შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომკიდე ხელი - თავი მეორე


9-09-2023, 15:15
ნანახია 917

გაკვეთილიდან მხოლოდ ის დასკვნა გამოვიტანე, რომ მომდევნო დღეს ახალი თანაკლასელი შემოგვემატებოდა და, რაც შეიძლება, გულითადად უნდა მიგვეღო. მეტის გაგება მგონი არც იყო საჭირო, რადგან დამრიგებლის მიერ ნასროლი არასაჭირო სიტყვების ერთობლიობად მიმაჩნდა, მითუმეტეს, რომ რუსულ ენას არცერთი სიტყვა არ შეხებია და ჩემი ნაკლებად სამაგალითო ყოფაქცევის კლასისათვის რჩევა-დარიგებების მიცემა იშვიათი ამბავი არ იყო. ინგლისურის გაკვეთილამდე საინტერესო არაფერი მომხდარა. ჩვეულებრივ ვუსმენდი თითოეულ გაკვეთილს, ზედმეტი ახსნა-განმარტებების გარეშე. მხოლოდ ინგლისურის გაკვეთილმა და მისის შენგელიას დავალებამ გამომიკეთა, უფროსწორად, ძალიან გამომიკეთა გუნება. ბოლო გაკვეთილზე აკადემიურად, თეთრი პერანგით, შავი პიჯაკითა და ამავე ფერის შარვლით შემოსილი ქერა, ცისფერთვალება ქალბატონი- მისის ნათია შენგელია შემობრძანდა.
-Good morning, class!-მოგვესალმა.
-Good morning, mrs. Shengelia!
-How are you?
-Fine, and you?-კვლავ ერთხმად ვუპასუხეთ.
-Me too! For today’s lesson, I’m gonna explain the lesson- ‘The views of London’. Open your book on page number 123…
სახელმძღვანელოების ფურცელთა შრიალი ყურისათვის სასიამოვნოდ მთელ კლასში გაისმა და ყოველი დამსწრე მოსწავლის წიგნი 123-ე გვერდზე გაჩერდა.
წიგნში მოცემული იყო ლონდონის სხვადასხვა ღირს- შესანიშნაობის ფოტო და მათზე მოკლე ინფორმაცია. თემამ სიხარულით მერხზე შემახტუნა; იგი ხომ ჩემთვის საოცნებო ქალაქს ეხებოდა და თუ გამიმართლებდა, შესაძლებლობა მექნებოდა პრეზენტაცია გამეკეთებინა და საკმაოდ ვრცლად მესაუბრა ამ ქალაქისა და მისი სხვა ღისშესანიშნავი ადგილების შესახებ.
თითოეული ღირსშესანიშნაობის შესახებ მოცემული ტექს-ტების ახსნასა და უცხო სიტყვების განხილვას რომ მორჩა, ჩვენი მასწავლებელი დავალების მოცემას შეუდგა.
- Mary!-სრულიად მოულოდნელად მომმართა.-You’re one of the greatest pupils in our class, so please, come to the board, to write today’s homework.
უსიტყვოდ გავედი დაფასთან და ცარცი ფრთხილად ავიღე, თითებში რომ არ ჩამფშვნოდა.
-You guys have to read these passages and speak about them for the next lesson, you’ve to learn the vocabulary and just do one writing task...-აქ ცოტათი დავიძაბე და ვისურვე გამეგონა სიტყვები:„Make the short presentations about other important and interesting places in London.“ - თითქოს ჩემი აზრები ამოიკითხაო, მასწავლებელმაც:
-Please, make the short presentations about other important places in London. That’s it! Mary, did you finish?
-Yes, Mrs. Shengelia!- სიხარულისაგან აკანკალებული ხმით ვუპასუხე და ვინატრე, არ წამომეკივლა. მერხთან კი ხტუნვა-ხტუნვით დავბრუნდი და გულითადი მადლობა გადავუხადე მასწავლებელს ჩემი გულის წადილის უთქმელად ასრუ- ლებისათვის.
-გაგიხარდა?- გაკვეთილის დასრულებისთანავე ჩემსმერხ-თან აიტუზა გუგა.
-მეხუმრები?
-არა.
-კი, გამიხარდა,-მშრალად მივუგე.
-ახალი თანაკლასელის გადმოსვლასთან დაკავშირებით ხარ აღელვებული?
-არა, საერთოდ.
-მე რატომღაც მგონია, რომ ერთი ათოსანი შეგვემატება.
-დაე, ისე იყოს, როგორც ფიქრობ!
-რა გჭირს?
-ბატონო?
-არა, რაღაც მაღალფარდოვანი სიტყვებით ლაპარაკობ.
-სულაც არა.
ვიცოდი, რომ მართალი იყო და ჩემი წარმოდგენილი, ხეებმოლაპარაკე და მოტირალ ღრუბლებიანი სამყაროდან გადმოყვანა და აქ, 161-ე საჯარო სკოლის 9/6 კლასში, ჩემს მერხთან დაბრუნება ვცადე. მერე აღმოვაჩინე, რომ რუსული ენის გაკვეთილზე შექმნილ წარმოსახვით სამყაროში არა, თუმცა ვიქტორიანული ეპოქის ლონდონის წვიმის სურნელით გაჟღნთილ ქუჩებში კი მივაბიჯებდი და თავადაც გრძელ, კოჭებამდე სიგრძის იისფერიკაბით, ამავე ფერის ხელთა-თმანებითა და ქუდით, ქუსლიანი ფეხსაცმელებით მივკა- კუნობდი სველ ქვაფენილზე და ამგვარად გამოწყობილ ქალბატონებსა და ულვაშებაწკეპილ ჯენტლმენებს ვუცქერდი, მეწყვილეთათვის ხელკავი რომ გაეყარათ და ნელი ნაბიჯით მიაბიჯებდნენ ტროტუარზე.
-არაფერი მჭირს, უბრალოდ საკუთარი თავი ვიქტორიანული ეპოქის ლონდონის ქუჩებში წარმოვიდგინე, როგორც ახალ-გაზრდა ლედი.
-ოჰ, მერი, როდის უნდა მოეშვა გონებით ფრენას?
-როდესაც საბოლოოდ ავიხდენ ოცნებას და, მართალია, იისფერი კაბითა და ხელთათმანებით არა, მაგრამ ჯინსითა და ბოტასებით კი გავისეირნებ ლონდონის წვიმაში.
-ოოოჰ!.. შენ ის მითხარი, დღეს საღამოს გეცლება?
კითხვა უცნაურად დაიწყო.
-გააჩნია რისთვის.
-მათემატიკაში სამოცდამესამე გვერდზე მე-4 ამოცანის ასახ- სნელად.
-რა ვიცი, კი.
-კარგი, მადლობა,- გამიღიმა. ქერა თმაზე ხელი გადაისვა, მომწვანო ფერის ჰუდი შეისწორა, ქურთუკი მოიცვა და ზურგჩანთა მხარზე მოიგდო. უემოციოდ გამშორდა და საკლასო ოთახი დატოვა. მეც მოვიცვი ჩემი ბრიტანეთის დროშის დიზაინის ქურთუკი, ლურჯი სავსე ზურგჩანთა ზურგზე მოვიკიდე, მერხი გავასწორე და კლასი დავტოვე.
სკოლის კართან ნუცა მელოდა.
გარეთ მართლაც ინგლისური ამინდი იდგა.
-წამოდი, ავიდეთ სახლში..
-სად?- ისე გაიკვირვა, თითქოს არ ახსოვდა.
-ჩემს სახლში.
-ააა, უი!- ვითომც გაახსენდაო, შუბლში ხელი მსუბუქად წამოირტყა.
-სულ ხუთი წუთის სავალზეა, ხომ იცი?
-ჰო...-უცნაურად გაიღიმა.- ისე, მერამდენე სართულია?
-მეშვიდე. ლიფტი მუშაობს.
-უჰ, კიდევ კარგი,- ბრეკეტები ააციმციმა.
-მაგრამ არ შეგეშინდეს, ცოტა ბნელა.
-უჰ, არა, რისი უნდა შემეშინდეს!
შევატყე თვალებში შიშის ნაპერწკალმა გაურბინა და წარბები შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც ოდნავ მაღლა აეზიდა.
- ვის ატყუებ?- გამომცდელად შევეკითხე.
არ უპასუხია. მზერა კორპუსის წინ მდებარე სკვერში მდგარ დამტვრეულ აიწონა-დაიწონაზე შეაჩერა. ხის მორყეულ სკამზე ერთადერთი მე-9 კლასელი ბიჭი იჯდა. შავი ფერის ქუდით, შავი ტყავის ქურთუკით, ხაკისფერი შარვლითა და შავი ,,ბა-თინკებით“.
-ნეტავ ვინ დაამტვრია ეს აიწონა-დაიწონა... რა არა-ადამიანიობაა, არა?!- აღშფოთებით თქვა ნუცამ.
-ჰო... არადა ერთი თვის წინ შეაკეთეს...
ჩვენი საუბარი რომ გაიგო, ჩვენ წინ ზურგით მჯდარმა ბიჭმა მოიხედა და წამსვე სკამიდან წამოფრინდა. ჩვენკენ ჩქარი ნაბიჯით გამოემართა. ყურადღება არც მიგვიქცევია, სადარ- ბაზოსკენ განვაგრძეთ სვლა, თუმცა გვესმოდა გაყინულ ასფალტზე მძიმე ,,ბათინკების“ ხმა, რომელიც დიდი სისწრაფით მოიწევდა ჩვენკენ. შეხვედრა გარდაუვალი აღმოჩნდა.
-გოგონებო!- ბოხიხმითმოგვმართა.ცოტა არ იყოს, შევკრთით.
-გისმენთ!- ვუპასუხეთ.
-შემთხვევით ტელეფონი თან ხომ არ გაქვთ?
-რისთვის გჭირდება?
-დასარეკად. სულ ორი წამით.
-დამელოდე...-ნუცამ ჩანთის ჩხრეკა დაიწყო. მუჯლუგუნი ვკარი.
-რა მოხდა?-მიჩურჩულა. თითქოს ძებნაში ვეხმარებოდი, მივუახლოვდი და ჩავჩურჩულე:
-რატომ ეძებ?! ვერ უთხარი, რომ არ გქონდა ტელეფონი თან?! შენ რა იცი, თავში რა უდევს, იქნებ მოგპაროს და გაიქცეს!
-მერი! გარეგნულად ნურავის ნუ აფასებ! იქნებ რამე გადა- უდებელია!
-ჰო, მაგრამ... კარგი, შენი საქმის შენ იცი. მერე არ მითხრა, არ გამაფრთხილეო, - შეშინებულმა და სუნთქვაშეკრულმა მივუგე. ამასობაში ნუცაც მორჩა ჩანთის ჩხრეკას.
-ძალიან დიდი ბოდიში, არ მქონია თან...-
-და რომც გვქონოდა რატომ უნდა მოგვეცა, ნაცნობი ხარ თუ ნათესავი?!- გაცოფებული ძაღლივით დავიყეფე.
-კარგი, არაუშავს...- იმედის ნაპერწკალი მის თვალებში უცებ ჩაქრა და გაგვეცალა. მერე შემობრუნდა.
-მაინც მადლობა!..- მოგვმართა. მე არა, ნუცას მიმართა.
-რატომ დაუყეფე?
-რა, მართალი არ ვიყავი?! კიდევ კარგი, არ გქონდა ტელეფონი!
-მერი, შენგან გამიკვირდა... ელენესაგან არ გამიკვირდებოდა.
შინაგანად ვიგრძენი. ვიგრძენი, რომ დამნაშავე ვიყავი. იქნებ, მართალიც იყო. ენაზე მომდგარი სიტყვათა ერთობლიობის პირიდან ამოშვებისასაც ვგრძნობდი, რომ მას ცუდი განზრახვა არ ამოძრავებდა, თუმცა მაინც ვთქვი...
„არა, მართლა რომ მოეპარა?!“- გავიფიქრე. - „ცივი გონებით უნდა განვსაჯო!“
თუმცა ცივი გონებით განსჯა, ჭეშმარიტების პოვნას გულისხმობს და არა დაუფიქრებლად და გაუაზრებლად, პირიქით, ცხელი გონებით განსჯილისა და ენაზე მომდგარის პირიდან ამოსროლას.
ახლა ვხვდები, რომ შევცდი...
და მივხვდი. შემეშალა.
ვისურვე, კვლავ იმ ადგილას მდგარიყო, რომ მიმერბინა და ბოდიში მომეხადა. უკან დანანებით მივიხედე იმ იმედით, რომ დაწევას შევძლებდი,თუმცა ვიცოდი, იქ აღარ იდგა.
გაყინული ქუჩიდან ოდნავ თბილ სადარბაზოში შემოვა-ბიჯეთ. ნესტის, კირქვის, სიგარეტის მომწამლავი კვამლისა და არაყის სუნი გვეცა. სარდაფში მეზობელი სრულიად განმარტოებით იჯდა და წინ ნახევრად სავსე არყის ბოთლი და მომცრო ზომის მინის ჭიქა ედო. თავად შეულესავი კედლისათვის მიეყრდნო თავი და ალკოჰოლური სასმელისაგან დამთვრალს ჩასძინებოდა.
ლიფტის გამოსაძახებელ ღილაკს თითი მივაჭირეთ. ვდუმდით.
-შემეშალა...-დუმილი დარცხვენილმა დავარღვიე.
-ნამდვილად...-დამიდასტურა სტუმარმაც.
ხმა აღარ ამოგვიღია. დარცხვენილი სახით და სინდისის ქენჯნით შეწუხებული ლიფტის ჭრიალა და ბნელ კაბინაში შევუძეხი ნუცას. კარი დაიხურა და მარჯვენა ზედა კუთხეში პატარა ზომის ნათურა აინთო, რომელიც თავად კუთხესაც კი არ ანათებდა და უკუნეთი სიბნელის გამომწვევი მიზეზი ხდებოდა, რასაც, ხშირ შემთხვევაში,მგზავრების, განსაკუთრებით კი ახალი გაჩახჩახებული ლიფტების მომხმარებლების შიში, გაკვირვება, უხერხული შეგრძნებები და კორპუსის თავმ- ჯდომარის მიმართ წამოსროლილი ერთი-ორი სალანძღავი სიტყვა მოსდევდა. ნუცას დუმილი არ დაურღვევია, მაგრამ წაბლისფერ თვალებში აშკარად შეეტყო, რომ მიხვდა, რას წარმოადგენდა კორპუსის თავი. ლიფტის ჭრიალა ხმა სიბნელეს უცხოსათვის მეტად შემზარავს ხდიდა, მცხოვრებნი უკვე საკმაოდ შეჩვეულნი იყვნენ ამ პირობებს. როგორც იქნა, ლიფტის კარი გაიღო და უკუნეთი სიბნელიდან ცივ, მაგრამ თვალისათვის მაინც სასიამოვნო სინათლეში გადავინაცვლეთ. კიბე სწრაფად ჩავირბინეთ და კარზე დავაკაკუნეთ. კარი დედამ გააღო.
-გამარჯობა...ნუცა!-შესძახა.
ნუცას დანახვა, ცოტა არ იყოს, გაუკვირდა.
-გამარჯობა!
-შემოდით, შემოდით, რას ელოდებით!- ფქვილიანი ხელით კარი გადაკეტა.- ხელები დაიბანეთ და დასხედით,- სააბაზანოში შეგვიძღვა.
-ნუცა, მიდი!- წინ გავუშვი. დედა კართან ატუზულიყო და ჩემმა ამ მიმართვამ ცოტა შვება აგრძნობინა. საკმაოდ ნაცნობი მზერა მტყორცნა და მკლავზე ხელი წამავლო.
-მერი! რატომ არ გამაფრთხილე წინასწარ?!
-რა ვიცი, ახლა მოვიფიქრე ნუცას ამოყვანა, თან არცთუ ბევრი საქმე მაქვს. ფორტეპიანოს მასწავლებელიც ავადაა.
-ახლა ღვეზელებს ვაცხობ და მოდით, მიირთვით. იცოდე, სხვა დროს ასე აღარ მოიქცე!
-კარგი, ბოდიში.
თავისი განრისხებული მზერა კვლავ მომაპყრო, ფქვილიანი ხელით თმა ოდნავ შეისწორა, რომ არ დაესვარა, ცალი წარბი ასწია, თავი გააქნია, ღრმად ამოისუნთქა და სამზარეულოს მიაშურა.
ჭამის შემდგომ საიტს „Imovies.cc“ ვეახლეთ და საყურებელი ფილმების სიას თვალიერება დავუწყეთ. საბოლოოდ ორივეს გემოვნების მიხედვით მელოდრამა „მე შენამდე“ ავირჩიეთ და ჩავუჯექით. სევდიანი ფილმის ამინდი იყო. ძვლების გამყინავ ქარს დართული ყინულივით ცივი წვიმა გაძლიერდა. ფილმში აღწერილი ორი ადამიანის ამბავი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ჩვენთვის გული აეჩუყებინა. მეტიც, სევდიანმა დასასრულმა და მთავარი გმირის თვითმკვლელობამ უბრალოდ გული გაგვიხურა, ნუცა ემოციების მორევში ჩაითრია და რეალობის აღქმის შეგრძნება თითქმის დააკარგვინა. ემოციების გამოხატვისაგან თავის შეკავებას ვცდილობდი, რასაც საკუთარ ადუღებულ გულთან ერთად ნუცას თავშეუკავებელი გლოვა, ტირილი და მოთქმა უშლიდა ხელს.
„კარგი რა, ყოველდღე დედამიწაზე მილიარდობით ადამიანი კვდება, მილიონობით წყვილი შორდება ერთმანეთს მეწყვილის გარდაცვალების გამო. მაშინ დაჯექი დღედაღამ და იტირე მოთქმით! ღმერთო, რა სულელი ხარ, მერი, რა სულელი!“-ვფიქრობდი.
მაინც რა არის სენტიმენტები?
სენტიმენტები ადამიანის ორგანიზმში მომხდარი ქიმიური რეაქციის შედეგად წარმოქმნილი გადაგვარებაა ემოციებისა,რომელსაც როგორც დიდისიამოვნების, ასევე დიდი ტკივილის მოყენება შეუძლია, თუმცა სულ ტყუილად.
უემოციობა. ოჰ, რამხელა ბედნიერებაა!
მხოლოდ საღი აზრი და მეტი არაფერი.
არანაირი სტრესი და ღელვა.
შინაგანად ბრაზის, სევდისა და ტკივილის ზეწოლა.
ვინატრე, შემძლებოდა ყოველი მოქმედება, ფიქრი და აზრი თავად გამეკონტროლებინა და საკუთარ თავზე ბატონობა მომეპოვებინა.
გულის ფეთქვა მაცდური რამაა.
თუმცა არც უნდა გავაქვაოთ.
სიყვარულს თავისი ადგილი აქვს.
მეგობრობასაც. თუმცა უფრო ღრმად, შიგნით.
ნეტავ ვის ანაღვლებს, შინაგანად რას გრძნობ...
ტიტრების გამოჩენისას რამდენიმე ცრემლს უფლება მივეცი ლოყაზე ჩამოგორებულიყვნენ. საკუთარი თავით კმაყოფილმა ნუცას გავხედე. არა, ნამდვილად ზედმეტი მოსვლოდა. ნესტოებიდან შეუჩერებლივ, ღაპაღუპით მოწვეთავდა ღაწ- ვებიდან ცხვირის მიმართულებით ჩამოგორებული ბროლივით კრიალა ცრემლი.
-გეყოფა.
დუმილი.
-მორჩი ახლა!
კვლავ დუმილი.
-ჰო...კარგი, კარგი. მერი წამოვა ახლავე. მერი!- გამომძახა სამზარეულოში მჯდარმა დედამ.
-გისმენ.
-ჩემი ანალიზების პასუხები მისვლია ნათლიაშენს. ხომ წახვალ?
-აუჰ, ახლა და ამ სიცივეში ძალიან რომ მეზარება...
-ადექი, ჩაიცვი!
-დედა!
-რა დედა!.. ნუცა,-მიმართა,- შენთან დიდი ბოდიში რა. სხვა დროს კიდევ გვეწვიე.
-არაუშავს,- მიუგო უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილმა ნუცამ.-ისედაც წასვლას ვაპირებდი.
სინამდვილეში კი წასვლა არც გაუფიქრებია.
უხალისოდ მოვემზადე. კრემისფერი, ყავისფერზოლიანი თბილი სვიტერი გადავიცვი და ბრიტანეთის დროშის სტილის ქურთუკი მოვიცვი. ფერები ერთმანეთს სულ არ ეხამებოდა, რაც ნუცამაც დაადასტურა, ამიტომ მოყავისფრო სვიტერი ლურჯი, წითელი წერტილებით გაწყობილით ჩავანაცვლე. ფერები საკმაოდ კარგად დააჯდა ერთმანეთს. სარკეში საკუთარ თავს თვალი შევავლე, როგორც ყველა თინეიჯერს სჩვევია ხოლმე. ცოტა გასაპრანჭად მარჯვენა ხელის არათითზე... ორნამენტებით მორთული ვერცხლის ბეჭედი მოვირგე. ნუცაც მოემზადა და კარიც გავაღე. თბილი ბინიდან ცივ სადარბაზოში გასვლამ აგვაკანკალა და ძვლებში უსიამოვნო გრძნობამ დაგვიარა. თხელ ჯინსის შარვალსა და ასეთივე დუტის ქურთუკში შემოსილი ნუცა კბილს კბილზე აცემინებდა და ჩემს მკლავს ისე ძლიერად ჩასჭიდებოდა, რომ სქელ, ფუმფულა ქურთუკს მიღმაც კი მტკენდა მას.
-ჩაგეცვა თბილად და ასე არ იკანკალებდი.
ჩემი სხეულის ტემპერატურით გამთბარი დიდი ბრიტანეთის დროშისფერი ქურთუკი ნუცას გამხდარ და გაყინულ სხეულს სულ ოდნავ უმსუბუქებდა სიცივის სიმწარეს და მის ჩაჭიდებულ მკლავს უხურებდა. მობუზულს ორივე მკლავი მოვხვიე და ვიგრძენი, როგორ გაუთბა გაყინული სხეული. ფიქრობდა ნუცა, რა იქნებოდა ოდნავ თბილად ჩამეცვა, მერის ქურთუკს მიწებებული მის იმედად არ დავრჩებოდიო. უკითხავად ვახერხებდი ახლა მისი ამ ფიქრების წაკითხვას და მეც უთქმელად ვეთანხმებოდი. ისიც ხვდებოდა, განა ვერ ხვდებოდა, რომ ამინდის შესაბამისად უნდა ემოქმედა?! თუმცა თინეიჯერულმა კუდაბზიკობამ და თავის გამოჩენის სურვილმა სძლია მის კომფორტულად გრძნობის სურვილს და აი შედეგიც შესაბამისი მიიღო! ადამიანი ინსტიქტითა და გონებით მოქმედებას შორის უკვე საუკუნეებია გაჭედილი და ვერ აურჩევია, საკუთარი თავის სიამოვნება როგორი გზითაა უკეთესი, რომელი უფრო ახლოსაა საღ აზრთან. ქუჩაში გასულს ჩემს ქურთუკს მოშორება და მკაცრი კლიმატის ძვლებში გატარება მოუწია, მაგრამ აქ მეც უძლური ვიყავი, რადგან ნამდვილად არ შემეძლო თბილისის ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე, ვარკეთილამდე მიმეცილებინა. ავტობუსის გაჩერებას მივაშურე და, სიმართლე ვთქვა, შვებისაგან ამოვისუნთქე, როდესაც ნუცას გაყინული სხეული მკლავებიდან მოვიცილე. გაჩერებასთან ავიტუზე და 11 ნომერი სამარშრუტო ტაქსის მოსვლას დაველოდე. დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ კვლავ გაწვიმდა. წყალგაუმტარი კაპიუშონი წამოვიფარე და ცმუკვა დავიწყე, ერთ ადგილას დგომით გამოწვეული შემცივნება რომ გაექრო. თბილისის მერიის შენობიდან ხალხის ნაკადი უწყვეტად გამოედინებოდა და არც მისკენ მიმავალ ადამიანთა რიცხვი წყდებოდა. ყველა შესულს ორგანიზმის გალღობისაგან გამოწვეული სიამოვნება აღბეჭდოდა სახეზე, რომელიც სულ მოკლე დროში ნოემბრის სუსხ ქარში მოხვედრის უსიამოვნებით იცვლებოდა. სამარშრუტო ტაქსიში ასვლამ საბოლოოდ დიდი შვება მაგრძნობინა. უსუფთაო და დახეულ სავარძლებს შორის მდგარ რამდენიმე, შედარებით მოწესრიგებულს შორის ერთ, კართან ყველაზე ახლოს მდება- რეზე ჩამოვჯექი და შვიდი წუთის შემდეგ კლინიკა „ავერსის“ წინ აღმოვჩნდი. არ შემციებია.
იოდის, სპირტისა და სამედიცინო საშუალებების სუნმა თავბრუ დამახვია. „მეორე სართული, მარცხნივ, 106-ე ოთახი; მეორე სართული, მარცხნივ, 106-ე ოთახი...“ - გუნებაში ვიმეო- რებდი და თან ლიფტის გამოსაძახებელ ღილაკს ვაჭერდი თითს.
„ალბათ, ახალია, ისეთი მაგარი და ნაკლებად გაცვეთილია.“-გავიფიქრე.
ლიფტიდან დაცვის ორი თანამშრომელი გამოვიდა.
-რა კარგად მოიფიქრეს, ეს ლიფტი რომ გაარემონტეს. უკვე ცუდად ჭრიალებდა ღილაკებიცა და თავად ლიფტიც...-მომესმა ერთის ნათქვამი.
-ჰო, მართალი ხარ,- დაეთანხმა მეორეც.
მეტი არაფერი გამიგია. არც მჭირდებოდა გონების მათი საუბრით გადაღლა. მთავარია, ის ხომ გავიგე, რომ სწორი დასკვნა გამოვიტანე.
მეორე სართულზე ავსრიალდი. სარკეში დამუხტული თმა ოდნავ შევისწორე და ლიფტიდან გამოსულმა მარცხნივ გავწიე. მოსაცდელში მსხდარი პაციენტებისა და მათი აწყლიანებული თვალების დანახვამ სევდისმაგვარი შიში გამოიწვია. არ ვიცი რატომ, მაგრამ ავადმყოფების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვწუხდი მათ გამო, სიყვარულის გრძნობა და დახმარების გულითადი სურვილი არასოდეს მქონია. პირიქით, სულ თავს ვარიდებდი ხოლმე მათ ისევე, როგორც მაშინ. ვფიქრობდი, რომ ნამდვილად არაა კარგი, როდესაც ადამიანი თავს ცუდად გრძნობს და დახმარება ესაჭიროება, მაგრამ მათი გულისათვის, მიუხედავად წუხილისა, ვერასოდეს შევძლებდი, ლოყაზე თუნდაც ერთი წვეთი ცრემლი გადმომეგორებინა.
განა მათ აუწყლიანდებოდათ თვალები ჩემი ავადმყოფობის გამო?! არა მგონია.
ღმერთო, ეს რა ცივსისხლიანი გავხდი-მეთქი, გავიფიქრე და თავი გავაქნიე.
„106-ე კაბინეტი... ვაი!..“
კაბინეტისაკენ სწრაფად მიმავალს ნაცნობი სახე შემხვდა.
არა, ეს არ იყო ნათლიას სახე. არც რომელიმე კლასელისა ან მეგობრისა. კარგად დავაკვირდი მის შავი ფერის ქურთუკს, შავ ,,ბათინკებსა“ და ხაკისფერ შარვალს.
უზომო სიხარულით განვიმსჭვალე და თან ტვინის უჯრედებში ღრმად გამჯდარმასინდისმა შემაწუხა. ფესვებგადგმულიისე ღრმად, რომ გულსა და ფეხებს მთელი ძალით ექაჩებოდა და დამუხრუჭებას აიძულებდა.
ჩემი მისდამი მოპყრობა და წამოსროლილი სიტყვები არანაირად არ ჯდებოდა არანაირ არასენტიმენტალურობაში. არა, ეს გაუაზრებელი ბოროტება იყო, რომელიც გამოსწორებას უკვე აღარ ექვემდებარებოდა. მიუხედავად ამისა, სინდისი მიბიძგებდა, მეცადა მაინც.
მივბრუნდი. და ერთი სკამის გამოტოვებით ჩამოვჯექი. არც შევუმჩნევივარ. ის ის იყო, სიტყვა უნდა ამომეთქვა, რომ ენაზე ასობით ბოქლომი დამედო ისე, რომ ამოძრავებას ვეღარ ვახერხებდი. ნერვიულად დავიწყე თითების ტკაცუნი და გონებაში იმის დალაგება, თუ რის თქმა სჯობდა მწუხარებისა და სინანულის გამოსახატად.
-მოკლედ, დიდი ბოდიში... - ამოვღერღე.
დუმილი.
-სახელი არ ვიცი, თორემ სახელით მოგმართავდი.
კვლავ დუმილი.
მივხვდი, რომ საუბრის წამოწყებას აზრი არ ჰქონდა. მისი დუმილით სინდისის მიერ მოყენებული ტკივილი ათჯერ გამიმძაფრდა. აღარც მას უთქვამს არაფერი და აღარც მე. გარეგნულად გავქვავდი. ახლა არ იყო ცრემლების ღვრის დრო.
კაბინეტის კარზე მორიდებით დავაკაკუნე.
-დამელოდეთ!- გამომძახა ნათლიამ.
ნათლია ნევროლოგი გახლდათ. ქერა, ჩაპუტკუნებული და ცოტა რთული ხასიათის გაუთხოვარი, ასე, 48 წლის ქალბატონი იყო. ხალხში თავის გამოჩენა და ახალთახალი აქსესუარებით თავის მოწონება მისგამოუსწორებელ ჩვევას წარმოადგენდა. არც ფული ენანებოდა მსგავსი სიამოვნებებისათვის. არა, ყოველი ახალი სმარტფონის გამოსვლისას ტექნიკისა და აქსესუარების ძვირადღირებულ მაღაზიაში არ მიქროდა, თუმცა საკუთარი თავის განებივრება უყვარდა.
კაბინეტის კარიც გაიღო. ქერა, ახალგაზრდა ქალი ხვეული თმით, შავი სვიტერითა და ლურჯი ჯინსის შარვლით შემოსილი, თოთხმეტი-თხუთმეტი წლის ყმაწვილთან ერთად თვალებაწყლიანებული გამოვიდა კაბინეტიდან და სწრაფი ნაბიჯით გაემართა ლიფტისაკენ.
„ღმერთო, როგორ ჰგავს რეიჩელ ბროსნაჰენს!“-გავიფიქრე და კაბინეტს მივაშურე. ღია კარიდან ნათლიამ შემამჩნია და ბოლო ხმით შესძახა:
-მოდი, ჩემო ფუმფულა!
-გამარჯობა! როგორ ხართ?
-არამიშავს, შენ როგორ ხარ, ჩემო ძვირფასო, როგორ მიდის სწავლის საქმე?
-არაჩვეულებრივად...
თითზე რაღაც შევნიშნე.
- გილოცავთ!
-რას მილოცავ?
-ნუთუ თავად არ იცით?!
-არა, უბრალოდ ვერ ვხვდები...
- ნიშნობას.
- საიდან იცი, რომ... დედასთვის არ მითქვამს!
-რა საჭირო იყო დედასთვის გეთქვათ. ფაქტი ცხვირწინ გვაქვს.
დაფიქრდა.
გამეღიმა. ნიშნობის სქელი, ყვითელი ბეჭედი ნუთუ ასეთი რთული შესამჩნევი იყო!
-მგონი, უნდა ითქვას, რომ არაჩვეულებრივი მხედველობა გაქვს, მერი. მაგრამ მაინც... უი! რა ბავშვურია! ბეჭედი ხომ?
-დიახ.
-ამას მეც კი მივხვდებოდი,-გადაიხარხარა.
-ეჭვიც არ მეპარება,-ირონიულად ვუპასუხე.
-დედას ანალიზების პასუხი მომივიდა. არაჩვეულებრივად აქვს ყველაფერი. თავბრუსხვევა შეიძლება სისხლში ჰემოგლობი- ნის ნაკლებობის გამო ჰქონდეს. დაიცადე, ახლავე მოგცემ დოკუ- მენტსაც,- სკამიდან გადაიხარა და გადავარდნის პირას მისულმა ძლივს ამოაცურა უჯრიდან წითელი ფერის ფოლდერი.
-აი ესაა,- გულამოვარდნილმა ძლივს მოითქვა სული.-არა რა, უნდა ჩაგეხუტო. მოდი აქ!- ხელები გაშალა. მეც მივედი, მაგრამ შიშისაგან ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, გაგუდვისაგან თავი რომ დამეზღვია. მისვლისთანავე რომ არ მითხრა, მოდი, ჩაგეხუტოო, ვიფიქრე, ამ ერთხელ მაინც მოვახერხებდი მისი მკლავებიდან თავის დახსნას, თუმცა ვერ გადავრჩი. ამიტომაც თავს ვიკავებდი ხშირად მასთან შეხვედრისაგან.
-როგორ გაზრდილხარ!
ნაძალადევად გავიღიმე. მსურდა სახლში მომესვა თავ- ქუდმოგლეჯილს, თუმცა შექმნილი სიტუაცია ამის არანაირ საშუალებას არ მაძლევდა. ღონემიხდილი დავეშვი სკამზე და იმ დროის გასაყვანად, უსასრულოდ რომ აპირებდა გაგრძელებას, გადავწყვიტე კითხვა დამესვა.
-უკაცრავად, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს.
-გისმენ, ძვირფასო.
-ის ქვრივი ქალი ვინ იყო ბიჭთან ერთად?
-მისი დედა. მაგრამ საიდან იცი, რომ ქვრივია?
-პირველი: თითზე ჯერაც საქორწინო ბეჭედს ატარებს, მეორე: კისერზე გულსაკიდად მეუღლის ნიშნობის ბეჭედი ჰკიდია.
-ჰოო... მოკლედ, ნაშვილები ჰყავს.
-მერე?
-და ვეღარაფერს ხედავს.
-უი!
-და ვერც ვეღარასდროს დაიბრუნებს. რაღაცას მოგიყვები და არავის უთხრა, იცოდე. კარგი?
-კარგი.
-დაიფიცე.
-ვფიცავ!
მომიახლოვდა და ჩაიჩურჩულა.
-კარგი. მოკლედ, დედამისი მასზე ასაკით საკმაოდ უფროსმა მამაკაცმა შეირთო ცოლად. ერთმანეთი უყვარდათ, არ გეგონოს, რომ...
-ანუ ფულიანი ტიპი იყო?
-ჰო, ამიტომ ყველა ჭორაობდა, ფულისა და ქონების გამო გაჰყ- ვა ცოლად, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ მიესაკუთრებინაო.
-რა საშინელებაა... მერე, როგორც ვხვდები, შვილი არ გაუჩნდათ და იშვილეს.
-ასეა. ბიჭს გაბო დაარქვეს, ნუ გაბრიელი. ობოლ და აღ- საზრდელ ბავშვთა თავშესაფრიდან წამოიყვანეს.
- კარგი სახელია.
-გეთანხმები. ორიწლის წინ დათო, ანუ მეუღლე გარ- დაიცვალა.
გაბრიელს განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა ჰქონდა მამასთან და ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო, რამაც ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს ფუნქციის დაქვეითება და მხედველობის სრული დაკარგვა გამოიწვია. დაწვრილებით არ მოგიყვები ახლა დაავადების ყველა სიმპტომს.
-რა საშინელებაა...- შევწუხდი, თუმცა ტირილი ახლაც არ მომსურვებია.
-მართალი ხარ... ამ ამბის გამო საკმაოდ ჯმუხი და ცუდი ხასიათი ჩამოუყალიბდა. არაა მარტივი ამხელა ამბის გადატანა. ახლაც კი თვალწინ მიდგას, როგორ იწვა თორმეტი წლის გაბრიელი საწოლზე და მეხვეწებოდა, ბნელა, შუქი აანთეთო... -თვალზე მომდგარი ცრემლი, ხალათის სახელოთი მოიწმინდა,-ეჰ!.. ასეთია ცხოვრება. ვერ გავექცევით. მართალია, ცოტა უხეში ადამიანია, მაგრამ ძალიან კეთილი და გულისხმიერიცაა. გააჩნია, როგორ მიუდგები.
-ჰუჰ!.. აბა, დიდი მადლობა ყველაფრისათვის, ახლა უნდა გავიქცე, ბევრი საქმე მაქვს სახლში.
-რისი მადლობა, ფუფმულა! დედა მომიკითხე! დოკუმენტი არ დაგრჩეს.
-ნახვამდის!
-მალე გნახავ!
კაბინეტიდან თავი ძლივს დავაღწიე. კიბე ფეხით ჩავირბინე და გასასვლელში თავქუდმოგლეჯით გავვარდი.მომქანცველ, გულის შემაწუხებელ აურას გავურბოდი, ამ კლინიკის კედ- ლებში რომ ბუდობდა. გარეთ გასვლისთანავე ცივმა, მაგრამ სუფთა, ჟანგბადით გაჟღენთილმა ჰაერმა გამომაფხიზლა და გუნება გამომიკეთა.
„ღმერთო ჩემო, რა უშინაარსოდ გავფლანგე ეს დღე! ხომ შემეძლო წიგნის კითხვასა და სწავლაში გამეტარებინა! ოჰ, მერი, მერი!.. რა გეშველება!“-ვიფიქრე.
ოჰ! როგორ ერთფეროვნად მიედინებოდა ეს დღეები! მხოლოდ სახელმძღვანელოები, რვეულები, კალმები, კლასელები და მასწავლებლები, დამღლელი რუტინა და დამღლელი მოვალეობები. ერთადერთი, რითაც მისაგან თავის დახსნასა და ფიქრებისაგან გათავისუფლებაში მეხმარებოდა, მხოლოდ ფანქრის, სათლელის, საშლელისა და თაბახის ფურცლის აღება და ხატვა იყო, რომელიც თავად შევისწავლე ნაწილობრივ, სხვებისაგან დამოუკიდებლად. არავის შეეძლო დაეყვედრებინა, რომ მათი დახმარებით, თუნდაც ფინანსური ხელშეწყობით მოვახერხე ეს. ეს იყო ერთადერთი რამ, რაც სრულ თავისუფლებას მანიჭებდა და ჩემს სულს ფრთებს ასხამდა. ოცნებაში წარმოდგენით დახატულ სურათებს ხორცს ასხამდა და მსიამოვნებდა, როდესაც მათ რეალობაში ვუცქერდი. გრაფიკა მიზიდავდა. ხატვისას ბევრჯერ ჩამომგორებია ლოყაზე ცრემლები. არა იმიტომ, რომ ფრთაშესხმული ოცნების ასრულება არასოდეს შემეძლებოდა; აბა, რის ოცნებაა ოცნება, თუ იცი, აიხდენ მას, თუ ცხოვრების ბოლომდე ინტერესით, მოთმინებით დაელოდები მის ასრულებას. თუნდაც არარეალური იყოს, ყველა ადამიანს სიამოვნებს ოცნებებში ფრენა, მათი აუხდენლობა სწვავს, მაგრამ თან მალამოსავით ედება მის გულს; სულ რამდენიმე წამითაც საკმარისია წარმოიდგინო, სიხარულის რომელ ფაზას მიაღწევ შენი სანუკვარი ოცნების ახდენისას, თუ ეს ოდესმე მოხდება და ადრენალინი უცებ იწყებს გამოყოფას. გარეგნულად დაფარულ სურვილებსა და განცდებს საკუთარ თავს უზიარებ და გულის ფეთქვას უგდებ ყურს.
რითმული ფეთქვა...
სიტყვები:„ღმერთო, გთხოვ...“
სახლში მისული ბარბაცით მივედი დივანთან და მოწყვეტით დავეშვი. ამოვარდნილი ზამბარები ხერხემლის მალებსა და ნეკ- ნებს შორის მესობოდა და ადგილს ვერ ვპოულობდი, რომ ოდნავ დამესვენებინა. ის-ის იყო ჩამთვლიმა, რომ დედაჩემმა დასჭექა:
-მერი, რას აკეთებ?
-არაფერს, ვისვენებ.
-ადექი ორი წუთით, დამეხმარე.
-დავიღალე ძალიან და შეგიძლია, რომ დამაცადო დასვენება?!
-მომეხმარე და მერე დაისვენე. რით დაიღალე? სკოლაში იყავი, მოხვედი, გაერთე და ნახევარი საათით ქუჩაში გახვედი, მე რომ დამხმარებოდი. ბოდიში რა, ნახევარმა საათმა თუ დაგ- ღალა!-ირონიით წარმოთქვა და მეც იძულებული გავხდი, ავმ- დგარიყავი. მიჩვეული ვიყავი მის ასეთ ტონს: თავიდან თხოვნის, უარის შემდეგ კი - ბრძანების. ადრე ემოციურად მოქმედებდა ხოლმე, ახლა კი საერთოდ არანაირ შიშს, გულისტკივილს და არანაირ ემოციურ შეგრძნებას არ იწვევდა ჩემში, რაც ძალიან მეხმარებოდა და, სხვათაშორის, მომწონდა კიდევაც.
სწრაფად წამოხტომისას თავბრუ დამეხვა. ბარბაცით გავედი სამზარეულოში.
-აღარ მჭირდება უკვე, თავად გავაკეთე. წადი ახლა,– მომ-მართა და საქმის კეთება გააგრძელა.
კვლავ დივანს მივაშურე. გამეღიმა. საკუთარი დედაც კი ვერ ხვდებოდა, რა მაფიქრებდა. „იცხოვრე, ყველაფერს დრო მოი- ტანს,“ - ამ ფრაზით მპასუხობდა ყოველთვის, როდესაც ჩემიფიქრების, გეგმების გაზიარება მომინდებოდა.
მერე რა.
მარტოობა გამაჩნდა, რომელიც მიცავდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent