით?! -მალე, რაც შეიძლება მალე!-სიხარულის მდინარეებმა იდინეს თითქოს ივას ხმაში. -ცოლს ხელი მოკიდე და სახლში წამოიყვანე. -ეგრე ვიზამ! -ღმერთი შენკენ, ბაბუ. მოხუცს გაუთიშა და უკან დარბაზში შებრუნდა. დონღვანების საერთო მაგიდისკენ აიღო გეზი და გიორგის გვერდით მდგარ მოკისკისე მელანიას ისე მიაჭრა, მხოლოდ მისი ხმის გაგონების შემდეგ გაანალიზა, ვის წინაშე იდგა. -ივიკო. -ვიცეკვოთ?!-არ უღიმოდა, არ სუნთქავდა, უძრავად იდგა და მელანიას თვალებში ეძებდა პასუხს, რომელიც ცხოვრებას თავიდან დააწყებინებდა. -უჩემოდ არ გააგრძელოთ.-გაუცინა ილიკოს და მამამის და ივას გაშვერილ მტევანს თავისი შეუერთა. არც ერთი ძრავდა სიტყვას. ტკბებოდნენ მხოლოდ უსაშველო მონატრების შემდეგ ... კვლავაც ნაგემი ნაცნობი სურნელით. მათ ირგვლივ ტრიალებდა ყველა და ყველაფერი. მომენტი იყო ისეთი ლამაზი, თითქოს ვიღაც იღიმოდა მაღლიდან. ირგვლივ რომ მიმოიხედეს და მიხვდნენ მუსიკა კარგა ხნის დასრულებული იყო, ივას მტევანს მოშორდა მელანიასი და ის იყო დევდარიანმა უკან გადადგა ნაბიჯი დონღვანების სუფრიდან რომ მოესმა ილიკოს ხმა. -ივა, მოდი სიყვარულის სადღეგრძელოა!-უღიმოდა, ისე როგორც უღიმოდნენ სუფთა სინდისის ადამიანებს. -ამ ჭიქით, ყველას დაგილოცავთ მეორე ნახევრებს,-დაიწყო უფროსმა დონღვანმა და ბავშვებს მოავლო მზერა.-თქვენი ცოლები ჯერ არიან „გოგონები,“ ასაკი რომ მოემატებათ, ეცადეთ მაშინაც „გოგონებად“ დარჩნენ. შეუნარჩუნეთ ბავშვობის წლები, მათ გულში პირველად სწორედ იმ პატარა ბავშვებმა შეგიყვარენ მთელი გულით. -აუ, გიორგი ბიძია!-ამოიტირა ნინამ. -ჩემი ვარკსვლავგოგონას თამადობით თქვენი გულის ვარსკვლავებს გაუმარჯოს, ბიჭებო!-გაეცინა ილიას. -ჩემი ნაზი, სიფრიფანა ნინას ... კაი, კაი, მოვრჩით!-ყველას სიცილის ტალღამ გადაუარა ბექას სიტყვებზე.-შენ რომ მიყვარხარ, ისე მხოლოდ სისუფთავე მიყვარს ამ სამყაროში.-გულში ჩაიკრა აცრემლებული პატარძალი სიძემ. უჩუმრად აპირებდა დალევას საბამ რომ იყვირა. -ივა, ჰა, თქვი! -კოლა, შენ ძმას ენა ძალიან ჭირდება?! მაგალითად რომ ამოვაჭრათ?!-გადმოხედა გვერდით მჯდარ კოლას ივამ. -გავაკავებ, თუ დაგჭირდი.-კოლას სიტყებზე და დათას ისტერიულ სიცილზე მათაც გაეცინათ. -ყველას თავისი სიყვარული ყველაზე ლამაზი გვგონია, ალბათ ... პირადად მე, არ ვიცი ... მე ისეთი გოგო მიყვარს, სხვებზე ლამაზი. ასე რომ ყველას თქვენ წილ სილამაზეს დაგილოცავთ. -სიყვარულს გაუმარჯოს, ბიჭებო!-შესძხეს ერთხმად და ყველამ ერთად შესვა სუფრის გამორჩეული სადღეგრძელო. -მა, შენ იცოდი, შენი ველოსიპედი მელანიამ რომ დაამტვრია, თურმე ივას გაუკეთებია და ჩვენ კართან დაუტოვებია.-დაიწყო ილიკომ და კოლას ჩაუკრა თვალი. -შენ საიდან იცოდი?!-თვალები დაექაჩა ივას. -შენი აზრით ჩემი და ოთხი წელი რას აკეთებდა?!-ჩაეცინა ილიკოს.-მა, მა ... ის იცოდი, ივა რომ მაგარი კონდიტერია?!-და ყველას ერთხმად გადაუარა სიცილის ტალღამ. გიორგიმ საცეკვაოდ გაიყვანა თუ არა მელანია მძიმედ დაეშვა ივას სხეული კოლას გვერდით. -არ გეგონოს, ვერ დაგინახეთ!-ჩაილაპარაკა და კოლას ღიმილზე თავადაც გაეღიმა.-რა გავაკეთე შენი ფასი?! -ხო, ხო.-ახარხარდა კოლა და მხარზე ხელი მოხვია ბავშვობის მეგობარს. ცეკვავდნენ მამა-შვილი და ყველა მათ უყურებდა. -პატიება უფრო რთულია თუ უპატიებლობა?!-დაიწყო გიორგიმ. -მის გარეშე ცხოვრება.-ხმა აუკანკალადა მელანიას. -ოთხი წელია ამ ბიჭს ვაკვირდები, არ გავს მატყუარას, შვილო. -მასთან რომ წავიდე, მამა დამნაშავე ვიქნები?!-ცრემლებით აევსო მელანიას თვალები. -აბა, რა იქნები, შვილო?! შენ სად მიდიხარ?! თვითონ უნდა მოვიდეს!-გაეცინა გიორგის და მელანიას სიფრიფანა სხეული ჰაერში რამდენჯერმე დაატრიალა. ცეკვა დასრულებული არ იყო მიკროფონში რომ გამოაცხადეს : -ყურადღებას ვითხოვთ, ბოლოს ვინ ნახეთ სალომე ხარატიშვილი?! გთხოვთ, თუ ვინმემ იცით მისი ადგილსამყოფელი, აქ მობრძანდით. -ვინ არი სალომე ხარატიშვილი?!-გადმოხედა კოლამ ილია დონღვანს. -დულსინია დოლიძის ქალიშვილი.-ჩაიქირქილა ილიამ. -რა?!-თვალები დაექაჩა კოლას.-საბა ... საბაა! ... სად არი საბა?! -ვაიმე, დარეკეთ რა პოლიციაში?!-გაიგონა თუ არა გვერდით მდგარი ქერა ქალბატონის ხმა სასწრაფოდ მოუბრუნდა და შეშფოთებულმა იკითხა: -რა პოლიცია, ქალბატონო, ღუპავთ ახალგაზრდა ბიჭს?! ბიჭებს სინქრონში აუვარდათ ისტერიული სიცილი. არ იყო გასული ოცი წუთი, ხალხი უკვე იშლებოდა, კოლას ტელეფონზე საბამ რომ დარეკა. მრგვალი მაგიდის ირგვლივ შემოიკრიბნენ და ხმამაღალ რეჟიმზე მყოფ ტელეფონს დააჩერდნენ: -კოლა!-გაისმა საბას ხმა.-ბიჭო, მემგონი გოგო მოვიტაცე! -მერე რა ნობელის პრემიის ლაურიატივით იძახი, გააფრინე?! მოაბრუნე მანქანა, გეძებენ, შე უდღეურო!-ყვიროდა კოლა. -აუ, შენ ძმას მე თუ ვინმემ მომაგნო და მერე ილიკოსთან ნაძმაკაცარს დაჭერა გამიბედეს, აღარც ყოფილა საშველი! ივა, მანდ არი?! -აქ ვარ.-გაეცინა ივას. -ბაბუაშენთან მიმყავს, აბა მე ბაბუა არ მყავს და სოფელი მითუმეტეს. ხო მიგვიღებს?! -აბა, რას იზამს, ბიჭო. -სალომეს უთხარი არ ინერვიულოს, თინა ბებოს იქ ისეთი ლამაზი კაბები აქვს და ისეთ მაგარ ხაჭაპურებს აცხობს, წამოსვლა აღარ მოუნდება.-ჩაერია მელანია და ჟრუანტელმა დაუარა ყველას, ივას სახეზე. -ჯიგრები ხართ!-ბედნიერი იყო საბა. -ბიჭო, ხო თანახმა იყო?!-იკითხა ბექამ. -აბა, მოძალადე ხოარ ვარ?!-გაიოცა საბამ.-სალომე, გადავიჩეხებით ასე სადმე, არ ვიცი ჯერ კარგად ტარება ... კარგი, მოკლედ, აბა თქვენ იცით, კარგად გაერთეთ. მიყვარხართ და რავი. იამაყეთ რომ მიცნობთ, რა. მეტი რაღა დაგრჩენიათ და რავიცი ... ყველაფერი კარგად იქნება ... არ იქნება და რავიცი ... არ იქნება უსაშველო! -ეს იდიოტი, ეს იმბეცილი, ეს ნაკლები!-ყვიროდა კოლა. -აუ, ილიკო.-ამოიტირა მიამ.-მე რატომ არ მომიტაცე?! -გინდა ახლა მოგიტაცო?!-გაეცინა ილიას მიას გადაფიქრებულ ტირილზე. -მინდა!-აჟიტირდა გოგონა. ორი დღის შემდეგ თბილისში დიდი გამოფენა ჩატარდა. კოლას გაგზავნილ ბილეთს დასჩერებოდა ივა და ეცინებოდა გულში თავისთვის. „მხატვარი, მელანია დონღვანის ნამუშევრების გამოფენა დღეს 19:00 წუთზე.“ მოემზადა და წავიდა. უზარმაზარ გალერეაში, ბებიამისის, ბაბუამისის, თავისი სოფლის ხედების, ცხენების და თავისი სურათი რომ დალანდა გული შეუქანდა დევდარიანს. უზარმაზარი ნახატის წინ, სადაც ივა დევდარიანი ზურგშექცევით იყო დახატული ჩანდა როგორ უყურებდა შორიდან პატარა გოგონას - იდგა მელანია დონღვანი და სურათს მისჩერებოდა. -ცოლად გამომყვები?!-გაისმა ზურგს უკან ივას ხმა. -ჯერ პაემანზე დამპატიჟე. -ყავა გულს გიჩქარებს, ჩაი სიცარიელეს დაგიტოვებს და ბამბის ნაყინი გინდა?!-გაეღმია ივას. -მინდა. -წამოხვალ ჩემთან ერთად სოფელში?! -წამოვალ. -ჩაიცმევ ჭრელ კაბებს და დარგავ ყვავილებს?! -ჩემ შვილს თუთასაც დავარქმევ. -თანახმა ვარ ვიყო შენი ქმარი, აგიშენო სახლი, გვქონდეს დიდი ბაღი, ვიყოთ ჩვენ და ჩვენი ბავშვი.-დაიჩურჩულა თუ არა ერთხელ უკვე ნათქვამი სიტყვები, იგრძნო როგორ ჩაეჭიდა სუსტი მკლავები და სხეულებმა იპოვეს თავიანთი თავშესაფარი. ესეც ჩვენი ამბის - დ ა ს ა ს რ უ ლ ი მზე ანათებდა დედამიწაზე, ადამიანებს უთენდებოდათ ბნელი ღამეები. იწყებდნენ სიცილს და ოცნებას, ძლიერად უსმევდნენ ნიჩბებს ნავებიდან. მიიწევდნენ მათი ნაპირებისკენ, სადაც ყველას ელოდა თავისი ადამიანი. ღმერთის დრო არასდროს არ აგვიანებდა. ღამდებოდა და თენდებოდა დედამიწაზე. წვიმიან ამინდში, მზის იმედით, ჩვენ ვუყურებდით ცისარტყელას და ვიცოდით, რომ არ ვიყავით მარტონი, რომ ჩვენი გაზაფხული აუცილებლად დადგებოდა! ნახსენები ჟარგონებისა თუ ბარბარიზმების გამო გიხდით ბოდიშს, ვეცადე მოცემული სიტუაციები თუ დიალოგები რეალურთან ახლოს ყოფილიყო. თქვენი, ლიზა კანდელაკი 2023 წელი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.