შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

GAMA- ბრძოლა შიშველი ხელებით. 13


29-08-2023, 21:30
ავტორი მირცა
ნანახია 1 309

საბოლოოდ გამრჯვება მე და აკაკის გვერგო წილად. ლექსო თამთას ადანაშაულებდა "კარტის ცნობა არ იციო". მე და აკაკიმ სრულფასოვანი მაკიაჟით დავამშვენეთ წყვილი,ფოტოებიც გადავუღეთ და ფეისბუქისთვის გავუმზადეთ. შუა ღამე იყო რომ დავიშალეთ. დავდე თუ არა ბალიშზე თავი გავითიშე. დილით აკაკის ზარმა გამაღვიძა რვა საათი იქნებოდა თბილად ჩაიცვი და პარკში გავისეირნოთ ჩუმადო. ოთახიდან ფეხაკერფით გავიპარე და აკაკის გავძახე მზადვარ-მეთქი.
ბორჯომი ყველა სეზონზე რომ ულამაზესია ამაში ალბათ ყველა დამეთანხმებით, მაგრამ ზამთარში დათოვლილი ჩუმი და წყნარ ბორჯომს არაფერი სჯობია, მიტუმეტეს თუ მის ქუჩებში საყვარელ ადამიანთან ერთად დაეხეტები და სადარდებელი არაფერი გაქვს. ბევრი ვისეირნოთ, პარკის შესასვლელში წყალიც ვიგემე რაც აკაკიმ გააპროტესტა
-არ დალიო საშინელი გემო და სუნი აქვს, აღარ გაკოცებ იცოდე.- გამეცინა და ერთჯერადი ჭიქა მასაც გავუწოდე
-შენც დალიე და მერე მაკოცებ.- მაინც არ გამომართვა და ისიც მე მოვსვი. ძალიანაც მიყვარდა ეს კვერციხს გემოს მქონ წყალი (როგორც აკაკიმ უწოდა). ბოლოს მარკეტში გამოვიარეთ ახალი წლის სამზადისისთვის პროდუქტები ვიყიდეთ და წამოვედით, თან შევპირდი შენს საყვარელ ნამცხვარს გამოგიცხობ-მეთქი. ეს დედაჩემის დამსახურებაა ყველაფერს პატარობიდანვე მასწავლიდა.
სახლში მისვლისას ისევ სიმშვიდე დაგვხვდა მიჯნურებს ისევ ეძინათ. საუზმე ორისთვის მოვამზადე და აკაკიც შემომიერთდა სამზარეულოში.
-ისე ფუსფუსებ დარწმუნებული ვარ ყველაზე მზრუნველი მეუღლე და ბედნიერი ოჯახი მეყოლება.- თმის ბოლოებზე გამეთამაშა, ჩემი თმის სამაგრი კი ისევ ამშვენებდა მის მარცხენა ხელს
-ოჯახი და მეუღლე ხომ.- ღიმილით გამოვხედე და ჩაი დავუსხი ფინჯანში
-რა თქმა უნდა, თუ თანახმა იქნები.
-ვითომ არ იცი რომ ვიქნები.- მივედი და ლოყები დავუკოცნე
-ბოდიშით გვრიტებო, არაფერი დამინახია წყალს ავიღებ და გავალ.- სახეზე ხელებ აფაერბული შემოვიდა თამთა
-დილამშვიდობისა თა, არ ისაუზმე ჩვენთან ერთად?- შევთავაზე და კიდევ ორი თეფში დავდე მაგიდაზე
-კი ლექსოსაც მოვიყვან. ძალიან მშია.- წყალი დალია და ლექსოსთან წავიდა.
ტელევიზორს ვუყურებდით აკაკის მობილურზე რომ დაურეკეს, სახელის წაკითხვა მოვასწარი ბესო იყო. აკაკი ადგა და საძინებელში გავიდა, ერთი უკმაყოფილოდ კი გავხედე მაგრამ გამიღიმა მალე მომვალო. კარგა ხანს რომ აღარ გამოვიდა საძინებლიდან შევაკითხე, იჯდა და მობილურში რაღცას კითხულობდა
-აკაკი მშვიდობაა?- გვერდით მივუჯექი
-ბესო იყო, ორგანიზაციას ხურავენ ჩემი ამბის გამო. ჯარიმაც დაუწერეს. რაღაცები არა კანონიერად ჰქონია. მოკლედ შარშია და ყველაფერი ჩემ გამოა რაღაც უნდა მოვიმოქმედო.- თითებს ნერვიულად ხლართავდა ერთმანეთში
-აკაკი არ ვიცი რამდენად გამოვა ან არ გამოვა, ჯარიმა რამდენია?
-10 000 ლარი და ამდენი ადამიანი რჩება უმუშევარი
-და იქნებ ჯარიმა გადაიხადოს და ყველაფერი კანონის დაცვით განაგრძოს. აღარ იყოს ეს ფსონები, მოთამაშეებს ჯამრთელობის დაზღვევა გაუკეთოს და ბრძოლა ფულისკი არა რაიმე ჯილდოს გამო იყოს? ჩემი აზრით წონითი კატეგორიებიც არ უნდა აირიოს და ვის ვისთან გაუსწორდებ ბრძოლა ისე არ უნდა იყოს. მსაჯები, ექიმები ყველაფერი წესრიგში მოიყვანოს. მართალი ძალიან დიდი თანხები სჭირდება მაგრამ თუ მოინდომებს და დავეხმარებით გამოვა.
-არ ვიცი თინი, მე დავეხმარები თავს ვალდებულად ვგრძნობ. დავბრუნდეთ და მერე ვიფიქრებ ყველაფერზე. ახლა არ მინდა განწყობა გავიფუჭოთ.
-ლექსო და თამთა სასეირნოდ გავიდნენ, მე გავალ სალათს გავაკეთებ შენ დაისვენე.- წამოვდექი თუ არა უკანვე დამქაჩა და კალთაში ჩამისვა.
-სწორედ გავიგე რომ სახლში არ არიან ხომ.- ნაცნობი ვნებიანი ჭინკები აუთამაშდნენ თვალებში
-აკაკი სირცხვილია, მოვლენ.- გავიბრძოლე ასადგომად, უფრო მჭიდროდ მომხვია ხელები
-მომენატრე.
-აკაკი გაჩერდი გთხოვ ჭრილობები გაქვს.- ტუჩები ყელზე მომაწება და ნელ-ნელა ლავიწისკენ დაუყვა კოცნით, მაისური ერთი ხელის მოსმით მომაშორა. მისი ფერბისგან გახელებული მეც ავყევი მოძრაობებში, ლოგინზე გადაწვა და მეც ფრთხილად გადამიყოლა. მაისურის გზას გაუყენა მთელი ჩემი ტანისამოსი, ვნებიანად მიკოცნიდა ყველაფერს და მე უბრალოდ ნეტარებაში მყოფი მხოლოდ ჩუმ კვნესას ვახერხებდი. მკვეთრი მოძრაობისას ვამჩნევდი სახე როგორ ეჭიმებოდა ტკივილისგან. ამიტომ გადავწყვიტე პროცესი მე მემართა, მის ზემოდან მოვექეცი, აკაკის ხელებს ჩემი ხელები ჩავკიდე და ყურთან სურვილისგან წართმეული დაბალი ხმით ჩავჩურჩულე
-ახლა ჩემი ჯერია.

***

ახალი წლის საღამო იმაზე მხიარული და საინტერესო აღმოჩნდა ვიდრე ველოდით. ჩემი დათვივით ძმა კი იმდენად რომანტიული ყოფილა ვერც წარმოვიდგენდი. საღამოს როდესაც აკაკიმ ფერიერვერკი გაისროლა და მე და თამთა მას მივჩერებოდით, თან ათას ვიდეოს ვუღებდით ფაისბუქზე გამოსადებად, ლექსო სადღაც გაქრა. სახლში რომ შევბრუნდით შინ არ დაგვხვდა დავურეკეთ და გვითხრა მალე მოვალო. დარეკვიდან ოც წუთში უზარმაზარი ყვითელი ვარდების თაიგულით და მომღერალი ბიჭებით დაბრუნდა, ერთს ხელში გიტარა ეჭირა და მუხამბაზს უმღერდნენ.ვარდები თამთას გაუწოდა და თვითონ დაიჩოქა. თამთამ სანამ მასზე დიდი თაიგული კომფორტულად მოირგო ხელში ლექსოს უკვე პატარ ბარხატის ყუთი ეჭირა გახსნილი და ღიმილიანი სახით შესციცინებადა
-ჩემო სიყვარულო გახდები ჩემი მეუღლე? გამომყვები ცოლად?- ცრემლები როდის წამომივიდა ვერ მივხვდი, აკაკის ავეკრარი ის ვიდეოს უღებდა მათ და ბედნიერი იღიმოდა. თამთამ შოკი მიიღო რამდენჯერმე ზედიზედ კიო გაიმეორე და ლექსოს ისე მიაფრინდა ჩასახუტებლად ბეჭედი არც გახსენებია. ერთმანეთის სიყვარულით და სიხარულის ცრემლებით რომ გული ვიჯერეთ, ბეჭედიც წამოიცვა თითზე.
ყველაფერი შესანიშნავად კარგი იყო. მხოლოდ ფილმებში მქონდა ასეთი მომნტები ნანახი. სადაც ყველაფერი იდეალური და უპრობლემოა. ასე ბედნიერ და მხიარულ განწყობაზე დავასრულეთ ახალი წლის ღამეც.
***

თბილისში სამ იანვარს დავბრუნდით დედამ და თამთას ნათესავებმა გადაწყვიტეს რომ ამ ამბავს ასე ჩუმად არ უნდა ჩაევლო და ერთი კარგი გვარიანი ქეიფი უნდა გაემართათ თამთას ოჯახში. უნდა დაეგეგმათ ქორწილი და დაელოცად ახალი წყვილი. ჩემი ძმა ამ ამბით უკმაყოფილო იყო არ სურდა ხმაური და უსასრულოდ დალოცვის სუფრები მაგრამ თამთას ნებას დაჰყვა.
-ლექსო ნუ უჟმრობ ცოლი მოგყავს და ბედნიერი უნდა იყო მასთან, აიტანე ბიძამისიც და მისი სადღეგრძელოებიც.- პერანგს ვუუთოვებდი და თან ჭკუას ვარიგებდი
-გათხოვდები და განახებ მერე როგორ გაგისწორდება.- თმა მომქაჩა პატარა ბავშვივით
-ახლა ამ უთოს რომ გესვირ მაგ თავში ნახავ. თან მე მინდა დიდი და ლამაზი ქორწილი.
-ნამდვილად პრინციც გყავს.- პერანგი მივაწოდე და ისევ ჭკუის დარიგება დავუწყე.
ყველა თამთასთან შევიკრიბეთ, ლექსომ ისევ ყვითელი ვარდების თაიგული მიართვა, რომ ვკითხე რას გადაეკიდე ამ ფერს-მეთქი ამდენი წლებია დაქალები ხართ და ისიც არ იცი რა ფერის ყვავილები უყვარს შენ დაქალს და ახლა უკვე რძალსო.
იცით როგორი სუფრა გაიშალა? თამთას ფატაღა აკლდა, თუმცა ეს არ იყო ქორწილი და იქ წარმოვიდგინე რა მოხდებოდა. დედაჩემი ბედნიერებას ასხივებდა თვალებიდა, შვილივით რომ უყვარდა ვიცოდი ახლა კი მის მოციმციმე თვალებს რომ ვუყურებდი გული სიხარულით მებერებოდა. აკაკიც გვერდს მიმშვენებდა
-ძალიან ცოტა მიკლია ახლა ხელი რომ არ მოგხვიო და ჩემთან წაგიყვანო.- აივანზე გამიყვანა და მომეხუტა
-ჯერ არ გვეჩქარება სამაგისოდ, თამთას თაიგულიც კი არ დამიჭერია.- სიცილით გავეპასუხე
-მაშინ ვეტყვი რომ შენ დაგიმიზნოს და მილიონჯერ გითხარი თმას ასე ნუ იწევ, გაშლილი ჯობია უკეთ ვგრძნობ სურნელს.- ისევ ჩამომიშალა და ხარბად შეისუნთქა თმიდან წამოსული არომატი
-აკაკი ძალიან რომ მიყვარხარ გითხარი უკვე?
-კიდევ მითხარი.- განაბული სახე მიიღო და ყურს გიგდებო სახე მომიბრუნა
-ძალიან მიყვარხართ ბატონო აკაკი!- კიდევ გავუმეორე
-მე კიდევ უშენოდ სუნთქვა არ შემიძლია საქალბატონე თი ნი.-ისევ ძველებურად დამარცვლა ჩემი სახელი
-რომეო და ჯულიეტა თქვენთვის ხელის შეშლა არ მინდა მაგრამ ბიძაჩემმა აიჩემა ისინიც უნდა დავლოცო სად გამეპარნენო... დაბრუნდით.- ერთმანეთის სიყვარულში თამთამ შეგვიშალა ხელი.



№1 სტუმარი ნაესტანი

კარგი თავი იყო მომეწონა ძალიან საინტერესო და საოცარი ორივე თავი ზედიზედ წავიკითხე მეშველა რა კარგია მადლობა წარმატებები ♥️

 


№2  offline წევრი ბელზებული

გამას ბიჭებზე თითაობას მოეშვი და ნორმალურ რამეზე წერე

 


№3  offline წევრი მირცა

ნაესტანი
კარგი თავი იყო მომეწონა ძალიან საინტერესო და საოცარი ორივე თავი ზედიზედ წავიკითხე მეშველა რა კარგია მადლობა წარმატებები ♥️

ძალიან მიხარია თუ მოგწონს ❤️ მადლობა

ბელზებული
გამას ბიჭებზე თითაობას მოეშვი და ნორმალურ რამეზე წერე

აუცილებლად გავითვალისწინებ :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent