შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორედ (თავი 9)


5-09-2023, 15:49
ავტორი EllaTriss
ნანახია 1 690

#9
თვალს რომ ვახელ პირდაპირ თეთრ ჭერს ვხედავ და თანაც ძალიან თეთრს. 2 წუთი მჭირდება ყველაფრის გასახსენებლად, თუმცა ბოლომდე მაინც ვერაფერს ვიგონებ. ბოლოს აუდიტორიაში ხომ ვიყავით, ახლა კი აშკარად საწოლში ვარ. ნელა ვაბრუნებ გვერდით თავს და იქაც საწოლს რომ ვხედავ მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ პალატაში ვარ და საავადმყოფოა. ხელი საშინლად მტკივა. ვენაში კათეტერი მაქვს, მაგრამ აშკარად პირველივე ჯერზე წარმატებული მცდელობით არ ჩაუდგამთ. ახლა მეორე მხარეს ვაბრუნებ თავს და თამარასაც ვხედავ, რომელიც ფანჯრის რაფასაა მიყრდნობილი და ტელეფონში აშკარად შეტყობინებას წერს.
-თამარა... -ძლივს ვამბობ.
მაშინვე სწევს თავს ჩემთან მორბის.
-ანა, გაიღვიძე? როგორ ხარ? გტკივა რამე? ექიმს დავუძახო? -პირდაპირ მაყრის ყველაფერს.
- არა, არა... კარგად ვარ. -ვცდილობ ხმამაღლა ვთქვა. -აქ როგორ მოვხვდი?
- აქ? -თვალებს ისე ატრიალებს უკვე ვხვდები რომ გრძელი ისტორიაა. - ტატომ მოგიყვანა.
- რანაირად? ჩვენ ხომ...
- ხო, ვიცი, აუდიტორიაში რომ ჩაგკეტათ თეკლამ. მოკლედ მერე მოსულა და... კიდევ კარგი რომ დროზე მოსულა, თორემ თურმე იწვოდი ისეთი მაღალი სიცხე გქონდა. ხოდა ტატომ საავადმყოფოში წამოგიყვანა პირდაპირ, მთელი ღამე აქ იყო, მერე დილას დამირეკა, გამოცდები მაქვს ჩასატარებელი და უნდა წავიდე, იქნებ მოხვიდეო. კი ვეჩხუბე ორივეს გუშინვე რატომ არ დამირეკეთ მეთქი, მაგრამ შუაღამეს აღარ გაგაღვიძეთო.
- ორივეს?
- ხო, თეკლაც აქ იყო მთელი ღამე, მაგრამ ვერც ის დარჩა, აწი გაიღვიძებს და მომკლავსო.
- ღმერთო... - რამდენი რამ მომხდარა და მე კიდევ ისევ ზუსტად იქ ვარ სადაც გავითიშე.
- მისმინე, უკეთ ხარ? -გვერდით მიჯდება. -ძალიან ვინერვიულე შენზე, ან. არ მეგონა რომ ასე აგიწევდა სიცხე თორემ საერთოდ არ გეტყოდი წადი მეთქი.
- იცოდი?
- რა?
- თეკლას რასაც აპირებდა.
- არა, რა თქმა უნდა, მე მარტო ის მითხრა ნაჩხუბრები არიან და დამეხმარე რომ დავარწმუნოთ წამოვიდეს, იქნებ ილაპარაკონ იქო.
- ანუ იცოდი რომ მოდიოდა...
- ხო, ეგ ვიცოდი, თეკლამ მოიგონა რომ ვერ მოდიოდა, ასე უფრო წამოვა ანაო.
თეკლაზე თავიდან გაბრაზების თავიც არ მაქვს.
-წარმოდგენა არ მქონდა რომ თქვენს ჩაკეტვას აპირებდა, მეთქი უბრალოდ კარგი იქნება თუ ერთმანეთს ნახავენ და კიდევ დაილაპარაკებენ თქო, ამიტომ გარწმუნებდი და თანაც სიცხემაც რანაირად აგიწია, გუშინ დილას ხომ არ გქონდა.
- მაგაზე ფიქრიც მეზარება, თამარა.
როგორც შეუძლია ისე ოხრავს.
-ილაპარაკეთ მაინც?
ვფიქრდები. საერთოდ ყველაფერზე ვფიქრდები. მერე უნებურად მეღიმება.
-დაიცადე, დაიცადე... -თვითონაც ეღიმება. -რა მოხდა?
- არაფერი. -მზერას ვაშორებ.
- ანა, კარგი რა, გაგეღიმა, დავინახე, მომიყევი, მაინტერესებს. შერიგდით, ხო?
- მეც არ ვიცი, თამარა. მაინც გაბრაზებული ვარ მასზე და ეგ არ იცვლება.
თვალებს მიქაჩავს.
-არ გამაფრენინო, ახლაა. რამდენი საათი იყავით იქ და ისევ იგივე?
ვეღარ ვპასუხობ.
-არეული ვარ, არ ვიცი, უნდა ვიფიქრო.
- დამღალა შენმა ფიქრმა. მომისმინე, შეეშვი წარსულს, რაც იყო იყო, მაინც ვერაფერს შეცვლი ახლა მანდ. სამაგიეროდ აწმყოში ხარ და ეს დრო შეგიძლია რომ გამოიყენო. ახლა შექმენით რამე ლამაზი ერთად. ვერ ხედავ როგორ უყვარხარ?
თვალებს ვხრი. წამიერად ვფიქრობ, თუმცა ბოლოს მაინც ვეუბნები.
-მეც მითხრა ეს გუშინ.
- ისედაც ცხადი იყო. იმედი მაქვს არ უკივლე რატომ გიყვარვარო... -ეცინება.
- კარგი რა, თამარა.
- რა ვქნა, შენ ისეთი იმპულსური ხარ სულ ეჩხუბებ ყველაფერზე, გამორიცხული არ არის.
- სულ არ ვეჩხუბები.
- ანუ? ვაიმე, უთხარი მეც მიყვარხარო? -თვალები უციმციმებს.
- არა.
წამსვე ხელს იქნევს.
-არადა რა შანსი...
- მაგრამ მაკოცა და... ხელი ვერ ვკარი.
- რააა? -ისევ იგივე რეაქციას აბრუნებს. -გოგო, გითქვამს და ეგაა! ვაიმე, რა მაგარია. მადლობა ღმერთო, რომ ჩემი მეგობრების ბედნიერებას მომასწარი. როგორც იქნა, როგორც იქნა, ვიცოდი, რომ ეს დღეც მოვიდოდა. -ფეხზე დგება და ტრიალს იწყებს.
- თამარა...
- რა ძალიან კარგი დღეა, რა მაგარია, ასეთი ამბები სულ კარგია.
- თამარა, გეყოფა.
- რა? ახლა არ მითხრა ისევ უნდა ვეჩხუბოო თორემ გეფიცები შემოგარტყამ. -თითით მემუქრება.
- არაფერი არ ვიცი ჯერ.
- ანა, იცოდე დამავიწყე თუ მაგას იზამ.
- არ ვიცი მეთქი, თამარა, თავი მატკინე დილიდან, ეს რა უბედურებაა, არაფერი არ უნდა მეთქვა საერთოდ. ადგომა მინდა, ეს რაღაა - მეორე ხელზეც ვპოულობ კათეტერს- აქ რამდენი ხანი უნდა ვიწვე კიდევ?
- დღეს გაგწერენ, ექიმი შეგამოწმებს და მერე ოღონდ. ხო, სხვათა შორის ტანსაცმელი მოგიტანე.
თავს ვუქნევ.
-კარგი, ვდგები. -ოდნავ ვიწევი.
- არა, რა დგები-მაშინვე ხელით მაჩერებს.- გამაგიჟებს ეს გოგო, დაიცადე წავალ და ექიმს დავუძახებ, 2 წუთი.
- კარგი, მაგრამ მალე, ვეღარ ვჩერდები.
თავს მიქნევს და პირდაპირ კარისკენ მიდის.
-ჩემს მოსვლამდე არ ადგე.

***
საავადმყოფოდან კი მწერენ, მაგრამ წამლების ერთ დიდ სიასაც მაჩეჩებს ექიმი ხელში. მე თუ წამლები მაკლდა. უსიტყვოდ მართმევს თამარა და ჩემს მიხედვას საკუთარ თავზე იღებს. ბავშვი ახლადჩამოსულ დედამთილს დაუტოვა და ამ ფაქტით კმაყოფილი სახლში მომყვება.
ვეუბნები, რომ საჭირო არაა, მაგრამ არ მისმენს. უნივერსიტეტშიც გამოცდების პერიოდი დაიწყო და ვინაიდან მთლიან ნაკადს და მათ შორის ჩემს ჯგუფსაც ბატონი თემური უტარებს საჭირო აღარ ვარ, თუმცა ალბათ სხვა საგნებიც რომ მქონდეს მაინც არ გამიშვებდა თამარა. ისეა დედობრივ ზრუნვას მიჩვეული ყველგან ამჟღავნებს სადაც შესაძლებლობა მიეცემა.
გასაღებს მართმევს და კარსაც თვითონ აღებს.
-ფიონა სახლშია ნეტა? -ხმადაბლა მეკითხება.
-ურჩევნია არ იყოს. -ზედმეტად მკაცრადაც გამომდის. მის სახეზე რეაქცია არ მაქვს ისე შევდივარ შიგნით.
- კარგი ახლა, არ გაუბრაზდე გოგოს, კარგი უნდოდა ხომ იცი.
თვითონაც მომყვება და ფრთხილად ხურავს კარს.
-მაგის კარგი სურვილების გამო ხდება ყველაფერი. თავზე დამანგრია ცხოვრება.
- თეკლაა! -მაიგნორებს და ხმამაღლა უძახის.
მაშინვე გამორბის სამზარეულოდ ყავის ჭიქით ხელში. ჩემს დანახვაზე თვალები უფართოვდება და სწრაფად იხევს რამდენიმე ნაბიჯით უკან.
-დამერხა! რატომ არ მითხარი რომ მოდიოდით, თამარა? ჩემს სიკვდილს უნდა უყურო ლაივში? -თავქუდმოგლეჯილი გარბის თავისი ოთახისკენ.
- თეკლა, მოდი აქ! -მაშინვე მივსდევ.
- დაანებე ბავშვს თავი, ანა, კარგი რა. - ხო, აი, მისი გამოსარჩლებაღა აკლდა.
მაინც მასწრებს ოთახში და კარს კეტავს.
-თეკლა, გამოდი, უნდა ვილაპარაკოთ.
- ვილაპარაკოთ, ხო, ცოტა ხანში რომ გადაგივლის.
- გამოდი მეთქი! -კარზე ვუბრახუნებ. -ამხელა გოგოს ტვინი საერთოდ არ გაქვს არა თავში?! რამ გაფიქრებინა ჩემი და ტატოს აუდიტორიაში ჩაკეტვა, საერთოდ ვერ აზროვნებ?!
- მინდოდა გელაპარაკათ და შერიგებულიყავით, მე რა ვიცოდი რომ სიცხე აგიწევდა და გაითიშებოდი, კარგის გაკეთება მინდოდა! -თვითონაც უწევს ტონს.
- კარგი ერთი! ამ სულელური საქციელით გინდოდა ჩვენი შერიგება?! რადგან ფილმებში ხდება ასეთი რაღაცები რეალურადაც უნდა გააკეთო?! საერთოდ რა უფლებით ერევი ასე ჩვენს პირადში?!
- ხომ გითხარი კარგის გაკეთება მინდოდა მეთქი, ანა!
- ჩვენი აუდიტორიაში ჩაკეტვით? კარგის გაკეთება თუ გინდოდა მეტი უკეთესი ვერაფერი მოიფიქრე?! იქ როგორ დაგვტოვე!
- ხომ მოვედი და გავაღე მერე, რაღა გინდა, არ მოკვდი მთავარია, მოგისწარი! ეგ ყველაზე ეფექტური გეგმა იყო!
- რომ გაგაგდებ აქედან შენი გეგმებიანად, მერე ნახავ როგორი ეფექტი ექნება!
- რაა? ასე მიხდი მადლობას, რომ შეგარიგეთ?
- არ შევრიგებულვართ, გასაგებია?!
- აბა რას აკეთებდით 2 საათი?!
შუბლზე ვისვამ ხელს. ძალიან დამღალა, ძალიან.
-როგორი შანსი მოგეცით, არადა!
- შემეშვი საერთოდ!
ბოლოჯერ ვურტყამ კარს ხელს და მისაღებისკენ ვიღებ გეზს. სულ იქ ხომ არ იჯდება, მე მაგას ვაჩვენებ.
თამარაც გამოდის სამზარეულოდან.
-თავი გამისკდა, რამხელას ყვიროდით.
- ჯერ გამოვიდეს იქიდან, მაგას ამოვადენ.
- შეეშვი მეთქი ანა, თავისი გასჭირვებია გოგოს.
- შენ როდის მერე გახდი მაგის მცველი?!
- მე რაღას მიყვირი, ნერვები აკონტროლე ცოტა.
ღრმად ვსუნთქავ. მგონი მართლა მიჭირს ეს უკვე. ისევ ყელი მეტკინა იმდენი ვიყვირე.
-წადი, დაწექი ცოტა ხანს, დაისვენე. წვნიანს გიკეთებ და მერე წამალი უნდა დალიო.
- არ მინდა.
- რა არ გინდა, ნუ მაგიჟებ, წადი დაწექი.
- არ წავალ, ამას თუ გონია რომ სახლიდან გამეპარება ძალიან ცდება. -სპცეიალურად ვამბობ ხმამაღლა. -აი აქ დავჯდები და დაველოდები. გაიგე თეკლა?!
ყველას მაგივრად ოხრავს თამარა.
-კარგი, ჯანდაბას, მანდ მაინც დაჯექი და დაისვენე.

*
თითქმის ორი საათი გადის. თამარა წვნიანის გაკეთებას და ჩემთვის ჭამის დაძალებასაც ახერხებს, მერე წამალს მაძლევს და ისევ სამზარეულოში გადის. თეკლა რა თქმა უნდა კვლავ არ გამოდის, ბოლომდე იბრძვის და მართლა მაინტერესებს სადამდე შეძლებს ასე.
არც მე ვტოვებ მისაღებს. უაზროდ ვფურცლავ წიგნს და მის გარდა მართლა ყველაფერზე მეფიქრება. რა მოხდებოდა თეკლას რომ არ ჩავეკეტეთ გუშინ აუდიტორიაში... იქნებ მართლა კარგიც იყო ასე რომ მოხდა. მაგიდაზე ტელეფონი ინთება. შორიდანვე ვხედავ შეტყობინების ავტორის სახელს და რაღაც მემართება. ვცდილობ მშვიდად ამოვისუნთქო და მხოლოდ ამის შემდეგ ვიღებ ხელში.
,,როგორ ხარ? ვეღარ მოვედი, ექვსამდე გამოცდები მაქვს“
ხელები მეყინება. არც კი ვიცი როგორ უნდა ვუპასუხო. ის ბრაზი რომ ისევ მაქვს ეს არ იცვლება, მაგრამ თითქოს გუშინდელის მერე რაღაც მაინც აღარაა ისე. მეც არ ვიცი, ვერ ვარქმევ, ფიქრის მეშინია, იმისიც მეშინია რომ არასწორად მოვიქცევი და მერე ისევ ვინანებ.
იქნებ არც უნდა მიმეცა ამის უფლება გუშინ. სიცხე კი მქონდა, მაგრამ ხომ ვხვდებოდი რასაც ვაკეთებდი, არა? ასე რანაირად მაშტერებს მისი სიახლოვე ვერ ვხვდები.
,,კარგად, მადლობა“ - მხოლოდ ამ ორ სიტყვას ვწერ და ისე ვუგზავნი. მერე ტელეფონს გვერდით ვდებ.
ამაზე მართლა უნდა ვიფიქრო, მაგრამ... ვხვდები, რომ ეს ძალიან რთულია.
ბოლოს თამარა მეძახის სამზარეულოდან და თითქოს ხსნასავით არის. ამაზე ფიქრს ისევ მერისთვის ვიტოვებ და მასთან გავდივარ. კიდევ ერთ წამალს მაძლევს და თან მიხსნის მისი წასვლის შემდეგ რომელიც უნდა დავლიო ძილის წინ. ამასობაში კარის ხმაც ისმის და ეგრევე გავრბივარ, თუმცა მაინც მასწრებს გაქცევას თეკლა და თამარაც წინ მეღობება.
-საკმარისია, თავი დაანებე ამ გოგოს, წავიდეს.
-მაინც მოვკლავ, მოხვალ შენ სახლში! -კარიდან ვუძახი.
- კარგი რა, ანა, გეყოფა და საერთოდაც, ამას თუ ტვინი აქვს დღეს არ მოვა.
- როცა მოვა მე აქ დავხვდები.
- ღმერთო. -მაღლა სწევს ხელებს. -მეშინია მართლა არ მოკლა და ციხეში არ გიკრან თავი.
აღარაფერს ვპასუხობ.
-უნდა წავიდე მეც.
- უკვე?
- ხო, დაღამდა თითქმის, მეტი არ უნდა იმას, ეგრევე იტყვის ბავშვი მომაგდოო.
მეღიმება.
-კარგი, წადი, აკოცე ჩემს მაგივრად ანაბელს.
- აუცილებლად. ხო, იცოდე შენ თეკლა არ მოკლა ხვალ. -თითით მემუქრება.
- იქნებ დღეს უნდა გეთქვა?
- არ მოვა დღეს, დამიჯერე. -თვალსაც მიკრავს და ჩანთას იღებს. -თუ რამე, დამირეკე იცოდე, წესით სიცხემ აღარ უნდა აგიწიოს, მაგრამ მაინც.
უბრალოდ თავს ვუქნევ.
-კარგად, არ გამაცილო იყავი.

***
თეკლა არ მოდის. რაღაცნაირად ისე ვარ, არაფრის თავი არ მაქვს და იმის მიუხედავად რომ ჯერ ადრეა, მაინც ვწვები.
ეს ვირუსი აშკარად მთლიანად მაცლის ენერგიებს და ჩემს ჩვეულ მდგომარეობას მალევე ვერ დავუბრუნდები. თამარას შეტყობინებები არ მთავრდება, ამიტომ პირდაპირ ვუგდებ თერმომეტრის ფოტოს, რომ დარწმუნდეს მართლა აღარ მაქვს სიცხე. ან რანაირადღა მექნებოდა, მილიონი წამალი დავლიე უკვე. როგორღაც მაინც მშვიდდება ბოლოს. მეღიმება. საკუთარ თავზე მეტად ზრუნავს ყველაზე. ტელეფონს გვერდით ვდებ და სინათლეს ვაქრობ, თუმცა თვალების დახუჭვა და დაძინება ნამდვილად არაა მარტივი. არ მინდა, მაგრამ მაინც ირთვება გონება და თავისით გროვდება ფიქრებიც ჩემს გარშემო. ზოგჯერ მაინც, ძალიან მინდა ყველაფერს გავექცე. სრული ქაოსი მაქვს. სწორად მოქცევა მინდა და ვერ ვხვდები როგორ. იქნებ თამარა მართალია და ზედმეტად ვაბუქებ ყველაფერს, ბევრს ვფიქრობ წარსულზე და აწმყოსაც ვაფუჭებ, მაგრამ არ შემიძლია ასე უბრალოდ მივიღო ყველაფერი და დავივიწყო რაც გამოვიარე. ძალიანაც რომ მინდოდეს, მაინც ვერ. არც სიჩქარე მინდა. აქამდეც მიჩქარია და ამის შედეგებიც ვიცი.
ზარის ხმა მესმის კარზე. ისევ ვანთებ სინათლეს და ინსტიქტურად ვამოწმებ საათს. დავიჯერო თეკლაა? თავისი გასაღები ხომ აქვს, რა ჯანდაბაა, მე უნდა მაწვალოს მაინცდამაინც. ხომ ვამბობდი... იფიქრა რომ გადამიარა. ძლივს ვდგები საწოლიდან და ხალათს გზაში ვიცვამ. სიარულიც მაგრად მეზარება უკვე. შემოსასვლელშიც ვანთებ სინათლეს და მერე ისე რომ არც ვიყურები, პირდაპირ ვაღებ. კაცმა რომ თქვას იქ ყველაზე მეტად თეკლას ველოდები, თუმცა ტატოს დანახვა და ჩემი შოკში ჩავარდნა ერთია. ინსტიქტურად მიფართოვდება თვალები.
ჯერ ხომ საერთოდ არაფერზე მიფიქრია.
-აქ რას... -იმხელა დაბნეულობა მაქვს ვეღარც ვაგრძელებ.
- შენი ნახვა მინდოდა.
წამიერად ვაშორებ თვალს, მერე ოდნავ ვეცლები და უბრალოდ ხელით ვანიშნებ რომ შემოვიდეს. გასაგებია ისედაც. მაგრამ ასე ვერ გამოვა ახლა ვერაფერი.
ფრთხილად ხურავს კარს და იქვე ეყრდნობა.
თითქმის ვხვდები ახლა რასაც ფიქრობს.
-მარტო ხარ?
- საერთოდ თეკლაც არის, მაგრამ ამჟამად კი.
- და სიცხე? -შუბლზე მახებს თითებს, თუმცა მაშინვე ვუკრავ.
- არ მაქვს.
ეღიმება.
-ვხედავ. ჩვეულ ამპლუაშიც ხარ უკვე.
- აბა რას ელოდებოდი? -მაინც მეპარება ირონია ღიმილში. - ჩაგეხუტებოდი, გაკოცები და გეტყოდი რომ ძალიან მიყვარხარ?
- მთლად ყველაფერს არა.
- ნახევარიც არ იქნება, ტატო. მაინც გაბრაზებული ვარ შენზე და ერთი კოცნით ყველაფრის დავიწყება არ ხდება.
ისევ ეღიმება.
-რა? სასაცილოა? ეფექტური სიყვარულის ახნსა კი გქონდა, მაგრამ მე ასე მარტივად არ ვიხიბლები.
- ანუ შენი პასუხებიც სიცხეს დავაბრალოთ.
- რა პასუხები?
- არ გახსოვს?
ვფიქრდები. ვერ ვხვდები რას მეუბნება, წესით ყველაფერი მახსოვს.
-იმას მახსენებ რომ გითხარი არ მეზიზღები მეთქი?
- მაგის მერე.
თვალები მიფართოვდება.
-მაგის მერე? მაგის მერე გავითიშე, მეტი არაფერი ყოფილა.
კვლავ ეღიმება.
-რა, კიდევ გითხარი რამე?
- ბევრი რამ...
- მატყუებ, არაფერი მითქვამს.
- ხო, ვხედავ, რომ არ გახსოვს, არა უშავს.
- რა არ მახსოვს? რა გითხარი? გონზე არ ვიყავი რაღანაირად გითხარი კი მაგრამ?
ღმერთო, ღამის კოშმარია ჩვეულებრივი. დავიჯერო გონება გამეთიშა და მაინც ვლაპარაკობდი? ასეთი მაღალი სიცხე როგორ მქონდა რომ ეს დამემართა.
-მომისმინე. -რამდენიმე ნაბიჯით ვუახლოვდები. -ჩემი მოტყუება არც გაბედო. დარწმუნებული ვარ რომ არაფერი მითქვამს და ნერვებს ნუ მიშლი.
ოდნავ შორდება კარს და თვითონაც მიახლოვდება.
-ანუ... არ გითქვამს, რომ გიყვარვარ და სულ გიყვარდი. - ფრთხილად მეხება თმაზე და ყურთან მიწევს.
- რა?
- რომ შენი პირველი სიყვარული ვარ...
ღმერთო, მართლა ვუთხარი? ჯანდაბა. ეს როგორ ვუთხარი.
-ტყუილია.-ყველანაირი გააზრების გარეშე. მაშინვე ვუარყოფ.
ეღიმება. მერე სახეზე მახებს თითებს. ისევ ვუკრავ ხელს და აღარც ვუშვებ. მერე ჩვენს კვლავ ჩაჭიდულ ხელებზე გადამაქვს მზერა და ისევ მეპარება ირონია ღიმილში.
-ნუ მეთამაშები, განანებ და თან მართლა. -ზედმეტად კატეგორიულადაც გამომდის.
საშინლად მიშლის ნერვებს ასე რომ მოქმედებს და მთელი ჩემი არსებით ვცდილობ ამას წინ აღვუდგე. თითქოს ძალიან დროულად ერთვება გონება და ყველაფერს მახსენებს. ძალიან სწრაფად მაწვება მისადმი ბრაზიც და ინსტიქტურად ვუჭერ თითებზე ფრჩხილებს.
-ასე? -ხელზე მანიშნებს. მაშინვე ვუშვებ. ღმერთო, რაებს ვაკეთებ. რანაირად ვხდები ასეთი უკონტროლო. შუბლზე ვისვამ ხელს.
- მაპატიე, ვერ გავიგე ეს როგორ ვქენი.
- არა უშავს, ანა... -ისევ ეღიმება. - ისედაც ვიცი, რაც და რატომაც.
მომენტებში მართლა მაქვს გიჟის გამოვლინებები მგონი. ვინ იქცევა ასე, იდიოტი ვარ.
-ძალიან ჩაგარჭე?
- არა, დაწყნარდი.
- როგორ არა... -ისევ ვკიდებ ხელს. -ყინულს დაგადებ, წამოდი.
- არ მინდა, მართლა.
- არ გეკითხები გინდა თუ არა, მოდი.
სულ ძალით მიმყავს სამზარეულოში.
ზოგჯერ მაინც ძალიან ზედმეტი მომდის. ჩვეულებრივად რომ მეთქვა და ასე ამომერფქვია ეს ჩემი ბრაზი არ შეიძლებოდა? მაგრამ არა, რაღაც განსხვავებული სისულელე ხომ უნდა გავაკეთო რომ მერე ვინანო, არა? სულ ვცდილობ ასე არ მოვიქცე და თითქმის ვერასდროს გამომდის. საშინელი ნერვების უკონტროლობა მაქვს, საშინელი. ვერ ვხვდები როგორ შემიძლია ერთდროულად ორი საპირისპირო გრძნობა მქონდეს მისადმი და ორივე ასე არსებობდეს ჩემში. ყველაზე უარესი მაინც ისაა, რომ ორივე გრძნობა ისეთი ძლიერია ჩეულებრივად მმართავენ. ამას პლუს, თითქოს ერთმანეთსაც ეჯიბრებიან და ხან ერთი იმარჯვებს, ხან მეორე.
ყინულს ვიღებ და მერე ვუწვდი. უფრო იმისთვის მართმევს რომ ამაზე ჩხუბიც აღარ დავიწყო, დარწმუნებული ვარ, სახეზეც აწერია. მერე უბრალოდ მაგიდას ეყრდნობა და მზერას მაშორებს წამიერად.
-მართლა ბოდიში, ზოგჯერ თავს ვერ ვაკონტროლებ ხოლმე.
ძალიან დამნაშავედ ვგრძნობ ამ წამს თავს. თამარა ყოველთვის ამბობს საყვარელ ადამიანებზე ყველაფერს გაორმაგებულად განვიცდითო. არ ვიცი მაინცდამაინც ამ წამს რატომ მახსენდება ეს, თუმცა... ამის საპირისპიროდ რომ წეღანდელი ბრაზი სადღაც მიქრება ფაქტია. ყინულს რომ არ იდებს თვითონ ვადებ. ასე ძალიან როგორ ჩავარჭე მართლა არ მესმის. არანორმალური ვარ, მართლა, ასე ჩვეულებრივი ადამიანი არ მოიქცევა.
-ვიცი და არა უშავს, ხომ გითხარი.
- რომ მითხარი ეგ არ მშველის. - ფრთხილად ვაშორებ ხელს, თუმცა თვალებშიც ვეღარ ვუყურებ ნორმალურად.
- იცი, არ მესმის... -ჩემს თავზე მეღიმება. - სულ გეჩხუბები, ვყვირი, იმდენად უკონტროლო ვარ ბოლოს ფრჩხილებსაც გარჭობ, ხან ვტირი, ხან ვსვამ, ხან სიცხე მაქვს და მგონი საშინელი მდგომარეობა არ დარჩა რაშიც ნანახი არ გყავარ.
უბრალოდ ეღიმება.
-ამ ყველაფერზე რეაქცია რატომ არ გაქვს? როგორ შეგიძლია რომ ასე მშვიდად მიტანდე?
- მიზეზი იცი.
უაზროდ მეღიმება.
-კარგი რა...
- არ გჯერა?
ინსტიქტურად ვუსწორებ თვალს. მზერაშიც ზუსტად იგივე აქვს, არც არაფრით მეტი და ნაკლები. ისევ მიპყრობს შიში და რაღაცნაირად წარსულის ფერები მიჩნდება არსაიდან, თუმცა თითქოს წამსვე იღვიძებს მეორე მხარეც და ისევ ქაოსი იწყება. გონება სულ მერევა და ამ წამს ვეღარც ვბრაზობ და ვეღარც საპირისპიროს მივყვები ბოლომდე.
-რისი უნდა მჯეროდეს? -მაინც ვუბრუნებ კითხვას, თუმცა დაზუსტება არც ისე მჭირდება და არც ასე.
- ჩემი.
- და როცა მჯეროდა რა გააკეთე? -ერთი ნაბიჯით ვუახლოვდები და ისევ ვუსწორებ მზერას.
- ისევ მაგაზე უნდა მეჩხუბო ახლა? -ეღიმება.
- რა იყო, არ გინდა? აიტანე, ხომ გიყვარვარ. -მაინც მეპარება ირონია.
- სასაცილოა? - თვითონაც მიახლოვდება.
- კი. -თავსაც ვუქნევ. -სასაცილოა, გიყვარდეს და ასე იქცეოდე.
- არა.
ვჩერდები. ისევ მილიმეტრები ჩვენ შორის.
-შენთვის გავაკეთე.
- გეყოფა, დავიღალე მაგ სიტყვებით.
- მეც დავიღალე, მაგრამ ხომ გისმენ, არა?
მეღიმება.
-გეტყობა, როგორც მისმენ.
- კარგი, მიდი. მეჩხუბე და მოგისმენ...
იმდენად ახლოსაა ძალიანაც რომ მინდოდეს სიტყვებსაც ვერ ვფიქრობ, მაგრამ ვერც მინდა ამ წამს. ვერ ვხვდები რანაირად მიქრება ის საპირისპირო ისე, რომ მეორესთვის შეწინააღმდეგებისთის საერთოდ არაფერს ტოვებს. რაღაც ძალიან უცნაური, ქაოსური და იმდენად ამოუხსნელია ჩემში მეც ვერ ვხვდები ეს რა არის და საერთოდ რა დავარქვა.
2 წუთის წინ ისე გავგიჟდი ფრჩხილებს ვარჭობდი, ახლა რანაირად მინდა სულ სხვა რაღაცის გაკეთება ვერ ვხვდები.
-გისმენ, ანა... -მიმეორებს.
ბოლოს მაინც ეღიმება.
-შენი მჯეროდა. -იმდენად კატეგორიულად გამომდის მეც მიკვირს. -გენდობოდი... ვაფასებდი. სიმართლის ღირსად არ ჩამთვალე, თურმე ვერ გავიგებდი რასაც მეტყოდი, არა?
სხვანაირად გავიგებდი... გიყვარდი და ამიტომ გააკეთე, არა? -მეღიმება. - თუ ახლა დაიწყო შენი სიყვარული?
-რა? -იბნევა.
განგებ ვუახლოვდები კიდევ.
-სიყვარულს რას უძახი? მიდი, მაინტერესებს.
- რას ვუძახი? -მზერა ეცვლება. - შენ...
- მე?
- შენ. -თვალებითაც მიდასტურებს.
- ანუ შენ ის ბავშვიც გიყვარდა, აბურდული თმით, პირსინგებით, უმაკიაჟოდ... თუ ეს ანა მოგწონს რომელსაც ახლა უყურებ?
- რის მიღწევას ცდილობ?
- მითხარი, რა იყო, რთულია? სად ხარ ჯერ, სიყვარულის გამოცდები ბევრად რთულია, ტატო.
ნიშის მოგებასავით გამომდის.
ნელა სუნთქავს, თუმცა მაინც ვერ ვატყობ წამიერ აღელვებასაც კი. თითქოს უბრალოდ ზედმეტად დარწმუნებულია ყველაფერში.
-ყველანაირი მიყვარდი და მეყვარები. - წამიერი შეხებაც არაა, თუმცა მაინც ვგრძნობ. -შემდეგი კითხვა?
რაღაცნაირი დაბნეულობა მაქვს, ბოლომდე მეც რომ ვერ ვხვდები რას და რატომ ვაკეთებ, ისეთი.
-დამიმტკიცე.
ისევ ეღიმება.
-დაგიმტკიცებ.
- ზედმეტად თავდაჯერებულის პასუხი იყო.
უბრალოდ თავს მიქნევს და მერე თვითონვე იხევს უკან.
-ვიცი, ვარ კიდეც. ახლა წავალ, დანარჩენი ვნახოთ.
- ვნახოთ.-
მეც ზედმეტად თავდაჯერებულად გამომდის.
არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ წამს ვგრძნობ, რომ არ მინდა გავიმარჯვო.

***
თეკლა გამთენიისას ბრუნდება. ჰგონია, რომ შემოიპარება, თუმცა ფეხზე რომ ვხვდები ყველა ფერი ერთად გადასდის სახეზე. ისევ უკან გაქცევას აპირებს, თუმცა მაშინვე ვეუბნები რომ მასთან ჩხუბს აღარ ვაპირებ და მშვიდდება. ისედაც მთელი ღამე ვერ დავიძინე ნორმალურად, სულ ტატოზე ვფიქრობდი და ვფიქრობ, თეკლასთვის ვიღას სცალია. თანაც... იმასაც ვხვდები, რომ მასთან ჩხუბი აღარ მინდა. აზრიც არ აქვს, ვეჩხუბები და ისევ იგივეს მიპასუხებს, მეც იგივეს ვეტყვი და ასე სადამდე გავაგრძელებთ. ღმერთო. სასაცილოა პირდაპირ, ეს სიტუაცია ჩემი და ტატოსას ხომ ძალიან ჰგავს, თუმცა მასთან ჩხუბით ვერაფრით ვიჯერე გული. არა... ესეც არაა. მასთანაც დავიღალე გამუდმებით ერთი და იგივეთი, მისი იდენტური პასუხებით, აღარც მე მინდა ასე გაგრძელება, მაგრამ... არ ვიცი, მეშინია, თითქოს ამას ვიყენებ მიზეზად. მეშინია იმის, რომ თუ მივეჩვევი და ერთ დღეს ისევ იგივეს გამიკეთებს ვეღარ გავუძლებ. მეორედ უკვე ვეღარ გავუძლებ. ურთიერთობის მეშინია... ნიკას შემდეგ საერთოდ ყველაფრის მეშინია და ვცდილობ ავიშორო. ვხვდები, რომ ამიტომ ვებღაუჭები ასე წარსულს.
თითქოს აღარაფრის მჯერა. არც იმის, რომ შეიძლება რაღაც ნამდვილიც მართლა იყოს.
ყოველთვის სხვანაირად მიჩქარდება გული ასე რომ ვფიქრობ. მისი სიყვარული ყველაზე მეტად მინდა, მაგრამ რა ვქნა, მართლა მეშინია. აქამდე საკუთარი თავისთვისაც კი არ მითქვამს რომ მიყვარდა, რომ მართლა იყო ჩემი პირველი სიყვარული, არ მიღიარებია იმდენად მეშინოდა, რომ ამის ცოდნა, დარწმუნება, მასზე ფიქრებს მოიტანდა და დავიტანჯებოდი. თუკი სადმე რამე იყო ყველაფერი მივჩქმალე და ვცდილობდი არ მეფიქრა, ახლა კი თითქოს განგებ, ყველაფერი ერთად ხდება, ერთად მოდის. ძალიან არეული ვარ. აღარ ვიცი რა მინდა, როგორაა სწორი.
დამიმტკიცე თქო რომ ვუთხარი თითქოს ცინიზმით გამოვიდა, არადა, რეალურად, როგორ მინდა რომ ისევ, მართლა მჯეროდეს მისი.

***
თეკლას გადაბარება სულ მავიწყდება, თუმცა რომ გებულობს რომ ჩხუბს აღარ ვაპირებ, ისევ მახსენებს თავის ამბებს. რეალურად მარტო იმას ვგებულობ, რომ მეგობართან ერთად მეცადინეობდა მთელი ღამე და წუთი არ უძინია, შემდეგ უკვე მთლიანად მასალებზე ლაპარაკობს რაც თავის მატკივებს და ვაჩერებ. გაუთავებელია, კიდევ რამდენს მოასწრებდა 9 საათზე რომ არ ჰქონოდა გამოცდა წარმომიდგენია. საბოლოოდ თავქუდმოგლეჯილი გარბის და მეც, იმის იმედით რომ ახლა მაინც დავიძინებ ისევ საწოლში ვბრუნდები, თუმცა, რა თქმა უნდა, ტყუილია. უაზროდ ვტრიალებ 1 საათი და ბოლოს ისევ თეკლას ვახსენდები. ტელეფონზე რეკავს. ვფიქრობ, რომ უბრალოდ გამხნევება, ან რამის მოყოლა უნდა, თუმცა რაც კი შეუძლია ყველაზე დაფეთებული ხმით მამცნობს რომ ერთ-ერთი რვეული სახლში დარჩა და თან, ჰგონია რომ მაინცდამაინც ის საკითხი შეხვდება რაც იქ უწერია. რა თქმა უნდა, ყვრილი მინდა, თუმცა მაინც ვდგები რომ სურათები გადავუღო და გავუგზავნო, მაგრამ ოთახში 100 ფურცლიან რვეულს ვხედავ და თან მეუბნება, რომ აბსოლუტურად ყველა გვერდი უნდა. მშვიდად ამოსუნთქვას როგორ ვახერხებ წარმოდგენა არ მაქვს. რომ დავჯდე და ყველას ფოტო გადავუღო ხომ ჩემს ნერვებს მთლად შეიწირავს, თვითონაც აღნიშნავს ამას და თან იმასაც უმატებს რომ ტელეფონში ძალიან გაუჭირდება წაკითხვა. რას ვიზამ, ბოლოს მაინც ვთანხმდები, რომ მივუტან და ოთახში ვბრუნდები. რაც ხელში მხვდება იმას ვიცვამ, თმასაც წამში ვიკრავ და ყველანაირი მაკიაჟის გარეშე პირდაპირ გავდივარ სახლიდან. უბრალოდ ვგიჟდები თეკლაზე. უნივერსიტეტისგან დასვენების ჟამსაც რომ ისევ იქ მიწევს წასვლა მისი გადამკიდე, მოდი და ნორმალურად შეხვდი აბა ამ ამბავს.
საერთოდ რვეული როგორ უნდა დაგრჩეს. გამოცდაზე რომ მიდიხარ აბა სხვა რა გახსენდება. არასდროს არაფერი დამრჩენია. იქნებ ესეც სპეციალურად გააკეთა.
არა, უკვე ისეთები ხდება საერთოდ ვეღარავის ვენდობი.
ამ უკანასკნელში მართლა მეპარება ეჭვი, თუმცა რომ მივდივარ და ეგრევე მორბის რვეულის გამოსართმევად ოდნავ ვმშვიდდები. არა, ახლა ნამდვილად არაფერი აინტერესებდა ამ რვეულის გარდა.
-ვერ გავიგე აქამდე როგორ არ შეხვედი, 11 დაიწყო უკვე. - საათზე ვიყურები.
- ოო, რა დაგემართა, ანა, წერითი დავწერე უკვე, მომდევნო ზეპირია, შესვენებაა ახლა.
- ზეპირიც გქონდა?
- ხო, წერითიდან რომ გაგდებენ მერე ზეპირიც გადასაბარებელი ხდება, თუმცა შენ ალბათ ცხოვრებაში არაფერი გადაგიბარებია, საიდან, რა...
- თეკლა. -ისე ვუყურებ მაშინვე იშორებს ღიმილს სახიდან. - ეგ ვიცი, მაგრამ ერთ დღეს რატომ გაქვს მეთქი.
- ეგრე ბრძანა შენმა პრინცმა.
- თეკლა - მეთქი.
ისევ რვეულს უბრუნდება, თუმცა მაინც ეღიმება.
-მისმინე, შენ ხომ არ იცი რატომ მიდის? - ბოლოს, სასხვათაშორისოდ მეკითხება.
- ვინ მიდის?
- შენი ბიჭი.
- რა? -მართლა ვიბნევი.
- არ იცი? -თვალები უფართოვდება- გოგო, ყველა მაგას ლაპარაკობს, მიდის უნივერსიტეტიდან თურმე.
გონება მერევა. არაფერი მსგავსი არ უთქვამს ამაზე. ვერ ვგებულობ საიდან, რატომ.
-ეს... -მაინც გამომდის წამიერი პაუზა. - რამდენი ხანია ეს იცით?
- მე ახლა გავიგე, მაგრამ საერთოდ თურმე ადრე უთქვამს.
ვეღარაფერს ვპასუხობ. გააზრებაც მიჭირს. თითქოს რაღაც ჩამწყდა შიგნიდან. რამე ხდება და არ ვიცი? ასე უბრალოდ როგორ, ამდენი ხანია აქ მუშაობს. რაღაცნაირი შეგრძნება მაქვს, ბოლომდე რომ ვერც ვხვდები რისია.
-კარგი, წავედი მე, თეკლა. -ნორმალურად აღარც ვუყურებ ისე ვეუბნები.
- ტატოს არ ნახავ? კაბინეტშია.
მის შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს, არ ვიცი...
გაორება მაქვს, მგონი.
გონება რაღაცებს მახვევს თავზე, თუმცა ყველაზე ცხადად ახლა ვგრძნობ გულის საპირისპიროს.
მაინც ვრწმუნდები, რომ არ მინდა წავიდეს.

_________________________________________
მოკლედ, ვფიქრობ, შემდეგი უკვე დასასრული იქნება.
მანამდე აქ ვისაუბროთ, მაინტერესებს თქვენ რას ელით და როგორ.
თქვენი
ელა.



№1 სტუმარი სტუმარი თამო

აი რანაირია ანა ბოლომდე რომ არ თმობს პოზიციებს მაინც და არ ეშვება სიყვარულში თავით.არადა ტატო ხომ მეც არ მომეწონა მისი საწციელი მაგრამ ეარსულია და ეხლა აწმყოთი უნდა იცხოვროს.ისე ყოჩაღ თეკლას.აი ტატოს წასვლას რაც შეეხება ვფიქრობ ანას გამო მიდის ისევ რომ მასთან თავისიფლა დიყოს ან კიდეც თავი უნდ ამოანატროს რომ ბოლო ბოლო კიხვდეს ანა თავისბგრძნობებს.თუმცა უფრო პირველ ვერსიას ვემხრობი ვნახოთ

 


№2  offline წევრი likuu_s

შემდეგი დასასრული იქნება?

აუჰ!

როგორ არ მინდა, რომ დასრულდეს. მოთხრობებს ასე თავობით რომ მივყვები, ზედმეტად ვეჯაჭვები. გული მწყდება :(

რაც შეეხება ამ თავს, აი ძალიან, ძალიან კარგი იყო! ტატო როგორი თბილია, როგორი ამტანი! სხვა რა გზა აქვს ბიჭს :დდდ ვფიქრობჩ ტატოს სახით ბიჭის ძალიან განსხვავებული ტიპაჟი შექმენი და ძაალიან მომწონს!

ანაც რაღაც მხრივ მართალია, გაბრაზებული რომ არის, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერს იაზრებს. ეს ბოლო გადამწყვეტი იქნება და ყველა სხვა ფიქრს მოუღებს ბოლოს.

ტატოს წასვლა უმიზეზო არ იქნება, ნუ ამას შემდეგში გავიგებთ.

ნუ, თეკლაზე ჩამოვყალიბდი, რომ კარგი გოგოა! :დდდდ

თამარა კი თამარაა.


გელი!


წარმატებები❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი EllaTriss

სტუმარი თამო
აი რანაირია ანა ბოლომდე რომ არ თმობს პოზიციებს მაინც და არ ეშვება სიყვარულში თავით.არადა ტატო ხომ მეც არ მომეწონა მისი საწციელი მაგრამ ეარსულია და ეხლა აწმყოთი უნდა იცხოვროს.ისე ყოჩაღ თეკლას.აი ტატოს წასვლას რაც შეეხება ვფიქრობ ანას გამო მიდის ისევ რომ მასთან თავისიფლა დიყოს ან კიდეც თავი უნდ ამოანატროს რომ ბოლო ბოლო კიხვდეს ანა თავისბგრძნობებს.თუმცა უფრო პირველ ვერსიას ვემხრობი ვნახოთ

თამო, გეთანხმები, წარსული მაინც წარსულია და აწმყოთი უნდა იცხოვროს, თუმცა ბოლომდე ყველაფრის დავიწყებაც რთულია. რაღაც მხრივ ანასიც მესმის, კვლავ ნდობის ფაქტორი და ასე შემდეგ, ამიტომაც ,,ვერ" თმობს პოზიციებს მარტივად, თუმცა ვნახოთ, ფინალი მეც მაინტერესებს.
ტატოს წასვლას რაც შეეხება, მეც პირველი უფრო ,,ახლოს" მეჩვენა, თუმცა გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, ესეც ერთად ვნახოთ საბოლოოდ.❤️❤️❤️

likuu_s
შემდეგი დასასრული იქნება?

აუჰ!

როგორ არ მინდა, რომ დასრულდეს. მოთხრობებს ასე თავობით რომ მივყვები, ზედმეტად ვეჯაჭვები. გული მწყდება :(

რაც შეეხება ამ თავს, აი ძალიან, ძალიან კარგი იყო! ტატო როგორი თბილია, როგორი ამტანი! სხვა რა გზა აქვს ბიჭს :დდდ ვფიქრობჩ ტატოს სახით ბიჭის ძალიან განსხვავებული ტიპაჟი შექმენი და ძაალიან მომწონს!

ანაც რაღაც მხრივ მართალია, გაბრაზებული რომ არის, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერს იაზრებს. ეს ბოლო გადამწყვეტი იქნება და ყველა სხვა ფიქრს მოუღებს ბოლოს.

ტატოს წასვლა უმიზეზო არ იქნება, ნუ ამას შემდეგში გავიგებთ.

ნუ, თეკლაზე ჩამოვყალიბდი, რომ კარგი გოგოა! :დდდდ

თამარა კი თამარაა.


გელი!


წარმატებები❤️❤️❤️

ლიკუნა, ტატოს ტიპაჟი რომ ჩემი სხვა დანარჩენი პერსონაჟებისგან განსხვავებულია ნამდვილად გეთანხმები. მართლა რაღაცნაირია, ისეთი, სხვანაირი, კარგი.
ყველა მიყვარს, შენ კი იცი. თუმცა ის თავისთავად გამოვიდა ასეთი სხვანაირი.
გამიხარდა რომ აღნიშნე, არც გამკვირვებია იმდენად კარგად იცნობ ჩემი სხვა ისტორიის პერსონაჟებსაც. ❤️

ანას რაც შეეხება ხო, რაღაც მხრივ მართალია, მეც იმედი მაქვს ბოლოს ყველაფერს უკეთ გაიაზრებს.
რაღაცებიც მართლა იქნება გადამწყვეტი, სხვანაირად ალბათ ვერც გამოვა❤️

ტატოს წასვლაზე ამ ეტაპზე აღარ დავკონკრეტდები, ერთად ვნახოთ საბოლოოდ რა და როგორ.

როგორც ყოველთვის მიხარია რომ აქ ხარ❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

არ მინდა ჯერ რომ დამთავრდეს???????????? რაგრამ რას ვიზამთ თუ კარგად დამთავრდება კარგი იქნება ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️

 


№5  offline წევრი EllaTriss

სტუმარი ნესტანი
არ მინდა ჯერ რომ დამთავრდეს???????????? რაგრამ რას ვიზამთ თუ კარგად დამთავრდება კარგი იქნება ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️

მეც მივეჩვიე ძალიან ყველას და ყველაფერს, თუმცა ეს მომენტიც მაინც მოვიდოდა❤️

 


№6 სტუმარი Ana-maria

არ მინდა რომ დასრულდეს,მაგრამ ამ ორს მინდა საშველი დაადგეს. წარმატებები

 


№7  offline წევრი EllaTriss

Ana-maria
არ მინდა რომ დასრულდეს,მაგრამ ამ ორს მინდა საშველი დაადგეს. წარმატებები

აუცილებლად იქნება ყველაფერი კარგად❤️
მადლობა❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი Marie

იდეალური თავი გამოგივიდა მასიამოვნა ამ თავმა და მადლობა შენ ამისთვის ელა<3❤️

როგორც ყოველთვის ანა ჩვეულ ფორმაშია და პოზიციას მაინც არ თმობს シ რათქმაუნდა მისი მესმის წარსულის დავიწყება შეიძლება რთული მაგრამ საჭიროა ამიტომ ანას ვურჩევდი რაც წარსულში იყო ის წარსულში უნდა დარჩეს იმის მიუხდევად რომ ეს შეიძლება ძნელი აღმოჩნდეს❤️❤️ მისი ცხოვრება ადვილი არ ყოფილა ბევრი ცუდი რამ გადახდა თავს მაგრამ რაც არ გვკლავს გვაძლიერებს❤️ რომ შემეძლოს უამრავ ბედნიერებას მივცემდი მას იმსახურებს იმას რომ სულ ისეთი ადამაინები ყავდეს ცხოვრებაში რომელსაც მისთვის სულ კარგი უნდათ❤️

ტატოს რაც შეეხება თითქმის ყოველთვის როცა მისი პერსონაჟის დახასიათებას ვცდილობ ძალიან მიჭირს ზუსტად ის დავწერო როგორადაც მე ვხედავ მას♡︎✰ მისი მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათი ერთერთი მიზეზია რის გამოც მომწონს მე ის და მიხარია ანას ცხოვრებაში მისნაირი ადამიანი რომ არსებობს რომელიც ცხოვრებას სხვა თვალით და მისი ლამაზი ფერებით დაანახებს რომელიც სამწუხაროდ ანასთვის უხილავია მაგრამ მთავარია მან მისცეს მას ამის შანსი თორემ სხვანაირად ვერც გამოვა❤️❤️

თეკლაზე თავიდან დარწმუნებული არ ვიყავი არვიცოდი რა როლს მიანიჭებდი თუნდაც ანას ცხოვრებაში და როგორი იქნებოდა მისი პერსონაჟი ამიტომ არ ვენდობოდი მაგრამ ახლა შემიძლია ვთქვა რომ მომწონს და მისი ეს ხასიათი ძალიან ეხმარება ჩვენს მთავარ წყვილს დაახლოებაში ❤️ჩემთვის დაახლოებით ოქროსფერი აურა აქვს მას ❤️ანათებს ყველგან ✰სხვანაირად არც კი წარმომიდგენია მისი ხასიათის მქონე ადამიანი ქაოსური მაგრამ მაინც საყვარელია ჩემთვის თეკლა❤️

თამარა საუკეთესო მეუღლე, დედა და რაც მთავარია ყველაზე კარგი მეგობარია იმის მიუხედავად მისი ცხოვრების შესახებ ბევრი რამ არ მოგიყოლია (არც გადანაშაულებ ამაში) ამას ყველა მიხვდება❤️ ძალიან ვაფასებ მის ამ მზრუნველობას ანას მიმართ არასდროს ტოვებს მარტო და მხოლოდ ეს აქცევს მას საუკეთესო პიროვნებად ❤️❤️

ხომ მგონი დღეისთვის საკმარისია თორემ შენს პეროსანჟებზე საუბრით დამდვილად ვერ დავიღლები და იმაზე მეტს დავწერ ვიდრე ამას ჩვეულებივრ ვაკეთებ ხოლმე❤️❤️ მწყინს რომ ასე მალე დამთავრდება მაგრამ სინამდვილეში გაწელილი ისტორიები არ მიყვარს რომელსაც შემდგომში უინტერესოდ ვკითხულობ ამიტომ დიდი იმედი მაქვს ამ უსაყვრელესი წყვილის ბედნიერ დასასრულს ვიხილავ თუ რათქმაუნდა ამაში ანა შეგვიწყობს ხელს:))❤️\(٥⁀▽⁀ )/ წარმატებები შენ ელა<3

 


№9  offline წევრი EllaTriss

სტუმარი Marie
იდეალური თავი გამოგივიდა მასიამოვნა ამ თავმა და მადლობა შენ ამისთვის ელა<3❤️

როგორც ყოველთვის ანა ჩვეულ ფორმაშია და პოზიციას მაინც არ თმობს シ რათქმაუნდა მისი მესმის წარსულის დავიწყება შეიძლება რთული მაგრამ საჭიროა ამიტომ ანას ვურჩევდი რაც წარსულში იყო ის წარსულში უნდა დარჩეს იმის მიუხდევად რომ ეს შეიძლება ძნელი აღმოჩნდეს❤️❤️ მისი ცხოვრება ადვილი არ ყოფილა ბევრი ცუდი რამ გადახდა თავს მაგრამ რაც არ გვკლავს გვაძლიერებს❤️ რომ შემეძლოს უამრავ ბედნიერებას მივცემდი მას იმსახურებს იმას რომ სულ ისეთი ადამაინები ყავდეს ცხოვრებაში რომელსაც მისთვის სულ კარგი უნდათ❤️

ტატოს რაც შეეხება თითქმის ყოველთვის როცა მისი პერსონაჟის დახასიათებას ვცდილობ ძალიან მიჭირს ზუსტად ის დავწერო როგორადაც მე ვხედავ მას♡︎✰ მისი მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათი ერთერთი მიზეზია რის გამოც მომწონს მე ის და მიხარია ანას ცხოვრებაში მისნაირი ადამიანი რომ არსებობს რომელიც ცხოვრებას სხვა თვალით და მისი ლამაზი ფერებით დაანახებს რომელიც სამწუხაროდ ანასთვის უხილავია მაგრამ მთავარია მან მისცეს მას ამის შანსი თორემ სხვანაირად ვერც გამოვა❤️❤️

თეკლაზე თავიდან დარწმუნებული არ ვიყავი არვიცოდი რა როლს მიანიჭებდი თუნდაც ანას ცხოვრებაში და როგორი იქნებოდა მისი პერსონაჟი ამიტომ არ ვენდობოდი მაგრამ ახლა შემიძლია ვთქვა რომ მომწონს და მისი ეს ხასიათი ძალიან ეხმარება ჩვენს მთავარ წყვილს დაახლოებაში ❤️ჩემთვის დაახლოებით ოქროსფერი აურა აქვს მას ❤️ანათებს ყველგან ✰სხვანაირად არც კი წარმომიდგენია მისი ხასიათის მქონე ადამიანი ქაოსური მაგრამ მაინც საყვარელია ჩემთვის თეკლა❤️

თამარა საუკეთესო მეუღლე, დედა და რაც მთავარია ყველაზე კარგი მეგობარია იმის მიუხედავად მისი ცხოვრების შესახებ ბევრი რამ არ მოგიყოლია (არც გადანაშაულებ ამაში) ამას ყველა მიხვდება❤️ ძალიან ვაფასებ მის ამ მზრუნველობას ანას მიმართ არასდროს ტოვებს მარტო და მხოლოდ ეს აქცევს მას საუკეთესო პიროვნებად ❤️❤️

ხომ მგონი დღეისთვის საკმარისია თორემ შენს პეროსანჟებზე საუბრით დამდვილად ვერ დავიღლები და იმაზე მეტს დავწერ ვიდრე ამას ჩვეულებივრ ვაკეთებ ხოლმე❤️❤️ მწყინს რომ ასე მალე დამთავრდება მაგრამ სინამდვილეში გაწელილი ისტორიები არ მიყვარს რომელსაც შემდგომში უინტერესოდ ვკითხულობ ამიტომ დიდი იმედი მაქვს ამ უსაყვრელესი წყვილის ბედნიერ დასასრულს ვიხილავ თუ რათქმაუნდა ამაში ანა შეგვიწყობს ხელს:))❤️\(٥⁀▽⁀ )/ წარმატებები შენ ელა<3

მოკლედ, ჯერ აღვნიშნოთ რომ გელოდი❤️
იმდენად ზუსტი ასპექტებია ყველა მხრივ, ყველაფერში და ყველას მიმართ, ვრწმუნდები რომ ზუსტად ისევე შევძელი მოტანა როგორც მე ვხედავდი. - ვხედავ ) ყველაზე მეტად ალბათ მაინც ეს ფაქტი მახარებს, რა თქმა უნდა ისიც, რომ გიპოვე. შენნაირი მკითხველების ყოლა ძალიან დიდი ბედნიერებაა. ❤️

ანასი იმდენად კარგად გესმის მე რაღა დავამატო. ზოგადად წარსულის დავიწყება ყველა მხრივ, მაინც რთულია, ასე გამოდის ხოლმე. ცდილობ და თითქოს რაღაც მხრივ მაინც გეჭრება, თუმცა ხო, შეუძლებელი არაა და მეც ვიტყვი რომ საჭირო.
მე მაინც ვფიქრობ, საბოლოოდ ყველაფერს შეძლებს.
ბედნიერების მიცემაზე გამეღიმა, ვფიქრობ ბევრი შენნაირი ადამიანი სჭირდება სამყაროს.

ტატოს რაც შეეხება, მასზე რომ დაწერე მიჭირს ზუსტად ისე დავწერო როგორადაც ვხედავო, ასე მეგონა მე ვწერდი, რაღა დაგიმალო.
ზუსტად ისეთივე შეგრძნება, დამოკიდებულება თუ არ ვიცი რა დავრქვა, მოკლედ მსგავსი მაქვს.
რაღაცნაირია, სხვანაირად კარგი, ზუსტად ისეთი სხვებს რომ არ ჰგავს. მეც მიხარია ანას გვერდით მისი ყოფნა. , თუნდაც ,,მეორედ" რატომაც არა, მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება.❤️

თეკლას აურაზე გეთანხმები, ოქროსფერი გოგო დავუძახოთ, არც ამ ეპითეტზე ვარ წინააღმდეგი.
ყველგან საჭიროა ნათელი ფერები .
ყველაფერი თუ არა, ნახევარი მაინც მისი დამსახურებაა. ❤️

თამარა ყველანაირად მიყვარს. ადრეც აღვნიშნე და კიდევ ბევრჯერ ვიტყვი ამას. ვფიქრობ რაც საჭირო იყო კი ითქვა, დანარჩენი თქვენთვის მომინდია, შენს ზუსტ ხედვაში მაინც ნამდვილად დარწმუნებული ვარ.❤️

გაწელილი არც მე მიყვარს არაფერი.
დასასრულიც ერთხელ მაინც იქნებოდა^_^
მეც იმედი მაქვს რომ ჰეფი ენდში ანა შეგვიწყობს ხელს.

მადლობა და ბევრი ფერადი გული შენ❤️❤️❤️

 


№10 სტუმარი One

Chveni braziani gogo❤️
Rattomac arra)) exla tatos jeria ))
Miyvars es ori))
Tekla saertod sxva ganzomilebaa)) fionuri ega))
Veli moutmenlad sjemdegs))
Rogorc yoveltvis-kargi khar ell❤️

 


№11  offline წევრი EllaTriss

One
Chveni braziani gogo❤️
Rattomac arra)) exla tatos jeria ))
Miyvars es ori))
Tekla saertod sxva ganzomilebaa)) fionuri ega))
Veli moutmenlad sjemdegs))
Rogorc yoveltvis-kargi khar ell❤️

კიიი, მეც ვფიქრობ რომ ახლა მართლა ტატოს ჯერია და გადამწყვეტიც იქნება საბოლოო ნაბიჯი❤️ თეკლამ ყველა ის ფერი შემოიტანა რაც აკლდა, ასე რომ ყველანაირად, ისიც მიყვარს უკვე❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent