შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხეცი/დასასრული


13-09-2023, 07:14
ავტორი lashausafrtx
ნანახია 1 469

სახლი ცეცხლის ალშია გახვეული, დაჭრილი თემო ერთი ხელით ცდილობს წამოდგომას და გოგონებთან ერთად სარდაფიდან გაღწევას,.. დრო და დრო ცეცხლ მოკიდებული ფიცრები ვარდება სარდაფში და წეწხლიც გიზგიზს იწყებს, შავი კვამლი ფარდასავით ეფარება ტერიტორიას, რის შედეგადაც სუნთქვა ჭირს... თემომ მოიკრიბა მთელი მისი ძალ ღონე და დაივიწყა რომ დაჩრილია, ცდილობს რამენაირად გააღწიონ ადგილიდან... უეცრად შენიშნა პატარა სარკმელი, იმ წუთასვე დაიწყო მასში მიმაგრებული პატარა მინის ჩამსხვრევა,..ჯერ გოგონები გააძვრინა სარკმელში,.. შემდეგ კი თავად სცადა მაგრამ იმდენად ვიწრო გასასვლელი იყო რომ გაუჭირდა მას გაძრომა,.. დრო და დრო კი კვამლი და ცეცხლი ლამის არის მოეფინოს მასაც... მაგდა განწირული ხმით მიმართავს თემოს რომ სწრაფად გამოვიდეს... ამასობაში ბადრი გონს მოვიდა და სწრაფად წამოხტა ადგილიდან, გოგონებს მუახლოვდა და სიტუაციაში გაერკვა,.. ახლა ბადრი უყვირის თემოს... პასუხს კი არავის სცემს,.. უეცრად სარკმელიდან ბრახუნის ხმა შემოესმათ,.. მიუახლოვდნენ და შენიშნეს როგორ ცდილობს სარკმელის კუთხის დამტვრევას, თემო მძიმე უროთი, რათა გააგანიეროს... მაგრამ ძალიან უჭირს რადგან მხოლოდ ერთი ხელით ანხორციელებს დარტყმას, ბადრი მოუწოდებს მას რომ გადმოუგდოს ურო და თავად უკეთ ცდის დამტვრევას გარეთა მხრიდან, თემო კი უსიტყვოდ აგრძელებს მტვრევას. უცბად ბადრიმ შენიშნა, როგორ გამოაძვრინა თემომ მარჯვენა ხელი სარკმელიდან, მანაც დახმარების ნიშნად ჩაავლო ორივე ხელი თემოს, მარჯვენა მკლლავში და ექაჩება მისკენ თემოც ცდილობს გაძრომას, მარცხენა მხარს ისე ახახუნებს რომ ჭრილობა სულ გაუგანიერდა და სისხლი სდის.. ტკივილისგან და სიმწრისგან ღრიალებს და თან ცდილობს გააძვრინოს სხეული,.. ბადრის და თემოს დიდ ძალი ჭიდილის შემდეგ,.. სულ გადასძვრა თემოს მარცხენა მხარზე ხორცი და კანი და გამოაღწია კიდეს სარკმელიდან.... ზურგზე დაწვა და დიდ ხმაზე ღრიალებს ხელსაც ვერ იკიდებს მხარზე ისე ძლიერ ტკივილა განიცდის... ამასობაში აფეთქების ხმა გაისმა და სახლი სრულდად ჩამოიშალა და ნანგრევებზე მხოლოდ კოცონი გიზგიზებს. ამასობაში სასწრაფო პოლიცია და სახანძრო ერთად მივიდნენ ადგილზე,.. მეხანძრეები ცდილობენ ცეცხლის ლოკალიზებას, სასწრაფოს ექიმებმა კი თემო საკაცეზე მოათავსეს და სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს. ბადრის მიმართულებიტ გაჩერდა ავტომობილი საიდანაც ორი პოლიციელი და მამუკა გადმოვიდნენ.
-ჰაა რა ხდება აბა?... რაშია საქმე?
-ბადრი: რასაც ხედავთ ბატონო მამუკა, სახლი იწვის... გოგონები ვიპოვეთ.
-დამნაშავეები სად არიან?...
-ბადრი: ქალი გაიქცა,... მამაკაცი კი ამ ცეცხლშია გახვეული.
-როგორ გაიქცა ის ქალი?... სად გაიქცა?
ბადრის მოთმინების ფიალა აევსო და განრისხებული სახის გამომეტყველებით ძალიან ახლოს დაუდგა მამუკას წინ.
-ბადრი: იქნებ ჯერ დაინტერესდეთ როგორ არიან თქვენი თანამშრომლები?!თემო როგორ არის მე როგორ ვარ,.. გვაცადოთ გონებაზე მოსვლა და შემდეგ დამისვათ კითვები.
მამუკამ გაოცებული სახე მიიღო ბადრის მოსმენისას და მისკენ გაიწია საჩხუბრად ამის დანახვისას სწრაფად მოიმოქმედა იქ მყოფმა პოლიციელებმა და შეაკავეს იგი,.. ბადრი კი გაუნძრევლად აკვირდებოდა მას და სიძულვილს გამოხატავდა. ამასობაში ერთი კვირა გავიდა, ვერას კვალს კი ჯერ კიდევ ვერ მიაგნეს სამართალ დამცავებმა,.. თემოც გამოწერეს და მხარი თაბაშირში აქვს მოთავსებული. მანამ სანამ თემო სამსახურში სიარულს ვერ ახერხებდა ბადრიმ ითავა დაკარგული გოგონას დაკითხვა, მან დაწვრილებიტ უამბო თუ როგორ შესთავაზეს სოფლიდან ჩამოსულ გოგონას ბინა იაფად ვარკეთილში და სამ დღეში როგორ მოიტაცეს ბინიდან ისე რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო და მასაც არაფერი ახსოვდა... დრო საგრძნობლად გაიწელა ვერას კვლავ ვერ პოულობენ,.. ამასობაში თემო გამოკეთდა და შეხვედრები დაიწყო ბადრისთან.
-ბადრი: რას შვები როგორ გრძნობ თავს?
-თემო: რა გითხრა ცოტა უკეთესად მაგრამ სუსტად ვარ მაინც.
-ბადრი: რა ქენი უთხარი მაგდას ყველაფერი?
-თემო: კი მაგრამ იმ მდგომარეობაში იყო რომ არამგონია გაეაზრებინა რა ვუთხარი.
-ბადრი: მერე?
-თემო: რა მერე?...
-ბადრი: რას აპირებ?..
-თემო: არ ვიცი რა... ახლა ისიც შოკშია და ცოტა დრო სჭირდება რომ მოსმენა შეძლოს.
-ბადრი: ოხ თემო თემო ასე არაფერი გამოვა... ნუ წელავ დროს თორემ მერე ძალიან გვიანი იქნება,.. მითუმეტეს ასეთი ამბავი გადაგხდათ ორთავეს,.. ფაქტიურად მის გამო სიკვდილზე წახვედი და ის გადაარჩინე ამაზე მედი რაინდობა და გმირობა რაღა გინდა?.. ახლა თამამად უნდა ეუბნებოდე შენს სათქმელს.
-თემო: ვეტყვი ვეტვი აუცილებლად,.. ხომ იცი მეჯვარე შენ ხარ.
-ბადრი: მართლა?... მე ვიფიქრე მამუკა მიყავსთქო.
-თემო: გაჩერდი თუ ძმა ხარ... დააკაკუნე ხეზე.
-ბადრი: კარგი უფროსო,.. გვიანია აწი ავალ სახლში და იფიქრე შენ იმაზე რაც გითხარი.
-თემო: აუცილებლად აბა ჰე. დაემშვიდობნენ ერთმანეთს და მანქანიდან გადმოვიდა ბადრი სადარბაზოსკენ გაეშურა,.. კიბე აიარა და მისი ბინის კარი გააღო. როდესაც კარს კეტავდა, ჩაბნელებულ შემოსასვლელში უეცრად იგრძნო როგორ შეეხო კეფაზე ცივი რკინა და ქალის ხმით მიმართვა არ გაინძრე!... ბადრი სკამზე მიაბა ვერამ და მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას განახორციელებს.
-ბადრი: აქ როგორ შემოხვედი?.. შე შეშლილო ქალო...
:შენ როგორ მომიკალი ქმარი? შე... კაცო, ახლა აირჩიე ნაჯახით დაგჩეხო?.. ხერხით დაგხერხო.. თუ ჯერ თვალები ამოგიღო?
-ბადრი: შენი ავადმყოფი დედას შ.....
:მმმ რა უზრდელი ბიჭი ყოფილხარ შენ. ვერამ საუბრისას უცბად ჩაარჭო ბარძაყში ღრმად დანა,.. რის შედეგადაც ბადრიმ განწირული ყვირილი მორთო, ამავდროულად ვერა პირზე ხელი ააფარა და თავზე მოფერება და ჩურჩული დაუწყო.
:ჩუუ ჩუუ... ნუ ყვური!.. ასეთი კარგი ბიჭი ხარ და არ გიხდება ასეთი ყვირილი... ჩუ!
-ბადრი: შენ კიდევ ბებერი ამაზრზენი,.. ავადმყოფი, ფსიქოპატი.. გული მერევა შენზე. ამის გაგონებისას ვერამ კვლავ იმავე ადგილზეჩაარჭო დანა, რის შედეგადაც კვლავ განწირული ყვირის ბადრი, ვერა კი პირზე ფხელს აფარებს.
:ოჰ რა გემრიელი სურნელი გაქვს.. ერთი სული მაქვს როდის მიგირთმევ მაგრამ ვერ გადამიწყვეტია მოგხარშო თუ შეგწვა. ვერამ ბადრის პირი აუკრა და ცოტა ხნით სამზარეულოში გავიდა,.. ბადრის კი გაუარა ცოტა ტკივილმა და ნელ ნელა ცნობიერება უბრუნდება, ის ცდილობს რამენაირად გაინთავისუფლოს ხელები მაგრამ უშედეგოდ, ამასობაში კვლავ მიუახლოვდა ვერა დანისთ გალესილ ნჯახით ხელში.
:საყავაელო ახლა დროზე უნდა მოვამთავრო სააქმე,.. რახან შენ არ ირჩევ მე ავირჩიე.. ფეხებიტ დავიწყებ.. ვერამ წააქცია სკამიანად დაბმული ბადრი და ის არის უკვე ფეხში ნაჯახი უნდა ჩაარტყას რომ კარზე კაკუნმა შეუშალა ხელი.... ვერა კარს მიუახლოვდა და ჭუჭრუტანაში გაიხედა მან კარს იქეთ თემო დაინახა.. ძალზედ აფორიაქდა და იმ წუთასვე ბადრიკენ გაემართა რადგან არ იციოდა რა მოემოქმედა,.. თემომ ბრახუნს მოუმატა და ბადრის ხმა მაღალი ხმიტ მოუწოდებს რომ კარგი გაუღოს, ხმაურზე მეზობლები შეიკრიბნენ უბანი ხახლხით გაივსო,.. დიდი ქაოსი შეიქმნა, ვერამ აღარ იცის რა მოიმოქმედოს,.. ამასობაში თემომ კარის სახელურის მიმართულებით გაისროლა პისტოლეტი და კარი წიხლით შეაღო. შემოსასვლელში სრული სიბნელეა თემო დაძაბული მიემართება იარაღით ხელში და ბადრის ეძახის,... მისაღებს მიუახლოვდა ნელ ნელა და სინათლე ჩართო... მან შენიშნა ძირს მყოფი სკამზე დაბმული ბადრი და იმ წუთასვე მიუახლოვდა მას და წამოაყენა,.. ამასობაში ნაბიჯების ხმა გაიგონა და სწრაფადვე შემოსასვლელისკენ გაიქცა,.. შენიშნა კიბეზე როგორ არბოდა ვენერა თემო კი მოუწოდებდა შეჩერებულიყო და აედევა კიდეც,.. საბოლოოდ დაეწია თემო ვენერას და პისტოლეტი მიუშვირა,.. ვენერამ ჩაიცინა ნაჯახი დაგდო ძირს და ხელები ზემოდ ასწია. ბადრი კლონიკაში მოათავსეს თემო კი დასაკითხ ოთახში მარტოა ვენერასთან ერთად.
-თემო: სახელი, გვარი, მამის სახელი, დაბადების წელი.
:ვენერა ნებედევა, გრიგორის ასული, დაბადების თარიღი 1962წელი.
-თემო: ბრალდებულო ნებედევა, ბრალად გედება 24 ადამიანის მკვლელობა, დანაწევრება და საკვების სახით გაყიდვა,.. რა შგიძლია ამაზე მითხრა?
:ყველაფერს ვაღიარებ, დიახ ამას მე და ჩემი გარდავლილი მეუღლე, 2წელი ამ საქმით ვიყავით დაკავებული, 24ადამიანი რაც თვენ იცით,.. დანარჩენი უამრავია რადგან ყველას არ ჰყავს პატრონი მოგეხსენებათ რომ ეძებოს.
-თემო: დანარჩენი ადამიანი, როდის და რა ვითარებაში მოკალით?.
:მე და ანზორის ძალიან გვიჭირდა,.. ამიტომ ვალებში გადავარდით,.. მოვალე თითქმის ყოველ კვირა გვაწუხებდა და გვაჩქარებდა,.. წინააღმდეგ შემთვევაში სახლის წართმევით გვემუქრებოდა და სიცოცხლის მოსპობით. ამავდროულად ბანკი გვართმევდა სახლს რადგან ვერ ვიხდიდით ვალს,.. უკვე აღარ ვიცოდით რა გაგვეკეთებინა.. ყველა მხრიდან გვაწუხებდნენ... ერთ დღესაც ვალერა მოვიდა ჩვენთან,.. მოვიდა და როგორც სჩვოდა გვემუქრებოდა,.. ჩვენ ვთხოვდით რომ კიდევ რამოდენიმე დღე ეცდია ჩვენთვის მაგრამ კატეგორიულ უარზე იყო,.. შემდეგ შელაპარაკების დროს ფიზიკურად შემეხო.. და კედელს მიმანარცხა, ამის დანახვისას ანზორი ეცა მას და ერთმანეთს სცემდნენ,.. შემდეგ მე ავიღე სამზარეულოს დანა და გადავწყვიტე ანზორის დავხმარებოდი, ვალერას რამოდენიმე ჭრილობა მივაყენე რის შედეგადაც ადგილზე რარდაიცვალა, ანზორი მომაშტერდა და მეკითხებადა თუ ეს რა ჩავიდინე, მე ვეღარ მოვითმინე და გამეცინა,.. სიცილზე გაოცებული სახით მიყურებდა და შემდეგ თავააც გაეღიმა.
-თემო: შემდეგ რა მოხდა?
:მეკითხებდოდა ანზორი რა უნდა გაგვეკეთებინა ახლა... ბევრი ვიფიქრეთ ვიმსჯელეთ და საბოლოოდ ჩემი აზრი გავანდე მას,.. თავიდან გაოცდა მაგრამ შემდეგ მიხვდა რომ სხვა გზა არ გვქონდა... ამიტომ ჩემს აზრზე შევჩერდით.
-თემო: რა აზრზე?... რა აზრზეა საუბარი?
:ვალერა დავჩეხეთ ნაჯახით,.. და მე და ანზორიმ მივირთვით, ეს იმიტომ გავაკეთეთ რომ კვალი არ დაგვეტოვა და ვერავის მოეძებნა ის.
-თემო: თქვენ ხვდებით რომ მხეცი ბრძანდებით?
:ძალიან გთხოვთ ნუ მაყენებთ შეურაწყოფას,.. მე გულახდილად გესაუბრებით და გთხოვთ დააფასოთ ეს.
-თემო: კარგი! განაგრძეთ.
:შემდეგ მემკვიდრეობით ანზორის ერგო პატარა ფართი ვაგზალის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე,.. ამაზეც ბევრი ვიფიქრეთ რა უნდა გაგვეკეთებინა და საბოლოოდ მოვიფიქრეთ ასეთი რამ, პატარა ოთახი მოვაწყეთ და საცხობი.. გადავწყვიტეთ სადაც ვცხოვრობდით ის სახლი გაგვექირავებინა, შემდეგ დგმური მოგვეკლა დაგვენაწევრებინა ფარშად გვექცია და ხორციანი ღვეზელი მოგვემზადებინა შემდეგ კი გაგვეყინა... საკმაოდ კარგი შემოსავალი შემოგვდიოდა,.. ცალკე ბინის ქირით ცალკე საცხობით ამასობაში ვალებიც მოვიცილეთ და ცხოვრებასაც განვაგრძობდიტ რამოდენიმე სახლი და ბინაც შევიძინეთ,.. მანქანაც და ასე ვაგრძელებდით.
-თემო: ძირითადად მსხვერპლს რა პრინციპით არჩევდით?
:ძირითადად რაიონიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს რადგან ნაკლები შანსი ყოფილიყო ძებნის.
-თემო: თავს დამნაშავედ ცნოობთ?
:არა... რადგან თვენც ასევე მოიქცეოდით,.. როდესაც გაგიჭირდებოდათ.
-თემო: რაც არუნდა გიჭირდეს,.. შენს თავში მხეცი არ უნდა დაბადო! მე თვქენნაირი არასოდეს არ ვიქნებოდი,.. მე თქვენნაირებისგან ვიცავ მოსახლეობას.
:მაშინ რატომ ვერ დაიცავით ის ადამიანები ჩემგან?... ვერაფერი მცველი ვერ ყოფილხართ.. ყველა ჩვენთაგანში არის მხეცი,.. უბრალოდ მე ვაღიარე რომ ეს მე ვარ,.. მაგრამ თვენ ვერ აღიარებთ,.. უბრალოდ ეს განსხვავებაა ჩემსა და თვენ შორის.
-თემო: მე მორალი გამაჩნია, სიყვარული გამაჩნია, და სინანული გამაჩნია... მე თუ დამნაშავე ვარ ამის აღიარება შემიძლია,.. ჩემში მხეცი ვერასოდეს ვერ იცხოვრებს რადგან მე ადამიანი ვარ!
:არასოდეს თავა არასოდეს.
-თემო: მორიგე.... გაიყვანეთ პატიმარი!
თემო დაღლილი და დასტრესილი გამოვიდა ამსახურიდან,.. მან შენიშნა შორი ახლოს ავტობუსის გაჩერებაზე მყოფი მაგდა,.. თავიდან ყოყმანობდა შემდეგ კი მიუახლოვდა მას.
-თემო: სახლში მიდიხარ?
:იუ... როგორ შემაშინე, კი სახლში მივდივარ.
-თემო: წამოდი მიგიყვან.
:არა იყოს მადობა არ შეგაწუხებ.
-თემო: მე მინდა რომ შემაწუხო.
მაგდას გაეცინა თემოს ნათავმზე და დათანხმდა რომ წაეყვანა შინ,... გზაში შნიშნა მაგდამ რომ თემომ სულ სხვა მხარეს გადაუხვია მანქანა,.. რაზეც მიანიშნა მაგდამ რომ ის სხვა მხარეს მიდიოდა.
:აქ სად მივდივართ?... სადაც ვცხოვრობ იმ ადგილს გამოვცდით.
-თემო: სახლში მიმყავხარ.
:კარგი რა.. ხუმრობის დროა?...
-თემო: არ გეხუმრები, მართლა სახლში მიმყავხარ.
:ვის სახლში?...
თემომ მანქანა შეაჩერა, მაგდას გახედა და უპასუხა.
-თემო: ჩვენს სახლში მიმყავხარ!.



№1  offline წევრი EllaTriss

ჰო, არის რაღაც-რაღაც ხარვეზები, გრამატიკული შეცდომები, დროებში ირევი და ა.შ, მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად ვკითხულობდი.
საინტერესოა, ყველა მხრივ, მიხარია რომ მკითხველისთვის გაზიარება გადაწყვიტეთ.
წარმატება მომავალში.❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent