შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნებისფერი (სრულად)


11-09-2023, 16:23
ავტორი Maiaabuladze
ნანახია 12 061


„ ყველა ადამიანის ვნებას თავისი ფერი და სურნელი აქვს, როგორც სიყვარულს.“


ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ვიღაცამ უკან დამაბრუნა წარსულში... შვიდი წლის შემდეგ თბილისში დაბრუნება ადვილი არ იყო, ყოველთვის დამოუკიდებელი ვიყავი და ახლაც არ მინდოდა თუნდაც დროებით ჩემებთან ცხოვრება... საშინლად ცხელი ზაფხული დგას თბილისში, ჰაერიც კი არ მოძრაობს, გრილ წყალს ვივლებ და აივანზე ვჯდები ეზოში ხმაური მაიძულებს რომ გადავიხედო.
-ელ. -ნაცნობი ხმა რომ მესმის ამდენი წლის შემდეგაც კი მთელს სხეულში მივლის ჟრუანტელი, აქეთ-იქეთ ვიწყებ ყურებას იმ იმედით რომ მომეჩვენა. -ზემოთ ვარ ელენე. -ზემოთ ვიხედები და ის არის, ისევ ისე მიღიმის თითქოს ისევ უნივერსიტეტის მეგობრები ვართ. -მარტო ხარ? - ჩემს პასუხს არც ელოდება ისე ქრება აივნიდან და ჩემს კარზე აკაკუნებს, სანამ კარს გავუღებ თავი ხელში ამყავს რომ მის წინაშე არ დავიბნე.
-ერეკლე, მოდი კარებში ხომ არ იდგები.
-ლამაზი ბინა გაქვს, გემოვნება ყოველთვის კარგი გქონდა. -ისე ჯდება სავარძელში თვალს არ მაშორებს.
-ბედის ირონიაა არა?
-რა?
-ამხელა თბილისში მაინცდამაინც შენს ქვემოთ რომ ვიყიდე ბინა.
-უფრო ბედისწერა.
-ბედისწერამ ჩვენი გზები თითქმის ექვსი წლის წინ გაჰყო.
-ისევ ისეთი ხარ, მხოლოდ სხეულის ფორმები შეგცვლია.
-ხო, შენ არა. ბოლოს როგორიც გნახე ისევ ისეთი ხარ. - სავარძლიდან დგება და მიახლოვდება.
-დარწმუნებული ხარ რომ ისევ ისეთი ვარ? გავიზარდე, ახლა კაცი ვარ. - ჩახსნილ პერანგის ღილებს ვაკვირდები, მკერდზე ხელს ვადებ და ვხედავ როგორ ვმოქმედებ ისევ მასზე.
-ისევ ის ბიჭი ხარ, რამეს დალევ?
-ცივს თუ რამე გაქვს. -ვუღიმი ზურგს ვაქცევ და რაც შემიძლია სექსუალური მოძრაობით მივდივარ სამზარეულოსკენ, იქიდან ვაკვირდები როგორ ისვამს ხელს კეფაზე.
-ფორთოხლის წვენი, როგორც მახსოვს გიყვარს.
-მხოლოდ წვენია? -მის კითხვაზე მეცინება.
-როგორც წარსულში. -ჩემს ნათქვამზე თვითონაც იცინის.
-აბა, როგორ მიდის შენი საქმეები? არ მეგონა თუ დაბრუნდებოდი.
-არც მე მაგრამ მივხვდი რომ ოჯახისგან შორს ყოფნა არ მომწონს, თან ჩემი პარტნიორი აქ დაბრუნდა.
-პარტნიორი?
-ხომ იცი ვერ ვიტან სიტყვა შეყვარებულს, მაგისთვის საკმაოდ დიდი ვარ. -ვხედავ როგორ ეცვლება სახის გამომეტყველება.
-იმდენად სერიოზული ურთიერთობა გაქვთ რომ გამოყევი?
-ოჯახის შექმნას ვფიქრობთ, შენ არავინ გყავს?
-მე, მართალი ხარ არ შევცვლილვარ.
-ოჯახობანას თამაში შენი არ არის.
-მხოლოდ ერთ ქალთან მომწონდა ეგ.
-მერე რამ შეგაჩერა?
-პასუხისმგებლობების შიშმა.
-ისევ ის 24 წლის ბიჭი ხარ?
-ის ქალი შენ იყავი. -სუნთქვა შემეკრა მისი პასუხის მოსმენისას, არ ველოდი, ალბათ იმ წამს რომ ეთქვა დიმა მიატოვე და დამიბრუნდიო არც დავფიქრდებოდი, მაგრამ ეს მხოლოდ წამიერი იყო. ჩემში გაიღვიძა მიტოვებული ქალის სიამაყემ.
-მოიცა, შენ ის ბიჭი არ ხარ ჩემთან ოჯახობანას თამაში რომ მობეზრდა? არა და როგორც მახსოვს არაფერს ვითხოვდით ერთმანეთისგან, უბრალოდ კარგი სექსი გვქონდა, ყველაფერზე ვსაუბრობდით რომელ პასუხისმგებლობებზე ლაპარაკობ.
-ხო და ზუსტად მაგან შემაშინა რომ მომწონდა ეს ყველაფერი... იმან შემაშინა რომ 24 წლის ასაკში საკუთარ თავს შევუზღუდე თავისუფლება და სხვა ქალისკენ გახედვაც კი აღარ მინდოდა.
-ახლა აზრი არ აქვს ამ საუბარს, მე საქმრო მყავს რომელთანაც ძალიან კომფორტულად ვარ.
-და სიყვარული?
-მოვა ეგეც, ალბათ. -თითებს მხრიდან მაჯისკენ ასრიალებს და ვგრძნობ როგორ მეჭიმება მუცელი, ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარება და ქვედა ტუჩს კბილებს აჭერს.
-შენი პარტნიორი დიდი ხანია არ გინახავს?
-საიდან დაასკვენი?
-ან ვერ გაკმაყოფილებს. -წამოვიწიე და თვალი-თვალში გავუყარე. -შენი სხეული ისევ ჩემს ენაზე საუბრობს იცი? -ფრჩხილებს თმიდან ყურისკენ მოვასრიალებ, ყურს ქვემოთ ვატარებ და ყბისკენ მოვდივარ, ვხედავ როგორ ეხუჭება თვალები და უფრო მაგრად აჭერს კბილებს ტუჩზე.
-შენი სხეულიც ჩემს ენაზე საუბრობს... წვენს კიდევ დალევ? -იცინის და ჭიქას მაწვდის... მესამე ჭიქა არყიან ფორთოხლის წვენს რომ ვცლით ერეკლე მაკვირდება.
-ასეთი თხელი კაბა აღარ ჩაიცვა ლიფის გარეშე.
-რატომ, აღგაგზნებ?
-სულ რომ შეფუთულმა იარო მე მაინც აღმაგზნებ ხომ იცი, შენნაირი ქალი არასდროს მყოლია. -როცა არაფერს ვპასუხობ თემას ცვლის. -კარგი კაცია?
-დიმა?
-ესეიგი, დიმა ქვია.
-კი მეღვინეა, კარგი და განათლებული კაცია, ყურადღებიანი, მზრუნველი, რაც მთავარია ვუყვარვარ.
-აქ აპირებთ ცხოვრებას?
-ამ ბინაში? არა, ჯერ არ გვილაპარაკია ერთად გადასვლაზე.
-ისიც ჩამოვიდა?
-არა ერთ თვეში ჩამოვა, საქმეები აქვს.
-წავალ მე, სანამ ზედმეტი მომივა ფორთოხლის წვენი. -თვალს მიკრავს და ისე მიდის უკან აღარც იხედება, ჭიქების რეცხვისასაც კი მასზე ფიქრი არ მასვენებს. სულ მისი სახე მიდგას თვალწინ როცა ვეხებოდი, მისი მზერა როცა ჩემზე საუბრობდა. თავგზა ამიბნია მისი გამოჩენით, რა უნდოდა რატომ დაბრუნდა.


-ელ. -სადარბაზოდან გამოსულს ეზოში ერეკლე მხვდება.
-რა ხდება.
-ერთი კვირაა სად გაქრი?
-სამსახურის საქმეებს ვაგვარებდი.
-გუშინ შენი ბინიდან კაცის ხმა ისმოდა და ჩამოვიდა შენი ტურფა?
-გატყობ ძალიან გაწუხებს დიმას ამბავი, არ ჩამოსულა, მაგრამ ვინც იყო რომ გითხრა არ გესიამოვნება.
-ჩემი ძამიკო იყო? -ვიცოდი არ სიამოვნებდა ჩემი და ცოტნეს მეგობრობა მაგრამ ეს საერთოდ არ მადარდებდა. -დღეს ჩემთან გეპატიჟები ვახშამზე.
-დავფიქრდები.
-შენი ტურფას ღვინო წამოიღე, ვნახოთ რა კაცია.
-ანკესზე ვერ წამომაგებ.
-გაგიყვან.
-რატომ, სხვა საქმე არ გავს?
-არა. -ისე მტკიცედ მპასუხობს, ვიცი ცეცხლს ვეთამაშები მაგრამ მომწონს ერეკლესთან თამაში. -ისე ელ, როდიდან იცვამ ასე სექსუალურად, მახსოვს შენი გრძელი და ფართო მაისურები.
-მას შემდეგ რაც საკუთარი თავის ფასი ვისწავლე, ისე ამისთვის მადლობა უნდა გითხრა.
-რა მწარე ენა გაქვს.
-სამაგიეროდ სხვა რაღაცები მაქვს ტკბილი. -ერეკლეს ხელი ჩემს ფეხს რომ ეხება ვშეშდები.
-მაგაში მართალი ხარ, ჯერ ისევ მახსოვს როგორ მჭიდროდ მეხვეოდა ეს ფეხები წელზე.
-მხოლოდ ფეხები? -ხელზე, ხელს ვადებ და ვაკვირდები.
-ნუ მეთამაშები, ელ. -ხელს იღებს და ისევ საჭეზე აბრუნებს, ახლა მე ვეხები მის ფეხს და ვხედავ როგორ იშმუშნება. -ელენე, გააჩერე ხელი.
-რატომ? თავის შეკავება არ შეგიძლია?
-შენთან არა. -სვლას ანელებს და ვხვდები რომ ზედმეტი მომივიდა, მაგრამ ახლა არ დავნებდები... მისკენ ვიხრები და ცხვირს ლოყაზე ვუსვამ. -ელენე ცეცხლს ეთამაშები.
-ვიცი, მაგრამ თავს ვერ ვერევი.
-ასე არ გამოვა.
-მართალი ხარ. ჯობია თავი შორს დავიჭირო შენგან.
-მე რომ არ დავიჭირო თავი შორს?
-ერეკლე, საქმრო მყავს.
-ბეჭედი, არ გიკეთია მაგრამ ეგეც ვერ შემაჩერებდა.
-მოვედით, აქ გამიჩერე.
-საბავშვო ბაღში გაქვს საქმე?
-კი, ჩემი შვილის საბუთები შემაქვს.
-შვილის?
-კი, ჩემი შვილის. -ერეკლე გადმომყვა და ჩემთან ერთად წამოვიდა.
-მხოლოდ შენია? მამა არ ჰყავს?
-ჰყავს, აი დაბადების მოწმობა. -ერეკლე ეზოში მდგარ სკამზე ჩამოჯდა, ვუყურებდი როგორ დაპატარავდა ამხელა კაცი და მალე გაქრებოდა. სახეზე წამიერად შეეცვალა ემოციები, ჯერ გაოცება, მერე ბრაზი, მერე ტკივილი, ისე სწრაფად მოვიდა გონს რომ ვერც გავიაზრე.
-ახლა ჩვენს შვილს ბაღში დავარეგისტრირებთ და მერე ვილაპარაკებთ.
-ჩვენს?
-ხო აქ ხომ ასე წერია რომ მე ვარ მამა, თან ჩემი გვარი აქვს.
-გვარი ცოტნემ მისცა.
-ააჰ, ჩემი საყვარელი ძამიკო. -რადგან მხოლოდ საბუთები იყო დარჩენილი მალე მოვრჩით და გამოვედით, სადარბაზომდე ერეკლეს ხმა არ ამოუღია.
-შენთან თუ ჩემთან?
-ბათაც სახლშია?
-არა, ჩემს დასთან არის.
-მისი ნახვა მინდა.
-რათქმაუნდა, ნახავ და ერთმანეთსაც გაიცნობთ არ ვაპირებ გავიქცე და ბავშვთან ურთიერთობა აგიკრძალო... ფორთოხლის წვენს დალევ?
-მეტი არყით. -წვენს ვაწვდი და მის გვერდით ვჯდები დივანზე... ხმას არ იღებს უბრალოდ მიყურებს.
-რატომ არ მითხარი?
-როდის?
-განქორწინებამდე.
-იმიტომ რომ შენ ოჯახობანას თამაში არ გინდოდა, მე კი მინდოდა, ხოდა მყავს ბათა.
-ბაბუაჩემის სახელი დაარქვი ჩვენს ბიჭს?
-ერთხელ მითხარი თუ ოდესმე შვილი მეყოლება და თან ბიჭი ბაბუაჩემის სახელი უნდა დავარქვაო.
-არ გქონია მომენტი რომ გეგონა დაიღალე და გინდოდა ჩემთვის დაგერეკა?
-თავიდან კი, მთელი ფეხმძიმობა და პირველ თვეებშიც ძალიან ჭირვეული იყო.
-სწავლას, მუშაობას და ბათას გაზრდას ერთად როგორ ახერხებდი?
-ცოტნე მეხმარებოდა, მე რომ სამსახურში ან კოლეჯში ვიყავი ის უვლიდა... ვიცი არ მოგწონს, ვერ იტან იმას რომ შენი ნახევარძმაა მაგრამ ეს ბათას არ აგრძნობინო, ძალიან უყვარს.
-რატომ უკავია ამხელა ადგილი ამ ბიჭს შენს ცხოვრებაში?
-ჩემი მეგობარი და ბათას ბიძაა. -ერეკლე ჩემკენ იხრება და შუბლით მკერდზე მეყრდნობა.
-მინდა ბევრი ცუდი რამ გითხრა ახლა, გეჩხუბო, დავლეწო ყველაფერი მაგრამ მერე იმაზე ვიწყებ ფიქრს რომ თვითონ მიგატოვე. -წვენის ჭიქას იატაკზე დგამს და ხელებს წელზე მხვევს, თავისკენ მქაჩავს და მაგრად მიკრავს გულში, რა ჯანდაბა მჭირს, რატომ არ შემიძლია შევეწინააღმდეგო?! -ძალიან მინდა ახლა შენზე გაბრაზებული ვიყო, მაგრამ არ გამომდის. -მისი ტუჩები რომ მეხება მხარზე ცეცხლი მეკიდება, არ შემიძლია მისი შეჩერება, ხელს ჩემს ფეხზე დაასრიალებს, მხრიდან ტუჩები ჯერ ყელზე გადააქვს და ნელა მეხება, მერე ყბის ძვალზე კბილებს მკიდებს და ჩემში ერთიანად ფეთქდება ყველა ვნება... ხელებს მაისურში ვუცურებ და ფრჩხილებით ვეხები მის კანს, სწორედ მაშინ როცა მგონია რომ კაბას შემომახევს ხელებს მიშვებს და დივნიდან დგება, იმხელა იმედგაცრუებას ვეჯახები პირდაპირ სახით რომ მგონია მიწა გამისკდა და ჩამიტანა.
-რას აკეთებ?
-გვიანია, სახლში მივდივარ. -მინდა რომ ავდგე და სახეში მაგრად გავარტყა იმ იმედგაცრუებისთვის რაც ახლახანს ვიგემე.
-დროებით.
-ამოხვალ სავახშმოდ?
-შვიდი საათია უკვე.
-8-ზე გელოდები. -მიახლოვდება და ნიკაპზე ხელს მკიდებს, ყურისკენ მიიწევს და მეჩურჩულება. -იმედია ეს ლამაზი კაბა მარტივად ირეცხება და ლაქები არ რჩება. -მხოლოდ მაშინ ვიაზრებ რა მითხრა როცა უკვე გარეთ არის.
-იდიოტი, მოგწონს არა ჩემს ვნებებზე თამაში ხო და ვითამაშოთ. -ტელეფონს ვიღებ და ცოტნეს ვურეკავ.
-გისმენ ელ.
-გცალია?
-შენთვის ყოველთვის მცალია ხომ იცი.
-ბათას მომიყვან?
-ნანასთან არის?
-ხო და ნანუჩის უთხარი გამოპრანჭოს.
-სადმე მიგყავს?
-მამამისი უნდა გავაცნო.
-ცეცხლს ეთამაშები, როგორც კი ნახავს მაშინვე მიხვდება რომ მისი შვილია.
-იცის, დღეს ვუთხარი.
-მერე?
-არაფერი, მშვიდად მიიღო.
-და შენ მისი სიმშვიდე არ გაშინებს? -ვხვდები რომ ცოტნე მართალია და მისი სიმშვიდე უნდა მაშინებდეს. სანამ ცოტნე ბათას მომიყვანს აბაზანაში ვნებივრობ, ისე ვემზადები თითქოს ამაღამ დაუვიწყარი ღამის ჩუქებას ვაპირებდე ერეკლესთვის, წითელ კაბას ვიღებ კარადიდან, თხელი აბრეშუმის კაბაა, ზურგზე ბოლომდე ჩახსნილი და მარჯვენა მხარეს ფეხზე აჭრილი... საკუთარ ანარეკლს სიამოვნებით ვაკვირდები სარკეში, მერე ვფიქრობ რას ვაკეთებ და ვისთვის, საკუთარ ბავშვურ ქცევებზე ნერვები მეშლება, მაგრამ მე რის ელენე ვარ ახლა ფარ-ხმალი რომ დავყარო და დღევანდელისთვის შური არ ვიძიო.
-ცოტნე, რა იყო?
-ასე მიდიხარ ჩემ ძამიკოსთან?
-კი, ასე მივდივარ.
-ხვდები რას აკეთებ?
-ვხვდები, მინდა ნახოს ვინ დაკარგა... მინდა ჩემი სურვილი კლავდეს.
-დე, სად მივდივართ?
-დე, შენ ხომ იცი რომ მამიკო აქ ცხოვრობს, თან უკვე დიდი ბიჭი ხარ და დროა გაგაცნო.
-რა მაგარია, ცოტნე ძია, მამას გავიცნობ.
-კი ძიას კაცო ყველაზე მაგარია.
-შენ არ წამოხვალ მამიკოსთან? ის ხომ შენი ძმაა. -ცოტნე შეშდება, ვერ ხვდება რა უნდა უპასუხოს ბათას, მიყურებს და შველას ჩემგან ითხოვს.
-დე, ძიას ეხლა არ სცალია მამას მერე ნახავთ მარტოები... თან მამიკო აქვე ცხოვრობს ჩვენი მეზობელია და ხშირად ნახავ. -ბათა ნებდება და სამზარეულოში გადის.
-როგორ წარმოგიდგენია ჩვენი შეხვედრა?
-ბათასთან არაფერს შეიმჩნევს, დამიჯერე, ვიცნობ.
-მიდი, წაიყვანე ბათა და ბავშვს მაინც მოერიდეთ ცოტა, ისე მეორე ძმისშვილის გაზრდაც გამისწორდება.
-იდიოტო.

ერეკლეს ბინის კართან ვიდექი და რა მანერვიულებდა არ ვიცოდი, ალბათ მისი რეაქცია ან უფრო ბათასი. კარი რომ გააღო ერეკლემ და ბათა დაინახა გაშეშდა, ხან ბავშვს უყურებდა ხან მე, ვერ მოვისვენე და ვუჯიკე რომ აზრზე მოსულიყო. მის წინ ჩაიმუხლა და ბათამაც მაშინვე მოჰხვია ხელები, ბავშვიანად შევიდა მისაღებში. მიკვირდა საკუთარი თავის, იმის რომ არ მეშინოდა, არ მეშინოდა რომ ერეკლე ბათას წამართმევდა, პირიქით, ბედნიერებას ვგრძნობდი სხეულში სიხარულის ტალღა მივლიდა როცა მათ ვუყურებდი.
-რა მაგარი ბიჭი ხარ, მა. -ერეკლეს სიტყვებმა ძალა გამომაცალა, იქვე მდგომ სავარძელში ჩავეშვი და ამდენი წლის მერე პირველად ვიგრძენი ყელში გაჩხერილი ბურთი და თვალზე მომდგარი ცრემლი. -ელ, კარგად ხარ?
-კი, ძალიან კარგად.
-ბათამ ბურგერი მირჩევნიაო და გამოვუძახო?
-კი გამოუძახე.... ასე რატომ მიყურებ?
-ყოველთვის ვიცოდი რომ საუკეთესო დედა იქნებოდი.
-საიდან დაასკვენი?
-ბათა ხომ მომიყვანე. -ჩემს უკან დგება და თითებს ხერხემალზე დაასრიალებს. -ბავშვი რომ დაიძინებს შენ მერე მოგხედავ.
-მომხედავ?
-უნდა ვილაპარაკოთ, მინდა მომიყვე რა უთხარი ჩემზე.
-კარგი, ვილაპარაკოთ. -ისე გაერთო ბათა მამამისთან მგონი სულ დაავიწყდა რომ დედა ჰყავს, არა, ნამდვილად არ მშურდა მისი, პირიქით, მაბედნიერებდა რომ ასე მარტივად გაუგეს ერთმანეთს.
-ჩაეძინა, წინააღმდეგი ხომ არ ხარ ჩემს საწოლში რომ დავაწვინო.
-არანაირად. -ოთახიდან როგორც კი გამოვიდა მაგიდასთან დამიჭირა.
-დადე ესენი და წამოდი.
-სად?
-აივანზე. -აივნის მოაჯირს დაყრდნობილი მომჩერებოდა და ხმას არ იღებდა.
-იტყვი რამეს თუ მეხუთე სართულიდან გადახტომას გეგმავ?
-რატომ მაგიჟებ?
-არც მიცდია ერეკლე, შვილი მოგიყვანე აბა რა უნდა მექნა? გავქცეულიყავი მასთან ერთად?
-ბათა არაფერ შუაშია, შენ მაგიჟებ, მიწვევ. -მიახლოვდება და ხელს წელზე მხვევს. -ეს კაბა... ჭკუიდან გინდა გადამიყვანო?
-ოოო, წადი და ჰორმონები სხვაგან დაიმორჩილე, შენ ატეხილი ხარ ამის გამო მონაზონივით ვერ ჩავიცვამ. -მოვიშორე და იქვე მდგარ სკამში ჩავჯექი, ფეხები აივნის მოაჯირზე შემოვაწყვე.
-ჩემი ჰორმონები მარტო შენი დანახვისას იმღვრევა, ის დღეები მახსენდება.
-ის დღეები აღარ არსებობს, წარსულია. -მოაჯირს მიყრდნობილი ისევ ჩემს ფეხზე დაასრიალებდა თითებს და თან ურცხვად მიყურებდა მკერდზე.
-დაიბერე?
-რა?
-მკერდი. -თვალები ავატრიალე და გამეცინა.
-არა, ორსულობის შემდეგ ასე დარჩა.
-თმა სულ გაშლილი რატომ გაქვს? რამეს მალავ?
-მაინც რას? -თმას მიწევს და ჩემსკენ იხრება, ვგრძნობ როგორ მეხება მისი გავარვარებული ტუჩები ტატუზე და თვალები უნებურად მეხუჭება.
-აქ ყოფილა ისევ.
- შენი? -პერანგის ღილებს იხსნის, მხრებზე იწევს და მის მხარზეც ისევეა როგორც ჩემსაზე, მაშინ 21 წლის ვიყავით როცა ეს ტატუ გავიკეთეთ.
-ვერც ეს და ვერც მეორე ვერ მოვიშორე.
-ვერც მე.
-მეორეც მინდა ვნახო.
-გაგიჟდი? -ფეხზე მაყენებს და თავისგან ზურგით მატრიალებს, კაბას ოდნავ ქვემოთ ქაჩავს და ვგრძნობ როგორ სრიალებს მისი თითები კუდუსუნიდან მარჯვენა თეძომდე, შიშველ მკერდზე მიკრავს ზურგით და სუნთქვას ვწვეტ, მხარზე მკოცნის, ტუჩებს კბილებით რომ ანაცვლებს თავს ვერ ვიკავებ რომ არ წამოვიკვნესო. წამში მატრიალებს თავისკენ და ისეთი ვნებით მკოცნის რომ შეწინააღმდეგება არ შემიძლია, ხელებს მის თმაში დავასრიალებ და უფლებას ვაძლევ ბოლომდე შემისრუტოს, თავადაც უმისამართოდ დაასრიალებს ხელებს ჩემს სხეულზე, კაბის ბრეტელს რომ მიწევს მხრიდან და ყელზე გადადის კოცნით გონება მებინდება. -ამ სახლში მხოლოდ ერთი საწოლია? ნამდვილად არ მინდა სექსი აივანზე. -მშორდება და გამომწვევად მაკვირდება.
-ადრე გინდოდა.
-მართალი ხარ, ეს ადრე იყო. -ერეკლეს აივანზე ვტოვებ და მისაღებს ვკვეთავ კართან მისულს მიჭერს.
-ვერ წახვალ, ასე ვერ მომექცევი.
-წავალ, შენ არავინ ხარ. -სახელურზე მოკიდებულ ხელზე ვგრძნობ მის თითებს. -ხო მართლა, ბათა ღამე რამოდენიმეჯერ იღვიძებს, იქ ჩემი ნომერია თუ დაგჭირდი.
-ასე გინდა არა? გინდა უფრო გამაგიჟო?
-იმედია ეგ შარვალი მარტივად ირეცხება ეკე. -ნაზად ვკოცნი და კიბეზე ვეშვები... კაბას ვიხდი, უბრალო მაისურს ვიცმევ და აივანზე ვჯდები. ერეკლეს სახე რომ მახსენდება სიამოვნებისგან ვიღიმი.

დილით კარზე ზარი მაღვიძებს, ვფიქრობ რომ ერეკლეა ამიტომ ისე ვაღებ არც ვიხედები, ადგილზე ვშეშდები როცა დიმას გაფართოებულ თვალებს ვაწყდები.
-მე სიურპრიზის გაკეთება მინდოდა მაგრამ ეს შენ უფრო გამოგივიდა. -ცერებზე ვიწევი და ხელებს ვხვევ.
-ასე მალე არ გელოდი, შემოდი მოვწესრიგდები. -მიუხედავად იმისა რომ საცვლის და მოკლე მაისურის ამარა მივდივარ დიმას მზერა მაინც არ ეცვლება, საერთოდ არ მიყურებს ისე როგორც ერეკლე. რაც შემეძლო სწრაფად მოვემზადე და მისაღებში დავბრუნდი, დიმას უკვე გაემზადებინა საუზმე.
-მომენატრე და სწრაფად მოვაგვარე საქმეები, შენ რა ქენი?
-ბათა დავარეგისტრირე ბაღში და ჩემი სამუშაოს საქმეებიც მოვაგვარე.
-სად არის ბათა, ცოტნესთან თუ შენს დასთან?
-მამამისთან. -დიმას ფერი ეცვალა. -ხო, ამაზე ხომ ვილაპარაკეთ, რომ მამამისს არ დავუმალავდი.
-ასე მალე?
-ზემოთ ცხოვრობს მეხუთეზე.
-ანუ შენი ყოფილი ქმარი, შენი მეზობელია?
-არ მითხრა რომ ეჭვიანობ.
-ცოტა.
-კარგი რა დიმა, ხომ იცი რომ არ მაინტერესებს ერეკლე ის მხოლოდ ბათას მამაა.


-დიმა კარი გააღე რა. -სააბაზანოდან გამოვძახე, მაგრამ დიმას პასუხი რომ ვერ მოვისმინე მივატოვე სარეცხის ჩართვა და გამოვედი... კარებში მდგომი დიმა და ერეკლე ერთმანეთს თვალს არ აშორებდნენ. -შემოდით ბიჭებო, დე როგორ გაერთე მამასთან?
-აუუ, ხშირად დავრჩები რა.
-კარგი დე... დიმა გაიცანი ეს ერეკლეა ჩემი ყოფილი ქმარი.
-გამარჯობა, ელეს მომავალო ქმარო. -დიმა ერეკლეს მაინც უცნაურად აკვირდებოდა. -ელ ხვალ ბათა მინდა წავიყვანო დედაჩემთან.
-ბათას კითხე თუ უნდა.
-თქვენც თავისუფალი დრო გექნებათ, ერთმანეთით ტკბობისთვის.
-ეხლა ეგ კარგი ხასიათი უნდა ჩაგიშხამო ერეკლე. ხვალ ბათას და ცოტნეს ფეხბურთის დღე აქვთ, დილიდან 3 საათამდე, ამიტომ მოგიწევს ბავშვი ცოტნესგან წაიყვანო.
-როგორ გამახარე, ჩემი ძამიკოს ნომერს მომცემ?
-ახლავე.


-ელე, დღეს რესტორანში მინდა დაგპატიჟო შენ და ბათა... მინდა მასთან მეტი დრო გავატარო მამამისის ფონზე მგონი აღარ მოვწონვარ.
-კარგი წავიდეთ, რომლისთვის ვიყოთ მზად?
-შვიდზე გამოგივლით. -დიმას ტელეფონს ვუთიშავ და ცოტნეს ვუღიმი.
-ისე ელ, მხოლოდ ბათას აღარ მოსწონს დიმა ჩემი ძმის ფონზე თუ შენც?
-რას ბოდავ ცოტნე? დიდი ხანია შენ და ერეკლე დაახლოვდით?
-ბათას დამსახურებით, მართლა დავვახლოვდით.
-როცა ამ ბინას მირჩევდი იცოდი ხომ ასეა?
-რა?
-თავს ნუ ისულელებ, იცოდი რომ შენი ძმა ამ კორპუსში ცხოვრობდა.
-მერე რა? დიმკა ხომ არ ეჭვიანობს?
-არ არის ცოტნე სასაცილო, შენი ძმა რომ მეხება ვნებებს ვერ ვთოკავ, იმ დღეს დიმა სამზარეულოში იყო და უცებ კაბაში შემისრიალა ხელი, ლამის იქვე დავნებდი.
-შენ ჩემი ძმა გინდა ეგ ჩემი ბრალია?
-არა შენი ძმის, ისეთებს მიკეთებს, მთიშავს.

-ელე, მინდა რომ ჩვენს მომავალზე ვისაუბროთ.
-ბათას თანდასწრებით? მგონი ჯობია მარტოებმა ვისაუბროთ ამაზე.
-კარგი, როგორც შენ გინდა. -დიმას მზერა ჩემს უკან ეყინება და ერეკლეს სუნამოს სურნელი მიღიტინებს ცხვირში.
-აქ რა გინდა?
-პაემანზე ვიყავი, მაგრამ არ მოვიდა.
-ამიტომ ჩვენი უნდა ჩაშალო? -თავისუფალ სკამს წევს და დაუკითხავად ჯდება.
-მინდა სანამ სეზონი დამთავრდება ბათა გონიოში წავიყვანო, ზღვაზე.
-ამას მერე ვერ მეტყოდი?
-შენ და დიმაც მინდა დაგპატიჟოთ, თან ბათასთან დაახლოებაში დაეხმარება. -ერეკლეს ხელის შეხებას ვგრძნობ ფეხზე და სიტყვები თავისით ქრებიან, მინდა ხელი მოვაშორებინო.
-კარგი აზრია, მთავარია ელენე იყოს თანახმა. -ვიცი რაც ჩაიფიქრა ერეკლემ და არ მინდა გავყვე, ჩემს ვნებებზე უნდა რომ ითამაშოს. -ელე, წავიდეთ?
-წავიდეთ, კარგი იქნება ერთად დასვენება. -დიმას ხელს ვეხები და ვხედავ როგორ უმუქდება მწვანე სფეროები ერეკლეს.


-ლამაზია არა?
-ელენე ულამაზესი ქალია.
-ყველაზე მეტად მიყვარდა მისი ხალების დაკოცნა სათითაოდ, განსაკუთრებით ორი ხალი მიყვარს, მკერდის ქვემოდან და მარჯვენა დუნდულზე. -ერეკლე ქვედა ტუჩს კბილებში იქცევს და დიმას სახეს აკვირდება, რომელიც გაბრაზებული კი არა გაცეცხლებული და თან გაოცებულია... დიმას ნაპირზე ტოვებს და ზღვაში მიდის ბათასთან და ცოტნესთან.
-დიმ, რამე ხდება? -წვენს ვაწვდი და თან ვაკვირდები.
-არაფერი ელე, მზემ შემაწუხა.
-გინდა სახლში წავიდეთ?
-არა, ზღვაში ჩავალ ბათას დავეხმარები. -დიმა როგორც კი მიდის ერეკლე მაშინვე ჩნდება ჩემს გვერდით.
-რაო ძიმკამ?
-ეგრე ნუ ეძახი თქო გითხარი ერთელ.
-იცი რა სექსუალური ხარ, როცა ბრაზდები?
-იდიოტო.
-შენ და დიმას სექსი არ გქონიათ?
-ერეკლე საიდან იგონებ ეგეთ რაღაცებს?
-როცა ვუთხარი რომ მკერდის ქვემოდან და მარჯვენა დუნდულზე ხალი გაქ გაოცდა. -მისკენ ვიხრები რომ კარგად გავიგო რა უთხრა დიმას.
-რა უთხარი? გაგიჟდი ხომ შენ? -მინდა რომ იმ ნასიამოვნებ სახეში ქვა ჩავცხო, გული საშინელი ძალით მიფეთქავს.
-რაც გაიგე, სიმართლე ვუთხარი, ყველაზე მეტად მიყვარდა მაგ ხალების შეხება და ახლაც მიყვარს.
-სულ გამოშტერდი. -უცებ ჩვენი ქოლგა იხურება და მე და ერეკლე შიგნით ვყვებით, ისეთი ვნებით მკოცნის რომ გაბრძოლების შანსსაც არ მიტოვებს, ზუსტად ვიცი ამ კოცნის კვალს ყველა შეამჩნევს, როგორც კი დიმა ქოლგის გახსნას ცდილობს მაშინვე მშორდება და ვითომც არაფერი ისე ძვრება ქოლგიდან.
-ელე კარგად ხარ? -ცოტნე დიმას არ უშვებს ჩემამდე. -მანახე ცხვირზე მოგხვდა? -მაისურს ასველებს და ცხვირზე და ტუჩებზე მადებს. -სიწითლე მალე გადაგივლის.
-კარგად ხარ?
-კი დიმა, ისე უცებ დაიხურა ვერ გავიგე რა დაემართა.
-არაუშავს, მთავარია არაფერი მოგსვლია. -ერეკლე ყინულიან პაკეტს მაწოდებს და თან წარბებს მითამაშებს. -მანახე ტუჩი ხომ არ გაგისკდა? -იმით ერთობა რომ დიმა ჩემს
ტუჩებამდე არ უშვებს, უნდა თვითონ ნახოს მაგრამ ორივეს ვიშორებ და შეზლონგზე ვწვები.
-ბავშვი მარტო დატოვეთ?
-აქ ვარ, დე.
-სახლში წავიდეთ მა? არ მოგშივდა?
-ხო ჯობია წავიდეთ, მეც მომშივდა. -ავტომობილში რომ ვჯდები და ტელეფონს ვიღებ ცოტნეს შეტყობინება მხვდება.

*აწი ერეკლეს და შენ ცუღლუტობა რომ მოგინდებათ გამაფრთხილეთ დიმას გავაქრობ.
*ნუ სულელობ.
*შენი დაწითლებული ტუჩები სხვა რამეს მოწმობენ.
*შენი ველური ძმის ბრალია და ჯობია გაქრე მაგასთან ერთად, დიმას თავი დაანებეთ.

-ელე, დღეს საღამოს მარტოები გავიდეთ სანაპიროზე?
-აუცილებლად დიმ. -ნომრებში როგორც კი ვნაწიდებით ბათას ვაბანავებ და იჩემებს რომ ცოტნესთან და მამამისთან ურჩევნია... ბათას ვუშვებ და მეც წყლის გადასავლებად შევდივარ. პირსახოც შემოხვეული გამოვდივარ და საწოლზე წამოწოლილი ერეკლეს დანახვისას ადგილზე ვშეშდები. -აქ რა გინდა?
-შენთან მოვედი.
-ერეკლე ზედმეტი მოგდის უკვე, წადი. -საწოლიდან დგება და ჩემსკენ მოდის, პირსახოცს მთელი ძალით ვუჭერ ხელებს, სააბაზანოს კართან მიჭერს და თმიდან პირსახოცს მაშორებს.
-ხომ გითხარ ნუ მაგიჟებ-თქო.
-მეც გითხარი შენი ჰორმონების გამო მონაზონივით ვერ ჩავიცვამ-თქო. -ხელს თმაში მიცურებს და ლოყაზე ცხვირს მისვამს.
-ისევ ატმის შხაპის გელს იყენებ, ხომ დამპირდი რომ ამას მხოლოდ ჩემთან გამოიყენებდი?
-ეს ადრე იყო. -ათრთოლებული ხმით ვპასუხობ და ვცდილობ მოვიშორო, მაგრამ ამის საპასუხოდ მეორე ხელს წელზე მხვევს და მაგრად მიკრავს სხეულზე.
-პირველად რომ მოგიახლოვდი არ გქონდა ატმის სურნელი, რაც მე გამოვჩნდი მას მერე დაიწყე ისევ გამოყენება. -კარზე მაკრავს და წელიდან ხელს ფეხისკენ ასრიალებს, თითები თეძოსკენ მიაქვს პირსახოცის შიგნით და ხელს მაგრად მიჭერს რაზეც უნებურად წამოვიკვნესე, ჩემს ქვედა ტუჩს კბილებს შორის იქცევს და თვალებში მაშტერდება, ისეთი ვნებით მკოცნის რომ ინსტიქტურად ვნებდები და პირსახოცს ხელს ვუშვებ, ისიც მაშინვე მიექანება იატაკისკენ, ტუჩებიდან ჯერ ყელზე გადადის, კბილებით მერე კი მკერდისკენ მიიწევს, მკერდის ქვემოდან ხალზე ნაზად მკოცნის და ქვემოდან მაკვირდება. -ასე ნუ მიყურებ.
-როგორ?
-ნუ მიწვევ ელ, სისულელეს ჩავიდენ.
-მეტი რაღა უნდა გავაკეთოთ? -ისევ ჩემს პირდაპირ დგება და მიყურებს, მისი აჩქარებულის სუნთვა მეფრქვევა სახეზე და ვხვდები რომ გაჩერება არ შემიძლია, მაგრამ სადღაც, გონების ღრმა კუნჭულში ჩემი სინდისის ღრიალი მაფხიზლებს, პირსახოცს ხელს ვავლებ და აბაზანაში ვიკეტები, ჩემს თავს სარკეში ვუყურებ და ვერ ვხვდები როდის გავხდი ასეთი, საკუთარი თავის მიმართ ზიზღს ვგრძნობ.
-ელ, კარგად ხარ?
-წადი რა, გთხოვ.
-არ წავალ, გამოდი და დამელაპარაკე.
-ხალათი მომაწოდე. -ხალათს ფრთხილად ვიცმევ და საწოლზე მის გვერდით ვჯდები. -ასე არ შემიძლია ერეკლე, მე ასეთი არ ვარ, ხომ მიცნობ... ხომ იცი რომ შენთან კატა-თაგვობანას თამაში მომწონს მაგრამ არ ვარ ასეთი, დიმას ცუდად ვექცევი, შენი შეხება გონებას მიბინდავს მაგრამ ჩემი სინდისი მაინც მახსენებს თავს. -ვგრძნობ როგორ უდუნდება სხეული და თავს მხარზე მადებს.
-დიმა რომ არ იყოს და ჩვენ ვცადოთ? -მის სიტყვებზე მეც ვდუნდები.
-მღელვარე ზღვაში, რომელმაც ერთხელ უკვე სცადა შენი დახრჩობა მეორედ არ უნდა შეცურო.
-ვეცდები მეორედ მშვიდი ზღვა ვიყო.
-წადი რა ერეკლე, წადი და ასე ახლოს აღარ მოხვიდე. -ნელა დგება და თითქოს მხრებზე უზარმაზარი ტვირთი აწევსო ისე მიდის კარისაკენ.


-დიმა, ესენი რომ დავტოვოთ და ჩვენ ბათუმში გადავიდეთ რამოდენიმე დღე? - ვხედავ როგორ ურბენს სახეზე ნასიამოვნები ან უფრო გამარჯვების ღიმილი.
-დარწმუნებული ხარ რომ ბათას დატოვება გინდა?
-ცოტნეს საკუთარ თავზე მეტად ვენდობი როცა საქმე ბათას ეხება.
-მაშინ წავიდეთ, ელე რაღაც გაფიქრებს?
-ერეკლემ რაც გითხრა დღეს. -დიმას გაეცინა.
-მაგ სიტყვებით თუ ცდილობს რომ ვიეჭვიანო არ გამოუვა, დამიჯერე... მაქვს ეჭვიანობის მიზეზი ელ? -მის კითხვაზე ყელში იმ ძალით წამიჭირა სინდისმა რომ მეგონა გავიგუდებოდი, ხომ შეიძლება ადამიანი არ გიყვარდეს მაგრამ უსაზღვრო პატივს სცემდე ასე ვიყავი დიმასთან. -ხომ იცი რომ ჩემთვის მთავარი შენ ხარ და შენი ბედნიერება, თუ დავინახავ რომ შენი ბედნიერებისთვის საჭიროა ერეკლე, გპირდები თავად წავალ შენი ცხოვრებიდან.
-დიმ, ნუ ვილაპარაკებთ რა მასზე ის ჩემი წარსულია რომელმაც საუკეთესო რამ მაჩუქა ბათას სახით... შენ ჩემი აწმყო ხარ, ყოველთვის იქნება ჩემს ცხოვრებაში როგორც ბათას მამა და მეტი არავინ. -ჩემთან უფრო ახლოს იწევა და ხელს წელზე მხვევს, მისი შეხებისას თვალწინ ისევ ერეკლეს კოცნა და ვნებით სავსე თვალები მიდგება... ჩემ და საბედნიეროდ ბათას ხმა მესმის და დიმას მკლავებიდან ვძვრები.
-დე, მამიკომ მითხრა მარტო მე, შენ და ცოტნე წავიდეთ მთაშიო და შენ ხომ არ გწყინება?
-არა დე, წადი და გაერთე.


-ერეკლე, რა ჩაიფიქრე?
-შენ არ მითხარი წადიო? ხო და მივდივარ, რა გინდა ელენე?
-არაფერი. -ისევ მიახლოვდება და თმას ყურს უკან მიწევს, შუბლზე ტუჩებს მახებს.
-მინდა რომ ბედნიერი იყო, თავიდანვე შენი ბედნიერებისთვის წავედი შენგან.
-ჩემი ბედნიერებისთვის? გეშინოდა რომ შემიყვარდებოდი?
-არა, მე შემიყვარდი და ამის შემეშინდა.
-შენ ასეთი არ ხარ.
-როგორი?
-მშიშარა.
-ვარ ელენე, მაშინაც ვიყავი... ხვალ წავალ და ვეცდები შენი ბედნიერება არ დავანგრიო. -ნომრის აივანზე გავდივარ და ცას ვუშვერ სახეს, რომელიც წვიმის წვეთებს ნაზად უშვებს დაბლა, ჩვენს გასაგრილებლად ან ცრემლების დასაფარად. ვერ ვხვდებოდი რა მატირებდა, მე თვითონ არ ვთხოვე წასვლა?! ჩემს გვერდით ცოტნე დგება, არაფერს ამბობს მაცდის როდის დავიწყებ საუბარს თავად.
-გავიჭედე ცოტ, ამ ორ კაცს შორის.
-ამ ორ კაცს თუ სიყვარულსა და სინდისს შორის?
-უფრო ვნებასა და სინდისს შორის.
-დარწმუნებული ხარ რომ მხოლოდ ვნებაა? ამდენი წელია ასე ახლოს არავინ მოგიშვია, დიმაც კი... გიყვარს ელ და მე ვერ მომატყუებ, შენი თავი შეგიძლია მოატყუო მაგრამ მე?
-ვერც ჩემს თავს ვატყუებ.
-მაშინ რას აკეთებ, დიმასთან რჩები როცა შენი გულიც და სხეულიც ერეკლეს ითხოვს?
-ასე ჯობია, სტაბილური და მშვიდი მომავალი მინდა, დიმასთან თავს კომფორტულად ვგრძნობ.
-რომელ კომფორტზე ლაპარაკობ როცა დიმას აჩეჩილი თმით და საცვლების ამარა არ უნახიხარ, ჩემს წინაც კი შეგიძლია ისე იარო საცვლის და მაისურის ამარა რომ არ მოგერიდოს მაგრამ დიმა რომ გეტყვის მოვდივარო საგულდაგულოდ ემზადები, ცხოვრებას არაფერზე აგებ, მისი შეხება არც კი გესიამოვნება დარწმუნებული ვარ.
-ცოტნე ისედაც არეული ვარ და ნუ დამიმატებ გთხოვ.
-აბა რა გავაკეთო? ჩაგეხუტო და ტირილის საშუალება მოგცე?
-კი. -ხელებს მაგრად მხვევს და გულში მიკრავს.


დიმასთან ერთად დავრჩი მაგრამ ჩემი გონება მთლიანად ერეკლეს გაყვა, ამას დიმაც ამჩნევდა მაგრამ იმას აბრალებდა რომ ბათა გავუშვი.
-ბათა გენატრება ელ?
-ძალიან.
-ხომ არ გეშინია რომ ერეკლე შვილს წაგართმევს?
-არა, ვიცი რომ ამას არ გააკეთებს ვენდობი.
-ასე როგორ ენდობი ყოფილ ქმარს?
-ჩვენი ქორწინება არასოდეს ყოფილა რეალური დიმ.
-ეგ როგორ? -კარგად ვთავსდები საქანელა სკამში რომ თავისუფლად მოვუყვე დიმას ყველაფერი და დავიცალო.
-მე და ერეკლე კომპიუტერულ პროგრამირებას ვსწავლობდით, ახლო მეგობრები ვიყავით, ერთ დღესაც აღმოვაჩინეთ ამერიკული პროგრამა, სადაც ჩავეწერეთ მაგრამ აღმოჩნდა რომ ადგილი მხოლოდ წყვილისთვის იყო დარჩენილი და ჩვენც ფორმალურად ვიქორწინეთ... ჩემს ოჯახს არ გაკვირვებია ის ამბავი რომ ერეკლეს ცოლად გავყევი.
-ერთმანეთი შეგიყვარდათ?
-არა, ძალიან თვისუფალი ურთიერთობა გვქონდა, მერე ერთ დღესაც საწოლში აღმოვჩნდით და მივხვდით რომ მოგვწონდა ერთად ყოფნა, არაფერში ვზღუდავდით ერთმანეთს, პაემნებზე ვუყვებოდით მაგრამ თანდათან მივხვდით რომ ერთმანეთის გარეშე აღარსად დავდიოდით, სახლში ფილმის ერთად ყურება გვერჩივნა გართობას... რომ მეგონა ყველაფერი კარგად იყო და ასე ყოფნა მოგწონდა ერეკლე მოვიდა და...
-განქორწინება მოგთხოვა?
-მითხრა რომ ოჯახობანას თამაში მობეზრდა, აღარც ეს სამსახური უნდოდა და უკან ბრუნდებოდა ამიტომ ჯობდა ეს ფიქტიური ქორწინება დაგვესრულებინა... იცი გულის სიღრმეში ველოდი ამ დღეს, ვიცოდი ერეკლე თავისუფლებას ვერ შეელეოდა, ბავშვის ამბავი დავუმალე, მაშინ ასე მეგონა სწორი.
-ახლა? ნანობ რომ არ უთხარი?
-არა, ჩემი ცხოვრების სასწაული მაჩუქა ერეკლემ, ვიცოდი რომ აუცილებლად ვნახავდით ერთმანეთს და ვეტყოდი შვილის შესახებ, მაგრამ ის ისეთი ქაოსურია, არ ღირდა მისი ადრე მოძებნა და პასუხისმგებლობების აკიდება მისთვის.
-ელე, იმ კაცს იცავ ვინც მიგატოვა?
-დიმა, ვიცოდი როგორიც იქნებოდა მასთან ქორწინება, არც არასოდეს მქონია იმედი რომ ეს ფარსი ნამდვილ ქორწინებად იქცეოდა ამიტომ ისე არ მტკენია, ამიტომ ვაფასებ მას და მაქვს ცივილური ურთიერთობა.
-ერეკლეს თუ უყვარხარ?
-მას საკუთარი თავი და თავისუფლება უყვარს, გითხარი უკვე რომ ის ჩემი წარსულია.
-კარგი, როგორც გინდა, მაგრამ მე კაცი ვარ და ვიცი როგორია როცა ვინმეზე ეჭვინობ და შემიძლია გითხრა რომ ერეკლე კვდება ეჭვიანობით, როცა ხედავს როგორ გეხები.
-ამ ყველაფერს ასე მშვიდად მეუბნები?
-ხომ იცი, არ ვარ ის კაცი ვინც ჩხუბით აგვარებს, თუ შენ მეტყვი რომ წავიდე წავალ.
-ჩემთვის არ იბრძოლებ?
-პატარები ვართ ელენე? თუ ქალს შენთან არ უნდა, სულ რომ ყველა კაცი ძვლებში დაამტვრიო მაინც იმასთან წავა ვინც უნდა.. არა და დიდი სიამოვნებით გავლახავდი შენი გულისთვის ვინმეს.
-ვინმეს?
-ხო კარგი ერეკლეს, განსაკუთრებით იმ დღეს როცა მეუბნებოდა როგორი ლამაზი ხარ და სად გაქვს ხალები.
-ანუ მაინც იეჭვიანე? -ჩემსკენ იხრება და მგონი პირველად ვამჩნევ დიმას თვალებში ათამაშებულ ჭინკებს.
-პატარა ბიჭივით, ჩემი წასვლის დროა.
-შეგიძლია დარჩე?
-დავრჩე?
-უბრალოდ ფილმს ვუყუროთ და ერთად დავიძინოთ. -თავი დიმას მხარზე მიდევს და ალბათ უკვე მეათასედ ვუყურებ ნაკიან წელიწადს, მაინც მის სიტყვებზე ვფიქრობ, ერეკლე ეჭვიანობსო... ჯანდაბა, არ მინდა დიმასთან ყოფნისას მასზე ვფიქრობდე, არ მინდა მაგრამ არ გამომდის, გონებას მირევს.


-საიდან გამოთხარა ეს გოგო შენმა ძმამ? -ცოტნეს ვეკითხები და თან ნერვიულად ვისვამ ხელს კეფაზე.
-გომის მთაზე გაიცნო და ბათასაც მოწონს კარგი გოგოა.
-რამდენის არის 17-ის?
-21 წლის არის ელენე და რა იყო ეჭვიანობ?
-არა, არ მეხება ეგ მე.
-კარგი რა ელენიკო, აღიარე რომ ეჭვიანობ.
-ორი კვირის წინ მეუბნებოდა მე და შენ ჩვენ ვიყოთო.
-ხომ არ დაგავიწყდა რომ თავად გაუშვი, შენ აირჩიე დიმა.
-და კარგადაც მოვიქეცი, ხომ ხედავ რა მალე იპოვა სხვა.
-აბა რა ექნა? ეყურებინა როგორ გაყვებოდი დიმას ცოლად?
-დამანებე რა თავი.
-განებებ, ხო მართლა დღეს ოჯახურ ვახშმზე რას იცმევ?
-არ ვიცი, არაფერი მაქვს.
-როგორ არ გაქვს? ის ატმისფერი კაბა?
-ზედმეტად გამომწვევია.
-ვისთვის დიმასთვის თუ ერეკლესთვის?
-რა ბოროტი ხარ ცოტნე.
-მართლა არ ჩაიცვამ? იმ პატარა გოგოს არ ანახებ ვინ არის იქ ქალი? - წარბებს მითამაშებს და ზუსტად იცის რომ ათიანში გაარტყა და უკან არ დავიხევ.


სარკეში ვუყურებ საკუთარ ანარეკს და ჩემი სხეულით ვტკბები, მკერდზე ღრმად ჩახსნილ კაბას ვაკვირდები და კარადიდან ზეთოვან სუნამოს ვიღებ, ატმის სურნელით, თმას მაღლა ვიწევ და წითელი პომადა ბოლო შტრიხია, კარზე ზარი მაიძულებს ჩემი თავით ტკბობა შევწყვიტო.
-დიმა შემოდი. -ვხედავ როგორ მათვალიერებს და მის თვალებში ათამაშებულ ვნების ცეცხლს ვიჭერ.
-ელენე, აუცილებელია ამ ვახშამზე წასვლა? ხომ არ დავრჩენილიყავით?
-კარგი რა დიმა.
-მაშინ ამაღამ ბათა ცოტნეს ან მამამისს რომ დავუტოვოთ?
-ვნახოთ. -ოთახში მივდივარ ჩანთის ასაღებად და ბოლოჯერ ვავლებ სარკეში თვალს ჩემს ანარეკს. ყკან დიმა რომ მიდგება და საჩვენებელ თითს მხარზე ტატუზე მისვამს, ვერაფერს ვგრძნობ, საერთოდ არ მსიამოვნებს მისი ეს შეხება.
-მზე, რატომ ელენე?
-ეს ტატუ ჩემი ხელისმოწერის ცერემონიალის მერე გავიკეთე.
-მის თავს გახსენებს?
-არანაირად, ერეკლემ მთვარე დაიხატა... იმის სიმბოლოდ გავიკეთეთ რომ როგორც მზე და მთვარე ვერ იქნებოდენ ერთად ისე ვერ ვიქნებოდით ჩვენც, ისე დიმა განგებ აკეთებ?
-რას?
-ყოველთვის როცა ჩვენს შორის ცეცხლი ჩნდება და მგონია რომ ვნებებში გამხვევ, ერეკლეზე მალაპარაკებ. -გაბრაზებული ვაქცევ ზურგს და დამეფიცება რომ ორი წლის განმავლობაში, პირველად მტაცებს ხელს თავისკენ მატრიალებს და ვნებით მკოცნის, რომ მშორდება ვუღიმი და თვალებში მიყურებს. -ახლა შეიძლება დავფიქრდე ამაღამ ბათა მამამისს ან ცოტნეს დავუტოვო... -რესტორნამდე ხმას არცერთი არ ვიღებთ, ვიცი რომ დღეს ორივეს გავაგიჟებ და ამით ცეცხლს ვეთამაშები მაგრამ მინდა ერეკლეს სახე დავინახო როცა სახლში დიმა წამიყვანს... შენ ელენე, შენ რა სახე გექნება როცა ის ნიას მოხვევს წელზე ხელს?! ჩემი მეორე მე მეპასუხება... მაგიდას როგორც კი ვუახლოვდებით ერეკლეს დაჟინებულ მზერეს ვგრძნობ და ვხედავ როგორ ურბენს სახეზე ვნება, ქვედა ტუჩის წვალებას იწყებს.
-ნია, გაიცანი ეს ბათას დედაა, ჩემი ყოფილი მეუღლე ელენე, ის კი მისი მომავალი ქმარი დიმა.
-სასიამოვნოა ნია, ბათას ისე მოწონხარ ძალიან მინდოდა შენი გაცნობა.
-ჩემთვისაც, შენ ისეთი ლამაზი ხარ.
-შენც ძალიან ლამაზი ხარ.
-ვგიჟდები ამ ქალურ სოლიდარობაზე. -ცოტნეს ნათქვამზე მეცინება და თვალებს ვუბრიალებ, ტელეფონზე მანიშნებს და მეც მაშინვე ვიღებ ჩანთიან.

*ოუუუ რა ცეცხლი ხარ პატარავ, სანამ ესენი დორბლ მორეული გიყურებენ, ერთიც და მეორეც ხომ არ დავტყდეთ? აქამდე ვერ ვამჩნევდი შენს მხურვალებას.
*ნეტა იდიოტი არ იყო.
*ჩემი ბედოვლათი ძმა გინდა მაინცდამაინც?
*დიმას გვერდით ვზივარ.
*შენ ორ კაცს შორის ზიხარ და მესამეს წერ... ოხ შენ რა გარყვნილი ქალი ხარ ელენე.
ტელეფონს ჩანთაში ვდებ რომ მეტი სისულელე აღარ მომწეროს ცოტნემ.

-მე მოსაწევად გავდივარ, შენ არ გამოხვალ დიმა?
-მე არ ვეწევი, ჯანსაღ ცხოვრებას ვირჩევ.
-მე რა ცუდი კაცი ვყოფილვარ. -ერეკლე ვითომ შემთხვევით გასვლისას მხარზე მისვამს თითებს, ისე ჩუმად არის ყველა სუფრასთან რომ უკვე მღლის ეს სიტუაცია.
-ელე, ისე შენი პომადა სულ დიმას უსვია და ხომ არ შეისწორებდი?
-ცოტნე, რა უკულტურო ხარ. -დიმა სასწრაფოდ იწმენდს ხელსახოცით ტუჩებს, მე კი ვდგები და საპირფარეშოსკენ მივდივარ, როგორც კი მარტო ვრჩები ერეკლე შემოდის და კარს შიგნიდან კეტავს... კედელთან მიჭერს და მისი გახშირებული სუნთქვა მეფრქვევა სახეზე.
-ელენე, რას მიკეთებ?
-არაფერს, ელენე არა ელ.
-ელ, რატომ მაგიჟებ? რატომ გინდა რომ აქვე და ახლავე ჩამადენინო სისულელე? -ხელებს კისერში ვხვევ და ყურს ქვემოდან ვკოცნი. -ელ, გთხოვ ნუ თამაშობ ჩემს ვნებებზე, ასე იმპოტენტი გავხდები.
-მე არ მითხოვია აქ შემოსვლა, თვითონ შემოხვედი და ხელებსაც შენ მიჭერ უკანალზე... -საუბრის დასრულებას არ მაცდის ისე მაცხრება ტუჩებზე, მეც უფრო მაგრად ვეკვრი ზედ და ვგრძნობ როგორ მიცოცავს ჩემი კაბა ზემოთ, კარზე კაკუნი აჩერებს ერეკლეს.
-ვიცი ახლა ძაან ვნებიანი მომენტი გაქვთ, მაგრამ სახლში გააგრძელეთ.
-ცოტნეეე.
-ნუ კივიხარ, მაგიდასთან ხალხი გელოდებათ. -ერეკლეს ვიშორებ და კარს ვაღებ. -შენ მოწესრიგდი ასეთი არ გამოხვიდე, შენ კიდე.. შენც ჯობია მოწესრიგდე... მაქსიმალურად ვიწესრიგებ თავს და მაგიდასთან ვბრუნდები, დიმას შეხებას მოვყავვარ გონს, არა და ფიქრებით ისევ საპირფარეშოში ვარ ერეკლესთან.
-ნია სად სწავლობ? თუ მორჩი სწავლას?
-ბოლო კურსზე ვარ მენეჯმენტის.
-კარგია, მაგისტრატურას აპირებ? -ნიას ველაპარაკები მაგრამ ფეხით ერეკლეს ფეხს ვეხები და ვხედავ როგორ იშმუშნება... ხელს ჩემი ფეხისკენ ასრიალებს, დიმას ტელეფონი რომ რეკავს სწრაფად სწორდება და ხელსაც მაშორებს... მალევე ბრუნდება დიმა უკან.
-ბოდიში რა ელე, ქარხანაში პრობლემაა და უნდა წავიდე.
-გინდა გამოგყვე?
-არა, სახლში ცოტნე წაგიყვანს, დღევანდელი გეგმა ჩაგვეშალა მაგრამ ხვალ იყოს.
-მაგაზე არ იდარდო, დრო ბევრი გვაქვს. -ნაზად ვკოცნი ტუჩთან და მის ზურგს უკან მდგარ ერეკლეს ვუყურებ, როგორ ებერება ყელზე ძარღვები.
-ჩვენც წავიდეთ, ნია სახლში გაგიყვან. -ასე არა ერეკლე... ცოტნეს სახლში მივყავვარ მაგრამ ბათა არ მომყვება უკვე იმდენი ხანი მეხვეწება რომ ცოტნესთან დარჩეს მეც ვნებდები, სადარბაზოში რომ შევდივარ ვამჩნევ ერეკლეს მანქანა როგორ ჩერდება და ინტერესით ვუყურებ, მარტოა ანუ ნია სადმე ახლოს ცხოვრობს. -ელ, დამელოდე რა.
-გელოდები. -ლიფტს ვიძახებ და არ მოდის, უკვე ისე მტკივა ქუსლებზე დგომისგან ფეხები რომ არ შემიძლია მეოთხეზე ასვლა, ალბათ ტირილს დავიწყებ.
-ლიფტი არ მუშაობს?
-ვერ ხედავ?
-რა გჭირს.
-ვფიქრობ აქ ხომ არ დავიძინო, ისე მტკივა ამ ქუსლებზე დგომისგან ფეხები.
-მერე ვინ გაიძულა, ნიას ბოტასი ეცვა ვერ ნახე?
-ნია არ გყავდა საპირფარეშოს კედელზე მიტმასნილი. -ხელში მიყვანს და კიბეს მიუყვება, ხელი მოვხვიე და თავი მხარზე ჩამოვადე.
-იცი, ზოგჯერ მინდა რომ ისევ იმ ბინაში ვიყოთ ნიუიორკში და ფილმს ვუყურებეთ ერთად.
-მხოლოდ ზოგჯერ?
-ელენე, შენ დიმა აირჩიე მაგრამ მეც არ მიშვებ... მაგიჟებ, ჭკუიდან გადაგყავვარ. -კარებთან ძირს მსვამს და მიყურებს, როგორც კი კიბეზე ასვლას აპირებს ხელს ვავლებ და ჩემსკენ ვატრიალებ.
-შენც მაგიჟებ, მკლავს ეჭვინობა რომ შეიძლება ნიასაც ისეთი ვნებით ეხებოდე როგორც მე.
-არასდროს, ხომ იცი რომ სხვას ასე ვერ შევეხები და ვერც შენ შეგეხება, ჩვენ სხეულის ენით ვსაუბრობთ. -გასაღებს მართმევს, კარს ხსნის, სახლში შედის და მელოდება... დივანზ
ე ზის და მიყურებს, მეც ვუყურებ და ვგრძნობ რომ ამჯერად სინდისიც ვერ შემაჩერებს. ხელს მიწვდის და მისკენ ვიხრები. -ეს კაბა რომ საოცრად გიხდება გითხარი?
-ნწ. -ხელს კაბის ელვას ავლებს და წამიერად მხდის, მის წინ მხოლოდ საცვლით ვდგევარ, იმხელა ვნებით მავლებს თვალს რომ მგონია შემოვემსხვრევი რომ შემეხოს, თითებს ნელა მიასრიალებს მარცხენა ფეხიდან ზემოთ, მის გავარვარებულ ტუჩებს ვგრძნობ მუცელზე და გამომშრალ ტუჩებს ძლივს ვაშორებ ერთმანეთს, ფეხზე დგება და თითებს ხან ყელზე მისვამს, ხან ლავიწებზე, არ ჩქარობს და მე ეს უფრო მაგიჟებს, ის მაგიჟებს რომ არ შემიძლია წინააღმდეგობა გავუწიო, მის ყველა მოძრაობას მივყვები, თვალებს ვხუჭავ და ბოლომდე ვენდობი, არ ვიცი შემდეგ მის შეხებას სად ვიგრძნობ და ეს უფრო მომწონს, მისი მოძრაობით ვგრძნობ რომ ჩემს ზურგს უკან დგას, მხარზე ხერხემალთან ვგრძნობ როგორ მეხება მისი ტუჩები, ტუჩებს კბილებით ანაცვლებს და ბოლოს ენით, კვნესა ერთიანად მწყდება და ზედ ვეყრდნობი ზურგით. -მომნატრებია შენი შესწავლა.
-ნუ მტანჯავ.
-ეს ღამე სულ უნდა გახსოვდეს, ამის შემდეგ სხვისი შეხება არც უნდა მოგინდეს, ვერც უნდა აიტანო.
-ისედაც მასე ვარ ხუთ წელზე მეტია. -მისკენ მატრიალებს და საოცარი ჟინით მკოცნის, ფეხებს წელზე ვხევ და ოთახისკენ მივყავვარ, ვშორდები და ხელებს მის პერანგს ვავლებ ღილების გახსნა აზრადაც არ მომდის ისე ვქაჩავ და მსიამოვნებს იატაკზე მათი დავარდნის ხმა რომ მესმის, ქამრისკენ მიმაქვს ხელი რომ გავუხსნა.
-მაგას ვერ მოერევი არ სცადო. -ვხსნი და თან ქვემოდან ვაკვირდები სურვილ მორეული, ხელს მსუბუქად მკრავს და ისევ ჩემს მუცელს უბრუნდება ზემოთ მოყვება, ერთმანეთს ანაცვლებს ტუჩებს და ენას, მთელი სხეული მეჭიმება და ხელებს მთელი ძალით ვავლებ ზეწარს როცა მკერდზე ვგრძნობ მის ტუჩებს... ერთიანად ვივსები მისით და მასთან ერთად მივექანები არაადამიანურ ვნებაში, ჩვენი გახშირებული სუნთქვა ერწყმის ერთმანეთს... მის ძლიერ ხელებს ვგრძნობ ჯერ თეძოებზე და მერე ზურგზე... ძალა გამოცლილი წევს და თავი ჩემს მუცელზე უდევს, ხელებს მის თმაში დავასრიალებ და არ ვიცი რა ქვია ამას რასაც ახლა ვგრძნობ.
-ეკე, იცი ჩემს ბედნიერებას შენი ვნების ფერი და სუნი აქვს.
-ჩემი ვნება რა ფერია ელ?
-წითელი, ხასხასა წითელია შენი ვნება, სიგარეტის, ღვინის და შენი სუნი აქვს.
-ჩემს ბედნიერებას ატმის სურნელი და ფერი აქვს.
-ახლა რა იქნება?
-ოღონდ დღეს არა რა, ხვალ ვილაპარაკოთ, ახლა შენით ბოლომდე უნდა დავტკბე და შეგისრუტო.

დილით ერეკლეზე ადრე მეღვიძება და მძინარეს ვაკვირდები, მის ნაკვთებს თითის ბალიშებით ვიმახსოვრებ, რომ იშმუშნება ფრთხილად ვდგები ყავას ვიკეთებ და აივანზე გავდივარ, გუშინდელზე ვფიქრობ, ვხვდები რომ ასე ვერ გავაგრძელებ და დიმას უნდა დაველაპარაკო ეს ურთიერთობა უნდა დავასრულო... ერეკლე მხარზე რომ მკოცნის თავს ზემოთ ვწევ და ვაკვირდები.
-ჯერ ყველაფერი სიზმარი მეგონა მაგრამ შენს ოთახში რომ გავიღვიძე.
-ასეთ რეალურ სიზმრებს ხედავ?
-შენზე ყოველთვის.
-დიმას უნდა ველაპარაკო და დავშორდე... შენ არ აპირებ ნიასთან საუბარს?
-არა, რა საჭიროა. -სახე მეცვლება და ისეთი სახით ვუყურებ ხვდება თუ არაფერს მეტყვის შეიძლება აივნიდან ვისროლო. -ნია ისედაც არავინ იყო ჩემთვის, მეგობრის დის გარდა.
-ვინ?
-ხო, ჩემი მეგობრის და იყო რომელიც დამეხმარა შენს ეჭვიანობაში.
-იდიოტი ხარ.
-ამ იდიოტის ვნების ფერი აქვს შენს ბედნიერებას ხომ არ დაგავიწყდა?
-აფექტის მდგომარეობაში ნათქვამ სიტყვებს მნიშვნელობა არ აქვს. -ხელში მიტაცებს და ისევ ოთახში მივყავვარ.
-ხო და სულ აფექტის მდგომარეობაში იქნები.

-აბა ქალბატონო, რა უნდოდა ჩემს ძამიკოს აქ? ან შენ რა მშვიდი სახე გაქვს? დაგაწყნარა ბოლოსდაბოლოს?
-იცოდი არა?
-რა?
-ნიაზე. -ცოტნეს თვალებში ვუყურებ და მისი აწეული წარბები და ბოროტი ჩაღიმება უკვე პასუხია. -მაგისთვის პასუხს მერე მოგთხოვ ახლა წამოდი ვჭამოთ მშია.
-მოშიება იცის მართალი ხარ.
-ცოტნე რამდენხანს აპირებ იხუმრო?
-მთელი ცხოვრება, იმედია ამ მაგიდაზე არაფერი გიქნიათ.
-ფუუ, რა ამაზრზენი ხარ.
-ასეთი რომ არ ვიყო არ გეყვარებოდი.
-ერთმანეთზე უარესი შეშლილები ხართ შენ და შენი ძმა.
-ასეთები გიყვარვართ ერთიც და მეორეც.
ტელეფონზე დიმას ზარი რომ შემომდის, რაღაცნაირი არასასიამოვნო შეგრძნება მეუფლება.
-დიმ, როგორ ხარ? რა ხდება ქარხანაში?
-მშვიდობაა, პატარა პრობლემა იყო, გუშინ არ დაგირეკე ჩვენზე ვფიქრობდი დიდი ხანი და მინდა რომ დღეს სადღაც გამომყვე ოღონდ კომფორტულად ჩაიცვა.
-კომფორტულში რა იგულისხმება?
-კედები და ჯინსი.
-რომლისთვის გამომივლი?
-თუ არაფერს აკეთებ ახლავე.
-გავემზადები.
-სად მიხარ?
-დიმას უნდა ველაპარაკო ცოტნე, იმედია არ აპირებს რომ ერთად გადასვლა შემომთავაზოს არ მინდა გული ვატკინო.
-როცა სასაიყვარულო სამკუთხედია იქ ერთი ყოველთვის გულნატკენი რჩება და ეს ერთი შენ ნუ იქნები, ისე არ ქნა ორივე დაკარგო.
-ხო და დიმას უნდა ველაპარაკო, ერეკლე მინდა თუნდაც ისევ მხოლოდ ცოტახანს ვიყოთ ერთად.
-არც ის იცი დიმასთან რამდენხანს იქნები, არავინ ვიცით.
-შენ რომ არ მყავდე.
-მაგაზე არც იფიქრო, მიდი გაემზადე და იფიქრე იმაზე რაც გუშინ მოხდა რელაქსაციაში დაგეხმარება.
-რა კარგად ვიწყებთ საუბარს და ბოლოს მაინც რამე ისეთს მეტყვი.

ისე ჩავედით რაჭაში დიმას ხმა არ ამოუღია, თითქოს ისევ ფიქრებში იყო, მეც ვფიქრობდი რომ უკეთესი იყო... ულამაზესი ადგილი იყო კოტეჯს უკანა მხარეს შუშის კედელი ჰქონდა, მდინარეზე ხედით.
-ულამაზესი ადგილია.
-ხოო, აქ სხვა რამისთვის ვაპირებდი შენს მოყვანას მაგრამ...
-დიმ, რა ხდება? -შუშა გადაწია, ფეხზე გაიხადა და ჩამოჯდა, მდინარეს უყურებდა აშკარად სათქმელს არჩევდა... მეც მას მივბაძე.
-ელე, შენ ჩემთვის როგორი მნიშვნელოვანი ხარ იცი ხომ? -ვერაფერს ვპასუხობ, მგონია ხმა რომ ამოვიღო ამეტირება. -ისიც იცი რომ მთავარი შენი ბედნიერებაა, ერთი თვეა ჩემს თავთან ჭიდილი მაქ ჩემი მეორე მე სულ ეჭვებშია და მე ამ ეჭვებს ვცდილობ გავექცე, ვცდილობ პატარა და გამოუცდელი ბიჭივით თავი მოვიტყუო მაგრამ შენი თვალები ისინი არ მაძლევენ ამის საშუალებას... გუშინ როცა დავინახე როგორ უყურებდი ნიას მივხვდი რომ შენ მე ვერასოდეს შემიყვარებ, იმიტომ რომ შენს წარსულშიც, აწმყოშიც და მომავალშიც მხოლოდ ერთი მამაკაცი არსებობს, მასზე ლაპარაკისას შენი თვალები ამბობენ როგორ გიყვარს. -თვალები ცრემლებით მევსება, დიმას მიმართ იმხელა პატივისცემა ჩნდება ჩემს სხეულში როგორც არავის მიმართ არ მიგრძვნია. -არ იტირო რა, რომ არ ვხედავდე მასაც როგორ ძლიერ უყვარხართ შენ და თქვენი შვილი არ დაგთმობდი, გთხოვ არაფერი მითხრა უბრალოდ დამპირდი რომ ბედნიერი იქნები... -ფეხზე დგემა და კარებისკენ მიდის.
-დიმა. -წამით ტრიალდება ჩემსკენ. -მადლობა.
-რაღაცას მოგიტან და მერე წავალ. -მალევე ბრუნდება და ხელში საბუთებს მაჩეჩებს. -ვიცი რომ ადრე შენ და ერეკლე ჰაკერულ კომპანიაში მუშაობდით, ჩემს მეგობარს ვთხოვე პატარა რაღაცის გარკვევა რის გამოც ერეკლეს შენი დატოვება მოუწია... ერეკლე უკვე აქ მოდის მინდა რომ ისაუბროთ და შენი ბედნიერებისთვის იბრძოლო, ერთი კვირით არის დაჯავშნილი ეს კოტეჯი. -მიახლოვდება თმაზე ნაზად მკოცნის და მიდის, კართან კიდევ ერთხელ ტრიალდება და მიღიმის. -ხო მართლა თუ დაგჭირდი როგორც მეგობარი იცი სადაც მომძებნო.
დიმას წასვლის შემდეგ ისევ იქ ვჯდები და ფაილის კითხვას ვიწყებ, იქ ჩემი ბოლოს წინა საქმის მასალებია, ამ მასალებში კარგად ჩანს რამოდენიმე შეცდომა რომელიც კომპანიაზე ინფორმაციის მოძიებისას დავუშვი, მასალებს თან ერთვის ერეკლეს სამსახურიდან განთავისუფლების ცნობა სადაც მოთხოვნილია დაუყოვნებლივ გამეყაროს და დაბრუნდეს საქართველოში, თან ახლავს გაუთქმელობის ხელშეკრულება.. ყველაფრის ერთმანეთთან დაკავშირებას ვიწყებ და ვხვდები რომ ერეკლემ ჩემი დანაშაული დაიბრალა, ჩემს გამო მოუწია სამსახურის მიტოვება, რატომ არ მითხრა ან რატომ არ მომწერა, ხუთი წელზე მეტია ერთხელაც არ შემეხმიანა... კოტეჯის კარი ისევ იღება და სურნელით ვხვდები რომ ერეკლეა, ზურგიდან მიჯდება და მუცელზე ხელს მხვევს, თავს უკან ვწევ და მხარზე ვადებ.
-დიმამ მითხრა რომ გაიგე.
-ეს რატომ გააკეთე?
-იმიტომ რომ ამ სამსახურზე ოცნებობდი წლები, მე კიდევ მიყვარდი.
-შენც ხომ ოცნებობდი?
-მე შენზე ვოცნებობდი.
-მაშინ რატომ არ მომძებნე მალევე?
-სამი წელი ყველგან დამყვებოდნენ, ხომ იცი არ არის ასეთი მარტივი მაგ სისტემიდან წამოსვლა... მერე შენი და დიმას ფოტოები ვნახე და უბრალოდ დავნებდი.
-ბავშვზე რომ მეთქვა?
-მაინც მომიწევდა წასვლა ხომ იცი?
-ვიცი.
-ახლა ხომ ვართ ერთად, ახლა მაინც შემიძლია ვთქვა რომ ჩემი ხარ.
-შენი ვარ.

მარცხენა თეძოზე ერეკლეს ტატუს ვეხები, რაზეც იღიმის და ხელს ხერხემლიდან ჩემი ტატუსკენ ასრიალებს, ნაზად უსვამს თითებს და ჩემი ტატუს წარწერას ჩურჩულებს.
-We can fly. -საპასუხოდ მე მისსას.
-We can love.
-ეს ტატუები შემთხვევით არ აგვირჩევია, ბედისწერა იყო, ერთმანეთის გარეშე ვერც სიყვარული შევძელით და ვერც ფრენა ელ, შენს გარეშე ჩემი ფრთები აღარ იშლებოდა.



№1 სტუმარი სტუმარი gvantsa

სასიამოვნო ისტორიაა,ძალიან მომეწონა

 


№2  offline მოდერი Maiaabuladze

სტუმარი gvantsa
სასიამოვნო ისტორიაა,ძალიან მომეწონა

მადლობა ❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინა

ძალიან ლამაზი ისტორიაა

 


№4  offline წევრი თ. ა.

ამ ბოლოს ისე ხშირად ვეღარ გხედავ თუმცა საპატიო მიზეზი გაქვს. ეს პატარა და საყვარელი ისტორია მართლაც სასიამოვნოდ ჩავიკითხე.
ის რომ ელი ორად გაიხლიჩა ეს არ იყო მოსაწონი რა თქმა უნდა. დიმას კაცს რომელიც ენდობოდა ასე არ უნდა მოქცეოდა, არ იმსახურებდა. კი ბატონო ერეკლემ თავის დროზე აუხსნელად მიატოვა, მაგრამ მაინც ჰქონდა გრძნობები. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. ცოტნე და დიმა ყველაზე გულწრფელი პერსონაჟები იყვნენ ამ რომანში.
მადლობა რომ გაგვიზიარე მაია. გამიხარდი

 


№5  offline წევრი Annia

ვერ დავასრულე იმისდა მიუხედავად რომ ჩანაფიქრი ამ ისტორიის მომეწონა, აი ძალიან დროის უქონლობას მაგრძნობინებს, ვკითხულობდი და ვერ ვხვდებოდი პერსონაჟები ერთი ადგილიდან მეორეში როდის, როგორ, რანაირად ხტებოდნენ❤️

 


№6  offline მოდერი Maiaabuladze

სტუმარი ნინა
ძალიან ლამაზი ისტორიაა

მადლობა ❤️

Annia
ვერ დავასრულე იმისდა მიუხედავად რომ ჩანაფიქრი ამ ისტორიის მომეწონა, აი ძალიან დროის უქონლობას მაგრძნობინებს, ვკითხულობდი და ვერ ვხვდებოდი პერსონაჟები ერთი ადგილიდან მეორეში როდის, როგორ, რანაირად ხტებოდნენ❤️

მადლობა რომ დრო დამითმეთ, ვეცდები გავითვალისწინო ❤️❤️

თ. ა.
ამ ბოლოს ისე ხშირად ვეღარ გხედავ თუმცა საპატიო მიზეზი გაქვს. ეს პატარა და საყვარელი ისტორია მართლაც სასიამოვნოდ ჩავიკითხე.
ის რომ ელი ორად გაიხლიჩა ეს არ იყო მოსაწონი რა თქმა უნდა. დიმას კაცს რომელიც ენდობოდა ასე არ უნდა მოქცეოდა, არ იმსახურებდა. კი ბატონო ერეკლემ თავის დროზე აუხსნელად მიატოვა, მაგრამ მაინც ჰქონდა გრძნობები. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. ცოტნე და დიმა ყველაზე გულწრფელი პერსონაჟები იყვნენ ამ რომანში.
მადლობა რომ გაგვიზიარე მაია. გამიხარდი

თამ, ხომ იცი როგორი თავნება პერსონაჟები მყავს მე არ მეკითხებიან არაფერს ❤️
დიმა და ცოტნე მეც ყველაზე მეტად მიყვარს ალბათ ❤️❤️

 


№7  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან ძალიან კარგი და საინტერესო ისტორია იყოო..♥️♥️

 


№8  offline მოდერი Maiaabuladze

Daldoni Daldoni
ძალიან ძალიან კარგი და საინტერესო ისტორია იყოო..♥️♥️

მადლობა რომ ისტორიიდან, ისტორიამდე მომყვებით ❤️

 


№9 სტუმარი ეკა 5

ღმერთმა დაგლოცოთ ❤️????❤️????❤️❤️❤️❤️❤️????????

 


№10  offline მოდერი Maiaabuladze

ეკა 5
ღმერთმა დაგლოცოთ ❤️????❤️????❤️❤️❤️❤️❤️????????

❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent