შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის კვალდაკვალ ( 1 )


20-08-2023, 22:05
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 1 831

ვიწრო უფარდო სარკმლიდან შემომავალი მთვარის შუქი ბუნდოვნად ანთებდა ძველისძველი ავეჯით გაწყობილ ოთახს, ფართო რკინის საწოლზე მწოლი ერთმანეთზე გადახლართული ახალგაზრდა წყვილი აშკარა იყო რომ ამქვეყნად არ იმყოფებოდნენ, ქალის კვნესა და მამაკაცის ვერ შეკავებული ოხვრა აწყდებოდა დანესტილ, ობმოკიდებულ კედლებს და გარეთ გაჭრას ლამობდა, იქვე ხის ზურგიან სკამზე მიკიდებული სამხედრო ფორმის გულისპირზე ამაყად გაეშალა ფრთები არწივს...
როდის-როდის ჩაცხრა ვნებები და ისევ მოუწიათ დედამიწაზე დაბრუნება, მწარე რეალობისთვის თვალის გასწორება, საწოლზე წამოჯდა გოგო და თავი ჩაღუნა, უღმერთოდ ლამაზი იყო, პრიალა შავი კანი, მაღალი კისერი, მკვრივი მკერდი, ვიწრო წელი და ლამაზად მომრგვალებული თეძოები ჰქონდა, ახლა როცა უკვე ვნების ვარდისფერმა ბურუსმა გადაიარა და გონება დაეწმინდა შეეშინდა, ძალიან შეეშინდა, არამარტო საკუთარი თავის გამო...
- ანა, ანიტა შემომხედე, შემომხედე გთხოვ, -ნაზად მოკიდა ნიკაპში ხელი ბიჭმა და თავი ააწევინა, იარაღის ჭერისგან გაუხეშებული თითებით გადაუწია სახიდან ურჩი ხვეული კულულები და აწყლიანებულ შავ თვალებში სიყვარულით სავსე მზერით ჩახედა, მზემოკიდებული ხორბლისფერი კანი ჰქონდა იოჰანს, ზომიერად დაკუნთული ნავარჯიშები სხეული, გერმანელისთვის უჩვეულოდ მუქი თითქმის შავი თმა, განსხვავებული იერი და დიდი ლურჯი თვალები...
- ასე არ უნდა მოვქცეულიყავით იო, ამას არ მაპატიებენ, რომ გაიგონ... ეს რომ მამაშენმა გაიგოს ორივეს მოგვკლავს, მე ამის უფლება არ მაქვს, -ხმა უკანკალებდა ანიტას, მთლად მობუზული ნაცრისფერი დაჭმუჭნილი ზეწრით ცდილობდა შიშველი მკერდის დამალვას.
- ჩვენ გვაქვს იმის უფლება რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, მიყვარხარ ანა, -იოჰანის ხმას სიმტკიცე აკლდა, ანიტაზე მეტად ღელავდა თუმცა როგორღაც ახერხებდა ამის დამალვას, -მისკენ დაიხარა, ზეწარი მოაშორა და საწოლზე გადააწვინა, ბალიშზე აზვირთებულ ტალღებად დაეფინა შავი თმა, მსხვილ ვნებიან ტუჩებზე გადაუსვა თითები, აღფრთოვანებული დაჰყურებდა გოგონას რომელიც მისი ყოველი შეხებისას ციებიანივით თრთოდა და მისკენ იწევდა.
- ეს არასწორია იო, -კვნესასა და კვნესას შორის კიდევ ერთხელ დასცდა ანიტას.
- რატომ? -უკვე მის ფეხებს შორის მოქცეულმა და მისი სიახლოვისგან მთლად გონებადაბინდულმა უაზროდ დასვა კითხვა იოჰანმა.
- შენ გერმანიის არმიის ოფიცერი ხარ.
- ეს არაფერს ნიშნავს.
- როგორ თუ არაფერს ნიშნავს? ებრაელი ვარ, -სიმწრის ღიმილმა გაუპო ბაგე ანიტას, -შავკანიანი ებრაელი ვარ იო...
- ასე რატომ გეშინია? -იოჰანი შეჩერდა, მის თავთან დაეყრდნო ხელებით და ზემოდან დახედა, ერთხანს ღიმილით უყურებდა, მერე დაიხარა და კოცნით შეუშრო ერთადერთი ცრემლი, -ნუ შიშობ, მე შევძლებ შენს დაცვას, თანაც ომი ყოველთვის ხომ არ გაგრძელდება.
- მაგრამ მამაშენი...
- მამაჩემს ახლა ჩემთვის არ სცალია, მოდუნდი და იმაზე იფიქრე რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ...
-
- გაიღვიძე ანა, გაიღვიძე, მასწავლებელთან გაგვიანდება, გაიღვიძე თორემ ცივ წყალს გადაგასხავ თავზე, -ნაცნობი ხმა ჩამესმოდა თუმცა ტკბილ-მწარე ბურანიდან გამოღვიძებას არ ვჩაქარობდი, ჯერ ისევ იქ ვიყავი, იმ პატარა ნესტიან ოთახში, რკინის რიკულებიან საწოლში, იოჰანის გვერდით, სრულიად შიშველი, ვნებისგან და ჯერ არგანუცდელი უამრავი სხვადასხვა გრძნობის ნაზავისგან შეშლილი.
- ვდგები, ვდგები, ნუ ყვირიხარ რა, -ჩავიბურტყუნე საცოდავად როცა აღარ მომეშვა, გაჭირვებით გავახილე თვალები და საწოლზე მჯდარი დედაჩემი ავათვალიერე, ადრიანი დილის მიუხედავად როგორც ყოველთვის მშვენივრად გამოიყურებოდა, კეფაზე მჭიდროდ შეკრული წაბლისფერი თმა, მსუბუქი მაკიაჟი, თეთრი პერანგი და შავი შარვალი, მიუხედავად იმისა რომ ოცდათხუთმეტი წლის იყო ოცდახუთ წელზე მეტს ვერ მიცემდი, ხშირად უკვირდათ როცა იგებდნენ რომ ჩემი სახით თექვსმეტი წლის ქალიშვილი ჰყავდა.
- კიდევ დიდხანს გააჭიანურებ? -სიმკაცრე გაურია ხმაში.
- კარგი რა დედა, შეხედე რომელი საათია, -საწოლის მოპირდაპირე კედელზე დამაგრებული საათისკენ გავიშვირე ხელი, -რვის ნახევარია, ასე ადრე რატომ მაღვიძებ, მასწავლებელთან ათზე უნდა ვიყო.
- მანამდე ხომ უნდა მოემზადო, ივარჯიშო, ჩაიცვა, ჩქარა, ჩქარა ადექი, -საწოლიდან წამოდგა ხელი ხელს შემოჰკრა და ზურგი მაქცია.
- რა ხდება, ყაზარმაში ვართ? თავი ჯარისკაცი მგონია, -ჩავილაპარაკე და წამში თვალწინ წარმომიდგა სკამზე მიფენილი სამხედრო ფორმა, შავი დატალღული თმა, ლურჯი თვალები...
- ხუმრობის დრო არ გვაქვს ანა, გეყოფა, -ხმას აუწია და მივხვდი რომ გაჩუმების დრო იყო, -შენ ის მითხარი იოჰანი ვინ არის? -არ შემობრუნებულა ისე მკითხა.
- იოჰანი? -რაა? მე... -დავიბენი, პირი გამიშრა, ვერ მივხვდი რა უნდა მეპასუხა.
- ძილში ახსენებდი.
შვებით ამოვისუნთქე ეს სიტუაცია არაფერი იყო იმ სხვა სიტუაციებთან შედარებით რომლებიდანაც მშრალად გამოვსულვარ.
- რაღაც ფილმს ვუყურებდი და ეტყობა მერე დამესიზმრა, -უდარდელი ხმით მივუგე, დაეჭვებულმა გადააქნია თავი.
- დარწმუნებული ხარ?
- რათქმაუნდა დარწმუნებული ვარ, აბა შენი აზრით საიდან უნდა ვიცნობდე ვიღაც იოჰანს, -აქეთ გადავედი შეტევაზე, აღარაფერი უთქვამს ისე გავიდა ოთახიდან.

საუზმის დროს გამომცდელ მზერას არ მაშორებდა, ცდილობდა ჩემს ქცევებში ან გამოხედვაში რაღაც ისეთი დაეჭირა რაც შიშის და ნერვიულობის საფუძველს მისცემდა თუმცა სულ ტყუილად, ამ ბოლო სამი წლის განმავლობაში კარგად დავოსტატდი და თავისუფლად შემეძლო მისთვის ნამდვილი გრძნობები და განცდები დამემალა, ეს მეამაყებოდა? არა, სულაც არა, უბრალოდ ასე იყო საჭირო...
- კარგად ხარ ანა? -იმ სითბოთი სავსე ხმით მკითხა ხანდახან ასე ძალიან რომ მენატრებოდა, გავუღიმე და თავი დავუქნიე, კარგად არ ვიყავი თუმცა ვისწავლე რომ ეს სხვებისთვის არ უნდა მეჩვენებინა, ვისწავლე როგორ უნდა გამეღიმა მაშინ როცა არ მეღიმებოდა, ვისწავლე როგორ უნად შემეკავებინა ჩემს შიგნით სევდა და ტკივილი.
ცამეტი წლის ვიყავი როცა პირველად დამესიზმრა წარსული, არა ჩემი არამედ ვიღაც ძალიან შორეულის და თან ძალიან ახლობლის, სიზმრები ნელ-ნელა გახშირდა, თითქმის ყოველ ღამე მესიზმრებოდა ვიღაც ულამაზესი გოგონა, ებრაელი მამის და შავკანიანი დედის შვილი, თითქოს მათ ოჯახზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს ვუყურებდი, თავიდან მსიამოვნებდა მაგრამ ცოტა ხანში ფერადი და ოჯახური სითბოთი გაჯერებული სიზმრები შეიცვალა და მათი ადგილი ომმა სისხლმა და ქაოსმა დაიკავა, იმდენად ცხადად ვხედავდი ამ ყველაფერს ხანდახან ყვირილით და ტირილით მეღვიძებოდა, დიდხანს არ იმჩნევდნენ საკუთარ საქმეებში ჩაფლული დედაჩემი და მამაჩემი ჩემს მდგომარეობას მანამ სანამ დედა დამრიგებელმა სკოლაში არ დაიბარა და არ მოახსენა რომ სწავლას მოვუკელი და აგრესიული გავხდი, ხშირად მქონდა კომფლიქტი თანაკლასელებთან და ერთი სიტყვით სულაც არ ვიქცეოდი ისე როგორც კარგად აღზრდილ და კულტურულ გოგონას შეეფერება.
მაშინ დედა საშინლად გაბრაზდა, მდიდარი და საკმაოდ ცნობილი ოჯახი გვაქვს, კერძო სკოლაში ვსწავლობ, პირადი მძღოლი მემსახურება და ზოგადად დედა ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას თუ ვინ რას ამბობს ჩვენზე, თავიდანვე იმას მასწავლიდა რომ ყოველთვის საუკეთესო უნდა ვყოფილიყავი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე კარგი, ყველაზე ჭკვიანი, სწორედ ამიტომ გაბრაზდა ჩემზე, ვერ აიტანა საყვედური დამრიგებლისგან, სახლში რომ მოვედით და საშინლად მეჩხუბა სწორედ მაშინ მოვუყევი ყველაფერი, ჩემი ბრალი არ არის, სიზმრების ბრალია ყველაფერითქო ვუთხარი, რათქმაუნდა არ დამიჯერა, არ დამიჯერა და ყველაფერი უფრო და უფრო ცუდად წავიდა, ფაქტიურად ორი ცხოვრებით ვცხოვრობდი, დღე და ღამე, დღისით ანა ვიყავი, მდიდარი მშობლების შვილი, პატარა განებივრებული გოგონა ღია წაბლისფერი თმით და მუქი თაფლისფერი თვალებით, რძესავით თეთრი კანით, პატარა ცხვირით და მსხვილი ვარდისფერი ტუჩებით, როგორც ამბობდნენ უნაზესი და ულამაზესი, ღამით კი ანიტა ვხდებოდი, შავკანიანი, იდუმალი ვნებიანი, ბედუკუღმართი გოგონა, ცხადზე ცხადი იყო ჩემი სიზმრები, საკუთარივით ვგრძნობდი მის გრძნობებს, მის შიშს, ტკივილს, გაჭირვებას, მის ოცნებებს ვხედავდი, მისი ცხოვრებით ვცხოვრობდი, შფოთვები და უცნაური ქცევები დამჩემდა, ხანდახან დილით გაღვიძებულს და ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფს მიკვირდა თუ რატომ ალაგებდა ჩვენი დამხმარე მანანა დეიდა ჩემს ოთახს და რატომ მიღიმოდა თბილად, მე ხომ ერთი უბრალო შავკანიანი ებრაელი ვიყავი, რომელსაც ყველა კეთროვანივით ერიდებოდა...
ხანდახან ჯერ კიდევ სიზმარში ჩარჩენილს და ვერ გამოფხიზლებულს მაშინებდა მამის ხელი მხარზე და თბილი კოცნა ლოყაზე, მაშინებდა და მაკვირვებდა დედის იშვიათი მოფერება, ხანდახან ქუჩაში სეირნობისას ფიქრებში გართულს მაოცებდა გამვლელთა კეთილგანწყობილი ღიმილი, ფრთხილი გავხდი, მშიშარა, დეპრესიული, რატომღაც მეგონა რომ არ ვიმსახურებდი იმ სითბოს და სიყვარულს რასაც გარშემომყოფთაგან ვიღებდი, მეგონა რომ ყველა მატყუებდა, ყველას რაღაც სურდა ჩემგან, ასე რომ არ ყოფილიყო რატომ გამიღიმებდნენ, რატომ მომექცეოდნენ თანასწორივით...
ხშირად შევსწრებივარ მშობლების კამათს იმის შესახებ რომ ჩემი მკურნალობა იყო საჭირო, ფსიქოლოგთან მიყვანა ან რამე სხვა გზის გამონახვა იმისთვის რომ ისევ ძველი ანა გავმხდარიყავი, დედა ამის სასტიკი წინააღმდეგი იყო, ხალხს ვერ ვალაპარაკებო იძახდა, იტყვიან შვილი გაუგიჟდათო, ყველასთან მიკრძალავდა ჩემს სიზმრებზე საუბარს, კაცმა რომ თქვას მართალიც იყო, მიდი და ვინმე დააჯერე ცამეტი წლის გოგონას ფსიქიკურ ჯანმრთელობაში რომელსაც თითქმის ყოველ ღამე წარსულის საშინელი მოგონებები ესიზმრება, რომელსაც შეუძლია დაწვრილებით ისე თითქოს საკუთარი თვალით ნახა აღწეროს მეორე მსოფლიო ომის დროს მომხდარი საშინელებები.
საბოლოოდ როცა ერთხელ კიდევ მოვისმინე მათი საუბარი იმის შესახებ რომ საზღვარგარეთ მგზავნიდნენ სამკურნალოდ გადავწყვიტე როგორმე ყველაფერი შემეცვალა, რამდენიმე თვე დავხარჯე მცდელობებში რომ მშობლები ჩემს ფსიქიკურ ჯანმრთელობაში დამერწმუნებინა, მერე კი თითქმის ორი წელი დამჭირდა იმის გასააზრებლად რომ ანიტა მე ვიყავი, ის მოგონებები მე მეკუთვნოდა, თავიდან მეგონა რომ მართლა გავგიჟდი, მერე ნელ-ნელა გავითავისე ყველაფერი, უამრავი ინფორმაცია მოვიძიე ამ საკითხთან დაკავშირებით და ახლა უკვე მოუთმენლად ველოდი დაღამებას რომ უფრო და უფრო მეტი რამ გამეგო ჩემი წარსული ცხოვრების შესახებ, ბოლო ერთი თვეა რაც იოჰანი გამოჩნდა ჩემს სიზმრებში და ახლა უკვე ცხადშიც დავიწყე რაღაც-რაღაცების გახსენება, ხანდახან ეს ყველაფერი საკმაოდ უხერხულ სიტუაციაში მაგდებდა ხოლმე, ყველგან მას ვხედავდი, ყველა მამაკაცში მას ვეძებდი, დაუჯერებლად მოგეჩვენებათ მაგრამ სიგიჟემდე მენატრებოდა, ხანდახან ქუჩაში უნცობ ადამიანსაც კი გავკიდებივარ მისთვის რომ მიმიმსგავსებია, ვგრძნობდი, ვიცოდი რომ სადღაც აქვე იყო, ჩემთან ახლოს მაგრამ ვერაფრით ვხვდებოდი როგორ უნდა მომეხერხებინა მისი მოძებნა, საიდან უნდა დამეწყო, ხშირად მიფიქრია იმაზე თუ როგორ გამოიყურება, ვის სხეულში გამომწყვდეული დააბიჯებს ჩემს სიახლოვეს...
- რაზე ჩაფიქრდი? -დედამ ცხვირწინ გამიქნია ხელი, -მალე მორჩი დაგაგვიანდება, -წამოვდექი, დავიხარე და ხმაურით ვაკოცე ლოყაზე, გაოცებულმა მომიშორა და ისეთი სახით შემომხედა სხვა დროს ალბათ დავფრთხებოდი მაგრამ ახლა უბრალოდ გამეღიმა, მიუხედავად იმისა რომ ჩემს მიმართ დიდი სითბოთი არ გამოირჩეოდა მაინც ვაფასებდი იმას რასაც ჩემთვის აკეთებდა, განსაკუთრებით იმის მერე დავიწყე ჩემი იღბლიანობის გააზრება რაც მეტად ჩავუღრმავდი ანიტას უიღბლო ცხოვრებას, არაფერი მქონდა საწუწუნო, ოჯახი მყავდა, უსაფრთხო მშვიდი, ბედნიერი მომავალი მქონდა გარანტირებული, ჩემი ბედი ჩემს ხელში იყო მთავარია მომენდომებინა და...
- მე წავალ დე, დღეს მძღოლი არ მჭირდება თვითონ მივხედავ საკუთარ თავს, მასწავლებლიდან ნუკისთან მივდივარ და ერთად უნდა გავიდეთ რუსთაველზე აღლუმს უნდა დავესწროთ, -ერთბაშად მივაყარე და სანამ იმის გამო პროტესტს გამოთქვამდა რომ მძღოლზე უარი ვთქვი სირბილით წავედი საძინებლისკენ, ჩემს ერთადერთ მეგობარს ნუკის დავურეკე და შევუთანხმდი თუ სად უნდა შევხვედროდით, რამდენიმე წუთში უკვე მზად ვიყავი, კიდევ ერთხელ შევათვალიერე საკუთარი თავი, სარკიდან თექვსმეტი წლის ულამაზესი გოგონა შემომცქეროდა მხარზე გადმოგდებული გრძელი ნაწნავით.
-
- კარგი რა ნუკი ეს ველურები რომ არ წამოგეყვანა არ შეგეძლო? -დავიხარე და ქერათმიან ტყუპებს თმა ავუჩეჩე, -იმედია დღეს მაინც არ იტირებთ, -მუქარით დავუქნიე თითი, ეშმაკურად ჩაიცინეს და მერე ორივემ ერთდროულად გამომიყო ენა.
- ჩემმა დამ შემომაჩეჩა, ხომ იცი როგორია, ვუთხარი მე როგორ მანდობ ოთხი წლის ბავშვებსთქო და ერთს შენ მიხედე და მეორეს ანამო გამომიცხადა, -ამოიხვნეშა და ბიჭებს საქართველოს დროშის ფერებში მოხატული ერთნაირი მაისურები შეუსწორა.
- ლუკა რატომ ხარ ასეთი ფეთხუმი, ეს ნაყინი რომ არ ჩამოგესხა მაისურზე არ შეგეძლო? -მაშინვე აწუწუნდა როცა ერთერთს ნაყინით დასვრილი მაისური დაუნახა.
- შენ რა ბავშვებს ნაყინი აჭამე? -მაშინვე შევიცხადე და მანაც გაოცებულმა ამომხედა ქვემოდან.
- ჰო, ვაჭამე, რა მოხდა?
- ბევრი აჭამე?
- ორ-ორი ცალი, -მასაც შეშფოთება დაეტყო ხმაში და გამწარებულმა შემოირტყა თავში ხელი, -როგორ დამავიწყდა, ამათთვის ამდენი ნაყინი არ შეიძლება, ლუკა მაშინვე ცუდად ხდება როგორც კი ჭამს.
ამის თქმა იყო და პატარა ყაჩაღმა მუცელზე მიიჭირა ხელი.
- ნუკი მუცელი მტკივა.
- ვაიმე რა ვქნა? -მე მომიბრუნდა შეშინებული ნუკი.
- რა უნდა ქნა, წამოდი ქვედა ქუჩაზე ჩავიდეთ და ტაქსი გავაჩეროთ, სახლში მიიყვან და მიხედავს დედამისი.
- მერე შენ?
- ჩემზე ნუ იფიქრებ, პატარა ხომ არა ვარ, ცოტას გავივლი გამოვივლი და წავალ მერე სახლში, -განმამხნევებლად გავუღიმე და ერთ-ერთი ტყუპი ხელში ავიტაცე.
-
ჩაფიქრებული მივუყვებოდი სადღესასწაულოდ მორთულ გამზირს, ხალხმრავლობის გამო გავლა ჭირდა, ჩანთა გავხსენი რომ ტელეფონი ამომეღო, თავი დავხარე და სწორედ ამ დროს შევასკდი ვიღაცას.
- მაპატიეთ ხომ არაფერი დაგიშავდათ? -საოცრად ნაცნობი ხმა მომესმა, გაოგნებულმა ავწიე თავი, გულმა თავისთავად შეწყვიტა ფეთქვა, მინდოდა ჰაერი ჩამესუნთქა მაგრამ ვერ ვახერხებდი, ის იყო, ჯანდაბა, ნამდვილად ის იყო, ჩემს წინ იოჰანი იდგა, ზუსტად ისეთი როგორიც მახსოვდა, მაღალი, ფართო მხარ ბეჭით, მუქი თმით, მზედაკრული სახით, იდგა ჩემს წინ ქართული არმიის ფორმაში გამოწყობილი და იმ საოცარი ლურჯი თვალებით დამყურებდა ზემოდან.
- კარგად ხართ? -გაოცება და მცირეოდენი შეშფოთება ჩაუდგა თვალებში, ალბათ საშინლად გამოვიყურებოდი, მკლავებზე მომკიდა ხელები, შემეხო თუ არა ჩემს თვალწინ კადრებივით გაირბინა მასთან ერთად გატარებულმა დრომ, პირველი კოცნა, პირველი მოფერება და უამრავი ცეცხლოვანი ღამე, სიგიჟემდე მომინდა ჩავხუტებოდი, ვიგრძენი როგორ მომიდუნდა სხეული...
- იო, -საცოდავად ამოვიკნავლე და გონდაკარგული ჩავესვენე მის მკლავებში...



- მამაჩემმა ყველაფერი გაიგო, -იოჰანი თავდახრილი იდგა თვალცრემლიანი ანიტას წინაშე და სიკვდილმისჯილივით ელოდა მის რეაქციას, მხრები უცახცახებდა ანიტას ენას ვერ აბრუნებდა პირში რომ რამე ეთქვა ყოვლის წამლეკავი შიში იღვრებოდა მთელი მისი არსებიდან.
- მეშინია იო, -ორად ორი სიტყვა დასცდა მის ბაგეებს.
- ნუ გეშინია ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ უსაფრთხოდ იყო, -სიყალბე იგრძნობოდა იოჰანის ხმაში თვითონაც არ ჯეროდა იმის რაშიც ანიტას დარწმუნებას ცდილობდა, მამამისი ვერასდროს შეეგუებოდა მათ კავშირს, კიდეც რომ შეგუებოდა მასზეც არ იყო დამოკიდებული ყველაფერი, აუცილებლად უნდა ეპოვა რამე გზა მის გადასარჩენად.
- ჩემს გამო არ ვშიშობ, შენზე ვფიქრობ ამას არ გაპატიებენ, არ მინდა რამე დაგემართოს, -მბზინავი ცრემლების ჯაჭვი ნელ-ნელა ჩამოუყვა ანიტას ლოყებს და ნიკაპთან ყულფივით გაიკვანძა, -მის გამოც მეშინია, -მუცელზე შემოიჭდო გამხდარი თითები და ნაზად მოეფერა, -არ აცოცხლებენ...
სახე შეეცვალა იოჰანს, თვალებში კითხვანარევი სიხარული ჩაუდგა, ერთი წამის წინ სხეულმომჩვარული და უბედური მხრებში გაიშალა, თითქოს კიდევ უფრო გამაღლდა, ძალის მოზღვავება იგრძნო...
- ორსულად ხარ? -ისეთი ხმით აღმოხდა ანიტა მიხვდა ახლა მისთვის დადებით პასუხს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა, გაღიმებულმა დაუქნია თავი, შვების ოხვრა აღმოხდა იოჰანს, მერე წინ გადადგა ნაბიჯი ანიტას წინ მუხლებზე დაეცა, წელზე მოხვია მკლავები და შუბლი მუცელზე მიადო, მის თმაში შეაცურა თითები ანამ...
-
ძილბურანში ვიყავი და ვერაფრით ვახერხებდი გამოფხიზლებას, თავი საშინლად მტკიოდა, წამლების სუნი უსიამოვნოდ მიღიტინებდა ცხვირში, ამ ყველაფრის მიუხედავად სახეზე ბედნიერი ღიმილი გადამეფინა როცა ჩემი ახალი მოგონება გამახსენდა, ინსტიქტურად მუცელზე დავიდე ხელი...
- გამოფხიზლდი? კარგად ხარ? -ნაცნობი მონატრებული ხმა რომ მომესმა მაშინვე გავახილე თვალები, საავადმყოფოს პალატაში ვიწექი, ჩემს თავთან კი იოჰანი იყო დახრილი, ჩემი იოჰანი ზუსტად ისეთი როგორიც მახსოვდა, ისევ სამხედრო ფორმაში იყო გამოწყობილი მიყურებდა თვალებგაფართოებული და ალბათ იმაზე ფიქრობდა თუ ვინ ვიყავი და როგორ ვიყავი, ვუყურებდი და ხმას ვერ ვიღებდი, ისე მენატრებოდა, ისე ძალიან მენატრებოდა... მის გარეშე სუნთქვა მიჭირდა, აშკარა იყო რომ არ ვახსოვდი, მე კი ამ თექვსმეტი წლის გოგონას სხეულში პატიმარივით გამომწყვდეულს როგორ უნდა მოეხერხებინა მასთან მიახლოვება, არანაირი შანსი არ მქონდა უკვე მშვენივრად ვხვდებოდი ამას, ცრემლებმა თავისით იპოვეს გზა ჩემს ღაწვებზე...
- რატომ ტირი, რა გჭირს, რამე ხომ არ გტკივა? -ერთბაშად მომაყარა შეშფოთებულმა, -თუ გინდა ექიმს დავუძახებ.
- შეიძლება რომ ჩაგეხუტო? -სლუკუნ სლუკუნით ამოვთქვი და პასუხს არ დავლოდებივარ ისე ავზიდე სხეული და ისე შემოვხვიე მკლავები, გაშრა, გაშეშდა, ვერაფერი თქვა მე კი მის ყელში ჩავრგე სახე და ის საოცარი სურნელი შევისუნთქე თუ არა აგრერიგად რომ მენატრებოდა ჩემს გარშემო ყველაფერი გაქრა და დავრჩით მხოლოდ მე და ის, ანიტა და იოჰანი... როგორც იქნა იქ ვიყავი სადაც უნდა ვყოფილიყავი, მის გვერდით, ის იყო ჩემი ბედნიერება, ჩემი სახლი, ჩემი თავშესაფარი, ჩემი ნავსაყუდელი და მე იშვიათად იღბლიანი ადამიანი ვიყავი რომ მისი პოვნა შევძელი.
- რა კარგი სურნელი გაქვს, როგორ მენატრებოდა, -ვჩურჩულებდი და მსუბუქად ვეხებოდი ტუჩებით, არ გამჭირვებია შემემჩნია მისი დაძაბულობა და დახორკლილი კანი, აღფრთოვანებული ვიყავი ჩემი გამბედაობით და იმით რომ ასე ვმოქმედებდი მასზე.
- რას აკეთებ, -ხრინწგარეული ხმით მკითხა, ფრთხილად ჩამავლო ხელები მხრებში და მომიშორა, ამღვრეული მზერით ჩამხედა ჯერ კიდევ ცრემლიან თვალებში, ხელი ავწიე და თითები ნაზად შევახე ლოყაზე, ამჯერად არ მოვუშორებივარ და მეც უფრო გათამამებულმა ვაიძულე ჩემკენ დახრილიყო და სახე სახესთან მივუტანე.
- თურმე როგორ საშინლად მაკლდი იო, -ზედ მის ტუჩებზე დავიჩურჩულე და მერე ძალიან დიდი ხნის ნატვრა ავიხდინე ვაკოცე... რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მანაც კოცნით მიპასუხა და პირველად ვიგრძენი რომ არსებობდა იმედი იმისა გავეხსენებინე, ერთი ხელი წელზე მომხვია, მეორე თმებში შემიცურა და საერთოდ მომწყვიტა დედამიწას, ეს იყო ჩემი პირველი კოცნა ამ სხეულში, პირველი კოცნა რომელსაც საფუძვლად უამრავი ცეცხლოვანი ღამე ედო...
გახელებული მიკოცნიდა ბაგეებს, ყელს, მოშიშვლებულ მხრებს, მთელ ვნებას გრძნობას, სურვილს აქსოვდა თითოეულ შეხებაში, ვნეტარებდი მის მკლავებში და არ მინდოდა დასრულებულიყო, არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდა ეს ყველაფერი პირველი ისევ თვითონ მოვიდა გონს, ცივად მომიშორა, ერთხანს შეშლილი თვალებით დამყურებდა მერე წამოხტა, ზურგი შემაქცია და კეფაზე შემოიჭდო ხელები.
- რა ჯანდაბას ვაკეთებ, არ ვიცი ვინ ხარ, არ გიცნობ, ალბათ სრულწლოვანიც კი არ ხარ და მე წარმოდგენაც კი არ მაქვს ასე რატომ მოვიქეცი, რატომ ვერ შევძელი თავის შეკავება, ასეთს რას მმართებ, -ხმამაღლა ლაპარაკობდა, მძიმედ სუნთქავდა, მესმოდა მისი, ვიცოდი ახლა რასაც გრძნობდა, არ ვახსოვდი მაგრამ ქვეცნობიერად ვიზიდავდი, ამის შემდეგ კიდეც რომ მოენდომებინა ჩემს დავიწყებას ვერ შეძლებდა, დღეიდან ვეღარასოდეს შეძლებდა ისე ეცხოვრა როგორც ადრე, არ მინდოდა ის კოშმარული პერიოდი გამოეარა რაც მე გამოვიარე სანამ ყველაფერს გავიხსენებდი, მაგრამ ვერაფრით შევძლებდი მის დახმარებას, ერთადერთი რაც შემეძლო მის გვერდით ყოფნა იყო თუკი რათქმაუნდა ამის საშუალებას მომცემდა, ფრთხილად წამოვდექი მივუახლოვდი და ჩავეხუტე, უხეშად მომიშორა და უკან დაიხია.
- ვინ ხარ? გიცნობ? -ძალიან ეცადა რომ მკაცრად გამოსვლოდა მაგრამ მისი თვალები სულ სხვა რამეს მეუბნებოდა.
- არ გიცნობ, ჯერჯერობით, -მშვიდად ვუპასუხე.
- თუ არ მიცნობ ჩემი სახელი საიდან იცი?
- შენი სახელი? -გავიკვირვე.
- იოანე მქვია, მხოლოდ ახლო მეგობრები მეძახიან იოს შენ კი რამდენჯერმე მომმართე ასე.
გამეღიმა, დამთხვევაც ასეთი უნდა, იოჰანი, იოანე, საბოლოო ჯამში მაინც იო გამოდიოდა.
- სასაცილო ვთქვი რამე? -მოიღუშა და წარბები შეკრა, -რამდენი წლის ხარ?
- თექვსმეტის, -პირდაპირ ვუპასუხე, არ მიფიქრია ასაკის დამალვა, რა აზრი ჰქონდა, წარბი მაღლა ასწია და სიმწრის ღიმილმა გაუპო ბაგე, ღრმად ამოისუნთქა.
- ბოდიში უნდა მოგიხადო, რაც ცოტა ხნის წინ მოხდა... რაც მოხდა...
- არ იცი რატომ გააკეთე და აღარასდროს განმეორდება, ამის თქმა გინდოდა? -წავეშველე და მანაც ტანჯული სახით დამიქნია თავი.
- თავი ვიღაც გარყვნილი პედოფილი მგონია, ოცდაექვსი წლის ვარ შენ კი... შენ...
- თექვსმეტი წლის ვარ, ანა მქვია და სიგიჟემდე მიყვარხარ, -პირდაპირ მივახალე და თითქოს ტონობით ტვირთისგან გავთავისუფლდი აქამდე მხრებზე და გულზე რომ მეწვა, გაოგნებულმა შემომხედა და მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი, ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ, ხელი ასწია უნდოდა შემხებოდა, მერე თითქოს გადაიფიქრა, წარბშეჭმუხნილმა გადააქნია თავი, ზურგი შემაქცია და უკან მოუხედავად გავარდა პალატიდან, არ გავკიდებივარ, დარწმუნებული ვიყავი დღეის იქით ჩვენი გზები სამუდამოდ იყო გადაჯაჭვული...
პალატიდან რამდენიმე წუთის გასული იქნებოდა როცა კარი სასიამოვნო გარეგნობის, გამხდარმა ოციოდე წლის გოგონამ შემოაღო, ექთნის ფორმა ეცვა.
- გამარჯობა მე კესო ვარ, აბა როგორ გრძნობს თავს ჩვენი პაციენტი? -თავაზიანად მომიკითხა.
- კარგად ვარ, ხომ ვერ მეტყვით ჩემი ნივთები სად არის, ტელეფონი მჭირდება რომ დედას დავურეკო, ალბათ ნერვიულობს, დიდი ხანია რაც აქ ვარ?
- ორიოდე საათის წინ მოგიყვანა იომ, ჩემი ბიძაშვილია, -დაამატა როცა შეატყო როგორი ინტერესით შევხედე, -ყველა ანალიზი ნორმაში გაქვს, დიდი ალბათობით დაღლილობის ან სტრესის გამო დაკარგე გონება, საიდან იცნობ იოანეს?
- მე... მე არ ვიცნობ, -დავიბენი, მასთან ნამდვილად არ ვაპირებდი ჩემი და იოანეს ნაცნობობაზე საუბარს, -დღეს პირველად ვნახე, აღლუმზე ვიყავი და...
- ისე დაგფოფინებდა ვიფიქრე რომ ნაცნობი იყავი, ახლაც გასვლისას მე ჩამაბარა შენი თავი, მგონი თხუთმეტჯერ მითხრა კარგად მიხედეო, რაღაც ძალინ ზედმეტად ზრუნავს შენზე, -მხიარულად გადაიკისკისა, -სასიამოვნო ადამიანი ჩანდა.
- ანუ ჩემზე ზრუნავს, -ხმამაღლა წამომცდა და კესოს ეშმაკური ღიმილი რომ შევამჩნიე ერთიანად ამიწითლდა სახე...





- მდევარი ჩამოვიტოვეთ, ნუ გეშინია კარგად იქნები, -ხმა უცახცახებდა იოჰანს, საჭეს იყო ჩაფრენილი გათეთრებული თითებით, მტვრიანი, სისხლით დასვრილი სამხედრო ფორმა ეცვა, დროდადრო მის გვერდით მჯდარ ფერდაკარგულ ანას უყურებდა რომელსაც უკვე საკმაოდ წამოზრდილი მუცლისთვის შემოეხვია გასისხლიანებული ხელები.
- პატარას ვეღარ ვგრძნობ, აღარ მოძრაობს, -სასოწარკვეთილი ხმით ჩაიჩურჩულა ანამ და ისედაც სიგიჟემდე მისულ იოჰანს ცრემლიანი თვალები მიაპყრო, -ცუდად ვარ...
- ცოტაც, სულ ცოტაც უკვე თითქმის მოვედით, ცოტაც მოითმინე, -გზიდან გადაუხვია და ტყის პირას ხშირი ბუჩქნარის უკან გააჩერა ავტომობილი, გადმოვიდა, კარი გააღო და ხელში აყვანილი გადმოიყვანა ანიტა.
- აქედან ფეხით უნდა ვიაროთ სულ რამდენიმე წუთის სავალი გზაა, მოვასწრებთ აუცილებლად გადაგარჩენთ შენც და პატარასაც, -თითქოს თავისთვის საუბრობდა, საკუთარ თავს არწმუნებდა იმაში რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, დაძარღვული მკლავებით ძლიერ მკერდზე ახუტებული მიყავდა სანუკვარი ტვირთი ტყის სიღმეში მდებარე თითქმის შეუმჩნეველ ბილიკზე.
- სად მივდივართ იო? -ანიტას ხმა უკვე ძლივს ისმოდა, მთელი ძალით ებრძოდა ძილის სურვილს, უკვე ძლივს ახელდა თვალებს.
- ელასთან მიმყავხარ, მალე მივალთ, გაუძელი, თვალები არ დახუჭო გთხოვ, -სასოწარკვეთილი ემუდარებოდა, დაჰყურებდა გაფითრებულ ტუჩებზე და მის ყველა ამოსუნთქვას ითვლიდა.
- ელა? მასზე ამბობენ რომ ჯადოქარია, ამბობენ რომ ბოროტ ძალებთან აქვს კავშირი, -უკვე ძილ-ღვიძილის გზაგასაყარზე მყოფი ლაპარაკობდა, მკრთალად გაეღიმა იოჰანს, დაიხარა და შუბლზე ნაზად შეახო ტუჩები, -მთავარი შენი კარგად ყოფნაა, შენი გულისთვის თუ საჭირო იქნება ეშმაკსაც კი მივყიდი სულს...
-
- გაიღვიძე ანა რა გჭირს, გაიღვიძე, -მთელი ძალით მანჯღრევდა ვიღაც, გაჭირვებით გავახილე თვალები და გულამოვარდნილმა მივიტანე ხელები სახესთან, მერე მუცელზე დავიხედე, არც სისხლი იყო არსად და არც ბავშვი, ნუკის პაწაწუნა ავტომობილში ვიჯექით რომელიც მშობლებმა რამდენიმე თვის წინ უყიდეს, თექვსმეტი წლის გახდა თუ არა მაშინვე, ნუკი შეშფოთებული შემომცქეროდა.
- მაპატიე, ჩამეძინა, -მოვუბოდიშე.
- ბოდავდი, სისხლს ახსენებდა, ბავშვს, სიკვდილს, ვიღაც კუდიანს თუ ჯადოქარს, რა ხდება ანა?
- არაფერი არ ხდება, უბრალოდ კოშმარი დამესიზმრა.
- ჰოდა სანამ შენ კოშმარი გესიზმრებოდა იოანე მოვიდა და ახლა სახლშია.
- მართლა? -იმწამსვე გამოვფხიზლდი როგორც კი მისი სახელი გავიგონე, ყურადღებით შევათვალიერე ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სიმწვანეში ჩაფლული უზარმაზარი სახლი რომელსაც გარს მაღალი გალავანი ერტყა.
- რა უბედურებაა სახლია თუ სახელმწიფო დაწესებულება, -დავიწუწუნე როცა შესასვლელთან მდგარ დაცვას შევავლე თვალი.
- კიდევ დიდხანს უნდა ვუთვალთვალოთ? -არც ნუკი ჩამომრჩა წუწუნში, კაცმა რომ თქვას არც ვამტყუნებდი, თავიდან რატომღაც მეგონა რომ იოანე ჩემს მოძებნას შეეცდებოდა, მაგრამ ზუსტად ერთი კვირა რომ გავიდა და არსად გამოჩნდა გადავწყვიტე რომ მომეძებნა, სამი დღე ვუთვალთვალეთ მის ბიძაშვილ კესოს და საბოლოოდ იოანეს სახლსაც მივაგენით, უკვე ორი დღე იყო რაც აჩრდილივით დავყვებოდი კუდში იოს, მაკვირვებდა მისი საქციელი, ნუთუ საერთოდ არ ვახსოვდი, ნუთუ საერთოდ ვერაფერი იგრძნო...
- მაინც არ მესმის ამას რატომ აკეთებ, -ისევ ნუკის ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან.
- ხომ აგიხსენი, მომწონს ის ბიჭი და იმიტომ.
- ბიჭი კი არა კაცია, შენთან შედარებით მოხუციც კი ეთქმის, -სასაცილოდ დამანჭა სახე და მეც გამაღიმა.
- რა მნიშვნელობა აქვს, -მხრები ავიჩეჩე.
- როგორ თუ არ აქვს, სიცოცხლის ბოლომდე ასე უნდა სდიო უკან? ბოლოს და ბოლოს მიდი და უთხარი ყველაფერი...
- აქ რა ხდება? -სახლთან გაჩერებულ ავტომობილზე გადავიტანე მისი ყურადღება საიდანაც რამდენიმე ერთნაირად ჩაცმული გოგონა გადმოვიდა.
- ვერ ხედავ როგორ აცვიათ? ალბათ მიმტანები არიან წვეულებისთვის, -ნუკიმ ხელი აიქნია და ტელეფონს მიუბრუნდა.
- რა წვეულება, რამე გამომრჩა? -იმხელა ხმაზე ვიყვირე შეშინებული შეხტა.
- ეგ როგორ დაგავიწყდა, იმ დღეს კესოს რომ ვუთვალთვალებდით, საავადმყოფოდან გამოსული ტელეფონზე რას საუბრობდა აღარ გახსოვს?
- დაბადების დღე.
- ჰო დაბადების დღე აქვს დღეს შენს იოანეს.
- იმ წვეულებაზე უნდა მოვხვდე, -წამში მივიღე გადაწყვეტილება.
- ასე? -ნუკიმ ჩემს ჩაცმულობაზე მანიშნა, შავი შორტი, უბრალო თეთრი მაისური და დაბალძირიანი სპორტული ფეხსაცმელი მეცვა, თმა ჩვეულებისამებრ ერთ ნაწნავად მქონდა დაწნული.
- ღობეზე მაღალი ქუსლებით ვერ გადავხტები ასე რომ... -ღიმილით გავშალე ხელები.
- ღობეზე აპირებ გადახტომას?
- სწორად გაიგე, მოდი ასე მოვიქცეთ მალე დაღამდება, მშობლებს დავურეკავ და ვეტყვი რომ შენთან ვჩები, მერე შენ სახლში წახვალ მე კი ჩემს საქმეს მივხედავ.
- არ გეშინია? რამე რომ დაგიშაოს?
გამეცინა, ერთადერთი რაშიც ბოლომდე ვიყავი დარწმუნებული იყო ის რომ იოანე არასდროს არაფერს დამიშავებდა..






სახლს გარშემო შემოვუარე და თან ყველანაირად ვცდილობდი რომ დაცვას არ შევემჩნიე ან კამერების ხედვის არეალში არ მოვხვედრილიყავი, სახლიდან საკმაოდ მოშორებით ბაღის განაპირას ქუჩის მხრიდან ღობესთან ახლოს მდგარი ხე შევამჩნიე, ბევრი არ მიყოყმანია, ხეზე აცოცება არ გამჭირვებია, ავცოცდი და გადავხტი, მარტივად გადავძვერი საკმაოდ განიერ ღობეზე და ბაღში ჩავხტი, ჩავხტი და ძლივს შევიკავე თავი რომ სიმწრისგან არ მეყვირა, შიშველი მკლავით გამოვედე ვარდის ბუჩქს რომელსაც უზარმაზარი ეკლები ჰქონდა, ძლივს გავინთავისუფლე თავი და ფეხაკრეფით წავედი ბაღის იმ მხარეს საიდანაც მუსიკის ხმა მოდიოდა და ფერადი სინათლეები ჩანდა...
როგორც ეტყობოდა ჩემი იო საკმაოდ დიდ წვეულებას მართავდა, ალბათ უყვარდა დაბადების დღეების პომპეზურად აღნიშვნა, ჩემდა სასიხარულოდ ეს უზარმაზარი ბაღი ბუჩქებით, ხეებით და სხვადასხვა მცენარეებით იყო სავსე ასე რომ იმ ადგილამდე შეუმჩნევლად მივედი სადაც სტუმრები იყვნენ შეგროვილნი, ერთ-ერთ სქელტანიან ხეს საიმედოდ ამოვეფარე და იქაურობა მოვათვალიერე, წვეულება უზარმაზარი და სხვადასხვა ფერის განათებების გამო ათასფრად მოციმციმე წყლით სავსე აუზის გარშემო ტარდებოდა, მაღალი, ლამაზი გადასაფარებლებით მორთული მრგვალი მაგიდების გარშემო იდგნენ სტუმრები, სასმელს შეექცეოდნენ და დროდადრო ალბათ ამ წვეულებისთვის სპეციალურად დაქირავებული მომსახურე პერსონალის მიერ ჩამოტარებულ დელიკატესებს მიირთმევდნენ, ერთი შეხედვითაც კი ეტყობოდათ თუ როგორი ძვირფასი ტანსაცმელი ეცვათ და როგორი ძვირადღირებული სამკაულები ეკეთათ, ერთი სიტყვით მეტად ნაღებ საზოგადოებას მოეყარა თავი და შეძლებისდაგვარად ერთობოდნენ თუ ამას გართობა ერქვა, ასეთ სიტუაციას ნამდვილად არ ველოდი, მერჩივნა იო ერთი უბრალო ბიჭი ყოფილიყო და არა ასეთი ჩემნაირი უბრალო გოგონასთვის ხელშეუხებელი და მიუწვდომელი.
- დღეს გამოვაცხადებ ჩვენი ნიშნობის შესახებ, -სასიამოვნო ხმით ნათქვამი სიტყვები მომესმა და უფრო საიმედოდ ავეკარი ხეს რომ არავის შევემჩნიე, ორი ულამაზესი ოცდახუთიოდე წლის სადღესასწაულოდ გამოწყობილი გოგონა ჩემგან ორიოდე ნაბიჯის მოშორებით შეჩერდნენ, მშვენივრად ვხედავდი და მშვენივრად მესმოდა მათი.
- გაგიჟდი? იოანე გაცოფდება მასთან შეუთანხმებლად ასეთ რამეს თუ გააკეთებ, ჟღალთმიანმა ტუჩებზე მიიდო თითები შეშფოთების გამოსახატავად და აქეთ-იქით მიმოიხედა ხომ არავინ გვისმენსო, მის გვერდით მდგარ ქერათმიან ტუჩებდაბერილ, ღრმად დეკოლტირებულ წითელ კაბაში გამოწყობილ გოგონას გულიანად გაეცინა და თავმობეზრებულივით აუქნია ხელი.
- მშვენივრად იცი რომ ჩვენი მშობლები ბავშვობიდან გეგმავენ ჩვენს ქორწილს, იოანე კი ვერაფრით იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
- იმიტომ ხომ არა რომ არ უყვარხარ, -პირდაპირ მიახალა ჟღალთმიანმა.
- ასე გგონია? -ირონიულმა ღიმილმა აუპრიხა ტუჩის კუთხე ქერას, -ასეც რომ იყოს მნიშვნელობა არ აქვს, მას თუ არ ვუყვარვარ მე მიყვარს.
- არ გიყვარს ლელა, უბრალოდ აკვიატებული გყავს და ეგოისტურად იქცევი, ვერ ვხვდები რაში გჭირდება ისეთი ქმარი რომელსაც არ ეყვარები.
- ხანდახან მგონია რომ ჩემი გშურს, -სახე მოეღუშა ლელას, -თუმცა არა უშავს ცოტა ხანში ყველას განახებთ როგორ სამაგალითო ოჯახს შევქმნით მე და იოანე, ცოლად რომ მომიყვანს მერე შევუყვარდები კიდეც, აი ნახავ გამოვაცხადებ ნიშნობის შესახებ ისიც ამდენი სტუმრის წინაშე უარს ვერ იტყვის და დათანხმდება მერე კი ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ თავი შევაყვარო.
- შენთან ლაპარაკს არანაირი აზრი არ აქვს, -ხელი ჩაიქნია წითურმა, -უკვე ძალიან დამღალე, ისღა მაკლდა ჩემთვის შურიანობა დაგებრალებინა.
- რა გჭირს თამთა? შენ ჩემსკენ ხარ თუ ეშმაკებისკენ ვერ ვხვდები.
- მაგასაც ვერ ხვდები?

ასე კამათ-კამათით მოშორდნენ ჩემს სამალავს, გაშეშებული ვიდექი და მოსმენილის გააზრებას ვცდილობდი, ესე იგი ჩემს იოანეს შეყვარებული ყავს რომელიც სრულიად შესაძლებელია რომ დღეს საცოლედ გამოაცხადოს, ჯანდაბა, ამას არ ველოდი.
- აბა რას ელოდი, -უნებურად ხმამაღლა ვკითხე საკუთარ თავს, -იმაზეც მადლობა თქვი რომ ცოლი და სამი შვილი არ ჰყავს, ხომ არ გავიწყდება მისი ასაკი, ის ოცდაექვსი წლისაა, ოცდაექვსის შენ კი ჯერ სრულწლოვანიც კი არ ხარ.
ოოოჰ, გამწარებულმა დავიღმუვლე და შუბლით მივეყრდენი ხეს, არ ვიცოდი რისი იმედი მქონდა როცა აქ მოვდიოდი, კიდეც რომ მომეხერხებინა მისი ნახვა რა უნდა მეთქვა, ალბათ ერთადერთი რასაც მივაღწევდი ის იქნებოდა რომ ჩემს მშობლებთან დარეკავდა ისინი კი სახლში გამომკეტავდნენ და ფსიქოლოგს მომიყვანდნენ რომ ამ აკვიატებისგან გავეთავისულებინე, არასდროს, აქამდე არასდროს არ მდომებია უფრო მეტად ვმგვანებოდი ზრდასრულს, ახლა რომ ანიტას მაგვარი ფორმები მქონოდა ან თუნდა ლელასნაირი, სხვა თუ არაფერი ფეხები კისრიდან ეწყება, მერე რა მკერდი აქვს, რა წელი, როგორი საჯდომი... მისნაირ ქალს თუ ზედაც არ უყურებს იო მე რატომ უნდა შემომხედოს, ჩემში რამ უნდა დააინტერესოს, ანიტა კიდეც რომ გაიხსენოს, კიდეც რომ დავაჯერო ჩვენი ერთიანობა, ისე მაინც არ შემომხედავს როგორც ზრდასრულ ქალს, ყოველ შემთხვევაში რამდენიმე წელი მაინც...
- შარში ვარ, -ჩავილაპარაკე და ხეს ოდნავ მოვშორდი რომ უფრო კარგად მედევნებინა თვალი წვეულებისთვის, სუნთქვა შემეკრა როცა ერთად შეჯგუფებული სტუმრებისკენ მიმავალი იოანე დავინახე, ამჯერად უბრალოდ, ჩვეულებრივად და თავისუფლად ეცვა, თეთრი მაისური, შავი ჯინსი, სპორტული ფეხსაცმელი...
- გილოცავ ჩემო ბიჭო, -ხელგაშლილი გაემართა მისკენ მაღალი, გამხდარი ორმოცდაათიოდე წლის ქალბატონი, ღიმილით გაშალა მკლავები იომ და გულში ჩაიკრა, სათითაოდ მიდიოდნენ, ეხვეოდნენ, კოცნიდნენ და ულოცავდნენ, ლელა რომ მიეახლა, მკერდით მკერდზე მიეკრა, ორივე ხელით დაუჭირა სახე და მის ტუჩებს მისწვდა, ენით გამოუთქმელი სიბრაზე ადუღებული კუპრივით ჩამეღვარა სხეულში, წყალსაც წაუღია ყველაფერი, იოანე ჩემი იყო ის კი ჩემს ბიჭს ეხებოდა და დამშეულივით უკოცნიდა იმ ტუჩებს მხოლოდ ჩემი სითბო და ალერსი რომ უნდა სცოდნოდათ...
- გეყოფა ლელა, ვერ ვხვდები რის გაკეთებას ცდილობ, -უხეშად მოიშორა იომ და ნაძალადევი ღიმილით მიუბრუნდა დანარჩენ სტუმრებს, სწორედ ამ დროს გამოაცხადეს მიკროფონში რომ ლელას და იოანეს სტუმრებისთვის რაღაც სასიხარულო ამბავი ჰქონდათ სათქმელი, იოანე გაკვირვებული შესცქეროდა ლელას რომელმაც ამაყად გამოაცხადა რომ სულ რაღაც ერთ თვეში დაქორწინებას აპირებდნენ, იო აშკარად არ იყო ამ ყველაფრისთვის მზად, გაოცებული და ბრაზ მორეული იყურებოდა აქეთ-იქით, სწორედ ამ დროს შეხვდა ჩვენი მზერა ერთმანეთს, თვალები გაუფართოვდა გაოცებისგან, წარბები შეჭმუხნა და ჩემდა გასაკვირად ღიმილი გაუკრთა ტუჩის კუთხეში, როგორც იქნა გონს მოვედი და ირგვლივ მიმოვიხედე, არ მახსოვდა როდის გამოვედი სამალავიდან, შეშინებულმა დავიხიე უკან, დავინახე როგორ უხეშად მოიშორა იომ ლელა და როგორ წამოვიდა ჩემსკენ, შევბრუნდი და სიბნელეში ჩაფლული ბაღის კიდისკენ გავიქეცი, კედელთან წამომეწია...
ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა და შევდექი თუმცა მისკენ არ შევბრუნებულვარ, ისიც შედგა თუმცა აშკარად არ ჩქარობდა ჩემთან უფრო ახლოს მოსვლას, ძლივსღა ვსუნთქავდი, ისიც ძლივს ითქვამდა სულს, მერე მხარზე ვიგრძენი შეხება, ნაზად, ფრთხილად...
- აქ რას აკეთებ? შენ რა ღობეზე გადმოძვერი? -თბილი ხმა ჰქონდა, ხრინწგარეული, მხარზე ოდნავ მომიჭირა და მაიძულა რომ მისკენ შევბრუნებულიყავი, თავდახრილი ვიდექი და მისი სიახლოვისგან მოღვრილი მღელვარებისგან მთელი სხეული მითრთოდა, ნაზად მომკიდა ნიკაპზე თითები და თავი ამაწევინა, სავსე მთვარის შუქზე ზღაპრულად უელავდა თვალები, ძალუმად აუდ-ჩაუდიოდა მკერდი.
- მე... მე უბრალოდ მინდოდა შენთვის დაბადების დღე მომელოცა, -ძლივს ამოვღერღე და ნაძალადევი ღიმილიც დავამატე.
- შეგეძლო კარიდან შემოსულიყავი, -ზურგს უკან მანიშნა ხელით.
- რომ მოვსულიყავი შემომიშვებდი? -ქვემოდან ავხედე უცნაურად მომღიმარს, თავი გააქნია უარის ნიშნად.
- ჰოდა ამიტომაც გადმოვძვერი ღობეზე, -ხელები გავშალე და მხრები ავიჩეჩე.
- სიმართლე რომ გითხრა მაინტერესებდა როდის გაბედავდი და მოხვიდოდი, -გაიცინა და ლოყაზე ფრთხილად ჩამომისვა თითები.
- რას გულისხმობ?
- გეგონა ვერ ვხვდებოდი რომ შენ და შენი მეგობარი მითვალთვალებდით? სალაპარაკო გვაქვს პატარა ალქაჯო არ მეთანხმები?
სიტუაციის ასე შემობრუნებას ნამდვილად არ ველოდი, ერთი მხრივ სირცხვილი და უხერხულობა მკლავდა იმის გამო რომ ასე სულელურად გამომიჭირა მეორე მხრივ კი მიხაროდა მასთან საუბრის შესაძლებლობა რომ მეძლეოდა, აქ იყო, ჩემს წინ, მისი ცხელი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა, საყვარლად მიღიმოდა და ნამდვილად არ მიდოდა ეს შანსი ხელიდან გამეშვა.
- რაზე უნდა ვისაუბროთ?
- თუნდაც იმაზე რომ მიცნობ, მე კი წარმოდგენა არ მაქვს ვინ ხარ.
- საიდან მოიტანე რომ გიცნობ?
- იქიდან რომ პირველივე შეხვედრისას სახელით მომმართე, თანაც უცნობებს მხოლოდ მანიაკები უთვალთვალებენ მხოლოდ იმიტომ რომ მერე მათ სახლში შეიპარონ დაბადების დღის მისალოცად, შემთხვევით მანიაკი ხომ არ ხარ?
- მანიაკი არ ვარ, -ნერვიულად გამეცინა და ხელი მაღლა ავწიე რომ თმა შემესწორებინა, დავინახე როგორ შეეცვალა სახე, მკლავში მტაცა ხელი.
- ეს სისხლია? სად დაიზიანე? როგორ...
- ისეთი არაფერია კედელზე გადმოხტომისას ვარდის ბუჩქებში ჩავვარდი, -უხერხულად გავიღიმე და შევეცადე ხელი გამომერთმია თუმცა არ დამანება, შებრუნდ,ა სახლისკენ წავიდა და მეც თან გამიყოლა.
- რას აკეთებ? სად მიგყავარ? -ცოტა არ იყოს ხმამაღლა მომივიდა და მოღუშულმა გადმომხედა.
- ნუ კივი, არ ვაპირებ რამე დაგიშავო, უბრალოდ ხელს დაგიმუშავებ მერე კი დაიძინებ, შენხელა ბავშვებს ახლა უკვე უნდა ეძინოთ, -ისე სერიოზულად მითხრა გაბრაზებაც კი ვერ მოვახერხე.
- მე ბავშვი არ ვარ, -მხოლოდ ეს ჩავიბურტყუნე.
- კი როგორ არა, -ჩაეცინა და უკანა კარი უხმაუროდ შეაღო, სახლში რომ შევედით მაშინღა მივხვდი თუ რა მითხრა ცოტა ხნის წინ.
- მოიცადე იოანე, -მთელი ძალით დავქაჩე და ვაიძულე რომ გაჩერებულიყო, -წეღან როცა თქვი რომ უნდა დავიძინო რა იგულისხმე.
- ის რომ უკვე შენი ძილის დროა, დღეს აქ რჩები, -გამომიცხადა, მეორე სართულზე ამავალ კიბეს აუყვა და მეც თან გამიყოლა, რატომღაც არც თუ ისე სასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, იქნებ იოანე სულაც არ იყო ის ვისაც ვეძებდი, იქნებ შევცდი და ვიღაც არანორმალურს გადავეყარე, აშკარად იგრძნო ჩემი მღელვარება და შეჩერდა.
- ჩემი არ შეგეშინდეს, არასდროს, -ღიმილნარევი ხმით მითხრა, ჩემსკენ შემობრუნდა და ჩემი სახე ხელებს შორის მოიქცია, სიმართლე რომ გითხრა არ ვიცი ამას რატომ ვაკეთებ მაგრამ ამაღამ თუ ჩემთან არ დარჩები გავგიჟდები, შეიძლება შევიშალო, ვერ ვხვდები რას მმართებ, ერთადერთი რაც დაზუსტებით ვიცი ისაა რომ არასდროს არაფერს დაგიშავებ, გულს არასოდეს გატკენ, ჩემი ხომ გჯერა?
მის მზერაში იმხელა მუდარა გამოსჭვიოდა უბრალოდ არ შემეძლო ეჭვი შემეტანა მის სიტყვებში, მოვეხვიე და მკერდზე მივადე თავი.
- აქ ვერ დავრჩები იო, ჩემი მშობლები...
- დარწმუნებული ვარ მშობლებისთვის რამე ლეგენდა გექნება მოფიქრებული ამაღამ სახლში არ ყოფნის გასამართლებლად თუ ვცდები?
- არ ცდები, -ამოვიხვნეშე და ერთი ნაბიჯით მოვშორდი, -მაჩვენებ შენი საძინებელი რომელია?
- ასეც ვიცოდი პატარა ცუღლუტო, შემოდი, -ერთ-ერთი ოთახის კარი შეაღო და შემიძღვა.
-
- სტუმრები გაგიბრაზდებიან ამდენ ხანს რომ მიატოვე, -ხელშეხვეული ვიჯექი საწოლზე და ჩემს წინ სავარძელში მჯდარ საზურგეზე თავგადაგდებულ და თვალდახუჭულ იოს თვალს ვერ ვაშორებდი, გრძელი თხელი თითები ჰქონდა, ძლიერი მკლავები, სახის დახვეწილი ნაკვთები, გამოკვეთილი ყბები, კისერზე ისე მაცდურად უფეთქავდა არტერია...
- აა, ჰო სტუმრები, -ფეხზე წამოდგა და კეფაზე შემოიჭდო თითები, ერთხანს ასე იდგა მერე კარადა გამოაღო საკუთარი მაისური და შორტი ამოარჩია და საწოლზე დამიდო.
- გამოიცვალე და დაწექი, არ დამელოდო დაიძინე, ხვალ დილით ყველაფერზე ვისაუბრებთ, -ნელი ნაბიჯით დაიძრა კარისკენ, გასვლამდე შემობრუნდა მზერა გამისწორა, სახეზე ყოყმანი გამოესახა თითქოს რაღაც გადაწყვეტილებას იღებსო, მერე შებრუნდა და უხმაუროდ გაიხურა კარი.
პირველი რაც მისი გასვლის შემდეგ გავაკეთე იყო ის რომ ნუკის დავურეკე, გაგიჟდა როცა ვუთხარი რომ იოანესთან ვრჩებოდი, მისი ხანგრძლივი შეგონება მოვისმინე თუ არა ტანთ გავიხადე და იოს ტანსაცმელი ჩავიცვი, თავს მშვიდად ვგრძნობდი, ერთი წამითაც კი არ მიქმნიდა უხერხულობას ის რომ მის საძინებელში უნდა დამეძინა, გადასაფარებელი გადავწიე და დავწექი, მისი სურნელით გაჟღენთილ ბალიშზე დავდე თუ არა თავი მაშინვე გავითიშე...

მეორე თავი დაახლოებით ათ დღეში აიტვირთება.



№1  offline წევრი mainc

აუ, ეს რა მაგარი ისტორია ვნახე. თვალებს რომ გაახელ და ეს დაგხვდება❤️ ეს არ არის უბრალოდ, სასიყვარულო ურთიერთობა ,ეს არის რაღაც, მნიშვნელოვანი ,კერძოდ , ებრალებზე მაქვს საუბარი და იმ პერიოდში არსებულ დევნაზე. შენ , არ იცი როგორ გამახარე❤️ ეს ის თემაა, რომელსაც სადაც არ უნდა გადავაწყდე ,სულ წავიკითხავ❤️მადლობა, შენ ამისთვის. წინასწარ მინდა ვიცოდე , თუ ცუდი დასასრული ექნება:(

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

mainc
აუ, ეს რა მაგარი ისტორია ვნახე. თვალებს რომ გაახელ და ეს დაგხვდება❤️ ეს არ არის უბრალოდ, სასიყვარულო ურთიერთობა ,ეს არის რაღაც, მნიშვნელოვანი ,კერძოდ , ებრალებზე მაქვს საუბარი და იმ პერიოდში არსებულ დევნაზე. შენ , არ იცი როგორ გამახარე❤️ ეს ის თემაა, რომელსაც სადაც არ უნდა გადავაწყდე ,სულ წავიკითხავ❤️მადლობა, შენ ამისთვის. წინასწარ მინდა ვიცოდე , თუ ცუდი დასასრული ექნება:(


მადლობა ასეთი საყვარელი კომენტარისთვის heart_eyes
ზოგადად ცუდი დასასრულები არ მიყვარს, ვნახოთ ამ შემთხვევაში რა მოხდება blush

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანა

ხალიან საინტეტესოა. უსასრულოდ დაგელოდებით

 


№4  offline წევრი ლილა ნესი

სტუმარი ნანა
ხალიან საინტეტესოა. უსასრულოდ დაგელოდებით


მადლობა heart_eyes

 


№5 სტუმარი One

If if ra kargi dasawyisia))
Dzaan vixalise, patara gijigogo))
Lilagogo kargi khar❤️
Da mec aq var mokled, mogyvebi**

 


№6  offline წევრი ლილა ნესი

One
If if ra kargi dasawyisia))
Dzaan vixalise, patara gijigogo))
Lilagogo kargi khar❤️
Da mec aq var mokled, mogyvebi**


მადლობა
მიხარია რომ მოგწონთ, რატომღაც არ ველოდი მოწონებას თუ დაიმსახურებდა

 


№7 სტუმარი სტუმარი ნესტანი

რაღაც განსხვავებულია მომეწონა ძალიან,საინტერესო ჩანს ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????♥️

 


№8 სტუმარი Miila

მალე დადებ? <333

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent