შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაბრუება (სრულად)


2-09-2023, 01:42
ავტორი ელი
ნანახია 15 339

იმ ღამით ნახევარ თბილისში ელექტრო ენერგია გათიშული იყო.
თათასთან გვიანობამდე შემორჩენილი ტელეფონის განათებით სადარბაზოს კიბეებს მივუყვებოდი და ვფიქრობდი რომ მე-7 სართულამდე თავს ცოცხალს ვერ მივიტანდი.
ჩემი დაბადების დღე თენდებოდა. 12-ს 13 წუთი აკლდა.
- ლალო, არ გაბედო და დაბადების დღეს,კიბეებზე არ შეხვდე-ჩემს თავს ვებურტყუნები და უკვე ვხვდები მესამე სართულზე მყოფს როგორ მიჭირს სუნთქვა - მხოლოდ ამიტომ მაინც უნდა დაანებო თავი მოწევას, შე უტვინო ქალო
ზემოდან ნაბიჯების ხმა მომესმა და უცებ ჩემს გონებაში იჩას და ტაპასიას „ტერენა-ტერენა“ გაჟღერდა.
შემხვედრმა მაღალმა სხეულმა, კიბის დასაწყისში გზა დამითმო. ერთ ადგილას მყოფი, მშვიდად ელოდებოდა როდის ამოვივლიდი კიბეებს.
„ნეტავ ამ სიბნელეში განათების გარეშე რას ხედავ.მშვიდობიანად ჩაგევლოს ძმაო ჩემო.“
გზა დავულოცე სიბნელეში მოცულ სილუეტს, ამოვღოღდი და გვერდი ავუარე.
- ღმერთო!... ამოვიგმინე, როგორც კი ჩემი გათვლებით მეშვიდე სართულს მივაღწიე.
ჩანთაში გასაღების ძებნა დავიწყე და ათას ხარა-ხურაში ძლივს მოვიძე, გამარჯვებულის ღიმილით შევათამაშე ხელში.ის იყო გასაღები საკეტში უნდა მომეთავსებინა ჩემი კარისკენ ნაბიჯის გადადგმისას ფეხზე რაღაც რომ მომხვდა.
- ე...-წამოვიძახე და ტელეფონით დავანათე.
უზარმაზარ ქოთანში უამარავი სახის ჩემს უსაყვარლეს სუკულენტებს მოეყარათ თავი,რომელთაც ლამაზად გაფორმებული ბარათი ამშვენებდა. მაშინვე მივხვდი ვისი ნამოქმედარიც იყო-ჩემი გაბო..- წამოვიძახე სლუკუნით და ვეებერთელა ქოთანს წავეპოტინე.
გაბრიელი იგივე გამო- მთელი ჩემი ცხოვრების ადამიანია. მე-2 კლასში გადმოვიდა ჩვენს სკოლაში და მას შემდეგ ერთ მერხზე სხდომით დავამთავრეთ სკოლა. არ მქონია დღე გაბოს გარეშე.რაც კი რამ მახსოვს ჩემს თავზე, ყველა მოგონებაშია გაბო, საერთოდ ყველგან. ამ ეტაპზე ზემოთ აღნიშნული ვაჟბატონი-პიროვნება გერმანიაში იმყოფება სასწავლებლად. ამას ახლა გეუბნებით ასე მარტივად, თორემ წასვლამდე და მისი წასვლის შემდგომ 1 წელი დეპრესია მქონდა, ნუ იტყვით. როგორია შენი ყოველდღიურობის უდიდესი ნაწილი რომ შორს, ძალიან, ძალიან შორს მიდის შენგან. ვინმემ რომ კითხოს, დედამიწიდან რომელი პლანეტა უფრო შორსო-გაბოს გეტყვით.
ვიცოდი რომ არ დაავიწყდებოდა ეს დღე. მიუხედავად ჩვენი სიშორისა,მაქსიმალურად ვცდილობთ ორივე,რომ ერთმანეთს ეს მანძილი შევუმსუბუქოთ და სიშორე არ ვაგრძნობინოთ.
ვფიქრობ გამოგვდის კიდეც,თუმცა... ყოველ წამს, ჰაერივით მაკლია მისი ჩახუტება და მაიმუნობებიც კი, მუდამ სულს რომ მიმწარებდა ხოლმე.
სახლში ძლივს შესულმა მაშინვე შემოვდგი სამზარეულოს დახლზე ჩემი სილამაზეები და ტელეფონს დავტაცე ხელი
პირველივე ზარზე მიპასუხა.
- რა ლამაზი დღეა!... რა ნათელი მზეააა... იმიტომ რომ დღეს ლეილააას... დაბადების დღეააა !!- ბოლო ხმოვანი ისე გააგრძელა სმენა რამოდენიმე პროცენტით უეჭველად დამიქვეითდა.
ეკრანიდან ჩემი საყვარელი გაბოს გაბადრული სახე მოჩანდა. ხელში კი დონატი ეკავა,რომელზეც 1 ცალი სანთელი აენთო და ისე მოეტანა კამერასთან, სული რომ შემებერა ალბათ ჩავაქრობდი კიდეც.
- როგორ ძალიან მიყვარხარ ! -ვუკივლე და ტუჩები კამერას მივაკარი
- ჩაიფიქრე სურვილი მიდი, ჩავაქრო თორე დონატს ვეღარ შევჭამ, ჩაიწვა სანთელი.
თვალებს ვხუჭავ და სურვილს ვუთქვავ,
- ჩააქრეე-ჩავძახე და მანაც მაშინვე შეუბერა სული
- ლეილა გავიგონე იცოდე- მაშინვე დავუქნიე კამერაში თითი
სასაცილოდ მეკრიჭება და „ჩემს“ დონატს გემრიელად კბეჩს.
- მოგეწონა საჩუქარი?-წარბები ამითამაშა და გემრიელად აამუშავა ყბები
- ძალიან გაააბ, ისეთი ლამაზია და იმდენია. ხო იცი რო სულ მინდოდა
- ხო და მაგიტომ მოვატანინე
- ვაიმე გაბ, აქ დენი არაა, ხო მეტყობა სიბნელეში რომ ვარ, საწყალი ის კურიერი მეშვიდეზე ფეხით ამოიტანა,თან ჩამცდა კიბეებზე, მგონი ეგ იყო. რომ მცოდნოდა მადლობას მაინც ვეტყოდი
- ჰმმ...ეგ არაფერი, უნდა მიეჩვიოს, თან იცის რა საქმეში დამეხმარა და...-უკვე თითებზე შემორჩენილ შოკოლას მიეტანა ვაჟბატონი.-მარტო ხარ?
- ჰო, დედა არაა... ვერ მოასწორ ჩამოსვლა ლელასგან და ვარ ასე მარტო.
- ის უმაქნისი სადაა,მარტო რომ შეგახვედრა შენ დაბადების დღეს?
ის იყო გაბომ წინადადება დაამთავრა, სახლის კარი შემოიგლიჯა და თათა,რომელიც ნახევარი საათის წინ სახლში დავტოვე.შამპანიურის ნჯღრევას რჩება და სანამ რამის გააზრებას მოვასწრებ, შხეფები მე და მთელს სახლს გვეწუწება.
- გილოცავ !...-ყვირის და ჩემკენ მორბის, მეხუტება და მაშინვე ბოთლს იყუდებს.
- აი ამ ყველაფერს დილას შენ დაალაგებ, მადლობა გენაცვალე
- თამრიკოო- ტელეფონიდან ისმის უყურადღებოდ დარჩენილი გაბოს ხმა
- თამრიკო და ჭირი შენ !- ტელეფონის ეკრანს დაეჯღანა გადარეული და იქვე დივანში ჩაესვენა-აუ, მართლა ყველაფერი გაწუწულია-სახე შეჭმუხნა და სიბნელეში ხელების ცეცებით დაიწყო მაგიდის ძებნა,ბოთლის დასადებად-აუ რა უნდა გითხრა ! იცი ვინ შემხვდა სადარბაზოსთან? ჩემი „ფლეში“ პირდაპირ თვალებში შევანათე
- ვინ?
- დათუჩელა
იმ წამს ოთახში სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა.

„დათუჩელა“-როგორც თათამ მოიხსენია სრული სახელით-დათა არაბულია.
დათა არაბული კი,როგორც დღეს მოდაშია, ჩემი სკოლის პერიოდიდან მოყოლებული ქრაშია და გაბოს ოჯახის ახლობელი.
კარგად მახსოვს და ალბათ,არც არასდროს დამავიწყდება ის ზაფხული,როცა პირველად შევხვდით. ჩვენ მე-10 კლასი დავხურეთ, ის 1 კურსის სტუდენტი იყო.გაბოსთან ვიყავით აგარაკზე წასულები. თათას მაშინ არ ვიცნობდით. 2 დღით,სრულიად მოულოდნელად დაგვადგა და ასევე მოულოდნელად გამაბრუა.იმ დროს გაბოს და დათასაც არ ქონდათ ისეთი ურთიერთობა,როგორც ახლა.თუმცა ფაქტია, გაბომ მაშინვე გამშიფრა და მირჩია,დათაზე ბევრი არ მეფიქრა- „ცოტა სხვანაირი ტიპია“-ო.
ცოტა სხვანაირი ნამდვილად იყო არაბული,რომლისთვისაც მე, იმ პერიოდში, ერთი პატარა გოგო ვიყავი, თუმცა დროის მიუხედავად, ჩემი იარლიყი არც შეცვლილა.მას შემდეგ,რამოდენიმეჯერ მოგვიწია ერთად საღამოს გატარება-გაბოს აგარაკზე, მის დაბადების დღეზე, ახალ წელს და ბოლოს გაბო გავაცილეთ ერთად.
ამდენი ხნის შემდეგ, არაბულის სახელის გაგონებაზეც კი, ისევ ის ვბრუბდები. გაბოს რჩევის მიუხედავად, ძალიან, ძალიან ბევრი ვიფიქრე მასზე.
არაბული ძალზედ სერიოზული და ბევრის თვალში ზედმეტად უჟმურიც კი იყო.ყველა სიტუაციაში,ყურადღების ცენტრში.გართობის მოყვარულიც გახლდათ, მახსოვს ერთ ახალ წელს, როგორ დაიმხო თავზე მთელი სახლი,საშინლად ნასვამმა, ის ახალი წელი განსაკუთრებით მახსოვს,იმ წელს თავისი შეყვარებულით გვესტუმრა.კი, -ით და არა -თან. ქალბატონი ისე იყო მთელი საღამო არაბულს აკრული, გეგონებოდათ რომ ტკიპა იყო და არაბულს მთელს მარცხენა მხარეს ჰყავდა მიკრული,ვერ გეტყვით აღნიშნული სისხლს წოვდა დათას თუ ათუხთუხებულ ჰორმონებს, მაგრამ იმ საღამოს, მეც კი გამომწოვა მთელი საახალწლო განწყობა.
მაგრამ მინახავს დათა არაბული, ძალიან...ძალიან თბილი და მოსიყვარულე თვალებით, ღიმილითა და გრძნობებით,როდესაც თავის უმცროს, 4 წლის ძმას ეთამაშებოდა.
განრისხებული,როდესაც გაბრიელი დაჭრეს.
მინახავს ძალიან ნაღვლიანი,როდესაც გაბოს ვაცილებდით.
უკვე 2 წელი სრულდებოდა,რაც ძმაოჯანი გერმანიაში იყო და შესაბამისად ამდენივე, რაც დათა არაბული არ მინახავს.
მაგრამ აი აქ, თავში,არასდროს წყდება ფიქრი მასზე. როგორც კი თითქოს და ოდნავ მიიძინებს ფიქრები, მაშინვე რაღაც ხდება, სადღაც გაიჟღერებს მისი სახელი და მორჩა... იმ წამს ნახლდება, იღვიძებს ყველაფერი.
სწორედ ისე, როგორც ახლა.
- შენ რო ვერ გაიგო, უბანში ისე ვერ გაიაროს კაცმა-ფიქრებიდან გაბოს ჯუჯღუნმა გამომიყვანა
- გაგიხსმეს ეგ თავი-მიაწყევლა თათამ და ტელეფონში ჩაძვრა.
- კაი წავედით გაბ, გამეთიშება ტელეფონი საცაა, ძალიან დიდი მადლობა,მიყვარხარ გულში
- მეცო, მეცო- კოცნა გამომიგზავნა და ეკრანიდან გაქრა.
- კი ვერ მივხვდი რომ არ უნდა წამომეყრანტალებინა-ამოიწმუკუნა თათამ
- კარგი რა თათუჩი, დაიკიდე. წამო დავწვეთ თორე ხვალ სემინარი მაქვს და თავს ვერ ავწევ.

იმ ღამით, ერთი წამით არ მძინებია. ძველი ალბომივით გადავავლე თვალი ჩემს გონებაში აწყობილ დათას „კოლაჟს“ და საკუთარ თავზე ნერვებ მოშლილი, რიჟრაჟზე ფეხზე წამოვხტი.
დაბადების დღე არ აღმინიშნავს,ისევე როგორც წინა 2. გაბრიელის გარეშე ნამდვილად არ მქონდა „მუღამი“. მიუხედავად ამისა, მთელი დღის განმავლობაში ვიღებდი მილოცვებს ახლობლებისგან, კურსელებისგან, კლასელებისგან და უცხოებისგანაც კი.
23:59 იყო ჩემი ტელეფონი ხმა რომ გავიგე
„გილოცავ, გაიზარდე <3 “
ნომერი მაშინვე თათუს ჩავუგდე, „ნომრების ბაზის“ მხეცი იყო. არავინ მოიძებნაო...
- ტატო იქნება გოგო- მირეკავს უცებ.
- დაბლოკილი მაქვს მაგის ნომერი თათ- საწოლზე ვიწექი და მოჭუტული თვალებით ჭერს ვუყურებდი.
- -ეგ იქნება, აბა ვინ ?! დაბლოკილი რომ გყავს მაგიტო მოგწერა მაგ ლოქომ სხვა ნომრიდან
- კაი კაი, წავედი.
მაინც არ მეგონა ჩემ კურსელს ტატოს,რომელსაც ვითომ და მზე და მთვარე ამოსდიოდა ჩემზე ამდენი მოეხერხებინა, მითუმეტეს რომ გაბომ რომ გაიგო,უკვე მაწუხებდა „მიხედილიაო“ შემომითვალა. არ ვიცი იქედან რა ქნა ან როგორ, მაგრამ ტატო ამაშუკელი, იმის შემდეგ 3 მეტრიანი დისტანციითა ჩემთან.
***
ბოლო ფინალური ვწერე.
თბილისში უკვე ისე ცხელოდა ყველაფერს ოხშივარი ასდიოდა.
- დე !... ვკივი განწირული, როგორც კი სახლის კარი შევაღე- წყალი...
- გამისკდა ლალო გული, რა საქციელია, ტუტუცო- ლამის იყო დედაჩემს წყლის ჭიქა ხელში კი არ მოეწოდებინ,პირდაპირ სახეში შეესხა
- ჩემო სიყვარულო, წყლის ძალა მოგცეს ღმერთმა- ბაბუაჩემივით ჩავიდუდღუნე და ერთი მოსმით გამოვცალე ჭიქა.
- მასხარა...


მეორე დღეა უკვე გაბრიელი არ შემხმიანნებია, მემილიონედ ვურეკავ და არა... არ მპასუხობს.
ნეტავ ამის თავი მომცა ახლა, სულ ღერა-ღერა დავაცლიდი თმას.ხო უნდა გამიხეთქოს გული.

სიცხლისგან დაქანცულს, როდის ჩამეძინა არ ვიცი, თუმცა 12 ხდებოდა ტელეფონის ხმამ რომ გამომაღვიძე.
შენ დაგინთებ ახლა ჯოჯოხეთის ცეცხლს გაბრიელ !
- ვიცი რო მაგრად მიმასკივდილებ და მაგარი დან****ული მაქვს, მარა რაღაცა უნდა გთხოვო რა...-საშინლად დაღლილი სახით მიყურებდა გაბრიელი კამერიდან.
- კაი, გადავდებ, ფენა-ფენა თათხვის ლექციას. რა ხდება
- დათა- არ შემოუხედავს ისე წარმოთქვა სახელი
- რა დათა?
- წყნეთშია, რაღაც მოუხდათ ბიჭებს რა, ხო და ისეა სახლში ვერ მივა და ვერც სხვასთან წავა, მითუმეტეს მარტო
- სადაა ზუსტად - არც დავფიქრებულვარ ისე ვუთხარი
- წყნეთშია,მოგწერ მისამართს და აგარაკზე ადით.
გაბოს აგარაკის გასაღები ჩემთან აქვს დატოვებული და ზოგადად სანამ საქართველოში არ არიან, მე ვუვლი. გაბოსგან კი ვიცი, დათას დედა როგორი ემოციური ქალია და მივხვდი კიდეც რატომაც ვერ შეძლებდა სახლში მისვლას.
- კაი,გავემზადები უცებ და გავალ.გაბოს გავუთიშე, უცებ გადავიცვი და დედას სააფთიაქო ყუთს დავავლე ხელი.
ამასობაში მისამართიც მივიღე და მომლოდინე ტაქსიში ჩავხტი.
არაბულის მანქანა რომ შევნიშნე, მძღოლს გაჩერება ვთხოვე და მაშინვე გადავხტი.
გული ისე მიცემდა,ლამის იყო ამომვარდნოდა.
არ ვიცი, ალბათ იმის ბრალი უფრო იყო რომ 2 წელია თვალიც არ მომიკრავს მისთვის.
გარემო მოვათვალიერე და აშკარად არსად ჩანდა. მხოლოდ მაშინ მივუახლოვდი მანქანას და უკანა სავარძელზე უგონოდ მყოფი არაბულის სხეულს წავაწყდი. იმ სიბნელეში მაინც აშკარად ჩანდა თეთრ მაისურზე დიდი წითელი ლაქა
- დაჭრილია- იყვირა გონებამ და გულმა უფრო გამალებითა და შიშშეპარულმა დაიწყო ფეთქვა.
კარი საჩქაროდ გამოვაღე და პულსი შევუმოწმე, მაშინ პირველად გამიხარდა რომ დედას,რომელიც პროფესიით ქირურგია, ხშირად უწევდა ჩემი სამსახურში ტარება.
- დათა გესმის ჩემი?- თავი ოდნავ წამოვაწევინე და შუბლზე შევეხე, სიცხისგან იწვოდა.
- ჯანდაბა, ჯანდაბა...
წინა სავარძელს გავხედე და გასაღები ადგილზე იყო ჩატოვებული. მაშივე გადმოვინაცვლე საჭესთან და გაბოს დავურეკე
- ხო, ლალო...
- მისმიმე, მანქანა უნდა ვმართო...- ვითომ მარტივია არა? შიში მაქვს ისეთი?! მტრისას. მე და საჭე ყველაზე შორს ვართ ერთმანეთისგან. გაზისა და ტორმუზის პედალსაც კი ვერ ვარჩევ. სიჩქარეების გადამრთველის დანიშნულებას კი საერთოდ ვერ ვხვდები.
- ჯანდაბა-შემოილაწუნა გაბომ სახეში ხელი, ალბათ მიხვდა რა გასაჭირი იყო ჩემი ეს მდგომარეობა და რომ ნამდვილად არ ტრიალებდა იქ კაი ამბავი.-მოკლედ, გადაატრიალე გასაღები.
არ ვიცი აგარაკამდე როგორ ავედი, სად რომელი პედლისთვის დამეჭირა და საჭე საით გადამეტრიალებინა გაბრიელი კამერიდან მკარნახობდა.
ნაცნობი სახლის ჭიშკარი რომ დავინახე მკვეთრად დავატორმუზე და სასწრაფოდ გადავედი ჭიშკრის გასაღებად.როგორც შემეძლო ისე ახლოს მივედი სახლის კართან და ძრავი გამოვრთე.
- გაბო,დაგირეკავ-მის პასუხს არც დავლოდებივარ ისე გავუთიშე და მანქანიდან გადმოვხტი.
- დათა, დათა...-ვცდილობდი გონს მომეყვანა და მანქანიდან გადმოსვლაში დამხმარებოდა, მხოლოდ მის გმინვას ვიღებდი პასუხად.
არ ვიცი ეს ორ მეტრიანი სხეული რანაირად გადმოვიტანე უკანა სავარძლიდან, როგორ აღმოვჩნდი მის მკლავებქვეშ და როგორ შევიტანე საერთოდ სახლში.
პირველივე საძინებელში შევიყვანე. ის იყო საწოლთან მივედით, რომ თავი ვეღარ შევიკავე და მასთან ერთად მოწყვეტით დავეშვი სირბილეზე.
ერთი ამოვისუნთქე და გარეთ გავვარდი, სამედიცინო ყუთის მოსატანად.
საწოლზე ძლივს გავასწორე და ჭრილობის სანახავად მაისური გავუჭერი.
მხარში იყო დაჭრილი.
ერთიანად ამიკანკალდა მთელი სხეული.
ტყვია მქონდა ამოსაღები.
რამოდენიმე წუთი დამჭირდა სხეულის დასამშვიდებლად და თავის მობილიზირებისთვის შემდეგი პროცედურებისათვის.
ყურებში საშინელი ჟღრიალის ხმა მესმოდა, თვალებზე საშინლად მაწვებოდა წნევა.
მისი მხრიდან ტყვია ამოვიღე და ჭრილობა დავუმუშავე,გავუკერე და გადავუხვიე. ვერ ვიაზრებდი საერთოდ რას ვაკეთებდი, ან როგორ ვაკეთებდი. მომენტებში მის მისავათებულ სახეს ვუყურებდი და ვხედავდი, ტკივლიზე როგორ ჭმუხნიდა შუბლს.
მთელი ღამე არ მეძინა.
არ გაჩერებულა მისი ტელეფონი.დათას დედამ რომ დაიწყო რეკვა,მივხვდი რომ რაიმე უნდა მეღონდა და მოკლე შეტყობინება გავუგზავნე დათას სახელით, რომ აღარ ენერვიულა.
ძმრიანი საფენებით, მხოლოდ გამთენიისას დავუგდე სიცხე.
გონს ჯერ კიდევ არ მოსულა.
რიჟრაჟზე გაბრიელმა დამირეკა
- ლალო, როგორაა?- საწოლთან მიდგმული სკამიდან წამოვდექი და ფანჯარასთან მივედი, არ მინდოდა ხმაურზე გაღვიძებოდა
- სიცხემ ახლახანს დაუწია.გაბო რა ჯანდაბა მოხდა? იარაღით არის დაჭრილი, ჩემი ხელით ამოვუღე ტყვია გესმის?
- ლალო, ვერაფერს გეტყვი,მაპატიე რა... მადლობა რომ მანდ ხარ და მადლობა დახმარებისთვის
- შენ, ბიჭო მანდ სულ ხომ არ აურიე? ჯერ კიდევ მთელი სხეული მიკანკალებს გაბო, კიდევ კარგი არ იყო სეროზული ჭრილობა, რა უნდა მექნა, რომელი ექიმი მე მნახე და მისი ახლობელი რომ მომაბარე? იცი როგორ შემეშინდა უგონოდ მყოფი რომ ვნახე?- მთელი გავლილი ღამის ნაგროვებმა ემოციებმა იხეთქეს და ავტირდი.
- ლალო, გთხოვ დამშვიდდი რა, ხო იცი შენ მეტს მაგის თავს ვერავის ვანდობდი და ისიც ვიცი რომ მხოლოდ შენ შეძლებდი ამ ყველაფერს
- გაბრიელ, შენ თავს გეფიცები მოვკვდი წუხელ, შენც ხომ მაინც იცი ჩემი ამბავი ...
მძიმედ ამოახველა არაბულმა და მაშინვე მისკე შევბრუნდი.ოდნავ გაეხილა თვალები...
ტელეფონიანად მაშინვე მისკენ წავედი
- გაიღვიძა?
- დათა...-ამოვიჩურჩულე და შუბლზე ხელი დავადე, ისევ ოფლიანი იყო.- გაბო გათიშე და დაგირეკავ- ამოვიჩურჩულე და უკვე გამზადებული გაბრიელის მაისური მოვიტანე
- მოდი, ოდნავ წამოიწიე, მაისური უნდა გამოვიცვალოთ-უღონდოდ მყოფილი მისი სხეული წამოვწიე და ზედ მივიხუტე. ჩემს კისერზე ჰქონდა თავი ჩამოდებული და მძიმედ სუნთქავდა. წვალებით გავხადე სხეულზე მიკრული მაისური, ზურგი შევუმშრალე, სუფთა მაისურში, ფრთხილად გავაყოფინე ხელები და ბოლოს თავი.
მაისური როგორც კი მოშორდა მის სახეს, უკვე კარგად დავინახე მისი გახელილი თვალები. მოფხიზლებულიყო.
თითქოს ვერ გაერკვია ვინ ვიყავი...
ალბათ ვერც მცნობს, გავიფიქრე წამიერად და მაისური ზურგზე ჩამოვუწიე.ბალიში გავუსწორე და ფრთხილად მივაწვინე.
ტუჩების უცნაურ ცმაცუნზე მივხვდი რომ წყუროდა.
ტუმბოზე დადებული ჭიქა ტუჩებთან მივუტანე და ფრთხილად ავუწიე.
თან წყალს სვავდა და თან თვალს არ მაშორებდა.
ოთახში ჯერ ისევ მკრთალად იყო რიჟრაჟი შემოპარული.
- ლალო...-ტელეფონზე მიგდებული ტელეფონიდან მომესმა გაბოს ხმა,რომელსაც როგორც ჩანს არ გაუთიშია.
- უკეთაა, არ იდარდო- ტელეფონი ავიღე და კამერა არაბულთან მივწიე
- ვაა... გაბო- ჩახლეჩილი ხმით ამოთქვა არაბულმა და გაღიმებას შეეცადა
- ვახ ჩემი...- თითქოს ამოისუნთქო ჩემმა გაბომ და ამ ამოსუნთქვას ამოაყოლა ყველაფერი.
- გაბო გითიშავ- პასუხს არ დაველოდე უცებ გავუთიშე და ჩემი პაციენტისკენ მივბრუნდი
- როგორ გრძნობ თავს?-უცებ ამოვავლე სკამზე გადაკიდებული ნაჭერი ძმარში და შუბლზე დავადე.
- მცივა-ამოიგმინა არაბულმა
- არაფერია, არ იდარდო, ახლა წამალსაც დაგალევინებ და უცებ დაგიწევს, მერე ცხელი ჩაიც დავლიოთ და გათბები, მანამდე საბანიც დავიხუროთ
- შენ როგორ ხარ ლალო?- ოდავ შესამჩნევად გაიღიმა
- კარგად ვარ მე...
- ძალიან შეგაშინე?
- არაფერია, მთავარია რომ უკეთ ხარ. ხელი ეცადე არ ამოძრავო კარგი? თუ ძლიერი ტკივილი გექნება მითხარი, გამაყუჩებელს გაგიკეთებ.
მხოლოდ თავი დამიქნია და უფრო ფართედ გაიღიმა.
- ორი წუთით გავალ და ახლავე მოვალ
ოთახიდან სასწრაფოდ გამოვვარდი და სააბაზანოში შევედი. ცივი წყლის სახეზე შესხმამ ცოტა გამომაფხიზლა უძილობისა და დათო არაბულის ღიმილისგან.
ჯიბეში ჩაჩურთული ტელეფონი ამოვაძვრინე. საათი უკვე 8-ის წუთებს უჩვენებდა. დედა ცოტახანში გამოვიდოდა უკვე სმენიდან და სახლში რომ არ დავხვდებოდი ალბათ გაგიჟდებოდა. უნდა გამეფრთხილებინა
- ჰო, დედი...- მალევე გავიგე მისი გადაღლილი ხმა
- დე, გავდივარ მე თათასთან, უცებ მოვიფიქრეთ, გაბოს აგარაკზე ავალთ რამდენიმე დღე და სახლში რომ არ დაგხვდები არ იდარდო, კარგი?
- ლალო, ასე ადრიანად რა საჩქაროა დე, მოვალ და მერე ადით
- დე, ზურა ძიამ უნდა აგვიყვანოს და მერე ისიც გადის ქალაქიდან და ბარემ ავალთ რა- ერთ ზარში, იმდენი ტყუილი ვუთხარი დედაჩემს, უკვე ვგრძნობდი როგორ მეწვოდა კეფა.
- კარგი დედი, კარგი. ჭკვიანად იყავით, რამე თუ დაგჭირდეთ დამირეკე.
- მიდი სახლში და გამოიძინე დე, არაფერი დაგვჭირდება. მიყვარხარ.
საჩქაროდ გავუთიშე ნამუსისგან შეწუხებულმა და თათასთან გადავრეკე.
არ იქნებოდა ქალბატონის ასე ადრიანად გონში ჩაგდება მარტივი საქმე და არც შევმცდარვარ. რომ ვერაფერს გავხდი, მოკლე ტექსტური შეტყობინება დავუტოვე და მისი როლი გავაცანი ჩემს ტყუილში.
საძინებელში დაბრუნებულს არაბული საწოლში რომ არ დამხვდა გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა, უცებ მოვავლე სივრცეს თვალი და იქვე, ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარი დავლანდე.
ზურგით ფანჯრის ჩარჩოს მიწოლოდა და ეწეოდა, ჩემი ოთახში შესვლა ვერც კი შეემჩნია.
საწოლზე მიფენილ პლედს ხელი დავტაცე და მისკენ წავედი.
- არ შეიძლება შენი სიარული-ამოვიბურტყუნე და ჩემკენ მობრუნებულს პლედი მოვახურე
- ცოტა ჭირვეული პაციენტი ვარ
- შევამჩნიე- კოლოფიდან ერთი ღერი მეც ამოვაძვრინე და მოვუკიდე- ამას მოვწევთ და საწოლში კაი?- თავი დამიქნია და მზერა გარეთ გადაიტანა. მეც მის მსგავსად დაბალ ფანჯრის რაფაზე შემოვჯექი და ჩარჩოს მივეყუდე.
- წუხელ შენი ტელეფონი არ გაჩერებულა- ამოვიჩურჩულე და მზერა გავუსწორე.არც გამოუხედავს, თითქოს ფიქრებით სადღაც შორს იყო.- დედაშენიც რეკავდა და რომ არ შეშინებოდა შეტყობინება გავუგზავნე რომ მეგობართან რჩებოდი და არ დაგლოდებოდა.-დამნაშავესავით ამოვთქვი.
- მადლობა, ამისთვისაც და საერთოდ ყველაფრისთვის- მზერა მანაც გამისწორა- უკეთ ვგრძნობ თავს და დაისვენე შენც ცოტახნით, მთელი ღამე ისედაც მე მივლიდი.
- ვერ დაგტოვებ მარტო, სიცხე ძლივს დაგიგდე.მთელი ღამე ბოდავდი...
ჩამწვარი სიგარეტის ღერი გარეთ მოისროლა და წამოდგა. საწოლისკენ წავიდა და წამოწვა.
მე ისევ იქ ვიჯექი და მის ყველა მოძრაობას ვაკვირდებოდი.
- ლალო
- ჰოუ
- გთხოვ, აქ მაინც წამოწექი სულ ცოტახნით- თავით მის გვერდით, საწოლზე მიმანიშნა. ის იყო უარის თქმას ვაპირებდი რომ არ დამცალდა- გთხოვ, გპირდები არსად გავიქცევი და თუ ცუდად ვიგრძნობ თავს გეტყვი.
არ ვიცი რატომ, ალბათ გადაღლილობისგან და მისი „გთხოვს“ გამო საწოლისკენ წავედი და მის გვერდით წამოვწექი.
- დაიძინე მიდი ცოტახნით- მასზე გადაფარებული პლედი მეც გადმომაფარა და თვალები დახუჭა.
გვერდიდან ვუყურებდი მის სახეს და პირველად, ასე ახლოდან ვსწავლობდი მის თითოეულ ნაკვთს. როგორ იყო შეცვლილი და გაზრდილი ჩვენი პირველი შეხვედრის შემდგომ.ჩალისფერი თმა კვლავ დაბალზე ჰქონდა გადაპარსული. წვერი ოდნავ მოეშვა. წარბის ჩაყოლებაზე პატარა ნაიარევი ჰქონდა-ეს აქამდე არ შემინიშნავს, როგორც ჩანს იმ ორ წელში იყო შეძენილი, რაც არ შევხვედრილვართ.
მკერდი მშვიდად აუდ-ჩაუდიოდა. ალბათ ძინავს, გავიფიქრე და პლედის ქვემოდან ფრთხილად ამოძვრენილი ხელით შუბლზე შევეხე. უმალვე გაახილა თვალები.
-ლალო, დაისვენე, კარგად ვარ- ამოიგმინა და თავი ჩემკენ გადმოაბრუნა. პირდაპირ თვალებში მიყურებდა.
რომ მივხვდი რომ უაზროდ ჩავაჩერდებოდი, სწრაფად დავხუჭე თვალები და ქუთუთოებს ძლიერად ვაჭერდი ერთმანეთს, რომ არ გამეხილა და მის მზერაში არ ჩავძირულიყავი.

მერე ჩამეძინა.
ძილბურანში ვგრძნობდი თმაზე ფერებას, სადღაც შორდან ჩამესმოდა ჩურჩულით სიტყვები, რომელთაც გადაღლილი ვერც კი ვარჩევდი.
ცხელმა სუნთქვამ ჩემს კისერთან, ერთანად მომთენთა და უფრო ღრმად წამიღო ძილის სამყაროში.





ტელეფონის ზარმა გამომაღვიძა .
უკვე შუადღე იყო.
თათას გამოტოვებული ზარებით აეკლო ჩემი ტელეფონი და ფარხმალს არ ყრიდა.
- ხო, თათუ- საწოლში არაბულის ძებნა დავიწყე,რომელიც არა თუ ჩემ გვერდით, საძინებელშიც კი არ იმყოფებოდა.
- ლალო, შენ გინდა გამაგიჟო?- იმხელა ხმაზე ყვიროდა თათა, მომენტალურად სრულებით გამომაფხიზლა.- სად ჯანდაბაში ხარ და რატომ ატყუებ დედაშენს,რომ ერთად ვართ წყნეთში ?
- თათა, დამშვიდდი რა. ისეთი სიტუაცია იყო, სხვას ვერაფერს ვიზავდი.
- რა ხდება მითხარი
- არაბული თათო, პრობლემა ჰქონდა და გაბომ მთხოვა დახმარება, გთხოვ ცოტახანში დაგირეკავ და აგიხსნი ყველაფერს კარგი?
- რით ვერ მოეშვი მაგ ბიჭს ლალო? ზედ უნდა შეაკვდე?
- თათა, ვთიშავ
ცხოვრებში, ყველაზე მეტად ჭკუის სწავლებას ვერ ვიტან. მშვენივრად ვიცი, რომ ყოველთვის გვერდითა ხედიდან სურათი განსხვავებულად ჩანს და ჩემი მხოლოდ ერთი მხრივ მიმართული მზერა, ხშირად ძალიან მნიშვნელოვან რამეებს ვერ ამჩნევდა. თათა ჩემი გვერდითა ხედვით მაყურებელია.ვიცოდი, რომ მართალიც იყო, თუმცა მაინც , ჩემი ხასიათის გამო, ყოველ ჯერზე,როდესაც რაიმეს მეტყოდა, უფრო მეტი ჟინით ვივსებოდი და თავის გვერდით გაბრუნებაც კი არ მსურდა.

საწოლიდან ვდგები და დათას მოსაძებნად საძინებელს ვტოვებ.
კოლიდორში გავდივარ და თვალების ცეცებითა და დაყურადებით ვეძებ მას.
დაბარებულივით, შემოსასვლელი კარი იღება და პიცის ყუთებით ხელში არაბულს ვაწყდები.
- -გაიღვიძე?- კარს ფეხით ხურავს და ჩემკენ მოდის.
- - შენ ნორმალური ხარ? წუხელ, მაგ მხრიდან ტყვია ამოგაცალე ჩემი ხელებით, ხვდები ამას?-მთელი სხეული ამიკანკალდა, სახვევიდან სისხლის ლაქის დანახვაზე.იმ წამს არაბულის ღიმილსაც კი ვერ ვამჩნევდი.
- ჰეი, კაი დამშვიდდი, მართლა ჩემი ძიძა კი არ ხარ- გვერდი ამიარა და სამზარეულოსკენ წავიდა. მისმა ნათქვამმა ჯერ სახტად დამტოვა, შემდეგ კი დენდარტყმულივით მივყევი უკან.
- დათა, მისმინე- სამზარეულოს დახლს ორივე ხელით ვეყრდნობი და თავის დამშვიდებას ღრმა სუნთქვით ვცდილობ-წუხელ, შენს მანქანაში, უგონოდ მყოფი დასისხლიანებული გიპოვე. მანქანის საჭესთან ცხოვრებაში პირველად ვიჯექი,ჩემი კატასტროფული შიშის მიუხედავად, წარმოდგენა არ მაქვს როგორ გადმოგიღე და როგორ შემოგიტანე სახლში, როგორ ამოგაცალე ტყვია და ნაკერი დაგადე. მთელი ღამე სიცხისგან იწვოდი და ბოდავდი, ერთი წუთით არ მძინებია იმის შიშით, რომ რამე არ მოგსვლოდა და არც დილით დავიძინებდი,შენ რომ არ გეთქვა. შენ კი რას აკეთებ? აქეთ-იქეთ დადიხარ, თვალები ისე გაქვს არეული აშკარად სიცხე გაქვს და თანაც, ჭრილობა გაგეხსნა და სისხლი მოგდის-მთელი საუბრის განმავლობაში მისთვის არ შემიხედავს.თავდახრილი მაქსიმალურად ვცდილობდი სუნთქვა დამერეგულირებინა და ხმა არ ამკანკალებოდა.
სახტად დავრჩი,როდესაც უეცრად მის სხეულზე აკრული აღმოვჩნდი. მისი ცალი ხელი მრხრებზე მეხვეოდა, მისი სუნთქვა ყურთან მეფრქვეოდა. მთელი სხეული ამიცახცახდა.
რამდენს ვფიქრობ შენზე, თუმცა არცერთ ფიქრში, არცერთ წარმოდგენაში არ და ვერ წარმომედგინა ეს სურათი, შენი ჩახუტება.
- ვსიო, კაი არ იდარდო კარგი?-ხრიწიანი ხმით მამშვიდებდა და მხარზე ძლიერად მიჭერდა თითებს.-ძალიან მომშივდა, თან ვიფიქრე შენც გეშიებოდა. შევჭამოთ და ისევ დავწვები კარგი?
- კარგი.-სადღაც შორიდან ჩამესმა ჩემი ძლივს აწარმოთქმული 5 ბგერა.
სამზარეულოს დახლზე ვიჯექი და მასთან ერთად პიცას ალბათ მთელი ჩემი 21 წლიანი ცხოვრების მანძილზე , ყველაზე გემრიელად შევექცეოდი. მისი თვალები თითქოს უფროდაუფრო იბინდებოდა, აშკარა იყო , ისევ სიცხე უწევდა.
- აშკარად სიცხე გიწევს-უნებართვოდ მივადე შუბლზე ხელი და ჩემი ეჭვებიც გამართლდა.
საძინებელში ნებაყოფლობით წამომყვა და საწოლშიც ჩაწვა. სიცხის დამწევიც დავალევინე.
- დათა, სახვევებსაც გამოგიცვლი და შემდეგ დაიძინე კარგი? ცოტა ხნით უნდა დამეხმარო. მხოლოდ თავის ოდნავი დაქნევით დამთანხმდა და ჩემი თხოვნით წამოიწია.
საშინლად მწვავდა მისი მზერა,სანამ ჭრილობას ვუმუშავებდი და ვუხვევდი, ჩემი ხელების კანკალის დამალვას უაზროდ ვცდილობდი.რამდენჯერაც ჩემი თითები უნებლიედ შეეხებოდა მის კანს, საშინელი ციებ-ცხელება მივლიდა მთელ სხეულში. ვცდილობდი,რაც შეიძლებოდა მალე დამესრულებინა გადახვევა და დისტანცია დამეცვა ჩვენს შორის.
- ეცადე მკვეთრად არ ამოძრაო ხელი, გთხოვ- მისთვის არ შემიხედავს ისე ვუთხარი, სისხლიანი სახვევებისა აკრება დავიწყე საწოლიდან, ის იყო უნდა წამოვმდგარიყავი, მკავზე ძლიერად მომჭიდა ხელი და მისკენ დამქაჩა. სწორედ მისი სახის წინ გამიშეშდა სახე, 1 მილიმეტრიც და მის ცხვირს გავეხახუნებოდი ჩემით, ცხელი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა, ისეთი დაჟინებული მზერით მიყურებდა,სუნთქვასაც კი ვერ ვახერხებდი.სახეზე ჩამოყრილი თმა ხელით გადამიწია და კისერთან შემიცურა, მთელი სხეული ლარივით დამეჭიმა. მზერა ჩემს ტუჩებზე გადაიტანა, ვერაფრის გააზრება ვერ მოვასწარი, ისე გააქრო წამში ჩვენს შორის დარჩენილი მილიმეტრიც და ჩემი პირველი კოცნა მიისაკუთრა. საოცარი სიმხურვალით ვგრძნობდი, როგორ მიკოცნიდა ჯერ ზედა, ხოლო შემდეგ ქვედა ტუჩს,როგორ მატოვებდა ზედ მის ცხელ სუნთქვას და როგორ მექაჩებოდა უფრო მეტად მისკენ. ის იყო მეგონა, ჩემს ტუჩებს მოწყდა, რომელთაც უკვე მისი კოცნის მაგივრად,ოთახში ჩამოწოლილი ვნებით გაჟღენთილი მძიმე ჰაერი აწვებოდათ,წელზე შემოხვეული ხელით მუხლებზე დამისვა. მისი სახე ჩემი მკერდის გასწვრივ იყო, კიდევ უფრო ახლოს მიმიზიდა მისკენ,არაბულის სუნთქვა უკვე მთელს გულმკერდზე მეფინებოდა.გულის პირზე მისი ტუჩები ვიგრძენი, როგორ აუყვებოდნენ გზას ლავიწებისკენ, იქედან კისრისკე,გზად კი მწველ კვალს მიტოვებდნენ. ვერც გამეაზრებინა,ისე ვწევდი თავს გვერდით,როგორ მომიღერებია კისერი,არ ნაკოცნი კოცნების დასატოვებლად-დასატევად.კოცნიდან კოცნამდე ხან მიკანკალებდა სხეული,ხანაც მთლიანად მეჭიმებოდა. კოცნიდან კოცნამდე, შენი სუნთქვით გაბრუებული.
იმ მომენტში ალბათ,ბოლო წუთამდე წავყვებოდი, ოღონდ არ შეეწყვიტა ჩემი კოცნა, ჩემი სხეულის დალაშქვრა. ჩემი ყელთან მომჯდარი გულისცემის და მისი ღრმა ამოსუნთქვების გარდა არაფერი მესმოდა, არაფერი მახსოვდა.მხოლოდ ის წამი მინდოდა და მხოლოდ იმ წამით ვიყავი.

კარზე ზარის ხმამ გამოგვაფხიზლა ერთმანეთით გაბრუებულები. ერთად, ძალიან მძიმედ ჩაგვიდ-აგვიდიოდა მკერდი. შუბლი ჩემს შუბლზე ჰქონდა მოდებული.
ვნებით აღვსილი ქარიშხლებიდან,მძლივს გამოვაფხიზლე თავი და ძნელად დავაშორე ქუთუთოები, მასე ჯერ კიდევ დახუჭული ჰქონდა დარაბები, ოქროსფერი ხშირი ყანებით მდიდარი. ალბათ ჩემი დაჟინებული, ვნებამორეული მზერა იგრძნო, საოცრად არეული თვალები მომაპყრო. ისევ ზარი კარზე, ტუჩებზე შეტოვებული კოცნა და ისე როგორც არასდროს, ყველაზე ტკივილიანი იყო შენს სხეულთან განშორება.
აზრზე ვერ მოვედი, ისე გადამსვა მისი სხეულიდან და ფეხზე წამოდგა, მალევე გაქრა სასურველი სილუეტი თვალთახედვიდან.

იმის გააზრებას ვიწყებ რა მოხდა რამდენიმე წუთის წინ, მთელი სხეული მიკრთის და ვგრძნობ,როგორ მაწვება გულზე რაღაც...

სადღაც შორიდან ჩემს ყურთასმენას ნაცნობი ხმა წვდება და დენდარტყმულივით ვვარდები საწოლიდან. საძინებლის კართან თათას ვეჩეხები...
- ნორმალური ხარ?- მისი ყვირილი ერთიანად მაბრუნებს რეალობაში- ჯერ იქედან გაბრიელი გიჟს გავს, არ მპასუხობენო, მერე მე გირეკავ და საერთოდ გამორთულია შენი ტელეფონი, 15 წუთია კარი ჩამოვიღე ბრახუნით და... რა ჯანდაბა გჭირს?- სახეზე მაკვირდება, თითებს ქვედა ყბაზე მაჭერს და თავს აქეთ-იქეთ მაბრუნებუნებს
- თათა, რას სულელობ- ხელს სწრაფად ვაშვებინებ და მზერა კედელს აკრულ დათაზე გადამაქვს, რომელსაც გაურკვევლად შეეჭმუხნა სახე.
- აქ რა ხდებოდა?- ჯერ მე მათვალიერებს თავიდან ფეხებამდე, შემდეგ კი მის ზურგსუკან მდგარი დათასკენ ბრუნდება.
- რა უნდა ხდებოდეს თათა, ჩამძინებია და შენ ყვირილზე შეშინებული წამოვხტი
- აჰამ- საეჭვოდ გვავლებს ორივეს თვალს და მისაღებისკე იღებს გეზს.- ჩართეთ რომელიმემ ტელეფონი და იმ დეგენერატს გადაურეკეთ სანამ ფეხით დაგადგათ აქ, სული ამომიღო სანამ მოვედი.
მისაღებში დივანზე ეშვება და ფიქრის რეჟიმს რთავს- თითების თამაშს იწყებს.
- საძინებელში ვიქნები, გაბოს დავურეკავ თან- ამოილაპარაკა დათამ და გაუჩინარდა. მისაღებში შესულს კვლავ რენდგენულ მზერას მავლებს თათა და სახეზე ამოუცნობი ღიმილი დათამაშებს.
- რა ჯანდაბა ხდებოდა აქ, სანამ კარს ჩამოვიღებდი?
- თათა, ხომ აგიხსენი უკვე? მეძინა და მორჩა- დივანზე ვჯდები, ჩემი „ძილის“ კადრები, თავის შეგრძნებებთან ერთად მიმეორდება...
- კი, როგორ არა. აი დავიჯერე უკვე, ლალო - წარბს მიქაჩავს.
ოთახში დათას სურნელს ვგრძნობ, უკან ვიხედები და ჩაცმულ-დახურულს რომ ვხედავ აშკარად გაურკვევლობა მეკითხება სახეზე.
- გაემზადე ლალო, სახლში დაგტოვებთ- ისე ამბობს ზედ არც კი მიყურებს
- კი, მაგრამ...
- უკეთ ვარ, სახლში დაგტოვებთ და მეც გავალ. გარეთ დაგელოდებით- სახლს ისე ტოვებს არც შემოუხედავს.
რამოდენიმე წამს, აზრზე მოსვლას ვანდომებ. იმის გააზრებას, რომ ყოველივე იმის შემდეგ, რაც ცოტახნის წინ ჩვენს შორის იყო, ყველანაირი ახსნის გარეშე სახლში გაყვანას მთავაზობს და მზერასაც კი არ მისწორებს.
ავდექი, დაჰიპონოზებულივით ავიღე ჩემი ნივთები, კარი ჩავკეტე და თათასთან ერთად მისი მანქანისკენ წავედი.
დათა უკვე საჭესთან იჯდა და სადღაც, შორს, სივრცეში იყურებოდა.
ნუთუ ნანობს, ნუთუ უგულებელყოფს ჩვენს შორის მომხდარს...
ნუთუ არაფერი არ იყო...
მის გვერდით ვჯდები,თათაც იკავებს უკანა სავარძელზე ადგილს.
არაბული მაშინვე ძრავს მანქანას, თითქოს ცეცხლი ეკიდოსო.
საჭეს ჩაფრენილი ვერც კი მამჩნევს მისკენ მთელი ტანით მიბრუნებულს, გაურკვევლობაში მყოფს.
ჩემს თავზე მეცინება. იქვე მიგდებული სიგარეტის კოლოფიდან ერთ ღერს ვიღებ და ვუკიდებ.
უკვე ჩამოსულები ვიყავით წყნეთიდან, პირველად რომ ხმა ამოიღო
- თათა, სად დაგტოვო შენ?- გახედა სარკიდან ასვეტილ თათას.
- ყაზბეგზე- ამოილაპარაკა და მზერა ჩემკენ გადმოიტანა.
თათას „აი აქ გამიჩერეზე“ მაშინვე შევიხსენი ღვედი და კარის სახელურს წავატანე ხელი
- გაგიყვან- გამომხედა
- არ მინდა დათა, მადლობა-მისკენ არც ვბრუნდები, მანქანიდან კი არ გადავდივარ ვხტები. კარის მიხურვამდე მისკენ ვიხრები- ხელი არ ამოძრაო, ვინმეს მიახედინე-მთელი ძალით ვაჯახუნებ კარს და იქვე მდგარ თათას მაჯაში ვკიდებ ხელს, მთელი სისწრაფით მივათრევ საწყალს სადარბაზოსკენ. მალევე მესმის არაბულის მანქანის საბურავების ხმა და მეც მაშინვე მერთმევა მუხლებში ძალა და თავს ძლივს ვიმაგრებ.
- ეს რა ჯანდაბა იყო- ხელს მაშველებს თათა და გაოცებული მიყურებს.
- ამ სიტყვის მეტი არაფერი იცი თათა? ავდეთ რა სახლში...
თათას ყველაფერს ვუყვები, რომელიც მოსმენილით ნოკაუტში ჩავარდნილი საძინებელში ბოლთას სცემს.
მე მის ფანჯარაში ვზივარ და ვეწევი.
- და ახლა, ანუ რა გამოდის, რა იქნება- თათასკენ ვბრუნდები, რომელსაც ერთი ხელი თეძოზე, ხოლო მეორე შუბლზე შემოედო.
- აშკარა არაა თათ? არაფერი.
***
ჩემს საძინებელში, საწოლზე ვიყავი წამოწოლილი. ის იყო გაბოსთვის ახსნა- განმარტებების მემილიონედ მიცემას მოვრჩი, დათას „ჰეშთეგით“ ფოტო რომ მხვდება, ვიღაც უცხო გოგონასთან ერთად.
აშკარად ახალი ფოტო იყო, მაისურის საყელოსთან ჯერ კიდევ, სულ ოდნავ მოუჩანდა გადახვეული მხარი.

იმ ღამეს არ მიძინია. თათას სიტყვები მიწუოდა ყურში „ ზედ უნდა შეაკვდე?“

მას შემდეგ არაბული არსად შემხვედრია.
გაბრიელიც ჩუმად იყო, ვხვდებოდი, მამჩნევდა უფრო მეტად რომ ვიყავი ამღვრეული, თუმცა არაფერს ამბობდა.

მართლაც, უფრო მეტად არეული ვიყავი.
ვერ ვხვდებოდი არაბულის საქციელს, ვერც იმ საღამოს და ვერც მის შემდგომ.
ყველგან, ყოველ წამს, თვალებით დავეძებდი.
გამუდმებით ტელეფონს ვამოწმებდი. ვიცოდი რომ არ დამირეკავდა,ვიცოდი არ გამოჩნდებოდა, თუმცა ყოველ წამს მაინც ველოდი.

***
ფინალურებს 1 კვირის მორჩენილი ვიყავი.
მესამე კურსი დავხურე.
2 კვირაში ერთი წელი ხდებოდა არაბულის ინციდენტიდან.
ჩემი კურსელის დაბადების დღეზე ვიყავით მე და თათა.
სწორედ ამ უკანასკნელის აკვიატებით, წითელ,მოკლე სხეულზე შემოკრულ კაბაში ვიყავი გამოწყობილი. თმა გაშლილი და მსუბუქი მაკიაჟით. იმდენად არ მქონდა განწყობა, დაბადების დღეზე თათა და მისი სამართავი თოჯინა ვიყავით.
რამოდენიმე ჭიქის ძალდატანებით დალევის შემდეგ, სხეულში დავლილმა სიმხურვალემ უფრო მეტი მომთხოვა.
თათასთან ერთად ვცეკვავდი საკმაოდ ნასვამი ტატო რომ მოგვიახლოვდა.
- ლალო მეცეკვები?- წელზე ხელს ამაზრზენად მიცურებს და ცდილობს ჩვენ შორის დისტანცია შეამციროს.
უსიამოვნოდ მცრის ტანში და ჩემ წელზე შემოხვეულ ხელს ვიშორებ.
- არა ტატო, შორს დაიჭირე თავი ჩემგან, მგონი გაგაფრთხილეს კიდეც- მისგან რამოდენიმე ნაბიჯით უკან ვიხევ.
- ხო, ძალიან შემაშინეს თან- აქამდე მიჩვარული ტატოსთვის აშკარად სითამამე შეემატებინა ალკოჰოლს. ისევ ჩემკენ დგავს ნაბიჯს, როდესაც ნიკუშა ანჯაფარიძე მესვეტება წინ, გალეწილ ტატოს მხარში ავლებს ხელს და გარეთ მიათრევს.
- არაბულმა რომ გაიგოს, ტყავს გაგაცლის- მაინც წვდება ჩემ ყურთასმენას ანჯაფარიძის სიტყვები და სახტად მტოვებს
- ახლა ამან რა თქვა გაიგე?- თათასკენ ვბრუნდები და მისი სახის გამომეტყველება აშკარად მეთანხმება.
სასწრაფოდ ჩემ ტელეფონს ვეძებ და საპირფარეშოში გავდივარ.
რამოდენიმე წამი და ყურმილის მეორე მხრიდან გაბრიელის ხმა მესმის
- რა კავშირშია არაბული, ჯერ ჩემთან და მერე ტატოსთან?- კი არ ვეუბნები ჩავყვირი გაბრიელს.
- მშვიდობა გაქვს? რა გაკივლებს
- რა მაკივლებს? არაფერში არ მჭირდება არაბულის ჩარევები ჩემ ცხოვრებაში და მითუმეტეს მისი მოგვარებული თემები გაბო და სანამ ჩარევდი, ჩემთვის მაინც უნდა გეთქვა თუ არ მკითხავდი.
- ლალო, აი ეხლა დაწყნდარდი და დამშვიდდი, ნუ ურევ შენ
- გაბო,ჩემთან მიმართებაში, არაბული არცერთი წამით არსად ჩარიო იცოდე.- მაშინვე ვუთიშავ და ჩემ წინ, სარკეში დანახულ, აცახცახებულ სხეულს ვუსწორებ თვალს.
გონზე მოსული, უკან ვბრუნდები , თათას ვპოულობ და იქედან მივდივართ.

ჩემს საწოლში ვიწექით ორივე გასუსულები.
- ვაფშე აზრზე ხარ რაები ხდება და ჩვენ კიდე გონში არ ვართ- უცებ ჩურჩულებს თათა
- აღარ მინდა ამაზე საუბარი თათ რა...
- გახსოვს შენ დაბადების დღეზე?უეჭველი არაბულიმა დაგიტოვა ყვავილები- ჩემკენ ბრუნდება
- ყველაფერი მაინც გაბოს პონტშია თათ, რაც თავის სურვილით მოხდა,კი ხედავ რომ აღარც გაგრძელდა. მეტი არაფერია.
ხმამაღლა ვაჟღერებ მწარე რეალობას, რომელიც აქამდე ფიქრად წარმოთქმული, ახლა კი ხმამაღლა, უფრო ტკივილიანად მეჯახება გულზე.

***
- დე...- სამზარეულოში მოფუსფუსე დედას წელზე ხელებს ვხვევდ და კისერ ვუკოცნი.
- როგორც იქნა, დაგვდე პატივი და გაიღვიძე- ცხვირზე მპწკენს ქალბატონი- ააფეთქა თათამ შენი ტელეფონი, მე დამირეკა ბოლოს. ჩაბარგდი მაინც?
საღამოს რეისით მე და თათა ბათუმში მივდიოდით,გადავწყვიტეთ გოგონებმა თვალს წყალი დავალევინოთ და არდადეგები მოვიწყოთ
- ნახევარი ჩავალაგე, ნახევარი კი ვიცი რაც უნდა წავიღო
- მაინც დაგრჩება შენ რაღაცა- მაგიდასთან მჯდომს ჩემ საყვარელ ბლინებს მიდებს და წინვე მიჯდება - აბა რა ხდება შენკე ქალბატონო? რატომ არაფერს მიყვები?
- დედა... კარგი რა, რამე რომ ხდებოდეს გეტყოდი ხო იცი, ნუ იცი ასე რა...- მის დაჭყანულ სახეზე მეცინება
- 22 წლის ხარ ლალო უკვე, ხო შეიძლება ერთხელ მაინც გავიგო რომ ურთიერთობაში ხარ, უკვე სერიოზულად ვნერვიულობ.
- დედა, კარგი რა...
- ისევ დათა ?- წარბშეკრული მიყურებს
არაფერს ვეუბნები და პირს ბოლომდე ვიტენი.
- თათა, შეეშვი მაგ ბიჭზე ფიქრს, აღარ გინდა რა, - ლუკმა გულზე მადგება და ხველა მიტყდება. წყლის ჭიქას ვცლი და ფეხზე ვხტები
- წავედი ჩავბარგდე, შენ მოეშვი ჩემზე ნერვიულობს, ნუ გეშინია, შინაბერა არ დაგრჩები- ლოყაზე ვკოცნი - ისე, ცუდი იქნება სულ მე და შენ?
- ჯვარი გწერია, უტვინო- მაგიდაზე სამჯერ აკაკუნებს და ხელის ქნევით მიშორებს.

განა ასეთი მარტივი იყო არაბულის ფიქრებიდან ამოგდება?!
ჩემი ჩემოდნით ტაქსიში ვჯდები და თათასკენ მივდივარ.
-ლალუცი, მოხვედი შვილო?- საბარგული აეხადა ზურა ძიას მანქანისთვის და როგორც ჩანს, მთელი ძალით ცდილობდა რამენაირად მოეთავსებინა მასში თათას უზარმაზარი ჩემოდანი.სადგუმარმდე ზურა ძიას უნდა მივეყვანეთ- შემიკლავს ეს ბავშვი შვილო, გეფიცები.- ჩემი მოცუცქნული ჩემოდინის დანახვისას ეცინება და საბარგულში დებს.
სადარბაზოდან თათაც გამოდის
- აბა, მივდივართ თავგადასავლებისაკენ- მუშტს ჰაერში წევს და ცხვირზე დაკოსებულ სათვალეს ისწორებს.
- რა ეშველება- ჩაილაპარაკა ზურა ძიამ და თავი უიმედოდ გააქნია.

მატარებელში, საშინელმა სიცვემ გამომაღვიძა, თათას ჩემს მხარზე ჩამოედო თავი და მშვიდად ფშვინავდა.
უკვე საღამოს 10 სრულდებოდა, ჩვენს ბინაში რომ მივედით.
სასწრაფოდ მივყარეთ ჩემოდნები და დაღლილობის მიუხედავად „ღამის ზღვაზე“ გავედით.
- არა რა... მიყვარს ეს ვეებერთელა წყალი- ფეხებს ზღვის ტალღებში ათამაშებდა.
დილით, როგორც კი გავიღვიძეთ ზღვაზე გავვარდით. თათა ბაყაყივით წლიდან არ ამოდიოდა, მე კი მხოლოდ მუხლებამდე ვბედავდი შესვლას.
პატარა ვიყავი, ჩემი აივნის მეზობელი რომ დაიხრჩო, მას შემდეგ ვერ მოვიშორე შიშები. მაშინ სოსო ჩემი ასაკის იყო, დედა მიყვებოდა როგორ მეთამაშებოდა ხოლმე აივნიდან, რაღაც ფრაგმენტები, ჯერ კიდევ არის ჩემს გონებაში შემორჩენილი. ალბათ ამან განაპირობა ჩემი შიშების უფრო გამძაფრება, როგორც კი ვგრძნობ, ფეხს ვერ ვაწვდენ მაშინვე პანიკა მეწყება.

ნაპირზე ვზივარ,მუხლებს მკერდით ვეყრდნობი და წლის მოტანილ ნიჟარებს ვკრეფ, ფერად ქვებთან ერთად. ტრადიციად მქონდა, სულ მიმქონდა ყველა ზაფხულის სამახსოვროდ.

შორს,მზის გასწვრი თათას თავს წერტილად ვხედავ.
„ერთხელაც,ეს გოგო გულს გამიხეთქავს“

უხხო მზერამ ზურგი რომ ამიწვა, თავს უკან ვაბრუნებ და მიბრუნებული არაბულის მზერას ვაწყდები,რომელიც აშკარად მეგობრების გარემოცვიდან ეყოფა და ჩემკენ მოდის.
- როგორ ხარ?
- კარგად თავად?- ვცდილობ მონატრებული ხმის გაგონებისას არ ავღელდე.
- ნორმალურად. როდის ჩამოხვედი?- თითქოს და უკვირდა რომ არ იცოდა ჩემი იქ ყოფნის შესახებ, ალბათ იმიტომ რომ გაბოსთვისაც არ გვითქვამს.
- გუშინ, მნიშვნელობა აქვს?
- არა, ისე...
- დათი...- მაღალი ქერათმიანი გოგო გვიახლოვდება- წავიდეთ რა...
მისი სახე არ მეცნობოდა, აშკარად „ახალი“ იყო.
„დათი“ ისე ცუდად მომხვდა გულში,გაუცნობიერებლად სახე დამეჭყანა.
- იარეთ და დაგეწევით-გოგონასკენ არც გაუხედია ისე გაისტუმრა. სანამ არ ჩამოგვშორდა სიტყვა არ უთქვამს- გაბომ აშკარად არ იცის აქ რომ ხართ.
- ხო, არ იცის,რამე პრობლემაა?
- არ მგონია მოეწონს
- ვის დათი?- ბოლო ხმოვანს მკვეთრად გავუსვი ხაზი.
მიმიხვდა, ჩაეცინა და ქვემოდან ამომხედა.
- ლალო, რაც მაშინ...
- რამე მოხდა? - ვიცოდი რასაც მეტყოდა, თუმცა მისგან ამის გაგება ნამდვილად არ მსურდა და სანამ დაასრულებლად,მანამდე შევაჩერე - გაბომ მთხოვა, დაგეხმარე, მერე დავიშალეთ, სულ ესა...
- დაშლამდე მომხდარს ვგულისხმობ.
- დათა, არ მგონია სულელი იყო,ვიცი რომ იმაზე მეტსაც ხვდები, ვიდრე ამ ეტაპზე მინდა, რომ ხვდებოდე. ყველაფერს საკმაოდ კარგად ვიყავი მიხვედრილი მანამდეც და მომხდარის შემდგომ ერთი წლის განმავლობაში საერთოდ, ასე რომ არ ინერვიულო, ყველაფერი რიგზეა, კაი?- ჯანდაბიდან მოკრებილი ძალით გავიღიმე
რამდენიმე ხანს უთქმელად იჯდა, მე უკვე მზერა ძალდატანებით ზღვის ტალღებისკენ მქონდა გადატანილი, სადაც თათას წერტილ თავს ვეძებდი, რომელიც არსად ჩანდა
- გასაგებია- გაციებულიყო მისი ტონი .ვიგრძენი როგორ ადგა და წვიდა.


***
საღამოს ბარში გასასვლელად ვემზადებოდით მე და თათა, გაბრიელმა რომ ატეხა რეკვა
- ჰოუ
- აი დათასგან, რა პონტში უნდა ვიგებდე,რომ ბათუმში ბრძანდებით?- გაბრაზებული ჩანდა ვაჟბატონი-არა წასვლას რო აპირებდით,არ უნდა გეთქვა?
- რამე დაშავდა გაბო?- უკვე გავბრაზდი
- ლალო, „პროპკა“ ვარ მე თუ რა პონტია?
- ძალიან გთხოვ ნუ სულელობ რა, 2 დღის წინ გადავწყვიტეთ, ჩვენ მაგ დროს არ გვილაპარაკია და დეპეშა ხომ არ გამომეგზავნა?
გაბრაზებულმა ჩაიცინა.
- ბატონო გაბრიელ- საუბარში თათა შემოიჭრი-საგულაოდ გავდივართ და გვაცადე გაპრანჭვა რა, რა თქმა უნდა თუ შეიძლება
- ეს მეორე ბატი-
- ბატონო? ჩაო ბამბინო-უცებ გაუთიშა თათამ და წავედით, წავედით ძახილით ამიკლო.
უამრავი ხალხი ირეოდა იმ საღამოს ბარში. კოკტეილები შევუკვეთეთ და პატარა მაგისადთან ჩამოვსხედით.
- გარუჯული, „შიკოლადი“ ბიჭებიიი- წარებები აათამაშა თათამ და იმ წამს მოტანილ კოკტეილს თითები შემოახვია.
ვითომ ძალიან მოგულავე გოგო იყოსო, ისეთ ფრთიან ფრაზებს წამოისვრის ხოლმე, მის გვერდით ნამდვილად ვერ მოიწყენს ადამიანი.


მთელ დღეებს სანაპიროზე ვატარებდით, ღამეს კი ბარებში.
წამოსვლის წინა საღამო იყო.ბარიდან მომავალი, კოკტეილებით ხელში, უცხო სხეულს რომ შევასკდი. თეთრი პერანგი უცებ ვარდისფერი გახდა
- ვაიჰ... მაპატიეთ - ჩემ წინ მდგარ უცნობს შევხედე.
- რა მეშველება- წარბშეკრულმა ჩაილაპრაკა უცნობმა. სირცხვილისა და უხერხულობისგან ვიწვოდი. - კარგი, ეგ არაფერი, ვიხუმრე, მაინც ძალიან ცხელოდა. ლადო- გამეკრიძა, როგორც გაირკვა ლადო.
- ლალო, ბოდიში კიდევ ერთხელ
- არაფერია, მხოლოდ სასმელზე მოგიწევს ჩემი დაპატიჟება- მხრები აიჩეჩა ლადომ.


თბილისში დაბრუნებიდან 1 კვირაში, ტელეფონზე უცხო ნომრიდან შემოსულ ზარს ვპასუხობ.
- ლალო, ლადო ვარ,როგორ ხარ?-
- ლადო, მადლობა კარგად, თავად?
- კარგად, კარგად. მისმინე, დილით დავბრუნდი თბილისში, თუ გცალია საღამოს სადმე ხომ არ გავსულიყავით?- ტელეფონს აკრული თათა მკლავს მიჩქმეტდა და თავს ისე მიქნევდა -კარგიი- რომ არ მეთქვა ალბათ მოწყდებოდა კიდეც.
- კარგი, 7-ისთვის მზად ვიქნები მაშინ და მომწერე სად შევხვდეთ.
- 7-ისთვის მზად იყავი და გამოგივლი კარგი?
ლადოსთვის იმ საღამოს არც ნომერი მიმიცია და მითუმეტეს არც ჩემი მისამართი.იმ საღამოს ბარში, ლადოსთან და მის მეგობარ გიორგისთან ერთად, საკმაოდ სასიამოვნოდ გავატარეთ დრო, თუმცა ნამდვილად არ ველოდი მისგან არც ზარს და არც შეხვედრის ინიციატივას.
- კარგი, 7ისთვის მზად ვიქნები- დავემშვიდობე და გავუთიშე.
- ვააა, ლადო ნახე, კაი ბიჭია ისე, მომეწონა- ნაყინის „ლოღნით“ კომპლიმენტს უძღვნის ქალბატონი ლადოს.
- ახლა არ დაიწყო კოშკების და პირამიდების შენება, თამარა ძალიან გთხოვ რა...-საათი უკვე 5-ს უჩენებდა.- წყალს გადავივლებ და გამოვალ.

ლადო საკმაოდ სასიამოვნო ადამიანი არმოჩნდა. საკმაოდ თავდაჭერილი,თუმცა ამასთან ერთად ადამიანი, რომელთანაც ვერ მოიწყენ. ბევრი საერთოც აღმოგვაჩნდა. ბევრი ინტერესთა კვეთაც.
მის წინ ვიჯექი, ვიღიმოდი და ვხვდებოდი, ჩემი მზერა არ იყო ისეთი როგორიც არაბულის ხედვისას, არც გული მქონია აჩქარებული,სუნთქვითაც საკმაოდ მშვიდად ვსუნთქავდი.
მანქანა სადარბაზოსთან გააჩერა
- მოვედით- უხერხულად ამოვილაპარაკე
- ხო, როდის გავიდეთ კიდევ ?- ჩემკენ შემობრუნდა მთელი სხეული.
ძალიან ლამაზი ღიმილი ჰქონდა ლადოს, ძალიან გულწრფელი თვალები.
- არ ვიცი, იმ კვირაში უკვე სწავლა მეწყება და ცოტა გრაფიკში ვიჭედები.
- ეშველება, ეგ არაფერია- ისევ მიღიმის
- კარგი, წავალ ახლა.-ღვედს ვიხსნი.ჩემკენ იწევდა ლოყაზე კოცნას მიტოვებს.
ისეთი არ იყო, როგორც არაბულის და არც წვა მიგრძვნია.
მანქანიდან გადმოვდივარ და ჩაბნელებულ სადარბაზოში შევდივარ.
როგორც ჩანს მემილიონედ გაფუჭდა განათება.
ჩანთაში ტელეფონის ძებნას ვიწყებ.
მეუფლება განცდა რომ იქ მარტო არ ვარ.გაფიქრებასაც ვერ ვასწრებ, ისე მაკრავს სადარბაზოს კედელს და ცხელ სუნთქვას სახეზე მაფრქვევს.
არაბულის მძიმე სუნთქვას, მის სითბოს ალბათ მილიონში გამოვარჩევდი.
ორივე ხელით ჩემ უკან კედელს მიყრდნობილს, მის მკლავებს შორის გამოვემწყვდიე და სიბნელეშიც კი, ნათლად ვგრძნობდი მის დაჟინებულ მზერას.
თითქოს რაღაცას ეძებდა იმ სიბნელეში ჩემს თვალებში.
სუნთქვა კიდევ უფრო უმძიმდება და მოწყვეტით ეტანება ჩემს ტუჩებს.
მონატრებულ სხეულს, კისერზე ვხვევ ხელებს და ჩემკენ ვიზიდავ.
ვნების მორევში ჩაძირული, სურვილს ვეღარ ვმალავ და კოცნაში ვყვები.
უეცრად წყდება ჩემ ტუჩებს. ყურთან ვგრძნობ მის ცხელ სუნთქვას.
- მაგ ლადოს, სანამ ხელში დავაჭერინე თავისი ნაწლავები, შეგეშვას.
ისედაც გონდაკარგული, უარესად ვშტერდები.
- იცი ლალო, რომ გამკეთებელი ვარ და ნუ გამაკეთებინებ.
შუბლზე კოცნას მიტოვებს და ვგრძნობ როგორ დაცარიელდა ატმოსფერო ჩემს ირგვლივ.
სახლში მუხლების კანკალით ავედი.
ვერ ვხვდებოდი ვერც მის სიტყვებს და ვერც მისი საქციელების ახსნას ვპოულობდი.
არაბული ხან ძალიან ბევრი იყო ჩემს ცხოვრებაში და ხან საერთოდ არა, ძირითადად კი თქვენც იცით რომ არ იყო. თუმცა მისი თუნდაც ეს იშვიაში „ძალიან ბევრი“ -საკმარისი იყო იმისთვის, რომ თავში მუდმივად ტრიალებდეს, ყველანაირი ახსნის გარეშე, ყველანაირი გააზრების გარეშე,ამომიტრიალებდა ერთ წამში ძლივს ნაგროვებ სიმშვიდეს და მერე გაქრებოდა. წლიდან წლამდე, მონატრებიდან-მონატრებამდე.



თბილისს შემოდგომა დაუდგა.
წელიწადის დროებს შორის შემოდგომა ყველაზე მეტად მხიბლავს. ზაფხულის ხასხასა სიფერადეებისა და სიმწვანეების შემდგომ,ბუნების მოდუნება და მზადება მილევისთვის, საოცარ პეიზაჟებს ხატავს. სიძველის ფერებში მორთული იყო თბილისიც, ციდან შემოდგომის ფიფქები ცვიოდა. მიწამდე საოცარი სიმსუბუქით, სინავარდით -თითქოსდა შვებით ესვენებოდნენ. ყვითელად, ოქროსფრად, წითლად შეფერილ შემოძარცვულ ხეებს ნიავის დაბერვისას საოცარი მელოდია გაუდიოდათ, ფოთლების შრიალში,ყურს თუ დაუგდებთ,თითქოს ნაცნობ ბგერებსაც წააწყდებით, თითქოსდა ერთმანეთს განვლილი დღეების ისტორიებს ეჩურჩულებიან,მანამ სანამ შეივერცხლებიან და ზამთრის სიცივეები შემუსრავენ.

წიგნის კითხვას,ჩემი ფანჯრის წინ, ჭადრის ხის შრიალმა მომწყვიტა.უეცრად დაბერილმა გრილმა სიომ ღიად დატოვებული ფანჯრიდან გამხარი ფოთლები შემომიფრინა საძინებელში.
შემოდგომით, ჩემი ჭადრის ხე,ალბათ ყველაზე მეტად მიყვარდა, მახსოვს როგორ მიყვებოდა ბაბუ,რომ როდესაც ამ სახლში გადმოვიდნენ, ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო და მასსავით პატარა იყო ჭადრის ხეც, რომელიც დღეს,მთელ კორპუსს თითქოს ფარად აკვროდა.
ბაბუს ჩემ ცხოვრებაში უდიდესი ადგილი ეკავა ყოველთვის.უმამოდ გაზრდილს-უამამობას არასდროს მაგრძნობინებდა. საათობით ვისხედით ხოლმე ფანჯრის რაფაზე მე,ბაბუ და ჩვენი ჭადრის ხე, ვასუბრობდით უამრავ რამეზე, მიყვებოდა თავის მოგონებებს,სიყვარულის ამაბებს...
შემოდგომის საღამო იყო, თავი ბაბუს მუხლებზე მედო. ისევ ჩვენს ადგილას ვისხედით, მე, ბაბუ და ჭადრის ხე. გაშლილ თმაზე, მე რომ მიყვარდა,ისე მეფერებოდა. „მე რომ წავალ ბაბუ, შენ და ჩვენი ჭადრის ხე რომ დარჩებით, ჩემთვის მოსაყოლი მას უამბე ბაბუ, იცოდე რომ სადღაც, მეც აქ ვიქნები და ყველაფერს გავიგებ. მასთან ერთად გავიზარდე, ჩემო ლალუ, ჩემო თვალის ჩინო, მე თუ ვერა , მას შეუძლია იყოს შენთან კიდევ ძალიან ბევრი წელი, შენს დაქალებასაც მოესწორს და შენ გათხოვებას, შენ დედობას ბაბუ და შენც რომ ჩემი ხნის იქნები, მაინც აქ დაგხვდება, არსად წავა და არ დაგტოვებს...-თმაში ოქროსფერი ჭადრის ფოთოლი ჩამიბნია.
მაშინ არ ვიცოდი, ის საღამო ბოლო რომ იყო ჩემ ბაბუსთან,არ ვიცოდი რომ მას შემდეგ, მხოლოდ მე და ჩვენი ჭადრის ხე ვიქნებოდით...
ფეხზე ვდგები, წიგნების თაროდან ერთ-ერთს ვიღებ და ბოლო გვერდზე შენახულ იმ ჭადრის ფოთოლს ვიღებ,მაშინ ბაბუმ თმაში რომ ჩამაბნია...
ფანჯრიდან ვიხედები, ჩვენს ჭადრის ხეს ძირი ოქროსფრად მოურთავს და მეც სახლიდან გავრბივარ.
სანამ ირიჟრაჟებდა უნდა მომესწრო და „მეხრაშუნა“ ოქროსფერებში, სანამ მეეზოვეები წაიყვანდნენ...

დილით დედას კოცნა მაღვიძებს, რომელიც მორიგეობიდან დაბრუნებულიყო.
არ ვიცი არაბულს რაიმე კავშირები ჰქონდა თუ არა იქ, ზემოთ,მაგრამ იმ საღამოს შედეგ, 2 დღეში ლადომ დამირეკა, რომ გარკვეული დროით საზღვარგარეთ უწევდა წასვლა და ისე მოხდა,რომ უნებლიედ ვასრულებდი არაბულის მოთხოვნას.

მე და თათა უნივერსიტეტიდან გამოვდიოდით, ცა ისე იყო მოქუფრული, საცა იყო გაწვიმდებოდა და თანაც როგორ...
გზის მეორე მხარეს ნაცნობი სილუეტი რომ დავინახე, მთელს სხეულში გამაკანკალა.
თეთრ თხელ პერანგში გამოწყობილი დათა არაბული, თავის მანქანას იყო მიყრდნობილი, მშვიდად ეწეოდა და დაჟინებულ მზერას არ მაშორებდა. ზუსტად ვიცოდი, რომ იქ მე მელოდა.
არ ვიცი, რანაირად შეიძლება იყოს ადამიანი არაფრით ყველაფერი,მაგრამ არაბული იყო.
გზას თათასთან ერთად ვკვეთ, პირდაპირ მისკენ მივდივარ.
ვხედავ მის ოდნავ შესამჩნევ ღიმილს და ჩემს გულისცემას ყელში.
- როგორ ხართ გოგონებო?- ისე კითხულობს თვალს არც კი მაშორებს.
- კარგად არაბულო, თავად?- ჩემ გვერდით მდგარი თათა მისკენ იხრება გადასაკოცნად.
მეც მის მსგავსად ვიქცევი და ვგრძნობ როგორ მეწვის ქვედა ყბაზე მისი ნაკოცნი ადგილი.
- კარგად, კარგად. ჩასხედით, გაგიყვანთ- თათას მანქანის კარს უღებს და მისი ჩაჯდომის თანავე მსუბუქი მოძრაობით ხურავს.- თქვენ წინ დაბრძანდით ქალბატონო. მანქანას უვლის და მეც ჯელტმენურად მიღებს კარს.არ მეპარება მისი ღიმილი,რომელითაც თავისი ადგილისკენ მიემართება.- ყაზბეგზე ხო თათა?
- აჰამმმ- სავარძლებს შორის ნახევარი ტანით გამომძვრალი თათა, მუხლებს იდაყვებით ეყრდნობა და 32 კბილით იკრიჭება.
მალევე დაიწყო კოკისპირული წვიმაც. ყაზბეგის დასაწყისში, შუქნიშანზე ვიყავით გაჩერებული, კედლის ძირში პატარა გაწუწული არსება რომ შევამჩნიე.
- ვაიმე დათ, მარჯვნივ მიაყენე მანქანა გთხოვ რა- ჩემ მზერას აყოლებს თვალს და წამში მანქანიდან ისე გადადის სიტყვის დაწევასაც კი ვერ ვასწრებ და უკან გულზე მიხუტებული პატარა თოვლის გუნდათი, მთლად გალუმპული ბრუნდება და მანქანაში ნაუცბათებად ჯდება. სიგნალების ხმა ისმის და ისიც ადგილიდან იძვრის. შეშინებულ თოვლის გუნდას მუხლებზე მისვამ.
ჟაკეტის ღილებს ვიხსნი და გუნდას შიგნითვე ვახვევ
- დამირეკე ნინო რომ გამოგაგდებთ, საწოლი გაშლილი მექნება- კარგად იცის თათამ, დედაჩემს კატების გარდა ყველა სულიერი რომ უყვარს, მე კი პირიქით,ჯერ კატები მიყვარს და მერე ყველა დანარჩენი. ღმერთმა იცის, მთელი ბავშვობა სადაც კნუტს დავინახავდი, ყველას სახლში მივარბენინებდი, გამოვასუქებდი და მერე ნინო გააჩუქებდა ხოლმე.
- ჩემს ოთახში დავმალავ და ვერ გაიგებს, მორიგეა დღეს თან- აწყობილ გეგმებს თათას წარბების თამაშით ვუმხელ და გუნდას უფრო ძლიერად ვიკრავ გულში, რომელსაც უკვე ჩემ მკლავებში კრუტუნი დაეწყო.
- შენ ჩემთან ამომსვლელი აშკარად აღარ ხარ- თათას კორპუსთან ვართ უკვე გაჩერებულები,ლოყაზე ხმაურით რომ მკოცნის, დათას მადლობას უხდის და წვიმაში თავპირის მტვრევით შერბის სადარბაზოში.
ჩემი სახლისკენ ვიძვრებით.
გზაში არცერთი ვიღებდით ხმას, ყურადღება გუნდაზე მქონდა მეც გადატანილი და ვცდილობდი პერიოდულად „ნაგრძნობი“ მისი მზერები არ შემემჩნია.თავი მხოლოდ მაშინ ავწიე მანქნა რომ ჩემს სადარბაზოსთან გააჩერა.
- ამოხვალ?- მისკენ ვბრუნდები და მკლავებში მოქცეულ კნუტს თავზე ხელს ვუსვამ, თითქოს მინდა იფიქროს, კნუტის გამო მინდა ამოვიდეს და არა რაიმე სხვა მიზეზით,სხვა თუ არაფერი, გუნდა ხომ სწორედ მან გადაარჩინა.
ერთხანს საჭეზე ათამაშებს თითებს, თითქოს ვერ გადაეწყვიტოს დამთანხმდეს თუ არა, ბოლოს ძრავს აქრობს და -ავიდეთო
სახლის კარს ვაღებ და გეზს პირდაპირ ჩემი საძინებლისკენ ვიღებ.
ისიც უკან მომყვება.
-ჩამოჯექი- საწოლზე მივუთითებ და კნუტსაც მის გვერდით ვსვავ. კარადაში თავით ვერჭობი და გამოსაცვლელებს ვიღებ.- ეს გაბოს მაისურია, კარგად გექნება, გადაიცვი, თორემ გაცივდები, მეც გამოვიცვლი და ახლავე მოვალ.-მაისურს ვაწვდი და ოთახიდან თავპირის მტვრევით გამოვდივარ. სააბაზანოში უცებ ვიცვლი და საძინებელში ვბრუნდები.
დათა ჩემს საწოლთან იდგა, ჩემგან ზურგით. წელს ზემოთ შიშველი, ხელში მაისურით-ვბრუვდები.
ჩემს მზერას იჭერს და ჩემკენ ბრუნდება.
მის მხარს იმ ღამის ნაიარევი შემორჩენოდა.
სუნთქვა მიხშირდება და კარის სახელურს მთელი ძალით ვებღაუჯები.
ეღიმება...
მე უფრო ვბრუვდები.
ჩემკენ მოდის და ხელს თმაში მიცურებს, მოწყვეტით მკოცნის ტუჩებზე და მაისურს იცვამს.
- დავბანოთ გუნდა?- მეკითხება ისე, თითქოს 2 წამის წინ არაფერიო და გაბრუებიდან „გამოვყავარ“
სასაცილო გუნდა სააბაზანოში შეგვყავს და ნიჟარაში ვსვავთ.როგორც კი წყლის შეხებას გრძნობს ნიჟარიდან ამოხტომას ცდილობს და დათას მტევნებზე აფრინდება.
დასველებული გუნდა ჩაიჩუტა და კიდევ უფრო დაპატარავდა, არაბულის ხელებში სულ უფრო ციცქნა გამოჩნდა. გასუფთავებულს პირსახოცში ვავხვევ და გულში ვიკრავ.
- აშკარად ბრაზიანია- დათას დაკაწრულ ხელებს ვუყურებ და კარასად ვაღებ, გადაისივი მაინც, მალამოს ვაწვდი და შეფუთული გუნდა გამყავს.
საწოლზე ვჯდები და გუნდას გამშრალებას ვიწყებ.
არაბული ფანჯარის რაფაზე ჯდება
- შეიძლება აქ მოვწიო?
- მოწიე, მანდაა გვერდით საფერფლეც- ოდნავ შემშრალებულ გუნდას პუფში ვსვავ და მეც არაბულის გვერდით ვჯდები, სიგარეტს ვუკიდებ.
- ლადო ჩამოვიდა, მაისურაძე- ჩემს ჭადრის ხეს უყურებდა.
- არ ვიცოდი
- უნდა გცოდნოდა, ლალო?- ჩემკენ ბრუნდება
- ამიტომ მოხვედი დღეს?- ჩაიცინა- მხოლოდ მაშინ ჩნდები, როცა რაღაც ხდება. გამაბრუებ და მერე ქრები,ამმ... არ გამომრჩეს აკრძალვებსაც მიწესებ, როგორც ლადოსთან. რა არის ეს ყველაფერი დათა?
- რა უნდა იყოს?
- ანუ ის რაც მაშინ წყნეთში იყო, რაც ჩემს სადარბაზოში იყო და რაც 15 წუთის წინ აი იქ, კართან- არაფერი არ იყო დათა?- ხმა მიტყდება
- რაც უნდა ყოფილიყო, ის იყო ლალო
- ესე ვერ გავაგრძელებ დათა, იმას ვერ გავაგრძელებ რაც არც არის. უბრალოდ თუ ამ ყველაფერს შენთვის მნიშვნელობა არ ქონდა, აღარ გინდა ეს გამოჩენები რა, არც არაფერში ჩაერიო, ლადო იქნება ეს თუ ტატო- თავს გვერდით ვაბრუნებ, არ მინდა რომ ჩემი ცრემლები დაინახოს.
- ასე მარტივად არაა ლალო
- როგორ გიყვართ ბიჭებს ეს სიტყვები- სიმწრით მეცინება და მზერას ვუსწორებ- ვხედავ როგორ კრთება ჩემი ჩაწითლებული თვალების დანახვისას- მარტივი იცი რა არაა დათა? ჩემი გრძნობებით თამაში. მკოცნი და მეორე დღეს სხვა გოგოსთან ერთად ხარ და ასე დაუსრულებლად მომდევნო კოცნამდე, წრეზე დავდივართ.შენთვის თუ ეს ყველაფერი არაფერს ნიშნავს, ჩემთვის ძალიან ბევრია გესმის? ჯერ კიდევ იქედანაა შენზე ფიქრები ჩემს თავში, როდესაც შენთვის ლაწირაკი ვიყავი, გახსოვს საერთოდ ის დღე?
- წყნეთში
- არ მეგონა საერთოდ, იქ მეც რომ ვიყავი თუ გახსოვდა- ვოცდები- გახსოვს რამდენი ხნის წინ იყო? ხოდა იქედან დათა, სწორედ იქედან დღემდე გესმის?
- იქედან რა ლალო?
- იცი, ერთხელ ძალიან მატკინა თათას ნათქვამმა სიმართლემ გული ,ზედ უნდა შეაკვდე არაბულოსო რომ მკითხა-სიგარეტის ჩამწვარი ღერი საფერფლეში ჩავსრისე და ჩემზე მოშტერებულს ავხედე- არ მინდა რომ უიმედოდ, არაფერზე შეგაკვდე დათა, ან ყველაფერი იქენება და ან არაფერი, ასე ვერ დაგელოდები, როდის გამოჩნდები და მერე ვერ ვიქნები მარტო შენს ლოდინში უპასუხოდ.თუ მოხვედი დარჩი ან ისე წადი რომ აღარ დაბრუნდე.
ხელებს მთელი ძალით მხვევს და გულში მიკრავს. არ დარჩება
თმაში თითებს მიცურებს. ჩემს მკერდზე ვგრძნობ მის გამალებულ გულის ცემას.არ დარჩება...
- მე რომ დავრჩე ლალო, ყველაფერს უარესად აგირევ- ყურთან მეჩურჩულება გაბზარული ხმით.- მე რომ დავრჩე ისე გაგაქრობ ვერ გაიაზრებ- თმაზე მკოცნის- რომ დავრჩე დაგახრჩობ...- ჩემს სახეს ხელებში იქცევს და მისკენ მაწევინებს, ცერა თითებით ცრემლებს მწმენდს.
ცერებზე ვიწევი და ვკოცნი.არ მინდა რომ წავიდეს,არ მინდა რომ გაქრეს.
წელზე ხელებს მხვევს და მთელ სხეულზე მიკრავს.გაშმაგებით მიკოცნის ტუჩებს.იატაკს მაშორებს და ფეხებს წელზე ვხვევ. ჩემიანად საწოლისკენ მიდის.ზურგით სირბილეს ვგრძნობ და ჩემზემოთ იდაყვებზე დაყრდნობილ არაბულს ვხედავ, თვალები მთლად ჩაწითლებოდა. ცხელი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა. კისერზე ხელს ვხვევ და ჩემკენ ვიზიდავ.
კოცნით ლავიწებიდან გზას მკერდისკენ მიუყვება და ვგრძნობ როგორ მითრთის სხეული თითოეული მისი შეხებისას.
კოცნას წყვეტს, სახით ჩემს გულმკერდში ეფლობა, მძიმედ სუნთქავს.
- უნდა გავჩერდეთ ლალო-ხრიწიანი ხმით მეუბნება და გვერდით წვება. სუნთქვის დარეგულირებას ცდილობს.
- ახლა არ წახვიდე გთხოვ
სხეულზე მიკრავს, თავს მის მკერდზე მადებინებს და მესმის, როგორ გამალებით უცემს გული.
- არ წახვიდე დათა- ხელებს მკერდზე ვავლებ და ვცდილობ ისე დავიჭირო, ჩემი მარწუხებიდან დაღწევა რომ ვერ შეძლოს.
კისერზე ძარღვები ეჭიმება, შუბლზე ტუჩებს მაკრობს...

დილით მარტოს მეღვიძება, კარის ხმაზე
- ლალო, ღია კარში გეძინა- მესმის დედას ხმა და ჩემს საძინებელში შემოდის- ლალო, რა მოხდა დე, საწოლზე ჯდება და თმას მიწევს.
- წავიდა დე...- ხელებს მთელი ძალით ვხვევ და ხმით ვტირი.
მაშინ არ ვიცოდი, საღამოს გავიგე თათა რომ ამოვიდა. არაბული იმ დილით ჩემი საძინელიდან კი არა ქვეყნიდან წავიდა.
იმ ღამით, არ მძინებია.
მერე როგორც გავიგე, გაბოსთან ჩასულა. მერე მე და გაბო იმდენად ხშირად აღარ ვსაუბრობდით.
თათა აქედან მეკაპასებოდა, ჩემს აზრზე მოყვანას ცდილობდა.
ლადო, შეხვედრას მთხოვდა.
შემოდგომა იწურებოდა. ფანჯარაში ვიჯექი და ვეწეოდი, ლადოს უნდა გამოევლო და თათასთან ავსულიყავით.
- ჩამოო- რომ დამირეკა.
- ცივაა- მანქანაში ხელების ფშვნეტით ჩავჯექი და ხმაურიანად გადავკოცნე.
ჩემსა და ლადოს შორის არაფერი ისეთი არ ხდებოდა, რაც ლადოს უნდოდა, მე არა. უბრალოდ საკმაოდ ხშირად იყო ჩემს ყოველდღიურობაში. გრძნობდა, რომ მის მიმართ ისეთი გრძნობები არ გამაჩნდა, როგორიც მას სურდა, საკითხი არც არასდროს დაუყენებია, თუმცა ორივე ყველაფერს კარგად ვხვდებოდით.
უბრალოდ ერთად თავს კარგად ვგრძნობდით და სხვა არაფერი.
მთელი საღამო უხასიათოდ იყო. თათაც კი ვერ ახერხებდა მის გამხიარულებას.
გვიან დავიშალეთ.
- ლადო, რა გჭირს?- ჩემს სადარბაზოსთან გაჩერებული მანქანიდან გულში ხინჯად გადებული მისთვის არადამახასიათებელი უხასიათობა არ მაძლევდა წასვლის უფლებას.
- ლალო, დათა არაბულთან რა ურთიერთობა გაქვს?
- არაბული რა კავშირშია ლადო?- გაკვირვებული ვეკითხები.
- კითხვაზე მიპასუხე ლალო
- არ მაქვს,მხოლოდ გრძნობები- ჩემს ჭადრის ხეს გავხედე
- მას?
- რომ ჰქონდეს, ახლა აქ იქნებოდა
- მაშინ რატომ მითვლის მოკითხვებს ლალო? რამე უნდა ვიცოდე?
- ვერ მივხვდი?- მისკენ გაკვირვებული ვბრუნდები.
- თქვენს შორის რამე მოხდა ლალო,ან ხდება?
- ლადო არ გვინდა რა
- ლალო, მისმინე- მთელი ტანით ბრუნდება ჩემკენ და ვხვდები როგორ უჭირს ხმის დაჭერა- მშვენივრად ვხვდები, რომ მეგობრობის იქეთ ვერ აღმიქვამ. დარწმუნებული ვარ, შენც კარგად იცი,რომ მე მეგობრად პირველივე წამიდან არ მიმიღიხარ. ზედმეტს არც არაფერს ვცდილობდი და მითუმეტეს არაფერი მომითხოვია. თუმცა, ლალო ,ერთია იყო მეგობარი, რომელსაც არ აქვს შენს მიმართ გრძნობები და მეორე, როდესაც ადამიანი,რომელთანაც დროის უმეტეს ნაწილს ატარებ სხვასთან იყოს არა მხოლოდ გრძნობებით, არამედ ურთიერთობებით კავშირში. კარგად ვიცი არაბული, მაგრამ „ჩემის“ სტატუსით მისი მხრიდან შენ თუ მოიაზრებოდი ეგ ნაღდად არ ვიცოდი. არ ვარ ის ტიპი რომ შენ გრძნობებში ხელები ვაფათურო, რომ ვხედავდე რომ არ გიყვარს, ისე ვიზავდი აქ რომ ფეხი ვეღარ ჩამოედგა მაგ ტიპს. მაგრამ ახლა, როცა ვხედავ შენს რეაქციას მისი სახელის ხსენებისასაც კი, მე მანდ ვერ ჩავდგები ლალო. არა იმიტომ რომ დავითა მითვლის, იმიტომ რომ შენ გცემ პატივს და ჩემ თავს.- ჩემკენ იხრება და შუბლზე მკოცნის- თუ რამე დაგჭირდეს, ყოველთვის შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს.იცოდე რომ ძალიან მაგარი გოგო ხარ და შენი თავის ფასი გახსოვდეს ყოველთვის.
მანქანიდან ტირილით გადმოვდივარ და სახლში ავრბივარ.
მიუხედავად ყველაფრისა, ლადო ჩემთვის ძვირფასი ადამიანი იყო და არის. ადამიანი, რომელიც ჩემს გვერდით სრული გააზრებით, ყველანაირი მოთხოვნის გარეშე იდგა.იმ საღამოს კი დავკარგე.
გუნდასთან ერთად ვიჯექი ფანჯრის რაფაზე, პლედ მოხვეული და ვეწეოდი.საშინლად მაღიზიანებდა ჩემი სისუსტე, ჩემი უთავმოყვარეობა და ჩემი გრძნობები არაბულის მიმართ. მე რომ შემძლებოდა, ჩემზე რომ ყოფილიყო, ამ გრძნობის ნახევრის მიცემა მაინც რომ შემძებოდა ლადოსთვის, რომელიც ვიცოდი რომ ამას ნამდვილად იმსახურებდა,მისი შეყვარება რომ შემძლებოდა, ალბათ ლადოთი ცხოვრება უფრო მარტივი იქნებოდა.
მაგრამ არ შემეძლო. განა მარტივია გულს უბრძანო?!
სიბრაზე და ტკივილმორეული ტელეფონს ვიღებ და გაბოს ვურეკავ. დაგვიანებით მპასუხობს.
- ლალო, მშვიდობაა ამ დროს რომ მირეკავ?
- არა გაბო, მშვიდობა ნაღდად არაა...
- რა ხდება?- აივანზე გადის
- არაბულს გადაეცი, მიაღწია საწადელს,გააქრო ჩემი ცხოვრებიდან ლადო, იმის მიუხედავად რომ ვუთხარი, ვუთხარი თუ წავიდოდა სულ უნდა წასულიყო და გამქრალიყო, მაგრამ როგორც ჩანს არ მომისმინა. -გამოს გახედვაზე ვხვდები რომ დათასაც ესმის ჩემი ხმა, ცრემლებს ვიწმენდ- უთხარი რომ ვერ ვიტან, იმდენად რამდენადაც დარჩენას ვთხოვდი. გადაეცი რომ ყველა მის მიმართ ამდენი ხნის ნაგროვები გრძნობა მიმიფურთხებია მისთვის. გადაეცი რომ მისგან განსხვავებით ლადო, არ გაქცეულა მაინც ჩემგან და იმდენი გამბედაობა ეყო,რომ ყველაფერი აეხსნა. აღარ გაბედოთ არცერთმა ჩემ ცხოვრებაში ჩარევა.
ტელეფონს ვთიშავ.
ვგრძნობ, როგორ ამოვიღე სათქმელით ჩემში დანთებული ცეცხლი და როგორ ვმსუბუქდები.
15 წუთში კარზე ზარის ხმაა, ვიცი თათაა
კარს ვაღებ და იქ ატუზული თათა მხვდება. მაშინვე მთელი ძალით მხვევს ხელებს.
მის მუხლებზე მიდევს თავი, თმაზე მეფერება...
- ძალიან მტკივა თათ
- ვიცი ჩემო პატარავ,ვიცი
- ვერვხვდები თათ, მაშინ რატომ არაა ჩემს გვერდით, რამდენჯერ უნდა დამტოვოს თათ...რატომ არ მიდის მაშინ საერთოდ...
- თავად დამირეკა მე და გამოსვლა მთხოვა
- ვერ ვხვდები. მითხრა არ შემიძლიაო, აგრევო, გაგაქრობო, ვერ დავრჩებიო. მაშინ რატომ არ მანებებს თავს? ასე ძალიან, ასე სულელურად როგორ შევიყვარე თათ, ასე ძალიან,ბედნიერების მაგივრად მხოლოდ ტკივილის რატომ ვგრძნობ?
იმ ღამით ჩემთან ერთად ტიროდა თათო და ხელებს ისე ძლიერად მხვევდა ნიავს არ აძლევდა უფლებას შემხებოდა.

**
ვხედავდი ჩემი მდგომარეობა დედასაც არ რჩებოდა შეუმჩნეველი.
რომ გავიგე ამის გამო უარს ამბობდა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე თურქეთში, მაშინ ყველაზე მეტად ვიგრძენი, მასაც არანაკლებად ვტკენდი.
დიდხნიანი საუბრისა და მტკიცების შემდეგ როგორც იქნა დავითანხმე 2 თვით წასვლაზე.
სახლში მარტო მყოფი კი უფრო მეტად დავიზაფრე, რომ არა თათა, არ ვიცი რა მეშველებოდა. ფაქტობრივად ჩემთან გადმოსახლდა და მარტო არ მტოვებდა.

ახალ წელს ჩემთან ვხვდებოდით.
კურსელებიდან რამდენიმე ჩვენთვის გამორჩეული დავპატიჟეთ, თათოს დეიდაშვილები და გიო და ლადოც.
ყველა ერთად ვშლიდით სუფრას.
სახლში მთელ ხმაზე გვქონდა ჩართული საახალწლო მელოდიები.
12მდე უკვე კარგად ვიყავით შემთვრალი ყველანი, ძველ წელს ვაცილებდით.
-დედას მივულოცავ სანამ გაგიჟდება ხაზები- ტელეფონს ვიღებ და საძინებელში შევდივარ
- დეე-
-ჰოუ, ლალო
-დე, გილოცავ ! ყველაზე ბედნიერი ვარ რომ მყავხარ და ყველაზე მეტად მიყვარხარ
- მეც გილოვაც ლალო, მიყვარხარ დე ძაან. სულ სულ ბედნიერ წელი გქონდეს დე !
ცრემლები მეპარება მისი მონატრებით.
უცებ მესმის მაშხალების ხმა და ღია ფანჯრიდან ულამაზეს ფერებს ვუყურებ.
- გაკოცე დე
დავემშვიდობე, თავზე საახალწო ქუდი შევისწორე და მისაღებში შევრბივარ
- გილოცავთ !- ვყვირი და მუჭებში მოქცეულ კამფეტებს ჰაერში ვყრი.
ოთახში მყოფთ, მზერა ჩემს უკან გადააქვთ.
მიბრუნებულს ჩემს სახლში ასვეტილი არაბული და გაბო მრჩება ხელში.
ერთიანად მაწვება მონატრება და ბრაზი.
ცრემლებს ვასწრებ და საძინებლისკენ გავრბივარ, კარს მთელი ძალით ვაჯახუნებ.
მესმის როგორ იღება კარი.
-ლალო- გაბოს მონატრებული ხმა მესმის- გთხოვ ასე ნუ შემხვდები ამდენი ხნის შემდეგ
-მეგონა გაგიხარდებოდი
თავს ვეღარ ვიკავებ, ფეხზე ვდგები და მთელი ძალით ვხვევ ხელებს.
-როგორ მომენატრე- ჩურჩულებს და თავზე მკოცნის. ხელებს ისე ძლიერად მხვევს, მგონია ძვლებს ჩამიმტვრევს.- მოიწმინე სულელო ეგ ცრემლები და გავიდეთ,შენი მეგობრები იქ გელოდებიან. შუბლზე მაკორბს ტუჩებს და ცხვირზე უცებ მკბენს
- უხ შე ჯმუხო !- მკერდზე მივარტყი და კვლავ შემოვხვიე ხელი- საუკეთესო საჩუქარი ხარ ამ ახალი წლის.

მისაღებში ხელგადახვეულები გავდივართ და ჩვენკენ გამოქცეული თათას შეჯახებისგან ძლივს ვიკავებთ თავს.
- გაბრიელო, ამხელა მთა კაცი, ისე როგორ ჩამოხვედი რომ მე ვერაფერი გავიგე ჰა?- ხელებს ძლიერად ხვევს გაბოს და ქვითინებს
- რას დამტირი შე სულელო, კი არ მოვკვდი- თავზე დებილი ბავშვივით უსვამს ხელს და გულში იკრავს- დაბერდი და ამოვარდი ფორმიდან.
- მეხს დაგცემ შე დებილო, მაცადე ჯერ გული ვიჯერო შენი მონატრებით.
გაბოს და თათას შეხვედრის დღიდან ვიცი,რომ ერთად ყოფნა უწერიათ. მაგრამ იმდენად ტლანქი იყო ამ საკითხში ორივე, მხოლოდ ჩემი ანდერძის აღსრულებისას თუ შეძლებდნენ გრძნობებში გამოტყდომას...
არა და ზედ აწერია ორივეს ყველაფერი...
ღიმილით ვუყურებ ერთმანეთზე აკრულებს, ჯერ კიდევ იმის გააზრებაში მყოფი რომ 3 წლის შემდეგ ეს დეგენერატი ჩამობრძანდა.
აივნიდან არაბული და ლადო ერთად რომ შემოდიან იქ მეწყება ყურებში წუილი.
- აბა, არ დავლოცოთ ახალი წელი?- ინიციატივით გამოდის გაბო და მაგიდასთან ჯდება.
- ჭიქებს მოვიტან- სამზარეულოში გავდივარ და დახლს ხელებით ვეყრდნობი.ვცდილობ დავმშვიდდე.ნაბიჯების ხმა მესმის.
ვიცი რომ ისაა. წელში ვსწორდები და ჭიქებს,თეფშებსა და დანა-ჩანგალს ვიღებ.
უკან მიბრუნებულს კარის ჩარჩოზე მიყრდნობილი, თავჩახრილი არაბული მხვდება.
- ლალო-ამდენი ხნის შემდეგ, პირველად მესმის მისი ხმა.
- ახლა არ მსურს შენთან საუბარი- გვერდს ვუვლი და მისაღებში ყალბი ღიმილით შევდივარ.
გვიან დაიშალნენ ბავშვები. ბედის ირონიით ,ჩემ წინ მჯდომი არაბულსგან მთელი დრო ვგრძნობდი დაჟინებულ მზერას, თუმცა თვალსაც არ ვუსწორებდი.
- დარჩი რა ამაღამ, თათოც აქ რჩება - დივანზე მისვენებულ შეზარხოშებულ გაბოს ვუყურებ და თან სუფრას ვალაგებ.
- ტეხავს დათასთან ლალო
- ჩემთან არ ტეხავს სტუმარივით რომ უნდა წახვიდე?- ვერ დავმალე არაბულზე ეჭვიანობა, რომელიც ის იყო აივნიდან შემოსულიყო.
- დარჩი გაბო, გავალ მე
- ხო არ ღადოაბ, ვის უნდა მიადგე ამ შუაღამით, ავიდეთ წყნეთში ყველა ერთად ჰა?
- ეციება იქ საშინლად, მისადგომის პოვნა კი არ მგონია გაუჭირდეს ზოგიერთს- თათოს ხელზე პწკენას არ ვიმჩნევ და სამზარეულოში ჭიქები გამაქვს.
ოთახში დაბრუნებულს არაბული აღარ მხვდება
- რა საქციელი იყო ლალო?- წყენა იგრძნობოდა გაბოს ხმაში
- რასაც იმსახურებდა- მხრები ისე ავიჩეჩე, თითქოს და თავს კარგად ვგრძნობდი ჩემი საქციელით, თუმცა ყველაფერი პირიქით იყო.
იმ ღამით სამივე ჩემს საწოლში ვიწექით, ისე როგორც ვიცოდით ხოლმე.
შუაში უშველებლი გაბო გვყავდა ჩაწოლილი და მონატრებულს მთელი ძალით ვხვევდით ხელებს.
- როგორ მაკლდით პროსტა, ვერც კი წარმოიდგენთ- შუბლზე გვკოცნის ორივეს
- კაიიი, რას იძახი გოლიათო- გამოს თითებს თავის ხელში იბღუჯაბს თათა და ხელზე კოცნის.
- თქვენ აქ ერთმანეთი გყავდათ, მეკიდე პანჩურ ამორტყმული, მარტო ვიყავი
- ვინ გაძალებდა მერე წასვლას?
- გაისუსე ახლა და დაიძინე, მე და შენ სალაპარაკო გვაქვს ძააან ბევრი
- არაბულთან დაკავშირებულს ყველაფერს რომ ჩამოაშორებ, რაზეც არანაირად არ მინდა საუბარი, გრჩება რამე იმ ძააან ბევრიდან ცოტა მაინც?
- აუ, როგორ აირტყავ ლალო, შენ აზრზე არ ხარ
- მიდი დაიძინე, გალეწილი ხარ ამხელა კაცი.- ოდნავ ვიწევი, ორივეს ვკოცნი და თვალებს ვხუჭავ.

არაბულზე ფიქრსა და ნერვიულობაში არ ვიცი როდის ჩამეძინა.

დილით პირველს გამეღვიძა.
ისე სასაცილოდ იყვნენ ერთმანეთში ახლანჯულები გაბო და თათა, ფხუკუნით გადავუღე ფოტო და საძინებლიდან გავიპარე.
ყავა გავიმზადე და აივანზე გავედი მოსაწევად.
ტელეფონზე ლადოს შეტყობინება დამხვდა.
„ სანამ გადაწყვეტილებებს მიიღებ, კარგად დაფიქრდი და წინ გაიხედე. ყველა სიტუაციაში შენ გვერდით ვარ იცოდე <3 P.S. ჩემი და არაბულის „ერთად შემოსვლაზე“ არ ინერვიულო “

ისევ გამოჩნდა და ისევ ის ნაკოწიწები, საკუთარი თავისთვის მოჩვენებითი სიმშვიდე თავზე ჩამომამხო დათა არაბულმა.
ისევ ყველაფერი ამოაყირავა ჩემში და ყველა გრძნობა ხელახლა გამოაღვიძა.
ვერაფრით გადაგორებულმა არაბულმა...

ბაჯბაჯით გამოდის საძინებლიდან გაბო, რომელსაც ჩემი უმსუქნესი გუნდა უჭირავს ხელში.
- როგორ ეტყობა შენს კატასაც კი, ამ სახლში კაცის ყოფნას რომ არაა შეჩვეული. თათებს მირტყავდა თავში-ყურზე სასაცილოდ ურტყავს თითს და ძირს სვავს
- ძალიან მაკლდი გაბ- ვეხვევი და ყელში ვკოცნი.
- თუკი რამ გამიკეთებია ლალუ, მხოლოდ იმის ცდაში რომ შენ კარგად ყოფილიყავი, რაც შენი მხრიდან არა, თუმცა ზოგადიდ მხრიდან გამომდიოდა. ვიცი როგორც იყავი და ისიც ვიცი ახლა როგორც ხარ.ნეტავ მაშინ, ჩემთვის დაგეჯერებინა და არ გეფიქრა დათაზე ამდენი.
- ნეტავ მართლა დამეჯერებინა გაბ
- მაგრამ, იმ იდიოტს რომ აქვს გრძნობები შენ მიმართ, ეგეც დავინახე და დიდიხანია თან, უბრალოდ მე ორივეს მოგისმინეთ და ახლა ნეიტრალურში ვარ, იცით ორივემ რომ ძალიან ძვირფასი ხართ ჩემთვის და თავად უნდა გაერკვეთ ერთმანეთში. მანდ მე მეტს ვეღარ ჩავერევი.

იმ საღამოს წყნეთში, გაბოს აგარაკზე ავიბარგეთ.
მთელი მისი საძმაკაცო და საახლობლო ამოგვადგა.
საძინებელში ვიყავი, ფანჯარაში შემომჯდარი და ვეწეოდი. იმ საძინებელში, სადაც არაბულს ტყვია ამოვაცალე,სადაც ყველაფერი და ამავედროს არაფერი დაიწყო.
მესმოდა მისაღებიდან გამომავალი ბავშვების როხროხი და მხიარული შეძახილები ძველი ისტორიების გახსენებისას.
კარგად გავიგე „ეს ვინ მოსულაო“ შეძახილებით რომ შეხვდნენ და მისი ხმაც. დათა იყო არაბული.
საშინლად არ მინდოდა გასვლა და მისი ნახვა.
ისიც ვიცოდი,რომ ვერსად გავიქცეოდი და თუ არ გავიდოდი გაბოს რომ ვაწყენინებდი და თანაც,ძალიან.
-ლალო- საძინებელში თათა შემოვიდა,ხელებს მხვევს- დააწყდა იმ უბედურს თვალები შენ ძებნაში
-გავიდეთ სანამ გაბოც შემოვარდა-ხელებს ვუკოცნი თათას და ფანჯრიდან ვხტები.
მისაღებში ჩახუტებულები შევდივართ და პირდაპირ არაბულის მზერას ვაწყდები.
აშკარად ეტყობოდა,რომ მოსვლამდეც კარგად იყო შეზარხოშებული და იმ წამსაც ჭიქა ჰქონდა ხელში მომართული. არ გამომპარვია ჩუმად შეპარული ღიმილი მის სახეზე, თუმცა ვეცადე არ შემემჩნია.
-როგორ ჩამოცხაა-ვინ იქნებოდა თუ არა საბა ტაბატაძე, გაბრიელის მთელ საძმაკაცოში ყველაზე მასხარა ადამიანი, ენას ძვალი არა აქვსო, თუმცა ტუმცა საბას ენის მეტი არაფერი ჰქონდა.
- საბა-მის სავარძელს,სახელურზე ჩამოვუჯექი და კითხივს ნიშნებით ავსებულ საბას,გადაპარსულ თავზე ხელი გადავუსვი- რა ქნა ნიაკომ, დაგადო საბოლოო ჯამში?- მთელი ინტერესით ვკითხე,ნიაკოზე, რომელსაც ზუსტად ორი წელი გადაკიდებული ჰყავდა ეს რეგვენი
ოთახში ჯერ სიჩუმე და შემდეგ ფხუკუნის ხმები რომ გაისმა მხოლოდ ერთის მანიშნებელი იყო
- 1-1-ია შენ ძმობას ვფიცავარ- ხითხითებდა გაბო.
- არ მინდოდა თორე...- თავის მართლებას ცდილობს საბა წარბებს კრავს.
- კაი, კაი არ იდარდო, ვის არ მოსვლია- თავზე ვკოცნი და უცებ ვხტები მისგან,რათა საპასუხო მანევრი ავიცილო და გაბოს ზურგს ვეფარები.
- ოხ ლალო, ნეტა ერთი მაგ რქებს წაგატეხავდეს ვინმე რა,ძლიერი, მაღალი...- არაბულისკე იყურებდა საბა
- რქების არ ვიცი, მაგრამ -დაიგრგვინა არაბულმა და მეც გაბრიელის უკან ჩავიმალე
- კარგით ხო, რა იყო-ფარხმალს ყრის საბა
არაბული ჭიქაში შემორჩენილ სასმელს ცლის და ოთახიდან გადის.
- ნეტა სტოპი ისწავლო შენ რა-მის გვერდით მჯდომი თიკა კეფაში მსუბუქად არტყავს საბას.
იმ ღამით ძალიან გვიან დავიშალეთ, არაბული დარჩა და ალბათ, ეს იყო მიზეზი ვერაფრით რომ ვერ დავიძინე.
ტერასაზე გავდივარ.
მოაჯირს ხელებით ვეყრდნობი და სიგარეტს ვუკიდებ.
უამრავი მოგონება მქონდა ამ სახლთან დაკავშირებული, მთელი ჩემი ბავშვობის ყველა სეზონი.
თითქოს აქ ყოფნისას, სხვა არაფერი არსებობდა, ყოველთვის ,როდესაც აქ მოვდიოდით, ყველაფერს ქალაქის სიბინძურეში ვტოვებდით და აქ, ჩვენს „უკაცრიელ კუნძულზე“ მხოლოდ ბედნიერებით ვივსებოდით.

ახლაც, ისე იყო ბურუსში გახვეული მთელი არემარე, თითქოს ჩვენი ეზოს იქეთ არაფერი იყო. ქალაქიდან სინათლეებიც კი მხოლოდ ოდნავ, მკრთალად ბჟუტავდნენ ბურუსში.
-შეიძლება?
უკან მიბრუნებულს წელს ზემოთ შიშველი არაბული მხვდება.
-გაიყინები მასე და სიცხეს მოქცემს-მზერას ვაშორებ და ვბრუნდები.
ჩემ გვერდით მოაჯის ზურგით ეყრდნობა და სიგარეტს ისიც უკიდებს.
- მომენატრე - თითქოს ძლივს ნაპოვნი სიმამაცით ამოთქვამს ამ ერთ სიტყვას.
- შენ მასეთებიც იცი?
- არ გინდა ლალო, რა... ხო იცი რო არაა ეგ შენი
არაფერი მითქვამს.
- არ იცი რა რთულია-ერთხანს ჩერდება- არ მინდა რომ იმედები გაგიცრუო, რომ არ აღმოვჩნდე ის, ვინც შენ, მანდ გულში გყავს. არ მინდა რომ ინანო, შენი თვალები რომ ჩავაქრო.ისე რომ შემეშალოს რომ ვეღარ დავბრუნდე შენთან.
- შენი აზრით, ახლა არ მტკენ დათა? ახლა არ მიცრუებ იმედებს შენი ქცევებით? იმ ღამით ჩემთან, ყველაფრისთვის მზად ვიყავი შენთვის. მაინც გადავუარე ჩემს თავმოყვარეობას და დარჩენა გთხოვე, შენ კი? საერთოდ ქვეყნიდან წახვედი.- ვგრძნობ როგორ დაცურავენ ჩემი თვალები ცრემლებში.
- შენთან რამე რომ შემეშალოს ლალო, ჩემ თავს ვერასდროს ვაპატიებ.-ხელს წელზე მიცურებს და ზედ მიკრავს, სახეში კი მის ცხელ სუნთქვას მაფრქვევს,გამაბრუა.- მაგრამ ეს გრძნობა. ეს გრძნობა, რომლისაც პატარა ბავშვივით მეშინოდა.ეს ვნება, რომელიც შენ მიმართ მაქვს, შენი სურვილი, შენი ყველა შეხების, კოცნის, შემოხედვის.ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის შენგან შორს ყოფნა,აი აქ, ამ თავში, მხოლოდ შენ მეფიქრები და ჭკუიდან ვიწევი.-ყველა ძარღვი ეჭიმება სხეულზე - მინდა რომ ვცადოთ, ახლავე, ამ წამიდან მინდა რომ ვცადოთ- ჩემკენ იხრება და ცხვირზე მკოცნის, შუბლს შუბლზე მადებს და ცხვირს ჩემს ცხვირზე მიხახუნებს, ეღიმება- იმის ცდაში ვიქნები გამუდმებით რომ ყველაფერი ცუდი, ჩემიდან მომდინარე შენ აგაცილო.-ჩურჩულებს და ტუჩებზე მეხება.
- ამ სიტყვების შემდეგ არაბულო, ისევ რომ გაქრე, ისევ რომ წახვიდე. შენს მიმართ, ჩემ ყველა გრძნობას გეფიცები, რომ უკან აღარ დაბრუნებდი- ვეჩურჩულები კოცნიდან კოცნამდე და მთელი ძალით ვხვევ ხელებს გაყინულ მხრებზე.
- გავიყინებით, შევიდეთ- ძლივს წყდება ჩემს ტუჩებს და სახლში შევდივართ.
- ჩემთან დაიძინე რა- საძინებლის კართან ხელს არ მიშვებს და მეც მის ნებას დაყოლილი მივყვები.
მის მკერდზე მიდევს თავი, ხელები ჩემ წელზე აქვს შემოხვეული და ისე, როგორც აქამდე არასდროს, ჩემი მშვიდი სუნთქვისა და მისი გულის ფეთქვის ხმაზე მეძინება.

**
დილით მის კისერში სახეჩაფლულს მეღვიძება, ჯერ ისევ ძინავს.
იმის შეგრძნება რომ ახალ დღეს ისევ მის გვერდით ვიყავი და არა მარტო. იმაში დარწმუნება, რომ გასული ღამე არც სიზმარი და არც ჩემი ილუზია ყოფილა, არაბულის მშვიდად მძინარე სახე მარწმუნებდა. მიყვარდა მისი თითოეული ნაკვთი, გატეხილი მარცხენა წარბი, შუბლის ჭრილი და დაბალზე გადაპარსული ჩალისფერი თმა. სულ ოდნავ მოზრდილი წვერი. საოცრად ვარდისფერი ტუჩები, ოდნავ,მკვეთრად გამოყვანილი ყბები.
მის შემხედვარეს უნებლიედ მეღიმება, გაბრუებული თვალს ვერ ვაშორებ.
-დილა მშვიდობის - ძილისგან დაბოხებული ხმით ჩურჩულებს და ჩემკენ ბრუნდება.
ზანტად ახელს თვალებს და ტუჩებს ცხვირზე მაწებებს.
- მჩხვლეტს შენი წვერი
- უნდა მიეჩვიო -ოდნავ იწევა და მთელ სახეს ღიმილით მიკოცნის -აბა, კიდევ გჩხვლეტს?
- კიი - ნათქვამი არ მაქვს ისევ მკოცნის დაუსრულებლად.

და მაინც, რა მცირედით შეიძლება იყოს ადამიანი ცამდე ბედნიერი. როგორ მარტივად შეუძლია შენთვის ძვირფას ადამიანს გაგაბედნიეროს და მოღუშულ სახეზე ბედნიერება გამოგსახოს.
არ ვიცოდი რა იქნებოდა.არ ვიცოდი გამართლდებოდა თუ არა დათას „შიშები“, რამდენ ხანს გატანდა ჩემი ბედნიერება- ჩვენ, თუმცა იმ წამს,არაფერი მინდოდა სხვა. მხოლოდ ის წამი და მხოლოდ ის ადამიანი - დათა არაბული, ჩემი ბავშვობის სიყვარული.
იცით?! გვერდიდან ალბათ ბევრი გააკრიტიკებდა ჩემს არჩევანს, არაბულსაც და მეც ცალკე. მთლიანად „ჩვენ“-ს არსებობას, ყველა ნათქვამ სიტყვას, ყველა წასვლას, დარჩენასა და დაბრუნებას. სხვისთვის, ყველაფერ ამაზე, შეიძლება მეც მთელი დასტა ამეფარებინა კრიტიკის. იყო თუ არა საკუთარ თავზე გადაბიჯება?- იყო , ეგოიზმი?- იყო, უთავმოყვარეობა?- იყო.ცუდი არჩევანი?- შეიძლება. მაგრამ, როდესაც გიყვარს, როდესაც შენში ეს გრძნობაა, თავს კარგავ, ივიწყებ პრინციპებს. როგორც ქორწინებაში, ურთიერთობის ამ საფეხურზე, არის რაღაცები, რაც უნდა გადაყლაპო, მოითმინო, გეტკინოს. მარტივი საქმე არაა ორი რადიკალურად განსხვავებული ადამიანის,თუნდაც იდენტურის (შეძლებისდაგვარად) ერთად ქცევა, ერთ არსებად გარდასახვა. მხოლოდ რქებით წინ მიმწოლი ვერ იქნები ვერანაირ ურთიერთობაში. მთავარია ადამიანს ეს ყველაფერი გიღირდეს, მთავარია ამ ყველაფრის ნაყოფი მოიმკო. ყველა ურთიერთობა ვერ იქნება იდეალური, მხოლოდ ერთი ზოგადი გაგებით. იმდენი საფეხურია, იმდენი ლაბირინთია. ღმერთო, როგორ შეიძლება იდეალურობა სტანდარტებში ჩასვა, ან თუნდაც ურთიერთობა. ვიცი, რომ ჩემი გრძნობები და ურთიერთობა ბევრი თქვენგანის სტანდარტებში ვერ ჩაჯდება, მაგრამ ყველა წინააღმდეგობაზე, ყველა ტკივილზე ჩემი სიყვარული არაბულის მიმართ, იმდენად მძაფრდებოდა, იზრდებოდა. როცა გიყვარს, როცა გაბრუებული ხარ მისით, მერე ყველაფერს სხვანაირად აღიქვამ, შენი ტრფობის ობიექტზე აუგს არავის ათქმევინებ. მახოსვს, დედა არასდროს მაძლევდა ხალხში საყვედურს, ყველა შეცდომაზე ჩემ გვერდით იდგა, მაგრამ როცა ჩვენ ვიყავით,ზუსტად მიმითითებდა რა ჩემეშალა, ზოგჯერ ისე გამაკრიტიკებდა, მიწის გასკდომა მერჩივნა. ვფიქრობ ურთიერთობაც ასეა...
მაგრამ მაინც, მთავარი ის იყო, რომ მთელი გრძნობით, მთელი არსებით მიყვარდა დათა არაბული და წერტილი.

**
სამზარეულოში ერთად შესულებს რედგენზე გვატარებენ გაბო და თათა.
- კურთხევას არ იღებთ უვიცებო?- გრგვინავს გაბრიელი,რომელსაც ორ წამში ეღიმება
- ამხელა კაცი და მასხარა,ყავას დალევთ გვრიტებო?- მიღიმის თათა
- ჰიიი, „გვრიტებო“ - აჯავრებს გაბრიელი და შორდება თათას.
ტერასიდან, სარწეველა სკამში, არაბულის მუხლებზე მედო თავი და ყავას ვსვავდით.
- ნუ მიყურებ მასე- მიცინის არაბული, ჩემკე იხრება და ტუჩებზე კოცნას მატოვებს.
- საერთოდ აღარ შემოგხედავ- თვალს სივრცეს ვუსწორებ, გაბუტული და ვხედავ როგორ ბარდნის.- ვაიმე- ფეხზე წამოვტი და ტერასიდან ხელები გავიწვდინე ფიფქების დასაჭერად - დათ, შეხედე როგორ ბარდნის დათ
ჩემს ბავშვურობაზე დაუმალავად ეცინება და ზურგიდან მეკვრის.
ერთიიანად მითბება სხეული
- ჩავიდეთ რა, წამო- პასუხს არც კი ველოდები ისე ვჭიდებ ხელს და ქვედა სართულზე ვეშვები- თათაა , გაბოო - მთელ ხმაზევყვირი და ფილმის ყურებაში გართულებს ვაფეთებ- გარეთ ბარდნის, იცით რამხელა ფიფქები ცვივა? გავიდეთ ჩქარა.

ის წამები იყო ჩვენი, ოთხივეს ერთად,პირველი ყველაზე ბედნიერი წამები.
ხელ-ფეხის გათოშვამდე ახალ დადებულ თოვლში სირბილი, კისკისი და გუნდაობა.
იმ მომენტში ყველაზე გულწრფელი იყო ჩვენი, ოთხივეს ბედნიერება. ვარსკვლავებათამაშებული თვალები.

***
საახალწლო არდადეგები სრულდებოდა.
გაბოს ვაცილებდით, მხოლოდ ჩვენ ოთხნი ვიყავით.
ისე არ მინდოდა მისი კვლავ გაშვება, ისე ძალიან მიჭირდა.
მხოლოდ მისი ნათქვამი სიტყვები მიტრიალებდა თავში „ზაფხულამდე მხოლოდ და მერე მორჩა“
თითებზე ვითვლიდი თვეებს, კვირებსა და დღეებს მის ნახვამდე დარჩენილს და სული მეკუმშებოდა.
უკვე ესკალატორზე იყო.
თათა მთელი ძალით მეხვეოდა და ცრემლების დამალვას ცდილობდა.
უკან ბრუნდება მხრებში მოხრილი გაბო, წამში ისე ჩამორბის ესკალატორიდან, თათას ხელებს ვუშვებ მე და ჩემ სანაცვლოდ გაბო იკრავს მთელი ძალით გულში. მოწყვეტით კოცნის ტუჩებზე ჩუმად ნათქვამ „მიყვარხარ“ უჩურჩულებს და ისე მიდის, უკან აღარ ან ვეღარ იყურება.
გამოშტერებულ თათას კვლავ ხელებს ვხვევ, ვუყურებთ როგორ ფრინდება გაბრიელის თვითმფრინავი.


**
- ლალო რომელია?- ჩემთვის უცხო ბიჭი შემოდის აუდიტორიაში და აშკარად მე მკითხულობს.
- მე ვარ, რა ხდება?- დაბნეული ძლივს ამოვთქვამ
- არაბული გელოდები ქვემოთ- ისე გადის, თვალსაც ვერ ვაყოლებ.
- ხო მშვიდობაა?- თათა მეკითხება გვერდიდან.
- არ ვიცი, ჩავალ მე, სანამ შემოვიდა ლექტორი და დამირეკე რომ გამოხვალ.
ნივთებს ვიღებ და აუდიტორიას ვტოვებ.

უნივერსიტეტის შემოსასვლელში, როგორც ყოველთვის, თხელი, ფარატინა ზედით დგას არაბული და ეწევა.
- მშვიდობაა?- ჯერ კიდევ რამდენიმე ნაბიჯია ჩვენს შორის დარჩენილი
მიახლოვებულს ხელს მხვევს ღიმილით და მთელი ძალით მიკრავს გულში.
- დათა, ნუ მაშინებ, რა ხდება, რას იღიმი სულელო
- ძალიან, ძალიან მინდოდა შენი ნახვა და ჩახუტება- თმას ყურზე მიწევს და ლოყაზე მკოცნის.
- სულელი ხარ, გამისკდა დათა გული
- არ გინდა ერთად გადავიდეთ?
- რა?
- ხო, ერთად გადავიდეთ. ესე ვეღარ ვძლებ უშენოდ,საღამოდან საღამომდე, მინდა რომ ყოველ წუთს ჩემთან იყო.-ისევ მკოცნის
- ხო იცი, რომ მე ნინო გამიგიჟდება და შენ დედაშენი?
- ასე, ეგენი სულ გაგიჟდებიან
- სულელო-ყურს ვუწვალებ, ჩემ ჩვევას მიჩვეული კი არც კი იმჩნევს- ისედაც ჩემთან არ ხარ სულ, დედა რომ მორიგეა?
- ყველა დღე მინდა
- ოუფ, ვაფშე ყველა?
- ხო და კიდევ ყველა ღამე, ყველა დილა და საერთოდ ყველა წამი- უცებ მკოცნის ტუჩებზე და ჩემს დამორცხვებაზე გულიანად იცინის.
- ნუ იცი ესე დათა, კაი რაა
- ხო და გადავიდეთ ერთად
მკავებიდან ვუსხლტები და მანქანაში ვჯდები.ჩაწეულ მინას ეყრდნობ და თავს შიგნით ყოფს.
- საით?
- ცვლაშია ნინო დღეს- ვეკრიჭები და ისიც მანქანაში ჯდება. ჩემს ხელს თავის თითებში იქცევს და მკოცნის, მანქანას ძრავს.როგორ მიყვარდა, ჩემი სხეულის თითოეული წერტილი, სადაც კი მის ტუჩებს მიუღწევიათ.


სააბაზანოდან პირსახოც შემოხვეული გამოვდივარ.
ჩემზე მოშტერებული არაბულის მზერა რომ დავიჭირე თავის მართლებას მოვყევი
- გამოსაცვლელების შეტანა დამავიწყდა, ისე ვჩქარობდი.
- ანუ დაგავიწყდა
- ხო, დამავიწყდა-მისი ამღვრეული თვალები მათამამებს და საწოლზე მჯდომს წინ ვუდგები. ვხედავ როგორ ირევა და იშლება ჭკუიდან.
- ლალო, ძალიან ცელქობ- მზერას ვერ მწყვეტს.
მის კალთაში ვჯდები, მხრებზე დაყრილ სველ თმას უკან ვიწევ. ვუყურებ როგორ აყოლებს თვალს ჩემ თითოეულ მოძრაობას.
- აი აქ- ხელს ლავიწზე ვიდებ- მაკოცე დათ. წაშლილ მზერას მისწორებს,იმდენად ღრმად სუნთქავს, მეტი რომ აღარ არის შესაძლებელიი, ალმოდებულ ტუჩებს მაკრობს ლავიწზე.- ახლა აი აქ - ხელით მხარზე მივუთითებ და ისიც დაყვება ჩემს სურვლებს- აი აქაც მინდა- ხელს ყელზე ვიდებ და ისიც მხურვალე ტუჩებით სველ კოცნას მჩუქნის.ჩემს სურნელს ისრუტავს და სახეს მისწორებს.ჩემ თვალებში რაღაცას ეძებს და წამის მეასედში მაცხრება ტუჩებზე.
- ლალო-დახშულ ყურებს შორიდან წვდება მისი ხმა
პირსახოცი მეძარცვება სხეულიდან.
დაბინდული თვალებიდან ვხედავ ჩემ ზემოდან მოქცეულს.
მაისურის კიდეებს გაუაზრებლად ვწვდები და ვუწევ.იხდის.
მთელ სხეულზე ვგრძნობ მის მთრთოლვარე სხეულს.
ყველა წერტილში ვგრძნობ მის ცხელ სუნთქვას.
- მიყვარხარ- ტკივილს მისი სიყვარულითა და ვნებით სავსე ხმა მიამებს.
მისი პირველად ნათქვამი მიყვარხარ და ჩემი მთელი გამოძახილი სხეულით.

თავი ჩემს შიშველ მკერდზე ედო და სუნთქვის დამშვიდებას ცდილობდა.
მთელი სხეული მიკრთოდა განუზომელი სიამოვნებისგან, გულისცემა ყელში მაჭერდა.

- ყველაზე ბედნიერი ვარ შენთან -თავს წევს და ამღვრეულ მზერას მაპყრობს- ძალიან მიყვარხარ
ერთიანად მეკვირის სუნთქვა მის სიტყვებზე.

დილით მისი კოცნა მაღვიძებს
- ლალო- ქუთუთოებზე კოცნით ცდილობს ჩემ გაღვიძებას.- გავდივარ, საცაა მოვა ნინო
თვალებს ვახელ და მოშიშვლებულ მკერდზე საბანს ვიწევ,რის გამოც დათას ეღიმება.
- მიბრუნდი, ჩავიცვამ-იქვე დაგდებულ პირსახოცს ვიღებ- დათა მიბრუნდი გთხოვ.
- ჩემი მორცხვი გოგო- ზურგს მაქცევს და და მეც უცებ ვიხვევ პირსახოცს სხეულზე და ფეხზე ვდგები. ართიანად დაბუჟებული მაქვს სხეული და წონასწორობას ძლივს ვიჭერ.კარადისკენ მივდივარ და თხელ სარაფანს კარს ამოფარებული ვიცვამ ტანზე.
მოულოდნელად კისერში ვგრძნობ მის ტუჩებს.
- დათა- იმდენად მრცხვენოდა, მზერას ვერ ვუსწორებდი
- შემომხედე ლალო- ჩემს სახეს ხელებში იქცევს- შენ...- ხმა უწყდება- ხომ არ ნანობ?
ვგრძნობ როგორ უჭირს ამ სიტყვების თქმა.
ვნანობდი თუ არა? ყველაფერი ალბთ სხვაგვარად წარმომედგინა, თუმცა სინანულით ნამდვილად არ ვნანობდი, ყველაზე დიდ ფიზიკურ სიახლოვეს მასთან.
- რაც არ უნდა მოხდეს არაბულო, არასდროს ვინანებ ამ ღამეს,არასდროს ვინანებ არცერთ „ჩვენ“-ს
ერთიანად უბრწყინდება სახე.ნაჩქარევად მკოცნის და მიდის, მანამ სანამ ნინო მოვა.

რამოდენიმე წუთში მესმის უკვე ნინოს ხმაც.
- ლალო, სახლში ვარ -საშინლად ჰქონდა ხმა გადაღლილი
მთელი ძალით ვხვევ ხელებს და ლოყებს ვუკოცნი დედას
- თუ გგონიათ, რომ ვერ ვამჩნევ ჩემი მოსვლისას ,როგორ გადის ვაჟბატონი აქედან, ძალიან ცდებით.-ნიშნის მოგებით მეუბნება და პირსახოცით აბაზანისკე მიიწევს.- სანამ სულ აქ გადმოსახლებულა, იქნება გამაცნო მაინც?
- დედა... თვალებს ვქაჩავ და სირცხვილით აჭარხალებული სამზარეულოში ყავის გასაკეთებლად შევდივარ.

„მგონი ნინომ გაგვფაქტა“ -მომდის შეტყობინება, რომელსაც წამის შუალედით მეორეც მოყვება „ საშინლად მომენატრე“
ტექსტს ვკრეფ და ვუგზავნი „მიყვარხარ“


ყველაზე მეტად, იცით რომელ ფრაზეს ვერ ვიტან?
„ყველაფერ ცუდს, კარგი მოსდევს“ - იცით რატომ?
არასდროს არავინ ამბობს, რომ ამ ყველაფერის უკუპროპორციულიც ისევე მართებულია.
რომ ყველაფერ კარგს თან ცუდი მოსდევს.

სამყაროში ერთი წესია. არ შეიძლება იყო მუდამ ბედნიერი.
როგორც კი ბედნიერების ლიმიტს მიაღწევს, მაშინვე ბუმმ !... და ენარცხები. ისე ძლიერად ენარცხები, რომ აღარ იცი, შეძლებ თუ არა კვლავ წამოდგომას, ფეხზე დადგომას და შემდეგ, ისეთი შიში გიპყრობს, მომდევნო ბუმმ-ის, მომდევნო დანარცხების, რომ ბედნიერების შიშიც კი გიჩნდება.

მე ბედნიერი ვიყავი.
იმაზე ბედნიერი, ვიდრე ოდესმე წარმომდეგინა.
ყველა დღე, მხოლოდ ერთი რამით იყო მსგავსი და ეს დათა არაბული იყო.
ყოველი დღე ამტკიცებდა, რომ არაბული, არც მაქრობდა, არც მახრჩობდა და არც თავს მაზიზღებდა- პირიქით, ყოველ დღეს წინა დღეზე უფრო ბედნიერი ვიყავი და ლაღი. არ მეგონა თუ სამყაროში, რაიმე მოიძებნებოდა, რასაც ვერ შევძლებდი, რაც მატკენდა...

თუმცა, ყოველთვის უნდა გეშინოდეს იმის, რაც ჯერ არ მომხდარა.
და მანამ, სანამ ჯერ კიდევ შეგიძლიათ, გაიჟღინთეთ ბედნიერებით. იქამდე გაიჟღინთეთ, სხეული, გონება და სული სანამ შეგიძლიათ, სანამ ჯერ კიდევ არ მოსულა მოუსვლელიდან ვერ მომსვლელი და არ მოუქცევიხართ მის მარწუხებში, სანამ შეიპყრობს თქვენს სხეულს, სულსა თუ გონებას.
**
ჩემი და თათას კურსდამთავრებულობას აღვნიშნავდით.
მთელი სამეგობრო შემოკრებილები ვიყავით და დიდი ღრიანცელი გვქონდა გამართული.
- ჩემი დიპლომიანი გოგო- ყურთან მეჩურჩულება დათა და ხელს უფრო ძლიერად მხვევს მის გვერდით მჯდომს.
დათას ნათქვამზე ხმით მეცინება, რაც ბატონ საბას არ რჩება შეუმჩნეველი და მაშინვე ენთება თვალები.
- რაო გვრიტებო, რას ჟღურტულებთ მანდ?
- მიჩვარდი საბა, სანამ კარგ ხასიათზე ვარ- შემთვრალი დათა,ღიმილს ვერ იკავებს საბას ტუტუცობებზე. თავზე მკოცნის და სასმლის ჭიქას იღებს ხელში.
უეცრად მიპყრობს გულისრევის შეგრძნება და ნაუცბათებად ვდგები ფეხზე და საპირფარეშოსკენ გავრბივარ.
ნიჟარაზე დამხობილი ვგრძნობ შუბლზე დათას ცივ ხელებს, როგორ მიწევს თმას სახიდან.
- ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი კარგადაა პატარავ.
- ლალო- თათოს ხმა მესმის.
ქუთუთოებს ისე ძლიერად ვაჭერ ერთმანეს, თვალების გახელა მიჭირს.
არაბული სახეს მბანს და პირსახოცით მიმშრალებს.
- შემომხედე ლალო, კარგად გრძნობ თავს?- ჩემს სახეს ხელებში იქცევს და მზერას არ მაშორებს.
საშინელ სისუსტეს ვგრძნობ ფეხებში.
- რამემ ხომ არ გაწყინა ლალო, რაღაცამ უეჭველი გაწყინა.- ზურგზე ხელს მისვამს თათო და მკლავზე მკოცნის.
- სახლში წავიდეთ რა- ძლივს ამოვთქვი და არაბულის სხეულს ავეყუდე.


სახლის კარი დედამ, რომ გახსნა მახსოვს მისი წაშლილი სახე.

- დათა, რა მოუვიდა შვილო?
- მგონი რაღაცამ აწყინა, ქალბატონო ნინო. საწოლში ჩავაწვენ ხომ?
დათა პლედს მაფარებს და შუბლზე მაკრობს ცხელ ტუჩებს.
- უკეთ ვარ, არ იდარდო კარგი?- ჩემს ხელზე ჩაბღაუჯებულ მის თითებს ვკოცნი და მზერას ჩამუქებულ თვალებზე ვუსწორებ.
- დაისვენე მაშინ, წავალ მე და თუ რამე დაგჭირდა დამირეკე კარგი?
თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ ღიმილით და კარისკენ მიმავალთ თვალს ვაყოლებ.
დაძინებამდე არ მომშვებია ტანში ტეხვისა და სისუსტის შეგრძნება.
დილით გაღვიძებულს გვერდით თათა რომ დამხვდა,რომელსაც სახე მუჭებზე ჩამოედო და მოჭუტული თვალებით მიყურებდა, გული გადამიქანდა.
- ბოლოს როდის გქონდა? - ისეთი ტონით მეკითხება, თავი დაკითხვაზე მყოფი მთავარი ეჭვმიტანილი მგონია.
- რა როდის მქონდა თათა, ნუ გამაგიჟებ ახლა- პლედს ვიხდი და საწოლიდან ვდგები. მოულოდნელად ვკარგავ წონასწორობას და თავბრუსხვევას ვგრძნობ.
- აი ! ხომ გეუბნები. გადაგიცდა? - საწოლზე მუხლებით დგება
- ღმერთო - მხოლოდ მაშინღა გავიაზრე რას მეკითხებოდა. უარესად დამეხვა თავბრუ და გულისრევის შეგრძნებამაც არ დააყოვნა. პირზე ხელს ვიფარებ და ოთახიდან გავრბივარ.
- ლალო, გააღე კარი - ხელებს მიბრახუნებს კარზე.
სახეს ცივი წყლით ვიბან. მზერას ვუსწორებ სარკეში არეკლილ საკუთარ თავს და სადღაც, გონების კუნჭულში წამიერად ვუშვებ, რომ შეიძლება ფეხმძიმედ ვიყო.
მაგრამ არ ვიცი, უნდა გამიხარდეს თუ არა.
იმ წამამდე არასდროს მიფიქრია დედობაზე, შვილზე...
- ლალო- ფიქრებიდან თათას კივილს გამოვყავარ და კარს ვუღებ - ამწევ ჭკუიდან. გადაგიცდა თუ არა
- რა რიცხვია დღეს?
- 21
- 2 დღეში ველოდები.
- 2 დღეში თუ არ მოგივა, იცოდე მაშინვე ტესტს იკეთებ.
- თათა, საერთოდ რას მელაპარაკები ხვდები?
- რას გელაპარაკები ლალო, სექსი შენ გაქვს და მთელი ფეხმძიმობის სიმპტომები და შენ რო არ დაფიქრდი მაგაზე ეგაა გასაკვირი.
- მართლა რომ...- სიტყვა მიწყდება და ვხვდები როგორ მებინდება მხედველობა.
- ახლა არ მითხრა მოვიშორებო ან რამე ბრტყელ-ბრტყელი აზრები, თორემ ჩემი ხელით გამოგღადრავ ყელს, ხო იცი?
- თათა, ამაზე არასდროს მიფიქრია- ცრემლებს უკვე გადმოევლოთ ჯებირები.
- კაი, დამშვიდდი. დაველოდოთ და გავარკვიოთ.


ისე გაიწელა ის ორი დღე, საუკუნოდ მომეჩვენა.
ვცდილობდი, არაბულთან არ შემეჩნია ჩემი ღელვა, ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ თავად არ მეცოდინებოდა ყველაფერი ზუსტად. ღამეებს ფიქრში ვათენებდი, რა იქნებოდა, როგორ იქნებოდა. როგორ მიიღებდა ამ ამბავს ჩვენი, ორივეს ოჯახი, გარშემომყოფები. ყველაფერზე ვიფიქრე მილიონჯერ, ათასნაირად, მარჯვნიდან-მარცხნიდან.
მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ ერთხელ წარმოვიდგინე, ჩემ ცხოვრებაში არაბული, ხელში ჩვენი ვაჟით.საოცრად ფუმფულა, ხორბლისფერი ბიჭით, რომელიც კალმით იქნებოდა გადახატული არაბულისგან.წარმოვიდგინე, როგორ ყავდა დათას მკლავებში მოქცეული და როგორ დიდი სიყვარულით დაყურებდა ჩვენს შვილს.


ორი დღის შემდეგ, გეგმიურად რომ დამეწყო პერიოდი, ყველა ფიქრი გაქრა.
იმ მომენტისთვის მინდოდა, თანაც ისე ძლიერად მინდოდა ჩვენი შვილი, ჩემი და დათას ვაჟი, თათას რომ ვუთხარი მომივიდა თქო, ხმა ძლივს დავიმორჩილე რომ არ მეტირა.
ფიქრები, სადღაც გულის ცარიელ კუნჭულში მივჩქმალე და ყოველდღიურობას დავუბრუნდი.

სისუსტე უაზროდ დამჩემდა, საწოლიდან წამოდგომისას, წონასწორობას ვერ ვინარჩუნებდი.
ვფიქრობდი, ალბათ იმდენად განვიცადე წინა დღეები ამის ბრალია თქო.

**
ივლისი იყო.
თბილისში ისეთი სიცხეები დაიწყო, დღის მონაკვეთში გარეთ ვერ გახვიდოდი.
ჩემთან ვიყავით მე და თათა კონდიციონერის წინ დივანაზე გაწოლილები.
ნინო საავადმყოფოში იყო, საქმეებს აგვარებდა, კვლავ კურსებზე მიდიოდა თურქეთში.
- ძალიან გახდი შენ - ბრეტელებიანი მაისურიდან, შესამჩნევად მოჩანდა ჩემი ამომჯდარი ლავიწები.
- საერთოდ ვეღარ ვჭამ ამ სიცხეში, არ მაქვს მადა- თითქოს მაშინ შევნიშნე მეც, ლავიწებზე თითები რომ გადავიტარე.
- მოიკლა იქნებ თავი შიმშილობით, ვერ გიყურებს ერთი არაბული, შუქი რომ გაგდის უკვე?
- აბუქებ ახლა თამარა შენ
- მე ვიყო მართლა თამარა, შენ თუ ძვალი არ დარჩე, მასე თუ გააგრძელებ.
ჩემი ტელეფონის ზარმა დამიხსნა თათას კლანჭებიდან და მონოლოგებისგან.
დათა იყო.
- ჰოუ
- რას ჩვები ლალუ?
- თათაა ჩემთან და კონდიციონერს ვართ გაწოლილები შენ?
- რაღაცა საქმეები მაქვს და დავრბივარ. მოკლედ საღამოს გეგმები არ გაქვს როგორც ვიცი ,ხო?
- აჰამმ
- ხო და ანას დაბადების დღეა და დაგპატიჟა, უარი არ მიიღება. ყველა ელოდება შენ გაცნობას.
ანას, დათას დედის გაცნობა, ჩემთვის ყველაზე საპასუხისმგებლო, მაღალ ქულიანი გამოცდა იყო, დაახლოებით ისეთი, კურსის დახურვა არ დახურვას რომ გიწყვეტს.
ანა, საოცარი ქალია, ყველაზე მზრუნველი და მართლაც,რომ ულამაზესი ქალბატონი.
და მე, როგორც დათას შეყვარებულის, მის წინ წარდგენა, უკვე მილიონჯერ მქონდა გადავადებული. თუმცა ფაქტი იყო, რომ ამ ჯერად ვეღარ გადავავადებდი.


მათი სახლის კართან ვიდექით, გვერდით მდგომი დათა, გულიანად დამცინოდა ჩემ ნერვიულობასა და ცქმუტვაზე. კესანების თაიგულსა და ანასთვის შერჩეული საჩუქრის ყუთს, ხან ერთ ხელში მოვიქცევდი, ხან მეორეში.
ჯერ კიდევ არ ვიყავი „მზად ყოფნაში“ დათამ კარის სახელური რომ დაწია და - მოვედითო დაიძახა.

საოცრად ღიმილიანი სახით შემოგვეგება ანა.
არც კი მომსალმებია, მოულოდნელად ისე ჩამიკრა გულში.
- ლალო, როგორ მიხარია შენი გაცნობა
- მეც ძალიან, მიხარია. ეს ჩემგან, გილოცავთ დაბადების დღეს - თაიგულსა და საჩუქარს ვუწვდი და ისიც, ანთებული თვალებით, პატარა ბავშვივით მოუთმენლად, მაშინვე ხსნის საჩუქარს და შარფს ყუთიდან იღებს - ღმერთო, ლალო, რა ლამაზია ! - მის ხმაშივე იგრძნობოდა გულწრფელობა. ისევ ძლიერად მხვევს ხელებს- ულამაზესია, მადლობა, ჩემო გოგო.
მისაღებში ერთად შევდივართ, სადაც უკვე დათას მამაც გვეგებება.
- ლალო, სასიამოვნოა შენი გაცნობა, შვილო
საოცრად ჰგავს დათა მამას.თამამად შეგეძლოთ გეთქვათ რომ, 20 წელში, ზუსტად ასეთი იქნებოდა არაბულიც. ზუსტად ასეთი.
ხელებს მხვევს და ვგრძნობ, როგორ მითრთის მთელი სხეული.
არასდროს მიგრძვნია, როგორია მამის ჩახუტება. მამის სითბო და იმ მომენტში, არ ვიცი რატომ, გურამის ჩახუტება, საკუთარი მამის ჩახუტებად აღიქვა გულმა.
ადრეც მითქვამს.
არასდროს მიგრძვნია უმამობა,ბაბუს წყალობით.ყველა იმ გულის კუნჭულს,რომელსაც მამის მზრუნველობა და სიყვარული ჭირდებოდა, ბაბუს უსაზღვრო სიყვარული მივსებდა. იმ დროს, როდესაც ვხედავდი, ჩემ თანატოლებს, ბაღში, სკოლასა თუ თუნდაც ქუჩაში, როგორ ახლდნენ მამები,იმის შემყურეს, თუ როგორ გიჟდებოდა ზურა ძია თათაზე, მათი ურთიერთობის, გულში გაჩენილ ბზარებს, ბაბუს მოფერება და ერთი დაძახებული „ლალო“ მილესავდა.
თუმცა იმ საღამოს, სრულფასოვანი არაბულების ოჯახის შემყურეს, ვიგრძენი როგორ გაუჩნდა ჩემ გულს კვლავ ბზარები, როგორი სიცარიელე იყო იმ წილად,რასაც მამა ერქვა.
იმ საღამოს პირველად გავიაზრე ჩემი უმამობა.
ისე ძალიან მომინდა, შემძლებოდა დამეძახა ვინმესთვის - მამა
ჩემთვის შვილი ეწოდებინათ.

ტუჩზე სისველემა და სითბომ გამომაფხიზლა.
ჩემ გვირილებიან სარაფანს, მუხლებზე ტიტები,რომ აუყვავდათ.
- ლალო - შორიდან გავიგე დათას ხმა.
ხელი მოვისივი ცხვირთანა და თითები სისხლით შემეღება.
მაშინვე წამოიშალა ყველა სუფრიდან.
- ლალო, შემომხედე- თავზე მედგა დათა- არ ინერვიულო კარგი? - ხელსახოცით მიწმენდს ტუჩებს და ვხედავ როგორ თრთის მისი თითები
- მაპატიეთ- ვჩურჩულებ და ახლა უკვე ყელში ვგრძნობ უსიამოვნო სითხეს.
- სიცხის ბრალია, შვილო ალბათ- თმაზე ხელს მისვამს ანა- მოდი საპირფარეშოში შევიდეთ და სახე მოიბანე.
ფეხზე ვდგები და კვლავ თავბრუსხვევას ვგრძნობ.
დათას ხელებს ვგრძნობ წელზე.
- აქ ვარ, ლალუ, აქ ვარ
თავისი ხელით მბანს სახეს და თვლაებზე კოცნებს მიტოვებს.
- ჩემი სისხლიანი გოგო - მიღიმის, თუმცა თვალებში ეტყობა, როგორ შეშინდა.
- სახლში წამიყვანე დათა რა - ძლივს ამოვთქვამ
- წაგიყვან- შუბლზე მკოხნის და გულზე მიხუტებს.


**
ყოველ დღე უფრო სუსტად ვგრძნობდი თავს.
თუმცა ყველაფერს სიცხეებს ვაბრალებდი.
ნინო მორიგე იყო, შესაბამისად ჩემთან დათა რჩებოდა.

მის სხეულზე ვიყავი მისვენებული.
შიშველ ზურგზე თითებს დაათარეშებდა.
ჯერ ხერხემალს ააყოლა თითები, შემდეგ ჩამოაყოლა.
ნეკლებზე გადმომისვა ხელი და მერე ერთიანად დეჭიმა სხეული
- ძალიან გახდი, იცი?
- ამ სიცხეში ვერ ვჭამ ვერაფერს და რა გავაკეთო
- ასე არ შეიძლება, ყველა ძვალი გეტყობა ლალო
- ასე ნუ პანიკიორობთ რა-სხეულზე იქვე მიფენილი საღამური გადავიცვი და სააბაზანოში გავედი.

კბილებს ვიხეხდი, მოულოდნელად, რომ მეუცხოვა, ჯაგრისზე წითელი ფერი.
მთელი პირის ღრუ სისხლიანი მქონდა.
მთელი სხეულით ამიტანა კანკალმა.
თავის შესამაგრებლად ძლივს ჩავებღაუჯე ნიჟარას.
არ ვიცი, რამდენ ხანს მივშტერებოდი ჩემს გამოსახულებას სარკეში, რომელაც მართლად შესამჩნევად ეტყობოდა წონაში კლება.
ლავიწები ისე მქონდა ამომჯდარი, მხოლოდ თხლად გადაკრული კანი ამაგრებდა თითქოს სხეულზე.
ლოყები მკვეთრად დამთხელებოდა.
გვერდით მიბრუნებულს თვალში მკლავზე სისხლჩაქცევა მომხვდა თვალში.
ისევ თავბრუს ხვევა, გულის რევადა გაბმული წუილი ყურებში.

-კარგად ხარ?- ოთახში შესულს საწოლზე წამომჯდარი მხვდება დათა.
- აჰამ, კარგად ვარ- ფანჯარას ვხსნი და სიგარეტს ვუკიდებ. რაფაზე ჩამომჯდარი, მოკლე საღამურით, ვაკვირდები, როგორ გაზრდილიყო სივრცე შეტყუპებული მუხლებით, ფეხებს შორის.
სიგარეტს ვაფერფლებ და ვხედავ როგორ მეტყობა მყესები, ხელის მსუბუქ მოძრაობაზეც კი.

რაღაც გულს მიკაწრავდა.
იმ ღამით, რაღაცამ მოსვენება დამიკარგა.
არ მიძინია.


**

დედას წასვლის დღესვე წავედი კლინიკაში.სხვას ვერ ვენდობოდი თუ არა დედას კოლეგებს, თუმცა მთელი ოჯახის ფიცილის შემდეგ, რომ დედას ჩემი ვიზიტის შესახებ არაფერს ეტყოდნენ.
ყველანაირი ანალიზი ჩავაბრე.
პასუხებისთვის მეორე დღეს დამიბარს.
ვიცოდი, რომ რაღაც ისე არ იყო.

**
- გაბ- ეკრანზე მისი გამოსახულების დანახვისას, იმ წამს სულ სხვანაირად მენატრებდა.
- ჩემო თხაკიკინა როგორ ხარ?
- გაბ, ბილეთები ხომ არ აგიღია?
- ჯერ არა ლალო, წამოსვლამდე მინდა ჩემებს რაღაცების მოგვარებაში დავეხმარო და მერე ავიღებ ბილეთებს რა, რა ხდება?
- მომენატრე ძალიან გაბ, მალე ჩამოდი კარგი?
- ჩემი სულელი, ჩამოვალ მალე და შენ და დავითას მურმანის ეკლად გექცევით.
- ოღონდ შენ ჩამოდი და შუაში ჩაგაწვენ
- ვსიო, სიტყვაზე გიჭერ
- წავედი ახლა და დაგირეკავ მერე გაბ.
სახლში მარტო ვიყავი, 2 დღით. არც თათა მყავდა და არც დათა.
უსაშველო მარტოობას ვგრძნობდი. თუმცა იმ დღეებში ალბათ, ასე უმჯობესიც იყო.
ჩემ ფანჯარაში, ფოტოების თვალიერებაში ირიჟრაჟა.
ისე მომეწურა გული, ისე შემეკუმშა, როდესაც საოცრად ბნელ ღამეს კიდეებიდან სინათლე შეეპარათ.
თითქოს ჩემთვის განაჩენის დღე თენდებოდა.
თითქოს? მაშინ არ ვიცოდი, თურმე ასეც იყო.
შუადღისას წავედი კლინიკაში.
არ მახსოვს გზა კლინიკამდე, არც ის მახსოვს ბატონ ვახტანგთან კაბინეტში როგორ აღმოვჩნდი.
დახშულ სმენას მხოლოდ ერთი მოკლე წინადადება მიწვდა:
„ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია“

არც ის მახსოვს,როგორ გამოვედი კლინიკიდან.
როგორ აღმოვჩნდი ბაბუს საფლავზე.
ბაბუს მომღიმარი სახე, ცივ მარმარილოს ქვასაც ათბობდა. ჩემი საყვარელი ფოტო იყო იმ ქვაზე გამოსახული. ამ ქვას არ ეტყობა, ბაბუს ამ ფოტოში ჩემი კოცნებისგან სულ აწითლებული ჰქონდა ლოყები. სიცილისგან აცრემლიანებული, ლოყებში ჩამალული თვალები.ჭაღარა წვერი, სასაცილოდ უფარავდა ტუჩს.
პატარა რომ ვიყავი, მეგონა ბაბუს ზედა ტუჩი არ ჰქონდა. მხოლოდ „მჩხვეტარა“ ულვაში. მახსოვს, როგორ ინტერესით გადავუწიე თითებით ულვაში და მის სიღრმეში დამალული ბაბუს ზედა ტუჩის აღმოჩენისას, როგორი გაოცებული ვიყავი.
მის ყველა ნაკოცნ ადგილას, წითელი წერტილები მიჩნდებოდა, ბაბუ როგორც ამბობდა მის ნაკოცნებზე კოპლები „ამომდიოდა“.
-ბაბუ
მის საფლავზე მუხლებით ვემხობი. ბაჯებით მის ქვას ვწმენდ და ვკოცნი.
-ბაბუ, მჭირდები, ისე ძალიან მჭირდები ახლა. ისე მინდა შენი ჩახუტება შემეძლოს, შენ მუხლებზე თავის დადება. შენი ხმის გაგონება ბაბუ.
არ ვიცი რა ვქნა, მეშინია ბაბუ, ძალიან მეშინია. სიკვდილის არა ბა, იმ გზის მეშინია,რაც გასავლელი მაქვს, გასავლელი მაქვს მე, დედას, გაბოს, თათას, დათას. ასე როგორ გავიმეტო ბა. რა გავაკეთო, როგორ ვუთხრა ეს ყველაფერი. როგორ ვაყურებინო ჩემ კვდომას,ასე როგორ ვატკინო ბაბუ. ნეტავ ამ წამს მოხვიდოდე, ჩამკიდებდე ხელს და ამ წამსვე წამიყვამდე შენთან.რომ ვერ გავიმარჯვო, რომ ვერ დავამარცხო ბაბუ, რომ ვერ შევძლო, მერე რა იქნება ბაბუ. დედა როგორ დავტოვო?
შემიყვარდა ბა, ისე ძალიან შემიყვარდა,იმ სიყვარულით შენ რომ მიყვებოდი ხოლმე. ისე ძალიან მომინდა ბაბუ, მისი შვილის დედა გავმხდარიყავი, ისე ძალიან მომინდა დედა ვყოფილიყავი.
თათა და გაბო, ბაბუ? როგორ ვუთხრა, რანაირად ვუთხრა ბაბუ.როგორ გავამწარო ასე?

არ შემიძლია, არ მინდა ბაბუ. ნეტა სულ გავქრებოდე.
ნეტავ ჩემთან იყო , ისე ძალიან მჭირდები...
ვითომ შენ მუხლებზე მიდევს თავი კარგი? აი ასე, აი აქ დავწვები. ვითომ ისევ პატარა ვარ, ფეხებს მოვკეცავ, რომ ისევ დავეტიოთ ჩვენი ფანჯრის რაფაზე.აი ასე ბაბუ, შენ მუხლებზე მიდევს თავი. თმასაც გავიშლი ბაბუ, და მომეფერე კარგი? მე რომ მიყვარდა ისე მომეფერე. იცი? მალე თმაც აღარ მექნება ბაბუ, მომეფერე სანამ ჯერ ისევ მაქვს ბაბუ, ბევრი მომეფერე.
აქ ვარ, შენთან ვარ. გრძნობ რომ გეფერები? ამ მიწის ქვეშ, შენ რომ დაგტოვე, გრძნობ, ჩემ ხელებს ბაბუ? ნეტავ არ გამძიმებს ? გულზე ამდენი მიწა რ გამძიმებს? ნეტავ გეშინოდა ბაბუ, მანდ რომ დაგტოვეთ ? მე მეშინია ბა, ძალიან მეშინია.
ხომ დამპირდი, რომ ჩვენი ჭადრის ხე ჩემს სიბერესაც ნახავდა ბაბუ, მეც რომ შენთან წამოვალ, მერე ვისი ჭადრის ხეღა იქნება? სულ მარტო რომ დარჩება ბაბუ?

მომეფერე , გეხვეწები მომეფერე თმებზე...

ბა? ისევ აქ ვარ. დაღამდა.
დავიძინებ დღეს შენთან კარგი? მიღიღინე ჩემი ძლისპირული ბა და შენთან დავიძინებ, აი აქ, შენ გულზე ვიწვები და აქ დავიძინებ ბაბუ.

**
არ ვიცი,როდის მიწვდა ჩემ სმენას ტელეფონის გაბმული ზარი.
წამოვდექი. მთელი სხეული დაბუჟებული მქონდა.
უამრავი გამოტოვებული ზარი იყო თათასგან და დათასგან.
- დათა
- სად ხარ? - იმდენად გამტყდარი იყო არაბულის ხმა,რომელმაც ჯერ არაფერი იცოდა.
- ბაბუსთან ვარ დათ
- მოვდივარ.
ბაბუსთან ვიჯექი.
სიბნელიდან ნაბიჯების ხმა რომ შემომესმა.
- ლალო- თათას ხმა, გამეფებულ სიჩუმეში ისე ტკივილად გაჟღერდა,გულზე მწვავე ჩხვლეტა ვიგრძნენი.
ჩემ წინ მუხლებზე დამხობილა არაბული, ჩემ სახეს ხელებში იქცევს.
- როგორ შემაშინე- მკერდზე მიკრავს და ვგრძნობ როგორ კანკალებს მთელი სხეულით.
- სახლში წავიდეთ.- გაჭირვებით ვდგები ფეხზე და გვერდით ამომდგარი დათასა და თათას დახმარებით ვიწყებ სიარულს.
გზაში არცერთს ამოუღია ხმა. სახლში შესულმა, სარკეში ჩემ ანარეკლს მოვკარი თვალი და შემეშინდა. არ ვიყავი ის, ვინც იმ სარკის მიღმიდან მიყურებდა,ის შეშინებული გოგო, რომელიც იქედან დამტიროდა.

სახეზე ცივ წყალს ვისხავ და მისაღებში ვბრუნდები.
არაბული აივნის კართან იდგა და სიგარეტს ეწეოდა. თათა დივანზე იჯდა და მზერა სადღაც, სივრცეში შეყინვოდა.

- დათა - მზერას მისწორებს.როგორ მინდა გითხრა თუ რა ძალიან მიყვარხარ.- აღარ მინდა - ვხედავ როგორ გაურკვევლობაშია, თათას მზერა ჩემზე გადმოაქვს.ოთახის შუაგულში ვდგავარ - დავიღალე. - მზერას ვეღარ ვუსწორებ და სათქმელი სიტყვიების თითოეული ბგერა,ვგრძნობ როგორ მიდაგავს გულს- მახრჩობ, საკუთარ თავს ვკარგავ უკვე, ასე აღარ შემიძლია.- ვხედავ როგორ დგება თათა ფეხზე- დარჩი თათა - გაოგნებული ჯდება საწყის ადგილზე- არაფერია ისეთი, რაც არ უნდოდა იცოდე. მინდა რომ დავშორდეთ დათა, მე ჩემი მიზნები მაქვს და მინდა რომ ყველაფერი მშვიდად გავაკეთო. ჩვენი ურთიერთობა კი ყველაფერში უკან მწევს. მინდა რომ, როგორც აქამდე მიდიოდი ხოლმე ისე წახვიდე და გაქრე, თუმცა ახლა აღარ უნდა დაბრუნდე.
- ასე მარტივად ლალუ? ასე უბრალოდ აღარ გინდა?- ნაბიჯების ხმა მესმის. თავდახრილ მზერას ხვდება მისი ფეხები. წინ მედგა- შემომხედე თვალებში და ყველა ის სიტყვა გაიმეორე რაც წეღან თქვი. გაიმეორე რომ გახრჩობ, რომ გაქრობ, რომ ხელს გიშლი. გაიმეორე ლალო- ყვირის და სახეს ზემოთ მაწევინებს- თვალებში ჩამხედე და ისე მითხარი, რომ წავიდე.
- გითხარი უკვე, რაც სათქმელი მქონდა.
- კიდევ მითხარი. ამიხსენი რა მოხდა 2 დღეში, ამიხსენი სად შემეშლა, სად გატკინე, სად დავაშავე. ამიხსენი ლალუ !
- მინდა რომ წახვიდე გესმის ? მინდა რომ წახვიდე ! - მთელი ხმით ვყვირი და მის წინ იატაკზე ვეცემი - უბრალოდ მინდა რომ წახვიდე - ვეღარ ვიმორჩილებდი ხმასა და ცრემლებს.
- ვერ წავალ, უშენოდ ვერ ვიქნები- ჩემ წინ მუხლებზე დგება და სხეულზე მიკრავს.
- მომაშორე ხელები დათა, მომშორდი- მუშტებს მთელი ძალით ვურტყავ მკერდზე.
- დამშვიდდი გთხოვ, გევედრები დამშვიდდი ლალო, მოვკვდები. უშენოდ მოვკვდები- ნამსხვრევებად ჩამესმის მისი სიტყვები.
- უნდა წახვიდე დათა, ხომ მითხარი, ხომ დამპირდი, რომ თუ მე მენდომებოდა წახვიდოდი.
სუნთქვა ეკვრება. მთელი სხეული ეყინება ჯერ მას, მის გარეშე კი მე.
მესმის მისი ნაბიჯების ხმა. კარის გაჯახუნება და შემდეგ უკვე ჩემი ღმუილი.


- რა ჩაიდინე - ჩემ წამოდგომას ცდილობს თათო.
- ვუშველე
- რას უშველე ლალო, რას უშველე. ვერ ხვდები რომ გაანადგურე?
- ვუშველე თათო.

არ ვიცი, რამდენ ხანს იჯდა თათო იატაკზე თავჩარგული. რამდენხანს ვიჯექი კედლის ძირში მე.
ვგრძნობ როგორ მისველდება ისევ ზედა ტუჩი. სახეს მაჯით ვიწმენდ. იატაკზე რამდენიმე სისხლის წვეთი იყო.
- ლეიკემია მაქვს - ძლივს ამოვთქვი.
რამოდენიმე წუთს, თათას ხმა რომ ვერ გავიგე, მხოლოდ შემდეგღა ავხედე.
პირზე ხელი ჰქონდა აფარებული, ვხედავდი როგორ უცახცახებდა მხრები.
- მე კი, ლამის დავიჯერე მაშინ.ჩემი და დათას შვილიც კი წარმოვიდგინე.ისე ძალიან მინდოდა დედობა,დათას შვილის დედობა. მერე ისე ძალიან დამწყდა გული.
- ლალო
- არ მინდა რომ ის ყველაფერი გამოგატაროთ, რაც წინ მელის.
- რას ამბობ ხვდები?
- არ მინდა გიყურებდეთ, როგორ განადგურებთ, თათა
- საერთოდ დაკარგე აზროვნების უნარში? მეც უნდა მითხრა წადიო? მეც უნდა მომიშორო? ლალო, შემომხედე. არსად არ ვაპირებ წასვლას გესმის? აქ ვიქნები და არსად არ წავალ სანამ ყველაფერი არ ჩაივლის გესმის- სახიდან თმას მიწევს და სახეს ჩემს ყელში მალავს. ლავიწზე ვგრძნობ მის მოკანკალე ნიკაპს.- აქ ვიქნები ლალო, შენთან.
***
არ ვიცი დიაგნოზის გაგების ბრალი იყო, თუ დამძიმებული მდგომარეობის. სისხლედან მატულობდა. უკვე ძალიან მიჭირდა გადაადგილება.

შუაღამით დედა რომ დამადგა თავზე, არასდროს ამომივა მისი სახე თვალებიდან. ისეთი ტკივილიანი იყო მისი მზერა,ისეთი სევდიანი.
უკვე ყველაფერი იცოდა. ემზადებოდა ჩემთან ერთად საბრძოლველად და აბჯარს ისხამდა.
-არ ვაპირებ ჩემი ერთადერთი შვილი, დავთმოო- მეჩურჩულებოდა გადაბმულად და თმაზე მეფერებოდა.

***
გაბოს თათამ უთხრა.
-უნდა ჩამოხვიდე გაბო, ლალოს ჭირდები
მეტი არაფერი უთქვამს, ალბათ თათას მზერაში იგრძნო რომ ყველაფერი ცუდად იყო.


დიაგნოზის დასმიდან 1 კვირა იყო გასული.
იმ დღეს პირველი ქიმიოთერაპია მქონდა.
რამოდენიმე საათს სავარძელზე გადასხმის მოლოდინში ვიჯექი.
თათა მახლდა და რა თქმა უნდა დედა.
სრულიად გამოფიტულმა დავტოვე იმ დღეს კლინიკა.
და ჯერ მხოლოდ დასაწყისი იყო.
მდგომარეობა საკმაოდ მძიმე და არადამაიმედებელი, თუმცა უნდა მეცადა.
მთელი საღამო გულისრევა და საშინელი სისუსტე მქონდა.

გამთენიისას სახეზე ფერებამ გამომაღვიძა. საწოლთან გაბო იჯდა, ჩემი გაბო და მეფერებოდა.
ამხელა ბიჭი,იჯდა და ტიროდა.
- გაბ- საშინლად გამომშრალი ყელიდან ძლივს ამოვთქვი სამი ბგერა
- აქ ვარ ლალო, შენთან ვარ - გვერდით მიწვება და ჩემ უღონო სხეულს მკლავებში იქცევს- ყველაფერს მოვერევით გესმის? ყველაფერი კარგად იქნება - თითქოს საკუთარ თავს აიმედებდა იმ ღამით მოჩურჩულე გაბო.


**
ყოველ ღამით ერთად გვეძინე მე, თათას და გაბოს.
ყოველ დღე ვუყურებდი, თანდათან როგორ პატარავდებოდნენ ჩემი შემყურენი.
დათასგან არაფერი ისმოდა.
თხოვნა შემისრულა და ისე წავიდა, რომ აღარ დაბრუნდა.
მთელ სხეულსა და გულს ენატრებოდა არაბულის შეგრძნება, მისი სიყვარული. თვალებს მისი ნახვა ეწადათ.მაინც ყოველ წამს მინდოდა კარი შემოეხსნა და შემოსულიყო, ხელები ძლიერად შემოახვია და ეთქვა რომ ვუყვარდი.

- უნდა იცოდეს ლალო - ზურგით გაბრიელზე ვარ მიყრდნობილი.- უფლება აქვს შენ გვერდით იყოს, შენც ხომ იცი, რომ მისი გვერდით დგომა გჭირდება?
ფეხზე ვდგები და ფანჯარას ვაღებ.მინაში არეკლილი ჩემი თავი მაშინებს. კიდევ უფრო მეტად ვიყავი გამხდარი.
ქიმიოთერაპიები იმაზე მეტად კლავდა ჩემში ყველაფერ ბუნებრივს და ცოცხალს, ვიდრე წარმოვიდგენდი.
აღარცერთი ღერი აღარ მქონდა თმის შემორჩენილი.
თავზე თათას ნაჩუქარი ყვავილებიანი შარფი მქონდა შემოხვეული.
ჩემ თავს ვერ ვცნობდი. ერთიანად მქონდა სახე შეშუპებული და გადათეთრებული. უწარბოდ, უწამწამოდ.
- არ მინდა ასეთს მხედავდეს
- არაბულს შენ უყვარხარ ლალო და არა შენი გარეგნობა. ყოველღე მირეკავს, რაღაცას გრძნობს. აღარც მე შემიძლია მისი მოტყუება. არც ვნახულობ, თვალებში ვერ შევხედავ და ვერ მოვატყუებ გესმის?
- მართალია, გაბო ლალო.უნდა უთხრა სიმართლე
***
მომდევნო თერაპია იმაზე მეტად მძიმე აღმოჩნდა ვიდრე ყველა მანამდე.
მეგონა იმ დღეს ვერ გადავიტანდი.
საწოლში ვიწექი და თავზე გაბო და თათა მედგნენ.
სხეულზე მიწებებულ, სველ ტანსაცმელს მიცვლიდა თათა.
- გაბო, მოვიდეს - თუ იმ ღამეს ვერ გადავიტანდი, მინდოდა ბოლოჯერ მაინც მენახა და მეთქვა, რომ მიყვარდა.


არ მახსოვს როდის ჩამეძინა.
ლოყაზე კოცნას ვგრძნობ და თათას სურნელს ვცნობ.
- დათა მოვიდა, ლალო

ისე ამიფრიალდა გული, როგორც მაშინ, მისი პირველად ნახვისას, როდესაც შემიყვარდა.
- წამომაყენე, თათა, გთხოვ- ბალიშს მისწორებს და ზემოთ მწევს- თათ, ძალიან ცუდად გამოვიყურები? - ხელით დავსაბურავს ვისწორებ და მაისურის სახელოებს ვიწევ, ნანემსრების დასამალად.
- ყველაზე ლამაზი ხარ, ჩემო სიყვარულო- შუბლზე მაკრობს ტუჩებს.
კარზე ჩუმი კაკუნი მესმის. გულისცემა ყელში მებჯინება.
კარში ნაცნობ, წელში მოხრილ სხეულს რომ ვლანდავ და მასში საყვარელ მამაკაცს ამოვიცნობ.
რამდენიმე ხანს კარში შედგა. თავი დახრილი ჰქონდა. მხრები მძიმედ აუდ-ჩაუდიოდა.
ვხვდებოდი, როგორ უჭირდა შემოხედვა, ჩემთან მოსვლა.
როგორც ჩანდა გაბოს და დედას ნათქვამი ჰქონდათ უკვე ყველაფერი.
- მე გავალ - კარისკენ მიდის თათა და არაბულს საფეთქელზე კოცნას უტოვებს, რაღაცას ეჩურჩულება თუმცა არ მესმის.
რამოდენიმე წამში თავს ზემოთ წევს, საძინებლის მბჯუტავ განათებაზეც კი ვხედავ მის ცრემლიან თვალებს. ჩემკენ მოდის და საწოლის კიდეზე ჯდება.
არ მიყურებს.
- მაშინ, წყნეთში. ცუდად რომ გავხდი. მეგონა ფეხმძიმედ ვიყავი, თათამ შთამაგონა.
სანამ დავაზუსტებდი ბევრს ვფიქრობდი ამაზე. ფიქრებში, წარმოვიდგენდი, როგორ გყავდა მკლავებში მოქცეული ჩვენი ბიჭი. უფუმფულესი და ულამაზესი იყო. ყველა ნაკვთი შენი ჰქონდა. ისეთი სიყვარულით უყურებდი, ისეთი ბედნიერი იყავი. - ჩემკენ ბრუნდება და მზერას მისწორებს- მერე, როცა გავიგე,რომ არ ვიყავი ფეხმძიმედ, ჩემი ფიქრები და ოცნებები მივივიწყე. იმდენად განვიცადე, ჩემი უმადობა და სისუსტე ამას მივაწერე. იმ მომენტში მზად ვიყავი შენი შვილის დედობისთვის და ისე ძალიან მინდოდა დათ, როგორც არასდროს არაფერი.- ვხედავდი, როგორ დაეჭიმა კისერზე ძარღვები, თუმცა მზერას ვერ ვუსწორებდი- იმ დღეს გავიგე დიაგნოზი,როდესაც წასვლა გთხოვე. სიმტომები იმდენად გამიმძაფრდა, ვხვდებოდი, რომ რაღაც არ იყო წესრიგში. არ მინდოდა,რომ ასეთი გენახე, არ მინდოდა რომ ის ყველაფერი გამოგეარა,რაც ჩემდა უნდებურად დედას, გაბოს და თათას გამოვატარე. ხომ ნახე, რას გვანან, ხომ ნახე როგორ ვტკენ. არ შემეძლო შენთვისაც ასე მეტკინა. არ მინდოდა ასე გენახე დათა. შემომხედე რას ვგავარ, შემომხედე- ხმას და ცრემლებს ერთანაირად აეშვათ უღელი - აღარაფერია ჩემში ცოცხალი. არ ვიცი, თუ გავუძლებ, თუ გადავიტან, არ მინდა რომ მოვ...- თითებს ტუჩებზე მაფარებს და არ მაძლევს იმ სიტყვის წარმოთქმის უფლებას, რომელიც მთელი ეს პერიოდი თავში მიტრიალებს, მღრღნის.
- არ გაბედო, ფიქრიც კი.მოერევი, დაამარცხებ და კარგად იქნები. სხვა გზა უბრალოდ არ გაქვს, სხვა გზა არ არსებობს გესმის?- გამომშრალ, გაუხეშებულ ტუჩებზე კოცნას მიტოვებს- უფლება მქონდა, შენთან ვყოფილიყავი ლალუ, შენთან ერთად გამომეარა ეს ყველაფერი. ეს უფლება არ უნდა წაგერთვა.ჩემთვის უშენოდ ყოფნა სიკვდილია, უშენოდ უბრალოდ ვერ ვარსებობ.
- არ თქვა დათა, გთხოვ. ასე ნუ ამბობ
- არსად აღარ წავალ გესმის? არსად წავალ.


***
არც წასულა არაბული იმ ღამის შემდეგ.
ფაქტობრივად ჩემთან გადმოსახლდა.
ყოველ დღე უფრო მძიმედ ვგრძნობდი თავს. სიარული ფაქტობრივად აღარც შემეძლო. არაბული ხელით დამატარებდა სახლიდან კლინიკამდე, კლინიკიდან სახლამდე.
თავისი ხელით მბანდა და მაცმევდა.
დროის უმეტეს ნაწილს ძლიში ვატარებდი.
კლინიკის გარდა არსად გავდიოდი.
არ მინდოდა ვინმეს ასეთი ვენახე, ასეთი დავმახსოვრებოდი.



***
ჩემი დაბადების დღე იყო
ჩემ წინ, საწოლთან ტორტით ხელში იდგა დედა.დათას მკერდს ვიყავი მიყრდნობილი და თავზეე სასაცილო ქუდი მეხურა. თათა და გაბო ერთხმაში მიმღეროდნენ
- ჩააქრე ლალო !
სანთელს სულ ვუბერავ და ბედნიერად ვუკრავ ტაშს
ალბათ ბოლო დაბადების დღე იყო, ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად. ალბათ ბოლოჯერ მიმღეროდნენ და ბოლოჯერ ვაქრობდი სანთელს.

დათას მკერდზე მედო თავი.
- დათ
- გისმენ
- მინდა რომ რაღაცას დამპირდე
- არ მიყვარს ასეთი საუბარი ხომ იცი
- გთხოვ
- ლალუ
- დათ, მინდა რომ დამპირდე-ყელში უზარმაზარი ბურთი მეჩხირება- თუ რამე მომივა, თუ ვერ გავუძლებ
- ლალო !
- ნუ მაწყვეტინებ გთხოვ. მინდა დამპირდე, რომ შეძლებ და ჩემი შენდამი სიყვარულის გამო, დროთა განმავლობაში ცხოვრებას გააგრძელებ. მინდა რომ დამპირდე, მე თუ ვერ შევძლებ ჩემ ოცნებაში წარმოდგენილი შენი ბედნიერი სახის ნახვას, თუ როგორ გყავს ჩვენი შვილი მკავებში, თუ ვერ შევძლებ მე ვიყო შენი შვილის დედა, მაინც გახდები მამა, მინდა რომ ოჯახი და შვილი გყავდეს. მინდა რომ ბედნიერი იყო გესმის? გთხოვ დამპირდი
- შენ გარდა ვერავის შევიყვარებ ლალო, შენ გარდა, ვერავინ იქნება ჩემი შვილის დედა
- დათა, გთხოვ
- ცოლად გამომყევი ლალო

- არაფერს მეტყვი?
სახეს ხელით აწვინებს, სისხლი ეყინება, საყვარელი ქალის სხეულს, თვლაებზე ცრემლები შერჩენოდა.
- ლალო ! - არაბულის ღმუილმა მოიცვა ღამის სიჩუმე
- ნინო მიშველე !- ყვიროდა არაბული და მკლავებში მოქცეულ სხეულს გულში იკრავდა.
ოთახში ჩემოჭრილნი კართან ხევდებიან.
- ლალო ! - კართან იკეცება გაბრიელი
ნინო უახლოვდება შვილის სხეულს, მკლავებიდან აგლეჯს არაბულს და გულის მასაჟს უკეთებს.
- მიდი დედა, მიდი... გევედრები ახლა არა ლალო, გთხოვ ახლა არა შვილო- არ წყვეტდა შვილის სიკვდილისგან დახსნას.- არ გაბედო, ჩემო ერთადერთო
სასწრაფოში რეკავდა თათა და დახმარებას ითხოვდა.
ღრმა ამოსუნთქვა, ამობერილი მკერდი...
- სუნთქავს... პულსი აქვს


საშინელი წვიმა იყო იმ ღამით თბილისში.
თითქოს მთელი ზეცა ჩამოიქცაო.
ბობოქრობდა ცაში შემზარავად მოთამაშე ელვა. ღამის ცაზე ბზარებად რომ ჩნდებოდა. იმ ღამით დაბზარული იყო დათა არაბულის გულიც.


იმ ღამით, იმ დაწყევლილ ღამით, ლალო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მოსაცდელში,იმ კარს მიღმა, რომელშიც რამოდენიმე საათის წინ ლალოს სხეული შეიტანეს,სკამზე იჯდა დათა არაბული. სახე ხელებში ჰქონდა მოქცეული, მზერა კარის ძირში დავარდნილ სინათლეზე შეყინვოდა.
არ ამოსდიოდა თვლებიდან ბოლო ფრაგმენტები.
წამიერად ეგონა,რომ დაკარგა.
მის მკერდზე უგონოდ მისვენებული რომ ნახა საყვარელი ქალი.
იმ წამს ეგონა თავადაც მოკვდა.
ახსოვს როგორ ებღაუჭებოდა მის მოშვებულ თითებს, როდესაც ნინო მკერდზე მუშტებს ურტყავდა.
როგორ უღონოდ ჰქონდა თავი გადაგდებული, ხელში აყვანილი ეზოში რომ ჩაყავდა.

ჯიბიდან ლალოს თავსაბურავი ამოაძვრინა, სანამ შეიყვანდნენ, თავიდან რომ მოძვრა.
სახესთან მიიტანა და საყვარელი ქალის უკვე მონატრებულ სურნელს დაეწაფა.

ძლიერად დაიქუხა ცამ. თითქოს მიუხვდა არაბულს გულის კვდომას.
- ისე ძალიან ეშინია ლალოს ქუხილისა და ელვის - ამოიტირა გაბრიელს მიხუტებულმა თათამ.
გაახსენდა.
- დათა...- ყურში აკანკალებული ხმით ეჩურჩულებოდა ლალო.
მისკენ გადმობრუნდა ძილბურანში მყოფი.
- დათა, ძალიან ქუხს - საბნიდან მხოლოდ თვალები უჩანდა ლალოს
იმ წამს, მისი შეშინებული თვალების დანახვისას, არაბულს ხელახლა შეუყვარდა, ის ამღვრეული, შიშჩამდგარი თვალები.
საყვარელი ქალის სხეული მკერდზე აიკრა და თავადაც საბნის ქვეშ მოექცა. ყურებზე ხელები ააფარა.
- აი ასე. ახლა ვეღარ გაიგონებ ქუხილს.
მას შემდეგ ყველა ქუხილზე არაბულს ჰქონდა მის ყურებზე ხელი აფარებული. შეამზადებდა ხოლმე, ახლა დაიქუხებსო და ყურებზე ხელებ აფარებულს გულში იკრავდა.


იმ კარის ძირში, დაცემული შუქი რომ გაიზარდა,მხოლოდ მაშინ აწია თავი ზემოთ.
მხრებში მოხრილი ნინო გამოვიდა კარიდან.
თითქოს რამოდენიმე წლით დაბერებულიყო სულ 2-3 საათში.
მზერა იქ მყოფთ მოავლო ქალმა და მხრები აუცახცახდა.
- ხელოვნურ კომაში გადავიყვანეთ
ზარივით გაისმა მთელ სივრცეში ეს ერთი წინადადება.
- ძალიან არის დასუსტებული მისი ორგანიზმი.ფხიზლად მყოფი რამდენხანს გაუძლებს არ ვიცით. ასე უფრო დიდხანს მაინც - ტუჩებზე თითები აიფარა და იქვე ჩაიკეცა
გაბრიელმა ხელები მოხვია ნინოს და წამოაყენა. არ იცოდა როგორ უნდა დამეშვიდებინა, ან ენუგეშებინა დედა, რომელსაც თავად უწევს ყველაზე მძაფრად აღიქვას სიტუაცია, რომელმაც თითოეულზე უკეთ იცის რა ხდება საკუთარი შვილის თავს. რომელსაც არ შეუძლია სხვასავით, ფუჭ იმედებს ჩაებღაუჭოს, ჰქონდეს ვინმეს იმედი, ვინც ერთადერთ შვილს გადაურჩენს.
დედა, რომელსაც არ შეუძლია, ღიმილიანი შვილის დანახვაზე იმის ფიქრი, რომ უკეთაა, იმიტომ, თავად იცის, მთელი ამ პერიოდის მანძილზე წინ ედო ის დასაწვავი ფურცლები, რომელიც ხაზგასმით აუწყებდა, რომ არაფერი არ იყო კარგად.

გახევებული არაბული,რომლის გონებაშიც ჯერ ისევ ნინოს სიტყვები ტრიალებდა.ადგილს წყდება.
საავადმყოფოს ისე ტოვებს, ვერაფერს იაზრებს.

დილის 04:17 საათი იყო
წვიმაში ერთიანად გალუმპული დათა არაბული, მთელი ძალით ურტყავდა მუჭებს კარს, რომელიც ცოტახანში საღამურებში გამოწყობილმა ანამ გააღო.
შვილის ასეთ მდგომარეობაში ნახვისას მიხვდა, რომ ცუდი ამბავი ტრიალებდა და ვერც შენიშნა, ისე ჩამოუგორდა ქალს ღაწვებზე ცრემლები.

კარის ჩარჩოებს ეჭიდებოდა არაბული.
სახიდან წვეთებად ჩამოდიოდა ცრემლებში არეული წვიმა.
დედას მთელი ძალით შემოხვია ხელები და საშინელი ღმული აღმოხდა ბაგეთაგან.
- ვკვდები დედა - მართლაც მოგაგონებდა არაბულის ხმა, სასიკვდილოდ დაჭრილი, სიცოცხლის ბოლო წამებში გამოკიდებული ადამიანის ბოლო სუნთქვის ამოყოლებას.

დედის მუხლებზე ედო თავი და მზერა, სადღაც უსასრულებაში გადაესროლა.
მთელი სხეულით კანკალებდა.

პირველად ენახა ანას, თავისი შვილი ასეთი სუსტი, პატარა, განადგურებული.
ის ორ მეტრიანი კაცი, სამყაროს უსამართლობას,მის ღვარძლსა და დაუნდობლობას,ახლა დედის კალთაში რომ ემალება, თავისი გააზრებული თუ გაუზრებელი ცხოვრების მანძილზე პირველად ვერ მალავდა ტკივილს.
ახსოვს ანას, 5 წლის იყო მაშინ არაბული, ველოსიპედიდან რომ გადმოვარდა და მთელი მუხლი, ძვლამდე გადაიყვლიფა. გაგიჟებული იყო ანა, ექიმის მაგიდაზე შემომჯდარი არაბული,რომელსაც ჭრილობას უმუშავებდნენ, ანას სახიდან ცრემლებს წმენდდა,თავად კი მხოლოდ თვალებს აჭერდა ძლიერად. ასე იყო სულ დათა არაბული. არასდროს აგრძნობინებდა გარშემომყოფებს მის ტკივილის, ეს ყოველივე კი ანას მუდამ აშინებდა, ვერ ხვდებოდა რა ტრიალებდა მისი შვილის გულში.
თუმცა ლალოს ამბავი და ის დაწყევლილი ღამე სულ სხვა იყო.
როდესაც დათამ ოჯახს გაანდო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ატირებულ ანას ცრემლების შემშრალება თხოვა, „არაფერი არაა სატირელი ანა, მალე ყველაფერი კარგად იქნება“. წამით ვერ შეატყობდი არაბულს ღელვას. ალბათ იმიტომ, რომ არცერთი წამით არ უშვებდა „ულალობას“, არ უშვებდა, რომ შეიძლებოდა ვერ გაემარჯვათ ამ ომში.

უჭირდა, განა არ უჭირდა?
როგორია უყურო საყვარელ ქალს, რომელსაც ყველ გაღიმებაში, ყველა გამოხედვაში, სიტყვაში, ამოსუნთქვაში ტკივილი აქვს გაჟღენთილი. უყურო ქალს, რომელიც სულ მცირე ხნის წინ სიცოცხლით იყო სავსე, რომლის ყველა ამოსუნთქვის, გამოხედვის და ღიმილის მიზეზი მხოლოდ თავად იყავი, ახლა კი...
იაზრებდა,როგორ ვერ იაზრებდა არაბული, რომ ქალს,რომელსაც აღმერთებდა, რომლის ოდნავ ტკენა და მოწყნეც კი არაბულს სულს უგლეჯდა, რომელთან ხელჩაკიდებულიც ცხოვრებას მიყვებოდა და გონებაში მასთან ერთად გასავლელ გზებს ხატავდა, მეორე მხრიდან სამყაროს ღვარძლი ჩაებღაუჯა. მის ნატიფ თითებზე იმხელა ტკივილს აეხლართა თავისი მარწუხები და ისე ძლიერად ექაჩებოდა თავისკენ. ხვდებოდა არაბული, როგორ უსუსტდებოდა მის ხელში მოქცეული ლალოს თითები, როგორც უფსკრულში გადაკიდებულს.

მაგრამ ვერ დაუშვებდა.
იმ უფსკრულში ან არცერთი, ან ორივე გადაეშვებოდა თავით. ცალ-ცალკე არცერთი.

- ცოლობა ვთხოვე - არსაიდან გაისმა ტკივილით გაჟღენთილი არაბულის ხმა - ვერ მიპასუხა.მეგონა აღარ იყო, არ ვიცი გაიგო თუ არა ჩემი სიტყვები, არ ვიცი მოვასწარი თუ არა მისთვის იმის გაგონება,რომ მინდა ჩემი ცოლი გახდეს. არ შემიძლია რომ გავუშვა ანა, ამის უფლებას ვერ მივცემ.
ისევ ფრაგმენტებად ესახებოდა არაბულს გასული საღამო, ლალოს სახე...
- ნეტავ, ნეტავ ამდენი ხანი არ დამეგვიანა. ნეტავ ჩემი თავისთვის მიმეცა უფლება და იმ წამიდანვე მასთან ვყოფილიყავი, როდესაც დავინახე,შემიყვარდა. მეგონა ყველაზე ცუდი მის ცხოვრებაში მე ვიქნებოდი და ისე ვცდილობდი საკუთარი თავისგან დამეცვა. თუმცა შემეშალა, არ უნდა დამეკარგა ამდენი დრო.
- ყველფერი გაივლის დე, კიდევ ბევრი დრო გექნებათ წინ
- ხელოვნურ კომაშია, ნინომ თქვა...-სიტყვა გაუწყდა არაბულს- ვეღარ ერევა დე...
ღრმა ბავშვობის შემდეგ აღარ დაუძახია ანასთვის დედა არაბულს.ყოველთვის ანა იყო,რომელიც დათასთვის პირველი მეგობარი, საყრდენი, ქალი და თანამოაზრე იყო. ახლა კი დედა ჭირდებოდა, მხოლოდ დედა, რომელიც როგორც პატარაობისას, ეტყოდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ ის ტკივილი,რომელსაც ახლა გრძნობდა, გაივლიდა, დაავწიყდებოდა...
- ახლა შენ ჭირდები ჩვენ გოგოს ყველაზე მეტად. ახლა უნდა იყო ძლიერი გესმის?-შვილის სახეს ათრთოლებული თითებით ეფერება ანა -მე ვიცი რომ ამას შეძლებ.უნდა შეძლო, იმიტომ რომ ვერცერთს ვერ დაგკარგავთ.

დედის სიტყვებმა არაბულს თითქოს მეორე სუნთქვა გაუხსნაო.ის ნუგეში, იმედი იპოვა რასაც ეძებდა.


***
დილიდან კლინიკაში მივიდა
სკამებზე მძინარე მეგობრების დანახვისას,გულში მძიმე დარტყმა იგრძნო, თითქოს თავი დაიდანაშაულა,რომ წავიდა.თუმცა კი იცოდა, რომ არ წასულიყო, რომ არ გამოეშვა მასში არსებული ტორნადო-ტკივილის,ბრაზისა და ღვარძლის, იქვე აფეთქდებოდა.

ლალოს პალატიდან იმ წამს გამოვიდა ნინო,რომელსაც დათას დანახვისას, თითქოს ტკივილი შეუმსუბუქდაო.ისე მოულოდნელად შემოხვია არაბულს მკლავები და მის მხარზე ატირდა, ამ უკანასკნელს რამოდენიმე წამი დაჭირდა გასააზრებლდა და შემდგომ მანაც ძლიერად შემოაჭდო ხელები ნინოს.
- არავის და არაფერს დავუთმობ მის თავს.ყველაფერს შევძლებ და არსად გავუშვებ გესმის?
ეჩურჩულებოდა არაბული ნინოს და როგორც ლალოს, თავზე კოცნებს უტოვებდა.
- შედი მასთან,შვილო.ეს ორივეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.


იმ ღამით, გაბრიელმა რომ მიაკითხა. ყველაფერი რომ მოუყვა და ფეხქვეშ მიწა გამოაცალეს. მთელი სამყარო თავზე რომ ჩამოექცა, საყვარელი ქალის მონატრება და სიშორე სულს რომ უჯიჯგნიდა და გულს უფლეთდა -ფერები წაართვეს, სუნთქვა შეუზღუდეს. იმ ღამით არაბულის გული, ტკივილმა საკუთარ მარწუხებში მოიქიცა და ყოველ წამს, იმ წამიდან უფრო და უფრო უჭერდა,უფრო და უფრო ბზარავდა.
ეგონა იმ ღამეს, ლალოს ოთახის კარის შეღება იყო ყველაზე რთული. მისი ჩამქრალი თვალაბის დანახავდა,მისი ტკივილის შეგრძნებასთან ერთად - დანახვა. იმ ფაქტის წინაშე დადგომა, რომ ვერ დაიცვა, რომ ვერ აარიდა ტკივილი.

მე თქვენთვის მითქვამს, უნდა გვეშინოდეს იმის,რაც ჯერ არ მომხდარა და მოხდება.

სიკვდილი
სიტყვა, გარდაუვალობა, მდგომარეობა.
სიკვდილი, რამდენ რამეზე შუძლია დააფიქროს ამ ერთმა ადამიანი.
ზოგიერთისთვის დასასრული, ზოგიერთისთვის მეორე სიცოცხლე.
დამდაბლება ან ამაღლება
სამუდამო ტანჯვა ან სამუდამო განსასვენებელი.
„მიწა ხარ და მიწად იქეცი“ - მათ რა ბედი ელით, ვინ მიწად არ იქცევა, საწყისს ვერ უბრუნდება და ისევ ამ სიბინძურით, უსამართლობით გაჟღენთილზე ზემოდან დაიარება მკვდარი ? მათ, ვისაც მიწაც კი არ ღისებიათ ?! მათ,ვისაც განვლილი ცხოვრებით არც მხარე აურჩევით ?!
იმ მკვდრებს, რომლებიც ისე გაიჭედნენ სიცოცხლეში,როგორც დარჩენილი საქმის მქონე სულები?!

სიკვდილი მხოლოდ მათ არ შეუძლიათ ვისი სულებიც სხეულს ტოვებენ.კვდებიან ისინიც, ვინც ჯერ კიდევ საჭურწლეში გამოკეტილნი, ერთის მაგივრად ათასჯერ კვდებიან.


იმ ერთი კარის შეღებით მოკვდა არაბულიც და დადაბლა, საჭურჭლოს კედლებში სული მოეკუმშა და დაუბნელდა.

რატომ მე ?!
რატომ ის ?!
რატომ ჩვენ ?!

რთულია, ალბათ რაღაც მხრივ შეუძლებელიც, გაიაზრო რატომ მაინცდამაინც შენ, როდესაც ირგვლივ ამდენი ადამიანა.
რთულია მიხვდე რატომ შენ და არა სხვა.
რომ გულში თუნდაც ერთი წვეთი სიბოროტე, შური და ბრაზი არ ჩაგეღვენთოს რომ სწორედ შენ! ხო, სწორედ შენ უნდა დაგმართნოდა, შენ უნდა გამოგეარა, შენ უნდა დაცემულიყავი.

არ ვიცი ბედია თუ ბედისწერა, შუბლზე გაწერია თუ სავალ გზაზე. საერთოდ ვინმეს თუ განუსაზღვრია, მაგრამ სწორედ შენ და არა სხვა.

ამ ცხოვრებაში ყველას თავისი ტკივილი და ბედნიერება აქვს წილად.ესეც არ ვიცი, ვინმეს განუსაზღვრია თუ არა.
მაგრამ ისე ძლიერად მტკივა გული, როდესაც ეს ორი რამ სასწორზე თანასწორობასთან მიახლოვებულიც არაა.
ტკივილი გაძლიერებს !...
ტკივილი კი არ გაძლიერებს, გემოს გაგებინებს თავისას, თანაც ისე რომ ყოველ წამს გრძნობ, ყველა ნერწყვს აყოლებ და ფილტვებში ილექავს თავს, რათა იქედან შეგჭამოს.

ამ ცხოვრებაში, მხოლოდ სამი მდგომარეობი ადამიანები მეცოდებიან ყველაზე მეტად
ისინი ვისაც უკვდებიან
ისინი ვინც ცოცხლად კვდებიან
ისინი ვისაც უკვდებაინ და ამის გამო ცოცხლად კვდებაინ.


უყურებდა საყვარელი ქალის ვეებერთელა საწოლსა და უამრავ მილში ჩამალალ სხეულს. იმ წამს ისეთი პატარა მოეჩვენა ლალო, ისეთი ციცქნა.
გულში საშინელი წვა იგრძნო არაბულა. იმ ღვარძლმა, რომელსაც მისი გულისთვის მარწუხები შემოეხვია თითქოს, კაწვრა დაუწყოო.
ყველა მისკენ გადადგმული ნაბიჯი ტკიოდა.
რთულია, უყურებდე მას და იაზრებდე, რომ უძლური ხარ. რომ არ შეგიძლია დაიცვა.

საოცრად მშვიდი იყო ლალოს სახე, თითქოს ტკბილად ეძინაო.
ყველა კუნთი, ყველა ძვალი უთრთოდა არაბულს. თითქოს ვერ ბედავდა მის შეხებას

შარვლის ჯიბიდან თითებში მოქცეული ბეჭედი ამოიღო.
საწოლზე დასვენებული ლალოს ხელი საკუთარში მოიქცია,არათითზე ბეჭედი გაუკეთა და ზედ აკოცა.

- არ ვიცი გესმის თუ არა - ვერც იცნობდა ლალო, გატეხილ ხმას ახლა არაბულის პირიდან რომ ამოდიოდა- არ ვიცი, აქ ხარ თუ არა, მაგრამ მე აქ ვარ. შენთან ვარ და ეს სულ ასე იქნება. დამიბრუნდი გესმის? - მხრები აუთამაშდა არაბულს- იბრძოლე გთხოვ.

***
საავადმყოფო სახლად რომ გადაექცათ.იმ სახლად სადაც არავინ გელის და არც შენ გსურს ყოფნა-უამრავი მეზიზს გამო. თუმცა ერთი, მბჟუტავი მიზეზის გამო, მაინც ყოველ დღე მიდიხარ. სადაც დასაძინებლად კი არა სადარაჯოდ ხარ, იმ ერთი, მბჟუტავი მიზეზის გამო
ყველასათვის საძაგელი მისი სუნი, რომ კანში გაუჯდათ.

იმ ჭადრის ხეს უკანასკნელი ფოთოლიც უკვე ჩამოვარდნოდა და ზამთრის სუსხში გახვეოდა.
მარტოდ დარჩენილი ჭადრის ხე და ლალოს დახურული ფანჯრები.
ლალოს პალატაში იყვნენ.
გარეთ გადაუღებლად ბარდნიდა.
არ ახსოვდა თბილისს ასეთი ბარდნა.
გერმანიიდან ბოლო კვლევების პასუხებს ელოდებოდნენ.
კარში ვახტანგი ექიმის დანახვისას ისე დამძიმდა პალატაში ჰაერი. იმ საშინელი ,უამრავი აპარატის წრიპინის ხმაც კი სადღაც გამქრალიყო.

და მაინც, რამხელა ირონიაა ცოცხლად კვდომასა თუ ბედნიერებას ერთ ფარატინა ფურცელზე ნაწერი, რომ გიწყვეტს.

- ნინო... - მხოლოდ ოთხ ბგერაში იგრძნობოდა, ყველა ტკივილი - მხოლოდ ერთი ცდა და ერთი სასწაულის მოლოდინიღა გვაქვს- ვახტანგი და ნინო, პირველი კურსიდან მეგობრობდნენ ოჯახებით და საკმაოდ კარგადაც იცნობდა ნინოს. სათქმელის წარმოთქმამდე თავი ისე ჩაექინდრა ამხელა კაცს, თითქოს 2 წლის ბავშვი იყოს, რომელიც ისეთი რამის თქმას აპირებდა, რაც აკრძალული იყო, თუმცა ეს თითქოს-არც ისე შორს იყო რეალობისგან. - ძვლის ტვინის გადანერგვა.

დაინახა როგორ შედრკა ადგილზე ნინო.
როგორ მოიბუზა ქალი და დაპატარავდა.
ვახტანგს აღარაფერი უთქვამს,ისე დატოვა პალატა.
არც არავის ამოუღია ხმა, მხოლოდ ნინოს ჩუმი ტირილი ისმოდა და სწორედ მანვე დაარღვია უკვე სიტყვებით, ის სიჩუმე.

- 17 წლის ვიყავი. ჩვენი კლასელის დაბადების დღეზე ვიყავით მასთან სახლში, სადაც კლასელების გარდა, უამრავი უცხო ადამიანი იყო. მაკა ამილახვარი, შეძლებული ოჯახის შვილი იყო და სწორედ მისი შესაფერისი საღამო გაემართა. ჩვენც არ ვიყავით სუსტი ოჯახი, თუმცა მათთან ნამდვილად ვერ მივიდოდით. იქ, იმ საღამოს მაკას ბიძაშვილი და მისი მეგობარი გეგაც იყო- ყველამ შენიშნა ამ უკანასკნელის სახელის წარმოთქმისას,როგორ გააკანკალა ნინოს -ხომ წარმოგიდგენიათ, 90-იანები, სახლში მოგროვებული ახალგაზრდები. გიტარაზე სიმღერა. მაკას ბიძაშვილი თაზო და მისი მეგობარი ჩემ წინ ისხდენენ. მაშინ პირველად მომეწონა ბიჭი. მის ჩემკენ მომართულ მზერებს რომ ვიჭერდი, გული საგულედან მივარდებოდა. იმ წამს ვფიქრობდი, შემიყვარდა კიდეც მეთქი.-ერთ წამში მოექუფრა ნინოს სახე - საკმაოდ გვიანი იყო დაშლა, რომ გადავწყვიტეთ. ჩემი სახლი არც ისე შორს იყო მაკას სახლიდან. კარში გამოსვლას ვაპირებდი, გეგა რომ წამომეწია და მაკას და თაზოს უთხრა, რომ სახლამდე მიმაცილებდა. იმ წამს ისე ვინატრე, ჩემი სახლი უფრო შორს ყოფილიყო, რომ მასთან ერთად დიდხანს მეარა... გზას რომ დავადექით, ჩაბნელებულ ქვაფენილიან ქუჩაზე, მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, სასმლისგან როგორ არეოდა გეგას ნაბიჯები. უთქმელად მივდიოდით.ერთმანეთისგან ერთი მეტრის დისტანციით. ჩემ სახლამდე ერთი არკის გავლა მაშორებდა. ვერასდროს ვიტანდი იმ ადგილს,რომელიც ყოველთვის გზად მხვდებოდა. იმ ეზოში არც არავინ ცხოვრობდა, მიტოვებული იყო. გული მუდამ მეთანაღრებოდა ხოლმე და იმ წამსაც, ასე იყო. ერთი სული მქონდა, ერთი ნაბიჯი მაშორებდა რომ გავცდენოდი, თუმცა ამის მაგივრად იმ არკის სიბნელეში სამუდამოდ ჩავიმარხე. ყველა წამი დღემდე მახსოვს. როგორ შემათრია გეგამ სიბნელესი. კედელზე მიმანარცა ზურგით და ტკივილისგან ძირს დაგდებულს, როგორ მომექცა ზემოდან. ცალ ხელს პირზე მთელი ძალით მაფარებდა და მეორეთი მამას ნაყიდ, კოპლებიან კაბას ზედ მახევდა.ვერ ვიყვირე. შველა ვერც ვერავის ვთხოვე და ვერც ვერავინ მიშველა. ჟინი რომ დაიკმაყოფილა, წამოდგა, ტანსაცმლიდან მტვერი და მასთან ერთად ჩემი სხეულის, ნამუსის ნაფლეთებიც ჩამოიფერთხა და წავიდა.
იმ სიბნელიდან წაბილწული სხეული იქამდე ვერ ავწიე სანამ არ ირიჟრაჟა.ყველა უჯრედი მტკიოდა. სახლის კარი მამაჩემმა რომ გამიღო,მისი თვალები,რომ დავინახე მაშინ მეორედ მოვკვდი ერთ ღამეში.
სიტყვა არ უთქვამს.ორი თვის მანძილზე საძინებლიდან არ გამოვდიოდი. დედაჩემი უსულოსავით თავად მტენიდან პირში საჭმელს და დამტიროდა.
ყოველ ღამით იმ კივილს ამოვთქვავდი კოშმარებიდან,რომელსაც 2 თვის წინ იმ ავხორცის ხელები მიკავებდნენ.
მერე...გაირკვა რომ ფეხმძიმედ ვიყავი.
იმ დღეს ჩემი ხელით დავირტყი დანა მუცელში.
არ ვიცი, სასწაული იყო, უფლის ნება თუ უბრალოდ ჩემი დასუსტებული ხელების ბრალი იყო. ნაყოფს მილიმეტრებით აცდა. გადარჩა.
იმ ღამით მძინარეს მამაჩემი მედგა საწოლის თავთან, ჩუმად მოყვანილი ექიმი, ახალი წასული იყო.
- დედაშენს შენმდე 2-ჯერ მოეშალა მუცელი, შენ შემდეგ კი 7 თვიანი, მკვადრი ნაყოფი შობა - ვაჟი. შენ დაბადებამდე მეგონა რომ იმდენად მქონდა ცხოვრებაში შეშლილი, რომ მამობის ღირსი არ ვიყავი. თუმცა, როდესაც შენ აგიყვანე პირველად ხელში, ის მწუხარება, რაც კი გულში მქონდა შენმა ერთმა დანახვამ გამიქრო. სამივე შვილის მკვლელად საკუთარი თავი მიაჩნდა დედაშენს ყოველთვის და ეშინოდა, რომ სწორედ ამის გამო ვერ მაჩუქებდა შენ თავს, თუმცა კი რაში იყო ის დამნაშავე. მაგრამ მე მჯერა ქალი რომელიც თავის შვილს მოკლავს, აღარასოდეს იქნება ღირსი დედობისა.მაგ ბავშვს გააჩენ და ისე შეიყვარებ როგორ დიდ სასწაულს შენ ცხოვრებაში. ის იქნება სასწაულის ნაყოფი და არა სიყვარულის, თუმცა იგი თავად იქნება სიყვარული. მაგ ბავშვის მამა თავად ვიქნები და თავადვე გავზრდი. ის რაც შენ დღეს ჩაიდინე, ჩემმა შვილმა, მხოლოდ მის გამო გპატიობ და ღმერთმაც გაპატიოს, ნინო. მაგრამ იცოდე რომ განმეორდეს, საკუთარ მამის სისხლში გექნება ხელები ამოსვრილი. გავა დრო და მიხვდები, რომ მართალი ვარ.
გავაჩინე. 3 თვემდე ხელს ვერ ვაკარებდი, არც კი მინახავს. ძუძუს არ ვაჭმევდი, ჩემთან არ ვიწვენდი.
მთელ დროს სწავლას ვუთმობდი და ვცდილობდი დაკარგული დრო ამენაზღაურებინა და ოცნება ამეხდინა.ახლა რომ ვიხსენებ ისე მრცხვენია იმ ნინოს გამო.
ერთ საღამოს მარტონი ვიყავით სახლში.
მძინარე დატოვა დედაჩემმა, უსახელო გოგონა საწოლში.
მე ვმეცადინეობდი.
რამოდენიმე წუთს გადაბმულად ტირილი გვიან მოწვდა ჩემ ყურებს.
ისე გამეტებით ტიროდა, მაშინ დავხედე პირველად, სახე საშინლად ჰქონდა ტირილისგან აწითლებული, შორიდანვე უღაჟღაჟებდა ფუმფულა ლოყები.
რამოდენიმე ხანს ვერ ვბედავდი ხელში აყვანას. იმ ერთმა ციდამ თვალი რომ გამისწორა, თითქოს ჩემში რაღაც შეირყა.
მერე მხოლოდ ის მახსოვს, როგორ მყავდა მკლავზე გადაწვენილი, ძუძუს ვაჭმევდი და პაწაწინე თმებს შუბლზე ვუსწორებდი ლალოს -იატაკზე მიყინული მზერა საწოლში მწოლ შვილს მიაპყრო ნინომ და შემდგომ ოთახში მჯდომთ - არასდროს მითქვამს ლალოსთვის ეს ყველაფერი. არ მინდოდა სცოდნოდა, რომ მხოლოდ სასწაულის ნაყოფი იყო. ის რეალობა, რომ მამას არ უნდა და მიატოვა, რომელიც თავადვე შექმნა, უფრო მსუბუქი იყო ვიდრე ჩემი რეალობა და ასეც დავტოვე. არ ვიცი სადაა დღეს გეგი აფხაზი, რომელმა არც კი იცის, რომ ჩემი შვილი გავაჩინე, ჩემი და არა მისი. მეგონა არასდროს მომიწევდა ამ ყველაფრის გამხელა. ჩემ შვილს ყოველთვის ყავდა მამა,მამაჩემის სახით და თქვენი სახით და-ძმა - თათას და გაბოს გაუსწორა მზერა. ის ყველაფერი ქონდა, რაც ნამდვილ ოჯახს ჭირდებოდა. ვერასდროს წარმოვდგენდი, რომ მისი სიცოცხლისთვის, ჩემ მკვლელთან შეხვედრა და მუდარა მომიწევდა...

დიდ ცოდვასა და საიდუმლოს ნაზიარებნი ახლაღა იაზრებდნენ, იმ ტკივილს, რასაც ნინოს ისტორია ყვებოდა.


და მაინც რამხელა ირონიაა არა ?!
იყო ერთადერთი იმედი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის, საკუთარი შვილის გადარჩენისთვის და ეს არც კი იცოდე.

გეგა აფხაზი - იმ წამს იქცა უდიდეს ზიზღადა და უფრო დიდ იმედად.

ყველგან გადაქექეს, ყველაგნ მოიკითხეს, ყველას კარს სათითაოდ მიადგნენ, ვისაც კი ეს სახელი და გვარი ჰქონდა.
მაგრამ არცერთი იყო,ის გეგა აფხაზი, რომელსაც დაგეშილნი ეძებდნენ.

გიჟს გავდა არაბული. ღამეებს ლალოს პალატაში ათევდა, დღეებს კი გეგა აფხაზის ძებნაში.
და ეს უკანასკნელი თითქოს მიწას ჩაეყლაპაო.


1 თვე იწურებოდა...
დრო სულ უფრო ნაკლები რჩებოდა, ლალოს.
მის საწოლთან იჯდა არაბული, მამამ რომ დაურეკა
- იპოვეს

იმ საღამოს უკვე რუსეთში იყვნენ არაბული და გაბრიელი.
მითითებულ მისამართზე, საკმაოდ სოლიდური სახლის წინ, საიდანაც აშკარად გამოდიოდა ხმაური.
კარზე ისე ძლიერად დაარტყა არაბულმა მუჭი, თითქოს შემტვრევას ლამობდაო.
რამოდენიმე ხანში კარს ქართული გარეგნობის შუა ასაკის ქალი აღებს და რუსულად ესალმება კარში მდგომ უცნობებს.
- გეგა აფხაზს ვეძებთ - ქართულად უთხრა არაბულმა
- მაკა აფხაზი, მისი მეუღლე - ქართულადვე პასუხობს დაბნეული ქალი.
სწორედ ის მაკა გახლდათ, ვის დაბადების დღეზეც შეხვდა აფხაზი ნინოს.ის მაკა, რომელიც საკუთარ მეგობარზე მოძალადის ცოლი გამხდარიყო.
- გეგა აფხაზს ვეძებთ - მიმიკაც კი არ შეურხევია არაბულს.
- შემოდით - ერთხანს შეფიქრიანებულმა ქალმა, კარი ფართედ შეაღო და შინ შეიპატიჟა დაუპატიჟებელი სტუმრები.
თითქოს ცოდვას ჩადიოდაო, ისე ეძნელა არაბულს იმ ზღურბლის გადაბიჯება, იმ მოძალადის სახლში შესვლა, რომელიც მისი უკანასკნელი იმედი იყო.
უამრავი ხალხი ირეოდა, ფუფუნებით მოწყობილ სახლში.
აფხაზების ოჯახი აშკარა იყო, რაღაცას აღნიშნავდა.
სუფრის თავში ღვინის ფუჟერით ხელში ჭაღარა შეპარული, მედიდური „ვითომ კაცი“, გეგა აფხაზი იდგა.
იგრძნო როგორ მოაწვა სახეზე სისხლი.
გეგა აფხაზი ზეიმობდა, სადღეგრძელოს წარმოსათქმელად ემზადებოდა და იმის წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ იმ ოთახში, ახლად შესული, ორი ახალგაზრდა მისი წარსული ცოდვების მოსაკითხად იყო მოსული.
ზურგს უქექავდა არაბულს, ქამარში ჩაჩურთული იარაღის შეგრძენბა.
როგორ დიდი სიამოვნებით მოიმარჯვებდა და პირდაპირ, ასე მომღიმარ აფხაზს, შუბლს გაუხვრეტდა.
მაგრამ ახლა არ ქონდა უფლება.

მაკა მეუღლეს მიუახლოვდა და ყურში ღიმილით ჩაჩურჩულა, რაღაც.
აფხაზმა სტუმრებს ბოდიში მოუხადა და პირდაპირ ბიჭებისკენ გამოემართა.
წამში შეეცვალ სახის ყველა მიმიკა. გამკაცრებოდა და სწორედ იმ ცივსისხლიანობას აჩენდა,რასაც ყველას უმალავდა.

კაბინეტში, სავარძელში იჯდა გეგა აფხაზი. მის წინ კი არაბული და გაბრიელი, რომელიც მუხლს ნერვიულად ათამაშებდა.

უყურებდა დათა არაბული მის წინ მჯდომს და ჭკუიდან შლიდა ის ნაცნობი კავთები. მწვანე თვალები, საყვარელ ქალს რომ ახსენებდნენ.

- გისმენთ, ვინ ხართ და აქ რამ მოგიყვანათ - იდაყვებით დაეყრდნო მაგიდას.
- გაბრიელი ვარ მაისურაძე, ეს კი ჩემი ძმა - დათა არაბული - ეტყობოდა გაბრიელს, როგორ უჭირდა ამ არსებისთვის სიტყვის თქმაც კი.
- დიდიხანია საქართველოდან წამოხვედით? - სკამის საზურგეს მიყრდნობოდა არაბული.
- საკმოდ. 24 წელი.
- კარგი მოგონებები გამოიყოლეთ გეგა?
- ვერ მიგიხვდი
- ნინო თუ გახსოვთ, თქვენი ამჟამინდელი მეუღლის დაბადების დღიდან ?
არცერთს გამოპარვია აფხაზის სახეზე გამოსახული გაოგნება.
- ვინ ხართ და რა გინდათ- თავის მიკუნჭულ ცოდვაში გამოჭერილი აფხაზი, აღელვებას ვერ მალავდა, პერანგის ზედა ღილი შეიხსნა და არაბულს მზერა გაუსწორა.
- ეჭვი მაქვს, არ გჭირდებათ, ჩემი მხრიდან იმ დღის გახსენება.ალბათ ყველაფერი კარგად გახსოვთ, განსაკუთრებით თქვენი ნაბიჭვრული საქციელი იმ ღამიდან- მისკენ გადაიწია არაბული და თითი დატუქსვით დაუქნია.
- ვინ მიგდიხარ ასე ლაპარაკს, რომ მივედავ, შე ლაწირაკო
- ჩემი მიზეზი მაქვს, რომ შენნაირი მოძალადის წინ ვზივარ, მისსავე სახლში. იარაღს რომ არ ვიღებ და პირდაპირ შუბლს არ გიხვრეტ - ხმას ძლივსღა ინარჩუნება არაბული.
- რამდენი გინდათ
ორივეს ჩაეცინა, დამფრთხალი აფხაზის სიტყვებზე.
- შენ რომ აქ დედას იტ**ავ და ღრიანცელობ. 1 წელია, ჩემი საყვარელი ქალი ლეიკემიას ებრძვის,ხელებშივე მაკვდებოდა. 3 თვეა უკვე ხელოვნურ კომაშია და ისე ვჭყიპავთ წამლებით,იცი რატომ ? მე ერთადერთი სიყვარული რომ არ მომიკვდეს, აი ამ ბიჭს- გაბრიელს მხარზე თითებს უჭერს - ბავშვობის მეგობარი და იქ, საქართველოში ნინოს -ერთადერთი შვილი.-არაბულის სიტყვებზე აფხაზს ფერი ეცვალა, თვალები ჩაუსისხლიანდა - შენი ძალადობის შემდეგ, ნინომ თავისი შვილი გააჩინა.გინდა გითხრა ყველაზე დიდი ბედის ირონია რა არის? ერთი კი არა, თანაც ორი. შენი,-ზიზღი თითქოს გადაყლაპაო არაბულმა.- შენი ნაკვთები, შენი თვალები აქვს ლალოს.მეორე კი ისაა, რომ შენთან მაქვს სახვეწარი, რომ ლალო გადაარჩინო.
- სიმართლეა? - გატეხილი ქართული მოესმათ ზურგს უკან.
კარში 21-22 წლის ბიჭი იდგა, რომელსაც ყველაფერი კარგად მოესმინა და წამში მთელი ცხოვრება, სამაგალითო მამა, ოჯახი, თავზე ჩამომხობოდა.
- თორნიკე ახლა არა- მზერა მოწყვიტა ვაჟს აფხაზმა და არაბულს ხელი დაურტყა მაგიდაზე- მე ერთადერთი შვილი მყავს, შეგიძლიათ წაბრძანდეთ, საიდანაც მოხვედით.
მთელი სხეული აუცახცახდა არაბულს. სადაც იყო ბრაზი გახეთქვადა და აფეთქდებოდა.
ფეხზე წამოიმართა და ხელი უკან წაიღო. მიუხვდა გაბრიელი, რასაც აპირებდა და დაასწრო. ქამრიდან, სწრაფად ამოაცალა იარაღი და ზურგსუკან წაიღო.
- არ ღირს დათა
- არ გესმის რას ამბობს ? არ გესმის რას ამბობს ეს ! ამ ახვარმა უნდა იცოცხლოს და ლალო დავმარხოთ? - ღრიალიგან ხმა ჩაუწყდა არაბულს.
- ძალით ვერაფერს ვიზავთ, დათა
- სულ რომ ხელით მომიწიოს იქამდე ჩათრევა მივათრევ გაბრიელ, მომეცი იარაღი
- დათა, ლალოზე დაფიქრდი გევედრები
- ლალოზე რომ ვფიქრობ იმიტომ უნდა ჩავაძაღლო ეს ლეში
- აქედან გაეთრიეთ - ხელებს არტყავდა აფხაზი მაგიდაზე
- ვიცოდი, ვისთან მოვდიოდით. თუმცა არ მეგონა, მთლად ლეშად თუ დაგვხვდებოდით, ახლა, ისევ ლალოს გამო არ ვაძლევ მას უფლებას, რომ აქვე ჩაგაძაღლოთ, მაგრამ იცოდეთ. ლალოს სუნთქვა, როდესაც შეწყდება.- ხმა გაებზარა მაისურაძეს- მე თავად მოგაკითხავთ და ამავე იარაღით გაგიხვრეტთ შუბლს.
ხელით მიათრევდა გაბრიელი არაბულს, რომელიც ხმის ჩაწყვეტამდე ახურებდა ცოცხალ-მკვდარს გეგა აფხაზს.


იმ ღამესვე დაბრუნდნენ თბილისში.
ვერ ბედავდა ვერცერთი პალატაში შესვლას. ვერც ლალოს დანახვას და ვერც ნინოსთვის შეხედვას.
განა მარტივია, ბოლო იმედიც გამოგლიჯო გამწარებულ დედას?!
იმის აღიარება, რომ ვერ შეძლეს...


ახლაც არ გჯერათ სამყაროს უსამართლობის ?!
ვინ კვდება და ვინ ცოცხლობს.
მაგრამ რა ადამიანი უნდა იყო, საკუთარი შვილის სიკვდილის განაჩენს შენით რომ მოაწერო ხელი. რის გამო უნდა ცოცხლობდე, რომელი სამართლის, რომელი ბედისწერის.


***
თბილისს აწვიმდა.
იმ დღეს, არაბული აღარ ვიცი მერამდენედ კვდებოდა.
ლალო კომიდან გამოიყვანეს.
იმის იმედსაც კი ვერ აძლევდნენ რომ გამოიღვიძებდა, ბოლოჯერ მაინც.
არაბულს მხოლოდ ვახტანგის სიტყვები უტრიალებდა „ასე ტანჯავთ“
იმედან ეგოსიტურად არ უნდოდა, იმდენად ეგოისტურად უწევდა წინააღმდეგობას.
ნინოს სიტყვასთან ვერაფერს გახდა.
მინდა ჩემი შვილი ბოლოჯერ ვნახოო.
- რას აკეთებთ ხვდებით ? - იმ წამს გამოფხიზლებული თათა ფეხზე წამოხტა - ჩვენი ხელით ვკლავთ გესმით ? არ გააღვიძოთ !- კიოდა ბოლო ხმაზე იმის გააზრებით, რომ ბოლო საათებს, ბოლო წუთებს ანდაც ბოლო წამებს ატარებდა „ცოცხალ“ მეგობართან- გაბრიელი აკავებდა - არაბულო ! გააკეთე რამე, კაცი არა ხარ ?! ჩემმა ლალომ რამდენჯერ გადააბიჯა თავის თავს შენ გამო, არაბულო- ცდილობდა ხელებიდან დასხლტომოდა გაბრიელს - შემომხედე დათა ! მარტო შენი ჯეროდა, ეგონა ყველაფრისგან დაიცავდი, შენ კი რას აკეთებ, შემომხედე არაბულო, სად წავიდა შენი სიყვარული - კიოდა თათა, ისე რომ მთელ საავადმყოფოს ესმოდა მისი ტკივილი.
- თათა გთხოვ - ევედრებოდა მის მკლავებში მოქცეულ გოგონას გაბრიელი
- შენ ? შენ არაფერს იტყვი ?- შეშლილი ჰქონდა გოგონას სახე - ჩემზე მეტადაც კი შენ უყვარდი, უშენოდ ვერ ძლებდა, სულ ენატრებოდი და აქ დგახარ, აქ დგახარ და ელოდები მის ბოლო წუთებს გაბრიელ? გაბოო, ვინ დაგიძახებს მის მეტი, ვინ ? იმ მოგონებეს რას უზავ გაბრიელ, ყველგან რომ ლალოა ჰა ? რას უზავ - ფეხები ეკვეთება და იატაკზე ეშვება თათა.

მოთქმა- გოდებას აპარატი გაბმული წრიპინის ხმა წვდება
- ლალო - საწოლს მივარდა არაბული - რამე გააკეთეთ ! რამე იღონეთ - ღრიელებდა და წამში ათასჯერ კვდებოდა არაბული.

ვერავის შეემჩნია კედლის ძირში, მისვენებული ნინო, სახეს როგორ იხოკავდა.

1: 2: 3- - ყვიროდა ვახტანგი და წამში მთელი სხეული ჰაერში ეწეოდა ლალოს - კიდევ, 1: 2: 3 მუხტი - ისევ ... ისევ... ყვიროდა ვახტანგი მანამ, სანამ აპრატმა გაბმული წრიპინი არ შეწყვიტა და მონიტორზე კლაკნილი ხაზები არ გამოჩნდა.


იმ ღამეს იცოცხლა ლალომ.
მთელი ღამე ელაპარაკებოდა არაბული, გაუაზრებლად, მემილიონედ ევედრებოდა სასწაულს ღმერთს, რომლისთვისაც მანამდე არასდროს მიუმართავს, მხოლოდ ერთს თხოვდა „გადამირჩინე“

გამთენიისას მედდამ არაბული რომ გამოიხმო, გკითხულობენო, მხოლოდ მაშინღა მოავლო მზერა, პალატის წინ სკამზე მიძინებულ მშობლებს, რომელბსაც ვინ იცის მერემადენე ღამე გაეთენებინათ იქ.

ვახტანგის კაბინეტში, თორნიკე აფხაზს,რომ გაუსწორა მზერა, იქ გახევდა ადგილზე.
- გავაკეთეთ ყველანაირი ანალიზები, თორნიკე იდეალური დონორია.
- კი, მაგრამ შენ
- გეგას ცოდვებს, ვერ მოვინანიებ, თუმცა არ შემიძლია ჩემს...- იმ ერთადერთი სიტყვის თქმა ვერ გაებედა თორნიკეს, რომელსაც მთელი თავისი ცხოვრება ნატრობდა. - ახლა,როცა მისი არსებობის შესახებ ვიცი, არ შემიძლია ცხოვრება მშვიდად გავაგრძელო.

ისე გადადგა ნაბიჯი და შემოეხვია აფხაზის სხეულს ვერ გაიაზრა არაბულმა. ვერც ის გაიაზრა როგორ ატირდა ამხელა ბიჭი.


საკუთარი შვილივით იკრავდა გულში ნინო, მოძალადე აფხაზის ვაჟს, რომელიც საოცრად გავდა ლალოს იერით და მადლობას უხდიდა.

ლალოს სანახავად, არაბულმა შეიყვანა თორნიკე.
- ყველაფერს ავინაზღაურებთ, ყველაფერს გამოვასწორებ - უჩურჩულებოდა და შუბლზე კოცნას უტოვებდა დას.

იმ წამს იმ დაჟანგებულმა სასწორმა, სულ ოდნავ გადაწონა ბედნიერების წილად.


იმ საღამოსვე ჩანიშნეს ოპერაცია.

პალატაში მხოლოდ არაბული და ნინო იყვნენ.
- დათა, ოპერაციამდე მინდა, რაღაც გითხრა
- გისმენ ნინო
ნინომ ხელში შვილის ის ხელი მოიქიცა, რომელსაც კვლავ ამშვენებდა არაბულის მიერ გაკეთებული ბეჭედი
- მინდა იცოდე, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ფაქტობრივად შეუძლებელია...
- ვიცი ნინო- სიტყვა გააწყვეტინა არაბულმა- ჩემთვის მთავარი მისი სიცოცხლეა, დანარჩენს, ყველაფერს ეშველება.მხოლოდ ის მჭირდება სიცოცხლისთვის.
- ძალიან გაუმართლა ლალოს, რომ შენ ყავხარ.
***



საოპერაციოში ორივე ერთად შეიყვანეს.
ბოლო წამამდე დის ხელი ეკავა აფხაზს, მანამ სანამ ნარკოზმა არ გათიშა და თითები, რომლებიც დისაში აეხლანჯა, უღონოდ არ ჩამოუშვა.


რამდენიმა საათს გაგრძელდა პროცედურა.
მოუსვენრად დადიოდა არაბული კარის წინ და ხელში, ბოლო წამს, ლალოსთვის მოხსნილ ბეჭედს ათამაშებდა.

საოპერაციოდან ჯერ თორნიკე აფხაზი გამოიყვანეს, როგორც მედდამ თქვა, ყველაფერი კარგად იყო, თორნიკესთან.

მალევე გამოჩნდა ვახტანგი.

- ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

იმ წამს არაბული ერთი სიკვდილისგან ფენიქსივით აღდგა.

საოპერაციოდან ახლა მისი საყვარელი ქალის მისუსტებული სხეული რომ გამოიყვანეს.
- ორი წუთით გთხოვთ -ექთნებს ისე შეევედრა, უარს ვერავინ ეტყოდა. საყვარელ ქალს შუბლზე აკოცა და კვლავ თითზე გაუკეთა ბეჭედი - მიყვარხარ



თორნიკეს თხოვნით ერთ პალატაში მოათავსეს ორივე.
ლალო ჯერ კიდევ უგონოდ იყო.
- მალე გაიღვიძებს ? - იმ წამს კარში შესულ ნინოს და ვახტანგს შეაგება კითხვა გაბრიელმა
- გადანერგვიდან ორი კვირის განმავლობაში, ახალი უჯრედები პოულობენ სათანადო ადგილს და იწყებენ ახალი უჯრედების გენერირებას.მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ლალოს გაწერა. გონზე მოსვლას კი რაც შეეხება, დღეს შეგიძლიათ წახვიდეთ, მოისვენოთ, რამდენი დღეა აქ ხართ. თანაც მასთან თორნიკე დარჩება -მზერა მოავლო პალატაში მყოფთ - შენც გეხება ნინო. ყველაზე უარესმა გადაიარა, იცი შენც თავად.

- მართალია, ახლა წავიდეთ, მოვწესრიგდეთ, რომ ხვალ გამოღვიძებულს ასე არ დავხვდეთ - ისე გაუაზრებლად წამოუვიდა ბედნიერების ცრემლები ნინოს, ვერც კი მიხვდა.


არ უნდოდა არაბულს წასვლა. ჯერ ისევ ეშინოდა საფრთხის. იქამდე ვერ დამშვიდდებოდა სანამ, მონატრებულ თვალებს არ ნახავდა.
- წადი დათა, როგორც კი თვალს გაახელს დაგირეკავ - დააიმედა აფხაზმა.


გაბრიელმა სახლებში ჩამოარიგა ყველა.
რამდენი ხანი იყო, რაც საკუთარ სახლში არცერთს გაუთევია ღამე.
თითქოს ახლაც გული ეთანაღრებოდა თითოეულს.


კარზე ფრთხილად დააკაკუნა, ანამ გააღო
- დე - ისე გადაეხვია ქალს, იმ ორ ბგერას ამოაყოლა ყველაფერი
- ხომ გითხარი შვილო, ხომ გითხარი რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა - შვილის მკლავებში პატარა ბავშვივით მოქცეული, თავადც მთელი ძალით ხვევდა ხელებს და გულზე კოცნიდა.
- ყველაფერი დასრულდა დედა, ყველფერი მორჩა
დანამულ ღაწვებს ხელის გულებით უმშრალებდა ანა თავის ვაჟს.

გამთენიისას, რამდენიმე წუთის ჩაძინებული ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა.
შეშინებულმა სწრაფად უპასუხა და ცუდის მოლოდინში გულმა რამდენიმე დარტყმაც გამოტოვა
- თანახმა ვარ - ძლივს გასაგონად მიწვდა მის სმენას საყვარელი ქალის სუსტი ხმა.
გულმა, მივიწყებული ფეთქვა გაიხსენა და საცა იყო გულის კედლებს ჩამოუღებდა არაბულს და ამოვარდებოდა კიდეც საგულედან.

მე რომ გესაუბრეთ ცოცხლად მკვდარსა და მკვდარზე.
გახსოვთ? !
ერთი რამ გამომრჩა და დავამატებ.
იცით რა უპირატესობა აქვს ცოცხლად მკვდარს, მკვდართან შედარებით?
ცოცხლად მკვდარს, ათასი სიკვდილის შემდეგაც შეუძლია გახოხლდეს - თავდაპირველი სიკვდილის მიზეზით.
თუმცა მკვდარს, „მიწა ხარ და მიწად იქეცის“ - ვერაფერი გააცოცხლებს.


ქარაფზე გადაკიდებულს, სიკვდილის ხახადაღებული ზღვა შენი შთანთქმის ბოლო წამებს ითვლის და მერე...
ღრმა ამოსუნთქვა
ძილისგან ტკივილიანად გახელილი თვალები
გაუცხოვებული სხეულის კვლავ მორგება.
დაბრუნება სიცოცხეში.

-მეგონა დაგგკარგე-მთელ სახეს უკოცნის არაბული მონატრებულს
-უშენოდ ვერ გავძელბდი
-უჩემოდ არც დაგტოვებდი- მზერას უსწორებს - მხოლოდ იმიტომ ვცოცხლობ, რომ შენ ხარ.



***
გქონიათ განცდა? ვიღაცას ელი,თუმცა არ იცი ვის, ან რისთვის...
როდესაც გრძნობ, რო ვიღაც გაკლია, ან რაღაც
როდესაც მზერა მუდამ სივრცეზე გაქვს მიპყრობილი და ელი, ელი რომ მოვა.

თორნიკეს გაცნობა სწორედ ეს იყო.
ლოდინის დასასული და პასუხი იმისა, თუ ვის ელოდა მთელი ცხოვრება.
სასწაულია არა? გრძნობდე იმას, რაზეც წარმოდგენა არ გაქვს, არსებობა- არ არსებობაზე.
და მაინც, ისე მიიღო შენთვის უცხო ადამიანი,როგორც ძმა, მამისგან,რომლმაც არც კი ისურვა შვილის გადარჩენა.

ლალოს, წარმოდგენაში სწორედ ასეთ მამად დარჩა აფზახი. არც თორნიკეს და მითუმეტეს არაბულს ჰქონიათ სურვილი, რომ ძლივს სიცოცხლე დაბრუნებული ლალოსთვის ის მწარე რეალობა გადაეშალათ თვალწინ, რაც იყო.
ზოგჯერ გამართლებულიცაა ისეთი სიმართლის დამალვა, რომელიც იცი რომ ადამიანს, შენთვის საყვარელ ადამიანს, ზიანის, ტკივილის გარდა არაფერს მოუტანს.

***
- დილამშვიდობისა - თვალების გახელისას არაბულის მომღიმარ სახეს ხედავს.
- დილამშვიდობის- ცხვირზე კოცნის და თავზე ხელს უსვამს- ჩემო ზღარბო, ხედავ რამხელა თმა გაგეზარდა უკვე?
- ხოო, ძალიან სწრაფად მეზრდება- გახარებული თავადაც ხელს ისვამს და თვალები უარესად უბრწყინდება.
- ქორწილისთვის პატარა კიკინები, გავიკეთოთ ?
- მოგკლავ- ბალიშს ხელს ავლებს და ზემოდან ურტყავს არაბულს, რომელიც მთელი ხმით ხარხარებს. - სანამ თმა არ გამეზრდება, არ გამოგყვები ცოლად - დაღლილი კვლავ მის მკერდზე ესვენება და გულზე კოცნას უტოვებს.
***


რეაბილიტაციის კურის ბოლო ვიზიტი ჰქონდა.
თბილისს უკვე ზაფხული ედგა.
წაბლისფერი თმა ლალოს უკვე ქვედა ყბამდე ჩამოზრდოდა და სასაცილოდ ჩახვევებს მიჩვეოდა.

მედდა კათეტერს უღებდა.
თავად თვალებით დათას მოლოდინში კარს იყო მიჩერებული.
- ძალიან ლამაზი წყვილი ხართ - მედდის ხმას გამოყავს ფიქრებიდან.
- ძალიან დიდი მადლობა - ხედავს როგორ უყურებს ლალოს ნიშნობის ბეჭედს.
- შვილი გყავთ უკვე?
- არა, ჯერ არც კი დავქორწინებულვართ
- ძალიან საწყენია
- ვერ მივხვდი
- კარგი იქნებოდა შვილი რომ გყოლოდათ- ლალოს დაბნეული სახის დანახვისას, თავადაც შეცბა - თუმცა, ისე უყვარხართ თქვენს საქმროს, ეჭვიც არ მეპარება რომ შვილის გარეშეც ბედნიერი იქნება თქვენს გვერდით.

არ ახსოვს როგორ ადგა, როგორ დატოვა კლინიკა.
ავტოსადგომზე ნაცნობი მანქანა, ის- ის იყო გაჩერდა.
- რატომ არ დამელოდე - ხელებს ხვევს არაბული და ბანცალით მიმავალს ეხმარება.
ხმა არ ამოუღია,მთელი ძალით იმაგრებდა ცრემლებს...

არ დაფიქრდა, ამაზე არცერთხელ დაფიქრებულა.
- დათა, გადააყენე მანქანა გთხოვ - არაბულიც მაშინვე ყვება მის ნებას.
- ლალუ, რა ხდება?
- 2 დღეში ჩვენი ქორწილია- უფრო თავისთვის ამოიჩურჩულა
- ხო, მხოლოდ ორი დღე დარჩა და...- მომღიმარ არაბულს სიტყვა გააწყვეტინა
- მე შვილი დიდი ალბათობით არ მეყოლება - იმ პატარა სივრცეში, ისე დაიგრგვინა ტკივილმა, თითქოს მანქანის მინებსაც ჩაამსხვრევდა. - მე დედა ვერ გავხდები, მე ვერ შევძლებ რომ შვილები გაგიჩინო - მხოლოდ ახლაღა გაუსოწრა მზერა საყვარელ მამაკაცს და თითქოს, ცრემლებიც ამას ელოდნენო, ისე დაუნამეს მთრთოვლარე ბაგეები...
- ჩუ...- მისკენ იხრება არაბული და ცერა თითებით ცრემლებს წმენდს.- მე მიყვარხარ შენ და მერე ყველა დანარჩენი, მე მჭირდები შენ და მერე ყველა დანარჩენი, ჩემთვის მთავარია რომ შენ მყავდე ლალუ, მხოლოდ შენ მჭირდები გესმის?- მის ხელებში მოქცეული პატარა სახიდან დამფრთხალი, ცრემლიანი თვალები უყურებენ არაბულს.
- არა დათა, შენ იმის ღირსი ხარ, რომ მამა გახდე, რომ შვილები თუ არა შვილი მაინც გყავდეს გესმის? როცა დავბერდებით დათ, შენ ჩემთან მარტო დაბერდები, როდესაც ჯერ კიდევ გაქვს შანსი, რომ ეს ყველაფერი თავიდან აიცილო. იცი რა რთულია მარტო? ჯერ ვერ იაზრებ დათ, მერე ჩემი სიყვარული აღარ გეყოფა გესმის? შეიძლება მეც აღარ მეყოს. აი აქ- ათრთოლებულ თითებს გულზე ირტყავს - ადგილია შვილის სიყვარულის, უსაზღვრო ადგილი. იმ ადგილს თუ არ შეავსებ, მუდამ ცარიელს თუ დატვებ, სხვა სიყვარულსაც შთანთქავს გესმის?! როგორც არ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, სიკვდილისას მაინც დაგვწყდება გული, რომ ვიყავით მხოლოდ ჩვენ და არავინ სხვა დათი, გთხოვ, ნუ გაუკეთებ ამას შენ თავს
- ყველაფერი კარგად ვიცი გესმის? თავიდანვე კარგად ვიცოდი. მხოლოდ შენ მყოფნი ლალო, მხოლოდ შენ ხარ საკმარისი. თუ მართლაც ვერ გავხდებით მშობლები ვიქნებით მხოლოდ ჩვენ. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ვიცით გესმის? უნდა ვცადოთ,ყველფერი ხდება, სასწაულები ხდება გესმის ? მე თუ შვილი მეყოლება, მხოლოდ შენგან და იცოდე ამაზე აღარ გაბედო, არც ფიქრი და არც დარდი კარგი?
- არა დათი, გთხოვ ამას ნუ მეუბნები გთხვოვ.
- ლალო ! -დაიგრგვინა არაბულმა.

მაშინ, პირველად რომ გაიფიქრა შესაძლებელი იყო არაბულისგან შვილს ელოდა. მაშინ პირველად ოცნებებში რომ დახატა არაბული და მისი ვაჟი, იმ წამიდან ოცნებობდა დედობაზე.
მანამდე ფიქრიც არ ჰქონია, მანამდე არც კი უოცნებია ასე ძლიერად.

სახლში მისულს ნინო და თორნიკე სამზარეულოში დახვდნენ.
არცერთს გამოპარვია ლალოს ნამტირალევი თვალები.
- კარგად ხარ ლალო? - ფეხზე დგება თორნიკე და დას ხელებს მხრებზე ხვევს.
- ლალო, დე რა ხდება?
- რატომ არ მითხარი დე, რატომ არ შემახსენე-
- რაზე საუბრობ დე
- იმაზე რომ ვერ დამიძახებენ დედას - ამოიტირა და იქვე იატაკზე დაეშვა
- ლალო, დამშვიდდი გთხოვ - მის წინ მუხლებზე დაეცა ნინო და შვილის ათრთოლებული სხეული გულზე მიიკრა.
- დე, როგორ გავიმეტო დათა ამისთვის, როგორ გამოვუტანო ეს განაჩენი?
- დათას შენ ოპერაციამდე ვუთხარი და მანამდეც ყველაფერი იცოდა, სიტყვა არ დამამთავრებინა და იცი რატომ? იმიტომ რომ მას შენ უყვარხარ გესმის? მისთვის მთავარია რომ შენ იყო მის გვერდით
- არაა დედა მასე, არაა. რატომ ისულელებთ თავს? შვილზეა საუბარი შვილზე.სახლზე და ქონებაზე კი არაა - ფეხზე დგება და საძინებელში იკეტება.


მთელი ღამე ვერ დაიძინა.
ფიქრობდა მომავალზე, 10 წელზე, 20 წელზე.
თავადაც იცის, რომ დათას ადგილას თავადაც იგივენაირად მოიქცეოდა, თუმცა როდესაც პრობლემას შენ წარმოადგენ, სხვანაირად იწყებ ფიქრს. ყველაფერს სხვანაირად აღიქვამ.
ფანჯარიში იჯდა ის და ჭადრის ხე, რომელსაც საოცრად ხასხასა ფოთლები გამოესხა.
ტელეფონის ხმა მიწვდა მის ყურთასმენას.
გაბო იყო
- ჰოუ
- ჩამო - ახლაღა ჩაიხედა დაბლა და ეზოს კუთხეში გაბოს მანქანა შენიშნა.
ყურმილი დაუკიდა და მაშინვე გავარდა.
- როგორ იცი, ზუსტად როდის მჭირდები - კარს ხმაურით ხურავს და მთელი დღის უნახავს ლოყაზე ხმაურიანდ კოცნის.
- მე ვიცი ერთია და არაბული ძველ დროს რო იხსენებს და მე მაგზავნის ფოსტალიონივით მეორე - ცხელ ტუჩებს შუბლზე მაკრავს.
- იცი ყველაფერი?
- ვიცი და ძალიან გთხოვ აი ახლა, ამ ყველაფრის მერე რაც ჩვენ გამოვიარეთ და გადავიტანეთ, არ გამომა**ევო და არ მითხრა რომ ჰიიი, ამას ვერ ვიზავ და არ უნდა დავთანხმებოდი ცოლობაზე, არ გამაჭედინო ლალო რა...- მინას წევს და სიგარეტს უკიდებს.
- მომე ერთი ღერი რა
- მომკლავს არაბული ხო იცი
- ო... რას გაშინებს რა - ხელიდან კოლოფს ვაცლი და ერთ ღერს ვპარავ.
- გინდა ნაყინი? - წარბებს მიწევს და ეშმაკურად მიღიმის
- მინდა


მანქანაში ვისხედით და ნაყინებს ვჭამდით, დაბალ ხმაზე მუსიკა ჰქონდა ჩართული.
ჩვენი ტრადიცია იყო, როდესაც რომელიმე ცუდად ვგრძნობდით თავს, ყოველთვის აქ მოვდიოდით, თბილისს ვუყურებდით და ნაყინებს ვჭამდით.
გული მწყდება იმის გაფიქრებაზე თუ რამდენი მომენტი ვერ შედგა ჩემ გამო, რამდენი დრო დავკარგე თითოეულ ჩემ ადამიანთან და ყოველივე ცუდის მიზეზი კი თავად ვიყავი.
- არაბულის გახსენება იმ პერიოდში...-გაბრიელის ჩახრეწილი ხმა მესმის და თავს მისკენ ვაბრუნებ - ხო ვიცოდი, რომ უყვარდი... ხომ ვხედავდი შენამდეც, მაგრამ მაშინ ლალო, ვერც კი წარმომედგინა ადამიანს ამხელა სიყვარული თუ შეეძლო. თათა, იცი როგორც მიყვარს, მაგრამ ისე არა როგორც არაბულს შენ. ამას იმიტომ არ გეუბნები, რომ დაგამშვიდო ან რამე მსგავსი სიჩლუნგე, უბრალოდ მინდა დაგანახო ის, რომ მას მართლაც ეყოფი მთელი ცხოვრება მხოლოდ შენ და არასდროს ამ გადაწყვეტილებას არ ინანებს, არცერთი წამით,ამაში ისე იყავი დარწმუნებული, როგორც შენს ვინაობაში. დამიჯერებ რომ გითხრა, ნებისმიერ წამს მზად იყო, რომ შენ ბოლო ამოსუნთქვას თავისი დაეწია. შენ სიცოცხლეს გეფიცები, იმ პერიოდში, მხოლოდ შენი დაკარგვის კი არა არაბულის დაკარგვისაც მეშინოდა. ყველამ ვიცოდით, ანამაც კი, რომ შენ თუ რამე მოგივიდოდა იქ არაბულიც უნდა გვეგლოვა და ამ ყველაფრის მერე, გთხოვ, უბრალოდ იყავი მის გვერდით და ნურაფრის შეგეშინდება, მითუმეტეს იმის, რომ მას გააუბედურებ.

თვალები ცრემლებით მევსება. იმის გააზრება, რომ ჩემ გამო ს აპირებდა, გულს მისერავს.
- ძალიან მიყვვარხარ გაბ - ვჩურჩულებ და ლოყაზე ვკოცნი.
- ვიცი - სავარძელში სწორდება - რაღაც უნდა გთხოვო
- რა ?
- თქვენ ქორწილში თათას მინდა ხელი ვთხოვო
- როგორც იქნა
- ანუ დაბრო მაქვს შენგან?
- თაიგული მივაჩეჩო ხელში, თუ როგორ ვქნათ?
- არაა... ეგ ძაან ბანალურია- სახეს ჭმუხნის და ნაყინის ბოლო ლუკმას პირში იტენის.
- აბა?
- მოვიფიქროთ...


***
სარკის წინ ვდგავრ
სხეულზე მორგებულ ჩემ საოცნებო თეთრ კაბას ვუყურებ და თმაში ჩამაგრებულ ჩალისფერ გვირგვინს.
ჩვენი ქორწილის დღეა.
21 აგვისტო.
დავიჩემე 21 ში მინდა ქორწილი, თვეს არ აქვს მნიშვნელობა მეთქი.
დაგაინტერესათ ხომ?
21 ჩემთვის მარადიული ციფრია ქორწინებაში
დღე როდესაც 2 არსება ხდება 1 - ოჯახი


-ლალო ! რა ლამაზი ხარ ! - კარში არანაკლებ ლამაზი თათა დგას, კესანების ფერ კაბაში გამოწყობილი.
***


ჯვარს გერგეთზე იწერდნენ და მოწმედ მთელი მყინვარები ჰყავდათ.
არასდროს დაავიწყდება არაბულის აკიაფებული თვალები მისი დანახვისას.
მთელი ჯვრისწერის განმავლობაში ათრთოლებული ნეკა თითით რომ ეხებოდა მის მტევანს.
მზერას ვერ წყვეტდა.

იმ მთებში, ცასთან უფრო ახლოს-ღმერთაან ახლოს შეფიცეს ერთმანეთსა და ღმერთს, მარადიული სიყვარული.

ხელის მოწერისთვის ელიას მთა შეარჩიეს.
მინდვირის ყვავილებით მოფენილი თაღის წინ იდგნენ, მოწმეებთან ერთად. ლალოს გვერდს თათა, ხოლო არაბულს საბა უმშვენებდა.
- თანახმა ხართ ცოლად გაყვეთ დავით არაბულს?
- თანახმა ვარ, გავხდე შენი ცოლი და მიყვარდე ბოლო ამოსუნთქვამდე
- თანახმა ხართ ცოლად შეირთოთ ლალო აბაშიძე?
- თანახმა ვარ,გავხდე შენი მეუღლე და ცხოვრების ბოლომდე მხოლოდ შენ მიყვარდე.
- ცოლ-ქმრად გაცხადებთ !

***
ღია მინდორში გაშლილ მაგიდებს შორის, ულამაზესი ხელჩაკიდებული ახლადშეუღლებულნი დადიოდნენ და სტუმრებისგან მილოცვებს იღებდნენ.
ისეთ ბედნიერებას ასხივებდნენ, თითქოს ცხოვრების ავბედიანობას მათზე არასდროს ჩაუვლია კლანჭები, თითქოს კარგის მეტი არაფერი ენახოთო ცხოვრებაში.
ბინდდებოდა და ყაზბეგს სუსხი მოსავდა.
დაბალ ხმაზე მუსიკა ჟღერდა.
მინდორს მბჟუტავი, თბილი, ყვითელი განათებების ნათურების ქსელი ანათებდა.
მეფე-დედოფლის მაგიდას სახე გაბადრული გაბრიელი მიუახლოვდა
- მეცეკვებით დედოფალო? - კარგად ამოიცნო ლალომ, მისი გაბოს ანერვიულებული თვალები და კისკისით წამოხტა სკამიდან, არაბულს ყურში რაღაც უჩურჩულა და გაბოს გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება.

- ყველაზე ბედნიერი უნდა გახადო და შენ თავად უნდა იყო უბედნიერესი მის გვერდით - ყურში ეჩურჩულება გაბრიელს, მის მხარს ხელს აშორებს, ნაბიჯს უკან დგავს, ტრიალდება და ღიმილით უცვლის ადგილს არაბულთან მოცეკვავე თათას.

- ახლა?- საფეთქელთან კოცნის დათა

- აჰამმ- მზერა მის გვერდით მოცეკვავე თათასა და გაბრიელს მიაპყრო.

უეცრად მუსიკა გაჩერდა, ნათებამ იკლო.
ცაში მოლივლივე თეთრი გულები სანთლების სინათლით აფრინდნენ.
გაოცებული თათა ცას უყურებდა, კაბაზე მოქაჩვა რომ იგრძნო და მზერა ცალმუხლზე მდგომ გაბრიეკს მიაპყრო, რომელსაც პატარა ყუთი მოექცია ხელში საიდანაც ბეჭედი ბრჭყვინავდა, თუმცა მასზე უფრო გაბრიელის თვალები...
- ცოლად გამომყვები?
ხმა ვერ ამოიღო, გაოცება, სიხარული, სიყვარული, თითქოს ერთიანად მოაწვაო.
თვალები ბედნიერების ცრემლით აევსო და მხოლოდ თავის დაქნევით, ყველაზე ხმამაღლა განაცხადა -კიო !

იმ საღამოს
იმ 21 აგვისტოს.
ის მყინვარები კიდევ ერთი სიყვარულის მოწმენი გახდნენ.
იმ საღამოს, არასდროს ემუქრება დავიწყება.

***
- მე ასე ვიცი, წესი ასეთია - ხის კოტეჯის წინ, ჩირაღდნებით მოფენილი გზის ბოლოს ხელში აიტაცა პატარძლის სხეული არაბულმა და ისე შეიყვანა შიგნით.
- სულელო... სულელო ქმარო - კისკისებდა ლალო

მთელ კოტეჯს სანთების შუქი ანათებდა.
ფანჯრები ვეებერთელა აზვინულ მთებს გადაჰყურებდნენ.

ღამითაც კი, საოცარი პეიზაჟი იშლებოდა, მთებზე მოლივლივე მთვარის შუქზე.

არაბულის ცხელი სუნთქვა იგრძნო მოშიშვლებულს მხრებზე.
წელზე მისი ძლიერი ხელები.
ტუჩები კისრიდან მხრების გასწვრივ მიუყვებოდნენ და შეუხებელს, დაუპყრობელს არ ტოვებდნენ არცერთ წერტილს.
ფრთხილად უხსნიდა კაბის შესაკრავებს არაბული.
ყველა ახლად მოშიშველბულ წერტილს ტუჩებს აგებებდა.
ფარფატით დაეშვა თეთრი სადედოფლო იატაკზე და სხეული ჰაერში აფრინდა.

- მიყვარხარ...- მის მკლავებში მოქცეულს ზემოდან დაყურებდა არაბული ამღვრეული თვალებით.
- მიყვარხარ - თითები კისერზე შემოხვია და თავისკენ მიიზიდა.


***
ყაზბეგში „თაფლობის თვემ“ ერთ კვირას გასტანა.
თბილისში დაბრუნებულებმა დათას მშობლების სახლში გადაწყვიტეს დროებით გადასვლა.

სახლი უკვე შერჩეული ჰქონდათ, პატარა, 3 ოთახიანი მყუდრო ბინა.
მშობლების საჩუქარი იყო.
მხოლოდ კოსმეტიკური დეტალები ჰქონდათ დარჩენილი- თავად უნდოდათ ყველაფრის გაკეთება და ასეც მოიქცნენ.

ყველა დეტლში თავად იყვნენ ჩართულები და თავადვე აკეთებდნენ.
რემონტს როგორც კი მორჩნენ, იმ თვის ლიმიტით მხოლოდ მატრასის შეძენა მოახერხეს- კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ კვლვ ოჯახის დახმარების და სწორედ იმ საღამოდან დაიწყეს თავიანთ სახლში ცხოვრება.

და მაინც, ხანდახან
როგორი მცირედია საჭირო უსაზღვრო ბედნიერებისთვის არა ?!
მხოლოდ საკუთარი ჭერი, ერთი მატრასი და საყვარელი ადამიანი გვერდით.
თოხის ტარზე დატევას ვერ გეტყვით, თუმცა მხოლოდ საყვარელი ადამიანის გვერდით ყოლაც კი, ღმერთო ჩემო...


უფარდო საძინებელში მზის სხვები ანცად შემოიჭრნენ იმ დილით.
ცარიელი ოთახი ექოდ აჟღერებდა გოგონას მშვიდ სუნთქვას.
როგორ უყვარდა ეს ხმა, რამხელა სიმშვიდეს გვრიდა არაბულს.

მოკლე თმა გოგონას ძლივს ძლივობით გადაუწია ყურს უკან და ლოყაზე ფრთხილად მიეფერა.

- გილოცავ პირველ დილას ჩვენს სახლში - თვალებგაუხელად ამოიჩურჩულა გოგონამ და საყვარელი მამაკაცის სხეული ბრმად მოძებნა.
მთელი ძალით ჩაიკრა გულში არაბულმა გოგონას სუსტი სხეული და სახე მის კისერში ჩარგო.
სურნელი, რომელიც აგიჟებდა...


***

შემოდგომით თათამ და გაბრიელმა იქორწინეს.
მათი ქორწილი ლალოს და დათას ქორწილისგან განსხვავებით, საოცრად ხმაურიანი, ხალხმრავალი და „თბილისის ამალაპარაკებელი „ იყო.
- საუკეთესოები ხართ, ყველაზე მეტად მიყვარხართ ცალცალკე და ორივე ერთად- ხელებს მთელი ძალით ხვევდა საუკუნის სამეული ერთმანეთს და ლალოს ჩურჩულს მხოლოდ მათში ინახავდნენ.


***
ახალი წელი იყო.
სახლის სრულად მოწყობა, სწორედ მაშინ დაასრულეს.
სახლი ორივესთვის ის გარემო იყო, სადაც ერთმანეთი ეგულებოდათ და ამასთანვე ადგილი სადაც ყველა დღე ერთმანეთით იწყებოდა და სრულდებოდა.

პირველ ახალ წელს მათ სახლში ელოდებოდნენ მთელ ოჯახს.

ყველანი სუფრასთან იყვნენ შემოკრებილნი.
არაბულს მისი მეუღლის მხრებზე ჰქონდა ხელი შემოხვეული და ღიმილით ავლებდა თვალს მათ დიდ ოჯახს.
- თოვლის ღაბუა შენთანაც მოვიდა იცი?- ყურში ეჩურჩულება ლალოს და მისი გაცისკროვნებული თვლაების დანახვისას ხმით იცინის.

- 3 ! 2 ! 1 ! -გილოცავთ!

- მეღადავები? - გაბრიელის ხმა ჟრიამულს ფარავს. თათას ტუჩებთან ჯერ კიდევ მიყინული აქვს სახე.

- რა ხდება? - თორნიკე გვერდით მჯდომს დაბნეული მიუბრუნდა

- მამა ვხდები...


მაშინ პირველად იგრძნო ლალომ გულში ჩხვლეტა.
განა არ გუხარდა, განა შეშურდა...
არაბულის გახარებული, თუმცა სევდა ჩამდგარი თვალები სულ წამიერად შენიშნა.
ვერასდროს გაახარებდა ასე არაბულს, კარგად იცოდა.


***
გამთენიისას გააცილეს სტუმრები.
ერთად მორჩნენ სახლის მოწესრიგებას, ჭურჭელსღა რეცხდა ლალო.
ვერ შეემჩნია როდის შევიდა სამზარეულოში არაბული, რომელიც კარის ჩარჩოს მხრით მიყრდნობოდა და ზურგიდანვე გრძნობდა ლალოს სევდას.
მოულოდნელად მხრები რომ აუთამაშდა ზურგით მდგომს, სწრაფად მიუახლოვდა და უკნიდან შემოხვია ხელები.
- ყველაფერი კარგადაა, შემთან ვარ და ყველაზე მეტად მიყვარხარ.
- მთელი გულით ბედნიერების მაგივრად, ტკივილს ვგრძნობ. ნეტავ მეც შემეძლოს ასე შენი გახარება...
- შენ მე ყოველ წამს მხარებ, ლალუ... შენი ყველა გაღიმებით. ყველა თვალის გახელისას...


იმ ღამით ჩუმად შეიპარა სააბაზანოში, დათას ჩაძინების შემდეგ.
საგულდაგულოდ გადამალული პატარა ჩანთა გამოაძვრინა კარადის სიღრმიდან, ის იყო ფეხზე უნდა ამდგარიყო, ხელიდან რომ გაუვარდა და აბაზანის იატაკზე უამრავი ფეხმძიმობის ტესტი მიმოიფანტა.
მერე ვეღარ ადგა.
ფეხებს მთელი ძალით მოხვია ხელები და ატირდა.
უყურებდა ძირს დაყრილ ტესტებს. განა ყოველ ჯერზე არ იცის რომ ერთი წითელი ხაზის გარდა იქ ვერაფერს ნახავს?! თუმცა ყოველ ჯერზე, მხოლოდ ერთ მკრთალ, იმედის სხივს ეპოტინება...

რამოდენიმე ხანში, მუჭებით ხვეტს ყველაფერს და კვლავ ჩანთაში აბრუნებს, რომელსაც უწინდებურად კარადაში მალავს.

***

მთელი ფეხმძიმობის პერიოდში გვერდიდან არ შორდებოდა თათას,რომელსაც ხანაც ტკბილი უნდოდა და ხანაც მჟავე.
არაბულიც კი თავის ჭკუაზე დაყავდა, მომავალ ნათლულსა და მის გაბერილ დედიკოს, მას შემდეგ რაც ქალბატონი დედის მუცელში პირველა სწორედ მაშინ გამოძრავდა, როდესაც არაბული ეფერებოდა თათას მუცელს „ რა კაი ღიპით ხარო“

გამთენიის 5 საათი იყო.
ტელეფონის ზარმა რომ გააღვიძა ლალო.
გაბო იყო
მაშინ თათა უკვე მე-7 თვეში იყო. შეშინებულმა მაშინვე უპასუხა, გონებაში ყველა საშინელება წარმოიდგინა.
- ვიცმევ. მოვდივარ როგორაა- საწოლიდან ისე წამოხტა, ცალ ფეხზე არაბულის და ცალზე თავისი ჩუსტი, რომ ეცვა, ლიფტშიღა აღმოაჩინა.
ლიფტის კართან სახე წაშლილი გაბრიელი დახვდა, რომელსაც აჯაჯული ლალოს დანახვისას, წამიერად გამოუსწორდა ყველა ნაკვთი და მოულოდნელად მთელი ხმით დაიწყო ხარხარი.
- არ დაწყებია ხო ?
- არა სულელო- ატკიებულ მუცელზე ხელებს ისვამდა გაბრიელი - წამო გთხოვ, შენი სუნით უნდა დაძინება
- მეღადავები?
- ნეტა !
- მაგ გოგომ მგონი სულ გარეკა ამ ფეხმძიმობის დროს
- ჩუმად, მანქანაში მიზის - მანქანისკენ გაახედა ლალო, სადაც წინა სავარძელში გაწოლილიყო თათა და მეგობარს ტირილნარევი სიცილით უქნევდა ხელს.

მიახლოვებული ლალო რომ დაიანხა თათამ მანქანის კარი გამოხსნა.
- ჩემი ბრალი არ არის ლალო, ბავშვს უნდა
- ოხ, ჩემო პრინცესავ, ნეტა დედაშენს რა ეშველება, შენ რომ გამოძვრები მანდედან.- შუბლზე მიაკრო ტუჩები მეგობარს და მუცელზე მიეფერა.
- როგორ მიყვარს შენი სუნიიიი
- რა სუნი, ნუ გადამრევ თათა, ერთი და იგივე სუნამოს ვხმარობთ წლებია
- არაა, შენი სულ სხვაა
- ღმერთო შენ მიშველე- ცაში უმისამართოდ აღმართა ხელები იქვე მდგარმა გაბრიელმა.
რამდენჯერმა კვლავ ხარბად შეისუნთქა ლალოს სურნელი და „ დღეისთვის მეყოო“ დაითხოვა ქალბატონი და დაამთქნარა.

სახლში ნახევრად მძინარე აბრუნდა.
მაშინვე საწოში შეწვა და არაბულის ზურგიდან მიეხუტა
- სად იყავი, სულ გაყინული გაქვს ფეხები - ამოიფრუტუნა დათამ.
- შენ ნათლულს, ჩემი სურნელი მოენატრა- ყურთან უჩურჩულა და ზურგზე აკოცა მამაკაცს.
- მხოლოდ დროებით ვუყოფ შენ სურნელს, ისიც იმიტომ რომ ჩემი ნათლულია- უცებვე გადმობრუნდა და ახლა თავად ჩარგო თავი ლალოს უკვე მხრებამდე ჩამოზრდილ თმაში.
- ჩემი ეგოისტი


***
წყნეთში იყვნენ გაბის აგარაკზე
დათა მამამისთან ერთად გერმანიაში იყო 1 კვირით წასული, საოჯახო წამოწყებისთვის ინვენსტორებთან შესახვედრად.
სახლში მარტო ყოფნას, ზაფხულის ცხელ დღეებში დატანჯულ გაბოსთან და ბუზღუნა თათასთან ყოფნა არჩია.

დაძინებამდე 2 დღეში მონატრებულ არაბულს ესაუბრებოდა.
ქორწინების შემდეგ პირველად იყვნენ ერთმანეთისგან ასე შორს და ამდენი ხნით.

მოულოდნელად გაბომ რო კარი შემოუღო
-დაეწყო ლალო ! - მთასავით ბიჭი, სახე არეული იდგა კარში.
- მეღადევბით? - შორიდან ისმოდა არაბულის ხმა.
ლალო უკვე თათასკე გარბოდა.
- კარგი მშვიდად ისუნთქე პატარავ, აქ ვართ- საწოლზე წამომჯდარ შეშინებულ თათას თან ამშვიდებდა და თან უკვე გამზადებულ ჩანთას ეძებდა, რომელიც მილიონჯერ ჰქონდა უკვე ამოლაგებული და ჩალაგებული თათას.- გაბო რას დგახარ- მხოლოდ მაშინღა შენიშნა კარში მდგომი გაბრიელი - მიდი მომეხმარე წავედით, მამა უნდა გახდე შე ბედოვლათო.

გამთენიისას დაიბა ანნა
ყველაზე ლამაზი არსება, რაც კი ოდესმე ენახა ლალოს.
ხელში პირველად, რომ აიყვანა იმ შვილის სურნელი იგრძნო, რომელიც თავად არასდროს ეყოლებოდა.
- დეი... როგორი კარგი ხარ - არ იცის როგორ წამოცდა ის პირველი სამი ბგერა.
მაგრამ თითქოს უკვე იქედან , იმ პირველი წამიდანვე ამ სამი ბგერით გახდა მეორე დედა ანნასთვის.

- ლალო, ლამაზია თუ მე მეჩვენება? - საშინლად დაღლილ სახეზე მაინც ღიმილი დათამაშებდა თათას
- ყველაზე ლამაზია, თათ, ყველაზე საოცარი- პატარას თითებს ფრთხილად შეახო ტუჩები და კვლავ ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი.


მთელ დღეებს გაბოსთან და თათასთან ატარებდა.
გაფაციცებით ელოდებოდა, როდის გაიღვიძებდა და აჯუჯღუნდებოდა პრინცესა, რომ მაშინვე ხელში აეტაცა.
იმხელა სიყვარულს გრძნობდა იმ პატარა არსების მიმართ, თითქოს სულ გადაავიწყდა თავისი უშვილობის ამბავი.
დღეები ისე გადიოდა, მხოლოდ ანნას ახალ გამოხედვებზე, ახლა გაფაციცებაზე ფიქრობდა, გონებაში სხვა ფიქრების ადგილი არც კი ჰქონდა.

***
პატარა ანნა ეკავა ხელში და თან ფაფას უმზადებდა.
გაბრიელი ჯერ კიდევ არ იყო დაბრუნებული სამსახურიდან.
გადაღლილ თათას, ცოტახნით მიეძინა.
დაბალ ხმაზე სხეულზე აკრულ ანნას, ბავშვობის მოგონებებიდან შემორჩენილ მელოდიას უღიღინებდა.
ნაცნობმა სურნელმა შეუღიტინა
უკან მიბრუნებულს მონატრებული არაბული დახვდა.
-დათი - მაშინვე ქმრისკენ წავიდა - ანნა, ნახე აქ ვინ არის- მონატრებულ არაბულს ტუჩებზე სწრაფად დაუტოვა კოცნდა და პატარა ქალბატონი ხელზე მოიჯინა.
- პრინცესაა-პატარა თითები თავის ორ თითზე დაიტია არაბულმა და ქალბატონს ფრთხილად ეამბორა.
- ნახე დათ, რა ლამაზია
სადღაც ღრმად ჩაწყდა არაბულს ლალოს, გაბრწყინებული თვალები.
მაშინ პირველად ეტკინა.
არა უშვილობა,არამედ ლალოს დედად ვერ გახდომა.
უყურებდე საყვარელ ქალს, თვალებში სევდის მორევით.
მკლავებში ის ერთადერთი ნატვრა ყავდეს მოქცეული,რომელსაც ვერასდრს აუსრულებ.
მას ვისთვისაც, შენი ბოლო ამოსუნთქვის ჩუქებაც კი არ გენანება.
და მაინც
რამდენი ქალია ამ ქვეყნად, რომელსაც დედობა არ სურს
რომელიც თავისი ნებით კლავს შვილს
რომელიც მკერდიდან იგლეჯს, უსუსურს და ტოვებს
რომელიც არ იმსახურებს დედობას
და მაინც, რამდენი ქალია, რომელსაც შვილი მხოლოდ ნატვრად რჩებათ...
რამდენჯერ მითქვამს, კიდევ გეტყვით
არ ვიცი ბედია თუ ბედისწერა, შუბლზე გაწერია თუ სავალ გზაზე. საერთოდ ვინმეს თუ განუსაზღვრია, მაგრამ სწორედ შენ და არა სხვა.

ამ ცხოვრებაში ყველას თავისი ტკივილი და ბედნიერება აქვს წილად.ესეც არ ვიცი, ვინმეს განუსაზღვრია თუ არა.

ტკივილი არასდროსაა საკმარისი.
არ გეგონოს რომ საკმარისი განიცადე, რომ ლიმიტი ამოწურე.
რომ ჯერი სხვაზე მიდგება, რომ ის ტკივილის მარწუხები ახლა სხვას ჩაეჭიდება და შენ ამოსუნთქვის საშუალებას მოგცემს.
ისე გაიდგავს ფესვებს შენში, ვერც კი მიხვდები და მერე ტკივილი არ მიდის, მერე სევდა არ მიდი და უფროდაუფრო გიღრღნის სულს.
სანამ არ ჩამოგეშლება სულისვე კედლები.


***
არ ჰქონიათ რუტინული ცხოვრება.
ყველა დღე განსხვავებული იყო, ყველა დღე სიყვარულით სავსე.
უდიდეს სიცარიელეს, გათენებიდან გათენებამდე გულის ჯიბეში ინახავდნენ და მხოლოდ ერთმანეთით ცხოვრობდნენ.
სხვისთვის ქორწინებიდან 1 წლის განმავლობაში „გართობა მინდა ჯერ, ბავშვი შემდეგ“ პერიოდმა რომ გაიარა - ლალომ ფეხმძიმობის ტესტებით სავსე ჩანთა გადაყარა.

იმ დღეს გერმანიიდან საბოლოო პასუხები მიიღო.
ისევ ფარატინა ფურცლები, რომლებიც თეთრზე შავად, იმ პაწაწინა იმედსაც კი უკლავდნენ, გულში მაინც რომ ბჟუტავდა.
ვერასდროს გახდებოდა დედა.


არ ახსოვს, როგორ ჩავიდა სამშობიარო განყოფილებაში.
დედის განწირული ხმაც მიწვდა მის ყურთასმენას, შემდეგ კი ვიღაცის შვილის პირველი ამოტირება...

კოლიდორის ბოლოში, ვეებერთელა მინის მიღმა სულ პაწაწინა არსებები იწვნენ ეტლებში.
კოჭზე სასაცილოდ ჩამოცმული ვინაობებით და ჯერ კიდევ შევარდისფრებული კანით.

სათითაოდ ავლებდა თითოეულ მათგანს სიყვარულით სავსე მზერას.
რომ შეძლებოდა ყველას თავისთან წაიყვანდა, არცერთის თავს არავის დაუთმობდა.
ნეტავ შეძლებოდა
ნეტავ...


***
პატარა ანნა ჰყავდათ სტუმრად.
ქალბატონი უკვე კარგად ცნობდა ლალოს, რომლის დანახვისასაც ხელებს მთელი ძალით იწვდენდა და რომლის მკლავებშიც ყველაზე ტკბილად იძინებდა.
- ხანდახან ვფიქრობ,რომ ზუსტად ხვდება, როდის მჭირდება ყველაზე მეტად მისი პატარა ხელების შხება- ლალოს მკერდზე მშვიდად ჩასძინებოდა პატარა ანნას
- ხომ იცი, რომ როგორც ჩემი შვილი, ისე შენი შვილია ანნა. ხანდახან მგონია ჩემზე მეტადაც კი შენ ეყვარები
- შვილს დედას ვერავინ შეუცვლის, თათა - პატარა თითებს ფრთხილად აკოცა
- დღეს სხვანაირად სევდიანი ხარ ლალო, მოხდა რამე?
- გერმანიიდან საბოლოო პასუხები ჩამოვიდა. არ არსებობს იმის შანსი,რომ შვილი მყავდეს თათ...

ვერცერთს შეენიშნა აივნის კარში მდგომი არაბული, რომელსაც ლალოს თითოეული სიტყვა კარგად გაეგონა.
- ლალო - მფრთხილად მოხვია ხელები მხრებზე მეგობარს და ცრემლების დამალავა მის მხრებზე სცადა
- ახლა, როცა ზუსტად ვიცი თათ, უფრო მეტად მტკივა. ყველაფრის მიუხედავად მაინც მქონდა იმედი გესმის? მაინც ბოლომდე არ ვკარგავდი რწმენას, რომ მეც შევძლებდი გავმხდარიყავი დედა. შეხედე რა საოცრებაა თათა, შეხედე რამხელა სიმდიდრე გყავს, ცხოვრების საჩუქარი.მე ჩემი არასდროს მეყოლება და ჩემ გამო არც დათას. რომ ვუყურებ როგორ ეფერება ანნას, როგორ ეთამაშება, სულ სხვანაირია. სულ პატარა ხდება მაშინ. განა ვერ ვხედავ მასაც როგორ უნდა, მაგრამ არცერთი წამით თათ, არცერთი წამით, არც სიტყვით, არც საქციელით, მზერითაც კი არ მაგრძნობინებს ამას,მაგრამ მე ხომ ვიცი,ხომ ვიცნობ არა... ძალიან მტკივა გული თათ. ასეთ სიცოცხლეს რა აზრი ქონდა, იმისთვის გადავრჩი, რომ სამუდამოდ მტკენოდა?

***
იმ დღის შემდეგ
ყველა დღე
უფრო რთული იყო.

არ საუბრობდა. პირველად არ ესაუბრებოდა არაბულს.
ყველა ტკივილს თავის თავში იკლავდა და სულ უფრო მძიმდებოდა.
ხვდებოდა არაბული, როგორ დაიწყო ლალომ გაუფერულება.
აღარ ჰონდა ძველებური ღიმილი, თვალებიც საოცრად ჩაუქვრა.
ხანდახან ფიქრობდა, რომ ლალოს მისი დანახვაც არ უნდოდა, რამდენჯერ მხოლოდ ამის გამო დაბრუნებულა სამსახურიდან გვიან.ჩაძინებულ ცოლს კი ჩუმად ეფერებოდა.
სახლიდან გასვლა აღარ უნდოდა ლალოს.
ვერ იტანდა ხალხის მზერას.
ნაცნობებთან შეხვედრას, რომლებიც მაინც ჯიუტად ეკითხებოდნენ „ბავშვს არ აპირებთ?“
ეზიზღებოდა ყოველ ჯერზე იმის აფიშირება რომ უშვილო იყო, უშვილო ქალი.
მერე ვერც მათ „საწყალი“- ს მზერას იტანდა.
აღარ უყვარდა სკვერები, ეჩვენებოდა რომ ყველგან მის დასანახად იყვნენ დედები შვილებთნ ერთად.
დეპრესია ჰქონდა, რომელსაც არაბულიც კი ვერ შველოდა.

***
არაბულის მეგობრის დაბადების დღეზე იყვნენ.
საოცრად მოხდენილი წყვილის დარბაზში შესვლა შეუმჩნეველი არავის დარჩენია.
იმ საღამოს შედარებით უკეთ იყო.
იქ მყოფთა უმრავლესობას იცნობდა, თუმცა ბევრი უცხოც იყო.
- დათა არაბული, ცოლს თუ მოიყვანდა აი ვერასდროს წარმოვიდგენდი -გვერდით უცხო, ლამაზი გარეგნობის გოგონა მიუჯდა, საუბარში გართულ ლალოს. მზერა ჯერ ტერასაზე მყოფი არაბულისკენ გაექცა, რომელიც ბიჭებთან ერთად ეწეოდა, თუმცა კი მეუღლის მზერა წამში დაეჭირა და შორიდანვე უღიმოდოა
- ასეთებიც ხდება- გოგონასკენ მიბრუნდა.
- ერთ დროს, ღრმა წარსულში ერთად ვიყავით-გოგონამ ხელი გაუწოდა - თიკა
- ლალო
- აბა როგორი ქმარია? - მაგიდას იაყვებით ეყრდნობა გოგონა და ინტერესიან მზერას აპყრობს ლალოს
- შესანიშნავი - ნაძალადევად უღიმის გოგონას და მზერას არიდებს.
- პროსტა, არაბული უშვილოდ აი, ძაან მეცოდება... სულ გიჟდებოდა ბავშვებზე- მზერა ტერასაზე ეყინება ლალოს. ნელნელა ყურებში წუილს ესმის და მხედველობა ებინდდება. - ეტყობა, რომ აშკარად ეკეტება შენზე თორე,ისე რავი...
- არ ფიქრობ რომ ზედმეტი მოგდის? - ხელებით კლაჩის მოძებნას იწყებს და შიგნით მობილურს დებს
- მეტსაც გეტყვი, არც კი იცოდა, ისე გავიკეთე აბორტი
- და ასე ამაყად ამბობ ამას? - უკვე ფეზე იდგა, თუმცა კი გრძნობდა როგორ ეკვეთებოდა მუხლები
- ისე უყვარდა ბავშვები, არ მაპატია და დამშორდა
თუ არ წავიდოდა, თუ ერთ სიტყვასაც კი იტყოდა ატირდებოდა.
ისე დატოვა იქაურობა, დათასაც კი არ დალოდებია.
მხოლოდ მაშინ მისცა ცრემლებს გასაქანი, ზურგს უკან სახლის კარი რომ მიიხურა.
აივანზე იჯდა და ეწეოდა
კარის ხმა რომ გაიგო და შემდეგ მისაღებში სინათლე აინთო
- არ შეგეძლო, რომ გეთქვა მაინც? - არაბულის ჩახლეჩილი ხმა მიწვდა მის სმენას.
- მხოლოდ ახლა შენიშნე ჩემი არ ყოფნა? - თავი არც გაუბრუნებია
- ტელეფოზე რომ გეპასუხა, იქნებ ყველგან აღარ მეძებნე
- თიკა ნახე? -ხმა არ ამოუღია არაბულს- მომიყვა თქვენი ურთოერთობის შესახებ პატარა რაღაცები
- ლალო, თიკაზე საერთოდ რატო ვსაუბრობთ?
- რა ცინიზმია არა? ზოგიერთი შენ ჯერ არ დაბადებულ შვილს კლავს, ზოგი კი ვერც კი გიჩენს- იქვე დადგმული ღვინის ჭიქა აიღო და შემორჩენილი ღვინო ერთიანად მოსვა
- რამდენჯერ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე? რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ ჩემთვის შენ ხარ საკმარისი ?
- ჩემთვის არ ხარ საკმარისი გესმის?- ვერ გაანალიზა ისე დაახეთქა ღვინის ცარიელი ჭიქა ძირს - არც შენთვის ვიქნები მალე საკმარისი, არც ახლა ვარ, მე თუ მკითხავ. გგონია ვერ ვხედავ როგორ უყრებ ანნას? როგორი სხვანაირი ხარ მასთან? გგონია ვერ ვამჩნევ შენ ჩამქრალ თვლაებს?
- იმას ხედავ რისი დანახვაც გინდა, ლალო
- უშვილო ვარ ბრმა კი არა დათა
- ნუ ეძახი შენ თავს ასე
- უშვილოს? -ჩაეცინა. ფეხზე წამოდგა და საძინებელში შევიდა, არაბულიც თან მიყვა.
კომოდის უჯრიდან ფურცელი ამოიღო- აი აქ გარკვევი წერია უ შ ვ ი ლ ო. შეეგუე რომ უშვილო ვარ, არასრულფასოვანი ქალი ! ქალი რომელიც ისე მოკვდება, შვილი არ ეყოლება გესმის?- მთელ ოთახს ექოდ ედებოდა მისი ყველა ხმაჩამწყდარი სიტყვა.
- ნუ იქცევი ასე ლალუ
- წადი
- ლალუ
- წადი, არ მინდა შენი დანახვა - იქვე ჩაიკეცა და ზურგი საწოლს მიაყრდნო- ყოველ ჯერზე, როცა გხედავ, მხოლოდ იმას ვგრძნობ რომ ვერასდროს გაჩუქებ შვილს. არ მინდა რომ გხედავდე და ყოველ ჯერზე იმას მახსენებდე რომ უშვილო ვარ
- სხვას არაფერს გრძნობ ჩემი დანახვისას? - არაბულს ხმა გატყდომოდა
- აღარ
- ხვალ ჩვენი ქორწინების 2 წლის თავია ლალო
- ახლა 1 წლის შვილი მაინც უნდა გვყავდეს
- ნუ ექცევი ასე ნურც შენთავს და ნურც მე - მის წინ მუხლებზე იდგა არაბული. მისკენ გაწვდენილი ხელი, მოულოდნელად გააწევინა
- წადი, უბრალოდ წადი
ერთხანს უყურა მზერა მიყინულ ლალოს, მერე უბრალოდ უხმოდ ადგა და საძინებლიდან გავიდა.
მერე კარის გაჯახუნების ხმაც იყო.
მერე ლალოს ხავილი
საოცრად დაცარიელებულ სახლში მხოლოდ მისი მოთქმა ისმოდა, ყველა კუთხესა და კუნჭულში.



ზოგჯერ საყვარელი ადამიანების დასაცავად ისეთ რაღაცებს ვაკეთებთ, ვერ კი ვიაზრებთ რომ ამით კი არ ვიცავთ, უფრო ძლიერად ვტკენთ.მაგრამ როგორც მითქვამს, როდესაც შენ ხარ „დამნაშავე“ ყველაფერს სხვაგვარად აღიქვამ.
მერე გვიან ხვდები, ან ვერ ხვდები
რომ ტკენ.
რომ ამსხვრევ.

***
იმ ღამიდან ყველაფერი აირია.
ნივთები ჩაალაგა და გამთენიისას მიადგა ნინოს.

- ვაფშე იაზრებ რას აკეთებ ? - დივანზე იჯდა გაბრიელი, რომელსაც თავი ხელებში ჩაერგო.
ყველა ახლო ადამინი იქ იყო და ლალოს კიცხავდა.
- მშვენივრად ვიაზრებ - არცერთს უსწორებდა მზერას.
- ლალო, მართლა გეშლება და სანამ კიდე უარესად შეგეშალა, მოკიდე იმ ჩემოდანს ხელი და წადი სახლში - აივნის კარში იდგა თორნიკე
- ჩემი ძმა ხარ, მგონი ახლა კი არ უნდა მაკრიტიკებდე, მხარს უნდა მიჭერდე- თავადაც ვერ იჯერებდა, რომ ასე ეგოისტურად იქცეოდა.
- შენი ძმა ვარ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ როცა შეგეშლება და მითუმეტეს არაბულთან, მე მხარს დაგიჭერ
- მადლობა თორნიკე
- არ ხარ ლალო შენ ეგ და მოიშორე რა- მოუსვენრად მყოფ ანნას ხელში არწევდა თათა
- დედა, შენ არაფერს მეტყვი? - მის წინ მჯდომს შეხედა
- სახლიდან ვერ გაგაგდებ,თუმცა გეტყვი, დათა იმ წამიდან ჩემი შვილია რაც გავიცანი და ყველაზე მეტად მაშინ დავაფასე და შემიყვარდა,როდესაც შენ მყავდი ცუდად, წამითაც რომ არ გტოვებდა და აქეთ მეც მამხნევებდა
- ვერაფერს ხვდებით, საერთოდ ვერაფერს- ატირებული ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გასვლას აპირებდა გაბოს სიტყვები რომ წამოეწა
- რას, რომ ცდილობ შენგან გადაარჩინო?
- ხო, იმიტომ რომ მე თუ არ გავუშვი არ წავა
- და შენ ფიქრობ რომ გაგიშვებს?
- სხვა გზა არ ექნება
- ლალო, არაბულს უკანასკნელი ვითაც რომ მოექცე, არ დაგტოვებს, მაგრამ იმდენს ნუ იზავ რომ ჩვენ ყველა დაგვკარგო
- გაბრიელ, იაზრებ საერთოდ რას მეუბნები?
- ვიაზრებ ხო- ფეხზე დგება ყვირილით - იმას გეუბნები, რომ არც პირველი და არც უკანასკნელი უშვილო ქალი ხარ. ხო, ასე არ უწოდებ თავს? შვილის გარეშეც ცხოვრობენ. უსიყვარულოდაც ცხოვრობენ. შენ კიდე რას აკეთებ ? ხელს კრავ იმ ადამიანს, რომელიც შენ გამო კვდებოდა? ისე მოვედით აქამდე ლალო, თითით საჩვენებელი მყავდი, იმდენად უშეცდომო და მართალი გოგო იყავი, მაგრამ ახლა, შენ თუ ამ ყველაფერს იაზრებ და მაინც ასე ატრაკებ, ძალიან მწყდება გული და იცი რატომ? ჩემ თავზე უკეთ გიცნობ და ეს შენ არ ხარ. ერთი იცოდე, ჩვენი ანნას, ჩემი კი არა, ჩვენი ანნას სუნთქვას გეფიცები, ვაფშე დამკარგავ აზრზე თუ არ მოხვალ- გასასველისკენ მიდიოდა ადგილზე რომ შედგა- და რომ იცოდე ლალო, შენ გამო დავიფიცე პირველად ჩემი შვილის სიცოცხლე. არაბულის დაბმა რომ მომიწიოს, შენ კართან არ მოვუშვებ. წავედით თათა - ერთხელ შეავლო მეგობარს ცრემლიანი თვალები თათამ და უსიტყვოდ მიყვა მეუღლეს.

მზერა მიყინულს ჯერ მხრები აუთამაშდა, შემდეგ ცრემლები გადმოცვივდა და ბოლოს ხმით ატირდა.
რამდენიმე დღე ოთახიდან აღარ გამოდიოდა.
დათაც არ ჩანდა, რომელისთვისაც გაბრიელს ანნას თავი დაეფიცებინა, დრო მიეცი მოფხიზლდებაო.
მეორე დღეს საღამოს, მხოლოდ შეტყობინება მიუვიდა :
„ გილოცავ ჩვენ 2 წელს <3“

არაბულის გარეშე?!- მოკვდებოდა
გაგიჟდებოდა.

ფიქრობდა, რომ თუ თავად არ გაუშვებდა, დათა არასდროს იზავდა ამას.
ფიქრობდა, რომ ამით კარგს უკეთებდა, სწორედ ისე, იმ მომენტში რომ ვერ ხვდებიან ხოლმე, თუმცა აი, წლების შემდეგ რომ გააანალიზებდა.
***
შემოდგომა ედგა თბილისს.
არეული ლალო.
გაცრეცილი არაბული.
1 თვე იყო გასული, დათა არ ყავდა ნანახი.
გაბო არ ელაპარაკებოდა.

თათა და ანნა ყავდნენ სტუმრად.
- როგორ არის? - ანნას ეფერებოდა,ძლივს რომ გაბედა კითხვის დასმა.
- შენი აზრით? - მეგობრის ცრემლიანი თვალების დანახვისას ხმა დაირბილა - ძალიან ცუდადაა, გაბომ დააფიცა ანნას თავი, თორე აქამდე ხელით წაგიყვანდა და აქედან ფეხს არ მოიცვლიდა ხო იცი?
- ვიცი
- დაბრუნდი სახლში ლალო, ყოველ დღე გელოდება. ასე კი არ შველი, პირიქით ანადგურებ.
- არ ვიცი თათ, არ ვიცი... იქნებ არაა სწორი, იქნებ არ უნდა ვიყო მასთან, იქნებ ასე უკეთესი იყოს. იცი შენ როგორ მიყვარს და იცი როგორ მიჭირს მის გარეშე, მაგრამ წლების შემდეგ მხოლოდ ერთხელაც კი რომ მაგრძნობინოს, რომ დამადანაშაულოს თათა, მოვკვდები გესმის?
- წლების მერე რა იქნება, იმის შიშით ყველა დღეს ნუ გაწირავ ლალო
- ლაო...-იმ წამს პირველად წარმოთქვა ანნამ ლალოს სახელი.
რომ გაიაზრა რა მოხდა,ცომის გუნდას მთელი სახე დაუკოცნა „ლაო“-მ
თითქოს ნიშანი იყოო.
იმ საღამოს, ერთი თვის თავზე
გვიან ღამით დააკაკუნა, ნაცნობ კარზე.
ჩემოდნის სახელურს მთელი ძალით უჭერდა ხელებს.
მონატრებულმა სურნელმა ცხვირი აუწვა, მერე მზერა ამღვრეულმა ჩახედა თვალებში და იგრძნო, როგორ მოწყდა სამყაროს.
არაბულის ხელები მთელი ძალით იკრავდნენ გულში, თითქოს უნდოდა თავის სხეულში ჩაეკარგა, ისე რომ ვერსად ვეღარ წასულიყო.
-მაპატიე- მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა აცალეს საყვარელმა ტუჩებმა.

შიშველ ზურგზე თითების ნაზი მოძრაობით ეფერებოდა საყვარელ ქალს. რამდენი ხნის მონატრებული ჰყავდა ეს გულისცემა, ეს სუნთქვა, სხეული.


***
-ლაო !- კარის გაღებისთანავე სიხარულით გაიწვდინა ხელები ანნამ
-მოდი ჩემთან, ლაოს გულო- მკლავებში მოიქცია კიკინებიანი სასაცილო ქალი და მთელი სახე დაუკოცნა.
-ეს ვინ მოსულაო? - ორი კბილით გაკრეჭილ ანნას ცხვირზე სასაცილოდ დაკრა თითი არაბულმა - მოხვალ ნათლიასთან? -ქარაფშუტა ქალმა მაშინვე უღალატა ლაოს და ახლა უკვე დათას მკლავებში მოქცეულმა ძლიერად შემოხვია კისერზე თავისი პატარა ხელები ამ უკანასკნელს და ხმაურით მიაკრო ტუჩები ლოყაზე
-წავედით ახლა ჩვენ და დაგირეკავთ რა, ყველაფერი ჩანთაშია, წესით არ იტირებს, მთელი გზა მღეროდა ისე უხაროდა და რავიცი, მაინც ამ ლოდის შვილია- სიცილით მიაწოდა ჩანთა ლალოს და მეუღლეს მიეხუტა
- წავედით, მოკლედ მადლობა შაბათ-კვირის განტვირთვისთვის. თქვენივე წყალობით, მალე მეორესაც დაგიტოვებთ ხოლმე- სიტყვა რომ დაასრულა ისეთი მუჯლუგუნი მიიღო აწითლებული თათასგან,ლიფტისკენ სულ „აუჩ აუჩ“-ის ძახილით წავიდა.
მთელი დღის თამაშის შემდეგ, პატარა ქალბატონს, ადრევე ჩაეძინა, დათასა და ლალოს შორის.
ხმას არ იღებდნენ, მხოლოდ ღიმილით უყურებდნენ პატარა სხეულს.
- ლალო
- ჰოუ
- მაშინ, როდესაც ჩვენ შვილი გვინდა და არ გვყავს, არიან ბევრი ბავშვებიც, რომლებსაც მშობლები არ ყავთ. იქნებ- ლალოს ცრემლიანი თვლაების დანახვისას სიტყვა გაუწყდა.
რამდენჯერ უფრიქრია ამაზე, რამდენჯერ უნდოდა ეთქვა, თუმცა კი ვერ ბედავდა.
- ბავშვის აყვანაზე ფიქრობ? - ძლივს გასაგონას ამოიჩურჩულა
- ჩვენ თუ გავზრდით, მაინც ჩვენი შვილი არ იქნება?
- იქნება
- ანუ
- ანუ კი დათ, მინდა - ცრემლებს ვეღარ მლავდა



რამდენიმე კვირა გატანა საბუთების მოგროვებამ, რამდენიმე ოჯახის ახლობელიც შეაწუხეს.
ოჯახის წევრებს და მეგობრებს, რომ გააცნეს თავიანთი გადაწყვეტილება, ცოტა ეშინოდა ლალოს. რომელიმეს მაინც რომ ეთქვა რაიმე ისეთი, ალბათ მაშინვე დაყრიდა ფარხმალს.თუმცა ყველა დიდი სიხარულით მიესალმა მათ გადაწყვეტილებას.
- ძვირფასო, ისეთი რიგებია მაგ ამბავზე, ხალხს მხოლოდ იმიტომ მიყავს ეს საწყალი ბავშვები სახლში, თანხა რომ აიღონ - აღარ იცის მერამდენე თავშესაფარში იყვნენ.
ზოგი იმედს მხოლოდ იმიტომ უკლავდა, რომ ასაკით არც თუ ისე დიდები იყვნენ.
ზოგი აუარებელ რიგებს აცნობდა.
ზოგი წლობით ლოდინისკენ უთითებდა.

ანას ნათესავს სიტყვაც ეთქმოდა ამ საკითხში, თუმცა კი ისიც ვერაფერს გახდა.

მერე უფრო მოიღუშა ლალო.
ბავშვის აყვანის გადაწყვეტილებამ ისე გაახარა, ეგონა ამის შემდეგ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
სხვანაირი ხალისი დაუბრუნდა.
სახლში ის ერთი ოთახი, მთელი ეს დრო კარი ჩაკეტილი, რომ ჰქონდა - გააღო.
ნელ-ნელა შვილის ლოდინში შეალამაზა, მოაწყო.
ყველაფერი ისე გააკეთა- მხოლოდ ბავშვი აკლდა.



მერე ყოველ საღამოს შედიოდა იქ, შუქს ჩააქრობდა და საწოლზე წვებოდა.
- დე, როგორ მინდა ეს ოთახი მალე, გაივსოს შენი სურნელით და ბევრი შენი მოგონებით.


***

1 წელი იყო გასული, რაც ყველგან დატოვეს საბუთები და მოლოდინის რეჟიმში იყვნენ.
სამზარეულოში ფუსფუსებდა ლალო, დათას სამსახურიდან მოსვლამდე, გემრიელი ვახშმის მოსწრება უნდოდა.
მისაღებში ტელევიზორი იყო ჩართული, სადაც საინფორმაციო გამოშვება ათას პოლიტიკურ „სიბრძნეს“ აფრქვევდა.
„ ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, თბილისში, *** -სახელობის კლინიკაში, დედამ 3 საათის დაბადებული ჩვილი ბიჭუნა დატოვა“
მერე აღარფერი გაუგია.
იმ საღამოს ყველა სოციალური ქსელი აყვირდა
ყველა ამაზე საუბობდა.
ყველგან ლანძღავდნენ ბავშვის დედას, აძაგებდნენ.
ნინოს საავადმყოფო იყო.
აზრზე რომ მოვიდა უკვე ტაქსიში იჯდა და დათას ურეკავდა
- ნინოსთან მოდი დათ,საავადმყოფიში სწრაფად.
იქ მისულს უამრავი ჟურნალისტი დახვდა.
მთელი სხეული უკანკალებდა.
ზუსტად იცოდა რომ ის იყო.
მისი შვილი იყო და რომ ახლა, იმ ადგილას იყო, სადაც უნდა ყოფილიყო.
უამრავ ხალხში, როგორც იქნა დედამისი იპოვა.
- ნინო, არავის არ გაატანო მისი თავი- დედის ხელს ისე ჩაებღაუჭა, როგორც ბოლო იმედს.

მთელი ღამე საავადმყოფოში გაატარეს, ცოცხალი თავით არ მიყვებოდა დათას სახლში.
მხოლოდ ბავშვის ნახვას ითხოვდა.
მთელი რიგი გამოძიებები მიმდინარეობდა.
მაინც ეძებდნენ ბავშვის დედას.

- დათა, დატოვა ბავშვი, რაღატო ეძებენ იმ გოგოს? გონიათ თუ გაატანენ წაიყვანს? იქნებ სადმე გადააგდოს კიდეც
- ლალუ, დამშვიდდი ძვირფასო. ჩვენ ხომ არ ვიცით ჯერ რა უჭირდა იმ გოგონას-გულში იკრავდა ატირებულს და თავზე კოცნებს უტოვებდა.

მოსაცდელში ანა და მასთან ერთად, უცნობი ელეგანტური ქალი რომ დალანდეს დილით, უკვე 7 საათი იყო.
- ანნ- მაშინვე ფეხზე წამოდგა და მთელი ძალით ჩაეხუტა.
- ჩემო პატარავ, დამშვიდდი. სახლში რატომ არ წახვედი?- შვილს გადახედა მაშინვე.
- არ გავყევი ანნ, დათას ბრალი არაა
- გაიცანით, ეს ჩემი დიდი ხნის მეგობარია ქეთი, სწორედ მას ვთხოვე, ამ საკითხში თავიდან დახმარება.
- დიახ, რა თქმა უნდა, ბოდიში. ისეთი ანერვიულებული ვარ...- ღიმილით ჩამოართვა ხელი ქეთის.
- გავარკვევ რა სიტუაციაა და დავბრუნდები კარგით?- ღიმილით დაემშვიდობა ქალბატონი.


ბავშვის „ბედის“ გადაწყვეტა, რამოდენიმე კვირას გაგრძელდა. ამ პერიოდის განმავლობაში კი კვლავ კლინიკაში იყო, ისევე როგორც ლალო.
გვერდიდან არ შორდებოდა, უსახელო, უდედო ბიჭუნას.

გვიან ღამით, ტელეფონის ზარმა გააღვიძა ორივე.
- ხო ანა- თვალების ფშვნეტით აიღო ყურმილი არაბულმა - მართლა ამბობ?
- რა ხდება დათ
- ახლავე მივდივართ,დე მადლობა - ყურმილი დაკიდა და ამღვრეულ თვალებიანი ლალო გულში ჩაიკრა- ჩაიცვი, ჩვენი შვილი წამოვიყვანოთ სახლში.

ნინომ ხელებში მოცუცქნული არსება რომ ჩაუწვინა, მხოლოდ მაშინ გაიაზრა ბოლო ნახევარი საათი.
წარბებშეკრული, მოცომილი ბიჭუნა ეკავა ხელში, რომელიც უკვე მისი შვილი იყო.მისი და დათასი.
მხოლოდ მათი.
- გამარჯობა დე - ხელის კანკალით შეეხო მის თითებს, მერე სახე ახლოს მიუტანა და თავისი შვილის სურნელი შეიგრძნო
მის წინ მყოფთ უყურებდა არაბული.
არასდროს ენახა, ასე ლამაზი ლალო
ასეთი ბედნიერი.
ლალო, რომელსაც პირველად უხდებოდა ტირილიც კი.
- წავიდეთ სახლში?- ღიმილით მოხვია ხელი ლალოს.
- ერთი წამით- პატარა მკლავებში ჩაუწვინა და მედდასთან მივიდა.იქვე პატარა ფურცელზე თავისი მისამართი, ტელეფონის ნომერი, სახელი და გვარი მიაწერა- ძალიან გთხოვთ,ეს ყველაფერი შეინახეთ და თუ ოდესმე დადამისი გამოჩნდება,აუცილებლად მიეცით ეს.


მთელი ღამე არცერთს მოუხუჭავს თვალი.
მათშორის მოქცეულ სულ ციცქნა არსებას აკვირდებოდნენ და მის ყველა შერხევას კი არ ტოვებდნენ.
- დათ, არ მჯერა
- ჩემო სულელო, მოგიწევს დაიჯერო- ლოყაზე მიეფერა საყვარელ ქალს.
- საუკეთესო ხარ, სულ გახსოვდეს- ხელის გულზე მიაკრა ტუჩები.
- შენ მყავხარ საუკეთესო.
- დათ, რა დავარქვათ?
- არ ვიცი ლალუ, უნდა მოვიფიქროთ
- ხვალ ბოლო საბუთები უნდა მოვაწესრიგოთ, სახელი აუცილებლად უნდა მოვიფიქროთ მანამდე.
- მაშინ... მახოსვს ადრე მეუბნებოდი რომ სახელი დანიელი მოგწონდა.
- მე კი მომწონს ახლაც, მაგრამ შენ?
- მეც მომწონს
- მაშინ დანიელი?
- დანიელი
- მიყვარხარ არაბულო



***

მეორე დღეს ყველა მათ სახლში იყო შეკრებილი,ოჯახის ახალი წევრის დანიელ არაბულის გასაცნობად.
- არა, ახლა მე დამეწყო თუ ეს ბავშვი უკვე გავს წარბშეკრულობით არაბულს- ხითხითებდა გაბრიელი
- ამოგაგლეჯ შენ ენას- მშვიდი ხმით ემუქრებოდა დათა
- არა და მართლა გავს, აი ახლა განსაკუთრებით, შეკარი დათუ წარბებიი- ხითხითს აგრძელებდა და ცოლის ზურგს ეფარებოდა.


***
ბავშვს ოჯახში სხვა ხალისი შემოაქვსო, მართალი ყოფილა.
ისე ახმაურდა არაბულების სახლი, ისე გაივსო სითბოთი, სადაც იყო კედლები დაიბზარებოდა და გარეთ გადმოხეთქდა.

ყოველ დღე აოცებდათ პატარა დანიელი.
იმ პატარა ბიჭმა, იმხელა სიყვარული დაიმსახურა ყველასგან, განსაკუთრებით კი მშობლებისგან...
არასდროს დაავიწყდება დანის პირველი ნაბიჯები.
იმ საღამოს სამსახურიდან დაბრუნებული დათას დანახვისას, სათამაშობში ჩაფლული რომ წამოდგა და დათასკენ გამართული ნაბიჯებით წავიდა.
- ლალო დაინახე?- გულში იკრავდა თავის ვაჟს და მთელ სახეს უკოცნიდა.


პირველი კბილის ამოსვლისას, ერთად ტიროდნენ, ლალო და დანი და ორივეს არაბული ამშვიდებდა.

პირველად რაც არ უნდა გასაკვირი იყოს „გაო“ თქვა.
მერე დიდხანს დასცინოდათ გაბრიელი, თქვენმა ბავშვმაც კი მე დამიძახა პირველად სახელიო.

ახსოვს ის ემოცია პირველად ახლა უკვე დე-და- რომ წარმოთქვა.
ყველაზე თბილი სიტყვა იყო, რაც კი ოდესმე გაუგონია.
ახსოვს, როგორ ეჯდა მერე ყველა საღამოს არაბული და ამეცადინებდა „მამა“- წარმოთქმაში პატარა დანის,რომელიც ჯიუტად მხოლოდ დედას და გაო გაიძახოდა.

დათა გერმანიაში იყო მივლინებით.
კამერით ესაუბრებოდა მონატრებულ ცოლ-შვილს.
-მამა- უეცრად ამოიტირა დანიმ.
-გაიგე?- მთელი ძალით იკრავდა ლალო შვილს გულში და არაბულის ამღვრეული თვალებს უყურებდა
-გავიგე გავიგე - ძლივს ამოიჩურჩულა არაბულმა, რომელიც იმ წამს ყველაზე ბედნიერი კაცი იყო.

***

ბაღიდან გამოყავდა თავისი კულულებიანი დანი ლალოს.
ფეხით მისეირნობდნენ ქუჩაში,ტრადიციულად.
-დე- ხელზე მოქაჩა პატარამ
-ხო, დე
-იცი, ლუკას დედას დიდი მუცელი რატომ აქვს?
-რატო დე
-ლუკამ თქვა ჩემი დაიკო გადაყლაპაო - შვილის გაოცებულ სახეზე ღიმილი ვერ შეიკავა -დე
-ჰო, დედი
- მეც, შენ მუცელში ვიყავი გადაყლაპული?- ერთ ადგილას იდგა დანი და დედის პასუხს წარბშეკრული ელოდა.
არცერთი წამით არ უფიქრია ლალოს, დანიელისთვის სიმართლის დამალვა, თუმცა იმ წამს შვილისგან ამ კითხვას, ნამდვილად არ ელოდა. როგორ უნდოდა ეთქვა რომ „კი“-ო.
შვილის წინ ჩაიმუხლა, შუბლზე ჩამოყრილი კულულები დაგაუწია და პატარა კურნოსა ცხვირზე ტუჩებია მიაკრო
- არა დე, შენ ჩემ მუცელში არ იყავი გადაყლაპული. შენ ორი დედიკო გყავს, ერთი მე და ერთი სხვა დედიკო, ვის მუცელშიც იყავი გადაყლაპული.
- ორი დედიკო- მარჯვენა ხელზე ჯერ ერთი თითი გაშალა, მერე მეორე, რამდენიმე წამს დააკვირდა და მერე დედისკენ გაიშვირა.
- ხო დე, შენი მეორე დედიკო, ახლა შორსაა და რომ ჩამოვა, მერე გაგიცნობს.
- ლუკას, არ ყავს დე ორი დედიკო.
- მარტო შენ გყავს, ხო მაგარია?
- კიიი - სიხარულისგან რამდენჯერმე შეხტა ჰაერში და დედას კისერზე შემოხვია ხელები- მიყვარხარ დე
- მეც, დედიკოს გულო.

***
იმ საღამოს ნინოს დაურეკა, გულმა ვერ მოუთმინა
-დედი, როგორ ხარ?
- კარგად ლალო, დე შენ როგორ ხარ
-კარგად, დე რა უნდა მეკითხა იცი, დანის დედა ხომ არ გამოჩენილა?
- არა დე, ხომ იცი აუცილებლად გეტყოდი.
-კარგი, მიყვარხარ დე


***
-გაბო კი მასხარაობს, მაგრამ მართლა გავს დანი დათას და მომკალი რა- წყნეთში იყვნენ ოჯახებით და აუზში მოთამაშე ანნასა და დანიელს უყირებდნენ, თან ყავას სვავდნენ გოგონები.
- ხანდახან მეც ვიჭერ ხოლმე გამოხედვებში. მიმიკებით სულ დათაა. ხანდახან ისე შემომხედავს ხოლმე. დათას აჯავრებს, დაიბოხებს ხოლმე ხმას და „ლალუ“-ს მეძახის- თვალს არ აშორებდა შვილს.
- მიხარია ასეთი ბედნიერები, რომ ხართ-მეგობრის ხელს მიეფერა თათო და წამოზრდილ მუცელზე ხელი მოისვა.
- მოიფიქრეთ სახელი?
- ჯერ არა, ხო იცი რანაირია გაბრიელი, გვარის გამგრძელებლის სახელს, ასე უცებ ვერ მოვიფიქრებო გაიძახის და ალბათ რომ დაიბადება, დაბადების მოწმობაში ჩაწერის მომენტში გადაწყვეტს.
- შენ იცი გაბრიელის ბაბუას ელგუჯა რომ ერქვა? - ეშმაკური ღიმილით ამოიჩურჩულა ლალომ
- ღმერთო, ოღონდ ეს არ გამეგონა
სიცილს ვეღარ იკავდებდა ლალო.
***

დანი უკვე პირველ კლასში იყო.
იმ საღამოს გაკვეთილად „თ“ ასობგერა ჰქონდათ.
- გააყოლე დედი თითი- ცალი ხელი დაემუშტა და შუბლით ეყრდნობოდა პატარა არაბული- დედი, ნუ ბრაზდები, მიდი წაიკითხე
- არ მინდა დედი რა, გეტყვი რა წერია, თი-თი, თა-თი ა-თი
- დანიელ, ზეპირად კი არ უნდა იცოდე მა, უნდა წაიკითხო - კისერში ხმაურით აკოცა გაბრაზებულ შვილს დათამ.
- ეგრე წერია, ვკითხულობ მა- ბოტოტა თითს უმისამართოდ დაატარებდა წიგნის გვერდზე
- მოდი სანამ დედიკომ გაგვტყიპა ორივე და მერე მშიერი დაგვტოვა, ჩვენ ვიმეცადინოთ კარგი? - ლალოს ადგილი ჩამოართვა და თავად დაუჯდა სამეცადინოდ.
- მამა, კაცურ სიტყვას გეუბნები ვიცი რა
სამზარეულოში ჩუმად ფხუკუნებდა ლალო დანის სიტყვებზე.
- კაცური იქნება ახლა რომ მიაყოლებ თითს, მიდი მაცივარში ტორტია რა გჭირს დანიელ? - შვილის მოსყიდვას ცდილობდა არაბული.

ლალოს ტელეფონის ზარმა მიიქცია ყურადღება.
- გისმენთ ქეთი, როგორ ხართ?- რას ამბობთ? ორი წამით შეგიძლიათ დამელოდოთ?
- დათა, გამოსძახა ანერვიულებული ხმით სამზარეულოდან.
- რა ხდება?
- ქეთია, დათ...- გული ამოჯდომას ჰქონდა - 2 წლის აჩი მიუყვანიათ თავშესაფარში. აუტიზმის ნიშნებით და ამის გამო არავის მიყავსო და...- აღარ დააცალა არაბულმა სიტყვის დამთავრება.
- რამდენიხანია, ისედაც გვინდა მეორე შვილი? უთხარი ქეთის რომ სულ რომ გაგიჟდნენ, აჩი არაბული არავის გააყოლონ


***

ყაზბეგში იყვნენ
ახალ წელს იქ ხვდებოდნენ.
12 საათამდე ვერ მოეთმინათ ბავშვებს და საჩუქრებს ხსნიდნენ.
უფროსები დივანზე იყვნენ მოკლათებულები.
აჩი დედის მუხლებზე იჯდა და საჩუქარს ისე ხსნიდა
- დე, მოგეწონა?
პატარა შავი თვალები იმხელა ბედნიერებას ასხივედბნენ, იმხელა სითბოს,
- აჩი, აბა მანახე შენ რა მოგიტანა? - ძმასთან მიირბინა დანიელმა და შუბლზე ფრთხილად მიაკრო ტუჩები. - როგორი მაგარიაა

სადღაც მოულოდნელად ფეიერვერკი გაისროლეს.
უცებ დაიმალა დედის მკლავებში აჩი, რომელსაც თვალები მთელი ძალით დაეხუჭა და ყურებზე ხელები აეფარებინა.
- აჩი, ნუ გეშინია მა, აქ ვარ. კარგად ხარ- ზურგზე ეფერებოდა დათა
- ნუ გეშინია აჩი, მამიკო აქაა- თავზე კოცნიდა დანი- დედიკოც აქაა, მეც აქ ვარ აჩი.


ბევრჯერ ვისაუბრეთ ტკივილზე
სიკვდილზე
მაგრამ არასდროს მითქვამს თქვენთვის.
თუ ტკივილს მოერევი, თუ აჯობებ.
თუ არ შეგეშინდება.
შენ თავად შეგიძლია, იყო მუდამ ბედნიერი.
არასდროს დამორჩილდე ბედს, არასდროს ჩაიქნიო ხელი.
თუ კვდები - არ მოკვდე
ყველა „ვერ“ და ყველა „არ“ გააქრე,რაც კი ცხოვრებაში ხელს შეგიშლის.
ბედნიერება არ ვიცი ვინმეს დაუწერია თუ არა შენთვის , შენი ბედის წიგნაკში,მაგრამ იცოდე, იმაში რომ ბედნიერი იყო- მთავარი როლი შენ გეკისრება.
ყოველთვის ყველა დაცემაზე უნდა ადგე და არ შეგეშინდეს.
მხოლოდ მათ არ ეშველებათ, ვინც კვდებიან, თორემ ცოცხალს, ეშველება.
და მაინც გეტყვი
ისეთი ბედნიერი უნდა იყო ცხოვრებაში
რომ შენი ბედნიერებით გაბრუვდე.
იმდენად უნდა გიყვარდეს რომ მუდამ გაბრუებული იყო.
იმდენად უნდა უყვარდე - გაბრუებდეს
და გეტყვი
იქ ზემოთ
ძალიან გაბრუებულები არიან.


***
გარიჟრაჟზე
როცა მთავრე ცას ტოვებდა.
ჭაღარა, შავებში მოსილი სხეული საფლავებს შორის მიაბიჯებდა.
მალევე შეჩერდა ერთერთთან.
- დღეს ჩვენი მე-5 შვილიშვილი დაიბადა, დათა არაბული- საფლავის ქვასთან გაჭირვებით დაიხარა, ხელი გადაუსვა ზედ ამოტვიფრულ სახელსა და გვარს - ნეტავ მოსწრებოდი შენს მოსახელეს- ცივ ქვას ფრთხილად ეამბორა და თითქოს არ უნდაო, ტირილში გამოიჭირონო ცრემლები ჩუმად შეიმშრალა- ახლა მეც შემიძლია, მშვიდად მოვიდე შენთან, ჩემო არაბულო.



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

რამდენი ვიტირე???? მიყვარს არაბული და მათი სიყვარული. ისტორიის წაკითხვის დროს ცრემლი არ მიშრებოდა, ისეთი ემოცია მოდის. საოცრად გადმოცემული ყველა დეტალი და მაინც როცა უკვე ცრემლები შემიშრა ბოლოს ისევ ავტირდი???? მადლობა ამ ისტორიისთვის

 


№2  offline მოდერი ელი

სტუმარი მარიამი
რამდენი ვიტირე???? მიყვარს არაბული და მათი სიყვარული. ისტორიის წაკითხვის დროს ცრემლი არ მიშრებოდა, ისეთი ემოცია მოდის. საოცრად გადმოცემული ყველა დეტალი და მაინც როცა უკვე ცრემლები შემიშრა ბოლოს ისევ ავტირდი???? მადლობა ამ ისტორიისთვის



მარიამ, უღრმესი მადლობა ????

 


№3 სტუმარი სტუმარი მაკა

მოვკვდი ტირილით აუ ეხლაც ცრემლები მდის და შთაბეჭდილების ქვეშ ვარ აი ადამიანი სიტყვები არმყოფნის მადლობა ❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი Annia

გრძნობებით და ემოციებით სავსეა, ძალიან ბევრი ვიტირე ❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი Tuta

მომეწონა, თუმცა სიტყვა "ჩემი" და "მგონი უკვე გაგაფრთხილეს" ცუდად გამეჩხირა თვალში. ლალოზე ბევრჯერ გავბრაზდი, ისე მოიქცა ორჯერ როგორც დათა იქცეოდა და ამის გამო ლალო უბრაზდებოდა. რამდენჯერ დატოვა დათამ და ამის გამო გული ეტკინა ლალოს, თუმცა მაშინ როდესაც თავად ტოვებდა დათას, მის სასიკეთოდ ეგონა აკეთებდა ამ ყოველივეს, რომელიც ტკივილის გარდა არაფერს მოუტანდა არც ერთს და არც მეორეს. იმ პერიოდზე სახაც ლალო ცუდად იყო მეც ვიტირე, განსაკუთრებით როდესაც ის დათას შეხვდა, მისი კითხვა ლამაზი იყო თუ არა. გამაღიზიანა იმ ფაქტმა რომ ლალოც იმ ქალების რიგს შეუერთდა რაღაც პერიოდი, რომლეიც ფიქრობენ რომ არაფერნი არიან მხოლოდ იმიტომ რომ საყვარელ მამაკაცს შვილს ვერ გაუჩენენ, როდესაც დედა შვილის გაჩენის შემდეგ არ ხდები, დედობა სულ სხვა რამეა(პირადად ჩემთვის მაინც) გამეხარდა ის ფაქტი რომ ბავშვი იშვილეს ამით დაამტკიცეს რომ ლალოს ფიქრები ბავშვის გაჩენასთან დაკავშირებით შეიცვალა. რომ ვიწყებდი ამ ისტორიას მეგონა, რომ სულ სხვანაირი იქნებოდა თუმცა ხელში სხვა რამ შემრჩა.
წარმატებები თქვენ, ველოდები სხვა ისტორიას!!

 


№6 სტუმარი სტუმარი nato

კარგი იყო,თავიდან ლალოზე ვბრაზდებოდი რომ თავს იმცირებდა არაბულთან, მაგრამ ყველაფერი ლამაზად დამთავრდა.

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინა

საყვარელი ისტორიაა კეთილი დასასრულით

 


№8 სტუმარი სტუმარი ნინა

სტუმარი ნინა]საყვარელი ისტორიაა კეთილი დასასრულით, მიხარია კიდევ ერთი მწერლის გამოჩენა რომლის ნამუშევრის კითხვა სიამოვნებაა

 


№9 სტუმარი სტუმარი თეო

იმდენი ვიტირე, მიყვარს უკვე ამათი სიყვარული ❤️❤️ძალიან კარგი იყო,წარმატებები თქვენ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent