შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარემ მოისმინა {სრულად}

6-09-2023, 19:22
ავტორი gay diary
ნანახია 9 010

ბილიკს არცერთი მხრიდან არ გავყოლილვართ. გადავუხვიეთ და იქ ამოზრდილი აუარება ხიდან ჩამოცვენილი წიწვებისგან დარბილებულ მიწაზე ახალი გზა გავკვალეთ. უკან რომ მოვიხედე იმაში დასარწმუნებლად, რომ გარშემო არავინ იყო, მაშინ შევნიშნე ჩვენი ნაფეხურები და წამიერად მთელი ჩემი არსება შიშმა მოიცვა. არ მინდოდა, ჩვენი ერთად ყოფნის, ჩვენი შეხვედრის მცირე კვალს მაინც ეარსება. მხოლოდ ფიზიკურ კვალს კი არ ვგულისხმობ, არამედ ყველა იმ ნიშანს, რომელიც დაინტერესებულ ან, თუ გნებავთ, დაეჭვებულ მკვლევარს ჩვენამდე მოიყვანდა.
ლევანმა დამამშვიდა და მირჩია, დამეკიდებინა. დავუჯერე მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცოდი, ვერაფერს გავხდებოდი. უფროსწორად, ახალგაცნობილ ბიჭთან მორჩილების თამაში მერჩივნა. და კიდევ იმის გამოც დავუჯერე, რომ მომწონდა რისკის სანაცვლოდ მიღებული ადრენალინი. მისთვის უაზრო პანიკა იყო ჩემი ღელვა. მე კი რაღაც ამოუცნობი ხმა მკარნახობდა, რომ ფხიზლად უნდა ვყოფილიყავი და მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად დისკომფორტს ვიწვევდი, მაინც მიღირდა ამის გაკეთება. ასე თავს უფრო მშვიდად ვგრძნობდი.
- ახლა მაინც არ ჩამჭიდებ ხელს? - მკითხა და საკუთარი გამომიწოდა.
ყოყმანით გადავაჭდე ჩემი თითები მის მოვლილ თითებს და შევეცადე მოუწესრიგებელი ფრჩხილები ლევანის თვალებისგან მალულ ადგილას წამეღო. ეს სირცხვილი მოულოდნელი, სპონტანური და დამაბნეველი გამოდგა ჩემთვის. აქამდე არასდროს შევუწუხებივარ იმ ფაქტს, რომ ათივე თითზე სხვადასხვა ფორმის ფრჩხილები მქონდა, მაგრამ ლევანის ხელზე ისეთი ლამაზი მეჩვენა ისინი, სირცხვილის გრძნობა ფეხაკრეფით შემოძვრა ჩემს გრძნობით სამყაროში და ამ ქურდული შემოპარვის შემდეგ ბოლო ხმაზე იჭექა.
როგორ არ მინდოდა, რომ თავდაჯერებას, როგორც გაბზარულ ლარნაკში გამომწყვდეულ სითხეს, ნელ-ნელა გამოეჟონა ჩემგან და ცარიელი დავეტოვებინე ამომშრალი ჭასავით, რომელსაც მხოლოდ ექოს ამოძახებაღა შესწევს ბნელი და გახრიოკებული სიღრმიდან. ყურადღება უნდა გადამეტანა სხვა რამეზე. ლევანს შევხედე. იქნებ ვნება მომწოლოდა ფიქრების დასაჯაბნად.
ამასობაში ასეთი სურათი შეიქმნა: ხელჩაჭიდებულები დავძვრებოდით ეკლიან ბუჩქებსა და ხეებიდან უშნოდ გამოშვერილ წვრილ ტოტებს შორის. ხმის ამოუღებლად დავეძებდით საიმედო ადგილს, სადაც ერთმანეთის სხეულები უკეთ უნდა შეგვეგრძნო. ორივე ვდუმდით. მე არაფერი მქონდა სათქმელი, მას კი - არ ვიცი, რატომ ჰქონდა მუნჯი გუბურა თხელი ტუჩების უკან. თითქოს ამ სიჩუმემ გამთქვა. ჩემს მაგივრად აღიარა, რომ აქ მხოლოდ საქმის გასაკეთებლად ვიყავი მოსული. უფროსწორად იმ სურვილის ასასრულებლად, რომელიც თანდათან უდრეკ გადაწყვეტილებაში გადამეზარდა: ბიჭთან უნდა მეცადა ბედი.
- აქ გავჩერდეთ. მთლიანი ხედი იშლება და ლამაზია.
- მეგონა ხეებს შევაფარებდით თავს; - ყოყმანით შევახსენე, მაგრამ მთის ფერდობიდან გადაშლილი ქალაქი მეც მელამაზა და უჩვეულო სიხარულით ავივსე, რაკი ასეთ სილამაზეს უნდა შერწყმოდა ჩემი პირველი ჰომოსექსულაური კავშირი; - ან იყოს... მომწონს.
ლევანი მიწაზე წამოჯდა. გამომწვევად შემომხედა. მომქაჩა. დავემორჩილე. ზურგთან ჩამოვუჯექი. ხელები მჭიდროდ შემოვხვიე. თავი ყელში ჩავურგე. კანზე შევასუნთქე. დავყნოსე. ვაკოცე. ჩურჩულით ამოიგმინა. სველი ენა ავატარე. გზა ტუჩებამდე მივიკვლიე. მონდომებით დავეწაფე. ამოვთხარე. ამოვწრიტე. ღრმად ჩავეფალი. სიღრმეები ენით გამოვიკვლიე. თითქოს შუაზე გადავხლიჩე. ყბები გადავუხსენი. მოვიმწყვდიე. მოვგუდე. წამიერად შევჩერდით. ჰაერი ხარბად შევისუნთქეთ. ცოდვით მოთხვრილებმა გავიღიმეთ. პე/ნისზე ჩავავლე. მოვუჭირე. შევიგრძენი. შარვალი ჩავუხსენი. ყურებთან ენით ჩავაჟიე. მთრთოლვარე ხმა გავიგონე. სიამოვნებისგან გაებზარა. აუცახცახდა. წამოვდექი. წინ დავუდექი. თვალებში დაეჭვებით ჩავხედე. მზერის მოუშორებლად ჩავიმუხლე. შარვალი ჩაიწია. შევეხე. მივუახლოვდი. ტუჩები დავადე. ზედ ნელა გადავაცვი. ხმა ისევ გავიგონე. ღრმად ჩავუყევი. დამიჭირა. მოვუწოვე. ქვემოდან მივაშტერდი. მანიაკის კმაყოფილებას შევეჩეხე. პირი ფრთხილად გავითავისუფლე. ნერწყვი გაიწელა. ამოვიოხრე. ამოვისუნთქე. კვლავ დავაგემოვნე. უფრო ღრმად ჩავედი. ხრჩობას დიდხანს გავუძელი. ყელში ვიგრძენი. ამოვახველე. მოვიშორე.
- გაათ/ავე?
- ვეღარ გავუძელი, მაპატიე.
- დავიხრჩე ლამის.
სანამ სახეს ვიწმენდდი და ის ტანსაცმელს ისწორებდა, კვლავ სიჩუმე ჩამოწვა. აუტანელი იყო ეს სიმუნჯე. მოუთმენლობა მტანჯავდა. მინდოდა ლევანს რამე ეთქვა. ხოტბა შეესხა ჩემი მონდომებისთვის; აღფრთოვანება გამოეხატა ან გაკვირვება იმ აღვირახსნილი გარდასახვისთვის, რომელიც, ღმერთმა უწყის, როგორ შევძელი... რამხელა გამბედაობა დამჭირდა შემბორკველი ფიქრების უკუსაგდებად, სირცხვილის დასავიწყებლად, დამკვირვებლის როლზე უარის სათქმელად და ის კი ჩუმად იყო! დამსახურებული ჯილდოსავით გულგრილად მიისაკუთრა ყველაფერი, თითქოს დაიღალა კიდეც ძღვენის მოლოდინში და უკმაყოფილების ნიშნად დუმდა.
- როცა მითხარი პირველი ბიჭი ხარო, მომატყუე, ხომ?
- სიმართლეა, ლევან. პირველი ხარ და არ დაგიმალავ, იმედგაცრუებას ვგრძობ.
- მეღადავები?! პირველ ჯერზე ასეთ მი/ნეტს არ აკეთებენ.
- როგორს, ანუ?
- აუ, არ ვიცი, ვერ გეტყვი. ასე ღრმად არ იდებენ, დაბნეულები არიან, მითითებებს ელიან, კბილებს გასობენ, მოუქნელები არიან, რა... შენ მაგრად გაასწორე. ხომ ნახე, თავი ვერ შევიკავე. ასე სწრაფად არასდროს გამი/თავებია.
- იცი, რა შთაბეჭდილება დამრჩა? არ მოგწონვარ. უბრალოდ კაცთან ყოფნა გინდა და ეს შემთხვევაც, უცაბედი ეაკულაცია რომ გქონდა, იმის დამსახურებაა, რომ რაღაცნაირად შენს ფარულ, ბნელ ფანტაზიებს მოვერგე. დავაკვირდი: ყველაზე უმწეო მდგომარეობაში რომ მომიხელთე და თითქმის სიკვდილამდე მიმიყვანე, მაინც და მაინც მაშინ ამოხეთქა სპერ/მამ. ცოტა სადისტი ხომ არ ხარ? იქნებ უნდა მეშინოდეს შენი?
- აუ, საბა! - დაუსტვინა; - საინტერესო ვინმე კი ხარ, ჭკვიანიც და რამე, მაგრამ ზოგჯერ ფიქრი უნდა შეწყვიტო.
- მხოლოდ ამას მპასუხობ?
- და იმასაც, რომ შენი ისევ არ მჯერა და ვერ გადამარწმუნებ, ცრუპენტელა ბიჭო.
- რა არის დაუჯერებელი იმაში, რომ აქამდე ბიჭებთან სიახლოვეს ვერ ვბედავდი და არავისთან არაფერი მქონია? შეიძლება კარგი მი/ნეტი იმის შედეგია, რომ ბევრი პორ/ნო მინახავს.
- ერთი უყურე, ნძრე/ველაც ყოფილა.
- არ გაინტერესებს იმედგაცრუებული რატომ ვარ?
- აუ, ბოდიში ხომ მოგიხადე? ჩემს ადგილას რომ ყოფილიყავი, ვერც შენ შეაკავებდი. უბრალოდ შენი სახე უნდა გენახა, ხელის შეუხებლად დაასველებდი შარვლის უბეს, ისე შეგახურებდა.
- ჩემზე საერთოდ არ ფიქრობ. შენი გაისწორე და დამთავრდა. მე რა ვქნა? ყვე/რები დავისიო?
- აი, თურმე რაშია საქმე. ისევ ბოდიში.
- მერამდენეა?
- მეორე.
- ნახევარი საათისთვის ზედმეტად ბევრი.
- ჯერ იყო და ბრალდებებით მომადექი, სადისტი ხარო. დრო შენი შტურმის განეიტრალებას შემალევინე და ახლა მსაყვედურობ ამასობაში მე რატომ არ გაგახსენდი, ჩემს სიამოვნებაზე რატომ არ გიფიქრიაო. დამაცადე, საბა, ამის გაკეთება?! მითხარი ერთი, ამისთვის დრო მქონდა?
- ახლა გაქვს.
- ვახ, ჩემი! ამხელა ლიბიდო რომ მქონდეს, მთებს გადავატრიალებდი.
- არ არის საჭირო კიდევ ერთხელ მიიყვანო საქმე ბოლომდე.
- რა ჯიუტი ხარ!
- უკანასკნელი შანსი გაქვს. იმედგაცრუებაც ისევე გაანეიტრალე, როგორც წეღანდელი შტურმი.
- სიტყვებზე ნუ მიჭერ.
- მოდი - შევევედრე.
მომიახლოვდა. შარვალი შემიხსნა და მუხლებამდე ჩამომიწია. ჯერ საცვალს ზემოდან დაიწყო პენი/სის სტიმულირება. მერე საცვალიც ჩააცურა ქვემოთ. მე გული შემიგუბდა. გავიტრუნე სველი და მხურვალე შეხების მოლოდინში. როცა მოკუმული ტუჩებით მთლიან სიგრძეზე დალაშქრა და პარალელურად ნესტოებიდან მონაბერი ცხელი ჰაერის მასები ვიგრძენი, სხეული ვეღარ დავიმორჩილე და სიამოვნებისგან ერთიანად შევფართხალდი. ლევანს გაეცინა. წამოიმართა და ნაზად მაკოცა ტუჩებში. ყველა კუნთი ერთდროულად დამეჭიმა. გავიფიქრე, მოზღვავებულ ემოციებს ვერ გავუძლებ და სულს გავაფრთხობ-მეთქი. ვერ გავიაზრე, ძუძუსთავებზე როდის დამაცხრა. უკვე გვიან იყო. ასეთი შემაჟრჟოლებელი და სანეტარო განცდა, მგონი, პირველად მქონდა. ღრმად ამოვისუნთქე და ჰაერს ჩემდაუნებურად კვნესის მსგავსი ხმა ამოჰყვა. შემრცხვა და გავოგნდი ერთდროულად. უჩვეულოდ ჟღერდა ეს ხმა, სხვა ადამიანისას ჰგავდა. მე როგორ ამომივიდა ეს ბგერები?! ლევანი წამლეკავი ჟინით განაგრძობდა. ისევ დაუბრუნდა საწყის წერტილს. სწრაფი მოძრაობით შემოაჭდო წვრილი ტუჩები პე/ნისის გარშემოწირულობას, თითქოს ნადავლს დაეპატრონა. რიტმულად აამოძრავა თავი და ცდილობდა წრიულად დაეტრიალებინა. ზემოთ ასვლისას ტუჩებს კიდევ უფრო მეტად მაბჯენდა, სველ გვირაბს ამჭიდროვებდა და როცა იმ წერტილს აღწევდა, როცა უკვე პირიდან უნდა გადმოვარდნოდა ცოტახნის წინ მოხელთებული ნადავლი, აი, მაშინ ისრუტავდა და ისრუტავდა ყ/ლის თავს გახორკლილი ენითა და სლიკინა სასით. გაძლება აღარ შემეძლო. მართლა მოვკვდებოდი. თმაში ხელი ჩავავლე, თავი ავაწევინე, გადავიხარე და ვაკოცე, რომ როგორმე თავი დამეღწია სიამოვნების მომაკვდინებელი ჭაობისთვის. ხელი გამაშვებინა. შემომცინა. ისევ გავიტრუნე. წამლეკავი და სუნთქვის შემკრველი შეგრძნებები თურმე ჯერ კიდევ არ ვიცოდი, როგორი უნდა ყოფილიყო. ლევანი ენით ჩაუყვა პენი/სს, ყვე/რებზე ძალიან ნაზად მეამბორა. კრუნჩხვებში ჩავვარდი. ფეხები გამეკვანძა. სრულიად დავკარგე სხეულზე კონტროლი. შეშლილობის ზღვრამდე ვიყავი მისული, ლევანი კი არა და არ დამნებდა. როგორც დასაკლავად გამზადებული ცხოველი, ისე გამაკავა, და დაუნდობელი სისწრაფით აამოძრავა ენა შორისზე. გავა/თავე. მაგრამ განადგურებული, გავერანებული ვიყავი.
- მოგეწონა?
- ძაან მრცხვენია.
- ძალიან ცუდი, თუკი სიამოვნების მიღება სამარცხვინოა შენთვის.
- ამას მეორედ ვეღარ გამოვცდი.
- იცი, რაზე ვკაიფობ? რამდენი პარტნიორი მყოლია, მაგრამ არავინ შემხვედრია შენსავით სენსიტიური. კარგი შეეგრძნებაა, როცა იაზრებ და ხედავ რამხელა გავლენა გაქვს სხვის სხეულზე.
- მეგონა, რომ გული გამიჩერდებოდა.
- ახლავე გაგისინჯავ გულს და გეტყვი, ფეთქავს თუ არა უკანასკნელი შეკუმშვებით; - მკერდზე ჩამომადო თავი, ცალი ხელით თავზე დამიწყო ფერება; - მგონი, კიდევ დიდხანს იცოცხლებ და კიდევ ბევრჯერ გეგონება, რომ გული გაჩერებას გიპირებს.
როგორ მომწონდა მისი უჩვეულო იუმორი. საერთოდაც არ იყო ყოველთვის სასაცილო, მაგრამ მწყობრი წინადადებების გარეშე არასდროს ხუმრობდა. სწორედ ეს მიზიდავდა.
ისევ უსიამოვნო სიჩუმე... სასოწარკვეთილებამ შემიპყრო. თავს შემოვუძახე, რაღაც მაინც თქვი-მეთქი!
- შენთვისაც რთული გასაძლები იყო?
- არა. ყველაფერი სასიამოვნოა. ზოგჯერ ჭარბია ეს განცდა და კანკალს გაწყებინებს, ზოგჯერ უბრალოდ მოგწონს და სხვა არაფერი. ისე, ამ პატარა პრელუდიაზე რა დღეში ჩავარდი და წარმოდგენაც არ შემიძლია ანალუ/რის დროს რა დაგემართება.
- არა, ლევან, არა, არა და არა! ჯერჯერობით უნდა შევისვენოთ და იმაზე მეტი არ მოვინდომოთ, ვიდრე გვაქვს. სერიოზულად ვამბობ. ვერ გავუძლებ ჰორმონების ასეთ თავდასხმას.
- ჰორმონების თავდასხმა; - გამომაჯავრა; - ცოტა ხანს ვიყოთ აქ და მერე წავიდეთ.
- კარგი; - დავეთანხმე, მაგრამ გულის სიღრმეში წასვლა არ მინდოდა და არც ძალა მქონდა შემორჩენილი, რომ იგივე გზა გამეარა, რაც აქამდე მოსასვლელად დაგვჭირდა.
- საბა; - დათაფლული ხმით დამიძახა; - კიდევ ერთი ბოდიში უნდა მოგიხადო, რა. დავრწმუნდი, რომ ბიჭთან მართლა პირველად ხარ.
არაფერი ვუპასუხე. ასეც უნდა ყოფილიყო. სხვაგავრად ვერ წარმომედგინა. მართლა სიგიჟედ მეჩვენებოდა, რომ ჩემზე ვინმეს ეფიქრა, მრავალფეროვანი სექსუალური გამოცდილება აქვსო. ცხადია, პირველად გავრისკე და ამიტომაც ვღელავდი ასე ძალიან.
ახლაღა შევნიშნე, რომ მზე აღარ ჩანდა. შებინდული ცის ვეება მუქ სილურჯეზე აქა-იქ გაიბრწყინა წვრილმა ვარსკვლავებმა. ქალაქიც მანათობელ, მრავალშრიან და მრავალწახნაგიან სკულპტურად გადაიქცა და თვალწინ გადამეშალა, როგორც ათასობით სინათლისგან შეკავშირებული მოძრავი სხეული, რომელიც საკუთარივე ქაოტურ ხმაურზე უსინქრონოდ და მოუქნელად ცეკვავდა.
- ბავშვობაში ღამ-ღამობით ეზოში დავრბოდი ხოლმე და უბნის ბავშვებს ვუმტკიცებდი, მთვარე მე დამყვება-მეთქი.
- ერთი ბავშვი მაინც არსებობს, ვისაც იგივე არ უფიქრია?
- შენ წარმოიდგინე, ის ბავშვებიც იგივეს მიმტკიცებდნენ და მერე ვჩხუბობდით ხოლმე.
- რთული წარმოსადგენია, შენ რომ ვინმეს ეჩხუბო. ისე კი, დაკვირვებიხარ, რომ ყველას ბავშვობა რაღაცნაირად ერთნაირია?
- საერთოდ არ გეთანხმები.
- ვიცი, რაშიც არ მეთანხმები. სხვანაირიად უნდა მეთქვა.
- ყველას ბავშვობა ინდივიდუალურია! რა არის აქ სხვანაირად სათქმელი?
- მადროვე, რომ სწორი სიტყვები შევარჩიო. ხომ გითხარი, სხვა რამის თქმა მინდოდა-მეთქი?
- გეწყინა, ლევან?
- არა. მაგრამ ცოტათი დავიბენი. უხეში იყავი.
ნიავმა დაუბერა. ბალახებმა თავი დახარეს. ლევანი მკერდზე მაგრად მივიხუტე, შუბლზე ვაკოცე და თმაზე ხელი გადავუსვი. ვიგრძენი, რომ რომანტიკა, რომელსაც არასდროს ვქომაგობდი, მისთვის, ჩემს სხეულზე მოყრდნობილი მგრძნობიარე ბიჭისთვის, ჯადოსნური დიფუზიით ჩამოწვა. როგორ მინდოდა საკუთარი თავისგან მხოლოდ კეთილშობილური ვერსია გამომეძერწა... და ეს აგრესია საიდან მოვიდა, ვერ მივხვდი. ვეღარ გავუძელი მშვიდ ლივლივს ამ ილუზორულ რომანტიკის ტალღებში და ჩვენს თავს ზემოთ დაკიდებულ უზარმაზარ მთვარეს ავხედე. ლამაზი იყო, სავსე და სმენად ქცეული. როგორც ევამ და ადამმა ლეღვის ფოთოლი, მშვენიერმა და ღვთაებრივმა ვენერამ კი ნიჟარა, მე მთვარის სილამაზით ტკბობა ავიფარე ლევანისადმი თანაუგრძნობობის გადასაფარად.
- ნახე, რას ვგულისხმობდი: პატარები რომ ვართ ნელ-ნელა ხომ ვაცნობიერებთ, როგორია სამყარო ჩვენს გარშემო და იმის მსგავსი სულელური დასკვნები გამოგვაქვს, თითქოს მთვარე ჩვენთან სინქრონშია და კიდევ ათასი ამისთანა რაღაც.
- წეღანდელთან რა შუაშია?
- რაღაცნაირად ისე გამოდის, რომ ბავშვობის შთაბეჭდილებები ყველას ერთნაირი გვაქვს.
- ბავშვობა, როგორც გარესამყაროზე შეგროვებული მიამიტური შთაბეჭდილებები. ასე გამოდის, არა?
- ჰო, რაღაც პონტში მასეა.
- მართალია. მხოლოდ მაგ „რაღაც პონტში“. მისმინე, ლევან. ცხოვრება დამპალი რამეა, ბოროტებითა და უსამართლობით სავსე. ყველას ბავშვობა მხოლოდ იმის ანარეკლი რომ იყოს, რასაც თავიანთი გულუბრყვილობით შეიმეცნებენ, დამიჯერე, დღეს მე და შენ აქ მოსვლა და სხვებისგან მალულად შეხვედრა არ მოგვიწევდა. ბავშვობას ყველა მხრიდან, ყველა შესაძლო დროს გვპარავენ და რაც ჩვენ გვრჩება, სხვა არაფერია, თუ არა ნაკუწები და ნაფხრეწები, რომელთაგან ერთმანეთს არცერთი ჰგავს. აი, ამიტომ ვერ იქნება ყველას ბავშვობა იდენტური.
- არ მინდოდა შენი გაღიზიანება. რამე მტკივნეულს შევეხე და ამიტომ წამოენთე?
- იდეაში და წესით, ნებისმიერი ადამიანისთვის მტკივნეული უნდა იყოს, ცხოვრების შენს გემოზე გავლას რომ არ გაცდიან. არავითარი ტრავმა ამის უკან არ დგას. უბრალოდ მე და შენ ერთ აზრზე ვერ ვჯერდებით.
- და მხოლოდ ამის გამო შეგიძლია აფრქვიო ამხელა აგრესია?
- ჩემგან ბოდიშის მოსმენა გინდა? რატომ არ მეშვები, ლევან?
- ბოდიში არ მჭირდება. იმაზე ვდარდობ, რომ აგრესიისგან თავის შეკავება არ შეგიძლია და წინასწარ მწყდება გული ჩვენზე. შენნაირ ადამიანებს ჩემს ცხოვრებაში არაფერი ესაქმებათ.
- ვერ ვიჯერებ, რომ მასკარადებს მიწყობ. ადექი და თქვი, ჩემი გავისწორე, მეტად აღარ მაინტერესებ, უნდა მიგაგდო, ჩემო საბა, შე გამოყ/ლევებულო და ვაჟიშვილო პე/დერასტო.
- სიმართლეა, რომ მე და შენ ერთად აღარ ვიქნებით. და ტყუილია, რომ ეს მასკარადია. ასეთივე აბსურდია უპატივცემულო დამოკიდებულებაც. შეურაცხყოფას მხოლოდ ახლობლებს კი არა, საერთოდ არავის ვაყენებ. არასდროს დაგიძახებ გამოყ/ლევებულს. არც ისეთ რამეს გეტყვი, რაც გულს გატკენს ან დაგაკომპლექსებს.
- ანგელოზი ყოფილხარ.
- შენზე უარს ვამბობ იმიტომ, რომ შენი აგრესიის იგნორი არ შემიძლია. ანგელოზი სულაც არ ვარ. ადამიანები ერთმანეთს უნდა ვუფრთხილდებოდეთ და როცა ეს გამოგვივა, არ უნდა გვეგონოს, რომ განსაკუთრებული სიკეთე ჩავიდინეთ.
- დემაგოგობა და უცოდველის როლი არ გიხდება. აგრესიაზე კი შენ ნუ მელაპარაკები. ძალიან კარგად მახსოვს, როდის, როგორ და რატომ გაა/თავე. მანიაკო, .
- შენ გგონია, უარვყოფ ამას? ცდები. დიახაც, სიგიჟემდე მომეწონა, ხახაში რომ ჩაგ/ითხარე და ხრჩობისგან ხროტინებდი. ამის გამო ცუდი ადამიანი ვარ? არ შეიძლება სექსუალური სურვილების სამსჯავროზე გამოტანა. როგორ არ გესმით, რომ ამაზე მითითება, უწყინარი კომენტარები ან მსუყე საყვედურები, კლავს ყველაზე ნაღდს, სიამოვნებას და თავისუფლებას.
- ლევან, გეყოფა. ქადაგად ნუ დავარდი.
- ერთი ეს მითხარი, შენთვის კომფორტული არ იყო, საშუალება რომ მოგეცი, რაც გინდოდა, ის გაგეკეთებინა? ერთხელ მაინც რომ წამომცდენოდა, გვერდიდან როგორ ჩანდა შენი ქმედებები, ხომ გამინაწყენდებოდი? იქნებ ფსიქიკა შეგრყეოდა?
- ფსიქიკა არა, ის. რაებს ჩმახავ.
- ოხ, საბა, როგორ არ გესმის, რომ ეს დიალოგი შეჯიბრი არ არის და რაღაცებში უნდა დამეთანხმო.
- რაში დაგეთანხმო, აბა? მეშინოდა, რომ არ მოგეწონებოდა. ამის მოსმენა გინდა?
- ჰოდა, ბუნებრივი რომ არის ეგ შიში და აუცილებლად გექნებოდა, მაგის გამო დავხუჭე თვალებიც, დავიმუნჯე ენაც და წავუყრუე ყურებსაც. რომ თავი კომფორტულად გეგრძნო და, რაც მთავარია, თავისუფალი ყოფილიყავი, შეუბოჭავი, სირცხვილის გრძნობის გარეშე გემოქმედა... სიტყვები აღარ მყოფნის, საბა, იმის ასახსნელად რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ სექსი თავისუფალ, ერთმანეთის მიმართ პატივისცემით განწყობილ ადამიანებს ჰქონდეთ და არა იმათ, ვინც პარტნიორს ყოველ ამოსუნთქვაში უსაფრთდება და ამოწმებს, რაიმე ცხოველური და ველური ხომ არ გაეკარა მის ვნებას. და შენი მიგდების მიზეზიც ეს არის. შენ აგრესიული ხარ სექსის მიღმაც, განმკიცხავი ხარ და უზომოდ დაძაბული. ჯერ-ჯერობით შენთან ურთიერთობას ვერ შევძლებ. იქამდე, ვიდრე ამ ყველაფერს არ გამოასწორებ.
- ვბრაზობ ამას რომ მეუბნები, მაგრამ შენს სიტყვებში სიმართლის დანახვაც შემიძლია. არ ვიცი, როგორ უნდა აგიხსნა. შეიძლება პირდაპირ თქმა სჯობს... აქ რომ მოვდიოდით, გზაშივე გავიაზრე, რომ სინამდვილეში პირველი გამოცდილების მისაღებად მომიწევდა გული და შენს მიმართ არაფერს ვგრძნობდი. უბრალოდ მარტივია შენი ატანა, კარგი ადამიანი ხარ, ლევან.
- ანუ ადრე თუ გვიან, შენ დამადებდი.
- ასეა. შენ რომ დამასწარი, მგონი, მაგის გამოც გავბრაზდი.
- უჰ, საბა, მორჩი ამ გულახდილობას.
- კარგი
მთვარეს ავხედე. კიდევ უფრო დიდი და გაბერილი მეჩვენა. გეგონება, ყველაფერი სიტყვა-სიტყვით მოისმინა და დამახსოვრებულისგან ზომაში გაიზარდაო.
- ლევან, რაც არ უნდა იყოს, არ ვნანობ. მართლა კარგი ვინმე ხარ. იქნებ სხვა დროს გამოგვივიდეს რამე.
- რა თქმა უნდა, სანანებელი არაფერია. გიმახსოვრებ, იცოდე. ისედაც არ იქნება მარტივი შენი დავიწყება. მთავარია, საკუთარ თავზე გაიმარჯვო და რაღაცები გამოასწორო, და თუ ასე იქნება, გპირდები, რომ ხელს არ გკრავ.
- აუ, ვიტირებ ახლა. მოდი, რა მთლიანად ზედ დამაწექი. შემცივდა და იქნებ გავთბე.
ლევანი წამოდგა და ხელი გამომიწოდა. ნებაზე უსიტყოდ დავყევი. მაგრად ჩავეჭიდე, მთლიანად მის ძალას მივენდე, მომქაჩა, მაგრამ უშედეგოდ. მერე მითხრა, რომ წასვლის დრო იყო და გამათბობელსაც არ ჰგავდა. რა უცებ იცვალა პირი გულგრილობისკენ - მხოლოდ ესღა გავიფიქრე. თუმცა, უსამართლოდ არ მომჩვენებია. პირიქით, გაგებით მოვეკიდე და ღამის უშველებელი მნათობი ისე შევატოვე ბნელი მთის ფერდობს, ბავშვობის დროინდელი ფიქრებისგან განსხვავებით, უკან აღარ ამდევნებია. შეიძლება, იცოდა კიდეც, რომ ყველაფერი დასრულდა და მოსასმენი აღარაფერი იქნებოდა.

№1  offline წევრი gay diary

იმედი მაქვს, არ ჩამქოლავთ +18 მომენტებისთვის )))

№2 სტუმარი სტუმარი Tuta

ვამაყობ, რომ გაბედეთ და ეს ისტორია დადეთ.
რაც შეეხება ისტორიას, საბას გრძნობები კარგად არის აღწერილი, მომწონს თან შეპარვით რომ რეალობაც დაურთეთ, ვგულისხმობ როდესაც საბას უნდოდა გადამალვა, იმიტომ რომ ეშინოდა.
წარმატებები!

№3  offline წევრი gay diary

სტუმარი Tuta
ვამაყობ, რომ გაბედეთ და ეს ისტორია დადეთ.
რაც შეეხება ისტორიას, საბას გრძნობები კარგად არის აღწერილი, მომწონს თან შეპარვით რომ რეალობაც დაურთეთ, ვგულისხმობ როდესაც საბას უნდოდა გადამალვა, იმიტომ რომ ეშინოდა.
წარმატებები!

აუუუჰ, ძალიან დიდი მადლობა!
თქვენ არ იცით რამხელა სტიმულია ეს კომენტარი ჩემთვის.
და პირველივე ფრაზა, რომ ჩემი გამბედაობა არათუ მოგწონთ, არამედ გეამაყებათ კიდეც, წარმოუდგენელი მნიშვნელობის არის.
ძალიან გამახარეთ, ძალიან.

№4 სტუმარი სტუმარი თამარი

gay diary

№5 სტუმარი სტუმარი თამარი

ისტორიამ კვალი უნდა დატოვოს წაკითხვის მერე , ეს არის არაფრის მომცემი ამბავი, რომელიც უსიამოვნო გრძნობას ტოვებს, არც სიყვარული, არც გრძნობა,არც საქციელი, არც არაფერი, გაუგებარია რისი თქმა უნდოდა ავტორს

დავამატებ, რომ საამაყოს და გასაბედს ვერ ვხედავ ამ +18-ში, იმდენად უხამსადაა გადმოცემული

№6 სტუმარი სტუმარი Tuta

სტუმარი თამარი

ჩემი მისამართით არის დაწერილი ბოლო წინადადება, ამიტომ მინდა, რომ
საერთოდ თქვენი კომენტარზე გამოვთქვა აზრი.
გინდათ გითხრათ რა არის გასაბედი? და რატომ ვამაყობ ამ ისტორიის ავტორით? იმიტომ რომ ზუსტად ვიცი ამ ავტორმა იცოდა რომ ისეთი კომენტარები დაიწერებოდა როგორიც არის "გარყვნილობაა" "სირცხვილია" "უღმერთობაა" და ა.შ.
ძალიან ბევრი სხვა ისტორია მინახავს რომლის არსიც არაფერი არ არის მაგრამ "რეგვენ" კაცებზე ქალები დნებიან,ვიცი საიტზე როგორი მოთხოვნაა +18 თუმცა საზოგადოება "გარყვნილობას" მხოლოდ ჰომოსექსუალებზე დაწერილ ისტორიებს აკრიტიკებს თან რის გამო? იმის გამო რომ სე*სი აქვთ პერსონაჟებს. რაც შეეხება ისტორიის არსს, ვერ შეგეკამათებით ყოველი ადამიანი სხვანაირად იგებს თითოეული ისტორიის "მესიჯს" და შინაარსს. და ასევე ნამდვილი რეალობაა ასახული ამ ისტორიაში, ის რეალობა რომელსაც თქვენ უხამსობას უწოდებთ.

№7 სტუმარი CDP

აი, რამხელა პოტენციალი გაქვს და როგორ ამახინჯებ ზოგ მომენტში, ლამის, გადავედი ჭკუიდან.
ლექსიკა საკმაოდ კარგი, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვითომ "გათანამედროვება" გინდა და ძალით ტენი უცენზურო სიტყვებს. თვალი და ყური მომჭრა და რაღაც მომენტში მესაზიზღრა კიდეც. (აქ დიალოგები და პერსონაჟის ბილწი ენა არ იგულისხმება. პერსონაჟს როგორც უნდა ისე ისაუბრებს)
არადა, ამ ლექსიკის პატრონს, ძალიან კარგად შეგეძლო აღგეწერა და უკანასკნელი ჰომოფობიც კი აღიგზნებოდა. პირველი "პარტია" ისე მშრალად იყო აღწერილი, ძალიან უკმაყოფილო დავრჩი. ამ აგრესიის, ბრაზის, ბოღმის, რასაც სექ'სის დროს გრძნობდა პერსონაჟი, ისე ლამაზად და თან სადისტურად გადმოცემა შეიძლებოდა... მაგრამ შენ ამ სიხისტის აღწერა არჩიე ძალიან მშრალად. ალბათ, გსურდა აღწერაში მისი სიშმაგე გამოგეჩინა, არ ვიცი.
მეორე "პარტია" უფრო მსუყედ და კარგად გქონდა აღწერილი, მაგრამ აქაც გამოურიე და ისევ გამიცრუვდა იმედი.
შენთვის შეიძლება ბევრს ნიშნავს ეს ისტორია, თუმცა როგორც ასეთი მიუხედავად დიალოგებისა, ჩემთვის პირადად ღირებულება აზრობრივად არ აქვს.
ლექსიკა კარგია. კიდევ უფრო დახვეწე, გაამრავალფეროვნე და მიეცი საკუთარ თავს გასაქანი. ყოველი სიტყვის შემდეგ წერტილში ნუ იმალები!
გრამატიკას არ გამოვეკიდები, შეცდომები ფაქტია არის. გადახედე.
დიდი ალბათობით, გადაგივლიან და მზად იყავი.
წარმატებები.

№8  offline წევრი gay diary

სტუმარი თამარი
ისტორიამ კვალი უნდა დატოვოს წაკითხვის მერე , ეს არის არაფრის მომცემი ამბავი, რომელიც უსიამოვნო გრძნობას ტოვებს, არც სიყვარული, არც გრძნობა,არც საქციელი, არც არაფერი, გაუგებარია რისი თქმა უნდოდა ავტორს

დავამატებ, რომ საამაყოს და გასაბედს ვერ ვხედავ ამ +18-ში, იმდენად უხამსადაა გადმოცემული

გამარჯობა, თამარ. გული მწყდება, რომ ასეთი შინაარსის კომენტარი დამიწერეთ. თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ ჩემთვის სავსებით მისაღებია.
შეგახსენებთ: სიყვარულიც გრძნობაა. ცალკე გამოყოფას არ საჭიროებდა. უსიამოვნო განცდა ზუსტად ისეთივე კვალია, როგორც ახალი ბილიკი და ნაფეხურები. უბრალოდ ახალია, მიუჩვეველი და, ალბათ, ამიტომ არ მიიჩნიეთ მნიშვნელოვნად.
უშინაარსობაზე გავბრაზდი. თან ძალიან. შეიძლება სიუჟეტურად რომ არ განვითარდა, ამის გამო გგონიათ უშინაარსო. არ ვიცი... არადა, ლოიალური და პატივისცემით განმსჭვალული პარტნიორი აუცილებლობაზე, უკომპლექსობაზე ვცადე, დამეწერა.

თქვენ კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას!
გული ამიჩუყდა, რომ გამომექომაგეთ. ვიცი, თქვენი პოზიციის დასაცავად უპასუხეთ თამარის კომენტარს, მაგრამ მაინც სენსიტიური იყო ჩემთვის.

CDP

ისტორია არქაულია და მე გათანამედროვება ვცადე? ))) ქმნ.
პირველ პირშია დაწერილი. ის პერსონაჟი ლაპარაკობს, ვისი ბილწსიტყვაობაც დიალოგებში მოსულა.
ვიცი, რაზეც მიმითითებ. გული მისკდება, ამხელა კონტრასტს რომ ვხედავ ნაწერში. უბრალოდ სხვა სიტყვებით ვერ ჩავანაცვლე, ვერც თავი ავარიდე მათ ხსენებას. იმიტომ, რომ ვერ გავქაჩე. არ შემიძლია.
პირველი პარტია (მომეწონა ასე რომ დაარქვი) მთლიანად დაწერილია შემდეგი პრინციპით: 3 სიტყვა. 2 სიტყვა. 1 სიტყვა. 1 სიტყვა. 2 სიტყვა. 3 სიტყვა. 3 სიტყვა. 2 სიტყვა... ჯოჯოხეთი გამოვიარე, სანამ იმ ერთი ბეწო აბზაცს ვწერდი. ურთულესი იყო ამ კონსტრუქციაზე მორგება. დავწერე და კმაყოფილი არ დავრჩი. სამაგიეროდ წაშლა დამენანა. იმდენი დრო და ენერგია შევალიე, ვერ წავშლიდი.
საერთოდ არ მიცდია რომელიმე პერსონაჟის აგრესია, ბოღმა ან სადიზმი აღმეწერა. უბრალოდ დავწერე რა მოხდა. მერე დიალოგებში ამოტივტივდა ერთმანეთზე რა დაკვირვებები გააკეთეს პერსონაჟებმა. სულ ეს არის.
მთელი გულწრფელობით ვამბობ, რომ არაფერია იმაზე მტკივნეული ვიდრე იმის წაკითხვა, რომ შინაარსობრივად, მიუხედავად დიალოგებისა, ისტორია ღირებული არ არის.
შეცდომები ბუნებრივია. მაქსიმალურად ვეცადე წერის პროცესში გამესწორებინა, მაგრამ მაინც გამომრჩა, ალბათ. ან ვერც მივხვდი, რომ შეცდომაა.
უზარმაზარი მადლობა მსუყე შეფასებისთვის. გული გამიხარეთ კიდეც და მატკინეთ კიდეც. თუმცა, ობიექტური იყავით და ჩემი ემოციები მხოლოდ ჩემი საქმეა.
მადლობა.

მეცინება. შენობითიდან უცებ თქვენობითზე გადავხტი. თავიდანვწ თქვენობით უნდა მომემართა. უკაცრავად ამისთვის.

№9 სტუმარი სტუმარი თამარი

არც ლოიალურობა, არც პატივისცემა და არც უკომპლექსობა აქ არ ჩანს, ერთი გამოცდილია და მეორემ მას შემდეგ რაც ისწავლა პორნოს ყურებით, გადმოიტანა რეალობაში,გრძნობის ცალკე გამოყოფას რაც შეეხება, ზუსტად პატივისცემა მინდოდა გამომეყო, მაგრამ განვაზოგადე . ამ საიტზე იდო ადრე ამ თემაზე ძალიან გამართული ისტორია, რომელიც სამწუხაროდ აღებული აქვს ავტორს, იქ მართლაც კარგად ჩანდა შიშიც, პატივისცემაც, სიყვარულიც, განწყობაც და ასეთი ადამიანების განცდებიც მათი მშობლების ჩათვლით, სექსიც საკმაოდ იყო, მაგრამ ზიზღს არ იწვევდა , ისტორია მათ გულშემატკივრად გაგრძნობინებდა თავს

№10 სტუმარი Marietta

სინამდვილეში არვიცი მომეწონა თუ არა მაგრამ შენს გაკრიტიკებას არ ვაპირებ ❤️ უბრალოდ ჩემს გემოვნებაში ვერ ჩაჯდა ეს ისტორია:)

არვიცი სხვები რას იტყვიან ამ ისტორიაზე და როგორ შეაფასებენ მაგრამ ცუდი არ ყოფილა
თუ არ მოგწონს უნდა გაატარო რათქმაუნდა მაგრამ ყველას მაგას ვერ შეაგნებინებ❤️

და რჩევა ჩემგან ნუ იქნები ასეთი სენსიტიური ❤️რათქმაუმდა თუ ეს ჯანსაღი კრიტიკაა უნდა მიიღო მაგრამ მთავარია შენივე ისტორიით შენ ისიამოვნო შენ მოგეწონოს როცა საჯაროდ აქვეყნებ რათქმაუნდა სხვების აზრიც უნდა მოისმინო მაგრამ ნუ მისცემ უფლებას ნურავის თუნდაც მათი ამ გადამეტებული კრიტიკით გული გატკინონ ან რამე მაგდაგვარი❤️ წარმატებები!!

№11  offline წევრი gay diary

თამარ, თქვენი პოზიცია ვიცი უკვე. ჯერ კიდევ წუხელ, უხამსობა უწოდეთ ამას და ღრმად მწამს, რომ უზადოდ გულწრფელი იყავით. გულწრფელი თქვენი პირველადი შთაბეჭდილების გაზიარებისას და გულწრფელი თქვენი მსოფლმხედველობის გაზიარებისასაც. უბრალოდ ვერ გამიგია, რატომ მპასუხობთ ლოაილურობა და პატივისცემა არ ჩანსო, მაშინ როცა ამის შესახებ არაფერი მითქვამს. აგერ ჩემი ციტატა, თავის შეცდომიანად: "არადა, ლოიალური და პატივისცემით განმსჭვალული პარტნიორი აუცილებლობაზე, უკომპლექსობაზე ვცადე, დამეწერა."
მიხარია, რომ კარგი და გამართული ისტორია წაგიკითხავთ გეი წყვილზე და ისიც მიხარია, რომ მათ გულშემატკივრად იქეცით. თუმცა, ეს არ ქმნის იმის აუცილებლობას, რომ ყოველთვის როცა გეებზე დაიწერება, მათ მიმართ თანაგანცდის გამომწვევი ამბები მოვყვეთ. ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან. უამარვი საზიზღრობითა და ღირსებით დახუნძლულები. მათგან მხოლოდ დადებითი მხარეების გამოვლინების მოთხოვნა და მოლოდინი ისეთივე ბულინგი და ძალადობაა, როგორც სხვა დანარჩენი. მნიშვნელობა არ აქვს სექსუალურ ორიენტაციას. ადამიანი უნივერსალურად იჩაგრება.
რატომ უნდა ვცდილობდე საბა ან ლევანი იმაზე უკეთესი გამოვძერწო, ვიდრე რეალურად ადამიანები არიან. როგორ შეიძლება ნებისმიერი სახის სექსს უხამსობა დაუძახოთ მხოლოდ იმიტომ, რომ წინასწარ განსაზღვრულ ლამაზ ჩარჩოებში არ ჯდება. როგორ შეიძლება ვინმეს გამოცდილება არასწორი იყოს ან გულის ამრევი, როცა მისთვის სწორედ ასეთია ვნებისგან, სურვილებისგან გათავისუფლების გზა. კითხვის ნიშნებს განგებ არ ვსვამ.
თამარ, თქვენ აქ საკუთარ, ან თუ გნებავთ, კოლექტიურ დაკვეთას ნუ ეძებთ. მესმის, რომ დადებითი კომენტარის წერა იმ შემთხვევაში წარმოგიდგენიათ, თუ ეს პერსონაჟები თქვენს კეთილგანწყობას დაიმსახურებენ თავიანთი ემოციებით, ქმედებებით, განცდებით... მაგრამ, ფაქტია, არ იმსახურებენ. უბრალოდ ასეთები არიან. ამასთან, ისტორია უშინაარსო არ არის, რაკი საზოგადოებას გეებისადმი თანაგრძნობისკენ არ მომართავს.
თანაგრძნობა თითოეულ ჩვენგანს გვჭირდება, მაგრამ არა - დადებითი განწყობის მოსაპოვებლად.
ჩვენ კი, მართალია, საერთო შეხედულება არ გვაქვს, მაინც ვაფასებ თქვენს თავდაჯერებულობას, მიმწოლობას და აზრების მწყობრად გადმოცემის უნარსაც.
გმადლობთ, ყურადღებისთვის, რომელიც ერთზე მეტჯერ დამითმეთ!❤️

Marietta
სინამდვილეში არვიცი მომეწონა თუ არა მაგრამ შენს გაკრიტიკებას არ ვაპირებ ❤️ უბრალოდ ჩემს გემოვნებაში ვერ ჩაჯდა ეს ისტორია:)

არვიცი სხვები რას იტყვიან ამ ისტორიაზე და როგორ შეაფასებენ მაგრამ ცუდი არ ყოფილა
თუ არ მოგწონს უნდა გაატარო რათქმაუნდა მაგრამ ყველას მაგას ვერ შეაგნებინებ❤️

და რჩევა ჩემგან ნუ იქნები ასეთი სენსიტიური ❤️რათქმაუმდა თუ ეს ჯანსაღი კრიტიკაა უნდა მიიღო მაგრამ მთავარია შენივე ისტორიით შენ ისიამოვნო შენ მოგეწონოს როცა საჯაროდ აქვეყნებ რათქმაუნდა სხვების აზრიც უნდა მოისმინო მაგრამ ნუ მისცემ უფლებას ნურავის თუნდაც მათი ამ გადამეტებული კრიტიკით გული გატკინონ ან რამე მაგდაგვარი❤️ წარმატებები!!

ცხადია, თქვენს გემოვნებაში და საერთოდ ამ საიტის მკითხველის გემოვნებაში ვერ ჩაჯდება იმ წყვილის ამბავი, რომელიც სიყვარულის ზეიმით არ მთავრდება. ეს ძალიან კარგად მესმის.
ნეტავ, ასე არ დამეწყო კომენტარის წერა. მაპატიეთ, მარიეტა. უბრალოდ სადღაც მაინც მომიწევდა ამის თქმა...
თქვენი კომენტარიდან აშკარად გამოსჭვივის ჩემს მიმართ დადებითი განწყობა და დამოკიდებულება. გავთბი და მადლობა.
მადლობა, რომ გამამხნევეთ. ყველანაირი კრიტიკისთვის მზად ვარ. ქვასავით დახვედრას არ ვაპირებ. ცოტას ვინერვიულებ, ცოტას გავიხარებ და... მოკლედ, გულთან მოსასვლელი გზა მოკლეა და ყველა მოვა. მე ტკივილსაც და სიხარულსაც, ორივეს გავუძლებ.
მადლობა კიდევ ერთხელ.

№12  offline წევრი gay diary

ფეისბუქ კომენტარებს იქვე ვერ ვპასუხობ. ამიტომ აქ დავწერ. ერთს შეგნებულად ვაიგნორებ.
გვანცა, ბედნიერი ვარ, რომ პირველი კომენტარი მაინც და მაინც ჩემთვის გაიმეტეთ. არა, ამას ბედნიერებაც არ ჰქვია. სიამაყით, პატივმოყვარეობითა და სიხარულით პირთამდე ავივსე.
წერის დროს რთული იყო მხატვრულობას, სილამაზისკენ ბუნებრივ ლტოლვას, კარგი დასასრულის ცდუნებას და ამისთანებს გავქცეოდო და თავი ამერიდებინა. მართლა უზარმაზარი ლექსიკური ფილტრია საჭირო, რომ ტექსტი რეალურობის შეგრძნებისგან არ გაშიშვლდეს. ამაზე ბევრი ვიწვალე და ახლა თქვენ რომ აღნიშნეთ, გული საგულეში აღარ მეტევა.
ძალიან დიდი მადლობა!

№13  offline წევრი gay diary

უარყოფითი კომენტარები, უარყოფითი დამოკიდებულება, უარყოფითი გამოხმაურება... ეს ყველაფერი არ მიკვირს. მოსალოდნელი და ადვილად პროგნოზირებადი იყო, რომ ასე იქნებოდა. მაგრამ მაკვირვებს დისლაიქების დიდი რაოდენობა, რომლის მიზეზს ჩემივე ვარაუდებით უნდა ჩავწვდე, რადგან დისლაიქების ავტორებს კომენტარი არ დაუწერიათ და არ უთქვამთ, რატომ არ მოეწონათ ისტორია (იმდენი უარყოფის ნაწილაკი დავწერე, რაღაცნაირად დავიგრუზე დდ).
მოკლედ, მაინტერესებს რა შთაბეჭდილებებს მოისაზრებს ეს დისლაიქები და, მკითხველო, იცოდე, რომ ურიგო არ იქნება, თუ გამაგებინებ.

№14 სტუმარი სტუმარი Nina

საინტერესოდ წერთ, ნიჭიერი ხართ... ❤️ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჰომოსექსუალების შესახებ ასეთი ინტერესით წავიკითხავდი რამეს... ???? თქვენი "ნიქნეიმი" თავიდანვე თვალში მომხვდა და ინტუიციით მივხვდი, რომ რაღაც საინტერესოს მივაგენი... არასოდეს შეწყვიტოთ წერა! ❤️ წარმატებებს გისურვებთ! ❤️

№15  offline წევრი gay diary

სტუმარი Nina
საინტერესოდ წერთ, ნიჭიერი ხართ... ❤️ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჰომოსექსუალების შესახებ ასეთი ინტერესით წავიკითხავდი რამეს... ???? თქვენი "ნიქნეიმი" თავიდანვე თვალში მომხვდა და ინტუიციით მივხვდი, რომ რაღაც საინტერესოს მივაგენი... არასოდეს შეწყვიტოთ წერა! ❤️ წარმატებებს გისურვებთ! ❤️

ნინა, უღრმესი მადლობა! როგორ გამახარა თქვენმა კომენტარმა. დიდხანს ველოდი გამოხმაურებას და არავინ ჩანდა. მერე ხელი ჩავიქნიე, ალბათ არავის აინტერესებს-მეთქი. თქვენ კი საწინააღმდეგოში დამარწმუნეთ. უბედნიერესი ვარ!
მადლობა!

№16 სტუმარი Елка

Момецона тквени церис стили. Велодеби кидев ахал историас царматебеби

№17  offline წევრი gay diary

Елка
Момецона тквени церис стили. Велодеби кидев ахал историас царматебеби

მადლობა კომპლიმენტისთვის. ახალი ისტორია ამაზე უკეთესი უნდა იყოს. ხოდა, მეც ველოდები, როდის შევქმნი უკეთესს.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent