შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რას ელი ჩემგან ? 5


12-09-2023, 01:22
ავტორი მირცა
ნანახია 1 360

14 ოქტომბერს სხვეტიცხოვლობას დაიბადა გიგა. მისი დაბადების დღის აღსანიშნავად სოფლის ახალგაზრდობამ მასთან მოიყარა თავი, მეც მასთან ვიყავი და თამროს ვეხმარებოდი სუფრის გაწყობაში.
-ელენე შვილო ხაჭაპური გადმომიბრუნე, ახლავე შემოვალ.- მთხოვა თამრომ და სამზარეულოდან გავიდა. მალევე გაიღო ისევ კარი და რადგან თამროს ველოდი არ მივბრუნებულვარ ისე ვუთხარი
-თამრო დეიდა ერთი სული მაქვს გავსინჯო თქვენი ხაჭაპური, ძალიან მომნატრებია.
- მისი ვაჟის გასინჯვა არ გინდა? არ მოგნატრებია?- ზურგს უკან გიგას ხმა მომესმა და შევბრუნდი
-ნუ მაიმუნობ გიგა, შენ სულ მენატრები.- წინ ამესვეტა და წელზე შემიცურა ორივე ხელი
-გაიწიე რას აკეთებ?- შევიცხადე და უკან დავიწიე
-რასაც მინდა, ვის ემალები?- გაიოცა
-თითქოს არ იცოდე ვის.- წარბი ავწიე და ისევ ხაჭაპურს მივუბრუნდი ტაფიდან ასაღებად.
-არ მინდა ელენა რომ დავმალოთ, ამოვიდა ყელში. ვისი რა საქმეა
-გიგა დედაშენის საქმე ნამდვილადაა, გთხოვ ეს დღე წყნარად გადავაგოროთ.- ყელი სამი თითით გამოვიწიე ვედრების ნიშნად და გამიცინა მალევე
-როგორც იტყვი.- დასრულებული არ ქონდა სიტყვა თამრო მარიამთან ერთად შემოვიდა
-მარიამ აი გიგა აქ ყოფილა, წადით გარეთ ბავშვები მოვლნ მე ელენე მომეხმარება.- გადაწყვიტა უცებ, ნერვები წამიერად მომეშალა და ეჭვიანობისგან ალბათ ორთქლიც ამივიდა თავზე. გიგას გავხედე დამცინოდა, მარიამი კი სულელურად მიღიმოდა. რადგანაც არაფერი შემეძლო დავნებდი თამროს. მე ხაჭაპურებში დავრჩი გიგა მარიამს დარჩა. სუფრაზეც გვერდი გვერდ ისხდნენ, უეცარი ხელის შეხებები ხელზე მარიამისგან, გიგა გთხოვ მარილი მომაწოდე, ეს ღვინო უგემრიელესია გიგა ოქროს ხელები გაქვს და მრავალი მსგავსი რეპლიკა გიგას ყურადღების მისაქცევად. მე კი გამომთვრალი თაზოს გვერდით ვიჯექი და ეჭვიანობისგან მაკანკალებდა. ახლა მივხვდი რას განიცდიდა გიგა მაშინ აკაკნკალებული მარჯვენა ფეხით რომ გამირბოდა.
კიდევ იყო ტორტზე სანთლის ჩაქრობა, ხელახალი კეთილი სურვილები, ჩახუტებები და კოცნები. მე კი უბრალოდ ვიჯექი და შევცქეროდი. ყველა მნიშვნელოვანი საქმე რაც გიგას ეხებოდა თამრომ მარიამს დაავალა. რაღაც მომენტში მარიამი რომ სამზარეულოში გავიდა გიგა გვერდით მომიჯდა
-ნუ ეჭვიანობ ყველაფერი გეტყობა.
-სულაც არ ვეჭვიანობ, ძალიან კარგად ვერთობი.- ვიუარე
-გემჩნევა ანთებულ თვალებზე და სიმწრით მოჭმულ ტუჩებზე.- ყურთან ახლოს მოიწია და ისე მითხრა ტუჩებით ოდნავ შემეხო ყურზე. მთელ ტანში დამიარა სიამოვნების ტალღამ, გამთიშა, გამაბრუა, აღ*აგზნო და გამახურა. ტუჩები ერთმანეთს დავაშორე ჰაერის გამოსაშვებად და გაჭირვებით მოვშორდი გიგას
-წყალს დავლევ და მოვალ.- კანკალით წამოვდექი და თან გამოვიყოლე ჩანგალი.
-წყალი აქაცაა ნუ გარბიხარ.- ისევ დამცინა
-ის წყალი მინდა.- ჩანგალს ჩავებღაუჭე და სამზარეულოში გავედი.
ქეიფი და აღნიშვნა გვიანობამდე გაგრძელდა ბოლოს გიგა იცინოდა წადით თორე "გზა დაგვილოცე" ს ჩავრთავო. მეც გვიანობამდე შემოვრჩი მათთან და ისევ მიწევდა მარიამის კეკლუცობის და თამროს შექების ატანა. წამოსვლისას გიგამ გამომაცილა, მარიამი თაზოს გაყვა რაადგან ერთ უბანში ცხოვრობდნენ.
-აბა კიდევ ფიქრობ რომ უნდა დავმალოთ ურთიერთობა?- წამოიწყო მან და ხელი მომხვია
-კი ვფიქრობ.- ვეცადე დისტანცია დამეჭირა
-სად გარბიხარ?
-მცხელა გიგა.- ვიცრუე, შუა ოქტომბერში სადღა იყო სიცხე და კაი ცხოვრება.
-მატყუარა, ჩემი სიახლოვის გეშინია
-სულაც არა.- მხრები ავიჩეჩე
-მინდოდა ამაღამ ერთად ვყოფილიყავით.-ჩემთვის მოულოდნელად გააჟღერა და მეც ერთიანად ვჭყიტე თვალები
-გიგა!
-რა გიგა რა? ორი წლისები ვართ? მინდიხარ ელენა, მიყვარხარ, და ყოველ წამს მჭირდები. ორივეს გააზრებული გვაქვს ურთიერთობა და რატომ უნდა დავიხიოთ უკან როცა ასე ახლოს ვართ?
-გიგა მე არ ვიცი...- სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი
-რა არ იცი?- გამაჩერა და თვალებში ჩამხედა
-მე სექ*ი სიამოვნების გამო არასდროს მქონია, მრცხვენია ამის თქმა მაგრამ მე ამით სიამოვნებას ვერ ვიღებ, დაძაბული ვარ და ვიცი შენც იმედს გაგიცრუებ.-ძალიან მრცხვენოდა ამის აღიარება მაგრამ ასე იყო. გიგას ჯერ გაეღიმა, მერე გაეცინა და ფრთხილად ჩამეხუტა
- იქნებ იმ კაცმა არ იცოდა როგორ ესიამოვნებინა ქალი, თან ასეთი ქალი.- ქუჩის სუსტ განათებაზე მკაფიოდ ვამჩნევდი მის აელვებულ და სურვილ ჩამდგარ თვალებს... უკან დასახევი არაფერი მქონდა, გამახსენდა ქალბატონი ლიას სიტყვები "იცხოვრე იმ დღით რომელშიც იმყოფები, თუ გინდა ბედნიერი იყო". ხელი ხელზე ჩავკიდე და ჩემი ეზო სირბილით გავიარეთ. ოთახში შევედი თუ არა ხელი წელზე შემიცურა და ბაგეებზე დამეწაფა, ასეთი მომთხოვნი და გემრიელი კოცნა სხვა დროს მისგან არ მახსოვს. მკოცნიდა გაუჩრებლად და თანმიმდევრობით, ტუჩებზე, ყელზე, კისერზე, მკერდზე... მეფერებოდა და ამ მოფერებით მთელი ტანისამოსი შემოეძარცვა ჩემთვის. დაძაბული ვიყავი თუმცა სასიამოვნოდ დაძაბული, რამდენჯერმე ჩამჩურჩულა კიდეც რომ მოვდუნებულიყავი და ბოლოს ასეც მოხდა. ჩვენი სხეულების შეერთება იყო რაღაც ის კავშირი რაც მე ყოველთვის ჰაერივით მჭირდებოდა თურმე... ამიერიდან ვიცოდი რომ მე გიგას და გიგა ჩემს გარეშე ვერ იარსებებდა.
სასიამოვნოდ დაღლილი მივესვენე მის მკერდს და რამდენჯერმე იქვე ვაკოცე
-საუკეთესო ღამე ჩემს ცხოვრებაში.
-მიყვარხარ ელენა.- თმაზე თითებით მეფერებოდა და ნელ-ნელა მეც მეხუჭებოდა თვალები.

***
-რას იძახი თამრო არ არსებობს ეგ ამბავი, გამორიცხვულია.- რაღაცას ამტკიცებდა ბებო, შორიდან მაგრამ თამროს ხმაც ამოვიცანი
-არ ვიცი მზია, ეს თუ მართალია სჯობს დასაწყისშივე მოისპოს ეს ამბავი. ელენე შვილივით მიყვარს მაგრამ ხომ იცი...- აღარ დაასრულა, სანამ ოთახში შევიდოდი მუხლები მომკევეთა. ნუთუ ჩვენზე გაიგო, ნამდვილად ყველაფერი დასრულდებოდა და ვერც გავიბრძოლებდი ჩემი სურვილის დასაცავად. ის მართალი იყო...
-გამორიცხულია, ჩემი ელენე მე ყველაფერს მეტყოდა.-ისევ ამტკიცებდა ბებო, კარი გაჭირვებით შევაღე და პირდაპირ თამროს შევეჩეხე
-აი მოვიდა და ვკითხოთ.- ნიშნის მოგებით გამომხედა
-რა უნდა მკითხოთ?- ძლივს ამოვთქვი და იქვე ჩამოვჯექი რომ არ წავქცეულიყავი
-რასაც სოფელი ლაპარაკობს... რომ შენ და გიგას სასიყვარულო ურთიერთობა გაქვთ? და ჩემი შვილი ამიტომ ამბობს მარიამზე უარს?- თვალებით ბურღვა დამიწყო პასუხის მოლოდინში, გავშრი, გავქვავდი. რა უნდა მეთქვა? სიმართლე? გაგიჟდებოდა... და ტყუილი? გიგა არასდროს მაპატიებდა... დავდუმდი.
-ამოიღე ბებო ხმა, რომ დაიჯეროს რომ არაფერია მეგობრობის გარდა.- მზია ისევ ამტკიცებდა მისას
-ბებო, სიმართლეა.- როგორ ამომივიდა ეს სიტყვები არ ვიცი მაგრამ კარგი რომ აღარ მოხდებოდა არაფერი ეს ვიცოდი. თამროს ჯერ სიცილი აუტყდა, შემდეგ დამშვიდდა და მრისხანე სახე მიიღო, ჩემსკენ სახით გადმოიწია და თვალებში ჩამხედა
-აორთქლდი ჩემი შვილის ცხოვრებიდან. მას განათხოვარი და უშვილო არ სჭირდება.- კარები გაიჯახუნა და გავიდა. მხოლოდ ცრემლებს ვგრძნობდი სახეზე და შემდეგ ყელზე... რომ გამოვერკვიე მზია ტკივილიანი თვალებით მიყურებდა, არაფერი მითხრა, ოთახიდან ისიც გავიდა.
ქმართან გაშორება არ განმიცდია ისე როგორც დღევანდელი ამბავი. ოთახში გამოვიკეტე, არც გიგას ზარს ვუპასუხე და არც ბებოს "ჩამოდი ვჭამოთ საჭმელიო"ს. ვიწექი და ჭერს მივშტერებოდი. ნამდვილად ყველაფერი დასრულდა მე არ მქონდა ბედნიერების უფლება რადგან მე ვერ გავაბედნიერებდი სხვას.



№1  offline წევრი ქეთუშა

შემდეგ თავს როდის დადებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent