რას ელი ჩემგან ? 2
სირბილით ჩავედი პირველ სართულზე და ხელებ გაშლილ გიგას მოვეხვიე. ძლიერად მომხვია თვითონაც მკლავები და რამდენჯერმე დამატრიალა. -მოდით ბებო აქ ჩამოჯექით, დაგეხვათ თავბრუ.- მზიამ პატარა სკამები გამოიტანა ეზოში -ელენა ვერ წამოიდგენ როგორ გამიხარდა შენი დაბრუნება, წლებია არც კი გამოგიხედავს აქეთ -რა ვიცი აბა, ასე მოხდა. ახლა ნამდვილად ვიცი რომ აქედან აღარ წავალ, შენ როგორ ხარ გიგა ? -ძველებურად, აქ არაფერი ცვლება და შესაბამისად არც მე.- ბებოს გამოტანილი კომპოტის წვენი მოსვა -მზია ბებო როგორ დამშვენებულა ჩვენი ელენა გაგვიგიჟებს სოფლის ბიჭებს.- თვალებში მიყურებდა და რაღაცნაირად მითბობდა სულ. -კარგი გიგა ნუ მარცხვენ.- პატარაობაში ყოველთვის მეგონა რომ გიგას მოვწონდი ან ვუყვარდი. მის ჩემდამი დამოკიდებულებას და-ძმურ ურთიერთობას ვერ ვუწოდებდი. ყოველთვის მიცავდა, გვერდში მედგა და როდესაც ვინმე სახელს ვახსენებდი მოწონების ან უბრალოდ შექების მიზნით ყოვეელთვის მარჯვნა ფეხი უკანკალებდა მერე უცბად რაღაცას იმიზეზებდა და მტოვებდა. მე უბრალოდ მეცინებოდა მის საქციელზე, რამდენიმე საათში უკან ბრუნებოდა დამშვიდებული და ბოდიშს მიხდიდა სასწრაფო საქმის გამოჩენის გამო. მე იმდენად კომფორტულად ვიყავი მასთან, მეშინოდა მისი ნამდვილი გრძნობების სააშკარაოზე გამოტანის, თვითონაც თავს იკავებდა. ერთხელ მახსოვს ნასვამი მოვიდა ჩემთან, იმ წელს მე თბილისში მივდიოდი -ელენა -გიგა ნასვამი ხარ?- გამეცინა მის ბანცალზე -კი გოგონი ცოტა დავლიეთ ბიჭებმა.- ეზოში შემოვიდა და ჩამოჯდა, უკვე საღამო იყო ამიტომ მარტო ვისხედით სახლის ბოლოს ეზოში. -ცოტა შეიძლება მაგრამ აქაურებს არ აყვე, პატარა ხარ გიგა ჯერ საამისოდ.- ღიმილით დავარიგე ჭკუა -შენ კიდევ უფრო პატარა ჩემზე.- გაიმეორა სულელურად -კი მასეა, ორი წლით.- მერე გავჩუმდით, ვამჩნევდი რაღაცის თქმა სურდა, პირს დააღებდ და გაჩერდებოდა, რამდენჯერმე გაიმეორა ეს მაგრამ არაფერი თქვა. -გიგა უკვე გვიანია, ხვალ დილით მივდივარ. წადი დაისვენე შენც და იცოდე არ დამივიწყო.- ფეხზე წამოვდექი, ის იჯდა სივრცეს გაჰყურებდა და რაღაც ამოიბუტბუტა -რა მითხარი?- მოვიხარე და მისკენ გადავიწიე, სიბნელეში ვერ ვარჩევდი ტუჩების მოძრაობას -კეთილი მგზავრობა ელენა, მომენატრები.- წამოდგა მომეხვია, თავზე მაკოცა და წავიდა. მართლაც ძალიან კარგი ბიჭი იყო გიგა, მხოლოდ ერთი რამ ვერ შეძლო მისი გრძნობების ხმამაღლა გაჟღერება, იქნებ რამე ყოფილიყო მერე... -გოგო არ გვისმენ შენ?- ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომიყვანა -კი გისმენ -აბა რა ვთქვი.- აქ დავიბენი, გამეცინა თვითონაც გაეცინა. -ბოდიში, ახლა მითხარი კიდევ რა.- მზიას მთელი მაგიდა ხილით და ტკბილეულით გაევსო. შავი ქლიავი ავიღე და შუაზე გადავხსენი. ეს ჩვევა გიგასგან მქონდა ათვისებული. გახლეჩდა,დახედავდა და მერე მიირთმევდა. მეც მასწავლა მატლები არ ყავდესო. ახლაც დაინახა ეს რომ გავაკეთე და თვალები გაუშტერდა თითქოს წამით ჩემ ხელებზე. -რა და სკოლაში როდის უნდა ახვიდე? -ხვალვე დილით, ისედაც დიდი ხანია აქ უნდა ვყოფილიყავი, უბრალოდ გადამზადებას გავდიოდი. -გასაგებია. რომ მოხვალ ჩამოგვიარე დედას გაუხარდება შენი ნახვა.- თქვა და წამოდგა. გამიკვირდა მაგრამ ჩემი ყოფილი მეუღლე არ უხსენებია, ნუთუ არ იცოდა? თუ იმდენად არ აინტერესებდა ეს ფაქტი რომ არ უნდოდა ამის გაჟღერება. მეგონა იტყოდა რამეს, ცოტას მისაყვედურბდა, ცოტათი შევებრალებოდი კიდეც მაგრამ ისევ იქიდან განაგრძო სადაც დამემშვიდობა, თითქოს ორი დღით წავედი და დავბრუნდი. ბებოს მაგიდა მივალაგებინე, კითხვები მჭამდა. მინდოდა მისგან მაინც გამეგო იცოდა თუ არა გიგამ რამე -ბებო, გიგამ იცის რომ ქორწინებაში ვიყავი? -იცის ბებო.- არც გაკვირვებია რომ ვკითხე -არ უთქვამს არაფერი?- თითქოს მეწყინა კიდეც რომ იცოდა -იყო მოსული აქ, ასე მითხრა მე ვერ ვეტყვიო მაგრამ მინდა ბედნიერი იყოსო და ჩემს ნაცვალდ უთხარითო.- ხმა აღარ ამომიღია, მერე ისევ მზიამ განაგრძო -დღემდე არავი ჰყოლია გვერდით. დედამისიც სულ მაგას ჯავრობს, რძალი მინდაო, შვილიშვილებიო, მოვხუცდი და დახმარებაო.-გულში ძალიან მწარედ გამკრა რაღაცამ ბასრი პირი "შვილიშვილებიო". გიგას თვალებში რაც არ უნდა დიდი სიყვარული დამენახა ამიერიდან ან მეგრძნო, ჩემს თავს ვერ მივცემდი უფლებას მისი ცხოვრება ასე უყველაფროდ განადგურებულიყო. ან კი სურდა მასე ჩემთან? და თუ სურდა და მართლა ვუყვარვარ როგორც ამას ვამჩნევდი,მე ვარ იმდენად ეგოისტი რომ ამდენი წლის მერე რამე ურთიერთობის ღირსი ვიყო მასთან? არამგონია. მე ის წასვლის დღიდან დავივიწყე. სიყვარულზე ზედმეტია საუბარი,როცა მეგობრობაც ვერ გავუწიე. *** მაბედნიერებდა ის ფაქტი რომ ჩემს სახლში დავბრუნდი, ჩემს საყვარელ ადამიანთან და ჩამოვშორდი იმ ტოქსიკურ და მოძალადე ადამიანებს ვინც ცხოვრება გამინადგურა. იქ მხოლოდ ქალბატონი ლია მეგულებოდა და მისი დედობრივი სითბო. მომენატრა,მისი ნომერი მოვძებნე და დავურეკე. დიდი ხანის ვისაუბრეთ, წარმატებები მისურვა და დამემშვიდობა. როდის ჩამეძინა ბოლოს ასე მშვიდად და ტკბილად არ მახსოვს. დილით ბებომ გამაღვიძა, საუზმე და დილის ყავა უკვე გამზადებული ჰქონდა. სამსახურისთვის მოვემზადე, ბებოსთან ერთად ვისაუზმე და სკოლაში წავედი. აღელვებული ვიყავი იმ ფაქტით რომ მასწავლებლები რომლებიც მე მასწავლიდნენ ახლა ჩემი კოლეგები იყვნენ. დირექტორის კაბინეტში შევედი საჭირო თემები განვიხილეთ, შემდეგ აწ უკვე კოლეგებსაც გავესაუბრე. იყო მოკითხვები, ჩემი ამბის შეცხადებები, სიბრალური, გამხნევებები და ბოლოს წარმატების სურვილები. შუა დღეს როდესაც სახლში დავბრუნდი ბებოს დაღლილს ეძინა, მეც საქმე არაფერი მქონდა. ბებოს მობილურიდან გიგას ნომერი მოვიძიე და დავურეკე -ვიცი რომ სოფლის საქმით ხარ გართული მაგრამ ცოტა მოვიწყინე, ყავა ხომ არ დაგველია?- ვიცოდი ახლა როგორ გაიღიმებდა -ჩამოდი ჩვენთან -ანუ გცალია ჩემთვის? -შენთვის ყოველთვის.- ზარი გაწყდა, ტანისამოსი გამოვიცვალე. დავითის მერე ისევ დავიბრუნე ჩემი ძველი სტილი. მოკლე სარაფანი გადავიცვი, ბებოს ტკბილეულობიდან ორცხობილების და შოკოლადის ერთი ფილა ავიღე და ჩემს საყვარელ სახლში წავედი. მთელი ბავშვობა იქ მქონდა გატარებული მე, გიგა და ჩვენი მეგობარი სალომე, ახლა ის საზღვარგარეთ იყო და ჩვენც აღარ ვახსოვდით. თუმცა მეც აღარ მახსოვდა გიგა, ისე მივატოვე სხვაზე საყვედური ნამდვილად ცუდი საქციელია ჩემი მხრიდან. ჭიშკართან რომ მივედი ძაღლი დამხვდა, ვინანე მაშინვე მობილურის არ წამოღება და მთელი ძალით გავძახე გიგას რომ გადავერჩინე -გიგა... გიგა... -თავი წამოყო ჰამაკიდან, წამოდგა და ღიმილით წამოვიდა ჩემკენ. ყოველთვის კარგი აღნაგობა ჰქონდა, მაგრამ ახლა მისი ნამზეური სხეულს სულ სხვა ეშხს სძენდა. მოვიდა, გამიღიმა, ძაღლი დააბა და შემიპატიჟა. -როგორი იყო პირველი დღე სკოლაში მასწავლებელო? -ძალიან კარგი, ერთი სული მაქვს ბავშვებს შევხვდე -კარგია ასეთი მონდომება.- ისევ გამიღიმა -ვცდილობ გიგა, თამრო დეიდა არაა სახლში?- კისერი დავიგრძელე და ინტერესით მიმოვიხედე - კასპში არიან, მამას თვალები აწუხებს და ექიმთან წავიდნენ, მოვლენ მალე. -ხო მშვიდობაა?- ცოტა ავღელდი -კი კი ასაკთან ერთად ხომ იცი იმდენი რამ იჩენს თავს. ყავის გაკეთებ მეც ვიცი.- ბოლოს დააყოლა და სამზარეულოში გაუჩინარდა. უკან ავედევნე, ბევი რამ იყო ჩემ აქ არ ყოფნაში შეცვლილი. ძალიან მინდოდა მეკითხა ცოლი რატომ არ ჰყავდა. ის ხომ ყველაფრით კარგი და გამორჩეული იყო -გიგა ასაკი შენთანაც რომ მოდის რატომ არ ფიქრობ მომავალზე?- ვეცადე ხუმრობით მეთქვა, მადუღარა გაზზე შემოდგა და გამომხედა - არ მინდა ოჯახი და არ დამიწყო დედაჩემივით.-გაეღიმა, თუმცა მიხვდა რატოვ ვკითხე. -ხო მაგრამ შვილი გინდა,მოსიყვარულე ცოლი და ბედნიერი სიბერე.- მინდოდა მაინც ამელაპარაკებინა, მაგრამ რას ვცდილობდი მეთვითონ არ ვიცოდი, რისი გაგება მინდოდა "კი მოვიყვან აუცილებლად ცოლს" თუ "შენ მიყვარხარ და შენ ვეღარ მოგიყვან ახლა" . -ასე ადვილი სათქმელია, არ ვიცი სჭირდება თუ არა ადამიანს ოჯახი. იქნებ მარტოობაშია ბედნიერება.- თვალებში შემომხედა, შემრცხვა და ყავაზე ვანიშნე -ადუღდა.- სიმართლე გითხრათ იყო რაღაცა სიმართლის ნაპერწკალი იმაში რომ ადამიანისთვის მარტოობაც ბედნიერებაა. გამოვბრუნდაი და ჰამაკის წინ მოწნულ სკამზე ჩამოვჯექი. ისიც მალე გამოვიდა ორი ფინჯანით ხელში. ბევრი ვისაუბრეთ განვლილ წლებზე, მაგრამ არცერთხელ მიხსენა დავითი, როგორ შეეძლო ამის ასე იგნორირება, მე მის ადგილზე ინტერესით მოვკვდებოდი. ამასობაში დედა დ მამაც მოვიდნენ. თამრომ ერთი შეკივლა ამას ვის ხედავს ჩემი თვალებიო და მომეხვია, გიგას მამამაც მომიკითხა და მალევე სახლში გაუჩინარდა. თამრო ჩვენთან ჩამოჯდა -დედა ყავას დალევ შენც?- რა ყურადღებიანია ეს ბიჭი, დედასთან ყოველთვი კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ყოველთვის მშურდა მათი. ყველაფერი რომ მკითხა თამრომ ბოლოს ჩემთვის საძულველ თემასაც შეეხო, გიგა დაიძაბა, ისევ მარჯვენა ფეხი აუკანკალდა თუმცა ამჯერად არსად წასულა -როგორ გვეწყინა შენი ამბავი, შენი არაკაცი ქმარი.- თავი დანანების ნიშნად გადაქნია -მადლობა ღმერთს აღარ არის.- ვეცადე გავმხიარულებულიყავი -კიდევ კარგი შვილიც არ შეგრჩა მისგან თორემ უფრო გაგაწამებდა.- გულზე ისე მტკივნეულად მომხვდა ეს სიტყვები, თითები ერთმანეთში ავხლართე და ჩემი თავი შემებრალა. იქნებ რომ მყოლოდა ბედნიერიც ვყოფილიყავი. ვინ იცის? -დედა რა ლაპარაკია ეს.- უსაყვედურა გიგამ, ცოტახანი გავჩუმდი. ძალას ვეძებდი ჩემს თავში მთელი ისტორიის მოსაყოლად... -ჩემი უშვილობის ბრალი იყო მისი ის დამოკიდებულება, ბოლოს ეჭვიანობაც დაერთო თამრო დეიდა და ვეღარ გავძელი.- დავასრულე და წამოვდექი, მოვუბოდიშე და სახლისკენ წამოვედი. სულ არ გამხსენებია ძაღლი, მაგრამ ძალა არ მქონდა გიგასთან გავჩეერებულიყავი და რამე ეკითხა. ნაბიჯებზე მივხვდი მომყვებოდა უკან -დამელოდე ელენა, ბოდიში რა ცუდად გამოუვიდა -არაფერია, ყველამ ისედაც იცის რომ უნაყოფო ვარ და ქმარს გაშორებული. მხოლოდ შენ არიდბდი თავს -არ მაინტერესებს. ეგ არ ცვლის ჩემ დამოკიდებულებას შენდამი. -კარგი გიგა კარგად.- სხვა ვერაფერი ვუთხარი ან რა უნდა მეთქვა, მადლობა რომ არ გებრალები მეთქი? საუბრის გაგრძელების თავი აღარ მქონდა. ჩემს ოთახში სრიბილით ავედი და ტირილი დავიწყე. მაინც რამდენის გადატანა უწევს ადამიანს? მიუხედავად იმისა რომ ჭაობს თავი დავაღწიე მაინც ვერ ვნახე ბოლომდე შვება. არ მინდოდა ვინმეს შევბრალებოდი მათი გვერდში დგომა იყო ჩემთვის ხსნა. *** დილით ისევ სამსახურში წავედი, მამშვიდებდა ამ გარემოში ყოფნა და საქმისთვის ყურადღების დათმობა. საგაკვეთილო პროცესის გეგმა შევადგინე, ბავშვების სიას გადავხედე. კოლეგებს ყავასთან ერთად ვიჭორავე და სახლში სასიამოვნოდ დაღლილი დავბრუნდი. -ბებო მოვედი.- ეზოს ბოლოდან გავძახე, ჩქარი ნაბიჯით ავიარე ბილიკი. სამზარეულოში იყო და ქადებს აცხობდა -მოდი ბებო გენაცვალოს -მმ, ეს რას მიმზადებ?- ინტერესით დავაჩედი ხელებზე -მოხვევულ ქადას, ვიცი რომ გიყვარს.- აშკარად ჩემი მოსუქება აქვს გეგმაში -ასე გავსუქდები მზიკო.- ჩანთა კარადაში ჩამოვკიდე და უკან მოვბრუნდი -ელენე შენ რომ მოსუქდები ბებო მაგ დღეს მომასწრო -რატო ვითომ? -რატოც, ძვალი და ტყავი ხარ.- ჯამიდან ქადის გული მოვპარე და შევუჭამე. -გიგას დავურეკე მასაც უყვარს და დავპატიჟე.- ცოტახანში მითხრა. ყველაზე ნაკლებად ახლა გიგას ნახვა მინდოდა, მერიდებოდა გუშინდელის მერე. თვალებიდან არ ამომდისი მისი სახე როდესაც ჩემ განადგურებულ ცხოვრებაზე ვსაუბრობდი. არ მინდოდა ისევ ასე შემოეხედა. მოვიდა, მომესალმა და გამიღიმა. ღიმილმა დაძაბულობა მომიხსნა და მეც გავუღიმე. ვისაუბრეთ, ბებოს ქადები მივირთვით და საქეიფოდ დამპატიჟა - თაზოს დაბადების დღე აქვს, გაიგო რომ ჩამოხვედი და დაგპატიჟა, ხო წამოხვალ საღამოს?- თაზო ჩემი კლასელი იყო, მაგრამ დიდად არ ვმეგობრობდით -კარგი რა მე რა მინდა გიგა -გინდა გინდა, წამოდი გთხოვ გაერთობი. სულ სახლში ხარ -ასეც კარგად ვარ.-მხრები ავიჩეჩე -მინდა ჩემს გვერდთ იყო ელენა.- ანუ ჩემი მის გვერდით ყოფნა არ აწუხებდა და არც რცხვენოდა. ან რატომ წარმოვიდგენდი თავს მის გვერდით და მასთან ერთად, უბრალოდ თაზოს თხოვნით უნდოდა ერთად მივსულიყავით. -წადი ბებო, გაერთობით ახალგაზრდები.- მზიამაც მხარი აუბა. სხვა გზა აღარ დამრჩა.საღამოს გავემზადე და წავედით. ესეც მეორე თავი, იმედია მოგეწონებათ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.