შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამი სიცოცხლე (თავი-1)


8-09-2023, 02:52
ავტორი Niako261995
ნანახია 728

საფლავის წინ იდგა თავდაც მკვდარი.აღარ იყო ისეთი ხალისიანი,როგორც მანამდე.სსტკიოდა,როგორ სტკიოდა,როგორ უმძიმდა და არავის შეეძლო დახმარება. მარტო,სულ მარტო იდგა.ხალხი დაიცალა,დედაც წაიყვანეს,მაგრამ მან ვერ მიატოვა,არ ემეტებოდა 12 წლის და ცივი მიწისთვის.არ ემეტებოდა ოთხი ფიცრისთვის.ზაფხულის ცხელი დღე უნდა ყოფილიყო,მაგრამ ციოდა.იქ გაიყინა ბევრის სული,იქ მოკვდა უფროსი ძმის გული,იქ ჩაქრა.დედის თვალებში ანთებული მზე.ამინდიც გრძნობდა განა ვერ გრძნობდა?ამინდსაც სტკიოდა.ქარი შრიალს ვერ ბედავდა.მზეს არ უნდოდა სხივების ღრუბლებიდან გადმოფენა,თითქოს ცასაც რცხვენოდა ტირილის.ხეს ამოფარებული პატარა გოგონა კი ჩუმად იწმენნდდა ცრემლებს,მასაც სტკიოდა მეგობრის დაკარგვა სტკიოდა დის სწორის და კლასელის გარდაცვალება..ყველაზე მეტად მის პატარა გულს უნდოდა მისულიყო და ენუგეშებინა მის წინ მდგომი, პატარა ჯერ კიდევ ბავშურ თითებს ისე უნდოდათ მოეწმინდათ მასთან ერთად ჩამოგდებული ცრემლი,მაგრამ არ შეეძლო,ვერ იგრძნობდა,ვერ გაიგებდა,ვერ დაინახავდა.ის მხოლოდ იდგა,მაგრამ აღარ არსებობდა.უყურებდა მანამდე მომღიმარს ახლა სახე წაშლილი და განადგურებული,რომ ჰქონდა.უყურებდა ბიჭის თითებს უძალღონოდ რომ დაშვებულიყო ძირს და ფრჩხილქვეშ მიწა მოუჩანდა,ალბათ იქამდე არ მოიშორებდა დისგან შემორჩენილ ბოლო დანატოვარს სანამ თვითონ არ გაქრებოდა დროდადრო.მერე ვეღარ გაუძლო პატარა გულმა,თითქოს საბოლოოდ ჰხედავსო,გონება დაბინდულმა ზურგი აქცია და საფლავის ცივი ქვების წყობას გვერდი აუარა.აქამდე შეეშინდებოდა,მაგრამ ახლა რისი უნდა შეშინებოდა?.მანაც დაკარგა გულის ნაწილი,მის თვალწინ მომხდარს ვერ ამოშლიდა მეხსიერებიდან.კიდევ ერთხელ გაურბინა თვალწინ მომხდარმა და სიცივე მეტად იგრძნო.ხელები ერთმანეთს ძლიერად მოუჭირა და გათბობა სცადა.ნაბიჯს უმატა,ხვდებოდა ცუდად ხდებოდა,როგორც მანამდე.
-ნენეე
კივილის ხმა გაიგონა და იქვე უცნობი ან ნაცნობის საფლავთან ჩაიკეცა.
გონს,რომ მოვიდა უკვე სახლში იყო.ხალხი ჩურჩულებდა,მაგრამ მაიმც გამაყრუებლად ჩაესმოდა.ანერვიულებულმა დედამ გონს მოსული შვილი,რომ დაინახა ტირილით მივარდა საწოლს,გოდებას მოყვა და გული,რომ დაიცალა ოთახში მდგომთ მერეღა გადახედა.
-არა,ვერ მოვიცდი,დღესვე წავიდეთ ექიმთან
-კარგი ლეილა დღეს დაასვენე ბავშვი და ხვალ წადით,დედა,დედა რა ცოდო ხარ შვილო,შენ რაღა დააშავე
-არვიცი მზია,არ ვიცი.ფსიქოლოგი დაჭირდება გონზე მოსასვლელად.მარტივი ხომ არ არის ამხელა რამე გადაიტანა,მის თვალწინ გახდა ცუდად ის ცხონებული.
-კარგი აღარ გაახსენო ბავშვს გაჩუმდი.
-დედა კარგად ვარ,უბრალოდ სტრესი მივიღე.მალე გადამივლის.
-შენ მოგიკვდა შენი დედა..
-დედა მარინა როგორ არის?
-დაისვენე შვილო
-მაინტერესებს,ან დემნა როგორ არის?
-დემნა ქელეხშიც არ მისულა,რა ექელეხებოდა მაგ უბედურ ბიჭს ამ ქვეყანაზე არ იყო,ერთი შვილი კიარა ორი დაკარგა იმ უბედურმა,ღმერთო მაპატიე და დიდხანს აცოცხლე.
მეტის გაგონება არ იყო საჭირო,ისევ ფიქრებში გადაეშვა და გვერდი იბრუნა.შუა ღამის კოშმარულმა სიზმრებმა საწოლიდან კანკალით წამოაგდო და ოფლ დასხმულს კვლავ დედა შეეშველა.მეორე დილით წავიდნენ ექიმთან,ზედაპირულად ყველაფერი კარგად იყო,მაგრამ მთავარი იყო დაზიანებული,,ტვინი”.ფსიქოლოგი ურჩიეს და მშობლებმაც საუკეთესო აიყვანეს,ქალაქიდან ჩამოსული ნანა ჯღარკავა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent