შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფორთოხლის ბაღი(1თავი)


1-09-2023, 03:30
ავტორი ავრორა
ნანახია 1 134

მე რომ პირველად დაჩი დავინახე, უფრო სწორად პირველად რომ გავიცანი ,უკვე ბევრიც გამეგო მის შესახებ და ბევრჯერ მყავდა დანახული.
აი იცით როგორი ბიჭია დაჩი დადვანი?
გარეგნობა რომ ხასიათს ვერ ემთხვევა და ამართლებს ისეთი.
შავი თმებით ,მწვანე თვალებით,მაღალი, კალათბურთელი (მოყვარულის დონეზე),,ჭადრაკის ექსპერტი "(როგორც თავის და მოიხსენიებს) "დედის და მამის გვარის გამგრძელებელი"(როგორც ხვდებით ესეც ტაისას სიტყვებია) წესით სასწაულს უნდა წარმოადგენდეს და ალბათ წყნეთის,ვაკე,დიდუბე , სამგორის (და კიდევ იმ უბნების სადაც ფეხი დაუდგამს) გოგოებს თუ დაუჯერებთ არის კიდეც.
თუმცა ყველასთვის ესეთი სანაქებო და ღიმილიანი ბიჭი მაინცდამაინც ჩემთან გადაიქცევა ხოლმე ეგოისტ,დამცინავ და საერთოდ თანამედროვე ბიჭების მოდგმას რომ შეგაძულებს ისეთ ტიპაჟად.
ბოლო ეპითეტი შეიძლება გაბუქებულიცაა , მაგრამ ნერვებმოშლიზე ვინ დაეძებს სიტყვის ლექსიკონში ნამდვილად შესაფერისია თუ არა ,მთავარია გული "მოიოხო".
თავიდან რამდენიმე შეხვედრა რომელიც ტაისამ აწარმოა (პრინციპში წარმოუდგენელიც იყო მეგობრისთვის შენი ძმა არ გაგეცნო) დაჩის რეპლიკები და დამცინავი მზერები ჯერ ტაისას გადამეტებულ ჩემდამი ქებას დავაბრალე ,მერე ვიფიქრე დილით კოფეინის გარეშე ალბათ სულ ასე არის თქო , მესამე შეხვედრაზე სკოლაში რო ბურთი ჩამარტყა თავში ტაისას რომ ვესაუბრებოდი და ბოდიში არც მოიხადა ისიც კი ვიფიქრე ელამია და ვერც დამინახა თქო.
ერთი სიტყვით სიმართლისთცის თვალის გასწორების ნაცვლად ყველაფერი ვიფიქრე , მაშინ ჯერ კიდევ 14 წლის ვიყავით ახლა 5 წლის შემდეგ მე და ტაისა საუკეთესო მეგობრები, ერთმანეთის მშობლები , ,,არაგენეტიკური დები" ვართ თუმცა დაჩი რაც იყო დარჩა იმად ...
მიუწვდომელ დაჩი დადვანად.
და ეს ფაქტი ისეთივე "სინათლე -სიმართლეა" როგორც ის დილით რომ თავს ვერასდროს ჩემს ცხოვრებაში ორის ნახევრამდე ბალიშიდან ვერ ვწევ. რომელი მაღვიძარა ,რა ხმაური , რამდენი თხოვნა ,მე მაინც ენერგია-გამოცლილი ვიღვიძებ და ბოლო 8 წუთში მივექანები ყველგან სადაც წესიფ 30 წუთით ადრე უნდა გავსულიყავი სახლიდან დროზე რომ მივსულიყავი. ამიტომ როცა მეკითხებიან რატომ არ გადავედი 20 წლის ასაკში ჩემი მშობლების ბინიდან პასუხი მარტივია :,,დედაჩემის ქოთქოთი ყველაზე უკეთ მაღვიძებს ,ვიდრე ნებისმიერი სხვა საშუალება".არადა ღამის სმენიდან დაბრუნებული ჩვენი მეზობელი პაატა ალბათ ათასებსაც კი გადაიხდი ოღონდ მე მოვეშორებინე და სიჩუმე დასადგურებულიყო სამეზობლოში.
თუმცა ყველა რომ იმას ვიღებდეთ რაც გვსურს....იქნებ არც არაფერი არ გვნდომოდა , რაღაც რომ გსურს და რომ იცი ან აისრულე ან ვერა , ასრულების მცდელობებსაც თავისი ხიბლი აქვს.
სწორედ ძილის გამოა ჩემს გარშემო უმარავი ადამიანი, ვინც ,ჩემი ამ ფრიად მნიშვნელოვან ,სასიცოცხლო
პროცესთან ანუ ძალთან ურთიერთობა იცის ნამდვილი სახელის ვივიანის გარდა ავრორასაც რომ მეძახიან.
28 ივნისს თვალებს რომ ვახელ და ჩემს ოთახს აღვიქვამ პირველი რაც თვალში მხვდება ჩემ საწოლთან მწოლიარე ვიღაცაა , თვალებიდან ბურუსი მშორდება თუ არა და ვახერხებ თავის ხელში აყვანას რომ წივილი არ დავიწყო და მაინცდამაინც დედაჩემმა არ შემომისწროს ვიღაცასთან ვინც შესაძლოა სულ მე მოვათრიე სახლში წუხელ(რაც ნაკლებად მოსალოდნელია მაგრამ მაინც )
ვხვდები რომ ის X არც მეტი არც ნაკლები ტაისაა..მაგრამ მაინც რატომ მივიჩნიე ჩემი დაქალი ვიღაც უცხო მამაკაცად კიდე გასარკვევია.
- მოდი დავიწყოთ დილამშვიდობით,
-არ გვაქ ჩვენ მშვიდობიანი დილის დრო- მიყურებს წარბ-აწეული და ჩემ მიერ გამოთავისუფლებულ საწოლში კიდევ უფრო კომფორტულად თავსდება.-და საერთოდ ტელეფონი რომ ჩაგერთო, რომ გეპასუხა ჩემი ზარისთვის,და საერთოდ რამე ცოცხალისთცის დამახასიათებელი თვისება გამოგეხატა დედაშენის დილით გაღვიძება და შენს ოთახში ისე შემოპარვა არც მომიწევდა.
-კაი ეხლა ,ერთი სუსტი წერტილი მაქვს ძილი და მაინცდამაინც იქ მორტყამ ხოლმე.
-კიდეკაი ერთადერთიო არ თქვი. ვაიმე ვივი ,ისე ვარ აი ისე ვარ დანა არ მიხსნის კბილს
-იმდენს ლაპარაკობ რომ საერთოდაც არ გეტყობა .
-გოგო თუ არ აგიხსენი და მოგიყევი სიტუაცია შენ რა უნდა გაიგო ან როგორ უნდა დამამშვიდო.
-ანუ დასამშვიდებლად გაქვს საქმე?
-არა ისე კი სხვა ხერხებითაც შეგიძლია ინფორმაციის მოპოვება მაგრამ შენ მაგ რისკებზე არ წახვალ და ისევ ესე მოგიყვები.
სხვა ,,რისკიანი ხერხები"არ გამომიკითხავს ტაისასთვის ,რადგან მივხვდი აზრი არ ქონდა ,ზოგადად ჩვენ ორ შორის თუ ვინმე საინტერესო და ამავე დროს გასაიდუმლოებული ინფორმაციისთვის რისკზე წავიდოდა ეს ტაისაა , ერთადერთი ინფორმაცია რაც ვერ მოიპოვა და არც ეჭვი გასჩენია დაჩის და ჩემი ერთმანეთთან ურთიერთობის ფორმაა,რაშიც დაჩის ჩემდამი დამოკიდებულებაც ხელს უწყობდა.ნუ ეს იქამდე სანამ მთვრალმა ყველაფერი არ მოვყევი და მერე კიდე უამრავი
უაზრობა ჩავიდინე 4 თვის წინ.
-ჩემი ძმის ,,ძმა" ჩამოვიდა .
-ვერ გავიგე..
- რა ვერ გაიგე დაჩის დემეტრე ჩამობრძანდა ,ექვსი თვის შემდეგ ,
-ოოოხ დაჩი ,დაჩი , რა ყველგან ეგ უნდა იყოს -ვფრუტუნებ ჩემთვის და თან ტაისასკენ ვიხედები-გნახა?
- იყო საშუალება რო ერთმანეთს ავცდენოდით? თან აი რეები მითხრა არა კი არ მითხრა უფრო "მებაზრა" აი იციიი?ტვინში სისხლი ჩამექცა. კაი მე ვნახე მარა ჯერ ხო დაიწყო იმით რო თურმე ეგ და დაჩი გადამკვდარი ძმაკაცები არიან და
-მოიცა ,,გადამკვდარი ძმაკაცები"ვართო ესე თქვა?
-უიმე არა გოგო ,ეგ მე დავამატე მარა ყოველ დღე ერთმანეთის სახლებში ათენებენ და აღამებენ , ერთადერთი ცალ -ცალკე ძინავთ და მგონი წყალი რომელ საათზე ,რომელი ჭიქით დალიონ იმასაც ერთმანეთს უთანხმებენ და გადამკვდარები არიან აბა რა გამოდიან . იქ პროსტა დასტოინად მებაზრა რაა ...აი იცი როგორ გამოუვიდა ვეფხისტყაოსანში ,,ასრე გითხრა , სამსახური ჩემი გმართებს ამად ორად "
-ეგ თინათინმა უთხრა ავთანდილს,ისიც უცხო მოყმის საძებნად რო გაუშვა ...
- იმისთვის უთხრა თუ ამისთვის , დღეს ადგა და მიზეზებს მისახელებს...
-აუუუ ,აუუუ ჩემი- და თითქოს ეხლა გავიაზრო რომ წესით უკვე მეც სამსახურში უნდა ვიყო და არა ამ ოთახში და ამ სიტუაციაში.
-მოკეტე და დღის მეორე ნახევარში მიდი.
- ისე ძაან ნერვებ მოშლილიც არ ხარ შენ ხო ?მე რო მახსოვს რა ქარიშხალიც იცი როცა გაბრაზებული ხარ ...
-აბა კი გეგონოს,მივუნგრიე მთელი კაბინეტი.
-რა ქენიი?მითხარი რო ხუმრობ...
-პირველი:ჯერ თვითონ იწვოდა ჩემი სიყვარულით ,
მეორე : თავის კაბინეტში რო მესაუბრება ღირსი იყო იმ კაბინეტის მონგრევის ..,ნუ ისე აირია იქ საქაღალდეები რომ კარგა ხანი დაჩოქილი გადაალაგებს.
ნუ ესე არ გამოვაო მოხია.და ისე რო არაფერს აკეთებდა და ხმას არ იღებდა გამოდიოდა ?და საერთოდ რა არ გამოდიოდა ვერ გავიგე, ანუ მთხოვა რაც ერთხელ გითხარი დაივიწყეო.
-ისე ანასტასია შენ ეს დემე გიყვარს?
- სანთებელა გაქვს ?
-რით ვერ დაიმახსოვრე რო არ ვეწევი.
-იქნება ერთხელ ნამუსმა ააგდოს და ჩემ გამო იყიდოს თქო ,რა რო დააგდო აქვე სადმე ჩემთვის.
-იგივეს ვიტყოდი შენზე ,რო იყიდო და ჩაიგდო მანდვე სადმე ჩანთაში შენთვის.
-არა გოგო მე კი მიგდია ,მარა რა იპოვის ,ქალის ჩანთა არ იცი,-იღიმის და თან ჩანთიდან ისეთ რაღაცეებს იღებს აშკარად რომ არავინ არ დაატარებს ჩანთით. ბოლოს ქართულის მეთორმეტე კლასის რვეულის ამოღებასაც კი ველოდი.
-თან არ გახსოვს როდიდან გიჟდება დემე ჩემზე , -აგრძელებს ძველ თემას- არა რა გვაქვს ამ დადვანებს ეშხი, გინდ მე ამიღე ,გინდ დაჩიი...
-ანუუ?-ელდანაცემი ვბრუნდები კარადიდან და ტაისას ვუყურებ თვალებში, -ტასო, იცი არსებობს ესეთი სიტუაცია ,როცა შენ კი არ გიყვარს ვიღაც არამედ გინდა იმას უყვარდე..
-შენ ეხლა ჩემზე და დემეზე ამბობ?
-მე ზოგადად ამ მდგომარეობაზე ვამბობ, თითქმის ყველას ქონია , აი მაგალითად გარდატეხის ასაკში გოგონებს არაერთ ბიჭზე ქონიათ ამის სურვილი ,თუმცა ყვარებით არცერთი არ ყვარებიათ.მათ უბრალოდ უნდოდათ იმათ მოსწონებოდათ ,ყოფილიყვნენ სასურველი და ა.შ.
ანუ შეიძლება შენ დემე კი არ გიყვარს ,გინდა მას უყვარდე ,უფროსწორედ შენ მოგწონს მდგომარეობა რომ რაც არ უნდა მოხდეს იცი დემეტრეს მოსწონხარ,უყვარხარ ან უბრალოდ მიგიღებს , თითქოს ეგოისტურად ცდილობ რომ შენს გარდა სხვა არავინ არსებობდეს მისთვის და ახლა როცა ეს გითხრა
- გარდატეხის ასაკში აღარ ვართ ,-სიცილით მაწყვეტინებს ,თუმცა ,ვხვდები რომ ზღვარი გადავკვეთე- და საერთოდ სანამ ჩემ ფსოლოგიურ ანალიზს დადებდე , იქნებ შენც მასე ხარ ,ხო იცი მიუწვდომელი ხილი უფრო ტკბილი გვგონია.
-რას გრძნობ როცა დემეს უყურებ?
-დემე ჩემს ცხოვრებაში იმდენი ხანია რაც არი , მის გარეშე არცერთი პერიოდი არ მახსოვს ,
სულ არსებოდა დემეტრე, დაჩი და მე... იცი ბავშვობაში ეზოში ბავშვებს დემეც კი ჩემი ძმა ეგონათ.
-ვიცი ,თავიდან მეც.
-ეხლა რო ვფიქრობ ხოლმე ყველა მასე უყურებდა, მამაჩემი,დედაჩემი ნუ რავი საერთოდ ყველა , დაჟე ზოგი აი დაახლოებით, ტასო ძმებს გაუმარჯოს,მართალია ერთი ჰყავს მაგრამ დემეტრეც ძმასავით არის და ესეთ რაღაცეებს ამბობდნენ. ხოდა მერე მიდი და სხვანაირად იფიქრე ამ ბიჭზე....
-ის თუ ფიქრობდა?
-თან აი ტიპი ითმენდა,ითმენდა და ჩემ 18 წლის დაბადების დღეზე მითხრა ისიც მაშინ ეს ,,ძმობა "და ,,ძმის "ძახილი რო ყელში ამოვიდა მერე მე ძლივს რო გავიაზრე რა ჯანდაბა მითხრა რა მოხდა დაკრავს ფეხი და სადღაც უცხოეთში წავიდა ,მე ჯერ ეგეც კი ვერ მიპატიებია , ვერ შევძლებდი მაგ დროს შენთვის მეყურებინაო , ის თუ შეძლო სანამ მეტყოდა ეყურებინა ....თან თურმე ექვს თვეზე მეტი რო ვერ გაძლო მადლობა უნდა გადამეხადა .
-რას გრძნობ როცა მას ხედავ?
პასუხად დუმილს ვიღებ.
-ტასო რას გრძნობ როცა დემეტრეს ხედავ?- შევხედე თუმცა თავად ჭერს უყურებს.
-ახლა წესით უნდა ვამბობდე პეპლებს თქო ? შენ პეპლებს გრძნობ ვივი?მე მართლა ძმას ვეძახდი იცი?
აი ასე , ბავშვობაში ,სულ რამდენიმე წლის წინ როგორც დაჩის ვიდექი და ძმას ვეძახდი.მერე რა რო თვითონ და არასდროს დაუძახია . მის წინაშე იცი როგორი ვიყავი, როგორც დები ძმების წინ... გეფიცები იმ მომენტში სიხარული კი არა შიში ვიგრძენი რო მითხრა უფროსწორედ დაიყვირა შენი ძმა არ ვარო... ალბათ აი შენ რომ ამდგარიყავი და გეთქვა ტასო იცი ლესბოსელი ვარ და მგონი მე შენ დაქალზე მეტად აღგიქვამო უფრო არ გამიკვირდებოდა,რატო იცინიხარ ,გეფიცები ესე იქნებოდა.
მე იცი წლები ისე ვხედავდი დემეტრეს რომ უბრალოდ , არ ვიცი მგონი 7 -6 წლისამ გავიაზრე მეთვითონ რომ დემე ჩემი ძმა არ იყო,ოღონდ ბიოლოგიური ძმა არ იყო , ეხლა ისე ვბრაზობ , რატომ არ ადგა რომელიმე, რომელიმე კი არა და ნებისმიერი და არ მითხრა ტასო ,ანასტასია ,ტაისა იცი დემე შენი ძმა არ არის , ნუ დატანჯავ მას ძმა, ძმის ძახილით.
-ალბათ მათ ასე ეგონათ სწორი,
-ვისთვის?რისთვის ?მეუბნები რას გრძნობო,მეკი ესე მგონია ჩემი პეპლები მოკვდა , საერთოდ ყველასთვის ....
- არ გიყვარს....
-ასე მარტივად არ არის.
-მარტივად არი ტასო ,ან გიყვარს ან არ გიყვარს. მორჩა.
თავს აქნევს , ფანჯარასთან დგება ,
- თუ მარტივად არის შენ დაჩი სულ გიყვარს?აი მაშინაც როცა რაღაც ისეთს იტყვის რაც გულს გტკენს ,მაშინაც როცა ვიღაც გოგოსთან ერთად ინსტაგრამზე ითაგება?მაშინაც როცა იცი აგარაკზე იმ ვიღაცასთან რას აკეთებს ,ან მაშინაც როცა შენ გარდა ყველა და ყველაფერი საინტერესოდ ეჩვენება, არადა იქ დგახარ , იქვე მასთან ახლოს , მაგრამ ის რომელიღაც უსულო ნივთით უფრო არის გატაცებული, თითქოს რამდენიმე საათში შენ კი არა ის ნივთი აიდგამს ფეხს და დატოვებს მის ბინას.მე გეტყვი არ არის ესე მარტივად ...აი მე დემეტრე მიყვარს,უფროსწორედ მიყვარდა როგორც ძმა , და და საშინელი სიტყვა ახლა ეს ჩემი ენიდან წარმოთქმული ,როგორც დაჩის უახლოესი მეგობარი, როგორც დაჩის ძმაკაცი ,როგროც არციცი როგროც ყველაფერი გარდა იმ სტატუსისა როგორც თვითონ...
ღმერთო იცი როგორ მეზიზღებოდა იმ მომენტში როცა მითხრა რომ თურმე ვუყვარვარ და დაიღალა ,მე კიდე ვუყურებდი და მხოლოდ იმას.ვიაზრებდი რომ ძმა არ ყოფილა, განა უკვე არ ვიცოდი ? ვიცოდი ,.მაგრამ მაინც ....
-თვითონაც იცის, ჯობდა არ გცოდნიდა ?
- და ისევ სულელური ....არ ვიცი საერთოდ რეები ვიყსვით ერთმანეთისთვის ,ის რაღაც რასაც სტატუსიც არ ქონდა გაგვეგრძელებინა ?- სიგარეტს ანთებს , რომელიც ამდენი ხანი ხელში ეჭირა.
- ექვსი თვეა ვეწევი...
-ვიცი და საშინელებაა ჯანმრთელობისთვის.
- ვიცი, დემეტრე ვერ იტანს სიგარეტის სუნს .
-არ ვიცოდი -ვპასუხობ გაუზრებლად ,ან საიდან უნდა მცოდნოდა.
-მე ვიცი.
-თვითონ არ ეწევა ,
-კარგია ,შენზე ჯანმრთელი იქნება.
- პირველად ერთად მოვწიეთ.- ფანჯრის რაფაზე ჯდება -პირველ სიყვარულზეც მოვუყევი ,
-ის რო თავის ,,ნაშობებზე " და გოგოებზე არ გიყვებოდა გიკვირს?
- არ ვაკვირდები მაშინ იცი , ეხლა არ მიკვრის ,უკვე ვიცი ...კიდე რაზე მოვუყევი... მერე პირველ შეყვარებულზეც , დაჟე ის ბიჭი რო ვიღაცამ სცემა ამ.ამბიდან მეორე დღეს და მე ვნერვიულობდი ისიც კი მოვუყევი , კიდე რომელიღაც ბიჭმა რომ პაემანზე თავის ყოფილ შეყვარებულის სახელი 2 ჯერ დამიძახა და მერე მესამეზე ისე წამოვედი ნახევარი კაფე იმ.ბიჭს ირახუნებდა მოვუყევი ,კიდე ჩვენი კლასელი გოგოები რო გიჟდებოდნენ მასზე და დაჩიზე ეგეც ვუთხარი. რო მითხრა შენ რას ფიქრობო მე ვუთხარი კარგია ვივის რომ არ მოსწონ ხარ მეთქი , რატომო მკითხა და ისეთი თვალებით შემომხედა აშკარად ,ალბათ , მემგონი , არც ვიცი ,შეიძლება სხვა პასუხს ელოდა ,მე კიდე ვუთხარი ჩემი დაქალია და ისეთი სიტუაცია იქნება ძმას და დის დაქალს რო ერთმანეთი უყვართ და მე რომელი მხარე დავიჭირო ხოლმე თქო.ისე მაშინ არ ვიცოდი ისედაც ეგ სიტუაცია თუ გაიჩითებოდა.
-არ გაჩითულა ,სად მე და სად დაჩი.
- ეჰ ვივი ,მე მაინც არ ვაწესებ თქვენთვის პრინციპებს და რაღაც იდიოტურ ჩენ ძნას არ შეეხო სტიგმებს .
დედაშენის ფორთოხლის ნამცხვარი მინდა , - ცოტახნისნ შემდეგ ამოილაპარაკა ,რაფიდან ჩამოხტა, სიგარეტი გადააგო , -რომ მოვედი აცხობდა- ჩანთიდან მენთოლის საღეჭი რეზინი ამოიღო და გაოცება ვერ დავმალე ,ამას მაინც როგორ მიაგნო- ნამცხვრის სუნზე მაინც როგორ ვერ გაიღვიძე არ გამაგიჟო.
-აუუ მე უნდა გავიქცე თორე მეორე ნახევარში კი არა საერთოდ ვეღარ მივალ ხვალიდან.წავედი.-ფეხსაცმელები ჩავიცვი და დავაიგნორე ტასო რომელიც მიხვდა მასთან ლაპარაკის პარალელურად რომ ვემზადებოდი.
-მტოვებ ანუ მაკოსთან?
-რატო მხოლოდ მაკოსთან ფორთოხლის ნამცხვარიც მანდ არის.
-ჯანდაბას ჩემი თავი .ოღონდ შენ და შენი უფროსი ჯაბა იყოთ კარგად.
-ფორთოხლის ნამცხვარზე უცვლი გოგო ჯაბას ჩემ თავს?ბაღი უნდა გქონდეს ფორთოხლის რა გეფიცები..
-ისე რა ქნა მაგან გაეყარა ქმარს?უიმე კიარადა ცოლს ...ისე მაგაზე ამბობენ გეიაო და ვითომ ?
- რავიცი ჩემთვის არ უთქვამს.
-ხოო დაელოდე როდის გეტყვის ,ბილბორდებზეც ხო არ გაფინოს ,გოგო შენთვითონ კოლეგებში, იქვე კაფეტერიაში,ქვემოთ ბუღალტერიაში ვერ უნდა გაარკვიო?
-კაი ეხლააა...-თვალები ავატრიალე
- ისე არაა ხელიდან გასაშვები კაცი ,ცოტა მელოტი კია მაგრამ გადაენერგება თმა არა?
-ეტყობა ცოლი მაგიტო დაშორდა გადანერგვაზე რო უარი თქვა - ვეუბნები და სამზარეულოსკენ მიმავალ ტასოს უკან მივყვები.
-აი მაკუნა ,ვივიც ავაგდე საწოლიდან, ხომ დავიმსახურე ფორთოხლის ნამცხვარი ?
-არა მხოლოდ ფორთოხლის ნამცხვარი და ყავა ტასუნა ,შენ ფარდების საყიდლად რომ გამომყვე ის პატივიც კი გერგო , ხომ გცალია?- თვალს უკრავს დედაჩემი და სანამ ტასო მოიაზრებს და უკან ამედევნება სახლიდან გავრბივარ...უკვე წარმომიდგენია როგორ ტყუილებს იგონებს , კლავს და ბადებს ხალხს ტასო და დედაჩემს ახალი ფარდების გარეშეც ტოვებს.



№1 სტუმარი სტუმარი Marie

დასაწყისიდანვე ჩამს რომ რაღაც საოცრება უნდა გამოვიდეს❤️ აქედანვე მიყვარს ვივისა და ტასოს მეგობრობა❤️ ძალიან საინტერესო ისტორიაა ველი გაგრძელებას❤️ წარმატებები ავტორს:))

 


№2  offline წევრი ავრორა

სტუმარი Marie
დასაწყისიდანვე ჩამს რომ რაღაც საოცრება უნდა გამოვიდეს❤️ აქედანვე მიყვარს ვივისა და ტასოს მეგობრობა❤️ ძალიან საინტერესო ისტორიაა ველი გაგრძელებას❤️ წარმატებები ავტორს:))

მადლობა უღრმესი<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent