შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი მტრედი II (+18)


19-08-2023, 21:26
ავტორი თეთუნია
ნანახია 1 843

ფარების სინათლე თვალს მჭრის, მკვეთრად ვამუხრუჭებ და გზიდან გადავდივარ, მანქანას ვერ ვიმორჩილებ, ორჯერ ტრიალდება და მერე ჩერდება. ხალხის ხმა მესმის, მერე სირენის ისევ ხალხის, ისევ სირენის, თავბრუ მეხვევა და ვითიშები, სახეზე რაღაც ცივს ვგრძნობ ,ვიღაცამ წყალი მომასხა, ვიღაცამ გამარტყა, ისევ სირენის ხმა, შორიდან ვიღაც იძახის;
-გაგვატარეთ,
-საწრაფო მოვიდა,
- პატრულს გზა მიეცით,
-თინათინ?!
და ისევ იბინდება ყველაფერი. გონს რომ მოვედი პალატაში ვიწექი, მედიკამენტების სუნის რეცეპტორებს აღიზიანებს, თვალებს დიდი ძალისხმევის შემდეგ ვახელ და პალატას ვათვალიერებ, ვერ ვხვდები აქ რატომ ვარ, ყურს გაუგებარი სიტვები სწვდება,ექთნებს ლაპარაკი ნაწყვეტ-ნაწყვეტ ისმის თითქმის დახურული კარის მიღმა- დალურჯებები ავარიამდელია, თითების კვალია, ამბობენ გაუპატიურებას ცდილობდაო...
- დედაჩემის მდგომარეობა როგორია? მკაფიოდ მესმის ლუკას დაბალი თბილი და შეშინებული ხმა?
- შეგიძლიათ ინახულოთ, საშიში არაფერია.
-დე, როგორ ხარ?თვალგახელილსს რომ მხედავს მაშინვე იწყებს,- სახლში მიგვყავხარ მე და ლაშას. მან დამირეკა. გეძინება არა? არაუშავს, რომ გაიღვიძებ უკვე სახლში იქნები.-მეფერება ლუკა.
პირი მიშრება მწყურია და მეღვიძება, სახლში ვარ, ჩემს საწოლში, ტუმბოს ვამოწმებ მაგრამ წყლის ჭიქა არ დევს. ოთახის კარი შეღბულია და მოძრავ სილუეტებს ვხედავ,
-ლუკა! ვიძახი ჩუმად.
ლუკა შემორბის;-ხო დედი,
-რა მოხდა? გამშრალ ენას ძლივს ვიმორჩილებ- წყალი მინდა, დე.
ლუკა აცრემლებული გადის და წამებში ბრუნდება , წყალს მასმევს და ისევ დგება,- დე მაპატიე, ჩემი ბრალია, არ უნდა გამეგზავნე, თავს ხრის და ზლუქუნებს.ოთახში ლ.ს შემოდის (?) მხარზე ხელს ადებს და ოთახიდნ გასასვლელად მზრუნველად უბიძგებს-დაწყნარდი, დედაშენს მე დაველაპარაკები.
-დე.ლაშამ მოგვიყვანა სახლში, შენი ამბავიც მან გამაგებინა, ეს ოთხი დღეა სულ შენთანაა..
-ოთხი დღე? ანუ ბატონ ლ.ს-ს ლაშა ჰქვია? ვამბობ ოდნავ გაღიმებული
ლაშა ნაზად მიღიმის-ხო, შენ არ გიკითხავს.
-ლაშა, რა მოხდა?დასერიოზულებული და შეშინებული ვეკითხები
-იქნებ ჯერ დაგესვენა? პიტნის ჩაის მოგიტქნ
-როგორც მივხვდი უკვე ოთხი დღეა ვისვენებ. საწოლში წამოჯდომას ვცდილობ, სხეული არ მემორჩილება, ლაშა ხლებს მხვევს,საწოლის თავთან მაჩოჩბს, ბალიშს მისწორებს და ჩქის მოსატანად გადის. მისი სუნი მახსოვს რამდენიმე დღეა სულ ვგრძნობ, თითქოს სიზმრიდან გამოვყავარ, მის მკერდთან ყოველ შესუნთქვა ახალ კადრებს აელვებს გონებაში. თვალებს ვხუჭავ და გონებას საშუალებას ვაძლევ გაიხსენოს......საღამოა, როცა ბიჭი გოგოს სახლისკენ აცილებდა, გზაში გაუწვიმდათ, დარჩენილი გზა სირბილით გაიარეს თუმცა სრულიად დასველდნენ, გოგომ სახლში შეიპატიჟა, მართალია წლებია მარტო ცხოვრობდა, მაგრამ სახლში ბიჭი არასდროს მიუყვანია, მხოლოდ დაქალებთან ერთად თუ დაპატიჟებდა. ყოველთვის ფიქრობდა სახელზე და ხალხის აზრზზე, ამიტომ ახლაც ფეხაკრეფით შეიპარნენ სადარბაზოში და კარიც ძალიან ფრთცილად გააღო რომ კარის მეზობელ ცნობისმოყვარე დეიდას ხმაურზე ჭუჭრუტანიდან არ გამოეხედა და როგორც თვითონ ამბობდა „სამაგალითო ქალიშვილთან“ (ამას ხაზგასმით ამბობდა) სახლში შეპატიჟებული ბიჭი არ დაენახა და მერე კუდმობმული ამბები არ გაევრცელებინა მთელ სამეზობლოში. სახლში შესულებმა ოთახის კარის სიცილით მიხურეს და მისაღებში კანკალით გავიდნენ. გოგოს გაშლილი თმა დასველებოდა და ასწეწოდა, აქა-იქ მიყრილი თმა სახეზეც მიჰკროდა სისველისგან, თეთრი კეტები სულ გასტალახიანებოდა, სიფრიფანა წვრილ ყვავილებად დაჩითული, ყელთან ღილით შეკრული, დახურული, მუხლამდე კაბა კი მთლად შემოკვროდა კანზე, მისი ლამაზი სხეული მსუყედ გამოიკვეთა მოტმასნილ სველ ნაჭერში, რომელიც მშრალი სულაც არ იყო მიმზიდველი და გამომწვევი.ბიჭმა ახლაღა შეამჩნია მისი ეს მდგომარეობა, ხარბად ჩაისუნთქა და მიუახლოვდა, სახიდან თმა მოაშორა თითებით, მერე ხელებში მოქცია, თავისკენ მიიზიდა, გოგო კი დამფრთხალი თვალებით შეჰყურებდა,
-რა ლამაზი ხარ, ეს თქვა ბიჭმა და ტუჩებზე დაეწება. მხურვალე კოცნის მერე გოგო გამოერკვა ვნებისგან, მუცელში ტკივილიც კი იგრძნო, მისი მკლავებიდან თავი დაიხსნა და ოთახისკენ გაიქცა.
-მგონი ტანსაცმელი უნდა მქონდეს სადღაც,გამოგიტან. ძლივს მიაძახა და გაიქცა. ბიჭმა ჩაიცინა და სააბაზანოსკენ, წავიდა. მიხვდა რომ გოგომ ისევ თავი აარიდა.
ბიჭს გოგოს მიცემული ტანსაცმელი მოკლე და ვიწრო ჰწონდა,
-თუ არ მოგწონს გავიხდი, ორაზროვნად უთხრა ბიჭმა
-იყოს, ხმარებაში გაიწევს, მიაცინა გოგომ და ახლა თვითონ წავიდა სააბაზანოში. იქიდან ხალათითდა თავზე პირსახოცით გამოვიდა, ბიჭს ცხელი ყავა გაემზადებინა, ამ ბინაში თავსშკარად შინაურულად გრძნობდა. ცხელი ყავა ესიამოვნას, გოგო ფინჯნების გასარეცხად ადგა, ბიჭიც აყვა, გააჩერა, ფინჯნები გამოართვა და ისევ მაგიდაზე დააწყო, გოგო სარკესთან მიიყვანა ზურგიდან ფრთხილად მიუახლოვდა და დაყვავებით უთხრა -ნუ გეშინია, მენდე. გოგო სარკიდან თვალებში უყურებდა, ცდილობდა გამოეცნო რა ჩაიფიქრა. ბიჭმა ნაზად მოხვია წელზე ხელები და ხალათის ქამარი ფრთხილად გაუხსნა, გოგომ მაშინვე ხელი სტაცა--ჩშშშ, მოდუნდი,ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ. მანაც ხელი გაუშვა და ისევ თვალებში უყურებდა სარკიდან, რცხვენია, ბიჭი ხვდება და ნაზად უღიმის, თავიდან პირსახოცს ხსნის და თმას უშლის, მერე ორივე ხელს მხრებზე ადებს და ხალათს ნაზად ქვევით აჩოჩებს, სარკის წინ ტრუსის ამარა მდგარი სასწრაფოდ ხელით მკერდს იფარავს, წამით ბიჭის მზერაში გაელვებულ ვნებას ხედავს, -ძალიან ლამაზი ხარ, ინსტიქტურად ტუჩზე იკბინა ბიჭმა, მაშინვე გონს მოვიდა, მზერა ისევ დაუთბა და ხელები მოაშორებინა მკერდიდან, დაიხარა და კისერში ნაზად აკოცა, მერე ისევ დაჟინებით უყურებდა მის მზერას სარკეში, ცდილობდა გაეგო ამ დროს რას ფიქრობდა. გოგოს გაეღიმა, ბოჭი წარბს წევს და... გოგოს გონება ებინდება,ხელს აშვებინებს და ახლა თვითონ იჭერს მის ორივე ხელს, წინ ქაჩავს და ისიც ინერციით ზურგიდან ეჯახება, ხელებს მკერდზე ადებინებს და თითებით აიძულებს მოუჭიროს, ერთმანეთს თვალებში უყურებენ, ბიჭი მოულოდნელობისგან დაბნეულია, ხმას ვერ იღებს, თუმცა მისი სხეული ლაპარაკობს, დუნდულებზე მის მზარდ ერექციას გრძნობს გოგო
- გინდივარ? ბიჭს ეს კითხვა აფხიზლებს, წამში ატრიალებს თავისკენ ხელებით ორივე ხელს ზურგს უკან უჭერს, ახლა ზევიდან ჩასცქერის თვალებში, სუნთქვა უხშირდება და ერევა. მისი სუნთქვა თმებს უფრიალებს სახეზე ვნებამორეულ გოგოს-იმ წამიდან პირველად რომ გნახე, ამოიბღავლა და გამალებით დაუწყო კოცნა, ხლები გაითავისუფლა კესერზე შემოვხვია, თმა მთელი ძალით მოქაჩა და კოცნაზე კოცნით უპასუხა, ბიჭის ენა გამალებით ელამუნება მისას, თან ეფერება ჯერ თმაზე მერე წელზე , ხელებს ხერხემალს ქვევით აყოლებს და დუნდულებს უჭერს მერე ხელში იყვანს და ზურგით საწოლზე აწვენს ისე რომ კოცნას არ წყვეტს,გვერდულად უწვება, მარჯვენა ხელით ჯერ მკერდს უსრესევს, ძუძუსთავს ქაჩავს, გოგოს სიამოვნებისგან კვნესა აღმომხდა, ბიჭის ღიმილი იგრძენო ტუჩებზე, მერე ხელს ქვევით აპარებს და საცვალში უძვრება, გრძნობს როგორ სველდება და კვნესის, თითს წრიულად უსვამს და ისიც მთლი სხეულით მის რითმს მიყვება, გრძნობსსასიამოვნო ტალღების მოახლოვებას.....
- ესეც პიტნის ჩაი, ლაშას ხმა რეალობაში მაბრუნებს, ნუთუ ისევ ჩამეძინა. რატომჰგავს ლაშა ბიჭზ სიზმრიდან? ღმერთო, მგონი გავგიჟდი. -ლაშა,რა მოხდა მასთან შეხვედრის მერე?-ვკითხულობ დარეალობაში დაბრუნებას ვცდილობ, თან პასუხის მეშინია.
-ისევ ახლოს აღმოვჩნდი, საავადმყოფოშიც გამოგყევი და ლუკასაც დავურეკე შენი მობილურიდან, პირდაპირ გამოცდიდან გამოიქცა,მალე წავა და გადააბარებს, არ იდარდო, მიღიმის სულელურად.
ასე როდის დაახლოვდნენ, ან მე როდის დავუახლოვდი, მისი ხმა მამშვიდებს, მზრუნველობა მსიამოვნებს, მაგრამ...-შენ? რატომ? ასე ვერ დაგავალდებულებთ, შენ რა შუაში ხარ
-ეს არ განიხილება-ახლა უკვე მკაცრად აწია წარბი.
-ამას კიდევ დავუბრუნდებით. იქ რა მოხდა?..
-გიას შენი გაუპატიურება უნდოდა, ნინოა მოწმე. მან გიხსნა გიასგან.
-რა??
და უცებ გონებაში შემოდგომის ფოთლებივით აირია კადრები; აუტანელმა სიცივემ დამიარა მთელ სხეულში, ნაწილობრივ გამახსენდება: გიას უკან მივსდევ,მგონი ვიღაცის ბოსტანში ვართ, ნეტავ რამდენი ვიარეთ, რაღაცას მიხსნის თუ მიყვება, წუთები გადის, ალბათ საათიც, ჩერდება მხრებში ძლიერად მიჭერს ხელებს და გაშმაგებული იძახის-იცი რომ ისევ მიყვარხარ? რატომ გამომიშვი შენი ცხოვრებიდან? მე ხომ მხოლოდ ერთხელ გიღალატე, მივატოვებ და შენთან დავბრონდები, შენ ხომ ისევ მელოდები , არავინ გყავს, ისევ მინდიხარ, ისევ მიზიდავ, მოდი ჩემთან მკერდზე მიმიკრა ხელებს ვერ ვგრძნობ სისხლი არ მოძრაობს, ყვირილი მინდა და ხმა არ ამომდის მხოლოდ პირს ვაღებ, ვგრძნობ შარვალი ფეხებთან ეცემა, გაქცევას ვცდილობ და მიწაზე ვეცემი , თვალებში მიბნელდება, რაღას სიმძიმე მაწვება ზემოდან მაგრამ ვერ ვიშორებ, ფეხებს შორის ცივ ხელს ვგრძნობ, სახეზე სიმწრის ოფლი მასხამს, გიას გაშმაგებული სუნთქვა და ნინოს კივილი მესმის, სიმძიმე მშორდება , სახესთან ახლოს ნინოს გაფითრებულ სახეს ვხედავ: -თინა, არ დამღუპო თინა, ადექი... ნინო მეხმარება და ფეხზე ვდგები ნაბიჯებს ვდგამ არსაით, მანქანას ვცნობ, კარს ვაღებ და ვჯდები, გასაღები გადავატრიალე-თინა, რას აკეთებ! ყვირის ნინო.
უკვე გზაზე ვარ, აი სინათლეც და გონებას ვკარაგვ.
-მანქანიდან რომ გადმოგიყვანეთ მხოლოდ მაისური და საცვლები გეცვა, თითქმის მთლად დახეული. ლუკამ დეტალები არ იცის, ნინომ უთხრა იჩხუბესო.
-კარგია, არ უნდა იცოდეს, შეიძულებს და ხელსაც ასწევს, არ შეიძლება.....რამდენიმე წუთს ორივე ვდუმდით. -ლაშა, ვიგრძენი რომ ხმა მან.... შეძლო ?....
-არა, თითქმის იყვირა-ვერ მოასწრო.ნაბ...ვარი
რაც გიას დავშორდი თითქმის ოთხი წელია მარტო ვცხოვრობ, ლუკაც უმეტესად წასულია, მივეჩვიე მარტოობას და მდუმარე სახლს, ახლა კი ოთახებში ფეხის ხმა ისმის, ჩემს სამზარეულოში ჭურჭელი ხმაურობს და თითქმის სრულიად უცნობი მამაკაცი სადილს ამზადებს, მე საწოლში ვწევარ და ვფიქრობ, მასზე მართლაც არფერი ვიცი, გარდა იმისა რომ პოლიციელია, ლაშა ჰქვია,მისი სუნი ძალიან მომწონს. და წარბი...
-ექიმმა თქვა რომ დიეტა არ გჭირდება, ამიტომ ხორცს ვწვავ. იმედია მოგეწონება, გინდა ყავაც მოვხარშო? მეძახის სამზარეულოდან და ფიქრებიდან მარკვევს.
-კიდევ რითი უნდა გამაოცო? ადგომაში დამეხმარები?
ლაშა ოთახში ვარდისფერი უნიკორნის პრინტიანი წინსაფრით მედიდურად შემოდის-მიხდება? არ მეგონა თუ ასეთ ვარდისფერ სამყაროში ცხოვრობდი! ირონიულად მიყურებს და ვხდები ჩემს გამხიარულებას ცდილობს.
-სოფიომ მაჩუქა. როგორ ახერხებს ამ წინსაფარშიც კი ასეთი მიმზიდველი იყოს,განიერი მხრები, მკვრივი სხეული და წინსაფრის შესაკრავი გამობანტული თასმესბის ქვეშ საოცარი უკანალი. ნუთუ ახლა ამზე მართლა ვფიქრობ?
ლაშა ხელს ხელზე მკიდებს , მარჯვენას წელზე მხვევს, თავისკენ მიზიდავს და სამზარეულოსკენ გავყავარ, მადისაღმძრელი სუნი ტრიალებს, თვალებს ვხუჭავ და ხარბად ვიყნოსავ- ეს დღეები არაფერს მაჭმევდით? ძალიან მშია. ვიღიმი მე. სკამისკენ ვიხრები, მაგრამ ლაშას ვერანდაზე გავყავარ-სუფთა ჰაერზე ვისადილოთ, ეს დღეები არც ჟანგბადს გაკარებდით. ირონიას ვხდები და სავარძელში ვეშვები. მსიამოვნებს გარეთ ყოფნა, ახლად აყვავებულ ტყემლებში მზე ათინათობს, მიყვარს აპრილის ყვავილოვანი აფეთქება, ჰაერში ნექტრის სასიამოვნო სუნი ტრიალებს და გამუდმებით ფუტკრების ბზუილი ისმის. თბილა, მაგრამ პლედს მაინც ვიფარებ, ვცდილობ დალურჯებები დავმალო. ლაშას უკვე გაშლილი აქვს სუფრა, მაცივრიდან კომპოტის წვენი მოაქვს და ჩემს გვერდით ჯდება
- გადაიღე,სწრაფად ვისადილოდ,გწასასვლელი ვქრ
- ვინ ხარ? ვეკითხები და თეფშზე მწვადის ნაჭერს ვიცურებ, თან მზერას არ ვარიდებ ლაშას.
-რას გულისხმობ?
-შენზე არაფერი ვიცი.
-და რა გინდა რომ იცოდე?
-რამე მაინც. თვალს ისევ არ ვარიდებ -მმმმ, უგემრიელესია.
-რადგან ამდენს ლაპარაკობ ე.ი. კარგად ხარ, მარტო შესვლას ხომ შეძლებ? მე მეჩქარება. შეწუხებული დგება და კარისკენ მიდის.- კარს მე დავკეტავ ,ლუკამ გასაღების ასლი მომცა. მოსაყოლი კი არაფერია. ხვალ მოვალ და ექიმთან წაგიყვან, ლუკა იქ შეგხვდება. და ის მიდის, ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი. ალბათ ვაწყენინე, რა თქმა უნდა ვაწყენინე, რამდენი დღეა თავს დამტრიალებს ,უანგაროდ მივლის, მე კი ასე უტაქტოდ ვაწვები. ხვალ რომ მოვა მაშინვე ბოდიშს მოვუხდი. ამ ფიქრებში ჩემი მობილურის ხმა მესმის, ეკრანზე წერია ლ.ს., მეღიმება და ვპასუხობ:
-მჰ, როდის მოასწარი ნომრის ჩაწერა? თუმცა რა კითხვა უნდა- როცა მეძინა. ლაშა, ბოდიში მინდა მოგიხადო წეღანდელისთვის, ძალიან უტაქტოდ გამომივიდა. არ ხარ ვალდებული რამე მომიყვე, საერთოდ არაფერი ვალდებულება არ გაქვს ჩემს მიმართ, მე ძალიან მრცხვენია.
-შეიძლება მეც ვთქვა რამე? ბოდიში შენ კი არა მე უნდა მოვიხადო ასე უცერემონიოდ წამოსვლისთვის, მოდი ხვალ რომ მოვალ მერე ვილაპარაკოთ, რაც გაინტერესებს ყველაფერს მოგიყვები.
-უბრალოდ ისე ეფექტურად შემოხვედი ჩემს ცხოვრებაში, მე კი მხოლოდ შენი სახელი ვიცი. კარგი, ხვალამდე და კიდევ დიდი მადლობა ყველაფრისთვის.
უკვე თავისუფლად დავდივარ, სილურჯეებიც ნელ-ნელა ფერმკრთალდება, თუმხცა მაინც სულ მეძინება, მძინარე კი უცნაურ სიზმრებს ვხედავ. „შუადღე ივლისის მიწურულს, სიცხე და ხვატი, პატარა ქალაქის გულში ტემპერატურა 36°-ია, სინოპტიკოსები ტსმპერატურის მომატებას ვარაუდობენ.
-უხ, კარგად გვქონია საქმე, დავიბუგეთ და ეგაა, ქოთქოთებს ბოსტნეულის გამყიდველი თან მწვანილს წყალს აპკურებს რომ არ დაჭკნეს. - რა მოგაწოდო? ეკითხება თინას
-ეს საზამთრო ამიწონეთ.
- მერე ეს კაფანდარა გოგო მოერევი ამხელას? 12 ლარია გენაცვალე, ა, თუ არ გჯერავს შეხედე.
- არ იღელვო, მანქანით ვარ. მჯერავს, დეიდა, აი, აიღე, აწვდის 20 ლარიან კუპიურას, საფულიდან პატარა ბარათი უვარდება და ვერ ამჩნევს. საზამთრო მანქანაში ჩადო და ხურდისთვის მიბრუნდა.
-აჰა, გოგო, ეს დაგივარდა, მიაწოდა გამყიდველმა ბარათი, ამ ახალგაზრდებს თავში უქრით, ნეტავ რაზე ფიქრობენ, დადიან მამიკოს ნაყიდი მანქანებით და ტვინი თან არ დააქვთ.
თინა თვდახრილი და მამიკოს ხსენებაზე თვალზეცრემლმომდგარი ართმევს ბარათს და მანქანაში ჯდება
-ნწ ნწ ნწ, წაიწუწუნა გამყიდველმა, მადლობაც კი არ თქვა, ამხელა ქალი გადავეკუზე იმ ნაგლეჯისთვის.
თინამ ქაღალდის ნაგლეჯი ნაჩქარევად ჯიბეში ჩაიდო, ცრემლები თითებით მოიწმინდა და თავი გააქნია, თითქოს მოძალებული სევდა გაფანტა, ნაძალადევად გაიღიმა, მანქანა დაქოქა და გზას დაადგა. თინა ნელა მიდის ბავშვობის ქუჩაზე და განათებულ ვიტრინებს ათვალიერებს, მამას დაჰყავდა ხოლმე ამ გზით სკოლაში და ნონას გამომცხვარ ფუნთუშებს ყიდულობდა, აი იმ ნონას 37მანეთად ნაგულავები ქმარი რომ გაულოთდა, ბიჭი რომ ციხეში ყავს ყაჩაღობის ბრალდებით, იმის გოგოს რომ ქმარი სცემს, თვითონ რომ სულ წნევაა აქვს, მაგრამ მაინც სულ რომ გიღიმის და თბილი მომღიმარი სახით შემოგყურებს და თავისნაირ ტკბილ და დაბრაწულ ფუნთუშებს აცხობს, თინა თავის დაკვრით და ნაზი ღიმილით ესალმება დარდისგან და არა ასაკისგან გაჭაღარავებულ მებუფეტეს. ტროტუარზე ამოცვენილ ფილებზე ბავშვობა ახსენდება, ათობანა და ასკინკილა, მამას ჩაკიდებული ხელი, სიმშვიდის და კომფორტის შეგრძნება. უცებ გული დაეწვა, წეღანდელმა სევდამ იჩანა თავი და გული აუჩქარა, მანქანა სადგომზე გააჩერა, უკვე სახლთანაა. მანქანიდან გადავიდა, საღამოს მზე კაბას ლანდავს და მის ლამაზ ფორმებს გამოკვეთავს, ღია ქუსლიანი ფეხსაცმელი, გრძელი, ყავისფერი, თხელი და ოდნავ დატალღული თმა კიდევ უფრო ამშვენებს, საზამთროს ძლივს იღებს, მანქანას კეტავს და კორპისში შედის. პირველ სართულზე ძველ რკინის კარზე ზარს რეკავს, რამდენიმე წამში კარს ხუჭუჭა და თვალებციმციმა, 12_13 წლის ბიჭი უღებს:
-ბებოოო, მამიდაა. გამარჯობა მამიდა, მომეცი ამას მე წავიღებ, ართმევს საზამთროს-აუ რა მძიმეა, თიკუნას გაუხარდება, გაიხეთქავს მუცელს. იცინის ბიჭი, თინა თმებს უჩეჩავს და უღიმის:-მამიდ, როგორ გაგზრდია თმა. გიხდება. თინამ გასაღები კართან საკიდზე ჩამოკიდა და პატარა მისაღებ ოთახში შევიდა, სადაც ძველი ხის მრგვალი მაგიდა თავისი ოთხი სკამით, და ასევე ძველი კედლის კარადა, უფრო სწორად“სწენკა“ დგას, მიშინ ყველა ასე ეძახდა, სავსე როკოკოს თასებით და მადონას სერვისებით, ქორწილში აღებული გამოუსადეგარი ჭურჭლით, რელიკვიასავით რომ გადაეცემა თაობებეს. ბოლოს კი რომელიმე ახალგაზრდა რძალი რომ მისცემს ხოლმე შვილებს დედაშვილობანას სათამაშოთ, თუმცა არა ამ ოჯახში. ოხო, სიახლეცაა- იატაკი, სავარძლები და ყავის მაგიდა, ტელევიზორი თავისი ატრიბუტიკით.
-ჩემი ცქრიალა გოგო... გამოეგება ეთერი, თინას დედა, სევდისგან დავერცხლილი, ნათელშუქიანი სახის ქალი. -მოდი დედა, რა უცხოსავით დგახარ?
-რაღაც სიახლეები გქონიათ და ვათვალიერებდი,ახალ სავარძელში ჩაეშვა თინა,- როგორ შეელიე პარკეტს?
- ხო ორი დღეა რაც დააგეს, ბექამ და ნინომ დააგეს თვითონ, გიგიც დაეხმარათ, მარტო თიკამ იცუღლუტა სეხნიასავით.
- ახლა ეგ რა იყო ვითომ რა კბილი გამკარი, ხო. იცი რომ არ მცალია. როგორ ცხელა არა? მაგრამ აქ გრილა, კონდიციონერიც გიყიდიათ, კაია. სად არიან სხვები? თიკუნას ტლიკინი არ მესმის.
- პარკში გაიყვანეს, მოვლენ ალბათ უკვე. კაი ხანია გავიდნენ, მოიცა დავურეკო.
-არ გინდა დე, გაერთონ, გულს გადააყოლებენ, მერე კიდე მოვალ ამ დღეებში, სანამ აქ ვარ იქნებ ისედაც მოვიდნენ.
-არ დარჩები?
- ხომ იცი რომ არ შემიძლია იმის მერე. წარბებს იკრავს თინა და ნერწყვს ყლაპავს. ისედაც მიჭირს აქ მოსვლა ახლა ნუღარ გამიგრძელებ.
- ხო კარგი, არ გინახავს?
-დედა! თითქმის დაიყვირა თინამ
-მამაზე გეკითხები, ხმადაბლა უთხრა დედამ.
- ვნახე, იქიდან მოვდივარ, ძლივს ვიპოვე მისი საყვარელი ყვითელი ვარდები. თვალები აეცრემლა თინს. მაინც ვერ ვაპატიე, ვერცერთს.
-მეც მინდოდა წასვლა ბაბუს საფლავზე, მამამ თქვა მამიდას ჩუმათ წავიდეთ რომ არ გვიწყინისო, თქვა გიგიმ.
- ოხ, როგორ ყველას აგირიეთ ცხოვრება, მე ჩემთავს უფრო ვერ ვპატიობ, ვიდრე მათ, არ მეწყინება თქვენგან არაფერი, ის ხომ ყველას ძალიან გვიყვარდა. ნეტავ საერთოდ არ გამეცნო. ყოველ კვირას მიგზავნის წერილებს, ამ სიტყვების თქმისას დედას თვალებში შეხედა.
-მერე? კითხა დედამ,
-უპასუხოდ ყველას უკან ვუბრუნებ.
მთავარი კარი აჩხაკუნდა, ვიღაც აღებს გასაღებით გარედან, ბექა მოვიდა ცოლ-შვილით.
-აქაც გზავნის, თქვა გიგიმ
-??????
- თინა მამიდა მოსულაა, შეეგება ნინი, როგორ ხარ? მოგვენატრე. თბილად ხვდება რძალი, ისინი ხომ ბავშვების მეგობტები არიან.
- ჩემი ლამაზი დაიკო, ჩაეხუტა ბექა. -გავიოფლეთ ძალიან, გადავივლებ და გამოვალ, შენებურად არ გაიპარო, საქმე მაქვს. დამაინტრიგებლად თქვა ბექამ და ოთახისკენ წავიდა. ბოლოს მამიდას მოსახელე ექვსი წლის თიკუნა მიეგება
-ნახე რა ლამაზი ქვები ვიპოვე, აკვარიუმში ჩავაწყობ ცეცეს გაუხარდება.
- ოხ თიკუნა, იმდენი ქვა ჩაუწყო უკვე თევზი აღარ ეტევა იქ. ამბობს ნინო. -რაზე დაგპატიჟო დაო?
-უუუუხ, ნინ, შენი ცივი ყავა მინდა.... უყავოთ.
- გიჟი გიჟი, გიგი გაიქეცი ნაყინი მოუტანე მამიდას, მე ყავას ავთქვეფ ჩვენთვის. იცინის ნინო.
გიგიმ ნაყინები ჭიქებში გაანაწილა და ჩამოარიგა. თიკუნამ თავისი უამრავი თოჯინა გამოზიდა და მამიდას სათითაოდ გააცნო.ბექაც გამოვიდა შორტებით და ჯერ ისევ სველი
უხ რა სიცხეა, ცივი წყლით დავიბანე და ვერ ვგრილდები.
გაგაციებს ეს კონდიციონერი იცოდე, თითქოს ემუქრება, აფრთხილებს თინა.
თინა, როგორ ხარ? მოხვედი ცოტა აზრზე?ეკითხება ძმა
ვცდილობ, ეს კვირა სულ ვიმუშავე, ფიქრისთვისაც არ მეცალა, ამდენი თვე გავიდა და ვერ შევეგუე
წერილებს შენც გიგზვნის ხო? ჩვენც მოგვწერა, არ მპასუხობსო
და უნდა ვუპასუხო, ან თქვენ როგორ პასუხობთ იმის მერე ,წამოხტა გაბრაზებული თინა.
თინა, მას აქვს სათქმელი რისი მოსმენაც ღირს, დაელაპარაკე, კარგად დაფიქრდი და მერე გადაწყვიტე როგორ მოიქცევი,
არ მჭირდება, ისედაც ყველაფერი ცხადია მამა მოკვდა .მორჩა
თინა, მისმინე. ჩვენ ვიპოვეთ მამას ანდერძი.
-რა ანდერძი, რა ჰქონდა საანდერძებელი?
-დამიჯერე ჰქონდა.ჩვენც ვერ დავიჯერეთ, ამიტომ გთხოვე მოსვლა.ბექამ ნინოს გახედა, ისიც წამოდგა და ოთახში გავიდა-გადავამოწმეთ ნოტარიუსთანაა დამოწმებული და ავთენტურია. ნინომ თინას კონვერტი მიაწოდა.
-ხმამაღლა წაიკითხე.
ლაშა საძინებლის კარზე ფრთხილად აკაკუნებს:
-შეიძლება?
-შემოდი, ძლივს გამოვერკვიე სიზმრიდან, ჯერ ისევ მიჭირს სიზმრის და რეალობის გამიჯნვა.
-თავს როგორ გრძნობ? კარგად გამოიყურები,გამოიძინე? -
-უკეთ ვარ, მადლობა, შენ? მძიმე ღამე იყო? ზრდილობიანად მოვიკითხე
-არა, წუხელ იშვიათად მშვიდი ღამე იყო. წამოდი ვერანდაზე გავიდეთ, ყავა დავლიოთ და ვისაუბროთ.
-წყალს გადავივლებ, მანამდე ყავა გაამზადე.ისე ვეუბნევი თითქოს ჩემი ქმარი შეყვარებული ან ბავშვობის მეგობარი, იყოს, ჩემს თავზე ვბრაზდები, არსაიდან მოსული მამაკაცი მასპინძელივით დაიარება ჩემს სახლში და შიგადაშიგ შენიშვნებსაც კი მაძლევს. ვინ ხარ ასეთი ლ.ს? რიტორიკულ კითხვას ვსვამ გონებაში და ცხელ წყალს ვანდობ სხეულს.
ცხელი შხაპი მესიამოვნა, დიდხანს ვიდექი დუშის ქვეშ, თითქოს წყლით გიას კვალს ვშლიდი სხეულიდან, ცრემლებით კი გულს ვისუფთავებდი. ფუმფულა ხალათი და ჩუსტები ჩავიცვი, თავზე პირსახოცი მოვიხვიე , ეს ჩემი ტრადიციული ფორმაა შხაპის შემდეგ. ვერანდისკენ წავედი, თავბრუ დამეხვა, ალბათ ცხელმა წყალმა იმოქმედა, წონასწორობა დავკარგე და ვერანდაზე გამავალ კარს მივეჯახე, ხმაურზე ლაშა მოვარდა და დამიჭირა რომ არ დავცემულიყავი, სავარძლამდე მიმაცილა , პლედი მომაფარა და ყავის ფინჯანი მომაწოდა
-ექიმმა თქვა შეიძლება ხანდახან ასე დაემართოსო, საშიში არაფერია, მალე გაგივლის. ზურგჩანთას ხსნის და იქიდან სიყვარულს დღის საჩუქარს იღებს.
-იმ დღეს ესეც დაგრჩა. ორივეს ფინჯანში ერთ ჩაის კოვზ კონიაკს ამატებს. -შემიყვარდა.
ერთხანს უხმოდ ვსვამთ ყავას, დუმილს ლაშა არღვევს:
-რისი ცოდნა გინდა ჩემზე?
-რის განდობასაც თვითონ მოისურვებ.
ლაშა წარბს წევს,ფიქრობს. უცნაურია, რამდენ ემოციას გამოხატავს ერთი წარბის აწევით.



№1 სტუმარი სტუმარი მარიკა

ვაააა. რა საინტერესოა..სიზმარმა დამაინტრიგა
დიდი სიამოვნებით წავიკითხავ მომდევნო თავებს
.აბა გელოდბით

 


№2 სტუმარი სტუმარი ნესტანი

რა მაგარია სიზმარი თან ცხადში ხარ თუ ძილში არეული გაქვს ყველაფერი თავში მომეწონა ძალიან

 


№3  offline წევრი თეთუნია

სტუმარი მარიკა
ვაააა. რა საინტერესოა..სიზმარმა დამაინტრიგა
დიდი სიამოვნებით წავიკითხავ მომდევნო თავებს
.აბა გელოდბით

????ვეცდები მალე შემოგთავაზოთ

სტუმარი ნესტანი
რა მაგარია სიზმარი თან ცხადში ხარ თუ ძილში არეული გაქვს ყველაფერი თავში მომეწონა ძალიან

მადლობა????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent