მომკიდე ხელი - თავი მესამე
რა გულისამრევია! ეს სიყალბე უბრალოდ გულს მირევს! საკუთარი თავიც კი... ეს ყალბი ღიმილი და ხარხარი, სხვების დასანახად რომ ამიწებებია სახეზე, რა საზიზღარი და ამაზრზენია!.. ტყუილს მაინც დამალვა სჯობს. დაე, ვერასოდეს მიხვდნენ, რა მიდევს გულში. მირჩევნია, ბევრად მირჩევნია. ავდექი. სკოლისაკენ გავეშურე. შეცვლილი,სრულიადშეცვლილი.და დაუინტერესებელი სხვათა რეაქციით. კლასში შევაბიჯე. არეულ და წონასწორობადაკარგულ მერხებს გულგრილად ჩავუარე და საკუთარ მერხს მივუჯექი. ყველამ გაოცებით შემომხედა. მეც თვითკმაყოფილებით გავიღიმე და კვლავ რუსული ენის სახელმძღვანელო გადავშალე. -მერი, გამარჯობა!- მომესალმა ალექსანდრე. -გაგიმარჯოს. -მესმის... -უკაცრავად? -შეცვლილი ხარ. -გეთანხმები. -ჰო... გიხდება. არაფერი ვუპასუხე. წაბლისფერ თმაზე ხელი გადავისვი და დაფას მივაშტერდი. კლასში კვლავ შემოკაკუნდა მანანა მასწი. ამჯერად ყვითელი პიჯაკი და ლურჯი ფერის ქვედაბოლო ეცვა. -დილამშვიდობისა, ბავშვებო!- მოგვესალმა. დაფისაკენ შეტრიალდა. დავაკვირდი. ლურჯ ქვედაბოლოზე მრავლად გაჩენილმა ნაკეცებმა მიმახვედრა, რომ ავტობუსით ემგზავრა ჩვენს დამრიგებელს. -დღეს, როგორც უკვე დაგპირდით, ახალ თანაკლასელს გაიცნობთ. ბლა, ბლა, ბლა... ლოყა მკლავს ჩამოვაყრდენი და ჩემ წინ მჯდარ ალექსანდრეს მივაცქერდი. არც ის იყო დიდად დაინტერესებული. კალმის გამალებული მოძრაობა და აღმომხდარი ყრუ ღმუილი წინა მერხიდან არაჩვეულებრივად სწვდებოდა ჩემს თვალთახედვასა და ყურთასმენას. მესმოდა. ისევე, როგორც მას. მასაც აწუხებდა ის, რაც მე. ე.ი. უშინაარსო სიტყვათა ერთობლიობა. -ჩემო სამაგალითო ბავშვებო, ძვირფასებო! ხომ უნდა მქონდეს თქვენი იმედი?! -დიახ, მას!- ერთხმად შესძახა კლასმა, რაც უფრო ვალდებულებით იყო გამოწვეული, ვიდრე შეგნებით. ჩემი საშინელი მდგომარეობით შეწუხებულმა ამოვიოხრე. -აბა, რას იტყვით, შემოვიდეს?-იკითხა დამრიგებელმა. -დიახ, მას!-კვლავ ძალდატანებით დაიყვირეს მოსწავლეებმა. ეჭვით შემოგვხედა. შემდეგ ერთი წუთიო, თქვა და ლამინატით მოპირკეთებულ იატაკზე ქუსლიანი ფეხსაცმელების კაკუნით კლასიდან გავიდა. ჩემდა გასაოცრად, თავისთავად დადუმებულ კლასში ალიაქოთი და წიგნების ჰაერში ფრიალი არ ამტყდარა. განსაკუთრებული მოლოდინი სულაც არ მქონია. მხოლოდ ფეხბურთის მოყვარული კლასელები ელოდნენ ახალ მოსწავლეს, სურდათ აეყოლიებინათ. ძლიერი თავის ტკივილი მაწუხებდა და წამები საათებად მეჩვენებოდა. მერე რა, თუკი ახალი კლასელი შემოგვემატებოდა?! არც არაფერი! „ამაზე ვინაღვლო ახლა, მეტი საქმე არ მაქვს!“- გავიფიქრე და... გავიყინე. მერე დამცხა. თავის ტკივილი გამძაფრდა. კლასში იმედგაცრუების და გაოცების სურნელი დატრიალდა. ქალაქის ხმაურთან შერწყმული კლასელთა დუმილი და მათი თვალებით გაბმული დიალოგი ზუზუნივით ჩამესმოდა ყურებში. -ვაი!-აღმომხდა ჩუმად. -რა მოხდა?!- ალექსანდრე უცებ მომიბრუნდა. -ის... -შენ მხოლოდ ფაქტი არ გაღელვებს...იცნობ? -კი...უფროსწორედ, არა. -რა ჰქვია? -გაბრიელი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.