მხეცი/თავი მეოთხე
ბიჭებმა რამოდენიმე თანამშრომელი, გადაანაწილეს სხვა და სხვა ქუჩაზე, ერთი კვირის განმავლობაში თემო და ბადრი საღამოობით ელოდნენ მაგდას რომ გამოსულიყო მცხობელის სახლიდან და მოეხსენებინა რა ხდებოდა ამ სახლში უჩვეულო,.. ხოლო სხვა თანამშრომლები კი განყოფილებაში აბარებდნენ ინფორმაციას,იმ სახლებზე სადაც იყვნენ განაწილებული. ერთ საღამოსაც თემო დაუკავშირდა მაგდას მობილური ტელეფონით და აცობა რომ ხიდის უკან ელოდნენ ის და ბადრი, მაგდაც ყურადღებით გამოვიდა სახლიდან რომ არავინ ადევნებოდა და ბიჭებს ჩაუჯდა მანქანაში. :გამარჯობა ბიჭებო... -ბადრი: გაგიმარჯოს მაგდა როგორ ხარ?.. მაგდა და ბადრი ერთმანეთს კითხულობენ, თემო კი საჭესთან ზის და ხმას არიღებს, მანამ სანამ ეს ბადრიმ არ აღნიშნა. -:ბადრი: რა იყო ძმაო არ გველაპარაკები?.. მაგდა რა ხდება დამიმუნჯე მეწყვილე?.. -თემო: გეყოფა!.. სულ შეიძლება ლაზღანდარობდე ადამინი?.. ირონიაზე გაუჯავდა თემო ბადრის და შემდეგ უკან მიიხედა მაგდასკენ. -თემო: რას გვეტყვი მაგდა, რამე უჩვეულო ხომ არ შეგინიშნავს, რაც მანდ ხარ? :არა აბსოლიტურად არაფერი არ მომხდარა, არც არვინ მოვიდა და არც არაფერი შემინიშნავს ამ ერთი კვირის განმავლობაში. -თემო: არც ვერიკო ან მისიქმარი არ გამოჩენილა ამ დრომდე?.. :არა როგორც მეზობელმა მითხრა, ძალიან ბევრს მუშაობენ საცხობს გვიან კეტავენ, რადგან მაგ ფართში ცხოვრობენ. -თემო: კარგი მაგდა... მიდი ცოტახანიც გაჩერდი მაგ სახლში და მალე აღარ იქნება საჭირო მანდ მისვლა. ამაზე ბადრიმ ხმა დაბალა ჩაილაპარაკა,.. თავისთან მიგიყვანს სახლშიო,.. თემომ გაიგონა და ცივი სახით მიაშტერდა მას... შემდეგ მაგდა გადავიდა მანქანიდან და დაბრუნდა ნაქირავებ სახლში, ბიჭები კი დაიძრნენ ადგილიდან. მეორე დღეს ბადრი განყოფილებაში ეძებდა თემოს, თანამშრომლებმა კი უთხრეს სავარჯიშოდ არის წასულიო, მანაც მიადგა დარბაზში, თემო სავარჯიშო ტომარას ურტყამდა, ბადრი მიუახლოვდა და ტომარა დაუჭირა,.. ის მაინც აგრძელებდა რტყმას და თან საუბრობდნენ. -ბადრი: გეყოფა ბიჭო დაგცვივდება ეგ კუნთები,... -თემო: რა ქენი მამუკა ხომ არ გინახავს?.. -ბადრი: არა თუ ძმა ხარ ერთად შევიდეთ. -თემო: ჰეჰ რა ჭკვიანი კაცი ხარ მოკლედ... თემომ ვარჯიში შეწყვიტა, პირსახოცით ოფლი მოიწმინდა და იქვე ჩამოჯდნენ. -ბადრი: რა ვქნათ თემო, როგორ მოვიქცეთ რა ვუყოთ ამ საქმეს? -თემო: არ ვიცი ბადრი, მართლა არ ვიცი მაგრამ ერთი ის ვიცი რომ ერთ ორ დღეში გოგოებმა რამე ხელმოსაჭიდი თუარ იპოვნეს, გამოვუშვებ უკვე მაგ სახლებიდან ყველას. -ბადრი: მაგდასაც? თუ შინ წაიყვან ბარემ. -თემო: ბიჭო გეყოფა ეს სულელური ხუმრობები ნუ მარცხვენ მაგ გოგოსთან თორემ თავს მოგაგლიჯავ. თემომ დაიჭირა ბადრი და ხუმრობით ეჭჳდავება,.. ამასობაში მის მობილურზე ზარის ხმა გაისმა,.. -თემო: ჩუმად მამუკა მირეკავს,... დიახ გისმენთ?... ახლავე დიახ.. ახლავე მოვალთ. წავედით შეფი გვიბარებს. -ბადრი: აუფ ახლა რა გაუძლებს მაგას. -თემო: შეიძლბა ბატონო მამუკა?... შემოდით. მამუკა გაუნძრევლად აკვირდება ორივეს და ხმას არ იღებდა სანამ თემომ არ ჰკითხა რაში იყო საქმე,.. მამუკამ ამოისუნთქა ღრმად და უოპასუხა :მაგარი ამბავი მაქვს თქვენთვის, კიდევ 3 სტუდენტი დაიკარგა.. ამის გაგონებაზე დაღონებული სახე მიიღო ორთავემ. -თემო: ახლა ეგენი სადღა ვეძებოთ. და დანარჩენებს სად ეძებდით?? ხმა მაღლა დაუღრიალა მამუკამ,.. ამაზე თემომაც ვერ შეიკავა თავი და უხეშად გასცა პასუხი. -თემო: ბოდიშჳ ბატონო მამუკა მაგრამ არ ხართ მართალი, ქუჩაში გვძჳნავს მე და ბადრის სახლში არ ვყოფილვართ უკვე ერთი თვე სხდება და სხვა თანამშრომლების სიცოცხლესაც საფრთხეში ვაგდებ,.. და თქვენ კიდევ მეუბნებით არაფერს აკეთებო,.. :თუ აკეთებ ადამინო მაშინ მომიტანე და დამიდე მაგიდაზე!.. თუ არა და წადით ორივენი სამსახურიდან! -თემო: ამ საქმეს გავხსნი აუცილებლად და ჩემ იფეხით წავალ,.. :წავა ბიჭი თურმე... წავა... ახლა მომისმინეთ, ამ 3 დაკარგული სტუდენტიდან ერთ ერთს ვარკეთილში ჰქონდა ნაქირავები ბინა. -ბადრი: ვარკეთილში?... :ხომ რა იყო რა არ მოგწონს?.. -ბადრი: არა გამიკვირდა უბრალოდ. :ხოდა მოკლედ მიდით გაერკვიეთ მდგომარეობაში,.. ამ შემთხვევაში მოწმეები მაგ გოგონას ჯგუფელები არიან,. სახლში დაადგნენ და იქ არავინ დახვდათ,.. პერიოდულად სტუმრობდნენ შემდეგ სოფელში მშობლებსაც გააგებინეს,.. და ბოლოს ჩვენ მოგვმართეს, მიდით და გაესაუბრეთ ვისაც საჭიროა. -თემო: კარგით ბატონო ახლავე წავალთ მე და ბადრი, ნახვამდის. :მოიცადე!.. შენს წასვლას რაც შეეხება, ცოტა დაფიქრდი, მე რამდენ რამეს ვაკეთებ თქვენთვის და ეს საქმე უკვე ერთი თვეა კისერზე მაწევს,.. და დღითი თღე ემატება და ემატება დაკარგულების რიცვი, საქმე კი არ ჩანს. -თემო: კარგით აუცილებლად მოვაგვარებთ. თემო და ბადრი გამოვიდნენ უფროსის კაბინეტიდან და წავიდნენ მანქანით წავიდნენ. -ბადრი: როგორ აღარ შემიძლია ეს კაცი ატანა აღარ მაქვს,.. -თემო: გეყოფ რა, ძლივს რაღაც ხელმოსაჭიდი გამოჩნდა ამაზე იფიქრე. _ბადრი: კი ეგ ნამდვილად კარგია იქნებ დავასრულოდ და გავხსნათ ეს საქმე. -თემო: გახსნაზე რა გითხრა მაგრამ,.. საჭირო მოწმეები გამოჩნდნენ უკვე ეს კარგია, ვაგზლის მოედანი არაფერ შუაშია ამას დღითი დღე ვხვდები ასე რომ მალე გამოვუშვებ გოგონებს მაქედან, დაიტანჯნენ ეგენიც. ამასობაში მოწმეე შეკრიბეს სახლში,.. რომელებიც ახალი დაკარგული გოგონას ჯგუფელები იყვნენ, გააცნეს თავი და დაუსვეს კითხვები,.. ამ ახლაგაზრდებმა მოუყეს,. რომ სადღაც ორი დღის უკან ესტუმრნენ მარიამს და სახლში არავინ დახვდათ, ძირითადად აქ არავინ ჰყოლია მეგობარი და სადმე თუ მიდიოდა მხოლოდ მათთან ერთად, ამიტომ ეს შემთხვევა მათთვის უჩვეულო იყო, კიდევ დაადგნენ რამოდენიმეჯერ სახლში და კვლავ რომ არ დახვდათ გადაწყვიტეს მის მშობლებს დაკავშირებოდნენ, მათ კი პოლიციას მიმართეს. მოწმეების დაკითხვის შემდეგ იმ ბინაში მივიდნენ სადაც მარიამს ჰქონდა ნაქირავები,.. კარის კაკუნზე, მეზობელი ქალბატონი გამოვიდა და ბიჭები სახლში შეიპატიჟა. -თემო: ქალბატონო თამილა რა შეგიძლიათ მითხრათ ამ გოგონაზე რომელიც უგზო უკლოდ დაიკარგა,.. ბოლოს თუ ნახეთ და სად? :3-4დღის უკან სულ ვიღაც გოგონები და ბიჭები აკითხაბდნენ ხან სახლში იყვნენ და მუსიკის ხმა გამოდიოდა ხანაც მიჰყვებოდა მათ,.. მარტო არასოდეს შმინიშნავს. -ბადრი: ქალბატონო თამილა და რაიმე ხომ არ შეგინიშნავთ უცნაური, ან სხვა პიროვნება ხომ არ მოდიოდა კიდევ მასთან? :არა სხვა არავინ მაგრამ ერთი უცნაური რაც ხდება დღემდე ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი მოდიოდა და ახლაც მოდის ხოლმე კარს აწვალებს შემდეგ ქვემოთ სადარბაზოდან აკვირდება მაგ ბინის ფანჯრებს და მერე უჩინარდება. -თემო: ბოლოს როდის ნახეთ და როგორ გამოიყურებოდა ეს ბიჭი? :გუშინ საღამოს, თიტქმის ყოველ დღე მოდის და დგას სადარბაზოსთან, არ ვიცი როგორ გამოიყურება, რადგან შავები აცვია ძირითადად და ქუდი აფარია, სახე დამალული აქვს სიმართლე გითხრათ ძალიან მეშინია. თემო და ბადრი დაემშვიდობნენ მეზობელ ქალბატონს და გადაწყვიტეს მთლიანი ღამე მანდ გაეთენებინათ მანქანაში, რადგან იმ იმედით რომ გამოჩენილიყო ის უცნოდი ბიჭი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.