შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო! თავი 32


25-08-2023, 19:32
ავტორი ანნა ანუკი
ნანახია 1 043

თვალების გახელისთანავე წამოდგა და სწრაფად დავლილი უძალობის, თავბრუსხევისა და თვალებში ჩაბნელებისგან ისევ უძალოდ გადაეშვა საწოლზე მაშო, ხელახლა ადგომა დაეზარა კიდეც, თუმცა სწრაფად წამოდგა ისევ და ოთახიდან გასულმა ინტერესით დაუწყო ძებნა რატის, რომელიც არცერთ ოთახში არ იყო, დაბლა ჩასულმა ისევ ყველა ადგილას დაიწყო ძებნა, ყველა ოთახში შევიდა და გამოსულმა ხმამაღლა ბრაზისგან შეცვლილი ხმით დაუძახა გაუჩინარებულს,
- დილიდან შენ ძებნაში რატო უნდა ვიყო იდიოტო!
აჩქარებული ნაბიჯებით ავარდა ოთახში გამოსაცვლელად და ტელეფონს დაავლო ხელი, რამდენჯერმე გადაურეკა რატის რომელსაც ტელეფონი მიგდებული ჰქონდა და ამავდროულად ხმაც დაეხშო მისთვის, ფეხზე ამოცმასთან ერთადვე მარტივი ხერხი მოძებნა მის მოსაძებნად, თასმების შეკვრასთან ერთად გაუშვა ზარი დარიოსთან, რომელმაც ისე სწრაფად უპასუხა თითქოს მზად ჰქონდა ტელეფონი
- დილამშვიდობისს, რატი ხომ არ იცი სად იქნება? ან ხომ არ უთქვამს?
მისალმებაც არ აცადა მაშინვე საქმეზე გადავიდა და ყური მოთმინებით დაუგდო პასუხს, ამავდროულად ტელეფონიდან ამომავალი ხმით მარტივი მისახვედრი იყო რომ საჭესთან იჯდა დარიო,
- სალამი სინიორიტა, არ ვიცი არ დაურეკავს მარა ვარაუდით ვიცი მგონი სადაც არი,
კრუსუნით ამოთქვა ბოლო სიტყვები და ეჭვნარევი ფიქრები გაამჟღავნა
- აუუ მითხარი რაა
გაკრეჭვით წამოიძახა მორიდებით და კარები გამოაღო
- სად ხარ შენ მაგეთ მოვდივარ და გაგიყვან საქმე მაქვს მაგეთ
- გარეთ ვარ ეზოში
- დამელოდე სადღაც ხუთ წუთში მანდ ვარ
გზის კონტროლითვე მოაბრუნა მანქანა და მზრუნველი ტონით ამოილაპარაკა, მაშომაც მის სიტყვებს დაუჯერა, ეზოში დაიწყო ლოდინი და თან აწყობდა კიდეც დარიოს გაეყვანა, რადგან თავად არც იცოდა სად შეიძლებოდა ყოფილიყო ასე ადრე რატი, მანქანა რომ ქუჩის შესაფერისად წყნარად გამოჩნდა ხტუნაობით გავიდა ეზოდან მაშო მისალმებასთან ერთად ჩახტა მანქანაში და სწრაფადვე გამოკითხა როგორ იყო,
- რატო ეძებ მოვიდოდა სად წავა?
ღიმილით გახედა უკანა ხედვის სარკიდან დარიომ მაშოს და მანაც ჩაფიქრებასთან ერთად გადაიწია ყურსუკან თმა,
- ჰო მაგრამ გეგმებიც მქონდა და როგორც ყოველთვის უნდა გამიფუჭოს,
თვალები აატრიალა ისე გაიკრიჭა და წინა სკამებს შორის მჯდომი ნაპირზე ჩამოჯდა,
- ოხ ოხ ოხ ნეტა რა გეგმები,
ღიმილით გახედა ისევ და მაშომაც რომ ჩაიცინა, მის ღიმილზე წარბების აწევით შეხედა დარიომ ისევ, პასუხად ხელი ჩაუქნია მაშომ არაფერი ისეთიო და საუბარიც აღარ გაუგრძელებია, დიდხანს არ უვლიათ მალევე გააჩერა დიდ შენობასთან დარიომ და მაშომაც დაბნეულმა ახედა ისე გადმოვიდა მანქანიდან,
- არ შეგეშინდეს, აი წინ რატის მანქანას ხო ხედავ?
მანქანიდანვე დაიწყო მინიშნებების მიხედვა და მაშომ რომ ჩქარა დაიწყო რატის მანქანის ძებნა, თვალის მოკვრისთანავე დააქნია თავი კის ნიშნად
- მანქანის წინ დიდი მუქი მწვანე კარებია მანდ შედი მეორე სართულზე ადი მარტო ეგ იქნება სხვა არავინ რინგზე მოძებნე თავს დავდებ მანდ ვარჯიშობს, თუ მანდ იყო ზარი გამომიშვი თუ არ იყო გელოდები, მოსწრებაზე ვარ სასწრაფო და ბედბიერი საქმე მაქვს,
ახსნაც დააყოლა ბოლოს რატო იქცეოდა სხვანაირად და პასუხად მაშომ გულზე მიიდო ხელი დაჭყნავით "ოჰ ოჰ საქმიანი ბიჭიო" და დიდი ნაბიჯებით წავიდა მანქანისკენ, რადგან მანქანა იქ იყო ანუ რატიც იქ იქნებოდა, თუმცა სიფრთხილე და ყურადღება მაინც აუცილებელი იყო დარიოს მხრიდან, დაძაბული ათვალიერებდა მაშო დარბაზის პირველ სართულს სადაც მხოლო რამდენიმეგან ენთო შუქი და ჩანდა ყველა სახის სავარჯიშო ნივთი ბოქსიორებისთვის და ზოგადად კარგი ფორმების დასაყენებლად, დარიოს მითითებულ სართულზე სანამ ავიდოდა მაშინვე ჩამოდიოდა ძლიერი დარტყმისგან გამოწვეული ხმები, ჩქარი და ძლიერი დარტყმის ხმები, ამავდროულად ღრმად სუნთქვის ხმაც, რომელიც დაუზოგავი ვარჯიშის ნიშანი იყო, მანამ ავიდოდა მანამ მოძებნა დარიოს ნომერი მაშომ და როგორც კი რატი გამოჩნდა მაშინვე გაუშვა ზარი დარიოსთან, მანაც მალევე გაუთიშა ტელეფონი ისე ჩაიბრუნა მაშომ ჯიბეში და მაღალზე დაყენებული რინგი მოათვალიერა სადაც ერთი დიდი გრუშა ჩამოკიდებულიყო, რომელსაც მთელ ენერგიას ახარჯავდა რატი,
მაშო ვერც კი დაინახა ისიც თვალიერებასთან ერთად უახლოვდებოდა მაღალი რინგის სივრცეს და ნელა რომ შეძვრა მაშინ გააჩერა დარტყმები რატიმ, გაკვირვებულმა გახედა უკნიდან შემძვრალ მაშოს, რომელიც ხელების გასუფთავებით წამოდგა და კმაყოფილმა ხარბად აათვალიერა რატი, წელს ზემოთ შიშველი სრულიად გასველებულიყო ვარჯიშისგან, ხელებზე ბოქსის ბინტები შემოეხვია, სველი თმის ღერები წინ ჩამოყროდა და დაღლილი დაშორებული ბაგეებით ღრმად სუნთქავდა,
- აქ რანაირად?
ღრმად სუნთქვას ამოაყოლა და ისევ დასარტყმელად მომზადებული ხელები ჩამოუშვა გასწორებული წავიდა შემოღობილი რბილი რეზინებისკენ სადაც შესამშრალებლად 'პირსახოცი' მიეტოვებინა და თან სიარულშივე დაიწყო შავი ბინტის მოხვევა ხელებიდან
- გრძნობამ აქ მომიყვანა
თვალების ატრიალებით თქვა და რატიც რომ მიხვდა მის ნათქვამს მაგ თემაზე კითხვები აღარ დაუსვამს,
- რატო არ გძინავს ჯერ ძაან ადრეა
მეორეც მოიხსნა თუ არა მაშინვე სახეზე ჩამოისვა მშრალი ნაჭერი
- ამას ვინ მეუბნება? შინაური ტარზანი, რომელმაც გადაწყვიტა დილა უთენია ახალი ფიზიკური აღმოჩენა, 'კუნთები' გაიუმჯობესოს?
შეცხადებით წარმოთქვა და წინ წავიდა გრუშას ჩამოუდგა წინ, რომელიც ჯერ ისევ ქანაობდა და მუშტი მიარტყა, მუშტი მტკინვეულად რომ დაარტყა დაჭყანვით გახედა რატის და ძირს ჩამოჯდა, თავის მშრალებითვე წავიდა რატიც მისკენ კისერზე მოიხვია ნაჭერი ისე ჩამოუჯდა გვერდით საპირისპიროდ მაშოს და თვალებში შეაჩერდა, ორივე ჩუმად იყო ხმას არცერთი იღებდა უბრალოდ ერთმანეთს უყურებდნენ, ერთმანეთის ცვლას აკვირდებოდნენ, ამ დროს მონატრება კიდევ მეტად იღვიძებდა მათში, სურვილი ერთმანეთის გულში ჩაკრობის,
- რატი 6 დღე დარჩა ხელშეკრულებამდე, მე და ნენეს თბილისში გვინდა, არ ვიცი გცალია თუ არა მაგრამ მანამ ეს ტყუილი დასრულდება მინდა რომ ჩემები ვნახო, იქ მინდა რომ ვიყო, ვილაპარაკეთ მე და ნენემ მას ბებია უნდა რომ პირადად გაიცნოს, მე მომენატრნენ, მათთან მინდა და ისიც მინდა, რომ დასრულდეს უაზრო ტანჯვა, არეული ვარ.... ვერ ვიგებ რა უნდა გავაკეთო ახლა... მაშინ როცა ცხოვრების კიდევ ერთ ახალ ეტაპზე ვდგამ ფეხს....
თავ ჩახრილი ცდილობდა მოება თავი სათქმელისთვის რომელიც უკვე ძალიან აწუხებდა, ვერ ხვდებოდა თან სწორად საუბრობდა თუ არა, არ უნდოდა რამე შეშლოდა რატისთან, თითქოს უფრთხილდებოდა კიდეც რომ რატის მასზე არასწორად არ ეფიქრა და იმისიც კი ეშინოდა თითქოს ასე უემოციოს მის მიმართ გრძნობები ისევ ღრმა ჰქონდა თუ უბრალოდ ილუზია იყო. უაზრო ფიქრები დასჩემდა მაშოს, ახლა მხოლოდ საკუთარ თავზე კი არა უკვე მასში არსებულ მეორე სიცოცხლეზეც ეფიქრებოდა,
- მაშო ვეღარ გიგებ.... შენი არ მესმის.... იმ დღიდან როცა პირველად გავიგე შენი ხმა რბოლის დროს.... ვერ ვხვდები, ვინ არის 'ის', ვიზე მესაუბრები ვერ ვხვდები, რომელი ახალი ეტაპი? წასვლას აპირებ? თუ იმაზე ფიქრობ რომ შენს მიმართ რომელიმე გრძნობა განელდა გაგიჟებულხარ მაშო, სულ მთლად გაფრენილხარ აქედან მაშინ როცა იცი რომ რამდენიმე კვირა დამარხული ვიყავი ცოცხლად ვკვდებოდი და ისევ შენ ამომთხარე, ამომთხარე და ახლა ვერ ვხვდები რას ცდილობ, მას შემდეგ რაც გაიგე ვინ ვარ და რა ვარ ცდილობ უარესი გამიკეთო და ცოდვებისთვის დამსაჯო? თუ ვერ ვხვდები, ამბობ რომ გიყვარვარ და შემდეგ ამბობ რომ ექვსი დღე დარჩა და საქართველოში გინდა რომ ჩვენ დაშორებას შეაგუო ნაზი, რომელი ახალი ეტაპი?...... გაშორება და შემდეგ ყველაფრის დავიწყება?...... რას ცდილობ?
შესვენებებით საუბრობდა ისიც, ცდილობდა მშვიდად ესაუბრა, გულწრფელ კითხვებს სვამდა, რომელიც მართლა აინტერესებდა, როცა მართლა ვერაფერი გაეგო და ეს ყველაფერი აბნევდა,
- რომელი გრძნობების განელება? მაშინ როცა ყოველ ნახვაზე, სხეული მეჭიმება როცა არ გეხები, შენ საერთოდ აზრზე ხარ რა მემართება? არ ხარ რა თქმა უნდა, ვერ ვბედავ შეხებას მგონია გაქრები, შეგრძნება რომ თითქოს რაღაც წამართვეს არ მასვენებს, ავადმყოფ ს*რს ვგავარ, ვიცი მაგრამ ჩემი სურვილით არა!
რატის სიტყვები ზედმეტად ღრმად წვდებოდა მაშოს, მაშინ როცა ყოველ მის სიტყვაში და ყოველ მის მდგომარეობაში დამნაშავეს საკუთარ თავს ცნობდა, წესიერად ვეღარც უყურებდა, რატის აღელვებულ სიტყვებს სადაც ბრაზი, სიმკაცრეც, სიყვარულიც და სინანულიც იგრძნობოდა, ტონისთვის აეწია და მაშოსაც აწყლიანებული თვალებიდან რომ ცრემლები ვერ შეკავების შემდეგ გადმოუვარდა, მას მერე აღარც უცდია შეკავება, უსმენდა და ერთმანეთის მიყოლებით ცვიოდა ცრემლები,
- გუშინ, მაშინ როცა ჩამეხუტე მეგონა პატარა უსუსური რაღაც ვიყავი და უცებ გავიზარდე, ოთახიდან რომ გადიოდი, თანახმა ვიყავი მთელი ოთახი ამეტრიალებინა და მაშინ როცა მე გამოვედი შენი სიტყვების მერე ოთახიდან, დაა საერთოდ რომ არ შეგეხე, ვნანობ თან იგივეს გავაკეთებ, ვაფშე რატო უნდა ვყვებოდე ამას, ისევ ზედმეტად გულჩვილი გამოვდივარ და ეგეც იცი რო მხოლოდ შენთან ხდება და ისევ შენ გამო,
მუხლებს ეყრდნობოდა იდაყვებით ისე საუბრობდა და კიდევ მეტად კლავდა სურვილი ატირებული მაშო ჩაეკრა გულში, რომელიც ბავშვივით წამოიწია მუხლებზე დადგა საკუთარ ფეხებზე ჩამოჯდა და შეკრული მუშტი ჩაარტყა რატის მხარში, პატარა ბავშვს გავდა რომელიც გააბრაზეს და ისიც თავისებურად გულს იჯერებდა ცემით, გაკვირვებულმა შეხედა რატიმ თან დარტყმის მერე უკან გადაწეულმა გახედა ქვედა ტუჩ გამოწეულ მაშოს, რომელმაც კიდევ ხელახლა დაარტყა ხელები
- ვერ გიტან,
კიდევ მეტად გადმოყარა თავდახრილმა ცრემლები, და მუხლებით მისკენ მიჩოჩებულმა კიდევ ჩაარტყა უძალოდ მუშტები,
- რა გინდა?
წყნარი უცოდველი ხმით იკითხა რატიმ უკან ძირს დაყრდნობილი ხელებით და მაშოს ვერ აშორებდა თვალს, რომელიც იმდენად მოსწონდა იმდენად იწვოდა მის სილამაზეში რომ მის ცრემლებს წამით ვერც აღიქვამდა, მეტად ელამაზებოდა ბავშვივით ატირებული მაშო და თან დამნაშავედ გრძნობდა თავს რომ აატირა,
- დამპალი ხარ!
კიდევ ჩაარტყა მუშტი თან სლუტუნებდა,
- ვიცი,
- იდიოტი მაფიოზი ხარ
ყოველ სიტყვას უძალოდ ჩარტყმულ მუშტს აყოლებდა თან სლუტუნებდა თან ცრემლებს ყრიდა, რომელიც რატის ეცემოდა,
- ვიცი
სინანულით ამოილაპარაკებდა ხოლმე რატიც,
- ვერ გიტან
კიდევ ჩაარტყა მუშტი და რატისაც მომდგარი სიტყვები 'ვიცი' მაშინვე შეეყინა პირზე,
- არ მჯერა
გულწრფელად ჩახედა თვალებში და თან მაშოც მეტად სუსტად და უძალოდ გრძნობდა თავს მაშინ როცა აანალიზებდა რომ მის დარტყმულ მუშტს რატი წესიერად ვერც კი გრძნობდა
- არ გიყვარვარ,
კიდევ დააყოლა მაშომ და მუშტები რომ კიდევ აწია დასარტყმელად, გამეტებით მოუქანა რატის, რომელმაც მაჯები დაუკავა, მაშოც წამოწეული ტირილით დაეშვა ისევ საკუთარ ფეხებზე, ცრემლებს ბაგეებიც გაესველებინათ სახესთან ერთად და რატიც ხან მას ხან მის თვალებს უყურებდა
- საიდან?
მოკლედ კითხა, როცა იცოდა რომ მაშო მის კითხვას სწორად გაიგებდა და ხელები ნელ-ნელა ჩამოაწევინა,
- "ვერ გეხები" "მგონია რომ გაქრები"
ჭყანვით გააჯავრა ისევ ქვედატუჩ გამოწეულმა და როგორ უნდოდა კიდევ მეტი რამ ეთქვა მისთვის,
- მე რატომ არ მეკითხებიი?! როცა შენ ერთ დამპალ ნაბიჯს ველოდები....თუ გინდა რომ მაკოცო, ჩამეხუტო, მომეფერო, გააკეთე შე იდიოტო,
თავდახრილმა ამოიტირა და ხელის განთავისუფლება ცადა, რომ ისევ ჩაერტყმა მისთვის, საკუთარმა სიტყვებმა, რომლის თქმაც ასე უძნელდებოდა, გული კიდევ მეტად აუჩუყა,
- მაშოო
თეძოებში ჩაავლო ნაზად თითები ისე მიაჩოჩა მისკენ და ნელა შეახო თითები სახეზე, მისი სახე მოიქცია ხელებში, წამით დააკვირდა თვალებ დახრილს, რომელსაც ცრემლები ერთმანეთის მიყოლებით სცვიოდა, მის ყველა ნაკვთს მოავლო თვალი, ბაგეებს გაუშტერა თვალი, რომელზეც ყველა ჩამოვარდნილი ცრემლი მასზე გადიოდა დაბლა მიმავალ გზას, ნელა წაიწია მისკენ, თითქოს მაშოს უარს ელოდებოდა, რომ გადაიფიქრებდა კიდეც, რაც უფრო მიუახლოვდა მეტად მიხვდა, რომ იმდენად ძლიერი იყო სურვილი, მაშოს აზრი სულ აღარ აინტერესებდა, შეეხო თუ არა, თითქოს მაშინვე ცეცხლი წაეკიდა სხეულზე , გრძნობა რომელსაც ვერასდროს მოკლავდა ეს ის გრძნობა იყო, შეეხო და რაც მეტად გაუგო გემო, კიდევ მეტი უნდოდა, თვალის გახელა ვერ შეძლო მაშომ უნებურად მიეხუჭა თვალები, იმ სხვადასხვა მხურვალე გამოწვეული გრძნობით, რომელსაც ახლა მთლიანად შეებოჭა, საოცარი სინაზით და სიფრთხილით კოცნიდა რატიც და თან მაშოს ცრემლები მის ბაგეებსაც მიწვდომოდა, ალბათ არასდროს მოშორდებოდა, რომ არა გამოლეული ჰაერი,
- კიდევ ვერ მიტან?
მის ტუჩებთან ამოილაპარა რატიმ, ისე მოკიდა ხელები ბავშვივით წამოწია ისე ჩაისვა კალთაში და მკლავზე გადაწვენილი მიიხუტა მკერდზე,
- ნეტავ ვერ გიტანდეე,
უცოდცელი თვალებით ახედა რატის, მანაც ცალი თავისუფალი ხელით დაიწყო მის სახეზე ფერება, მის თითებში თამაში და ხვდებოდა, რომ ასე მეტად მარტივად მოიშორებდა იმ წყეულ გრძნობას, რომელსაც თავის შეკავება ერქვა.
ძირს გადაწოლილი მაშოს მუცელზე მოეთავსებინა რატის თავი მის სუნთქვას უსმენდა მის თითებზე თამაშობდა და ხშირად კოცნიდა ლამაზ თითებზე, ხან მუცელზე შეახებდა ხოლმე ცხელ სასიამოვნო ბაგეებს,
- ნეტავ რა მოხდება მაში როცა გეტყვი......
მშვიდად დაიწყო მაშომ საუბარი და მშვიდად დაიწყო თითქოს გამხელა იმის რასაც რატის უმალავდა, თან ვერ ჩამოყალიბებულიყო როგორ უნდა ეთქვა მისთვის ბავშვის შესახებ, სიტყვა დამთავრებული არ ქონდა რატის ტელეფონი აზუზუნდა, თუმცა ყურადღება არ მიუქცევია რატის, წამოწეული უყურებდა მაშოს, რომ სიტყვა გაეგრძელებინა
- გირეკავენნ რატიი,
სწრაფად წამოყო მაშომ თავი და ზუსტ დროს გაწყვეტილ აუცილებელ სიტყვაზე მერე აღელვდა,
- დაასრულე!
თვალებით ანიშნა ისევ რომ მისი სიტყვები მეტად მნიშვნელოვანი იყო მისთვის,
- სახლში გეტყვი, მიდი უპასუხე,
წამოდგომა დაიწყო და რატიც იმედგაცრუებული უყურებდა, მაშო რომ წამოდგა სწრაფად წამოხტა თვითონაც, რინგიდან ჩახტა და ტელეფონს მანამ უპასუხა სანამ გაითიშებოდა,
- სად ხარ ა?
გაკვირვებულმა დასვა კითხვა დემეტრემ ტელეფონიდან და რატიმაც თავზე მოისვა ხელი,
- რა ხდება?
მისი პასუხი დააიგნორა პირდაპირ საქმეზე გადავიდა რატი და მაშოსკენ წავიდა, რომელიც ნელა ჩამოჯდა "სცენაზე" რომ რბილად გადმომხტარიყო ძირს,
- ორივე რომ გაქრით დროზე მოდით გელოდებით ხალხი,
- ვინ ხალხი?
ისევ საქმიანად იკითხა და მაშოსთან მიახლოვებულმა ცალი ხელით ჩამოსვა,
- მოდი დროზე! წუთში!
მბრძანებლურად წამოიძახა დემეტრემ და სიტყვის თქმა არ აცადა ისე გათიშა, ბევრი ფიქრი არ დაუწყია რატის, მაიკა გადაიცვა და მაშოს გახედა,
- აშკარად სერიოზული საქმე აქვთ,
გაიღიმა მაშომ და წინ წავიდა, კიბეებზე ჩაირბინა თუ არა რატის მანქანას მიუცუცქდა უცებ, რატიმაც შორიდანვე გააღო კარებები, მაშოც უმალ ჩახტა მანქანაში, მანამ რატი მოვიდოდა ღვედი მოირგო და რატიც ჩაჯდა თუ არა გასაღები მოარგო მანქანას და მაშინვე ადგილს მოწყვიტა, გადახვევასთან ერთად გადმოწია ღვედი ცალი ხელითვე გაიკეთა და წყნარად გზაზე გასულმა მაშინ მოუმატა გაზს, სანამ ეზოს მიუახლოვდებოდნენ მანამ მოკრა მაშომ თვალი დემეტრეს და დარიოს, რომელთან ერთადაც ნენე იდგა ყველანაირი დახმარების გარეშე, სახე გაუბრწყინდა მაშინვე,
- რატიიი ნენეე,
მხარზე მიარტყა ხელი თითქოს მას ვერ დაენახა და მაშო მიანიშნებდა მასზე,
ტაში შემოკრა ისე ახტუნავდა სავარძელზე მაშო და რატისაც მაშინ გაეპო სახე,
- იცოდი?
ღიმილით გადახედა მაშოს ისე მოუმატა გაზს რომ რაც შეიძლება მალე მისულიყო მასთან,
- არაა მითხრა რომ ოთხშაბათს გამოწერდნენ,
- ვიღაცას სურპრიზები მოუნდაა,
ამოილაპარაკა რატიმ და ეზოსთან მისულმა გაუჩერა მაშოს, ისიც სწრაფად გადახტა მანქანიდან და რატიმ რომ ჩაიარა თავისუფალ გზაზე 'ფეხი არ დაუდგამს' ისე გაიქცა გაბადრულ ნენესკენ, სიტყვაც კი არ აცადა ისე ჩაეხუტა,
- არაა, რატოომ მომატყუეეთ?
კითხვაშივე დაადო მხარზე თავი ქალს და მის მოხვეულ თბილ ხელებს სასიამოვნოდ შეიგრძნობდა,
- ოჰ მომინდომა გოგომ ცოდნა,
შეიცხადა ნენემ სიცილით და მაშო მოიშორა ისე მოათვალიერა მოსიყვარულე მზერით გოგო და ხელახლა ჩაიკრა გულში,
- ჩემი ლამაზი,
ტკბილი სიტყვებით მიეფერა ისევ და ნაზად მოუსვა ხელები ზურგზე, სანამ რატი არ მოვიდა მანამ არ მოშორებია მაშო, მონატრებას ჩახუტებით და კოცნით ჩახშობას ცდილობდა თან ჩხუბსაც აყოლებდა შიგადაშიგ, თუ რატომ არ უთხრა მას, ბიჭებიც სიცილით უყურებდნენ მაშოს ბავშვურ საქციელს რომელიც აქამდე არ ენახათ და მომავალ რატის გახედეს, რომელსაც ტუჩის კუთხე ჩაეტეხა ისე მოაბიჯებდა, როგორც სჩვევია დინჯად და მოსვლისთანავე შორს ჩამოდგა, მაშინ გახედა მაშომ რატის როცა მიხვდა, რომ მოვიდა და გვერდზე გადაიწია, ელოდებოდა როდის ჩაეხუტებოდა ნენე და როდის მიულოცავდა რატი დედას სახლში დაბრუნებას ჯანმრთელად, სწრაფად მივარდა კარებს მაშო ისე გააღო და ისევ მათ გამოხედა, რომლებიც ისევ შორ შორს უხმოდ იდგნენ
- რახდებაა?
ამოიკნავლა მაშომ და მაშინ გაიძრო ნენემ ფეხსაცმელი,
- გამოკეთდაო და ვსო აღარ ჭირდება ჩემი ყურადღებაო?
ერთი დაიძახა ნენემ და რატიმაც ცალი სახის დაჭყანვით გადადგა უკან ნაბიჯი თან ნენეს ვითომ გაბრაზებაზე ეცინებოდა,
- დედაა, ჩემი იქ მოსვლა არ ღირდა მართლა,
თავის გამართლება დაიწყო ისე წავიდა უკან უკან, მაშინ როცა ნენე მისკენ მიიწევდა,
- აღარც დარეკვაო! არც მოკითხვაო ეგ არი შვილობა?!
დაბალი ფეხსაცმელი ესროლა თუ არა ისიც უცებ ჩაიკუზა თავზე ხელებ აფარებული ისე აიცილა გაქანებული ფეხსაცმელი,
- არა, ხო იცი ყველაფერი ვიცოდი,
- რა იცოდი იქნებ ისე ვერ გეუბნებოდნენ, როგორც საჭირო იყო,
მეორე ჩუსტიც სწრაფად მოუქანა, რომელიც რატიმ დაიჭირა, ისე წავიდა მისკენ და იქით-აქეთ მოიხედა რომ რამე სასროლი ენახა კიდევ, უკან უკან მოსიარულემ ბარემ მეორე ჩუსტიც მოითავსა ხელში კრეჭვით და კიდევ ცდილობდა რამე თავის გასამართლებელი ენახა,
- დემეტრე ხო მოდიოდა,
სწრაფად გაიშვირა ხელი დემეტრესკენ და ნენემაც ერთი რომ შეიცხადა მხარზე შეხების გამო გახედა გვერდზე მდგომ მაშოს, რომელმაც პოლის ჯოხი ყურებამდე გაკრეჭილმა მიაწოდა და ნენემაც რომ გამოართვა რატიც ადგილს მოწყდა ისე გაეკიდა ნენე ცოცხით თან ნელა ცდილობდა ერბინა ისე რომ ზედმეტად არ დატვირთულიყო, რატიც დიდი ნაბიჯებით მიდიოდა უფრო რომელსაც სირბილს არქმევდა,
- დედა, კაი რაიყოო,
სირბილშივე იძახდა და ნენემაც რამდენიმეჯელ რომ მოცხო საჯდომზე ჯოხი რომ გაანალიზა რომ თურმე მტკინვეული ყოფილა სიცილით უმატა სირბილს, ნენეც რომ გაჩერდა და პოლისჯოხს დაეყრდნო ნელა გაჩერდა ისიც და ჯერ ნენეს უკან ჩამორჩენილ ეზოში მდგარ მოხარხარე 'ბავშვებს' გახედა და შემდეგ ნენეს,
- მაშო შე მოღალატე,
შორიდან გაძახა მაშოს და ნელ-ნელა წავიდა ნენესკენ,
- დაიღალე დეე?
თავზე რომ დაადგა მზრუნველად მოუსვა ხელი,
- ბოდიში.... მართალი ხარ,.. ცუდი შვილი ვარ, უნდა მოვსულიყავი,
ისევ ცალი სახის დამანჭვით, დანაშაულის აღიარების გამო მოისვა კისერზე ცალი ხელი და ნენემაც ნელა და უმტკინვეულოდ დაარტყა ხელი თავზე
- შვილო ჩემო როდის უნდა მიხვდე რომ გეხუმრები და რაც არ უნდა გააკეთო შენზე ვერასდროს გავბრაზდები, შენ იმდენი რამ გაქვს გაკეთებული ჩემთვის მის ნახევარსაც ვერასდროს გავისტუმრებ,
ნელა ჩამოუსვა რატის ხელები სახეზე და ძლიერ მხრებზე დაადო ხელები,
- აუ დეე რა სიმპატიკა ხარ
ფეხზე მდგარმა ამდენი ხნის მერე რომ დააკვირდა შვილს, რომელიც დარბაზში მომხდარის გამო და შემდეგ დედის ნახვის გამო სრულიად შეცვლილიყო ბედნიერების სხივი უკრთოდა თვალებში და უკვე იმედიც 100 (%)პროცენტიანი იყო იმის რომ მალე ყველაფერი იმაზე უკეთ იქნებოდა ვიდრე ოდესმე, ეს იმედი კიდევ მეტად ახარებდა და აბედნიერებდა,
- ჰაჰ მეე გოგო? მეე?.....შემომხედეე
სწრაფად დატრიალდა, რომ ნენეს თვალი შეევლო მისთვის
- მე აბა არ ვიქნები სიმპატიკა?
- ჩემი ცანცარა ხარ
გაეკრიჭა ნენე ისე ჩაიხუტა დახრილი რატი,
- მაშინ,
სიტყვის დაწყებისთანავე მოშორდა ისე შეხედა ნენეს, ფეხსაცმელები წინ ლამაზად დაუდო და ნენემაც უცებ ჩაიცვა, წამომდგარმა ჰაერში ააფრიალა წელს მაღლა ჩავლებული ხელებით და ჰაერში დაატრიალა, ფრთხილად დასვა გახალისებული ნენე ძირს და ცალი ხელი გადახვია
- მაშინ კეთილი იყოს,
მასთან ერთად გადადგა ნაბიჯი წინ და გადამწვდარმა თავზე მიაკრო ტუჩები.....
მართალია ბედნიერების დრო იყო ოჯახში, თუმცა საქმე მაინც ჩაერია ბედნიერებაში, წყალი გადაივლო თუ არა რატიმ, იძულებულები გახდნენ სახლი დაეტოვებინათ ბიჭებს, მხოლოდ ნენე და მაშო დარჩნენ სახლში, ყვავილები ხან სად გადარგეს ხან სად გადმორგეს, დრო გაჰყავდათ თან სალაპარაკო თემა არ ჩერდებოდა, მალე მაშოს იმის იმედი ჰქონდა რომ თბილისში დაბრუნდებოდნენ და ყველას აცნობდა ნენეს სიტყვიერად ვინ ვინ იყო და ვისთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა, ნენესაც არ ბეზრდებოდა მაშოს საუბარი პირიქით მეტ კითხვას სვამდა რომ უკეთ გაეგო ყველაფერი, თითქმის მთელი დღე ხან ეზოს ყვავილებს ხან სახლში მოწყობილი ყვავილების გადარგვა გადმორგვას მოუნდნენ, რა თქმა უნდა მაშო არაფერს რგავდა, რადგან ეს მხოლოდ ნენეს სურვილისამებრ უნდა მომხდარიყო, უბრალოდ ეხმარებოდა ყვავილების გატანაში და სრულიად კმაყოფილი იყო გატალახიანებულიც, საჭმელზე უარს იძახდა ნენე ჩემ ბიჭებთან ერთად უნდა მივირთვა ოჯახში პირველად საჭმელიო და მაშოც წუწუნით დახედავდა ხოლმე აბღუვლებულ მუცელს, სამჯერ დაურეკა რატის, სამჯერვე ისეთ სერიოზულ დროს დაამთხვია სხვა რომ ყოფილიყო ტელეფონს გამორთავდა და სახლში მოსვლის დროს კარგადაც გამოლანძღავდა, თუმცა ეს ხომ რატია, ცოლზე ავადმყოფურად შეყვარებული, ისე მშვიდად სცემდა პასუხს იქვე 27 ვე მამაკაცს შეაწყვეტინა თათბირი მაშოს პასუხი გასცა და შემდეგ დართო გაგრძელების უფლება, ყვავილებმაც იმხელა დრო წაიღო უკვე რომ არ დაბნელებულიყო ვერც კი მიხვდებოდნენ რომ უკვე გვიანი იყო,
- დედააა დრო მიფრინავს მაშუნაა კი არ გადის
ტალახიანი ხელებით წამოდგა ნენე ყვავილების ყურებაშივე ამოთქვა და მიუხედავად იმისა რომ კიდე ორი ყვავილის ჩარგვა უნდოდა დროის გამო შეჩერდა
- კმაყოფილი ვარ რძალით ძალიან კმაყოფილი,
სიცილით გახედა მაშოს და მოშიებულს რომელიც სახეს ძლივს ხსნიდა ლოყაზე ხმაურიანად აკოცა, იმის დროც ჰქონდათ, რომ მტვრიანებს წყალი გადაევლოთ, აბაზანიდან რომ გამოვიდა მაშო უკვე მოსულები დახვდნენ, ისევ ესტუმრნენ დარიო და დემეტრე, მართალია იცოდა რომ ნენე დემეტრეს შვილად თვლიდა, თუმცა ხშირად არ ელოდა ხოლმე მასთან, ოთახში შესულმა გამოცვლა დაიწყო წესიერად არ ჰქონდა გადაცმული ბიუსჰალტერი დაუკაკუნებლად შევიდა რატი, სწრაფად აიფარა ხელები მაშომ და რატი რომ ამოიცნო თვალები აატრიალა
- დიდი ხანია რაც მოხვედით?
ინტერესით იკითხა და მოურიდებლად ჩაიცვა შებრუნებულმა ბიუსჰალტერი
- არც ისე
თვალებ გაშტერებულმა ამოილაპარაკა და მაშოს თამამ საქციელზე გაკვირვებაც ვერ დამალა
- ანუ გშიათ ხო?
უკვე ჩაცმული მოტრიალდა და პირსახოცი მოიშორა თავიდან სწრაფად გაიმშრალა შეძლებისდაგვარად თმა სკამზე გადაკიდა და სწრაფად გავიდა ოთახიდან....

- შეხედე შეხედე რა ხელი ჰქონიააა მაშუნას,
კმაყოფილი შევიდა სამზარეულოში ნენე მობზიალე მაშოს დასანახად, რომელმაც სულ რაღაც ერთ საათში საოცარი მაგიდის გაწყობა მოახერხა,
- დაგეხმარო?
- არა რა უნდა დამეხმაროთ, ყველაფერი მზად მაქვს, ამას გადმოვიღებ და მოვალ მეც, მიდით მიირთვით თქვენ,
თბილი ღიმილით დააჯილდოვა მაშომ ნენე და შეყოვნების შემდეგ რატიც რომ შემოვიდა სამზარეულოში მაშიმ დაიწყო გასვლა შემოსულ შვილს თითებით ანიშნა საუკეთესოაო და კმაყოფილმა ჩაუარა შვილს ისე მიარტყა საჯდომზე ხელი რატის და რატიმაც თვალების ატრიალებით გახედა დედას, რომელმაც კმაყოფილმა გამოხედა, ლამაზი იყო ნენე, ახალგაზრდა იყო ჯერ, გამხდარი,ლამაზ გოგონას გავდა, მართალია 38 წელი სულ არ არის დიდი, თუმცაა ნენე კიდევ ახალგაზრდა გახლდათ,
- დაგეხმარო მაშა?
ახლა მან კითხა მზრუნველად და საინი დაუკავა,
- არაა არ მინდა ჭამე მიდი,
სწრაფად გაუქნია თავი თან მეორე ხელითაც დააჭერინა საინი და ტაფიდან საჭმლის გადმოღება დაიწყო, სიცილი ვერ შეიკავა რატიმ,
- რა გაცინებს?
ვერ მიმხვდარმა ახედა უცებ და რატიმაც მის ხელებს დახედა
- არა რა დახმარება ვჭამ წავალ,
თქვა თუ არა მერე გაეცინა მაშოსაც
- ოო კაი რა იყო, თუ არ გინდა დადე უფ,
ვითომ გაბრზაბეულმა დაიწყო ამოღება და რატიმაც ღიმილით დაიწყო მისი დაკვირვება,
- ვერც კი წარმოიდგენ როგორ საოცრად მიხარია ნენეს დაბრუნება..., მადლობა ღმერთს ყველაფერი რიგზეა..... ახლა ერთად წავალთ საქართველოში ხო?.... ისე ყვავილებს რა უნდა ვუყოთ?.....რომ დაჭკნეს? ........სახლიც კი მენანება მისატოვებლად,
თან ხორცს ალაგებდა მეორე საინზეც თან საქმიანად საუბრობდა, რატიც უსიტყვოდ და უხმოდ უყურებდა სწრაფად მბზინავ მაშოს, რომელმაც ცხელი ტაფის გარეცხვა დაიწყო, საუბარშივე ჩადო გასამშრალებლად და ხელების შემშრალების მერე გამოართვა საინები რატის, რომელიც ისევ ჩუმად იყო ისე ახედა მაშომ,
- არ მისმენდი?
გაკვირვებულმა კითხა და ესეც უცებ დააიგნორა რატიმ
- მაშო მანქანაში რატო არ დებ ჭურჭელს? გარეცხავს და ჩაალაგე მერე,
თავისი კითხვა დასვა და მაშოსაც უცებ გადაერთო გონება
- ოო ხელით მირჩევნია,
თავი აიქნია და წინ რომ წავიდა მერე გაახსენდა რომ წინსაფარი არ ჰქონდა მოხსნილი,
- ჰიიიი რატიიი, ლამის ასე გავედი მომხსენიი რა,
სწრაფად შეუტრიალდა რატის იქით აქეთ დაკავებულ ხელებ გაშლილი და თავი უკან გადაწია,
- ჯერ წელიდან ხო?
- ჰო
არამცოდნესავით იკითხა ისე შეტრიალდა მაშო და რატიმაც ნელა დაიწყო მისი გახსნა,
- აუუუ რატი დროს ნუ წელავვვ,
წუწუნით თქვაა ხელებ გაშლილმა ისევ,
- მაშო მახსოვს რომ ყველაფერი უნდა გამოსწორებულიყო და შეხებაც თავისუფლად შემეძლო,
ისევ ფიქრებში გადაქროლებულმა წამოიწყო საუბარი რატიმ და მაშომაც გაკვირვებულმა გადახედა მართლა ამბობდა ამას თუ არა,
- ახლა?
- რა მნიშვნელობა აქვს?
- გახსენი თუ ძმა ხარ
თავის აქნევით შეტრიალდა და იქაც მხოლოდ ერთ თასმაზე იყო გამოსაკვრელი თითი, ზუსტად ასე წამში შეეხსნა მაშოს ბიუსჰალტერი მაიკის გარედანვე და მაშომაც უცებ დაქაჩა თვალები,
- რაშვები ბიჭოოო??!
სწრაფად წამოიძახა ისე გადახედა და რატიმაც მაშინვე გამოკრა თითი თასმას მაშოც მოუტრიალდა თუ არა თავიდანაც წამოაძრო და სრულად მოშორებული წინსაფარი სკამზევე გადაკიდა მაშოც თითქმის გასასვლელში მდგარი იყო და ვერსად შეძლებდა დაედო საინები
- რატი შეკარი გეხვეწებიი,
- რა შევკრა?
ისე იკითხა თითქოს მართლა ვერ ხვდებოდა და მართლა უცოდველი იყო ამ საქმეში,
- ის რაც გახსენი!
მაშინვე სხარტად გასცა პასუხი,
- აქედან ვერ შევკრავ,
- რატიიიიიი!
ბრაზისგან წამოიძახა მაშომ და წინ წასვლა დააპირა მაგიდაზე რომ ჩამოედო სავსე საინები რატი ჩამოუდგა წინ,
- მაშინ აწიე მაიკა და შეკარიი!
უცებ დაებღვირა მაშო და რატიმაც კმაყოფილმა შეუცურა ხელები მაიკის ქვეშ, განზრახ უსვამდა თითებს სხეულზე და მაშოსაც გატრუნულს მიეხუჭა თვალები, იმდენად გართული იყო სასიამოვნო გრძნობებით ვერც კი გაიაზრა და გაიგო როდის შეკრა რატიმ ბიუსჰალტერი,
- ვიღაც ძალიან გაერთო,
ყურში ჩაჩურჩულა რატიმ, მაშოც კოპებ შეკრული მოწყდა ადგილს, მაგიდას მიახლოებულმა გახსნა სახე და ნენეს მიუჯდა გვერდით,
- სად ხართ ჩემი კაი მეე მაგრად 'ვჭამე' წავედი,
წამოხტა უცებ დემეტრე და მაშომაც კისკისით დააბრუნა ადგილზე
- ძალიან გთხოვ დემე მსახიობობას შევეშვათ და უკვე გემრიელად მივირთვათ,
კრეჭვით ჩადგა მის გვერდით საინი და ისევ ჩამოჯდა,
- ისე ქორწილის არა მარა ნათლობის გადახდა შეიძლება ამ სუფრით
თავისებური კომპლიმენტი მოახვია თავს მაშოს დემეტრემ და რატის მის გვერდით თავისუფალი სკამი გაუწია,
ღიმილით ჩამოჯდა რატიც და მხარზე დადებული ხელით რომელიც ოდნავ დაუტყაპუნა, დიდი ბედნიერება და სიყვარული გამოხატა, რომელსაც ძალიან კარგად ხვდებოდა დემეტრეც ,
- ხალხოო დარიო დაჩაგრული ბავშვივით გვყავსსს და თუ შეიძლება გადმოვერთოთ აქეთ,
ინგლისურად წამოიძახა მაშომ და დარიომაც უცებ წამოწია თავი ძლივს ნაცნობ ენაზე, დემეტრემ ბოდიშის მოხდით აუწია ხელი წინ მჯდომს და საფერავი ხუთ ლიტრიანით ამოაცურა მაგიდიდან,
- დღეს ვსვამთ ბოლომდე?
- საფერავიიი?
უცებ წამოხტა მაშო თვალებ განათებული კარგი ლოთი ქალივით და დემეტრემ და რატიმ ერთმანეთს რომ გახედეს ერთხმად დაიწყეს ხმამაღლა სიცილი, რომელიც ძალზედ სასიამოვნო მოსასმენიც კი იყო, სახლმა ახალი ფერები შეიძინა სიცილის ხმაზე და ნენეც მაშხალებ გაშვებული უყურებდა ლამაზ ოჯახს, რომელიც სრული შემადგენლობაც არ იყო აქ,
- ეს ნახე რა გამოზრდილია,
ისევ სიცილით შეხედა რატის დემეტრემ და ჭიქაში ჩამოასხა,
- სუფთააა,
კმაყოფილმა ჩაცინებას ამოაყოლა და ეს უფრო ისეთი სიცილი იყო, 'ნაჭყამპალებს' (წყალგარეულს) როგორ გაკადრებთო,
- აქ რამ მოიყვანა ეგ მადლიანი ეგა ჰა?
- ნაზიმ გამოაგზავნინა სალომეს, რავი თეოდორეს დაყენებულიაოო სამი წლის გახდაო და გავუსინჯოთ მამაპაპურად,
თვალის ჩაკვრით ჩამოასხა ყველა ჭიქაში და თამადობაც საკუთარ თავზე აიღო დემეტრემ,
- მე პირველივე სართულზე ვიძინებ
პირდაპირ დააყოლა დემეტრემ როცა სერიოზული ქეიფი ჰქონდა ჩაფიქრებული და დარიომაც წარბის აწევით გახედა,
- მეორეზე ასვლის მაინც არ გექნება და,
სიცილით გახედა რატიმ და დემეტრემაც სხარტად აუწია საპასუხოდ შუა თითი
- მართალს ამბობს დემე, თეოდორეს გაკეთებული ღვინოო? თან სამ წლიანიი გაგვაგორებს, მაგდენსაც ვერ დავლევთ შანსი არ არი,
დაუდასტურა მაშომ, გამოცდილებიდან გამომდინარე, თუმცა დემეტრეს ისევ არ დაუჯერებია სავსე ჭიქები დაარიგა და პირველი ოჯახური ერთიანობის სადღეგრძელო წარმოთქვა, დარიო ძალიან ხალისობდა და ძალიან მოსწონდა ' მამაპაპური' ქეიფი და როცა უხსნიდნენ რეალურად კიდევ, როგორ ხდებოდა მეტად ინტერესდებოდა და მოსწონდა საქართელო... სამი ჭიქა საკმარისი იყო მაშოსთვის ჩუმი ქეიფიც არ ყოფილა დინამიკები, რომელიც ტელევიზორს მცველებივით გვერდით ედგა, ტელეფონი დაეკავშირებინა დემეტრეს და დიჯეიც თავად ის იყო, ' თუ მამა-პაპაა მამაპაპური იყოსო' და ქართულ სიმღერებს ბოლო ხმაზე ამღერებდა, ნენეც ორ ჭიქაში დამთვრალი კისკისით უკრავდა ტაშს კმაყოფილი უსმენდა დემეტრეს სადღეგრძელოებს და ხმამაღლა ხარხარებდა, მაშომ და ნენემ სმა შეწყვიტეს, რადგან მაშოსთვისაც არ იყო მთლად კარგი ღვინით გამოძღომა და არც ნენეს დააყენებდა საშველს, ისედაც უკვე მთვრალები კისკისებდნენ ბიჭებზე და ხან კი უაზროდ ახარხარდებოდნენ ერთმანეთს რომ გადახედავდნენ,
შვიდი - რვა ჭიქაც და დემეტრეც ვეღარ საუბრობდა წესიერად, მთვრალი მაშო რატისკენ გადაჯდა და მანამ მერვე ჭიქას დალევდა მანამ წაავლო ხელში ხელი
- აპ აპ აპ ჩემო ქმარუკ, ექიმმა დალიეო მარა გამოსკდიო არა
თავის გაქნევით თქვა და ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა
- ჩემით შეგიძლია დათვრე ჯიგარო და ღვინით არა,
თითიც გაუქნია ბარბაცით, შეძლებისდაგვარად გადაბმულად საუბარით და რატიც ღიმილით უყურებდა, როცა აანალიზებდა რომ თვითონ მეტად ფხიზელი იყო ვიდრე მაშო,
- შენ გამო ისედაც გალეწილი ვარ ყოველდღე, მაცადე ახლა ღვინითაც
ხელი აიქნია რატიმ და ღვინით სავსე ჭიქა სრულად გამოცალა,
- ოხ შე ვირო!
სწრაფად დაარტყა მხარზე ხელი და ტელეფონს დაავლო ხელი მესენჯერში შესულმა გაერთიანებულ ჯგუფში გაუშვა ზარი და შუაღამის ჭიებმაც მალევე გასცეს პასუხი ჯგუფში სალომეც დამატებული ჰყავდათ ისე უცებ გასცეს პასუხი თეოდორემ სალომემ და ბარბარემ და ვინ იცის ის ორი დარჩენილი გვრიტი სად იყო ახლა,
- ჩემოო ცხოვრებებოო,
ჩაყვირა მაშომ ტელეფონს და დემეტრემაც უცებ ჩაყო თავი მაშოს ტელეფონში,
- მაცადეე ბიჭოო
გაწელა მაშომ სიტყვები და თეოდორემაც რომ გარკვევით დაინახა მაშო გაკვირვებულმა დააღო პირი
- ჯერრ ხო საღოლ ძლივს გხედავ და ვერ გიცანი არასწორი ვიყო, მერე ეგ სილურჯე ტუჩებიდან ხო უეჭველი ღვინის ბრალია და რა გალეწილი ხარ გოგო,
საბოლოო დასკვნის მერე გაბრაზებულმა ჩაძახა ტელეფონს და სალომეს შეხედა კამერაშივე რომელიც პენუარით გამოჩენილიყო, თუმცა მალევე მაშოს დაუბრუნა მზერა, რომელთანაც სრულიად სხვანაირი იყო და ამავდროულად სიგიჟემდე ენატრებოდა ,
- მიყვარხარ ბეიიბ,
ჩაძახა ისევ და ბარბარემაც ხმამაღლა დაიწყო სიცილი მაშოს გვერდით დემეტრე რომ გაფართოებული გაკვირვებული თვალებით იყურებოდა,
- ეეე ჩემი პატარები ტო,
მაშოს აართვა ტელეფონი ბარბარეს სიცილის ცნობაზე და თავის დასაც ჩახედა
- რაშვებით გოგონებო? ამ საღამოს რას აკეთებთ?
ძლივს მოაბა თავი სიტყვებს გაკრეჭილმა და ბარბარეც ვერ იკავებდა სიცილს, გალეწილი და ამავდროულად ბედნიერ ხასიათზე მყოფი დემეტრეს ნახვისას
- ბაბი ჩამოვალ და დაგერხევა არასწორი ვიყო,
ღიმილით ამოილაპარაკა დემეტრემ ისე დააკვირდა ბარბარეს გულიან სიცილის და ისიც კმაყოფილი გაეჯგიმა ტელეფონიდანვე,
- სწორი როდის ხარ დემეტრიუს,
კმაყოფილი ახარხარდა ისევ და დემეტრეც კმაყოფილი ღიმილით უყურებდა, გოგოს რომლის ყურებაც ძალიან მოსწონდა,
- სხვათაშორის თედორე, შენი საფერავით ვლოთაობთ,
დემერეს ჩამოადო მხარზე თავი ისე გამოჩნდა კამერაში და დემეტრემაც მაშოს დახედა,
- ესაა თეოდორე?
ინტერესით იკითხა და მაშომ რომ თავი დაუქნია მერე შეამჩნია ტელეფონის კამერაში რომ ბიჭიც იყო, სალომე გაკვირვებული იყო ჯერ ისევ მისი ძმის და ბარბარეს დიალოგის მოსმენის გამო და უხმოდ ადევნებდა თვალს მოვლენებს
- იმენა ასწორებს ძმაო რა, იმენა ასწორებს,
ხელის აწევით ჩაძახა ტელეფონს და კამერა ისე ცუდად ეკავა ნახევრად ჩანდა,
- მარტო იმიტო ჩამოვდივარ რო კაცური კაცი გავიცნო ჯიგარო,
- ჩამოდიხარ დემე?
სწრაფად ჩაძახა ბედნიერმა სალომემ, თითქოს სიტყვაში გამოიჭირა ძმაო
- ახლა არა ლამაზო მარა ოდესღაც კი,
თვალი ჩაუკრა და მაშოს მისცა ტელეფონი ახალი სადღეგრძელოს თქმის მუზა რომ მოუვიდა,
- ეგ ორ გოგოს ერთად აბავდა თუ რაია?
გაკვირვებულმა იკითხა თეოდორემ ღიმილით და თან დაევასა კიდეც კამერაში დანახული ბიჭი, რომ არა ეჭვიანობა,
- გოგო რო იყო სამს შეაბამდა ხო?
სიცილით ამოილაპარაკა მაშომ და ბარბარემაც მასთან ერთად დაიწყო სიცილი,
- სალომე მაგის და არი ბიჭო და დას შეაბამდა?
სიცილით ახსნა ბარბარემ და თან დემეტრეს ხმამაღალ სადღეგრძელოზე, რომელსაც ძლივს ამბობდა სიცილით იგუდებოდა
- არადა ძაან ბრძნულ სიტყვებს ბაზრობს,
ბარბარეს გასაგონად ამოილაპარაკა სიტყვებს ჩამწვდარმა თეოდორემ,
- მართალი ხარ ძმა გენაცვალე,
სადღეგრძელოს შესაფერისი სიტყვები იყვირა ბოლოს რომ დემეტრეს გაეგო და მართლაც არ გამორჩენია დემეტრეს, ჭიქა გამოცალა თუ არა კამერას ჩახედა ჯიგარი ხარო და მუსიკები ისევ ჩართო,
- მეგობრუნიებო აღარ მესმის, კარგად ვარ ყველაფერი ბედნიერად მიდის, ძაან ძაან მიყვარხართ, ბებია და დანარჩენები მომიკითხეთ აწი ხშირად დაგირეკავთ,
ყვირილით ეცადა გაეგებინებინა ბავშვებისთვის სათქმელი და რომ მიხვდა ალაპარაკდნენ ვერ ხვდებოდა რომლის ტუჩებისთვის ეყურებინა რომ გაეგო რას ეუბნებოდნენ, ბოლოს ხელი აიქნია არ მესმისო და გათიშა....
მთელი საღამო სმას აგრძელებდნენ დარიო და დემეტრე, შიგადაშიგ სვამდა რატიც, მაშო და ნენე ერთმანეთზე ხელ ჩაკიდებულები ცეკვავდნენ ხან ტანგოს გადააბამდნენ ხან დისკოტეკას, რას აღარ ცეკვავდნენ მთავარი იყო ხელები ექნიათ და ეხტუნავათ, მუსიკებიც თავად ირთვებოდა სხვა და სხვაზე
- ლამბადააა
ისე გაბრწყინებულმა იყვირა და შეატყობინა ყველას დაწყებული მუსიკის შესახებ თითქოს მხოლოდ მას ესმოდა, მის მხიარულებას ჩამწვდარმა ღიმილით გახედა რატიმ და მაშომაც თითით, დამანჭული სახით ანიშნა მოდიო, რატიმაც უბრალოდ ჩაიცინა და დემეტრეს სადღეგრძელოს დაუგდო ყური, რომ არ ადგა ერთხელ გამოწია ქვედა ტუჩი წყენის გამოსახატავად და ნენეს მიუბრუნდა, რომელიც ლამის დაჯდა,
- ამას ბავშვობაში მე და რატი ვცეკვავდით ხოლმე მე თეთრი ზუსტად იმ გოგოს მსგავსი კაბა მქონდა დედას შეკერილი, კარგად ვიქნევდი ხოლმე კურტუმს და რატიც ყოველთვის ნიჭიერი იყო ცეკვაში კარგ პარტნიორობას მიწევდა,
კმაყოფილი იხსენებდა ამ ცეკვასთან დაკავშირებულ ლამაზ მოგონებას და ნენეს ასწავლიდა ფეხი როგორ უნდა დაედგა რომ მათაც აეწყოთ
- ერთი, ორი სამი
ფეხს აყოლებდა რიცხვების წარმოთქმას და ნენეც უცოდინრად ადგამდა ფეხებს, მაშოს ხელს ჩაავლო რატიმ ხელი და სწრაფადვე მიატრიალა თავისკენ ღიმილით
- წაგართმევ
დააყოლა და ნენეც კმაყოფილი დაიწია სკამისკენ როცა მიხვდა რა მოყვებოდა მაშოს ხელიდან აცლას, რატის მზერას, რომელიც მაშოსკენ უზარმაზარი ქიმიით ანათებდა და გაბადრული მზერით ჩამოჯდა სკამზე,
- ამას დიდი ისტორია ქონიაა
ხმამაღლა ყვირილით გადაძახა ბიჭებს ნენემ მათთვის ხმა რომ მიეწვდინა და მოყოლა დაუზარებლად დაიწყო, მოყოლის დროს კი ერთმანეთის ფეხებს შორის ჩადგეს ფეხები სხეულზე ნაზად აიკრო რატიმ მაშო ცალი ხელი მის თითებში ახლართა და სოლოს მუსიკაზე მაშოს აუწყო ფეხები ღიმილით, მაშოც სწრაფად და კმაყოფილი, რომ მუსიკაში სრულად ჩაჯდნენ აყოლებდა ფეხებს რითმებს და ამავდროულად საჯდომს, დემეტრეც უკვე სახე გახსნილი აკვირდებოდა წყვილს და ტაშს ვერ იკავებდა, შეძახილებს არ აკლებდა დარიოც, რომელიც ფეხზეც ვერ იდგა და დამჯდარი მოჭუტული თვალებით ცდილობდა დაენახა მონატრებული წყვილის არათუ ერთად ყოფნა არამედ ცეკვა,
- აი აი აიიი,
მომღერალს აყვა დასასრულს მიახლოების დროს ნენე ხმამაღლა და მუსიკის ფონზე სწრაფადვე მოქნილად გადაწვა მაშო რატის მკლავზე, თან მუსიკის შესაფერისად სამჯელვე სხარტად და მოქნილად გაიმეორა ილეთი, წესიერად დასრულებაც არ აცადა რატიმ ისე ააფრიალა მაშო ჰაერში და სწრაფად წამოვარდა ნენე როცა იცოდა რომ რატი საკმაოდ მთვრალი იყო, თუმცა ამას მიჩვეული მაშო ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს ჰაერში და საერთოდ არ ჰქონია იმის შიში და არც ეჭვი რომ წაიქცეოდნენ, ჩამოსვა თუ არ ღიმილით დახედა ისევ და მაშოც რომ დასაჯდომად წავიდა, დედას მიუახლოვდა რატი, რომლის მზრუნველად წამოხტომაც არ გამორჩენია ისე მოხვია მკლავი,
- ნერვიულობ დეე?
ძლივს თქვა სათქმელი ისე აკოცა თავზე,
- ჩემ დებილ ცოლს გავაგდებდი? როგორ ფიქრობ ახლა შენ? იმ ჩერჩეტს, სულელივით რო იქნევს ხელებს?
ღიმილით ანიშნებდა მაშოზე ლანძღვით, თუმცა მზერა, თვალები და ღიმილი ამ ყველანირ სალანძღავ სიტყვას აუჩინარებდა, ყველანაირ თბილ და სასიამოვნო სიტყვებად აქცევდა, რომელიც საბოლოოდ სასიამოვნო მოსასმენი ხდებოდა,
- არა დეე რას ამბობ,
შეიცხადა ნენემ ისე შეეხო თმაზე და თან მის მზერას ვერ აშორებდა თვალს, იმდენად ეუცხოებოდა მსგავსი თვალები, მსგავსი მზერა და მსგავსი სიყვარული, არასდროს არსად არ ჰქონია ნანახი, არათუ გამოცდილი, მართალია ფილმებში ყველაფერი იდეალურად გადმოცემულია, თუმცა მსგავსი ფილმებიდანაც კი არაფერი იცოდა, სიყვარულის ცეცხლში გახვეული იყო რატი და ალბათ მაშო რომ არა ამ ცეცხლში დამწვარი მალე ფერფლად იქცეოდა, ახალი საფიქრალიც იყო ეს ნენესთვის შეიძლებოდა კი ამ დონეზე სიყვარული? მაშოც მზერას მგრძნობი გახედავდა ხოლმე რატის ისე თითქოს ჯერ ერთმანეთს არ დაახლოებოდნენ და შორიდან ეპრანჭებოდა, რომ რატის ნაბიჯი გადაედგა და მისი გაცნობა მოესურვებინა, ისე გაეპარებოდა ხოლმე მზერა ჩუმად თითქოს ვინმე უშლიდა ყურებას, რომელიც არასდროს მობეზრდებოდა, ისე ხტუნაობით მიუახლოვდებოდა ახალ ახალი კითხვის მოფიქრებით რომ შეხებოდა ან ახლოს მდგარიყო ხოლმე მასთან შეყვარებულ ბავშვს გავდა, თუმცა იყო რაღაც ისეთი რომ ვერ ბედავდა, ორი რომ დაიწყო ნენესაც ძალიან მოერია ძილი ისევე როგორც მაშოს, თუმცა არ იმჩნევდა, დარიოს მაგიდაზე ეძინა ნახევრად და ხუთი ლიტრაც დაცლილი იყო, მაშოსაც გამოფხიზლება დაეწყო უკვე და ლოთები ხართო გაჰკიოდა ხმამაღლა სამ კაცს რატომ უნდა დაგელიათ ამდენიო გაიძახდა, თუმცა არც ბევრი გამოსულა, უბრალოდ საკმაოდ ძლიერი მათრობელა გამოდგა თეოდორეს ღვინო და მიუჩვეველი დარიო მალევე გადააგდო სკამიდან, კი არ შევიდა ოთახში შეიტანეს ბიჭებმა საწოლზე მიაგდეს და შემდეგ მაშომ აიღო თავზე მისი წესიერად დაწვენა, თუმცა რატის არ მიუტოვებია იქვე იჯდა და ხანდახან თუ მიეხმარებოდა,
დარიოც რომ დააწვინეს და ღვინოც გაცალეს აღარც მათ გაუგრძელებიათ,
დემეტრემაც გარკვევით იცოდა თავისი ოთახი და ბარბაცით შევიდა ისიც, დიდი დაზარების მიუხედავად სწრაფად შეჰქონდა სამზარეულოში მაშოს საინები, გადმოღებულ კონტეინერში ათავსებდა თან და საინებს მანქანაში აწყობდა, სულ თუ არა ახლა ისე დაეხმარა მისი მადლიერი იყო, ყველაფერი მოაწესრიგა, თან იქვე მჯდომ რატის ღიმილით გახედავდა, რომელიც არადა არ მიდიოდა,
- წავიდეთ?
ნელა შეახო ხელი ნახევრად მძინარს და მანაც სწრაფად წამოყო მაგიდიდან თავი,
- მორჩი?
- კი წამო
თავის დაქნევით დაუდასტურა და დაელოდა როდის წამოდგებოდა, რატისაც კიდევ მეტად მოკიდებოდა სასმელი, რატის ოთახი იყო ბოლო გაჩერება, უფრო მკაცრი ოთახის შეხედულება კი ჰქონდა, თუმცა ორივე ერთად სიმკაცრეს აქრობდა,
- ჩემთან იძინებ ცუნცულ?
საწოლზე გადაეშვა სიცილით რატი და დავარდნის დროს დენდარტყმულივით გახედა მაშომ, საწოლზე რომ აღმოაჩინა გულზე ხელი დაიდო რომ დაეწყნარებინა და თავი გააქნია, ისედაც მთელი ღამის ეშინოდა არ უნდოდა ამდენი დაელია, თუმცა არც დაუშლია, გადმოღებული მზადი წამლები გაუწოდა და ისე ცოტა წყალი ჩამოუსხა სამი ყლუპიც არ გამოვიდოდა,
- მაპატიე მაგრამ ვერ გაგწირავ,
გაეკრიჭა მაშო რატიმ რომ სერიოზული სახით შეხედა ჭიქის გაწოდებაზე და კიდევ ცოტა დაუმატა, მანაც დაუფიქრებლად დალია მაშოს გაწოდებული წამლები ისე, რომ არც უკითხავს რისი იყო, ჭიქა გადადო ისე მიუჩოჩდა საღამურებში გამოწყობილი რატის და სპორტული შარვლის თასმების გახსნა დაიწყო, ღიმილი გაეპარა გადაწოლილს მხოლოდ და წამოწევით მიეხმარა მაშოს რომ მარტივად გაეძრო მისთვის შარვალი, მაიკა თავად გადაიძრო რატიმ და მაშომაც უმტკინვეულოდ დაარტყა ხელი,
- ბიჭო ჩართულიაა კონდიციონერი და გაცივდები!
- გავცივდებდი არა ყ**
მზადი პასუხი გასცა სწრაფად და მაჯით მიზიდული მაშო ჩაიხუტა,
- ასე თუ იზავ არ გავცივდები,
ნახევრად მიიხუტა და მაშოსაც გაეცინა
- ასე კი არ სულ რომ შეგერწყა თანახმა ვარ
სიცილით მიეხუტა მთელი სხეულით და კისერში ჩაურგო თავი, ისე ძლიერად მოხვია ხელი თითქოს ვინმე ართმევდა,
- ტკბილიძილი მაშა,
- მიყვარხარ,
პასუხი არ დაუყოვნებია მაშოს, რომელზეც ვერ ისვენებდა რატი მისი პასუხი იმდენად სასიამოვნო იყო რამდენ რამეს გააკეთებდა ახლა, რომ მისი ძლიერი სიყვარული გამოეხატა და მონატრება ჩაეხშო, თუმცა ამავდროულად თავი არ ჰქონდა ისე ეძინებოდა თავს რომ დებდა სიზმრებში მიდიოდა,
- მიყვარხარ მეც ჩემო პატარა......



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი თავი იყო მომეწონა ბევრი მაშა იყო და რატი მიჯარია ნინის გამოჯანმრთელება საინტერესო და სახალისო წასაკითხი თავი იყო ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️????????♥️

 


№2 სტუმარი სტუმარი eni

მაშო რო ორსულადაა რაპონტში სვავს?

 


№3  offline წევრი ანნა ანუკი

სტუმარი ნესტანი
კარგი თავი იყო მომეწონა ბევრი მაშა იყო და რატი მიჯარია ნინის გამოჯანმრთელება საინტერესო და სახალისო წასაკითხი თავი იყო ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️????????♥️

მადლობა ძალიან დიდი♥️❤️❤️

სტუმარი eni
მაშო რო ორსულადაა რაპონტში სვავს?

აი ვერ გეტყვით არ სვამენ-მეთქი, ახალდაორსულებულზე ბევრი მსგავსი აღნიშვნა იყო ხოლმე და სმის შეწყვეტას მახსოვს რომ ხაზი გავუსვი ^-^ სხვა არ ვიცი თუ გნებავთ დიდ შეცდომაში ჩამითვალეთ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent