ფსკერი 6
6 თავი მეა დილის ზმანებამ გამოაფხიზლა. ნარნარით , წამოდგა საწოლიდან, ასევე ნარნარით მიიღო აბაზანა , თხელი , მუხლს ცოტა აცდენილი კაბა მოირგო და საზაუზმოდ გაემართა. ბედნიერი იყო. მისი თვალებიდან, კაშკაშა შუქი იღვრებოდა. -სალამი ოჯახობა. მათ მიესალამა და სიანცე შეპარული ღიმილით სუფრას მიუჯდა. მისალმება და საუზმობა ერთი იყო. -შვილო, გუშინ, რა ხდებოდა რესტორანში? ნეა, მამისგან ასეთ კითხვას არ ელოდა. განა არ ეკითხებოდა ხოლმე?! უბრალოდ , გუშინ იმდენი რამ გადახდა თავს ეხამუშა თამაზისგან ეს კითხვა , მისთვის სიმართლის დამალვა , რომ უწევდა. -არაფერი მა. თქვა და წასასვლელად მოემზადა. -მეა, წავედით დაუძახა დას. მეა არ ამდგარა-მეა?! კვლავ დაუძახა. არც ამას მოჰყოლია შედეგი. მეა იჯდა, ფიქრობდა იმ დღეზე , როცა დავითმა აკოცა, დღეზე როცა მან მოწერა, დღეს კი სკოლაში სწორედ მისი თქმით მიდიოდა. იჯდა და ფიქრობდა , იმაზე თუ როგორი ბედნიერი იყო იმ წუთებში , როცა დავითი წერდა, როგორ ეღიმებოდა და უხაროდა ცხოვრებაში პირველად , ბიჭი რომ იჩენდა მის მიმართ ყურადღებას. უნდოდა ნეასთვის გაემხილა ეს ყოველივე. აქაურობას , ნეამ დააბრუნა. -ხო ნეა , რა იყო?! რა გაყვირებს ვაა.. -მეა, შენთვისვე აჯობებს ადგე და წინ გამიძღვე. მოთმინება დაეკარგა ნეას. -აუ, სულ რას იბღვირები?! საყვარლად დაეჯღანა მეა. ფეხით მიუყვებოდნენ ქუჩას. -მეა , არ აპირებ საუბარს?! ნეას უკვე მობეზრებოდა დუმილი. ამჩნევდა, მეას ცვლილებას და სიმართლეს ითხოვდა. -რაზე უნდა ვისაუბრო?! დაბნეული იყო მეა. -ხომ იცი , ყველაფერს ვამჩნევ. საკუთაი თავივით გიცნობ. ვიცი , შენს ცხოვრებაში არის ადამიანი , რომელიც ასე გაფიქრებს, გაღიმებს, გაბედნიერებს. მინდა, ვიცოდე ვინ არის. -აუ, სულ ყველაფერს როგორ ხვდები? ნეამ ჩაიცინა. -არ მომიყვები?! -სკოლაში სწავლობს. ერთ კლასში ვართ. მაგრამ არაფერი ხდება. გთხოვ ნუ მომაყოლებ რა ...შეეხვეწა მეა. ნეამაც ხელები ჩაიქნია. იცოდა რა მდგომარეობაშიც იყო და აღარ აძალებდა. -ხომ იცი, ერთადერთი რაც მინდა გული არ გეტკინოს. დროა, რეალობას თვალი გაუსწორო მეა. დღეს საკუთარი თავის გარდა არავის არ უნდა ენდო... -მე შენ გენდობი . -ეს ერთიდაიგივე არ არის. -როგორ არა, არის. მიყვარხარ, გენდობი. -გთხოვ დამასრულებინე. ქალაქში ნაბიჯი ვერ გადაუდგამს ადამიანს, შიში ბუდობს მის სულში . ფენებად ვართ დაყოფილნი და არავინ არ იცის ვინ, როდის , რა ვითარებაში დაგვადებს ხელს და წაგვიყვანს. ცხოვრება ბრძოლაა. აქ ადამიანებს ვებრძვით. გაიმარჯვებს , ის ვინც ხათაბალაში არ გაეხვევა. ამით შენ იცი რისი თქმაც მინდა. ადამიანები , რომლებიც შენს გარშემო ტრიალებენ , თავს ბევრჯერ დაგახრევინებენ , უფრო მეტჯერ წაგაქცევენ და მრავალ ჭრილობას დაგამჩნევენ. არა მარტო ფიზიკურს უფრო ძლიერს, გამანადგურებელს სულიერს . სულიერ ნაჭრილობევზე უარესი არ არსებობს, ამ ქალაქში არაფერი. მაგრამ ჩვენ , რა უნდა ვქნათ?! ვაცადოთ, როგორ გადაგვივლიან , გაგვთელავენ დაგვანაკუწებენ , ისინი ამით სულს იბინძურებენ. მერე კი, ასჯერ უფრო დიდები, ძლიერები , შეუპოვრები წამოვდგებით ფეხზე. ახლა თავად გადაწყვიტე , ღირს კი ამ მსხვერპლის გაღება მისთვის?! მეა ამ ხნის განმავლობაში უსმენდა. აღფრთივანებული იყო , ნეათი და დარწმუნდა, რომ რაც არ უნდა გადახდენოდა თავს, ჰყავდა დამცველი . ადამიანი , რომლის იმედიც მუდამ შეეძლო ჰქონოდა. ჩაეხუტა.... ჩაეხუტა და ამან სიმშვიდე მოჰგვარა. -მიყვარხარ ნეა. ძალიან მიყვარხარ. -ოო, არ გვინდა ეს სენტიმენტები. სცადა , მხიარულება შემოეტანა. -ახლა , მეტს აღარაფერს არ გკითხავ. საჭიროდ. როცა ჩათვლი თავად მომიყვები. მერე თუ ღირს , ყველაფერს გავაკეთებ მასთან ბედნიერი რომ იყო. გენდობი იცოდე... -ჰო, გპირდები მალე მოგიყვები. უთხრა და გზა ისევ განაგრძეს. -ისე, რომ თქვი საკუთარი თავის გარდა არავინ არ გვყავსო, ერთი ხომ გვყავს და ნაღდი. იცინოდა და ისე საუბრობდა. აი, ეგ მოიცა " ჭკუით, იყავით დებო" სცადა მისთვის მიებაძა. წელში გაიმართა, ხელები არარსებულ უბეში დამალა და დინჯი სიარულის მანერითა და ირონია შეპარული ,თვალმოჭუტული თვალებით მას გამოაჯავრა. ნეას უნდოდა სიცილი შეეკავებინა, მაგრამ ლუკა რომ გაიხსენა ერთი მაგრად გადაიხარხარა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. სკოლასთან მივიდნენ. წარმტებები უსურვეს ერთმანეთს და დაემშვიდობნენ. მეა, კლასში იჯდა და მომაბეზრებელ მასწავლებელს უსმენდა. დავითი არ მოსულიყი. დარწმუნებული იყო , ესემესი ნახა. არ მოვიდა , მიუხედავად იმისა , რომ იცოდა მეა იქნებოდა. მოწყენილი იჯდა მერხთან და თავჩაგინდრული ძნელი ამოსაცნობი იყო თუ ფიქრებით რამდენად შორს იყო რეალობისგან. სასაციოლა, მაგრამ ათამდე მიზეზი მოუძებნა დავითის სკოლში არ ყოფნას, ოღონდ გაემართლებინა იგი. ფიქრებით მართლაც შორს წასულა, მის გვერდით ადგილის შევსება, რომ ვერ იგრძნო და შეშინებული წამოვარდა მის ყურს ხმა რომ მისწვდა. -მოიწყინე?! გაიგო ხმა თუ არა, შეშინებული წამოვარდა , ხმაური გამოიწვია და კლასში მყოფი თითოეული ადამიანის ყურადღება მიიპყრო. უხერხულად შეიშმუშნა, სიმწრით გაიღიმა და თავის ადგილზე ბოდიშის მოხდით დაჯდა. მის გვერდით , რომ დავითი აღმოაჩინა სიხარულმა , სიბრაზე გადაწონა და ღიმილი ძლივს შეიკავა. პასუხად მუჯლუგუნი ჰკრა და ხელებგადაჯვარედინებული მასწავლებელს უსმენდა( კი, როგორ არა.) -გეგონა, არ მოვიდოდი?! მეას რეეაქციით გახალისებულმა დავითმა, სახეზე კმაყოფილების ღიმილი რომ არ შორდებოდა, ჰკითხა და გამომცდელად დააკვირდა. -კი , მასე მეგონა. პირდაპირ უთხრა და დავითს თვალი თვალში გაუყარა. ამ გოგოს პირდაპირობით ვინ მოთვლის მერამდენედ გაოცდა. მთელი გაკვეთილის განმავლობაში, დავითი მეას პროფილს თვალს არ აშორებდა. მის რეაქციებსა და მიმიკებს სწავლობდა და ღიმილს ვერ იკავებდა მის აწითლებულ ღაწვებზე , დაჟინებული მზერით , რომ იყო გამოწვეული. გაკვეთილი როგორც იქნა დასრულდა. ყვლა წამოიშალა. მეა უკვე , გადიოდა როცა მასწავლებლის ხმამ შეაჩერა. -მეა , შეგიძლია დარჩე? -დიახ, რამე ხდება? -დავით ,შენც დარჩი. მეა, გაოცებული უცქერდა მასწავლებელს და ვერ გაერკვია რა ხდებოდა. -ბავშვებო, დიდი ხანია გაკვირდებით, შეგიძლიათ მითხრათ თქვენს შორის ამხელა შუღლი რამ გამოიწვია?! დავითმა ირონიული მზერა მიაგება მეას, მარტივი გამოსაცნობი იყო კარგს არაფერს რომ არ აპირებდა. მიხვდა მეა და თვალების ბრიალით ცდილიბდა "შეეშინებინა" ხმა რომ არ ამოეღო. -იცით , მასწავლებელო - წამოიწყო მან- საქმე იმაშია , რომ მე ძალიან ცუდად მოვექეცი. - დავითის ეს სიტყვები და მეას ღაწვების აჭარხლება ერთი იყო , იცოდა თავს თუ არ უშველიდა და რამეს არ მოიმოქმედებდა დავითი ყველაფერს იტყოდა. შეტევაზე გადასვლა თავად გადაწყვიტა და ცხოვრებაში პირველად მოახერხა ტყუილების ზღვა მოეფიქრებინა. -სინამდვილეში, მასწავლებელო, რაღა დასამალი ეგ არის და მე მოვექეცი ძალიან ცუდად, ჩემზეა გაბრაზებული და მართალიც არის... -მეა! მოჩვენებითი ღიმილით ცდილობდა გაეჩერებინა. -დამასრულებინე დავით! თვალები დაუბრიალა მეამ. ყველაფრის ფასად დაასრულებდა საუბარს , რომ დავითისთვის ხმის ამოღების საშუალება არ მიეცა. - ჰოდა, რას ვამბობდი . მიუბრუნდა მასწავლებელს- დავითს , მოგეხსენებათ , უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს პატივცემულო. რატომღაც მისმა შეყვარებულმა ჩემზე იეჭვიანა და დაშორდა. წარმოგიდგენიათ , ეგონა ჩემსა და დავითს შორის რამე ხდებოდა. ხოდა დაშორდა, ეს კიდე ჩემზეა გაბრაზებული და ნაწყენი . გეგონება მე დავაშავე რამე. არადა , გოგოები რომ აწყდებიან , რა აქვს ამას მოსაწონი . ხომ მეთანხმებით პატივცემულოო?! არა, ვიცი რომ მეთანხმებით და... -ნეა, საკმარისია. დატოვეთ კლასი! როგორც კი მასწავლებელმა გასვლა უბრძანა, ამოისუნთქა . ჩუმად დატოვეს კლასი. არცერთი ხმას არ იღებდა. დერეფანი უკვე გავლილი ჰქონდათ დავითმა , მეას ხელი რომ სტაცა და რომელიღაც ოთახში შეათრია. კედელთან მიამწყვდია, გაოცებულ მეას ირონიულ მზერას არ აცილებდა და ხალისობდა მის რეაქციებზე. -ანუ , არ მოგწონვარ? ჰკითხა და თავჩაგინდრულს თავი მაღლა ააწევინა. მეას ხმა არ გაუცია. -ახლა , რომ გაკოცო იტირებ, არა?! ამის მოსმენა და მეას გაცეცხლება ერთი იყო, თავის დაღწევას ეცადა , თუმცა არც მაშინ და არც ახლა არაფერი გამოუვიდა. თვალებში შეხედა , მის შავებს გაუსწორა მზერა და გამაფრთხილებლად , ამჯერად უფრო თავდაჯერებულმა ხმა ამოიღო. -არ გაბედო! -იტირებ?! აგრძელებდა მის წამებას. -არ გაბედო -მეთქი! არ ნებდებოდა მეა. -იტირებ-მეთქი?! -შემეშვი! უთხრა და გაუკვირდა, როცა დავითი მოცილდა. წამით , მზერა გაუსწორა და კარისკენ გაემართა. ვაი, რომ ეს ცხოვრება , მოულოდნელი, დაუგეგმავი მოვლენებით გვასაზრდოებს . -დავით, კარი. მიმართა გასაცოდავებული ხმით. -გადი, არ გიჭერ. ირონიულად ჩაიღიმა და მიუთითა გასულიყო. -ვერ გავალ. თქვა და კარს მოსცილდა. -ხომ ხედავ , ვერ მშორდები. -იდიოტო , კარი ჩაკეტილია. როგორც იქნა ამოთქვა და ღონემიხდილი იატაკზე დაეშვა. -ვაა..დავითმა გაკვირვებით ამოთქვა და კარს დაეჯაჯგურა გაღების მიზნით. -ძან კარგი , მოსაწყენ გაკვეთილებს არ დავესწრებით. -შენ იდიოტი ხარ?! აქ ჩავიკეტეთ და მაქსიმუმ 40 წუთი ფეხს ვერ გავადგამთ . შენ კი ის გიხარია , რომ გაკვეთილს არ დაესწრები?! -კიდევ ერთხელ, მიწოდებ იდიოტს და ... -და რა?! არ დაასრულებინა საუბარი მეამ. -თუ არ იტირებ, გაკოცებ. -ნუ იკრიჭები! იქნებ , კეთილი ინებო და კარის ჩამტვრევა ცადო. გასაგებია , თავი , რომ ტყუილად გაქვს და მასში ტვინის ნასახი არ არის, მაგრამ ეგ კუნთები რეზინის არის?! თავისი თავით კმაყოფილმა მეამ , ვერც კი გაიზარა ისე აღმოჩნდა დავითის მკლავებში , ჰაერში ატაცებული. -არ შეგიძლია , მშვიდად იყო და მწყობრიდან არ გამომიყვანო?! ბღვერით ელაპარაკებოდა დავითი. - ბოლოს , შენ ტირი ხოლმე. როგორც კი მეას გაოცებულ სახეს ჰკიდა თვალი ხმა დაურბილდა. -დამსვი! -არა ! -დამსვი- მეთქი! -ნწ. -თუ გეტყვი , რომ ჭკვიანი ხარ და ცოდნა შენი თავიდნა გამოედინება , ეს კუნთები კი ნამდვილი რკინისაა დამსვამ?! თვალები აუფახულა და ახლა თვითონ გაეკრიჭა. -არა! -აბა, კარგად დაფიქრდი. ცდილობდა , მოეთაფლა. -დავფიქრდები. დავითი ხალისობდა მის რეაქციებზეე. პიკი მაშინ იყო როცა, ხელი მისი საჯდომისკენ ჩაასრიალა. მეამ განცვიფრებული მზერა მიაბყრო, თვალები დახუჭა და მასში არსებულ მთელ მოთმინების უნარს მოუხმო, რომ არ ეყვირა. -ხელი გამიშვი! უთხრა მკაცრი , შეუალი ხმით, თან მზერას არ აცილებდა. -დარწმუნებული ხარ?! აგრეთვე , სერიოზული იყო დავითი , რომელიც ისევ და ისევ მეას საჯდომს ჩაჭიდებოდა. -დავით! -როგორც მიბრძანებ. თქვა და მეა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გაათავისუფლა საკუთარი ხელებიდან. წამები დასჭირდა გაეაზრებინა, დავითის საქციელი და აგრეთვე წამები იმისათვის , რომ თავი გადაერჩინა , იმ მოსალოდნელი ტკივილისგან , რაც დაცემას მოჰყვებდოა. ხელები , დავითის ყელს,ფეხები კი მის ზურგს შემოაჭდო. -არანორმალური ხარ. უთხრა და კიდევ უფრო მიეკრო. -ასე, გამგუდავ მეა. ირონიული ჰქონდა , დავითს ხმა. -ჰოდა, ძალიან კარგი. მის ყელში თავჩაგრულმა ამოილაპარაკა, ერთი წამითაც არ უფიქრია სხეულის მოდუნება, რადგან დავითის სხეულს იყო მიმაგრებული, საკუთარ თავს თავად იჭერდა და შეშინებული, იმით რომ დავითისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი, ცდილობდა არ გაებრაზებინა. -დამსვი რა. თხოვნაზე, გადასულიყო მეა. დავითმა კვლავ შემოაჭდო ხელები მეას ზურგს , მანაც შვებით ამოისუნთქა და სხეული , რომელიც აქამდე დაძაბვოდა , ერთიანად მოადუნა. დავითი, იქაურობას ათვალიერებდა , შემდეგ მეასთან ერთად , გაემართა წინ და იქვე არსებულ მაგიდაზე დააჯინა. მეას, რაღაც უნდა ეთქვა, რომ არ დასცალდა. დავითი მის წინ, ძალიან ახლოს იდგა. მის , სახესთან დაიხარა ცხელი სუნთქვა ჯერ, ლოყაზე, შემდეგ მფეთქავ არტერიასთან მიაფრქვია და როცა მეას დახორკლილ კანს ჰკიდა თვალი, გაიღიმა. გაიღიმა და იქვე დასჩურჩულა... -შენ არ იცი , რა დიდ მოთმინებად მიჯდება, რომ არ გაკოცო, არ შეგეხო , არ მოგეფერო. ერთს გეტყვი და მეტს აღარ გავიმეორებ. არ ეცადო ჩემს გამოწვევას და შემდეგ შედეგებზე ტირილს ნუ დაიწყებ. მგონი , ყველაფერი გასაგებია, პატარა ქალო! მისი ხმა, ხრინწშერეული ჩურჩული, ისე ეხეთქებოდა მის არტერიას, რომ სხეულის თითოეული უჯრედი მოიცვა. ჯერ არ განცდილი გრძნობები მოეძალა და სახე სატირლად დამანჭა. დავითმა, თბილი ღიმილი მიაგება. მის ემოციურობაზე გაეცინა კიდეც და გულში ჩაიკრა ეს , პატარა ქალი, რომელიც გონებასა და სულს უტრიალებდა. -სერიიოზულად?! ახლა უნდა იტირო?! ჰკითხა, ის რაზეც პასუხი ისედაც ცხადი იყო , თვალებიდან ცრემლები კოცნით ამოუშრო და აკანკალებული გულში ჩაიკრა. -ჩშშ, რა ბავშვი ხარ, კაი რა. ეხუტებოდა და თან ამშვიდებდა. კარი გაიღო. მალევე მოშორდა მეას და მაგიდიდან თავად ჩამოიყვანა. -ბატონო დავით, ბოდიშს ვიხდი. არ მეგონა თუ აქ ვინმე იყო, არ ჩავკეტავდი. სკოლის , დამლაგებელი იდგა და პატიებას ითხოვდა, ოღონდ მას სთხოვდა ვისაც მსგავსი უპასუხისმგებლოებისთვის მადლობა უნდა გადაეხადა. ხმის ამოუღებლად დაუყვნენ დერეფანს. ბოლოს მათი გზები იყოფოდა , დავითმა თვალი მოავლო იქაუობას, მეას მიუახლოვდა და შუბლზე კოცნა დაუტოვა. ეს უკანასკნელიც გაოცებული, ჯერ კიდევ ოთახში მომხდარით იდგა და არ იცოდა საით წასულიყო. -აქ ვართ, მეაკო! აქ! ცდილობდა ამ სამყაროში დაებრუნებინა. კვლავ დაუტოვა შუბლზე კოცნა და წავიდა. წავიდა და დატოვა გაოგნებული მეა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.