შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ (თავი მესამე)


9-09-2023, 17:31
ავტორი Holly_Holly
ნანახია 2 074

ბავშვებო კომენტარებით გამახარეთ,უცბად დავწერე და მოგწონთ? კომენტარების მიხედვით მივხვდები ღირს გაგრძელება თუ არა.
******************
- სასიამოვნოა - ხელი გამომიწოდა და ცალყბად გამიღიმა უმცროსმა დადიანმა
- იმედია გაუგებთ ერთმანეთს , დარწმუნებული ვარ - გაგვიღიმა თემომ
- დღეს საღამოს ვგეგმავთ ველქამ ფართს,ყველას უნდა გავაცნოთ ირაკლის ჩამოსვლა ანი,მოსაწვევებს დავამზადებინებ ქეთის და გავაგზავნით. ხვალ დილით მივფრინავ საფრანგეთში - ხელები მომხვია თემომ და შუბლზე მაკოცა
- უკვე ვეჭვიანობ მამაჩემო - გაეცინა ირაკლის
- წავედი ბავშვებო აბა თქვენ იცით საღამომდე - ხელი დაგვიქნია და წავიდა
- მოვიშორე მომღიმარი სახე და ნაგლად ავხედე დადიანს
- შენ იცოდი ვინც ვიყავი ხო? ხელი ჩავავლე და კაბინეტში შევიყვანე
- ფრთხილად გოგო
- მიპასუხე - ხელები გადავიჯვარედინე და კარს მივეყუდე პასუხის ლოდინში
- საიდან უნდა მცოდნოდა - თვალები აქაჩა
- შენც ხო იცი რო ერთად შანსი არაა ვერ ვიმუშავებთ , საერთოდ სხვადასხვანაირები ვართ უკვე ვგრძნობ ამას - აკანკალებული ხმით დავიწყე ახსნა
- რა სტუმართმოყვარე ხარ? უკვე მაგდებ? - იცინის
- თემოს დაელაპარაკები და ეტყვი რო არ გინდა ჩემთან მუშაობა მოკლედ რამე მოიფიქრე არ მანაღვლებ - ხელი ავიქნიე - ხელი ჩამავლო და მისკენ მომაბრუნა
- მომისმინე, შენ ჩემი კარგი დამოკიდებულებით თუ ვერ ისარგებლე შემიძლია ძალიან ცუდი მხარე დაგანახო არ გამიჭირდება, აქ ჩამოვედი იმიტორო მამაჩემს დავჭირდი და ეგ უნდა დააფასო პატარავ რო არ მიგატოვეთ - თვალი ჩამიკრა
- მისი ხელი მოვიშორე პატარა ბალიში ავიღე , პირზე მივიფარე და ვიყვირე
- არანორმალური ხარ - გაოცებულმა თვალები დაჭყიტა და კაბინეტიდან გაქრა.
სწრაფად გავედი კაბინეტიდან , თამთას ნომერი მოვიძიე და დავურეკე
- სად ხარ?
- ბარში ვარ მოდი,დიტოს ძმაკაცი ჩამოვიდა და გაგაცნობთ
- კაი მოვდივარ
ბართან ვიდექი , როცა ქეთიმ დამირეკა
- გისმენ ქეთი
- ქალბატონო ანი , ახლახანს დაგვირეკეს და თქვენი ერთ-ერთი ნახატის ყიდვა უნდათ,აუცილებელია რომ მობრძანდეთ
- მოვალ ერთ საათში ქეთი
- კარგით,გადავცემ. ყურმილი გავუთიშე და ბარში შევედი , თამთა დავინახე და მისკენ წავედი
- რა ხდება აბა რა შეკრებაა? ღიმილით მივედი ბავშვებთან, ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი იდგა ზურგით და ვფიქრობდი ოღონდ ეს არა
- ირონიული ღიმილით გამომხედა
- მოდი ანუშკი ეს ირაკლია ჩემი ძველისძველი ძმაკაცი,წლები აქ არ იმყოფებოდა
- ვიცნობ - თვალი არ მომიშორებია დადიანისთვის ისე ვუპასუხე დიტოს
- რაა ? საიდან იცნობ? როდის გაიცანი? მომაყარა თამთამ კითხვები
- ყველგან შენ უნდა იყო? ეს სცენები დადგმულია თუ რა ხდება? სახლში რო მივიდე და შენ დამხვდე არ გამიკვირდება
- ტონს დაუწიე გოგო
- ოპოპ, რა ხდება ამიხსნით? გიორგი დადგა ჩვენ შორის და ეცადა გარკვეულიყო რა ხდებოდა
- ძალიან კარგი კითხვაა გიო, მოვუსმინოთ ვაჟბატონს - ხელები გადავიჯვარედინე და თვალს არ ვაშორებდი, ეს უკვე მართლა გამაღიზიანებელი იყო ამდენჯერ ამ ადამიანის ნახვა ყველგან
- დადიანმა ისე მოუყვა ყველაფერი ბავშვების ნერვი რომ არ გაუტოკებია
- მაგარ თემებში კი ხართ - სიცილი დაიწყო თამთამ
ხელზე ვუჩქმიტე და თვალით ვანიშნე გაჩუმებულიყო.
- ძალიან გული დამწყდა მაგრამ მესმის თემოსიც,გამიჭირდება მისი არ ყოფნა მაგრამ გადავლახავ რამენაირად
- არ ინერვიულო არ გაგრძნობინებ მამაჩემის არ ყოფნას - ირონია არ დააკლო და თვალი ჩამიკრა
- შენ გაჩუმდი შენ საერთოდ არ გელაპარაკები
- ამას როგორ უძლებთ? მიმართა ბიჭებს და ვისკი მოსვა - ამას არ ვიცი მაგრამ სიცილი მოყვა
- თქვენც ამის ჭკუაზე ხართ ხო? ძალიან გაბრაზებული ვიყავი და ავდექი რომ გამოვსულვიყავი
- ეეე ანუშკი კაი რაა რა გჭირს ტო მოდი რა არ წახვიდე - ხვეწნით გამომხედა დიტომ
- საღამოს ამას ველქამს ვუწყობთ და თქვენც გელოდებით , დიტო მეგი წამოიყვანე რა - ელვის სისწრაფით წამოდგა ფეხზე და ჩემ წინ დადგა,ჩემზე ორი თავით მაღალი იყო მგონი, თავი იმხელაზე ავწიე რომ მისთვის თვალებში ჩამეხედა , დიდრონი შავი თვალებით მზერა მომაპყრო
- ჩემზე ამას კიდე იტყვი , ტუჩები ახლოს მოიტანა ჩემს ყურთან და ჩამჩურჩულა - დაგერხევა ბაგრატიონის გოგო
- ხელი გამიშვი პირუტყვო - მისი ხელი მოვიშორე და ადგილი დავტოვე
დადიანი ბიჭებს დაუბრუნდა , სვავდნენ და ერთ საათში დაიშალნენ,საღამოსთვის ემზადებოდნენ.
ქეთიმ დამირეკა და აკადემიაში წავედი.
- ქეთი კაბინეტში გელოდები - თავი დამიკრა და ფეხაკრეფით გამომყვა
- აბა გისმენ რომელი ნახატის გაყიდვაზეა ლაპარაკი?
- თქვენი ბოლო შემოქმედების ქალბატონო ანი
- მაგ ნახატს ორი წელი ვხატავდი - გამეღიმა
- რამდენად შეაფასებთ?
- ოოოფ , როგორ მაკლია თემური - თავი ხელებში ჩავრგე და არ ვიცოდი რა მექნა, იმდენად მიყვარდა ჩემი ნახატები , მთელ სულს და გულს ვაქსოვდი მათში
- წასაღებად როდის მოვლენ? მინდა რომ მოვუსწრო - ვკითხე ქეთის და ფანჯარას გავხედე
- ხვალ დილით
ქეთის შევუთანხმე ნახატის გაყიდვაზე ყველაფერი და აკადემია დავტოვე.
სახლში მისულმა შხაპი მივიღე , საღამოსთვის შევარჩიე მოვარდისფრო მოკლე კაბა და ვარდისფერი მაღალქსულიანი ფეხსაცმელი , გავედი მისაღებში და თამთას შევძახე მალე გამოსულიყო
- თააამთაა რით ვერ მოემზადე
- მოვედი ვსიო , რა ლამაზიხარ დაქუუ , დღეს გოგოშკურ ფერებში ხარ ხო? - გაეცინა
- ნუ აზვიადებ
ტელეფონმა დამირეკა , თემო იყო
- გისმენ თემურ
- ანი მზად ხარ?
- კი აი გავდივართ უკვე
- ირაკლის დაელოდე გამოგივლის და ერთად წამოდით , მინდა რომ ხალხმა ერთად დაგინახოთ - უარი ვეღარ ვუთხარი არმინდოდა მისთვის წყენინება, თან ხვალ მიფრინავდა და ვერ ვნახავდი დიდი ხანი, ნერვები მეშლებოდა , მართლა ძალიან მაღიზიანებდა მისი ახლოს ყოფნა მაგრამ რა უნდა მექნა?! მანქანის ხმა მომესმა და ფანჯრიდან გავიხედე , გიორგი იდგა მანქანას მიყუდებული და სიგარეტს ეწეოდა
- ჩამოდით, ხელი დაგვიქნია
- თამთა შენ უნდა წახვიდე მარტო - გავუცინე
- აფრენ ხო? არ ჩავუჯდები ამ ცხოველს მე მანქანაში მარტო
- კაი რა გთხოვ ცოდოა მარტო ხოარ წამოვიდოდა , ჩემი ამბავი უკვე იცი და
- ოოოოოფ , წამოიყვირა და ქვემოთ ჩავიდა.
*******
- ანი სადაა? - სიგარეტი ისროლა და კარი გაუღო თამთას
- ირაკლისთან ერთად წამოვა
- ვაა აკი ვერ იტანენ ერთამენთს?
- მეც ვერ გიტან მარა ხო გიჯდები? ღვედი შეიკრა და ცინიკოსობა არ დააკლო თამთამ
- შენ გოგო ენა ნუ წაიგრძელე და წესივრად მელაპარაკე ის ყ*ე ხოარ გგონივარ?
- ხოდა შემეშვი მაშინ არ გესმის?
- იოცნებე კი რო შეგეშვა.
******
ტელეფონი აწკრიალდა უცხო ნომერი ეწერა, უკვე მივხვდი ვინც იყო
- გისმენთ
- შენს ოფიციალურობაზე ვაფრენ - გაისმა კარგად ნაცნობი ხმა
- რა სწრაფი ხარ, ნომერიც გაგიგია
- მთავარია სურვილი , ჩამოდი
კარი ჩავკეტე და სახლიდან გავედი, ქვემოთ ჩასულს რა დამხვდა , გაოცებისგან და უფრო შიშისგან თვალები ავქაჩე
- მე ამაზე არ დავჯდები,შანსი არ გაქვს - ხელი მივუშვირე შავ დიდ მოტოციკლეტს
- ფეხით გირჩევნია? - გაიცინა
- მანქანა სად გყავს?
- დღეს არ ვიყავი მანქანის ხასიათზე - თვალი ჩამიკრა და ჩაფხუტი მომაწოდა , გაყინული ვიდექი , არასდროს არ ვმჯდარვარ მოტოციკლზე და ძალიან მეშინოდა
- დიდხანს გელოდო? - ჩაფხუტი მოირგო და შემომხედა, დავიკავე ჩემი ადგილი და სახელურს მივებჯინე
- თუ არგინდა გადაყირავდე ხელები ჯობია მომხვიო
- არ გადავვარდები
- მე გაგაფრთხილე და როგორც გინდა. ადგილიდან დაძვრა და ჩემი ხელები მის წელზე შეერთებას ერთი იყო.
20 წუთში ადგილზე ვიყავით, ბავშვების მოსაძებნად წავედი და თემური შემეჩეხა
- თემურ როგორი სიმპატიური ხარ - ყურებამდე გამეღიმა
- შენ როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურები - ხელით დამაბზრიალა და ჩამეხუტა
- დღეს ჩემი ბოლო შემოქმედება გავყიდე - სევდიანად ავხედე უფროსს დადიანს
- უი მართლა? მოგილოცო?
- არვიცი,ძალიან გული მწყდება ხო იცი , ხვალ წაიღებენ , დილით წავალ და ვნახავ ვინაა ის ბედნიერი - ოფიციანტს შამპანური გამოვართვი და მოვსვი.
- ბავშვებო რა კარგია რომ მოხვედით - სახე გამინათდა მათი დანახვისას
- აბა მაგაზე გაწყენინებდით? - თვალი ჩამიკრა დიტომ
- აუ რა ლამაზი ხარ ან - ხელი მომხვია მეგანმა
- თქვენც ლამაზები ხართ
- თამთა სადაა? თვალებით მოვათვალიერე დარბაზი
- გიოსთან ერთად არის მოვა მალე - უკნიდან მომესმა უმცროსი დადიანის ხმა და სასმელი დაგვირიგა. ძალიან მაღიზიანებდა ეს ადამიანი,მაგრამ ამასთანავე ძალიან მსიამოვნებდა მისი ახლოს ყოფნა,მისი სუნი და ყველაზე მეტად მისი მზერა მაბნევდა. რეებს ფიქრობ,შენ ნორმალური თუ ხარ , გავიფიქრე ქვეცნობიერში და თამთას ხმამ გამომიყვანა
- ჰეეი, აბაა ვგულაობთ დღეს?
- სად იყავით ამდენს ხანს? თვალები ავქაჩე
- ხო მოვედით რა გინდა - ხელი აიქნია და საცეკვაოდ გავიდა
- მობეზრებულმა გიომ თავი გააქნია და სასმელი დაცალა
- მეგან რა ხდება ახალი? რამდენიხანია არ მინახიხარ
- დიტოს ხელში როგორ ვიქნები - გაეცინა
- თუ მე შენს ხელში გოგო? ნაგლად გახედა ცაგარელმა და ტუჩებში წვდა
- ანიიი გოგო როგორ ხარ?
- ვაიმეეე სანდრო - გაოცებისგან პირი დავაღე და ძველ მეგობარს ჩავეხუტე
- ანუ რაც დრო გადის ლამაზდები ხო?
- ნუ მაწითლებ , როგორ ხარ აქ საიდან?
- დროებით აქეთკენ ვარ და აქ არ მოვიდოდი? - გაეცინა ალექსანდრეს და მიმიხუტა
- ჩემს მეგობრებს გაგაცნობ , ბავშვებო ეს ჩემი სკოლის მეგობარია სანდრო , ესენი დიტო,გიორგი,თამთა და დადიანმა მხარი იცვალა და ზედაც არ შეხედა - აღარ დავამთავრე დაბოლოვება
- სასიამოვნოა- გაეღიმა სანდროს და მორიდებული მზერა შეავლო ბავშვებს
- დღეს ბარში დაგპატიჟებთ წინააღმდეგი თუ არ იქნებით - ჩემკენ შემოტრიალდა მაჭავარიანი
- ეს ადგილი რით ვერ გაკმაყოფილებს? - შეუბრუნდა დადიანი
- სხვა დროს იყოს სანდრო მადლობა - გავუღიმე და შევეცადე გამენეიტრალებინა სიტუაცია - წამოდი ჩემს ნახატებს დაგათვალიერებინებ
- დიდი სიამოვნებით - ხელი მომხვია და ვიგრძენი დადიანის ისევ ცივი მზერა რომელიც მთელი საღამო არ გვაშორებდა მე და მაჭავარიანს.
ჩაირთო ჩვენთვის საყვარელი სიმღერა და ტანი ავაყოლე მელოდიას , სანდროს მოვხვიე ხელები კისერზე და დავიწყეთ ცეკვა , ვიგრძენი ცივი შეხება ხელზე , როგორ მიმათრევდა სწრაფად დარბაზიდან შორ მანძილზე
- მხეცი ხარ,არანორმალური, რას აკეთებ? გამიშვი ხელიი - ვკიოდი როცა ხელი ამიშვა და თვალებში ჩამხედა
- სპეციალურად იქცევი ასე , მაგიჟებ ძალით ხო?
- ვინ ხარ შენ? რამდენს ბედავ?
- ირაკლი ვარ დადიანი კარგად ჩაიბეჭდე გონებაში , რაც ჩემია მხოლოდ ჩემია გაიგე?
- და ვინ არის შენი ვინ? თავს რამდენის უფლებას აძლევ ცხოველო - ვყვიროდი და ხელებს ვურტყავდი
- გაჩუმდი ორივესთვის ასე აჯობებს - ხელი სახეზე მოისვა და დაბალ ხმაზე ჩაიჩურჩულა
- თორე რაა? რას იზავ? ვინ ხარ? რა გინდა საერთოდ? წინადადება არ დამამთავრებინა,ჩვენს შორის მანძილი დაფარა და ჩემს ბაგეებს დაეწაფა.



№1 სტუმარი სტუმარი Daria

Dzalian momwons moutmenlad velodebi gagrdzelebas❤️

 


№2  offline წევრი Holly_Holly

სტუმარი Daria
Dzalian momwons moutmenlad velodebi gagrdzelebas❤️

მადლობა დიდიი

 


№3 სტუმარი სტუმარი Kkk

Auuuuuu mikvarseseti ragaceebi!!! Kaia velit axal Tavs dids da male

 


№4  offline წევრი Holly_Holly

სტუმარი Kkk
Auuuuuu mikvarseseti ragaceebi!!! Kaia velit axal Tavs dids da male

Madlobaa ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent