შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხეცი/თავი მეექსვსე


8-09-2023, 02:35
ავტორი lashausafrtx
ნანახია 750

:რამოდენიმე წუთის წინ, მუშტაეტის პარკში გოგონა შეუძლოდ გახდა, სასწრაფო და საპატრულო მიდიან ახლა მასთან, აუცილებლად თქვენც უნდა მიხვიდეთ!... -თემო: კი მაგრამ ჩვენ რა შუაში ვართ?.. -ბადრი: ხომ... მართლა რა შუაში ვართ ჩვენ? :მე თქვენ გკითხეთ რამეში შიაში ხართ თუ თავში ხართ??.. გააკეთეთ რასაც გეუბნებით ზედმეტი კითხვის გარეშე! ასეა საჭირო!... წადით ახლა. თემო და ბადრი დაღონებულები გამოვიდნენ მამუკას კაბინეტიდან და გაემართნენ მანქანით მუშტაეტის პარკისკენ, ადგილზე მისულებს საპატრულოს და სასწრაფო მანქანები დახვდათ პარკში და ამასთანავე მოგროვილი ხალხის რაოდენობა. -თემო: გამატარეთ პოლიციიდან ვარ!.. მაჩვენეთ დაზარალებული.... თემომ შენიშნა ერთი სკოლის მოსწავლე გოგონა, როემლიც სკამზე იჯდა და გაუჩერებლად ცახცახებდა,.. თითქოს რაღაცამ შეაშინაო, მისი თანაკლასელი გოგონა კი მის მაგივრად ესაუბრებოდა ბადრის და თემოს. -თემო: კი მაგრამ რა მოხდა რა მოუვიდა შეგიძლია მითხრა?... :სკოლიდან გამოვედით და პარკში გასეირნება გადავწყვიტეთ თან გვშიოდა და ღვეზელები ვიყიდეთ,.. შემდეგ პარკში შემოვედით და დავსხედით. -შემდეგ?... შემდეგ რა მოხდა?... :იმ დროს როდესაც მე და სალომე ღვეზელს მივირთმევდით, უეცრად განწირული ხმით, იკივლა სალომემ და ღვეზელი გაუვარდა ხელიდან,... იმის შემდეგ ასეთ მდგომარეობაშია. -თემო:და რატომ იკივლა რა მოუვიდა? რაიმე მწერი დააჯდა თუ რა მოხდა?... :არ ვიცი როგორ გითხრათ. -თემო: ასე არაფერი გამოვა გოგონა,... მოდი დამშვიდდი და გარკვევით მითხარი, რა მოუვიდა შენს დაქალს?.. :ღვეზელი.... -თემო: რა ღვეზელი??? :ღვეზელში... ადამიანის თითია.... -თემო:რა თქვი??? გოგონამ უეცრად ტირილი დაიწყო თემო მიუახლოვდა იმ ადგილს სადაც სალომემ ღვეზელი დააგდო, ჩახედა და დაინახა მართლაც ადამიანის თითი ხორციან ღვეზელში,... აიმს დანახვისას თემო შეკრთა,.. მიუტრიალდა გოგონას და ჰკითხა თუ სად შეიძინეს ეს ღვეზელი?... გოგონამ კი უპასუხა რომ ეს ღვეზელი, ვაგზლის მოედანზე საცხობში სადაც თავის გემრიელობით განთქვმულია, ხორციანი ღვეზელი,.. ამის გაგონებისას თემომ უეცრად ბადრის გახედა ბადრიმ კი ხელები მიიფარა პირზე და ბუჩქებში შევარდა სასწრაფოდ. -თემო: ერთი წუთით... ანუ შენ გინდა თქვა რომ ეს ღვეზელი, ვერიკოს საცხობში იყიდეთ?.. :დიახ, ვერიკოს საცხობში. -თემო:....მაგდაააა... ბადრი ჩქრა ჩქარა მანქანაში!.... თემო და ბადრი სასწრაფოდ ჩასხდნენ ავტომობილში და გაემართნენ ვერიკოს და ანზორის სახლში სადაც მაგდას მიაქირავეს ოთახი. როდესაც სახლს მიადგნენ ხანგძლივი ბრახუნის შემდეგ როდესაც პასუხს არავინ სცემდა მთელი ძალით ცდილობდა შეემტვრია თემოს კარი და ეს მოახერხა კიდეც, მთელი სახლი დაძებნეს მაგრამ ვერანაირ კვალს ვერ მიაგნეს,.. ამის შემდგებ სწრაფად მიადგნენ საცხობს, იმ იმედით რომ ვერიკო იქ დახვდებოდათ მაგრამ საცხობი დაკეტილი დახვდათ, როგორც მათმა მეზობელმა თქვა, სასწრაფოდ დაკეტა ვერამ საცხობი, ორი საათის უკან და ის და ანზორი წავიდნენ მანქანით. რა მანქანით წავიდნენო ჰკითხა თემომ მეზობელს,.. მან კი უპასუხა რომ დიდი თეთრი ფურგონით დატოვეს ტერიტორია,.. თემომ კი მანქანაზე წიხლების რტყმა და გინება დაიწყო.... რამოდენიმე წამში მას ბადრი აჩერებს. -ბადრი:გეყოფა ბიჭო,... გეყოფა... ამდენი მოთქმა. -თემო: შენ გესმის?.. შენ გესმის?? მაგდას რომ რამე მოუვიდეს, საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ.... იქ მე გავუშვი. -ბადრი: დაწყნარდი... ვიპოვით მაგდას და თანაც ძალიან მალე. -თემო: რანაირად??... ხომ ვერ მეტყვი როგორ აპირებ ამას?.. არც მანქანის ნომერი ვიცით, არც ის საით წავიდნენ და არც ის მაგდა სად არის ახლა... -ბადრი:ეჰ თემო თემო... რით ვერ გამიცანი ამ დრომდე?, მანქანის ნომერი მაშინ ჩავიწერე ჯერ კიდევ როდესაც, ის შიზოიდი მცხობელები გავიცანით,.. აჰა აგერ მიწერია ნახე. -თემო:შენ ვინ ხარ?? შენ გენაცვალე მე. თემო ბარდის ეხვევა,... ბადრი კი უეცრად გასწევს თემოს და იქვე მოშორებით ეფარება ბუნკერს. თემო:გზაში გაზიან სასმელს გიყიდი იქნებ გიშველოს. ბიჭებმა დაადგინეს თეთრი ფურგონი საითაც გადაადგილდებოდა და ადევნება დაუწყეს,.. გვალ და კვალ დასდევდნენ და ბოლოს საგურამოში,.. კერძო სახლთან მიიყვანა. მანამ სანამ ბიჭები მათ კვალს მისდევდნენ, ამასობაში საღამო მოახლოვდა და საგრძნობლად დაბნელდა,.. ბადრიმ ნელი სვლით, მიაგორებდა მანქანას სახლის ჭიშკართან, რადგან ხმაური არ გამოეწვია. -თემო: რაღას ვუცდით წავედით!.. -ბადრიმ ხელით შეაჩერა თემო. -ბადრი: მოიცადე თემო,.. რას აკეთებ აცადე ცოტახანი... შევხედოთ თუ ვინმე არ გამოვიდა ამ ხნის მანძილზე სახლიდან, ნელა ვიმოქმედოთ და პარალელურად ჩვენებს შევატყობინოთ. -თემო: შენ რა გაგიჟრდი??? რა დროს ნელი მოქმედებაა იქ მაგდაა გესმის??? მაგდაა!.. -ბადრი:ჯერ ერთი დაზუსტებით არ გვაქვს ინფორმაცია რომ მაგდა ამ სახლშჳ იმყოფება, მეორე კიდევ სპეცრაზმის გარეშე იქ შესვლა სახიფათოა ჩვენთვისაც და მაგდასთვისაც,.. თუ რა თქმა უნდა იქ იმყოფბა ჩვენი ვარაუდით. -თემო:ვერანაირ სპეცრაზმს ვერ დავუცდი ბადრი... იქ მაგდა მე მივაგზავნე და მის სიცოცხლეზე პასუხის მგებელი მე ვარ,... ამიტომ სწრაფად და მარტომ უნდა ვიმოქმედო! -ბადრი:კარგი,... ნუ დაველოდებით სპეცრაზმს მაგრამ გთხოვ ამ ერთხელ მაინც დამიჯერე სულ ცოტახანი მოვიცადოთ და კარგად დავგეგმოთ ყველაფერი, მესმის რომ აღელვებული ხარ მაგრამ ცივი გონებით მოვიფიქროთ და გადავწყვიტოთ როგორ და რანაირად მოვიქცეც,.. კარგი?.. თემომ ღრმად ამოისუნთქა და ბადრის თანხმობაგანუცხადა. რამოდენიმე წუთი დარაჯობდნენ სალხს ბადრი და თემო და სახლიდან რომ არავინ გამოსულა დაიწყეს მოქმედება. -ბადრი: ახლა მომისმინე... შენ იქედან მოუარე მე მთავარი კარიდან შევალ შენ ეცადე ფანჯრიდან შეაღწიო. მართლაც ასე მოიქცევიან ბიჭები ბადრი კარიდან, ხოლო თემო კი ფანჯრიდან შეძვრა სახლში,... ირგვლივ არავინ არის მოიარეს ოთახები და ვერავინ შენიშნეს... ამის შემდეგ თემომ ხმა მაღლა დაიწყო ძახილი. -თემო: მაგდაა... გესმის??? მე ვარ თემო,... გესმის??? უეცრად ბიჭებს მოგუდული ხმა მოესმათ ახლო მახლო... კარგად რომ მოუსმინეს ხმამ იქვე სარდაფში ჩასასვლელ კართან მიიყვანა.. ტემომ ფრთხილად გაჱო სარდაფის კარი და ბადრი შეაჩერა. -თემო: ახლა მომისმინე! მე ხომ დაგიჯერე... ახლა შენ დამიჯერე აქ დარჩი მე ჩავალ, შენ კი აქ იყავი მხოლოდ მაშინ ჩამოდი თუ კი 20 ჭუთში არ დავბრუნდი უკან კარგი?... -ბადრი: შენ რა გაგიჟრდი??? თემო... :გააკეთე რასაც გეუბნები!... აღარ უნდა მას ამდენი ლაპარაკი! შენ რჩები და 20-30წუთში ჩამოხვალ... გასაგებია?! -ბადრი გავიგე. თემომ მოიმარჯვა პისტოლეტი მყარად და გაუყვა სარდაფის კიბეს... ირგვლივ წყვდიადია, თემო ნელი ნაბიჯებით და დაძაბული მიუყვება კიბეს... უეცრად შენიშნა სქელი გამჭირვალე ატლასის ფარდა.. რომლიდანაც სინათლე გამოდიოდა, გადასწია და იმ წამსვე ცალი ხელი მიიფარა ცხვირთან და მერჯვენა ხელით მყარად ეჭირა პისტოლეტი... საშინელი სუნი იდგა, ხორცის და სისხლის სუნი ერთმანეთში ირეოდა, ირგვლივ პარკში გახვეული ხორცები იდო და სისხლი წურ წიურით წვეთავდა... თემო კვლავ ეძახდა მაგდას და თან წინ მიიწევდა, მაგდამაც კვლავ მოგუდულად გასცა ხმა,.. თემომ გადასწია შავი მძიმე პარკები და დაინახა მაგდა და 2 გოგონა.. სამივე დაბმული იყო და პირზე ახვეული ჰქონდათ... ამავდროულად სისხლით იყვნენ დასვრილები. -თემო: მაგდა... აქ ხარ??? მადლობა ღმერთს... ნუ გეშინია მე შენთან ვარ ახლავე გაგანთავისუფლებ. ის არის თემო მაგდას უნდა მიუახლოვდეს რომ უეცრად ხელებში ხვდება მარჯვნიდან ნაჯახის ტარი,.. რის შედეგადაც პისტოლეტი ძირს უვარდება და სწრაფადვე ხვდება სახის არეში, ნაჯახის უკანა მხარე... თემო იქვე მაგიდას ეხეთქება,.. ამასობაში ყელზე აბჯენს ანზორი ნაჯახის ტარს თემოს, ისე რომ მოახრჩოს,... თემომ დიდ ხნიანი ჭიდილის შემდგომ.. მოახერხა და რამოდენიმე დარტყმა მიაყენა ანზორის, ტანისა და სახის არეში... ანზორიც ძირს აღმოჩნდა,.. თემო ზემოდან მოექცა და გამეტებით აყენებდა ანზორს დარტყმას სახის არეში... მანამ სანამ კეფაში მძიმე დარტყმა არ იგრძნო და გონება დაკარგა. გონზე მოსულმა შენიშნა რომ ორივე ხელით დაბმული იყო დიდ კაუჭზე ცამოკიდეს,.. ნახევრად შიშველი... ანზორი კი მას დანას უსვამდა სხეულზე, ვერა კი თმაში ებღაუჭებოდა მაგდას და აიძულებდა ეყურებინა მათთვის. :შეხედე ვირჩკო... წარმოგიდგენია რა გემრიელი იქნება ამის დაკუნთჲლი ხორცი?... შეხედე სულ მჭლეა... ამას კარგი ფასიც უნდა დავადოთ ხომ ასეა?... ვერა და ანზორი ამაზრზენად იცინიან და მაგდას აიძულებენ ამ ყველაფერს შეხედოს ისიც მთელი გულიტ ტირის... -თემო:რა გინდათ თქვე ავადმყოფებო?!.. გამოხსენით ხელები!... და მერე ვნახოთ ვინ ვის ხორცს გაგლეჯს. ანზორიმ დარტყმა მიაყენა სახის არეში და დანით ფეხი ამოუკაცრა,.. რის შედეგადაც თემომ ყვირილი მორთო ხოლო მაგრამ კი მოუმატა ხმა მაღლა ტირილს. :როგორ გვემუქრები?? ამის ღირსნი ვართ?.. ფუი უმადურო.. ჩვენ ვცდილობთ დელიკატესად გაქციოთ შენ კი გვემუქრები?... აი შენ... აი შენ... ანზორი კვლავ აგრძელებს თემოს წამებას,.. :ახლა ცოტახნიტ უნდა დამელოდოთ ფარში მაქვს მოსამზადებელი... თორემ ხვალ ვერაფერს გავყიდით,... არ მოიწყინო პოლიციელო,... მალე დავბრუნდებით. ვერა და ანრი ცოტახნით გავიდნენ მოშორებით, ანრი ნაჯახით გვამს ჩეხავს... ამის ხმა კი მათაც ესმით,.. -თემო: მაგდა ნუ გეშინია... იცოდე მე შენ თავს არავის დავაჩაგვრინებ!.. იმიტომ რომ მე შენ მიყვარხარ... ვიცი ახლა უანდგილოა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. მაგდამ ახედა კაუჭზე ჩამოკიდებულ თემოს,.. მზერა გაუსწორა და კვლავ აქვითინდა... შემდეგ კი, ორ გოგონას, მიაქცია ყურადღება და ჰკითხა მარიამი თუ იყო მაგ ორიდან რომელიმე?.. ერთ ერთმა დაუდასტურა რომ ის იყო. -თემო: მარიამ იცოდე რომ შენც გელიან... არსებობს ერთი ბიჭი რომელსაც უყვარხარ.. და იმ იმედით დგას შენს ფანჯრებთან რომ ერთ დღესაც გადმოხედავ მას.. ასევე გელიან შენი ჯგუელები, მშობლები, ასე რომ აქედან უნდა გავიდეთ ყველანი. ამასობაში ვერამ და ანზორიმ დაასრულეს, ფარშის მომზადება და კვლავ მოუახლოვდა თემოს... ვერა კი ფარშის ყუთში მოთავსებით იყო დასაქმებული. :ბატონო პოლიციელო... აირჩიე ახლა.. ამ სამიდან, რომელი დავაქუცმაცო პირველი??.... პოლიციელო! ძალიან გთხოვთ, დროულად მიიღოთ გადაწყვეტილება, თორემ ახლავე რიგ-რიგობით გავაკეთებ ამას!.. მანამ სანამ თემოს ანზორი ესაუბრებოდა, მან შენიშნა იქვე მიმალული ბადრი, რომელმაც საჩვენებელი თითით, მიანიშნა თემო რომ ხმა არ ამოეღო, თემომ კი, ოდნავ თავის დაკვრით განუცხადა თანხმობა. ბადრი ჩუმად ანთავისუფლებს გოგონებს, მანამ სანამ ანზორი თემოს ელაპარაკება, თან დანის ლესვა დაიწყო... ბადრიმ დრო იხელთა და თემო კაუჭიდან ჩუმად ჩამოიყვანა, ანზორიმ ლაპარაკი შეწყვიტა და კაუჭისკენ მიიხედა, მას კი უეცრად თემოს მიერ მოქნეული მუშტი მოხვდა სახის არეში, რის შედეგადაც დაბარბაცდა.. რადგან ანზორი ფიზიკურად მაღალი და განიერია... თემომ კვლავ მოუქნია მუშტი წელის მიმართულებით,.. ანზორიმ დაიჭირა მისი ხელი და მარცხენა ხელი კეფაში ჩაავლო,... ერთმანეთს ეჭიდავებიან, ხან ერთი მიახეთქებს მაგიდასთან ხან მეორე,... ბოლოს თემომ სძლია და მიანარცხა კედელთან ანზორი,.. ნელ ნელა ჩასრიალდა ქვემოთ და თემომაც ძლიერი დარტყმები მიაყენა მარჯვენა მუშტით სახის არეში,.. იქამდე ურტყა, სანამ მუშტი წითლად არ შეეღება, უეცრად კი გაისმა გასროლის ხმა,.. თემოს თავთან ჩაუქროლა ტყვიამ,.. ამის შემყურე ყველანი ძირს დაწვნენ და თემო გოგოებს გადაეფარა,.. ბადრი კი საოპასუხო გასროლას ანხორციელებს ვერას მიმართულებით,.. ანზორიმ ნაჯახი აიღო და ცდილობს თემოს და გოგონებს დარტყმა მიაყენოს,.. ბადრიმ კი სწრაფად მიუშვირა, პისტოლეტი ანზორის და პირდაპირ შუბლში მოარტყა ტყვია,.. ანზრიც მძიმედ დაენარცხა ძირს. ამაზე ვერამ მთელი ტყვია დააცალა იქ მყოფებს.. ნასროლიდან მხოლოდ ორი ტყვია მოხვდა თემოს მხარში და დაიჭრა... ვერამ დაცლილი თოფი მიუგდო და სწრაფად გაიქცა. ბადრი მას დაედევნა... როდესაც გარედ გავიდა აქეთ იქეთ იყურებოდა რომ ვერა შეენიშნა სადმე, უეცრად ხის დიდი ფიცარი მოხვდა კეფის არეში და გონება დაკარგა,.. ვერამ მისი პისტოლეტი აიღო სახლს საწვავი გადაასხა და მთლიან სახლს ცეცხლი წაუკიდა,.. შემდეგ ჩაჯდა ავტომობილში და დატოვა ადგილი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent