GAMA-ბრძოლა შიშველი ხელებით. დასასრული
ორგანიზაცია არ გაუქმდა, მხოლოდ დაჯარიმდა და ყველაფერი თანამშრომლების გვერდში დგომით და დაუღალავი შრომით მოხდა. ყველაფერი გამოსწორდა კანონის ფარგლებში განახლდებოდა ბრძოლებიც. ბესოსთან ერთად ამჯერად აკაკიც იყო ჩართული განვითარებაში. პირველი ბრძოლა მისასალმებლად გამართეს სადაც აკაკი და მისი მეგობარი იბრძოდნენ. სასაცილოდც კი მეჩვენებოდა ერთმანეთს "მეგობრულად" რომ უტყაპუნებდნენ. ლექსოს და თამთას ქორწილი გაზაფხულის პირველ დღეს ჩაინიშნა, სუსხნიანი და არეული მარტის მიუხედავად ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა. თამთა ნამდვილი ფერია იყო, ასხივებდა ბედნიერებით. ჯვრის წერის ცერემონია, შემდეგ ხელის მოწერა, ფოტოსესია ბოტანიკურ ბაღსა და აბანოთ უბანში. საღამოს რესტორანით დაგვირგვინდა, დიდი ქორწილი არ იყო მაგრამ საუკეთესო ნამდვილად იყო. მე აკაკი მიმშვენებდა გვერდს და თან მეჩურჩულებოდა ჩემთვის სასიამოვნო წინადადებებს. დადგა თაიგულის სროლის დროც. აკაკიმ თავისი ხელით დამაყენა წინა რიგში და იცოდე შენი უნდა გახდესო. მეც მთელი შემართებით ვემზადებოდი. უეცრად შუქები ჩაქრა და მუქ იისფრად განათდა დარბაზი, მეც ზუსტად ეს ფერი კაბა მეცვა, ყველაფერი ზღაპრულად ლამაზი გახდა თითქოს ჩემთვის შეექმნათ. თამთა მაგიდიდან წამოდგა მიკროფონი მოითხოვა და სიტყვით გამოვიდა -ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ მოსვლისთვის და დაფასებისთვის. ყველა ძალიან მიყვარხართ და მეიმედებით. ჩემი ცხოვრების საუკეთესო მომენტები იწყება დღეს, მე და ლექსო შევქმნით მას ჩვენებურად. - ახლა მას მიუბრუნდა და ხელი გაუწოდა, მანაც თავისი შეაგება -შენც ძალიან დიდი მადლობა რომ არსებობ ჩემს ცხოვრებაში და ასე მაბედნიერებ. თვეების წინაც კი ვერ წარმოვიდგენდი ახლა ამ დგომარეობაში შენთან თუ ვიქნებოდი და ეს ყველაფერი ძალიან ემოციურია ჩემთვის.- ლექსომ ცერა თითები დაუსვა თვალებზე ფრთხილად, სიხარულის ცრემლებით ტიროდა ჩემი ბავშვობის მეობარი, და და ახლა უკვე ჩემი ოჯახის საპატიო წევრი. -კიდევ ერთ ადამიანს მინდა მადლობა ვუთხრა, გვერდში დგომისთვის, გამხნევებისთვის და იმ სიყვარულისთვის რაც დედმამიშვილისგან მაკლდა. თი, ჩემო ბემბის თვალება აწ უკვე მულო.- გამომხედა ჩემსკენ წამოვიდა და ახლა მე ჩამჭიდა ხელი -მხოლოდ ერთს გეტყვი უზომოდ და უსაზღვროდ მიყვარხარ.- ძალიან ფრთხილად მომეხვია, თავს ვეღარ ვაკონტროლები ვტიროდი და მთელ სახეს ვუკოცნიდი. მალევე გასწორდა თაიგული პირდაპირ ხელებში მომიქცია და დაამატა -მოვრჩით სენტიმენტებს, ოჯახიდან მული გასაშვები მყავს ვეღარ ვეტევით.- მთელმა დარბაზმა სიცილი დაიწყო ამ სიტყვებზე, მეც ვერ შევიკავე თავი. უეცრად შემაბრუნ და ჩემს წინ აკაკი იდგა ბეჭდით ხელში. არ დაუჩოქია იდგა და მიყურებდა გაბრწყინებული თვალებით -აკაკი...- მხოლოდ ამის თქმა მოვასწარი -თი ნი, გამომყვები ცოლად?- ერთი დღისთვის უკვე ძალიან ბერვი ცრემლი ჰქონდა ჩემს თვალებს დადენილი თუმცა, ემოციებმა მაინცთავის გაიტანა და კიდევ ერთხელ ავტირდი -რა თქმა უნდა.- სლუკუნით ვუპასუხე და მოვეხვიე. სიცილი ტაშმა ჩაანაცვლა და დღევანდელი მთავარი გმიერებიდან მოლოცვებმა ახლა ჩვენსკენ გადმოინაცვლეს. *** - დღეს ორი ბრძოლაა თინი და ცოტა დამაგვიანდება.- გამომძახა აკაკიმ -მოგვენატრები მალე მოდი რა.- უკვე კარგად მოზრდილი მუცლით გამოვედი მისაღებში -როგორც კი დასრულდება აქ ვარ, რამე ხომ არ წამოგიღო -ნწუ ,არაფერი.- თავი გავუქნიე, თან ლოყაზე ვაკოცე -დარწმუნებული ხარ?- თვალებში ჩამაშტერდა -სრულებით. -იცოდე, ღამის პირველ საათზე ვერც საზამთროს მოგიძებნი და ვერც სოკოს ხინკალს.- ჩემი ორსულობის "მონდომებეი" გამახსენა და თითი დამიქნია -არ მინდა აკაკი მართლა, თან მაგ პერიოდმა მგონი გადაიარა უკვე, მარტო ის მინდა რომ მალე მოხვიდე -კარგი, მიყვარხარ იცოდე.- თავზე მაკოცა, მერე ლოყებზე და ბოლოს ტუჩებზე. -მეც მიყვარხარ. აკაკი სანამ არ დაბრუნდებოდა არ ვიძინებდი ხოლმე, უაზროდ გამყავდა დრო ხან ტელევიზორთან, ხან სამზარეულოში. იმის მიუხედავად რომ დიდი ხნით არ მტოვებდა მაინც მენატრებოდა და ყოველ წამს საათს ვუცქრდი. პირველი საათი ხდებოდა, ფეისბუქს ვსქროლავდი და ვიდეოში შემხვდა როგორ ჭამდნენ ნივრის და ჭარხლის მწნილს ერთად. გონება ვაიძულე რომ სურვილზე არ მეფიქრა, სამზარეულოშიც კი გავედი კიტრს შევჭამ და გადამივლის-მეთქი მაგრამ ამაოდ. ყველაზე მეტად კი იმას განვიცდიდი რომ აკაკის უნდა ეძებნა. ბოლოს ვერ მოვითმინე მობილური მოვიმარჯვე და აკაკის დავურეკ -გისმენ, მოვდივარ უკვე არ დავაგვიანებ.- მომაყარა ერთიანად -აკაკი.- ის ამოისუნთქა მივხვდი რომ მიხვდა რაზეც ვურეკავდი -აკაკი ბოდიში მაგრამ, მართლა ძალიან მომინდა -გთხოვ სასწაული არ მთხოვო.- მუდარა შევამჩნიე ხმაში -არა, ნივრის და ჭარხლის მწნილი.- ისე ვუთხარი გეგონება ყველა ნაბიჯში ელაგა გასაყიდან -რაა გოგო? მჟავე ბავშვს აჩენ.- როგორ უხდება სასოწაკვეთილი სიცილი თქვენ არ იცით, რომ არ უნდა გაწყენინოს მაგრამ მაინც არ გამოსდის სხვაგვარად. -არა რა მჟავე. მიყვარხარ.- გავუთიშე და ბედნიერეი გავწექი სურვილების ასრულების მოლოდინში. გადაღლილი და ნაწამები სახით რომ შემოაბიჯა ოთახში მივხვდი მოტანილი ჰქონდა - ორსულების სურვილების შემსრულებელი გმირი რომ არსებობდეს აკაკი ერქმევოდა, მარველასაც დაამშვენბდი.- ვჭამდი და თან ვაქებდი -მე მხოლოდ შენ გისრულებ სურვილებს. -მერე რა მაინც.- მხრები ავიჩეჩე. *** ადამიანებმა ბედნიერი მომენტები უნდა შევიქმნათ ჩვენთვის და კარგად აღვბეჭდოთ მეხსიერებაში. ყველაფერი ის რაც გვახარებს, რაც თითებზე ჩამოსათვლელად გვაქვს მთელი ცხოვრების მანძილზე. მე თქვენ გკითხავთ და რამდენი ბედნიერი მომენტი გახსოვთ თქვენ განვლილ ცხოვრებაში? და ახლა პირიქით რამდენი ცუდი? რა თქმა უნდა, ნეგატიური მეტად გვამახსოვრდება და ძალიან პესიმისტურად განგვაწყობს ყველაფრი მიმართ. ამიტომ მინდა გთხოვოთ, გირჩიოთ, აგიხსნათ და შთაგაგონოთ რომ იცხოვროთ თქვენი საკუთარი ბედნიერებისათვის, ასხივეთ და გააფერადეთ ყველაფერი თქვენს გარშემო, გააკეთეთ უამრავი თუნდაც პატარა სიკეთე, დამიჯერეთ უბედნიერესები დაიძინებთ ყოველ საღამოს და ყოველ დილას უფრო მეტი შემართებით დაიწყებთ. და კი, ამ ისტორიის წერაც მაბედნიერებს მე. ამაში ვნახე ცხოვრების ფერები. არ მინდოდა მძიმე და რთული წასაკითხი ყოფილიყო, მინდოა რამე ლამაზი და ბედნიერი ისტორია გამოსულიყო. პირველი ცდისთვის მგონი ცუდი არ არის. და ბოლოს მინდა ყველამ იპოვოთ ცხოვრებაში თქვენი საკუთარი "აკაკი" ან თინი" და მათსავით, ან უფრო მეტად თქვენი ერთად ხილვა ყველასთვის სამაგალითო ბედნიერება იყოს. მადლობა ყველას რომ კითხულობდით. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.