რას ელი ჩემგან ? 4
სასწავლო წელიც დაიწყო. იყო ბავშვების გაცნობა, დამეგობრება, საერთო ინტერესების გამოჩენა და დიდი სიყვარულის დამსახურება ახალგაზრდა მასწავლებლის მიმართ. საინტერესო და მრავალფეროვანი ახსნის სტილი დამწყები პედაგოგის ერთ-ერთი საუკეთესო თვისება იყო. გრძნობდა მოსწავლეების სითბოს და ხედავდა მათ ინტერესიან თვალებს, რაც ელენესთვის სტიმულზე მეტი იყო. სექტემბერიც მიიწურა ამასობაში... ალბათ დაგაინტერესდებათ მე და გიგა რა ურთიერთობაში ვიყავით? ჰმ, კარგით გიპასუხებთ. გვქონდა შესანიშნავად კარგი პერიოდი, დავსეირნობდით ერთად ყანებში და მინდვრებში. გავიხსენეთ ახალგაზრდობა და სიმინდებიც მოვიპარეთ, მოდიოდა ჩემთან და სოფლის ნობათით მამარაგებდა, მეც მზრუნველი მეუღლესავით ვახვედრებდი ვახშამს და ვსაუბრობდით შემოღამებამდე. -როგორი ვარსკვლავებით სავსე ცაა დღეს გიგა.- მისი მანქანით მინდორში ვიყავით გასულები, ძირს პლედი გვეგდო და ზედ იწვა გიგა, მე კი ორ ხელზე დაყრდნობილი ცას ავცქეროდი. -ძალიან ლამაზია კი.- დამეთანხმა, თუმცა არც შეუხედავს ცისთვის -მე მიყურებ და ისე მეთანხმები?- თავი მისკენ მივაბრუნე -შენ მოგწონს?-კითხვაზე კითხვით მიპასუხა -მე ძალიან -ხოდა მეც მაგიტომ ვთქვი რომ ლამაზია.-გაეცინა -სოფლელი ბიჭისს კვალობაზე ნამეტანი რომანტიული ხარ.- გავუცინე და მეც იქვე გადავწექი -შენ კიდევ სოფლელი გოგონას კვალობაზე მეტისმეტად მიწვევ.- ამჯერად თვითინ წამოჯდა და ზემოდან დამაჩერდა. ხმა ვერ ამოვიღე, გავიყუსე და თვალების ცეცბა დავიწყე -რას დადუმდი? ჩემი გრცხვენია.- თვალებმოჭუტულმა დამხედა -სულაც არა, არაფერია სათქმელი. -არადა იმდენი სალაპარაკო მაქვს... -გიგა, არ ფიქრობ რომ ჩვენს ურთიერთობას ვერ გავაგრძელებთ და ამაზე წინ ვერ წავალთ? -ვითომ რატომ?- გაოცდა, მერე დაიძაბა მიხვდა რაც ვიგულისხმე -რატოც გიგა.- ისევ წამოვჯექი და მუხლებს ხელები მოვხვიე -სულელობ, უშენოდ არც შვილი მინდა და არც ჩემი თავი -ვერ ვიქნები ეგოისტი.- ცოტაც და ტირილს დავიწყებდი, იმდენად ემოციური იყო ჩვენი ეს საუბრის თემა -უკვე ხარ მასე რომ ამბობ...- წამოხტა და სიარული დაიწყო -გიგა გთხოვ, დედაშენი არ დაუშვებს ამას.- ვთქვი და ახლა ნამდვილად წამომივიდა ცრემლები. აღარაფერი მითხრა წამომაყენა, პლედიც აიღო, მანქანაში ჩამსვა და სახლში მიმიყვანა. მთელი გზა ხმა არ ამოუღია მხოლოდ ჭიშკართან მითხრა რომ ეს საუბარი დაივიწყეო და პასუხის გაცემაც არ მაცადა გაქრა იქიდან. *** ხომ არსებოსბ დღეები როდესაც არაფრის კეთება არ გინდა, ან უბრალოდ ცუდ ხასიათზე ხარ და რაღაცა გიღრღნის გულს რომ ცუდი უნდა მოხდეს? დილიდან დაძაბულმა გავიღვიძე, ყველაფერს მექანიკურად ვაკეთებდი.გული ვერანაირ საქმეს ვერ დავუდე. თან უკვე საკმაოდ გრილოდა ოქტომბერ შემოპარულ ჩემს სოფელში. ბებო ქათემებთან იყო, ყავის ფინჯანით ხელში, სახლში შეყუჟული ტელევიზორს ვუყურებდი უცებ კარი რომ შემოგლიჯეს და ჩემ წინ ჩემი ყოფილი მეუღლე დავინახე ერთიანად გამაცია, ამაკანკალა, დავიბენი, ფინჯანი ხელიდან გამივარდა დაშევკივლე -აქ რა ჯანდაბას აკეთებ დავით?- საიდან ამომივიდა ასეთი ცივი ხმა არ ვიცი, მისი მრისხანე მზერა მიამიტმა გამოხედვამ ჩაანაცვლა -გამარჯობა, როგორ ხარ?-თქვა ვითომც არაფერი -გაეთრიე აქედან.- კარი გამოვუღე -სალაპარაკოდ მოვედი -მე სასამათლოში დავასრულე შენთან საუბრაი.- ხელები მიკანკალებდა ბრაზით და კარს ვებღაუჭებოდი -შემირიგდი გთხოვ.-ცივად დამიარა ამ სიტყვებმა ტანში, ცოტახანი დავდუმდი, ხელები დავიმორჩილე, მივუახლოვდი და სილა გავაწანი. ის მშვიდი და მეამიტი სახე წამებში დემონის სახით ჩანაცვლდა, თმაში ჩამავლო ხელი და გარეთ გამათრია. ვწიოდი, ვკიოდი, ხელებს ვურტყამდი თუმცა ამაოდ. მანქანაში ჩამაგდო და კარი გადაკეტა, თვითონაც მალე ჩაჯდა და ძრავი ჩართო. ვერ გამაჩერა ვურტყამდი, სახე მთელი ფრჩხილებით ჩამოვუკაწრე, ბოლოს ხელი გამარტყა და გავითიშე... თვალები რომ გავახილე, უკვე თბილისის შესასვლელში ვიყავით. ისევ ვუკივლე და მუშტები დავუშინე, თუმცა ამაოდ. ამ ჩხუბში ვიყავი გაბმული სიგნალის ხმა რომ მომესმა, თავი უკან შევაბრუნე გიგას მანქანა იყო, უკან მოგვდევდა. გულიდან თითქოს უდიდესი ლოდი მომხსნენს და ახლა უკვე ჩხუბთან ერთად მუქარაზეც გადავედი. გიგა მალე დაგვეწია და გადაგვასწრო კიდეც -გიჟია ეს კარგ მო**ნული, რას მიკეთებს.- დავითმა ერთი შეიგინდა, მანქანა გადააყენა და გადავიდა. გიგაც განერვიულებული წამოვიდა მისკენ და მიუახლოვდა თუ არა სახეში უთავაზა. მე მანქანიდან ვერ გადავდიოდი ჩამკეტე ისევ. მათ კი ხელჩართული ბრძოლა ჰქონდათ. მალევე გაჩერდა რამდენიმე ავტომობილი მათ გარშემო და საპატრულო პოლიციაც მოვიდა. სამივე წამოგვიყვანეს, ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში ისხდნენ მე კი დასაკითხ ოთახში ვიჯექი და მოვთქვამდი. - გთხოვთ, გიგა უნდა გაუშვათ ის მხოლოდ მე მიცავდა, დავითი ჩემი ყოფილი მეუღლე გამიტაცა, არადა ჩემთან მოკლარებაც კი აკრძალული აქვს.- განწირული ვუხსნიდი და მხოლოდ გიგას გადარჩნაზე ვფიქრობდი. საღამოს კარგად დალურჯებული გიგა ჩემთან ერთად გამოუშვეს სახლში. ტუჩი გახეთქილი ჰქონდა და დაბუშტული. -დატოვებენ, სასამართლოც იქნება მალე ადამიანის გატაცების გამო. -მზიამ რომ დამირეკა, მოვკვდი მეგონა ვერ გიშველიდი.- ჩემი თითები თავისაში ახლართა და რამდენჯერმე მაკოცა -შემირიგდიო და გვარტყი, გაბრაზდა.- მოკლედ ავუხსენი -არ დავუშვებ რომ რამე დაგიშავოს.- გადმოიწია და ძალიან ნაზად შემეხო ბაგეებზე, მეც სიამოვნებისგან გავიყუსე. რა კარი გრძნობა როდესაც ვიღაც შენზე ზრუნავს და მფარველ ანგელოზად გევლინება. სოფელში შებინდებისას მივედით, მზია ეზოს ბოლოსი ჯოხზე დაყრდნობილი მელოდა, რადგან მობილურები არც ერთს გვქონდა თან ვერ დავურეკე. შევედი თუ არა მოვეხვიე, იტირა, იჩხუბა, დავითს ყველაფერი ცუდი უსურვა და ბოლოს კარგად მოშიებულები დაგვაპურა. გიგა გავაცილე და შინ ავბრუნდი. გადაღლილობამაც თავისი ქნა დავწექი თუ არა დამეძინა. სიზმარი ვნახე თითქოს შავ თმიანი და შავ თვალა პატარა გოგონა მეჭირა ხელში და ძუ*უთი ვკვებავდი. იმდენად სასიამოვნო პროცესი იყო რომ ნეტარებისგან თვალები დახუჭული მქოონდა და მხოლოდ ბავშვის ჭამის ხმა მესმოდა. უეცრად ეს ხმა კატის კნავილმა ჩაანაცვლა, თვალები გავახილე და ბავშვის ნაცვლად შავ ბეწვიანი კატა შემრჩა ხელში. კვილით გამომეღვიძა და ლოგინიდან წამოვხტი, მაკანკალებდა, შუქის ჩამრთველი გაჭირვებით მოვძებნე და ოთახი გავანათე. ცოტახანში გული რომ დავიწყნარე, გიგას დავურეკე -გთხოვ მოდი ჩემთან.- შევევედრე. -ხო მშვიდობაა? წამოვალ ახლავე.- ისე მითხრა აშკარად ფხიზლობდა ისევ. ხუთ წუთში ჩემს ოთახში აღმოჩნდა, ყველაფერი მოვუყევი, დამამშვიდა. ფეხსაცმელები გაიხადა და ტანსაცმლიანი მომიწვა გვერდით. როგორ ჩამეძინა არ მახსოვს. დილით მის მკერდზე თავ დადებულს გამეღვიძა და მივხვდი რომ ეს ბიჭი გადამარჩენდა და დამიცავდა ყველანაირი განსაცდელისგან. *** -ბებო წუხელ უცნაური საიზმარი ვნახე.- საუზმობისას ვუთხარი -ყველა სიზმარს თავისი ახსნა აქვს ბებო, რა ნახე ასეთი?- დაწვრილებით მოვუყევი, ცოტახანი დადუმდა, იფიქრა და თქვა -შენი შიშები გებრძვიან ბები, დაწყნარდი, დამშვიდდი. როდესაც შენი გული და გონება სიმშვიდეს ნახავს აუცილებლად მოვა დიდი ბედნიერება შენთან და ნანატრი ოცნებაც აგიხდება. -კარგი რა მზია.- თან გამეცინა სიზმრის მისეულ ახსნაზე -ასეა ელენე, გაგახსენებ ამ სიტყვებს, ახლა კი წადი სკოლაში დააგვიანებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.