მომკიდე ხელი - თავი მეოთხე
კლასში გამეფებული სიჩუმე ნახშირორჟანგით მდიდარი ჰაე- რის შესუნთქვას კიდევ უფრო აძნელებდა და ყურთასმენას მისი წუილით ახშობდა. ქერა, მაღალი, 14 წლის ყმაწვილის დანახვამ მთელ კლასს ხმა გააკმენდინა და ფეხბურთის მოყვარულ ბიჭებს მეტად გაუცრუა იმედი. კუბოკრულ მოცისფრო პერანგიანი და ლურჯი ჯინსის შარვლიანი გაბრიელი უძრავად იდგა. -გაიცანით, ბავშვებო, თქვენი ახალი თანაკლასელი გაბ- რიელი!-მოგვმართა დამრიგებელმა, თუმცა მისი ენთუზი- აზმით სავსე გამომეტყველებისათვის არავის ეცალა და არც არავის ეპიტნავებოდა სათითაოდ წამოხტომა და თავის წარდგენა, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს. ჰაერი დამძიმდა. ელენე წამოდგა და სტუმარს ზიზღით სავსე თვალები მიაპყრო. -გამარჯობა, მე ელენე ვარ, კლასში ყველაზე ჭკვიანი მოსწავლე. გასაგებია?! პასუხად მხოლოდ თავის დაკვრა მიიღო. ახლა გუგას ჯერი დადგა. -გამარჯობა, მე გუგა მქვია,- თქვა და დაჯდა. პასუხად კვლავ თავის დაკვრა. ზუსტად 2 წუთისა და 53 წამის შემდეგ ჩემი რიგიც დადგა. მერხიდან წამოდგომა არ ძალმიძდა, თითქოს ათასი რკინის ჯაჭვი მაკავებდა, რომ სკამს ერთი მილიმეტრითაც კი არ მოვშორებოდი. ცივმა ოფლმა დამასხა... როგორც იქნა, სათითაოდ გავწყვიტე შემაკავებელი ბერკეტები და ენა ავამოძრავე. შიშისაგან დამბლა დამეცა, თუმცა მაქსიმალურად შევეცადე არაფერი შემტყობოდა. ამოვისუნთქე და ამოვღერღე: -გამარჯობა, მე მერი ვარ. თავისუფალ დროს ვხატავ ან ვმღერი. შვებით ამოვისუნთქე და დავჯექი. სრულიად მოულოდნელად დაბალმა, სასიამოვნო ხმამ უხეშად მომმართა: -გამარჯობა, მერი. შეუმჩნევლად შევკრთი და გადავწყვიტე ამ უცნაური გარე- მოსათვის ყურადღება არ მიმექცია, რაც საკმაოდ რთული, შეუძლებელიც კი იყო მაშინ, როდესაც ოცდაათი მერხიდან ოცდაცხრა მათგანი დაკავებული გახლდათ, ხოლო ერთადერთი თავისუფალი ადგილი ჩემ გვერდით მოიძებნებოდა. რთული მისახვედრი სულაც არ უნდა ყოფილიყო, რა მელოდა. გული დავამშვიდე, მივაყუჩე და საკუთარი თავშეკავებისაგან დაკმაყოფილებულმა ღრმად ამოვისუნთქე. არაფერი შეცვლილა, სრულიად არაფერი. ვითომ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.