შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ (თავი პირველი)


7-09-2023, 14:44
ავტორი Holly_Holly
ნანახია 3 138

მოგესალმებით მეგობრებო,დავბრუნდი ოთხი წლის შემდეგ ახალი ისტორიით,მომენატრეთ და ველოდები თქვენს რეაქციებს. პირველი თავი მოკლეა,მაინტერესებს თქვენი აზრი,თუ მოგეწონებათ გავაგრძელებ.
****************


მონატრება.. არ ვიცოდი ასე ძალიან თუ გამიჭირდებოდა მის გარეშე დარჩენა,თორემ არ გავუშვებდი,არც ერთი წამით,ერთი ნაბიჯითაც შორს კი ვერ ვიქნებოდი მისგან.. არ ვიცი ნუთუ ასეთია მონატრება,მთელი სხეულით რომ გინდა იმ ადამიანს ეხებოდე და გინდოდეს მთელი ცხოვრება მასთან ყოფნა.. როგორია ეს გრძნობა? შეგიძლია ამ გრძნობის შესუსტება ან გაქრობა? ეს რაღაც განუზომელი ტკივილია,რომელიც გგონია რომ ჩაგიცხრება , მაგრამ არასდროს ქრება..
და დრო? დრო კურნავს? დრო მხოლოდამხოლოდ გვანგრევს შინაგანად გვანადგურებს,ვეგუებით ყველაფერს მაგრამ არ კურნავს.
მისი დაკარგვიდან გავიდა ექვსი თვე და სამი დღე, ყოველდღე იმის ფიქრით რომელიც გადამექცა ოცნებაში,ლოდინში,რომ მომძებნის,ჩამეხუტება და აღარასდროს გამიშვებს..

1 წლის წინ..

- გაიღვიძე ანიიიი - მესმის გაუთავებელი თამთას ხმა,რომელიც ყოველ დილით ცდილობს ჩემ გაღვიძებას და სურვილი მიჩნდება მოვკლა. ბალიში დავიდე თავზე და შევეცადე ორი წუთი თვალი მომეხუჭა,მაგრამ ვინ დაგაცადა.
- ხომ იცი რომ არ მიყვარს დილით ფარდებს რო მიხსნი გოგო - დავუბღვირე თამთას და აბანოში შევედი
- ყოველთვის ვაგვიანებთ შენ გამო და დღეს თუ დავაგვიანეთ ივენთზე თემური პასუხს შენ მოგთხოვს - დაკმაყოფილებულმა გამომძახა და ოთახიდან გავიდა
შხაპი მივიღე და გამოვაღე გარდერობის კარი და ყველაზე მეტად რასაც ვერ ვიტან იმაზე ფიქრი თუ რა ჩამეცვა. საათი ანახებდა 16:04 წუთს და ეს იყო ჩემი დილა როცა ვისვენებდი,მაგრამ თამთამ მაცადა კარგად გამომეძინა? თამთა ჩემი საუკეთესო “მეგობარიც” არა არ ვიცი სულიერი და არის,ყველა სიტუაციაში შენ გვერდით რომ არის და არასდროს გტოვებს მარტოს,ერთადერთი ადამიანია რომლის გამოც ყველაფერზე წავალ.
მე ანი ვარ ბაგრატიონი , 26 წლის, მხატვარი. ბავშვობიდან მიყვარს ხატვა და მივაღწიე ჩემს მიზანს გავმხდარვიყავი საქართველოში და არა მარტო, ერთ-ერთი ცნობილი მხატვარი,რომელსაც დიდი დამსახურება მიუძღვის ჩემს მშობლებს.
- თამთა ხო გამაღვიძე , ახლა ყავა გამიკეთე გთხოოვ
- შენ კიდე არ ჩაგიცვააამს? მიგახრჩობ
- გთხოოოოვ რა ყავა მინდა - მოჭუტული კურდღლის თვალებით შევციცინებდი თამთუს
- ვერ გიშველის ეგ ფანდები თუ დავაგვიანეთ
- კაი რაააა,თავი მისკდება საერთოდ არმინდა ივენთზე წასვლა - ერთი ყლუპით დავცალე წყლით სავსე ჭიქა და უჟმურად გავხედე თამთას
- გუშინ ძაან ბევრი დავლიეთ გახსოვს რამე? სიცილით მოიცვა მისაღები თამთამ
- მე ხო იცი რაცარუნდა დავლიო მაინც ყველაფერი მახსოვს,აუ ის ტიპი რო გკერავდა , რანაირად დაარწყიე ზედ გახსოვს? სერიოზული სახით გავხედე დაქალს
- ღადაობ ისევ ხო ვერ დამაჯერებ მაგას ანი - შიშნარევი გამომხედა როცა ტელეფონი მოვიძიე და ვიდეო ვანახე,თვალები შუბლზე აეკრო და ორივე დავემხეთ ძირს და სიცილით კინაღამ გული წაგვივიდა.

19:00

არჩევანი შევაჩერე შავ სადა კაბაზე და მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე, თმა ჩამოვიშალე და გავუდექი თამთას გზას,რომელიც ბუზღუნებდა და მიმეორებდა რომ დავაგვიანეთ.
დავიკავე ჩემი ადგილი საჭესთან და გეზი ავიღეთ ივენთზე,რომელიც იყო ჩემს საპატივსაცემოდ შექმნილი.
სიჩუმე რა თქმა უნდა თამთამ დაარღვია :
- შენები როდის ჩამოდიან ანუშკი?
- არ ვიცი თამთ გუშინ ველაპარაკე გვანცას და ზურას , შეიძლება იქითა კვირას უფრო , ბევრი საქმე დაუგროვდათ და სანამ არ მოვაგვაროთ ვერ ჩამოვალთო
- აუ ნეტაა გიგაც იქნება ივენთზე? - დაუბრუნდა ჩვეულ მდგომარეობას და აწუწუნდა
- რით ვერ დაივიწყე ეგ გიგა,ვერ ხედავ რო ერთთან ვერ ჩერდება?
- აუ ძაან მომწონს მასთან სექ*ი და რა ვქნა - აკისკიდა თამთა და გზას გახედა. თავი გავაქნიე და ოც წუთში ვიყავით დანიშნულების ადგილზე. თემური შესასვლელთან გველოდებოდა და უცნაური მოძრაობებით და პირის მიმიკით მივხვდი რომ მლანძღავდა დაგვიანებისთვის,ამაზე გამეღიმა და მივუახლოვდი,თემო მამაჩემის ახლო მეგობარია და ამასთანავე ჩემი სამხატვრო აკადემიის გასაგებად რომ ვთქვათ აი ყველაფერი,მთელ ენერგიას,დროს ხარჯავს დღემდე აქამდე რომ მოვედით,წინ წამიყვანა , ყველაფერი მასწავლა და მასაც დიდი დამსახურება აქვს ჩემს წარმატებაში.
- სად ხართ ამდენი ხანი? წარბები აგვიქაჩა და შიგნით შეგვიყვანა.
უამრავი ხალხი ირეოდა, გარშემო ჩემი ნახატები იყო გაკრული კედელს, სხვადასხვა ტიპაჟის ხალხი მიახლოვდებოდა ცდილობდა ჩემთან კონტაქტის დამყარებას და ეს ყველაფერი ბედნიერს მხდიდა,მათი ნამდვილი ემოციები მაბედნიერებდა და პირველ რიგში მე ადამიანები მაბედნიერებდნენ,კეთილი,უბრალო ადამიანები.
ხელოვნება ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია,ფერების გადმოცემული ემოცია,ხატვა კი ემოციებისგან დაშლის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა,რომელიც ბედნიერს ხდის ყოველივე მხატვარს. ხელოვნების ნიჭი ეს თანდაყოლილია რომელსაც აღმოჩენა სჭირდება , თუ არ სცადე იფიქრებ,რომ არ გამოგდის, ხელოვნება ჩვენშია მთავარია შევძლოთ მისი აღმოჩენა,ეს არის რაღაც სხვა გრძნობა როცა რაღაც შენიდან მოდის და ამას სხვასაც უზიარებ.
ამასობაში გავიდა რამდენიმე საათი და გადავწყვიტეთ მოსადუნებლად გავსულვიყავით მე თამთა და ჩვენი სამეგობრო ბარში,ცოტა გაგვეტარებინა დრო და ცოტა დაგველია , ეს ცოტა რა თქმა უნდა სინამდვილეში ბევრს ნიშნავს მაგრამ რას ვიზავთ.
- ვაუუუ ანუშკიიი რა ლამაზი ხარ როგორც ყოველთვის - ხელი გადმომხვია დიტომ და ლოყაზე მაკოცა
- რა გავაფუჭოთ აბა დღეს - მძიმე ნაფაზი მოქაჩა გიომ - ალმაცერად გახედა თამთას
- დიტოს ბარში გავიდეთ რა ყველაზე კაი პონტი იქააა - წაიწუწუნა თამთან
- დავაი,წავედით - თქვა დიტომ და მანქანისკენ წავიდა.
ბარის კედლები ვერ იტევდნენ მუსიკის ხმას და მთელს ვერის ქუჩაზე ისმოდა ხმა,ლურჯი და წითელი შუქები კარგად ვერ გაგარჩევინება ხალხის სახეს ისე ურტყავდა მთელს დარბაზს. ძალიან ბევრი ახლობელი,ნაცნობი გვყავდა მაგრამ ჩვენ ყოველთვის ერთად რომ მოვდივართ და დრო რომ ვერაფერს გვიშვრება ისეთები ვართ. შორიდანვე გვიცნო ევემ,ხელი დაგვიქნია და ჩვენკენ წამოვიდა.
- ჰეეი როგორ ხართ? აუ რა კაი რო მოხვედით
- ჩვენ კი მოვედით აი შენი მეწყინა ივენთზე რო არ იყავი - დავუბღვირე
- აუ ანუშკი ხოიცი დიტო როცა არარი ვერ ვტოვებ ბარს მითუმეტეს ღამე - გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა
- დავლიოთ რამე რა - მობეზრებულმა ჩაილაპარაკა თამთამ და ათვალიერებდა დარბაზს
- ვის ეძებ? სიცილს არ ვწყვეტდი
- რა გაცინებს იდიოტო , გიგა იქნება აქ უეჭველი
- კი კი სუნი გცემს უკვე - ვუჩქმიტე ხელზე.
- სადაა მეგი - გაკვირვებულმა გახედა გიომ დიტოს
- დღეს დასჯილია არ მოვა - გადაიხარხარა დიტომ
- თქვენ რით ვერ დაიღალეთ ამდენი ჩხუბით? ხელი ავიქნიე
- ქალები ასეთები ხართ გვიშლით ნერვებს და მერე ისე იქცევით თითქოს არაფერი - გაიღიმა და სიგარეტს მოუკიდა
- აუ კაცები ხო რას ამბობ რა უქენი კიდე იმ გოგოს მართლა მოვიდეს რა
- დღეს არ სცალია ჩემთვის
- იტყვი რა მოხდა? მობეზრებული უყურებდა გიო
- დაიკიდეთ არაფერი სასმელს მოვიტან
- ეს ბიჭი გამაგიჟებს რა სულ ჩხუბენნ და აზრი ერთად რო არიან - არ დააკლო თამთამ
- შენ რო გეყოლება ვნახო ერთი შენი როგორი იქნება ბევრს რო ლაპარაკობ - გავუღიმე დაქალს და სასმელი მოვსვი
- ჩემი ძალიან კარგი უნდა იყოს თუ უნდა რო ჩემი იყოს - აკისკიდა თამთა
- თამთ შენ ვინ გაგიძლებს - სიცილს არ წყვეტდა გიო და ფისტა ესროლა
- ჰა ჰა ჰა გააჯავრა თამთამ და დაეჯღანა
მოვათვალიერე დარბაზი და თვალი მოვკარი თამთას გიგას რომელსაც ასე ელოდებოდა და რომელიც მარტო არ იყო
- თამთ ნახე ყურში ჩავჩურჩულე და ხელის მოძრაობით გიგას სილუეტი ვანახე
- ვაიმეეეეე ანიიიი გიგაა,ხო გეუბნებოდი აქ იქნება მეთქი, წავედი მე ბავშვებო მე არ დამელოდოთ აბა თქვენ იცით- კოცნები გამოგვიგზავნა ჩანთას დაავლო ხელი და გაქრა
- აუ რა გიჟია - ახარხარდა ევე
- გიჟი კიდე ნორმალური ნათქვამია - ერთი ყლუპით სასმელი დაცალა გიომ. დიტო და ევე დარბაზში გავიდნენ, ცეკვა დაიწყეს , დრო ვიხელთე და გიოს შევუბრუნდი
- ისევ გიყვარს?
- ვინ გოგო? გაეცინა,თვალი ამარიდა და სიგარეტს მოუკიდა
- აუფ ვითომ არ იცი ვისზე გეკითხები - თამთაზე გეკითხები ისევ გიყვარს? მაინც არ ვეშვებოდი გიოს
- არა არ მიყვარს ეგ ადრე იყო ანი რა - ისევ აგრძელებდა ჩემს უკან კედლის ყურებას
- რაღაც არ მჯერა მე - ფეხი ფეხზე გადავიდე და საზურგეს მივეყრდენი
- აზრი არ აქვს ანუშკი
- ყველაფერს აქვს აზრი დამიჯერე გიო რა
- მაგას არუნდა სერიოზული ურთიერთობა არ არის მზად თავუსუფლება უნდა ვერ ხედავ? ხელი გაიშვირა თამთაზე და გიგაზე - სახე აელეწა , შუბლზე ცივმა ოფლმა დაასხა და მეორე ღერს მოუკიდა
- უნდა დაელაპარაკო გიო - ვერ მოვასწარი სიტყვის დამთავრება ელვის სისწრაფით ადგა და თამთასკენ წავიდა,ისე მალე მოხდა ყველაფერი,ძლივს გავაშველეთ ისე გამეტებით ურტყავდა გიგას მუშტს
- რას აკეთებ? ღრიალებდა თამთა და ცდილობდა გიგას აყენებას
- წამოდი რას აკეთებ - დიტომ მხარზე ჩაავლოხელი და გაიყვანა
- მოგი*ნავ სახეს თუ კიდე დაგინახავ თამთასთან შე ბო*ო - სიტყვები დააწია გიომ ნაცემ გიგას და გარეთ გავიდა
- ეს გინდოდა ? დაკმაყოფილდი ახლა? - გაბრაზებული გავხედე თამთას
- ანუ რა გინდათ თუ ვხვდებოდე არ მიყვარს არა გიორგი ვერ შევიყვარე და არ მაქვს უფლება სხვა მყავდეს? - წამომძახა და გიგას ხელი მხარზე გადაიდო.
- მოკეტე და წამოდი რა - ხელი ავიქნიე და გასასვლელისკენ წავედი
- შენ ბიჭო რეეებს აკეთებ? - ხელი კრა დიტომ
- აუ ნახ*ი რა - ხელი ააშვებინდა გიომ და მანქანაში ჩაჯდა.
დიტო და ევე ბარში დაბრუნდნენ,გიომ დატოვა სისწრაფით იქაურობა.
- წავედი მე სახლში, მოდიხარ? - ალმაცერად გავხედე თამთას და მანქანის გასაღები ამოვიღე ჩანთიდან
- გიგას მივიყვან სახლში და მოვალ
- ტაქსში ჩაჯდეს და წავიდეს უნდა უყარაულო?
- გვიანია თამთა წადი სახლში მივხედავ ჩემ თავს როგორმე და მაგ ყ*ეს უთხარი სადმე არ გადამეყაროს მისთვისვე აჯობებს
- აუ გაგიყვან გიგა მე რა
- არ მინდა მეთქი - უხეშად მიუგდო სიტყვა თამთას და ტაქსი გააჩერა
- შენ ვის ემუქრები მეტის ღირსი იყავი ესეიგი - სიტყვები დავაწიე გიგას და მანქანისკენ წავედით.
საათი 3:41 ანახებდა გასაღებით კარი რომ გავაღე და სახლში შევედი,თამთაც პირუჩუმრად გამომყვა.
- რა საშინელი დღე იყო რაა - ამოისუნთქა თამთამ და დივნის კუთხეში მოთავსდა
- მადლობა შენ და იმ სი*ს
- აუ გეყოფა რა ანუშკა რა გინდა რო ვქნა ერთი ძააან მაინტერესებს
- წავედი მეძინება ხვალ დილით შეხვედრა მაქვს თემურთან , მომწერა ბარში რომ ვიყავით საქმე მაქვს შენთანო.
ყველაზე მეტად ვერ ვიტან დილას და მაღვიძარას ხმას რომელიც გამუდმებით რეკავს და არ წყდება მისი საშინელი ხმა,როცა თვალებსაც ვერ ახელ და ძილბურანში ხარ, დიდი სურვილი გაქვს შეწყდეს ხმა და გააგრძელო ტკბილად ძილი მაგრამ მაღვიძარაზე უარესი დილით თამთას ხმა ჩამესმის რომელიც გამუდმებით წუწუნებს და რაღაცას ეძებს. საათს დავხედე და 11:12 წუთი იყო სწრაფად ავდექი , შხაპი მივიღე და არჩევანი ჯინსის შარვალზე და შავ ზედაზე შევაჩერე,პიჯაკი ჩავიცვი და გარეთ გამოვვარდი 12 ზე უნდა ვყოფილვიყავი თემოსთან და ვხვდებოდი როგორ მაგვიანდებოდა.
12:20 იყო ადგილზე რომ მივედი,საცობების გადამკიდე მოვუნდი მთელი ერთი საათი გზას , შესასვლელთან თემური შემეგება
- აუ მაპატიეეე რაა საცობები იყო - გავუღიმე
- წამოდი,წამოდი ხელი გადამხვია და შიგნით შევედით. ხელით ვანიშნე ოფიციანტს მოსულიყო - ყავა შევუკვეთე და მოვემზადე თემურის მოსასმენად
- აბა გისმენ - რა საქმე გაქვს ხო მშვიდობაა?
თემურს ცოტა აღელვება ეტყობოდა სახეზე,ხელები ერთმანეთში გახლართა და სკამზე კარგად მოთავსდა
- მოკლედ,ანი წრეებით რომ არ შემოვიფარგლო პირდაპირ გეტყვი,იცი რომ მამაშენთან წლებია ვმეგობრობ და რასაც მივღწიეთ ერთად მივაღწიეთ ამ ყველაფერს,ასაკმა შემომიტია და ჯანმრთელობის პრობლემები რომ არა ამას არც გეტყოდი ცოტა დრო მჭირდება,დასვენება,განტვირთვა ამიტომ გადავწყვიტე ჩემი შვილი მომეყვანა შენთან ჩემს ადგილას დროებით - წყალი მოსვა და ამოისუნთქა
- რამე სერიოზული გჭირთ?
- არა შვილო,ცოტაოდენი ხანი მინდა მარტო ყოფნსთვის
- ანუ ხვდებით რას მეუბნებით? წლებია ერთად მოვედით აქამდე და როგორ მთხოვთ თქვენ გარეშე დარჩენას? ვერ გავართმევ თავს ამხელა აკადემიას,ზურა სულ საზღვარგარეთაა და თქვენ მიწევდით მამობას აქ,მედექით გვერდში და არასდროს მტოვებდით მარტოს - ხელები თვალებზე მივიდე და გამოფხიზლება ვცადე
- შენ ყველაფერს გაუმკლავდები ჩემო გოგო,დამიჯერე,ირაკლი ჩამოვა უკვე ველაპარაკე,მამაშენსაც ველაპარაკე და მითხრა რომ შენთან მომელაპარაკა ამიტომ გადავწყვიტე შენთვის მეკითხა ჯერ
- და ირაკლის უნდა აქ ჩამოსვლა და თქვენი ადგილის დაკავება? მას ხომ თავისი ბიზნესი აქვს?
- ხომ გეუბნები არა ანი,ეს დროებითია,ცოტახანი თაიმაუთი მჭირდება და შემდეგ ყველაფერი ჩადგება თავის კალაპოტში - ხელი მომისვა თავზე და თბილი მზერა მომაპყრო.
- რაღაცას მიმალავთ? ცერად გავხედე თემოს
- ყველაფერი აგიხსენი , თუ არ გინდა ირაკლი და შენ შეძლებ მარტო და უკეთესად იქნები არ მეწყინება მითხარი
- მარტო ვერ ვუხელმძღვანელებ ამდენს ხომ იცით უბრალოდ ძალიან გული მწყდება თქვენ გარეშე რომ უნდა ვიყო
- ირაკლი კარგი ბავშვია , შენნაირი ჭკვიანი, დამეგობრდებით დარწმუნებული ვარ და ერთად ახალგაზრდები უფრო გაართმევთ თავს , მერწმუნე
- კარგი დადიანო - გავუღიმე და ჩავეხუტე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent