მხეცი/თავი მეხუთე
უკვე შუა ღამე იყო, სადარბაზოსთან კი არავინ ჩანდა, ბადრის ძილი ერეოდა... ამაზე კი თემო ღიზიანდებოდა, რადგან ხმის გამცემი აღარ ეყოლებოდა ამიტომ იქვე ახლოს მაღაზიიდან მოიმარაგა თხილეული და ჩიფსები რომ გამოეფიხლებინა მეწყვილე და მარტოს არ ემორიგევა. -ბადრი: როგორ დავიტანჯე რაა, როდემდე უნდა გაგრძელდეს ძაღლებივით გარედ ვჭამთ, გარედ გვძინავს,.. რა უბედურებაა, კიდევ კარგი ცოლი არ მყავს თორემ ხომ გამომაგდებდა სხლიდან. -თემო: აბა შენ ეგა თქვი,... შეგიფარებდა მერე ბატონი მამუკა და მეყოლე ვარდივით, ისე უკვე 35წლის ვარ და ჯერ კიდევ მარტო ვარ,... რამდენჯერ მიფიქრია იცი ამაზე, რა იქნებოდა მაგდასთვის რომ გამემხილა როგორ მომწონს, იქნებ აქამდე გამეკეთებინა ეს და ახლა ოჯახი გვექნებოდა მაგრამ ვერა არ ვიცი რა მაკავებს, რო ვხედავ რაღაცნაირად ვიბნევი, აი სხვა ნებისმიერთან შემიძლია ვიცინო ვეხუმრო მაგრამ მაგდასთან ხმას ვერ ვიღებ,.... ეეჰ კარგი გოგოა მართლა, შენ რას იტყვი?.. შევეფერებით ერთმანეთს? მანამ სანამ თემო საუბრობდა, ბადრის ტკბილად ჩასძინებია, თემომ ამის დანახვისას თავი გააქნია და კვლავ განაგრძო გარედ ყურება. -თემო: ბიჭო... ბადრი, გაიღვიძე დროზე შენი.. -ბადრი: ჰაა?... რა ხდება?.. -თემო:შეხედე გამოჩნდა ვიღაც, სადარბაზოსკენ მიდის თან ძალიან აფორიაქებული ჩანს, უკან უკან იყურება. -ბადრი: ჰე ბიჭო გავყვეთ. -თემო: მოიცადე ჩუმად მივყვეთ არ დაფრთხეს. ბიჭები აედევნენ ფრთხილად უცნობ პიროვნებას და შეყვნენ სადარბაზოში, ნელი ნაბიჯებით მიჰყვებიან კიბეს, შემდეგ უცბად შეჩერდნენ და აკვირდებიან როგორ ამოწმებს უცნობი ბინის კარის მდგომარეობას, ამასობაში თემომ კაბურიდან პისტოლეტი ნელი მოძრაობით ამოიღო და მოუწოდა უცნობს ხმა მაღალი ტონით, რომ არ განძრეულიყო, ამის გაგონებაზე უცნობმა ისე სწრაფად აირბინა კიბეზე რომ თითქოს კატა ყოფილიყო,... ბადრი და თემოც დაედევნენ, თან ამავდროულად მოუწოდებენ რომ შეჩერდეს,.. ბიჭები აედევნენ უცნობს სახურავზე და ძებნას უწყებენ თანაც უყვირიან,.. უეცრად შენიშნა თემომ და ბადრის ანიშნა რომ მეორე მხრიდან მისულიყო, თავად კი სხვა მხარეს დახვდებოდა,.. მართლაც გამოიქცა თემოსკენ უცნობი მამაკაცი და თემომაც ძლიერად და სწრაფად დაახვედრა მუშტი სახეში, რის შედეგადაც უცნობმა გონება დაკარგა და ძირს აღმოჩნდა. -ბადრი: ოჰო კარგი ჰუკი იყო ყოჩაღ! ნოკაუტი. უცნობს ცნობიერება პირდაპირ განყოფილებაში დაუბრუნდა და მის წინ იდგა ბადრი, რომელიც ხელზე ცხვირსახოცს იხვევდა და თემო რომელიც მას მიშტერებოდა. -თემო: ახლა კარგად მომისმინე!.. სახელი, გვარი, მამის სახელი?.. :გიორგი კობას ძე, ჩაჩავა. -თემო: იტყვი? რას აკეთებდი იმ ბინაში და რა გაკავშირებს მარიამ ტომარაძესთან? თუ ნაწილებად დაგიმტვრიო ეგ ძვლები?... -ბადრი: ნუ გააბრაზებ დიდი ბიჭს, თორემ ოოო... იცოდე მერე მე ვერ გიშველი, თანაც მხარს ავუბავ და მეც მოგცხობ ერთი ორს, გარანტიას გაძლევ. -თემო: ჰაა პასუხი გამეცი, თორემ კბილებით დავიწყებ. :რა უნდა გითხრათ რატომ ვარ ვალდებული თვენ რაიმე ანგარიში ჩაგაბაროთ,.. რაც გინდათ ის მიქენით. -თემო: ბიჭო ბადრი ახლა შენ მირჩიე როგორ დავიწყოთ?.. ჯერ თითები დავუმტვრიოთ თუ ნეკნები და კვილებით დავიწყო? -ბადრი: ნუ რა დაუნდობელი ხარ თემო?.. რა სიბოროტეა, შეხედე არ გეცოდება?.. ახლა ამას ციხეში ისედაც რა ელოდება ხომ იცი და კარგი რა დალეწილი რომ გავუშვათ, წარმოგიდგენია მერე როგორ ორმაგად გაუჭირდება? -თემო: აუფ ეგ როგორ არ გამახსენდა ბიჭო... შე საწყალო, კარგი კარგი დაგინდობ, თორემ მერე თვალებიდან ვერ მოვიშორებ, შენს საბრალო სახეს ციხეში რა დღეშიც ჩაგაგდებენ,... :ერთი წუთით!.. რას გულისხმობთ? რატომ მომექცევიან ეგრე? ან ქვენ რა გინდათ?.. არ მაქვს უფლება სადაც მინდა იქ ვიარო? -თემო: სადაც გინდა იქ... მაგრამ არა სხვის ბინაში და სხვის კარებთან,... მომისმინე, შენ ხარ ეჭვმიტანილი, დაკარგული გოგონას გაუჩინარებაში,.. და კიდევ კაცმა არ იცის რა დამართე საბრალო გოგონას, მიდი ახლა და უხსენი იქ ხალხს რომ აი ასეთი ახირება გქონდა, სადაც გინდოდა იქ მიდიოდი... თუ არ მეტყვი რა გინდოდა იცოდე საშინლად გაქვს საქმე, მერე ჩემი ხელი მოსანატრი გაგიხდება. : მარიამი ჩემი კურსელია, ძალიან მომწონს მაგრამ ვერ ვუმხელ ამას, ერთ დღესაც ჩუმად ავედევნე და საცხოვრებელი გავიგე, მას მერე მოვდიოდი და მის ფანჯრებს ვაკვირდებოდი,... შემდეგ რაღაც პერიოდი არც გარედ გამოდიოდა არავინ და არც სახლში შედიოდა ვინმე, ამიტომ დავეჭვდი და კარის შემოწმება დავიწყე,.. დღემდე ავდივარ და ვცდილობ გავიგო, შიგნით არის მარიამი თუ საერთოდ დაბრუნდა სოფელში. ის იყო თემო და ბადრის ბიჭი დაკითხვაზე ჰყავდათ რომ შემოაღო აღელვებულმა მამუუკამ ოთახის კარები და უბრძანა ბიჭებს რომ სასწრაფოდ შესულიყვნენ კაბინეტში მასთან, რაზეც თემომ უპასუხა რომ დაკითხვაზე იყვნენ, მამუკამ კი უხეშად უთხრა არ მაინტერესებს მორჩით ამასთან და სასწრაფოდ შემოდით,.. მუშტაეტის პარკში სასწრაფო დახმარება და პატრულის ეკიპაჟი მიდის ახალგაზრდა, მოზარდ გოგონასთან,.. ამის გაგონებაზე თემომ და ბადრიმ გადახედეს ერთმანეთს და სწრაფი ნაბიჯებით გავიდნენ მამუკას კაბინეტისკენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.